Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია მან ჟურნალისტებს პარლამენტში მიაწოდა.
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „პუბლიკას“ დაუდასტურა, რომ ფარცხალაძე გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
    მედიისთვის უცნობია, კონკრეტულად რის შესახებ გამოიკითხა ფარცხალაძე.
    19 სექტემბერს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების და ამ საკითხთან საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივ რეაგირებას, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას.”

    publika
  2. tvati
    “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს ეროვნული საბჭოს წევრად ვინც არ უნდა წარედგინა, ნებისმიერს აირჩევდნენ, რათა ფინანსური სისტემა გადაერჩინათ.
    “ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა, ჩვენ მოგვიწია იმის აღიარებაც, რომ ვინც არ უნდა წარმოედგინა ქალბატონ სალომეს, ოღონდ საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ ის ადამიანები და ყველას ავირჩევდით. იმიტომ, რომ ფიზიკურ გადარჩენაზე იყო უკვე საუბარი, ასეთი მდგომარეობა დააყენეს და შეხედეთ, რომ სამი თანამდებობის პირი, რომელზეც ის იყო დამოკიდებული, სამივე ერთ დღეს გაწიეს გვერდით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
    რაც შეეხება სებ-ის საბჭოში არჩეულ ნანა ყეინიშვილს, რომლის ოჯახის რუსეთთან კავშირებზეც ეჭვები გამოითქვა ოპოზიციაში, მდინარაძე ამბობს, რომ არ ჰგონია, მსგავსი რისკები არსებობდეს.
    “არ მგონია, რომ ამ მიმართულებით პრობლემა იყოს, წარმოუდგენელია. ეროვნულ ბანკში რუსული კავშირები რომ იყოს, დღესვე ჩამოშლიდნენ”, – განაცხადა მდინარაძემ.
    საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) საბჭოდან 3 წევრის წასვლის შემდეგ, 21 სექტემბერს, პარლამენტმა 2 ახალი წევრი — ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი — აირჩია.
    20 სექტემბერს ეროვნული ბანკის საბჭო სამმა წევრმა დატოვა. მათთან ერთად თანამდებობიდან გადადგა ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი.
    ეროვნული ბანკიდან კადრების გადინებას წინ უძღოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესის შეცვლა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მა ყოფილი გენ. პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.
    ყეინიშვილისა და ხომერიკის კანდიდატურები პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარლამენტს გასულ კვირას წარუდგინა, თუმცა 21 სექტემბერს, საკომიტეტო განხილვისას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად მის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენაზე უარს ამბობდა. მიზეზად მან ეროვნული ბანკის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია დაასახელა.
    „როცა არ არის ნათელი, საქართველოს ეროვნული ბანკი ქართველ ხალხს თუ კონკრეტულ პირებს ემსახურება, პრეზიდენტს ამ ვითარებაში არ მიაჩნია, რომ წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები. შესაბამისად, კანდიდატებიც არ არიან კომიტეტზე წარმოდგენილი“, – განაცხადა გიორგი მსხალაძემ.
    მართალია, კომიტეტზე მმართველმა გუნდმა აღნიშნულ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა, თუმცა, მათი თქმით, საბოლოო ჯამში კანდიდატურების ჩაგდებას, შესაძლოა, კრიზისი შეექმნა ეროვნულ ბანკში, ვინაიდან წინა დღეს საბჭოს სამი წევრი გადადგა. იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო 2 თვეში სებ-ის საბჭოში მინიმუმ 1 წევრი მაინც არ აირჩეოდა, საბჭო ქმედითუუნარო გახდებოდა.
    ამ ფონზე, საპარლამენტო უმრავლესობა შეჯერდა, რომ პლენარულ სხდომაზე ორივე კანდიდატურისთვის დაეჭირა მხარი.
    გაიგეთ მეტი ამ ამბავზე:
  3. tvati
    საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება უნდათ შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში თქვა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელსაც 13-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კითხვებით მიმართა.
    ეკონომიკის მინისტრის თქმით, სულ ოთხმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა შესარჩევ პროცესში, საიდანაც მხოლოდ ორი გადავიდა შემდეგ ეტაპზე.
    "საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის და სწორი შედეგის მიღებისთვის, დააკმაყოფილა ორმა ჯგუფმა. ეს არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც გადავიდა მეორე ეტაპზე. მეორე არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ესეც არის აღიარებული, წამყვანი კომპანია მსოფლიოში.
    რაც შეეხება ორ სხვა პრეტენდენტს, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო შესაბამისობაში ჩვენი კონკურსის პირობებთან და შესაბამისად, ისინი შემდეგ ეტაპზე, რასაც ჰქვია წინადადების წარმოდგენის ეტაპი, ვერ გადავიდნენ", - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.
    ლევან დავითაშვილმა არ დაასახელა კონკრეტული კომპანიები, რომლებსაც პორტის აშენება სურთ - მისი თქმით, არსებობს კონფიდენციალურობაზე შეთანხმება და ამავდროულად, მათი სახელების გაჟღერებამ, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს კონკურსზე.
    "ორ პრეტენდენტთან გვექნება მოლაპარაკებები, რომ მივიღოთ მათგან წინადადებები და ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობაზეა დამოკიდებული, ვინ იქნება ჩვენი პარტნიორი", - დასძინა მან.
    ასევე ნახეთ ანაკლია - პორტი, რომელმაც შესაძლოა საქართველოს გეოპოლიტიკური მომავალი გადაწყვიტოს
    ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ეკონომიკის მინისტრს ჰკითხეს მოსალოდნელ ხარჯებსა და მშენებლობისთვის საჭირო დროზე. მინისტრის თქმით, პორტის პირველი ფაზის მშენებლობის სავარაუდო ხარჯი 589 მილიონია:
    "ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს, რომ მშენებლობის დაწყებიდან სამი წელია საჭირო, რომ პირველი ფაზა დასრულდეს. მშენებლის შერჩევიდან 9 თვის განმავლობაში ყველა მოსამზადებელი სამუშაო იქნება დასრულებული და კომპანია იქნება მზად სამუშაოებს შეუდგეს".
    პარლამენტის დეპუტატებს აინტერესებდათ, ხელისუფლებას აქვს თუ არა რაიმე გარანტიები ჩადებული, რომ ინვესტორისთვის გადაცემული 49-პროცენტიანი წილი მომავალში არ აღმოჩნდება რუსეთის ხელში.
    "რუსულ კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ კონკურსში. იმისთვის, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს ინტერესი არ დომინირებდეს საქართველოს ინტერესებზე და ჩვენ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ და ეს პორტი ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, აქედან გამომდინარეა ის კონფიგურაცია, რომ სახელმწიფოს ექნება საკონტროლო პაკეტი (51%)...
    არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა იქნება, როცა კომერციულ და სტრატეგიულ ინტერესებზე ვსაუბრობთ: შეიძლება, ორი პოლიტიკურად ძალიან მეგობარი ქვეყანა ეკონომიკურად კონკურენტი იყოს და ერთმანეთთან ვერ ითანამშრომლოს ან დაზიანდეს ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესი. სწორედ ეს იყო ჩვენი ამოსავალი, როდესაც ამ კონფიგურაციით დავიწყეთ ანაკლიის პორტის განვითარება", - უთხრა მათ მინისტრმა.
    ასევე ნახეთ "ანაკლიის კონსორციუმი": ანაკლიის პორტზე პრემიერის გეგმას წარმატება არ უწერია
    დეპუტატებმა მინისტრისთვის დასმულ კითხვებში გაიხსენეს ინვესტორის მიერ საარბიტრაჟო სასამართლოში წამოწყებული დავა, რომლითაც ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მოთხოვნილია 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა.
    "კონკრეტული მოლოდინების დაფიქსირება ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუ როგორ დასრულდება საარბიტრაჟო დავა. მთავრობას აქვს გამყარებული პოზიცია შესაბამისი არგუმენტებით, რომ არბიტრაჟი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს და საქართველოს მთავრობას არ მოუწიოს განუხორციელებელი პროექტისთვის თანხების გადახდა. მით უმეტეს, ხედავთ რა ოდენობის თანხაა მოთხოვილი მომჩივანი მხარის მიერ.
    ეს არის ცალკე იურიდიული პროცესი და ვერ მოახდენს გავლენას ვერც [ინვესტორის] შერჩევის და ვერც განხორციელების პროცესზე. ეს არის სახელმწიფოსთან დავა და პროექტი ყველა შემთხვევაში განხორციელდება იმ პირველადი მოცემულობით, რომელიც საჯაროდ სახელმწიფომ განაცხადა", - თქვა ლევან დავითაშვილმა კითხვის პასუხად.
    ეკონომიკის მინისტრის წერილობითი პასუხი დეპუტატების 5 კითხვაზე. 2022 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ანაკლიის პორტის" აშენებაში სახელმწიფო ჩაერთვება და ინვესტორთან ერთად დაფუძნებულ კომპანიაში 51%-იანი წილი ექნება.
    უფრო ადრე, ჯერ კიდევ წინა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მუშაობის დროს, 2020 წლის დასაწყისში, მთავრობამ გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.

    რადიო თავისუფლება
  4. tvati
    “აშშ-მ ფარცხალაძე დაასანქცირა, როგორც რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე ოლიგარქი, რომელიც ემსახურება საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებას. შესაბამისად, როცა იღებ ბრძანებას, რომლითაც იცავ ფარცხალაძეს და არა მხოლოდ მას, ამით ავტომატურად აკეთებ რუსულ საქმეს. რაც გააკეთა “ოცნებამ” და რაც გააკეთებინა თურნავას, ამით მოემსახურა რუსულ საქმეს, ანუ შეასრულეს რუსული ბრძანება.”

    მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  380342442_684773199911062_7777315380249846373_n.mp4
  5. tvati
    მთავარი მოთხოვნა არის თურნავას რუსული ბრძანების გაუქმება, რომელიც პასუხისმგებლობას არიდებს რუსეთის აგენტებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
    მისივე თქმით, პარტნიორებმა, მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ყველამ დაინახა, რომ ეროვნული ბანკი იმართება ერთი ტელეფონის ზარით, დაახლოებით ისე, როგორც სასამართლო.
    „მოქალაქეობის შეწყვეტა რამენაირად შეცვლის იმ ფაქტს, რომ ეს კაცი ამ ქვეყნის გენერალური პროკურორი იყო და ბრალდებულია „ეფესბეთან“ კავშირში? ან რაიმეთი მის გავლენებს საქართველოში შეასუსტებს? მთავარი მოთხოვნა არის თურნავას რუსული ბრძანების გაუქმება, რადგან ის პასუხისმგებლობას არიდებს ადამიანებს, რომელიც დადასტურებულად რუსეთის აგენტია. ეროვნული ბანკი რომ დაკარგულია და ეს თითოეულ მოქალაქეზე აისახება, ესეც შემდგარი მოცემულობაა. ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა არაფრისმომცემია და პრობლემის გადაჭრის გზა. ამიტომ უკაცრავად, სისულელეები არ არის მთავარი, მთავარი არის რუსული ბრძანების გაუქმება. ფარცხალაძეს თუ მოქალაქეობა შეუწყდება, მე მაგალითად, საგამოძიებო კომისიას ვერ დავაინიცირებ ფარცხალაძეზე, ვერ მოვითხოვ, მოვიდეს აქ და კითხვები დავუსვა”, - განაცხადა ლილუაშვილმა.
  6. tvati
    უკრაინა შეერთებულ შტატებთან ერთად თანამედროვე იარაღის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების, წარმოებას დაიწყებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
    „გრძელვადიანი შეთანხმება - ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ უკრაინამ ამერიკასთან ერთად აწარმოოს საჭირო იარაღი. ეს არის ჩვენი ერთიანობის ახალი დონე. თავდაცვის ინდუსტრიაში ერთობლივი წარმოება შეერთებულ შტატებთან ისტორიული რამ არის", - აღნიშნა ზელენსკიმ.
    მისი თქმით, ამას გლობალური დადებითი შედეგები ექნება. "ჩვენ ვემზადებით შეერთებულ შტატებთან ერთად იარაღის წარმოებისთვის ახალი თავდაცვის ეკოსისტემის შესაქმნელად, რათა ერთად კიდევ უფრო გავაძლიეროთ თავისუფლება და სიცოცხლის დაცვა. ამას ექნება გლობალური დადებითი შედეგები", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

    ipn
  7. tvati
    პარლამენტთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების აქცია მიმდინარეობს. შეკრების გზავნილია “რუსი აგენტების წინააღმდეგ!”
    “რუსეთის აგენტებო, გთხოვთ, დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საერთაშორისო სანქციები”, – ისმის პარლამენტთან.
    პარალელურად, პარლამენტში ინტერპელაციის წესით უნდა მოუსმინონ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს.
    დავითაშვილის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ 12:00 საათზე დაიწყება. შემდგომ კი დეპუტატების წინაშე ვახტანგ გომელაური წარსდგება.

    ამერიკის შეერთხებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.
    აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.
    „ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.
    რა (არ) ვიცით ოთარ ფარცხალაძეზე ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, გაუგებარია — ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.
    ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.
    მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.
    ნასამართლეობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.
    „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.
    ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება აუდიტის სამსახურის იმდროინდელი უფროსის და ამჟამად დევნილობაში მყოფი ლაშა თორდიას ცემის ფაქტიც.

    netgazeti
  8. tvati
    როგორ მუშაობენ პუტინის ტროლები? როგორ ცდილობენ საზოგადოების მანიპულირებას და რა მექანიზმებს იყენებენ საამისოდ? ფინელი ჟურნალისტი ჯესიკა არო ამ საკითხს უკვე 10 წელია იკვლევს.
    „არის უმცირესობა, დაახლოებით 20%, რომლისთვისაც ტროლად მუშაობა საოცნებო სამსახურია. მათ ეს მოსწონთ“, – გვითხრა მან რუს ტროლებზე საუბრისას. „ნეტგაზეთი“ აროს თბილისში 20 სექტემბერს ესაუბრა რუსული პროპაგანდის ახალ მეთოდებსა და მასთან ბრძოლის გზებზე, ფინურ გამოცდილებასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში ჟურნალისტების როლზე.
    ჯესიკა არო საქართველოს დედაქალაქში სტუმრობდა „მედიის განვითარების ფონდის“ ორგანიზებული ფაქტების ანალიტიკოსთა კონფერენციის — „გამოავლინე სიმართლე“ — ფარგლებში.
    სწორედ 20 სექტემბერს გაიმართა მისი წიგნის, „პუტინის ტროლების“ პრეზენტაცია. წიგნი ილიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ქართულად თარგმნა „მედიის განვითარების ფონდმა“.
    პუტინის ტროლებსა და პროპაგანდას 2014 წლიდან იკვლევთ. თითქმის ათი წელი გავიდა. გახდა თუ არა ამ პროპაგანდის სტრატეგია უფრო დახვეწილი და ჭკვიანური ამ დროის განმავლობაში?
    დიახ, ისინი უფრო მიზნობრივ პროპაგანდას აწარმოებენ. აქტიურად ქმნიან დახურულ ჯგუფებს „ტელეგრამსა“ და „ვოთსაპში“. 2014-ში ასეთი ჯგუფები, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ასეთ დახურულ ჯგუფებში არსებულ პროპაგანდასთან ბრძოლა და იქ შეღწევა შეუძლებელია, თუ, რა თქმა უნდა, არ მიგიწვიეს.
    ამასთან ერთად, სხვადასხვა მეთოდს იყენებენ სხვადასხვა ქვეყანაში. ზოგან ელექტრონული ფოსტითაც კი აგზავნიან წერილებს და, სხვათა შორის, საკმაო წარმატებაც აქვთ.
    კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ისინი სოცმედიის ინფლუენსერებს ფულს უხდიან პროპაგანდის გავრცელებისთვის, მაგალითად, „ტიკ-ტოკსა“ თუ „იუთუბზე“. სამწუხაროდ, ჩანს, რომ ზოგმა ინფლუენსერმა ან იცოდა, ან არა ამის შესახებ, მაგრამ მიიღო ეს წინადადება. მაგალითად იტალია შეგვიძლია მოვიყვანოთ: კოვიდის პირველი ტალღის დროს „ტიკ-ტოკის“ ინფლუენსერებს ფულს სთავაზობდნენ პროკრემლისტური იდეების გავრცელებაში.
    ვფიქრობ, ახალი მეთოდების აღმოსაჩენად კრეატიულობის დეფიციტი არ ექნებათ.
    მიზნობრივ პროპაგანდაში კონკრეტულად რას გულისხმობთ? კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებს, მაგალითად, ხანდაზმულ ადამიანებს?
    დიახ. აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ავიღოთ. ოპერაცია საკმაოდ კარგად ჰქონდათ დაგეგმილი. მასში ჩართულნი იყვნენ რუსეთის აგენტები, რომლებიც მერყევ შტატებში [აშშ-ის საარჩევნო სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, სწორედ რამდენიმე ასეთი შტატი წყვეტს არჩევნების ბედს. მათში გამარჯვებით კანდიდატს, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს პრეზიდენტობა] იკვლევდნენ, როგორი განწყობები იყო საზოგადოებაში და როგორია ყველაზე, ასე ვთქვათ, ფეთქებადი თემები და საზოგადოების ჯგუფები.
    მიზანი, საბოლოო ჯამში, იყო, რომ ზემოთ ხსენებულ ჯგუფებს ხმა დონალდ ტრამპისთვის მიეცათ. მიზნობრიობა გამომდინარეობდა სხვადასხვა საკითხზე შეხედულებით, ან სულაც ცხოვრების არეალით. საკითხები მოიცავდა რელიგიას, აზრს მიგრანტებზე… შემდეგ ეს აგენტები მიღებულ ინფორმაციას გადასცემდნენ „ტროლების ქარხანას“, რომელიც მუშაობას იწყებდა, თანაც, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან ერთად.
    თუკი ათ წელიწადში რუსეთის პროპაგანდა უფრო ეფექტიანი გახდა, შეგვიძლია იგივე ვთქვათ მასთან ბრძოლაზე ზოგადად დასავლეთში და კონკრეტულად ფინეთში?
    მნიშვნელოვანი კითხვაა, მაგრამ პასუხის გაცემა რთულია. არ გვაქვს ინსტრუმენტი, რომელიც კარგად გაზომავს ამ პროპაგანდის გავლენას და მასთან ბრძოლის ხარისხს. თუმცა, უნდა ვთქვა, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული ვარ, რამდენად ცოტას აკეთებენ მთავრობები ინფორმაციულ ომთან დასაპირისპირებლად. არადა, მათ იციან, რომ ეს ომი იწარმოება ან რუსული „ტროლების ქარხნების“, ან სადაზვერვო სამსახურების მიერ და მათი მიზანი სწორედ ამ მთავრობების დამხობაა!
    სხვათა შორის, ბევრ ქვეყანაში, რასაც მე ვუყურებ, რუსეთის საელჩოებს ჰყავთ სპეციალური თანამშრომლები, რომლებიც აკვირდებიან ადგილობრივ დისკუსიებს. შემდგომ შეუძლიათ ან თავად მოახდინონ გავლენა ამ დისკუსიებზე, ან ინსტრუქციები მისცენ დაბალანაზღაურებად ტროლებს. იგივეს აკეთებდა რუსეთის საელჩო ფინეთში. სხვა ქვეყნებშიც ასე ხდება.
    ამასთან ბრძოლა ბევრი ქვეყნის მთავრობებისთვის მარტივი არაა. ისე ჩანს, რომ რუსი დიპლომატების გაძევება შედეგებს არ იძლევა. ისე გამოდის, რომ დასავლეთის ქვეყნების მთავრობები არ იცავენ თავიანთ მოქალაქეებს.
    როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დაიცვას მთავრობამ თავისი მოქალაქეები – დიპლომატების გაძევების, რუსული სამთავრობო მედიის აკრძალვის გარდა?
    არის სხვა მეთოდებიც. მაგალითად ბრიტანეთი შეგვიძლია მოვიყვანოთ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ნაბიჯს დიდი შედეგები მოჰყვა, მაგრამ ლონდონში სცადეს მაინც. კერძოდ კი, რამდენიმე წლის წინ დიპლომატიურად მოითხოვეს მოსკოვისგან, არ ჩარეულიყო არჩევნებში და აეხსნა, რაში მდგომარეობდა კრემლის ქმედებები. დიახ, შეიძლება ამან არ იმუშავა, მაგრამ რუსეთმა სიგნალი ხომ მაინც მიიღო?! ეს უფრო მეტია, ვიდრე ქვეყნების უმრავლესობამ გააკეთა.
    აშშ-მა ტრამპის პრეზიდენტობის დროსაც კი მოახერხა, „ტროლების ქარხნისთვის“ ინტერნეტი გაეთიშა, 2018 წლის შუალედურ არჩევნებში ჩარევის გამო. იყო გამოძიებებიც, რომელსაც ხელმძღვანელობდა რობერტ მალერი. ისიც კი სცადეს, რომ არჩევნებში ჩარევაში ბრალდებული რუსი ჯაშუშებისთვის ბრალი წარედგინათ. კი ბატონო, არც ეს გამოვიდა, მაგრამ მათი დასახელება და შერცხვენაც საქმეა.
    კიდვე რისი გაკეთება შეიძლება? მაგალითები აგერაა.
    თუ თქვენს ქვეყანაში ოპერირებს „ტროლების ქარხანა“, დახურეთ. აგერ, გერმანიაში „რაშა თუდეის“ შვილობილი წლები მუშაობდა, ავრცელებდა რუსულ ტყუილებს, თანაც მთელ მსოფლიოში. აიღეთ და დახურეთ.
    რა უნდა გაკეთდეს მაშინ, როცა ეს ქარხნები კონკრეტულ ქვეყანაში არ მდებარეობს? მაგალითად, „ფეისბუქზე“ მოქმედ ტროლებს რა მოვუხერხოთ?
    „ფეისბუქი“ ზოგჯერ ბლოკავს ასეთ ექაუნთებს. ისიც უნდა ითქვას, რომ უკრაინამ, მაგალითად, დაბლოკა [რუსული სოციალური ქსელი] „ვკონტაკტე“. დასახურია „რაშა თუდეიც“ ევროკავშირში. ასევე, წლებია ვსაუბრობ, რომ დასავლურმა სადაზვერვო სამსახურებმა მეტი ინფორმაცია უნდა გაუმხილონ საზოგადოებას. უნდა აჩვენონ ხალხს, როგორ ზემოქმედებენ ტროლები მათზე ახლა და არა წლების შემდეგ, როცა ზემოქმედებას შედეგიც მოჰყვება.
    მსოფლიოს სხვა წერტილებში რისი გაკეთება შეიძლება? წიგნის პრეზენტაციაზეც ისაუბრეთ „გლობალურ სამხრეთზე“ და თქვენც ახსენეთ, რომ კოლონიალური წარსულის გამო იქ დასავლეთი დიდად არ უყვართ… იქ როგორ უნდა ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას?
    თუ გაიგებთ, მეც მითხარით.
    ასე ცუდადაა საქმე?
    დიახ, ნამდვილად. პირდაპირ გეტყვით – არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ.
    იქ თუ არა, ჩვენს ქვეყნებში ხომ შეგვიძლია რამის გაკეთება. სხვათა შორის, საქართველო და ფინეთი ხომ რაღაცით გვანან ერთამენთს…
    უნდა გვახსოვდეს: რუსეთის ყოველთვის იყო აგრესორი, ყოველთვის ცდილობდა მეზობლების ანექსიას, წაეღო ყველაფერი. აი, სწორედ ამის გახსენება დაგვეხმარება. ზოგადად, ტრაგედიაა რუსეთის მეზობლობა.
    გაქვთ თუ არა, მაგალითად, დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამები ფინეთში, თუნდაც სკოლის მოსწავლეებისთვის?
    დიახ, არიან მოხალისე ჟურნალისტები, რომლებიც სკოლებში დადიან და ამ ყველაფერს ბავშვებს ასწავლიან.
    სკოლები ამ პროცესში ეხმარებიან?
    დიახ, უფრო მეტიც – სკოლები აქეთაც სთხოვენ ხოლმე ჟურნალისტებს მისვლას და ახსნას. გარდა ამისა, ბავშვები დაწყებით სკოლაში სწავლობენ ამ ყველაფერს.
    ჟურნალისტების როლზე უფრო რომ განვავრცოთ, ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია? როგორ უნდა ვიყოთ უფრო ეფექტიანები?
    მე ამ ვითარებას ასე ვუყურებ: კონკურენციაში ვართ რუს ტროლებთან. ჩვენც გვინდა აუდიტორიის მოზიდვა, ისტორიების მოყოლა. უნდა ვიპოვოთ ამის გზები, რადგან თუ მოსაწყენ სტატიას დაწერ, არავინ წაიკითხავს. ამაში უნდა გავუმჯობესდეთ. უნდა ვისწავლოთ, როგორ გამოვიყენოთ ის ტექნიკა და სოცმედიის არხები, რომლებსაც ისინი იყენებენ.
    დიახ, სწორედ ამას ვამბობ! ზოგჯერ, პირდაპირ უნდა გითხრათ, უნდა ვაღიაროთ მათი უნარები – ზოგი სტატია ძალიან დიდ ჩართულობას იწვევს. მათი მიზანი ესაა, რომ შეჯდე ამაზე. თანაც, ისინი კარგად აგროვებენ ლოიალურ აუდიტორიას, რასაც ჩვენ, ჟურნალისტები თუ ფაქტების გადამმოწმებლები, იმხელა ყურადღებას არ ვაქცევთ. შეგვიძლია ვიკამათოთ მათ მეთოდებსა თუ თემებზე, მაგრამ შედეგი აქვთ.
    ჩემი გამოცდილება დაიწყო ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საპილოტე პროექტისას. ჩემი მიზანი იყო, მემუშავა სოცმედიაში, მხოლოდ იმ აუდიტორიაზე, ვისაც, როგორც წესი, არ აინტერესებს მაუწყებელი, რადგან მოსაწყენი ჰგონია, ძალიან დაღლილია ახალი ამბებით. ვიგრძენი, რომ მჭირდებოდა ახალი ამბების გადაცემის უნარის განვითარება. მოვახერხეთ აუდიტორიის მოზიდვა. უბრალოდ, ხალხის ენაზე უნდა ვისაუბროთ.
    ასევე დავამატებდი, რომ აუცილებლად უნდა გვქონდეს ურთიერთობა იმ ხალხთან, ვინც უკვე არის ამ მახეში და ჩვენ ვეზიზღებით, ვინაიდან ტროლებმა დაარწმუნეს, რომ სწორედ ჩვენ ვართ პროპაგანდისტები. ჩვენც უკეთესები უნდა გავხდეთ.
    ტროლების დაბალი ანაზღაურება ახსენეთ. სათუოა, ტროლობა საამაყო სამსახური იყოს – მშობლებთან ვერ დაიკვეხნი, ვერც მეგობრებს ეტყვი. თუ ანაზღაურებაც კი არაა მაღალი, რა უბიძგებს ხალხს, დათანხმდეს ასეთ სამსახურს?
    ჩემი კვლევის შედეგებს გაგიზიარებთ: ამ ქარხნების თანამშრომელთა უმრავლესობა დიდხანს არ რჩება, კადრთა დინება მაღალია. ორიოდე თვე მუშაობენ. ასევე მითხრეს, რომ ტროლების ქარხნებში დასაქმებულთა დაახლოებით 80%-ს იდეოლოგია სულაც არ აქვს. არ არიან პუტინის გულანთებული მხარდამჭერები, რომ მარტო ამის გამო მოსწონდეთ მუშაობა. თუმცა არის უმცირესობა, დაახლოებით 20%, რომლისთვისაც ტროლად მუშაობა საოცნებო სამსახურია. მათ ეს მოსწონთ. ხელფასებს რაც შეეხება, 2014 წლისთვის მათი საშუალო ხელფასი დაახლოებით 500 ევრო იყო.
    ამ 20%-ს რაც შეეხება, თქვენი დაკვირვებით, მათ კონკრეტულად რა მოსწონდათ? ის, რომ პუტინის საქმეს აკეთებენ, თუ ის, რომ სწორედ ისინი იგონებდნენ ამ ყალბ ამბებს და წარმატებასაც აღწევდნენ?
    დიახ, ორივე ვარიანტია შესაძლებელი. იქნებ, უბრალოდ, ქაოსის შექმნა მოსწონთ.
    მთავარ ფოტოზე: ჯესიკა არო/მედიის განვითარების ფონდი [MDF]

    netgazeti
  9. tvati
    დღეს, 22 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ორი მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა გაიმართება.
    პარლამენტში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მივლენ.
    გომელაურმა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაგზავნილ კითხვებს უნდა უპასუხოს. კითხვებით მას ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა.
    რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, ის ანაკლიის პორტის თემაზეა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ არის მიწვეული.

    ipn
  10. tvati
    საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
    მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
    პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს.
    „შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ საპარლამენტო ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
  11. tvati
    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელები ქალაქ ბახმუტს და უკრაინის კიდევ ორ ქალაქს რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლებენ.
    „ჩვენ მოვახდენთ ბახმუტის დეოკუპაციას. ვფიქრობ, კიდევ ორი ქალაქის დეოკუპაციას მოვახდენთ", - განაცხადა ზელენსკიმ ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბარში.
    ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რომელ ქალაქებს გულისხმობდა.
    „არ გეტყვით რომელი ქალაქებია, ბოდიში. ასე რომ, ჩვენ გვაქვს გეგმა. ძალიან, ძალიან კომპლექსური გეგმა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
  12. tvati
    ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, როგორც რუსეთმა, ასევე უკრაინამ უჩვეულოდ ინტენსიური თავდასხმები განიცადეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.
    „გავრცელდა ცნობები ყირიმში, კრასნოდარის ოლქსა და მოსკოვის მახლობლად რუსეთის ლოგისტიკურ ობიექტებზე, საჰაერო ბაზებსა და სამეთაურო პუნქტებზე მომხდარი აფეთქებების შესახებ.
    დიდი ალბათობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი კვლავ მძიმე დარტყმის სამიზნე გახდა. თუმცა, მოსკოვის მახლობლად მდებარე ჩკალოვსკის აეროდრომზე აფეთქებები, სავარაუდოდ, ყველაზე სტრატეგიული პრობლემა იქნება რუსეთის ლიდერებისთვის. ეს არის სენსიტიური ადგილი, რადგან იქ განლაგებულია სპეციალიზებულ სამხედრო თვითმფრინავები, ასევე რუსეთის ლიდერების „ვი-აი-პი" ტრანსპორტი", - აცხადებენ უწყებაში.
    მათი განმარტებით, განსაკუთრებით აქტუალურია ინფორმაცია COOT-ის (ილ-20) სპეციალური მისიის თვითმფრინავის დაზიანების შესახებ.
    „ზუსტი ვარიანტი გაურკვეველია, მაგრამ ეს ღირებული აქტივები ახორციელებენ მისიებს, რომლებიც მოიცავს ელექტრონულ დაზვერვის მონაცემების შეგროვებას”, - აღნიშნულია ანგარიშში.
    ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა გასული კვირის განმავლობაში უკრაინის მასშტაბით არაერთი დარტყმა განახორციელა.
    „ეს უჩვეულო ინტენსივობა, სავარაუდოდ, ნაწილობრივ არის პასუხი რუსეთსა და ყირიმში მომხდარ ინციდენტებზე. სახმელეთო ბრძოლა შედარებით სტატიკურია, თითოეული მხარე უპირატესობას ეძებს მოწინააღმდეგის სტრატეგიულ სიღრმეზე დარტყმით", - აღნიშნულია ანგარიშში.

    ipn
  13. tvati
    ლიეტუველი ევროპარლამენტარის, Renew Europe Group-ის წევრ პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ სანქციების აღსრულების წესის შეცვლის მსგავსი გადაწყვეტილებები არის მიზეზი, რის გამოც ევროპაში სულ უფრო მეტად ეპარებათ ეჭვი საქართველოს მიერ სანქციების რეალურად განხორციელებაში.
    „ცოტა შოკში ვიყავი საქართველოს ცენტრალური ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილებით. მერე ვნახე, რომ ძალიან სერიოზულმა და ერთგულმა ხალხმა დატოვა ბორდი. არ უნდა ხდებოდეს ეროვნული ბანკის ზოგიერთი გადაწყვეტილების პერსონალიზაცია. თუ ისეთ სერიოზულ ინსტიტუტს, როგორიცაა ეროვნული ბანკი, მოვარგებთ გარკვეულ პიროვნებებს, — ჩემი აზრით, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, — მაშინ ეროვნული ბანკი ვერ შეინარჩუნებს თანმიმდევრულობას“, — განაცხადა აუსტრევიჩიუსმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ ორგანიზებულ ონლაინ-შეხვედრაზე, თემაზე „როგორ გავაძლიეროთ საქართველოს თავსებადობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან“.
    ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვერ შეცვლის თავის პოლიტიკას და გაწევრიანების მსურველი საქართველო უნდა მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირის პოლიტიკასთან.
    მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა და ბანკებს აუკრძალა სანქციების აღსრულება საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც ადგილობრივი სასამართლოების ძალაში შესული განაჩენი არ არის დამდგარი.
    რამდენიმე ბანკმა გუშინვე განაცხადა, რომ ისინი დარჩებიან საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრაში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ კი თქვა, რომ ბანკებს არ აქვთ უფლება არ დაემორჩილონ რეგულატორის მიერ დაწესებულ წესებს.
    20 სექტემბერსვე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის საბჭო სამმა წევრმა დატოვა. პოსტიდან წავიდა ბანკის მრჩეველიც.
    3 წევრის დატოვების შემდეგ დაკარგავს თუ არა სებ-ის საბჭო უფლებამოსილებას ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებს, თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებს — სახდეპი

    ნეტგაზეთი
  14. tvati
    “ეს ბრძანება ბევრად უფრო პრორუსული და რუსულია, ვიდრე რუსული კანონი, იმიტომ, რომ პირდაპირ რუსეთის ინტერესების დაცვას ემსახურება.”
      ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 381190509_867728584987374_2947527177236650293_n.mp4
  15. tvati
    სასტიკი ანგარიშსწორება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორზე.
    65 წლის ოთარ გელაშვილი, რომელიც რამდენიმე პირმა გაიტაცა და გარდაბნის ტყეში აწამა, გარდაიცვალა.
    შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფაქტი პირად კონფლიქტს უკავშირდება.. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
    „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.  მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

    გურიანიუსი
  16. tvati
    მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის ვებ-გვერდზე ინფორმაცია გაჩნდა, რომლის თანახმადაც, ავიაკომპანია „როსია“თბილისში ფრენებს მიმდინარე წლის 14 ოქტომბრიდან განახორციელებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
    ვებგვერდის მონაცემებით, რეისები დღეში ორჯერ შესრულდება.
    გარდა ამისა, „როსიას“ შეუძლია ბათუმის მიმართულებით რეისები კვირაში სამჯერ განახორციელოს: ოთხშაბათს, შაბათს და კვირას. როგორც შერემეტიევოს აეროპორტის მონაცემებიდან ირკვევა, პირველი რეისი სავარაუდოდ, 14 ოქტომბერს შესრულდება.
    „ნებართვის მიღების შემთხვევაში, Rossiya Airlines მზად იქნება ფრენები დაიწყოს როგორც ამ მიმართულებით (მოსკოვი-თბილისი ), ასევე სხვა მიმართულებებით“, - განუცხადეს RBC-ს ავიაკომპანიის პრესსამსახურში.
    ავიაკომპანიის წარმომადგენელმა უარი თქვა დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე.
    მედიასაშუალების ინფორმაციით, Rossiya Airlines ევროკავშირის შავ სიაშია.

    ipn
  17. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა.
    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ფინანსური სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილეს.
    შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია.
    პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტი დღეს ასევე, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა.

    ipn
  18. tvati
    ნიდერლანდების ცენტრალური ოლქის პროკურორმა ძებნაში გამოაცხადა 28 წლის საქართველოს მოქალაქე თორნიკე მანველიძე, რომელსაც ბრალად ედება უტრეხტში 32 წლის საქართველოს მოქალაქის სასიკვდილოდ დაჭრა.
    მოქალაქეებს მოუწოდებენ, მანველიძის შესახებ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში პოლიციას მიმართონ და აგრეთვე აფრთხილებენ, ეჭვმიტანილის დანახვის შემთხვევაში მასთან არ მივიდნენ და პირდაპირ პოლიციაში დარეკონ.

    ნეტგაზეთი
  19. tvati
    „ნათია თურნავას ბრძანება, რომ სანქცია არ გავრცელდეს საქართველოს მოქალაქეებზე, არის არაკონსტიტუციური“, — ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში.

     
    „უდანაშაულობის პრეზუმფცია არის ადამიანის უფლებების ნაწილი და ვრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზეც. შესაბამისად, ქალბატონ თურნავას განცხადება და მისი ბრძანება, რომ სანქცია არ გავრცელდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, არის არაკონსტიტუციური. არასწორია ისიც, თითქოს სანქციის დაწესებით ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და შესაბამისად, კონსტიტუცია. ჩვეულებრივ სანქციებს ნებისმიერ სახელმწიფოში აწესებს აღმასრულებელი ხელისუფლება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში აშშ-ში დააწესა ხაზინამ. უამრავს სახელმწიფოში არაერთი ასეთი სანქციაა დაწესებული რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ყველა ამ სახელმწიფოს კონსტიტუციაში წერია უდანაშაულობის პრეზუმფცია“, — ამბობს ხმალაძე და სვამს რიტორიკულ კითხვას:
    „ყველა ამ სახელმწიფომ დაარღვია და აგრძელებს უდანაშაულობის პრეზუმფციის, ანუ საკუთარ კონსტიტუციების დარღვევას“?
    წაიკითხეთ სრულად.
     
  20. tvati
    პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.
    სხდომის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სებ-ის საბჭოს ახალ წევრებს წარმატებული საქმიანობა უსურვა.  
    კენჭისყრის შედეგების თანახმად, ნანა ყეინიშვილს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ წავიდა არც ერთი დეპუტატი, რაც შეეხება თეიმურაზ ხომერიკს, მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, ხოლო უარი არც ერთ დეპუტატს არ განუცხადებია.
    სხდომამდე საკითხი განიხილეს საფინანსო საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების განხილვა, თუმცა, კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადდნენ.
    პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განაცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ  საქართველოს პრეზიდენტი უარს აცხადებს კანდიდატურების წარდგენაზე.
    „ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, როცა არ არის ნათელი ეროვნული ბანკი ემსახურება ქართველ ხალხს თუ კონკრეტულ პირებს, წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები. შესაბამისად, კანდიდატებიც არ იმყოფებიან კომიტეტების სხდომაზე.
    აღნიშნულ მდგომარეობაში, ვიდრე არ გაირკვევა ეროვნული ბანკის გარშემო სიტუაცია, არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება, მანამდე მიზანშეუწონლად მიგვაჩნია კანდიდატების წარმოდგენა“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
    საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით,  კანონის შესაბამისად, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანდიდატების კენჭისყრა მოხდეს განხილვისა და მოსმენის გარეშე.
    პარლამენტის პლენარულ სესიაზე საკითხს კენჭი უყარეს, განხილვების გარეშე.
    ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის ბიოგრაფიები:
    ნანა ყეინიშვილი:
    შპს „სადმელი ჰესი“ - დამფუძნებელი, დირექტორი
    შპს „დანიელი 2022“- დამფუძნებელი, დირექტორი
    შპს „ვიპ ფეი“ - დამფუძნებელი, დირექტორი
    შპს „იუნაითიდ ფაუერ ენერჯი“ - დამფუძნებელი, დირექტორი
    შპს „მწვანე ენერგიის ჯგუფი“- დამფუძნებელი, დირექტორი
    2012-2016 - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის
    მოადგილე
    2001-2012 - საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი;
    2008-2012 - სს “ავიტან-კორ”, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე;
    1993-2001 - შ.პ.ს. “მურომეცი”, დირექტორი;
    1987-1993 - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, სამეცნიერო კათედრის სპეციალისტი;
    განათლება:
    ხილ-ბოსტნეულის შენახვისა და პირველადი გადამუშავების ტექნოლოგი, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (სსსი) (წითელი დიპლომი); 1981-1986 წწ თბილისი, საქართველო;
    საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურა, 2004-2005 წწ
    თბილისი, საქართველო;
    ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 2005 წელი
    თბილისი, საქართველო 
    ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი (საქართველო კოლხეთი - ოქროს დიპლომი) 2022 წელი საქართველო.
    თეიმურაზ ხომერიკი:
     
    სამუშაო გამოცდილება:
     
    2012 - დღემდე - შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში, ეროვნული პროგრამების კოორდინატორი;
    2011-2012 - ღირებულებათა ინსტიტუტი, დირექტორი, აფილირებული ექსპერტი;
    2010 - შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში, მოკლევადიანი საკონსულტაციო კონტრაქტი;
    2009-2010 - რეგიონული განათლების პროფესიული ქსელი საქართველოში, კოორდინატორი და ტრენერი;
    2006-2008 - UNDP დეცენტრალიზაციის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში, ექსპერტი ფინანსების და ეკონომიკის საკითხებში;
    2008-2015 - საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საჯარო ადმინისტრაციის სკოლა - მოწვეული ლექტორი ეკონომიკა/საჯარო ფინანსები/ადგილობრივი მმართველობა/რეგიონული განათლება. 
    2004 - საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი, ადგილობრივი ფინანსების განყოფილება, განყოფილების უფროსი. 
    1999-2003 - საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი, ხარჯების განყოფილება, საჯარო ფინანსების სპეციალისტი. 
    განათლება:
    1991-1994 - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - იურისპრუდენცია;
    1990-1995 - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკა და ფინანსები;
    2004-2005 - პოლიტიკურ სწავლებათა უმაღლესი ინსტიტუტი (GRIPS) ტოკიო, მაგისტრის ხარისხი, საჯარო ფინანსები; 
    2015-2016 - საერთაშორისო განვითარების სწავლებათა უმაღლესი ინსტიტუტი, ჟენევა - სამაგისტრო პროგრამა აღმასრულებელთათვის, დიპლომი განვითარების პოლიტიკასა და პრაქტიკის საკითხებში.
    კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრისგან შედგება, ამჟამად მასში შვიდი წევრია, მათგან ორს - არჩილ მესტვირიშვილს და რობერტ სინგლეტერს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის დეკემბერში გასდით.

    bm.ge
  21. tvati
    ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები იმიტომ წავიდნენ, რატომაც გახარია წავიდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
    როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი კი არა, პრემიერი აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც „ნაცებისთვის“ გადადგა.
         
    „თქვენი აზრით, გახარია რატომ წავიდა? – რაც მომავალმა აჩვენა, გახარია წავიდა „ნაცებისთვის“. ჩემი აზრია, რომ ეს იყო გარკვეული კოორდინაციის შედეგი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი კი არა, პრემიერი აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც „ნაცებისთვის“ გადადგა. უცებ, „ნაცმოძრაობის“ ყველა ტელევიზია გახარიას მხარეს აღმოჩნდა და მისი პიარით იყვნენ დაკავებული. სტრასბურგმა თქვა, რომ მისი გადადგომა არანაირი ღირსეული ნაბიჯი არ ყოფილა, კანონიერი გადაწყვეტილების გამორიცხვის მიზნით გადამდგარა. წარსულმა აჩვენა, რისთვის გადადგა გახარია. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე და ეს ადამიანები შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, ემოციურ ფონზე გადადგეს ეს ნაბიჯი, მაგრამ ეს ასე არ მგონია. ამ ყველაფერს დრო აჩვენებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
    ცნობისთვის, დღეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ.

    fortuna.ge
  22. tvati
    საქართველოს მოქალაქეები ბოლო 2 დღის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის მოწმენი გავხდით. ამ სპექტაკლის ერთადერთი მიზანია თავად ივანიშვილის და მისი თანამზრახველებისთვის საერთაშორისო სანქციებისგან იმუნიტეტის შექმნა კორუფციით ნაშოვნი ფულის გადასარჩენად, საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის ხარჯზე!, - ამის შესახებ  პარტია „საქართველოსთვის“  წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა, პარტიის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

      როგორც პარტიაში აცხადებენ, რუსეთის ეფ-ეს-ბე-ს აგენტის, დასანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა თავად ფარცხალაძისთვის და ოცნებისთვის იდეალური გამოსავალია - ამ გადაწყვეტილებით ოთარ ფარცხალაძე გადის საქართველოს იურისდიქციიდან და პრაქტიკულად გამოირიცხება მის მიმართ საგამოძიებო, საპარლამენტო თუ სხვა რაიმე ტიპის სამართლებრივი რეაგირების მოხდენა.

      "რა არის დღეს რეალურად მთავარი? ნათელა თურნავას ხელით გამოცემული რუსული ბრძანებით საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ფინანსური სანქციების გავრცელება შეიზღუდა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ - მომავალში ოცნების ბოსების დასანქცირების შემთხვევაში ფინანსური შეზღუდვები მათზე ვერ გავრცელდება. ამ რუსული ბრძანების მიზანია 20-25 ადამიანის დაცვა! შედეგად კი მძიმე ფასის გადახდა საქართველოს მოქალაქეებს უწევთ - რუსულმა ბრძანებამ უკვე გამოიწვია ქვეყნისთვის ათეულობით მილიონი ლარის ზიანი სავალუტო ბაზარზე რყევებით, ასევე გამოიწვია ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება. მომავალში ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო მძიმე შედეგები დადგება - მათ სესხებზე გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები, ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება და ინფლაციის შედეგად ფასები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ამიტომაც მთავარი მოთხოვნა ნათელა თურნავას რუსული ბრძანების გაუქმება უნდა იყოს! მოვუწოდებთ ყველას, ზოგი შეგნებულად, ზოგიც მისდა უნებურად, ნუ გახდებით ბიძინა ივანიშვილის სპექტაკლის მონაწილე და ყველამ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტით მოვითხოვოთ, გაუქმდეს ნათელა თურნავას რუსული ბრძანება! ჩვენი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენს წერილობით მოსაზრებას ანუ გამოიყენებს ე.წ. სასამართლო მეგობრის ბერკეტს უკვე დაინიცირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც ნათელა თურნავას რუსული ბრძანების გაუქმებას ითხოვს.", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. 10000000_874587994084241_5116553511321964831_n.mp4
  23. tvati
    მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ბალდაში, მდინარე აბაშის ხეობაში მდებარეობს ბუნების უნიკალური ძეგლი - ბალდის კანიონი, რომელიც ერთ - ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია მარტვილის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული ადგილით წლების განმავლობაში სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა, ასევე სტუმრობდა ბევრი ვიზიტორი, - ნათქვამია ფრაქცია "მარტვილი საქართველოსთვის" განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ქვეყნდება.

      როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ბალდის კანიონი 2013 წელს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ დაცულ ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. 2023 წლის აპრილში, როგორც გაირკვა სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, კანიონის ტერიტორია აუქციონის გზით 40 წლიანი იჯარით შ.პ.ს. „კანიონი 350“-ს გადასცა.

      "როგორც ჩვენთვის ცნობილია სოფელ ბალდის მცხოვრებთა მხოლოდ მცირე ნაწილმა იცოდა კანიონის მშენებლობის შესახებ, ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები არ ვყოფილვართ ინფორმირებულები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით გავიგეთ აღნიშნულის თაობაზე. ფრაქცია „მარტვილი საქართველოსთვის“ არ ეწინააღმდეგება მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელებას, მაგრამ ამ შემთხვევაში, ბალდის კანიონის განვითარების გეგმა აუცილებლად უნდა შემუშავდეს სოფლის მოსახლეობასთან შეთანხმებითა და მათი ჩართულობით. ასევე მიზანშეწონილად მიგვაჩნია ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების მოწვევა, რათა შეფასდეს ბალდის კანიონზე არსებული მდგომარეობა. ვინაიდან ადამიანის როლი და მნიშვნელობა ბუნებაზე ზემოქმედებისას განუსაზღვრელია, არ უნდა მოხდეს ბუნაბაზე უხეში ჩარევა კანიონის მშენებლობის პროცესში, უნდა შენარჩუნდეს არსებული იერსახე და არ დამახინჯდეს ბუნების უნიკალური ძეგლი. ბუნება მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისთვის, რაც ყველამ უნდა გავითავისოთ თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ!", - წერია განცხადებაში.   
  24. tvati
    პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება.
    აღნიშნულის თაობაზე გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც კანდიდატურების საკითხი უნდა განეხილათ.
    მისივე თქმით, ხომერიკი და ყეინიშვილი კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდნენ, რაც მათ პიროვნულ გადაწყვეტილებაც მიუთითებს.
    „როგორც ჩანს, 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ერთპიროვნულად მიიღო და ეს არ იყო ეროვნული ბანკის წევრებთან შეთანხმებული. ამ პირობებში პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ახალი კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ არ გაირკვევა აღნიშნული საკითხი, არ გაუქმდება ბრძანება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და არ გამოსწორდება სიტუაცია ეროვნული ბანკის გარშემო. კანდიდატები წარმოდგენილნი არ იყვნენ კომიტეტის სხდომაზე, ეს ასევე მეტყველებს მათ პიროვნულ გადაწყვეტილებაზე. უკან გაწვევის რა მექანიზმები არსებობს, დეტალებში არ შევალ, რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, თუ ვინმე მას არღვევს, არღვევს უმრავლესობა კონსტიტუციის 68- ე მუხლს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი და მის საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩარევა დაუშვებელია და ყოვლად მიუღებელი. თუ ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატები თვითონ იტყვიან უარს, ავტომატურად ნიშნავს, რომ გაწვეული არიან. თუ უარს არ იტყვიან, კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით ასეთი თანხმობა არ არსებობს. თუ უყრიან კენჭს და გადაწყვეტილებას მიიღებენ მათი ნება იქნება”, - განაცხადა მსხილაძემ.

    ipn
  25. tvati
    "ეფ ეს ბეს"  აგენტობაში მხილებულმა, რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძემ შვილის, ანდრია ფაცხალაძის სახელზე ეკლესიაც გადააფორმა - ამის შესახებ "ტვ პირველის" ახალი ამბების სამსახური იუწყება.

    დოკუმენტებით დგინდება, რომ ოთარ ფარცხალძემ შვილს, ანდრია ფარცხალაძეს აჩუქა ეკლესია, რომელიც მან 2019 წელს ააშენა. ამის შესახებ რეპორტაჟი "ტვ პირევლის" "შაბათის ეთერის" ჟურნალისტებმა ორი წლის წინ მოამზადეს.
    აშენებულ ტაძარს ამ დრომდე ოთარ ფარცხალძე კერძო საკუთრებაში ფლობდა. დღეს კი ეკლესია და 1030 კვადრატული მიწის ნაკევთი, რომელიც ტაბახმელაში მდებარეობს, ანდრია ფარცხალაძის სახელზე გადაფორმდა.

    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ოთარ ფარცხალაძემ დაჩქარებული წესით შვილის სახელზე რამდენიმე მილიონის ღირებულების ქონების გადაფორმება 20 სექტემბერს, დღის 12 საათიდან დაიწყო და 17 საათსა და 50 წუთზე რეესტრმა დაადასტურა ქონების გაჩუქება.

    სწორედ ქონების გადაფორმების შემდეგ, 20 სექტემბერს, 20 საათზე, გააუქმა საქართველოს პასპორტი იუსტიციის სამინისტრომ ოთარ ფარცხალაძეს.

    ტვ პირველი
×
×
  • შექმენი...