-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
საქართველოს პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის მისვლას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი და შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა. პროტესტის მონაწილეები ლევან იოსელიანს ეძახდნენ „მონას“. ასევე აქციის მონაწილეებმა მისი მიმართულებით ისროლეს კვერცხი, რომელიც მას თავში მოხვდა. იოსელიანი ადგილიდან სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გაიყვანეს. ის ტერიტორიას პოლიციის თანხლებით ტოვებს. იქამდე ლევან იოსელიანი აცხადებდა, რომ ადგილზე იმის შესაფასებლად მივიდა, თუ რამდენად პროპორციული ძალის გამოყენება ხდება პროტესტის მონაწილეების მიმართ. იპნ
-
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აუქმებს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და მოსახლეობისთვის მიმართვას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება აშშ-ში. პრეზიდენტი აუქმებს დღეს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და ემზადება, რომ მიმართოს მოსახლეობას“, -აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
-
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, შეკრებაში მონაწილეებს კი მიმართავს, არ გასცდნენ კანონისმიერ ჩარჩოებს. „შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა მხოლოდ უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს. პოლიციის მხრიდან იძულების ღონისძიებების, მათ შორის, აქტიური სპეციალური საშუალებების (სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, აკუსტიკური საშუალება, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და სხვ.) პროპორციული გამოყენება დასაშვებია კანონიერი მიზნის მისაღწევად, ინტენსივობით გამოსადეგი საშუალების აუცილებლობის ფარგლებში. ამასთან, სავალდებულოა აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება და კანონიერი მოთხოვნების შესასრულებლად, მათთვის გონივრული ვადის მიცემა. იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა უნდა განისაზღვროს კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, სამართალდამცავები შეეცადონ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს. გასათვალისწინებელია, რომ აკრძალულია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელიც იწვევს მძიმე დასახიჩრებას. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ იქნას გამოყენებული სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, ხოლო შეკრებაში მონაწილეებს მოუწოდებს არ გასცდნენ კანონისმიერ ჩარჩოებს“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
-
სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლა დაიწყო. სპეცრაზმელები წყლის ჭავლს უშვებენ პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩებიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მანამდე მათ აქციის მონაწილეების მისამართით გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც. პროცესის პარალელურად სამართალდამცველები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ. „მოქალაქეებო, დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად“,- მიმართავენ მოქალაქეებს. იპნ
-
პარლამენტთან ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდეგ არიან დაშავებულები
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არიან დაშავებულები. პროტესტის მონაწილეები, ძირითადად ცრემლსადენის გაზის გაშვების შედეგად დაშავდნენ. მათ ადგილზე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადები უწევენ დახმარებას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ამ დროისთვის აქციიდან საავადმყოფოში არც ერთი აქციის მონაწილე არ გადაუყვანიათ. სამსახური ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენ ადამიანს გაეწია ადგილზე დახმარება, მოგვიანებით გაავრცელებს. იპნ -
საქართველოს პარლამენტმა ხმაურის ფონზე პირველი მოსმენით რუსულ კანონს მხარი დაუჭირა. იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც კანონპროექტს მხარი დაუჭირეს არიან: გიორგი ამილახვარი; გია ბენაშვილი; ირაკლი ბერაია; ირაკლი (დაჩი) ბერაია; რამინა ბერაძე; მაია ბითაძე; ანზორ ბოლქვაძე; ელისო ბოლქვაძე; მაკა ბოჭორიშვილი; ბექა დავითულიანი; ალექსანდრე დალაქიშვილი; ზაურ დარგალი; ისკო დასენი; ზაალ დუგლაძე; გოჩა ენუქიძე; გიორგი ვოლსკი; ირმა ზავრადაშვილი; ირაკლი ზარქუა; არჩილ თალაკვაძე; ედიშერ თოლორაია; ფრიდინ ინჯია; რატი იონათამიშვილი; დავით კაჭარავა; ლადო კახაძე; გიორგი კახიანი; კახა კახიშვილი; პაატა კვიჟინაძე; ბაია კვიციანი; სუმბატ კიურეღიანი; ირაკლი კობახიძე; ლევან კობიაშვილი; რესან კონცელიძე; მარიამ ლაშხი; ლომინაძე ზაზა; მათიკაშვილი დავით; მანუკიანი სამველ; მაჭარაშვილი გურამ; მგალობლიშვილი ლევან; მდინარაძე მამუკა; მეზურნიშვილი ირაკლი; მენაღარიშვილი მაია; მეშველიანი გოგი; მირზოევი სავალან; მიქანაძე გივი; მიქელაძე ზაალ; ობოლაშვილი ანტონ; ოდიშარია ბექა; ოხანაშვილი ანრი; პაპუაშვილი შალვა; სამხარაული გელა; სამხარაძე დიმიტრი; სამხარაძე ნიკოლოზ; სანიკიძე ვიქტორ; სარჯველაძე მიხეილ; სეფაშვილი ეკა; სონღულაშვილი დავით; სოზარ სუბარი; ალექსანდრე ტაბატაძე; ნოდარ ტურძელაძე; ქადაგიშვილი ირაკლი; ქარუმიძე ლევან; ღუდუშაული ალუდა; ყაველაშვილი მიხეილ; შატაკიშვილი ირაკლი; ჩანქსელიანი გოდერძი; ჩიგოგიძე ვასილ; ჩიქოვანი ირაკლი; ცაგარეიშვილი გიორგი; წაქაძე ბეჟან; წილოსანი ნინო; წილოსანი ხატია; წაწავა გრეტა; ჭიჭინაძე გივი; ხაბარელი შოთა; ხუნდაძე დიმიტრი; ვიქტორ ჯაფარიძე. საქართველოს პარლამენტის პლენარულმა სხდომაზე დღეს, 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს. რუსულ კანონს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 13 წავიდა. „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინირაძე ირწმუნებოდა, რომ ამ კანონპროექტებს ხუთშაბათს, 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მან დღეს თავად შესთავაზა პარლამენტს, რომ კანონპროექტები დღესვე განეხილათ: „თავდაცვის კოდექსისთვის გვქონდა დღევანდელი დღე, მაგრამ ვერ მოესწრო და კომიტეტს გადაუწყვეტია, არ განიხილონ. ამიტომ გთავაზობთ, რომ დავიწყოთ განხილვა აგენტების ამერიკული კანონის და გავაგრძელოთ ხუთშაბათს“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. „ქართული ოცნების“ წევრებმა რუსული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა მას შემდეგ დააანონსა, რაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო დაიშალა. ამის მიუხედავად, ასობით მოქალაქე პარლამენტის უკან კვლავ შეიკრიბა. “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღება ნიშნავს პრინციპების დონეზე მის მიღებას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ კანონს მაინც მიიღებენ მიუხედავად იმისა, თუ რა შეფასებას გააკეთებს ვენეციის კომისია. დღევანდელ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” თემაზე მომზადებული 2 კანონპროექტიდან მხოლოდ ერთი განიხილეს და მიიღეს. მეორეს სავარაუდოდ ხუთშაბათს მიიღებენ და ვენეციის კომისიაში მასაც გადაგზავნიან. უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 6 მარტს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ მხარი დაუჭირა. მანამდე იგივე გადაწყვეტილება მიიღეს თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულმა სხდომამაც.კანონმდებლობის თანახმად, ახლა კანონპროექტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს და მას პირველი მოსმენით უყარონ კენჭი.„ოცნებას“ გაცხადებული აქვს, რომ სანამ მეორე მოსმენები დაიწყება, კანონპროექტებს ვენეციის კომისიაში გააგზავნიან. თუმცა, როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ვენეციის კომისიის პასუხის მიუხედავად კანონს მაინც მიიღებენ. კანონპროექტების მიღებისთვის აუცილებელია, რომ პარლამენტმა პლენარული სხდომის მესამე მოსმენაზეც დაუჭიროს მას მხარი. კანონპროექტს აქტიურად აკრიტიკებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. პრეზიდენტი ამბობს, რომ “აგენტებზე” კანონს ვეტოს დაადებს. ვეტოს დაძლევას 76 ხმა სჭირდება, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, შესაბამისად, მმართველი გუნდს შეუძლია ვეტოს დაძლიოს. ნეტგაზეთი
-
სამართალდამცველები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ.მოქალაქეებო, დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად“, - მოუწოდებენ მოქალაქეებს. ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აქციაზე კვლავ ხმაური და დაძაბული ვითარებაა. სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტის იმ შესასვლელის მოქალაქეებისგან გათავისუფლებას ცდილობს, საიდანაც პარლამენტი დეპუტატებმა უნდა დატოვონ.
-
„აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი“ — შსს მშვიდობიანი აქციის დარბევაზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ პროტესტმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რაც უწყების თქმით, გამოიხატებოდა იმაში, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირებირების მცდელობას და „სამინისტროს მოსამსახურეებზე ძალადობის ფაქტებს“: „თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირების მცდელობა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ადგილი აქვს ძალადობის ფაქტებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას, ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. იმ შემთხვევაში, თუ შეკრებილები არ დაემორჩილებიან პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწევენ წინააღმდეგობას,პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებული პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს“ — აცხადებენ უწყებაში. პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსული კანონის წინააღმდეგ, სპეცრაზმია მობილიზებული, რომელიც მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ საშუალებას იყენებს. სამართალდამცველებს მობილიზებული ჰყავთ სპეცტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანა. ნეტგაზეთი -
სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსული კანონის წინააღმდეგ, სპეცრაზმია მობილიზებული, რომელიც მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ საშუალებას იყენებს. სამართალდამცველებს მობილიზებული ჰყავთ სპეცტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანა. -
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.კანონპროექტის საარგებლოდ ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა. პროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. რაც შეეხება ე.წ. აგენტების შესახებ მეორე კანონპროექტს - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, ის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე არ განუხილავთ, შესაბამისად, მისი კენჭისყრა ვერ შედგა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ. აღნიშნული კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. ამავე პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც „კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.
-
აშშ-ის საელჩო - დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. „ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, - ნათქვამია განცხადებაში. -
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს არ მიიღონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირალობის შესახებ“. განცხადებაში, რომელსაც 100-ზე მეტი ექიმი აწერს ხელს, ვკითხულობთ, რომ „აგენტების“ შესახებ კანონის მიღება შეაჩერებს საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებს პროცესს, მოაქცევს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ იზოლაციაში, ჩაახშობს თავისუფალი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების ხმას: „ჩვენ, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, შეგახსენებთ, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი იპყრობდა საქართველოს ტერიტორიებს, გვინგრევდა ქალაქებს, გვართმევდა სოფლებს, გვიკლავდა ჯარისკაცებს, მოხუცებს, ქალებს და ბავშვებს, ძმათა მკვლელ სამოქალაქო ომში ითრევდა ჩვენს მოქალაქეებს, მთავრობა კორუფციაში და სიღარიბეში ახრჩობდა ქვეყანას, როდესაც საავადმყოფოებში არ იყო სინათლე, არ იყო გათბობა, ოპერაციები სანთლის შუქზე კეთდებოდა, რეანიმაციებში ხელოვნური სუნთქვის აპარატები ითიშებოდა, ელემენტარული მედიკამენტებიც კი, პაციენტების ოჯახების საზრუნავი იყო, სწორედ მაშინ, დაიწყო და დღესაც გრძელდება თქვენს მიერ „უცხოურ გავლენად“ შერაცხული ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის თუ სხვა მეგობარი ქვეყნების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების უწყვეტი ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარება". სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები განცხადებაში განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაფინანსებულ იმ პროგრამებზე, რომლებმაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნვეყოფაში გარდამტეხი როლი შეასრულა: იმუნიზაციის პროგრამა (მათ შორის აფხაზეთში და სამაჩაბლოში); ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა; ორსულთა მეთვალყურეობის და მონიტორინგის პროგრამა; ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროგრამა; შიდსის და ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა; COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და მედიკამენტების მოწოდება; დიაბეტის მკურნალობის და მართვის პროგრამები; C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა; ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური ზრუნვის პროგრამა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამები; ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა; თირკმლის დიალიზის პროგრამა; უსაფრთხო სისხლის პროგრამა "განხორციელდა საავადმყოფოების, პოლიკლინიკების, ლაბორატორიული ქსელის, საოჯახო მედიცინის ცენტრების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა, მათ შორისაა: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების ცენტრები, ჯო ენის კლინიკა, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი,ნ.ყიფშიძის სახ. რესპუბლიკური საავადმყოფოს და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებები, ბათუმის რეაბილიტაციის ცენტრი და ა.შ“. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, განცხადებაზე ხელმომწერთა სია გაფართოვდება. აბჟანდაძე მაკა ადამია პაატა ახობაძე გიორგი ბოჭორიშვილი რევაზ ბუწაშვილი მაია გვახარია მარინა გოგოხია ნათია გოგოხია ვერა გოგიშვილი ფიქრია გოგიშვილი გიორგი კანკავა გურამი კანკავა ლილი ესართია შალვა ესართია ქეთევანი ნაცვალაძე ნინო კამკამიძე გიორგი ხურციძე გრიგოლ კულუმბეგოვი ბიძინა ქავთარაძე ანი მრელაშვილი დავითი მარშანია არჩილ ისაკაძე ნინო ბერიძე სოფიო ჩაჩანიძე ლადო გურგენაშვილი ხათუნა ნარსია თინათინ ვაშაკიძე ლევან დოლიძე მიხეილ დანელია ლალი წერეთელი გიგი ურუშაძე ანდრია ჯუღელი ლევან ყიფიანი ლევან კალანდარია თინათინ ყიფიანი ია ქეთევან ლომიძე მელნიჩუკი კოტე ჩიხრაძე კახაბერ მეუნარგია შორენა ცუცქირიძე ლიკა გოცირიძე ელენე სოფრომაძე სოფიო თურქია ბაბი კობახიძე ანა გულდედავა ნანა გორგოშაძე დიანა გუგუშვილი ნატო ირემაშვილი კახაბერ სარია თამარ გერმანიშვილი ნანა ჯანაშია ლალი კეპულაძე თენგიზ ლობჟანიძე ქეთევან წირქვაძე ირინა ქშუტაშვილი მანანა ბერულაშვილი შოთა ლურსმანაშვილი გია ბურდულაძე ქეთევან ხელაძე ნინო ბიჭიაშვილი გიორგი მელიქიძე ნათია ცანავა ბესიკ ჯაბუა მაია კაკუშაძე ზაზა ჟორდანია ქეთევან იზორია თემურ გოგიძე ნინო სორდია გიგა ჩიკვაიძე თენგიზ გელეიშვილი მარიკა ინაური ანა ფარესაშვილი ნათია არაბიძე ნათია შირიაევი თენგიზ პერტახია სოფიო კალმახელიძე ია ვეშაგური მაკო შაშვიაშვილი გიორგი მამრიკაშვილი ანნა ჭიპაშვილი ანა შალიკიანი თამარ სიხაშვილი ქეთევან ხუხაშვილი ანა ველთაური მაკა შენგელია ნატალია ურუშაძე მაია მაღრაძე ანა კვეკვესკირი ილონა ჟვანია მარიამ კალანდაძე მარი ჩხეიძე რუსუდან ფეიქრიშვილი სოფო ბერიანიძე კახაბერ ქერაშვილი ირაკლი ზარანდია ლევან გეგელაშვილი კარინა ტყეშელაშვილი ნათია ბერიძე ნატალია ცანავა მედეა გეგეჭკორი ნანა ჯინჯოლავა ნანა ჯაფარიძე სოფო გურული ზურაბ თეონა აბრამიშვილი ქეთევან ლაშხი ელისო გიორგაძე რადიო თავისუფლება
-
“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” (RSF) ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონპროექტს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმი “შემაშფოთებელია” და აღნიშნულ კანონს შეუძლია დიდი ხნით შეცვალოს ქართული დემოკრატიის სახე. RSF აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ძალიან ჰგავს 2012 წელს რუსეთში მიღებულ კანონს, რომელიც 2017 წლიდან სპეციალურად მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენება. განცხადების თანახმად, კანონპროექტის ახალი ვერსია, რომელიც 27 თებერვალს წარადგინეს, 5 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს. RSF აღნიშნავს, ქართული ვერსია კერძო პირებსაც ეხება, განსხვავებით ამერიკული “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან” (FARA), რომელიც ძირითადად უცხოური პოლიტიკური პარტიების ფილიალებსა და უცხოურ სამთავრობო ორგანიზაციებს ეხება და რომელსაც, ინიციატორების თქმით, ეყრდნობა მათი კანონპროექტი.
-
თითოეულმა დეპუტატმა, ვინც რუსულ საქმეს დაუჭერს მხარს, გაიაზროს რომ ინდივიდუალურად იღებენ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე. მათ ისტორიული სასჯელი ელით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ვინც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარს დაუჭერს რუსულ საქმეში მიიღებს მონაწილეობას. „დღეს, რაც საქართველოს პარლამენტში ხდება, რასაც „ქართული ოცნება" აკეთებს, ანტიქართული საქმეა. თითოეულმა დეპუტატმა, ვინც რუსულ საქმეს დაუჭერს მხარს, გაიაზროს რომ ინდივიდუალურად იღებენ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე. მათ ისტორიული სასჯელი ელით. ისინი მონაწილეობას იღებენ ანტიქართულ, რუსულ საქმეში“,- აღნიშნა ბუჩუკურმა.
-
„საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას უნდა აუხსნას, „რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით“. ამის შესახებ განცხადებას გახარია „ტვიტერზე“ აქვეყნებს. „დამალული ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და აუხსნას მოსახლეობას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით და ართმევს ჩვენს შვილებს ევროპულ მომავალს! დროა, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეებს. საქართველო ევროპაა“, - წერს გახარია.
-
სტუდენტური მოძრაობა „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ აქციას აანონსებენ. ისინი დღეს, 18:00 საათზე თბილისის სახელმწიდო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში იკრიბებიან, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტთან მთავარ აქციას შეუერთდებიან. „კანონპროექტების საკომიტეტო განხილვა, რომელიც 9 მარტს უნდა გამართულიყო, მოულოდნელად დაიწყო დღეს. ეს ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა მოსახლეობის მოტყუებით, შეუქცევადი საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნის მომავალს, რადგან რუსული კანონის სწრაფად მიღების საშუალებას იძლევა. კანონი, რომელიც საქართველოს ართმევს განვითარების ყოველგვარ შანსს, მიუღებელია მოსახლეობის უმრავლესობისთვის. ჩვენი ერთადერთი გამოსავალი ახლა ყველას ერთად ყოფნაა. ახალგაზრდული ენერგია, რომელიც ამ დღეების განმავლობაში პროტესტის ერთ-ერთი წამყვანი ძალა იყო ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია“, — აცხადებენ სტუდენტები. პარლამენტმა „აგენტების“ შესახებ კანონპროექტების განხილვა პლენარულ სხდომაზე, დაანონსებული ხუთშაბათის ნაცვლად, დღეს, 7 მარტს დაიწყო. „ქართული ოცნების“ წევრებმა რუსული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა მას შემდეგ დააანონსეს, რაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დაიშალა. მოქალაქეები ახლა კვლავ იკრიბებიან პარლამენტთან და აპროტესტებენ „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტების განხილვას. ნეტგაზეთი
-
ბრიყვო, ეს სამოქალაქო საზოგადოებაა. ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში შემოთავაზებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონით, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ რუთი „ტვიტერზე“ წერს. გერმანელი დეპუტატი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, კანონი არ მიიღოს. „ეს არის თავდასხმა დემოკრატიასა და თავისუფლებაზე, მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის, პირდაპირი გამოწვევა ქართველი ხალხის თანმიმდევრული ევროპული არჩევანისთვის. ძვირფასო საქართველოს პარლამენტო, ნუ გადაკვეთ წითელ ხაზს“, - წერს მიხაელ როთი. იპნ
-
გაჯავრდი და განაწყენდი, ხმამყივარი შეიქენი - ბესიკ ხარანაულის „შეძახილი"
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ქართველი პოეტი ბესიკ ხარანაული ფეისბუქის გვერდზე ლექსს აქვეყნებს. პარლამენტი რუსული კანონპროექტების განხილვას, 9 მარტის ნაცვლად, დღესვე იწყებს. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები, ასევე სხვა მოქალაქეები საზოგადოებას პარლამენტთან მისვლისა და პროტესტისკენ მოუწოდებენ. პუბლიკა -
დღეს ჩაატარეს კიდევ ერთი პოლიტიკური თაღლითობა, პროცედურული თაღლითობა და ისე, რომ შესვენებაც კი არ გამოაცხადეს, ხუთშაბათის დღის წესრიგიდან საკითხის განხილვა გადმოიტანეს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებული მთელი ეს პროცესი, კონსტიტუციის და საქართველოს კონსტიტუციური მიზნების მიღმაა. „გზა ამ ყველაფერთან ბრძოლის ყველა ფრონტზე უნდა წარიმართოს, ბუნებრივია, მათ შორის, ჩვენ მთლიანად მივმართავთ ჩვენს ძალისხმევას პარტნიორებთან ურთიერთობის მიმართულებით და მეორეს მხრივ, ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ სასამართლომ მთლიანად ეს პროცესი ცნოს, როგორც კონსტიტუციის მიღმა პროცესი,“ -განაცხადა ლილუაშვილმა. ინტერპრესნიუსი
-
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე, სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ITB Berlin-ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლას ვრცელი პოსტით ეხმაურება, რომელსაც PLANETA.GE უცვლელად გთავაზობთ: "მოვისმინე ბ-ნი ღარიბაშვილის ფსევდოპატრიოტული, ღრმა პოპულიზმით გაჯერებული დემაგოგია. აი რატომ ვფიქრობ ასე (გრძელი პოსტია)?! რა გვითხრა დღეს ბ-ნმა ღარიბაშვილმა ბერლინიდან: - კანონის („უცხო ქვეყნის აგენტების“) ორი ვერსია არის შეტანილი პარლამენტში. ერთი ე.წ ქართული ვერსია და მეორე ე.წ. ამერიკული ვერსია, რომელიც „ხალხის ძალამ მოამზადაო“ - (ჯერ ერთი „ხალხის ძალამ“ კი არ მოამზადა, მოამზადა ქართულმა ოცნებამ, რომელმაც ასევე ვითომ ცალკე გასული წევრების მეშვეობით შემოგვასაღა ეს რუსული კანონი. ეს ერთი! მეორე - ამერიკაში თუ მოქმედებს ეს კანონი ჩვენთან რატომ არ იმოქმედებს, ჩვენც ხომ სუვერენული სახელმწიფო გვაქვსო ეს კითხვა ისმევა ხშირად?! ბ-ნ ღარიბაშვილს ერთი რამ ავიწყდება, ის რაც კარგად მუშაობს ამერიკაში დღეს, საქართველოში ბევრი რამ, სულ რომ წერტილ-მძიმით გადმოიტანო არ და ვერ იმიშავებს?! რატომ? - იმიტომ როკ აშშ-ში მუშაობს ინსტიტუციები და კანონი! იქ პრეზიდენტის წარდგენილ მოსამართლეს შეუძლია იმავე პრეზიდენტის ბრძანება გააუქმოს თუ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და კანონს. აქ კი გყავს მურუსიძეს და ჩინძალაძის სასამართლო, რომლებიც კარგად ვიცით ვის ემსახურებოდნენ და ახლა ვის ემსახურებიან! აშშ-ში პრეზიდენტიდან დაწყებული, სენატორ-კონგრესმენით გაგრძელებული, მინისტრიან - ჰოლივუდის ვარკვლავებით დამთავრებული კანონთან ისევეა თანასწორი, როგორც რომელიმე „ბრუკლინელი“ უპოვარი. აქ ასე გვაქვს?! სამწუხაროდ არა! აქ ყველაფერი პირიქითაა. აშშ-ში სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის თვითშეგნება ისეთი მაღალი და გონებაში გამჯდარია ბიუროკრატიასა და მოქალაქეებში, რომ არავინ არაფერს არ გააკეთებს თუ კანონთან წინააღმდეგობაშია სულ რომ პრეზიდენტმა უბრძანოს. აქ ასეა?! მარტივი კითხვა მაქვს! სამწუხაროდ არა?! ქვეყნის სუვერენიტეტზე რომ საუბრობთ სადღეგრძელოს სტილში, დიახ გეთანხმებით - ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ნამდვილი სუვერენიტეტი, მაგრამ იცით სუვერენიტეტის მოპოვება რითი იწყება?! თავის-უფლების განცდით, დამოუკიდებელი მსჯელობის უნარით, გადაწყვეტილებების სუვერენულად მიღების უნარით, საკუთარი „მე“-ს დაფიქსირების უნარით, კრიტიკული აზროვნების უმაღლესი სტანდარტით... ხოდა კითხვა მაქვს?! აი რაც ჩამოვთვალე გგონიათ ამის მაგალითს აჩვენებთ?! მაგ. - თქვენ შეგიძლიათ ბ-ნი ივანიშვილისგან დამოუკიდებლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება?! მისთვის „არა“-ს თქმის უფლება გააქვთ?! როცა იცით, რომ აპრიორი რაიმე ტიპის გადაწყვეტილება თქვენს ხალხს ან ქვეყანას დააზარალებს?! პასური არის - არა! სამწუხაროდ ასეა და მე ეს არ მიხარია ნამდვილად. ამიტომ სუვერენიტეტზე როცა საუბრობთ საკუთარი მაგალითით იმსჯელეთ უპირველეს ყოვლისა); - სააკაშვილი ევროპარლამენტის აგენტიაო! (მანამდე „რუსების აგენტი იყო სააკაშვილი“ და დღეს 2023 წლის 7 თებერვალს აღმოაჩინეთ, რომ თურმე რუსების არა, ახლა ევროპის აგენტი ყოფილა. ელემენტარული ლოგიკის თანმიმდევრულობა მაინც გამოიჩინეთ... დემაგოგიასაც სჭირდება თანმივდევრულობა, როცა პრეტენზია გაქვთ ხარისხიანი დემაგოგიის შექმნაზე); - დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდნენ უცხო ქვეყნების ინტერესებს. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებსო (ამას იძახის ორგზის ნაპრემიერი ადამიანი, ერთგზის შსს და თავდაცვის ნამინისტრარი და შუაში, ჩინეთის მთავრობაზე პირდაპირ მიბმულ კომპანიაში („ევრაზიული მენეჯმენტ გრუპი“) ნამუშევარი ექს ჩინოვნიკი, რომელსაც ოფიციალურად მისივე 2020 წლის დეკლარაციით 410 704 ლარი აქვს აღებული ხელფასის სახით ჩინეთის მთავრობისგან. ანუ მთელი ეს 10 წელი ოცნების მმართველობისას თურმე ხელისუფლება (მათ შორის თქვენ დროს) უცხო ქვეყნებს ემსახურებოდა?! ესეც ახლა აღმოაჩინეთ?! უბრალოდ გულწრფელად მაინტერესებს...:); - ევროპელები, ეს „კორუმპირებული ბიუროკრატები“ ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. ჭკუას ნუ გვარიგებენ, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა სჭირდება ქვეყანასო. (ეს განაცხადა ადამიანმა, რომელიც პირველი პრემიერობიდან კორუფციის ბრალდებით გაუშვეს; რომელიც დღემდე ცნობილია, როგორც თანამადროვე საქართველოს ისტორიაში ქრონიზმის (მეგობრების დანიშვნა) და ნეპოტიზმის (ნათესავების დანიშვა) ფლაგმანად და რომელიც თურმე ევროპელებს საყვედურობს კორუფციაზე. ის რომ ზოგიერთი ევროპელი ანგელოზი არაა თქვენს გარეშეც კარგად ვიცით, მაგრამ იმ ევროპელებს რომ საყვედურობთ, რომლებმაც სულ ახლახან რამდენიმე ევროპარლამენტარი დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს სწორედაც რომ კორუფციის ბრალდებით ეგ რა ფენომენია ვერ ამომიხსნია?!. სინამდვილეში - დიახ აი ასეთია ევროპა და დასავლეთი, როცა კორუფციაზე და ფულზე ხელი წაგიცდება იქ დაგიჭერენ, აქ კი შეიძლება პრემიერობას და მანამდე მინისტრობას გამოჰკრა ხელი... აი რა განსხვავებაა დღევანდელ ევროპასა და ოცნებისეულ საქართველოს შორის...); - ბევრი ორგანიზაცია ვიცით რომელიც სახელმწიფოს ებრძვის და უცხოეთიდან მიღებული გრანტებით ატარებენ მიტინგს. მათი დაფინანსება არ არის გამჭვირვალეო (ხოდა ყველაფერი გცოდნიათ და რატომ არ ავლენთ (ავლენდით) მსგავს ორგანიზაციებს. თუ დადასტურებულად იცით, რომ ეს ყველაფერი ანტისახელმწიფობრივია?! რატომ არ მოქმედებთ არსებული საკმაოდ კარგი კანონმდებლობით?! დღეს აღმოაჩინეთ, რომ თურმე მათი დაფინანსება „გაუმჭვირვალეა“ (ორგზის ნამინისტრარმა და ასევე ორ გზის ნაპრემიერმა ჩინოვნიკმა)?! ეს ხომ რომ სრული აბსურდია, რომელიც თქვენ ასევე კარგად იცით, რადგან მთელი ეს წლები ერთი კითხვა არ დაგისვავთ არც ოცნების შიგნით და არც გარეთ! გინდათ გითხრათ რატომ „არ“ კიარა, „ვერ“ მოქმედებთ?! იმიტომ, რომ თქვენივე სახელმწიფო ინსტიტუციები სრულად „დაანგრიეთ“ და რეპუტაცია წაუბილწეთ; იმიტომ, რომ შავი-თეთრზე რომც გედოთ მტკიცებულება, უკვე არავის სჯერა თქვენი ვისაც კრიტიკული აზროვნება შეუძლია; იმიტომ რომ მსგავსი საქმის წარმოებას კომპეტენცია, სუფთა წარსული, სახელმწიფოებრივი აზროვნების უმაღლესი სტანდარტი სჭირდება, მათ შორის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან და ასეთები აღარავინ დაგრჩათ, რადგან ყველანი, თავის დროზე სააკაშვილის არ იყოს, „მდუმარე ცხვრებად“ აქციეთ. აი რატომ ვერ მოქმედებთ თამამად იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ და საბოლოო ჯამში რატომ ასაღებთ ამ რუსულ კანონს ვითომ „სახელმწიფოს ინტერესების“ დაცვად. სხვათაშორის გგონიათ, რაგოზინი, სურკოვი, პერსკოვი, სიმონიანი, ჟირინოვსკი, ლუკაშენკო და მედვედევი, პუტინი სხვა ტექსტით ამართლებდა ამ „კანონს“ თავის დროზე?! ამოიღეთ მათი განცხადებები და იგივეს ამბობდნენ. ერთი-ერთში იგივეს...); - ჩვენი ქვეყანა მიგვყავს ევროინტეგრაციის გზაზე ბოლო ათ წელიწადში. „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა. ახლა ჩვენ ველოდებით სტატუსსო (ჯერ ერთი ქართულმა ოცნებამ კი არა, ქართულმა ხალხმა მოიტანა ევროპული პერსპექტივა და იმ ასეულობით საჯარო მოხელის თეთრად ნათენებმა ღამეებმა, ვინც ორივე მთავრობის დროს ყველაფერი გააკეთა, რომ შედეგი დადებულიყო. მეორე, ქართული ოცნების დროს (2013-2020) წლებში ნამდვილად იყო პოლიტიკური ნება, რომ ინტეგრაციის პროცესი ასე თუ ისე სწრაფად წასულიყო, მაგრამ ახლა რა ხდება ბ-ნო პრემიერო?! რატომ შეგეცვალათ დღის წესრიგი?! განა ახლა ყველაზე ახლოს არ მივედით კანდიდატის სტატუსამდე (უკრაინის გმირული ომით), რომლიდანაც ერთი ნაბიჯია „გაწევრიანების მოლაპარაკებამდე“ და იქედან კიდევ ერთი ნაბიჯია წევრობამდე?! ახლა რას აკეთებთ იმისთვის, რომ როგორც იძახით „ევროპის სრულუფლებიანი წევრი გავხეთ?!“; ბევრი რომ არ გავაგრძელო ისედაც გრძელი პოსტი. რასაც ბ-ნი ღარიბაშვილი ამბობს არის იაფფასიანი ფსევდო პატრიოტიზმის და ღრმა დემაგოგიის კლასიკური მაგალითი. ჩემი აზრით პატრიოტიზმი სხვა რამეა! იცით რა არის ნამდვილი პატრიოტიზმი?! ნამდვილი პატრიოტიზმია, როცა საკუთარი პირადის, საკუთარი მომავლის გარისკვა შეგიძლია სახელმწიფოს დიადი ინტერესების გამო! როდესაც არა-ს თქმა შეგიძლია, თუნდა იმ ადამიანისთვის, ვინც მთელი ამ ხნის გამვალობაში ამდენი თანამდებობა გიწყალობათ! როდესაც გულის სიღრმეში თავადვე იცით, რომ ამ რუსული კანონის მიღებით 100 %-ით დაზიანდება შენი ქვეყანა და საკუთარი საქციელით სხვებს აჩვენებთ, რომ სახელმწიფოზე მაღლა არც პარტიაა, არც კარიერა, არც მომავალი, არც ფინანსური ინტერესები, არც ის ერთი ადამიანი და არც საკუთარი ოჯახიც კი! და რომ შენი ქვეყნის ნამდვილი, წარმატებული მომავლის ჭედვა არის ყველაზე და ყველაფერზე წმინდათაწმინდა! აი ეს არის პატრიოტიზმი! ეს არის ნადმვილი ერისკაცობა, ეს არის ნამდვილი ლიდერების გზა! ეს არის ჭეშმარიტი სივაჟკაცე და ტაძრისკენ მიმავალი გზაც! ეს არის ნამდვილი მართმადიდებლობაც, რომელსაც ხშირად ეფარებიან ოცნების ფსევდო ეკლესიურები, როგორც ამას რუსები აკეთებენ დღეს! ნამდვილი მართმადიდებლობაც პატრიოტიზმია, ოღონდ არა ფსევდო, კომფორმიზმის და მედროვეობის ჭაობში ჩამხრვჩვალი, არამედ ისეთი როცა გულწრფელად ზრუნავ ეკლესიაზე, ეკლესიურებზე, ადამიანთმოყვარეებზე, მიმტევებლებზე... ესეც ნადვილი პატრიოტიზმია... საქართველოს ბევრი რამ უნახავს და გამოუვლია. ამასაც გავივლით და მაინც გავალთ სამშვიდობოს. საკითხავი ის იქნება ვის რა როლი ექნება ამ რთულ, მაგრამ ღმერთის მიერ დალოცვილ გზაზე ...", - წერს კახაბერ ქემოკლიძე.
-
ევროპა უალტერნატივოა,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ბიძინა გეგიძემ განაცხადა. აღნიშნულით ის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების განხილვას გამოეხმაურა. „1995 წელს, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად ამირჩიეს. ამ დროიდან, ქართული რაგბი ევროპაში დაფუძნდა საფრანგეთის პარტნიორობით! შედეგი სახეზეა“, - აცხადებს ბიძინა გეგიძე. იპნ
-
ქართული რაგბის ქომაგები ეხმაურებიან პარლამენტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვას და ამბობენ, რომ გულსატკენია, რაც ახლა ხდება. ქომაგების ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს კონკრეტული ადრესატი ჰყავს - დეპუტატი დავით კაჭარავა. "დღეს დავით კაჭარავა იმ გუნდის წევრია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიექაჩება. ჩვენ გვეამაყებოდა და ვქომაგობდით, როცა ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, თუმცა რაც ახლა ხდება, სამარცხვინოა", - წერენ რაგბის გულშემატკივრები. დავით კაჭარავა, რომელიც პარლამენტის წევრი "ქართული ოცნების" პარტიული სიით გახდა, 2022 წლის 4 ოქტომბერს შეუერთდა "ხალხის ძალას". სწორედ ეს გაერთიანებაა "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების ინიციატორი. ასევე ნახეთ "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტებს პარლამენტი ხუთშაბათს განიხილავს - დეკანოიძე "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტები პირველი მოსმენით განსახილველად მზად არის. პირველი მოსმენით მას, სავარაუდოდ, 9 მარტს განიხილავენ პლენარულ სხდომაზე. საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ. პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს. რადიო თავისუფლება
-
მიგვაჩნია, რომ დარღვევებით განხორციელდა იურიდიულ კომიტეტზე აგენტებთან დაკავშირებული ორი კანონპროექტის განხილვა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ხდება ძირითად კანონპროექტებთან ერთად ალტერნატიული კანონპროექტის დაინიცირება, წამყვანი კომიტეტი იხილავს ორივე კანონპროექტს. „იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი კანონპროექტების განხილვა დასრულდა წამყვან კომიტეტზე და ბიურომ ჩვენი ალტერნატიული კანონპროექტი გადასცა იურიდიულ კომიტეტს, ჩვენი აზრით, სამართლებრივი გამოსავალი იქნება, რომ ორივე კანონპროექტის განხილვა წარიმართოს იურიდიული კომიტეტის ფორმატში. ეს ნიშნავს, რომ პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან მოიხსნას ორი კანონპროექტი და დაბრუნდეს იურიდიულ კომიტეტზე განხილვისთვის იმისთვის, რომ მოხდეს ძირითადი და ალტერნატიული კანონპროექტების ერთად განხილვა“, - განაცხადა დაუშვილმა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს პროდეცურების პატივისცემისკენ მოუწოდა. „პატივი ვცეთ პროცედურებს და დავაყენოთ კენჭისყრაზე საკითხი, რომ ძირითადი კანონპროექტები დღის წესრიგიდან ამოვიღოთ, გადაეცეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს იმისათვის, რომ ძირითადი და ალტერნატიული კანონპროექტების განხილვა მოხდეს ერთდროულად წამყვან კომიტეტზე“, - აღნიშნა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა. დაუშვილის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება ვერ მოხდება. „თქვენი მიზანი რა არის პრინციპში? თუ მიზანი არის ამ პროექტებთან დაკავშირებით, შინაარსობრივი დისკუსია, ამის შესაძლებლობა არის მათ შორის პლენარული სხდომის განხილვის ფარგლებში, თუკი თქვენი მიზანი არის პროცედურული ომი და გაჭიანურება, მაშინ მინიმუმ, ბოდიშის მოხდით, იმის კომპეტენცია უნდა გეყოთ, რომ ეს პროცედურული ომი სწორედ აწარმოოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბიურომდე არ მოსულა დეპუტატების მიერ დარეგისტრირებული ალტერნატიული კანონპროექტი. როგორც მან განმარტა, 5 ბიურო ჩატარდა და დეპუტატებს დროულად, რომ დაერეგისტრირებინათ და ბიურომდე მისულიყო ეს პროექტი, თავისთავად იქნებოდა განხილვა. „მოდით, ასე ვთქვათ, ნუღარ დააბრალებთ ამ საკითხს სხვას. რაც შეეხება თქვენი კანონპროექტის შინაარსს, ეგ არ უშლის არანაირად ხელს, რომ ამ პროექტების ფარგლებში დააყენოთ თქვენი წინადადებები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. იპნ
-
შეწყვიტეთ განხილვა — ჩუგოშვილი, ხულორდავა და სხვა ყოფილი დეპუტატები
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ლევან გოგიჩაიშვილი და მე-9 მოწვევის პარლამენტარების ნაწილი განცხადებას ავრცელებს რუსულ კანონზე, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და არასამთავრობო სექტორის შეზღუდვაა. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: ხელმომწერები: თედო ჯაფარიძე – საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე (2012-2016 წწ.); თამარ ჩუგოშვილი – IX მოწვევის პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.); თამარ ხულორდავა – IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2019 წწ.); დიმიტრი ცქიტიშვილი – IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019 წწ.); ირინა ფრუიძე – IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.); აკაკი ზოიძე – IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2019 წწ.); ნინო გოგუაძე – IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.); ზაზა ხუციშვილი – IX მოწვევის პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.); ზვიად კვაჭანტირაძე – VII და IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი (2015-2016 წწ.), საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე (2015-2016წწ.); ლევან გოგიჩაიშვილი – IX მოწვევის პარლამენტის წევრი; ხათუნა გოგალაძე – გარემოს დაცვის მინისტრი (2012-2014 წწ.); ლევან კობერიძე – IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019 წწ.); გიორგი მოსიძე – IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (2016-2019 წწ.); თამაზ ნავერიანი – IX მოწვევის პარლამენტის წევრი. ნეტგაზეთი -
პარლამენტი რუსული კანონპროექტების განხილვას, 9 მარტის ნაცვლად, დღესვე იწყებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შალვა პაპუაშვილს შესთავაზა, რომ უმჯობესია დღესვე დაიწყონ „უცხოული გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტების განხილვა. მმართველი პარტიამ გუშინ განაცხადა, რომ რუსული კანონპროექტების განხილვას პლენარულ სხდომაზე 9 მარტს დაიწყებდნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შემოთავაზება მისაღებია და კარგი იქნება დღესვე დაიწყონ განხილვა დროის მოგების მიზნით. ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიის წევრები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ შეურაცხყოფაა ასეთი დამოკიდებულება. „პროცედურული ვირეშმაკობაა. დარბაზი ცარიელია. სიტყვის გამტეხები ხართ, “- თქვა სხდომაზე რომან გიცირიძემ.