Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ნატოს წევრები ერთგულები რჩებიან, საბოლოო ჯამში მხარი დაუჭირონ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის წლიურ ანგარიშში არის ნათქვამი. “მოკავშირეები ერთგულები რჩებიან, საბოლოო ჯამში მხარი დაუჭირონ ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა 2022 წლის მადრიდის სამიტზე”, - წერია ანგარიშში. ნატოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ აპრილში მოკავშირეები ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების გაზრდაზე შეთანხმდნენ, რათა მათ თავიანთი ინსტიტუტებისა და მდგრადობის გაძლიერებაში დაეხმარონ, ისევე როგორც შესაძლებლობების განვითარებაში და თავიანთი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვაში. ანგარიში საქართველოს “ნატოს ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ” მოიხსენიებს, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის. “დროთა განმავლობაში პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრმა მხარი დაუჭირა საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მის მიზანს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე”, - წერია ანგარიშში. palitra
  2. ჩვენ ერთად ვუბრუნებთ უკრაინას უკრაინას, ჩვენ ერთად ვიცავთ ჩვენს მომავალს, ღირსებას, თავისუფლებასა და ისტორიას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა წარმატებებს მიაღწევს დონბასისთვის გმირულ ბრძოლაში, სამხრეთში, რაც აღადგენს ნორმალურ უკრაინულ ცხოვრებას აზოვის რეგიონში, ყირიმის დაბრუნებაში, საიდანაც „უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია“. „უკრაინის გამარჯვებისადმი ჩვენი ნდობა, ჩვენი ხედვა ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მომავლის შესახებ, უკრაინული გმირობა, რომელმაც გააოცა მსოფლიო - ეს ყველაფერი იქ დაიბადა : უკრაინის ჩრდილოეთის, უკრაინის აღმოსავლეთისა და უკრაინის სამხრეთის გმირულ ქალაქებში. გმირების ქალაქებში, რომელთა ხასიათი არც ერთი წამით არ დაემორჩილა ოკუპანტს, მაშინაც კი, როცა ოკუპანტი მათ სახლებში მოვიდა. ჩვენ ერთად ვუბრუნებთ უკრაინას უკრაინას. ჩვენ ერთად ვიცავთ ჩვენს მომავალს, ჩვენს ღირსებას, ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს ისტორიას“, - განაცხადა ზელენსკიმ. ipn
  3. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და იტა­ლი­უ­რი "ნა­პო­ლის" ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი პა­ტა­რე­ბის­თვის უსაყ­ვარ­ლეს ფეხ­ბურ­თე­ლად იქცა. მის გულ­მხურ­ვა­ლე გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა შო­რის 14 წლის გი­ორ­გი მურ­ვა­ნი­ძეც აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ბერი ან­დრი­ას ფონდში 2 წე­ლია ცხოვ­რობს. მას უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა აქვს, რო­მელ­საც ვაჟ­კა­ცუ­რად ებ­რძვის. გი­ორ­გის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ფა­ნო­ბის შე­სა­ხებ ბერი ან­დრი­ას დე­დამ, თი­ნა­თინ­მა გუ­შინ სა­ღა­მოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით აც­ნო­ბა: "ვფიქ­რობ, ხვი­ჩას ხმა რო­გორ მი­ვაწ­ვდი­ნო, რომ მო­ვი­დეს ფონდში ჩემი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ტკბი­ლი და თბი­ლი შვი­ლო­ბი­ლის, გი­ორ­გის გუ­ლის გა­სა­ხა­რად, და­მეხ­მა­რეთ!“ ამ პოს­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით, გი­ორ­გის ნატ­ვრა აუხ­და, რაც ასე­ვე დედა თი­ნა­თი­ნის მო­რი­გი პოს­ტი­დან შე­ვი­ტყვეთ: "ასე უცებ აგ­ვის­რულ­და ოც­ნე­ბა, დღეს ზუკა და­ვი­თაშ­ვილ­მა დაგ­ვი­რე­კა და გაგ­ვა­ხა­რა, ხვი­ჩას ვე­ლა­პა­რა­კეთ. მალე ლა­ივ­შიც ჩა­ი­ხუ­ტებს ჩვენს გიო მურ­ვა­ნი­ძეს... რაღა და­გი­მა­ლოთ და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ!“ - და­წე­რა დედა თი­ნა­თინ­მა, რო­მე­ლიც მად­ლო­ბას უხ­დი­და მათ, ვინც ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გის ვი­დე­ო­ზა­რით და­ა­კავ­ში­რა. "მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან გინ­დო­დეს რა­ი­მე, შენი დედა თი­ნა­თი­ნი ბერი ან­დრი­ას დედა იყოს და ისე­თი მე­გობ­რე­ბი გყავ­დეს, რო­გო­რიც ჩვენ, ბერი ან­დრი­ას ფონდს გვყავს! ძა­ლი­ან უნ­დო­და ჩვენს გი­ორ­გის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ჩა­ხუ­ტე­ბო­და, ერ­თმა ჩვენ­მა მე­გო­ბარ­მა მი­ი­ტა­ნა კვა­რას ყუ­რამ­დე ეს ამ­ბა­ვი და მა­ნაც არ და­ა­ყოვ­ნა, მალე, ძა­ლი­ან მალე ჩა­ე­ხუ­ტე­ბა გი­ორ­გის!“ - ვკი­თხუ­ლობთ ბერი ან­დრი­ას ფონ­დის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე". ambebi.ge დედა თი­ნა­თინს და­უ­კავ­შირ­და: - რო­დე­საც ფონდში ახა­ლი ბავ­შვე­ბი მო­დი­ან, ახ­ლოს ვეც­ნო­ბი, მათ­თან ხან­გრძლი­ვად ვსა­უბ­რობ. ინ­ტე­რესს ვიკ­ვლევ, - რა უხა­რი­ათ, რა იზი­დავთ, რა უყ­ვართ, რათა ამა­ზე პა­ტა­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ავა­გო - მათი ცხოვ­რე­ბაც გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნო და როცა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, გა­ვა­ხა­რო კი­დეც. რო­დე­საც გი­ორ­გის გა­ვე­სა­უბ­რე, გა­ვი­გე, რომ ფეხ­ბურთს ძა­ლი­ან კარ­გად თა­მა­შობს, კარ­გად მღე­რის, მშვე­ნი­ე­რი სმე­ნა აქვს და ცეკ­ვავს. ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი­დან ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია უყ­ვარს. მა­შინ არ ვი­ცო­დი, ვინ იყო ხვი­ჩა. ასე მა­სობ­რი­ვად არც სხვე­ბი იც­ნობ­დნენ. ამ ბავ­შვს იმ­დე­ნად უყ­ვარს ხვი­ჩა, რომ ჯერ ბევ­რის­თვის უც­ნო­ბი რომ იყო, მის კა­რი­ე­რას იქი­დან მოჰ­ყვე­ბო­და, მი­სით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია. ყვე­ლა­ფე­რი იცო­და ფეხ­ბურ­თე­ლის შე­სა­ხებ. მოკ­ლედ, ხვი­ჩა სულ პირ­ვე­ლად გი­ორ­გიმ შე­მაყ­ვა­რა. დღეს კი ის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სი­ა­მა­ყეა. ხვი­ჩა არა მარ­ტო დიდი ფეხ­ბურ­თე­ლი და ვარ­სკვლა­ვია, დიდი ადა­მი­ა­ნია. - ხვი­ჩა ახლა სა­ქარ­თვე­ლო­შია, რო­გორც ცნო­ბი­ლია, თა­მა­შის­თვის ჩა­მო­ვი­და... - ამ თა­მა­შის­თვის რომ ჩა­მო­დი­ო­და, ვი­ცო­დი და ისიც, რომ გი­ორ­გის ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დე­ბო­და მას­თან შეხ­ვედ­რა. ეს ხომ მისი ყვე­ლა­ზე დიდი სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბაა. მოკ­ლედ, გა­ვაქ­ტი­ურ­დი და პოს­ტი დავ­წე­რე, ზუს­ტად ვი­ცო­დი, რო­გორც კი ეს ამ­ბა­ვი მის ყუ­რამ­დე მი­აღ­წევ­და, მოს­ვლას არ დაგ­ვა­მად­ლი­და... მოკ­ლედ, ჩემი ნა­თე­სა­ვის თა­ნაკ­ლა­სე­ლი თა­მა­შობს ხვი­ჩას­თან. უთხრა თუ არა, მა­შინ­ვე გად­მო­რე­კა. დი­ლი­დან კლი­ნი­კა­ში ვი­ყა­ვი, ამ ზარს არც ვე­ლო­დი. ხვი­ჩა რომ და­ვი­ნა­ხე, უზო­მოდ გა­მი­ხარ­და. მერე გი­ორ­გის და­ვა­ნა­ხე. რომ და­ე­ლა­პა­რა­კა, ბავ­შვს ცრემ­ლე­ბი წა­მო­უ­ვი­და და ვე­რა­ფე­რი უთხრა... მის­თვის ისე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი და და­უ­ჯე­რე­ბე­ლი რამ იყო, ძა­ლი­ან აღელ­და. ხვი­ჩას ვთხო­ვე, მო­ვი­დეს ჩვენ­თან ფონდში და სხვა ბავ­შვე­ბიც - ჩემი სხვა შვი­ლე­ბიც გა­იც­ნოს და რა თქმა უნდა, გი­ორ­გის ჩა­ე­ხუ­ტოს. შეგ­ვპირ­და, რომ გვეს­ტუმ­რე­ბა. უზო­მოდ ბედ­ნი­ე­რი ვარ... თუ გსურთ ფონდს და­ეხ­მა­როთ, შე­გიძ­ლი­ათ თან­ხა გა­და­რი­ცხოთ ქვე­მოთ მი­თი­თე­ბულ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე: თი­ბი­სი: GE73TB7171536080100002 სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE38BG0000000855311400 ლი­ბერ­თი ბან­კი: GE88LB0115143636765001 ავტორი:ლალი ფაცია
  4. ქართველმა ხალხმა ძალიან ნათლად თქვა, რომ მათ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონში არის ინტეგრირებული , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა. ნატოს გენმდივანი მიესალმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის თაობაზე და აცხადებს, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროატლანტიკურ ღირებულებებს. ამასთან სტოლტენბერგი მოუწოდებს, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე და აღნიშნავს, რომ ნატოც მუშაობს ქვეყნის მთავრობასთან რეფორმების იმპლემენტაციაზე. “მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ ჩააგდოს და გაიწვიოს “უცხოური გავლენისა და აგენტების” კანონპროექტი, რადგან ის არ შეესაბამება ევროატლანტიკურ ღირებულებებს და ფუნდამენტური უფლებების დაცვას. ასე რომ, მივესალმები ამ ინიციატივის გაწვევას და იმას, რომ მას თბილისში პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ ერთად იმუშაონ სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე და ნატო, რა თქმა უნდა, ნატოც მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ რეფორმების იმპლემენტაციაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, უსაფრთხოების სამსახურებზე დემოკრატიული კონტროლის გასაძლიერებლად და კორუფციასთან ბრძოლისთვის. ქართველმა ხალხმა ძალიან ნათლად თქვა, რომ მათ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონში არის ინტეგრირებული და ნატო მომავალშიც იქნება ასეთი მისწრაფებების პარტნიორი”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. იპნ
  5. აშშ-სა და ევროპას საქართველოს მთავრობის დამხობა და „მეორე ფრონტის“ გახსნა სურთ, ამისთვის აპრილ-მაისში საქართველოში აქციებს ამზადებენ. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ სოხუმში პოლიტიკური პარტია “ამცახარას” ყრილობაზე განაცხადა. ბჟანიას თქმით, საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ვითარება “ძალიან რთულია”, რუსეთი “იძულებულია სპეციალური სამხედრო ოპერაცია” აწარმოოს, ხოლო მის წინააღმდეგ 50 სახელმწიფოზე მეტი გამოდის, მათ შორის თითქმის მთელი ევროპა და აშშ. “ამის ფონზე ამავე ძალებს საქართველოს მთავრობის დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ამ მიზნებისთვის ამა წლის აპრილ-მაისში საქართველოში ფართომასშტაბიანი პოლიტიკური აქციები მზადდება. დღეს ვითარება უფრო რთულია, ვიდრე 2008 წელს. ჩვენთვის აუცილებელია რუსეთთან და მის რეგიონებთან მრავალმხრივი ურთიერთქმედების გაძლიერება”, - თქვა ბჟანიამ. მისი თქმით, ე.წ. “აფხაზეთის შეიარაღებული ძალების” მოდერნიზაცია და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა “შესაბამის დონეზე” არ მომხდარა, რაც “სერიოზული შეცდომაა”. “არის რაღაცები, რაზეც საჯაროდ არ შემიძლია საუბარი. მასშტაბურ სამუშაოს ვატარებთ სამობილიზაციო მზაობის ასამაღლებლად, აფხაზეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად. ომი არ გვჭირდება, მაგრამ ყველაფრისთვის ვართ მზად. ერთად, ძმურ რუსეთთან ერთიანობაში და კავშირში”, - დასძინა ბჟანიამ.
  6. პარტია “საქართველოსთვის” ქალთა გაძლიერების პლატფორმა ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტ მაკო ჯაბუას და გმობს მის მიერ 20 მარტს გავრცელებულ სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს. planeta.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "პარტია “საქართველოსთვის” ქალთა გაძლიერების პლატფორმა ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტ მაკო ჯაბუას და გმობს მის მიერ 20 მარტს გავრცელებულ სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს. სექსუალური შევიწროება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური მექანიზმი, რომელიც ემსახურება ქალების დაქვემდებარებული მდგომარეობის შენარჩუნებას, ლახავს მათ ღირსებას, ხელს უშლის მათი პოტენციალის სრულ განვითარებას, შრომითი ურთიერთობების დაწყებასა და შენარჩუნებას. სამუშაო ადგილზე ქალთა სექსუალური შევიწროება განსაკუთრებით პრობლემურია, ვინაიდან ქალები, არსებული გენდერული და სამსახურებრივი იერარქიების გამო, ორმაგი ზეწოლის ქვეშ შეიძლება მოექცნენ. საქართველოში სექსუალური შევიწროვება ისევ რჩება მწვავე პრობლემად. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იყოს ქმედითი, არა მოჩვენებითი ან სტიგმის წამახალისებელი.", - ვკითხულობთ განცხადებაში.
  7. აშშ-ის დიდ ქალაქებში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ლოს-ანჯელესში პოლიცია პოტენციური არეულობისთვის ემზადება იმ შემთხვევისთვის, თუ ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დააკავებენ. მანჰეტენის პროკურორმა, შესაძლოა, დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენოს იმის გამო, რომ პორნოვარსკვლავს, რომანის შესახებ დუმილის სანაცვლოდ ფული გადაუხადა. თუკი პროკურორი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის პირველი შემთხვევა. მედიის ინფორმაციით, მანჰეტენის სისხლის სამართლის სასამართლოს წინ ფოლადის ბარიკადები აღმართეს. პოლიციის დამატებითი ძალები მობილიზებულია „ტრამპ თაუერთანაც“. შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 18 მარტს განაცხადა, რომ მას სამშაბათს დააპატიმრებენ. იმავე დღეს, მან სოციალური მედიის საკუთარ პლატფორმაზე, TRUTH Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდა. იპნ
  8. არასამთავრობო ორგანიზაციები 2-3 და 7-9 მარტს დაკავებული პირების საქმეების შესახებ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ერთი მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქმეების სასამართლოში შეტანა და მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვა პროცედურულად სრულიად არაორგანიზებული სახით მიმდინარეობს. მესამე სექტორის ინფორმაციით, უმეტესად, სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს გვიან ღამით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მომდევნო დილას უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში ან მხოლოდ 1-2 საათით ადრე აწვდიან ამ ინფორმაციას. გარდა ამისა, ხშირად მთელი დღის განმავლობაში მომლოდინე პირების და მათი ადვოკატების პროცესების სხვა დროისთვის გადადება ხდება, თუმცა, ამაზე სასამართლო მხარეებს ინფორმაციას მხოლოდ მთელი დღის ლოდინის შემდეგ, გვიან ღამით აწვდის. აღნიშნული გარემოებების გამო, არასამთავრობო სექტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მხარეებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების სასამართლოში წარდგენის თარიღი გონივრული ვადით ადრე აცნობოს და საქმეში არსებული მასალების მხარეებისთვის დროულად, პროცესის დაწყებამდე გადაცემა უზრუნველყონ. სასამართლოს კი მოუწოდებს, საქმეთა განხილვა ორგანიზებულად წარმართოს, სასამართლო პროცესის თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია დროულად გასცეს და მხარეებს ადვოკატებთან ერთად შესაძლებლობა მისცეს, სამუშაო საათების ფარგლებში პროცესებში მონაწილეობა მიიღონ. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 2-3 და 7-9 მარტს, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ ძალის გამოყენების პარალელურად, ადგილი ჰქონდა დემონსტრანტების მასობრივ უკანონო დაკავებას. იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულების ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას. ამ დროისთვის საქმეთა განხილვა არ დასრულებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს სასამართლოში ეტაპობრივად წარადგენს. გარდა იმისა, რომ სასამართლოს მიერ ამ დრომდე დაუსაბუთებლად მიღებული დადგენილებები და შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის ჯარიმების შეფარდება კრიტიკას იმსახურებს, პროცედურულად სრულიად არაორგანიზებული სახით მიმდინარეობს ერთი მხრივ, სამინისტროს მიერ საქმეების სასამართლოში შეტანა და მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვა. უმეტესად, სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს გვიან ღამით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მომდევნო დილას უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში ან მხოლოდ 1-2 საათით ადრე აწვდიან ამ ინფორმაციას. აღნიშნულ საქმეებს ამ დროს სასამართლოში საქმეთა განხილვაში მონაწილეობს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მორიგე მოსამართლე განიხილავს, რომლის ვინაობაც ხშირად უცნობია და მისი მორიგე მოსამართლის ვინაობის გაგების შემდეგაც კი შეუძლებელია სასამართლოსგან შემადგენლობისგან პროცესის გამართვის დროსთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება. ამ პირობებში, ორგანიზაციების ადვოკატებს, რომლებიც ჩართულები არიან დაკავებული პირების უფლებების დაცვაში, დილიდან გვიან ღამემდე, სამუშაო პირობებისა და სივრცის არარსებობის ფონზე, სასამართლოში უშედეგოდ ლოდინი უწევთ ზოგჯერ რამდენიმე საათი, ზოგჯერ კი მთელი დღის განმავლობაში, რაც სრულიად გაუმართლებელია. ამ პირობებში შეუძლებელია მარწმუნებლის ეფექტიანი დაცვა, ასევე მოწმეთა და სხვა ტიპის მტკიცებულებების დროულად მოძიება და სასამართლოში წარდგენა. ასევე, შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ ხშირად მთელი დღის განმავლობაში მომლოდინე პირების და მათი ადვოკატების პროცესების სხვა დროისთვის გადადება ხდება, თუმცა, ამაზე სასამართლო მხარეებს ინფორმაციას მხოლოდ მთელი დღის ლოდინის შემდეგ, გვიან ღამით აწვდის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების სასამართლოში წარდგენის თარიღი გონივრული ვადით ადრე აცნობოს მხარეებს; უზრუნველყონ საქმეში არსებული მასალების მხარეებისთვის დროულად, პროცესის დაწყებამდე გადაცემა. სასამართლოს: ორგანიზებულად წარმართოს საქმეთა განხილვა, დროულად გასცეს ინფორმაცია სასამართლო პროცესის თარიღისა და დროის შესახებ და მხარეებს ადვოკატებთან ერთად მისცეს შესაძლებლობა სამუშაო საათების ფარგლებში მიიღონ პროცესებში მონაწილეობა; ადვოკატებს მისცეს შესაძლებლობა, სათანადო კომუნიკაცია ჰქონდეს მის მარწმუნებელთან, მათ შორის, დაუთმოს შესაბამისი სივრცე შეხვედრისთვის; მოქალაქეების შუამდგომლობის გათვალისწინებით, საქმეთა განხილვა გადადოს იმ ვადით, რაც საჭირო შეიძლება იყოს მხარისთვის სასარგებლო მტკიცებულებების მოძიებისათვის და მისი ეფექტიანი დაცვისთვის,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „უფლებები საქართველო“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG), „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „ადამიანის უფლებათა ცენტრ“ი (HRC), „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
  9. საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატი ნინო წილოსანი იმ ქალებზე საუბრისას, რომლებიც აცხადებენ, რომ შალვა რამიშვილმა სექსუალურად შეავიწროვა, ამბობს, რომ მართალია, ამგვარი დანაშაული მძიმეა, „ერთი ხელის მოსმით დასკვნების კეთება ან დაბრალება არანაკლებ მძიმეა“. განცხადებაში, რომელიც წილოსანმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა, იგი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა, რათა დადასტურების შემთხვევაში, სექსუალური ხასიათის ნებისმიერ დანაშაული სათანადოდ დასჯილიყო. სქრინშოტი წილოსანის ფეისბუკ გვერდიდან. ბოლო 24 საათში რამდენიმე ქალმა საჯაროდ დაწერა, რომ სხვადასხვა დროს პროსამთავრობო და „ხალხის ძალის“ მხარდამჭერი „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური ძალადობის სამიზნეები გახდნენ. პირველი ისტორია მაკო ჯაბუამ გუშინ გვიან ღამით გაავრცელა ფეისბუკზე. მას შემდეგ, ასევე საჯარო განცხადებები გამოაქვეყნეს გვანცა ბუდაღაშვილმა და ანანო იაშვილმა. ნეტგაზეთი
  10. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ წლის განმავლობაში ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოება გამოთქვამდა სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის დამოკიდებულების მიმართ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. გასულ წელს განვითარებულ მოვლენებს შორის სახელმწიფო დერპარტამენტი გამოყოფს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას. უწყება Amnesty International-ის დასკვნასაც იშველიებს, სადაც ნათქვამია, რომ გვარამიასთვის საპატიმრო სასჯელის დაკისრება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების აშკარა აქტი იყო და განპირობებული იყო გვარამიას განსხვავებული მოსაზრებებითა და ხელისუფლებისადმი კრიტიკით. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული საქმე იწვევს შეშფოთებას საქართველოში მედიის თავისუფლების უკუსვლაზე. ანგარიშში ნიკა გვარამიას საქმე ასევე ფიგურირებს პოლიტიკური პატიმრების და სასამართლო პროცედურების ქვეთავებში. 2022 წლის ანგარიშში მედიის თავიუფლების საკითხის მიმოხილვისას სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე წერს, რომ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ოპოზიციური პარტია გამოხატავს შეშფოთებას, რომ ქვეყანაში კრიტიკული მედიაგამოცემების ან/და მათი მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკური მოტივაციით აღიძრა. ამის მაგალითად ანგარიშში დასახელებულია ტვ „პირველის“ დამფუძნებლის, ავთანდილ წერთლის, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმე. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა კომუნიკაციების კომისიის მიერ „მთავარი არხის“ 118 688 ლარით დაჯარიმებაც, ,„ფორმულასა“ და ტელეკომპანია „პირველის“ გაფრთხილება „შინ ევროპისკენ“ კამპანიის გარგლებში გაშვებული ვიდეორგოლისთვის, რომელიც კომისიამ არასაარჩევნო პერიოდში ეთერში გასულ პოლიტიკურ რეკლამად შეფასა. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „მთავარი არხის“ შეფასებით, ვიდეორგოლი პოლიტიკური არ იყო, რადგანაც ის არ მოუწოდებდა მოქალაქეებს, ვინმეს სასარგებლოდ ან წინააღმდეგ მიეცათ ხმა. უწყების თქმით, ორგანიზაციები, რომლებიც აკვირდებიან ხელისუფლების საქმიანობას, საგანგაშოდ აფასებენ აღნიშნულ ფაქტს და აღნიშნავენ, რომ წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული სახელმწიფოს მმართველობის პრინციპებთან. ამასთან, გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში სახელმწიფო დეპარტამენტი მიმოიხილავს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე ორ საქმეს, მათ შორის, საუბრობს ბაჩანა შენგელიასთვის საქმიანობის უფლების შეჩერებაზე. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ჟურნალისტების დიდი რაოდენობის თქმით, გასულ წელს მთავრობამ შეუზღუდა საჯაარო ღონისძიებებზე დასწრება, აგრეთვე არ მიაწოდა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. მაგალითისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტი ასახელებს ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის, ნატა ქაჯაიას პარლმენტში არშეშვებას მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს კრიტიკული კითხვები დაუსვა. 2022 წლის მარტში კი, ანგარიშის მიხედვით, ოპოზიციური მედია არ დაუშვეს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ღონისძიებაზე, ხოლო სექტემბერში BMG-ს ჟურნალისტი თელარა გელანტია მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე საუბარია ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელზე თავდასხმის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიერ. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებზე, რომლის დროსაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, ძალადობის ორგანოიზატორები კი ამ დრომდე არ გამოვლენილან. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი მოიხმობ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს გაიზარდა კრიტიკული მედიის წინაღმდეგ ცილისწამების საქმების წარმოების ტენდენცია. ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაციამ ამგვარი 32 შემთხვევა ასახა და მიიჩნია, რომ მათი მიზანია კრიტიკული მედიაგამოცემებისთვის კრიტიკული აზრის გამოხატვისთვის მოტივაციის დაკარგვა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები განაგრძობენ შეშფოთების გამოხატვას საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მმართველ პარტიას შორის კავშირის შესახებ. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, გასული წლის აპრილში მედიის ადვოკატირების კოალიციამ გამოთქვა შეშფოთება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს უხელმძღვანელებდა ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც წარსულში იყო არხის გენერალური დირექტორი, მანამდე კი, მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური საბჭოს წევრი. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირიდან“ სამი ჟურნალისტის გათავისუფლება. კერძოდ, უწყება აღნიშნავს, რომ 29 აპრილს არხიდან გაათავისუფლეს გადაცემის წამყვანი იმედა დარსალია და ჟურნალისტები, სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე „საჯაროდ გაკეთბული ცრუ და დაუსაბუთებელი“ განცხადების ბრალდებით, ჟურნალისტები კი მაუწყებელს ცენზურაში ადანაშულებდნენ. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მათი თქმით, ტელეკომპანიას ჰქონდა ე.წ. შავი სია რესპონდენტებისა, რომელთა ინტერვიუების ჩაწერაც აკრძალული იყო. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დარსალიას თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბლოკავდა ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და საბჭოთა კავშირის „ომის დანაშაულებებზე“ რეპორტაჟების ეთერში გასვლას. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 22 დეკემბერს პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელსაც მედიაკოალიცია და სხვა ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ის აუარესებს მედიაგარემოს და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანონი აფართოებს მედიაკონტენტზე კომუნიკაციების კომისიის ზედამხედველობას და ცილისწამების საქმეებზე მტკიცების ტვირთი მედიაზე გადააქვს. სახემწიფო ფეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ შეშფოთება ისმის თავდაცვის ყოფილი მისნისტრისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმესთან დკავშირებითაც. ანგარიშში მითითებულია, რომ მედიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში შიშობენ, რომ შესაძლოა ტელეკომპანიის დაყადაღება მოხდეს. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე ედურად მარიკაშვილი კი ამბობს, რომ შესაძლოა საქმის წარმოების მთავარი მიზანი სწორედ ეს იყოს. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტი ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებსაც აღწერს. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ მარტში „ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს ზუგდიდში, დაუმტვრიეს აპარატურა. 2 მარტს კი ძალადობრივ ჯგუფებთან ასოცირებულმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ“ რატი წვერავას. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ასევე „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებს, არჩილ ჭიჭიბოშვილსა და ხათუნა გაგნიძეს. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, არცერთ შემთხვევაზე გამოძიება დასრულებული არ არის. ნეტგაზეთი
  11. საქართველოზე ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ერთ-ერთი სატრანსპორტო მარშრუტი – შუა დერეფანი გადის. მიჩნეულია, რომ ქვეყანა ადრიდანვე იყო „აბრეშუმის გზის“ ნაწილი, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში კავკასიაზე გამავალი მარშრუტი ბევრად ნაკლებ ტვირთს ატარებდა, ვიდრე ჩრდილოეთის მარშრუტი, რომელიც ჩინეთს ევროპასთან რუსეთის მეშვეობით აკავშირებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ საერთაშორისო გადაზიდვის სისტემაშიც დაიწყო ძირეული ცვლილებები. რატომ ვერ უწევდა შუა დერეფანი ჩრდილოეთის მიმართულებას კონკურენციას და რა შესაძლებლობები გაუჩნდა გასულ წელს ამ მარშრუტს? ჩრდილოეთის დერეფანი განსაკუთრებით 2014 წლიდან გაძლიერდა, როცა ჩინეთში One Belt Initiative წამოიწყეს. ჩინურმა ინვესტიციებმა რუსეთის გავლით სარკინიგზო გადაზიდვა განავითარა. „თავდაპირველად ამ მიმართულებით გადაზიდვებს მაინც ნელი ტემპი ჰქონდა, მაგრამ 2019-2020 წელს იყო პიკი და ძალიან დიდი მოცულობის ტვირთი მოძრაობდა ჩრდილოეთის მარშრუტით. პარლაგაშვილი დასძენს, რომ პანდემიის დროს განსაკუთრებით გაიზარდა რუსეთზე გამავალი მარშრუტის როლი. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მაშინ გარკვეული პრობლემები შეიქმნა საზღვაო გადაზიდვების მხრივ. ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია კი „პუბლიკასთან“ ხსნის, თუ რატომ ჩადო დიდი ინვესტიცია ჩინეთმა ჩრდილოეთის დერეფანში და რა უპირატესობები ჰქონდა მას გადაზიდვისთვის. ჭარაიას თქმით, ჩრდილოეთის დერეფანი ძირითადად, ერთ ქვეყანაზე (რუსეთზე) გადის და მოიცავს მხოლოდ სარკინიგზო გზას, განსხვავებით შუა დერეფნისგან, რომელშიც საზღვაო-სახმელეთო გადაზიდვების კომბინაცია და რამდენიმე ქვეყნის ინტერესების დაკმაყოფილებაა საჭირო. რა შესაძლებლობები გაჩნდა 2022 წელს? როგორც ვახტანგ ჭარაია „პუბლიკასთან“ ამბობს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განსაკუთრებით აქტუალური გახადა ევროპისთვის როგორც ენერგომარშრუტების, ისე გადაზიდვების დივერსიფიკაცია. შუა დერეფანი გარკვეულ ტვირთს აქამდეც ემსახურებოდა, მაგრამ ის ვერაფრით უწევდა კონკურენციას ჩრდილოეთის მიმართულებას, 2022 წლიდან კი ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო. ჭარაიას თქმით, ბოლო პერიოდში განვითარდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურაც და 2023-2024 წლებში საქართველოს რკინიგზა თითქმის გაორმაგებული პოტენციალით უნდა შეხვდეს წამოსულ ტვირთს. მაია პარლაგაშვილი ჰყვება, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბევრმა კომპანიამ გადაწყვიტა, გამოსულიყო რუსეთის ბაზრიდან. მათ შორის იყო „მაერსკიც“. კომპანიის შემთხვევაში ბაზრიდან გამოსვლა არ გულისხმობდა მხოლოდ ოფისების დახურვასა და აქტივების გაყიდვას. პარლაგაშვილის თქმით, „მაერსკმა“ გადაწყვიტა, რომ მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ სატრანზიტო ტვირთს არ გაევლო რუსეთის ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, მოხვდებოდა თუ არა კონკრეტული ტვირთი სანქციების ქვეშ. „მაერსკის“ წარმომადგენელი „პუბლიკასთან“ ჰყვება, რომ საერთაშორისო კომპანიას შუა დერეფნისადმი ინტერესი ომამდე, გასულ წლებშიც ჰქონდა. „ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ბლოკ-მატარებელი გაატარა ამ მიმართულებით“, – ამბობს პარლაგაშვილი. პარლაგაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ მარშრუტზე ბევრი ბარიერი იყო, რაც მის კონკურენტუნარიანობას აქვეითებდა, შუა დერეფანს როგორც ჩრდილო, ისე საოკენო მიმართულებებთან შედარებით თავისი უპირატესობებიც აქვს, რომელთა გამოყენებაც საჭიროა. რატომ რკინიგზა? რა უპირატესობები აქვს შუა დერეფანს საოკეანო გადაზიდვებთან მაია პარლაგაშვილი სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფებსა და უპირატესობებზეც საუბრობს. მისი თქმით, მართალია სარკინიგზო გადაზიდვები საზღვაოზე ძვირია, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მას უფრო ნაკლები დრო სჭირდება. ამასთან, ვახტანგ ჭარაია დასძენს, რომ გარკვეული ტიპის ტვირთის გადატანა ზღვით ვერც ხერხდება, ტვირთის ნაწილის მიტანა კი მოკლე დროშია საჭირო. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შუა დერეფნის აქტუალობამ იმატა ბოლო პერიოდში და გაჩნდა ბევრი მსურველი. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩრდილოეთის დერეფანი არა მარტო ფასით უგებდა შუა დერეფანს, არამედ დროითაც, უფრო ოპერატიული იყო. მაგრამ არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიებმა მეტი ყურადღება დაუთმეს შუა დერეფანსაც. სხვა გზა რომ არ გაქვს, იხდი მეტსაც და რამდენიმე ხანს ელოდები კიდეც. ამ რეალობის წინაშე დადგა ბიზნესი და ეს საქართველოსთვის კარგია“, – ამბობს ჭარაია. პრობლემები ტვირთის გადატანისას „თუმცა შუა დერეფანი ტვირთგამტარუნარიანობის თვალსაზრისით, ახლა 10%-საც კი ვერ შეადგენს ჩრდილოეთის დერეფანთან მიმართებაში. საკმაოდ მწირია შესაძლებლობები და ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ტვირთი, რომელიც რუსეთზე გადიოდა, ავტომატურად გადმოინაცვლებს აქ“, – ამბობს ვახტანგ ჭარაია. რამდენად შეუძლია შუა დერეფანს ჩრდილოეთ მიმართულების ჩანაცვლება და რა აფერხებს ამ მარშრუტის განვითარებას? მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა შუა დერეფნის აქტუალობა გაზარდა, დარგის სპეციალისტები „პუბლიკასთან“ საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომლებიც ხელს უშლის ამ მარშრუტზე ტვირთგამტარუნარიანობის ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების ნაწილი ცდილობს, თავი აარიდოს ჩრდილოეთის დერეფანს, საქართველოზე გამავალ მარშრუტზე იქიდან წამოსული ტვირთის დიდი ნაწილი ვერ გადმოერთო. სად არის ვიწრო ყელი – ადგილი, რომელიც ხელს უშლის დერეფნის კარგად ფუნქციონირებას? მაია პარლაგაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ დერეფანში ყველაზე მეტად პრობლემური აზერბაიჯანია. მისი თქმით, იქ მნიშვნელოვანი პრობლემაა ვაგონების რაოდენობა. მაშინ, როცა ყაზახეთში ათასობით ვაგონია, აზერბაიჯანში მხოლოდ რამდენიმე ასეულია. ამიტომ ბაქოში, სადაც პორტიდან რკინიგზაზე უნდა გადაერთოს ტვირთი, პროცესი ფერხდება. „ამასთან, ერთადერთი ოპერატორი არის აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანია და კერძო ოპერატორები არ დაიშვებიან. ამაზე მიდის საუბარი, რომ როგორმე დაუშვან კერძო ოპერატორები, რომელთაც აქვთ თავიანთი ვაგონები, ლოკომოტივები და იყენებენ მხოლოდ ინფრასტრუქტურას. კერძო ოპერატორების დაშვება ამ ვაგონების სიმცირისგან გამოწვეულ პრობლემას შეამსუბუქებდა. „სატრანსპორტო დერეფნების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ტვირთნაკადის გადმორთვას მოუმზადებელი შეხვდა ყაზახეთიც. მისი თქმით, ყაზახეთსა და რუსეთს შორის უკვე იყო ჩამოყალიბებული სატრანსპორტო კავშირები. მეტიც, ყაზახეთმა საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რუსეთისა და ბალტიის ნავსადგურებში დიდი ფინანსური ინვესტიციაც ჩადო. შესაბამისად, ქვეყანა რუსეთისა და ბალტიის სატრანსპორტო არტერიებისკენ იყო მიმართული და რთული იყო მისთვის ჩრდილოეთის მარშრუტზე უარის თქმა. „ის ყველაზე ვიწრო ადგილი კასპიის ზღვაზე, სადაც უნდა მომხდარიყო საკონტეინერო, საბორნე და საფიდერო გემების ორგანიზება, ყველაზე მოუმზადებელი აღმოჩნდა ყაზახეთი. ამავდროულად, საუბარია რუსეთში მიმავალი ყაზახური ნაკადის ან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანში, ან საქართველოს სახმელეთო ინფრასტრუქტურით გატარებაზე და ნავთობნაკადის გადმოსართველად ყაზახეთი არ აღმოჩნდა მზად, როგორც ინფრასტრუქტურულად, სიმძლავრეები არ იყო, გემები არ არსებობდა, ტერმინალები არ იყო მომზადებული, ასევე, მზად არ იყო იურიდიული ასპექტითაც. ყაზახურ მხარეს ეს არ აწყობს. მას სჭირდება, ჯეიჰანში [თურქეთი] თავად იყოს გამყიდველი. აქედან გამომდინარე, აქ დაკავშირებულია ინფრასტრუქტურული და იურიდიული საკითხები“, – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი „პუბლიკასთან“. მაია პარლაგაშვილი კი აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდისგან განსხვავებით, ბოლო პერიოდში მოთხოვნა შემცირდა და ახლა გემები აღარაა ისე დატვირთული, როგორც პიკურ პერიოდში. შესაბამისად, შემცირდა საზღვაო გადაზიდვის ფასებიც და არც ადგილის მოძებნა უჭირთ კომპანიებს. ეს ფაქტორიც ამცირებს შუა დერეფნის პოტენციალს. „სარკინიგზო გადაზიდვების ფასი, როგორც ვთქვი, მაღალია, მაგრამ ის არ იქნება პრობლემა, თუ ფასს მოჰყვება შესაბამისი ხარისხი. რაც დღეს, სამწუხაროდ, შუა დერეფანს არ აქვს. რა უნდა შეცვალოს საქართველომ? სპეციალისტები „პუბლიკასთან“ ამბობენ, რომ შუა დერეფნის მარშრუტზე ყველაზე დიდი გამოწვევები საქართველოს არ ეხება. ბარიერებს უფრო მეტად სხვა ქვეყნები ქმნიან, თუმცა არაერთი საკითხია, რომლის გამოსწორებაც შეუძლია საქართველოს, რათა დერეფანში ტვირთნაკადის ზრდას შეუწყოს ხელი. მაგალითად, პარლაგაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიური როლი ითამაშოს დერეფნის ერთიან ორგანიზმად ქცევაში, რადგან ტვირთგამტარუნიარიანობის ზრდისთვის, მაგალითად, მნიშვნელოვანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზებს შორის უფრო მჭიდრო კავშირი. აღნიშნულის მსგავსად ფიქრობს ვახტანგ ჭარაიაც. ისიც ამბობს, რომ საჭიროა, შუა დერეფანი ერთი ფანჯრის მომუშავე პროექტად იქცეს. „საჭიროა, ამ დერეფანში არსებული ქვეყნების მოლაპარაკებები იმისთვის, რომ ერთიან დერეფნად, ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე სისტემად ჩამოყალიბდეს ეს გზა. ეს არის, ჩემი აზრით, ძირითადი საზრუნავი ამ ეტაპზე, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს“, – ამბობს ჭარაია. უფრო მეტ პრობლემას გამოყოფს „სატრანსპორტო კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი. მაგალითად, ტარიფი, რომელიც საქართველომ გასულ წელს გაზარდა. ცაგარეიშვილის თქმით, ტარიფების მატება სერვისის გაუმჯობესების გარეშე დერეფნის განვითარებას უშლის ხელს, მით უმეტეს, როცა მარშრუტში ჩართულია რამდენიმე ქვეყანა. „როცა ერთი ქვეყანა აძვირებს, როგორც წესი, მეორე ქვეყანაც ასევე იქცევა. ეს არ არის გამოსავალი. საავტომობილო ტრანსპორტის მხრივ, სერვისის ფასი 5-6 მიმართულებით გაიზარდა. საავტომობილო ტრანსპორტში სირთულეებია საბაჟო პროცედურების ხანგრძლივობის მხრივაც. პაატა ცაგარეიშვილი პრობლემებს გამოყოფს საზღვაო გადაზიდვის მიმართულებითაც. სპეციალისტი ჰყვება, რომ საქართველოს არ აქვს ტერმინალები, რომლებიც სხვადასხვა სახის ტვირთს მოემსახურება. ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო, საქართველოს ნაცვლად ეს ტვირთი სხვა პორტებში მიდის. საჭიროა სხვა გამოწვევების დაძლევაც. „საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პორტი – ფოთის ნავსადგური მსოფლიოში მე-100 ადგილზეა კავშირებადობის კუთხით. ფიდერული გემები, საკონტეინერო გემები და ა.შ. ბევრი სერვისი არ გვაქვს განვითარებული. წარმოიდგინეთ, ბალტიისა და შავი ზღვის მოცულობა თითქმის თანაბარია, იქ კი 56 საბორნე ხაზია, როცა ჩვენთან მხოლოდ 12-ია. ამის გამო, ძვირი ჯდება გადაზიდვა ბულგარეთთან, რუმინეთთან და ა.შ. ეს არის სუსტი წერტილი. ანუ პორტები მოითხოვს, გარკვეულწილად, ინსტიტუციონალურ რეორგანიზაციას, რომ სულ სხვა ევროპული ხედვა ჩამოყალიბდეს“, – ამბობს ცაგარეიშვილი „პუბლიკასთან“. რაც შეეხება რკინიგზას, ცაგარეიშვილის თქმით, საქართველოს მოძველებული შემადგენლობები და სარკინიგზო პარკი აქვს და რკინიგზაც საჭიროებს მოდერნიზაციას. იმ ფონზე კი, რკინიგზის ხელმძღვანელობა რომ შემოსავლის 55%-იან ზრდაზე საუბრობს, გაუგებარია, რატომ არ ხდება, მაგალითად, ტექნიკური გადაიარაღება. ზოგადად, ცაგარეიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკლებად ეხებოდა შუა დერეფანში არსებული პრობლემები, ყაზახეთმა ბევრად აქტიურად დაიწყო მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა, თბილისში კი გაუმჯობესებისკენ სწრაფვა არ ჩანს. იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, მაგალითად, 10%-იანი მატება არ არის პერსპექტივა. ჩვენ თუ 10%-ით ვიარეთ, შეიძლება, იმ ნიშნულს, რომელიც 2012 წელს გვქონდა, დერეფნის დატვირთულობის მხრივ, 10 წელში მივაღწიოთ. ჩვენი ორიენტირი კი უნდა იყოს, რომ 2012 წლის ნიშნულს 3 წელიწადში მივაღწიოთ და შემდეგ გადავიდეთ ახალ ეტაპზე. უფრო მეტად გვჭირდება სისტემური მიდგომა“, – დასძენს პაატა ცაგარეიშვილი. შუა დერეფნის პერსპექტივა და შესაძლო სარგებელი საქართველოსთვის არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, რა პერსპექტივა აქვს შუა დერეფანს და რა სარგებლის მიღება შეუძლია საქართველოს? მაია პარლაგაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მარშრუტებთან რეალური კონკურენციისთვის შუა დერეფანზე ბევრი სამუშაოს გაწევაა საჭირო, არის პოტენციალიც, რომლის გამოყენებაც შეიძლება. პარლაგაშვილის თქმით, დერეფანი არ არის დამოკიდებული მხოლოდ თავსა და ბოლოზე. დიდი პოტენციალი აქვს, მაგალითად, ცენტრალური აზიის ბაზარს. ამიტომ, თუ პრობლემები დროულად მოგვარდა, ცენტრალური აზიისთვის შუა დერეფანი შეიძლება გეოპოლიტიკური ცვლილებების შემთხვევაშიც დარჩეს მნიშვნელოვან მიმართულებად. ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია კი მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შემთხვევაშიც, შუა დერეფანი აქტუალობას არ დაკარგავს. „ჩანს მეორე უპირატესობაც – უკრაინის ეკონომიკის აღდგენას დასჭირდება უზარმაზარი ფიზიკური ტვირთის გადაზიდვა, რომლის მომსახურებისთვის შუა დერეფანი იქნება, ჩემი გადმოსახედიდან, უალტერნატივო. ასე რომ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგაც შუა დერეფანს რისკებზე მეტად შესაძლებლობები უფრო გაუჩნდება“, – დასძენს ჭარაია. ენერგოდერეფანი – ახალი მარშრუტი საქართველოს გავლით? გასული წელი ევროპისთვის მნიშვნელოვანი იყო ენერგომარშრუტების დივერსიფიკაციის მხრივაც. ევროპამ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება დაიწყო და ყურადღება ალტერნატიულ მარშრუტებს მიაპყრო. ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული მემორანდუმით, აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით გაიზრდება გაზის ექსპორტი. გაზრდილი მოცულობის ტრანზიტი თავისთავად ხელს აძლევს საქართველოსაც. რაც შეეხება ენერგეტიკის სფეროს, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა შავი ზღვის ქვეშ ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანის ინიციატივა იყო. მსოფლიოში ელექტროენერგიის ყველაზე გრძელმა გადამცემმა ხაზმა ერთმანეთს საქართველო და რუმინეთი უნდა დააკავშიროს. იდეის განხორციელების შემთხვევაში, კაბელში აზერბაიჯანული მწვანე ენერგია საქართველოს, შავი ზღვასა და რუმინეთს გაივლის და უნგრეთში გაიყიდება. შავი ზღვის ქვეშ კაბელის გაყვანას დიდი მნიშვნელობა არა მხოლოდ პროექტში ჩართულმა მხარეებმა, არამედ ევროკავშირის ლიდერებმაც მიანიჭეს. რას შეცვლის ეს პროექტი საქართველოსთვის? ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ამ პროექტს წელს შეისწავლიან და თავდაპირველად საჭიროა კვლევა, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, საუბარია 1000-1500 მეგავატი სიმძლავრის ხაზზე, რაც ნიშნავს, რომ ეს იქნება მძლავრი კაბელი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ენერგოსისტემას დააკავშირებს. მარგველაშვილის თქმით, ამ ეტაპზე საქართველო ენერგოდეფიციტური ქვეყანაა და კაბელი მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციას შეასრულებს, მაგრამ პროექტის დასრულებას წლები დასჭირდება, მანამდე კი შეიძლება საქართველომაც შეძლოს მისი მეშვეობით ელექტროენერგიის ექსპორტი. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში შავი ზღვის ქვეშ ამ კაბელის გაყვანას დიდი მნიშვნელობა ექნება. ჯერ ერთი, ის ხელს შეუწყობს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას. კაბელს დასჭირდება დაცვა და უფრო გაიზრდება ქმედებები შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. ამასთან კაბელს მოჰყვება მონაცემთა უშუალო გადაცემა, რომელიც სხვა ქვეყნების კონტროლის გარეშე დაგვაკავშირებს ევროპასთან. შესაბამისად, გამყარდება პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესი“, – ამბობს მარგველაშვილი. იმ მოსაზრებას, რომ შავი ზღვის ქვეშ კაბელის ინიციატივა საქართველოს კარგ შესაძლებლობებს უხსნის, ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილიც. მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის ენერგოგაერთიანების წევრია, მაგრამ ვინაიდან ქვეყანა პირდაპირ ვერ უკავშირდებოდა ევროკავშირის ენერგოსისტემას, ეს გარკვეულ წინაღობებს წარმოშობდა, ამ კაბელის მეშვეობით კი საქართველოს პირდაპირი ფიზიკური ენერგეტიკული საზღვარი ექნება ევროგაერთიანებასთან. „საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში გენერაციის 75% ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. თავის მხრივ, ჰიდროელექტროსადგურებს ექმნებათ სერიოზული პრობლემები. მდინარეებში ზამთარში არ არის წყალი და შესაბამისად, ზამთარში გვექმნება ელექტროენერგიის დეფიციტი. ამიტომ, როდესაც საუბარია, რომ ეს ხაზი კარგია, რადგან ჰესებს ავაშენებთ და გავყიდით, არ არის სწორი მიდგომა ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. ენერგოუსაფრთხოების მაღალ ხარისხზე როცა ვსაუბრობთ, საუბარი უნდა იყოს გენერაციის წყაროების დივერსიფიკაციაზე. როცა იცი, რომ გენერაციის 75% მოდის ჰიდროელექტროსადგურებზე, რომლებიც ზამთარში კარგად ვერ მუშაობს, უნდა იფიქრო ენერგიის ისეთ წყაროებზე, რომლებიც ზამთარში კარგად იმუშავებს. ასეთია, მაგალითად, ქარის ენერგია. საქართველოს ახლა ქარის მხოლოდ ერთი სადგური აქვს და თუ სტატისტიკას ნახავთ, ზამთარში, ზუსტად, როცა დეფიციტია, მაშინ მუშაობს ქარის სადგური ყველაზე კარგად. მაგრამ ხშირად საუბარია, რომ ჩვენ ვერ ავაშენებთ ქარისა და მზის ბევრ სადგურს, რადგან შეიქმნება დაბალანსების პრობლემა. ქარი ხან ქრის, ხან – არა, ასევეა მზეც და ამბობენ, რომ გვჭირდება რაღაც საშუალება, რითაც დავაბალანსებთ.
  12. იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კისიდა დღეს კიევში ჩავიდა, იტყობინება იაპონიის საინფორმაციო სააგენტო Kyodo. ვიზიტის შესახებ წინასწარ არ გამოუცხადებიათ. კისიდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიწვია უკრაინელი ლიდერის მონაწილეობისას „დიდი შვიდეულის“ ონლაინ სამიტში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავს მიეძღვნა. იაპონია ამჟამად „დიდი შვიდეულის“ მორიგე თავმჯდომარეა. როგორც მოსალოდნელია, ზელენსკი და კისიდა ითათბირებენ იაპონიის დახმარებაზე ომის შემდგომ უკრაინის აღდგენის საქმეში. „პრემიერ-მინისტრი კისიდა ზელენსკის თავის პატივისცემას გამოუხატავს საკუთარი სამშობლოს დასაცავად დამდგარი უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და სიმტკიცისთვის“, - ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. კიევიდან იაპონიის ლიდერი პოლონეთში გაემგზავრება. თებერვლის ბოლოს გლობალურ ფორუმზე ტოკიოში კისიდამ განაცხადა, რომ იაპონია უკრაინას გამოუყოფს 5,5 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტს ომისგან დანგრეული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. ომის მსვლელობისას ტოკიომ კიევს უკვე აღმოუჩინა 600 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება, ასევე დიდი მოცულობის ჰუმანიტარული დახმარება, რომლის საერთო ღირებულებაც ასეულობით მილიონი დოლარით განისაზღვრება. იაპონია შეუერთდა აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაეწესებინათ უკრაინაში მისი შეჭრის გამო. ტოკიომ აკრძალა რუსეთში ვაქცინების, სამედიცინო აღჭურვილობისა და რობოტების ექსპორტი. ასევე აკრძალულია რადიოაქტიური მასალების, ატომური ობიექტებისთვის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის სადაზვერვო სამუშაოებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის მიწოდება. იაპონიის ხელისუფლებამ ამავე დროს გააფართოვა რუსეთის მოქალაქეების, კომპანიებისა და ბანკებისთვის დაწესებული პერსონალური სანქციების სია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ორმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა Tu-95-მა იაპონიის ზღვას გადაუფრინა. ისინი შვიდ საათზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ ცაში. როგორც იტყობინებიან, ფრენა განხორციელდა საერთაშორისო სივრცეში, იაპონიას არ განუცხადებია მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ.
  13. “ჩვენი “ერთმორწმუნე” რუსეთი დაბომბვით, რომ გვემუქრება, ვინ უნდა დაგვიცვას?!”, – ამ შინაარსის განცხადებით გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ალექსანდრე მოწერელია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. “რუსული კანონის” გაწვევის გადაწყვეტილებას. მოწერელია მიიჩნევს, რომ ოკუპანტი ქვეყნის აღშფოთება საქართველოს სწორ გზაზე დგომას ნიშნავს. “ჩემს წინა გამოსვლაში ვახსენე, რომ პუტინის კანონის მიღება გამოიწვევდა ქებას ლავროვის, ზახაროვას და სოლოვიოვისგან. მაგრამ, საბედნიეროდ, ვერ მოასწრეს, ქართველმა ხალხმა, ისე სწრაფად მიაღებინა მმართველ გუნდს კანონის გაწვევის გადაწყვეტილება, რომ სიხარული აღშფოთებით შეცვალეს. რუსულ პოლიტ-პროპაგანდისტული ელიტა იმდენად აღშფოთდა, რომ თბილისის დაბომბვითაც კი დაგვემუქრნენ. მარტივი ლოგიკაა, არა? როდესაც შენი ოკუპანტი ქვეყანა აღშფოთდება, დღეს მიდის საუბარი, რომ თითქოს კანადამ მიიღო ანალოგიური კანონი, რომ თითქოს ვერ გაიგო ჩვენმა მოსახლეობამ, შეცდომაში შეიყვანეს. ლოგიკა ძალიან მარტივია, ის რაც აღაშფოთებს ჩვენს ოკუპანტს, მაშასადამე, ჩვენ სწორ გზაზე ვდგევართ. ქართველი ხალხი ბრძენია, არ მოტყუვდება და მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო!”, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ. მისივე თქმით, საქართველო, რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან, რომელიც თბილისს დაბომბვით ემუქრება, ქვეყანა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაიცვას. “კანონი, რომელიც ამ პარლამენტში იქნა მიღებული იყო პრორუსული, ანტი ქართული, ანტი ეროვნული, ქართული სახელმწიფოს, ქართველი ერის ინტერესების დამაზიანებელი! ახლა ეს ეგრეთწოდებული, ჩვენი “ერთმორწმუნე” რუსეთი დაბომბვით, რომ გვემუქრება, ვინ უნდა დაგვიცვას? ჩვენ უნდა დაგვიცვას ჩვენმა სტრატეგიულმა მოკავშირემ აშშ-მ, სხვათა შორის ძალიან მწვავე შეფასება, დასკვნა გამოქვეყნდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, ჩვენ უნდა დაგვიცვას ევროკავშირმა, რომლის დროშაც სამწუხაროდ სულ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წინ იქნა დამწვარი. მე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს. მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, რომ საჯაროდ დავგმოთ ეს საქციელი , კარგად გავიაზროთ ყველაფერი და შევასრულოთ ის დავალება, რაც ჩვენმა ერმა ხმამაღლა, ევროინტეგრაციის გაცხადებული ნება, დღეს უკვე პროტესტის ფორმით დაგვავალა: შევასრულოთ ევროკავშირის რეკომენდაციები, შევამციროთ პოლარიზაცია, შეწყდეს საზოგადოების დაყოფა, დანაწევრება, დაუშვებელია განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის NKVD მეთოდების გამოყენებით თავდასხმა ჩვენს მოქალაქეებზე , აქვე მინდა ჩემი მხარდაჭერა, სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ტურაშვილს”, – აცხადებს მოწერელია. პოლიტიკური პარტია, “საქართველოსთვის” წევრი ასევე, საუბრობს მეგობარი ქვეყნების მხრიდან გამოხმაურებების მნიშვნელობაზე და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ევროპაში ყოფნას იმსახურებს. “ჩვენი ხალხი იმსახურებს ევროპაში ყოფნას, ჩვენი ხალხის პროტესტს აღფრთოვანებით და ღიად გამოეხმაურნენ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ლიდერები -საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ს და სხვა. პასუხად მიიღეს ევროკავშირის დროშის დაწვა, თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ ეს იქნება მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა და დამსახურება”. timer
  14. უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ დაბლოკა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთობლივი განცხადება, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით. ეს გამომდინარეობს უნგრეთის მთავრობის პასუხიდან, რომელსაც გამოცემა INDEX-ი ავრცელებს. გამოცემამ უნგრეთის მთავრობისგან მიიღო პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ ბუდაპეშტს ვეტო არ დაუდია პუტინის დაკავების ორდერზე, არამედ „გამოვიდა რეზოლუციის წინააღმდეგ, რომლის გამოცემაც ჟოზეპ ბორელს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით სურდა“. კომენტარში ნათქვამია, რომ „საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ ამის წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვა“. უნგრეთს მთავრობა ემხრობოდა პოზიციას, რომ ბორელს განცხადება მხოლოდ თავისი და არა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით უნდა გაეკეთებინა. ორშაბათს სააგენტო Bloomberg-ი წერდა, რომ უნგრეთმა ერთობლივი განცხადება დაბლოკა, ამიტომ ბორელს მოუხდა თავისი სახელით გამოაქვეყნებინა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მან „ცნობად მიიღო“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ორშაბათს ევროკავშირის იუსტიციის მინისტრებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მხარდასაჭერად გაავრცელეს თავიანთი განცხადება, რომელსაც უნგრეთმა არ მოწერა ხელი. 17 მარტს „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინის სიტუაციის კონტექსტში გამოსცა დაპატიმრების ორდერები ორ პირზე: "ბატონ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინსა და ქალბატონ მარია ალექსეის ასულ ლვოვა-ბელოვაზე". სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფისის ბავშვთა უფლებების კომისარს, მარია ლვოვა-ბელოვას ბრალს სდებს სავარაუდო ომის დანაშაულებში - იძულებით დეპორტაციასა და მოსახლეობის, კერძოდ კი ბავშვების უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადასახლებაში. რაც შესაძლოა, საერთაშორისო სამართლით გენოციდად მიიჩნეოდეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) აღნიშნავს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის ჩასათვლელად, რომ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი სავარაუდო დანაშაულებზე. რუსეთი არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და არ მონაწილეობს მის მუშაობაში. მოსკოვი არ არის მხარე რომის სტატუტის, რომელიც 2016 წლიდან სასამართლოს ქმედებებს არეგულირებს.
  15. გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ვარაუდობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უახლოეს დროში არ დასრულდება. გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ვარაუდობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უახლოეს დროში არ დასრულდება. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ შესაძლოა ამას დიდი დროს დასჭირდეს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, 20 მარტს დიუსელდორფში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც მან უკრაინაში მიმდინარე ომზე დასრულებაზეც გამოთქვა ვარაუდი. „ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს ომი დასრულდეს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ოლაფ შოლცმა რუსეთის ლიდერი ძალაუფლებიდან ჩამოშორების შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ არ სჯერა ისეთი მმართველების ძალადობრივი დამხობისა, როგორიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია. შოლცმა დასძინა, რომ ამას არც ვაშინგტონი შეეცდება, როგორც ეს მას აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს უთქვამს. ასევე ნახეთ გერმანია აცხადებს, რომ პუტინს დააპატიმრებენ, თუ ამ ქვეყანაში აღმოჩნდება მანამდე გერმანიის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანიის ხელისუფლება დააპატიმრებს ვლადიმირ პუტინს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე, თუ რუსეთის პრეზიდენტი გერმანიას ესტუმრება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა გამოცემა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა. 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატა დაეყრდნო პროკურორის 2023 წლის 22 თებერვლის მიმართვას, რომ არსებობს დასაბუთებული საფუძველი იმაში დასარწმუნებლად, რომ ორივე ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულში. რადიო თავისუფლება
  16. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტიიდან დიმიტრი სამხარაძე ამბობს, რომ მისი სახელით მოქალაქის მიმართ გავრცელებული მუქარის ამსახველი ე.წ. სკრინი, "ფეიკია". ის ფეისბუკზე ბრალდებების საპასუხოდ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ მათი სახელით შეიძლება "ნეკროლოგი მერაბიშვილი" დაემუქროს ვინმეს და "მუქარის აღსრულება" მათ დაჰბრალდეთ. "ეს სიტყვები ჩემს ლექსიკონში არ არის ყოველდღე კითხულობთ ჩემს პოსტებს და შეგეძლოთ უფრო ხარისხიანი "ფეიკი" შეგექმნათ ან როდის იყო "მესინჯერში" ვინმესთვის რამე მიმიწერია, გამორთული მაქვს, იდიოტებო", - წერს სამხარაძე. მოქალაქე ნუგზარ (სულა) სულაშვილმა რამდენიმე საათის წინ ფეისბუკში გამოაქვეყნა ე.წ. სკრინი და თქვა, რომ დეპუტატი სამხარაძე მას ემუქრებოდა. გამოქვეყნებულ ტექსტში იყო მუქარა და შეურაცხყოფაც. "მუქარა და შანტაჟია. პიროვნულად ამას არასოდეს შევხებივარ. საჯაროდ ვაცხადებ, ფიზიკური ანგარიშსწორების არასოდეს მეშინია. მაგრამ "ქოცების" ბინძური კამპანიით, თუ ფიქრობს თავს მომაკვლევინებს, მაგის იმედი ტყუილად გაქვთ. მაგარი ნერვების პატრონი ვარ", - წერდა სულაშვილი. ამ საკითხზე მედიასთან ისაუბრა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მან ეს შესაძლო მუქარის ტექსტი "ნაცმოძრაობისადმი კონკრეტული საფუძვლით" ახსნა. "აქ საუბარია ისეთ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც გამოირჩეოდა თავის დროზე ადამიანების წამებით, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ათიათასობით ბიზნესმენი დაარეკეტა... ახლა ასეთი პოლიტიკური პარტიის მიმართ რომ აქვს დიტო სამხარაძეს ხისტი დამოკიდებულება, ეს არის აბსოლუტურად გასაგები. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მოვუწოდებ მათ და მათ შორის ენჯეოებს, მედიასაშუალებებს, რომლებიც არიან დაკავშირებული "ნაცმოძრაობასთან", თავი შეიკავონ ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიისგან", - თქვა კობახიძემ, პირველი არხის მიერ გავრცელებული კომენტარის მიხედვით. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პარლამენტის დეპუტატი საზოგადოების ყურადღების ცენტრში გინების გამო მოექცა. მაგალითად, 2022 წლის 3 ივლისს მან პარტიის ოფისიდან აგინა "შინ ევროპისკენ" აქციის მონაწილეებს. რადიო თავისუფლება
  17. „ამ დღეების მანძილზე ბევრ სხვა მოვლენასთან ერთად ვაკვირდებოდი, უღირსი ადამიანები როგორ ცდილობდნენ მიესაკუთრებინათ GEN Z თაობა. ისევე როგორც, ცდილობენ პროევროპულობაზე მოიპოვონ მონოპოლია”, – „ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
  18. მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ჟურნალისტებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დაუსვეს შეკითხვები. 7 მარტს ჰააგამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, დაკავების ორდერი გასცა. ირაკლი კობახიძის თქმით, დამნაშავის იდენტიფიცირება სასამართლოს საქმეა და დაკავების ორდერი სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ არ ნიშნავს. „დამნაშავის იდენტიფიცირება ეს სასამართლოს საქმეა, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს – საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შეწყდეს ომი უკრაინაში. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ომის დასასრულს. აქეთ უნდა იყოს ყველას ყურადღება მიმართული.“ – განაცხადა კობახიძემ. ჟურნალისტების შეკითხვებს არის თუ არა ჰააგის გადაწყვეტილება ისტორიული და რატომ ეშინია, პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდოს, კობახიძემ უპასუხა, რომ ისტორიული შედეგი უკრაინაში მშვიდობის დამყარება იქნება და „არავის არაფრის არ ეშინია“. „ისტორიული შედეგი იქნება უკრაინაში მშვიდობის დამყარება, ეს იქნება ისტორიული შედეგი და ჩვენ ამას უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობას, ეს არის შესაბამისი სასამართლო ინსტანციის საქმე და უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაკავების ორდერი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილება“. ჟურნალისტი: რატომ გეშინიათ, რომ პუტინს უწოდოთ სამხედრო დამნაშავე ?
  19. პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური: "ამ ქვეყანაში ახალგაზრდების გახლეჩვა და ერთმანეთზე დაპირისპირება ყოველთვის იყო რუსული საქმე და რუსული სცენარი. მინდა, მივმართო ახალგაზრდებს. თუკი რომელიმე თქვენგანს შეგეხებიან თქვენი განსხვავებული აზრის გამო, იცოდეთ, რომ ჩემი წილი ტრიბუნა პარლამენტში, არის თქვენი" 337397576_1920471614979818_3378545625740409781_n.mp4
  20. სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა არაერთხელ ახსენა საქართველო. მან აქცენტი გააკეთა თანამშრომლობის ფორმატზე „3+3“ და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კარი ღია რჩება. ამასთან ლავროვი ხელშემშლელ ფაქტორად დასავლეთის მოქმედებას ასახელებს. „დასავლეთმა მოახდინა საკუთარი თავის სრული დისკრედიტაცია. ჩვენ მშვენივრად ვხედავთ, რა მიზნით მოქმედებს სამხრეთ კავკასიაში. არც კი მალავს, დეკლარირებას ახდენს, რომ სურს მოსწყვიტოს რუსეთს. რუსეთი მიილტვის, რომ სომხეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად შექმნას ფორმატი „3+3". სამხრეთ კავკასიური სამი სახელმწიფო (სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) და სამი მეზობელი (რუსეთი, თურქეთი და ირანი). ქართული მხარე ჯერ ფიქრობს ამ ფორმატში ჩართვაზე. პირველი შეხვედრა შედგა, თბილისისთვის კარი ღია რჩება. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ფორმატ „3+3-ის" მეორე შეხვედრის მოწვევაზე. დასავლეთი უკვე აქტიურად მუშაობს, რომ ეს სტრუქტურა დაანგრიოს, რომელმაც ჩამოყალიბება ახლახან დაიწყო", - განაცხადა ლავროვმა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილაპარაკა სამხრეთ კავკასიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ და მიანიშნა „მორიგი ფერადი რევოლუციის მომზადების" პროცესზე. „დასავლეთი (ევროკავშირი და აშშ) ცდილობს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას თავს მოახვიოს თავისი პირობები. ის კვლავ პრეტენზიას აცხადებს, რომ დომინირებდეს და განამტკიცოს თავისი ჰეგემონია ყველგან, საკუთარი საზღვრებიდან შორს, პირდაპირ უტევს სამი უახლოესი მეზობლის - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს - ლეგიტიმურ ინტერესებს. მხედველობაში მაქვს, თურქეთის, ირანის და რუსეთის [მეზობლები]. რით ხელმძღვანელობს დასავლეთი, როცა სამხრეთ კავკასიაში რაღაც თამაშებს იწყებს? ამ გეოპოლიტიკურ ჩანაფიქრთან ერთად, დასავლეთი ხელს უწყობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის, ფინანსურ, მატერიალურ მხარდაჭერას, რომლებიც, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში, დაკავებულები არიან ღონისძიებებით, რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ „მორიგი ფერადი რევოლუციის მომზადება“. ესეც არცთუ ძალიან დამალულია. ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ცნობილია. ასევე ცნობილია, როგორ გამოდიან საჯაროდ, იცავენ დასავლეთის ინტერესებს და ცდილობენ დისკრედიტაცია მოახდინონ რუსეთის და ირანის ქმედებების, რაც ასევე ცნობილია. ამიტომ, ახლა არ ვხედავ არანაირ შესაძლებლობას და აუცილებლობას სამხრეთ კავკასიის შესახებ დასავლეთთან რაიმე დიალოგის წარმოებისთვის, ისევე როგორც საერთაშორისო რეგიონული დღის წესრიგის სხვა საკითხების უმრავლესობაზე", - თქვა სერგეი ლავროვმა. არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით გადატრიალების შესაძლო მოწყობაზე ილაპარაკა 14 მარტს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. „კანონპროექტების გარშემო გაშლილი დისკუსია მომავალშიც ეფექტიანად აგვაცილებს თავიდან ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, ანუ ენჯეოების ჩართულობით ხელისუფლების გადატრიალებას", - თქვა მან 7 მარტს "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიიღო თავისი სატელიტი მოძრაობის, "ხალხის ძალის" მიერ შემოტანილი კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები „რუსულ კანონს" უწოდებენ. 7-9 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმები იყენებდნენ დიდი რაოდენობით წყლის ჭავლს, ცრემლმდენ გაზსა და პილპილის აეროზოლს. მათ შორის, იმ მოქალაქეების წინააღმდეგაც, რომლებიც მათთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის, ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა. უპრეცედენტო პროტესტმა და საერთაშორისო ზეწოლამ შედეგი გამოიღო. მმართველმა პარტიამ 9 მარტს გადაწყვიტა, რომ „რუსულ კანონად" წოდებული კანონპროექტი უკან გაეწვია. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს და ჩააგდო. რადიო თავისუფლება
  21. რამდენიმე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, მოლდოვასა და საქართველოში „დესტაბილიზაციის მცდელობებში“ ჩართულ ოლიგარქებს სანქციები დაუწესონ, - ინფორმაციას Politico ავრცელებს. „ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენ უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და შესაძლოა, გამართლებული იყოს ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის დაწყება“, - ციტირებს გამოცემა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას. Politico იუწყება, რომ მისმა რუმინელმა და ესტონელმა კოლეგებმა ბლოკს მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს. გამოცემა წერს, რომ თბილისში, ორი კვირის წინ ათასობით ადამიანმა გააპროტესტა საკამათო კანონპროექტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ. „მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ სამი დღის შემდეგ კანონპროექტი ჩააგდო, მაგრამ სულ უფრო მეტი ქართველი შიშობს, რომ მათი მთავრობა მოსკოვს უახლოვდება. პარტიის დამფუძნებელს, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან,“- წერს Politico. IPN
  22. ჩვენი ვალდებულება აღმოსავლელი პარტნიორების მიმართ, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, კიდევ უფრო გაიზარდა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროპული პერსპექტივა წარმოადგენს მყარ საფუძველს ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის გასაღრმავებლად, - ამის შესახებ ევროკავშირის „სტრატეგიული კომპასი უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის“ განხორციელების პროგრესის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს წარუდგინა. „ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკრაინის მხარდასაჭერად მთელი თავისი ინსტრუმენტების მობილიზება მოახდინეს, რამაც 2023 წლის თებერვლის დასაწყისისთვის სულ მცირე 67 მილიარდი ევრო შეადგინა სამხედრო, ფინანსური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის სახით. ჩავატარეთ ნაყოფიერი დიალოგი და კონსულტაციები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საქართველოსა და მოლდოვასთან და ორივე მათგანისთვის უზრუნველვყავით კონკრეტული მხარდაჭერა ევროპის სამშვიდობო ფონდისა (EPF) და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს გაზარდოს მათი მდგრადობა, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხის კვლევა. ეს ძალისხმევა მომავალ თვეებში უფრო გაძლიერდება“, – აღნიშნულია ევროკავშირის ანგარიშში.
  23. თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბრალდების საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მას თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. კეზერაშვილს ე.წ. წვრთნების საქმეზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის ედავებოდნენ. მასთან ერთად საქმეზე ბრალდებული იყო თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა. ნინუას ნაწილში მეორე ინსტანციის მოსამართლეთა კოლეგიამ სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს ალექსანდრე ნინუას სასარგებლოდ 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა, ნინუას მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში. დავით კეზერაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ სამართალწარმოება დაიწყო იმ მიზნით, რომ პრობლემები შეექმნას ტელეკომპანია “ფორმულას”, რომლის დამფუძნებელიც დავით კეზერაშვილია. „როგორც ცნობილია, თავის დროზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დავით კეზერაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ გაფლანგვის მუხლით, ხოლო ალექსანდრე ნინუასთან მიმართებით გამოყენებული იყო გულგრილობის მუხლი. შესაბამისად, მათ მიერ მიყენებული ზიანის სოლიდურობა სასამართლომ ამიტომ ვერ დაინახა. დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ერთადერთი რისი გაკეთებაც კანონიერად შეეძლო, ეს იყო გაეუქმებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილება. როდესაც მოსარჩელე მხარე სასამართლოში მიდის და ამტკიცებს, რომ მეორე მხარეს მისთვის თანხა აქვს გადასახდელი ზიანის ასანაზღაურებლად, ის ვალდებულია მტკიცებულებები წარადგინოს, რომელიც ზიანის ოდენობას ადასტურებს. არც უზენაეს სასამართლოს განაჩენში, რომელშიც პოლიტიკური მოტივებით, მაგრამ მსჯავრდებულად იქნა ცნობილი დავით კეზერაშვილი და არც რაიმე სხვა დოკუმენტში აღნიშნული არ არის, რა იყო ზიანი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შესაძლოა მიდგომოდა ამ გამოგონილი დანაშაულის შედეგად. ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარი იყო თბილისის საქალაქო სასამართლომ რაზე დააფუძნა ეს კალკულაცია და რით დაადგინა რიცხვი 5 მილიონ ევროზე მეტი, რომელიც თავის დროზე გადასახდელად დააკისრა ორივე პირს. შესაბამისად ჩემთვის დღესაც, გაურკვეველია რა პრინციპით იხელმძღვანელა სააპელაციო სასამართლომ, რა დოკუმენტს ეყრდნობა, როდესაც ადგენს, რომ დანაშაულის შედეგად გარკვეული ზიანი იქნა დადგენილი", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ. შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის საქმეზე 2022 წლის მარტში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, რის საფუძველზეც დავით კეზერაშვილს და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა. დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ ბრალი. საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება - წვრთნები არ მიუღია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (როგორც დაზარალებულმა პირმა) აღნიშნული პირების მიმართ სამოქალაქო სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამინისტროზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ipn
  24. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „სრულიად მიუღებლად“ მიიჩნევს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ახალგაზრდებთან დაკავშირებით. პრეზიდენტის თქმით, შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს“. „სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება. შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს. ასეთი შეფასებები შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ამ ბოლო მოვლენების ფონზე”, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 7-8 მარტის აქციებზე საუბრისას განაცხადა, რომ „პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ, „ნაცმოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ“. იპნ
  25. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის კიდევ 350 მილიონი დოლარის დახმარებას პაკეტი გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა. ენტონი ბლინკენმა განახადა, რომ აშშ დადგება უკრაინის გვერდით „იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“. ”რუსეთს შეუძლია დაასრულოს თავისი ომი დღეს”, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „სანამ რუსეთი ამას გააკეთებს, ჩვენ ვიქნებით უკრაინასთან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“. როგორც ამერიკული მედია წერს, დახმარების პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას აშშ-ს მიერ მიწოდებული HIMARS-ისა და ჰაუბიცებისთვის, HARM-ის რაკეტებისთვის, ასევე ტანკსაწინააღმდეგო იარაღისთვის და სხვა აღჭურვილობას.
×
×
  • შექმენი...