Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და გასაჯაროვდეს რეისის დაფინანსების შესახებ დოკუმენტაცია.
    საიას თავმდჯომარის შეფასებით, მდგომარეობას ვერ ამსუბუქეს ის შემთხვევაც, თუკი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, რადგან კითხვები ჩნდება პრემიერის შემოსავალზე.
    ქურდოვანიძის თქმით, ქონებრივი დეკლარაცია არ არის ის ფორმა, რომლითაც ასეთ კითხვებზე საზოგადოება პასუხებს მიიღებს.
    „პრემიერ-მინისტრი თავს უფლებას, რომ აძლევს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს, ძალიან დიდი პრობლემაა. თუ რეისის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, ეს მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს, რადგან კითხვები ჩნდება საიდან აქვს პრემიერს ამხელა შემოსავალი. ამ საკითხებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.
    ქონებრივი დეკლარაცია არ არის ის ფორმა, რომლითაც ასეთ კითხვებზე პასუხებს მიიღებს საზოგადოება. მით უფრო, რომ პრემიერს მისი შევსება 2024 წელს მოუწევს.
    სულ მცირე, ახლავე უნდა გასაჯაროვდეს:
    სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებს, რომ პრემიერმა ასეთი მომსახურება მართლაც შეიძინა. ხელშეკრულებაში უნდა ეწეროს მომსახურების ღირებულება;
    საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, სადაც ჩანს, ვის მიერ არის ეს სახსრები გადახდილი. იმედია, სააგენტო ამგვარ მომსახურება განვადებით არ აფორმებს” , - წერს საიას თავმჯდომარე „ფეისბუქზე“.
    ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.
     
    ამასთან, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის სტრატკომმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა.
     
    სტრატკომი საზოგადოების ინფორმირების მიზნით განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით.
     
    საქართველოს მთავრობის სტრატკომი განვმარტავს, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

    ipn
  2. tvati
    საქართველოს ავიახაზების - "ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი "TV პირველთან" ამბობს, რომ მისმა კომპანიამ წაიყვანა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში, მიუნხენში. ამის შესახებ გაიაშვილის კომენტარი გავიდა იმ სიუჟეტში, რომელიც შეეხებოდა 2023 წლის აგვისტოში პირადი მიზნებისთვის პრემიერის საქართველოდან აშშ-ში ერთი კვირით გაფრენას.
    ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი "ჯორჯიან ეარვეისს" ბოიკოტს უცხადებს
    ასევე ნახეთ "ჯორჯიან ეარვეისი" სალომე ზურაბიშვილს პერსონა ნონ გრატად აცხადებს და ბოდიშის გარეშე ბორტზე არ დაუშვებს - მედია
    "[ღარიბაშვილზე] არ ვიცი პირადი საქმე იყო თუ სამსახურეობრივი, მე არ მაბარებენ, თუ რას აკეთებენ... რაში მჭირდება ამდენი ლაპარაკი? - წავიყვანე გითხარი, დამთავრდა", - ამბობს თამაზ გაიაშვილი.
    ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში შვილის სასწავლო წლის დაწყების გამო ჩავიდა, მედიასაშუალებებისთვის ცნობილი გახდა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, რომელიც "ფეისბუკში" გამოაქვეყნა. ის აღნიშნავდა, რომ ეს იყო "ჩარტერული (კომერციული) რეისის".
    ასევე ნახეთ ღარიბაშვილი სასწავლო წლის დაწყებისას, შვილთან ერთად, აშშ-ში ჩარტერული რეისით იმყოფებოდა
    "პრემიერ-მინისტრია, თქვენ ქარხნის მუშა ხომ არ გგონიათ?.. ოფიციალურ ვიზიტებზე არ გამოიყენება მხოლოდ თვითმფრინავი, გამოიყენება, სადაც საჭიროდ ჩათვლის მთავრობა... მე არ მინახავს მთავრობა, მეტსაც გეტყვი, [მიხეილ] სააკაშვილი ცხვირის ოპერაციაზე წავიყვანე ბერლინში..." - თქვა ავიკომპანია "ჯორჯიან ერავეისის" ხელმძღვანელმა.
    ასევე ნახეთ მამუკა მდინარაძე: მე ჩარტერით ევროპაში ვერ წავალ, თუ არ მომეხმარა ოჯახის რომელიღაც წევრი
    ნინო გიორგობიანის ფეისბუკპოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში განმარტება გავრცელდა იმ უწყების სახელითაც, რომელსაც ის ხელმძღვანელობს მთავრობაში.
    "განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა", - ეწერა გავრცელებულ განცხადებაში.
    ასევე ნახეთ მთავრობის სტრატკომი განმარტავს, როგორ ჩავიდა პრემიერი შვილთან ერთად აშშ-ში
    "TV პირველმა" თამაზ გაიაშვილთან საუბრის დროს გაარკვია, რომ სამთავრობო თვითმფრინავი იმ დროის განმავლობაში, როცა ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში იყო, გერმანიის აეროპორტში იყო გაჩერებული.
    "ჩვენი რეისით პილოტები უკან დავაბრუნეთ, [შემდეგ] ჩვენი რეისით გავუშვით. [პრემიერი წაიყვანეს მიუნხენში] და შემდეგ უკან დავაბრუნეთ, [თვითმფრინავი] დატოვეს იქ ტექმომსახურებაზე. შემდეგ გაფრინდნენ ჩვენი რეისით და წამოიყვანეს პრემიერი..." - ამბობს "ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელი.
    პრემიერის ჩარტერული რეისით გამგზავრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თამაზ გაიაშვილთან დაკავშირება სურდა რადიო თავისუფლებასაც, თუმცა მან არ უპასუხა სატელეფონო ზარებს.
    ამ დრომდე არ არის ცნობილი, რა დაუჯდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შვილთან ერთად აშშ-ში მოგზაურობა. ბოლო დეკლარაცია მან 2022 წლის ოქტომბერში შეავსო, რომლის მიხედვითაც, მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 45 ათასი ლარი იყო. ამავე დეკლარაციაში წერია ისიც, რომ მას მშობლებმა 150 ათასი ლარი აჩუქეს.
     
    რადიო თავისუფლება
  3. tvati
    “გუშინდელი მოვლენები მკაფიოდ და ცალსახად აჩვენებდა ევროკავშირის განწყობებს საქართველოსთან მიმართებით და მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ევროპა დგას ჩვენი ქვეყნის გვერდით, მიუხედავად ყველაფრისა, ისინი არ დატოვებენ ქართველ ხალხს მარტო. მთავარი რაც ამ შეხვედრიდან გავიგეთ, არის ის, რომ ევროკავშირი ელოდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების სურვილს და ძალისხმევას.”

     ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 376834475_1004096240630079_8602364975521946316_n.mp4
  4. tvati
    G20-მა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი შეათანხმა.
    ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით, რომელიც G20-ის ქვეყნების სამიტს მასპინძლობს, „ოცეულის ჯგუფმა“ ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმა და უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით კომპრომისულ ფორმულირებებზე შეჯერდა.
    ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
    "რთული მუშაობის შედეგად, დეკლარაციაზე კონსენსუსს მივაღწიეთ, რაც იმას მოწმობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე კომპრომისულ ფორმულირებებზე შევჯერდით. დეკლარაციას შეთანხმებულად ვაცხადებ", - განაცხადა მოდიმ.
    ერთობლივი დეკლარაციის ტექსტში არ შესულა რუსეთის ქმედებების დაგმობა უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით, ამის ნაცვლად აღნიშნულია, რომ ომმა ადამიანების უზარმაზარი ტანჯვა გამოიწვია.
    "დიდი მწუხარებით აღვნიშნავთ ადამიანების უზარმაზარ ტანჯვასა და მთელს მსოფლიოში ომებისა და კონფლიქტების ნეგატიურ ზეგავლენას", - ნათქვამია კომუნიკეში.
    დეკლარაცია ყველა ქვეყანას გაერო-ს წესდების დაცვისა და ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
    აღსანიშნავია, რომ ეს მოწოდება კონკრეტულ ქვეყანას არ ეხება - არც რუსეთი და არც სხვა ქვეყნები მოიხსენიება. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით, ჯგუფის წევრებს სხვადასხვა პოზიცია აქვთ: დასავლეთი რუსეთის უფრო მკაცრად დაგმობას ითხოვს, გლობალური სამხრეთის ქვეყნები კი, ეკონომიკურ საკითხებზე ფოკუსირებას ირჩევს.

    ipn
  5. tvati
    ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკოში 8 სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი და ბოსელი მთლიანად დაიწვა.
    ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
    დაზარალებული ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
    ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლში ხანძრის დროს მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, ისინი უვნებელი გამოიყვანეს.
    ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული, მაგრამ ხანძარმა საყოფაცხოვრებო ინვენტარი მთლიანად გაანადგურა. დაზარალებული ოჯახის მდგომარეობას ხულოს მერიაში არსებული სპეციალური კომისია შეისწავლის.
  6. tvati
    იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბუბა ლომუაშვილის განცხადებით, [არქივის ეზოში მდებარე ცალკე შენობაში] ხანძრის შედეგად, რა გადარჩა და ამჟამად რა სიტუაციაა, ამაზე მოგვიანებით გაკეთდება განცხადება, ამ დროისთვის კი, გამოძიება მიმდინარეობს.
    როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დამონტაჟებული იყო ყველა სახის დაცვითი სისტემა, თუმცა როგორც მოხდა კინოფირების აალება ამას გამოძიება დაადგენს.
    იუსტიციის მინისტრის მოადგილის განმარტებით, სხვადასხვა სახის არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ამიტომ, ხაზგასასმელია ის, რომ ფაქტის შედეგად არავინ დაშავებულა.
    „დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ასეთი მაღალი პროფესიონალური მიდგომისთვის, სწორედ მათი დახმარებით მოხდა, რომ მსხვერპლის გარეშე [ჩაიარა შემთხვევამ], ძალიან სწრაფად მოხდა ლოკალიზება. ახლა, ამ შენობაში ხანძარი აღარ არის. რაც შეეხება იმას, თუ რა განადგურდა, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ შევიდეთ. შსს, როდესაც დაამთავრებს ყველა იმ სამართლებრივ პროცედურას, რომელიც უკავშირდება გამოძიებას, მხოლოდ ამის შემდგომ შეგვიძლია ვნახოთ, რა დაზიანდა. რა გადარჩა, ამჟამად რა სიტუაციაა, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, მაგრამ სასიხარულო ფაქტი ის, არის, რომ ჩვენ ვიცოდით ამ რისკების შესახებ, გვქონდა ყველა სახის დაცვითი სისტემა, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ეს არის აალებადი კინოფირები, თუ როგორ მოხდა ამის აალება ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ის ძვირფასი მასალა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო განლაგებული, გაციფრულებულია და ჩვენ ამის ასლები გვაქვს.
    ყველა საჭირო პროცედურა და სისტემა, რომელიც აუცილებელია თვითაალებადი კინოფირების დასაცავად, ამ შენობაში იყო განთავსებული. პირველადი დეტექციაც, ასევე ის სახანძრო სპეციალური სისტემა, რომელიც შიგნით იყო დამონტაჟებული ეს ჩაირთო, ამან იმუშავა და რაც ყველაზე მთავარი იყო, ის ჰიდრანტები, რითაც აღჭურვილია მთლიანად არქივის შენობა გამართულად მუშაობს ამ წუთშიც და მომავალში, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო ვეცდებით, რომ მსგავსი ტიპის შემთხვევები თავიდან იქნეს აცილებული. თუმცა, გეტყვით,რომ საჭირო დაცვის სისტემებიც აუცილებელი იყო, ყველაფერი იყო აქ“, - განაცხადა ბუბა ლომუაშვილმა.
    ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული არქივის ეზოში გუშინ ის შენობა დაიწვა, რომელშიც ნიტროფუძიანი ძველი კინოფირები ინახებოდა. ეროვნული არქივის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მასალა, რაც კინოფირებში იყო, გაციფრულებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

    იპნ
  7. tvati
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გურიაში არსებულ სტიქიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
    როგორც უწყების ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, უსაფრთხო ადგილას 62 მოქალაქეა გადაყვანილი.
    მისივე ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს.
    „გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.
    მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე 62 მოქალაქეა გადაყვანილი, როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით. მსგავსი ღონისძიებებია მ წუთებშიც მიმდინარეობს. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. მობილიზება გაკეთებულია, როგორც მძიმე ტექნიკის, ასევე მეხანძრე-მაშველების მიმართულებით. ვერტმფრენის საჭიროება თუ კი დადგება, მზადყოფნაში ვართ“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
  8. tvati
    აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დუნაიზე მდებარე უკრაინულ პორტებზე რუსული დარტყმები დაგმო.
    განცხადებას ენტონი ბლინკენი Х-ზე (ყოფილი Twitter-ი) ავრცელებს.
    „რუსეთი უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დუნაის პორტებზე თავდასხმებს განაგრძობს, სისტემატურად ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ამას იმისთვის აკეთებს, რომ უკრაინული მარცვლეული, რომელიც ასე არის საჭირო ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის გამოკვებისთვის, ბაზარზე არ დაუშვას. ეს რუსული მეთოდური სახელმძღვანელოა: დაბლოკოს უკრაინული ექსპორტი, აქციოს სურსათი იარაღად და აიძულოს მშიერი ხალხი ამისთვის ფული გადაიხადოს“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
    მედიის ცნობით, მანამდე ენტონი ბლინკენი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლუმინიტა ოდობესკუს დაუკავშირდა და რუსული დრონის ნაწილების რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნის გამოძიების პროგრესზე გაესაუბრა.

    ipn
  9. tvati
    რე­ხას შე­სა­ხებ შე­საძ­ლოა ბევ­რს არც არა­ფე­რი გსმე­ნი­ათ. წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი, რო­გორც წარ­სულ­ში, ახ­ლაც თვალს მო­ფა­რე­ბუ­ლია. ამ სოფ­ლი­დან უახ­ლო­ეს სოფ­ლამ­დე უკაც­რი­ე­ლი მან­ძი­ლი 15 კი­ლო­მეტრზეა გაშ­ლი­ლი და ბორ­ცვე­ბი­სა და მდე­ლო­ე­ბის გარ­და, არც არა­ფე­რი შეგ­ხვდე­ბათ. სხვა­თა შო­რის, 1795 წელს აღა-მაჰ­მად-ხა­ნის რბე­ვას (10000 ქარ­თვე­ლი წა­იყ­ვა­ნა ტყვედ) ეს ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი გა­და­ურ­ჩა. ასე იყო რუ­სულ იმ­პე­რი­ა­შიც: რო­დე­საც რუ­სეთ­მა თრი­ა­ლე­თის გა­უ­კაც­რი­ე­ლე­ბულ 48 სო­ფელ­ში ბერ­ძენ-სო­მე­ხე­ბი ჩა­მო­ა­სახ­ლა, მათ შო­რის ერ­თა­დერ­თი რეხა ინარ­ჩუ­ნებ­და ქარ­თუ­ლო­ბას. ამით ეს პა­ტა­რა სო­ფე­ლი ერ­თგვარ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ცენ­ტრა­დაც იქცა: ვინ აღარ მო­დი­ო­და და ცხოვ­რობ­და აქ: ბერ­ძნე­ბი, სომ­ხე­ბი, თურ­ქე­ბი, რუ­სე­ბი, ქურ­თე­ბი და ა.შ., მაგ­რამ რე­ხას ქარ­თუ­ლი ძირი ნედ­ლი რჩე­ბო­და. პი­რი­ქით, ყვე­ლა­ფე­რი "გა­და­ხარ­შა" და გა­ა­ნე­იტ­რა­ლა, მათ შო­რის თურ­ქუ­ლი ენის ზე­ო­ბაც, რო­მე­ლიც თურ­ქე­თი­დან უკან მობ­რუ­ნე­ბულ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ქარ­თვე­ლო­ბას მოჰ­ყვა. თურ­ქუ­ლად მო­სა­უბ­რე თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის ხსოვ­ნა დღემ­დე შე­მორ­ჩა გუ­ლი­კო სა­ბა­ძეს. ის ერ­თა­დერ­თია, ვინც რე­ხას მის­ტი­კურ ის­ტო­რი­ას სწავ­ლობს. გთა­ვა­ზობთ მას­თან ინ­ტერ­ვი­უს "კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქი­ვი­დან:
    - ამ­ხე­ლა თურ­ქო­ბა­ში, მთე­ლი თრი­ა­ლე­თის დაც­ლის დროს, ერ­თა­დერ­თი სო­ფე­ლი რეხა არ და­ი­ცა­ლა, თა­ნაც იდენ­ტო­ბა შე­ი­ნა­ხა. შე­მო­სე­ვე­ბი­სას მო­სახ­ლე­ო­ბა­დაც­ლილ ნა­სოფ­ლა­რებ­სა და ხე­ვებს აფა­რებ­დნენ თავს, მერე კი უკან ბრუნ­დე­ბო­და. ამ სოფ­ლი­დან არი­ან ღვი­ნი­აშ­ვი­ლე­ბი, ვახ­ტან­გიშ­ვი­ლე­ბი, სა­ბა­ძე­ე­ბი, გო­გა­ლა­ძე­ე­ბი, ბა­კუ­რა­ძე­ე­ბი... 1830-იან წლებ­ში, რო­დე­საც რუ­სეთ­მა თურ­ქე­თი­დან სომ­ხე­ბი და ბერ­ძნე­ბი ჩა­მო­ა­სახ­ლა, მათ­თან ერ­თად სამ­ცხე­ში ქრის­ტი­ა­ნი, მაგ­რამ უკვე თურ­ქუ­ლე­ნო­ვა­ნი ქარ­თვე­ლო­ბაც დაბ­რუნ­და. ისი­ნი სო­ფელ რე­ხა­ში და­სახ­ლდნენ. მათ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა სას­წა­უ­ლის ძა­ლით ჰქონ­დათ შერ­ჩე­ნი­ლი. სა­მა­გი­ე­როდ, ქარ­თუ­ლი აღარ ახ­სოვ­დათ. ამის გამო სო­ფელ­ში მე­ო­რე სა­სა­უბ­რო ენად თურ­ქუ­ლი იქცა. თით­ქოს ახ­ლაც ჩა­მეს­მის მათი უხუ­ცე­სე­ბის თურ­ქუ­ლი სა­უ­ბა­რი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ღრმა და მწა­რე ფეს­ვე­ბი ჰქონ­და: სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ქარ­თვე­ლო­ბა ხომ ერ­დო­ი­ან-გვირ­გვი­ნი­ან სახ­ლებ­ში ცხოვ­რობ­და, ანუ ერ­დო­ზე ოჯა­ხის ხმა­უ­რი მშვე­ნივ­რად ის­მო­და. ამით სარ­გებ­ლობ­დნენ თურ­ქე­ბი, ღა­მით მი­ე­პა­რე­ბოდ­ნენ, ერ­დო­ზე გაწ­ვე­ბოდ­ნენ და ოჯა­ხის სა­უ­ბარს უგ­დებ­დნენ ყურს.

    თუკი ამ დროს ვინ­მე ქარ­თუ­ლად და­ი­ლა­პა­რა­კებ­და, მთელ ოჯახს მა­შინ­ვე ამო­წყვეტ­დნენ. ჩემი წი­ნა­პა­რი სა­ბა­ძე­ე­ბის სო­ფე­ლი სწო­რედ ქრის­ტი­ა­ნო­ბის შე­ნახ­ვის­თვის ამო­ხო­ცეს თურ­ქებ­მა ერთ ღა­მე­ში. მათ­გან ჩემი წი­ნა­პა­რი სა­ბა­ძე­ე­ბი ბე­ბია ულუმ­პი­ას გა­და­ურ­ჩე­ნია, - არა­ვინ იცის, რო­გორ გა­მო­ა­პა­რა სამი შვი­ლიშ­ვი­ლი ღა­მით და ახალ­ცი­ხის სო­ფელ ხე­ოთ­ში შე­ა­ფა­რეს თავი. მერე კი, როცა მოძ­ლი­ერ­და, სო­ფელ­ში წმინ­და ბარ­ბა­რეს XVI სა­უ­კუ­ნის ეკ­ლე­სი­ას სამ­რეკ­ლო აუ­შე­ნა, წარ­წე­რით "ულუმ­პი­ამ აღა­შე­ნა". დე­და­ჩე­მი ხში­რად ახ­სე­ნებ­და დიდ ბე­ბია ულუმ­პი­ას. მა­შინ ეს სა­ხე­ლი სხვა ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევ­და, ვფიქ­რობ­დი, ოლიმ­პია ხომ ბერ­ძნუ­ლი სა­ხე­ლია, ალ­ბათ, ულუმ­პი­აც ბერ­ძე­ნი იყო და მეც ბერ­ძნუ­ლი სის­ხლი მაქვს-მეთ­ქი. რო­დე­საც ხე­ო­თის ეკ­ლე­სი­ის წარ­წე­რა ვნა­ხე, მა­შინ უკვე ჩემი წი­ნაპ­რე­ბის ტრა­გე­დი­ის სიღ­რმეც მთე­ლი ძა­ლით შე­ვიგ­რძე­ნი. შე­საძ­ლოა ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე ჩემი სოფ­ლის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა. წლე­ბია ვიკ­ვლევ და რაც დრო გა­დის, უფრო და უფრო მიკ­ვირს, რამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლი გა­და­უ­ტა­ნია ამ ხალ­ხს. დრო რომ გა­ვი­და, იმ სამი ძმა სა­ბა­ძე­ე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი სო­ფელ რე­ხა­ში ამო­სახ­ლდა, სა­დაც მეც და­ვი­ბა­დე. სა­ფიქ­რა­ლა­დაც კი ძნე­ლია, 48 სომ­ხურ და ბერ­ძნულ ოჯახს შო­რის ერ­თა­დერ­თმა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო ქარ­თვე­ლო­ბა. ძნე­ლია არ გა­ით­ქვი­ფო ამ­დენ ხალ­ხში: თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არა მარ­ტო ბერ­ძნე­ბი და სომ­ხე­ბი, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ას თურ­ქე­თი­დან ქურ­თე­ბი და თურ­ქე­ბიც ჰყავ­და ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი. მათი სოფ­ლე­ბი რე­ხის მიმ­დე­ბა­რედ იყო. ქურ­თებ­მა და თურ­ქებ­მა თრი­ა­ლეთ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ თქვეს უარი, რად­გან რუ­სეთ­მა ისე­თი­ვე გა­და­სა­ხა­დე­ბი და­უ­წე­სა, რო­გორც სხვა ხალ­ხს. არ ვიცი, რა მო­ლა­პა­რა­კე­ბა იყო რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­სა და მათ შო­რის, რა­ტომ არ უნდა ჰქო­ნო­დათ გა­და­სა­ხა­დე­ბი, მაგ­რამ ასე კი იყო. მათ­მა და­უ­ბეგ­რა­ო­ბამ დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია ბერ­ძენ­თა და სო­მეხ­თა სოფ­ლებ­ში.
    ეს უზარ­მა­ზა­რი ქვა წი­ნაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი ხა­ნის ძეგ­ლად არის მიჩ­ნე­უ­ლი. მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია მო­ცეკ­ვა­ვე ქალი - ე.წ. რე­ხის ურჩხუ­ლი, ნი­კო­ლოზ ვა­ჩე­იშ­ვი­ლის აზ­რით, ეს წარ­მარ­თო­ბის დრო­ინ­დე­ლი წმინ­და ად­გი­ლია  
            -1:19       რე­ხა­ში ქრის­ტემ­დე 3 ათა­სი წლის ციკ­ლო­პუ­რი ცი­ხე­ე­ბია ტო­ნი­ა­ნი ქვე­ბით მშრა­ლად ნა­შე­ნი. მეტ­საც გე­ტყვით, 2002 წელს აქ მკვლე­ვარ­მა ნი­კო­ლოზ ვა­ჩე­იშ­ვილ­მა ქვა­ზე ე.წ. რე­ხის ურჩხუ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა და კვლე­ვაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა. "ურჩხუ­ლი" ნას­კას უდაბ­ნო­ში აღ­მო­ჩე­ნილ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებს უახ­ლოვ­დე­ბა. ესე იგი, ამ მან­ძი­ლე­ბით და­შო­რე­ბულ ხალ­ხს ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და, რო­მელ ეპო­ქა­ში - პე­რუს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბის ასა­კად ქრის­ტეს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე 1800 წე­ლია ნა­ვა­რა­უ­დე­ბი. ვინ იცის, ამ ათას­წლე­უ­ლებ­ში აქ ხალ­ხმა რა გა­ი­ა­რა.

    XIX სა­უ­კუ­ნის სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ილია ალ­ხა­ზიშ­ვი­ლი რე­ხე­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას ისე აღ­წერს, ტი­რი­ლი მო­გინ­დე­ბა: "გა­ვი­ა­რეთ მდი­ნა­რე ქცია და ვი­პო­ვეთ აქ ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი რეხა, რო­მელ­შიც 160 კომ­ლი ქარ­თვე­ლო­ბა ასახ­ლია. გა­მე­ხარ­და, ვი­ფიქ­რე, სულ არა­რა­ო­ბას, წამ­ლად ხომ დარ­ჩე­ნი­ლა ქარ­თვე­ლო­ბა წალ­კა­ში, მაგ­რამ ისე თქვე­ნი მტე­რი და და­მა­წყე­ვა­რი და­ღონ­დეს, რო­გორც მე ამ რე­ხე­ლე­ბის ნახ­ვამ და­მა­ღო­ნა. აჰა, შენი ნაფ­ლე­თე­ბი მრა­ვალ­ტან­ჯუ­ლო სა­ქარ­თვე­ლო!

    რე­ხე­ლებ­მა ქარ­თუ­ლი საყ­ველ­პუ­როდ ძლივ­სღა იცი­ან და ამა­თაც ღვიძ­ლი დე­და­ე­ნის, ქარ­თუ­ლის მა­გი­ერ დე­დი­ნაც­ვლად თათ­რუ­ლი ენა გახ­დო­მი­ათ. მღვდე­ლი ბერ­ძე­ნი ჰყავთ, რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ა­ში ბერ­ძნუ­ლად სწი­რავს. თუმ­ცა თვი­თო­ნაც არ ეს­მის, რასა სწი­რავს, რად­გან ბერ­ძნუ­ლი ლა­პა­რა­კი არ იცის, ეს მღვდე­ლი სა­ხა­რე­ბა­საც კი უთარ­გმნის თა­ვის მრევლს ბერ­ძნუ­ლი­დან თათ­რუ­ლად და ქა­და­გე­ბა­საც თათ­რულ ენა­ზე ამ­ბობს, რად­გან რე­ხე­ლებ­მა არც ერთი სი­ტყვა არ იცი­ან ბერ­ძნუ­ლი. მღვდელ­მაც ქარ­თუ­ლი არ იცის, ამი­ტომ აღ­სა­რე­ბა­საც თათ­რულ ენა­ზე ეუბ­ნე­ბი­ან".

     
    - ღმერთო, რამხელა უბედურება გვაქვს გადატანილი, მართლაც ძალიან მყარი გადარჩენის "იმუნიტეტი" გვქონია!
    - უპირველესად ეგ ღვთის ძალით არის, მერეა დანარჩენი ყველაფერი, რაც არ გვასვენებს და გვაფხიზლებს. მაგალითად, დედაჩემის ბიძა, თომა საბაძე, სიზმრად გამოცხადებებმა არ მოასვენა, სანამ რეხის ძველი, მიწით დაფარული ნაეკლესიარი ადგილი არ აღმოაჩენინა და გაათხრევინა. ჯერ ბავშვი­ იყო, ღვთისმშობელი რომ ნახა სიზმრად, ხალხი­ წაიყვანე და ესა და ეს ადგილი გათხარეთო. რატომ მაინცდამაინც თომას დაემართა­ ეს, არ ვიცი, მაგრამ ერთს კი გავიხსენებ: როგორც დედა ამბობდა, თომას დედა ეფემია თომას დაბადებიდან ერთი წელიწადი სულ ძილ-ბურანში ყოფილა და ვერ ფხიზლდებოდა. ერთი წლის შემდეგ უცებ გამოფხიზლებულა­ და ბალახეულობით სოფლის მკურნალობა დაუწყია, ძილში ვისწავლეო. რეხელები დღესაც მოგიყვებიან, ეფემიას ბალახებით ვინ იყო სოფელში გადარჩენილი. მოკლედ, თომას მამამ 40 კაცი წაიყვანა და სიზმრად ნაჩვენები ადგილი გათხარა. გორის არქივში მოვიძიე ის დოკუმენტაცია, სადაც ამ ხალხის სახელებია ჩამოწერილი, ოღონდ იქ წერია, ეს 40 კაცი ბოლშევიკურ ხელისუფლებას არ ემორჩილება, გამოხატავს ამბოხს მუშურ-გლეხური ხელისუფლების წინააღმდეგ და ზღაპრებს ჰყვებაო. ამ დროს კი განათხრელში მართლაც აღმოჩნდა ნაეკლესიარი საძირკველი, ჩუქურთმიანი ქვები და საეკლესიო მოღვაწეთა ნაწილები. სხვათა შორის, კურნებებიც შესრულდა. ამიტომაც აქაურობას ხალხი მიაწყდა და წმინდა ადგილს ძვირფასეულობას სწირავდა. ამ ძვირფასეულობით სოფლის მღვდელმა გიორგი დარჩიამ ნაეკლესიარზე ახალი ეკლესია ააშენა. ეს ყველაფერი სიტყვასიტყვით წერია 1925 წლის გაზეთ "კომუნისტში". ამ ყველაფრის გამო თომა საბაძე, დედამისი ეფემია და მღვდელი გიორგი დარჩიაც დაიჭირეს, გაასამართლეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, მათი ჩვენებები კი თანამედროვე პრესაში დაბეჭდეს, მღვდელი გიორგი საბაძე სასამართლოზე კანტისა და ჰეგელის ციტატებით ლაპარაკობსო­. საკვირველი ის იყო, რომ მაშინ სამივე ციხიდან გამოუშვეს. ამასობაში სომხებმა გიორგი დარჩიას აშენებული ღვთისმშობლის შობის ტაძარი დაანგრიეს, რასაც უცნაური ამბავი მოჰყვა - შინ მისვლამდე ერთ მნგრეველს კისერი მოეღრიცა და ვეღარ გაასწორა, რის გამოც ეს ხალხი ისევ ჩვენს ოჯახს ამოადგა, დანაშაული გამოგვასყიდვინეთ, ეკლესიას ჩვენი ფულით ავაშენებთო. მშენებლობას ამჯერად ჩემი პაპა, გიორგი საბაძე ჩაუდგა სათავეში და სომხების გაღებული ფულით ახალი ტაძარი ააშენა. ამ მონანიე ხალხის შთამომავალები ისევ დადიან რეხის ამ ეკლესიაში სალოცავად. მოგვიანებით ეს ეკლესია კვლავ დააზიანეს, მაგრამ ისევ ააშენებინა თავი.
    - მღვდელმა გიორგი დარჩიამ საიდან იცოდა კანტი და ჰეგელი?
    - დამოუკიდებლობის დროს რეხელებმა­ პატრიარქ ამბროსი ხელაიას სთხოვეს, სოფელში ქართველი მღვდელი დაგვინიშნეო, და მანაც გიორგი დარჩია გამოუშვა. დარჩია ათონის მთაზე მოღვაწე ბერი იყო, ათონიდან ბერძნებმა ქართული საქმისთვის ბრძოლის გამო გამოაძევეს. რეხელებს ისე შეუყვარდათ ბერი დარჩია, მის მოგონებაზე ტიროდნენ. მეც ბევრი მიტირია მის გამო - 1937 წელს მაინც დახვრიტეს 77 წლის მოხუცი. იცით, რატომ? სტალინს მისწერა, რა დაგიშავათ რეხელმა ქართველობამ, წალკაში მხოლოდ ისინი იჩაგრებიან, მათ გარდა ხმა ყველას ამოეღებაო.
    ერთ ამბავსაც გეტყვით: 1998 წელს მეგობართან ერთად რეხიდან 5 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ავრანლოში (ძველი ქართული სოფელი თეზი) გახლდით წირვაზე, სადაც ერთი ბერძენი ქალი, ანა სოტიროვა გამოგველაპარაკა. მიხვდა, რომ ქართველები ვიყავით და ამიტომ მოვიდა ჩვენთან. გვითხრა, გამომყევითო და ძველი ეკლესიის საძირკველზე წამოწყებული ახალი ეკლესიის თითქმის დასრულებული მშენებლობა გვაჩვენა. არ გაგიკვირდეთ, არავინ იცოდა, თუ აქაურ მიწაში რამე იყო, მაგრამ სოფელში ერთ კაცს ღვთისმშობელი გამოეცხადა და ამ ადგილის გადათხრა უბრძანაო. გავოცდით, როდესაც მიწაში ნაეკლესიარი, მისი ჩუქურთმიანი ქვები და საფლავები აღმოვაჩინეთ, მაშინვე ძველი ეკლესიის ადგილზე ახლის მშენებლობა წამოვიწყეთო. ეს ეკლესია ქართველებისაა და თქვენ უნდა მოუაროთო. დღეს იქიდან ბერძნები წასული არიან, ქართულ ფუძეზე­ მათი აშენებული ეკლესია კი ისევ დგას. აი, ასე ავღორძინდებით კვლავაც, რადგან რაც მოგვიტანია, იოლად არ მოგვიტანია, ჩვენი წინაპრების ლოცვით, ბრძოლითა და თავების დაჭრით მოვიტანეთ.

    თომა საბაძე, სიზმრად გამოცხადებებმა არ მოასვენა, სანამ რეხის ძველი, მიწით დაფარული ნაეკლესიარი ადგილი არ აღმოაჩენინა და გაათხრევინა. განათხრელში მართლაც აღმოჩნდა ნაეკლესიარი საძირკველი, ჩუქურთმიანი ქვები და საეკლესიო მოღვაწეთა ნაწილები. სხვათა შორის, კურნებებიც შესრულდა. ამიტომაც აქაურობას ხალხი მოაწყდა და წმინდა ადგილს ძვირფასეულობას სწირავდა. ამ ძვირფასეულობით სოფლის მღვდელმა გიორგი დარჩიამ ნაეკლესიარზე ახალი ეკლესია ააშენა. მოგვიანებით სომხებმა გიორგი დარჩიას აშენებული ღვთისმშობლის შობის ტაძარი დაანგრიეს, რასაც უცნაური ამბავი მოჰყვა - შინ მისვლამდე ერთ მნგრეველს კისერი მოეღრიცა და ვეღარ გაასწორა, რის გამოც ეს ხალხი ისევ ჩვენს ოჯახს ამოადგა, დანაშაული გამოგვასყიდვინეთ, ეკლესიას ჩვენი ფულით ავაშენებთო. მშენებლობას ამჯერად ჩემი პაპა, გიორგი საბაძე ჩაუდგა სათავეში და სომხების გაღებული ფულით ახალი ტაძარი ააშენა. ამ მონანიე ხალხის შთამომავალები ისევ დადიან რეხის ამ ეკლესიაში სალოცავად...
     
     
     
    ავტორი: ეთერ ერაძე

    ambebi.ge
  10. tvati
    ეროვნული არქივის ეზოში მდებარე ნაგებობაში, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, ძველი კინოფირები ინახებოდა. როგორც „პუბლიკას“ ეროვნული არქივის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, საცავში განთავსებული ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება.
    მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

    publika
  11. tvati
    სურსათის ეროვნული სამსახურის განცხადებით „PRIMO“-ს კეტჩუპში სუდანის ჯგუფის საღებავი გამოვლინდა, რომლის სურსათში გამოყენებაც აკრძალულია.
    უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სუდანის ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ნიმუშები აიღეს.
    ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კეტჩუპი „PRIMO“-ს ნიმუშში (დამამზადებელი შპს „სანფუდი“, სომხეთი, ქ. ერევანი, შირაკის ქ. N 1/68. ნეტო: 200 გ.; დამზადების თარიღი: 03.06. 2023 წელი; დისტრიბუტორი საქართველოში: ი/მ გაგიკ კობალიან, ს/კ 07001011888, ქ. ახალქალაქი, ნალბანდიანის ქ. 61/10) აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავი Sudan I გამოვლინდა.
    სააგენტოს ინსპექტორებმა ი/მ „გაგიკ კობალიანს“ აუკრძალეს აღნიშნული სურსათის რეალიზაცია და დაავალეს უმოკლეს ვადაში დასახელებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, გამოთხოვილი სურსათის რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება. ამავდროულად, უწყებაში აცხადებენ, რომ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირები ბიზნესოპერატორთან სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ.
    სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს კეტჩუპი „PRIMO“-ს ზემოაღნიშნული პარტია და აღნიშნავს, რომ სუდანის ჯგუფის საღებავები განეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს და წარმოადგენს სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს, რომლის დამატება სურსათში აკრძალულია.

    netgazeti
  12. tvati
    სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, ია მოქიას ინფორმაციით, სუფსაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დაწყებულია.
    მისივე თქმით, ამ დროისთვის იწმინდება მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული გზები.
    მოქიას განცხადებით, უსაფრთხო ადგილას 9 ადამიანია გადაყვანილი.
    ,,სუფსაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ დროისთვის იწმინდება მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული გზები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა და მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. გუშინ, როგორც კი დაიწია წყლის დონემ, სამაშველო სამსახურმა ამოტუმბა წყალი იმ სახლებში, სადაც ჯერ კიდევ დარჩენილი იყო. უსაფრთხო ადგილას 9 ადამიანია გადაყვანილი და ამ წუთებშიც ვმუშაობთ, რათა ყველა ოჯახში მივიდეთ და დავითვალოთ ზარალი. ზარალის დამთვლელი კომისია აქტიურად მუშაობს. გუშინ მთელი დღისა და ღამის განმავლობაში გვეხმიანებოდნენ და დღესაც, თუ რომელიმე ოჯახს ესაჭიროებოდა ან ესაჭიროება უსაფრთხო ადგილზე გასვლა, ან საკვები პროდუქტები, ვეხმარებით“, - განაცხადა სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ია მოქიამ.

    ipn
  13. tvati
    შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე, ღამით მოსული ნალექის შედეგად, ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
    ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

    ipn
  14. tvati
    მძიმე დღე-ღამე დაგვიდგა: გურიაში სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, ახლობლებს და ჩვენ საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
    ამასთან, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ არქივში გაჩენილი ხანძარი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს - "წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს ჩვენში".
    "ამ დროს კი როცა გვჭირდება ყველაზე მეტად დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად მიეკუთვნება შემთხვევითობას ეს ტრაგიკული მოვლენები, თუ პირიქით, ეს ყველაფერი ჩვენ საქციელს, მოუმზადებლობას, ქვეყნისა და ადამიანების მიმართ გულგრილობის შედეგია… ვაგრძელებთ ძველებურად - ბოღმა, სიძულვილი, ერთმანეთის გაუტანლობა!"- წერს სალომე ზურაბიშვილი.

    ipn
  15. tvati
    პასუხი Postv-ის შეკითხვაზე სტრასბურგის დასკვნასთან დაკავშირებით: -  ჩვენ „ოცნებას'' ბრალს ვდებთ სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის შემცველი მუხლის ამნისტირებაში.


    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 376552844_1025435921981870_8895332836534624443_n.mp4
  16. tvati
    8 სექტემბერს, საღამოს ხანძარი გაჩნდა სახელმწიფო არქივის ფილმების საცავში. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს კინოარქივის  პრესსამსახურმა დაუდასტურა. 
    პრესამსახურის ცნობით, საცავში ინახებოდა ფილმების ნიტროფუძიანი ფირები. ეს თვითაალებადი ფირებია, უცნობია განადგურდა თუ არა ყველა. 
    საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით ხანძარი ლოკალიზებულია. უწყება თავდაპირველად ამბობდა, რომ ეს იყო არქივის ეზოში ცალკე მდგარი შენობა, თუმცა როგორც “ნეტგაზეთს” უთხრეს, არ ფლობდნენ ინფორმაციას, ვის ეკუთვნოდა ეს შენობა. ამ დრომდე მწირ ინფორმაციას გასცემენ სახელმწიფო უწყებები ხანძრის და მიყენებული ზიანის შესახებ. 
    ამ დროისთვის არ გაუვრცელებია ინფორმაცია ეროვნულ არქივს და კულტურის სამინისტროს ზიანის შესახებ. 
    ხანძარი არ გადასულა არქივის ძირითად, ასევე სხვა მიმდებარე შენობებზე. 
    ჯერჯერობით ასევე უცნობია ხანძრის მიზეზი და დაიწყო თუ არა გამოძიება. 

    ნეტგაზეთი
     

  17. tvati
    ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა.
    როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი პატრულირებს და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, 15 წელია, უსაფრთხოების განცდას უზრუნველყოფს.
    „აქ უკვე 15 წელია, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი პატრულირებს, ამ ზონაში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე. საერთო ჯამში, ისინი პატრულირებენ უკვე 100 ათასი საათია. ეს გრძელდება დღე და ღამე, კვირაში შვიდი დღის, მთელი წლის განმავლობაში. ჩვენი მისია უზრუნველყოფს უსაფრთხოების განცდას. მე ვესაუბრე ადამიანებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე. ვესაუბრე მათ, ვისაც მოუწია საკუთარი სახლების დატოვება და მითხრეს, რომ ჩვენი მისია მათ აძლევს უსაფრთხოების შეგრძნებას. ჩვენი ხალხი აკონტროლებს ვითარებას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ახდენს მისი გაფართოების პრევენციას, რომ სამხრეთ ოსები და რუსები საქართველოს ტერიტორიის შიგნით არ გადმოვიდნენ.
    ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც აქ გავაკეთეთ და ჩვენ ამის გაკეთებას იქამდე გავაგრძელებთ, ვიდრე საჭიროა. ჩვენ არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, სასწაულებს ვერ ვახდენთ, მაგრამ პატრულირების 100 ათასი საათი ძალიან შთამბეჭდვია. ემოციურია ამ ადამიანების ცხოვრების პირობების ხილვა. ძალიან ემოციურია ამ ადამიანების მოსმენა, რომლებიც გვეუბნებიან, შეხედეთ ეს არის ჩემი სახლი, ჩემი მიწა არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მისი დამუშავება არ შემიძლია. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, რითიც შეგვიძლია“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
     

    ავტორი - ლევან ახალაია
  18. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
    უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის.
    „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სტიქიის ზონაში რჩება და საგანგებო შტაბს უწევს კოორდინაციას.
    გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
  19. tvati
    ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰყავს 1 გამარჯვებული - სახელმწიფო და 2 დამარცხებული - “ნაციონალური მოძრაობა” და “ოცნება”., - ამის სესახებ განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ.

      მისივე თქმით,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტზე განხორციელდა ჯგუფური ძალადობრივი შტურმი, რომელსაც ხელმძღვანელობდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკანორ მელია.

      "ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აღკვეთა ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით საქართველოს პარლამენტზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობრივი შტურმი, “ოცნებამ” კი ამ ჯგუფის მეთაურს, ჩვენი გუნდის წინააღმდეგობის მიუხედავად, ამნისტია გამოუცხადა და სამუდამო იმუნიტეტი შესძინა.

     2021 წლის 18 თებერვალს გიორგი გახარიას გადადგომამ ქვეყანას ააცილა სისხლისღვრა, რომელიც იმ ღამეს პარტიის ოფისში სამართალდამცავების შესვლას და იქ მობილიზებული ნიკანორ მელიას დაკავებას გარდაუვლად მოჰყვებოდა. სწორედ ამან გახადა შესაძლებელი მომდევნო დღეებში ვითარების სტაბილიზაცია და დაკავების ღონისძიების ტრაგიკული შედეგების გარეშე დასრულება.", - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
  20. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
    ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.
    "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მიერ, ჭაბურღილის დატბორილი ტერიტორიიდან, ორი ადამიანი ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილას არის გამოყვანილი.ჯამში მეხანძრე მაშველების მიერ, 13 მოქალაქე უსაფრთხო ადგილასაა გამოყვანილი, ნაპოვნია ორი ცხედარი და ერთი პირის მიმართ სამძებრო სამუშაოები გრძელდება", - აცხადებენ შსს-ში.
    ცნობისთვის, სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენლის დავით გუმბარიძის ინფორმაციით, გადარჩენის მიზნით, მოქალაქე სიმაღლეზე მას შემდეგ ავიდა, რაც მანქანა წყალმა გასტაცა.
    შეგახსენებთ, რომ გურიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად სოფლები დაიტბორა, რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესებია გააქტიურებული. სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთის სამძებრო სამუშაოები კი, ამ დრომდე მიმდინარეობს.
  21. tvati
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების შედეგად, 80 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.
    ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ სილაურში მოხუცი ქალის საცხოვრებელი სახლი წუხელ განვითარებულმა მეწყერმა მთლიანად გაანადგურა. სტიქიის დროს ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა.
    ცნობისთვის, წუხელ ძლიერი წვიმის შედეგად გურიაში პრობლემები შეიქმნა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
    მაშველები 3 ადამიანს ეძებდნენ, საიდანაც ორი უკვე ნაპოვნია. 1 გარდაცვლილი ბავშვია, კიდევ ერთ მოზარდს კი ჯერ კიდევ ეძებენ.

    იპნ
  22. tvati
    ბორელთან დღევანდელ შეხვედრას მე შევაფასებდი, როგორც ოცნებისთვის და ოპოზიციის იმ ნაწილისთვის ცივი წყლის გადავლებად, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა ოცნების მიერ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წვერი, დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი წერს.

    მისი თქმით, დღეს, ოცნებამ სცადა, კვლავ გადაეტანა პასუხისმგებლობა ყველაზე, საკუთარი თავის გარდა, რაც  არ გაუვიდათ - მათ შეახსენეს, რომ მხოლოდ 3 რეკომენდაციაა შესრულებული.

      "მათ შორის, ჩვენ იმიტომ მივიღეთ ამ ჯგუფებში მონაწილეობა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე გვქონოდა ჩვენი პოზიცია და აგვეხსნა, რომ ყველა საშუალება გამოვიყენეთ, მაგრამ ოცნების მიზანი დესტრუქცია იყო და არა შედეგი!

     დღეს, ოცნებამ სცადა, კვლავ გადაეტანა პასუხისმგებლობა ყველაზე, საკუთარი თავის გარდა - არ გაუვიდათ! მათ შეახსენეს, რომ მხოლოდ 3 რეკომენდაციაა შესრულებული.

     დღეს, ოცნებამ სცადა, ბრალი დაედო ევროკავშირისთვის სუბიექტურ გადაწყვეტილებებში - არ გაუვიდათ! მათ უთხრეს, რომ მიხედონ საქმეს, ბრალდებების ნაცვლად.
     ბორელმა შეახსენა ოცნებას იმ "გაშავების" კამპანიასა და მეორე ფრონტის რიტორიკაზე, რომელსაც ისინი ავრცელებენ და პირდაპირ კითხა მათ, გაითვალისწინოს თუ არა ეს რიტორიკა, მიიღოს თუ არა პოზიციად - ოცნებისგან დუმილის გარდა არაფერი მომისმენია.
       საუბარი შეეხო პრეზიდენტსაც: "იმპიჩმენტი ვერ იქნება განხილული პოზიტიურ გზავნილად საქართველოს ევროკავშირის გზაზე." ეს იყო ბორელის პოზიცია!

    ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და სტატუსი უნდა მივიღოთ, ეს იქნება საჩუქარი ქოცების ხელისუფლებისთვის, მაგრამ ეს იქნება დამსახურებული აღიარება - ქართველი ხალხისთვის და მკაფიო ანტიოკუპანტური, ანტირუსული გზავნილი რუსეთის ხელისუფლებისთვის, ამიტომაც უნდა მივიღოთ!", - წერს ლილუაშვილი.     
  23. tvati
    გუშინ და დღეს მწერალთა სახლის ფეისბუქგვერდზე რამდენიმე წინააღმდეგობრივი განცხადება გამოქვეყნდა.
    7 სექტემბერს მწერალთა სახლის გვერდზე გაზიარდა კულტურის სამინისტროს განცხადება, რომელშიც გაკრიტიკებული იყო მწერალთა სახლის ყოფილი ხელმძღვანელი ნატაშა ლომოური. მოგვიანებით განცხადება წაიშალა და დაწერეს, რომ ის იყო შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური. მოგვიანებით აღნიშნული განცხადებაც წაიშალა ფეისბუქისგვერდიდან. 8 სექტემბერს მწერალთა სახლის გვერდზე ისევ გამოქვეყნდა კულტურის სამინისტროს ის განცხადება, რომელიც მწერალთა სახლის შემოქმედებითი გუნდის მიერ ცილისმწამებლურად და შეურაცხმყოფლად შეფასდა.

    „პუბლიკა“ მწერალთა სახლის სოციალური მედიის მენეჯერს, მარიამ გიგუაშვილს ესაუბრა. „როდესაც ქეთევან დუმბაძე დირექტორად დაინიშნა, მე გავხადე ფეისბუქგვერდის ადმინად, რადგან მე მქონდა წვდომა „მწერალთა სახლის” ფეისბუქგვერდზე, არა მარტო ამ ფეიჯზე,  არამედ სხვადასხვა გვერდზეც“ – გვიყვება მარიამი.
    ამის შემდეგ შემდეგ მას მისდის შეტყობინება, რომ წაშლილია გვერდის ადმინობიდან – „დანიშნა თავისი კადრი, რომელიც ჩვენს ორგანიზაციაში არ მუშაობს. შემდეგ მოხდა ისე, რომ გავარკვიეთ ერთმანეთთან რაღაცები, გეგმები გავუზიარეთ ერთმანეთს და ისევ დამაბრუნა ადმინად”.
    გუშინ, როდესაც მარიამი სამსახურიდან წამოვიდა, ტელეფონზე რამდენიმე თანამშრომელმა დაურეკა – აინტერესებდათ,  თუ რატომ გააზიარა მან სამინისტროს შეურაცხმყოფელი განცხადება.
    „მე საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში, რა ხდებოდა, რომ შევამოწმე, ეს იყო კულტურის სამინისტროს განცხადება, რომელიც ჩვენს ფეისბუქგვერდზე იყო გადმოზიარებული“.
    ამის შემდეგ მარიამი შლის სამინისტროს განცხადებას და აქვეყნებს სხვას,  შემოქმედებით ჯგუფთან ერთად.

    ამის შემდეგაც მას ფეიჯზე წვდომა კვლავ შეეზღუდა და ეს განცხადებაც წაიშალა, დღეს კი სამინისტროს ვრცელი განცხადება მწერალთა სახლის გვერდზე კვლავ გამოქვეყნდა.
    ამ დროისთვის მწერალთა სახლის ფეისბუქზე ადმინებად რჩებიან ქეთევან დუმბაძე და სამინისტროს კიდევ ერთი კადრი.

    პუბლიკა
  24. tvati
    გთხოვთ, არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, ასეთი რამ არასდროს იქნება მიღებული ჩემს მიერ, ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია - თქვენ განა გვემუდარებით, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
    როგორც ბორელმა აღნიშნა, ახლა მთელი კონცენტრაცია უნდა იყოს მიმართული რეკომენდაციების შესრულებაზე და არა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიტოვებაზე ფიქრზე.
    „ევროკავშირს საქართველო არც მიუტოვებია, არც მიატოვებს. ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული, თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები, თქვენზეა ეს საქმე. ბავშვი, რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის? თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საქმე, ეს თემა, ეს საგანი. ამიტომ, ჩვენი შეფასება არის ობიექტური, ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ არ მიგატოვებთ, მთელი ძალისხმევა და ენერგია ჩადეთ ამ რეკომენდაციების შესრულებაში, აი, ეს არის კარგი და სწორი მიდგომა. ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, სადაც 1,3 მილიარდი ევროა მობილიზებული და ეს მოხმარდება საქართველოში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და საქართველოსთან გეგმები გვაქვს. ჩვენ ყველაფერი გვესმის, გვესმის ის ინტერესები, რაც საქართველოსთან ასოცირდება ჩვენს თვალში, ამიტომ საქართველო არის ჩვენს ინტერესებში. თქვენ განა გვემუდარებით, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, ამიტომ არის, რომ ჩამოვედი და გესაუბრებით. საქმეა გასაკეთებელი და დროც არის ამისთვის, გააკეთეთ! ნუ იფიქრებთ მიტოვების თემაზე საერთოდ!“- განაცხადა ბორელმა.

    იპნ
  25. tvati
    ფრენების აღდგენარუსეთთან, ინფორმაციის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, დემოკრატიული სისტემების მნიშვნელობა – ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.
×
×
  • შექმენი...