Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    ამ ეტაპზე, ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან შემდგომი ნაბიჯები ევროპის გზაზე, დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
    ჯოზეფ ბორელმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გურიაში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით სამძიმრით დაიწყო.
    მან ამასთან მიმართა ქართულ საზოგადოებას და აღნიშნა, რომ მას პირადად სურდა საქართველოში ჩამოსულიყო და ეს გზავნილი ჩამოეტანა, რომ საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს.
    „მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები, ბოლოს საქართველოში 16 წლის წინ ჩამოვედი, ეს იყო ომამდე პერიოდი და ნამდვილად მიხარია, როგორ შეიცვალა ქვეყანა მას შემდეგ, აბსოლუტურად შეცვლილია. სანამ ძირითად თემატიკაზე გადავალ, ნება მიბოძეთ გითხრათ ჩემი სამძიმარი გურიაში მეწყერის შედეგად ბავშვის გარდაცვალებაზე, ეს ძალიან გულსატკენია, მაწუხებს ის ფაქტი, რომ ხალხი იძებნება. იმედი მაქვს, ჯანმრთელს ვიპოვით ყველას“,- განაცხადა ბორელმა.
    მისი თქმით, საქართველოში მან სამი გზავნილი ჩამოიტანა, რომელთაგან ერთ-ერთი ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთად მუშაობის საჭიროებას ეხება, რეკომენდაციების შესრულების პროცესში.
    „სამი გზავნილი მაქვს თქვენთან და ქართველ ხალხთან ჩემი ამ ვიზიტის განმავლობაში. პირველი გზავნილი ის გახლავთ, რომ უეჭველია, საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს, მინდოდა ჩამოვსულიყავი საქართველოში და პირადად ჩამომეტენა ეს გზავნილი ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი ქვეყანაში, დავინახე ასეთი ძლიერი სულისკვეთება ქართველი ხალხის - 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არაა მხოლოდ რიცხვი. ძალიან მიხარია, რომ ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოსა და თბილისის ქუჩებში, უნდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ბრიუსელში. ბატონო პრემიერო, თქვენ ბრძანეთ და ჩვენ გავიგეთ, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ქვეყანას. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ყველას და ასევე ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად მუშაობდეს ამ პროცესში. ამაზე მქონდა საუბარი პარლამენტის წევრებთან - უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და თანამშრომლობის სულისკვეთება უნდა ჰქონდეს უმცირესობას, ეს არის ერთობლივი ძალისხმევა. რაც შეეხება მთავრობას და მმართველ პარტიას, ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან შემდგომი ნაბიჯები ევროპის გზაზე დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე და მიღწეულ შედეგზე და შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად. ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით და ჩვენ უკვე განვაცხადეთ, ეს ჩვენს დასკვნაში, რომ ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ 3 მათგანი და დანარჩენი 9 შესასრულებელია. თუმცა დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად. უპირველესად უნდა მოხდეს დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სფეროების, ასევე სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. მოკლე გზა ამის შესასრულებლად არ არსებობს, ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებებისადმი. ჩემი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ ეს მუშაობა ნამდვილად ღირს შედეგად არა მარტო იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ, არამედ, ყოველდღიურობა რომ გაუუმჯობესოთ თქვენს მოქალაქეებს. ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულება, რაც შეიძლება ქვეყანამ აიღოს, მე ჩემი ქვეყნის მაგალითზე ვამბობ ამ ყველაფერს“, - განაცხადა ბორელმა.

    იპნ
  2. tvati
    გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
    მათივე ცნობით, ასევე, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა.
    „სტიქიის ადგილზე მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი და სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირები.
    ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები.
    მაშველების მიერ მდინარე სუფსიდან ამოყვანილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, სოფელი ჯუმათიდან, დამეწყრილი ტერიტორიიდან გამოყვანილია ერთი მოქალაქე, ხოლო სოფელი სუფსიდან 9 მოქალაქე, რომელთაგან 7 ბავშვია.
    ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი და 2 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
    უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ იმერეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მყოფი მოქალაქეებისთვის ეტაპობრივად იგზავნება გამაფრთხილებელი შეტყობინებები“, - აცხადებენ შსს-ში.
  3. tvati
    „ჩვენ ვნახეთ აბსოლუტური ტყუილი რუსთავი 2- გან. ეს არ არის პირველი შემთხვევა მათგან. ზუსტად რუსთავი 2 იყო, რომელმაც ვითომ „ექსკლუზიური“ ამბავი - აბსოლუტური ტყუილი გაავრცელა და იქიდან დაიწყო პროპაგანდა, თითქოს ვაშინგტონში გიორგი გახარია და სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ, ეს იყო დიდი ტყუილი #1, დიდი ტყუილი #2 - გიორგი გახარიას „კოკაინშიკობასთან“ დაკავშირებით და გუშინდელი დიდი ტყუილი #3, რაც ცოტა ღიმილის მომგვრელია, რადგან კადრში, ვიდეოში ჟურნალისტებთან გახარია სხვა რამეს ამბობს და რ2-მა მაგაზეც ტყუილი ააგო.“


     ანა ბუჩუკური, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი 10000000_841806357442476_4005203371130362650_n.mp4
  4. tvati
    "ღარიბაშვილს გააზრებული არ აქვს პასუხისმგებლობა, რომ ის არის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი. სახელმწიფო ბიუჯეტი არის საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები, იმისთვის, რომ მათვე მიიღონ სარგებელი და არა იმისთვის, რომ  ხელისუფლებიდან ვინმე გამდიდრდეს."

      ბექა ლილუაშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი. 372962081_143101832197109_4400962185295229762_n.mp4
  5. tvati
    სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტზე ხორციელდებოდა ძალადობრივი შტურმი და იქ ჩადენილი იყო კონკრეტული დანაშაულები.

     მეორე, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მელია დასაკავებელი იყო და მისი დაკავების საფუძველი იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური და კანონიერი და იქ არ შეიძლება, რაიმე კითხვა არსებობდეს.

     მესამე, ის ფაქტი, რომ დღეს ამ უმძიმესი დანაშაულის ორგანიზატორები და მონაწილეები არათუ დაუსჯელები, რამედ ამნისტირებული არიან, ეს ყველაფერი არის „ოცნების“ პასუხისმგებლობა.

     როდესაც ვეუბნებოდით, რომ არ შეიძლებოდა ამ ფორმით ამის გაკეთება, ეს რომ არ გაიგეს და არ გაითვალისწინეს და ისე უგუნურად გააკეთეს, როგორ გააკეთეს, შედეგის ის, რომ ამის ორგანიზატორები დღეს ამნისტირებულები არიან,“

     მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 376660788_277215468497497_6289441880424992678_n.mp4
  6. tvati
    ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ქალაქში გუშინ ძლიერი წვიმა იყო, ადიდდა მდინარე აჭყვა და დაიტბორა ქუჩები. რამდენიმე სოფელში კი მეწყერული პროცესები განვითარდა.
       
  7. tvati
    გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე უხვი ნალექის გამო, მდ. ლესის წყლის ადიდების შედეგად, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
    უწყების ცნობით, როგორც კი აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დონე დაიწევს,  მყისიერად დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.
    გადაადგილების აკრძალვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე.
    შსს-ს ცნობით, გურიისა და აჭარის რეგიონში ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.
    შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება.
    მათივე ცნობით, სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს.

    publika
  8. tvati
    ჟოზეფ ბორელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის რანგში პირველად სტუმრობს საქართველოს.
    ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, პარლამენტსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ბორელის თქმით, მათთან განიხილავ აქამდე მიღწეულ პროგრესს საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაში და სამუშაოს, რომელიც ჯერ კიდევ გასაკეთებელია. ბორელის თქმით, ასევე განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიული ომის ნეგატიურ შედეგებს და გაიმეორებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მკაფიო მხარდაჭერას.
    „პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს გადამწყვეტი დროა თქვენი მომავლისთვის, რადგან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი განიხილავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ნაბიჯებს და, პირველად შეაფასებს საქართველოს გაფართოების ქვეყნების პროგრესის ანგარიშით. მინდა ძალიან მკაფიოდ ვიყო ამ მნიშვნელოვან მომენტში: ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. კარი ღიაა და ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ ამ გზაზე“, — განაცხადა ბორელმა.
    ამავდროულად მან თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი სერიოზული ვალდებულებაა და რომ კანდიდატის სტატუსი არ არის ის, რისი უფლებაც ქვეყნებს თავისთავად აქვთ.
    „მისი მოპოვებაა საჭირო. კანდიდატის სტატუსი მოპოვებულ უნდა იქნას სერიოზული რეფორმებით და ევროკავშირის ღირებულებების ერთგულებით. და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი სამუშაო გასაკეთებელია. საქართველოს შემთხვევაში, ეს არის ის 12 პრიორიტეტი, რომელიც უნდა შესრულდეს. შრომისმოყვარეობა ამ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად არ არის ბრიუსელის სიამოვნების მიზნით. ეს არ არის ბრიუსელში ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხალხის გახარებისთვის. საბოლოო ჯამში, ეს არის საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესება, ქართველი ხალხის აბსოლუტური ევროპული მისწრაფებების შესაბამისად“, — განაცხადა ბორელმა.
    ბორელმა ასევე თქვა, რომ თბილისის ქუჩებში ბევრ ევროპულ დროშას ხედავს და იცის, ქართველი ხალხის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. მან მადლიერება გამოხატა ამ ხალხის მიმართ.
    „გაწევრიანება ეროვნული ამოცანაა — ყველა აქტორმა უნდა ითანამშრომლოს კონსტრუქციულად და ერთიანად. ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. საქართველომ უნდა გამოიყენოს დარჩენილი მცირე დრო რეფორმების ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, — განაცხადა ბორელმა.
    თავის მიმართვა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ ასევე გამოიხატება ფინანსური მხარდაჭერით. ევროკავშირის არის ორმხრივი დახმარების უმსხვილესი მიმწოდებელი თითქმის 340 მილიონი ევროთი 2021-2024 წლებში. ხოლო ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მეშვეობით, დაახლოებით 1.3 მილიარდი ევროს ინვესტიციების მობილიზება მოხდა.
    „რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ ჩვენი ინვესტიცია საქართველოში ზრდის თქვენს მედეგობასს. ჩვენ ასევე გვაქვს ძლიერი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრობლემურ დროში. მსურს ვაღიარო ის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც საქართველომ შეიტანა ჩვენს ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში და ჩვენი ძალისხმევა საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) მეშვეობით, რომელიც გამოყოფს დაახლოებით 60 მილიონ ევროს თქვენი არმიის შესაძლებლობების გასაძლიერებლად“, — დასძინა ბორელმა.

    netgazeti
  9. tvati
    15 წლის გოგოს ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების მოპოვებისა და შემდეგ სოციალურ ქსელში მათი გაყიდვის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
    უწყების ცნობით, ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით 15 წლის გოგო გაიცნო, მისი ნდობა მოიპოვა, გააგზავნინა ინტიმური ფოტოები და ვიდეოები, შემდეგ კი სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიში შექმნა და სხვა პირებს აღნიშნულ ფოტო-ვიდეოს თანხის სანაცვლოდ უგზავნიდა.
    გამოძიება დაზარალებულის მიმართვის შემდეგ დაიწყო.
    საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულის ტელეფონიდან დაზარალებულის ინტიმური ფოტოები და ვიდეოები, ასევე მათი გაყიდვის დამადასტურებელი მიმოწერები ამოიღეს.
    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.

    netgazeti
  10. tvati
    სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
    უწყების ცნობით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
    მათივე ინფორმაციით, სტიქიის ადგილებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
    „მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.
    ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვანის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები.
    უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
  11. tvati
    ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, მის მუნიციპალიტეტში ერთ მოზარდს ეძებენ.
    როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სტიქიის ზონაში სპეციალური ტექნიკა მუშაობს და მეწყერსაშიში ზონებიდან მოქალაქეები გამოჰყავთ.
    „მთელი ღამის განმავლობაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გადაუდებელი წვიმა იყო გუშინ, 21:00 საათზე რომ დაიწყო, არ გაჩერებულა. სამაშველო ჯგუფები ადგილზე მაქსიმალურად იყვნენ გასულები. ყველგან მუშაობდნენ, მაგრამ ფიზიკურად უძლურები იყვნენ. მეწყერმა რამდენიმე სახლი ჩაიტანა. ამ ეტაპისთვის, ერთ ბავშვს ვეძებთ, რომელიც სახლში იყო და ეს სახლი მიწაში დაიმარხა. ამ სახლის სხვა მცხოვრებლებმა გამოასწრეს, როგორც ვიცი. დილიდან ტექნიკა გავგზავნეთ, მაგრამ ტექნიკაც ვერ მუშაობს, ძალიან დიდი ლაფია და ტალახი. ახლაც წვიმს, უბრალოდ ისე ძალიან აღარ, როგორც მთელი ღამე წვიმდა. ამ წუთისთვის, სხვა მოქალაქეებს არ ვეძებთ. 10-მდე სახლია დაზიანებული და ყველა მათგანიდან მოსახლეობა გამოსულია. გზები კატასტროფულ მდგომარეობაშია, ხიდები ფაქტობრივად მოწყვეტილია, ზღვა მდინარეს აღარ იღებს, ცუდი მდგომარეობაა ძალიან. მობილიზებულია ტექნიკა. ბევრ ადგილზე მეწყერსაშიში ზონებია. მეწყერს რას ვუზამთ, მაგრამ ვცდილობთ მოსახლეობა გამოვიყვანოთ“, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

    ipn
  12. tvati
    ვინ გაასხვისა რაჭის ტყეები?
      ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 374652513_1300148120613093_6982611464863588345_n.mp4
  13. tvati
    თქვენ რომ არ გამოსულიყავით და მთელი ევროპისთვის არ გეჩვენებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ევროპული პერსპექტივა, მაშინ მეც არ მექნებოდა ნდობა, როდესაც ევროპის სხვადასხვა ლიდერებს ვხვდები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა.
    ზურაბიშვილის თქმით, ევროპაში ვიზიტების დროს მან ისარგებლა საკუთარი კონტაქტებით და ნდობით, რომელიც მის მიმართ აქვთ ევროპაში.
    „საქართველოს ყველა ინსტიტუტი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რაც მის შესაძლებლობაშია, იმისათვის რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს. ეს მიმაჩნია ჩემი უმაღლეს და უპირველეს ვალდებულებად. ამიტომ დავდივარ. ახლა ვიყავი ბერლინში, ბრიუსელში, პარიზში. ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემი კონტაქტები. ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემ მიმართ ნდობა, მაგრამ პირველ რიგში ეს არის თქვენ მიმართ ნდობა. თქვენ რომ არ გამოსულიყავით და მთელი ევროპისთვის არ გეჩვენებინათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს პერსპექტივა, მაშინ მეც არ მექნებოდა ნდობა, როდესაც ევროპის სხვადასხვა ლიდერებს ვხვდები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
    პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფოსთვის არ არის სწორი, როდესაც პრეზიდენტი საკუთარი სახსრებით მართავს მნიშვნელოვან შეხვედრებს.
    „მათ იციან, რომ მე ვარ თქვენი არჩეული, რომ ეს პერსპექტივა არის თქვენი არჩეული და ამისთვის არის, რომ მხარს გვიჭერენ, ამიტომ მხვდებიან პატივისცემით. მე კი არ დავიმსახურე, თქვენ დაიმსახურეთ. მე ვარ ამაყი, რომ მე თქვენ წარმოგადგენთ ევროპის დედაქალაქებში. ამაყი ვარ, რომ ამას ვაკეთებ დღეს ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს თავისი სახსრებით ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    იპნ
  14. tvati
    მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც უნდა ჩავიდე, რათა იქ მივიტანო თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
    სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო რუსეთის „ფეხქვეშ“ აღარასოდეს არ უნდა დადგეს და ეს მიზანი ყველას ერთად გვაქვს დასაცავი.
    პრეზიდენტის განცხადებით, ეს იქნება ერთიანი მუდმივი სვლა, ვიდრე არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც არის საქართველოს ადგილი, რაშიც პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ყველა ერთად დგას და თუ ხელისუფლება ამას "გაიგებს და შეეგუება", იქნება ძალიან კარგი, თუ არადა, "ალბათ, მისი მომავალი ამაზეა დამოკიდებული".
    „ვიმედოვნებ, რომ შევძლებ, მოვახერხებ ორთვენახევარში, სამ თვეში მოვიარო მთავარი და შეიძლება ევროპის ყველა დედაქალაქი, რათა იქ მივიტანო თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა. ყველამ იცის, რომ საქართველოს ეს უნდა, რომ საქართველო არასდროს არ იქნება, არასდროს დაუბრუნდება, რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ჩვენ გვაქვს ერთად დასაცავი. ერთად დავიცავით, თქვენ დაიცავით და მე მხარი დაგიჭირეთ 8 მარტს. ეს იქნება ჩვენი, ერთიანი მუდმივი სვლა, ვიდრე არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც არის საქართველოს ადგილი. ამაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვართ, თუ ხელისუფლება ამას გაიგებს და შეეგუება, ეს იქნება ძალიან კარგი, თუ არადა, ალბათ, მისი მომავალიც ამაზეა დამოკიდებული. მე თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ, ერთად წავალთ და გავალთ ბოლოში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    იპნ
  15. tvati
    ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს, მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ ვივლი ყველგან, სადაც წასასვლელი ვარ, ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხზე, საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა.
    „მინდა, მოგმართოთ თქვენ, საქართველოს საზოგადოებავ, რადგან მე მხოლოდ თქვენ წინაშე ვარ ანგარიშვალდებული. ვარ ანგარიშვალდებული, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. ვიცი, რომ თქვენ ამირჩიეთ იმისთვის, რაც მე ვარ, რაც ვიყავი მთელი ცხოვრება, ანუ ევროპის მომხრე, საქართველოს ეროვნული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი. ეს არის ის მონაცემი, რის გამოც თქვენ გააკეთეთ თქვენი არჩევანი და ამ არჩევანის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული. მე ვიცი თქვენ როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ახალგაზრდებს. ვიცი, რომ ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე, ეს იქნება კორუფცია, ადამიანების გადინება ქვეყნიდან, ეს იქნება სრულიად უკონტროლო რუსების შემოსვლა ამ ქვეყანაში, ეს ყველაფერი იქნება შეიძლება არა გადაჭრილი, არამედ მოგვარებული ნაბიჯ-ნაბიჯ, როცა ჩვენ შევუერთდებით ევროკავშირს, ეს არის ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა.
    ამიტომ მე არსად არ მივდივარ. ჩემს გადადგომაზე ოცნება, მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ, რადგან ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას. რამეთუ მე ეს ფიცი დავდე იმ დღეს, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია, როგორც საქართველოს პრეზიდენტის და ვიქნები ბოლომდე ამ ფიცის ერთგული. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუცია, რომელიც გვიკარნახებს და რომელიც მეც მივიღე იმ დროს, როცა ცვლილებები შევიდა ამ კონსტიტუციაში, რომ ყველა საქართველოს ინსტიტუტი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რაც მის შესაძლებლობებშია იმისთვის, რომ ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს. მე ეს მიმაჩნია როგორც ჩემი უმაღლესი და უპირველესი ვალდებულება.
    ამიტომ დავდივარ, ახლა ვიყავი ბერლინში, ბრიუსელში, პარიზში. ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემი კონტაქტები, ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემს მიმართ ნდობა, მაგრამ რომელიც არის პირველ რიგში თქვენს მიმართ ნდობა. თქვენ რომ არ გამოსულიყავით და არ გეჩვენებინათ მთელი ევროპისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს პერსპექტივა, მაშინ ალბათ მეც არ მექნებოდა ასეთი ნდობა. როცა სხვადასხვა ლიდერს ვხვდები, მათ იციან, რომ მე ვარ თქვენი არჩეული და რომ ეს პერსპექტივა, ეს მომავალი არის თქვენი არჩეული. ამისთვის არის, რომ მხარს გვიჭერენ, რომ ასე პატივისცემით მხვდებიან. ეს მე კი არ დავიმსახურე, თქვენ დაიმსახურეთ და მე ვარ ამაყი, რომ მე თქვენ წარმოგადგენთ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში. მე ვარ ამაყი, რომ ამას ვაკეთებ დღეს ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს თავის სახსრებით ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გავაგრძელებ. მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც უნდა ჩავიდე. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ამ ორთვე-ნახევარში თუ სამ თვეში, მოვიარო მთავარი და შეიძლება, ყველა დედაქალაქი ევროპისა და მივიტანო თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა.
    ყველამ იცის, რომ საქართველოს ეს უნდა, რომ საქართველო არასდროს იქნება, არასდროს რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ჩვენ გვაქვს ერთად დასაცავი. ერთად დავიცავით, თქვენ დაიცავით და მე მხარი დაგიჭირეთ 8 მარტს. ეს იქნება ერთიანი, მუდმივი სვლა, ვიდრე ჩვენ არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც არის საქართველოს ადგილი. ამაში მე ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვართ და თუ ხელისუფლება ამას გაიგებს და შეეგუება, ეს იქნება ძალიან კარგი. თუ არადა, ალბათ, მისი მომავალიც ამაზე არის დამოკიდებული. თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ, ერთად წავალთ და გავალთ ბოლოს“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
  16. tvati
    დღეს, 21:00 საათზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს

  17. tvati
    აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროში დღევანდელ შეხვედრაზე მათი შვილების „ვოზორიდიტით“ მკუნალობაზე თანხმობას ხელი მოაწერეს.
    ინფორმაციას ამის შესახებ მაკუნა გოჩიაშვილი ავრცელებს:
    „ფაქტობრივად, წამალი გვიჭირავს ხელში. დღეს ხელი მოვაწერეთ თანხმობას, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენს შვილებს ჩაუტარდეთ უკვე სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა წამალ ,,ვოზორიტიდით” და ჩვენ, მშობლებმა უზრუნველვყოთ მათი ტარება კლინიკაში შეუფერხებლად, დავიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი.
    კიდევ ათასჯერ ვიტყვი, თქვენი გვერდში დგომის გარეშე, ასე არ დაჩქარდებოდა პროცესი და ყველა აქტივისტს და ყველა მოქალაქეს გიმახსოვრებთ! როგორ არ დაგვტოვეთ მარტო. პეტრე 2024 წლიდან, 5 ბავშვი კი უკვე დღე-დღეზე დაიწყებს წამლის მიღებას,“ — ამბობს მაკუნა გოჩიაშვილი.
    23 მაისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო პროგრამით სამკურნალო იშვიათ დაავადებებს აქონდროპლაზიის დიაგნოზი დაემატა. ამის პარალელურად, ერთწლიანი პროტესტისა და რამდენიმეკვირიანი აქციების შემდეგ, დაიწყო შეხვედრა სახელმწიფოს წარმომადგენელთა და აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლებს შორის.
    პრეპარატ Voxzogo-ს (აქტიური ნივთიერება – ვოსორიტიდით) 2021 წელს აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) ავტორიზაცია მისცა. ეს პრეპარატი პირველია, რომელიც გამოიყენება სინდრომისა და მისგან გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ, თუმცა მის მიღება ეფექტურია მხოლოდ გარკვეულ დრომდე, მანამ, სანამ ე.წ. ზრდის პლატებია ღია ანუ დაახლოებით, 18 წლამდე. მშობლების ინფორმაციით, დღეს საქართველოში დაახლოებით, 13 ბავშვია, რომელსაც ეს პრეპარატი სჭირდება.

    ნეტგაზეთი
  18. tvati
    „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მას არ უჩნდება კითხვა იმაზე თუ როგორ შეძლო პრემიერ-მინისტრმა ევროპამდე ჩარტერული რეისის თანხის გადახდა.
    მდინარაძის თქმით, მან დეტალები არ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ პრემიერის მიერ გაწეულ ხარჯებზე ინფორმაცია დეკლარაციაში მოხვდება.
    ჟურნალისტებმა მდინარაძეს ჰკითხეს, აქვს თუ არა პირადად მას საშუალება, რომ ჩარტერით ევროპაში გაფრინდეს, რაზეც მან უპასუხა:
    „მე ჩარტერით ევროპაში ვერ გავფრინდები, არ მაქვს ამის საშუალება, თუ არ მომეხმარა ოჯახის რომელიღაც წევრი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ამის საშუალება. როგორც ჩანს [ირაკლი ღარიბაშვილის] ოჯახს აქვს გარკვეული შემოსავალი… დეკლარაციაში აისახება ყველა ხარჯი… კითხვა დაისვა როგორ [გაფრინდა], ვისთან ერთად – მარტო თუ ცალკე… მარტო რომ არ იყო ნამდვილად ვიცი, რადგან შვილთან ერთად იყო. მეუღლე ახლდა თუ არა, ისიც არ ვიცი. უკაცრავად, მაგრამ პერსონალურ თემებს ვეხებით და ძალიან მეუხერხულება. ვიღაცებმა ვერ მოინელეს, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩააბარა მისმა შვილმა“, – განაცხადა მდინარაძემ.
    მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა დღეს, 7 სექტემბერს, განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში პირადი მიზნით მოგზაურობაზე.
    გუშინ, 6 სექტემბერს, სტრატკომის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა პირად ფეისბუკგვერდზე დაწერა, რომ ღარიბაშვილი აშშ-ში საკუთარ შვილთან ერთად გაემგზავრა, რომელსაც ახალი სასწავლო წელი ეწყებოდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. მისი სიტყვებით, “კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას”, თუმცა “სკანდალური არაფერია”.

    ნეტგაზეთი
  19. tvati

    ახალი ამბები
    საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
    ბორელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ.
    დღესვე, 19:30 საათზე ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ბრიფინგს გამართავს.
    ამასთან, ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ასევე, ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს შეხვედრას, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია უნდა გაიმართოს. ჯოზეფ ბორელი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს.
    გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ასევე, გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფ, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ინფორმაციის თანახმადვე, ქვეყანაში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ამჟამინდელი უფლებამოსილებით საშუალებას მისცემს განიხილოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი, ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

    იპნ
  20. tvati
    19-20 ივნისის მოვლენებზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით ენმ-ს (და აწ უკვე ოცნების თუთიყუშებს) ცივი წყალი გადაესხა., - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიასთან დაკავშირებით თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება არ დარღვეულა.

    მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, მოიგო სახელმწიფომ, ხოლო პოლიტიკურად წააგო "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ".
      "ახლა ოცნება “ბორძიკობს” - ორი წლის თავზე მელია სწორად დავაკავეთ აი სტრასბურგის გადაწყვეტილებაო. სინამდვილეში სტრასბურგმა თქვა, რომ: 1. მელია დასაკავებელი იყო, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის ორგანიზატორი იყო; 2. 20 ივნისის ამბავზე სახელმწიფო იყო მართალი ინსტიტუციაზე შტურმის აღკვეთის კონტექსტში; 3. სტრასბურგის გადაწყვეტილებით ოცნება როგორც მმართველი პარტია “გადარჩა” სახელმწიფო გადატრიალებას. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ გახარია გადადგა და ის სიგიჟე (სისხლისღვრა) რასაც აპირებენენ პირველ შევარდნაზე არ და ვერ განხორციელდა; 4. სტრასბურგის გადაწყვეტილებით მოიგო სახელმწიფომ, პოლიტიკურად წააგო ენმ-მა და ოცნებამ! End of Story", - წერს ქემოკლიძე. 
  21. tvati
    "19-20 ივნისის მოვლენებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სიტყვა-სიტყვით იმეორებს, რასაც წლებია ჩვენი გუნდი ამბობს: ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ინსტიტუტზე ორგანიზებულ შტურმს. გახარიასთვის რომ დაეჯერებინათ, მელია იქნებოდა სწორი ფორმით დაკავებული და ხელისუფლებას მის გამოსაშვებად სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის ამნისტირება არ მოუწევდა. გაგრძელება იქნება…"


    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
  22. tvati
    ქვედანაყოფ „ფოლადის საზღვრის“ მებრძოლებმა ხარკოვის ოლქის ორ სოფელში, სტროევკასა და ტოპოლიში უკრაინის დროშა აღმართეს.
    უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული დასახლებები რუსეთთან საზღვარზე, ე.წ. ნაცრისფერ ზონაში მდებარეობს.
    „ხარკოვის ოლქის დეოკუპაციის შემდეგ, ნაღმების გამო ამ ტერიტორიაზე არავინ შესულა, მაგრამ ახლა მესაზღვრეებმა უსაფრთხო გზა გაკვალეს და უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს“, - აცხადებენ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში.

    ipn
  23. tvati
    გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ დღეიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი: ზოგან სეტყვა, ზოგან ქარი, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლჭყაპი.
    მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი:
    7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზოგან სეტყვა; 8 სექტემბერს, დღისით ნალექების ინტენსივობა შედარებით შესუსტდება, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა; 9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს. "მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

    რადიო თავისუფლება
  24. tvati
    სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს არ დაუდგინა დარღვევა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე. გადაწყვეტილება დღეს, 7 სექტემბერს გამოქვეყნდა.
    საჩივარი შეეხებოდა 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე ნიკა მელიას დაკავებას. პოლიტიკოსი მიიჩნევდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი:
    მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; მე-18 მუხლი - უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები. არცერთ ამ ნაწილში მის მიმართ დარღვევა არ დადგინდა.
    ნიკა მელია ბრალდებული იყო 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
    პროკურატურის მიმართვის შემდეგ მოსამართლემ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა ელექტრონული მონიტორინგი და გირაო 30 000 ლარი, რომელიც მან მაშინ გადაიხადა. 2020 წლის 1 ნოემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა.
    ამის გამო პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლომ მას გირაო წინასწარი პატიმრობით 17 თებერვალს შეუცვალა.
    მელია 2021 წლის 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მიიღეს "ამნისტიის კანონი" და მელიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.
    კანონის მიღებამდე ევროკავშირმა გადაიხადა მელიასთვის შეფარდებული გირაოს საფასური - 40 ათასი ლარი. პოლიტიკოსმა ციხე 2021 წლის 10 მაისს დატოვა.

    რადიო თავისუფლება
  25. tvati
    შეერთებული შტატები, ომის დაწყების შემდეგ პირველად, რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს უკრაინას გადასცემს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
    „უკრაინას, პირველად გადავცემთ სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რომლებიც ახლა უკრაინელი ომის ვეტერანების მხარდაჭერას მოხმარდება“, - აღნიშნა ბლინკენმა.
    საუბარია 5.4 მილიონ აშშ დოლარზე, რომლის გამოყოფა ვეტერანთა მხარდაჭერისა და რეაბილიტაციისთვის იგეგმება.
    თანხა უკრაინას ბლინკენის მიერ გამოცხადებული დახმარების ფარგლებში გადაეცემა.
×
×
  • შექმენი...