Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. გიორგი მარგველაშვილის განცხადებები სულ უფრო არასერიოზული ხდება, რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ქვეყნის პრეზიდენტი და თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა, გაეკეთებინა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. დაუშვილის თქმით, მარგველაშვილი გაუგებარი, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით გამოდის. „რასაც ვხედავ, გიორგი მარგველაშვილის განცხადებები სულ უფრო და უფრო არასერიოზული ხდება. ამ ადამიანს თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა, რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ქვეყნის პრეზიდენტი, ძალაუფლება ხელში ჰქონდა და მაშინ გაეკეთებინა. ახლა გაუგებარი, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით გამოდის და რთულია უკვე ამას სერიოზული შეფასება მივცე“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მიტინგებს არბევდნენ, სასაუბროდ დაჯდომას არ აპირებს და ამის მაგალითად ვანო მერაბიშვილი და გიორგი გახარია მოიყვანა. ავტორი - თეონა მანაგაძე
  2. თუ უკრაინა რუსეთის ფედერაციასთან ომში დამარცხდება, პოლონეთი იძულებული გახდება კონფლიქტში ჩაერთოს, - ამის შესახებ საფრანგეთში პოლონეთის ელჩმა იან ემერიკ როშიშევსკიმ ტელეკომპანია LCI-ის ეთერში უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე საუბრისას განაცხადა. „ამიტომ, დღეს, ან უკრაინა დაიცავს თავის დამოუკიდებლობას, ან თუ ვერ დაიცავს, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ჩავერთოთ ამ კონფლიქტში, რადგან საფრთხე ემუქრება ჩვენს ფასეულობებს, რომლებიც ჩვენი ცივილიზაციის საფუძველია, ამიტომ, არჩევანი არ გვექნება“, - განაცხადა პოლონელმა დიპლომატმა. იპნ
  3. პროსახელისუფლებო ტელევიზია „იმედის” ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი იქნება, რომელიც ამ დრომდე პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა. ინფორმაცია გადაცემა „იმედის კვირაში” გავიდა. ამილახვარი მიხეილ ჩხენკელს შეცვლის, რომელსაც აღნიშნული პოსტი ორჯერ ეკავა – ჯერ 2017 წელს. მეორედ 2019 წელს დაინიშნა განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრად. 2021 წლიდან კი მას შემდეგ რაც განათლების და კულტურის სამინისტროები გაიმიჯნა, ჩხენკელმა განათლების და მეცნიერების სამინისტრო ჩაიბარა. მინისტრობის ახალი კანდიდატი გიორგი ამილახვარი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია „ქართული ოცნების“ პარტიული სიით. publika
  4. უახლოეს თვეებში ნატო დამატებით ძალისხმევას მიმართავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ჯარებისა და აღჭურვილობის განსათავსებლად, - წერს Politico. გამოცემის თანახმად, ამით ალიანსი უკრაინის ფარგლებს გარეთ სამხედრო ოპერაციების შესაძლო გაფართოების შეჩერებას გეგმავს. Politico-ს ინფორმაციით, ნატოს წარმომადგენლები აღმოსავლეთ საზღვრებზე 300 000 ჯარისკაციანი დაჯგუფებას განთავსების იდეას აყენებენ. ლაპარაკია კოალიციური ძალებზე, რომლებიც მოკლე დროში შეძლებენ მოკავშირეთა დახმარებას. ჯარების პირველი ეშელონი შეიძლება შედგებოდეს დაახლოებით 100,000 ჯარისკაცისგან, რომლებიც მზად არიან აღმოსავლეთ ფლანგზე 10 დღის განმავლობაში გასაშლელად. მასში შეიძლება შევიდნენ სამხედრო მოსამსახურეები პოლონეთიდან, ნორვეგიიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან, - განმარტავს გამოცემასთან ჰორსტ-ჰაინრიხ ბრაუსი, ნატოს თავდაცვის პოლიტიკის გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე. ხოლო მეორე ეშელონი შეიქმნება პირველის მხარდასაჭერად და მზად უნდა იყოს 10-30 დღის განმავლობაში განლაგდეს დანიშნულების ადგილზე ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია. მაგრამ Politico წერს, რომ ეს სტრატეგია ნატო-ს წევრების მხრიდან მნიშვნელოვან ძალისხმევასა და კოორდინაციას მოითხოვს. ამ გეგმის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია ცალკეული ქვეყნების დარწმუნება, უზრუნველყონ ალიანსი სხვადასხვა ელემენტებით-სამხედრო მოსამსახურეებით, მათი მომზადების სტრუქტურებით, უკეთესი ინფრასტრუქტურითა და, რაც მთავარია, დიდი რაოდენობით ძვირადღირებული იარაღით, აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალით. 2022 წლის დეკემბერში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღიარა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი შეიძლება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთს შორის კონფლიქტში გადაიზარდოს. მისივე თქმით, ნატო ყოველდღიურად მუშაობს იმაზე, რომ ეს არ მოხდეს. radio tavisupleba
  5. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრები 38:11 დაამარცხა და ტიტული მეთხუთმეტედ მოიპოვა. ფინალში გმარჯვება „ბორჯღალოსნებისთვის“ ამ ტურნირზე მოგებული მე-100 მატჩი იყო, ქართველმა მორაგბებმა წაუგებელი სერია 29 მატჩამდე გაზარდეს, რაც ახალი რეკორდია. შეხვედრა გუნდებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, პირველი ლელო პორტუგალიელებმა დადეს, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მალევე მოახერხა თამაშის დალაგება და 10-წუთიან მონაკვეთში ორი ლელო დადო – აკაკი ტაბუცაძემ დუბლი შეასრულა, ნაკრებში 27 ლელო დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ მამუკა გორგოძეს გაუთანაბრდა. პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 12:11 მოიგეს. მეორე ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა სწრაფი ლელოთი დაიწყეს და 17:11 დაწინაურდნენ. პორტუგალიელებმა თამაშის გადარჩენა სცადეს და მათი შეტევები უფრო მწვავე გახდა, მაგრამ საქართველოს ნაკრები თავს კარგად იცავდა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ექვსი ლელო დაუდო, ეს მძიმე, დაძაბული შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა და, ტიტულის მოგების გარდა, მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლებს. საქართველოსა და პორტუგალიის მატჩამდე ბადახოსში რაგბი ევროპის ჩემპიოინატის „ბრინჯაოს ფინალი“ გაიმართა, რომელშიც რუმინეთის ნაკრებმა ესპანეთი 31:25 დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა. ავტორი - მიხეილ ჯაში
  6. ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, დავტოვო მანდატი – ამის შესახებ „დროებასთან” „ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატი ვლადიმერ ჩაჩიბაია აცხადებს. მისი თქმით, მანდატის დატოვების სურვილი აქვს, თუმცა დარჩება პარტიის ერთგულ წევრად. ვლადიმერ ჩაჩიბაია, დავით სერგეენკო, გიორგი ხელაშვილი – ესენი არიან „ქართული ოცნების” ის სამი წევრი, რომლებმაც რუსული კანონის სასარგებლოდ ხმა არ მისცეს.
  7. “ძალიან სამწუხაროა, როდესაც ევროპარლამენტში ჩვენი ქვეყნის მმართველი პარტია ,,ოცნება” რუსული გავლენის ქვეშ მოქმედ ძალადაა მოხსენიებული” – წერს “ძალიან სამწუხაროა, როდესაც ევროპარლამენტში ჩვენი ქვეყნის მმართველი პარტია ,,ოცნება” რუსული გავლენის ქვეშ მოქმედ ძალადაა მოხსენიებული” – წერს სოციალურ ქსელში ხაშურის საკრებულოს დეპუტატი პარტიიდან “საქართველოსთვის” ირინა გელაშვილი. მისი თქმით, იმედის მომცემია ევროსტრუქტრურების დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. მისივე სიტყვებით, რაც უფრო გაზრდის ,,ოცნება “ რეპრესიებს, მით უფრო მალე დაასრულებს ხელისუფლებაში ყოფნას. სოციალურ ქსელში ხაშურის საკრებულოს დეპუტატი პარტიიდან “საქართველოსთვის” ირინა გ
  8. მწერალი დათო ტურაშვილი ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ემოციური გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბირგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც ნეტგაზეთს მწერლის შვილმა ანაკო ტურაშვილმა განუცხადა, დათო ამჟამად შედარებით უკეთ არის, თუმცა მას დღეს მაინც დატოვებენ კლინიკაში. “გულის კლინიკაშია, ახლა ნორმალურად არის, მაგრამ ძალიან ინერვიულა და გული აწუხებს, ალბათ, იცით და მაქსიმალურად ყველას ვთხოვ არ დაურეკოთ, დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის”, – უთხრა ანაკო ტურაშვილმა ნეტგაზეთს. დათო ტურაშვილი “რუსული კანონის” კრიტიკის გამო მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას გადაცემაში: “მე-17 სართულზე” – გამოეხმაურა. ემოციური გამოსვლის შემდეგ ის შეუძლოდ გახდა. ნეტგაზეთი
  9. დათო ტურაშვილი სასწრაფოს მანქანამ პირდაპირი ეთერიდან საავდმყოფოში გადაიყვანა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინგა სამხარაძე წერს: “ეთერიდან, სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ტურიკა! თქვე ჩმორებო – მიხეილ ყაველაშვილო, დავით კაჭარავა!!! თქვე მონებო!”
  10. შეერთებულმა შტატებმა განაახლა რუსეთის იმ მოქალაქეების დეპორტაციის პრაქტიკა, რომლებმაც აშშ-ის ხელისუფლების თანახმად, საიმიგრაციო კანონები დაარღვიეს. ერთი წლის წინ, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ასეთი დეპორტაციები შეწყდა, მაგრამ ახლა ის კვლავ ხორციელდება. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Guardian იუწყება. ადვოკატებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ აშშ-ში ჩასული ერთ-ერთი ახალგაზრდა რუსი, რომელიც რუსეთის არმიაში მობილიზაციიდან თავის დაღწევას ცდილობდა, მიმდინარე კვირაში რუსეთში დააბრუნეს. გამოცემა მის სახელს არ ამხელს. ვარაუდობენ, რომ მან, ისევე როგორც რუსეთის სხვა მოქალაქეებმა, გასულ წელს შეერთებულ შტატებს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართეს. „გარდიანის“ თანახმად, რუსეთიდან თავშესაფრის სხვა მაძიებლები ახლა „შეშინებული არიან“ იმით, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ შეიძლება მათი დეპორტაციაც მოახდინოს რუსეთში, სადაც მათ სისხლის სამართლის დევნა ან ფრონტზე გაგზავნა ემუქრებათ. აშშ-ს საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტომ (ICE) ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ იგი ახორციელებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის რუსების, დეპორტაციას, "კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით შემუშავებული ინსტრუქციის შესაბამისად." სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სააგენტო არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ რუსეთის მოქალაქეთა დეპორტაცია განახლდა. უცნობია, როდის მოხდა ეს, თეთრმა სახლმა „გარდიანის“ შესაბამის კითხვა უპასუხოდ დატოვა. ბევრი რუსი, რომელსაც არ ჰქონდა ამერიკული ვიზა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შემდეგ ჩაფრინდა მექსიკაში და უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი შეერთებულ შტატებთან, რომლისგანაც ითხოვა თავშესაფარი იმ იმედით, რომ უკრაინაში ომის გამო, სამშობლოში მათი დეპორტაცია არ მოხდებოდა. „გარდიანის“ მიერ ციტირებული ადვოკატების თანახმად, მათი კლიენტები ახლა შიშობენ, რომ სავარაუდოდ მოხდება მათი დეპორტაცია. სასამართლოებმა რამდენიმე შემთხვევაში უკვე დაადგინეს, რომ რუსეთის ჯარში გაწვევის შესაძლებლობა თავისთავად არ აკმაყოფილებს აშშ-ში თავშესაფრის მიღების კრიტერიუმებს. რადიო თავისუფლება
  11. გერმანიის იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის ტერიტორიაზე ფეხს დადგამს, ოფიციალური ბერლინი კრემლის ლიდერის დაკავების ორდერს სისრულეში მოიყვანს. როგორც ბუშმანმა აღნიშნა, პუტინის გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ორდერის აღსრულების მოთხოვნით, სწრაფად მიმართავს ინტერპოლსა და ხელშეკრულების მქონე სახელმწიფოებს. “თუ პრეზიდენტი პუტინი გერმანიის ტერიტორიაზე შემოვა, გერმანია ვალდებული იქნება ის დააკავოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს“, - განაცხადა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა. ცნობისთვის, მანამდე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ პუტინის დაკავების ორდერი აჩვენებს, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა. შეგახსენებთ, 17 მარტს, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. ინტერპრესნიუსი
  12. კრემლის მიერ გავრცელებული ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლში ჩავიდა. როგორც კრემლის განცხადებაშია აღნიშნული, პუტინი მარიუპოლში ვერტმფრენით ჩავიდა, ქალაქის რამდენიმე რაიონი მოიარა და ადგილობრივ მცხოვრებლებს ესაუბრა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მანამდე ვლადიმერ პუტინი ყირიმში იმყოფებოდა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  13. დაუსჯელობის სინდრომი როდესაც ჩნდება, ადამიანს შეუძლია, სოციალურ ქსელში გააკეთოს ყალბი ანგარიშები და იქიდან ნებისმიერ ვიღაცას მისწვდეს, შევიდეს მის ოჯახში, დაათვალიეროს მისი გვერდი, მისწეროს რაღაც ინფორმაცია, გაუსაჯაროოს და ა.შ. ეს არის კიბერბულინგი, რაც კიდევ უფრო აგრესიულ ფორმებს იღებს, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, კიბერბულინგს და საზოგადოების მუდმივ დაპირისპირებას შესაძლოა, დისტრესი მოჰყვეს. „ამას შედეგად შეიძლება, მოჰყვეს დისტრესი, რომელიც იწვევს პოსტპიტიეზდის ე.წ დაავადებას. შეიძლება, უკვე მთლიანად საზოგადოების დიდი ნაწილი იყოს დაავადებული, რადგან, რეალურად, ძალიან დიდი სტრესის ქვეშ ვართ. არის მუდმივი სტრესი, მუდმივი ჯანჯღარი, ლანძღვა-გინება და შეურაცხყოფა“, – განაცხადა კაჭარავამ. მსგავსი: ბულინგი - სასჯელი გამოხატვის თავისუფლების სახელით - დისკუსია „აქტუალური შაბათის“ სტუდიაში გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს ამ დაპირისპირების პრევენციისთვის, მარინა კაჭარავამ განაცხადა, რომ ალბათ ოჯახებმა, სკოლებმა თუ მედიამ მეტი უნდა გააკეთონ, რომ ადამიანებმა მეტი მიმღებლობა, ადამიანის პატივისცემა და მისი უპირობო მიღება ვისწავლოთ. „ვისაც სად შეუძლია, სკოლებში იქნება ეს თუ ტელევიზიებში, ალბათ ეს უნდა გავაკეთოთ. მეტი სიყვარული და სიკეთე, მეტი ჩახუტება, მოფერება და ადამიანების მეტი მიღებაა საჭირო. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უკვე ვეღარ და აღარ უყურებს ტელევიზორს და ინტერნეტის საშუალებით უყურებს გადაცემებს. ტელევიზორთან ჯდომა უკვე თითქმის აუტანელი და შეუძლებელი გახდა, რადგან თითქოს ლანძღვა-გინების მეტი არაფერი ისმის, არის დაცინვა, ცინიზმი და პიროვნების უკიდურესი შეურაცხყოფა. შეიძლება, ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ეს უტოპიურია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. იმავე ფსიქოთერაპიაში ყველანაირი ადამიანი მოდის და უპირობო პოზიტიური მიმღებლობა გაქვს მისი“, – განაცხადა კაჭარავამ. მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა ტიპის საზოგადოების მივიღებთ ამ ვითარებაში, ჰუმანიზმისგან დაცლილს, რომლისთვისაც ემპათიის განცდა უცხო იქნება თუ ჯერ კიდევ არის იმედი, ფსიქოლოგმა განაცხადა, რომ ეს არის ტალღა და ასეთი ტალღები ჩვენი ისტორიის განმავლობაში არაერთი ყოფილა, რომელიც ინსპირირებულია შიდა თუ გარე ფაქტორებით, თუმცა, მისი თქმით, ამ ყველაფრის გადალახვა შესაძლებელია.
  14. 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით, პუტინის მიმართ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. „ისევ მხოლოდ ფაქტები: 2022 წლის 2 მარტს, ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ მიმართვას ბევრი ქვეყანა არ შეუერთდა, რომელთა შორისაც იყო, მაგალითად, მოლდოვა. მიმართვის საფუძველზე ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაიწყო. პუტინის მიმართ რამდენიმე დღის წინ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია. ეს ის დღეებია, როდესაც თბილისში საპროტესტო აქციები იმართებოდა მოტივით, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება მხარს არ უჭერდა უკრაინას… ეს ის დღეებია, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ, იმავე მოტივით, საქართველოდან ელჩი გაიწვია… რაც შეეხება ქართულ საკანონმდებლო ბაზას ჰააგის სასამართლოსთან მიმართებით: მსოფლიოში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის წესდების მონაწილე 123 ქვეყანაა. დღევანდელი მოცემულობით, მათ შორის არ არიან, მაგალითად, თავად უკრაინა, რუსეთი, აშშ და სხვ. საქართველო, რომის სტატუტის წევრი ქვეყნებიდან, იმ 22 ქვეყანას შორისაა, რომლებსაც სრულად აქვთ მორგებული ქვეყნის საკანონდებლო ბაზა ჰააგის სასამართლოსთან სათანამშრომლოდ, განსხვავებით ევროკავშირის წევრი 16 ქვეყნისგან, რომლებსაც დღემდე არ აქვთ შექმნილი საკანონდებლო ბაზა სასამართლოსთან პროცესუალური თანამშრომლობისთვის“, – წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქში“.
  15. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე, კერძოდ, სოფელ ვერტყვიჭალასთან მთის ფერდიდან მიწის მასა (შვავი) ჩამოვიდა, რამაც საავტომობილო გზა ჩაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროისათვის, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მოძრაობა გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე. მათივე განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება. რამდენიმე დღის წინ, აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალზე მშენებარე გვირაბთან გარე ბეტონის სექცია დაზიანდა. როგორც მაშინ გზების დეპარტამენტმა განმარტა, დაზიანება გამოიწვია უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა. უწყების განცხადებით, სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია. რადიო თავისუფლება
  16. რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. „20 მარტიდან რიყე - ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით მგზავრებს ვერ მოემსახურება. საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება. „თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  17. 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა 164 910 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 710 სამხედრო გასული დღის განმავლობაში - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან, დღემდე რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 5 332 ტანკს, 6 853 ჯავშანმანქანას, 2 568 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 305 საბრძოლო თვითმფრინავს და 290 ვერტმფრენს, 5,408 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 159 უპილოტო საფრენ აპარატს, 262 ერთეულ სპეცტექნიკას, 907 ფრთოსან რაკეტას. ინტერპრესნიუსი
  18. ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, დიმიტრი ხუნდაძის შვილის ქმარი, მირიან ოქროპირიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად წავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში ადასტურებენ როგორც მირიან ოქროპირიძის დედა, ასევე დიმიტრი ხუნდაძის შვილი, თიკა ხუნდაძე. ორივე მათგანი ტელეკომპანიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ოქროპირიძეს აშშ-ის ვიზა არ ჰქონდა: „ადრე კი აპირებდა, მაგრამ ახლა ჩვენთვის ყველასთვის მოულოდნელი იყო. ჩვენ არ გვინდოდა, რომ წასულიყო, თავად გადაწყვიტა,“: — ამბობს ოქროპირიძის დედა. დიმიტრი ხუნდაძის შვილი, თიკა ხუნდაძე ასევე აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ აშშ-ში წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო და ოჯახი მისი ამ ნაბიჯით უკმაყოფილოა: „[ვიზა] არ ჰქონია, ზუსტად არ ვიცი რით [რა გზით] წავიდა, მაგრამ ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა ჩვენი პირადი ცხოვრებაა. მეც მთელი ჩემი ოჯახიც, მამაჩემიც არის ძალიან უკმაყოფილო იმიტომ, რომ მას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა დაეტოვებინა საკმაოდ სოლიდური თანამდებობა და წასულიყო ამერიკაში,” – ამბობს თიკა ხუნდაძე. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აშშ-ში წასვლამდე დიმიტრი ხუნდაძის სიძე ქვემო ქართლის სატყეო სამსახურს ხელმძღვანელობდა. „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის მიერ გასულ კვირაში პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია. საზოგადოების პროტესტის ფონზე საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. დოკუმენტს აქტიურად აკრიტიკებდნენ როგორც ევროკავშირში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ევროკავშირის პრეს-სპიკერი, პიტერ სტანო აცხადებდა, რომ მმართველი გუნდის კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან ორს არღვევდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი კი აცხადებდა, რომ თუ საქართველო აღნიშნულ კანონს მიიღებდა, აშშ-ს გაუჭირდებოდა საქართველოსთვის ყოფილიყო ისეთივე სტრატეგიული პარტნიორი, როგორც მანამდე. ნეტგაზეთი
  19. ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, 2019 წლის 20 ივნისისა და 2023 წლის 7-8 მარტის აქციებს შორის „უზარმაზარი განსხვავებაა“. ამის შესახებ გახარიამ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა კითხვის საპასუხოდ, თუ რით განსხვავდება გახარიას საქციელი 20 ივნისს, როდესაც პოლიციამ გაცილებით ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა, დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებისგან, რომელსაც აკრიტიკებს. „ახლა იყო მშვიდობიანი აქცია. 20 ივნისს მომიტინგეები თავს ესხმოდნენ და ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას. ისინი თავს ესხმოდნენ პოლიციას, რასაც ეს უკანასკნელი იტანდა 3-4 საათის განმავლობაში. ამ ორი პროტესტის შედარება შეუძლებელია. გამოძიებამ დაადგინა, რომ [20 ივნისის] აქციაზე იყო სპეციფიკური შემთხვევები, რომელიც გამოძიებულ უნდა იქნას, მაგრამ საერთო ჯამში პოლიციის მიერ ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო. ახლანდელი და 20 ივნისის პროტესტები სრულიად განსხვავებულია. ეს არის საფუძველი ჩემთვის, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციასა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს“, — განაცხადა გიორგი გახარიამ. ამავე ინტერვიუში გიორგი გახარიამ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის დაინტერესებული, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ატარებს რუსულ პროპაგანდას. მისი თქმით, უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევაზე რუსეთის რეაქცია დამატებითი ნიშანია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის ინტერესებით მოქმედებდა. გახარიას აზრით, საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილება უკრაინაში ომის შემდეგ დაიწყო. „ცდილობს რა, შეინარჩუნოს ძალაუფლება, საქართველოს მთავრობა ბუნებრივად მოძრაობს რუსეთის მიმართულებით. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სტრუქტურა უბრალოდ შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიასთან“, — განაცხადა გახარიამ. კითხვაზე, არის თუ არა კურსის ცვლილებაზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი, გახარია პასუხობს, რომ მის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. „ის [ივანიშვილი] მოქმედებს კრემლის ინტერესებით ამ მომენტში, მას მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ და რა არის ამის მიზეზი, მოტივაცია, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის კრიტიკულია, რომ თუ საქართველო არ იქნება დიდი შეთანხმების ნაწილი, როდესაც ეს საშინელი ომი უკრაინაში დასრულდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო დარჩება სამხრეთ კავკასიის კონტექსტში და არავინ იცის, შესაძლებლობის ფანჯარა [ევროკავშირში] გაწევრიანებისთვის კიდევ როდის გაიხსნება“, — განაცხადა გახარიამ იმ კითხვის საპასუხოდ, ფიქრობს თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი დაკავშირებულია კრემლთან. გახარიამ ასევე თქვა, რომ თავადაც გრძნობს პასუხისმგებლობას საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ამიტომ შექმნა ახალი პოლიტიკური პარტია. „შეიძლება, მე ვიყავი ყველაზე ეფექტური პერსონა ბიძინას ხელში უკანონო ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის, მაგრამ ჩემთვის დაუჯერებელი იყო, რომ ადამიანი, რომელსაც შეეძლო ძალიან პოზიტიური როლი ეთამაშა ქვეყნის ისტორიაში, იტყვის, რომ ის ტოვებს პოლიტიკას, მაგრამ მიზნად დაისახავს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და, სამწუხაროდ, ის მზად არის გადაიხადოს ნებისმიერი ფასი — მათ შორის ქვეყნის საგარეო ორიენტაცია — რომ შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება. ეს იყო ჩემი შეცდომა და ეს ვალი უნდა გავუსტუმრო ქართველ ხალხს“, — დასძინა გიორგი გახარიამ. ნეტგაზეთი
  20. ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სერგეენკოს თქმით, აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებისას კენჭისყრაზე არდასწრების საფუძველი დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება იყო. სერგეენკომ ამის შესახებ TV პირველთან ინტერვიუში ისაუბრა. "ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს [აგენტების შესახებ კანონის მიღებას]. ვერ გეტყვით, რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი, არ მაქვს მაგის კომპეტენცია, მაგრამ ვხედავდი ამ დამოკიდებულებას და ალბათ, ეს იყო გადაწყვეტილების [კენჭისყრაზე არდასწრების] საფუძველი". – თქვა სერგეენკომ. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს განხილვა, დარჩება თუ არა დეპუტატის პოსტზე, თუმცა პარლამენტარი ასევე ამბობს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი მისთვის ბოლო საჯარო სამსახური იქნება. "არ არის პოლიტიკოსობა ის, რაზეც მე ვოცნებობდი. მირჩევნია, რომ ექიმად ვიმუშაო. ცალსახად, მე-10 მოწვევა არის ბოლო მოწვევა, როცა მე პარლამენტში, საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში ვარ. [გეგმები] დამოკიდებული იქნება შეჯერებულ პოზიციაზე. საბოლოო ჯამში, ახლა იქნება თუ პარლამენტის ვადის დასრულების შემდეგ, მე მაინც ვფიქრობ, რომ პროფესიას დავუბრუნდები". – თქვა დეპუტატმა. დავით სერგეენკო ერთ-ერთია ქართული ოცნების იმ დეპუტატებიდან, რომლებმაც უცხოური აგენტების შესახებ კანონის კენჭისყრაზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. სერგეენკო ასევე არ დასწრებია კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვასაც, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ჩააგდო. ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ 7-8 მარტს პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციების დროს საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეები არაერთხელ დაარბიეს, დააკავეს 100-ზე მეტი ადამიანი. 9 მარტს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კანონპროექტს უპირობოდ გაიწვევდა, ხოლო 10 მარტს პარლამენტმა აგენტების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ოფიციალურად ჩააგდო. ტაბულა
  21. დროებით ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლება აუცილებლად მოხდება, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის მე-9 წლისთავს. უკრაინის საგარეო უწყება გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ 9 წლის წინ 16 მარტს რუსეთმა “ყირიმის სტატუსის შესახებ” უკანონო რეფერენდუმი ჩაატარა, ხოლო 18 მარტს კი მისი უკანონო ანექსია მოახდინა, როდესაც ე.წ. ყირიმის რუსეთის ფედერაციისადმი შეერთების შეთანხმებებს მოეწერა ხელი". „ინფორმაცია ვრცელდება, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში დღეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავიდა, რომელიც ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო საერთაშორისო სასამართლოს მიერ იძებნება”, - წერია განცხადებაში. უკრაინის საგარეო უწყების განცხადებით, 9 წლის განმავლობაში ყირიმის ნახევარკუნძული კრემლის დანაშაულებრივი რეჟიმისგან იტანჯება, რომელმაც იგი სამხედრო ფორპოსტად, თავისუფლების ნაკლებობისა და დევნის სივრცედ აქცია, ხოლო ვინც საკუთარ თავში წინააღმდეგობისთვის და საკუთარი დემოკრატიული უფლებებისთვის და ღირებულებებისთვის ბრძოლის გამბედაობა იპოვა, მათ წინააღმდეგ აგრესიასა და ტერორს ახორციელებს. ავტომატების ლულების ქვეშ კრემლის მიერ ეს დადგმული “ქმედება” უკრაინის კონსტიტუციასა და კანონებს ეწინააღმდეგებოდა, უხეშად არღვევდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს და საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ იყო აღიარებული”, - წერია განცხადებაში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ 2022 წელს რუსეთმა იგივე “სპექტაკლი” გაიმეორა უკრაინის დროებით ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზეც - ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. “როგორც 2014-ში, ასევე 2022 წელს, რეფერენდუმების შოუს არანაირი შედეგები არ მოყვა უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული სისტემისთვის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისთვის. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გათავისუფლების ტერიტორიების უმეტესი ნაწილი, სადაც ისინი [რეფერენდუმები] იყო ჩატარებული 2022 წელს. ასევე აუცილებლად მოხდება ყველა სხვა დროებით ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება. ეს მხოლოდ დროის საკითხია”, - წერია განცხადებაში. იპნ
  22. საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლების ინფორმირებისა და მათთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს. ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს. ცესკო-ს ცნობით, პირველი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან დღეს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მედიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საზოგადოების სწორად ინფორმირების პროცესში მედიის როლზე ისაუბრა. ცესკო-ს თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია 29 აპრილს გასამართი რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, წელს პირველად ცესკო ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს და ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულია. შეხვედრის მეორე ნაწილი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებს და დისკუსიას დაეთმო, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა და პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების – ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა. „საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, მედიის წარმომადგენლები ინფორმირებული იყვნენ ყველა იმ სიახლისა და საარჩევნო პროცედურის შესახებ, რომელსაც ჩვენი ინსტიტუცია საარჩევნო რეფორმის ეფექტიანი აღსრულების მიზნით ახორციელებს. დღევანდელ შეხვედრაზე მათ გავუზიარეთ ინფორმაცია იმ ნოვაციებისა და სერვისების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია სხვადასხვა ჩართულ მხარესა თუ ამომრჩევლებს სთავაზობს. მოვისმინეთ მათი მოსაზრებები. აქვე გვქონდა დემონსტრირება იმ ტექნოლოგიური საშუალებების, რომელთა გამოყენებითაც დაგეგმილია როგორც 29 აპრილის, ისე 2024 წლის პარლამენტის არჩევნების ჩატარება. შევთანხმდით, რომ ახალი სამუშაო პლატფორმის ფარგლებში გავაგრძელოთ შეხვედრები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარჩევნო ადმინისტრაციისა და მედიასაშუალებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ინფორმაციის მიმოცვლას, მათ ჩართულობას საარჩევნო პროცესებში და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირებას“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ. კომუნიკაციის გაძლიერებისა და ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს მედიის წარმომადგენლებმაც და აღნიშნეს, რომ შეხვედრების ახალი ფორმატი საზოგადოების სწორ და დროულ ინფორმირებას შეუწყობს ხელს. მედიასთან ახალ ფორმატში გამართულ შეხვედრას ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, პრეს-სპიკერი და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
  23. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 18 მარტის განკარგულებით, უკრაინამ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. დოკუმენტის თანახმად, ასადის წინააღმდეგ სანქციები 10 წლის ვადით დაწესდა. სანქციები ასევე დაწესდა სირიის პრემიერ-მინისტრის ჰუსეინ არნუსის და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ფეისალ ალ-მიქდადის წინააღმდეგ. გარდა ამისა, სანქციების ქვეშ აღმოჩნდა ასევე ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური, აღაჯანის საჰაერო და კოსმოსური ძალების უპილოტო საფრენი აპარატების სარდლობის მეთაური, საიდ არა ჯანი. საერთო ჯამში, სია შეიცავს 300 სახელს, რომელთა უმეტესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. გასულ წელს უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ცოტა ხნის წინ მოსკოვში ბაშარ ალ-ასადმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ვლადიმირ პუტინის ქმედებებს და რუსეთის ფედერაციის ომს უკრაინის წინააღმდეგ "ძველ და ახალ ნაცისტებთან" ბრძოლა უწოდა.
  24. საქართველოს პროკურატურამ, მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მარტს, ბრალდებულმა ქუთაისში მდებარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „მომსახურების სააგენტოში“, მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, ამავე სააგენტოს თანამშრომელს, ქრთამის სახით თანხა გადასცა. „სააგენტოს თანამშრომელმა, აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელისთვის ქრთამის მიცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
×
×
  • შექმენი...