Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 2-3 ოქტომბერს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებაზე აფრთხილებს.
    სააგენტოს ცნობით, 2 ოქტომბერს, ღამის საათებში, აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო დღისით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
    3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოსა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში შენარჩუნდება წვიმა, ზოგან ძლიერი, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია ძალიან ძლიერი ქარი. ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.
    როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

    netgazeti
  2. tvati
    სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-პოპულისტურმა, პრორუსულმა პარტია  Smer-SSD-მა ხმების თითქმის 24% მიიღო, რითაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა. შესაბამისად, მას მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებების დაწყება შეუძლია.
    მეორე ადგილზე 17%-ით გავიდა პარტია „ლიბერალ-პროგრესული სლოვაკეთი“. პირველ ადგილზე გასულ პარტიას მთავრობის ჩამოყალიბების და შესაბამისად, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შანსი იმ შემთხვევაში ექნება, თუ კოალიციის ჩამოყალიბებას შეძლებს მესამე ადგილზე გასულ მემარცხენე-ცენტრისტულ, თუმცა პროევროპულ პარტია Hlas-თან.
    პირველ ადგილზე გასული Smer-ის ლიდერი სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიკოა, Hlas-ის კი — პიტერ პელეგრინი, რომელსაც ფიკოსთან მუშაობის გამოცდილება აქვს. მისი თქმით, ის მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა ეს პროცესი შეიძლება რამდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს.
    Smer-მა თუ მთავრობის ჩამოყალიბება შეძლო, მოსალოდნელია, რომ სლოვაკეთი ნატოსა და ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციასთან დაკავშირებით, დაახლოებით, ისეთ როლს ითამაშებს, როგორც ამას უნგრეთი აკეთებს.
    Smer-ის ლიდერს წინასაარჩევნო კამპანიისას არაერთხელ განუცხადებია, რომ არჩევის შემთხვევაში ის უკრაინას დახმარებას შეუწყვეტს.
    რუსეთთან წინააღმდეგ ომში სლოვაკეთი უკრაინას აქტიურად ეხმარებოდა, მათ შორის, რაკეტებითა და სამხედრო ვერტმფრენებით.
     
    netgtazeti
  3. tvati
    „მწერალთა სახლისადმი“ გამოხატული ბოიკოტის გამო ქართველი გამომცემლების ნაწილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დამოუკიდებლად წარსდგებიან. ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, გამომცემელი გვანცა ჯობავა დღეს, 1 ოქტომბერს ავრცელებს.
    ჯობავა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მწერალთა სახლისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მთავარი მიზეზია ის საფრთხე, რომელიც, მათვე აზრით, კულტურის სამინისტროს ამჟამინდელი პოლიტიკის გამო, თანამედროვე ქართული სალიტერატურო პროცესისა და ზოგადად ქართული კულტურის თავისუფლებას ემუქრება.
    „მიგვაჩნია, რომ კულტურის სფეროს უკიდურესი შევიწროებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჩვენს ქვეყანაში სიტყვის, გამოხატვის და გამოცემის თავისუფლებაც“, — წერს ჯობავა პირად ფეისბუკგვერდზე.
    მისივე თქმით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მწერალთა სახლთან არც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ითანამშრომლონ.
    „თუმცა, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთვის უძვირფასესია ის მრავალწლიანი პროფესიული ურთიერთობა, რომელიც გვაკავშირებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი გამომცემლები და მწერლები უწყვეტად წარადგენდნენ ქართულ ლიტერატურას ამ საერთაშორისო ფორუმზე, ბოიკოტში მყოფმა ქართველმა გამომცემლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი სახსრებით წარვდგეთ დამოუკიდებელი ქართველი გამომცემლების სტენდით, რომელიც ღია იქნება ყველა იმ ქართველი გამომცემლისთვის, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან წლევანდელ წიგნის ბაზრობაზე, განურჩევლად იმისა, იზიარებენ თუ არა ჩვენი ბოიკოტის პირობებს.
    აღნიშნული გადაწყვეტილებით გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ, მიუხედავად შესაძლო აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ ვინარჩუნებთ სექტორის ერთიანობას”, — აცხადებს გვანცა ჯობავა.
    როგორც გამომცემელი ამბობს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამომცემლების ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრებიან ქართველი ავტორებიც და მიიღებენ მონაწილეობას უკვე დაგეგმილ ღონისძიებებში.
    მწერალთა და გამომცემელთა ბოიკოტს „მთავარ არხთან“ სატელეფონო ინტერვიუთი გამოეხმაურა „მწერალთა სახლის“ ახლადდანიშნული დირექტორი, „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი დეპუტატი ქეთევან დუმბაძე.
    „არ ვიღებთ ახალ დირექტორს“ — მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების განცხადება დუმბაძეზე ქეთევან დუმბაძე: თუ ვინმე არ მოინდომებს თანამშრომლობას, მასზეა დამოკიდებული “მწერალთა სახლი 20 დღეში ფესტივალს ორგანიზებას ვერ გაუწევს. მითუმეტეს ამის გამოცდილება არ აქვს… მე პიროვნულად არ მიცხადებენ ბოიკოტს, სახელმწიფოს უცხადებენ, ქვეყანას და ქართულ ლიტერატურას. ქეთი დუმბაძეს მათთვის არაფერი არასდროს არ დაუშავებია. მე ფულს ვერ გადავრიცხავ, თუ ხელშეკრულებას არ დავდებ, როგორც ხელმძღვანელი ორგანიზაციის . მე ეს თანხა მიდევს ანგარიშზე, მათ შეუძლიათ, რომ  ეს ყველაფერი გააკეთონ, მაგრამ არ უნდათ“ — განუცხადა ქეთევან დუმბაძემ „მთავარ არხს“.
    მწერალთა და გამომცემელთა ბოიკოტი „მწერალთა სახლისადმი“ სწორედ ქეთევან დუმბაძის დანიშვნამ გამოიწვია.

    ნეტგაზეთი
  4. tvati
    საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის დიმიტრიოს კარაბალისის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში არის დაკავებული საქართველოს 5, ხოლო აფხაზეთში - 4 მოქალაქე.
    როგორც მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თვითნებური დაკავებები პრობლემური საკითხია, რომელიც ორივე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გრძელდება.
    „2023 წელს თუ გადავხედავთ, ამ დროისთვის სამხრეთ ოსეთში 26, ხოლო აფხაზეთში 7 დაკავება მოხდა. ამჟამად, როგორც ჩვენთვის ცნობილია, სამხრეთ ოსეთში არის დაკავებული საქართველოს 5, ხოლო აფხაზეთში - 4 მოქალაქე. დაკავებულთა რაოდენობა წინა წლების განმავლობაში თანდათან მცირდებოდა, თუმცა ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ გასულ წლებთან შედარებით ნაკლები ცდილობს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთას. ერთის მხრივ, გადაკვეთა გართულდა ღობეების, მავთულხლართის და სათვალთვალო კოშკურების რაოდენობის გაზრდის გამო. მეორეს მხრივ კი, ხალხი უფრო მეტად შეშინებულია. ხალხმა იცის რა შეიძლება მოხდეს, როდესაც გადაკვეთას შეეცდებიან. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ დაკავებები ეფექტური შემაკავებელი საშუალებაა.
    დადებითია, რომ აგვისტოში ჩვენ ვნახეთ ორი ხანგრძლივად დაკავებულის ბ-ნი ნათაძის და ბ-ნი ჩხიკვაძის გათავისუფლება. ორივე მათგანი დააკავეს 2021 წლის დეკემბერში. მისია აქტიურად მოუწოდებს ყველა დაკავებულის გათავისუფლების და მათ მიმართ კარგი მოპყრობისკენ. ამავდროულად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება დაკავებულების შესახებ ინფორმაციის გაცვლისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის მათი გადაცემისთვის, რასაც ერგნეთში აქვს ადგილი“,-განაცხადა დიმიტრიოს კარაბალისმა.
    მისი განმარტებით, შედარებითი სტაბილურობის მიუხედავად, ბევრი გამოწვევა ჯერ კიდევ არსებობს ან დროთა განმავლობაში გაიზარდა.
    „მოგეხსენებათ, ჩვენი დამკვირვებლები ბევრს საუბრობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჩვენ ვუსმენთ მათ საზრუნავს, პრობლემებს და შიშებს - ვცდილობთ გავიგოთ მათი საჭიროებები და დახმარება გავუწიოთ შეძლებისდაგვარად. სამწუხაროდ, მათგან გავიგეთ, რომ იზოლაციის, დაშორების ან თუნდაც გაუცხოების დონე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების სხვა და სხვა მხარეს მცხოვრებ თემებს შორის არათუ შემცირდა, არამედ რეალურად იზრდება.
    პოზიტიური კუთხით აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოდან სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაკვეთის პუნქტები ნაწილობრივ გაიხსნა - 20-დან ყოველი თვის ბოლომდე, ასევე ისეთი რელიგიური დღესასწაულების დროს, როგორებიც არის მართლმადიდებლური აღდგომა ან ლომისობა.
    მიუხედავად ამ ფაქტისა, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება კვლავ იზღუდება, ასევე გადაკვეთისთვის საჭირო საბუთების, ე.წ. საშვების (პროპუსკების) მიღების გართულებული, უსამართლო და ხანგრძლივი პროცედურების გამო. უფრო მეტიც, მიმდინარე წელს გადაკვეთის პუნქტების რამდენიმე დახურვამ აჩვენა, თუ რამდენად მყიფეა ეს მექანიზმები: თვითგამოცხადებულმა რეგიონებმა, მაგალითად, ცალმხრივად დაკეტეს გადაკვეთის პუნქტები აპრილში, თბილისში საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ და ივნისში, რუსეთში ვაგნერის ჯგუფის ამბოხის დროს.
    რა თქმა უნდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეუთოსთან ერთად აგრძელებს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მოწოდებას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ გადაადგილების მეტი თავისუფლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ.
    როდესაც ვსაუბრობთ გადაადგილების შეზღუდულ თავისუფლებაზე, ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ მიმდინარე ე.წ. ‘ბორდერიზაციაზე’. ‘ბორდერიზაცია’ ნამდვილად არ არის სწორი ტერმინი, მე ვგულისხმობ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გამაგრებას ღობეების, მავთულხლართების და სათვალთვალო კოშკურების მეშვეობით.
    ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ქალები, კაცები, ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები კვლავ განიცდიან ამის ზეგავლენას. ეს აფერხებს მათ წვდომას მიწასა და წყალზე, რელიგიურ ობიექტებზე. ეს ბავშვებს მათ მიერ არჩეულ განათლებას ართმევს. და ეს მრავალი ადამიანის წარმატებული მომავალზე ოცნებას ასამარებს. ოჯახები, მეზობლები, მთელი სოფლებიც კი გაყოფილი რჩება“, - განაცხადა დიმიტრიოს კარაბალისმა.

    იპნ
  5. tvati
    ნატო-მ ლიეტუვაში, ალიანსის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტივობის მონიტორინგისთვის, საჰაერო-სადესანტო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემის (Awacs) სადაზვერვო თვითმფრინავები განათავსა, - ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავრცელებს.
    ნატო-ს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებლის, დილან უაითის განმარტებით, აღნიშნულ სადაზვერვო თვითმფრინავებს თვითმფრინავებისა და რაკეტების აღმოჩენა ასობით კილომეტრის დაშორებით შეუძლიათ.
    „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა გაზარდა ჩვენი ყურადღება ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე. ჩვენს Awacs-ის თვითმფრინავებს შეუძლიათ თვითმფრინავებისა და რაკეტების აღმოჩენა ასობით კილომეტრის დაშორებით, რაც მათ ნატო-სთვის ადრეული გაფრთხილების მთავარ შესაძლებლობად აქცევს“, - განაცხადა ნატო-ს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა,

    იპნ
  6. tvati
    ცესკოს პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31 888-მა (17.3%) ამომრჩეველმა.
    მისივე ცნობით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
    „უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით, ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31 888-მა (17.3%) ამომრჩეველმა. ზოგადად საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 20:00 საათზე კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები.
    იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს, გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან საუბნო კომისიის თავმჯდომარე ამობეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს და ინფორმაცია უმოკლეს ვადაში გადმოიგზავნება ცესკოში. რის შემდეგაც, ჩვენ გვექნება საშუალება აღნიშნული უბნებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოვაქვეყნოთ წინასწარი, პირველად შედეგები.
    რაც შეეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც 20:00 საათზე დაიხურება უბნები, ხმის დათვლის პროცედურები დაიწყება. შემაჯამებელი ოქმები პლანშეტის საშუალებით პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო შეამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს. საუბნო შემაჯამებელი ოქმები აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
    აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს ოფიციალურ გვერდზე, Facebook-სა და Youtube-ზე განხორციელდება.
    რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის მხოლოდ 1 საჩივარია დაფიქსირებული, რომელსაც, რა თქმა უნდა, მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა ბრიფინგზე ნათია იოსელიანმა.
  7. tvati
    ჩვენ დავრჩებით საქართველოში მანამ, სანამ საჭირო იქნება , -ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
    მისი განმარტებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიან ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის.
    „ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თავად იხილა ხურვალეთში, თუ რას ნიშნავს ბაღში ბასრწვერიანი მავთულხლართის ღობის ქონა ან იმ სასაფლაოზე მისვლის შეუძლებლობა, სადაც შენი ოჯახის წევრები არიან დაკრძალული. ის ამან ძალიან შეძრა. ეს მოგონება მას თან გაყვება ბრიუსელში.
    კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩვენი მთავარი გზავნილი: თხუთმეტი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გადამწყვეტ როლს თამაშობს სტაბილურობის უზრუნველყოფაში და დაძაბულობის შემცირებაში საქართველოში და ფართო რეგიონში. ჩვენი ადგილზე ყოფნა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიან ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის. ჩვენ კვლავ ვრჩებით ერთგულები ადგილობრივი თემების სიცოცხლისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების ჩვენი მისიისადმი. ჩვენ დავრჩებით საქართველოში მანამ, სანამ საჭირო იქნება“, - განაცხადა კარაბალისმა.
  8. tvati
    7-9 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, საპატიმროდან წერილს ავრცელებს, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაასაჯაროვა.
    წერილში ლაზარე ამბობს, რომ მარტის აქციებზე იმავე მიზეზით იმყოფებოდა, რის გამოც იქ ყველა სხვა მოქალაქე იყო. კერძოდ, აპროტესტებდა რუსულ კანონს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემებს წარმოშობდა:
    „ჯერ სტატუსის მინიჭებაზე არ მივსულვართ და ხელისუფლებამ გამიზნულად დაიწყო ისეთი ქმედებების ჩადენა, რაც ხელს შეუშლის სტატუსის მინიჭებას“ — წერს ლაზარე გირიგორიადისი.
    წერილში, გრიგორიადისი აღნიშნავს, რომ ევროპაში ინტეგრაცია, მისი აზრით, ბევრ ცვლილებას მოიტანს ადამიანების ცხოვრებაში, რაც თავიდან რთული იქნება, მაგრამ საბოლოოდ შეეხება ეკონომიკას, აამაღლებს სტანდარტებს ყველა სფეროში, იქნება დემოკრატია, რომელსაც ის ამ ხელისუფლების მმართველობაში ვერ ამჩნევს:
    „ეს ყველაფერი აღიბეჭდება თითოეული ჩვენგანის მატერიალურ მდგომარეობაზე და ერთხელ და სამუდამოდ დავდგებით ცივილიზებული სამყაროს გვერდით, სადაც სასამართლო სამართლიანია, ქვეყანაში არ არის ნეპოტიზმი და კორუფცია, იცავენ თითოეული მოქალაქის უფლებებს განურჩევლად მისი სქესისა, რელიგიისა, ეთნიკური კუთვნილებისა, პოლიტიკური შეხედულებების და ა.შ.“ — წერს ლაზარე.
    ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელსაც „ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს, ლაზარე საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ ძალაუფლება ხალხის ხელშია, დამოკიდებულება კი რომ არაფერს აზრი არ აქვს, მისი შეფასებით არასწორია:
    „ხელისუფლებას ძალაუფლება მივეცით ჩვენ, მარტის აქციებიც მოწმობს, რომ შეგვიძლია, გადაწყვეტილებები შევაცვლევინოთ. მთავარია, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. რეპრესიებს ახორციელებენ ყველა მხარეს და რაც მეტს გააგრძელებენ, მით უფრო ცუდ შედეგს მიიღებენ იმიტომ, რომ ეს ხალხს აერთიანებს. მთავარია ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და ვიბრძოლოთ.
    ხელისუფლება ამდენის უფლებას რომ აძლევს თავს, ჩვენი დანაშაულია. მყიფე და მიზანმიმართული რეაგირება არ ვაჩვენეთ მათ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე, თორემ დღის წესრიგს დღეს ჩვენ მოვიყვანდით. ამ რეალობის შეცვლა კი მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.Star Wars-იდან ერთი ციტატა მახსენდება: ამბოხებულების პირველი ხომალდი რომ ფრინდება გეილენ ერსოს ქალიშვილი ეუბნება თავის პატარა გუნდს: მებრძოლი ბრძოლას ერთი ბასრი ჩხირითაც მოიგებს თუ დასაკარგი არაფერი აქვსო. ამ მენტალიტეტით თუ მივუდგებით, მოგება გარანტირებულია“ — წერს ლაზარე.
    ლაზარე გრიგორიადისი თანადგომისთვის ყველას მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ეს გვერდში დრომა მას დიდი მოტივაციას აძლევს.
    21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    ნეტგაზეთი
  9. tvati
    საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.
    „პუბლიკა“ დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.
    პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრი და საკრებულოს დეპუტატი, ნინო წულაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ბავშვთა სიღარიბე კრიტიკულ ზღვარზეა და სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ საარსებო შემწეობის გაცემით მიჯაჭვულობის პრინციპს ქმნის სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ბავშვებთან.
    ნინო წულაძე მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის შექმნა უნდა უზრუნველყოს, რათა ადამიანები ყოველთვიურ შემწეობაზე აღარ იყვნენ მიჯაჭვულები და ოჯახები ეკონომიკურად გაძლიერდეს.
    მისივე თქმით, მნიშვნელოვანია უშუალოდ ბავშვებისთვის უფასო მუნიციპალური სერვისების შეთავაზება.
    საკრებულოს დეპუტატი ხაზს უსვამს უფასო სასკოლო კვების მნიშვნელობას და ამბობს, რომ პოლიტიკური ნებისა და არამიზნობრივი ხარჯის შემცირების შემთხვევაში, პროგრამის დანერგვა შესაძლებელია ისე, რომ მოცული იყოს თბილისის საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე.
  10. tvati
    ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი დაუანონსებელი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა.
    ამის შესახებ ინფორმაციას ბორელი „ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.
    „ოდესა მშვენიერი ისტორიული ქალაქია. ის ახალი ამბების სათაურებში თავისი ნათელი კულტურისა და სულის წყალობით უნდა იყოს. ამის ნაცვლად ის ახალ ამბებში როგორც პუტინის ომის სამიზნე ხვდება. ევროკავშირი მხარს უჭერს ობიექტების სტაბილიზებას, რომლებიც რუსეთის ბარბაროსული განადგურების შედეგად დაშავდნენ. ერთი წელი გავიდა რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიიდან. უკრაინას სრული უფლება აქვს თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან და საკუთარ ტერიტორიაზე სრული კონტროლი აღადგინოს“, - წერს ბორელი.
    მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის უკრაინასთან იქნება „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება“.

    იპნ
  11. tvati
    “რომელმა ორგანიზაციამაც არ უნდა ჩაატაროს ესა თუ ის კვლევა, ფაქტი არის ერთი- არც “ნაციონალური მოძრაობის” და არც “ოცნების” მონაცემები დიდად არ იცვლება. ერთადერთი მზარდი რეიტინგი ვისაც აქვს, ეს არის პარტია “საქართველოსთვის”. “

    გიორგი შარაშიძე, პარტია “საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს წევრი.  384776143_205286505773975_5268074084238267226_n.mp4
  12. tvati
    იმერეთის ერთ-ერთ სკოლაში კლასელების მხრიდან მოზარდზე შესაძლო იძულებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
    უწყების განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. საუბარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილზე, სადაც მოზარდს თვითდაზიანებების მიყენებას აიძულებენ და ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოიქცევა. „ნეტგაზეთი“ წერილს შეგნებულად არ ასაჯაროებს.
    მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ფსიქოლოგი მაია ცირამუა. ცირამუა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დახმარება არამხოლოდ წერილის ადრესატს, არამედ მის ავტორსაც სჭირდება:
    „ მესმის, შემზარავია, რასაც წერს, გვაბრაზებს და გვაშინებს მისი სისასტიკე, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაშია ეს ბავშვი, ასეთი რამ რომ მოაფიქრდა (სავარაუდოდ თავადაც გამოუცდია ის, რასაც თანაკლასელს სთავაზობს – თვითდაზიანებას ვგულისხმობ), მერე წერილი დაწერა და კიდევ უფრო მძიმე მუქარა მოაყოლა.
    ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაირკვეს – რატომაა ეს ბავშვი ასეთ მდგომარეობაში და მერე დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ გადარჩეს. ცხადია, სერიოზული დახმარება სჭირდება მისი აგრესიის სამიზნეს, იმ ბავშვს, რომელიც ალბათ დიდი ხანია მარტოა ამ პრობლემის პირისპირ“ — ამბობს ფსიქოლოგი.

    მომხდართან დაკავშირებით, მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს განათლების სამინისტრომაც. უწყების განცხადებით, ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან:
    „აქვე გაცნობებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს. როგორც მოგეხსენებათ, იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოძიება დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია საკითხის ყველა ასპექტის შესწავლაში,“ — აცხადებენ განათლების სამინისტროში.

    ნეტგაზეთი
  13. tvati
    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეს ეხმიანება.
    როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს.
    „საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან.
    აქვე გაცნობებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს.
    როგორც მოგეხსენებათ, იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოძიება დაიწყო.
    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია საკითხის ყველა ასპექტის შესწავლაში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  14. tvati
    დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი მხარდაჭერა უფრო დიდია, ვიდრე რეიტინგებშია ასახული, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტიულ რეიტინგებზე და სოციოლოგიური კვლევების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
    მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნებზე „ოცნებამ“ და „ნაცებმა“ ერთად 50%-ზე ნაკლები აიღონ, რათა ერთად კოალიციის შექმნა მოუწიოთ.
    „ჩვენ ერთი რაღაცის გვჯერა, რომ გაცილებით უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს და დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი მხარდაჭერა უფრო დიდია, ვიდრე რეიტინგებშია ასახული. ჩვენ გეგმაზომიერად ვაგრძელებთ ჩვენ გზას, ჩვენ გეგმას მივყვებით და დარწმუნებული ვართ, რომ ამ გეგმას თავისი შედეგი ექნება 2024 წლისთვის ისევე, როგორც ჩვენს გეგმას თავისი შედეგი ჰქონდა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე. შეიძლება მაშინაც არ სჯეროდა ბევრს, რომ „ოცნებას“ შვიდ მსხვილ მუნიციპალიტეტში უმრავლესობა ვერ ექნებოდა საკრებულოში, ბევრs ვერ წარმოედგინა, მაგრამ ეს ხომ მოცემულობად მივიღეთ და ვნახეთ. ვისაც გვჯერა გაგვატარეთ, ასეთი ამბავია.
    ასევე მიზანი ის არ არის, რომ ჩვენ შევიდეთ როგორმე პარლამენტში და ავიღოთ 15-20%, ჩვენი მიზანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად აიღონ 50%-ზე ნაკლები. ეს იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ „ოცნებამ“ და „ნაცებმა“ ერთმანეთს კოალიცია გაუკეთონ. ეს აბსოლუტურად ბუნებრივი ამბავი იქნება.
    ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სხვა პარტიებმა, მათ შორის „გირჩმა“, „ლელომ“, ბევრმა პროდასავლურმა პარტიამ გადალახოს ბარიერი, შევიდეს პარლამენტში და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ „ნაცების“ და „ქოცების“ ერთპარტიული მმართველობა“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
  15. tvati
    „თბილისიმარათონი 2023“-თან დაკავშირებით, პირველ ოქტომბერს, 06:00-დან 10:00 საათამდე დედაქალაქში სატრანსპორტო გადაადგილება გარკვეულ ქუჩებზე შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
    დედაქალაქის მერიის ცნობით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა ჩაიკეტება თავისუფლების მოედანზე და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ დადიანის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რის გამოც ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით შეძლებენ.
    „გადაადგილება შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან და თაბუკაშვილის ქუჩიდან; ასევე, გალაკტიონის ხიდზე, მარჯანიშვილის ქუჩასა და მოედანზე, წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილება შეიზღუდება ბაქოს ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნის ჩათვლით; ბაქოს ქუჩაზე გადაადგილება სრულად აიკრძალება, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე კი მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯანიშვილის ქუჩის კვეთიდან.
    გარდა ამისა, შეზღუდვა შეეხება ზაარბრიუკენის მოედანსა და ხიდს. გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ გოგიბერიძის ქუჩიდან ტოლსტოის ქუჩაზე და მშრალი ხიდიდან სკუდიერის ქუჩამდე, სკუდიერის ქუჩიდან კი – მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. მშრალი ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ორივე ამსვლელ პანდუსზე შეეძლებათ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შავთელის ქუჩის კვეთიდან გორგასლის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში კი მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა ასევე შეეხება მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩას.
    ღონისძიების ფარგლებში, სატრანსპორტო გადაადგილება ასევე შეიზღუდება ორთაჭალის მხრიდან გორგასლის ქუჩაზე მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. კრწანისის მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას პირველ ეტაპზე აბანოს, ფირდოუსისა და ისპაჰანლის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ, საიდანაც დაუკავშირდებიან გრიშაშვილის ქუჩას, დაუბრუნდებიან გორგასლის ქუჩას და კრწანისის მოედნის მიმართულებით მოძრაობას მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ.
    „თბილისიმარათონის“ მსვლელობის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: N301, N344, N345, N350 და N371 ავტობუსები იმოძრავებენ კრწანისის მოედნამდე, გულუას ქუჩის საშუალებით უკან მობრუნდებიან, გულუას მოედნიდან კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით; ავტობუსები: N362 და N368 სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილის ქუჩების საშუალებით დაუკავშირდებიან ფიროსმანის მოედანს და მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით; ავტობუსები: N328 და N353 ჩიტაიას მოედნიდან მგზავრებს ჩიტაიას ქუჩის გავლით კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით მოემსახურებიან და სადგურის მოედანს დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებისას ავტობუსები სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილისა და ჩიტაიას ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან ჩიტაიას მოედანს და მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით; ავტობუსები: N306 და N308 იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე და უკან; ავტობუსი N320 დიღმის მასივიდან იმოძრავებს სადგურის მოედნამდე; N342, N352, N358 და N314 ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზთან დაასრულებენ და უკანაც ამავე ტერიტორიიდან გადაადგილდებიან; N316, N234, N364, N374, N380, N383 და N390 იმოძრავებენ ამაღლების ქუჩა N11-მდე; ავტობუსები: N359 და N388 მოემსახურებიან ვაკიდან გმირთა მოედნამდე და უკან; ავტობუსი N337 იმოძრავებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარათაშვილის ქუჩამდე და უკან; რაც შეეხება N331-ს, ავტობუსი კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით და უკან კრწანისის ქუჩის საშუალებით დაბრუნდება; ავტობუსი N310 იმოძრავებს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე, დაუკავშირდება გმირთა მოედანს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით; ავტობუსი N300 ჩიტაიას მოედნიდან იმოძრავებს მარიჯანის ქუჩისკენ; შეზღუდვის პერიოდში N391 ავტობუსს დადგენილი მარშრუტი შეეცვლება და გოთუას ქუჩიდან სააკაძის მოედნის გავლით დაუკავშირდება თამარ მეფის გამზირს, საიდანაც ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ბუხაიძის ქუჩების საშუალებით მეტროსადგურ „ავლაბრამდე“ გადაადგილდება. უკუმიმართულებით მოძრაობისას ავტობუსი ბუხაიძისა და ჩიქობავას ქუჩებს, ჩიტაიას მოედანს, კიტა აბაშიძის, ჯავახიშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩებს, ასევე თამარ მეფის გამზირსა და გმირთა მოედანს გამოიყენებს და სააკაძის მოედნიდან დაუკავშირდება გოთუას ქუჩას.
    რაც შეეხება მიკროავტობუსების მარშრუტებს, N416, N417, N436, N462, N477, N507, N522 და N529 სადგურის მოედნიდან ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების გავლით; N541 მგზავრებს დიდი დიღმიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე გადაიყვანს; N472 და N534 პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას ბარათაშვილის ხიდიდან დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გმირთა მოედნიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას მიკროავტობუსები გმირთა მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც გადაადგილდებიან დადგენილი სქემით; N540 ბარათაშვილის ხიდიდან მოძრაობას გააგრძელებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და გმირთა მოედნიდან მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურება. უკუმიმართულებისას მიკროავტობუსი თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზთან მოუხვევს და გმირთა მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც დადგენილ მარშრუტს გამოიყენებს; N427 გიორგი გურამიშვილის ქუჩიდან იმოძრავებს კრწანისის მოედნამდე.
    მიკროავტობუსები: N462 და N528 ავლაბრის მოედნიდან გზას გააგრძელებენ კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან სადგურის მოედანს. უკუმიმართულებით მოძრაობისას მიკროავტობუსები სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, ხეთაგუროვის ქუჩების გავლით გადაადგილდებიან, ევროპის მოედანზე მოუხვევენ და ბარათაშვილის აღმართით სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებენ; N480 ორთაჭალის ქუჩიდან იმოძრავებს მეტროსადგურ „ისნამდე“ და უკან; N550 მგზავრებს გადაიყვანს ვარკეთილიდან კრწანისის მოედნამდე და უკან; მიკროავტობუსი N536 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებს აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების მიმართულებით, დაუკავშირდება ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩებს, ბოლო გაჩერება კი ბარათაშვილის ქუჩაზე ექნება. უკუმიმართულებისას მიკროავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც ხეთაგუროვის, ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდება თამარ მეფის გამზირს, წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გაივლის წერეთლის გამზირს და შემდეგ უკვე დადგენილი სქემით იმოძრავებს“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

    1ტვ
  16. tvati
    კულტურის სამინისტროში, 29 სექტემბერს, კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსა და ქართული მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
    შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოს შეხვედრის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
    სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე კონსერვატორიისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა იმსჯელეს იმ „მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზზე, რომლითაც ახალი რექტორის არჩევის პროცესი მიმდინარეობდა და განიხილეს რექტორის მოახლოებული არჩევნებისთვის ამ ხარვეზის გამოსწორების ფორმები და გზები.“
    „შეთანხმდა, რომ კონსერვატორია იმსჯელებს ქართული მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრის სტატუსზე და გონივრულ ვადაში წარმოადგენს დებულების ახალ ვერსიას დადგენილი სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით.
    სამინისტრო მზად არის, დაეხმაროს კონსერვატორიას რექტორის არჩევნების კანონის შესაბამისად მომზადებაში, რათა უმოკლეს ვადაში მოხერხდეს რექტორის არჩევნების ჩატარება კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.“ – ვკითხულობთ სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
    საგულისხმოა, რომ კონსერვატორიის აკადემიური საბჭო, 27 სექტემბერის განცხადებით, კულტურის სამინისტროს შეფასებას, რომ რექტორის არჩევნების პროცესის მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა არ იზიარებდა და აღნიშნავდა, რომ სამომავლოდ ცენტრისთვის სტატუსის განსაზღვრის საკითხი არ არის კავშირში რექტორის არჩევნების პროცესთან და სტატუსის საკითხი არ შეიძლება გახდეს რექტორის არჩევნებთან დაკავშირებული დადგენილების გაუქმების საფუძველი.
    რა მოხდა
    26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სამინისტრომ კონსერვატორიაში მიმდინარე რექტორის არჩევნები შეაჩერა. მეორე დღეს სტუდენტებმა კონსერვატორიასთან სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
    მოგვიანებით სამინისტრომ განმარტა, რომ ის კონსერვატორიისგან არჩევნების პროცესში არსებული „ხარვეზის“ გასწორებას ითხოვდა.
    კულტურის სამინისტრო, კონსერვატორიას ავალებს მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრს განუსაზღვროს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსი.
    სამინისტროს პოზიციით, რექტორის არჩევნები, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს, რადგან „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსი, ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრს მისცემს შესაძლებლობას ჰყავდეს არჩეული წარმომადგენელი აკადემიურ საბჭოში.
    ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი კონსერვატორიაში არსებობს 2002 წლიდან, არა როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეული, არამედ როგორც კონსერვატორიის სტრუქტურული ერთეული.
    კონსერვატორიის აკადემიურმა საბჭომ, 27 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სამომავლოდ ცენტრისთვის სტატუსის განსაზღვრის საკითხი არ არის კავშირში რექტორის არჩევნების პროცესთან და სტატუსის საკითხი არ შეიძლება გახდეს რექტორის არჩევნებთან დაკავშირებული დადგენილების გაუქმების საფუძველი.
    ამავე განცხადებაში, კონსერვატორიის აკადემიური საბჭო კულტურის სამინისტროს სთხოვს, გააუქმოს კონსერვატორიაში მიმდინარე არჩევნების შეჩერებაზე თავისივე დადგენილება.
    ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 29 სექტემბერს სამინისტროში მხარეებს შორის შეხვედრა ჩაინიშნა. დაეთანხმება თუ არა კონსერვატორია დებულების შეცვლის მოთხოვნას, უცნობია. კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს შეხვედრის თაობაზე განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
  17. tvati
    პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან 8-9 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ახალგაზრდებმა პრეზიდენტისგან გრიგორიადისის შეწყალება მოითხოვეს.
    „ლაზარე ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცია, რომელსაც სამშობლოზე გული შესტკივა, მზად არის, რომ სამშობლოს გულისთვის თავი გაწიროს”, – ამის შესახებ გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ პოლიტმეტრის ეთერში ისაუბრა.
    მას იმედი აქვს, რომ საზოგადოების ბრძოლა ლაზარეს გათავისუფლებისთვის შედეგს გამოიღებს.
    25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ გამოაცხადა.
    საუბარია 2021 წლის საქმეზე, სადაც ლაზარე გირიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ.
    გრიგორიადისი ასევე დამნაშავედ ცნეს მამის კუთვნილი მანქანის დაზიანებაში, მას მოსამართლემ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა.
    ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული. ლაზარე გრიგორიადისს ამ საქმეზე წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ეს 9-თვიანი ვადა ეწურება. გრიგორიადისის ადვოკატი მოსამართლე ნინო ნაჭყებიას გადაწყვეტილებას სწორედ ამ ვადის ამოწურვას უკავშირებს.

    publika
  18. tvati
    მწერალთა სახლის ახალი მენეჯმენტის მიმართ მწერლებისა და გამომცემლების ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, არ იქნება.
    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს, 2018 წელს კი საპატიო მასპინძელი ქვეყანა იყო. წელს ფრანკფურტის წიგნი ბაზრობა 18 ოქტომბერს უნდა გაიხსნას.
    ყოველწლიურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდი წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და მწერალთა სახლის ორგანიზებით ეწყობოდა. როგორც წესი, ქართულ პროგრამაში რამდენიმე ქართველი ავტორი მონაწილეობს,  საქართველოს ეროვნულ სტენდზე დაგეგმილია ხოლმე მათი  შეხვედრები უცხოელ მკითხველთან, ახალი თარგმანების პრეზენტაციები და სხვა.
    როგორც „პუბლიკისთვისაა“ცნობილი, წლევანდელი პროგრამა უკვე შედგენილი იყო და სამ ქართველ მწერალს – თამთა მელაშვილს, ეკა ქევანიშვილსა და აბო იაშაღაშვილს – უნდა მიეღო მონაწილეობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. მათი წიგნები გერმანულ ენაზე ითარგმნა.
    მწერალთა სახლს, ახალი დირექტორის დანიშვნისა და კულტურის სამინისტროს პოლიტიკის გამო, მწერალთა და გამომცემელთა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა. მათ შორის არიან ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის მონაწილე ავტორებიც.
    ბოიკოტში მყოფმა მწერლებმა უარი თქვეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მწერალთა სახლის ორგანიზებით ქართულ პროგრამაში მონაწილეობასა და იმ დაფინანსებაზეც, რომლითაც მათი გამგზავრების ხარჯი უნდა დაფარულიყო.
    მწერალი თამთა მელაშვილი გვეუბნება, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართება „შაშვი შაშვი მაყვალის“ გერმანულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია, რომელსაც შვეიცარიელი გამომცემლის მიწვევით დაესწრება, ხარჯს კი თავად ფარავს ქართველ გამომცემელთან (სულაკაურის გამომცემლობა) ერთად. მწერლის წიგნის პრეზენტაცია 21 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
    „ქართულ სტენდზეც უნდა ყოფილიყო ჩემი პრეზენტაცია, მაგრამ გაუქმდა, ჩემივე ინიციატივით. მწერალთა სახლთან არანაირი კავშირი არ მაქვს და ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე. ერთ დღით მივდივარ ფრანკფურტში, მაქვს მხოლოდ ერთი პრეზენტაცია შვეიცარიელ გამომცემელთან. ხარჯს ვფარავთ მე და ჩემი ქართველი გამომცემელი“,   – ამბობს მწერალი თამთა მელაშვილი.

    როგორც პოეტი ეკა ქევანიშვილი გვეუბნება, მიწვეულია პოეტური პლატფორმა „ვერსოპოლისიდან“ სლოვენიის სტენდზე, სადაც ერთ ღონისძიებაში მონაწილეობს. სლოვენია წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანაა.
    „ვრჩები ჩემს ძმასთან, რომელიც იქ ცხოვრობს, ბილეთი კი შეიძინა ჩემმა გამომცემელმა – „ინტელექტმა“, – ამბობს პოეტი.
    გამომცმებლობა „არტანუჯისა“ და „ინტელექტის“ წარმომადგენელი, გვანცა ჯობავა გვიდასტურებს, რომ ისინი რჩებიან ბოიკოტში. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე კი, ისედაც დამოუკიდებლად იღებენ მონაწილეობას.
    როგორც „პუბლიკისთვისაა“ ცნობილი, მწერლებისა და გამომცემლების ბოიკოტმა შეაფერხა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდისა და პროგრამის მომზადების პროცესი.
    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული მოვლენაა, ქართველი მწერლები და გამომცემლები დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ ეროვნული სტენდი და მწერალთა სახლი ბაზრობაზე, სავარაუდოდ, არ იქნება.
    ქეთევან დუმბაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ გაურკვევლობაა ჯერ კიდევ და მწერალთა სახლი ასოციაციის პასუხს ელოდება.
    „მწერალთა სახლი ყოველთვის შინაარსის ნაწილში მონაწილეობდა. ორგანიზატორი კი იყო გამომცემელთა ასოციაცია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა დევს ჩემთან, რომელიც მე უნდა მივცე მათ. სტენდი, ტრანსპორტირება და ყველაფერი უნდა  გააკეთონ მათ. მე, ერთადერთი, უნდა წავიღო წიგნები, რომელიც ითარგმნა ჩვენს ბაზაზე.
    მე წერილი გავუგზავნე გუშინ ასოციაციას, რომ დრო მიდის, რას ვშვრებით, როგორ ვაკეთებთ… მე როცა მოვედი, სამწუხაროდ, აქ არავინ არ დამხვდა. 4 აგვისტოდან გაჩერებულია ეს საკითხი. მე ველოდები საბოლოო პასუხს. გავაგზავნე წერილი, სადაც ვეუბნები, რომ დღესვე მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ  ხელშეკრულებას და დღესვე მზად ვართ, რომ გადმოგირიცხოთ თანხა, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიმიღია.
    ისეთ დროს მოვედი აქ, რომ ეს ყველაფერი მოგვარებული უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ძალიან გვიან შემოვუერთდი ამ ყველაფერს“, – გვეუბნება ქეთევან დუმბაძე.
    „პუბლიკა“ რამდენიმე დღეა, ცდილობს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასგან პასუხის მიღებას. როგორც თავდაპირველად გვითხრეს, ჯერ კიდევ გამომცემლებთან კომუნიკაციის ეტაპზე არიან და ზუსტად არაფრის თქმა არ შეუძლიათ, დღეს კი გვიპასუხეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.
    10 აგვისტოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძე დაინიშნა. ის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრია და მაშინ პარლამენტის დეპუტატის თანამდებობას იკავებდა.
    მიუხედავად იმისა, რომ მწერალთა სახლის ყოფილი დირექტორი, ნატაშა ლომოური, დაინტერესებული იყო დირექტორობის ვადის გაგრძელებით და შესაბამისი წერილიც მისწერა სამინისტროს, მას ხელშეკრულების ვადა არ გაუგრძელეს და მწერალთა სახლში მინისტრმა ახალი დირექტორი დანიშნა.
    ამას ქართველი მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლებისა და ლიტერატურის სფეროში დასაქმებულების პროტესტი მოჰყვა. მათ უარი განაცხადეს მწერალთა სახლთან ყველანაირ თანამშრომლობაზე.

    publika
  19. tvati
    ლას-ვეგასის პოლიციამ 27 წლის წინ მოკლული ამერიკელი რეპერის, თუფაქ შაკურის საქმესთან დაკავშირებით კაცი დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
    Associated Press-ის თანახმად, საუბარია 60 წლის დუეინ დევისზე, რომელიც პარასკევს, დილის საათებში დააკავეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან მას.
    გამოცემა აღნიშნავს, რომ ხსენებული პიროვნება გამომძიებლებისთვის კარგა ხნის მანძილზე იყო ცნობილი. დევისს, რომელიც კალიფორნიაში მოქმედი ერთ-ერთი ბანდის წევრი იყო,  მემუარებში ნათქვამი აქვს, რომ თავადაც იჯდა კადილაკში, რომლიდანაც ცნობილ რეპერს 1996 წლის 7 სექტემბერს ესროლეს.
    მკვლელობა ლას-ვეგასში მოხდა. თუფაქი, რომელსაც 4 ტყვია მოხვდა, მაშინ 25 წლის იყო. ის სასიკვდილოდ დაჭრიდან 6 დღეში გარდაიცვალა.
    როგორც გამოცემა LA Times აღნიშნავს, მიუხედავად ლას-ვეგასისა და ლოს-ანჯელესის პოლიციის, ასევე, ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების მრავალი საგამოძიებო მოქმედებისა, მკვლელობასთან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ ყოფილა დაკავებული.
    გარეკანის ფოტო: Raymond Boyd / Getty Images

    netgazeti
  20. tvati
    კაცი, რომელსაც არასრულწლოვანების გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, პოლიციამ კი „საფარის“ ინფორმაციით ელექტრო სამაჯურით გუაშვა, გუშინ ღამით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესაებ „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
    თავდაპირველად ორგანიზაციამ 28 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 18 და 19 წლის გოგოები 60 წლამდე კაცს გაუპატიურებაში, პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის ვიდეოს უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებაში, ასევე არასრულწლოვნებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. თუმცა კაცმა პოლიციის განყოფილება გამოკითხვის შემდეგ შემაკავებელი ორდერითა და ელექტრონული სამაჯურით დატოვა.
    ორგანიზაციის ცნობით, გოგოებმა პოლიციას 19 სექტემბერს მიმართეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კაცის მხრიდან ძალადობასა და გაუპატიურებაზე ორივე მათგანი საუბრობდა, შსს-მ მხოლოდ ერთი გოგო გამოკითხა, ხოლო მეორეს, მოთხოვნის მიუხედავად, უთხრა, რომ იმ მომენტში ამის დრო არ ჰქონდათ და მეორე დღეს დაურეკავდნენ, თუმცა არც გადაურეკავთ.  
    “საფარის” ცნობით, 60 წლის კაცის მხრიდან ჩადენილი ქმედება შეიცავს დანაშაულების შემდეგ ნიშნებს: გაუპატიურება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა, ადევნება, პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო-ვიდეომასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება, იძულება, ტრეფიკინგი.
    ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას თანახმად, გოგოები ჰყვებიან, რომ ისინი არ არიან 60 წლამდე კაცის ერთადერთი მსხვერპლნი და საუბარია 10-ზე მეტ გოგოზე, მათ შორის, არასრულწლოვნებზე, რომელთაც კაცი სოციალური ქსელების საშუალებით უკავშირდებოდა, მათ ნდობას მოიპოვებდა, შემდეგ კი მათზე ძალადობდა და აშანტაჟებდა.
    “აიძულებს მათ სექსს, აუპატიურებს, სცემს, აიძულებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას, უღებს პორნოგრაფიულ ვიდეოებს და ავრცელებს მათ. გოგოებს აქვთ სერიოზული სამხილები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები, კაცთან მიმოწერები, ასახელებენ ყველას, ვინც ამ დანაშაულშია გარეული, ასახელებენ სხვა მსხვერპლებს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ბავშვები არიან… ანუ ძალიან სერიოზულ და არაერთ დანაშაულთან გვაქვს საქმე, მაგრამ 19 სექტემბრის შემდეგ ეს კაცი ელექტრონული სამაჯურით დადის”, — ამბობდა ბაია პატარაია.
    მისი თქმით, ფაქტი, რომ კაცი მხოლოდ ელექტრონული სამაჯურის საფუძველზე გამოუშვეს და ისიც, მხოლოდ ერთ გოგოსთან მიახლოებას უკრძალავდა, საფრთხეში აგდებდა როგორც მეორე გოგოს, ასევე, სხვა სავარაუდო მსხვერპლებს.
    ასევე, პატარაია აღნიშნავდა, რომ არსებობდა მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის დიდი ალბათობაც, რადგან კაცი, რომელსაც არასრულწლოვნებზე ძალადობასა და გაუპატიურებაში ადანაშაულებენ და რომელმაც 9 დღეა იცის, რომ მის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, ამ დრომდე თავისუფალი იყო.
    პატარაია მიიჩნევს, რომ კაცი შსს-ს მაშინვე უნდა დაეკავებინა.
    გარდა ამისა, პატარაია საუბრობს პოლიციის მხრიდან სამსახურებრივ გულგრილობაზეც. მისი თქმით, მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, შსს-მ მხოლოდ ერთი გოგო გამოკითხა, მეორეს კი უარი უთხრა მაშინვე გამოკითხვაზე.
    ამასთან, “საფარის” შეფასებით, პოლიციაში გოგო დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა, რადგან მას აიძულეს გაუპატიურების შესახებ ესაუბრა კაცი პოლიციელების წინაშე, ასევე, უსვამდნენ „სრულიად არასაჭირო და ქალისთვის დამამცირებელ კითხვებს”, როგორიცაა: მოდუნდი თუ არა; წინააღმდეგობას თუ უწევდი და სხვა.
    “ყველა ეს შეკითხვა დისკრიმინაციულია, რადგან ეს ნიშნავს, რომ გამოძიება მოითხოვს, რომ ქალმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიოს, როდესაც საუბარია არასრულწლოვანზე”, — აცხადებს პატარაია.
    გარდა ამისა, ერთ-ერთ მსხვერპლს პოლიციის განყოფილებაში ხანგრძლივი დროის გატარება მოუწია მოძალადის გვერდით, რაც “საფარის” თანახმად, მისთვის დამატებითი სტრესი იყო.
    “საფარი მიიჩნევს, რომ პოლიციის იმ განყოფილების მიერ მიღებული ზომები, რომელიც ამ ეტაპზე იძიებს საქმეს, არის არაეფექტური. არსებობს რისკი, რომ იმავე განყოფილებაში, იმავე პოლიციელებთან კომუნიკაციისას, ქალს დაუმძიმდეს ემოციური ფონი და გახდეს განმეორებითი ვიქტიმიზაციის მსხვერპლი”, — ნათქვამია “საფარის” განცხადებაში.
    ბაია პატარაია განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას ჰყავს მსგავსი შემთხვევებისთვის გადამზადებული თანამშრომლები, ვინც შეძლებდა გოგოების გენდერული დისკრიმინაციის გარეშე გამოკითხვას, თუმცა ამ შემთხვევაში ისინი არ ჩართულან.
    “საფარი” მოითხოვს, რომ ინტიმური შინაარსის პირადი და პერსონალური ინფორმაციის მოპოვება-შენახვა-გავრცელების ნაწილში სისხლის სამართლის მიმართულებით გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყოს, სხვა დანაშაულები კი გადაეცეს თბილისის მთავარ საგამოძიებო სამმართველოს.
    ამასთან, ორგანიზაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საქმეში არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოც ჩაერთოს. ამასთან, “საფარი სახალხო დამცველსაც მიმართავს, რომ დაინტერესდეს აღნიშნული საქმით და მონიტორინგი გაუწიოს გამოძიებას.

    netgazeti
  21. tvati
    მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.
    „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
    ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
    ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
    კანონპროექტის განმარტებით ბარათში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა დასახელებული.
    „აღნიშნული განცხადების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ იქნა ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მისი ფარგლების გარეთ მოქმედი პირების გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს. იმავე განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირების მიერ დაგეგმილია, მათ შორის, ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სახელმწიფო ორგანოთა შენობების დაკავება და ბლოკირება. ამასთანავე, მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ე. წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება. აღნიშნული საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების სათანადო ორგანოები ვალდებული არიან, გაატარონ ყველა გონივრული ღონისძიება ზემოხსენებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
    კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.
    „ქართული ოცნების“ დეპუტატები სუს-ის განცხადებაში მითითებულ საფრთხეებზე „ეფექტიანი და დროული რეაგირების აუცილებლობიდან გამომდინარე“, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას და მიღებას ითხოვენ.
    პროექტი პარლამენტის ბიუროს 2 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

    ipn
  22. tvati
    “ჩვენი მთავარი საარჩევნო მიზანი, რაზეც ველაპარაკებით საზოგადოებას არის ის, რომ ორივე ერთმანეთზე მავნებელი ძალა უნდა დასრულდეს, რაც ნიშნავს, რომ არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ოცნება“ ჯამურად არ უნდა აცდეს 50%-ს. რატომ? იმიტომ, რომ ერთმანეთზე ექნებათ დასწრება, რომელი შეუქმნის ერთმანეთს კოალიციას- „ნაცები“ შეუქმნიან „ქოცებს“ თუ“ ქოცები“ შეუქმნიან „ნაცებს“. ეს ხომ ქმედებებზე დაფუძნებული მსჯელობაა, რაც ჩვენ გვინახავს.”


    ბექა ლილუაშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი. 10000000_133646216472369_8204459946717221660_n.mp4
  23. tvati
    შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს 1995 წელს დაბადებული კაცი, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, მამა მოკლა და ცხედარი კვალის დაფარვის მიზნით მათსავე აგარაკზე გადამალა.
    გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
    შსს-ს ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
  24. tvati
    ხმაური და დაპირისპირება იყო ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით სოფელ ჭალეს მუნიციპალიტეტის ეწერფერდის თემის მოსახლეობის აქცია მიმდინარეობდა. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც მათ გზის გადაკეტვა სცადეს.
    როგორც ადგილობრივები „ტვ პირველს“ ეუბნებიან, საჭიროა გზის რეაბილიტაცია, რადგან გზაზე გადაადგილება არის რთული, იგვიანებს სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სკოლებში ვერ დადიან ბავშვები.
    „გზა არ არის… ბავშვები სკოლებში რომ გავუშვათ მაგის საშუალება არ გვაქვს.  ვინმე სოფელში ავად რომ გახდეს, სასწრაფოს ერთი საათი უნდა, რომ მოვიდეს”. – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
    სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს აქციის ორი მონაწილე. არიან თუ არა ისინი დაკავებულები, ინფორმაციას „პუბლიკა” შსს-სთან აზუსტებს. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

    პუბლიკა
  25. tvati
    ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ, თბილისშიც და სოხუმშიც... 

    "მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში. ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ, თბილისშიც და სოხუმშიც. რადგან ეს არის ფილმი იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი შეცდომისა და წარსულისა, ქართველები და აფხაზები არასდროს, არასდროს არ ვესროდით ერთმანეთს".

    გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე
    384550531_1017295836124925_4618197894283074768_n.mp4
×
×
  • შექმენი...