Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი, – ამის შესახებ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „რაკეტები და არტილერია, უპილოტო საფრენი აპარატები და ნაღმმტყორცნები – ბოროტების სახელმწიფო სხვადასხვა იარაღს იყენებს, თუმცა ერთი მიზნით – გაანადგუროს სიცოცხლე და არ დატოვოს არაფერი ადამიანური. ნანგრევები, ნამტვრევები, მიწაზე ჭურვებისგან დატოვებული ღრმულები – ეს რუსეთის ავტოპორტრეტია, რომელსაც ის ხატავს იქ, სადაც რუსეთის გარეშე ნორმალური ცხოვრება სუფევს. რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი, სასჯელის, რომელსაც კრემლი ვერ შეაჩერებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა უკრაინის მიერ გუშინ დაწესებულ სანქციებზე ფიზიკური და იურიდიული კომპანიების წინააღმდეგ. ზელენსკის განმარტებით, ეს სანქციები უკრაინიდან თანხების გადინების გზებს დახურავს. მისი თქმით, უკრაინა თავს დაიცავს ყველგან და ყველა ცივილიზებული საშუალებით. „გადავდგით ახალი სასანქციო ნაბიჯი ბოროტების სახელმწიფოსთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ. შესაბამისი განკარგულება გამოქვეყნებულია. ეს 280-ზე მეტი კომპანიაა და 120 ადამიანი, რომლებიც სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული სქემებით უკრაინის წინააღმდეგ მუშაობდნენ, გაჰქონდათ სახსრები ჩვენი სახელმწიფოდან და აფინანსებდნენ რუსულ კომბინაციებს. ეს გადაწყვეტილება გარკვეული დროის განმავლობაში მზადდებოდა, ის საფუძვლიანად შემუშავებულია და ხურავს ათობით მილიარდიან სქემებს. ეს არ არის ასეთი უკანასკნელი გადაწყვეტილება. უკრაინა თავს დაიცავს ყველგან და ყველა ცივილიზებული საშუალებით“, – განაცხადა ზელენსკიმ. სასანქციო სიაში შესულ ფიზიკურ პირთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ასევე არიან კვიპროსის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, თურქეთისა და ნიდერლანდების მოქალაქეები. რაც შეეხება ე.წ. შავ სიაში შეყვანილ კომპანიებს, ესენია რუსული ბუკმეიკერული კომპანიები, ლატარეების ორგანიზატორები, იპოდრომები, საინვესტიციო და გასართობი კომპანიები, მათ შორის უკრაინაში მოქმედი დაწესებულებებიც. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს შედარება რუსეთთან მიუღებელია. როგორც მან თქვა, პოლიტიკოსები თუ დიპლომატები მსგავს შედარებებს არ უნდა აკეთებდნენ. შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოტქვა, რომ დიპლომატები მოერიდებიან ქართველი პოლიტიკოსების, ხელისუფლებისა თუ ქვეყნის მიმართ რუსეთთან შედარებას. თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ უარი თქვა რუსულ კანონპროექტებზე. მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა. 8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა. მმართველი პარტიის დაპირების მიუხედავად, კანონპროექტების გაწვევის შესახებ, 9 მარტს კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა პარლამენტთან. მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები. 10 მარტს 12 საათზე პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ჩააგდო პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ხოლო მეორე კანონპროექტი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც არ იყო მიღებული პირველი მოსმენით, ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს. publika
  3. მადრიდის საქალაქო ელექტროველოსიპედები, BiciMad უფასო გახდა. ცვლილება ძალაში 7 მარტიდან შევიდა და 31 მაისამდე იმოქმედებს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. ველოსიპედით უფასო მგზავრობა დღეში შეუზღუდავი რაოდენობით არის შესაძლებელი. ერთადერთი შეზღუდვა ის არის, რომ მგზავრობის საერთო დრო 30 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. მადრიდში სულ 7,5 ათასი ახალი ელექტროველოსიპედი და 611 სადგური მუშაობს. მადრიდის მერია იმედოვნებს, რომ მოსახლეობა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს ავტომობილებზე ხშირად გამოიყენებს. ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, ევროპაში სატრანსპორტო სითბური გაზების ემისიათა 72%-ს ავტომობილები გამოყოფენ. ესპანეთში არაეკოლოგიური ავტომობილების ნაკლებად გამოსაყენებლად მოსახლეობის წამახალისებელი არაერთი ინიციატივა მოქმედებს. კერძოდ, მადრიდის მერია მსუბუქი ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების (ელექტროსკუტერის, ველოსიპედის, მოპედის, ელექტროძრავიანი მოტოციკლის) შესაძენად მოქალაქეებს ღირებულების 50%-მდე უნაზღაურებს. ამასთან, პატარა ესპანურ ქალაქ სანტანდერსში 2021 წლიდან მერია ელექტროველოსიპედის შეძენის მსურველ მოქალაქეებს 350 ევროს უხდის. იმავე წლიდან ფრანგები ელექტროველოსიპედის შესაძენად და თავიანთი ძველი, არაეკოლოგიური მანქანების საუტილიზაციოდ ჩაბარების სანაცვლოდ ხელისფლებისგან 2500 ევროს იღებენ. ქვეყნის მთავრობის მიზანია, 2030 წლისთვის სითბური გაზების ემისიები 40%-ით შეამციროს. ევროპის კიდევ ერთი ქვეყნის, შვედეთის ქალაქ მალმოში საჯარო მოხელეები ავტომობილებიდან ველოსიპედებზე გადასვეს. მოამზადა ლადო სულაბერიძემ
  4. გერმანიაში ფემინისტური საგარეო პოლიტიკის ელჩის პოსტს შემოიღებენ. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. ფემინისტური პოლიტიკის ელჩი მონიტორინგს გაუწევს ქალთა წარმომადგენლობას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე, გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალი თანამშრომლების კომპეტენციას შეამოწმებს. ამასთან, გერმანიის მთავრობა დიპლომატიურ უწყებებში მაღალ თანამდებობებზე ქალების პროპორციის გაზრდას აპირებს. ამჟამად ქალები გერმანიის ელჩების მხოლოდ 26%-ს შეადგენს. ისინი უფრო მეტს იმუშავებენ იმისთვის, რომ მსოფლიომ ქალთა საკითხებს მეტი ყურადღება დაუთმოს და ქალები სახელისუფლო ორგანოებში უკეთ იყვნენ წარმოდგენილი. ასევე, გერმანელი დიპლომატი-ქალები უფრო მეტად დაეხმარებიან იმ ქალებს, რომლებიც ქვეყნებს მათი უფლებების დარღვევის გამო ტოვებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლისთვის გერმანიის განვითარების ფონდების ახალი სასხსრებიდან 90%-ზე მეტი გენდერული თანასწორობის პროექტებზე იქნება მიმართული. ამ თანხას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო გამოყოფს. „ევროპულსის“ ცნობით, ბოლო წლებში დიპლომატიისადმი ფემინისტურ მიდგომას ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც, კერძოდ, საფრანგეთში, ესპანეთსა და შვედეთში აქტიურად იყენებენ. მოამზადა ლადო სულაბერიძემ
  5. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადებით, რუსული ძალები უკრაინაში უკიდურესად მძიმე დანაკარგებს განიცდიან. ბრიტანული მხარის ცნობით, უკრაინაში მიმდინარე ომით ყველაზე დიდ დარტყმას რუსეთის ეთნიკური უმცირესობები იღებენ. „ასტრახანში დაღუპულთა დაახლოებით 75% ყაზახების და თათრების უმცირესობაზე მოდის“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. უწყების განცხადებით, ომის გავლენა მკვეთრად განსხვავდება რუსეთის რეგიონებს შორის. ბრიტანული დაზვერვის თქმით, უმდიდრესი ქალაქები - მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი - შედარებით უვნებელი დარჩა. „ეს განსაკუთრებით ქვეყნის ელიტის ოჯახებს ეხებათ“, - დასძენს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა. ipn
  6. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 159,090 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის, 1,090 გასული დღე-ღამის განმავლობაში. მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს. „მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 3466 ტანკს, 6769 ჯავშანმანქანას, 2487 საარტილერიო სისტემას, 493 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 259 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 304 თვითმფრინავს, 289 ვერტმფრენს, 5348 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2108 უპილოტო საფრენ აპარატს, 242 ერთეულ სპეცტექნიკას, 907 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. IPN
  7. არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტთან აქციებზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს, შსს-ს, პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლდა. ადმინისტრაციული დაკავებიდან მათი გათავისუფლება არ გულისხმობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას. შესაბამისად, დაკავებიდან გათავისუფლების მიუხედავად, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს. 2023 წლის 2-3 მარტსა და 7-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 169 პირი დააკავა. მოვუწოდებთ: შინაგან საქმეთა სამინისტროს - აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ყველა პირის მიმართ, რომელთა საქმეებიც ამ დრომდე სასამართლოს არ განუხილავს, შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება; პროკურატურას - გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროკურორის პროტესტით მიმართვის შესაძლებლობა, რათა გაუქმდეს სასამართლოს მიერ დაჯარიმების შესახებ მიღებული დადგენილებები; სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ძალადობისა და სხვა შემთხვევების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. ხელმომწერი ორგანიზაციები: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” „ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center „ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative“ „Women's Initiatives Supporting Group“ „სამართლიანი არჩევნები (ISFED)“ „Rights Georgia / უფლებები საქართველო“ „ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation“ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR“
  8. UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა კარიერის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა! 32 წლის ქართველმა დაამარცხა დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, რუსი პიოტრ იანი და საჩემპიონო ქამრის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი გახდა. დვალიშვილმა უძლიერეს მეტოქეს ხუთრაუნდიან ბრძოლაში აშკარად აჯობა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. „ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან პრინციპული იყო - რუსი მოწინააღმდეგე აუცილებლად უნდა დამემარცხებინა. უდიდესი მოტივაცია მქონდა და მიხარია, რომ ეს გავაკეთე. ძალიან ამაყი ვარ. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს. ქართველებს, რომლებიც დარბაზში იყვნენ და აბსოლუტურად ყველას, ვინც მხარს მიჭერდა. ვიცი, რომ დღეს ბევრი უკრაინელი გულშემატკივარიც მყავდა. დიდება უკრაინას, დიდებას საქართველოს, დიდება მშვიდობას. პიოტრ იანი ამბობდა, რომ მე ნული ვარ. ვინ არის ახლა ნული?!“ - თქვა მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის დასრულების შემდეგ. დვალიშვილისა და იანის დაპირისპირება ლას ვეგასში გამართული UFC Fight Night-ის მთავარი ბრძოლა იყო. მერაბი ამ შეხვედრამდე UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მესამე ადგილზე იყო. ხოლო მისი მეტოქე - მეორეზე. ქართველმა მებრძოლმა ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა. ახლა მის ანგარიშზე თექვსმეტი მოგება და ოთხი წაგებაა და გამორიცხული არაა, შემდეგი ბრძოლა უკვე სატიტულო იყოს. radio tavisupleba
  9. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლითაც სანქციები დაუწესდა 280-ზე მეტი კომპანიასა და 120 კერძო პირს, რომლებიც აზარტული ბიზნეს სქემებით მუშაობდნენ უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო მოგებული თანხით, სხვადასხვა „რუსული სქემები“ ფინანსდებოდა. „ათობით მილიარდის ღირებულების სქემები იხურება. და ეს არ არის ბოლო ასეთი გადაწყვეტილება. უკრაინა თავს დაიცავს ყველგან და ყველა ცივილიზებული საშუალებით“, - განაცხადა ზელენსკიმ თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. სანქციები შეეხო Sportloto-სა და სხვა რუსულ ტოტალიზატორებს. სანქცირებულთა სიაშია First International Bookmaker Company, Bet.Ru, CreditService, Sportbet, Betsity და Matchbet-ი. ამავე სიაში მოხვდნენ ბიზნესმენები რუსეთიდან, სომხეთიდან, კვიპროსიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და ნიდერლანდებიდან. ეს სანქციები გულისხმობს უკრაინაში აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას, ეკონომიკური ვალდებულებების შესრულების შეწყვეტას. შეზღუდვები 50 წლის ვადით დაწესდა.
  10. კანადის ხელისუფლებამ დააწესა აკრძალვა რუსული ალუმინისა და ფოლადის, ასევე მათგან რუსეთის ფედერაციაში წარმოებული პროდუქციის იმპორტზე - ინფორმაციას კანადის მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტი ავრცელებს. „არც ერთი ადამიანს კანადაში ან ამ ქვეყნის მოქალაქეს კანადის ფარგლებს გარეთ, არ აქვს უფლება შეიძინოს რაიმე - დაწყებული მილებიდან რკინიგზისა და ტრამვაის სამშენებლო მასალებით დამთავრებული“, - აცხადებს კანადის მთავრობა. ეს აკრძალვა, როგორც კანადის მთავრობა აღნიშნავს, იმ სანქციების ნაწილი იყო, რომელიც ქვეყანამ დაუწესა რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო. კანადის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ქრისტია ფრილენდმა განაცხადა, რომ „კანადა ყველაფერს ეცდება, რომ კრემლს შემოსავლები ჩამოერთვას“: „გარანტიას გაძლევთ, რომ პუტინი ვერ დააფინანსებს თავის უკანონო ომს, კანადაში ალუმინისა და ფოლადის გაყიდვით“, - ხაზგასმით აღნიშნა მან. მან ასევე განაცხადა, რომ კანადამ აკრძალა ლითონების იმპორტი რუსეთიდან მას შემდეგ, რაც აშშ-მა დააწესა 200%-იანი გადასახადი რუსეთიდან ალუმინის და ალუმინის პროდუქტების იმპორტზე 10 მარტიდან. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, კანადამ სანქციები დაუწესა 1400-ზე მეტ ფიზიკურ პირს და სუბიექტს რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიდან. რადიო თავისუფლება
  11. ისრაელში იმართება აქციები სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ - დემონსტრაციებს უკვე შეუერთდა ნახევარი მილიონი ადამიანი (ისრაელში დაახლოებით 8 მილიონიანი მოსახლეობაა) და ეს არის ყველაზე მასშტაბური პროტესტი ისრაელის ისტორიაში. ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ შემოთავაზებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასიური პროტესტი უკვე 10 კვირაა გრძელდება. რეფორმა ითვალისწინებს იმას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა განსაზღვრავს რეალურად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევანს, ხოლო თავად სასამართლო დაკარგავს ხელისუფლების გადაწყვეტილებების გაუქმების ბერკეტს. აქციის მონაწილეთათვის ეს სასამართლოების დამოუკიდებლობის დაკარგვას ნიშნავს. ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც გასული წლის დეკემბერში აირჩიეს, მიაჩნია, რომ მომიტინგეების მიზანი მისი ხელისუფლებადან ჩამოშორებაა. დემონსტრანტების ნაწილი ნამდვილად მოითხოვს ნეთანიაჰუს გადადგომას. მან თავის პოლიტიკურ კარიერაში მეექვსედ დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი. ამ დროისთვის ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სამი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული კორუფციის ბრალდებით, თუმცა ის უარყოფს ბრალს. თავად ნეთანიაჰუს მიაჩნია, რომ სასამართლო რეფორმა ხელისუფლების შტოებს დააბალანსებს. ისრაელის ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი, ითხოვს კანონპროექტის სრულ გაუქმებას, ან მის აქციის მონაწილე მხარის წარმომადგენლების მონაწილეობას კანონპროექტის შემუშავებაში. radio tavisupleba
  12. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის გაცემული დახმარება არის ინვესტიცია გლობალურ მშვიდობაში. მისივე თქმით, საერთაშორისო მხარდაჭერით, უკრაინას შეუძლია დაამარცხოს რუსეთი მიმდინარე წელს. ამასთან, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ომში, რომელიც მას არ დაუწყია, ყოველდღიურად კარგავს თავის შვილებს. „ამ კრიმინალურმა ომმა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე გაანადგურა. მთელი ოჯახები იღუპება რუსული საარტილერიო დარტყმებითა და სასიკვდილო ირანული დრონებით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ipn
  13. მერაბ დვალიშვილმა ყოფილი ჩემპიონი, რუს პიოტრ იანი UFC-ის მთავარ ბრძოლაში დაამარცხა. ქართველი და რუსი სპორტსმენის დაპირისპირება ხუთი რაუნდის მანძილზე მიმდინარეობდა და ხუთივეში დვალიშვილს უპირატესობა ჰქონდა. სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით, მერაბმა ხუთივე რაუნდი მოიგო და ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა. აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, მერაბ დვალიშვილს ჩემპიონის ქამარს ერთი ნაბიჯი აშორებს. ქართველ სპორტსმენს 16 ორთაბრძოლა აქვს მოგებული. IPN
  14. იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლიმ" "ატალანტას" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მე-60 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეი" ჩინებული გოლით დააწინაურა, ბერგამოელთა კარი კი მეორედ 77-ე წუთზე ამირ რაჰმანიმ აიღო. გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც "დიეგო არმანდო მარადონას" სახელობის მოედნიდანაა გადაღებული. ავტორი :გიორგი ღვინიაშვილი kvaratskhelia-451365.mp4
  15. სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი" "ატალანტას" ეთამაშება. მატჩის 58-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეი" დააწინაურა. ავტორი :გიორგი ღვინიაშვილი kvara-451359.mp4
  16. რომის პაპის ფრანცისკეს თქმით, იგი კიევში კრემლის პოზიციის გამო არ ჩადის. ამის შესახებ მან არგენტინულ გამოცემა La Nacion-თან ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მზადაა კიევში ჩავიდეს იმ პირობით, რომ ამ მოგზაურობის მეორე დანიშნულების პუნქტი მოსკოვი იქნება. თუმცა, კრემლი ასეთ ვიზიტზე თანახმა არაა. „მზად ვარ კიევში წავიდე. მინდა კიევში, მაგრამ მოსკოვში წასვლის პირობითაც. ორივე ადგილში წავალ ან არცერთში”, - თქვა რომის პაპმა. ჟურნალისტების რეპლიკაზე, რომ მოსკოვში ჩასვლა დღეისთვის შეუძლებელია, მან აღიარა, რომ ეს ფაქტია, მაგრამ გარემოებების ცვლილების იმედი გამოხატა. „იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ამის გაკეთებას, კი. ეს კარი არ დამიხურავს”, - თქვა რომის პაპმა. მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მეორე დღეს მას ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან საუბრის გამართვა სურდა, მაგრამ მოსკოვმა ასეთ წინადადებაზე უარი განაცხადა. IPN
  17. ქალი, რომელიც მარტის აქციების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა, 47 წლის ნანა მალაშხიაა. პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე, წყლის ჭავლთან ევროკავშირის დროშით მებრძოლი ქალის ფოტოებმა და კადრებმა მოიარა მსოფლიო მედიის გვერდები. ნანა ერთ-ერთ საჯარო უწყებაში მუშაობს. 7 მარტს, აქციაზე ქმართან და დასთან ერთად იყო. რატომ გავიდა ის აქციაზე და როგორ არ შეუშინდა წყლის ჭავლს, რომლისგან მიყენებულ დაზიანებებს ახლაც იშუშებს. ამ ყველაფერზე ნანამ "რადიო თავისუფლებასთან" ისაუბრა. "მე ვარ ქალი დროშით, ნანა მალაშხია. ვნახე, რომ ჩიტაძისკენ დაიძრა ხალხი და იყო ჩოჩქოლი. უკვე დგანან რობოკოპები და დგას წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც ასხამს წყალს ხალხს. ვერ გეტყვით როგორ აღმოვჩნდი იქ, ვხედავდი წყლის ჭავლს და უბრალოდ დავიძარი იქითკენ. ეს იყო სიბრაზე, ეს იყო ზუსტად ის ნაბიჯი, მოდით ვიტყვი პირდაპირ - კონსტიტუციის თავზე გადახევა და ფაქტიურად კი არადა საბოტაჟი , მითუმეტეს იმ დროს, როდესაც თუ არ ვცდები შემოდგომით, ხელახლა უნდა განიხილონ ჩვენი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, არანაირი შიშს გრძნობა არ იყო... წყლის ჭავლმა თავისი ქნა და დაცვის მიუხედავად, ბიჭების დიდი მონდომების მიუხედავად, დავეცი მე, მაგრამ დროშა არ დაცემულა ერთი წამითაც. უცბად გამომართვეს, ბევრნი იყვნენ და უცბად წამომაყენეს და ააფრიალეს. მე არ ვიცი დღეს ის დროშა ვის აქვს, ეს არის გარდამავალი დროშა, მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის ხელშია ეს დროშა", - ამბობს ის. inforustavi.ge
  18. თეთრი სახლის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა აუცილებლობა, რომ საქართველო „არ იქცეს [დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების] თავის არიდებისა და გვერდის ავლის გზად“. „მათ [ზურაბიშვილმა და სალივანმა] განიხილეს იმის უზრუნველყოფის აუცილებლობა, რომ რუსეთმა სრულად შეიგრძნოს სანქციების ეკონომიკური ფასი, ექსპორტის კონტროლი და სხვა ეკონომიკური შეზღუდვები, რაც შეერთებული შტატებისა და 30-ზე მეტი მოკავშირისა და პარტნიორისგან შემდგარმა კოალიციამ დაუწესა რუსეთს, რათა პუტინმა პასუხი აგოს უკრაინაში ომის გამო“, - წერია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ტექსტის თანახმად, სალივანმა და ზურაბიშვილმა იმსჯელეს ასევე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე; ხაზი გაუსვეს საერთო დაინტერესებას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ისაუბრეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეფორმების „ერთიანი და ინკლუზიური“ მიდგომით განხორციელების მიმართ. შეხვედრაზე ასევე გამოითქვა „საერთო შეშფოთება უცხოეთიდან დაფინანსების გამო სამოქალქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგისტრირებასა და სტიგმატიზებასთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე, რომლებმაც შესაძლოა, შეაფერხონ ასობით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი სამუშაო, მიმართული თავიანთი თემების გაუმჯობესებისკენ“. თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ზურაბიშვილი და სალივანი „მიესალმნენ მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებას, ორი კანონპროექტის გაწვევის შესახებ“. ასევე ნახეთ საქართველოს პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა „საქართველო მადლიერია ამერიკის შეერთებული შტატების ქართველი ხალხის მხარდაჭერისათვის, და მისი ერთგულებისათვის დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე, 10 მარტს, ჯეიკ სალივანთან შეხვედრის შემდეგ. ვაშინგტონში ჩასვლამდე სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში. რადიო თავისუფლება
  19. მიმდინარე კამპანია, ჯარის საკითხის პოლიტიზირება და მითუმეტეს ყოვლად მიუღებელი ეპითეტები, რომლებსაც შეგნებულად არ გავიმეორებ, არ და ვერ იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ბრეგაძე აცხადებს, ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, სამხედრო საქმის საბაზისო ცოდნა აუცილებელია კონსტიტუციური ვალდებულების შესასრულებლად. „საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალია. საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 70. პუნქტი 2. ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, სამხედრო საქმის საბაზისო ცოდნა აუცილებელია კონსტიტუციური ვალდებულების შესასრულებლად. ჯარი პატრიოტ, განათლების მიღებაზე ორიენტირებულ, დაუღალავ და შრომისმოყვარე მამულიშვილთა ერთობაა. ჯარში სამშობლოს სიყვარული სრულიად განსხვავებულ და გასაოცარ ბუნებას იძენს. სადაც არ უნდა წავიდეს ადამიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ ის ყოველთვის ქვეყნის გულანთებული გულშემატკივარი იქნება. სწორედ მათი ერთობლიობა ქმნის საქართველოს ინტერესების მცველთა მტკიცე ჯაჭვს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მრავალი განსაცდელისგან მრავალჯერ იხსნა. მისტიურია ის გრძნობა, რომელიც დაგეუფლებათ სამხედრო ფიცის დადებისას საქართველოს დროშის წინ მუხლმოდრეკილი ახალგაზრდა ვაჟკაცების თვალებზე მომდგარი ცრემლის დანახვისას. ეს ის ბედნიერი მომენტია, როდესაც დარწმუნდებით რომ ჩვენს ქვეყანას ნათელი მომავალი აქვს. ემოციები ვულკანივით ამოფეთქავს როდესაც მტერთან ბრძოლაში დაჭრილი, მხედველობა დაკარგული მეომრის მიერ სამშობლოზე წარმოთქმულ ლექსს მოისმენთ. აღმაფრენის მომცემია იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, რომლებმაც დაამარცხეს შიში და ყოველ წამს მზად არიან საკუთარი საზოგადოს სასარგებლოდ დათმონ. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს დამოუკიდებლობას ათასობით ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა! ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ გმირებმა დაგვიტოვეს შვილები, რომლებიც ყოველთვის ამაყად ატარებენ მშობლების სახელს! სამხედრო სამსახურში მყოფი ახალგაზრდები საზოგადოებისგან მხოლოდ პატივისცემას და მადლიერებას იმსახურებენ, ვინაიდან ისინი სახელმწიფოს უსაფრთხოებას და მის ყველა მოქალაქეს ემსახურებიან. გამომდინარე აქედან მიმდინარე კამპანია, ჯარის საკითხის პოლიტიზირება და მითუმეტეს ყოვლად მიუღებელი ეპითეტები, რომლებსაც შეგნებულად არ გავიმეორებ, არ და ვერ იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი. ჯარი თავისუფლებაა! ჯარი ვაჟკაცობაა! ჯარი სამშობლოა! ჯარი საქართველოა! ყველაფერი საუკეთესო ჯარს! დიდება გმირებს! ვემსახურებით საქართველოს! P.s ჯარში აღმართული დროშის ფრიალის ხმა, რომელიც განსაკუთრებულად ჟღერადია, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი გმირების მიერ შესრულებული მრავალჟამიერია!” - წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში. იპნ
  20. ნატო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად, - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი აცხადებს. როგორც ვინიკოვი აღნიშნავს, საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოები მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. „ნატო-მ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მიგვაჩნია, რომ უკან გადადგმული ნაბიჯი იყო და მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოები მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ მივესალმებით მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ამ კანონპროექტის უპირობო გაწვევას. ნატო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად”, - ალექსანდრე ვინიკოვი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი. ვინიკოვის კომენტარს საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი ავრცელებს.
  21. ის არასწორი პრაქტიკა, რაც დღეს გვაქვს, როცა წვევამდელები გადიან სავალდებულო სამსახურს სხვადასხვა უწყებაში, აღარ იქნება და, რა თქმა უნდა, ეს არ ემსახურება იმ მიზანს, რაც წარმოადგენს ქვეყნისთვის მომზადებული რეზერვის შექმნას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ახალ კოდექსზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ახალი „თავდაცვის კოდექსით“ შეიქმნა ისეთი პირობები, რომ გაცილებით მეტი მოთხოვნა იქნება სტუდენტების მხრიდან. „ჩვენ გავითვალისწინეთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პროცესიც, დავუტოვეთ ჩვენს სტუდენტებს იმის საშუალებაც, რომ სწავლის პერიოდში, მოქნილი სისტემის საშუალებით, წელიწადში ერთი თვით, არდადეგების პერიოდში გაიარონ და მოხადონ სავალდებულო სამსახური. მეტიც, უმაღლესი განათლება თუ აქვს ახალგაზრდას და უმაღლესი განათლების პერიოდში არ ისარგებლა ნებაყოფლობით იმ პროგრამით, რასაც ვთავაზობთ, უმაღლესის დამთავრების შემდეგ, ასევე ვთავაზობთ კიდევ უფრო მოქნილ პროგრამას. პროგრამით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს, ჩაირიცხოს რეზერვში, ამავდროულად, შევუქმნით კომფორტულ პირობებს, რომ არ დაზიანდეს მისი საქმიანობა და არ მიიღოს სხვა ფინანსური ზიანი. ჩვენ კი არ დავიხიეთ უკან, არამედ შევქმენით ისეთი პირობები, რომ, ვფიქრობთ, გაცილებით მეტი მოთხოვნა გვექნება ჩვენ სტუდენტების მხრიდან, ვიდრე ამას ყოველწლიურად მოვემსახურებით. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მხოლოდ ნებაყოფლობითობაზე“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ავტორი - ხატია ჯამალაშვილი
  22. ITB ბერლინის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტს, ნორბერტ ფეიბიგს შეხვდნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ITB 2023-ზე საქართველოს წარდგენა და განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს, ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული. შეხვედრის შემდეგ გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტმა ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა შეაფასა და იმ შედეგებზე ისაუბრა რაც საქართველოს გამოფენაში მონაწილეობამ მოუტანა. „საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა იყო შთამბეჭდავი და ბრწყინვალე გადაწყვეტილება. გამოფენა ძალიან წარმატებული გამოდგა საქართველოსთვის. პანდემიის შემდეგ ტურიზმის ინდუსტრიას და ხალხს ოპტიმისტური განწყობა გაუჩნდა. საქართველომ გამოფენაზე საოცარი გახსნა მოაწყო, ასეთი ბრწყინვალე წარმოდგენა არასდროს მინახავს“, – აღნიშნა გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR)პრეზიდენტმა. ნორბერტ ფეიბიგის განცხადებით, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველომ მიზანს მიაღწია და როგორც ტურისტულმა მიმართულებამ, დიდი ყურადღება დაიმსახურა. „საქართველოს უამრავი რამ შეუძლია, შესთავაზოს მსოფლიოს. თქვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. ბერლინში საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის შემდეგ ძალიან წარმატებული ისტორია დაიწერა. ვფიქრობ, ძალიან ბევრს გაუჩნდება სურვილი, საქართველოს ეწვიოს. გახსნის შემდეგ დავაგემოვნე ქართული სამზარეულო, გავეცანი უმაღლესი ხარისხის ქართულ კერძებს“, – აღნიშნა ნორბერტ ფეიბიგმა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავცელებს.
  23. თეთრი სახლი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც თეთრი სახლის ინფორმაციაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილმა და ჯეიკ სალივანმა საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები განიხილეს, რა დროსაც ხაზი გაუსვეს მათი ქვეყნების საერთო ინტერესს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. „ისაუბრეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე საქართველოს მხრიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მისაღებად აუცილებელი რეფორმების ჩატარებისადმი ერთიანი და ინკლუზიური მიდგომის მიმართ. მათ ასევე განიხილეს საერთო შეშფოთება საგარეო დაფინანსების მიღებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგისტრაციისა და სტიგმატიზაციის შესახებ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რამაც, შესაძლოა, შეაფერხოს ასობით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მუშაობა, რომელიც მიმართულია მათი თემების გაუმჯობესებისკენ. ისინი მიესალმნენ მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებას, გაიწვიონ ორი კანონპროექტი“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. თეთრი სახლის ცნობით, ჯეიკ სალივანმა და სალომე ზურაბიშვილმა ასევე განიხილეს იმის უზრუნველყოფის საჭიროება, რომ რუსეთმა იგრძნოს სრული ეკონომიკური ფასი იმ სანქციების, საექსპორტო კონტროლის და სხვა ეკონომიკური შეზღუდვების, რომლებიც აშშ-მა და 30-ზე მეტი მოკავშირისა და პარტნიორის კოალიციამ დააწესეს რუსეთის წინააღმდეგ, რათა პასუხი აგებინოს პუტინს უკრაინაში წარმოებული ომისთვის. სალივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მხრიდან საჭიროა, თავიდან აიცილოს, რომ არ გახდეს სანქციების თავის არიდების ან გვერდის ავლის გზა. ჯეიკ სალივანთან შეხვედრის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა, სადაც მადლობას უხდის აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ერთგულებისთვის. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  24. დიდ ბრიტანეთში, უვიზო რეჟიმით მოსარგებლეების გარდა, წინასწარი ელექტრონული ავტორიზაცია (ETA) ყველა მოგზაურისთვის სავალდებული ხდება, რაც ათწლეულების განმავლობაში სასაზღვრო წესების ყველაზე დიდი ცვლილება იქნება ქვეყანაში. ცვლილება ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის, იაპონიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც შეეხებათ და ძალაში 2024 წლის ბოლოდან შევა. გამონაკლისი იქნებიან ბრიტანული და ირლანდიური პასპორტის მქონეები, ასევე ბრიტანეთში დაფუძნებულების სტატუსის მქონენი და ცხოვრების/სწავლის უფლების მქონეები. როგორც მთავრობაში ამბობენ, სქემა მიზნად ისახავს სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ანალოგიურია აშშ-სა და კანადის მოდელისა. ხელისუფლების წარმომადგენლების თანახმად, ახლანდელი წესები არაა საკმარისი ზუსტი მონაცემების მოსაპოვებლად იმ ხალხზე, რომლებიც ქვეყანაში შედიან და გამოდიან. ETA-ის საფასური ჯერ დადგენილი არაა, თუმცა მოსალოდნელია, რომ იმავე საფასო კატეგორიაში იქნება, რაც აშშ-შია. ამერიკაში ელექტრონული ავტორიზაციის საფასური 21 დოლარია. აღსანიშნია, რომ ელექტრონული ავტორიზაციის სისტემის (EITAS) დანერგვა ევროკავშირშიც იგეგმება 2024 წლიდან. ცნობისთვის, ბრიტანეთში ახალი კანონის მიღება იგეგმება, რომელმაც მიგრანტების და თავშესაფრის მაძიებლების ლა-მანშის სრუტის გავლით, პატარა ნავებით ქვეყანაში შესვლა უნდა დაარეგულიროს. ქვეყნის პრემიერი, რიში სუნაკი ამბობს, რომ პრობლემასთან საბრძოლველად მზადაა, თუმცა ახალი კანონპროექტის ირგვლივ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს - ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ის არაპრაქტიკული იქნება და ათასობით ლტოლვილის ქმედებებს კრიმინალურად აქცევს. გასულ წელს ინგლისის სამხრეთ სანაპიროდან შესულმა მიგრანტების რიცხვმა 45,000 შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის მაჩვენებელზე 500%-ით მეტია. სწორედ ამის შემდეგ აქცია ნავებით გადაადგილების შეჩერება რიში სუნაკმა თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ახალი კანონი გულისხმობს, რომ ყველა, ვინც ამ გზის გავლით ეცდება ქვეყანაში შესვლას, ვერ მიიღებს თავშესაფარს და დეპორტირდება ან საკუთარ სამშობლოში ან ე.წ. უსაფრთხო მესამე ქვეყნებში. ავტორი: კახი ჩაკვეტაძე
  25. ნორვეგია უკრაინას დამატებით ორ NASAMS-ის სარაკეტო სისტემას გადასცემს და უკრაინელ სამხედროებს წვრთნებს ჩაუტარებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ნორვეგიელ კოლეგასთან, ბიორნ არილდ გრამთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე ჩემს ნორვეგიელ კოლეგას ბიორნ არილდ გრამს. მთავარი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვაა. კარგი სიახლე: NASAMS-ის ორი სისტემა დამატებით, პლუს უკრაინული პერსონალის გაწვრთნა“, - წერს რეზნიკოვი „ტვიტერის“ გვერდზე. იპნ
×
×
  • შექმენი...