"ნაღმზე ვზივართ …
მორჩილი ეროვნული ბანკით
რუსეთის აგენტობისთვის სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორით
კორუფციისთვის სანქცირებული მოსამართლეებით
პოლიტიზირებული (და მაღალი ალბათობით რუსული გავლენებით მოქმედი) სუსით
მორჩილი ცესკოთი
მორჩილი აუდიტის სამსახურით
მორჩილი სახალხო დამცველით
გაუქმებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურით
ფიქტიური ანტი-კორუფციული ბიუროთი
ელიტური და პოლიტიკური კორუფციის ჭაობით
2012 წელს მოვიდნენ დემოკრატიული სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის იდეით და 2023 წელს სახელმწიფო მხოლოდ რუკაზე დატოვეს, ფინანსური სისტემის კოლაფსის, უსაფრთხოების უდიდესი რისკებით და საერთაშორისო იზოლაციაში.
და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი კაცი და რამდენიმე კორუმპირებული ოჯახი იყოს კარგად. ნუ უბრალოდ ისტორია გვასწავლის, რომ ცუდად მთავრდება ასეთები."
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ეს პოლიციელი დოლიძეზე ყოფილი ცოლი და სიდედრი რომ მოკლა, 2018 წელს სამსახურიდან გვყავდა დათხოვილი უფლებამოსილების გადამეტების გამო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
როგორც მეზვრიშვილი აღნიშნავს, უმოქმედობის გამო ფემიციდის ფაქტებმა საგრძნობლად იმატა.
"მინისტრი პარლამენტში გამოდიოდა მისი მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ რომ გავიგეთ და პირდაპირ პარლამენტიდან მოხსნა. შემდეგ, როგორც ჩანს, აღადგინეს და ტრაგედია დატრიალდა.
საინტერესოა, ასევე, როგორ ამუშავებენ მინისტრის იმ დროს გამოცემულ ბრძანებას, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობაში მხილებული პოლიციელის მიმართ დაუყოვნებლივ გამოიცემოდა შემაკავებელი ორდერი, ჩამოერთმეოდა სამსახურებრივი იარაღი და ხდებოდა დათხოვნა.
ზოგადად ფემიციდის ფაქტებმა ხომ მოიმატა უმოქმედობის გამო და მართლა არ მეგონა ამ ნაწილშიც 2017 წლამდე პერიოდს თუ დავუბრუნდებოდით, როცა ქალთა მიმართ ძალადობისთვის ძალოვნების დაუსჯელობა ჩვეულებრივი ამბავი იყო.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
ცნობისთვის, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის მიზეზებს ამ დრომდე სამართალდამცველები ადგენენ. მოქმედმა პოლიციელმა, 55 წლის გურამ ქადეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ის ამჟამად ხეჩინაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
20 სექტემბერს, დღის განმავლობაში, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები.
ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრისაგან შედგება, თუმცა ამჟამად საბჭოში 7 წევრია, იმ წევრების ჩათვლით, რომელთაც დღეს გადადგომის შესახებ განაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ გადადგომაზე განცხადება დღეს დაწერეს, ისინი თანამდებობაზე კიდევ 2 თვე დარჩებიან, რადგან ამას კანონი ითვალისწინებს.
შესაბამისად, თუ 2 თვის ვადაში ეროვნული ბანკის საბჭო ახალი წევრებით, მინიმუმ 5-მდე არ შეივსება, მაშინ სებ-ის საბჭო უფლებამოსილებას დაკარგავს, რადგან საბჭოში 4 წევრი დარჩება.
თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ გასულ კვირას პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 2 კანდიდატი წარუდგინა – ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი. შესაბამისად, თუ პარლამენტი მომდევნო 2 თვეში პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატებიდან ერთ-ერთს მაინც აირჩევს, მაშინ შესაძლებელია, რომ ეროვნული ბანკის საბჭომ უფლებამოსილება არ დაკარგოს.
ეროვნული ბანკიდან კადრების გადინებას წინ უძღოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციათა აღსრულების წესის შეცვლა. მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა და ბანკებს აუკრძალა სანქციების აღსრულება საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც ადგილობრივი სასამართლოების ძალაში შესული განაჩენი არ არის დამდგარი.
რამდენიმე ბანკმა დღეს განაცხადა, რომ ისინი დარჩებიან საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრაში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ კი თქვა, რომ ბანკებს არ აქვთ უფლება არ დაემორჩილონ რეგულატორის მიერ დაწესებულ წესებს.
სებ-მა სანქციათა შესრულების წესი შეცვალა, ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგა
რა ქონებას ფლობს ფარცხალაძე რუსეთში — „TI-საქართველოს“ მიმოხილვა
როგორ იცვლებოდა „ოცნების“ რიტორიკა ფარცხალაძის სანქცირებაზე
აშშ-მა „ქართველი-რუსი ოლიგარქი“ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში გამართულ დეპატებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ევროპული გზის საბოტაჟი.
საკონსულტაციო სააგენტო PMCG საქართველოს ეროვნული ბანკის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აუცილებელია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენისა და ტურბულენტობისგან.
სააგენტოში მიაჩნიათ, რომ სებ-მა უნდა უზრუნველყოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, ანტიტერორისტული ღონისძიებებისა (AML/CFT) და სხვა გლობალური სტანდარტების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების დაცვა.
"ამ ყოველივეს შეუსრულებლობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ფინანსურ სექტორს და მის ინტერესებს. ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილური ფინანსური გარემოს შენარჩუნებისთვის საჭიროა ქართული ბანკების ინტეგრაცია საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში.
იმედი გვაქვს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის მმართველობის კრიზისის დასრულებას, მის დამოუკიდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვას, რათა მან განაგრძოს ეფექტური საქმიანობა საერთაშორისო შეთანხმებების, საქართველოს კონსტიტუტიციისა და კანონმდებლობის შესაბამისად", - წერია განცხადებაში.
"არ ვიცი რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება პროფესიონალმა კოლეგებმა. უფრო სწორად ვიცი, ეს არის უფრო მეტი დოზით პოლიტიზებული გადაწყვეტილება. მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას", - ამის შესახებ „იმედის" ეთერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობის დატოვებაზე განაცხადა.
„ეროვნული ბანკის ფუნქციონირების პრობლემა არ შეიქმნება. ეროვნული ბანკი სტაბილურად ფუნქციონირებდა და ასევე გააგრძელებს.
სამწუხარო ფაქტია, რაც ახლა განვითარდა და ვხედავ დიდი დოზით პოლიტიკის ჩარევას და პოლიტიკური ზეწოლის მცდელობას. პრაქტიკულად, კლასიკური პოლიტიკური ზეწოლის მაგალითია, რაც ახლა ეროვნული ბანკის, საბჭოს ირგვლივ ვითარდება. ჩემზე ეს არ მოქმედებს - ზოგადად არ ვექვემდებარები არანაირ ზეწოლას და ამით მინდა ვუპასუხო იმ პოლიტიკოსებსა და კრიტიკოსებს, ვინც ამბობს, რომ ვინმეს გავლენით ან ზეწოლით მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება.
ეს იყო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის დისკრეცია და ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მართებული. მე აბსოლუტურად მშვიდად ვარ ამასთან დაკავშირებით. მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს კონსტიტუციას შეესაბამება, ჩვენს მოქალაქეებს წაადგება და მეტად დაიცავს.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ყველას აქვს სხვადასხვა დოზის ამტანობა ამ ზეწოლის მიმართ. არ ვიცი რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება პროფესიონალმა კოლეგებმა. უფრო სწორად ვიცი, ეს არის უფრო მეტი დოზით პოლიტიზებული გადაწყვეტილება. მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას, თუმცა ეს არ შექმნის არანაირ წყვეტას ჩვენს საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა დაწერეს განცხადებები. მათ შორის ერთ-ერთი, არჩილ მესტვირიშვილი ძალიან კარგი პროფესიონალია, მაგრამ ორ თვეში ისედაც უმთავდებოდა მას საბჭოში ყოფნის ვადა და აქ ცალსახად ალბათ დემონსტრაციული აქტი იყო.
ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საბჭოში და დარჩნენ სხვა, არანაკლებ პროფესიონალი წევრები, უფრო მეტი პასუხისმგებლობით გამსჭვალული წევრები ამ ორგანიზაციის მიმართ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამწუხაროს“ უწოდებს საქართველოს ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ბანკმა „დაუშვა გამონაკლისი“, რომელიც აღარ ავალდებულებს საქართველოს კომერციულ ბანკებს სანქციები გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებზე.
"ამერიკის ხმისთვის" მიცემულ წერილობით კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს:
„ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან რუსეთთან დაკავშირებით ჩვენს მიერ სანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ".
ამერიკის დიპლომატიური უწყება, ასევე, დასძენს, რომ "საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა არის საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია“.
სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ განმარტა თუ რის გამო მოხვდა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორი ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან დაკავშირებული სანქციების სამიზნე.
14 სექტემბერს, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქს ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა „ეფ-ეს-ბე“-სთან [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. [სანქციები დაუწესდა] აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი ქონების ნაწილი, 12 უძრავი ნივთი შვილს, ანზორ ფარცხალაძეს გადაუფორმა.
ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტები ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე იძებნება და 20 სექტემბრით თარიღდება. ფარცხალაძის მიერ შვილისთვის ნაჩუქარ ქონებას შორისაა ნომრები სასტუმრო კომპლექსებში, მიწის ნაკვეთები, ბინები და კომერციული ფართები თბილისში.
პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თოთოეული უძრავი ქონების დაჩქარებული წესით გადაფორმებისთვის ოთარ ფარცხალაძემ 350 ლარი გადაიხადა.
უფრო კონკრეტულად კი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შვილს შემდეგი უძრავი ქონება გადასცა: სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 2058.00 კვადრატი; სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 1030.00 კვადრატი; სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 1001 კვადრატი; ბაკურიანში, დიდველის ქუჩაზე სასტუმრო კომპლექსის ნომერი - 25.28 კვადრატი; ბაკურიანში, დიდველის ქუჩაზე სასტუმრო კომპლექსის ნომერი - 26.04 კვადრატი; კომერციული ფართი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩა - 143.25 კვადრატი; კომერციული ფართი ვაკეში ფალიაშვილის ქუჩა - 336.24 კვადრატი; კომერციული ფართი ვაკეში ყიფშიძის ქუჩა - 101.31 კვადრატი; კომერციული ფართი ვაკეში ყიფიშიძის ქუჩაზე - 204.16 კვადრატი; ბინა საბურთალოზე მგალობლიშვილის ქუჩა (მშენებარე) - 77.51 კვადრატი; ბინა საბურთალოზე კოსტავას ქუჩა; ბინა საბურთალოზე კოსტავას ქუჩა - 38 კვადრატი.
პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას იარაღას აღარ მიაწვდის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი განმარტებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნაცვლად, ქვეყანა საკუთარი თავის უფრო თანამედროვე იარაღით შეიარაღებაზე ფოკუსირდება.
"უკრაინა თავს იცავს რუსეთის სასტიკი თავდასხმისგან და მე მესმის ეს სიტუაცია, მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აღარ მივაწვდით იარაღს უკრაინას, რადგან ახლა ვახორციელებთ პოლონეთის შიარაღებას", - განაცხადა მორავეცკიმ.
პოლონეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე მიიღო. სამშაბათს, პოლონეთის საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს იმ განცხადებების გამო, რომელიც გაერო-ში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის გააკეთა, რომლის თქმითაც, უკრაინის ზოგიერთი მეგობარი ქვეყანა ევროპაში "სოლიდარობას თამაშობს პოლიტიკურ თეატრში და მარცვლეულით თრილერს ქმნის". ვარშავამ ეს კომენტარი დაგმო და განაცხადა, რომ არასამართლიანია პოლონეთის მიმართ, რომელიც უკრაინას ომის პირველივე დღეებიდან უჭერს მხარს.
პოლონეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულთან დაკავშირებული დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო შავი ზღვის მთავარი სატრანსპორტო გზები ჩაიკეტა და უკრაინა იძულებული გახდა, ალტერნატიული სახმელეთო მარშრუტები გამოენახა. ამან, თავის მხრივ, ცენტრალურ ევროპაში დიდი რაოდენობით მარცვლეულის თავმოყრა გამოიწვია. შესაბამისად, ევროკავშირმა ხუთ ქვეყანაში : ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში მარცვლეულის იმპორტი დროებით აკრძალა ადგილობრივი ფერმერების დასაცავად, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უკრაინული მარცვლეული ადგილობრივ ფასებს ამცირებდა. აკრძალვა 15 სექტემბერს დასრულდა და ევროკავშირმა არ გაახანგრძლივა ის, თუმცა უნგრეთმა, სლოვაკეთმა და პოლონეთმა ცალმხრივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა არ მოეხსნათ.
უკრაინამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) ამ ქვეყნების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რადგან, უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, ისინი საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევენ. პოლონეთმა განაცხადა, რომ იმპორტზე აკრძალვას არ გააუქმებენ და რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეტანილი საჩივარი მათზე გავლენას არ მოახდენს.
“ნულოვანია ნდობა ამერიკისა და ქართულ სპეცსამსახურებს შორის, ეს გამოკვეთა იმ ფაქტმა, რომ ხელისუფლების არცერთმა წარმომადგენელმა არ იცოდა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მზადდებოდა სტრატეგიული პარტნიორის სხვადასხვა ინსიტუტის მხრიდან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ემსახურებოდეს ეროვნულ უსაფრთხოებას და არა კონკრეტული პარტიის ინტერესებს.”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
377281943_2022622744744108_1236990492634822843_n.mp4
უკვე მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ივანიშვილის “ოცნების” სრულ კონტროლქვეშ მოექცა, - ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოსთვის“ განცხადებაში, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
პარტიაში „საქართველოსთვის“ მიიჩნევენ, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი გადაწყვეტილებით, “ეფ ეს ბე”-სთან კავშირში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ფარცხალაძის დასაცავად, ქვეყნის საბანკო და ფულად-საკრედიტო სისტემა დააყენა სერიოზული დარტყმის ქვეშ, რომელიც თითოეული მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობაზე უკიდურესად ნეგატიურად აისახება.
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საბანკო და საფინანსო სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება.ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, მიღებული საგამონაკლისო გადაწყვეტილება სასწრაფოდ გააუქმოს! მხარდაჭერას ვუცხადებთ ეროვნული ბანკის იმ ღირსეულ თანამშრომლებს, რომელთათვის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ჩვენი ევროპული მომავალი არის მნიშვნელოვანი. ჩვენი გუნდი სრულად გამოიყენებს ჩვენს ხელთ არსებულ საპარლამენტო საზედამხედველო ბერკეტებს, ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად!", - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტოფარეხის სახურავიდან მშენებლობისას კაცი გადმოვარდა.
ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება მედიის ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი ვიზიტებისთვის გამოყენების თაობაზე და აცხადებს, რომ "იმის ნაცვლად, საქართველოს უახლესი ისტორია ოქროს ასოებით დაეწერა (ივანიშვილს) ზოგიერთი მიმართულებით, სააკაშვილს გაასწრეს უგუნურებაში, სიბინძურეებში და გარყვნილობაში"
მისი თქმით, ქვეყანა კორუფციის და ღირებულებითი აღრევის პიკში შევედა, სადაც "ქართული ოცნება" თეთრს შავად გვასაღებს და ამორალურობას მორალურობად.
“პრემიერია, თქვენ ქარხნის მუშა ხომ არ გგონიათ” - მე პირადად ბევრი უბრალო “მუშა”, დამლაგებელი, ხელოსანი, რიგითი პოლიციელი თუ ჯარისკაცი მინახავს, რომლებიც ძალიან დიდი პიროვნებები ყოფილან. ზოგიერთი წარმოუდგენლად განათლებული, დიდი ნიჭის და ინტელექტის პატრონიც. ასეთი ხალხი ბევრია, ჩვენს გვერდით არიან და ამ ხალხს ის საქართველო რასაც ახლა გვასაღებენ რომ ეს დავიმსახურეთ და მორჩილად უნდა მივიღოთ არ უნდათ. ამ ხალხს ამისთვის არ უცხოვრიათ, არ უშრომიათ, არ უბრძოლიათ, არ შეუწირავთ ჯანმრთელობა.
“სამთავრობო თვითმფრინავით კი იყო, მაგრამ თავისი ხარჯით იყო რა პრობლემააო” - ამ ანომალიას “ნორმალურ” ვითარებად გვისაღებენ. ბევრი ქართველი სტუდენტი საკუთარი დიპლომის გადაცემის ცერემონიაზე (“Graduation”-ზე) ვერ ჩადის ევროპაში (არათუ აშშ-ში) რადგან 600-700 დოლარის ბილეთის ყიდვის საშუალება არ აქვთ. ასეთი ადამიანებიც ძალიან ბევრია.
ამ ყველაფრის ფონზე ამ მართლაც ამორალურობის პიკის გამართლებას კიდევ ბედავენ.
ხელისუფლება ძალაუფლებაში გაირყვნა და ამის ავტორი და მთავარი დამნაშავე ის ერთი კაცია - ივანიშვილი. მან გარყვნა და გააზულუქა ეს ხალხი. ადამიანები, რომლებიც სკამი, რომ გამოაცალო ერთ ესეს ვერ დაწერენ თავისით. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს უახლესი ისტორია ოქროს ასოებით დაეწერა (ივანიშვილს) ზოგიერთი მიმართულებით სააკაშვილს გაასწრეს უგუნურებაში, სიბინძურეებში და გარყვნილობაში. აი ეს ანომალიაა დასასრულებელი 2024 წელს… ამ ქვეყანას შეუძლია გახდეს შავი ზღვის მარგალიტი იმდენად დიდი ადამიანური კაპიტალი, ისტორია და კულტურა აქვს. ვარსკვლავებს უნდა ვეთამაშებოდეთ და ამ დროს კორუფციის და ღირებულებითი აღრევის პიკში შევედით სადაც თეთრს შავად გვისაღებენ და ამორალურობას მორალურობად, - წერს კახაბერ ქემოკლიძე.
საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ მოიგო ფიგურული სრიალის ჩელენჯერ კატეგორიის ტურნირი – ლომბარდიის თასი.
გუბანოვამ მოიგო მოკლე პროგრამა, ხოლო თავისუფალ პროგრამაში გავიდა მეოთხე ადგილზე. ორი პროგრამის ჯამში დაგროვილი ქულები საკმარისი აღმოჩნდა ტურნირზე მისი გამარჯვებისთვის.
ანასტასია გუბანოვა მესამე სეზონია, რაც საქართველოს სახელით ასპარეზობს, იქამდე იგი წარადგენდა რუსეთის ფედერაციას. 2022 წელს, მოციგურავემ საქართველოს სახელით მოიგო ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატი.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციისა დაპრემიერ-მინისტრის მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ უნდა გაასაჯაროოს რეისთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულება მხარეების მითითებით, ასევე, ხარჯთაღრიცხვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტები.
„მიგვაჩნია, რომ ხსენებულ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით უნდა გახდეს სახელმწიფო ინსტიტუტების შესწავლის საგანი:
კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ყოველთვიურ ხელფასის და 2022 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის გათვალისწინებით, მის შემოსავლებსა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე არსებული თვითმფრინავით კომერციული ვიზიტების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯებს შორის შესაძლო დისპროპორციის გამო, საინტერესოა, თუ რა არის პრემიერის ფინანსური წყარო.
აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოში კლეპტოკრატიის მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ამ და სხვა ფაქტებზე, ვინაიდან, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის წევრების ირგვლივ გავრცელებული ინფორმაცია იწვევს ღარიბაშვილის თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის ბოროტად, ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით გამოყენების, ეჭვებს.
კლეპტოკრატიის შედეგად, ადამიანების კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ბიუჯეტის ხარჯზე და შემდეგ აღნიშნული სიმდიდრის გამოყენება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა - “ნოდარ მელაძის შაბათში” 2023 წლის 9 სექტემბერს გასულ სიუჟეტში გადმოცემული შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.
ამის პარალელურად, არსებითია შემთხვევაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ, გაასაჯაროოს რეისთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულება მხარეების მითითებით, ასევე, ხარჯთაღრიცხვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტები“,- აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „საფარი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“; „ღია საზოგადოების ფონდი“; „დემოკრატიის მცველები“.
ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.
საპასუხოდ მთავრობის სტრატკომმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ გასულ სიუჟეტს და დეზინფორმაცია უწოდა.
სტრატკომის ინფორმაციით, რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. ამასთან, მთავრობის სტრატკომი განმარტავს, რომ თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე, რომელსაც აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები მათ შორის, კომერციული და კერძო პირებისგან.
ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს - მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის”, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
„ოქტომბრის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე შეფასებას ელოდება.
ამასობაში, ხელისუფლებას პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდა, ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს.
სინამდვილეში, ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს.
მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის”, - წერს გახარია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გურიაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, 9 სექტემბრის მდგომარეობით, შეფასდა 18 ინფრასტრუქტურული ობიექტი, 19 დასახლება და 80 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი.
ასევე, 35 ოჯახზე გაიცა რეკომენდაცია გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის შესახებ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების საფუძველზე გურიის მხარეში საფრთხის დონე სტიქიის პირველ დღესთან შედარებით შემცირებულია.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფები მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების მეწყრული პროცესებისაგან დაზიანების ხარისხის შესაფასებლად სტიქიის ზონაში რჩებიან და რეგიონში განვითარებული მოვლენების შესწავლას აგრძელებენ. სპეციალისტების მიერ ადგილზევე გაიცემა რეკომენდაციები შემდგომი ქმედებებისათვის.
ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, 9 სექტემბრის მდგომარეობით, შეფასდა 18 ინფრასტრუქტურული ობიექტი, 19 დასახლება და 80 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. ასევე, 35 ოჯახზე გაიცა რეკომენდაცია გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის შესახებ.
როგორც ცნობილია, 8 სექტემბერს, ღამის საათებში, გურიის მხარესა და აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაღალმთიანი გურია, ბუნებრივი საფრთხეებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ბოლო 10-15 წლის მანძილზე ერთ-ერთ რთულ მხარეს წარმოადგენს.
ამ ეტაპზე სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების საფუძველზე გურიის მხარეში საფრთხის დონე სტიქიის პირველ დღესთან შედარებით შემცირებულია.
ასევე, დღეს დილიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვერტმფრენით შემოვლა განახორციელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის ტერიტორიაზე, სადაც გავრცელებული ინფორმაციით მდინარის შეგუბები აღინიშნებოდა. დათვალიაერების შედეგად მდ. მაგანას ხეობასა და მის შენაკადებზე შეგუბებები, ან რაიმე ტიპის მეწყრულ გრავიტაციული პროცესების კვალი არ დაფიქსირებულა“,-აღნიშნულია განცხადებაში.
მოქმედი სისტემის პირობებში, კორუფციის გამოძიება პროკურატურის მანდატია. მივმართავთ საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პრემიერ-მინისტრის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე და საზოგადოებას უმოკლეს ვადაში მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია, - ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოსთვის“ განცხადებაში, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
პარტიაში „საქართველოსთვის“ მიიჩნევენ, რომ მომხდარს ობიექტური გამოძიებით დადასტურება-უარყოფა სჭირდება, რაც პროკურატურის კომპეტენციაა და არა მთავრობის ცალკეული სტრუქტურული დანაყოფების.
"ვეხმაურებით ოცნების ელიტური კორუფციის მორიგ მძიმე ფაქტს.
მომხდარი კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რატომ თქვა უარი ხელისუფლებამ რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული ბიუროს შექმნაზე. ოცნებამ მოსპო ყველა არსებული ბერკეტი რათა თავისუფლად გაეგრძელებინა კორუფციული საქმიანობა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში.
მოქმედი სისტემის პირობებში, კორუფციის გამოძიება პროკურატურის მანდატია. მივმართავთ საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პრემიერ-მინისტრის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე და საზოგადოებას უმოკლეს ვადაში მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია. გამოძიების დაწყებაზე უარი კიდევ ერთხელ იქნება აღქმული, როგორც ხელისუფლებისადმი მორჩილება და ოცნების ინტერესების გატარება, რაც კიდევ ერთხელ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მართლმსაჯულების სისტემას, რომლის დამოუკიდებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
მომხდარა ობიექტური გამოძიებით დადასტურება-უარყოფა სჭირდება, რაც პროკურატურის კომპეტენციაა და არა მთავრობის ცალკეული სტრუქტურული დანაყოფების.
ასევე, ჩვენი გუნდი უახლოეს დღეებში პარლამენტში წარადგენს ინიციატივას, რომლითაც გაფართოვდება
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ნათესავების წრე, რომელთაც თავიანთი ქონების წარმომავლობის დასაბუთება მოუწევთ.
არსებული კანონმდებლობა საშუალებას აძლევს კორუფციაში ჩართულ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, გადამალონ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება საკუთარ ნათესავებზე ქონების ფიქტიურად გადაფორმების გზით.
პარტია „საქართველოსთვის“ დღესაც და მომავალშიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ელიტური/პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლისთვის.
პასუხისმგებლობას ხალხის ფულის მოპარვისთვის ვერავინ გაექცევა. დღეს, ქმედითი სისტემის არარსებობის პირობებში, ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოასწროს და დააგროვოს, ხოლო ნაცმოძრაობა, ხელისუფლების მფარველობით, ცდილობს მის კორუფციულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობას გაექცეს. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის ჩვენს მიერ დაწყებული პროცესი და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება უზრუნველყოფს, რომ კორუფციისთვის პასუხი ყველამ აგოს და დანაშაულებრივი გზით როგორც ნაცმოძრაობის, ისე ოცნების მიერ მოპოვებული ქონება დაუბრუნდეს ხალხს.", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ზაპოროჟიეში მდებარე რუსეთის საარჩევნო შტაბს დაარტყა.
ინფორმაციას სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით, უკრაინული გამოცემა Unian-ი ავრცელებს და დამადასტურებელ ვიდეოს აქვეყნებს.
„ორმა „კამიკაძე-უპილოტო აპარატმა“ ვასილიევსკის რაიონში მდებარე საარჩევნო შტაბს დაარტყა, სადაც საარჩევნო ბიულეტენები და დოკუმენტები ინახებოდა. დარტყმის შედეგად, შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. რუსი სამხედროები პანიკამ მოიცვა, მათ ახლომდებარე ქუჩები ალყაში მოაქციეს და ადგილობრივი მოსახლეობის შემოწმება დაიწყეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, „არჩევნები“ აღნიშნულ საარჩევნო შტაბში ვადამდე ადრე დასრულდა.
„ეს ოკუპანტებისა და კოლაბორანტებისთვის მორიგი გაფრთხილებაა, უკრაინული მიწა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მათ ფეხქვეშ დაიწვება“, - განაცხადეს სამსახურში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელვადიანი არ იქნება.
„არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ომი. ეს არის ჩემი პირადი აზრი, რომელიც ეფუძნება იმ მონაცემების ანალიზს, რაც გვაქვს, პირველ რიგში, მოწინააღმდეგის შესახებ", - განაცხადა ბუდანოვმა.
მისი თქმით, რუსებს ფიზიკურად არ შეუძლიათ გრძელვადიანი ომის წარმოება.
”მაგრამ, თუ თქვენ საუბრობთ ექვს თვეზე, შვიდ თვეზე, წელიწადზე და ფიქრობთ, რომ ეს ხანგრძლივი პერიოდია, მაშინ გასაგებია, რომ მართალი იქნებით”, - განაცხადა ბუდანოვმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს.
ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.
რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, რასაც ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით 32 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები ერთ პირს ამ დრომდე ეძებენ.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გუშინ, 8 სექტემბერს ეროვნული არქივის კინოსაცავში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, რომელმაც ისტორიული კინოფირები გაანადგურა, განცხადებას აქვეყნებს და კატასტროფის შედეგების შემსწავლელი ღია ფორმატის კომისიის შექმნას ითხოვს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დაზუსტებით არაა დადგენილი რა პერიოდის და რა მოცულობის მასალა დაიღუპა აუნაზღაურებლად, მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მეხსიერებისადმი სახელმწიფოს ზერელე, ხშირად კი დესტრუქციულ მიდგომას, რომელიც მაქსიმალურად ზღუდავს არქივებზე წვდომას.
„სოვლაბის“ განცხადებით, წლების განმავლობაში, არქივებზე წვდომის ხელოვნური შეზღუდვების ზრდისა და მკვლევართათვის სისტემატური ხელის შეშლის ფონზე, ძნელია ნდობით მოვეკიდოთ მტკიცებას იმის შესახებ, რომ ყველა განადგურებული ფირი გაციფრულებულია.
„სწორედ ამიტომ, მოვითხოვთ: კატასტროფის შედეგების შემსწავლელი ღია ფორმატის კომისიის შექმნას, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების მაქსიმალურ კონტროლს, გამჭვირვალეობას და მოქალაქეთა ინფორმირებულობას; კატასტროფაზე როგორც ინდივიდუალური, ასევე სისტემური პასუხისმგებლობის დაკისრებას“ — ნათქვამია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მომხდარი ტრაგედია შეგვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ აიძულოს სახელმწიფოს საარქივო საცავების ადეკვატური მოვლა და, ასევე, აღნიშნავენ, რომ ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე დახურული და საზოგადოებასთან არმოთანამშრომლე სისტემიდან აუცილებელია გადაიქცეს ღია და საზოგადოებრივ კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო ინტერესის მომსახურე ინსტიტუციებად:
„ცნობისათვის, კომუნისტური პარტიის უზარმაზარი არქივი, რომელშიც უნიკალური წყაროებია თავმოყრილი, მუხიანში „სილქნეტის“ შენობის მეხუთე სართულზეა შეხიზნული სრულიად შეუფერებელ და სახიფათო პირობებში. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) არქივი, რომლის მნიშვნელობა განმარტებასაც არ საჭიროებს, პოლიციის აკადემიის ეზოში ყოფილ დამხმარე ნაგებობაშია მოთავსებული, მოქმედი სასროლეთის გვერდით. ასეთ რთულ პირობებშიც კი, მკვლევრებს სახელმწიფო უკრძალავს, დოკუმენტებს საკუთარი ტექნიკური საშუალებებით გადაუღონ ფოტოები და პერსონალური მონაცემების კანონის მავნებლური ინტერპრეტაციით, მათ განზრახ ხელს უშლის უახლესი წარსულის კვლევაში,“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
„სოვლაბის“ განცხადებაზე საპასუხო კომენტარისთვის „ნეტგაზეთი“ ეროვნულ არქივსაც დაუკავშირდა. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.
რაც შეეხება გუშინდელი ხანძრის შედეგებს, ეროვნულ არქივში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით სპეციალისტებს ზარალის შეფასების შესაძლებლობა არ მიეცათ, რამდენადაც მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და იქ ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს:
„საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიაზე არსებულ ცალკე მდგომ შენობაში ხანძარი გაჩნდა. შენობაში ინახებოდა ნიტროფუძიანი კინოფირები. ყველა ფირის ასლი კინოარქივში ინახება. ცეცხლი ეროვნული არქივის სხვა შენობებზე არ გავრცელებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“ — ვკითხულობთ ეროვნული არქივის მიერ გუშინ გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მერაბ გამყრელიძის განცხადებით, გურიის რეგიონში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, იწმინდება ცენტრალური გზები, რის შემდეგაც დაიწყება შიდა სასოფლო გზების გაწმენდა.
როგორც მან აღნიშნა, ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 4 სოფელია დარჩენილი.
მისივე თქმით, წყლის მიწოდება რეგიონში სრულად არის აღდგენილი, ხოლო ბუნებრივი აირის მიწოდების მიმართულებით ჯერ კიდევ პრობლემებია.
,,დღეის მდგომარეობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წყლის მიწოდება სრულად აღდგენილია. გაზის მიმართულებით 1500 აბონენტია ისევ გათიშული და დღეს დილიდან დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები. მეწყერმა ძალიან ბევრი უბანი დააზიანა. ამ წუთისთვის სრულად არ მიეწოდება ელექტროენერგია 4 სოფელს, თუმცა აღდგენითი სამუშაოები გაწმენდით სამუშაოებთან ერთად დაწყებულია. ვინაიდან, ელექტროენერგიის ბოძებია წაღებული და იმის აღდგენასაც, რა თქმა უნდა, ცოტა დრო დასჭირდა. 100 ოჯახია გამოყვანილი და სასტუმროში განთავსებული. გეოლოგების ძალიან დიდი ჯგუფი მუშაობს ოზურგეთსა და ლანჩხუთში. სანამ ყველა ლოკაციას არ ნახავენ, არ შეისწავლიან და დასკვნას არ დავდებთ, კრიტიკული წერტილები, სადაც მეწყრული პროცესებია, ცოტახნით ის სახლები უნდა დავტოვოთ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრალური გზების გაწმენდა, რომ შევიდეთ შიდა გზებზე. დღეს დაემატა კიდევ რამდენიმე ერთეული ტექნიკა“, - განაცხადა მერაბ გამყრელიძემ.