Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. გუშინ, 7-8 მარტს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოხატავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ტვიტერზე ის წერს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ევროკავშირის გზას არ შეესაბამება. "ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. "უცხოური გავლენის" კანონპროექტის მიღება ევროკავშირის გზასთან შეუსაბამოა, რაც საქარველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია. კანონის უზენაესობისა და ადამიანური ღირებულებების ერთგულება ევროკავშირის პროექტის საკვანძო საკითხებია",- წერს მიშელი. 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო "ხალხის ძალის" წარმომადგენელთა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული. პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
  2. საქართველოს პარლამენტი აღარ განიხილავს "ხალხის ძალის" კანონპროექტის ე.წ. ამერიკულ ვერსიას, რომელსაც „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" ჰქვია. ეს გაირკვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილით, რომლითაც ის ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორს მიმართავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს პარლამენტის პრესსამსახურშიც. "საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, მიიღოს ახალი რეგულაციები არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. პარლამენტში წარდგენილ იქნა ორი კანონპროექტი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის” შესახებ. კანონპროექტები მიზნად ისახავს არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციების მინიმალურად აუცილებელი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, მათ შორის, უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით", - წერს პაპუაშვილი. მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დეპუტატები აცხადებდნენ, რომ საქართველოს პარლამენტის სახელით პირველი მოსმენით მიიღებდნენ რეგისტრირებულ ორივე კანონპროექტს და შემდეგ მას ვენეციის კომისიაში გააგზავნიდნენ. იგივე ინფორმაცია გაიმეორა პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 6 მარტს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე. ამ დღესვე მან თქვა, რომ ეს საკითხი განიხილებოდა 9 მარტს. "რაც შეეხება აგენტების ამერიკულ კანონს, ორივე კანონს ვგულისხმობ, ალბათ, ამისათვის ჩვენ მთელი დღე დაგვჭირდება და ხუთშაბათი გავითვალისწინეთ ამისთვის. ხუთშაბათს იქნება განხილვები ამასთან დაკავშირებით", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 7 მარტს მმართველ პარტიაში მოულოდნელად გადაწყვეტილება შეიცვალა და ორი ინიციირებული კანონპროექტიდან ერთ-ერთის განხილვა დაიწყო - საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, "თავდაცვის კოდექსში" შესატანი ცვლილებების მომზადება ვერ მოესწრო და მის ნაცვლად გადაწყვიტეს დაიწყონ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა. პარლამენტმა დოკუმენტი პირველი მოსმენით მიიღო. "ხალხის ძალის" ამ კანონპროექტს, რომელიც "აგენტების შესახებ" კანონპროექტადაც მოიხსენიება, "ქართული ოცნების" მხარდაჭერაც ჰქონდა. კომიტეტებში წინააღმდეგობისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად, კანონპროექტის მიღების პროცესი დაიწყო. ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევს. კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები - აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები. კანონის დამტკიცების პროცესში პარლამენტთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა და აღძრა სისხლის სამართლის საქმეც. აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც. რადიო თავისუფლება
  3. პარტია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს: "ივანიშვილის მთავარმა თოჯინამ - კობახიძემ, ნაზი, აკანკალებული ხმით, “ჩვეული სიმტკიცით” გვამცნო, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები და ისტორიის არასწორ მხარეს დგანან: - მოქალაქეები; - სპორტსმენები; - ხელოვანები; - საზოგადო მოღვაწეები; - მეცნიერები; - პედაგოგები; - სტუდენტები; - მოსწავლეები; - სამოქალაქო საზოგადოება; - საუნივერსიტეტო საზოგადოებები; - ასოციაციები; - საჯარო სექტორი; - კერძო სექტორი; - პოლიტიკოსები; - საერთაშორისო პარტნიორები: აშშ, ევროკავშირი. ჩვენი სამშობლოს ღირსებას იცავენ: მაჭარაშვილი, ხუნდაძე, ყაველაშვილი, სეფაშვილი, სუბარი, ვიღაც გაურკვეველი თამარ ჩიბურდანიძე... ფსიქიატრიაც უძლურია, სრულად აქვთ “მოგლეჯილი” რეჟისორსაც და თოჯინებსაც"
  4. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ირონიული კომენტარით გამოეხმაურა რუსი სენატორის, გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის შესახებ. კარასინის თქმით, ევროპელ დიპლომატს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე კომენტარი არ უნდა გაეკეთებინა. „დააშოშმინეთ ბორელი, გეთაყვა! კვლავ ეჩრება თავისი ჭკუის სწავლებებით. ამჯერად ზეწოლას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე. ეს უკვე სცდება წესიერების საზღვრებს!“ - დაწერა კარასინმა. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონპროექტის მიღებამ თბილისის ცენტრში ძლიერი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. "გრიგორი ბორისოვიჩ, - მიმართა მარია ზახაროვამ გრიგორი კარასინს, - შეუძლებელია ბორელის დამშვიდება - ჩვენ ექიმები არ ვართ. ბორელის თქმით, კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელმაც თბილისში პროტესტი გამოიწვია, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ახლა გასაგებია, რატომ არ არის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ევროკავშირში - ეს კანონი იქ 1938 წლიდან მოქმედებს“. სწორედ აშშ-ის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს“ (FARA) ასახელებენ მთავარ არგუმენტად როგორც კანონპროექტის ინიციატორები („ხალხის ძალა“), ასევე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრები. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი არსებითად განსხვავდება ამერიკული FARA-საგან. სახელმწიფო დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი „სავარაუდოდ ეფუძნება რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას“. radio tavisupleba
  5. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს-სპი­კე­რი, მა­რია ზა­ხა­რო­ვა ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის, ჯო­ზეფ ბო­რე­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხე­ბა. ზა­ხა­რო­ვას თქმით, ახლა გა­სა­გე­ბია, რა­ტომ არაა აშშ ამ დრომ­დე ევ­რო­კავ­შირ­ში. "ბო­რელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ნო­ნი "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ“, რო­მელ­მაც პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია თბი­ლის­ში, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. ახლა გა­სა­გე­ბია, რა­ტომ არაა აშშ ამ დრომ­დე ევ­რო­კავ­შირ­ში - იქ ეს კა­ნო­ნი 1938 წლი­დან მი­ი­ღეს", - და­წე­რა ზა­ხა­რო­ვამ "ტე­ლეგ­რამ­ზე“. ცნო­ბის­თვის, ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჯო­ზეფ ბო­რელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის” შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ღე­ბას შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვეს სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ბო­რე­ლის თქმით, კა­ნო­ნის პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ღე­ბა ძა­ლი­ან ცუდი მოვ­ლე­ნაა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და მისი ხალ­ხის­თვის. "ევ­რო­კავ­ში­რი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს, შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სად­მი და იხ­სე­ნებს ხალ­ხის უფ­ლე­ბას მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის გა­მარ­თვის შე­სა­ხებ”, - წე­რია ბო­რე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში. ambebi.ge
  6. თე­ატრთმცოდ­ნე ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძე, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მა "იმე­დის დღის" წამ­ყვა­ნია, ამ­ბობს, რომ მის­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­ზარ­დოს. დღე­ვან­დე­ლი ეთე­რის და­წყე­ბამ­დე მან აღ­ნიშ­ნა, რომ გუ­შინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა უჭირს. "გუ­შინ­დე­ლი ღა­მის შემ­დეგ რთუ­ლია გა­და­ცე­მის და­წყე­ბა... ჩემ­თვის არ­სე­ბი­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი იზ­რდე­ბოდ­ნენ ევ­რო­პულ ტრა­დი­ცი­ებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, როცა ამის ფიქ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გეძ­ლე­ვა და იქ­მნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმი­სა, რომ ბავ­შვე­ბი, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა უფრო ნა­თელ და ღირ­სე­ულ ცხოვ­რე­ბას გა­აგ­რძე­ლე­ბენ ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში" - ამ­ბობს ნიკა წუ­ლუ­კი­ძე. ცნო­ბის­თვის, 7 მარტს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია გა­ი­მარ­თა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა აპ­რო­ტეს­ტებ­და "აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის" გან­ხილ­ვას, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პარ­ლა­მენ­ტმა კა­ნო­ნი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო. ამის შემ­დეგ აქ­ცი­ა­ზე ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბა. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბულ­მა სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა პრო­ტეს­ტან­ტე­ბის დაშ­ლა და­ი­წყო. მათ არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნეს ე.წ. წი­წა­კის სპრეი, წყლის ჭავ­ლი, თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნე­ბი ად­გილ­ზე ბრუნ­დე­ბოდ­ნენ და პრო­ტესტს გა­ნაგ­რძოდ­ნენ. აქ­ცია დი­ლამ­დე გაგ­რძელ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია 66 მო­ქა­ლა­ქე. ambebi.ge
  7. ფრანგი ევროპარლამენტარი, ვალერია ჰეიერი Twitter-ზე გუშინ თბილისში პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და გამძლეობას უსურვებს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს. ტვ პირველი
  8. აქციის დაწყებამდე ორი საათი რჩება. რუსული კანონს ხალხი ისევ პარლამენტთან გააპროტესტებს, პროტესტის ავანგარდში კი სტუდენტები დგებიან. დარბეული ღამის შემდეგ ახალაგზრდები უხსნიან ხელისუფლებას, რომ ეს არცერთი რომელიმე პარტიის აქცია იყო. მათი თქმით, გუშინ თბილისისს ცენტრალურრ გამზირზე იდგნენ გაბრაზებული ადამიანები, მოქალაქეეები, რომლებსაც საერთო იდეა აერთაინდებდათ. შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის საწინააღნმდეგო აქცია პარლამენტთან დღეს 15:00 საათზეა დაანონსებული. ტვ პირველი
  9. ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი როგორ ეწინააღმდეგება აფხაზური საზოგადოება რუსული რეპრესიული კანონების მიღებას? აფხაზეთში კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ მრავალი წელია განიხილება, თუმცა, საკითხი განხილვას ვერ გაცდა. კანონპროექტი ჯერ არ არსებობს და პარლამენტს მისი განხილვის პერსპექტივაზე არ უსაუბრია ჯერ. უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის შექმნის ინიციატივა ოფიციალურად აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა 2020 წელს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას და შესაბამისად, რუსეთის მსგავსად, არაკომერციული და უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის დანერგვას ითვალისწინებდა. იუსტიციის მინისტრის ანრი ბარციცის თქმით, ჯერჯერობით, ჯერ ისევ არაა გადაწყვეტილი, როგორი სახით იქნება კანონპროექტი წარმოდგენილი – იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ 2005 წლის კანონში შესული ცვლილებების სახით თუ ცალკე კანონად. “ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს იქნება დამოუკიდებელი კანონი”, – განაცხადა მინისტრმა ჯერ კიდევ 2022 წლის 15 ნოემბერს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის მიღების პერსპექტივის განხილვისას. ეს განხილვა სოხუმში ერთადერთი იყო ამ საკითხზე. შეხვედრის ინიციატორები იყვნენ ის სამოქალაქო საზოგადოების წევრები, აქტივისტები და ჟურნალისტები, რომლებმაც პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს მიმართეს. აფხაზეთში ყველაზე ძველი არასამთავრობო ორგანიზაციის, “ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის” დირექტორი არდა ინალ-იპა დარწმუნებულია, რომ კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ აფხაზეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, თითოეული არასამთავრობო თუ არაკომერციული ორგანიზაციის საქმიანობა კი, აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ამასთან, არდა ინალ-იპა ჰყვება, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურში უკვე დაკითხვაზე იბარებენ სამოქალაქო აქტივისტების და მათ შიდაპოლიტიკურ ორიენტაციებზე ესაუბრებიან. არდა ინალ-იპა ფიქრობს, რომ კანონის მიზანი, რეალურად არა ჯაშუშების მოძიება, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა და მათი დაშინებაა. “თუკი ჩვენი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიება გინდათ, რატომ არ მოგვმართავთ? ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს თქვენთვის, რომ ყველა ინფორმაცია ღია გვაქვს და ანგარიშზე ყველა კაპიკი გამჭვირვალეა, თუმცა, არ მოდიხართ. ჩვენი საზოგადოება მცირეა, მჭიდრო სოციალური კავშირებით და შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში, ყოველთვის შესაძლებელია საუბარი. თუმცა, როგორც ჩანს, საქმე არა ინფორმაციის მიღებაში, არამედ დაშინებასა და ზეწოლაშია”. ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცახდებს, რომ თუკი აფხაზეთში უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონს მიიღებენ, ეს კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოაქცევს აფხაზეთს. “თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტაქტები გვინდა, მაშინ, ამ კანონით ეს შესაძლებლობა შემცირდება და აფხაზეთის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებასაც ვერ შევძლებთ. ჩვენს ადგილს ქართველი აქტივისტები სწრაფად დაიკავებენ, როგორც ეს ომის პირველ წლებში მოხდა. მე ვეთანხმები იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ, როგორც დასავლეთში ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მეგობრულები არ არიან და მუდმივად ვაწყდებით უსამართლობას და ორმაგ სტანდარტებს, თუმცა, ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტაზე ცხოვრების შესაძლებლობა და აქ უნდა დავიმკვიდროთ საკუთარი ადგილი”. იმის მიუხედავად, რომ უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის მიღების აუცილებლობა აფხაზეთისა და რუსეთის კანონმდებლობების ჰარმონიზაციით არის გათვალისწინებული, აღნიშნული კანონის მიღების საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ რაც ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს ინიციატივას რუსეთის მიერ აღიარებულ ტერიტორიებზე, მათ შორის აფხაზეთში [ასევე, ყირიმსა და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში] გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებაზე. მაშინ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხისტი განცხადება გააკეთა და გააკრიტიკა ევროპარლამენტი, მალევე კი აფხაზეთში დაიწყო ჯაშუშებზე ნადირობა და მათი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებები. კერძოდ, პერსონა ნონ-გრატად აფხაზეთში გამოაცხადეს საფრანგეთის მოქალაქე ტიფენ ლუკასი, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის [FAO] ერთ-ერთ პროგრამას ხელმძღვანელობდა აფხაზეთში. ის ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და აფხაზეთში ჩასვლა აუკრძალეს. სკანდალის დროს, გაეროს წარმომადგენელს აფხაზეთში სამოქალაქო სექტორმა, ეკოლოგებმა, მეღვინეებმა, ვინც პირადად თანამშრომლობდა მასთან, მხარი დაუჭირეს. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უშიშროების სამსახურების ვერსიით, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ სოციალურ, სოფლის მეურნეობის, სამედიცინო და სხვა საკითხებზე და ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას, აფხაზეთის შიდა საკითხებშიც ერევიან. სწორედ ასეთი ფორმულირებებით [რომელიც იდენტურია რუსეთში გაკეთებული განცხადებებისა], აფხაზეთის საგარეო უწყება და სპეცსამსახურები იუსტიციის სამინისტროს და პარლამენტს მოუწოდებენ, მიიღონ კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ. თუმცა, საკითხის განხილვა შეჩერებულია მას შემდეგ, რაც აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი საზოგადოებრივ პალატაში სიტყვით გამოვიდა და 500 ჟურნალისტისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ხელმოწერილით წერილობითი მიმართვა გაავრცელა. უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონპროექტი ამ დრომდე არ შესულა პარლამენტში, თუმცა პირველ საგაზაფხულო სესიაზე განიხილებოდა კანონპოექტი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საქმიანობის შესახებ. ამ ცვლილებების შესაბამისად, ჯაშუშური საქმიანობის, სამშობლოს ღალატის და მსგავსი კანონდარღვევების პრევენციისთვის უშიშროების სამსახურს მეტი უფლებამოსილება ეძლეოდა. დეპუტატი ბესლან ემურხბა ცვლილებების საჭიროებას ასე ხსნიდა: უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს შეუძლიათ პროფილაქტიკური საუბრები ჩაატარონ იმ მოქალაქეებთან, რომლებიც არამეგობრული ქვეყნების სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ მოყვნენ. თუმცა, მისი კოლეგები, მაგალითად, დაუთ ხუტაბა და ინარ გიცბა მიიჩნევენ, რომ ეს კანონი იმდენ ინტერპრეტაციას იძლევა, მისი გამოყენება შიდაპოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგაც მარტივია. დეპუტატ კან კვარჩიას თქმით კი, კანონს გრძელვადიანი შედეგებიც ექნება და ამჟამინდელი ხელისუფლების ოპოზიციაში აღმოჩენის შემდეგ, მათივე წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. “ჩვენ ისედაც ვერ ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში და ნაცვლად რამე გამაერთიანებელის მოფიქრებისა, გვინდა კანონები, რომელიც კიდევ უფრო მეტად გახლეჩს საზოგადოებას”. დეპუტატი ვიანორ ბებია შემოთავაზებულ ცვლილებებს “ჩრდილოეთ კორეის კანონს” უწოდებდა. საბოლოოდ, კანონში ცვლილებებს მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ის ვერ გავიდა. აფხაზი დამოუკიდებელი ჟურნალისტები მიიჩნევდნენ, რომ ეს კანონი, უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის ტყუპისცალი იყო და მისი დამტკიცების შემთხვევაში, ოპოზიციასთან ბრძოლისთვის დამატებითი რეპრესიული მექანიზმი იქნებოდა. პოლიტიკური მიმომხილველი ინალ ხაშიგი ფიქრობს, რომ ოპოზიცია და სხვა პოლიტიკური ძალები აფხაზეთში აქტიურად დაუპირისპირდებიან მსგავს რეპრესიულ კანონებს. პირველ რიგში, როგორც ის ამბობს, ეს კანონები უცხოა ტრადიციული აფხაზური დემოკრატიისთვის, რომელიც საბჭოთა კავშირის დროსაც უკვე ძლიერი იყო. “ყველასთვის გასაგებია, რომ ამ დოკუმენტის მიღებას მოსკოვი გვაიძულებს, თუმცა, ამავე დროს, შიდა აფხაზურ პოლიტიკურ ელიტაში არსებობს გაგება, რომ ყველაფერი რაც კარგია მოსკოვისთვის საკუთარი შიდაპოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად, აფხაზეთისთვის არ ვარგა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კანონპროექტი აგენტების შესახებ მიღებული იქნება, მაგრამ ბევრად განსხვავებული სახით, ვიდრე ეს რუსეთშია”. მისივე თქმით, კანონის მიღება აფხაზეთში აჟიოტაჟს გამოიწვევს. “აფხაზეთი მცირე საზოგადოებაა, რომელსაც საკუთარი კანონები აქვს, საკუთარი ტრადიციული დემოკრატია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ავტორიტარულ კანონთან, რომელიც მხოლოდ გააძლიერებს ავტორიტარულ რეჟიმს”, – ამბობს ხაშიგი.
  10. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 8 მარტს დილიდან, ე.წ საზღვარზე კონტოლი გააძლიერეს. საოკუპაციო გამყოფ ხაზს რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად დე ფაქტო კაგებეს ე.წ სასაზღვრო სამსახური იცავს. "8 მარტს დილით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომა გამართა", - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ აღნიშნა, უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა. "საზღვარზე შესაძლო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, უსაფრთხოების ძალები გადაიყვანეს სამსახურის საგანგებო რეჟიმზე“, - განაცხადა ბოსიკოვამ. ბოსიკოვა არ აკონკრეტებს, რამდენ ხანს გაგრძელდება ე.წ საგანგებო რეჟიმი და ე.წ საზღვრზე გაძლიერებული კონტროლი. 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან გააპროტესტა ათასობით ადამიანმა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკავებულია აქციის 66 მონაწილე. რადიო თავისუფლება
  11. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ეს ძალიან ცუდი მოვლენაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის. კანონი, მისი ამჟამინდელი ფორმით, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს, რაც უარყოფით შედეგებს მოიტანს მრავალი ქართველისთვის, რომელიც სარგებლობს მათი საქმიანობით. ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა. მის საბოლოო მიღებას შესაძლოა, სერიოზული შედეგი მოჰყვეს ჩვენი ურთიერთობებისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი და შეახსენებს ხალხის უფლებას, გამართონ მშვიდობიანი პროტესტი. საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა დღეს, 7 მარტს, სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს. კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი. საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის, მათ შორის აალებადის, სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.
  12. დამიჯერეთ, ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავიტანთ საზოგადოების ინტერესებისათვის, ამას აქვს თავისი მიზეზი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიღების შედეგი იქნება, რომ ყველაფერი გახდება გამჭვირვალე. „გეტყვით, რა არის ცუდი განვითარება. ცუდი განვითარება არის ბაკურიანის შეკრების დაფინანსება, „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა ექსტრემისტების დაფინანსება, ამ ძალების მხარდაჭერა არის ცუდი განვითარება. ამ კანონპროექტის მიღების შედეგი იქნება ის, რომ ყველაფერი გახდება გამჭვირვალე და, საბოლოო ჯამში, ის ძალები, რომლებიც აფინანსებდნენ საქართველოში რადიკალიზმს, პოლარიზაციას, მომავალში თავს შეიკავებენ ასეთი ქმედებების დაფინანსებისგან. ეს იქნება ამ კანონის შედეგი. ჩვენ გვაინტერესებს შედეგი და ეს შედეგი გამომდინარეობს სწორედ ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან. ამ კანონპროექტის დაკავშირება კანდიდატის სტატუსთან არის სპეკულაცია ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატეთ ევროპული ინსტიტუტების მიმართ იმით, რომ გავაგზავნეთ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში, რაც თავიდანვე იყო დაპირებული. დამთავრებული ამბავია, ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიიდან დასკვნას. საზოგადოებას იმაშიც კი ატყუებდნენ, თითქოს კანონი უკვე მიღებული იყოს. გუშინ საზოგადოების 90 პროცენტმა იცოდა ტყუილი, თითქოს პარლამენტმა დაასრულა ამ კანონის მიღება, რაც იყო ტყუილი, თქვენ ხომ იცით, რომ ეს ტყუილია, მაგრამ საზოგადოების 90 პროცენტი დააჯერეს ამ ტყუილში“, – განაცხადა კობახიძემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა ნიშნავს ევროპული ინსტიტუტების სრულ პატივისცემას. „ჩვენ დაველოდებით ვენეციის კომისიიდან დასკვნას და ამის შესაბამისად გავაგრძელებთ მოქმედებას, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, რომ შენ რაღაცაზე მსჯელობაც კი არ უნდა დაიწყო, ეს არის სახელმწიფოს და საზოგადოების ღირსების შელახვა. ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა იმ თემაზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და რელევანტური იმ ფაქტების გამო, რომლებიც, მათ შორის, დღეს ჩამოვთვალე. რაც შეეხება ევროპული ინსტიტუტების პატივისცემას, კანდიდატის სტატუსის მოფრთხილებას, ეს ყველაფერი გამოხატულია სწორედ იმით, რომ დოკუმენტი უკვე გაიგზავნა ვენეციის კომისიაში. სულ მცირე, სამი თვე დასჭირდება იქიდან დასკვნის მიღებას და ამის შემდეგ გაგრძელდება პროცესი. აქედან გამომდინარე, კანდიდატის საკითხთან ამ პროექტის დაკავშირება არის წმინდა წყლის სპეკულაცია. ფაქტებით დასტურდება ეს ყველაფერი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გამოცდილება ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით. ჩვენ არსებითად, პრინციპულად ყოველთვის ვითვალისწინებთ ხოლმე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. არის ხოლმე, რა თქმა უნდა, შემთხვევები, როდესაც რაღაცას არ ვიზიარებთ, მაგრამ ეს არის გამონაკლისი შემთხვევები და იქაც გვაქვს ხოლმე არგუმენტები, მაგრამ, პრინციპულად, ჩვენ ვიზიარებთ ხოლმე ვენეციის კომისიის დასკვნებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აქედან ჩანს ის, თუ რამდენად სპეკულაციურია კამპანია, რომელიც ეხება კანდიდატის სტატუსთან ამ კანონპროექტის დაკავშირებას. თავიდანვე ითქვა, რომ ჩვენ დოკუმენტს გავაგზავნიდით ვენეციის კომისიაში, დაველოდებოდით სწორედ ამ ევროპული სტრუქტურის დასკვნას და ამის შემდეგ გაგრძელდებოდა ამ კანონპროექტის განხილვა მეორე და მესამე მოსმენით. წინ არის ორი მოსმენა კიდევ. საზოგადოება მოატყუეს, რომ თითქოს დამთავრებული იყო კანონის მიღება. საზოგადოება მოატყუეს, რომ არავის არ ვუსმენდით. ეს ყველაფერი იყო ცარიელი ტყუილი და სპეკულაცია. იყო ერთკვირიანი კამპანია, რაც იყო გათვლილი სწორედ ვნებათაღელვის გამოწვევაზე, თუმცა საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს, რომ რადიკალებმა კიდევ ერთხელ შეიყვანეს ისინი შეცდომაში“, – განაცხადა კობახიძემ. ავტორი - მარიამ ბერძენიშვილი
  13. დღეს 8 მარტს თბილისში ორი საპროტესტო აქცია იგეგმება რუსული კანონის წინააღმდეგ. 15:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანიდან გაიმართება ქალთა მარში – ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ! 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილია საპროტესტო აქცია – არა რუსულ კანონს – გამოდი ღირსების დასაცავად! საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი. საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 66 პირი, დაშავებულია 50-მდე პოლიციელი. ცნობები აქციის დაშავებული მონაწილეების რაოდენობის შესახებ ჯერ დაუზუსტებელია. ნეტგაზეთი
  14. ფერმერი, ბიზნესმენი ბექა გონაშვილი ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო და ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე შვილებთან ერთად გავა. ბექა გონაშვილი, რომელსაც 3 შვილი ჰყავს, ოჯახთან ერთად ფლობს შპს „აგროქიზიყსა“ და „წერტის“ მაღაზიათა ქსელს. ბექა გონაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ მისთვის გაუგებარია, პარლამენტმა 7 მაისს დაჩქარებულად რატომ მიიღოს სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით მაშინ, როცა არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვას 2-3 წელს მაინც ანდომებენ.
  15. ევროკავშირის და ნატოს წევრი ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, სერიოზულ შეკითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივების მიმართ. ედგარს რინკევიჩსის, ურმას რეინსალუს და გაბრიელიუს ლანდსბერგისის ერთობლივი განცხადება დღეს, 8 მარტს გამოქვეყნდა. ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, მთელი პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს საქართველოს ხალხის სწრაფვას იცხოვროს ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ დემოკრატიულ ქვეყანაში. მინისტრები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, პატივი სცეს ადამიანების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. ასევე ნახეთ ჟოზეპ ბორელი: "აგენტების შესახებ კანონის" მიღებამ შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს ჩვენს ურთიერთობებზე 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო "ხალხის ძალის" წარმომადგენელთა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული. პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი თქვას "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან გააპროტესტა ათასობით ადამიანმა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. დაკავებულია აქციის 66 მონაწილე. "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებს განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას აპირებს. დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია გაგრძელდება.
  16. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც მიიწევს ევროკავშირისა და ნატოსკენ, - ამის შესახებ ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ბალტიისპირეთის ქვეყნების პირველი დიპლომატები აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტებს შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღება სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის მომავალზე. „საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტებს შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღება სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც მიიწევს ევროკავშირისა და ნატოსკენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას პატივი სცენ ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, - ნათქვამია საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში. იპნ
  17. საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გმობს კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გამყარებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აფერხებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებს. როგორც „საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ამავდროულად ეს კანონპროექტები საფრთხეს უქმნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ისტორიულ შესაძლებლობას, რაც საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნება და ცივილიზაციური არჩევანია“. „კანონპროექტების მიღება არყევს დემოკრატიის საფუძვლებს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ზღუდავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვან მონაწილეობას საზოგადოებრივ პროცესებში. ამასთან ეს საკანონმდებლო ინიციატივა აჩენს ღრმა უფსკრულს საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რომელთა წვლილი გადამწყვეტია ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის მშენებლობაში. მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ანტიკონსტიტუციური, საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო კანონპროექტების მიღება, რათა საფრთხე არ დაემუქროს ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ipn
  18. შსს-ს ცნობით, 7 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს. „აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს. სამინისტროს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა პირის ქმედებას, რომლებმაც ხელი შეუწყეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ქმედებაში გადაზრდას. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებული იყვნენ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ. მოგვიანებით, შეკრებილთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო. პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა სცადეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა დაეცვათ წესრიგი, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში გამოეხატათ, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. პოლიციამ, დაძაბულობის განმუხტვის და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გზა გახსნა და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს – ქვებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებს, დააზიანეს პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა. პოლიცია იძულებული გახდა, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სამართალდარღვევების აღსაკვეთად, შესაბამისი გაფრთხილების შემდგომ საჭიროების შესაბამისად, თანმიმდევრულად გამოეყენებინა პროპორციული ძალა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები. მოგვიანებით შეკრებილებმა დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ და პიროტექნიკის სროლა, მათ შორის, სამართალდამცველების მიმართულებით. აქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები. აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლწესრიგის მასობრივ დარღვევას, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აქვე ნათქვამია, რომ დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დაჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც. შსს-ში აცხადებენ, რომ სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას. პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. publika
  19. “საქართველოს მომავალი ევროპაშია” – წერს ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საკუთარ ვერიფიცირებულ ფეისბუქ გვერდზე. საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” ფეხბურთელი ასე ეხმაურება რუსულ კანონპროექტებს ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ. დღეს, 7 მარტს, საქართველოს პარლამენტის პლენარულმა სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს. ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საქართველოს მოქალაქეები არიან შეკრებილნი და აპროტესტებენ რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. ნეტგაზეთი
  20. სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტი რუსა შელია პირად ფეისბუკგვერდზე აკრიტიკებს ხელისუფლებას რუსული კანონპროექტის მიღების გამო და 7 მარტის აქციაზე დაშავებულთა ფოტოებსაც აქვეყნებს. „არამხოლოდ დასავლეთს გვაშორებს ეს კანონი და ისევ უვადო იზოლაციაში გვაბრუნებს, ის შეიძლება გახდეს უმძიმესი სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზიც. იგრძენით ეს პასუხისმგებლობა მათ, ვინც პოლიტიკოსობა მხოლოდ მწვანე ღილაკზე თითის მიჭერა გგონიათ,“ — წერს რუსა შელია. საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტს, სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს. კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი. საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა. ნეტგაზეთი
  21. მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე - მე თქვენს გევრდით ვარ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-დან პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტების მიღებას აპროტესტებენ. როგორც პრეზიდენტის განმარტავს, ევროპული მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობას. „მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი. მე აქ ვდგავარ ნიუ-იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა, რისთვისაც მოვედით დღემდე. მე ვარ თქვენს გვერდით. დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში, არავის მისცემს უფლებას, რომ წაართვას ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობას. ეს მომავალია, ის რომელსაც წინა თაობები ამზადებდნენ და ვამზადებდი ჩვენც“,- აღნიშნავს პრეზიდენტი. იპნ
  22. ქართველ ხალხს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. “ბოლო საათების განმავლობაში ახლოდან ვაკვირდებოდით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. თბილისიდან მომავალი ცნობები გავიგეთ, რომ დემონსტრანტებს, რომლებიც ამ ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონპროექტს აპროტესტებდნენ, ცრემლსადენი გაზი და ჩახშობის სხვა საშუალებები დაუპირისპირეს. ჩვენი მესიჯი საქართველოს ხალხისადმი, საქართველოს ხელისუფლებისადმი და მსოფლიოს გარშემო ხალხებისა და ხელისუფლებებისადმი არის ის, რომ აშშ ყველას გვერდით დგას, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს უნივერსალურ უფლებას - შეკრების უფლებას. რათა მათი ხმა გაგონილი იყოს, რომ თავისუფლად ილაპარაკონ, რომ ანგარიშვალდებული ჰყავდეთ მათი მთავრობები. საქართველოში გავაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს, მაგრამ ჩვენი მესიჯია ის, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ ეს უფლება მშვიდობიანად გამოიყენონ. ეს არის უფლება, რომელიც საქართველოს ხალხს და მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყნის ხალხებს გააჩნია”, - აღნიშნა მან. იპნ
  23. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები აგენტის შესახებ რუსულ კანონს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ისინი უკიდურესად შეშფოთებულნი არიან კანონის მიღების გამო. მათი თქმით, კანონის მიღებითა და ყველა შემდეგი ნაბიჯით საქართველოს დააშორებს ევროკავშირში გაწევრებას. საქართველოს ქალ მოჭადრაკე ნაკრების წევრები: ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია პუბლიკა
  24. საქართველოს ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ე.წ. "აგენტების" შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, საქართველო ერთგული იქნება ევროპული გეზის: "ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული გეოგრაფიული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია, არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტალურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული და იდენტობა. ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი. წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული იქნება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. ეს მისია მაქვს განსაზღვრული და ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე". დღეს, 7 მარტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. "ქართული ოცნების" დეპუტატებმა კენჭისყრა დარბაზში ოპოზიციის პროტესტისა და შეძახილების ფონზე ჩაატარეს. მმართველმა პარტიამ თავდაპირველად განაცხადა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათს, 9 მარტს გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს, 7 მარტს, დღის ბოლოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ განხილვა დღესვე დაეწყოთ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ბოლო დღეებია კატეგორიულად და ღიად აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის კანონპროექტები „ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებს და საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში“. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები სხვადასხვა განცხადებაში, კანონპროექტებს „შემაშფოთებელს“, უწოდებენ და აცხადებენ, რომ ის „დამოუკიდებელი ხმების გაჩუმებას“ მოემსახურება და არის „ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებთან შეუთავსებელი“. სწორედ ის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტების თაობაზე, რომლებიც წლებია საქართველოში მილიონობით ევროსა და დოლარს ხარჯავენ ქვეყნის განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის და სწორედ ამ ქვეყნების საპასუხოდ, კანონპროექტების ავტორები დაჟინებით იმეორებენ, რომ კანონპროექტებს არაფერი აქვს საერთო იმ საფრთხეებთან, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს ევროინტეგრაციას. RADIO TAVISUPLEBA
  25. არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება - დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია არ არის, ვახტანგ გომელაურია, რომელიც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და დღესაც იდგება , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოები პროპორციულობის პრინციპის დაცვით იმოქმედებენ. „მთავარია, რომ სამართალდამცავი ორგანოები პროპორციულობის პრინციპის დაცვით იმოქმედებენ და არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება. სადაც იქნება საჭირო პროპორციული ძალის გამოყენება, იქ იქნება გამოყენებული, მათ შორის იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. თუმცა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ სათანადოდ, პროპორციულობის პრინციპის დაცვით. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის გახარაია, ვახტანგ გომელაურია, რომელიც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და დღესაც მოწოდების სიმაღლეზე იდგება. ამაში უპირველესად, იგულისხმება ის, რომ თანაზომიერების პრინციპი აუცილებლად იქნება დაცული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
×
×
  • შექმენი...