Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    „ნაციონალური მოძრაობა” ფაქტობრივად „ოცნებას”დაეხმარა იმაში, რომ ამ კვირას, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით თუ გამოვიდა კენჭისყრაზე საკითხი, ჩავარდება, რადგან 50 დეპუტატის ხმა არ ექნება.

     
     ჩვენ საგამოძიებო კომისიას, როგორც სიმართლის დადგენის ინსტრუმენტს კი არ ვეწინააღმდეგებით. “ნაციონალური მოძრაობის” ამ დროს, ამ მოცემულობაში, ამ ფორმით დაყენებული საგამოძიებო კომისია ვერ დაადგენს ვერანაირ სიმართლეს და რატომ? პირველი- შემოიტანეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მაშინ, როცა რიგგარეშე სხდომაც კი არ მოუწვევიათ. დღეს კი “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიმდინარე კვირის დღის წესრიგში შეეტანა საგამოძიებო კომისიის განხილვის საკითხი, როცა იცის და ათი დღით ადრე იცოდა, რომ პარლამენტში, პირველ კვირაში საკმარისი ოპოზიციური ხმები არ იქნება, დეპუტატები არ იქნებიან წარმოდგენილები მიმდინარე სასესიო კვირაში.

     ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკავშირდება ამ უმძიმეს ტრაგედიას, იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს, უნდა იყოს დაცლილი პოლიტიკური კონტექსტისგან.”


    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის წევრი, დეპუტატი
  2. tvati
    “საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი, მაშინ როცა ჯერ კიდევ გარდაცვლილებს ვეძებდით ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მორალურად გაუმართლებელ ქმედებად მიგვაჩნდა.

     მაშინ, როცა საპარლამენტო ბერკეტები გამოუყენებელი გაქვს, საგამოძიებო კომისიის შექმნა ფორმალურ-სამართლებრივადაც გაუმართავია.

     ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ჩვენ გვინდა ეს თემა პოლიტიკური მდგენელისგან იყოს სრულად დაცლილი.

     ხვალ კენჭისყრაზე ამ საკითხის გამოტანა არის პირდაპირ ოცნების თამაში, რომ შოვის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიას ამ ხელისუფლების პირობებში არ ჰქონდეს პერსპექტივა.

     ჩვენ არასდროს გამოგვირიცხავს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. ვამბობთ, რომ ყველა ბერკეტი ამოვწუროთ, ყველა კითხვაზე მივიღოთ პასუხი, მათ ჯერ კიდევ აქვთ ამის ვადა. მოვუსმინოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც ინტერპელაციის გზით წარდგება პარლამენტში. თუ სხვა შესაძლებლობა არ დაგვრჩა, რომ სიმართლე დავადგინოთ, მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიყენოთ საგამოძიებო კომისია.”


    ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის"  აღმასრულებელი მდივანი 375025458_2187950368069626_8365695030456354826_n.mp4
  3. tvati
    გახარიას გუნდს სურს სიმართლის დადგენა და ამ სიმართლის დადგენის რესურსი შენარჩუნებული რომ ყოფილიყო, ამიტომ მოუწია ზუსტად „ნაციონალურ მოძრაობას“ უკან დახევა.      ინტერპელაცია ხომ ნაციონალური მოძრაობის მოწვეულია, თუ არ ქონდათ მოლოდინი სიმართლის დადგენის და თუ არ თვლიდნენ, რომ ინტერპელაცია შედეგის მომტანი იქნებოდა, მაშინ რატომ მოიწვიეს. ჩვენ ჩვენით მივუბრუნდებით საგამოძიებო კომისიის საკითხს, როცა კიდევ ერთხელ დავინახავთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ მინისტრი პასუხისმგებლობას კი არ აიღებს, არამედ მეტად პოლიტიკურს გახდის ამ ტრაგედიას.    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 10000000_597085489170560_1910007808176547458_n.mp4
  4. tvati
    პარტია „საქართველოსთვის” გამოდის ინიციატივით, გარემოს დაცვის სამინისტრო გამოეყოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს

     გაერთიანებული ორი უწყების ერთდროულად მართვა უკიდურესად დიდ გამოწვევას წარმოადგენს. იწვევს მართვის პრობლემებს და აფერხებს როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას. გლობალურმა დათბობამ და მისგან გამოწვეულმა შედეგებმა, ამ საკითხების აქტუალობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მკაცრი გარემოს დაცვითი პოლიტიკის შემუშავების, მისი ჯეროვნად აღსრულების, ეფექტიანად მართვის და მაღალი დონის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით, შემოვდივართ ინიციატივით, გაიყოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც თავისი არსით გულისხმობს გარემოს დაცვითი მიმართულების გამოყოფას სოფლის მეურნეობის უწყებიდან.

     გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ჩამოყალიბდეს ცალკე დამოუკიდებელ სამინისტროდ, სადაც გაერთიანებული იქნება ამ საქმიანობით და ფუნქციებით აღჭურვილი ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის, სამეცნიერო დაწესებულებები. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ორი სამინისტროს გაერთიანება თავის დროზე შეცდომა იყო იმიტომ, რომ მათი გაერთიანებით არანაირი ხარჯების ოპტიმიზაციას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, მისი ეფექტიანად მართვა გართულდა

     შალვა კერესელიძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
  5. tvati
    “ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ამ საკითხზე დადგინდეს სიმართლე, დადგინდეს ჭეშმარიტება, მათ შორის ნებისმიერი საპარლამენტო ინსტრუმენტის გამოყენებით, მაგრამ ეს უნდა იყოს თამნიმდევრული და ისე არ უნდა მოხდეს, რომ ერთ მხარის გადაწყვეტილებით პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს, "ოცნებამ" შეძლოს და ამ უმძიმეს ტრაგედიაზე თავისი პასუხისმგებლობა ვინმე სხვას გადააბრალოს.”

    მიხეილ დაუშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი 375309744_1198928058175919_1122801995081212257_n.mp4
  6. tvati
    რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი, რომელიც უკრაინის მხარეს გადავიდა და კიევს რუსული ვერტმფრენი „მი-8“ ჩაუყვანა, ჯილდოდ 500 000 დოლარს მიიღებს, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“.
    გამოცემის ცნობით, უკრაინული მხარე, კერძოდ კი ქვეყნის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (გურ), მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, კუზმინოვს მიბაძონ. რუსი სამხედროებისთვის უკრაინის მხარეზე ტექნიკით გადასვლისთვის ჯილდოდ ფულადი თანხის გადაცემა უკრაინის პრეზიდენტის 2022 წლის ბრძანებითაა გათვალისწინებული.
    კუზმინოვის და მისი პილოტირებული ვერტმფრენის უკრაინაში გადასვლა, ოფიციალური ცნობით, გურ-ის ხანგრძლივი სპეცოპერაციის შედეგი იყო. მფრინავი ოჯახთან ერთად უკრაინაში იმყოფება.

    ნეტგაზეთი
  7. tvati
    პარტია “საქართველოსთვის” გამოვდივართ ინიციატივით მოხდეს მეთხილე ფერმერების მძიმე სოციალური მდგომარეობის გათვალისწინება და მიღებული ზარალის ანაზღაურება ან სუბსიდირება, როგორც ეს დასეტყვილი ყურძნის ან კიდევ არასტანდარტული ვაშლის და ციტრუსის შემთხვევაში ხდება.

    ჩხოროწყუ საქართველოსთვის 10000000_265823469665687_6622979163519490605_n.mp4
  8. tvati
    პარლამენტში საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ კენჭი უყარეს უმრავლესობის დეპუტატების – დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
    პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა დავით სერგეენკოს დეპუტატის მანდატი არ შეუწყვიტა, მაგრამ 68 ხმით მხარი დაუჭირა ქეთევან დუმბაძისთვის ულფებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
    ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შეუთავსებელია პარლამენტის წევრის თანამდებობასთან.
    რაც შეეხება დავით სერგეენკოს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა იმ მიზეზით სურდა, რომ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით გააცდინა.

    პუბლიკა
  9. tvati
    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია ე.წ. მინისტრის ინალ არძინბას გადადგომის შესახებ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
    ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტეს, რომ უწყების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
    მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ინალ არძინბას გადადგომის შესახებ, რომელმაც, სავარაუდოდ, თავის გუნდს განუცხადა, რომ მინისტრის პოსტს ტოვებს და რუსეთში ბრუნდება.
  10. tvati
    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოთხშაბათს, 6 სექტემბერს, კიევს ეწვევა.
    ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ZN.ua დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
    ვიზიტის დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.

    ipn
  11. tvati
    სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები.
    ტურნირზე ქართველი პარამოფარიკავეები ორ დისციპლინაში, რაპირასა და ხმალში გამოვიდნენ. 2 სექტემბერს ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა რაპირაში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 3 სექტემბერს კი ხმლით ასპარეზობაში ვერცხლის მედალს დაეუფლა.
    ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში იაპონელ და იტალიელ მეტოქეებს მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც პოლონელ კინგა დროჟდთან 9:15 დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
    ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა კორეელი და უკრაინელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი უნგრელ მეცო ბოლგარკასთან 9:15 წააგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
    ასპარეზობისთვის გოგონები მწვრთნელმა – მალხაზ მესხმა მოამზადა.
    მსოფლიო თასის გათამაშება 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

    ნუცა ყაველაშვილი

  12. tvati
    ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა.
    როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნინო ლომჯარიამ განუცხადა, აღნიშნული პლატფორმის მიზანია, მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი აქტივიზმით წვლილი შეიტანონ საქართველოს მომავლის განვითარების ხედვების ჩამოყალიბებაში.
    „ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამოქალაქო პლატფორმა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, რომლებიც საკუთარი საქმით არიან დაკავებულები, მაგრამ აინტერესებთ და აწუხებთ საქართველოს პერსპექტივა, ევროპული მომავალი, საქართველოს განვითარება, ჩაერთონ სამოქალაქო აქტივიზმში და წვლილი შეიტანონ საქართველოს მომავლის განვითარების ხედვების ჩამოყალიბებაში; საკუთარი აქტივობებით ხელი შეუწყონ საქართველოს ევროინტეგრაციას. ეს არის პლატფორმა არა მხოლოდ კონკრეტული დარგის პროფესიონალებისა და გამოჩენილი თუ წარმატებული ადამიანებისთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც ეძებს პლატფორმას და შესაძლებლობას საკუთარი აქტივიზმისთვის, რომ ეს საზოგადოებრივი ენერგია გარდაიქმნას ქმედებებად, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას და წინ წაგვწევს ამ პროცესში. ჩვენი პირველი აქტივობა შემდეგია: მხარი დავუჭიროთ და ერთად ვიმოქმედოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. რამდენიმე თვეა დარჩენილი სტატუსის მიღებამდე და ამ დროს, როდესაც საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარებაა, საზოგადოების პოლარიზება და ა.შ., გვინდა, ჩვენი აქტივობებით საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირება მოვახდინოთ იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ სტატუსი. კონსოლიდირებული საზოგადოებრივი აზრი, მოქალაქეების ხმა ყოველგვარი ბარიერების გარეშე პირდაპირ მივაწვდინოთ ევროპას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ჩვენი ანუ ქართველი ხალხის ხმა არ ჟღერდება ან არ ისმის ისე ხშირად ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებში ჩვენი მთავრობის მხრიდან ისე, როგორც ჩვენ გვინდა რომ ისმოდეს, შეგვიძლია, თავად მივიტანოთ ჩვენი ხმა ჩვენს პარტნიორებამდე და უპირველესად, ევროკავშირამდე. ვფიქრობთ, რომ სტატუსის მიღება არის საკითხი, რომელიც შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგზე მაღლა დგას. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ჩვენ ევროპას საზოგადოების კონსოლიდირებას ვუჩვენებთ ამ გადაწყვეტილების გარშემო, ეს მათ პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ. კონკრეტული ქმედებების შესახებ ღონისძიებაზე ვისაუბრებთ, სადაც ჩვენს ხედვებს წარვადგენთ, თუმცა ეს იქნება ისეთი აქტივობები, რაც ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც სვამს კითხვას, რა შემიძლია მე, როგორც ერთ მოქალაქეს, რომ გავაკეთო, რომ ჩემი ხმა ევროპას მივაწვდინო, საშუალებას მისცემს ამ ტიპის აქტივობებში ჩაერთოს სხვადასხვა ფორმით. გვინდა, რომ დარჩენილ პერიოდში შევქმნათ ისეთი შესაძლებლობები, სადაც ყველა ადამიანი დაინახავს საკუთარ თავს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
    კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას, ლომჯარია ამბობს, რომ პლატფორმა სამოქალაქოა, თუმცა ნებისმიერ მხარესთან ხედვების გასაზიარებლად მზად არიან.
    „ეს არის სამოქალაქო პლატფორმა და გვინდა, რომ ასე პოზიციონირებდეს, თუმცა ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ პოლიტიკოსს შეგვიძლია ჩვენი ხედვები გავუზიაროთ. იქნება ოპოზიცია თუ ხელისუფლება, მივესალმებით, თუ ამ განწყობებს გაიზიარებენ. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ საჯარო პოლიტიკურ დღის წესრიგზე მოვახდინოთ პოზიტიური გავლენა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
    რაც შეეხება იმას, ხომ არაა მოსალოდნელი, რომ „საქართველოს ევროპული ორბიტა“ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას, ლომჯარია ამბობს, რომ ეს არ იგეგმება და განმარტავს, რომ თავადაც სამომავლო გეგმები აღნიშნულ პლატფორმასთან დაკავშირებით აქვს.
    „საქართველოს ევროპული ორბიტა“ სამოქალაქო საზოგადოებრივი პლატფორმაა და არ ვაპირებთ ის პოლიტიკურ მოძრაობად ან გაერთიანებად გადაიქცეს. მე გეგმები მაქვს ამ პლატფორმასთან დაკავშირებით. წინ მნიშვნელოვანი პერიოდი გველოდება და ვფიქრობ, რომ სწორედ სამოქალაქო ტიპის გაერთიანებიდან პოზიციონირება არის დღეს მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
  13. tvati
    მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება აქ, საქართველოში - IRI დებს მის ძალიან დიდ აქტივს არჩევნების გრძელვადიან დაკვირვებაში. ველით, რომ გვეყოლება 30-დან 40-მდე გრძელვადიანი დამკვირვებელი საქართველოში, აგვისტოში, არჩევნების წინ, - ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“, ევრაზიის პროგრამების დირექტორმა, სტივ ნიქსმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
    მისი თქმით, „არასწორი რაღაცები“ სწორედ წინასაარჩვენო პერიოდში ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ადგილზე ადრე ჩახვიდე და იქ გარკვეული პერიოდი დაყო, რათა გაიგო სწორი მიმართულებით მიდის თუ არა პროცესები.
    "მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება აქ, საქართველოში. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა პარტიასთან, ვეხმარებით მათ მომზადებაში. IRI დებს მის ძალიან დიდ აქტივს არჩევნების გრძელვადიან დაკვირვებაში. ველით, რომ გვეყოლება 30-დან 40-მდე გრძელვადიანი დამკვირვებელი საქართველოში, აგვისტოში, არჩევნების წინ. ვფიქრობთ, ეს თავის წვლილს შეიტანს იმაში, რომ გარემო იყოს თანასწორი და ასევე, დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას ძალიან კარგი არჩევნების ადმინისტრირებაში.
    როდესაც ცუდი რაღაცები ხდება არჩევნების დროს, ეს ზოგადად ხდება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში და სწორედ ეს ის პერიოდია, რა დროსაც და სადაც საჭიროა დამკვირვებლების ყოფნა. ეს ეუთო/ოდირმა და არჩევნებზე დამკვირვებელმა მისიებმაც თანდათან ისწავლეს. ამიტომ საკვანძო საკითხია, რომ ჩახვიდე ადგილზე ადრე და დარჩე იქ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და სწორედ ასე მიხვდები, მიდის თუ არა პროცესები სწორი მიმართულებით", - განაცხადა სტივ ნიქსმა.
  14. tvati
    მთავარი არხის დირექტორი მისივე არხის შუადღის ეთერში ამბობს, რომ წარსულში ტელევიზია და მთავარი არხის ჟურნალისტები ენმ-ს დავალებებს ასრულებდნენ. 
    მისივე მტკიცებით, სარედაქციო პოლიტიკა დღეს პარტიული გავლენისგან გათავისუფლდა და ჟურნალისტები, მას მერე, რაც მათ დირექციამ განუცხადა, რომ ენმ-ს დავალებების შესრულება აღარ მოუწევდათ, სიახლეს ტაშით შეხვდნენ.
    გაბუნია ამბობს, რომ ენმ ვაის (მელიას) და ვუის (ხაბეიშვილს) შორის არის გაყოფილი და ახლა ისინი მთავარი არხის გარეშე უნდა დალაგდნენ.
    "[მთავარ არხზე] არა მარტო კოსმეტიკურად, არამედ ძირეულად [შეიცვალა რაღაცები], იმიტომ რომ ამ ადმაიანებს ბევრი წლის განმავლობაში გარკვეულ სიტუაციაში და გარკვეულ მოცემულობაში უწევდათ მუშაობა და რთული იყო საკუთარ თავში გადაკეთება, იმიტომ რომ რეფლექსებად გაქვს ეს ყველაფერი ქცეული, რომ რაღაცნაირად შენს საქმეს კი არ აკეთებ, რატომღაც სულ დაკისრებული ჰქონდა ამ გუნდს ის, რომ ვიღაცის საქმეს აკეთებდა, რაც რამდენი არ უნდა გვეთქვა ჩვენ რომ ასე არ არის, ყველა ხედავდა
    ასევე, ჩვენ გასაგები იყო, რომ სამწუხაროდ, ნაცების ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა აკრული და ახლა რაც შემიძლია ძალიან დიდი სიამაყით და ბედნიერებით ვთქვა, რუსთავი 2-დან მოყოლებული ეს არ მომხდარა, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად, ამას კიდევ წლები დასჭირდება რომ ხალხმა დაიჯეროს და დააფიქსიროს, უნდა უყურო ეთერს სისტემატურად, რომ ნაცების ტელევიზია არ ვართ. დაკვირვებული თვალი [მიხვდება], მაგრამ ვინც არ უყურებს და ახსოვს, რომ მთავარი არხი ეს ნაცების ტელევიზიაა.
    ნაცების ტელევიზია არ ვართ და ამას პირდაპირ ვამბობ, დიდი სიამაყით ვაცხადებ და ეს თავისუფლების გამო ამ ადამიანებმა, რომლებმაც გაიგეს, რომლებიც უბედნიერესები [იყვნენ], პირდაპირ ვამბობ ესეც ხომ არ იცის მაყურებელმა, პირველად რომ გამოვაცხადე, რომ მორჩა, აღარ ვართ და არ ხართ ვალდებულები ვინმეს მითითება გაითვალისწინოთ და თქვენ ჟურნალისტები და წამყვანები როგორც ჩათვლით რა არის საჭირო და რა არის სასარგებლო საზოგადოებისთვის იმას გააშუქებთ, რომ გენახათ ნიუსრუმში იყო ტაში და ჟრიამული, იმიტომ რომ ყველაზე კარგად იმ სიმძიმეს, როდესაც პოლიტიკური გავლენის ქვეშ ხარ, გრძნობენ ეს ადამიანები. ხომ ყველა ნაცებს ეძახდა ამათ, მათ შორის რუსთავი 2-ში, ამ დროს ყველზე კარგად შენ იცი როდესაც მუშაობ მთელი სიმახინჯე ამ სისტემის, ისევე როგორც ახლა, რა თქმა უნდა, ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ იმედზე ხომ ვეძახით რომ ქოცები არიან და ემსახურებიან რუსულ მიმართულებას, ამ დროს მათ ყველაზე კარგად იციან, უამრავი იქაც იქნება აუცილებლად გულწრფელი ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა რომ ამ წნეხისგან გათავისუფლდეს". - ამბობს გიორგი გაბუნია.

    ტაბულა
  15. tvati
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, დაუშებელია პარლამენტში სადემონსტრაციოდ გაკუთვნილი ნივთების, ბანერების, სასტვენების შეტანა. ასევე, პარლამენტის ვიზიტორს ეკრძალება ჟურნალისტებთან კომუნიკაცია, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანხმობის გარეშე.
    პარლამენტში ქცევის წესები შალვა პაპუაშვილმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
    როგორია ახალი ქცევის წესი პარლამენტის ვიზიტორთათვის: 
    პარლამენტის თავმჯდომარის ახალ წესებში აღნიშნულია, რომ  პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია, წესების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს პრევენციულ ღონისძიებას, დარღევის სიმძიმისა და დარღვევის გამეორების რისკის შეფასების საფუძველზე და ვიზიტორს შეუზღუდოს პარლამენტის შენობაში შესვლა ერთ წლამდე ვადით.
    შალვა პაპუაშვილის  თქმით, ბრძანება ძალაში 18 სექტემბრიდან შევა.

    პუბლიკა

  16. tvati
    ბორჯომში 35 წლის მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა სიმაღლიდან ჩამოვარდნას. შემთხვევა 3 სექტემბერს მოხდა.
    როგორც „სამხრეთის კარიბჭე“ იტყობინება, გარდაცვლილი შპს „ბესთ ბილდ გრუპში“ იყო დასაქმებული, რომელიც ბორჯომში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა. მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად რედაქციამ კომპანიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მათ კომენტარზე უარი განაცხადეს.
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

    ნეტგაზეთი
  17. tvati
    აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, აფხაზურ ტელეგრამ არხ D News Abkhazia- ცნობით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. არძინბას გადადგომა, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია ოფიციალურ უწყებებს.
    ასევე, არაოფიციალური ცნობების შესაბამისად, ინალ არძინბა მოსკოვში, უკრაინის მიმართულებით, რუსეთის ხელისუფლების ინტერესებში სამუშაოდ ბრუნდება.
    ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებს. თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან არძინბა აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს “საქართველოს მიმართულებით” მუშაობის შემთხვევაში, რამდენჯერმე დახურვით დაემუქრა.
    ინალ არძინბა სოხუმში 1990 წელს დაიბადა, თუმცა მისი საქმიანობა რუსეთს უკავშირდება. ინალ არძინბა მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დსთ-ის ქვეყნებთან სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მიმართულებით; ასევე, 2018 წელს მოსკოვის საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

    ნეტგაზეთი
  18. tvati
    ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევრკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტმებრს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.
    მათივე ცნობით, ჯოზეფ ბორელი საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განიხილავს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის პროგრესს. ბორელი ქართულ მხარესთან ასევე განიხილავს უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებს.
    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი შეხვდება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელთან ერთადაც ერთობლივი პრესკონფერენცია გამართავს.
    გარდა ამისა, ჯოზეფ ბორელი შეხვდება საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
    საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის 15 წელს აღნიშნავს.
    მათივე ცნობით, ბორელი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ორგანიზებულ მისიაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

    ნეტგაზეთი
  19. tvati
    „აშშ-სთვის საქართველო ახლა სუსტი და არასანდო პარტნიორია“, – გვითხრა ეველინ ფარკასმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და მაკკეინის ინსტიტუტის ამჟამინდელმა დირექტორმა, რომელსაც „ნეტგაზეთი“ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მე-7 კონფერენციაზე ესაუბრა.
    ყოფილმა დიპლომატმა აშშ-სა და ქართველ ხალხს შორის უფრო ღია კომუნიკაციის საჭიროებაზე, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის საფრთხეებზე და ასოცირებულ ტრიოს შორის საქართველოს ჩამორჩენაზე გაამახვილა ყურადღება.
    ფარკასი არ მოერიდა ხელისუფლების პირდაპირ კრიტიკას. ამასთან ერთად, ის არც თუ ისე ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებს – ყოველ შემთხვევაში, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში.
    წელს უსაფრთხოების რიგით მეშვიდე კონფერენცია ტარდება. როგორც დენიელ ფრიდმა მითხრა, მასზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც მოიწვიეთ, თუმცა უარი მიიღეთ..
    დიახ, ასეა. დავპატიჟეთ, მაგრამ გვიპასუხეს, რომ არ მოვიდოდნენ. ისე, კი ვცადეთ.
    უარის მიზეზებზე ხომ არაფერი უთქვამთ?
    არა, არ უთქვამთ.
    შალვა პაპუაშვილის თქმით, კონფერენციაზე არდასწრება საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობდა როგორ აფასებთ ამ უარს? იმედგაცრუებული ხართ?
    დიახ. ყოველთვის კარგია, ყველა ხედვა იყოს წარმოდგენილი. მათი ხედვა კი აქ არაა, არადა [კონფერენციაზე მთავრობას] აკრიტიკებენ. რომ დასწრებულიყვნენ, უფრო სრულყოფილი კონფერენცია იქნებოდა.
    სიმართლე გითხრათ, ეს ხომ მათთვისაც შესაძლებლობა იქნებოდა, მოსულიყვნენ, ესაუბრათ. არმოსვლა სიტუაციას ისე წარმოაჩენს, თითქოს რამის ეშინიათ. რატომ არ უნდა მოსულიყვნენ? მთელი ძალაუფლება თქვენ გაქვთ – მოდით კონფერენციაზე, რომელზეც უცხოელი სტუმრები არიან, გაგვიზიარეთ თქვენი ხედვები, გვითხარით, რა პოლიტიკა გაქვთ პუტინიზმისა და სხვა თემების მიმართ.
    ამ კონფერენციისთვის ვაშინგტონიდან საკმაოდ დიდი გზა გამოიარეთ. მალე, საქართველო ამერიკიდან კიდევ ერთ ადამიანს ელის – აშშ-ის ახალ ელჩს, რობინ დანიგანს. რა შეგიძლიათ გვითხრათ მასზე? რა რეპუტაცია აქვს ამერიკულ წრეებში? რა გამოწვევებს უნდა ელოდოს ის და რას უნდა ველოდოთ მისგან?
    იგი ბრწყინვალე ელჩი იქნება. პროფესიონალია, ვაშინგტონში მას კარგად იცნობენ. რეგიონსაც ძალიან კარგად იცნობს და ორმხრივი ურთიერთობებისთვის კარგი აქტივი იქნება.
    გამოწვევებს რაც შეეხება, ეს სხვათა შორის, ელჩ [მაიკლ] კარპერტერთან ერთად, კითხვა-პასუხისას განვიხილეთ: როგორ შეამციროს ნაპრალი ქართველი ხალხის სურვილებსა და ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებს შორის.
    როგორც ელჩს, მას, დიდწილად, სწორედ ამ ნაპრალში მოუწევს მუშაობა. იგი ამერიკის ხმაა, როგორც მთავრობისთვის, ასევე ხალხისთვის. მთავრობასთან განიხილავს, როგორია სამომავლო შესაძლებლობები, გამოწვევები, წინაღობები. ამავე დროს კი, გამჭვირვალედ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს და რაღა თქმა უნდა, საფრთხე არ შეუქმნას აშშ-ის ინტერესებს. აშშ-ის ინტერესები კი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ საზოგადოებას, რაც ქართველი ხალხის სურვილიცაა.
    აშშ-ის ინტერესები ახსენეთ და მსურს გკითხოთ – საკმაო ხანია თქვენს მიერ ზემოთ ხსენებული გზავნილი გვესმის ვაშინგტონიდან. ხომ არ ფიქრობთ, რომ ახალი გზავნილი ან მიდგომაა საჭირო – მაგალითად, უფრო დეტალური პოლიტიკა ამჟამინდელი ან მომავალი ადმინისტრაციის მხრიდან?
    ამჟამინდელი ადმინისტრაცია, როგორც ყველა წინა, ყოველთვის მხარს უჭერდა ქართველი ხალხის სურვილს.
    თუმცა, არის ერთ-ერთი მიმართულება, სადაც ალბათ შეგვიძლია ცვლილება შევიტანოთ – უფრო ღიად ვესაუბროთ ქართველ ხალხს მაშინ, როცა არ ვეთანხმებით მთავრობას. გვაქვს ამის შესაძლებლობა. აქვს ელჩსაც, სხვა ამერიკელ ოფიციალურ პირებსაც.
    როცა ვიგრძნობთ, რომ ქართველი ხალი სათანადოდ ვერ აცნობიერებს, რა გავლენას ახდენს მათზე მთავრობის უმოქმედობა, ხალხს ამის შესახებ უნდა ვუთხრათ. ვფიქრობ, ამის ვალდებულებაც კი გვაქვს, ვინაიდან ვაგრძნობინეთ ხალხს, რომ საქართველო გახდება დემოკრატიული საზოგადოებების წევრი. როცა ეს წევრობა საქართველოს მთავრობის მოქმედებების, ან უმოქმედობის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ხალხს უნდა ვუთხრათ. არა მგონია, მორალურად სწორი იყოს [ასე არ გაკეთება]. ამდენი წელი ვსაუბრობთ ღია კარის პოლიტიკაზე და ქართველ ხალხთან ღიად საუბარი გვმართებს, თუ ამ კარს საფრთხე შეექმნა.
    ახალი ელჩის მოლოდინთან ერთად, სულ ახლახან დიპლომატიური მისია დაასრულა კელი დეგნანმა. ბოლო დროს მის წინააღმდეგ კამპანია იწარმოებოდა – მთავრობის ზოგი წარმომადგენლის, მმართველ გუნდთან აფილირებული ძალების მიერ. კამპანიის ფარგლებში მოვისმინეთ საქართველოს ომში ჩათრევის და სხვა ბრალდებები. იმის გათვალისწინებით, რომ კამპანიის სამიზნე იყო აშშ-ის წარმომადგენელი საქართველოში, როგორ შეაფასებდით ჩვენი ქვეყნების ამჟამინდელ ურთიერთობებს?
    სულ ცოტა, [ეს კამპანია] შოკისმომგვრელი და იმედგამაცრუებელია. ის, რომ არსებობენ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ფაქტობრივად ადანაშაულებენ აშშ-ს „საქართველოს ომში ჩათრევაში“, რათა საქართველო დააშორონ მსოფლიო დემოკრატიებთან დაახლოებას და პუტინთან სანქციებით და სხვა ზომებით დაპირისპირებას, შემაშფოთებელია.
    მთავრობა, პატიოსანი რომ იყოს ხალხთან, უნდა აღიაროს, რომ საქართველო რუსეთს 2008 წლიდან ეომება. შეიძლება, სამხედრო ფაზა დასრულდა, მაგრამ პოლიტიკური გრძელდება. ბრალდება, თითქოს აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა, ძალიან უსამართლოა.
    ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად. უნდა აღვნიშნო – ხალხის შეცდომაში შეყვანაა, თითქოს აშშ გააკეთებს რამეს, რაც მათ უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს. პირიქით – ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველო, რომლის უსაფრთხოებაც უფრო ახლოსაა დაკავშირებული დასავლეთთან, ან სულაც გარანტირებულია ნატოს მიერ.
    საქართველო და აშშ, როგორც არაერთხელ ხაზი გაესვა, სტრატეგიული პარტნიორები არიან. თუმცა, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების რიგებში მატებაა – ახლახან შესაბამისი შეთანხმება ჩინეთთან გაფორმდა. ჩინეთი კი აშშ-ის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეა. როგორ ფიქრობთ, ყველაფერი ამ ერთი დეკლარაციით შემოიფარგლება, თუ რეალურ ქმედებებსაც უნდა ველოდოთ?
    არ მგონია, ეს სტრატეგიული პარტნიორობა იყოს, მაგრამ მთავრობამ ფაქტობრივად აიღო ჩინური ფული, რასაც ვალდებულებებიც მოჰყვება. ალბათ, იქნება რამე დიდი სესხი, საქართველოსთვის არასახარბიელო პირობებით. [ჩინეთის] იდეა კი საქართველოსთან მიმართებაში ბერკეტების მოპოვებაში მდგომარეობს, განსაკუთრებით [ანაკლიის] პორტის საკითხში.
    ეს კი, ჩემი აზრით, ძალიან შემაშფოთებელია, რასაც სტრატეგიული შედეგებიც მოჰყვება. ჩინელები პორტს ვაჭრობისთვის არ ყიდულობენ. ისინი მათ შესყიდვას ყველგან ცდილობენ, სამხედრო მიზნებისთვის. ადრე თუ გვიან, მოითხოვენ, რომ პორტს სამხედრო გემი ეწვიოს – როგორც მოუთხოვიათ მსოფლიოს სხვა წერტილებში.
    თუკი, როგორც თქვენ ამბობთ, საქართველო ჩინეთს ასეთ ბერკეტებს აძლევს, რა სიგნალია ეს ვაშინგტონისთვის?
    საქართველომ მისცა ბერკეტები პუტინს, სიძინპინს. ეს მთავრობა ძალიან სუსტია და მისი სიგნალი აშშ-სდამი ასეთია – ჩვენ ვართ სუსტი პარტნიორი, რომელზეც დაყრდნობა არ შეიძლება. შეიძლება, მთავრობას დარჩა პატარა ფანჯარა გამოღვიძებისთვის.
    პუტინმა სტრატეგიული თვალსაზრისით წააგო, სამხედრო თვალსაზრისით კი მოგებას ვერ შეძლებს. ჩინეთი კი, როგორც ეკონომისტები ამბობენ, დაღმავალი სახელმწიფოა, რაც პეკინს კიდევ უფრო სახიფათოს ხდის. ამიტომ, უკანა ეზოში არც მათი ყოლაა კარგი.
    აშშ-სთვის კი ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველო ახლა სუსტი და არასანდო პარტნიორია. შეიძლება საქართველოს კვლავ ვუწოდოთ სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ორჯერ უნდა დავფიქრდეთ, რას ვიტყვით და მოვიმოქმედებთ საქართველოს მთავრობასთან.
    უნდა აღვნიშნო – აშშ ქართველი ხალხის ერთგულია. თქვენი მამაცობის გამო. ქუჩაში გამოხვედით რუსული კანონის წინააღმდეგ. ამერიკელი ხალხი ამას ითვალისწინებს. ასე რომ არ ყოფილიყო, ვიტყოდით, ასეთი მთავრობა და რუსული ცხოვრება სურთ ქართველებს, ესაა მათი არჩევანი. მაგრამ, მუდმივად ვხედავთ ქართველთა მებრძოლ სურს. ეს განსაკუთრებით ეხება ვეტერანებს, რომლებიც ქართველებთან ერთად იბრძოდნენ ავღანეთსა და ერაყში. ვინც სამხედრო სფეროში ვიყავით, არ დაგვვიწყებია, რა მსხვერპლი გაიღეს ქართველმა ჯარისკაცებმა და მათმა ოჯახმა.
    პუტინთან დაპირისპირებას რაც შეეხება, ბევრი მკვლევარი თუ ოფიციალური პირი ამბობს, რომ ესმის საქართველოს სიფრთხილე რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაზე, სანქციებით თუ სხვა მეთოდებით. თქვენ რას ფიქრობთ? ამ მიმართულებით, რამდენად შორს შეუძლია წასვლა საქართველოს? რამდენად სწორად მიგაჩნიათ არგაღიზიანების პოლიტიკა?
    არ მიმაჩნია სწორად. სისულელეა, რუსეთის გაბრაზების გეშინოდეს. დასავლეთშიც ხშირად ვდარდობთ ამაზე, მერე კი ვიგებთ, რომ ნაბიჯები, რომლის გადადგმისაც გვეშინოდა, პუტინს ასუსტებს და იგი უკან იხევს.
    თანაც, პუტინს არ აქვს საშუალება, ახლა კიდევ ერთი ომი ჰქონდეს. იგი უკრაინაშიც ვერ იგებს.
    თქვენ ასევე ახსენეთ პუტინისთვის ბერკეტების მიცემა. მზარდ რუსულ გავლენაზე საუბრობს პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც თავის წერილში ქართველი ხალხისადმი. რომ შევაჯამოთ, როგორ ფიქრობთ, ბოლო წლებში დაუახლოვდა თუ არა საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებას?
    არა, სამწუხაროდ, დაშორდა. საქართველო ბოლოშია და მასსა და მოლდოვას შორის დიდი დისტანციაა. თუ დაიკარგება აქ მყოფი [სტუმრების] სურვილი, დაეხმარონ საქართველოს, ძალიან რთული იქნება – ბოსნიას ვითარებაში აღმოჩნდებით.
    სხვათა შორის, რაკიღა მოლდოვას თემა ჩამოვარდა, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს დისტანცია კიშინიოვსა და თბილისს შორის? რა გააკეთა მოლდოვამ, მაგრამ არ გააკეთა საქართველომ?
    მოლდოვამ დაინახა და ხელთ იღო შესაძლებლობა. მას ჰყავდა ძლიერი ლიდერები. უთხრეს დასავლეთს, რომ წევრობისთვის ყველაფერს საჭიროს გავაკეთებთო.
    რაც არ გაუკეთებია საქართველოს მთავრობას?
    დიახ, არ გაუკეთებია. ხოლო, როცა ევროკავშირი ეუბნება მოლდოვას, რომ [პროგრესისთვის] ამის და ამის გაკეთებაა საჭიროო, პასუხია – რა თქმა უნდა, როდის გავაკეთოთ?
    დაბოლოს, საქართველოში ამ კითხვას ხშირად ვსვამთ – მიიღებს თუ არა წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს? თუკი მიიღებს, ეს ხალხის დამსახურება იქნება, თუ მთავრობის?
    სანამ რამე რეალურად არ შეიცვლება, მაგალითად ხალხი ქუჩაში არ გამოვა, რომ ივანიშვილი [პოლიტიკას] ჩამოშორდეს, ვფიქრობ, რომ არა.
    ალბათ, საბოლოო ჯამში, [ევროკავშირში] უბრალოდ გადადებენ გადაწყვეტილების მიღებას. შეიძლება, საქართველოს მთავრობაში იმის იმედი აქვთ, რომ დასავლეთში იფიქრებენ, არ გვინდა, ქართველ ხალხს იმედი არ გავუცრუოთო.

    ნეტგაზეთი
  20. tvati
    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა სმს შეტყობინებების სახით მიიღეს შეთავაზება, შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების (Cashback) შესახებ.
    სემეკი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აღნიშნული შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტ თაღლითობას და მოუწოდებს, მსგავსი სმს შეტყობინების მიღებისას არ ისარგებლონ მითითებული ბმულით და არ შეიყვანონ სააბონენტო თუ პირადი მონაცემები.
    „კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზი, წყალი) კომპანიებთან რაიმე ტიპის შეღავათთან დაკავშირებით შეთანხმება ან კომუნიკაცია არ განხორციელებულა.
    მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა. მონაცემები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში შესასწავლად“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    იპნ
  21. tvati
    ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება,- ასე ეხმიანება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე უმრავლესობის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც პრეზიდენტის კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ და იმპიჩმენტის პროცესს იწყებენ.
    მსხილაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი მის ვალდებულებას ასრულებს.
    „საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს თავის უმაღლეს ვალდებულებას, ეს არის ხალხის ნება, პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებას, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია და კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლითაც ყველა ზომა უნდა მიიღოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციისთვის. ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“. ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება. ამაზე მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით. იმპიჩმენტის პროცედურა საკმაოდ დროში გაწელილია, ამიტომ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ“, - განაცხადა მსხილაძემ.

    იპნ
  22. tvati
    „სამწუხაროდ, ეს კონფერენცია იქცა პლატფორმად, სადაც ტრიბუნა ეძლევა რადიკალურ ძალებს, იმ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას, რომლებიც უარყოფენ არჩევნებს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც განმარტა, რატომ არ ესწრება მმართველი გუნდი კონფერენციას „პუტინიზმის დამარცხება“.
    ორდღიანი კონფერენცია, რომლის მთავარი თემებია ომი უკრაინაში, ნატო-სა და ევროკავშირის მომავალი და პუტინიზმის საწინააღმდეგო პოლიტიკის შემუშავება, ოფიციალურად დღეს გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეები გუშინ საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.

    პუბლიკა
  23. tvati
    ვფიქრობ, ოცნების პროგრამა მინიმუმია საკონსტიტუციო სასამართლოს (რომელიც დიდი ხანია აღარ არის დამოუკიდებელი) მეშვეობით პრეზიდენტი გააფორმოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევი და ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელი, რომ სტატუსზე უარი მას დააბრალოს, ხოლო სტატუსის მიღება მას არ გაუნაწილოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.

    როგორც ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, სასამართლოს სხვა საკითხებთან ერთად,  შესაფასებელი აქვს  საჭიროებდა თუ არა პრეზიდენტი მთავრობის თანხმობას იმ პირობებში, როცა ევროინტეგრაცია კონსტიტუციით გაცხადებული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია.



    "პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს დღეს ოცნება. მომდევნო 1 თვეში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. ოცნებაში შესანიშნავად იციან, რომ საკითხი სამართლებრივად ცალსახა არაა, ვინაიდან კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებაა ყველა ზომის მიღება ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად (მუხლი 78). პრეზიდენტი კი კონსტიტუციური ორგანოა. მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა იმის კეთება, რისთვისაც ევროპაში წავიდა. ვინ ვინ და კობახიძემ იცის, რომ ამ მუხლს ნორმალურ პირობებში დამოუკიდებელმა საკონსტიტუციო სასამართლომ გვერდი არ და ვერ უნდა აუაროს. ნორმალური პირობები არ გვაქვს, მაგრამ მაინც თავს იზღვევენ და ატარებენ ხაზს, რომ „პრეზიდენტი ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებს ევროპაში“. სასამართლოს ასევე შესაფასებელი აქვს (ცალსახა არაა ეს საკითხი) საჭიროებდა თუ არა პრეზიდენტი მთავრობის თანხმობას იმ პირობებში, როცა ევროინტეგრაცია კონსტიტუციით გაცხადებული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მომზადების და პარლამენტის მიერ იმპიჩმენტის კენჭისყრის ვადა დროში ემთხვევა ევროკავშირის მიერ სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვიდან 2 კვირაში პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს პრეზიდენტის იმპიჩმენტს.", - წერს მეზვრიშვილი.     
  24. tvati
    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეში რუსეთის პირველი თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს. ამის შესახებ განცხადება “ტავრიის” ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა, გენერალმა ოლექსანდრ ტარნავსკიმ განაცხადა The Observer-თან.
    ტარნავსკის თქმით, ისინი ახლა რუსეთის პირველსა და მეორე თავდაცვით ხაზს შორის არიან. მისი თქმით, მოსკოვში ზეწოლას გრძნობენ, რის გამოც ჯარები ოკუპირებული ტერიტორიების ფრონტის ხაზებიდან გადაანაწილეს — ხერსონიდან დასავლეთით და ლიმანიდან ჩრდილო აღმოსავლეთით.
    “მტერი რეზერვებს იხმობს არა მხოლოდ უკრაინიდან, არამედ რუსეთიდანაც. თუმცა ადრე თუ გვიან რუსებს ყველა საუკეთესო ჯარისკაცი გამოელევათ. ეს ჩვენ მოგვცემს ბიძგს, რომ უფრო და უფრო სწრაფად შევუტიოთ. ყველაფერი წინაა”, — განაცხადა ტარნავსკიმ.
    მისი განმარტებით რუსეთის თავდაცვით პირველ და მეორე ხაზებს შორის დიდი სხვობაა. კერძოდ, მეორე თავდაცვითი ხაზი კარგად აგებული არ არის, რის გამოც უკრაინელები საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილებას შეძლებენ, თუმცა ველი ჯერ კიდევ დანაღმულია.
    “რაც უფრო ახლოს ვართ გამარჯვებასთან, მით უფრო რთულდება ის. რატომ? იმიტომ, რომ, სამწუხაროდ ჩვენ ვკარგავთ ყველაზე ძლიერებსა და საუკეთესოებს. ასე რომ, ახლა უნდა ვკონცეტრირდეთ კონკრეტულ არეალებზე და დავასრულოთ საქმე. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთული იქნება ის”, — თქვა მან.

    netgazeti
  25. tvati
    ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები “ქართულ ოცნებას” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ინიციატივის გამო აკრიტიკებენ. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით, ეს ნაბიჯი არის “თავდასხმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე”.
    “საქართველოს პრეზიდენტმა 31 აგვისტოს ბერლინში შეხვედრით დაიწყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერი კამპანია, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის მეშვეობით.
    ამას წინ უძღოდა მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება, რომლითაც პრეზიდენტს უარს ეუბნებოდნენ უკრაინაში, გერმანიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა საამიროებში, ისრაელში, ბულგარეთსა და ჩეხეთში ვიზიტებზე.
    პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყება იმის გამო, რომ ის ევროკავშირის ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების საჭიროებაში არწმუნებს, პირდაპირი იერიშია ევროკავშირზე, რაც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც აღნიშნეს”, — ამბობენ ორგანიზაციები.
    ისინი ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ავალდებულებს როგორც პრეზიდენტს, ისე – მთავრობას, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
    “საგანგაშოა, რომ მთავრობა არათუ უგულებელყოფს საკუთარ ვალდებულებას, არამედ საქართველოს პრეზიდენტს – კონსტიტუციურ ორგანოს, ხელს უშლის ჩვენი ისტორიული არჩევანის განხორციელებაში.
    სწორედ ევროინტეგრაციის შემაფერხებელი ქმედებები წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. კიდევ ერთხელ შევახსენებთ საქართველოს მთავრობას ქართველი ხალხის ურყევ ნებას ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ და მოვუწოდებთ, შეწყვიტოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის სახით, ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება”, — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
    დემოკრატიის მცველები პრაიდი სასამართლოს გუშაგი საფარი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი უფლებები საქართველო ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პირველ სექტემბერს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ განაცხადა.
    “ოცნებაში” ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა
    პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.
    თუმცა უახლოეს წარსულში არსებობს იმის მაგალითიც, როცა პარლამენტში კენჭისყრა 93-ხმიანი მხარდაჭერით გაიმართა. საუბარია, მაისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე. როდესაც მიუხედავად საერთო ოპოზიციური განწყობისა, კენჭისყრაში მონაწილეობა უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა კიდევ 4-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა (ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და დილარ ხაბულიანმა) მიიღო.

    netgazeti
×
×
  • შექმენი...