Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა.
    როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ლატვიელ კოლეგასთან ევროპული გზის გადამწყვეტ მომენტში შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა.
    „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა დღეს ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩსთან ჩვენი ევროპული გზის ამ გადამწყვეტ მომენტში. მადლობა ლატვიას წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვის. თქვენი მტკიცე მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – წერს ზურაბიშვილი.
     
     

    ავტორი - სალომე თორაძე
  2. tvati
    „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ პირობებში, მაშინ, როდესაც ეს ორი დესტრუქციული ძალა შოვის ტრაგედიის ერთმანეთის დასაზიანებლად და პოლიტიკური დივიდენდების მოსაღებად გამოყენებას ცდილობს, საგამოძიებო კომისია ვერ იქნება ეფექტიანი მექანიზმი ჭეშმარიტების დასადგენად, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
    მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი არ გახდება ბარიერი და შოვთან დაკავშირებით კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს, თუმცა კომისიის შექმნის შემთხვევაში, კომისიის წევრებად არ იქნებიან წარმოდგენილი. შალვა კერესელიძე განმარტავს, რომ კომისიის საქმიანობაში სხვა საჭირო ფორმით მიიღებენ მონაწილეობას.
    „გვინდა, გაცნობოთ ჩვენი გუნდის, პარტია „საქართველოსთვის“ პოზიცია შოვის საგამოძიები კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. პირველი დღიდანვე ჩვენი გუნდის პოზიცია გახლდათ, რომ შოვში დატრიალებული ტრაგედია არ უნდა გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციის საგანი „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ასეც მოხდა.
    ჩვენმა გუნდმა პირველივე დღიდან დაიწყო შოვში განვითარებული მოვლენების შესწავლა – შესაბამისი კითხვებით მივმართეთ შესაბამის უწყებებს, პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს. ჩვენი გუნდის წარმომადგენლები სამაშველო სამუშაოების დროსაც შოვში იმყოფებოდნენ, ისევე როგორც სამუშაოების დასრულების შემდეგ.
    სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციამ და ჩვენი გუნდის მიერ გაგზავნილ კითხვებზე კონსტიტუციის დარღვევით მიღებულმა პასუხებმა ნათელი გახადა, რომ ხელისუფლება მზად არ არის, ადეკვატური პასუხები გაეცეს მომხდარ სავარაუდო სამოხელეო გულგრილობას; „ოცნების“ ხელისუფლება მზად არ არის, აიღოს პასუხისმგებლობა, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ.
    „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ პირობებში, მაშინ, როდესაც ეს ორი დესტრუქციული ძალა ამ ტრაგედიის ერთმანეთის დასაზიანებლად და პოლიტიკური დივიდენდების მოსაღებად გამოყენებას ცდილობს, საგამოძიებო კომისია ვერ იქნება ეფექტიანი მექანიზმი ჭეშმარიტების დასადგენად.
    თუმცა, ვიდრე საზოგადოების ნაწილი (მათ შორის, შოვის მოსახლეობის ნაწილი) ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიას შეუძლია, პოზიტიური როლის შესრულება სიმართლის დადგენაში, ჩვენი საპარლამენტო გუნდი არ გახდება ბარიერი და კომისიის შექმნას ჩვენ მხარს დავუჭერთ, მაგრამ აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიის შექმნის შემთხვევაში, ჩვენ კომისიის წევრები არ ვიქნებით და მის საქმიანობაში მხოლოდ საექსპერტო ადამიანური რესურსებით ან სხვა საჭირო ფორმით მივიღებთ მონაწილეობას. საზოგადოებას ვარწმუნებთ, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობები პერსონალიზირებული იქნება და ვერავინ შესძლებს თავის არიდებას“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
     

    ავტორი - მანანა დევაძე
  3. tvati
    უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზაქარია შუბითიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ.
    გარდაცვლილის მეგობრის ინფორმაციით, ზაქარია შუბითიძე „ქართული ლეგიონის“ წევრი იყო, საომარი მოქმედებების დროს ის მძიმედ დაიჭრა და თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
    გავრცელებული ინფორმაციით, შუბითიძე დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნოესთან იბრძოდა.
     

    ავტორი - ნიკა მუხიგულაშვილი
  4. tvati
    პირისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.
    „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. განვმარტავთ: ერთ შემთხვევაში პირი ითხოვს მოქალაქეობის მინიჭებას, შენარჩუნებას ან მოქალაქეობიდან გასვლას. ამ მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი დასკვნის პრეზიდენტისთვის წარდგენიდან შვიდ დღეში ითვლება, რომ მოქალაქეს ეთქვა უარი, პრეზიდენტი აქტს არ გამოსცემს. მეორე, ანუ მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
  5. tvati
    სანამ საზოგადოების ნაწილი (მათ შორის, შოვის მოსახლეობის ნაწილი) ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება სიმართლის დადგენაში, ჩვენი საპარლამენტო გუნდი არ იქნება ბარიერი და კომისიის შექმნას კენჭისყრისას ჩვენი ხმები ექნება, მაგრამ აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიის შექმნის შემთხვევაში, ჩვენ კომისიის წევრები არ ვიქნებით და მის საქმიანობაში მხოლოდ საექსპერტო ადამიანური რესურსებით ან სხვა საჭირო ფორმით მივიღებთ მონაწილეობას, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაში.
    პარტიაში „საქართველოსთვის“ მიიჩნევენ, რომ, სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციამ და მათი  გუნდის მიერ გაგზავნილ კითხვებზე კონსტიტუციის დარღვევით მიღებულმა პასუხებმა ნათელი გახადა, რომ ხელისუფლება მზად არ არის ადეკვატური პასუხები გაეცეს მომხდარ სავარაუდო სამოხელეო გულგრილობას.


    "
    პირველი დღიდანვე, ჩვენი გუნდის პოზიცია იყო, რომ შოვში დატრიალებული ტრაგედია არ უნდა გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციების საგანი “ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ასეც მოხდა. ჩვენმა გუნდმა პირველივე დღიდან დაიწყო შოვში განვითარებული მოვლენების შესწავლა - შესაბამისი კითხვებით მივმართეთ შესაბამის უწყებებს, პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს. ჩვენი გუნდის წარმომადგენლები სამაშველო სამუშაოების დროსაც შოვში იმყოფებოდნენ, ისევე როგორც სამუშაოების დასრულების შემდეგ. სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციამ და ჩვენი გუნდის მიერ გაგზავნილ კითხვებზე კონსტიტუციის დარღვევით მიღებულმა პასუხებმა ნათელი გახადა, რომ ხელისუფლება მზად არ არის ადეკვატური პასუხები გაეცეს მომხდარ სავარაუდო სამოხელეო გულგრილობას; “ოცნების” ხელისუფლება მზად არ არის, აიღოს პასუხისმგებლობა, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ. “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” პირობებში, მაშინ, როდესაც ეს 2 დესტრუქციული ძალა, ამ ტრაგედიის ერთმანეთის დასაზიანებლად და პოლიტიკური დივიდენდების მოსაღებად გამოყენებას ცდილობს, საგამოძიებო კომისია ვერ იქნება ეფექტიანი მექანიზმი ჭეშმარიტების დასადგენად. თუმცა, სანამ საზოგადოების ნაწილი (მათ შორის, შოვის მოსახლეობის ნაწილი) ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება სიმართლის დადგენაში, ჩვენი საპარლამენტო გუნდი არ იქნება ბარიერი და კომისიის შექმნას კენჭისყრისას ჩვენი ხმები ექნება, მაგრამ აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიის შექმნის შემთხვევაში, ჩვენ კომისიის წევრები არ ვიქნებით და მის საქმიანობაში მხოლოდ საექსპერტო ადამიანური რესურსებით ან სხვა საჭირო ფორმით მივიღებთ მონაწილეობას. საზოგადოებას ვარწმუნებთ, რომ ხელისუფლების უმძიმეს პასუხისმგებლობას, მათი მცდელობის მიუხედავად, ადრე თუ გვიან ვერავინ გაექცევა. პასუხისმგებლობები პერსონალიზირებული იქნება!", - ნათქვამია განცხადებაში. 
  6. tvati
    სამოქალაქო ავიაციის სააგენტო რუსული ავიაკომპანიების ფრენების განრიგს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ კომპანია Azimuth-სა და Red wings-ზე ნებართვები გასცა, რადგან ისინი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფებიან.
    სააგენტოს ცნობით, „აზიმუტის“ ფრენების განრიგს სოჭი, მინვოდი და ბათუმი ემატება.
    სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან (29 ოქტომბრიდან) გააგრძელებს ოპერირებას მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის მიმართულებით.
    სააგენტო განმარტავს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. „ფრენები არ განხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თითოეულ წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მომავალშიც იმოქმედებს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად“.
    უკრაინის მიერ სანქცირებულმა რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ საქართველო-რუსეთს შორის ფრენები მაისიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოუხსნა.

    publika
  7. tvati
    აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა დღეს, 25 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში  განცხადება შეიტანეს. მშობლები, რომელთა შვილებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსში განთავსებულ ბავშვის განვითარების ინსტიტუტში გადიოდნენ თერაპიას, პრემიერ-მინისტრს ალტერნატიული ფართის გამოყოფით მოთხოვნით მიმართეს.
    როგორც ერთ-ერთი ბავშვის მშობელი და ორგანიზაციის“ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” დამფუძნებელი მარი კორკოტაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, ცენტრი შენობის ავარიულობის მიზეზით დაიხურა და აუტიზმის მქონე 250 ბავშვი დარჩა მის გარეშე.
    მისი თქმით, ცენტრის დახურვის შემდეგ თბილისის მერიამ მათ შესთავაზა ბავშვების სხვადასხვა ცენტრში გადანაწილება, რაც მშობლებისთვის მიუღებელია, რადგან იქმნება როგორც ტრანსპორტირების პრობლემა, ასევე, აუტიზმის მქონე ბავშვებს გარემოსთან ერთად თერაპევტების შეცვლაც მოუწევთ, რაც მათთვის დამატებითი სტრესის გამომწვევი იქნება:
    „ვთხოვთ პრემიერ-მინისტრს, დაავალოს თავისი მთავრობის წევრებს, რომ გამოგვეყოს შესაბამისი სივრცე, სადაც მთლიანად გადავა ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ყველა თერაპევტით და ყველა ბავშვით. C კორპუსი ახლოს მდებარეობს 55-ე და 50-ე სკოლებთან და ძირითადად ბავშვები მივიყვანეთ ამ სკოლებში, რადგან ცენტრი იყო ფალიაშვილის ქუჩაზე. მე, მაგალითად, გარეუბნიდან დამყავს სკოლაში იმიტომ, რომ ცენტრი იყო ფალიაშვილზე და სკოლაც მიმდებარედ. ამიტომ ტერიტორიული ცვლილება ბავშვისთვისაც რთულია, ოჯახისთვისაც რთულია და ა.შ. ამიტომ ახლა ზუსტად იმ ადგილას ალბათ ვერ მოგცემენ, მაგრამ რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს C კორპუსთან, რომ სკოლების შეცვლა არ მოუწიოთ კიდევ ჩვენს შვილებს“, — ამბობს კორკოტაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.
    მისი თქმით, ამჟამად ცენტრი დახურულია და ბავშვები მათთვის საჭირო თერაპიას ვერ იღებენ. მშობელი აღნიშნავს, რომ ცენტრის დახურვის შემდეგ ილიაუნის მერიასთან ჰქონდა მოლაპარაკებები, საიდანაც მიიღეს შეთავაზება, ბავშვები და თერაპევტები სხვადასხვა ცენტრებში გადაენაწილებინათ. კორკოტაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოდელი ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ბავშვებმა თერაპია მათთვის უკვე ნაცნობი თერაპევტებისგან მიიღონ:
    „მაგრამ ასე ადვილი ხომ არაა, ორი დღით ადრე გეუბნებიან, ცენტრი დაიხურა და სადაც გინდათ წადითო. უნდა ადგე და წაიყვანო სხვა ცენტრში, უცხო გარემოში, უცხო თერაპევტებთან. ეს ძალიან დამანგრეველი იქნება ჩვენი შვილების ფსიქიკისთვის. ცენტრი უნდა გადავიდეს ერთ ადგილას, ერთ სივრცეში. შეიცვლიან გარემოს, მაგრამ თერაპევტები რომ მაინც არ შეიცვალონ ბავშვებმა და ნაცნობი ადამიანები დახვდნენ ახალ ცენტრში. თერაპევტებიც უნდა დაიქსაქსონ სხვადასხვა ცენტრებში, რაც ვერ იქნება იმის გარანტი, რომ ყველა ბავშვს თავისი თერაპევტი დახვდება ახალ ცენტრში“, — ამბობს კორკოტაძე.
    ამ თემაზე წაიკითხეთ:
    ილიაუნის C კორპუსს ავარიულობის გამო ცლიან — რა ხდება

    netgazeti
  8. tvati
    შუშანა მაცაბერიძისთვის მასზე დაკისრებულ და შემდგომ გადაუხდელ ჯარიმებში ახალი აღარაფერია. პარტია “დროას” წევრს საპროტესტო აქტივობების დროს ხშირად აკავებენ, მოსამართლეები კი ძირითადად იმ გადაწყვეტილებას იღებენ, რასაც შსს ითხოვს.
    ამ ფონზე მაცაბერიძეს ოპტიმისტური მოლოდინი არც მაშინ ჰქონია, როცა ყვარლის ტბასთან სერგეი ლავროვის შვილის ვიზიტის გაპროტესტებისას დააკავეს ორი “ტრადიციული” მუხლით — წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი წინააღმდეგობა.
    თუმცა გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილება ზოგადი ტენდენციის საპირისპირო გამოდგა: მოსამართლე იოსებ აბრამიძემ ყვარელში დაკავებული აქტივისტებიდან არც ერთი არ დააჯარიმა.
    რით შეიძლება ამის ახსნა და იძლევა თუ არა ბევრისთვის მოულოდნელი ვერდიქტი ოპტიმიზმის საფუძველს?
    “აცდენილი” ჩვენებები — როგორ მიმდინარეობდა განხილვა
    მიმდინარე წლის მაისში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შვილი და სიძე საქართველოში ჩამოვიდნენ. დასავლეთის მიერ სანქცირებულ წყვილს სურდა, დასწრებოდა ნათესავების ქორწილს, რომლებიც ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან.
    ამ ფაქტის გახმაურებას ყვარელში აქტივისტთა პროტესტი მოჰყვა, რომლის დროსაც პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა. ორს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, დანარჩენების საქმის განხილვა კი სექტემბრამდე გაგრძელდა.
    დაკავებულებს შსს წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე) და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე) მუხლებით ედავებოდა. საპროტესტო აქციების მონაწილეებს თითქმის ყოველთვის ამ ორი მუხლით აკავებენ.
    დაკავებულთა ინტერესების დამცველებს შორის იყო “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს”(TI) იურისტი, თეონა ზაქარაშვილი. მისი ცნობით, დაცვის მხარემ სასამართლო პროცესებზე 10-მდე მოწმე მიიყვანა, ბრალდებამ კი — 60: ძირითადად, პოლიციელები.

    აქცია ლავროვის ოჯახის ვიზიტის წინააღმდეგ ყვარელში 
    ზაქარაშვილის შეფასებით, მოწმე პოლიციელები ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევდნენ სასამართლოს.
    “[შსს-ს] მოწმეებმა ის ჩვენებები მისცეს, რომლებსაც ჩვენ ხშირად ვნახულობთ სხვა პროცესებზე. ეს იყო აცდენილი ჩვენებები, რომლებიც არც შსს-ს ვიდეომტკიცებულებებს ემთხვეოდა და არც ერთმანეთის მონაყოლს:
    ორი პოლიციელი, რომელიც ერთსა და იმავე პირს აკავებდა, ერთმანეთისგან განსხვავებულ ჩვენებას აძლევდა. ისინი არ ემთხვეოდა დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმებში აღწერილ გარემოებებს”, — გვეუბნება იურისტი.
    ერთ-ერთ სხდომაზე, შსს-ს მოწმეების დაკითხვისას, სასამართლო დარბაზში ინციდენტიც მოხდა. შუშანა მაცაბერიძე დარბაზიდან გააძევეს მას შემდეგ, რაც მოწმე პოლიციელის ნათქვამზე სიცილი ვერ შეიკავა.
    “აქტივისტ გელა ხასაიას დაკავების მოწმის დაკითხვა მიმდინარეობდა, რომელმაც თქვა, რომ 20-30 მეტრის მოშორებით იდგა და ვერ დაინახა ვერაფერი: რა ფერის იყო მანქანა, რამდენი ადამიანი იდგა გზის სავალ ნაწილზე… საერთოდ ვერაფერი ვერ დაინახა.
    ერთადერთი, რაც დაინახა 20-30 მეტრიდან, იყო გელა ხასაიას მუშტი. და როცა ჰკითხეს, როგორ გაარჩიეთ, რომ ეს გელა ხასაიას მუშტი იყოო, დააყოლა, რომ გელა ხასაიას მუშტის დარტყმის ხმა გაიგო. იქ უკვე შეუძლებელი იყო თავის შეკავება”, — აღნიშნავს მაცაბერიძე.

    შუშანა მაცაბერიძე. ფოტო: Shalika Studio 
    შსს-ს იურისტი VS მოსამართლე: “პირველი სიგნალი”
    მოსამართლე იოსებ აბრამიძის მიერ წარსულში განხილულ საქმეებთან დაკავშირებით ღია წყაროებში დიდი ინფორმაცია არ მოიპოვება.
    50 წლის აბრამიძე 2018 წელს შეუდგა მოსამართლის საქმიანობას, მანამდე კი, 11 წლის განმავლობაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთ დეპარტამენტში საქმიანობდა სხვადასხვა პოზიციაზე.
    მოსამართლედ 2-წლიანი საქმიანობის შემდეგ, 2020 წლის დეკემბრიდან, იოსებ აბრამიძე თანამდებობაზე განაწესეს უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
    მოსამართლე აბრამიძეზე დიდი ინფორმაცია არც ყვარელში დაკავებულ აქტივისტებს ჰქონდათ და არც მათ დამცველებს. თუმცა კითხვები გააჩინა  შუამდგომლობამ, რომელიც შსს-ს იურისტმა მეორე პროცესზე დააყენა:
    მან აბრამიძის აცილება მოითხოვა.

    იოსებ აბრამიძე 
    “შსს-ს იურისტმა აცილების შუამდგომლობის მოტივად მოიყვანა სხვა საქმესთან დაკავშირებით შსს-ს წარმომადგენლების მიერ სადისციპლინო კომისიაში წარდგენილი საჩივარი [აბრამიძის მიმართ] და მიუთითა, რომ იოსებ აბრამიძე ვერ იქნებოდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, რის გამოც უნდა განეხორციელებინა თვითაცილება.
    ეს მოულოდნელი გარემოება იყო, რადგან, როგორც წესი, შსს და საპატრულო პოლიციაც უმეტესად მშვიდად გრძნობენ ხოლმე თავს და არ აქვთ დისკომფორტი მოსამართლესთან დაკავშირებით; თან იმ მოტივით, რომ ის, შეიძლება, არ იყოს მიუკერძოებელი: ეს არის ის არგუმენტი, რომელსაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე, როგორც დაკავებულების წარმომადგენლები”, — დასძენს თეონა ზაქარაშვილი.
    საპასუხოდ მოსამართლე აბრამიძე თქვა, რომ არ ფლობდა ინფორმაციას ხსენებულ საჩივარზე და უარი განაცხადა თვითაცილებაზე.
    TI-ის იურისტს უჭირს იმის თქმა, შეიძლება თუ არა, შსს-ს წარმომადგენლის მოთხოვნის უკან რაიმე სხვა მოტივი მდგარიყო, თუმცა, როგორც ამბობს:
    “ეს იყო პირველი სიგნალი, როცა მივხვდით, რომ შეიძლება, რაღაც შსს-ს სცენარით არ წასულიყო — იმ სცენარით, რომელიც არაერთ საქმეზე ვნახეთ; თითქმის უტოპიურ საქმეებზეც კი, როცა საერთოდ არ [იკვეთებოდა] სამართალდარღვევა”.
    გამამართლებელი ვერდიქტი
    ყვარელში დაკავებულთა საქმეზე რამდენიმე სასამართლო პროცესის შემდეგ, 13 სექტემბერს, იოსებ აბრამიძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა: 11 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა, 3 დაკავებულის შემთხვევაში კი სასამართლო სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.
    თეო ზაქარაშვილი ამ გადაწყვეტილებას აღწერს, როგორც “ძალიან მოულოდნელსა და სასიხარულოს” იმ ფონზე, როცა სხვა სასამართლოებს არაერთ მსგავს საქმეზე “სადამსჯელოდ, მსუსხავი ეფექტისთვის” გამოუყენებიათ დიდი ჯარიმები თუ ადმინისტრაციული პატიმრობები.

    თეონა ზაქარაშვილი 
    იურისტი ფიქრობს, რომ მოსამართლეს არც ხსენებული 3 დაკავებულისთვის უნდა მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება, თუმცა მაინც მნიშვნელოვნად მიაჩნია ფაქტი, რომ მოსამართლე არ დასჯერდა მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს.
    შუშანა მაცაბერიძე, რომელიც ყვარელში დაკავებულთა შორის იყო, ამბობს, რომ საპროტესტო აქტივობებისთვის წარსულში 10-ჯერ მაინც დაუჯარიმებიათ. მას არ ახსოვს, 13 სექტემბრამდე სასამართლოს ოდესმე გაემართლებინოს.
    “როცა პროცესი დასრულდა და ვნახეთ, თუ რა განაჩენი გამოიტანა მოსამართლემ, ყველა ვხუმრობდით, ახლა გასაგებია, რას გულისხმობდა შსს-ს იურისტი-მეთქი”, — აღნიშნავს “დროას” წევრი.
    “კლანის” გავლენის & ინტერესის ლიმიტები
    დაკავებული აქტივისტების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებები წარსულშიც გვინახავს: სხვადასხვა დროს ეს გააკეთეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსა თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა.
    თუმცა მსგავსი შემთხვევები იშვიათია, რის გამოც თეონა ზაქარაშვილს უჭირს კონკრეტული ტენდენციის გამოკვეთა იმის შესახებ, რა კატეგორიის მოსამართლეები იღებენ მსგავსი გადაწყვეტილებებს.
    “იმდენად ცოტაა, გვიჭირს, განვაზოგადოთ და რაიმე ნიშანი დავინახოთ”, — დასძენს ის.
    ამ საკითხზე საუბრისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწე კახა წიქარიშვილი რამდენიმე ფაქტორს უსვამს ხაზს. მისი თქმით, ზოგიერთი მოსამართლე არ ექვემდებარება სასამართლო სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფს, რომელსაც კრიტიკოსები “კლანად” მოიხსენიებენ.
    წიქარიშვილის სიტყვებით, ეს პროცესი განსაკუთრებით შესამჩნევია რაიონებში მოქმედ სასამართლოებში, რომელთა მიმართაც ხელისუფლების ინტერესი ნაკლებია.

    კახა წიქარიშვილი. ფოტო: Rights Georgia / უფლებები საქართველო 
    “როგორც წესი, სახელისუფლებო ინტერესები არის ხოლმე თბილისის სასამართლოში, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში. ასე რომ, კლანის ყველა ერთგული კადრი უფრო მეტად მობილიზებულია თბილისში, სააპელაციოსა და უზენაესში.
    …მათ ლიმიტირებული რესურსი აქვთ, მთელი სისტემა არ სჭირდებათ. ძირითადად მათი ინტერესი არის მსხვილი თემები, როგორებიცაა საარჩევნო დავები, მსხვილი ფინანსური დავები და ა.შ.
    ამიტომ, შეიძლება ზოგიერთ რაიონში კლანის პირდაპირი კონტროლი იყოს შესუსტებული და მოსამართლეები ანგარიშსაც არ უწევდნენ პოლიტიკურ კონიუნქტურას”, — დასძენს ის და ამატებს:
    “შესაბამისად, შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ გახმაურებული საქმე მოხვდეს ასეთი მოსამართლის ხელში და ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ დადგეს საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილებებიც”.
    წიქარიშვილის თქმით, გასულ წლებში არაერთი მოსამართლე უვადოდ სწორედ “კლანის ერთგულების” ნიშნით განაწესეს, თუმცა ამ პროცესში “მოყვნენ” ისეთებიც, ვინც ამ გავლენიან ჯგუფთან” მჭიდრო ბმაში არ ყოფილან:
    “მოსამართლეების უვადო დანიშვნები დაახლოებით 2015 წლიდან დაიწყო. ჯერ იყო გამოსაცდელი ვადები, [რა დროსაც] საკმაოდ შეშინებული იყვნენ მოსამართლეები. როცა გამოსაცდელი ვადა იყო, მოჭერილი ჰქონდათ მარწუხები და ფაქტობრივად ვერც ერთი მოსამართლე ვერ გაბედავდა სისტემის წინააღმდეგ წასვლას.
    მას მერე, უვადოდ დანიშვნებმა გამოიწვია ის, რომ მოსამართლეების ამ ნაწილმა, შეიძლება, უფრო თავისუფლად იგრძნო თავი. ისინი დღეს პირდაპირ მიბმულნი აღარ არიან თავიანთი სასიცოცხლო არხებით ამ კლანზე: ისინი უკვე განწესებულნი არიან და მათ ვერავინ შეეხება. შესაბამისად, შეიძლება, პირდაპირი ზემოქმედების ბერკეტი აღარ ჰქონდეს კლანს”.
    სტიმული სხვებისთვის?
    “ნეტგაზეთის” რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ აბრამიძის გადაწყვეტილება და მსგავსი პრეცედენტები, შესაძლოა, სტიმული იყოს ზოგიერთი სხვა მოსამართლისთვისაც.
    “ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება წახალისება სხვა მოსამართლეებისათვის… იმედი გვაქვს, რომ მსგავსი დადგენილებები არ იქნება ერთეული შემთხვევა და მიიღებს პრაქტიკის ხასიათს”, — გვეუბნება თეონა ზაქარაშვილი.
    კახა წიქარიშვილიც მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს სტიმულიც და სიგნალიც, რომ სისტემა ყველაფერს ვერ აკონტროლებს”. თუმცა იქვე დასძენს:
    “ყველა მოსამართლემ იცის: თუ კლანის პოლიტიკისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებ… დაწინაურების პერსპექტივა არის ნული”.
    უცნობია, უკვე გაასაჩივრა თუ არა შსს-მ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში. “ნეტგაზეთის” ამ კითხვისთვის ჯერ არ უპასუხიათ უწყების პრესსამსახურიდან. თუმცა ეს გარემოება მეტად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რაც ყვარელში დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი ეძგვერაძის შემთხვევაში მოხდა.
    “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეძგვერაძეც ლავროვის ქალიშვილის ვიზიტის გაპროტესტებისას დააკავეს, თუმცა, ხსენებული 14 აქტივისტისაგან განსხვავებით, ღამის საათებში. მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
    ენმ-ის წევრის საქმეც იოსებ აბრამიძემ განიხილა და საბოლოოდ გაამართლა. თუმცა ბრალდების მხარემ საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა კვლავ გურჯაანის სასამართლოს დაუბრუნა საქმე ხელახალი განხილვისთვის. ამჯერად, საქმე სხვა მოსამართლემ, გიორგი მთიულიშვილმა ჩაიბარა, რომელმაც ეძგვერაძე 2 000 ლარით დააჯარიმა.

    ირაკლი ეძგვერაძე 
    “სააპელაციო სასამართლომ “დირექტივა” მისცა პირველ ინსტანციას და უთხრა, მტკიცებულებები სწორად გამოკვლეული და შეფასებული არ გაქვსო. პოლიციელების ჩვენებებზე გაუმახვილა ყურადღება”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” ეძგვერაძის ადვოკატი ბექა კვინიკაძე.
    თავად ირაკლი ეძგვერაძის სიტყვებით, პირველ ინსტანციაში დაბრუნებული საქმის განხილვისას მოსამართლის განწყობა “ხელის გულზე იდო” და “ნათელი იყო ის, თუ რას აპირებდა”.
    ზემოხსენებულის ფონზე შუშანა მაცაბერიძე არ ფიქრობს, რომ სამართალი იპოვა.
    “ამ ეტაპზე ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც სამართალს ვერსად იპოვი. თუ ახლა გურჯაანის სასამართლოში  რაღაც პატარა ნაპერწკალი ვიპოვე, შეიძლება, გამისაჩივრონ სააპელაციოში და [მაინც] დამაჯარიმონ”, — დასძენს ის.
    წარსულში მაცაბერიძისთვის დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა უკვე ათასობით ლარზეა ასული. ჯარიმების გადახდაზე უარს ამბობს, რის გამოც ანგარიშები დაყადაღებული აქვს და თავის ბარათებს ისეთი სერვისების მისაღებადაც ვერ იყენებს, როგორიც საზოგადოებრივი ტრანსპორტია.
    “დროას” წევრს იმედი აქვს, რომ აქტივისტებისადმი გამამართლებელი გადაწყვეტილება ზოგიერთ მოსამართლეზე მაინც მოახდენს გავლენას.
    “მონა მონად დარჩება და ვერაფერი შეცვლის… მაგრამ თუ არსებობს ვინმე, ვისაც, სახლში რომ მიდის, მერე მაინც აწუხებს სინდისი, შეიძლება, რაღაც კითხვები გაუჩინოს [ამ გადაწყვეტილებამ] და დააფიქროს, რომ თუ ეს მან შეძლო, მე რატომ არ შემიძლია”.
    ამავე თემაზე:

    სტატია მოამზადა ნეტგაზეთმა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
    სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია  ნეტგაზეთი  და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

    netgazeti
  9. tvati
    უკრაინაში, სამხრეთ და ცენტრალურ ოლქებში, ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
    უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, განგაში გამოცხადდა ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადის, ოდესის, მიკოლაივისა და ხერსონის ოლქებში, მოგვიანებით კი დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქებში.
    ამასთან, კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმმა, ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქებების ხმები ისმის.
     
    ipn
  10. tvati
    35 ტომი და რამდენიმე ათასი გვერდი - სამი დღე დასჭირდა შოვის ტრაგედიის საქმის ახალი მასალების გასაცნობად ადვოკატს, რომელიც სტიქიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მქონე ქალის ინტერესებს იცავს. საქმის მასალებს ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გაეცნო. გამოძიების პროცესს სწორედ ეს უწყება კურირებს.
    გამოძიება ადვოკატებს უარს ეუბნება საქმის მასალების ასლების გადაცემაზე და ისინი იძულებულები არიან, საქმეში არსებული ათეულობით ტომი, თითო რომ ასეულობით გვერდს შეიცავს, ადგილზე შეისწავლონ: „ამიტომ ვამბობთ, რომ ამას არ ჰქვია მასალებზე წვდომა და ამიტომ უნდა გადმოგვცემოდა მასალების ასლები, რომ კვირაობით და თვეობით არ მოგვიწიოს ქუთაისში გადასვლა და მასალების ასე, ზეპირად გაცნობა“, - გვეუბნება ანა თავხელიძე, რომელიც შოვის ტრაგედიის საქმის ახალ მასალებს ქუთაისში 20-დან 24 სექტემბრის ჩათვლით სწავლობდა.
    რა წაიკითხა და ნახა ადვოკატმა საქმის ახალ მასალებში?
    შოვის ტრაგედიის გამოძიების პირველ 10 ტომს ანა თავხელიძე და მისი კოლეგა ერთი თვის წინ, 22-23 აგვისტოს გაეცნენ. მას შემდეგ გამოძიების მასალებს კიდევ 15 ტომი დაემატა. როგორც ადვოკატი გვეუბნება, ახალი მასალების გაცნობისას დაინახა ერთგვარი მცდელობა, რომ საქმეში არსებული არაერთი ხარვეზი, რომლის შესახებაც ადვოკატები აქამდე საუბრობდნენ, გამოსწორებულიყო, მაგალითად, მათ შორის, დროულად გამოეკითხათ მოწმეები, ცხედრებისთვის დაენიშნათ სამედიცინო ექსპერტიზები, თუმცა, მისი თქმით, ეს ხარვეზები ახლა მხოლოდ ფორმალურად სწორდება და შინაარსობრივად რა გავლენას მოახდენს საქმეზე, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.
    შოვი, სტიქიის ზონა მაგალითად, საქმის ამ მასალებიდან ირკვევა, რომ გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს და დაასურათეს, მაგრამ ეს საგამოძიებო მოქმედება მათ სტიქიიდან ერთი თვის შემდეგ ჩაატარეს, როდესაც უკვე სრულად იყო სახეცვლილი შემთხვევის ადგილი.
    გარდა ამისა, მართალია, საქმის ახალ მასალებში გაჩნდა სტიქიის ზონაში ნაპოვნი ცხედრების ფოტოები, თუმცა, მათი უმეტესობა არა ექსპერტების, არამედ მაშველების მიერაა გადაღებული და, შესაბამისად, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას არ შეიცავს:
    ანა თავხელიძე „ზოგ შემთხვევაში, ფოტოები გადაღებულია არა იმ რაკურსით, რა რაკურსითაც უნდა იყოს გადაღებული. ზოგ შემთხვევაში, ფოტო გადაღებულია არა უშუალოდ პოვნის მომენტში, არამედ, მაგალითად, ცხედრის ამოყვანის პროცესში, რაც ასევე არ არის ინფორმაციული. ამავდროულად, ცხედრების პოვნისას არ დაწერილა ოქმები. ფოტოები ძირითადად გადაღებული აქვთ მაშველებს. მხოლოდ ბოლო ერთი ან ორი ცხედრის პოვნის მომენტი იყო დასურათებული ექსპერტების მონაწილეობით“.
    საქმის ახალი მასალებიდან ირკვევა ისიც, რომ სახელმწიფომ სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო 112-ში შესული პირველი ზარიდან 50 წუთში. სასაზღვრო პოლიციაში ვერტმფრენის მოთხოვნის შესახებ განცხადება შევიდა 3 აგვისტოს 15:56 წუთზე, ანუ სტიქიიდან დაახლოებით 50 წუთში:
    „პირველი ზარი შოვიდან 112-ში 15:07 წუთზეა შესული. იმ წუთებში 112-ში ათეულობით ზარია შესული. საქმის მასალებში გარკვევით ჩანს, რომ თითოეული ზარის ავტორი ოპერატორს ატყობინებს, რომ იმყოფებიან დამეწყრილ ტერიტორიაზე და იქ გარდა ვერტმფრენისა, სხვა სატრანსპორტო საშუალება ვერ მივა. პირველივე წუთებში იცოდნენ და უნდა სცოდნოდათ, რომ სამაშველო პროცესში დაუყოვნებლივ უნდა ჩართულიყო ვერტმფრენი. თუმცა, ეს გადაწყვეტილება 50 წუთის შემდეგაა მიღებული. მე არ ვიცი, ეს დაგვიანებული გადაწყვეტილებაა თუ ეს დრო სჭირდება შესაბამის სტრუქტურებს გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოხდა 50 წუთის შემდეგ“, - ამბობს ანა თავხელიძე.
    შოვი, სტიქიის ზონა რატომ არ ანიჭებს გამოძიება გადარჩენილებს დაზარალებულის სტატუსს?
    საქმის ახალი მასალების თანახმად, არცერთ პირს, რომელიც 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მოვარდნილ ღვარცოფს გადაურჩა, დაზარალებულის სტატუსი არ აქვს: „ყოველ შემთხვევაში, საქმის მასალებში, 23 სექტემბრის ჩათვლით, მსგავსი არაფერი წერია“, - გვეუბნება ანა თავხელიძე, რომლისთვისაც გამოძიების ახალ მასალებში განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მოწმის სტატუსით გამოკითხული გადარჩენილების ნაწილი, გამომძიებლის კითხვაზე, „იმყოფებოდით თუ არა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში“ პასუხობს, რომ არა.
    „ეს არის აბსურდი“, - ამბობს ადვოკატი, რომელმაც გადარჩენილების გამოკითხვის ოქმები შეისწავლა. ამ ოქმებში ისინი, ერთი მხრივ, აღწერენ იმ მომენტებსა და სიტუაციას, როდესაც სიკვდილს გადაურჩნენ და, მეორე მხრივ, გამოკითხვის ოქმის ბოლოს მიუთითებენ, რომ მათ სტიქიის დროს ზიანი არ მისდგომიათ:
    „ასეთი ტენდენცია იკვეთება საქმეში - გადარჩენილები აღწერენ, რომ ბეწვზე გადარჩნენ, ძლივს გამოასწრეს ამ ტალღას და ამ ადამიანებს ძირითადად აფიქსირებინებენ პოზიციას, რომ მათ ზიანი არ მისდგომიათ და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ. ადამიანი დასაწყისში აღწერს სიტუაციას, როგორ გადაირჩინა თავი ღვარცოფული მასისგან და ბოლოს ეს ადამიანი ოქმში წერს, რომ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. თითქოს ადამიანს აწყვეტინებენ, თავად შეაფასოს სამართლებრივად, ეკუთვნის თუ არა დაზარალებულის სტატუსი“.
    ადვოკატის თქმით, რეალურად, ყველა იმ ადამიანის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე, ვინც 3 აგვისტოს სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდა და, შესაბამისად, გამოძიება ვალდებულია, რომ თითოეულ მათგანს მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი:
    „რადგან ჩვენი კანონმდებლობით, დაზარალებულია პირი, რომელსაც მიადგა მორალური, მატერიალური ან ფიზიკური ზიანი. იქ, შოვში, ადამიანებს, უმეტეს შემთხვევაში, სამივე სახის ზიანი ერთდროულად მიადგა. ეს ადამიანები რეალურად შემთხვევითობამ გადაარჩინა და არა იმან, რომ მაშველებმა დროულად გამოიყვანეს სტიქიის ზონიდან. ამ ადამიანებს მაშინაც ემუქრებოდათ საფრთხე, როდესაც მათთან მაშველები ჩავიდნენ, რადგან არავინ იცოდა, ტალახის ეს ტალღა კიდევ წამოვიდოდა თუ - არა“.
    ამას ეუბნება რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი გადარჩენილი, გიო ადამიაც. მიუხედავად იმისა, რომ ტალღის დარტყმის შემდეგ, ის, მისი 6 წლის შვილი და მათთან ერთად მყოფი რამდენიმე ადამიანი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და შესაძლოა, იმ კონკრეტულ წუთებში მათ სიცოცხლეს მყისიერი საფრთხე აღარ ემუქრებოდა, არავინ იცოდა, ტალღის განმეორების შემთხვევაში, ისინი გადარჩებოდნენ თუ არა:
     
    გიო ადამია „112-ში რომ ვრეკავდი, ოპერატორი მეკითხებოდა, ამ მომენტში თუ გემუქრება საფრთხეო და მასაც ვპასუხობდი, მეწყერი თუ კიდევ წამოვა, მოვკვდები-მეთქი. შესაძლოა, გამომძიებელმაც დამისვა ასეთი კითხვა, მაგრამ სიტყვასიტყვით რა ვუპასუხე, არ მახსოვს, თუმცა, მასაც იმავეს ვუპასუხებდი. იქ რომ კიდევ წამოსულიყო ერთი ტალღა, ჩვენ დავიხოცებოდით. როგორ მექნებოდა უსაფრთხოების განცდა, როდესაც არ ვიცოდით, რა წამს შეიძლებოდა წამოსულიყო ახალი ტალღა, ან წვიმა, ან ისე დაღამებულიყო, რომ მაშველებს ვერ ვეპოვნეთ... მე დეტალურად მოვუყევი გამოძიებას, რასთან ბრძოლა დაგვჭირდა გადასარჩენად“, - გვეუბნება გიო ადამია.
    გამოძიება წინასწარი განწყობებით?
    ანი თავხელიძისთვის ნიშანდობლივია კიდევ ერთი მომენტი, რასაც ის შოვის ტრაგედიის პირველივე დღეებიდან ადევნებს თვალს და რაც 22 სექტემბერს, პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გაიმეორა ინტერპელაციის წესით დაბარებულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა: „გამორიცხულია, გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო“.
    ეს იმ გზავნილის ერთ-ერთი ვარიაციაა, რომელსაც შოვის ტრაგედიის პირველივე დღეებიდან იმეორებენ მმართველი გუნდის წევრები და სხვა არგუმენტებთან ერთად, ამ არგუმენტითაც ამყარებენ საკუთარ პოზიციას, თუ რატომ არ იფრინეს სტიქიის ღამეს შოვში ვერტმფრენებმა.
    ანა თავხელიძე ამბობს, რომ საქმეში არსებული გარემოებები ამგვარი დასკვნის გამოტანის საშუალებას არ იძლევა:
    „საქმეში ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება და მტკიცებითი ფორმით ვერავინ იტყვის, რომ იქ ვინმეს სიკვდილი მყისიერად დადგა თუ არა. და როდესაც ამ ტიპის განცხადებები კეთდება, ზუსტად ეს გვაფიქრებინებს, რომ გამოძიება წინასწარ განწყობებით მიმდინარეობს“.
     
    სტიქიის ზონა შოვის ტრაგედიიდან 54-ე დღეს, ჯერ ისევ არ უპოვიათ მაშველებს სტიქიის დროს დაკარგული ბოლო, 33-ე ადამიანი - ზაზა მესხის არასრულწლოვანი შვილი. 25 სექტემბრის მონაცემებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 32 ცხედარი. ბოლო, არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა 15 დღის წინ, 10 სექტემბერს, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს.
    ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის მოვარდა. სახელმწიფო უწყებებს, ამ დრომდე, არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ სრულყოფილი ოფიციალური ინფორმაცია. ცნობები დაღუპულებსა და დაკარგულებზე, მათ ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება მხოლოდ მედიასა და სოციალურ ქსელებში.
    ამ ეტაპზე, გამოძიება არკვევს, მოჰყვა თუ არა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობასა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. ამ დანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლები ითვალისწინებს. თუმცა, იურისტები თვლიან, რომ გამოძიება სხვა ორი მუხლითაც უნდა წარიმართოს - 128-ე - განსაცდელში მიტოვებისა და 342-ე - სამსახურებრივი გულგრილობის მუხლებით.
    ნინო თარხნიშვილი
    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 
       ფეისბუკი
  11. tvati
    ესტონეთის პრეზიდენტი ალან კარისი აცხადებს, რომ მომავალი კვირები მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ საქართველოს გზაზე.
    როგორც ალან კარისი საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით და განსაკუთრებით მოქმედებით.
    „ესტონეთს სურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროკავშირისკენ რეფორმის გზაზე და ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ჩვენი გამოცდილებით. მომავალი კვირები მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ საქართველოს გზაზე და ევროკომისიის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესასრულებლად. საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით, მაგრამ განსაკუთრებით მოქმედებით. ეს დავადასტურე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე”, - წერს „ფეისბუქზე“ ესტონეთის პრეზიდენტი.
  12. tvati
    ტალინში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ალარ კარისთან შეხვედრა გამართა.
    შეხვედრის ფოტოებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია.
    "ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ ამ გადამწყვეტ გზაზე გავმართე მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტ ალან კარისთან. საქართველო ესტონეთის დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორია. თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის", - დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა "ტვიტერზე".
    ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე.
    „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან. ესტონეთი მტკიცედ არის მოწოდებული მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს წარმატებას მის ევროკავშირის გზაზე!", - წერს ესტონეთის პრეზიდენტი "ტვიტერზე".
    26 სექტემბერს პრეზიდენტი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს, 27 სექტემბერს კი, ვილნიუსში ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდება.
    პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად იმართება.
  13. tvati
    ვერ ვიტყვი, რომ პრეზიდენტის ვიზიტი კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადამწყვეტია, თუმცა დადებითი განწყობის შექმნა ერთ-ერთი უმთავრესი შესაძლებლობაა, რომელიც შეიძლება ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ, - ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის ევროპის ქვეყნებში ვიზიტი შეაფასა.
    მისივე თქმით, ევროკავშირი წესებზე დამყარებული კავშირია და საბოლო ჯამში, სურათი იქიდან გამომდინარე იქმნება, თუ როგორ შეფასდება პროგრესი ყველა იმ მიმართულებით, რომელსაც ითხოვენ.
    გოგოლაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ძალიან ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა ჰგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ანგარიშს უწევს.
    რაც შეეხება საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საკითხს - გოგოლაშვილის განცხადებით, სურს დაიჯეროს, რომ „აქ საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტი ცდილობს, ფარცხალაძემ თავი პასუხისმგებლობისგან არ დაიძვრინოს.
    „თუ ის იქნება მაგალითად, მხოლოდ რუსეთის მოქალაქე და მას საშუალება მიეცა, რომ ქვეყნიდან სხვა ნებისმიერ ქვეყანაში გავიდეს, მას საქართველო ასე მარტივად ვერ ჩამოიყვანს, იმიტომ რომ მას რუსეთი დაიცავს. დაახლოებით ეს აზრია, ალბათ, ამაში ჩადებული. მე არ მჯერა ამ კონსპირაციული თეორიების, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ეხება. ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი ძალიან ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მე მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ის ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს. აქ, შესაძლოა, საუბარია იმაზე, რომ ის ვერ გამოვიდა ივანიშვილის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობიდან, იმიტომ რომ პრაქტიკულად, მისი დამსახურებით გახდა ის პრეზიდენტი. მაგრამ არის საკითხები, სადაც აშკარად ვხედავ, რომ ის უკომპრომისოა, ამ შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი და ამას მივესალმები. დანარჩენ საკითხებში ხანდახან ჩემთვისაც რჩება კითხვის ნიშნები და ვფიქრობ, რომ ივანიშვილს რაღაც ბერკეტი მაინც აქვს დატოვებული სალომე ზურაბიშვილზე ზემოქმედების“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.
    მან ასევე ევროკომისიის რეკომენდაციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამდენი პოლიტიკური სკანდალის შემდეგ, შესაძლოა, 12 პრიორიტეტის შესრულება საკმარისი არ იყოს იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
    „ნურავის ჰგონია, რომ 12 პრიორიტეტით ყველაფერი ამოწურულია. ის 12 პრიორიტეტი არის აუცილებელი პირობა, რომელიც შენ უნდა შეასრულო. იმ მდგომარეობაში, რომელშიც წელიწად-ნახევრის წინ საქართველო იყო, ისინი ხედავდნენ, რომ ეს საკმარისი იყო, მაგრამ დღეს ამდენი პოლიტიკური სკანდალის შემდეგ, შეიძლება, ეს 12 პრიორიტეტი რომ შეასრულო, საკმარისი არ იყოს, რომ ისინი გენდონ და კანდიდატის სტატუსი მაინც მოგცენ. ხელისუფლება, როგორც მინიმუმ, რისკებს არ ითვალისწინებს. ურსულა ფონ დერ ლაინერის განცხადებების მიხედვით, დავასკვენი, რომ ევროკომისიის დონეზე რაღაც შეხედულებები არის, რომ ჯერჯერობით კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ, თუმცა ნამდვილად არის დრო იმისთვის, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელოთ და ევროკომისიამ მაინც მოგვცეს დადებითი რეკომენდაცია“, - აღნიშნა მან.

    იპნ
  14. tvati
    ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 7 600 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
    კერძოდ, სებ-ის ინფორმაციით, 25 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 30 მილიონი აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 7 600 000 აშშ დოლარი, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2.6682 შეადგინა.
  15. tvati
    ასიდან ას შემთხვევაში ასე მოვიქცევი. მე კაცად გამზარდა დედაჩემმა , - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ტატო ხუნდაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
    მისი თქმით, დაპირისპირების პროვოცირება თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან მოხდა, თვითონ კი სრულიად შემთხვევით მოხდა „ამ აურზაურში“.
    „ირაკლი ეძგვერაძე ჩემს ოჯახშია გაზრდილი… მათი მხრიდან იყო შეძახილები, „კახი კალაძის მონები ხართ“, „სადამსჯელო რაზმი ხართ“. ამასთან, დედაჩემს, რომ ასე შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს, ასიდან ას შემთხვევაში ასე მოვიქცევი. მე კაცად გამზარდა დედაჩემმა.
    მე ვარ თანამდებობის პირი და შემთხვევით მივიღე მონაწილეობა ამ ყველაფერში, ამიტომ უნდათ ამის გამოყენება პოლიტიკურად“, - განაცხადა ტატო ხუნდაძემ.
    კიდევ ერთი ბრალდებულის, მირიან სვანაძის თქმითაც, დაპირისპირების პროვოცირება თავად ეძგვერაძის მხრიდან მოხდა.
    თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე 6 პირს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას ბრალდებულთა მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
    უფრო კონკრეტულად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულები არიან: მირიან სვანიძე, გიორგი ქიშმარია, ტატო ხუნდაძე, ელგუჯა ჩოხელი, ლაშა ამირანაშვილი და ბექა ავსაჯანაშვილი.
    პროკურატურამ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებით იშუამდგომლა. როგორც პროკურორმა მარიამ ბეგიაშვილმა სხდომაზე განმარტა, დაკავებულების მხრიდან არსებობს დაზარალებულებზე და მოწმეებზე ზემოქმედების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები, ამიტომ, სასჯელი უნდა იყოს მკაცრი.
    ადვოკატებმა კი, დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს. დაცვის მხარის მტკიცებით, აბსოლუტური სიცრუეა ის, რაც ბრალდების დადგენილებაში წერია, ისე როგორ სიცრუეა ის, რომ საქმეს ჰყავს დაზარალებული. შესაბამისად, მათივე თქმით, პატიმრობის გამოყენება არ უნდა მომხდარიყო.
    ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თბილისში, გლდანის I მიკრო-რაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხ პირს თავს დაესხნენ და მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.
    დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის. 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    იპნ
  16. tvati
    უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები აცხადებენ, რომ ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 34 ოფიცერი, მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური.
    მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება სადესანტო ხომალდ "მინსკს", იმის გამო, რომ ის მეორე დღეს საბრძოლო მორიგეობაზე უნდა წასულიყო, გემზე პერსონალი იმყოფებოდა და ოკუპანტების დანაკარგმა 62-ს მიაღწია.
    „განახლებული ინფორმაცია მტრის დანაკარგების შესახებ სადესანტო ხომალდ „მინსკზე“ სპეცრაზმის სპეცოპერაციისა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის განადგურების შედეგად. იმის გამო, რომ სადესანტო ხომალდი „მინსკი“ მეორე დღეს საბრძოლო მორიგეობაზე უნდა წასულიყო, მასზე პერსონალი იმყოფებოდა. დანაკარგმა 62 ოკუპანტი შეადგინა. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 34 ოფიცერი, მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური. დაიჭრა კიდევ 105 ოკუპანტი. შტაბის შენობის აღდგენა შეუძლებელია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
    შეგახსენებთ, 13 სექტემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ანექსირებულ სევასტპოლში ჩატარებული ოპერაციის შედეგად სადესანტო გემი "მინსკი" და წყალქვეშა ნავი „დონის როსტოვი“ დაზიანდნენ. ამასთან, 22 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
  17. tvati
    ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრას ედავებიან, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშვედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ გამოაცხადა.
    ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
    მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, გრიგორიადისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადაკვალიფიცირდა. ნინო ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, გრიგორიადისი დამნაშავედ იქნა ცნობილი 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც გრიგორიადისს მამის კუთვნილი მანქანის დაზიანებას გულიახმობს. მას მოსამართლემ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა.
    ლაზარე გირგორიადისი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, მეორე მხრივ, დაზარალებულს მომხდარზე პრეტენზია არ აქვს. სასამართლოზე ბექა გრიგორიადისმა დარბაზიდან განაცხადა, რომ "ძალიან მთვრალი იყო და ბავშვი არაფერ შუაში იყო".
    მოსამართლემ ის წესრიგის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
    ცნობისთვის, ლაზარე გირიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ. შემთხვევა, 2021 წელს მოხდა. ლაზარე გრიგორიადისმა მამას ცივი იარაღით, დანით ბარძაყის არეში დაზიანება მიაყენა და მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა საქარე მინა ჩაამტვრია.

    ipn
  18. tvati
    "ამ პროცესში მთავარი არის ერთადერთი რამ - ნათია თურნავას გამოცემული რუსული ბრძანება უნდა გაუქმდეს.

     ეს ბრძანება თავისი შინაარსით აწყობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფედერაციას."

    მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  382806476_290283980383160_2446948482889465456_n.mp4
  19. tvati
    "ოცნებამ იცით რა გააკეთა? მელიას, რომელიც დღეს 20 ივნისისთვის უნდა იხდიდეს სასჯელს, პირდაპირ მიანიჭა იმუნიტეტი, რომ ხვალ და ზეგ ისევ განაგრძონ ის საქმიანობა, რასაც აქამდე ეწეოდნენ."

    მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
    381070689_742099510979584_2389594930665127428_n.mp4
  20. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის გადაწყვეტილებას უკრაინასთან ერთად იარაღისა და თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების შესახებ ისტორიულს უწოდებს.
    "არსებობს ამერიკის ისტორიული გადაწყვეტილება იარაღისა და თავდაცვითი სისტემების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემის, ერთობლივი წარმოების შესახებ. ეს არის ის, რაც ბოლო დროს აბსოლუტურად ფანტასტიკა იყო, მაგრამ რეალობად იქცევა. ჩვენ ამას რეალობად ვაქცევთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
    22 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ მას ჰქონდა არაერთი მნიშვნელოვანი შედეგი, მათ შორის შეთანხმება იარაღის, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივ წარმოებაზე.

    იპნ
  21. tvati
    დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი – DRI, რომელიც ასევე მუშაობს დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, ავრცელებს ინფორმაციას  ცხინვალის შერჩევითი მობილობის პოლიტიკის შესახებ, რომელიც “კორუფციის და ახალგორელების დისკრიმინაციის წყაროა”.
    საუბარია იმაზე, რომ თვეებია ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობას გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ჰპირდება, თუმცა ამ დრომდე საკითხი ადგილობრივების სასარგებლოდ არ მოგვარებულა.
    როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ცნობაში ვკითხულობთ, მას შემდეგ, რაც ახალგორს დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი ანატოლი პლიევი და დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ოლეგ შირანი ესტუმრნენ, მოსახლეობას ისევ გაუჩნდა იმედი, რომ „საშვების“ გაცემა სრულად აღდგება და ე.წ. საზღვრის გადაკვეთას და მის მიღმა მყოფი ოჯახების მონახულებას შეძლებენ.
    DRI-ში მიიჩნევენ, რომ  იქიდან გამომდინარე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშვებით გადაადგილების უფლება დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრეროგატივაა, ახალგორიდან წასული ბევრი ქართველისთვის მშობლიურ სახლებში დროებით დაბრუნება ნებისმიერ დროს შეიძლება რისკის შემცველი აღმოჩნდეს.
    დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ახალგორის საჯარო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის, მუნიციპალურ-ადმინისტრაციულ სამსახურებში მომუშავე პირებს, მასწავლებლებს და მედიცინის მუშაკებს (დამხმარე პერსონალის გარდა), დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დატოვება ეკრძალებათ.
    “საშვის მიღებასთან დაკავშირებული ხელოვნური დაბრკოლებები მოსახლეობას საშვის ასაღებად ქრთამის მიცემისკენ უბიძგებს. ეს კორუფციული მექანიზმი ადგილობრივი მუნიციპალური და უშიშროების სამსახურების ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობაა და მძიმე ტვირთად აწვება ეკონომიკურად შეჭირვებული რაიონის ქართულ მოსახლეობას.
    შერჩევითი მობილობის პოლიტიკა განუზომლად დიდ ძალაუფლებას აძლევს ადგილზე მოქმედ კორუმპირებულ მოხელეებს და ახალგორის მოსახლეობას კორუფციის კიდევ უფრო მტკივნეული ჩაგვრის ქვეშ აყენებს”.
    ამასთან ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ საკითხის ყველაზე მძიმე ასპექტი ისაა, რომ ახალგორელებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად არავითარი სამართლებრივი ან ადმინისტრაციული სივრცე არ გააჩნიათ.
    “დე-ფაქტო მთავრობის უსაფრთხოების იზოლაციონისტური პოლიტიკის ტყვეობაში მყოფი ახალგორელების ნაწილისთვის კორუფცია ადაპტაციის და გადარჩენის ერთადერთ გზად რჩება, თუმცა რაიონის მოსახლეობის უმეტესობას ადაპტაციის ამ მექანიზმისთვის შესაბამისი მატერიალურ-ეკონომიკური რესურსი არც გააჩნია”.
    ახალგორელებს ქართულ მხარესთან გადაადგილებაზე შეზღუდვა მაშინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილების შემდეგ დაუწესდათ.

    ნეტგაზეთი
  22. tvati
    საინიციატივო ჯგუფი ,,ხელოვნების მუზეუმისთვის“ კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ ხელოვნების მუზეუმის ისტორიულ შენობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
    კერძოდ, თეა წულუკიანმა 20 სექტემბერს, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას განაცხადა, რომ „მომზადდა მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომელშიც საქართველოს ბიუჯეტიდან გადახდილია სოლიდური თანხა“, თუმცა, არცერთი კომპანია არ დათანხმდა მის განხორციელებას, ვინაიდან „პროექტი ქაღლდზე კარგია“, მაგრამ ტექნიკურად მისი რეალიზება შეუძლებელია და საფრთხის შემცველი.
    „ანუ, საბიუჯეტო თანხა გადახდილია პროექტში, რომლის რეალობად ქცევა შეუძლებელია და ამჟამად, მინისტრისვე თქმით, „დაწყებულია მისი მოდიფიცირება“. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, ვინ (რომელი კომპანია ან სპეციალისტთა ჯგუფი) აწარმოებს მოდიფიცირების პროცესს. ზემოთქმულის მიხედვით, ცხადია, რომ ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია იმართება ისევე არაკომპეტენტურად, როგორც იმართებოდა გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესი, რის შედეგადაც ძეგლს შეუქცევადი ზიანი მიადგა“, – ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.
    როგორც საინიციატივო ჯგუფი აღნიშნავს, ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი აბსოლუტურად გასაიდუმლოებულია და სამინისტრო, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ გასცემს ინფორმაციას რომელი კომპანია ან პროფესიული ჯგუფები მუშაობენ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე. მათივე განცხადებით, ეს ხდება ისე, როგორც გელათის შემთხვევაში ხდებოდა.
    „საინიციატივო ჯგუფი „ხელოვნების მუზეუმისთვის“ გაჟღერებულ ინფორმაციას მივიჩნევთ საგანგაშოდ და ვითხოვთ საზოგადოების ყურადღებას. არ უნდა დავუშვათ, რომ ხელოვნების მუზეუმის ისტორიულმა შენობამ გელათის ბედი გაიზიაროს. „არარენტაბელური მემკვიდრეობა“ საფრთხეშია!“, – ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.

    ნეტგაზეთი
  23. tvati
    პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ „მორიგი ცილისმწამებლური“ კამპანია მიმდინარეობს. ამის შესახებ ადმინისტრაციის მიერ დღეს, 24 სექტემბერს, გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
    ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. მათივე განცხადებით, პრეზიდენტი სრულად აცნობიერებს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტის სამართლებრივ და მორალურ მხარეს.
    „ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
    რაც ეხება, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები. მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ,,რუსული გადაწყვეტილება“. საქართველოს შესაძლო ,,შავ ხვრელად“ ქცევა კი მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინინსტრაციის განცხადებაში.
    რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, რომლებიც პარლამენტმა დაამტკიცა, ადმინისტრაცია მათ წარდგენას იმით ხსნის, რომ „საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია“.
    „ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
    22 სექტმებერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას არ უწყვეტს.
    მანამდე, 19 სექტემბერს ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ ელოდებოდა იუსტიციის სამინსიტროს დასკვნას ფარცხალაძის მოქალაქეობის შესახებ, რომლის მიღებისთანავეც შეუწყვეტდა მას მოქალაქეობას.
    აღნიშნული დასკვნა იუსტიციის სამინისტრომ მეორე დღეს, 20 სექტემბერს გაუგზავნა პრეზიდენტს, თუმცა ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ ორი დღე არ იყო ცნობილი.
    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.
    აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.
    „ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.
    რაც შეეხება ეროვნული ბანკის საბჭოს, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) საბჭოდან 3 წევრის წასვლის შემდეგ, 21 სექტემბერს, პარლამენტმა 2 ახალი წევრი — ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი — აირჩია.
    ყეინიშვილისა და ხომერიკის კანდიდატურები პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარლამენტს გასულ კვირას წარუდგინა, თუმცა 21 სექტემბერს, საკომიტეტო განხილვისას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად მის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენაზე უარს ამბობდა. მიზეზად მან ეროვნული ბანკის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია დაასახელა.
    მართალია, კომიტეტზე მმართველმა გუნდმა აღნიშნულ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა, თუმცა, მათი თქმით, საბოლოო ჯამში კანდიდატურების ჩაგდებას, შესაძლოა, კრიზისი შეექმნა ეროვნულ ბანკში, ვინაიდან წინა დღეს საბჭოს სამი წევრი გადადგა. იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო 2 თვეში სებ-ის საბჭოში მინიმუმ 1 წევრი მაინც არ აირჩეოდა, საბჭო ქმედითუუნარო გახდებოდა.
    ამ ფონზე, საპარლამენტო უმრავლესობა შეჯერდა, რომ პლენარულ სხდომაზე ორივე კანდიდატურისთვის დაეჭირა მხარი.

    ნეტგაზეთი
  24. tvati
    საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.
    საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა ზეპირი მოსმენით, 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება.
    "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“).
    №1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვი.
    №1797 კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართება 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით", - წერია ინფორმაციაში.
    მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.
  25. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ტალინში ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდება.
    დაგეგმილია შეხვედრები ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთანაც.
    "საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.
    დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ტალინში, პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება, 26 სექტემბერს რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს და 27 სექტემბერს კი, ვილნიუსში ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას", - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

    იპნ
×
×
  • შექმენი...