Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    „ოცნების” გადაწყვეტილება პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე, პირველ რიგში, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს მიზანმიმართულად უქმნის საფრთხეს და მეორე მხრივ, პოლარიზაციას უწყობს ხელს.

     ევროინტეგრაციის პროცესი ერთი მხრივ “ოცნებისთვის” არის არასასურველი, რადგან მათი მმართველობის ფორმა შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. მეორე მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა” თვლის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებამ შესაძლოა გაამყაროს “ოცნების” ძალაუფლება. შესაბამისად, საქმე გვაქვს პროცესთან, სადაც ორივე პარტიას აქვთ ინტერესთა თანხვედრა - მათ კანდიდატის სტატუსი არ უნდათ. ამასთან, როცა პოლარიზებაზე გვაქვს საუბარი, ესეც ორივე პარტიის ინტერესშია. “ნაცმოძრაობასაც” და “ოცნებასაც” სურს, 2024 წლის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობას მხოლოდ ამ ორ პარტიას შორის ჰქონდეს არჩევანი.

     გვახსოვს, როდესაც მურუსიძის კლანის გასაძლიერებლად სასამართლოში “ოცნებას” ხმები აკლდებოდა, ეს ხმები მათ „ნაციონალურმა მოძრაობამ” დაუმატა. ამას არც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში გამოვრიცხავთ.
       ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  374683221_6467362316714684_8417756134996702061_n.mp4
  2. tvati
    მიმდინარე ზაფხულს საზღვარგარეთ დასვენება რუსეთის დაახლოებით 5-მა მილიონმა ადამიანმა აირჩია. როგორც რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია წერს, ეს რაოდენობა 37%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
    სტატისტიკის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება თურქეთი და აფხაზეთი იყო.
    ტურისტული ბაზრის ექსპერტების წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ზაფხულის სამი თვის განმავლობაში, დაახლოებით 1 მილიონი რუსი ტურისტი აფხაზეთში ჩავიდა, რაც 25%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს.
      როგორც ირკვევა, მათი ნახევარი სასტუმროებში ტურ-ოპერატორების მეშვეობით განთავსდა, ხოლო დანარჩენი წილი დამოუკიდებელ ტურისტებზე მოდის.
    მიმდინარე სამ თვეში, აფხაზეთში მოგზაურობის საშუალო ღირებულებამ დაახლოებით 335 დოლარი შეადგინა ერთ ადამიანზე ფრენის გარეშე 9 ღამის განმავლობაში, ხოლო დაახლოებით 800 დოლარი ერთ ადამიანზე ფრენის ღირებულების ჩათვლით.
    რაც შეეხება ფასებს, აფხაზეთის კურორტებზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის ზაფხულში, გასულთან შედარებით, დაახლოებით 5-დან 15%-მდე შეადგენდა.
    რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, რუსები წელს ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ეგვიპტეს, ტაილანდს, შრი-ლანკას, მალდივებსა და სეიშელის კუნძულებს სტუმრობდნენ.
     
      ავტორი: ეკა დარჩიაშვილი

    bpn.ge
  3. tvati
    ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის  რვა კურსდამთავრებული სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა.
    ესენია: ელენე ჯაფარიძე,
    ნინი გობრონიძე,
    გიორგი სირაძე,
    ნუცა ღელეყვა,
    ვახტანგ ბაქანიძე,
    ლიზი მექვაბიშვილ,
    ანანო ჩაგუნავა,
    მარიამ ქათამიძე.
    ვულოცავთ ამ დიდ მიღწევას და სიხარულს აწ უკვე სტუდენტებს და კვლავ გამარჯვებებს ვუსურვებთ.
      მარინა ჩიხლაძე ავტორი
  4. tvati
    საკვებისა და სასმელის ღირებულება აეროპორტებში შესაძლოა, რამდენჯერმე აღემატებოდეს მსგავსი პროდუქტების ფასს ჩვეულებრივ მაღაზიებში. ეს ფაქტი მუდმივად იწვევს მგზავრების უკმაყოფილებას და აეროპორტების მიმართ პრეტენზიებს.
    მართლაც, ქსელურ რესტორანში, რომელიც აეროპორტში მდებარეობს, ჩვეულებრივი სადილი შესაძლოა, სამჯერ ან ხუთჯერ მეტი დაგიჯდეთ, ვიდრე ანალოგიურში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ისევე, როგორც წყალი, ყავა და ა.შ.
    მგზავრები იხდიან საკუთარი უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის
      პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ აეროპორტს, როგორც ბიზნესერთეულს, შეუძლია მხოლოდ ირიბად იმოქმედოს პარტნიორებზე, რომლებიც ხსნიან თავიანთ მაღაზიებსა და რესტორნებს ტერმინალში. აეროპორტი არ არეგულირებს საცალო ფასებს - ის უბრალოდ იჯარით გასცემს თავის ფართს.
    მეორეც, ქირა საკმაოდ ძვირია. აეროპორტი კლიენტების სტაბილური მიმწოდებელია ბიზნესისთვის, ტრაფი კი იქ საკმაოდ მაღალია და კლიენტს აქვს მინიმალური არჩევანი: "სუფთა" ზონიდან წყლის გასასვლელად უახლოეს სუპერმარკეტამდე ვერ გახვალთ. საბოლოო ჯამში კი, ეს გავლენას ახდენს ფასზე.
    მესამე, თავის როლს ასრულებს მგზავრების უსაფრთხოება, რომელსაც ჩვეულებრივ, სულ უფრო მეტად ითხოვენ. აეროპორტის ბიზნესი იხდის არა მხოლოდ რთული ლოჯისტიკისთვის აეროპორტის კაფეებსა და რესტორნებში საკვებისა და სასმელების მიტანისას, არამედ საკვების, დანა-ჩანგლის, ნებისმიერი აღჭურვილობისა და თავად თანამშრომლების სკრინინგისთვის. აეროპორტის დახურულ პერიმეტრში შესანახი ადგილები ასევე მინიმალურია.
    აეროპორტების ბიზნესზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კრიზისმა
    გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა, რომლებიც დაახლოებით ერთნაირად მოქმედებს მთელს მსოფლიოში, აეროპორტები მთელს მსოფლიოში საკმაოდ დაზარალდნენ პანდემიის დროს - ნიღბები, დეზინფექცია, ვაქცინაცია, შეზღუდვები, „არასამუშაო დღეები“, ჯარიმები და ა.შ. წარმოუდგენლად გიგანტური ხარჯები, რომლის მოცულობა ჯერ კიდევ არ არის დათვლილი.
    აეროპორტის ბიზნესის გადამზიდავებისა და ოპერატორების ხარჯები, რომლებმაც ჯერ ვერ მოახერხეს კოვიდ - ზარალის ანაზღაურება, კვლავ მკვეთრად დიდია.
    ფასების ზრდა შესაძლოა, შენელდეს, როდესაც ბაზრის მდგომარეობა დასტაბილურდება
    ფასის საკითხს მეორე მხარეც აქვს. თუ ძალიან სქემატურად და მარტივად მივუდგებით, მაშინ, რაც უფრო ძვირია საკვები ტერმინალში, მით უფრო ნელა იზრდება ავიაბილეთის ღირებულება. ნებისმიერი აეროპორტი მოგებას იღებს როგორც საავიაციო, ასევე არასაავიაციო საქმიანობიდან. ტერმინალის ფართის გაქირავება მეორე კატეგორიას მიეკუთვნება.
    ანუ, რაც უფრო მეტ ფულს აგროვებს აეროპორტი ტერმინალში მყოფი მგზავრისგან, მით უფრო ნაკლებად გაზრდის ავიაკომპანიების მომსახურების ღირებულებას, რაც, თავის მხრივ, არ გადაიტანს მზარდ ხარჯებს მგზავრზე.
    აეროპორტებში საკვები და სასმელი რომ ძვირია, თავად აეროპორტის ბიზნესის სპეციალისტებიც არ უარყოფენ და ეს საერთაშორისო პრობლემაა. საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა შეიძლება შენელდეს თუ ბაზრის მოთამაშეებმა საბოლოოდ დაინახეს სტაბილურობის შუქი კრიზისის გვირაბის ბოლოს, რომელიც ბოლო 3,5 წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალურია.
      ავტორი: ეკა დარჩიაშვილი
  5. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ჩავა და 20 სექტემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ 15-წევრიანი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ალბანეთის, გაერო-ში ელჩმა ფერიტ ჰოჯამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
    ცნობისთვის, მსოფლიო ლიდერები ნიუ-იორკში 18 სექტემბრიდან შეიკრიბებიან გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. უკრაინასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა კი 20 სექტემბერს გაიმართება.

    ინტერპრესნიუსი
  6. tvati
    ბოლო 72 საათში აშშ უკრაინის სამხრეთში უკრაინელების კონტრშეტევის მნიშვნელოვან პროგრესს ხედავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
    მისივე თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის სამხრეთში, კერძოდ ზაპოროჟიეს ოლქში, „უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან წინსვლას” ხედავს ბოლო 72 საათში.
    „ამ კონტრშეტევის ვერც ერთი ობიექტური დამკვირვებელი ვერ შეძლებს უარყოფას, რომ მათ პროგრესს მიაღწიეს… მათ გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს რუსული თავდაცვის ამ მეორე ხაზის წინააღმდეგ”, - განაცხადა კირბიმ.
    მან აღნიშნა, რომ „უსარგებლოა” პარტნიორისა და მეგობრის კრიტიკა, რომელიც ძალადობრივ რეჟიმთან ბრძოლაში პროგრესის მიღწევას ცდილობს.
    კირბის თქმით, უკრაინელები თავად გადაწყვეტენ შემდეგ სად წავლენ და როგორ ისარგებლებენ ამ წარმატებით.
    „ეს არ ნიშნავს, რომ სამხრეთში წინსვლის დროს სამომავლო რთული ბრძოლების შესახებ არ ახსოვთ. ეს ყველაზე უკეთ იციან. ჩვენ კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ დავრწმუნდეთ, რომ წინსვლისთვის მზად არიან, რომ აუცილებელი ინსტრუმენტები, მეთოდები, წვრთნა და შესაძლებლობები აქვთ ამ პროგრესისთვის. კიდევ ერთხელ, ისე სწრაფად, როგორც ამას საჭიროდ თვლიან“,- განაცხადა კირბიმ.

    იპნ
  7. tvati
    უკრაინელ ოლიგარქს, იგორ კოლომოისკის ბრალდება წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
    მათი ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ბრალდება წარუდგინეს.
    საუბარია თაღლითობასა და უკანონო გზით მოპოვებული საკუთრების ლეგალიზაციაზე (ე.წ. გათეთრებაზე).
    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, დადგინდა, რომ 2013-2020 წლებში კოლომოისკიმ მის მიერ კონტროლირებადი საბანკო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გამოყენებით საზღვარგარეთ გადარიცხვით ნახევარ მილიარდ უკრაინული გრივნას ლეგალიზება მოახდინა.

    ipn
  8. tvati
    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 და 3 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 4 სექტემბრის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
    „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

    publika
  9. tvati
    ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროს სხვა წარმომადგენლები მიმართავენ კულტურის სამინისტროს და მოუწოდებენ, ღიად გაემიჯნონ რუსულ ფესტივალს.
    საუბარია მოსკოვში დაგეგმილ საბავშვო ლიტერატურულ ფესტივალზე. რუსული მედია მანამდე წერდა, რომ მასში საქართველოს მხარეც იღებდა მონაწილეობას, კერძოდ კი რუსული ცენტრის „აზბუკას“ თანამშრომლები.
    წერილის ხელმომწერები მოუწოდებენ კულტურის სამინისტროს, გაავრცელოს ოფიციალური განმარტება და ღიად განაცხადოს, რომ უწყება კატეგორიულად ემიჯნება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ყველა მსგავს ინიციატივას და გმობს მასში საქართველოს, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ინდივიდუალურ დონეზე მონაწილეობას.
    „გამოიძიოს ფონდ „აზბუკას“ წარმომავლობა, საქმიანობა და მიზნები; დაადგინოს და საზოგადოებას დეტალურად აცნობოს იმ სახელოვნებო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც რუსული ფულით ფინანსდებიან და ოკუპანტი ქვეყნის რეჟიმის პროპაგანდას ემსახურებიან. მოვითხოვთ, დაიბლოკოს ყველა მსგავსი, მოღალატეობრივი ინიციატივა. საქართველოს კანონმდებლობით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რუსეთი განსაზღვრულია, როგორც ოკუპანტი ქვეყანა და ჩვენ მოვითხოვთ ამ კანონის უმკაცრესად დაცვას,“ – ნათქვამია განცხადებაში.
    წერილს ხელს აწერენ:
    გვანცა ჯობავა ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე) ზვიად კვარაცხელია მაია კუდავა ირინე ჭოღოშვილი გაგა ნახუცრიშვილი ბესო სოლომანაშვილი ზურა პაპიაშვილი ქეთი ნიჟარაძე ირაკლი ლომოური ნათია ორმოცაძე კატო ჯავახიშვილი თამრი ფხაკაძე ბელა ჩეკურიშვილი დოდო ყვავილაშვილი მარი ბექაური ნიკოლოზ აგლაძე დიანა ანფიმიადი მანანა მათიაშვილი ია ჯინჭარაძე მაიკო დანელია ნანა აბულაძე მაშო სამადაშვილი თინა მამულაშვილი ლელა დუმბაძე ლუკა ბაქანიძე ბექა ქურხული მაია ალუდაური ნინო ნადირაძე ნათია გიორგაძე ნინო სურამელაშვილი ლელა კოდალაშვილი შოთა იათაშვილი თამთა მელაშვილი მაგდა ნოვაკოვსკა თაკო ლონდარიძე ეკატერინე ტოგონიძე ნუკრი ბერეთელი ნანა გოგოლაშვილი გიო ლომიძე ნატო დავითაშვილი პაატა შამუგია ლანა კალანდია ნატო გორდელაძე ნესტან-ნენე კვინიკაძე რატი მუჯირი ანა ჯავახიშვილი ხათუნა თავდგირიძე ია ვეკუა დალილა გოგია ლექსო ქურხული თამარ ფოლადაშვილი ქეთევან ყანჩაშვილი თორნიკე სიბაშვილი რუსუდან რუხაძე ნატო კვარაცხელია რატი ამაღლობელი შალვა ბაკურაძე ნუკა ღამბაშიძე ირმა მალაციძე კოკა ქამუშაძე თეონა დოლენჯაშვილი ნინო კიკნაძე გიო ჯინჭარაძე არჩილ ქიქოძე ლიმერ გრიგოლია რეზო გეთიაშვილი ელენე ჯაფარიძე მაია ლიპარტელიანი თამარ კორკოტაშვილი ბექა ადამაშვილი მარინა ცხადაია თაკო ბაქრაძე ბუბა კუდავა ანდრო დადიანი მედეა იმერლიშვილი ინა არჩუაშვილი ლელა ცუცქირიძე ქეთი ქანთარია თათია ნადარეიშვილი ელისო ჩუბინიშვილი ნინი ბუკია ზაალ ანდრონიკაშვილი ნატალია ტროხიმი ლევან ბერძენიშვილი გიორგი ჯინჭარაძე მადონა ელიაშვილი მარიამ წიკლაური შორენა ლებანიძე ტორესა მოსი ლაშა ბუღაძე ნატო ალხაზიშვილი მამუკა ტყეშელაშვილი ვასო გულეური მერაბ ფიფია მაკა ლდოკონენი გიორგი შონია მათე სარალიშვილი ანა ყიასაშვილი იუნონა გურული თამარ კვიჟინაძე ნინო ჯიჯავაძე თაკო კიკვაძე მიხეილ ციხელაშვილი თეკლა ქველაძე მაკა კასრაძე მაია ცირამუა

    netgazeti
  10. tvati
    თბილისში, ლაღიძის ქუჩის N12-ში, მშენებელ კომპანიას ისე უნდა აეშენებინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომ ადგილზე არსებული ძველი შენობის ერთ-ერთი კედელი შენარჩუნებულიყო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, “ოცნების” დეპუტატის შვილის კომპანიამ კედელი დაანგრია. მერია აცხადებს, რომ მომხდარს იკვლევს.
    მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე შენობის სრულად გაქრობის თაობაზე საზოგადოებას ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა აუწყა. ამაშუკელი პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრია მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოში, რომელმაც პროექტი განიხილა.
    “ეს შენობა ყველას გახსოვთ, ახლა ზაფხულია, ხეები ფარავს და შეიძლება ვერც კი შეამჩნიეთ, ის აღარ არის, ასე უბრალოდ ერთ დღეში გაქრა.
    მფლობელმა ჯერ იყო და კბილებით გაიტანა პროექტი, რომელიც მხოლოდ სანაპიროს მხარეს არსებული კედლის შენარჩუნებას, უკან კი ახალი მოცულობის ჩადგმას ითვალისწინებდა.
    პროექტის დამტკიცებისას (რომლის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი) მთავარი არგუმენტი ეს შენარჩუნებული ძველი კედელი იყო, სულ გვამადლა და ძმრად გვადინა ამ “ძალიან ავარიული” კედლის აღდგენა- შენარჩუნება. პროექტი გაინაღდა და … ერთ ღამეში უნებართვოდ, პროექტის დარღვევით, მძიმე ტექნიკით მთელი შენობა დაანგრია და ის კედელიც მიაყოლა”, — წერს თამარ ამაშუკელი ფეისბუკზე.

    ლაღიძის ქუჩის N12-ში მდებარე შენობის ჩრდილოეთი კედელი. ფოტო, რომელიც 2022 წლის მაისით თარიღდება, თავად კომპანიამ გადაიღო.
    მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის მიხედვით, კომპანია “ნიუ ჰაუსმა” მშენებლობის ნებართვა გასული წლის მიწურულს მიიღო. გათვალისწინებული იყო შენობის ჩრდილოეთი კედლის რეაბილიტაცია და მისი ავთენტურობის შენარჩუნება, თუმცა თავად კომპანიის მიერ მოგვიანებით გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, პირიქით მოხდა — კედელი დაანგრიეს.
    ამის გამო, არქიტექტურის სამსახურმა კომპანიას არ დაუკმაყოფილა მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი განაცხადი, რომელიც “ნიუ ჰაუსმა” მერიაში 2 აგვისტოს შეიტანა. სწორედ ამ განაცხადზე თანდართული ფოტოები ხდის ნათელს, რომ კედელი დანგრეულია.
    “ნიუ ჰაუსის” დირექტორი ბიძინა წაქაძეა — “ქართული ოცნების” წევრისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ბეჟან წაქაძის ვაჟი. ბიძინა წაქაძემ 2016 წელს 60 000 ლარი შესწირა “ოცნებას”, 2018 წელს კი 30 000 ლარი გაიღო იმხანად პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კამპანიის სასარგებლოდ, რომელსაც მმართველი პარტია უჭერდა მხარს.

    ამჟამად, შენობა დანგრეულია. ფოტო დართული აქვს კომპანიის ერთ-ერთ განაცხადს, რომლითაც 2023 წლის აგვისტოში მიმართეს თბილისის მერიას. 
    იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაანგრია კედელი, კომპანია განმარტებას აკეთებს ახალ განაცხადში, რომელიც პირველი სექტემბრით თარიღდენა. განაცხადით “ნიუ ჰაუსი” კორექტირებული პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გახანგრძლივებას ითხოვს.
    “არსებული შენობის შენობის დემონტაჟის დროს უფრო ნათლად გამოჩნდა შენობის მძიმე მდგომარეობა, დაწყებული იყო მზიდი კედლების რღვევა. აღარ მუშაობდა აგურებს შორის დუღაბი. ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ მხარეს მოხდა კედლის ნაწილის რღვევა. რაც დაფიქსირებული აქვს 112 ს(შსს).
    უსაფრთხოების მიზნით, რადგან არსებული შენობის ჩრდილოეთ კედელი ესაზღვრება ავტომაგისტრალს და განთავსებულია 12 მ. ით მაღლა. მშენებლის მხრიდან სასწრაფოდ მოხდა ზემოთ აღნიშნული კედლის დაშალა.
    არქიტექტურული პროექტის კორექტირება ეხება მხოლოდ არსებული შენობის შესანარჩუნებელი ჩრდილოეთ კედლის აღდგენას/გადაწყობას. არქიტექტურულ პროექტს სხვა ცვლილება არ განუცდია”, — დასძენს კომპანია განაცხადის განმარტებით ბარათში.
    ამაშუკელის პოსტის შემდეგ, მომხდართან დაკავშირებით თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა. უწყების თქმით, “პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა”.
    “დედაქალაქის მერია მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, იქნება ეს მშენებლობის შეჩერება, ჯარიმა თუ სხვა. მოკვლევის პროცესში გატარდება საჭირო ღონისძიებები, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით”, — აღნიშნავს მერია.

    ნაგებობის რენდერი, რომლის აშენებაც კომპანიას სურს

    netgazeti
  11. tvati
    "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რას იწყებს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ა­კე­თა. კო­ბა­ხი­ძის გან­მარ­ტე­ბით, იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა და­ი­წყე­ბა მი­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის აღ­სრუ­ლე­ბას პარ­ლა­მენ­ტში ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რაც სჭირ­დე­ბა.
    კო­ბა­ხი­ძის ამ გან­ცხა­დე­ბას წინ უძღო­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წას­ვლა ევ­რო­პა­ში, ევ­რო­პელ ლი­დე­რებ­თან შე­სახ­ვედ­რად, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­მარ­ტე­ბით, მან უნდა ისა­უბ­როს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ. მმარ­თველ გუნდში აცხა­დე­ბენ, რომ მათ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის თან­ხმო­ბა არ მი­უ­ცი­ათ. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბის შე­სა­ხებ მა­ლე­ვე მოჰ­ყვა პრე­ზი­დენ­ტის რე­აქ­ცია. ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დზე ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ფო­ტო­ზე ჩანს, რომ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მა­ტა­რე­ბელ­შია და მშვე­ნი­ერ ხა­სი­ათ­ზეა.

    ფო­ტოს არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა და კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რებს შო­რის არის პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დე­რი, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი გა­ხა­რია. ის მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს პრე­ზი­დენტს და წერს:
      "ნე­ბის­მი­ე­რი ტრან­სპორ­ტით, ევ­რო­პის­კენ!"
    ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ვი­დეო მი­მარ­თვაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ამ­ბობს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­სი ქვეყ­ნის ევ­რო­პულ მო­მა­ვალს საფრ­თხეს უქ­მნის.

    ambebi.ge
  12. tvati
    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 1 სექტემბერს ბრიუსელში შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან. შეხვედრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ფეისბუკის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა.
    ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ასევე რეგიონში განვითარებული მოვლენები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შედეგები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის.
    „პრეზიდენტმა მიშელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის პირადი მისწრაფება საქართველოს ევროპული პერსპექტივის ხელშეწყობისთვის. როლი რომელიც მან ითამაშა კანონმდებლობის დაცვის ზედამხედველობის კუთხით, ცალკეულ პირთა შეწყალების უფლების გამოყენების კუთხით, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას და მაღალი შეფასება მიეცა მის ძლიერ პოლიტიკურ ორიენტირებს ევროკავშირ-საქართველოს დღის წესრიგთან მიმართებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
    შარლ მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნეს გაშვებული.
    მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მზაობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყანისთვის საჭირო რეფორმების გაღრმავების აუცილებლობას, განსაკუთრებით მართლმსაჯულების, დეოლიგარქიზაციის, ანტიკორუფციული და მედიის პლურალიზმის სფეროებში, რომლებიც ახლა უკიდურესაც აუცილებელია. მიშელის თანახმად, დეპოლარიზაციასა და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას ასევე პრიორიტეტულად მნიშვნელობა აქვს.
    შარლ მიშელმა დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს მდგრადობის გაძლიერების ერთგული.
    შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ტვიტერზეც ეხმაურება:
    "მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისწრაფებას ევროკავშირის გზაზე, თქვენ გაქვთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა. ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე, ისტორიული შესაძლებლობაა.
    საჭიროა შემდგომი რეფორმები – მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება”- წერს შარლ მიშელი ტვიტერზე.
     
      ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე სალომე ზურაბიშვილი 31 აგვის გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
    ასევე ნახეთ ზურაბიშვილი შტაინმაიერთან შეხვედრაზე: გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება
    საქართველო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, 31 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში შეხვედრებით დაიწყო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები.
    დღეს, 1 სექტემბერს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ "ქართული ოცნება" დაიწყებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. ვინაიდან პრეზიდენტის ევროპული ტურნე მთავრობის თანხმობის გარეშე მიმდინარეობს, რაც მმართველი გუნდის განცხადებით კონსტიტუციის დარღვევაა. ამასთან ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან საქართველოს ევროინტერგაციის მიზნის საზიანოდ მიიჩნევს.
    ასევე ნახეთ "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს
    საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად და საბოტაჟად მიიჩნევს.
    თავად სალომე ზურაბიშვილი, მმართველი პოლიტიკური ძალის გეგმას, დაიწყოს მისი იმპიჩმენტის პროცედურა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

    რადიო თავისუფლება
  13. tvati
    პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ პარტია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

    მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება,  ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. 

    „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოცხადებული, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის რამდენიმე რამეს ნიშნავს. პირველი, ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი ფაქტობრივად საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. მეორე, ეს გახლავთ მიზანმიმართული ნაბიჯი ქვეყანაში რადიკალიზაციის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, რაც რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფოს სტაბილურობის სერიოზულ პრობლემას უქმნის. სწორედ ამიტომ, პარტია „საქართველოსთვის“, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს. გარდა ამისა, მინდა თხოვნით მივმართო ბევრ ღირსეულ ადამიანს, ვინც დარჩა ჯერ კიდევ „ოცნებაში“, მინდა მათ ვკითხო, როგორ ფიქრობთ, 2012 წელს გამარჯვების შემდგომ, რატომ არავის მოსვლია აზრად სააკაშვილის იმპიჩმენტის დაყენება და დღეს რატომ აყენებს ვიღაც საქართველოს იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომლის არჩევაშიც თქვენც და მეც პირადად დიდი წვლილი გვაქვს მიღებული?“, - აცხადებს გახარია.
  14. tvati
    „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს, თუმცა მმართელ გუნდს ამისათვის საჭირო 100 ხმა პარლამენტში არ აქვს. შესაბამისად, პრეზიდენტის იმპიჩმენტს, უმრავლესობის გარდა, საპარლამენტო ოპოზიციის ხმებიც სჭირდება.
    ნეტგაზეთი გთავაზობთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიციებს.
    ნაციონალური მოძრაობა
    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მათი საპარლამენტო ფრაქციის წევრები პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ.
    მისი თქმით, ვერ წარმოუდგენია ოპოზიციონერი, რომელიც იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს,  რადგან ეს არის საბოტაჟი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის  მისაღებად.
    „ვსაუბრობთ პრეზიდენტზე, რომელიც განუწყვეტლივ მოუწოდებდა „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციების შესრულებისკენ, რომელსაც არაერთხელ ღიად დაუფიქსირებია უკრაინის მხარდაჭერა, დაუგმია რუსეთის აგრესია უკრაინაში და ღიად ულაპარაკია ხელისუფლების ანტიევროპულ ნაბიჯებზე. ამიტომაც ეს სხვა არაფერია, თუ არა კანდიდატის სტატუსის და ჩვენი ევროატლანტიკური კურსის საბოტაჟი. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლების ყველა ქმედებას გამადიდებელი შუშით აკვირდებიან.
    მეორე, ეს არის მცდელობა, რომ მთავარი პრობლემებიდან გადავიტანოთ ყურადღება ამაზე.  ვგულისხმობ იგივე შოვის ტრაგედიას, რომელთან დაკავშირებითაც კითხვები არსებობს და ხელისუფლების პასუხისმგებლობაც იკვეთება; სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს… საქართველოს მოქალაქეებს ახლა არ აინტერესებთა ეს კინკლაობა, რომელიც იმპიჩმენტის საკითხზე დაიწყება“, — განუცხადა ანი წითლიძემ ნეტგაზეთს.
    მისი თქმით, თუკი  ვინმე ოპოზიციიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ის ამით პოლიტიკურ კარიერას დაისამარებს.
    „ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია ოპოზიციის 12 წარმომადგენელი იყიდონ. ყველანაირი ალბათობა შეიძლება დაუშვა, მაგრამ ხომ არ არის საუბარი 1-2-3 ოპოზიციონერზე. ვინც ამაზე წავა, ყველა ადამიანმა იცის, რომ ისამარებს საკუთარ პოლიტიკურ კარიერასაც და ავტორიტეტსაც. ამიტომ მე ვერ წარმომიდგენია, რომ მათ 12 ოპოზიციონერის ხმა მოაგროვონ [სავარაუდოდ, სწორედ ამდენი ხმა აკლდება უმრავლესობას პრეზიდნეტის იმპიჩმენტისთვის]“, — ამბობს ანი წითლიძემ.
    „საქართველოსთვის“
    პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბერდია სიჭინავა ნეტგაზეთთან ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არც მათი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი დაუჭერს.
    მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ქვეყანაში პოლარიზაციას კიდევ უფრო გაარღმავებს და კანდადატის სტატუსის მიღებას ხელს შეუშლია.
    „ეს არის ერთგვარი შურისძიება იმ პოლიტიკური ნაბიჯების გამო, რასაც პრეზიდენტი დგამს. დღეს ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ მარტო პრეზიდენტი კი არ იყოს წარმოდგენელი ევროპის დედაქალაქებში, არამედ თვითონაც ოპოზიციასთან ერთად საერთო დელეგაციაში იყოს და ითხოვდეს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ეს იყოს ერთგვარი გამაერთიანებელი ფაქტორი და პოლარიზაციის დასრულებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამის საპირისპირო მოქმედებებს ვხედავთ ჩვენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც პირდაპირი ფორმით დაკავებულია ამ პროცესის საბოტაჟით“, – აცხადებს ბერდია სიჭინავა.
    ბერდია სიჭინავას თქმით, როდესაც მმართველი პარტიის თავმდჯომარე პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანას მართავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც „საერთოდ გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ყოველი მათი მოქმედება ანტიკონსტიტუციურია“.
    „რაც შეეხება ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველს, რასაც „ქართული ოცნება“ იშველიებს, საჭიროა საკითხის მიმართ სიღრმისეული მიდგომა, რადგან საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ფარგლებში როგორც კონსტიტუციური ინსტიტუცია, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია მოხდეს ევროკავშირსა და ნატოში. შესაბამისად, შინაარსობრივი მიდგომის თვალსაზრისით და არა ფორმალისტურის, პრეზიდენტს კონსტიტუცია დარღვეული არ აქვს, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს“, – ამბობს ბერდია სიჭინავა.
    ამასთან ბერდია სიჭინავა არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა მოგროვდეს და ამ პროცესში „ქართული ოცნების“ „მაშველი რგოლი“ „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდეს.
    „ჩვენ ვნახეთ, რომ როცა „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ხმების მობილიზება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც არიან ხოლმე მაშველი რგოლები და შესაბამისიდ გამორიცხული [ახლაც] არ არის. მით უფრო იმ ფონზე, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მოტივაცია პრეზიდნეტის წინააღმდეგ  და სთხოვს მას, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს შეთანხმების საგანი „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შორის და ძალიან თეორიულადაც არ გამოიყურება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ვნახეთ, როგორ აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები „ოცნების“ ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელით“, – აცხადებს ბერდია სიჭინავა.
    „გირჩი“
    პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემას არც „გირჩის“ წევრები აპირებენ.  „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, იმპიჩმენტის საკითხი შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებისთვის „სავაჭროდ“ გამოიყენონ.
    „ზოგადად, ეს არის „ქოცების“ თამაში, რომელშიც ჩვენ ნამდვილად არ მივიღებთ მონაწილეობას. თუ ლოგიკურად იხსნება, ან პირადი წყენები და ბოღმაა ამის მიზეზი, ან  ერთ-ერთი ახსნაა, რომ „ქოცებს“ უნდათ მიშას გამოშვება და სურთ, ეს გააკეთონ „ნაცების“ და სალომეს ხელით. ამ კონფიგურაციაში 13 ხმის მოსყიდვა კი არ სჭირდებათ, „ნაცების“ ხმები სჭირდებათ. „ნაცებს“ უჩნდებათ პრეზიდენტთან ვაჭრობის რესურსი და თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ამ ვაჭრობაში შევიდნენ და დაემუქრნონ იმპიჩმენტის მხარდაჭერით მიშას გამოშვების სანაცვლოდ. მაშინ შეიძლება, „ქოცებს“ ნებისმიერი შედეგი აწყობდეთ – თუ მიშა დარჩება[პატიმრობაში] და ბოლომდე გაუძლებენ, იტყვიან, რომ ჩვენ ვცადეთ და ეს იყოო, მაგრამ თუ მიშა შეიწყალა და გამოვა, წინასაარჩევნოდ ახალი ბუა ეყოლებათ. რაც მთავარია, ყველაფერი „ნაცების“ და სალომეს ხელით გაკეთდება და პრეზიდენტს თავისუფლად მიაწებებენ „ნაცობას“, — განუცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ნეტგაზეთს.
    „რეფორმების ჯგუფი“ 
    პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს საპარლამანეტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“. როგორც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ნეტგაზეთთა ამბობს, იმპიჩმენტის პროცესის მთავარი  მიზანი ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერებაა.
    ხათუნა სამნიძის თქმით, კონსტიტუციას, პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ არღვევს თავისი ანტიდასავლური განცხადებებითა და ქმედებებით.
    „ახლა იმპიჩმენტის დაწყება, როდესაც მათი მხრიდან წინასწარვეა გაცხადებული, რომ საკმარისი ხმები არ აქვთ, ისინი თვლიან, რომ ამ პროცედურით საკუთარი მიზნის მიღწევაში გამოიყენებენ ამ პროცესს – ანტიდასავლური რიტორიკის გასაძლიერებლად, ოპოზიციის წინააღმდეგ განცხადებებისთვის, არაერთგზის იმეორებენ, რომ პრეზიდენტი „რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერია“. ასევე ცდილობენ, რომ ოპოზიცია ერთ ყულაბაში მოათავსონ და ისევ გააღრმავონ პოლარიზება.
    პრეზიდენტი იყო და არის ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პოლიტიკური პირი, რომელიც ხმამაღლა იცავდა ჩვენს ევროპულ არჩევანს. ეს ჩვენ გვახსოვს განსაკუთრებით ომის დაწყების პერიოდიდან, როცა „ქართული ოცნება“ დაიმალა და შეშინებული იყო, როცა პრეზიდენტი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა და იცავდა ჩვენს ევროპულ არჩევანს არამხოლოდ განცხადებებით, კონკრეტული საქმით. ამიტომ ევროპისთვის თვალნათელი იქნება, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, ვინც იცავს ევროპულ არჩევანს, მის წინააღმდეგ მიდის „ქართული ოცნება“, რითაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიდის კონსტიტუციის წინააღმდეგ“, – აცხადებს ხათუნა სამნიძე.
    „ევროოპტიმისტები“
    საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს. როგორც „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე ნეტგაზეთთან ამბობს, იმპიჩმენტის პროცესის წამოწყების მიზანი წინასაარჩევნოდ პოლარიზებული გარემოს შექმნაა.
    მისი თქმით,  „ქართულ ოცნებას“ ასეთი თემების წამოწევა სჭირდება, რათა სხვა არაფერზე იყოს ყურადღება და საინფორმაციო ველი გაყოფილი.
    „ირაკლი კობახიძემ ზუსტად იცის, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ამ ხმების მოგროვები, რადგან ოპოზიციიდან ხმას არავინ მისცემს და „ევროპელ სოციალისტებთან“ ერთადაც არ აქვთ 100 ხმა. ჩემი აზრით რამდენიმე მიზეზი აქვს: ანტიდასვლური კამპანიის გაძლიერება, წინასაარჩევნოდ ასეთი თემების შემოგდება და დღის წესრიგის შექმნა, რაზეც საზოგადოება ყურადღება გადავა რამდენიმე თვე და პრაქტიკულად სტატუსი ჩავარდება. რადგან როდესაც იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებ, რომელსაც სწორი პოზიცია აქვს უკრაინასა და დასავლეთთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ეს სტატუსის არმიღების საფრთხეს აძლიერებს“, — უთხრა ხატია დეკანოიძემ ნეტგაზეთს.
    „ლელო“
    პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არც „ლელო“ უჭერს. „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით,  არაკონსტიტუციური თავად „ქართული ოცნების“ მოქმედებაა, მათ შორის პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება საქართველოს ევროინტეგრაციის ხელშესაწყობი ტურნეს გამო.
    როგორც ნაცვლიშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი იმ ტიპის მოქმედებაა, როცა ამ პროცედურის წამოწყებით შედეგად საკუთარ პოლიტიკურ იმპიჩმენტს მიიღებს.
    „აღარავისთვის არ არის დაფარული და საჭოჭმანო, რომ „ქართული ოცნება“ ასრულებს რუსულ დავალებას. ეს არის ხელისუფლება ქართული გვარებით, მაგრამ რუსული მოტივებით და მიზნებით საქართველოში. ამ რუსული მიზნებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი ახლა არის, რომ როგორმე საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის რუსეთის ამოცანა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელით ცდილობს, რომ ყველანაირად ხელი შეუშალოს. ეს არის ცხადზე უცხადესი დასტური იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს საქართველოს ევროინტეგრაცია და ამისთვის ყველა ბერკეტზე, მათ შორის, უზარმაზარ თვითდაზიანებაზეც თანახმაა. მთავარია, რომ რუსეთთან არ მიიყენონ თვითდაზიანება“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
    ამასთან, ანა ნაცვლიშვილი ხაზს უსვამს, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას შეეხება, მხოლოდ პრეზიდენტსა და მთავრობას არ აკისრებს პასუხისმგებლობას და ეს მუხლი პარლამენტის წევრებზეც ვრცელდება. მისი თქმით, თუ საპარლამენტო ოპოზიციიდან ვინმე გადაწყვეტს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს, თავად გახდება 78-ე მუხლის დამრღვევი.
    „ეს არ არის ფორმალური დავა სიმართლის გასარკვევად ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის. ეს საკითხი არ დაიყვანება „ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის. ეს არის ქვეყნის საგარეო კურსის საკითხი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და კონსტიტუციის 78-ე მუხლის დავალება. თუ ვინმეს ოპოზიციაში სურს, რომ ღიად გადაბარგდეს „ქართულ ოცნებაში“, რა თქმა უნდა, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა, ამის გაფორმების არ ექნება. ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ვინმე ასე გაწირავს საკუთარ თავს და რეპუტაციას, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი თვალსაზრისით, რადგან ეს ხმის მიცემა სამართლებრივი შედეგის მომტანიც იქნება“, — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
    „მოქალაქეები“
    პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არც „მოქალაქეების“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი დაუჭერს.
    „მე არ ვაპირებ მხარი დავუჭირო… ზოგადად სამარცხვინო მგონია მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტთან ასეთი ურთიერთობის ჩამოყალიბება და ნაცვლად იმისა, რომ დაალაგონ ურთიერთობა, ცდილობენ უფრო გამწვავებას…. ეს ცუდია ქვეყნის შიდა პროცესებისთვის და ეს ძალიან ცუდად ჩანს საერთაშორისო ასპარეზზე“, – აცხადებს „მოქალაქეების“ წევრი ქეთევან თურაზაშვილი
    პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“
    პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერას არც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ აპირებს. აღნიშული ჯგუფის წევრები ნატო და როსტომ ჩხეიძეები არიან. ეს დეპუტატები პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით შევიდნენ, თუმცა რამდენიმე თვის წინ მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად „ოცნების“ კანდიდატების არჩევას. მათი ხმის გარეშე კი ეს შეუძლებელი იქნებოდა.
    როგორც ნატო ჩხეიძემ ნეტგაზეთს უთხრა, ევროპაში გამგზავრება კონსტიტუციის დარღვევად არ უნდა მიიჩნეოდეს.
    „რამდენიმე დღის წინ ბატონო მდინარაძემ კი თქვა, რომ უაზრობაა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაო, რადგან ხმები არ გვყოფნისო, მაგრამ მას შემდეგ, ეტყობა, რაღაც აზრი შეიძინა მათთვის ამ უაზრო პროცესმა და მაინც აპირებენ დაიწყონ. თუმცა ძალიან საინტერესოა სარჩელში რას მიუთითებენ, რადგან ერთია რაზე საუბრობ მიკროფონიდან და მეორე, იურიდიულად ამას როგორ შეადგენ.
    ევროპაში გამგზავრება კონსტიტუციის დარღვევად არ უნდა მიიჩნეოდეს. ამიტომ წასაკითხი იქნება ის სარჩელი, თუ რას მიუთითებენ. სხვა მხრივ კი ნამდვილად უაზრო იქნება თუ ასე გაგრძელდება, რადგან შედეგი არ ექნება. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი მხარს არ დაუჭერს.
    მე არ მგონია, რომ 100 ხმის მოგროვების იმედი ჰქონდეთ. მე უფრო მგონია, რომ ეს სხვა მწვავე თემების გადაფარვის მცდელობაა. მეორე ისაა, რომ ეს მათი პოლიტიკური მსვლელობის შესაფერისი ნაბიჯია“, – განუცხადა ნეტგაზეთს ნატო ჩხეიძემ.
    დამოუკიდებელი დეპუტატები
    პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას უადგილოსა და მიუღებელს უწოდებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნიკა მაჭუტაძე. ნატო და როსტომ ჩხეიძეების მსგავსად, პარლამენტში ისიც ენმ-ის სიით შევიდა, თუმცა მხარი დაუჭირა „ოცნების“ კანდიდატების იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევას.
    „რასაკვირველია, მხარს არ დავუჭერ მხარს [იმპიჩმენტს], რადგან ეს არის აბსოლუტურად უადგილო და მიუღებელი ამბავი. ეს დაკავშირებულია ქალბატონი პრეზიდენტის ბოლოდროინდელ აქტივობებთან, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს გაუწიოს ის წარმომადგენლობითობა, რომელიც მას მიეხმარება კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში“, – განუცხადა ნეტგაზეთს ნიკა მაჭუტაძემ.
    პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაიაც.
    „ნებისმიერი მსჯელობა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე არის მავნელობა და „ქართული ოცნების“  მესიჯის გაძლიერება. სინამდვილეში „ქართულმა ოცნებამ“ და ირაკლი ღარიბაშვილმა, უნდა განმარტონ რატომ არ მისცეს თანხმობა სალომე ზურაბიშვილს ქვეყნისთვის გადამწყვეტ, უმნიშვნელოვანეს დროს, წარმოედგინა საქართველოს ინტერესები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმპიჩმენტის პროცედურების განხილვის ნაცვლად, ამაზე კონცენტრირება უფრო მნიშვნელოვანია“, – აცხადებს თამარ კორძაია.
    „ევროპელი სოციალისტები“
    საპარლამენტო ოპოზიციის რიგებიდან ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს ღიად უჭერს „ევროპელი სოციალისტები“ არიან. მათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება დაგვიანებულადაც კი მიაჩნიათ.
    „საქართველოს პრეზიდენტს ბევრჯერ დაურღვევია საქართველოს კონსტიტუცია. ეს გამოიხატება სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფაში. მიგვაჩნია, რომ ეს დაგვიანებულიც არის. პირველივე შემთხვევის დროს, როცა მაგან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ იმპიჩმენტის თაობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მთელი გუნდი მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ფრიდონ ინჯიამ „იმედთან“.
    შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 1 სექტემბერს განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ.
    ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა.
    პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.

    ნეტგაზეთი
  15. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახალი უკრაინული იარაღის მოქმედების დიაპაზონი 700 კილომეტრია.
    "სამთავრობო და სამხედრო თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე ფრონტზე და ჩვენს შეტევით ოპერაციებზე გავამახვილეთ ყურადღება. ჩვენი ახალი უკრაინული იარაღის დიაპაზონი ახლა 700 კილომეტრია. ჩვენი ამოცანაა ამ რიცხვის გაზრდა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
    უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია რა სახის იარაღზეა საუბარი, ან სად და როდის გამოიყენეს ის.

    ინტერპრესნიუსი
  16. tvati
    უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის მიერ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის 3 200-ზე მეტი საქმე აღძრა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის ბავშვთა ინტერესების დაცვის და ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იულია უსენკომ განაცხადა.
    მისი თქმით, ბრალდებები მოიცავს „მკვლელობას, დასახიჩრებას, ბავშვების გატაცებას, იძულებით გადაადგილებას, დეპორტაციას, და ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობას". უსენკომ განმარტებით, სავარაუდო დანაშაულები "ხშირად შერწყმულია წამებასთან და თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან".
    იულია უსენკოს ინფორმაციით, პროკურორებმა დოკუმენტურად დააფიქსირეს 75 ბავშვი, რომლებმაც რუსული ძალების მიერ სხვადასხვა სახის წამება განიცადეს. ამასთან, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 13 სავარაუდო შემთხვევაზე და ამ ბავშვებიდან ყველაზე პატარა 4 წლის გოგონა იყო.
    რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ, უფლებადამცველმა ჯგუფებმა, საერთაშორისო ორგანოებმა და საინფორმაციო ორგანიზაციებმა რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის უამრავი ფაქტი დააფიქსირეს. რუსეთი ბრალდებებს გამუდმებით უარყოფს.

    ინტერპრესნიუსი
  17. tvati
    ევროპარლამენტარი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით, აბსურდულ ნაბიჯად აფასებს.
    „სრულიად აბსურდული ნაბიჯით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აქვს ინტერესი არც პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარების და არც საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ“, - წერს ევროპარლამენტარი.

    იპნ
  18. tvati
    პარტია „საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
    როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს.
    „„ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის ნიშნავს რამდენიმე რამეს. ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს გახლავთ მიზანმიმართული ნაბიჯი ქვეყანაში რადიკალიზაციის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, რაც ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებას სტაბილურობის სერიოზულ პრობლემას უქმნის. სწორედ ამიტომ პარტია „საქართველოსთვის“ იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს.
    გარდა ამისა, მინდა, თხოვნით მივმართო ბევრ ღირსეულ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა „ოცნებაში“. მინდა, მათ ვკითხო, როგორ ფიქრობთ, 2012 წელს, გამარჯვების შემდგომ რატომ არავის არ მოსვლია აზრად სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება და დღეს რატომ აყენებს ვიღაც საქართველოს იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომლის არჩევაშიც თქვენც და მეც დიდი წვლილი გვაქვს მიღებული?“ – განაცხადა გახარიამ.
     
  19. tvati
    პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით:
    დბეგრფბწ.mp4
  20. tvati
    „ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას ემუქრება. სოლიდარობას ვუცხადებ სახელმწიფოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილ ევროპელ ლიდერს, - ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როტი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს.
    „საქართველოს ევროკავშირის სტატუსს ემუქრება არა ის, არამედ „ქართული ოცნება“ პლუს ეს იმპიჩმენტის მცდელობა“, - წერს მიხაილ როტი.

    იპნ
  21. tvati
    “დღეიდან, „ოცნების“ ხელისუფლებამ დაიწყო პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ რეპრესიულ ინსტრუმენტად ქცევა და ეს ფუნქცია აუდიტის სამსახურისგან უშუალოდ მის დაქვემდებარებაში არსებულ, ახლადშექმნილ ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცა, - ამის შესახებ ბრიფინგზე პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.


    მისი თქმით,  „ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სწორედ „ნაციონალ რასაც ური მოძრაობის“ მეთოდებს იყენებს, რასაც, ისევე, როგორც 2012 წელს, 2024 წლის არჩევნებზეც  საზოგადოება აუცილებლად გასცემს საკადრის პასუხს.

      "ყველას კარგად გვახსოვს, 2011 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი, იუსტიციის იმჟამინდელი მინისტრის - ზურაბ ადეიშვილის მიერ მართული ეს ინსტიტუცია რა რეპრესიულ ღონისძიებებს ატარებდა იმჟამად ოპოზიციაში მყოფი „ოცნების“ მიმართ. დღეს, „ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებს იყენებს, თუმცა ისევე როგორც 2012 წელს, 2024 წლის არჩევნებზეც ამას საზოგადოება აუცილებლად გასცემს საკადრის პასუხს”. ეს ორი პოლიტიკური ძალა უკვე არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან: 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ ქურდავდა თბილისის ბიუჯეტს თავისი აქტივის დასაფინანსებლად, ისევე როგორც დღეს ამას, ზუსტად იმავე მეთოდებით, „ოცნება“ აკეთებს. “ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი, პოლიტიკური კორუფციის, ამომრჩევლის მოსყიდვის და პარტიის ბიუჯეტის ე.წ. „შავი ფულით“ შევსების გზით. 25 აგვისტოს, თბილისის საკრებულოს მიერ პროექტების დაჩქარებულად დამტკიცება „ოცნების“ დეპუტატების, მათი ოჯახის წევრების, პარტიის შემომწირველების და პარტიასთან სხვაგვარად დაკავშირებული პირების სასარგებლოდ, აღნიშნულის ნათელი დასტურია. „ოცნების“ ხელისუფლებას ვპირდებით, რომ არჩევნების გაყალბების მიზნით შექმნილი ყველა კორუფციული სქემა აუცილებლად იხილავს დღის სინათლეს, ისევე როგორც დაუსჯელი არ დარჩება არჩევნების პროცესში სახელმწიფო ინსტიტუციების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიულ მანქანად გამოყენება. ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული” - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 373644048_1021388342502017_8271838946536955778_n.mp4
  22. tvati
    უკრაინის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ მოსკოვის მერის დღევანდელ განცხადებას მოსკოვის ოლქის ლიუბერცის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიების შესახებ.
    წყარომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ დრონმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწია და ხანძარი გრძელდება „ტომილინსკის ელექტრონული ქარხნის“ საამქროში.
     
    მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დღეს დილით, ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღკვეთეს მოსკოვში დრონის შეღწევა და ის მოსკოვის ოლქის ლიუბერცის რაიონში მოიგერიეს. სობიანინი წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ არავინ დაშავებულა და არც არაფერი დანგრეულა.
    სობიანინის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქის ამ რაიონში გაანადგურეს „თვითმფრინავის ტიპის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი". რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, მოსკოვის შერემეტიევოს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში გაუქმდა, ან გადაიდო 60-ზე მეტი ავიარეისი.

    radio tavisupleba
  23. tvati
    პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვე დარჩა. გორის, კასპისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიებმა მუშაობა დღეიდან დაიწყეს.
    ცესკო-ს ცნობით, შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის 133 საარჩევნო უბანია გახსნილი და კომისიების წევრებმა კანონით მინიჭებული ფუნქციების შესრულება უკვე დაიწყეს.
    ერთ-ერთი პირველი საქმიანობა, რომელსაც ისინი დღეიდან განახორციელებენ, ამომრჩეველთა ინფორმირებაა. საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩევლის ბარათთან ერთად დაარიგებენ საინფორმაციო ფლაერებს და ამომრჩევლებს მიაწვდიან ინფორმაციას ხმის მიცემის პროცედურების, საარჩევნო ადმინისტრაციის ელექტრონული სერვისების და სიაში თავის გადამოწმების შესახებ.
    „შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 13 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები, რისთვისაც ცესკო მათ არაერთ სერვისს სთავაზობს. მათ შორის, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია კომპიუტერის, პლანშეტისა და მობილურის საშუალებით.
    ამომრჩეველს შეუძლია, ეწვიოს ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდს cesko.ge, შესაბამის ველში შეიყვანოს პირადი ნომერი და გვარი და გაეცნოს მისი და მისი ოჯახის წევრების მონაცემებს, ასევე რუკის საშუალებით ნახოს საარჩევნო უბნის მისამართი, ან დაუკავშირდეს ცესკო-ს კონტაქტ-ჰაბის ნომერზე – 2 51 00 51.
    გარდა ამისა, ამომრჩეველს შეუძლია, მივიდეს იმ საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე, სადაც არის რეგისტრირებული და ადგილზე გადაამოწმოს მონაცემები ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კი განცხადებით მიმართოს საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა.
    შეგახსენებთ, ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატსა და გურჯაანის მერს აირჩევენ. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის შექმნილი 133 საარჩევნო უბნიდან 103-ზე არჩევნები ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარდება. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო გორის, კასპისა და გურჯაანის ამომრჩევლებს – გადაამოწმეთ თქვენი მონაცემები და მიიღეთ მონაწილეობა ელექტრონულ არჩევნებში. თქვენ შეგიძლიათ, იყოთ ერთ-ერთი პირველი, ვინც 2024 წლის პარლამენტის არჩევნებამდე შეძლებს პრაქტიკაში ნახოს თუ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. იაქტიურეთ, რადგან არჩევნები საერთო საქმეა,“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა.
    ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
     

     
  24. tvati
    „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს, ამის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე დღეს, 1 სექტემბერს მიიღეს.
    პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოცდილება საქართველოს არ აქვს – რას გულისხმობს იმპიჩმენტი, რა ვადებში უნდა „გადააყენონ“ პრეზიდენტი და რა პროცედურებია საჭირო? 
    კანონმდებლობით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის, ანუ მისი პოსტიდან გადაყენებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, შესაძლოა, გახდეს ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა ან პრეზიდენტის ქმედებებში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენა.
    საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს, ანუ 50 დეპუტატს.
    ამის შემდეგ, პროცესში საკონსტიტუციო სასამართლო ერთვება, რომელმაც უნდა შეაფასოს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. საკონსტიტუციო სასამართლომ დასკვნა საქართველოს პარლამენტს ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს. 
    თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დასკვნაში დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, პარლამენტმა დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში უნდა განიხილოს და კენჭი უნდა უყაროს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
    უკვე პარლამენტში კი პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 – 100 დეპუტატის ხმაა საჭირო. ამჟამად პარლამენტში უმრავლესობას 82 დეპუტატი ჰყავს და იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების რაოდენობა არ აქვს. 
    კონსტიტუციაში წერია, რომ  საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. 
    ასევე, კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტმა  დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.
    კონსტიტუციის მიხედვით, მაშინ, როცა პრეზიდენტს მოეხსნება ხელშეუხებლობის იმუნიტეტი, შესაძლებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაც.
    კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება დაუშვებელია საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.
    რა ხდება იმპიჩმენტის შემდეგ? ვინ და რა ვადებში უნდა აირჩიოს ახალი პრეზიდენტი? 
    ახალ პრეზიდენტს ვეღარ ირჩევს ხალხი. იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადააყენეს, ახალი პრეზიდენტი 45 დღის ვადაში უნდა აირჩიოს კოლეგიამ, რომელსაც 300 წევრი ჰყავს. მათ შორისაა, 150 პარლამენტარი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების წევრები, თვითმმართველი ორგანოებიდან შერჩეული პირები.
    კონსტიტუციით, სწორედ ამ კოლეგიის 30 წევრს აქვს პრეზიდენტის კანდიდატურების დასახელების უფლება.  შესაძლებელია 10 კანდიდატის დასახელება.
    პირველ ტურში, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვისაც ექნება კოლეგიის 2/3-ის მხარდაჭერა.
    თუ კანდიდატმა ხმათა ეს რაოდენობა ვერ მიიღო, მაშინ ტარდება მეორე ტური, რის შემდეგაც გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირი, ვინც მეტ ხმას მიიღებს.

    publika
  25. tvati
    ევროპარლამენტის წევრი მარკეტა გრეგოროვა ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას.
    ზურაბიშვილის გამგზავრება არ იყო შეთანხმებული საქართველოს მთავრობასთან. „ქართულ ოცნებაში“ ეს კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნიეს და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადეს.
    „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 1 სექტემბერს განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ.
    ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა. ზურაბიშვილის განცხადებით, შეხვედრებზე იგი გაემგზავრა, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას.
    პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.
    თუმცა უახლოეს წარსულში არსებობს იმის მაგალითიც, როცა პარლამენტში კენჭისყრა 93-ხმიანი მხარდაჭერით გაიმართა. საუბარია, მაისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე. როდესაც მიუხედავად საერთო ოპოზიციური განწყობისა, კენჭისყრაში მონაწილეობა უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა კიდევ 4-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა (ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და დილარ ხაბულიანმა) მიიღო.
    მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში ჩავიდა მთავრობამ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ვიზიტებზე უარი უთხრა შეძლებს თუ არა „ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს „ოცნება“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს

    netgazeti
×
×
  • შექმენი...