Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
    უწყების ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
    „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ.
    2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.
    ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში, რომელთა სია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
  2. tvati
    პალესტინა რუსულ მხარესთან რეგულარულ კონტაქტებს ინარჩუნებს და ამჟამად მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში პალესტინის ელჩმა, აბდელ ჰაფიზ ნოფალმა განაცხადა.
    „ვაგრძელებთ ყოველდღიურ კონტაქტს მოსკოვთან. ახლა მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის“, - განაცხადა დიპლომატმა.
    მისი თქმით, პალესტინური მხარე ისრაელთან კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციას აფასებს.

    ipn
  3. tvati
    ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, მათმა სამხედროებმა ღაზას საზღვარზე კონტროლი დაიბრუნეს.
    ”გასული დღის განმავლობაში სასაზღვრო ღობიდან არცერთი ტერორისტი არ შემოსულა“, - აღნიშნა დანიელ ჰაგარმა მედიასთან საუბარში.
    მისივე თქმით, საბრძოლო-საინჟინრო ჯარები საზღვრის გალავნის ხვრელების მახლობლად მდებარე ტერიტორიების დანაღმვაზე მუშაობენ.
    ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ტერორისტების მცირე რაოდენობა ისრაელის ტერიტორიაზე კვლავ იმალება.

    ipn
  4. tvati
    პოლიციამ საგარეჯოში, 14 წლის ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 27 წლის ძებნილი მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
    უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    ამასთან, მათივე ინფორმაციით, 14 წლის გოგონას მიმართ განხორციელებული შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს.
    „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების ფაქტებზე, 1996 წელს დაბადებული, ძებნილი, ა.ს. დააკავეს.
    დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა მამაკაცმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
    ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ა.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს.
    პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
    გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
    აქვე აღვნიშნავთ, რომ ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა150-ე პრიმა მუხლით. საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, - აცხადებენ შსს-ში.

    ipn
  5. tvati
    თბილისში მარიჯანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ერთი კედელი ძლიერი ქარის გამო გადაინგრა და ბლოკებმა ავტომობილები დააზიანა.

     თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    რადიო თავისუფლება

  6. tvati
    “მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ასეთი საფრთხეების დროს, როგორიცაა ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსება, შეგვიძლია გადავდოთ ვიწროპარტიული ინტერესები და ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობის საკითხებზე.”

    მიხეილ დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 387176047_1067895720906622_8721599661130333189_n.mp4
  7. tvati
    "რასაც რუსეთი ოჩამჩირის გავლით ცდილობს, არის საქართველოში გახსნას მეორე ფრონტი. ოჩამჩირე 50 კმ-ითაა დაშორებული ზუგდიდან და არავინ იცის, რა მიზნით და რა გეგმით აპირებს რუსეთი ამ ფლოტის გახსნას, შესაბამისად შეიცავს დიდ საფრთხეებს. ეს ყველაფერი ხდება იმის პარალელურად, როცა “ოცნება” გვარწმუნებს, რომ მხოლოდ მშვიდობისთვის იღვწის და თითქოს ყველაფერს აკეთებს ომის თავიდან აცილებისთვის.”

    ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 387188750_855202249258550_4974749227664653942_n.mp4
  8. tvati
    რატომ ვერ იქნება არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტი ?


    ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. 
    387785812_156245037560060_597828128955635669_n.mp4
  9. tvati
    ევროპულმა კომისიამ პალესტინისთვის 691 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
    „ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ტერორიზმისა და სისასტიკის მასშტაბები გარდამტეხი მომენტია“, - წერს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „ტვიტერის“ გვერდზე.
    მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პალესტინის დახმარებისთვის მომავალი გადახდები დაუყოვნებლივ შეჩერებულია, ხოლო ახალი ბიუჯეტის შესახებ განხილვები გაურკვეველი ვადით გადაიდო.
    ცნობისთვის, ევროკავშირი პალესტინის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მხარდამჭერია და 2021-2024 წლებში 1.18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პროგრამა იყო გათვალისწინებული.

    იპნ
  10. tvati
    უამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წიფნაგვარაში მეწყერი ჩამოწვა.
      როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ განუცხადა, ამ დროისთვის ტექნიკა უკვე ადგილზეა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.   “საზოგადოებას მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. პრობლემის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ სოფლის ხელმძღვანელობას, მაჟორიტარ დეპუტატს ან მერის წარმომადგენლებს”,_ განაცხადა  შარაშიძემ ჩვენთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ მეტეოროლოგების პროგნოზით, უამინდობა 10 ოქტომბრის ღამის საათებამდე გასტანს.   რუსა ოქრუაშვილი ავტორი

    გურიანიუსი
  11. tvati
    ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 10 ოქტომბერს, შეხვედრას გამართავენ და ისრაელში არსებული სიტუაციას განიხილავენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
    „ხვალ მოვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას ისრაელსა და რეგიონში არსებული ვითარების განსახილველად“, - აცხადებს ბორელი.
    ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ომანის დედაქალაქ მასკატში იმყოფება, რომელიც ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს მასპინძლობს.
    ამასთან, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და მას ევროკავშირის ის მინისტრები, რომლებიც მასკატში იმყოფებიან, პირადად დაესწრებიან, დანარჩენები კი - ვიდეო კავშირის საშუალებით.

    იპნ
  12. tvati
    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისრაელში ტერორისტები ისევე მოქმედებენ, როგორც რუსეთი უკრაინაში.
    „ერთი და იგივე ბოროტებაა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ იქ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც თავს დაესხა ისრაელს და აქ არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც თავს დაესხა უკრაინას. გამოცხადებული ზრახვები განსხვავებულია, მაგრამ არსი იგივეა“, - აღნიშნა ზელენსკიმ, რომელმაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას ვიდეოჩართვის საშუალებით სიტყვით მიმართა.
    მისი თქმით, ირანს კავშირი აქვს როგორც უკრაინაში, ისე ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან.
    „ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ხდება უკრაინაში, როცა ის ყიდის Shahed-ებს რუსებზე. ირანი ვერ იტყვის, რომ არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ისრაელში ხდება, როცა მისი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ მხარს უჭერენ იმას, რაც ისრაელში ხდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
    მისი თქმით, აუცილებელია ტერორიზმის მხარდამჭერების წინააღმდეგ რეალური გლობალური სანქციების დაწესება.
    „თუ იარსებობებს რეალური გლობალური სანქციები ტერორის ნებისმიერი სპონსორობისთვის, ტერორი წააგებს. თუ მსოფლიო გაერთიანდება, როცა ვინმე სხვა ქვეყნის ქალებს მძევლად აიყვანს და სხვა ერის შვილებს იტაცებს, ტერორს მოკავშირეები არ ეყოლება. თუკი ის, ვისაც ტერორისტები ესხმიან თავს, მიიღებს ყველა იმ იარაღს, რაც მას სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად, საერთაშორისო სამართალი იქნება ერთადერთი ძალა, რომელიც განსაზღვრავს როგორ იცხოვრებს მსოფლიო და მსოფლიო მშვიდობიანად იცხოვრებს. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

    იპნ
  13. tvati
    პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვერ ხედავს საჭიროებას, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის წინააღმდეგ პარლამენტმა რეზოლუცია მიიღოს.
    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი ოპოზიციის წარმომადგენლებმა – საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფი „საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდიამ პარლამენტში დაარეგისტრირეს.
    პაპუაშვილის თქმით, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკას საქართველოს მთავრობა ახორციელებს და ამაში მას სრული ნდობა აქვს. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს რომ „რაიმე ჯანსაღი აზრი“ ჰქონდეთ, მოსახლეობის მხარდაჭერას მიიღებდნენ.
    „არა, საჭიროებას არ ვხედავთ, ვინაიდან ჩვენი პოლიტიკა მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მკაფიოდ არის განსაზღვრული, მათ შორის პარლამენტის რეზოლუციებით, სამთავრობო პროგრამის და ზოგადად იმ პოლიტიკის მიხედვით, რაც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ გვაქვს, ასევე იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, მკაფიოა და ამ გეგმას და პოლიტიკას მივყვებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
    რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა.
    რეზოლუციის ავტორები ოპოზიციის წარმომადგენლები – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდია არიან.
    რეზოლუციის პროექტი ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება, ისევე როგორც აფხაზეთის რუსეთ-ბელარუსის კავშირში ინტეგრაციის მცდელობა.
    ოჩამჩირეში რუსული ბაზის წინააღმდეგ ოპოზიცია პარლამენტისგან რეზოლუციის მიღებას ითხოვს

    ნეტგაზეთი
  14. tvati
    რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა.
    რეზოლუციის ავტორები ოპოზიციის წარმომადგენლები – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდია არიან.
    რეზოლუციის პროექტი ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება, ისევე როგორც აფხაზეთის რუსეთ-ბელარუსის კავშირში ინტეგრაციის მცდელობა.
    რეზოლუციის პროექტის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას შავი ზღვის ფართო რეგიონისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის.
    რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ცივილიზებულ სამყაროს, შეაკავოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, დადგეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპის დაცვის სადარაჯოზე.
    ასევე, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ე. წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება და საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულებები“. ამასთან, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ ძალას, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ყველა სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − დეოკუპაცია;
    რეზოლუციის პროექტი, ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას დროული და ქმედითი ნაბიჯები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის მუდმივი განთავსების გადაწყვეტილებიდან გამომდინარე გაზრდილი რისკების შესამცირებლად და რუსეთის აგრესიული ქმედების საპასუხოდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკურ არენაზე.
    რეზოლუციის პროექტი ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობარ სახელმწიფოებს, დაიკავონ მტკიცე, ერთიანი პოზიცია რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის, მილიტარიზაციის და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რაც ერთადერთი გზაა საქართველოს დემოკრატიული, უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარებისთვის და ასევე ხელს შეუწყობს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებას.
    ასევე, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაეყრდნოს და ეფექტიანად გამოიყენოს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც საქართველოს რეგიონებში − აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში−რუსეთის მიერ ოკუპაციის განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი.
    რეზოლუციის პროექტით, დადასტურებულია მზადყოფნა, გააგრძელოს ინტენსიური და პროაქტიური თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან, რათა მოახდინოს ძალისხმევის კოორდინაცია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დასაცავად.
    ოკუპირებლ რეგიონში რუსული სამხედრო წარმომადგენლობის ზრდის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს „იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ურთიერთობები გაგრძელდება.
    ბჟანიას განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ოპოზიციურ წრეებში. საგარეო უწყებამ მოსკოვის პოლიტიკა დაგმო, ოპოზიციაში კი საქართველოსთვის გაზრდილ საფრთხეზე საუბრობენ.

    ნეტგაზეთი
  15. tvati
    „ნაცებმა'' თავიანთ თავს მიხედონ და „ოცნების'' გაძლიერებას თავი დაანებონ."


    მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
    387767252_695320192507121_2389149787095071959_n.mp4
  16. tvati
    სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.
    „საქსტატის“ ცნობით, საქართველოში მოსახლეობის აღწერა გაეროს მეთოდოლოგიის მიხედვით ტარდება და მას არჩევნებში პირის მონაწილეობასთან, ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან არავითარი კავშირში არ აქვს.
    „საქსტატის“ განმარტებით, ტერმინი „მუდმივი მოსახლეობა“ საერთაშორისოდ აღიარებულ სტატისტიკურ ტერმინს წარმოადგენს და მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის გასაანგარიშებლად გამოიყენება.
    „სოციალური ქსელებით, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ ვრცელდება მცდარი ინფორმაცია 2024 წელს დაგეგმილი საყოველთაო აღწერის მეთოდოლოგიის შესახებ და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობას. კერძოდ, არასწორად არის მიწოდებული ინფორმაცია აღწერაში გამოყენებული ტერმინის „მუდმივი მოსახლეობის“ შესახებ.
    აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (UN) მჭიდრო თანამშრომლობით ტარდება. შესაბამისად, გაეროს მეთოდოლოგიის მიხედვით, პირი ითვლება მუდმივ მაცხოვრებლად, თუ ის კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში 12 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში ცხოვრობს. ამ მეთოდოლოგიას გაეროს წევრი 200-მდე ქვეყანა იყენებს და არჩევნებში პირის მონაწილეობასთან ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან არავითარი კავშირში არ არის. იგი საერთაშორისოდ აღიარებულ სტატისტიკურ ტერმინს წარმოადგენს და მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის გასაანგარიშებლად გამოიყენება.
    უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიურ პირობებში არიან ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც წლებია სხვადასხვა ქვეყნებში (გერმანია, საბერძნეთი, აშშ, იტალია და ა.შ.) ცხოვრობენ, არიან შესაბამისი ქვეყნისთვის მუდმივი მოსახლეობა, მაგრამ ეს მათ იმ ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს.
    ამასთან, აღწერა არჩევნების შემდეგ (2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში) ტარდება, შედეგები კი 6 თვეში გამოქვეყნდება და შესაბამისად, ერთმანეთთან შემხებლობაში არ არის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
  17. tvati
    შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაადასტურა მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობები ისრაელში ამერიკელების დაღუპვის შესახებ.
    ტელეკომპანია CBS-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ადასტურებენ აშშ-ის რამდენიმე მოქალაქის სიკვდილს. ტელეკომპანია CNN-ის წყაროთა ცნობით, მთავრობამ კონგრესს შეატყობინა, რომ ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია აშშ-ის 4 მოქალაქე. ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.
    მედიის ინფორმაციით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, 7 ოქტომბრიდან, დაღუპულ და დატყვევებულ უცხოელებს შორის არიან საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, ბრაზილიის, მექსიკის და ტაილანდის მოქალაქეებიც.
    ნეპალის ელჩმა ისრაელში BBC-ს განუცხადა, რომ ისრაელის სამხრეთში მოკლულია 10 ნეპალელი სტუდენტი, რომლებიც ქვეყანაში სასწავლო პროგრამით იმყოფებოდნენ.
    ასევე ნახეთ საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა - ელჩი
    ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორ დღეში 700-ს გადააჭარბა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება. ისრაელის საზოგადოებრივი ორგანიზაცია ZAKA, რომლის მოხალისე მაშველები ხელისუფლებას ეხმარებიან, იუწყება, რომ სულ მცირე 250 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს ისრაელის ტერიტორიაზე, ღაზის სექტორის მახლობლად, სადაც 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმის მომენტში მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობდა.
    პალესტინელთა ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულია 413 და დაჭრილია 2 300 ადამიანი.
    საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა.
    8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
    2023 წლის ოქტომბრის ესკალაცია ყველაზე მასშტაბურია ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში, რომელიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გრძელდება და უკავშირდება სუვერენიტეტს ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე პალესტინის ისტორიული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.
    „ჰამასის“ თავდასხმა დაგმეს და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის სახელმწიფოებმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა არაერთმა ქვეყანამ.
    ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრეს და „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანმა და სირიამ. საუდის არაბეთმა, კუვეიტმა, ერაყმა, კატარმა და ომანმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ოკუპაციის და პალესტინელი ხალხისთვის კანონიერი უფლებების წართმევის შედეგია.

    რადიო თავისუფლება
  18. tvati
    ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, წუხანდელი, 8 ოქტომბრის გვიან ღამის მონაცემებით, ისრაელში 2 ქართველი ებრაელია დაღუპული, საქართველოს სხვა მოქალაქეების შესახებ კი ინფორმაცია უცნობია. ამაზე ლაშა ჟვანია ლაპარაკობს ვიდეოში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
    „ჯერ კიდევ არ არის ისრაელის ჯარის მიერ აღებული კონტროლი ყველა იმ დასახლებაზე, სადაც ტერორისტები არიან შესული, ამიტომ ინფორმაციის მოპოვება კვლავ ჭირს. გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობიდან ყველას იდენტიფიკაცია ჯერ არ არის განხორციელებული. ასე რომ, არ არის ცნობილი, კონკრეტულად ვინ არის გატაცებული და ვინ არის გარდაცვლილი. საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ამ წუთამდე, ინფორმაცია არ შემოსულა. დაშავებულის ან დაკარგულის შესახებ არ არის ინფორმაცია. იმედი გვაქვს, რომ ასე დასრულდება ეს ყველაფერი, საქართველოს რომელიმე მოქალაქე დაშავებული ან გატაცებული არ იქნება. 2 დღის მანძილზე ასეთი დადასტურებული ინფორმაცია არ შემოსულა. დღეისათვის (8 ოქტომბერი.რედ) ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი. ჩვენი ნაწილია ესეც - ბუზუდაშვილი, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გმირულად ასრულებდა თავის მოვალეობას და არის კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, ავი აბრაამ ქუბელაშვილი, რომელიც აქ შეტაკებების დროს გარდაიცვალა. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი ძმების და დების ამ საშინელ ტრაგედიას და ტკივილს და მათთან ერთად ვართ ამ გასაჭირისა და ომის დროს“, - აცხადებს ლაშა ჟვანია.
    ასევე ნახეთ ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის სექტორში განადგურებულია 500-ზე მეტი სამიზნე
    საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა.
    8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
    2023 წლის ოქტომბრის ესკალაცია ყველაზე მასშტაბურია ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში, რომელიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გრძელდება და უკავშირდება სუვერენიტეტს ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე პალესტინის ისტორიული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.
    ასევე ნახეთ თეთრი სახლი ისრაელს დამატებით დახმარებას უგზავნის
    „ჰამასის“ თავდასხმა დაგმეს და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის სახელმწიფოებმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა არაერთმა ქვეყანამ.
    ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრეს და „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანმა და სირიამ. საუდის არაბეთმა, კუვეიტმა, ერაყმა, კატარმა და ომანმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ოკუპაციის და პალესტინელი ხალხისთვის კანონიერი უფლებების წართმევის შედეგია.

    რადიო თავისუფლება
  19. tvati
    სერტიფიცირებულ დირექტორთა საინიციატივო ჯგუფის ექვსი წევრი განათლების მინისტრის სახელზე მიმართვას ავრცელებს.
    განცხადების ავტორები წერენ, რომ საჯარო სკოლებისთვის დირექტორების წარდგენაზე სამინისტროს გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია და მწვავეა უსამართლობის განცდა.
    „სოციალურ ქსელებში საუბარი მიდის იმაზეც რომ კანდიდატები შეირჩნენ პარტიული ნიშნით და რომ საკმარისი არ იყო ზეპარტიულობა ან არცერთი პარტიის წევრობა და საჭირო იყო მმართველი წევრობა. რომ, წარდგენილი და დატოვებული დირექტორები იქნებიან „პარტიული საარჩევნო შტაბების უფროსები“ და ა.შ. არადა, ერთ-ერთ შეხვედრაზე გვითხარით, პარტიულ მიკუთვნებულობას ჩემთვის აზრი არ აქვსო.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
    განცხადების ავტორები მინისტრისადმი მიმართვაში წერენ, რომ იმედი აქვთ, რომ ბევრი რამ მინისტრის გვერდის ავლით მოხდა. „რომ მავანნი შეირჩა „მფარველი“ ზემდგომების დახმარებით და ეს ინფორმაცია თქვენამდე არ მოდის“
    სერტიფიცირებული დირექტორის საინიციატივო ჯგუფი: დავით ფერაძე, ქეთი ცირეკიძე, მარი ქვრივიშვილი, თამილა ხარაბაძე, თამთა კვენეტაძე, ანიკა თოლორაია, ნანი სალია, ნათია იასაღაშვილი. განცხადების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
    5 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ იმ საჯარო სკოლების სია გამოაქვეყნა, სადაც დირექტორთა არჩევნები გაიმართება. სკოლებთან ერთად გამოქვეყნდა სამეურვეო საბჭოებისთვის ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების სიაც. სამინისტროს გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არჩევნები 927 სკოლაში გაიმართება და სკოლების უმეტესობაში თითო-თითო კანდიდატია წარდგენილი. რაც ნიშნავს იმას, რომ სამეურვეო საბჭოებს არ ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა შესაძლებლობა.
    სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ კანდიდატების მიერ პრიორიტეტული სკოლების მონიშვნის შემდგომ დაამუშავა, კანდიდატობის მსურველი ჯამში 1276 პირი იყო, აქედან 383 სკოლაში არჩევნებში მონაწილეობა სურდა 2/ ან და მეტ კანდიდატს. 892 სკოლაში კი წარდგენილი იყო მხოლოდ 1 მსურველის განაცხადი. ამ მონაცემების მიხედვით, იყო სკოლები სადაც მსურველები იყვნენ, მაგრამ არჩევნები არ დაინიშნა. ასეთი 350-მდე სკოლაა.

    პუბლიკა
  20. tvati
    ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში ღამით „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.
    საჰაერო ძალების ინფორმაციით, დარტყმები გამანადგურებელმა თვითმფრინავებით, ვერტმფრენებითა და არტილერიით განხორციელდა.
    განადგურებულ სამიზნეებს შორის არის: „ჰამასის“ შვიდი სამეთაურო ცენტრი „ისლამური ჯიჰადის“ სამეთაურო ცენტრი.
    შეგახსენებთ, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 436-მდე გაიზარდა.

    იპნ
  21. tvati
    “დღეს ყველაზე მთავარი ჩვენს ქვეყანაში არის უსაფრთხოების საკითხი. ოჩამჩირეში სამხედრი ბაზის გახსნა არის უდიდესი გამოწვევა. რუსეთს საქართველოში მეორე ფრონტი გადმოაქვს. ოცნება კი ცდილობს იმპიჩმენტის საკითხით გადაფაროს მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები. “

    მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  387833185_580294170833724_8977370477246911512_n.mp4
  22. tvati
    გიორგი გახარიას შეხვედრა გორში - პარტია „საქართველოსთვის“ წევრებთან:

















     
  23. tvati
    საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის მეორე ადგილზეა კომპოსტო, რომლის ფასიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58,8%-ით გაიზარდა.
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნული პროდუქტის იმპორტი 164%-ით შემცირდა.
    კერძოდ, წელს 8 თვეში საქართველოში 3,042 ტონა (349.9 ათასი აშშ დოლარი) კომპოსტო შემოვიდა, წინა წლის იანვარ-აგვისტოში - 8,034 ტონა (795 ათასი აშშ დოლარი).
  24. tvati
    ირანი „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ უპრეცედენტო თავდასხმებში რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
    „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინას, მაგრამ ჩვენ არ ვართ ჩართული პალესტინის პასუხში. პალესტინის მიერ მიღებული გადამწყვეტი ზომები წარმოადგენს სრულიად ლეგიტიმურ დაცვას შვიდი ათწლეულის მჩაგვრელი ოკუპაციისა და არალეგიტიმური სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულებისგან“, - აღნიშნულია გაერო-ში ირანის მისიის განცხადებაში.
    მისიის მტკიცებით, „ჰამასის“ "ოპერაციის წარმატება" გამოწვეული იყო იმით, რომ ის მოულოდნელი იყო. ისრაელის უსაფრთხოების ორგანიზაციებმა კი მარცხი განიცადეს.
    „ისინი ცდილობენ გაამართლონ თავიანთი მარცხი და მიაწერონ ის ირანის დაზვერვის ძალასა და ოპერატიულ დაგეგმვას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
  25. tvati
    ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ღაზას სექტორში საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დატოვა და იძულებით გადაადგილდა 123 000-ზე მეტი პალესტინელი, - ამის შესახებ გაერო-ს განცხადებაშია აღნიშნული.
    ორგანიზაციის ცნობით, დაახლოებით 74 000 ადამიანი სკოლების შენობებს აფარებს თავს.
    შეგახსენებთ, ისრაელმა "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ღაზაში საჰაერო დარტყმებით უპასუხა. პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2000-ზე მეტი დაშავდა.
    ღაზას სექტორში დაახლოებით 2.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა მსოფლიოში.

    ipn
×
×
  • შექმენი...