-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მას მომავალ კვირას დააკავებენ. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელ Truth-ში გაავრცელა. შესაძლო დაკავება ე.წ. სტორმი დენიელსის საქმეს ეხება. დენიელსი ამტკიცებს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მას 130 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა, რათა მათი სექსუალური კავშირი საიდუმლოდ დაეტოვებინა. დენიელსმა დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივლა, რომლებიც საპასუხოდ მას სიცრუეში ადანაშაულებენ. გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი ამტკიცებს, რომ მანჰეტენის რაიონის პროკურორის ოფისიდან “გაჟონილი ინფორმაცია” იმაზე მიუთითებს, რომ “რესპუბლიკური პარტიის“ ყველაზე გამორჩეული კანდიდატი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მომავალ კვირას სამშაბათს იქნება დაკავებული. ტრამპმა თავის მომხრეებს პროტესტისკენ მოუწოდა. ipn
-
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეების დისკრედიტაციისთვის და მათ შესახებ „ფეიკის“ გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კანონი, რომელიც სახელმწიფო დუმამ 14 მარტს მიიღო და ფედერაციის საბჭომ მეორე დღეს დაამტკიცა, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. კერძოდ, მკაცრდება ჯარიმები შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების დისკრედიტაციისთვის. ცვლილებები არა მხოლოდ აწესებს პასუხისმგებლობას მოხალისეების დისკრედიტაციაზე, არამედ ზრდის სასჯელის ზღვარს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთამდე. მანამდე კი ასეთი დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი ხუთი წელი იყო. კანონში მოხსენიებულია კიდევ ერთი მუხლი: „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართულად საჯაროდ გავრცელება“. ცვლილებების თანახმად, სასჯელი ვრცელდება მოხალისეთა ფორმირებების შესახებ „ფეიკის“ გავრცელებაზეც, რისთვისაც მაქსიმალური ვადა 15 წლით თავისუფლების აღკვეთაა. გარდა ამისა, პუტინმა ხელი მოაწერა კიდევ ერთ კანონს - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც მოხალისეების დისკრედიტაცია (თუ ის არ შეიცავს სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას) დაისჯება ჯარიმით 30-50 ათას რუბლამდე რიგითი მოქალაქეებისთვის, 100-200 ათასამდე თანამდებობის პირებისთვის და 300-500 ათასამდე იურიდიული პირებისთვის. ipn
-
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. მისი თქმით, კანონზე მაღლა არავინ დგას. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ომის დანაშაულების გამოსაძიებლად შესაფერისი ორგანოა. ფაქტია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა და ეს არის ის, რაც ახლა ცხადი ხდება”, - აღნიშნა შოლცმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. IPN
-
სანდუ: მოლდოვას ომის საფრთხე არ ემუქრება, მაშინ, როდესაც უკრაინა იბრძვის
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
"მოლდოვა ომის საფრთხის წინაშე არ დგას, მაშინ, როდესაც უკრაინა იბრძვის". – თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. "მინდა დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ მოლდოვას ახლა არანაირი ომის საფრთხე არ ემუქრება. რუსეთის ჯარი აქამდე ვერ მოაღწევს, მანამ, სანამ უკრაინა იბრძვის და ამით იცავს მოლდოვას. ჩვენ მადლობელი ვართ უკრაინელების, მათი სიმამაცისა და თავისუფლების სიყვარულისთვის". – თქვა სანდუმ. CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მიერ შედგენილ საიდუმლო გეგმაში დეტალურად არის აღწერილი მოლდოვის დესტაბილიზაციის სქემა, რაც პრორუსული ჯგუფების მხარდაჭერას, მართლმადიდებლური ეკლესიით მანიპულირებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით შანტაჟს მოიცავს. CNN-ის ცნობით, დოკუმენტში ხაზგასმით არის ნახსენები მოლდოვის NATO-ში გაწევრიანების შეფერხების აუცილებლობა და მისი მიზანი ქვეყნის დასავლეთის კურსიდან ჩამოშორებაა. გეგმის მიხედვით, მოლდოვა რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებული უნდა გახდეს და მისი გავლენა დნესტრისპირეთის რეგიონში უნდა შემცირდეს. დოკუმენტი სხვადასხვა მედია საშუალებამ ერთობლივი მუშაობით მოიპოვა და გამოაქვეყნა. პროცესში ჩართული იყო VSquare-ი, RISE Moldova, Expressen-ი, Dossier Center-ი და სხვა მედია საშუალებები. როგორც CNN-ი იუწყება, დოკუმენტი სახელწოდებით - "რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მიზნები მოლდოვის რესპუბლიკაში“ 2021 წელს არის შედგენილი და 10 წელზეა გაწერილი. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, არსებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს: "ჩვენ არაფერი ვიცით ასეთი გეგმის არსებობის შესახებ. არ გამოვრიცხავ, რომ ის გაყალბებული იყოს. რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება ღია კეთილმეზობლური, ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობების დამყარებისთვის, მათ შორის მოლდოვასთან მიმართებაში". ტაბულა -
კარიმ ხანი - "ვერ დავუშვებთ, მოეპყრონ ბავშვებს, როგორც ნაალაფარს"
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი კარიმ ხანი განმარტავს, რომ ვლადიმირ პუტინისა და მატია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერების გაცემაზე წინასასამართლო პალატას 2023 წლის 22 თებერვალს მიმართა. პროკურორის განცხადებით, მისი ოფისის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა შემთხვევები, რომლებიც მოიცავს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებიდან და ბავშვზე ზრუნვის სახლებიდან მინიმუმ ასობით ბავშვის დეპორტაციას. ხანი აგრეთვე აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით კანონიც კი შეიცვალა, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების დასაჩქარებლად და ამ ბავშვების რუსეთის ოჯახებში გაშვილების გასაადვილებლად. „ჩემი ოფისი აცხადებს, რომ ეს ქმედებები, სხვა ყველაფერთან ერთად, აჩვენებს ამ ბავშვების თავიანთი ქვეყნიდან სამუდამოდ გაყვანის განზრახვას. ამ დეპორტაციების დროს, უკრაინელი ბავშვები იყვნენ ჟენევის მეოთხე კონვენციით [ომის პირობებში სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ - რთ] დაცული პირები. ჩვენს განაცხადში ხაზი გავუსვით იმასაც, რომ დეპორტაციების უდიდესი ნაწილი ჩადენილია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აგრესიის აქტების კონტექსტში, რომლებიც 2014 წელს დაიწყო“. კარიმ ხანი იხსენებს, რომ გასული წლის სექტემბერში მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს და მოახსენა, რომ მისი ოფისისთვის პრიორიტეტული იყო უკრაინიდან ბავშვების სავარაუდო დეპორტაციის გამოძიება: „ამ დანაშაულების ადამიანური განზომილება მკაფიოდ წარმოჩინდა უკრაინაში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს. იქ ყოფნისას ვეწვიე ახლანდელ ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ბავშვთა სახლს, საიდანაც სავარაუდოდ იყვნენ ბავშვები წაყვანილები. მათი მომვლელების ჩვენებებმა და შიშებმა გაამძაფრა სასწრაფოდ მოქმედების საჭიროება. უნდა უზრუნველვყოთ, რომ დანაშაულის ჩამდენებმა პასუხი აგონ და ბავშვები დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებსა და თემებს. როგორც მაშინ განვაცხადე, ვერ დავუშვებთ, რომ მოეპყრონ ბავშვებს, როგორც ნაალაფარს“. ჰააგრის ტრიბუნალის პროკურორი მადლიერებას გამოხატავს პარტნიორების მიმართ, ვინც დაეხმარა გამოძიების პროცესს და განსაკუთრებით აღნიშნა უკრაინის გენერალური პროკურატურის როლი, ისევე, როგორც EUROJUST-ის ფარგლებში „ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფთან“ თანამშრომლობა და სადაც შვიდი ქვეყნის მთავრობების ძალისხმევაა გაერთიანებული. კარიმ ხანი აპირებს აგრეთვე, რომ კვლავაც სცადოს რუსეთის ფედერაციასთან თნამშრომლობა იმისათვის, რომ მისმა ოფისმა სრულფასოვნად შეასრულოს რომის სტატუტის 54-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს გამამტყუნებელი და გამამართლებელი გარემოებების თანაბრად გამოძიებას. ჰააგის ტრიბუნალის პროკურორის ოფისი აგრძელებს გამოძიებას: „როგორც გასული წლის მაისში ბუჩაში განვაცხადე, უკრაინა არის დანაშაულის ადგილი, რომელიც მოიცავს კომპლექსურ და მრავალი სახის სავარაუდო საერთაშორისო დანაშაულს. როგორც კი მტკიცებულებები დაგვანახებს ამის საჭიროებას, უყოყმანოდ მოვითხოვთ დაპატიმრების შემდგომ ორდერებს“, - აცხადებს ხანი. radio tavisupleba -
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 8 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ადმინისტრაციულ შენობაში, მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროცესის მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, გადაამეტა მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საჯარო სივრცეში, მოქალაქეების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე ცენტრის ბენეფიციარს, რითაც შეილახა დაზარალებულის პირადი ღირსება, ასევე დაირღვა მისი და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. „აღსანიშნავია, რომ საქმის სასამართლო განხილვისას ბრალდებულს საქართველოს პროკურატურამ არაერთხელ შესთავაზა პირობით მსჯავრზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედება დადასტურებული იყო ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ფაქტი ასახული იყო ვიდეოჩანაწერზე. დაზარალებული თანახმა იყო ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეღავათების, თუნდაც პირობითი მსჯავრის გამოყენებაზე, თუმცა ბრალდებულმა უარი განაცხადა საპროცესო შეთანხმებაზე და საქმის არსებითი განხილვა მოითხოვა. პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
დახმარება უკრაინელებს და შემოწირულობები მედიცინას - ბერნარ არნოს ქველმოქმედება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
73 წლის LVMH-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარ არნო მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ის ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Louis Vuitton, Tiffany და მრავალი სხვა. ბერნარ არნო ცნობილია ქველმოქმედებით, მას ფულის გაცემა ნამდვილად არ ენანება და მსოფლიო მედია ხშირად წერს ამის შესახებ. წარმოგიდგენთ ბერნარ არნოს ყველაზე დიდ საქველმოქმედო შემოწირულობებს: შემოწირულობა ჩინეთის წითელი ჯვრისთვის - 2 მილიონი დოლარი გლობალური კრიზისის ეტაპზე, ფრანგულმა ფუფუნების საგნების კონგლომერატმა LVMH-მ ჩინეთის წითელ ჯვარს COVID-19-ის დროს დაზარალებული პირების დასახმარებლად 2 მილიონი დოლარი შესწირა. კომპანიამ ასევე გამოიყენა მათი პარფიუმერიის სამი ქარხანა უფრო მეტი ხელის სადეზინფექციო საშუალებების დასამზადებლად. კომპანიამ ასევე შესწირა ალკოჰოლის მარაგი, რომელიც მათ ობიექტებში ინახებოდა. შემოწირულობა კვლევისთვის - 5,5 მილიონი დოლარი მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების გამო ბერნარ არნომ გადაწყვიტა, რომ აუცილებელი იყო გაეღო შემოწირულობა კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით კვლევისთვის. მისი გადაწყვეტილებით, საფრანგეთში, ლილის პასტერის ინსტიტუტს ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 5,5 მილიონი დოლარი გადაეცა. დაწესებულებამ აღმოაჩინა მოლეკულა, რომელიც ითვლებოდა, რომ ეფექტური იყო ვირუსთან ბრძოლაში. დახმარება უკრაინელებისთვის - 5,5 მილიონი დოლარი 2022 წელს რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ ომში, ბერნარ არნომ იგრძნო რომ უკრაინას დახმარება ესაჭიროებოდა და უკრაინაში, ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის 5,5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. შემოწირულობა კლიმატის ცვლილებისთვის- 5,5 მილიონი დოლარი ბერნარ არნო ბიომრავალფეროვნების მხარდასაჭერად UNESCO-თან თანამშრომლობდა. LVMH და UNESCO ერთად ახორციელებენ ბევრ პროექტს, რათა კლიმატის ცვლილების გავლენა მსოფლიოში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და გააუმჯობესდეს ეკოსისტემის მდგრადობა მსოფლიოში. ორი ორგანიზაცია სულ 41 პროექტს ახორციელებს. შემოწირულობა პარიზის საავადმყოფოებისთვის - 10 მილიონ დოლარზე მეტი წლების განმავლობაში, LVMH აფინანსებდა სხვადასხვა საავადმყოფოებს პარიზის მასშტაბით. კომპანია გააქტიურდა და დაეხმარა საფრანგეთს კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ყველა გაჭირვებული აღჭურვილი ყოფილიყო ნიღბებით. გარდა ამისა, ბერნარ არნომ ამაზონის ტროპიკულ ტყეში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის დროს, სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 11 მილიონი დოლარი გაიღო. საფრანგეთში, ნოტრ-დამის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის კი 200 მილიონი დოლარი შესწირა. ბერნარ არნომ, რომელიც 191 მილიარდ დოლარს ფლობს, საკუთარ შვილებს 399 მილიონი დოლარი სიცოცხლეშივე გადასცა. გავრცელებული ინფორმაციით, მან 399 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები დაურიგა თავის შვილებს. წყარო: therichest.com ავტორი: თეონა რამაზაშვილი -
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, დღეს დილით, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, საჰაერო განგაშის გამოცხადების მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ამასთან, ბელარუსი აქტივისტები სოციალურ ქსელი წერენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე „კინჟალის“ რაკეტების გადამტანი რუსული MiG-31K ტიპის ავიაგამანადგურებელი აფრინდა. ipn
-
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოფის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის განცხადების სამივე შემთხვევაში, ვირუსი ძაღლს დაუდგინდა და აღნიშნულიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა „გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, საკარანტინო პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით ხვალ, 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაყვანა. აღნიშნულიდან გამომდინარე , ხვალ არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი“ — ნათქვამია განცხადებაში. netgazeti.ge
-
ისტრიული დღეა. ეს არის ის, რაც ყველა ჩვენგანისთვის ცხადი იყო. ეს არის ის, რაც ზოგმა მსოფლიოში ჯერ კიდევ 2008 წელს გააცნობიერა, ბევრმა – 2014 წელს, 2022 წელს კი, თითქმის ყველამ. საბოლოოდ, ამან სამართლებრივი სახე მიიღო, – ასე გამოეხმაურა უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს შეეშინდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცენ. „რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალურად არის გამოცხადებული ეჭვმიტანილად სამხედრო დანაშაულში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში გასცა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან, დაკავებამდე, რუსეთის პრეზიდენტს, რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, როგორც ტერორისტი სახელმწიფოს ხელმძღვანელს, შეეშინდება რუსეთის ფარგლებს გარეთ გასვლა, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცენ. ეს ნიშნავს, რომ თითოეულმა პოლიტიკოსმა, რომელიც საკუთარ თავს ცივილიზებულად მიიჩნევს და მომავალში იყურება, ორჯერ დაფიქრდება, ვიდრე რუსეთის ლიდერთან საქმეს დაიჭერს“, – განაცხადა ანდრეი კოსტინმა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ გამოაცხადა. ლონდონის სამეფო კოლეჯში საერთაშორისო პოლიტიკის ლექტორი, ჯონათან ლიდერ მეინარდი პუტინისთვის ბრალდების წაყენებას მოელოდა. მან ბი-ბი-სის უთხრა, რომ 2022 წლის მარტიდან იძიებს სასამართლო შესაძლო ომის დანაშაულებს და არსებული სამხილების გამო - ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, საბოლოო ჯამში, როგორ შეეძლო სასამართლოს არ გაეცა დაპატიმრების ორდერები“. მეილენდმა ასევე იცის, რომ პუტინი ბრალდების გამო ძალიან არ შეწუხდება, რადგან სასამართლო „ხალხის დაკავებაში სახელმწიფოთა თანამშრომლობას მოელის და რუსეთის მთავრობა, აშკარაა, რომ არ აპირებს მასთან თანამშრომლობას“. მაგრამ მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეიძლება იმოქმედოს პუტინის მოგზაურობაზე მსოფლიოში, რადგან ქვენებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს სასამართლოსთან შეთანხმებას, შეუძლიათ მისი დაკავებას ხელი შეუწყონ. სისხლის სამართლის საერთაშორისო - ჰააგის სასამართლოს - 123 წევრი ჰყავს. სასამართლო განიხილავს ისეთ მძიმე დანაშაულებს, როგორიცაა ომის დანაშაული, გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ დაასევე აგრესიას, მაგრამ არ შეუძლია შეცვალოს სახელმწიფო სასამართლოები, განუმარტავს Vox-ს კელებოგილე ზვოგბო, აშშ-ის ვირჯინიის - უილიამსბურგის იულიამის და მერის სახელმწიფო კოლეჯში სახელმწიფოს მართვის პროფესორი, რომელიც ამბობს, რომ ჰააგის სასამართლო არ განიხილავს საქმეებს დაუსწრებლად, ანუ როცა ეჭვმიტანილები არ არიან პროცესზე და რადგან ამ სასამართლოს არ აქვს დაპატიმრების ორდერის აღსრულების მექანიზმი, ანუ პოლიცია, პუტინმა შეიძლება თავიდან აიცილოს დაკავება, სანამ ის მხოლოდ რუსეთში იქნება, ან სხვა მეგობრულ ქვეყანაში და ხელისუფლებაში, ამბობს ზვოგბო. მისი თქმით, ის „ვერ ხედავს სისხლის სამართლის პასუხისგებაში პუტინის მიცემის მექანიზმს.“ Vox-სთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები პუტინს ვერ დაიჭერენ. ეს იქნება კატასტროფული პრეცედენტი და შესაძლებლობას მიცემს რუსეთს და სხვა ნებისმიერ ქვეყანას, გამოიყენონ საერთაშორისო სამართალი მათი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ შურისძიების მიზნით. იულიამის და მერის კოლეჯის პროფესორი ამბობს ამასთან, რომ ძალიან ცოტაა სახელმწიფოთა მეთაურების გასამართლების პრეცედენტები და ის იხსენებს იუგოსლავიის ადრინდელი მმართველის, სლობოდან მილოშევიჩის საქმეს, როცა ის გაასამართლა კოსოვოში ჩადენილი დანაშაულისთვის სპეციალური სასამართლომ, რომელიც გაერომ შექმნა. თუმცა არსებობს სხვა პრეცედენტებიც, როცა ჰააგის სასამართლომ და სხვა საერთაშორისო ტრიბუნალებმა ბრალდება წაუყენეს სახელმწიფო მეთაურებს - ლიბერიის და ჩადის ყოფილ პრეზიდენტებს. არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ართულებს ვითარებას: ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც აქტიურად სურს გაასამართლონ პუტინი ჰააგაში, აშშ, თვითონ არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი. აშშ-ის მთავრობამ 1998 წელს, რომის კონფერენციაზე არ მიემხრო სასამართლოს და 2000 წელს, მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა ხელი მოაწერა რომის სტატუტს, მაგრამ ის კონგრესს არ დაუმტკიცებია. 2002 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აცნობა გაეროს მაშინდელ გენერალურ მდივანს, კოფი ანანს, რომ აშშ-ს არ დაამტკიცებს რომის სტატუსს და არ არის ვალდებული დაიცვას მისი დებულებები. რომც მოახერხონ პუტინის ჰააგაში ჩაყვანა, ვერ შეძლებენ მის გასამართლებას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანაშაულის, აგრესიის გამო, რისთვისაც ის აშკარად არის პასუხისმგებელი. ეს იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შეუძლია განიხილოს აგრესიული აქტი, რომელიც განისაზღვრება როგორც „იმ პირის მიერ დაგეგმილი, მომზადებული, ინიციირებული ან განხორციელებული, რომელსაც აქვს პოზიცია ეფექტიანად განახორციელოს კონტროლი სახელმწიფოს პოლიტიკურ ან სამხედრო ქმედებაზე ან უხელმძღვანელოს მას, აგრესიის აქტს, რომელიც წარმოადგენს გაეროს წესდების აშკარა დარღვევას". ამას გულისხმობს რომის სტატუტი მაშინ, თუ სახელმწიფომ, რომელზეც ლაპარაკია, ხელი მოაწერა მას. არც უკრაინა და არც რუსეთი ასეთები არ არიან, განუმარტა უილიამსბურგში მოქმედი უნივერსიტეტის პროფესორმა Vox-ს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) 17 მარტს გაავრცელა ცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ. კერძოდ, ჰააგის ტრიბუნალის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ: „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინის სიტუაციის კონტექსტში გამოსცა დაპატიმრების ორდერები ორ პირზე: ბატონ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინსა და ქალბატონ მარია ალექსეის ასულ ლვოვა-ბელოვაზე. ბატონი ვლადიმირ ვლადიმირს ძე პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულის ჩადენის - მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის გამო (რომის სტატუტის მუხლები 8(2)(a)(vii) და 8(2)(b)(viii)). დანაშაულები სავარაუდოდ ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ. radio tavisupleba
-
იწყება მართლმსაჯულების აღსრულება - კულება პუტინის დაკავების ორდერზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას ეხმაურება. კულებამ მოიწონა სასამართლოს გადაწყვეტილება და წერს, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ. „იწყება მართლმსაჯულების აღსრულება: მივესალმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ გაიცა ვლადიმერ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი უკრაინელი ბავშვების [რუსეთში] ძალადობრივი გადაყვანის გამო. საერთაშორისო დამნაშავეები პასუხს აგებენ ბავშვების ქურდობისთვის და სხვა საერთაშორისო დანაშაულებისთვის“, – წერს დმიტრო კულება. ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას გამოეხმაურნენ უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც. „ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი. უკრაინის გენერალური პროკურორი კი ამბობს, რომ პუტინი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვეღარ ჩავა, რადგან იქ მისი დაკავება მოუწევთ. „ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ფარგლებს მიღმა პუტინი უნდა დააკავონ და გადასცენ სასამართლოს. მსოფლიო ლიდერები სამგზის დაფიქრდებიან, სანამ მას ხელს ჩამოართმევენ ან დასხდებიან პუტინთან მოლაპარაკებებზე. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა უკრაინისთვის და მთლიანად საერთაშორისო სამართლის სისტემისთვის“, – წერს ანდრეი კოსტინი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სასამართლომ ასევე დაკავების ორდერი გასცა პუტინის მთავრობის წევრის, რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ. სასამართლოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი სავარაუდოდ პასუხისმგებელია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციასა და გადაყვანაზე. სავარაუდო დანაშაულებს, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მინიმუმ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ სჩადიოდნენ. publika -
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით რუსული ძალების 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული. უწყების ცნობით, მოწინააღმდეგემ 34 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მათგან 11 –„შაჰედ-136“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. „ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 10 ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, მაგრამ ერთმა, სამწუხაროდ, სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტს დაარტყა. საბედნიეროდ, მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლი არ არის“, - აცხადებენ გენშტაბში. უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ერთი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ცეცხლი 75-ჯერ გახსნეს. „მტრის მთავარ მიზანს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიღწევის მცდელობები წარმოადგენს. ამისათვის ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე. პროფესიონალური და კარგად კოორდინირებული მოქმედებების წყალობით ჩვენმა დამცველებმა აღნიშნულ მიმართულებებზე მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში. უწყების ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით, მტერი ქალაქ ბახმუტზე შტურმს არ წყვეტს. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, 6 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების კონცენტრაციის ტერიტორიებს, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მტრის პერსონალისა და ტექნიკის თავმოყრის ორ ტერიტორიასა და საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგების პოზიციას დაარტყეს. ipn
-
მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. განახლებული მეტროსადგური დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნა. პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კონკრეტულად კი, მეტროპოლიტენით სარგებლობს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დახურული იყო აღნიშნული მეტროსადგური. ძალიან ბევრჯერ მომიწია განმარტებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო სამუშაოების შეფერხების მიზეზი და რატომ იყო ამხელა პრობლემა. სამწუხაროდ, არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს არ და ვერ ასრულებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პრობლემა იყო ის, რომ ორივე კონტრაქტორი კომპანიის შეცვლა მოგვიწია და ამის გამო გაიწელა დრო. დღეიდან, აღნიშნული მეტროსადგური მოემსახურება მგზავრებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. „სადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდა ინტერიერი და ექსტერიერი, სრულად გადაიხურა მგზავრთა ჩასასხდომი ბაქანი და ჩატარდა მისი გამაგრების სამუშაოები. ასევე, სადგური ადაპტირდა შშმ პირებისთვის: დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა, როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს. გარემონტდა თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვალა გახმოვანების სისტემა. სრულად გამოიცვალა სადგურის ელექტროსისტემები. რეაბილიტირდა მგზავრთა მისაღები ბაქანიც. პროექტის ბიუჯეტმა 4.7 მლნ ლარი შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. palitra
-
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 18 მარტიდან რეფერენტული ფასი, დამატებით, 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. უწყების ინფორმაციით, საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი, უკვე 1100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს და აღნიშნული მედიკამენტების სია, უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო გაიზრდება. მათივე ცნობით, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან. „რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან. მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი საშუალოდ, 40%-ით შემცირდება. რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ეტაპობრივად სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც ამოქმედდება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული - https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან ძლიერი პოზიციაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. „ვფიქრობ, რომ გამართლებულია, ეს წარმოადგენს ძალიან ძლიერი პოზიციას“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა „აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები“. ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. აღსანიშნავია, რომ არც რუსეთი და არც ამერიკის შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრები არ არიან. IPN
-
2008 წლის ომის დანაშაულებზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება პუტინთან დაკავშირებით კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიროფოა და ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას უკრაინაში და საქართველოში ჩადენილ ომის დანაშაულებზე. ყველა, ვინც პუტინის მხარეს დადგება, ასევე იქნება პასუხისმგებელი!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პატრია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს.
-
პუტინის დასაკავებლად ორდერი რუსეთის პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ამ წამს გავიგე, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორდერი გასცა პრეზიდენტ პუტინის დასაკავებლად ომის დანაშაულებისთვის - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციისთვის და გაყვანისთვის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ პუტინი პერსონალურ პასუხისმგებლობას ატარებს ამ დანაშაულებისთვის”, - განაცხადა ბორელმა. მან აღნიშნა, რომ დანაშაულების სიმძიმე და ჰააგის სასამართლოს განცხადებები “ყველაფერს ამბობენ”. „ეს საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა უკრაინის ხალხისთვის. ევროკავშირი ყოველთვის მკაფიოდ ამბობდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ უკანონო, უსაფუძვლო და არაპროვოცირებული ომის დაწყებისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ეს რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია იმ დანაშაულებისთვის და სისასტიკისთვის, რომლებიც მათ უკრაინაში ჩაიდინეს”, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა. IPN
-
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია, რეალური პერსპექტივის მქონე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დღეს საერთაშორისო იუსტიციის წონიანი გადაწყვეტილება გვაქვს. საქმეში, რომელშიც არის რეალური პერსპექტივა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორდერი გასცა პუტინის დასაკავებლად. ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომლიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება”, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბავშვების ოჯახებისგან დაშორება, ნათესავებთან დაკავშირების ნებისმიერი შესაძლებლობის წართმევა, ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე დამარხვა, შორეულ რეგიონებში გაფანტვა - ეს ყველაფერი “აგრესორის სახელმწიფო პოლიტიკა, სახელმწიფო გადაწყვეტილებები, სახელმწიფო ბოროტება” არის. „ბოროტება, რომელიც სწორედ ამ სახელმწიფოს თანამდებობის პირველი პირისგან იწყება. ტერორისტი სახელმწიფო ხელმძღვანელი და კიდევ ერთი რუსი თანამდებობის პირი [მარია ლვოვა-ბელოვა] ოფიციალურად გახდნენ ბრალდებულები სამხედრო დანაშაულში, უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში”, - განაცხადა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის უკრაინამ რუსეთის ფედერაციაში უკანონოდ დეპორტირებული 300 ბავშვზე მეტის დაბრუნება მოახერხა და ეს პროცესი გაგრძელდება. ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა. ინტერპრესნიუსი
-
მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრთა მომსახურებას ხვალიდან განაახლებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და ხვალიდან სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. განახლებული მეტროსადგური დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნა. პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კონკრეტულად კი, მეტროპოლიტენით სარგებლობს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დახურული იყო აღნიშნული მეტროსადგური. ძალიან ბევრჯერ მომიწია განმარტებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო სამუშაოების შეფერხების მიზეზი და რატომ იყო ამხელა პრობლემა. სამწუხაროდ, არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს არ და ვერ ასრულებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პრობლემა იყო ის, რომ ორივე კონტრაქტორი კომპანიის შეცვლა მოგვიწია და ამის გამო გაიწელა დრო. ხვალიდან, აღნიშნული მეტროსადგური მოემსახურება მგზავრებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. „სადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდა ინტერიერი და ექსტერიერი, სრულად გადაიხურა მგზავრთა ჩასასხდომი ბაქანი და ჩატარდა მისი გამაგრების სამუშაოები. ასევე, სადგური ადაპტირდა შშმ პირებისთვის: დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა, როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს. გარემონტდა თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვალა გახმოვანების სისტემა. სრულად გამოიცვალა სადგურის ელექტროსისტემები. რეაბილიტირდა მგზავრთა მისაღები ბაქანიც. პროექტის ბიუჯეტმა 4.7 მლნ ლარი შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. -
პუტინის დაპატიმრება მსოფლიოს 123 ქვეყანაშია შესაძლებელი - სწორედ ამდენი ქვეყანაა რომის სტატუტის წევრი, რომელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება. თავად რუსეთს რომის სტატუტი რატიფიცირებული არ აქვს. შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. მთავარი
-
"ომის დანაშაულები" - რის საფუძველზე გასცა ჰააგამ პუტინის დაპატიმრების ორდერი?
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ომის დანაშაულები, მოსახლეობის უკანონო დეპორტაცია უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე - სწორედ ამ საფუძველზე გასცა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ [ICC] ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი. -
ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, სასამართლოს პრესსამსახურისს თანახმად, წინასასამართლო საქმეწარმოების პალატა II-მა ვლადიმირ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. -
ველოდებით, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ახალი ხანა დაიწყება - დაინტერესებული ვართ საპორტო ინფრასტრუქტურით, საბანკო სისტემით, ასევე ახალი სექტორებითა და ტექნოლოგიებით, - ამის შესახებ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ვაჭრობის მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ბიზნესფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს საქართველოში ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და კიდევ უფრო მეტის შესაძლებლობა არსებობს. „ჩვენ ჩამოსული ვართ დიდი დელეგაციით, 40-ზე მეტ დელეგატთან ერთად კერძო სექტორიდან. იმედი გვაქვს, რომ დავასრულებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობას. ვამაყობთ იმით, რასაც უკვე მივაღწიეთ, ახლა კი, ველოდებით, რომ დაიწყება ახალი ხანა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის. გასულ წელს 100%-ზე მეტი ზრდა იყო, სავაჭრო ბრუნვამ კი 460 მილიონ დოლარს მიაღწია. ამასთანავე, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს საქართველოში განხორციელებული აქვს ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია და არსებობს უფრო მეტის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურის, სტუმარმასპინძლობის და სასტუმროების მიმართულებით, რითაც ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი კომპანია არის დაინტერესებული. ასევე არსებობს ინტერესი სასურსათო უსაფრთხოებისა და საკვების წარმოების სფეროებში ინვესტიციების მიმართულებით. სურსათის წარმოების მიმართულებით ჩვენი კომპანიები, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილი, არიან დაინტერესებული საკუთარი ბიზნესების გაფართოებით. ჩვენ ამასთანავე დაინტერესებული ვართ საპორტო ინფრასტრუქტურით, საბანკო სისტემით, ასევე ახალი სექტორებითა და ტექნოლოგიებით, რომელთა შესახებაც ბიზნეს საბჭოს ფორმატში ვისაუბრებთ და უფრო კონკრეტულ პროექტებს განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის. ჩვენ გვსურს ვიხილოთ ამ პარტნიორობის დაახლოება და მისი შემდეგ საფეხურზე გადასვლა“, - განაცხადა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ, რომლის კომენტარსაც BPN ავრცელებს. ინტერპრესნიუსი
-
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დღეს, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, ახალგაზრდების მთავარი თხოვნა მათთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში სახალხო დამცველის აპარატის აქტიური მონაწილეობა იყო. როგორც ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, 7, 8 და 9 მარტს გამართულ აქციებთან დაკავშირებით დაგეგმილ სასამართლო პროცესებზე სახალხო დამცველი სტუდენტების წარმომადგენელი ვერ იქნება, თუმცა მას უფლება აქვს, პროცესს დააკვირდეს. მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის წინააღმდეგი არ არის. “დღეს, სახალხო დამცველის ოფისში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. მათი შეხედულებები მოვისმინე. ისინი ითხოვენ, რომ მათ გარშემო დაგეგმილ სასამართლო პროცესებში სახალხო დამცველი აქტიურად ჩაერთოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავთანხმდით მათ. რაც შეეხება სტუდენტთა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბებას, როგორ შეიძლება, ჩვენი პოზიცია ამის საწინააღმდეგო იყოს? სახალხო დამცველის აპარატმა, თავის ანგარიშში, ის მოვლენები შეაფასა, რომლებიც 7-8-9 მარტს აქციებზე მიმდინარეობდა. ჩვენ სტუდენტებს ისიც ავუხსენით, რას გულისხმობს სახალხო დამცველის მანდატი. სახალხო დამცველი სასამართლოში ვინმეს წარმომადგენელი ვერ იქნება, მას შეუძლია, პროცესს დააკვირდეს. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხნის განმავლობაში თვითონ ადვოკატი ვიყავი და ვაწარმოებდი საქმეებს, რომლებიც პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებას ეხებოდა, სტუდენტებს გავაცანი მსგავს საქმესთან დაკავშირებული მოსალოდნელი შედეგები”, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.