-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას შორის გამართული სამუშაო შეხვედრისა და კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ ბიზნეს ასოციაცია სააგენტოს მიაწვდიდა სადისტრიბუციო მანქანებისთვის შერჩეულ ადგილებს, ხოლო სააგენტო შეისწავლიდა წარმოდგენილ წინადადებებს, - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის ურბანული სამსახური ავრცელებს. „ბიზნეს ასოციაციამ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სადისტრიბუციო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი 500-ზე მეტი ლოკაცია წარუდგინა. ამ ეტაპისთვის სააგენტომ უკვე შეისწავლა 193 ლოკაცია, საიდანაც 80 ლოკაცია უკვე გამოყოფილია სადისტრიბუციო მანქანებისთვის; 113 ლოკაციაზე სააგენტოს პოზიცია უარყოფითია, რადგან მითითებული ადგილების ნაწილი მოიცავს ტროტუარებს, ნაწილზე პარკირების მოწყობა კი ხელს შეუშლის როგორც ქვეითებს, ისე ტრანსპორტს უსაფრთხოდ გადაადგილებაში. სააგენტოში გრძელდება ბიზნეს ასოციაციის წინადადებების შესწავლა და ამჟამად იგეგმება დარჩენილი ლოკაციების ადგილზე ნახვა, რომლის შესწავლის შემდეგ სააგენტო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია ურბანული სამსახურის განცხადებაში.
-
რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ისევე როგორც ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან, - ამის შესახებ დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. „მე ვესაუბრე უმაღლესი რანგის ბევრ ოფიციალურ პირს, მათ შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ, - საჰაერო მიმოსვლა და რუსეთში ვიზების გაუქმება. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების ზღვარზე ვართ", - განაცხადა კალაშნიკოვმა ეკონომიკურ ფორუმზე სახელწოდებით “რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები”. კალაშნიკოვის განცხადებითვე, მისთვის რთული იმის თქმა თუ როდის მოხდება ამ გადაწყვეტილებების მიღება და რა თანმიმდევრობით. იპნ
-
23 მარტს, პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. ფინანსთა მინისტრი პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. ლაშა ხუციშვილი თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, ისაუბრებს გეგმებზე, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები.
-
პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა, სოციალურ ქსელში რუსთავის მერიაში მიმდინარე პროცესებზე პოსტს აქვეყნებს: "რუსთავში მიმდინარე პროცესები: - რუსთავის მერია, რომ მუნიციპალიტეტის ბეჭედს უმალავდა საკრებულოს და უკანონოდ არ ამოწმებდა კანონიერად მიღებულ აქტებს, ყველას გახსოვთ. - ამის შემდეგ საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტს აქვს 2 ბეჭედი, მიუხედავად ამისა, დაახლოებით ნახევარი წელი, საკრებულოს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მერიას არ შეუსყიდია საკრებულოსთვის ბეჭედი (დაახლოებით 30 ლარი ღირს), რის გამოც საკრებულო იძულებული გახდა თვითონ დაემზადებინა.", - აღნიშნავს ბერდია სიჭინავა. მისი თქმით, საქართველოს ორგანული კანონით “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, მერს გააჩნია საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულება და არა პირიქით. "ამ ბეჭედს თურმე ეხლა არ აღიარებენ მერიაში (ჯერ ვინ ეკითხებათ) და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს არ ურიცხავენ კუთვნილ ხელფასს. საქართველოს ორგანული კანონით “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, მერს გააჩნია საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულება და არა პირიქით, არავინ ეკითხება მერს საკრებულოს და მისი თავმჯდომარის გადაწყვეტილებების კონტროლს! პირიქითააა, პირიქით! ქართული ოცნება / Georgian Dream გააგებინეთ თქვენს მერს, რუსთავში!", - წერს ბერდია სიჭინავა. ასევე, იხილეთ, საკრებულოს თავმჯდომარის, ნოდარ შეროზიას კომენტარი დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე: 337683876_754377582709871_5249908062262615095_n.mp4
-
5კგ, 54 სმ. - ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში გოლიათი ბავშვი დაიბადა. ფოტოს და ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.
-
ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს დიტო სამხარაძის მიერ პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის თაობაზე საჩივრით მიმართავენ და ზომების მიღებას მოითხოვენ. მიმართვის დოკუმენტს ხელს ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანა ბუჩუკური, სალომე სამადაშვილი, თეონა აქუბარდია და ხატია დეკანოიძე აწერენ. „გაცნობებთ, რომ 2023 წლის საგაზაფხულო სესიის საკომიტეტო და პლენარული სხდომების მიმდინარეობისას, როდესაც განიხილებოდა „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი - „უცხოური გავლენის აგენტის გამჭვირვალობის შესახებ“ საკმაოდ დაძაბული და მძიმე ვითარების პარალელურად, საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე ამ კანონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, პირად სოციალურ ქსელში გამოირჩეოდა უხამსი, შეურაცხმყოფელი, ძალადობრივი და მუქარის შემცველი განცხადებებით, რაც საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის ნორმების უხეში დარღვევაა. აღნიშნული საჯარო პოსტები შეიცავს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის ნიშნებს. კერძოდ, ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლის, ბ) ქვეპუნქტის, ბ.ა) ნაწილის მიხედვით: „საქართველოს პარლამენტის წევრი თანასწორად ეპყრობა ყველა მოქალაქეს, რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის განურჩევლად." ხოლო, ამავე ეთიკის კოდექსის, მე-3 მუხლის ო) ქვეპუნქტის მიხედვით: „საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება;“ აქვე გვსურს შეგახსენოთ, რომ დიმიტრი სამხარაძე არის საჯარო ფიგურა და მას, როგორც პარლამენტის წევრს აკისრია ვალდებულება - არ წაახალისოს საზოგადოებაში სიძულვილის ენა. მისი, როგორც საჯარო პირის მიერ გამოყენებული სიძულვილის ენის ადრესატი ობიექტების მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, შესაბამისად, პარლამენტის წევრი უნდა მოქმედებდეს ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დაცვით. ვინაიდან, საქართველოს პარლამენტის წევრის, დიმიტრი სამხარაძის მიერ საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებები სცდება საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსით პარლამენტის წევრისთვის დადგენილ სტანდარტებს, გთხოვთ, განიხილოთ აღნიშნული საჩივარი და მიიღოთ შესაბამისი ზომები. საჩივარს თან ერთვის დიმიტრი სამხარაძის მიერ პირად სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოქვეყნებული „ფეისბუქპოსტების“ ამსახველი ფოტომასალა”, - აღნიშნულია მიმართვაში.
-
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელით, დღეს, 22 მარტს, ფეისბუკზე ღია წერილი გავრცელდა, სადაც კლინიკაში დასაქმებულები ჯანდაცვის მინისტრს მიმართავენ და საავადმყოფოს შენობის ნგრევის დაანონსებაზე განმარტებას ითხოვენ. წერილის ავტორები აცხადებენ, რომ საავადმყოფოს შენობის დანგრევაზე და ახლის აშენებაზე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას წინ უძღოდა პროცესები, რომელიც, მათი შეფასებით, საავადმყოფოს სრულად ფუნქციონირებას მიზანმიმართულად უშლის ხელს. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ უკვე დაიხურა დიდი გამოცდილების მქონე კოვიდ თერაპიისა და პედიატრიული განყოფილებები, ასევე იქმნება პირობები სხვა დეპარტამენტების ლიკვიდაციისთვისაც. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელით გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული იწვევს კლინიკაში დასაქმებულთა მღელვარებას, რადგანაც კლინიკის 1000-ზე მეტი თანამშრომელი უმუშევარი რჩება: „ვინაიდან „რესპუბლიკური საავადმყოფო“ წარმოადგენს სახელმწიფო კლინიკებს შორის უდიდეს მრავალპროფილურ დაწესებულებას, რომელიც ყოველთვის იდგა ჯანდაცვის სისტემის სათავეში. გვინდა შეგახსენოთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის იყო და არის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების მიმღები მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცენტრი. ამის დასტურია 9 აპრილი, თბილისის სამოქალაქო, აფხაზეთის და აგვისტოს ომები. მარტო ის გარემოება რად ღირს, რომ კოვიდ პანდემიის დროს კლინიკამ „ფორსმაჟორულ“ რეჟიმში გაატარა 20 000 პაციენტი“, — აცხადებენ კლინიკის თანამშრომლები. ამასთან, განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ კლინიკა, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ რაიონში, არის ერთადერთი სახელმწიფო კლინიკა, რომელიც გამორჩეულია ჯანდაცვის ობიექტებს შორის თავისი ადგილმდებარეობით, ისტორიით, ინტელექტუალური პოტენციალით და არ გააჩნია სხვა ალტერნატივა: „დღეს კლინიკა დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად ჯანდაცვის მინისტრმა დააანონსა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით. ეს იმ პირობებში, როდესაც სულ რაღაც ერთი წლის წინ რესპუბლიკურის კოლექტივს სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიეწოდა შენობის რეაბილიტაციის შესახებ. რა თქმა უნდა, არქიტექტურული და ტექნიკური გათვლებით, რაც თანხვედრაში იყო ჩვენს მრავალწლიან მოლოდინთან. რესპუბლიკურის ნგრევის დაანონსებას დროში საეჭვოდ დაემთხვა კლინიკის თანამშრომლების ბინძური დისკრედიტაციის მცდელობა მასმედიის საშუალებების მიერ. ამასთან ერთად მიმდინარეობს კლინიკის სრულყოფილად ფუნქციონირებაში მიზანმიმართული ხელის შემშლელი პროცესები. კერძოდ: კლინიკის სერვისების მიზანმიმართული გაუქმება. უკვე დაიხურა დიდი გამოცდილების მქონე კოვიდ თერაპიის და პედიატრიული განყოფილებები. ასევე იქმნება პირობები სხვა დეპარტამენტების ლიკვიდაციაზეც. ბუნებრივია, ყოველივე ზემოთ აღნიშნული იწვევს კლინიკის თანამშრომლების მღელვარებას. ამას თან ერთვის ის, რომ კლინიკის 1000 – ზე მეტი თანამშრომლის უმუშევარი რჩება“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში. განცხადების ავტორები მიმართავენ ჯანდაცვის მინისტრს, გაეცნოს ამ რთულ ვითარებას და მიაწოდოს ინფორმაცია მათთვის პასუხგაუცემელ კითხვებზე. ამასთანვე, სთხოვენ, არ დაუშვას ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა. ტელეკომპანია „რუსთავი 2-სთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებდა, რომ სრული რეაბილიტაციის გარეშე რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული პრობლემების აღმოფხვრა შეუძლებელია. მინისტრის თქმით, შენობა 1960-70-იან წლებშია აშენებული და ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებსა და სტანდარტებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებს 2025 წლისთვის დაუსახა: „რაც შეეხება რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხს, ერთი წელია ამ პროცესს ვაკვირდები და ვცადეთ. ძალიან ბევრი ძალისხმევა გვქონდა, იქნებ რაღაცები შეგვერემონტებინა, პროცესებისთვის გადაგვეხედა, მაგრამ შეუძლებელია იქ იმ პირობებში რაიმეს გამოსწორება თუ სრული რეაბილიტაცია არ მოხდა. ის შენობა, 70-იან თუ 60-იან წლებში აშენებული რაც გვაქვს, დღევანდელ სტანდარტებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველა კლინიკას მოვთხოვეთ, ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს და ამიტომ რეკომენდაციები გვაქვს მიღებული და ფინანსურად უფრო ეფექტიანი იქნება, თუ დაინგრევა და აშენდება ახალი შენობა იმ ზომის და იმ ფორმის, რომელიც ამ სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს და ასევე აღჭურვილი იქნება თანამედროვედ“, — აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი. ზურაბ აზარაშვილის თქმით, უწყებას რეკომენდაცია აქვს მიღებული, ძველი შენობა ახლით ჩანაცვლდეს და მთავრობის წევრები ამაზე შეჯერდნენ. ამჟამად, მინისტრის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კლინიკის კონცეფციაზე. რაც შეეხება ახალი შენობის ლოკაციას, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ახალი შენობისთვის იგივე ტერიტორია განიხილება და მას შესაძლოა დაემატოს ბავშვთა ონკოლოგიური განყოფილება ცალკე ფლიგელის ან შენობის სახით: „დღეს არ არის საუბარი კონკურენციაზე, პაციენტი როცა შედის იქ, მრავალპროფილურ მომსახურებას ვერ ვთავაზობთ. შეუძლებელია ამ პირობებში რაიმეს მივაღწიოთ. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება მთავრობის გუნდის მიერ მიღებულია, აქტიურად ვმუშაობთ კონცეფციაზე, როგორი უნდა იყოს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ახალი შენობისთვის იგივე ტერიტორია განიხილება. ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით პრობლემებმა. ნოემბერში ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშობა და ისრაელის და სხვადასხვა ქვეყნების ჯგუფთან ერთად კონსულტაციები და რეკომენდაციები და კონცეფცია მივიღეთ ბავშვთა ონკოლოგიურის, რომელიც იქნება ამ სრული მრავალპროფილური კლინიკის ნაწილი როგორც ცალკე ფლიგელი ან შენობა“, — აცხადებდა ჯანდაცვის მინისტრი. ნეტგაზეთი
-
მთავარია, რომ პოზიცია გამოვხატე – სონღულაშვილი პოსტის წაშლაზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით სონღულაშვილი, რომელმაც Facebook-ზე ჯერ პოსტი დაწერა, რომ რუსული კანონპროექტის მხარდაჭერა შეცდომა იყო, შემდეგ კი წაშალა, ახლა ამბობს, რომ მთავარია, თავისი პოზიცია გამოხატა. ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ განაცხადა. „რაც შეეხება ჩემს პოსტს, მე ჩამოვაყალიბე და გამოვხატე ჩემი პოზიცია. [რატომ ავიღე] აღარ არის არსებითი, მთავარია, რომ პოზიცია გამოვხატე“, – განაცხადა სონღულაშვილმა. კითხვაზე, მიიღო თუ არა პარტიისგან საყვედური აღნიშნული პოსტის გამო, სონღულაშვილი პასუხობს: „რატომ უნდა მიმეღო საყვედური? როგორ გეკადრებათ, არასწორად აკეთებთ ინტერპრეტაციას“, – ამბობს სონღულაშვილი. „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით სონღულაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 7 მარტს მხარი დაუჭირა მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავ რუსულ კანონპროექტს. საბოლოოდ, მძლავრი პროტესტის ფონზე, ხელისუფლებამ უკან დაიხია და კანონპროექტი 10 მარტს უკან გაიწვია. 11 მარტს დავით სონღულაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო. „არ გავურბივარ პირად პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი“, – წერდა სონღულაშვილი. სონღულაშვილმა აღნიშნული პოსტი გამოქვეყნებიდან დაახლოებით, ერთ საათში წაშალა. დეპუტატმა სონღულაშვილმა რუსულ კანონზე ბოდიშის პოსტი წაშალა ნეტგაზეთი -
ზარქუას სიძის კომპანია 20-მილიონიან ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას სიძის კომპანიამ 20-მილიონიანი ტენდერი მოიგო. სატენდერო კომისიის 21 მარტის გადაწყვეტილებით, შპს „ლაგი კაპიტალი“ გამარჯვებულად გამოცხადდა. ამ ეტაპზე კი ხელშეკრულების მომზადების პროცედურები მიმდინარეობს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, აღნიშნული სამშენებლო კომპანიის 50% ეკუთვნის შპს „ჯე5-ს“, რომლის 100%-ის მფლობელი ალექსანდრე ამისულაშვილია. ამისულაშვილი საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ირაკლი ზარქუას დის ქმარია. დანარჩენ 25%-25%-ს გიორგი ლომიტაშვილისა და ლაშა გრიგალავას კომპანიები ფლობენ. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება 20 611 989 ლარია. კომპანია 2023-2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონის რიგი საჯარო სკოლების შენობების პროექტირება/მშენებლობის ვალდებულებას იღებს. საუბარია ჯამში 4 საჯარო სკოლის აშენებაზე – (3 ხაშურის მუნიციპალიტეტში და ერთი კი – გორის სოფელში); სკოლები უნდა იყოს 30, 120-120 და 500 მოსწავლეზე გათვლილი; შემსყიდველი კი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოა. აღსანიშნავია, რომ შპს „ლაგი კაპიტალი“ კიდევ ორ ტენდერშია პრეტენდენტი. საუბარია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ 5-5-მილიონიან ტენდერზე. ვალდებულება ითვალისწინებს ოზურგეთსა და ჩოხატაურის 4-4 სოფელში საბავშვო ბაღების პროექტირება-მშენებლობას. ეს ორი ტენდერი შეფასების ეტაპზეა. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანში მონაწილეობა სხვა კომპანიას არ მიუღია და „ლაგი კაპიტალი“ იყო ერთადერთი პრეტენდენტი. აღნიშნულ ტენდერებში მოქმედი დეპუტატის ნათესავის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „TV პირველმა“ გაავრცელა. ირაკლი ზარქუა მმართველი პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრია, რომელმაც ასევე დაუჭირა მხარი რუსულ კანონს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა კავშირში ნათესაური კავშირი ტენდერებში მონაწილეობასთან, ამისულაშვილი პასუხობს: „რა შუაშია ჩემი [ცოლის ძმა]. ყველაფერი იყო გამჭვირვალე“. კომპანიის დირექტორის, ბესარიონ დანელიას თქმით, ისინი პირველად მონაწილეობენ სახელმწიფო ტენდერში. ამ საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა ირაკლი ზარქუაც, „TV პირველი“ უმსგავსო ქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ: -
ხვალ, 23 მარტს თბილისში ჩამოვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი – ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.
-
ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის რეგიონში ჩავიდა, სადაც ბახმუტის დამცველები დააჯილდოვა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით დონეცკის რეგიონში ჩავიდა, სადაც ბახმუტის დამცველები დააჯილდოვა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ზელენსკის ვიზიტის ამსახველ კადრებს ავრცელებს. „ჩემთვის პატივია დღეს აქ ყოფნა, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასში. პატივია დავაჯილდოვო ჩვენი გმირები - მადლობა გადაგიხადოთ, ხელი ჩამოგართვათ. მადლობა სახელმწიფოს, სუვერენიტეტისა და უკრაინის აღმოსავლეთის დაცვისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. ინტერპრესნიუსი -
ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაკარგული 9 წლის ბავშვი, რომელსაც მეორე დღეა ეძებდნენ, იპოვეს. მოზარდი თავს კარგად გრძნობს. შეგახსენებთ, არასრულწლოვანი გუშინ დილის 11:00 საათიდან გაუჩინარდა. ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება. იპნ
-
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცის პოვნის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით აღიძრა, რაც სწორედ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თავის მხრივ, მამაკაცი, რომელიც მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ლიფტიდან მისი გამოყვანა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, 64 წლის მამაკაცს სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის სახეზე სავარაუდოდ, დამწვრობა აღენიშნება. მათივე ვარაუდით, შემთხვევა წუხელ, გვიან მოხდა, რადგან დილიდან არც ხმაური გაუგიათ და არც რაიმე საეჭვო შეუნიშნავთ. „როგორც გავიგე, ლიფტში ნახეს გარდაცვლილი დილით, 08:30 საათისთვის“, - განაცხადა ჟურნალისტებთან გარდაცვლილის ახლობელმა. შემთხვევის ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ასევე, როგორც აღნიშნული კორპუსის, ისე მოპირდაპირედ მდებარე კორპუსის შესასვლელთან. პოლიციის ლენტით შემთხვევის ადგილი ამ დრომდე შემოსაზღვრულია.
-
ამ ქვეყნის სიმდიდრე არის მრავალფეროვნებაში, ვერავინ შემაშინებს და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს ისეთს, რომ ეს ხმა ჩაახშოს, მე გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ მისთვის განსაკუთრებით მძიმეა. „ჯაფარიძემ მიკროფონი მითავაზა, რასაც მოჰყვა შემდგომი დაპირისპირება. აქ მნიშვნელოვანი ის არ არის რა მოხდა ფიზიკურად, აქ მნიშვნელოვანია დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“, თუმცა, ხალხის ძალა იცით სად არის და იცით, რა გააკეთა ხალხმა და როგორ ჩააგდო ის კანონი. „ქართული ოცნება“ ცდილობს მაქსიმალურად ჰქონდეთ პრეტენზიები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ და უსაფრთხოების ჭრილში განიხილონ. სწორედ ეს იყო სოზარის სიტყვა - 20 წელია გიცნობ. მე მასთან ვთანამშრომლობდი, როცა ის იყო სახალხო დამცველი და გვეხმარებოდა უფლებების დაცვის ნაწილში. არ მივცემ არავის საშუალებას და პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზანიც ეს იყო... იცით მუსლიმი თემის წარმომადგენლად ვითვლებოდი და უფლებებს ვიცავდი, მისი დამოკიდებულებაც ეს იყო - მან იცის რომ აგენტი ვარ, არსად არ ამბობს ამას და თურმე აგენტი ვმუშაობ ამ ქვეყანაში, უსაფრთხოების სამსახურები კი თურმე გაჩუმებული არიან, რადგან ძლიერი ვარ და მაქვს რაღაც ისეთი, რომ ვერ მეკარებიან, ეს ხომ აბსურდია. აქ გამოჩნდა სოზარის და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება რელიგიური, ეთნიკური და სხვა უმცირესობების მიმართ”, - განაცხადა ნაკაიძემ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. განხილვის დროს, ერთმანეთთან დეპუტატები ტარიელ ნაკაიძე და სოზარ სუბარი საუბრობდნენ, რა დროსაც, მოსაუბრეთა შორის სიტუაცია დაიძაბა, პროცესში კი სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა. სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, „ხალხის ძალის“ დეპუტატები მის მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ოპოზიციონერ კოლეგებს "აგენტებს" ეძახდნენ და ვითარების გამწვავებაც ამან გამოიწვია. იპნ
-
შინაგან საქმთა სამინისტროს განცხადებით, 14, 15, 16 მარტს მართლწესრიგის ოფიცრები ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში გეგმურ საქმიანობას აწარმოებდნენ, რა დროსაც ადგილობრივ მოსახლეობას რაიმე სახის პროტესტი არ გამოუხატავს. უწყების განმარტებით, სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე საერთო ჯამში, დაახლოებით, 1500 ადამიანია დასახლებული, რომელთა შორის მხოლოდ 20% -ია სტუდენტი. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს. უწყების სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია მართლწესრიგის ოფიცრის როლი, რომლის კომპეტენციაში არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად შედის ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; მართლწესრიგის ოფიცრები მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივ კომუნიკაციაში არიან თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან და ახორციელებენ ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას და პირველად დამუშავებას.
-
პარტია "საქართველოსთვის“ სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პარტიის წევრი კოკა კობალაძე დააკავეს... "ახლახანს პოლიციამ უკანონოდ დააკავა პარტია "საქართველოსთვის“ ბორჯომის საკრებულოს წევრი კოკა კობალაძე. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული...“ - წერია განცხადებაში... კოკა კობალაძე სავარაუდოდ აქციაზე დააკავეს. პოლიტიკოსს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე სამი საათის წინ აქვს გამოქვეყნებული აქციაზე, პარტიის ლიდერ გიორგი გახარიასთან ერთად გადაღებული ფოტო. ამბები
-
"დღეს,პოეზიის საღამოს ნაცვლად გაიმართება ჩემი სასამართლო პროცესი. სჯობს, პოეზიის საღამოზე დაგპატიჟოთ",- ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის“ ბორჯომის საკრებულოს წევრი და პოეტი კოკა კობალაძე წერს. შეგახსენებთ,8-9 მარტის აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტიურად მიმდინარეობს. გადაწყვეტილებები მოსამართლეებზეა, 15 დღიანი პატიმრობა თუ ჯარიმა? nation.ge
-
კარგი კანონიც ვერ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას - სისტემურ მიდგომაზე მიუთითა ვენეციის კომისიამ, რაც გულისხმობს ძირეული რეფორმების გატარებას სასამართლო, სამართალდამცავი, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი რისკებს შეიცავს. „ვენეციის კომისიამ ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ „დეოლოგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც „ოცნება“ გვთავაზობს, ქმნის ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს. ჩვენი პოზიცია თავიდანვე იყო ის, რომ ეს კანონი, სულ რომ კარგი კანონი მიგვეღო, ვერ უზრუნველყოფდა დეოლიგარქიზაციას. ამას სჭირდება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, დამოუკიდებელი სამართალდამცავი სისტემა, ანტიკორუფციული და საარჩევნო სისტემები. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას, სწორედ ეს არის სისტემური მიდგომა. სწორედ სისტემურ მიდგომაზე მიუთითა ვენეციის კომისიამ, რაც იქნება ძირეული რეფორმების გატარება სასამართლო, სამართალდამცავი, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით,“ - განაცხადა დაუშვილმა. იპნ
-
ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. განხილვის დროს, ერთმანეთთან დეპუტატები ტარიელ ნაკაიძე და სოზარ სუბარი საუბრობდნენ, რა დროსაც, მოსაუბრეთა შორის სიტუაცია დაიძაბა, პროცესში კი სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა. სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, „ხალხის ძალის“ დეპუტატები მის მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ოპოზიციონერ კოლეგებს "აგენტებს" ეძახდნენ და ვითარების გამწვავებაც ამან გამოიწვია. IPN -
თეთრი სახლი არ ეთანხმება ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მიერ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩინეთს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით „მიუკერძოებელი და ობიექტური პოზიცია“ უჭირავს. „არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გონივრულად შეხედო ჩინეთს, როგორც მიუკერძოებელს,” – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ. ცნობისათვის, გუშინ, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით „მიუკერძოებელი და ობიექტური პოზიცია“ უჭირავს. პალიტრა
-
ახლობლები 27 წლის ილია ფუტკარაძეს ეძებენ. ოჯახის ახლობელი მამუკა სულაქველიძე ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ახალგაზრდა კაცი 17 მარტის შემდეგ არ უნახავთ. მედიასაშუალებების ინფორმაციით, ის ტყიბულში ცხოვრობდა. "ტელეფონი გამორთულია, ნივთები, რაც მას გააჩნდა, სახლშია, ლეპტოპიც. თან წაღებული არაფერი არ აქვს... რამდენადაც მე ვიცი, პოლიციას უკვე დაწყებული აქვს ამ საქმეზე მუშაობა. გაუჩინარებამდე კომუნიკაცია ჰქონდა მეგობრებთან... თვითონ არ იყო კონფლიქტური ახალგაზრდა, სამუშაოს დაწყების პრობლემა ჰქონდა, მაგრამ არა მგონია ეს იყოს მიზეზი", - თქვა მამუკა სულაქველიძემ. მისი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყებიდან პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება. რადიო თავისუფლება
-
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა დედაქალაქის გარშემო, საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი ყველა უპილოტო საფრენი აპარატი. ადმინისტრაციის მიერ დღეს დილით გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა შეტევისთვის გამოიყენა ირანული დრონები Shahed. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, მსხვერპლი და ნგრევა არ არის. მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ გასული ღამის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ განახორციელა მორიგი, მასირებული შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით Shahed-136. გენშტაბის წინასწარი ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 21 დრონიდან 16. ასევე ნახეთ უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო უკრაინაში დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა წუხელ გამოცხადებული საჰაერო განგაში. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა. განგაში ჯერ უკრაინის დედაქალაქ კიევში გამოცხადდა და შემდეგ ეტაპობრივად მოიცვა კიევის, ჩერნიგოვის, პოლტავის, ჩერკასის, ჟიტომირის, სუმის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ტერნოპოლის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის და დონეცკის ოლქები. საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით 04:50 საათისთვის შეწყდა. რადიო თავისუფლება
-
თბილისის მერია მუშაობს აპლიკაციაზე – „ფიქს თბილისი“, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეები აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით, მუნიციპალიტეტს ინფორმაციას ცხელ ხაზზე დარეკვის გარეშე მიაწვდიან. „ფიქს თბილისი“- ეს არის სპეციალური აპლიკაცია, რაზეც წვდომა ექნება ყველა მოქალაქეს. იგი იქნება მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის კომუნიკაციის საშუალება, რომლის მიზანია, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდება ისე, რომ მოქალაქეს არ მოუწიოს ცხელ ხაზზე დარეკვა, ინფორმაცია იყოს უფრო სრულყოფილი და მუნიციპალიტეტმა შეძლოს პრობლემის მარტივად იდენტიფიცირება“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აპლიკაცია თავდაპირველად გააერთიანებს საგზაო ინფრასტრუქტურის, ხე-მცენარეების, გარეგანათებისა და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანებების შესახებ ინფორმაციას. „საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა აღნიშნული აპლიკაციის ამუშავება, რადგან ქალაქში ხშირად ზიანდება ინფრასტრუქტურა. ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა მასზე ოპერატიული რეაგირება. ამის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა ეს აპლიკაცია და თქვენთან, მოქალაქეებთან ერთად გვეზრუნა თითოეული პრობლემის მოგვარებაზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიყოთ ოპერატიული და ამასთან, იმ საკითხების ნუსხა გავზარდოთ, რომლის დაფიქსირებას მოქალაქე ამ აპლიკაციის საშუალებით შეძლებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, აპლიკაცია პირველი მაისიდან ამოქმედდება, სადაც მოქალაქეები განახლებულ ინფორმაციას მიიღებენ, თუ რა ეტაპზეა მათ მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება. „მოქალაქე შეძლებს, დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო, მიაწეროს მისამართი. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს, რომლის მხრიდანაც დაიწყება განცხადებაზე რეაგირება, ხოლო ინფორმაციის მომწოდებელი მოქალაქე, ამავე აპლიკაციის საშუალებით, მიიღებს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა მის მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აპლიკაციის გამოყენების პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მომდევნო თვეში გააცნობს. „აპრილში წარვადგენთ ამ აპლიკაციას ფართო საზოგადოების წინაშე, სადაც დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას მისი გამოყენების შესახებ და გაჩვენებთ ვიზუალურად. დღეს, მოქალაქეები როდესაც კონკრეტულ დაზიანებებს ნახულობენ, რეკავენ ცხელ ხაზზე, უღებენ ფოტოს, დედაქალაქის მერიას ნიშნავენ სოციალურ ქსელში, პირადად მეც მიგზავნიან მსგავს ინფორმაციას. შესაბამისად, გვინდა ეს მიდგომები გავამარტივოთ“, -აღნიშნა კახა კალაძემ.
-
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი შვიდეულის სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. იაპონიის მთავრობის მეთაურისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა კიევში შედგა. მედიის ცნობით, მოლაპარაკებების შემდეგ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მან ფუმიო კიშიდასგან ჰიროსიმაში დაგეგმილ დიდი შვიდეულის სამიტზე მიპატიჟება მიიღო და ის სამიტს დისტანციურად შეუერთდება. ზელენსკიმ და კიშიდამ ერთობლივი ბრიფინგიც გამართეს. უკრაინის პრეზიდენტმა იაპონიის მთავრობის მეთაურს „საერთაშორისო წესრიგის მტკიცე დამცველი და უკრაინის ნამდვილი მეგობარი უწოდა“. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა დღეს უკრაინაში ყოფნისას მოინახულა ქალაქი ბუჩა და რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მისი თქმით, ბუჩაში ყოფნის დროს ის „ძლიერ ბრაზს გრძნობს ამ ქალაქში ჩადენილი ძალადობის გამო“. „მსოფლიო შოკირებული იყო, როდესაც ერთი წლის წინ ბუჩაში უდანაშაულო ადამიანები მოკლეს“, – განაცხადა ფუმიო კიშიდამ. ავტორი - ლევან ახალაია
-
აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. როგორ ტელეკომპანიას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განუცხადეს, 65 უკრაინელი ჯარისკაცი „პეტრიოტის“ სისტემებით ოპერირების შესწავლის კურსს უახლოეს დღეებში დაასრულებს. ამის შემდეგ კი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები დამატებით ტრენინგებს ევროპაში გაივლიან. როგორც „სიენენი“ წერს, უკრაინელმა ჯარისკაცებმა საკმაოდ სწრაფად შეძლეს „პეტრიოტის“ სისტემების მართვისა და გამოყენების ათვისება. ისინი სასწავლო კურსს, ათი კვირის ნაცვლად, რვა კვირაში ასრულებენ. მედიასაშუალების ცნობით, „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემების უკრაინაში გამოყენებას სამხედროები რამდენიმე კვირაში შეძლებენ. „სიენენის“ ინფორმაციით, აშშ ასევე დააჩქარებს უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის პროცესსაც. ავტორი - ლევან ახალაია