Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    "ვაკის პარკის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. ამ ერთ წელიწადში გამოჩნდა, რომ 1. კალა მერს მორალური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნება და გამბედაობა არ აქვს. 2. პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნება არ აქვს არა მხოლოდ კალა მერს, არამედ მმართველ პარტიასაც, რომლის კისერზეცაა ვაკის პარკის ტრაგედია, რადგან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატონი კალაძე ამავე დროს სახელისუფლო პარტიის გენერალური მდივანია, იმ პარტიის, რომლის მმართველობის ბოლო სამ წელიწადში გვაქვს საგრძნობი უკუსვლა დემოკრატიული რეფორმების კუთხით, რაზეც ყველა საერთაშორისო პარტნიორი მიუთითებს, გვაქვს გაზრდილი სისტემური კორუფცია და ფაქტობრივად მოშლილი სახელმწიფო სისტემა, რომლის კოლაფსი ვაკის პარკისა და სულ ახლახან უკვე შოვის ტრაგედიის მაგალითზე ყველამ ერთად ვნახეთ! ბატონმა კალაძემ და მმართველმა პარტიამ ვერც ევროპულობის ტესტი ჩააბარეს, რადგან წარმოუდგენელია გქონდეს პრეტენზია ევროპული ტიპის მმართველობაზე, წარმოუდგენელია, რეალურად და არა ილუზორულად, არა ფასადურად, როგორც ამას ოცნება აკეთებს, გსურდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, ყველაფერს აკეთებდე 12 პუნქტის შესასრულებლად და ამავე დროს, არ ღებულობდე პრინციპულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ისეთ შემთხვევაზე, რაც შენივე მანკიერი მმართველობის პირდაპირი გამოვლინებაა. 3. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, დღემდე არ დამდგარა ვაკის პარკის ტრაგედიის გამომწვევი სისტემური პოლიტიკური კორუფციის შემოქმედების, მერიის მაღალჩინოსნებისა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი. სასამართლო რომ არასაწორი გზით მიდის და მთავარი დამნაშავეებისთვის ხელის დაფარება რომ თავიდანვე ოცნების ბოსების მიერ იყო გადაწყვეტილი, ამაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ სასამართლოს არც კი დაუკითხავს თბილისის მერი და როგორ გამოავლენდა მის ბრალეულობას?! გამოძიების ვერსია არათუ გამორიცხავს, არამედ პირიქით, ადასტურებს სისტემური პოლიტიკური კორუფციის არსებობას თბილისის მერიაში, რადგან გამორიცხულია ასეთი ქმედებები ისე ხდებოდეს, რომ არ იყოს წახალისებული მაღალი თანამდებობის პირების მიერ. ასევე გამორიცხულია, ეს იყოს მხოლოდ პირველი და ერთეული შემთხვევა. შესაბამისად, სახეზე გვაქვს სისტემური კორუფციული სქემა, რომლის გამოძიებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება! ვაკის პარკის ტრაგიკულმა მოვლენამ გამოააშკარავა, რომ სისტემური კორუფცია არა მხოლოდ უმძიმესი ეკონომიკური დანაშაულია, რაც აფერხებს ქვეყნის განვითარებას, არამედ შესაძლოა გადაიზარდოს სისხლის სამართლებრივ დანაშაულშიც და გამოიწვიოს ადამიანური ტრაგედიები. ყველამ იცოდეს, რომ არც ისე შორსაა დრო, როცა ბატონ კალაძეს მოუწევს საკუთარი სიტყვის შესრულება - “თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ პასუხი ვაგო კანონის წინაშე” - ოღონდ უკვე არა ჩინჩალაძე/მურუსიძის, არამედ ევროპული სტანდარტის, რეალურად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე!"


    გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. 
  2. tvati
    “მაშინ, როცა ასეთი მჭირდო ურთიერთობები ყალიბდება უნგრეთთან, გვაინტერესებს იყო თუ არა კრიმინალური ძებნილი პირების ექსტრადირების საკითხზე საუბარი. “ოცნებისთვის” “ნაც.მოძრაობა” ხელოვნურად შექმნილი მტერია, რომელიც საუკეთესო საფრთხობელაა, მაგრამ როცა საქმეს სჭირდება მშვიდად ურთიერთობენ და ძალიან კარგი პარტნიორებიც არიან. ორბანის ვიზიტით ძალიან კარგად ჩანს “ოცნებისა” და “ნაც.მოძრაობის” ბუნება.”

     ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. 387845293_870973128073522_3831262981169103577_n.mp4
  3. tvati
    "8 წლის ემი­ლის მამა, თო­მას ჰენ­დი შვე­ბით შეხ­ვდა ქა­ლიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჰა­მა­სის ტე­რო­რის­ტებ­მა* გა­ი­ტა­ცეს" - წერს Daily Mail.
    მისი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ორ­დღი­ა­ნი გა­ურ­კვევ­ლო­ბის შემ­დეგ მა­მამ გა­მო­ცე­მას გა­ნუ­ცხა­და, რომ ასე­თი ამ­ბე­ბი მის­თვის ერ­თგვა­რი შვე­ბა იყო, რად­გან ახლა მან იცის, რომ მის პა­ტა­რა გო­გო­ნას არ აწა­მე­ბენ და ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლია.
    ემი­ლის ოჯახ­მა ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იცო­და, სად იყო მათი ქა­ლიშ­ვი­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კაც­მა მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და:
      "ჩვენ ვი­პო­ვეთ ემი­ლი. ის მოკ­ვდა, დიახ, ამის გა­გე­ბის შემ­დეგ, მე გა­ვი­ღი­მე, რად­გან ეს იყო სა­უ­კე­თე­სო სი­ახ­ლე”, - კაცი ინ­ტერ­ვი­უს დროს ატირ­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცნო­ბი­ლია, რო­გორ სას­ტი­კად ექ­ცე­ვი­ან ჰა­მა­სის ტე­რო­რის­ტე­ბი მძევ­ლებს.
    ბავ­შვთა მკვლე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა კი­ბუც ბერ­ში მოხ­და. ემი­ლი მე­გო­ბარ­თან წა­ვი­და ღა­მის გა­სა­თე­ვად. შე­დე­გად ბავ­შვე­ბი ტე­რო­რის­ტე­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდნენ.
    შე­გახ­სე­ნებთ, რომ შა­ბათს, 7 ოქ­ტომ­ბერს ჰა­მა­სის ტე­რო­რის­ტებ­მა ის­რა­ელს ღა­ზას სექ­ტო­რი­დან შე­უ­ტი­ეს. ისი­ნი შე­ვიდ­ნენ ქვე­ყა­ნა­ში, მოკ­ლეს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მათი ნა­წი­ლი მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს. ამის შემ­დეგ ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ომი გა­მო­ა­ცხა­და.
    ამ დრო­ის­თვის ორი­ვე მხრი­დან და­ღუ­პუ­ლია 3000 ადა­მი­ა­ნი.
    ჰა­მა­სის* ბო­ე­ვი­კებ­მა ადა­მი­ა­ნე­ბი მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს, რათა მო­მა­ვალ­ში მათ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სას „უპი­რა­ტე­სო­ბა“ ჰქო­ნო­დათ. თუმ­ცა, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მძევ­ლე­ბი, შე­საძ­ლოა, იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში, წყლი­სა და საკ­ვე­ბის გა­რე­შე. ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ ხალ­ხს აწა­მე­ბენ.

    AMBEBI.GE
  4. tvati
    „ქართული ოცნება“ ელოდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს. „ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ ერთადერთი ობიექტური გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ უნდა მიიღოს, სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლების წარდგინების დაკმაყოფილებაა. ხოლო თუ ასე არ მოხდება, კითხვის ნიშნები გაჩნდება.
    მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ იმპიჩმენტის პროცესი წარმოაჩენს „პოლიტიკური ძალების შეხედულებებს კონსტიტუციაზე“.
    „ოცნების“ ყოფილმა და „ხალხის ძალის“ მოქმედმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ ირაკლი კობახიძემ 3 დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს, მხარეებს და სრულიად საქართველოს „კონსტიტუციის მუხლები დაუღეჭა“.
    საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს. თუ საკონსტიტუციო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, იმპიჩმენტის პროცესი, პარლამენტში გადაინაცვლებს.
    პარლამენტმა დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში უნდა განიხილოს და კენჭი უნდა უყაროს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
    პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 – 100 დეპუტატის ხმაა საჭირო. ამჟამად პარლამენტში უმრავლესობას 82 დეპუტატი ჰყავს და იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების რაოდენობა არ აქვს. 
    კონსტიტუციაში წერია, რომ  საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. 
    „ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტი 1 სექტემბერს დაიწყო. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუციის 52-ე მუხლი – რამდენიმე ვიზიტი უცხოეთში პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე გამართა.

    პუბლიკა
  5. tvati
    თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლის, ნინო მაჭარაშვილის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია – კულტურის სამინისტროს 20 თვის განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.
    მაჭარაშვილი 2022 წლის იანვარში გაათავისუფლეს.
    ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლის ინტერესებს საადვოკატო ფირმა Justice League იცავდა. იურისტმა დიტო ხვიჩიამ „პუბლიკას” უთხრა:
    თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობაზე 2021 წლის მარტში დაინიშნა. დანიშვნიდან მალევე დაიწყო საკადრო ცვლილებები ხელოვნებისა და ეროვნულ მუზეუმებში და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. „რეორგანიზაციის” სახელით მინისტრმა გაათავისუფლა ათობით თანამშრომელი, მათ შორის, ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ეკა კიკნაძე და მეცნიერი იულონ გაგოშიძე.

    publika
  6. tvati
    ევროპის საბჭოს ასამბლეა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, „აღიარონ ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმურად მისი ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ და შეწყვიტონ მასთან ყოველგვარი კონტაქტი, ჰუმანიტარული კონტაქტის გარდა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
    ერთხმად მიღებულ რეზოლუციაში ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2000 წლიდანაა.
    2020 წლის ივლისში რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა მისი პოტენციური პრეზიდენტობა 2036 წლამდე გაახანგრძლივა, რამაც გამოიწვია შეშფოთება კონტროლისა და ბალანსის სისტემის არარსებობის გამო.
    „ეს, შიდა ოპონენტების წინააღმდეგ მზარდ რეპრესიებსა და უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან ერთად, ხაზს უსვამს პრეზიდენტის უკონტროლო ძალაუფლების ფასს“, - აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესრელიზში.
    „პრეზიდენტის აბსოლუტურმა ძალაუფლებამ, რომელიც გამოწვეულია ხელისუფლების უკიდურესად ხანგრძლივი ვადით, ყოველგვარი კონტროლისა და ბალანსის სისტემის გარეშე, როგორიცაა ძლიერი პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რუსეთის ფედერაცია დე ფაქტო დიქტატურად გადააქცია “, - აცხადებენ პარლამენტარები.
    ასამბლეის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და მისი შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ დიქტატურები საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, მათი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნიან. შესაბამისად, პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ რუსეთში დემოკრატიის აღდგენა არა მხოლოდ რუსი ხალხის, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია.
    ამასთან, ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, რომელიც პასუხს აგებინებს რუსეთის ხელმძღვანელობას, მათ შორის ვლადიმერ პუტინს, მათი ქმედებების გამო, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიისთვის და MH17 ავიარეისის ჩამოგდებისთვის.

    იპნ
  7. tvati
    ადრეული ქორწინების მსხვერპლის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მოკვლიდან 6 დღე გავიდა. მომხდარს ამ დრომდე არ გამოხმაურებია განათლების სამინისტრო მიუხედავად იმისა, რომ არასრულწოვანთა ძალადობისგან დაცვაში სკოლას მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
    სკოლა ვალდებულია, ძალადობის შესახებ ინფორმაციის ან ეჭვის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში ჩააყენოს. ამიტომ ჩნდება კითხვა, სად იყო სკოლა, როცა 14 წლის გოგოს დახმარება სჭირდებოდა?
    რას ამბობს სკოლა
    14 წლის აითაჯ შახმაროვა დმანისის სოფელ ზემო კარაბულახის საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.  ამ სკოლის დირექტორი გამლეტ ისმაილოვია, რომელიც ამავე დროს დმანისის საკრებულოს დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“.
    გამლეტ ისმაილოვი ნეტგაზეთთან საუბარში ირწმუნება, რომ სკოლამ აითაჯის იძულებით ქორწინების შესახებ  არაფერი იცოდა. მისი თქმით, გოგო სკოლაში ბოლოს ივნისში, ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე გამოცხადდა. არდადეგების შემდეგ კი აითაჯი სკოლაში აღარ დაბრუნებულა.
    მიუხედავად იმისა, რომ მოკლული აითაჯის ძმა ამავე სკოლის  მოსწავლეა და დისგან განსხვავებით სწავლასაც ჩვეულებრივ აგრძელებდა, სკოლას არ მოუკვლევია, რატომ არ ესწრებოდა გაკვეთილებს მოზარდი. როგორც დირექტორი ამბობს, ისინი ბავშვის დედას ენდნენ, რომელიც ამჟამად შვილის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
    გამლეტ ისმაილოვი
    დირექტორის თქმით, იმის გამო, რომ  აითაჯი სკოლაში აღარ მისულა 15 სექტემბრიდან, გოგოს კლასის დამრიგებელმა მის მშობელთან დაკავშირება პირველად 21 სექტემბერს სცადა. მისი თქმით, დამრიგებელმა დედას დაურეკა, თუმცა ქალს ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ამიტომ აითაჯის ძმას დააბარა, რომ მშობელი სკოლაში გამოცხადებულიყო.
    დირექტორის ინფორმაციით, აითაჯის დედა სკოლაში გოგოს მკვლელობის წინა დღეს, 5 ოქტომბერს მივიდა და მისი კლასის დამრიგებელს შეხვდა.
    სკოლაც და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრიც ირწმუნებიან, რომ გოგოს მდგომარეობის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონიათ. მათივე მტკიცებით, აითაჯის შესახებ არაფერი იცოდნენ მისმა კლასელებმაც, რადგან გოგო სხვა სოფელში ცხოვრობდა.
    ამიტომ, აითაჯის გაცდენების გამო სკოლაში დაბარებულ მშობელს აცნობეს, რომ თუ ბავშვი სკოლაში არ გამოცხადდებოდა, კანონის შესაბამის პროცედურებს დაიწყებდნენ, რაც არა სოციალური მუშაკის ჩართვას ან პოლიციისთვის მიმართვას, არამედ მისთვის მოსწავლის სტატუსის შეჩერების პროცედურის დაწყებას გულისხმობდა.
    როგორც დმანისის  საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ხმალაძე ნეტგაზეთთან ამბობს, აითაჯის დედას სკოლისთვის რეალური ინფორმაცია რომ მიეწოდებინა, „სხვა პროცედურებს“ დაიწყებდნენ.
    თუმცა საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს მარნეულელი აქტივისტი სამირა ბაირამოვა. მისი ცნობით, აითაჯი იძულებით 2022 წლის დეკემბერში დანიშნეს და  სკოლაში 2023 წლის ივნისში სულ ორი დღით იყო მისული.
    აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს სკოლის დირექტორი გამლეტ ისმაილოვი. ის ირწმუნება, რომ მასწავლებლებს არ აშინებს.
    14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს „ეს არის ტყუილი. ისეთ დღეში ვართ, ასეთ თემაზე ეს როგორ შეიძლება, ეს ხომ ჩვენი სკოლის  მოსწავლე იყო? ყველას გვყავს შვილი, როგორ შეიძლება ასეთი რამ?“ — ამბობს გამლეტ ისმაილოვი.
    რა უნდა გაკეთებინა სკოლას
    ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“(PHR) იურისტი ანა თავხელიძე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ სკოლას თავად უნდა მიეღო ზომები, გამოეკვლია გარემოებები და დაედგინა, სად იყო ბავშვი.
    მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ სკოლა არ უნდა დალოდებოდა მშობლის ან ვინმეს მხრიდან შეტყობინებას და უნდა მიემართათ ზრუნვის სააგენტოსთვის, რომელიც სოციალური მუშაკის მეშვეეობით შეისწავლიდა ამ მდგომარეობას.
    ანა თავხელიძის თქმით, ახლა, პირველ რიგში, დასადგენია, რა ინფორმაცია ჰქონდა სკოლას ან საერთოდ ჰქონდა თუ არა ინფორმაცია.
    ანა თავხელიძე იმ ზომებს ასახელებს, რის გატარებასაც სკოლას კანონი ავალდებულებდა:
    როდესაც ბავშვი სკოლაში რამდენიმე კვირა არ დადიოდა, მათ უნდა მიეღოთ ყველა ზომა და უნდა გაერკვიათ ამ ბავშვის მდგომარეობა, ჩაერთოთ სოციალური მუშაკი, გადაემოწმებინათ მდგომარეობა და ასეთ შემთხვევაში გაიგებდა სკოლა, რომ ბავშვი იყო დანაშაულის მსხვერპლი და მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, გაეგრძელებინა განათლების მიღება. მას შემდეგ, რაც ეს ცნობილი გახდებოდა, მათ ასევე ევალებოდათ პოლიციისთვის შეტყობინება და შემდეგ შესაბამისი რეაგირება პოლიციას უნდა მოეხდინა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ჰქონდათ დანაშაულის შეუტყობინებლობაზე, ინდივიდუალურად უნდა დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სკოლის ყველა წარმომადგენლის მიმართ, ვინც იცოდა და ამის შესახებ სამართალდამცავებს არ შეატყობინა.
    თუმცა, როგორც ანა თავხელიძე ამბობს, ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით სახელმწიფო ლოიალურ პოლიტიკას ატარებს და ხშირად პასუხისმგებელი უწყებების დაუსჯელობა არის წახალისებული.
    „სკოლას შეტყობინების ვალდებულება აქვს ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულზე, როგორც კი ეჭვი გაუჩნდება ბავშვის მიმართ ძალადობაზე. ასეთ შემთხვევებშიც კი, როგორც წესი, სკოლების პასუხისმგებლობა არ დგება. რამდენჯერმე მიგვიმართავს ჩვენ განათლების სამინისტროსთვის, რადგან მათ ევალებათ ასეთ შემთხვევებზე რეაგირება, როცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არის დარღვეული. არცერთ შემთხვევაში რეაგირება არ მოჰყოლია და არ დამდგარა სკოლის პასუხისმგებლობის საკითხი. არაერთ სისხლის სამართლის საქმეში, მსგავსი კატეგორიის საქმეში, სადაც ჩნდებოდა ეჭვი სკოლის მხრიდან უმოქმედობის და არასათანადო რეაგირების, არცერთი ასეთი შემთხვევისას არ დამდგარა სკოლის წარმომადგენლების პასუხისმგებლობა“, — აცხადებს ანა თავხელიძე.
    იურისტის თქმით,  აითაჯის საქმეს კიდევ ერთი მუხლი უნდა დაემატოს — სამსახურებრივი გულგრილობა და ამ კუთხითაც უნდა მოხდეს სკოლის წარმომადგენლების პასუხისმგებლობის დაყენება.
    „რადგან მათ ევალებოდათ მიეღოთ შესაბამისი ზომები, რომ გაერკვიათ ბავშვის მდგომარეობა — სად იყო და როგორ იყო. თუ ამ ზომებს ისინი მიიღებდნენ, დაადგენდნენ, რომ ბავშვი იყო ძალადობის მსხვერპლი და, შესაბამისად, ექნებოდათ ეს ინფორმაცია“, —ამბობს ანა თავხელიძე.
    გარდა ამისა, ანა თავხელიძის თქმით, თუ სამირა ბაირამოვას მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, რომ დირექტორი მასწავლებლების დაშინებას ცდილობს, საქმეს  მოწმეებზე ზეწოლის მუხლიც უნდა დაემატოს.
    პროკურატურამ ბრალი საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედასაც წარუდგინა „რადგან ეს ცალკე დანაშაულია, სამართალდამცავებმა ეს საკითხიც უნდა შეისწავლონ. ეს ადამიანები [სკოლის თანამშრომლები] მოწმის სახით უნდა დაკითხონ, თუ მათზე ზეწოლა იყო, ეს სამართლებრივად არის შესაფასებელი“, — აცხადებს ანა თავხელიძე.
    ამასთან, იურისტის თქმით, თუ გამოძიებას სკოლის დირექტორის მიმართ  ეჭვები აქვს, მას უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს და თუ საბოლოო გადაწყვეტილებით დადასტურდება მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენა, უფლებამოსილება საერთოდ უნდა შეუწყდეს .
    რატომ არ რეაგირებს სკოლა ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე
    ანა თავხელიძის თქმით, ბავშვთა მიმართ ძალადობა მხოლოდ კონკრეტული რეგიონისთვის დამახასიათებელი არაა და ეს პრობლემა მთელ საქართველოში დგას.
    მისი თქმით, ასეთი კატეგორიის საქმეებში საგანმანთლებლო დაწესებულებას ძალიან პასიური როლი აქვს და, როგორც წესი, ცდილობენ ძალადობის შემთხვევები მიჩქმალონ ან არ ჰქონდეთ წამყვანი როლი.
    „ამიტომ არის მნიშვნელოვანი რეფორმები გასატარებელი, რომ ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვთა მიმართ ძალადობის და ზოგადად დანაშაულის შემთხვევებზე ეფექტური რეაგირება იყოს“, — ამბობს ანა თავხელიძე.
    მისი თქმით, პრობლემას ქმნის ისიც, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობა საზოგადოებაში ნორმალიზებულია და ამ მიდგომას იზიარებს საგანმნათლებლო დაწესებულებებიც, რის გამოც მსგავს შემთხვევებზე ისინი სათანადოდ არ რეაგირებენ.
  8. tvati
    პარლამენტში გადაწყვეტილების გაგზავნის ბოლო თარიღი 14 ოქტომბერია, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არასამუშაო დღეა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, შესაძლებელია, გადაწყვეტილება გაიგზავნოს პირველ სამუშაო დღეს ანუ 16 ოქტომბერს, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
    მისივე თქმით, ევა გოცირიძეს დასკვნა უკვე დაწერილი აქვს, თუმცა მასში ცვლილების შეტანა სხვა მოსამართლეებსაც შეუძლიათ.
    „საოქმო ჩანაწერში გარკვევით წერია, რომ დარეგისტრირდა 14-ში და პლენუმს გადაეცა 15-ში ანუ პარლამენტში გადაწყვეტილებს გაგზავნის ბოლო თარიღი არის 14 ოქტომბერი, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არასამუშაო დღეა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე შესაძლებელია, გადაწყვეტილება პირველ სამუშაო დღეს, ანუ 16 ოქტომბერს გაუგზავნოს.
    ჯერ ყველა მოსამართლემ უნდა მოაწეროს ხელი და ამის შემდეგ გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს და დაიდება ჩვენს ვებ-გვერდზე. კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტს ეგზავნება, მაგრამ ჩვენი საერთო წესებით, ვინაიდან ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით მიღებულ გადაწყვეტილებას ვაცხადებთ, მიზანშეწონილი იქნება დარბაზში გამოცხადება, რაც მოხდება მაქსიმუმ 16 ოქტომბერს.
    ევა გოცირიძემ დასკვნა უკვე დაწერა, თუმცა ამ დაწერილ ტექსტში მოსამართლეებს შეუძლიათ თავიანთი კორექტურა შეიტანონ“, - განაცხადა მერაბ ტურავამ.

    ipn
  9. tvati
    საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ და მოლდოვამ, პრაქტიკულად, დაკარგა იდენტობა, მაგრამ ეს მათი არჩევანია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს სამიტზე განაცხადა.
    „ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ადრე დსთ-ს შემადგენლობაში შედიოდა და შესაძლოა, დღესაც შედის, ამ ფორმატში არ მუშაობს, მაგრამ ეს მათი არჩევანია. საქართველოსთან ყველაფერი დაიწყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შიდა პრობლემები ძალის გამოყენებით და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმებით მოეგვარებინა და ასევე იმ შედეგებით, რაც ამ ავანტიურის შედეგად წარმოიშვა“, - განაცხადა პუტინმა.
    მისი თქმით, უკრაინამ ოდესღაც ხელი მოაწერა ფუნდამენტურ დოკუმენტს დსთ-ს შესახებ, მაგრამ სრული ფორმატით მას არასდროს შეერთებია. რაც შეეხება მოლდოვას, ქვეყანა საკუთარ იდენტობას კარგავს, მაგრამ ეს მისი არჩევანია.
    „ისეთი ქვეყანა, როგორიც მოლდოვაა, პრაქტიკულად, კარგავს თავის იდენტობას. ამ ქვეყნის ელიტა - მათ ზოგადად მიაჩნიათ, რომ ისინი მოლდოველები არ არიან, ისინი საკუთარ თავს რუმინელებს უწოდებენ, მაგრამ ეს მათი არჩევანია”, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
    მისი თქმით, ქვეყნის იდენტობის სრული დაკარგვა „მოლდოვის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის არჩევანია“.

    ipn
  10. tvati

    ახალი ამბები
    აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი თელ-ავივში ჩავიდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
    ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ისრაელელ კოლეგას, იოავ გალანტსა და პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
    პენტაგონის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრებზე განიხილავენ ისრაელის ოპერატიულ დაგეგმარებასა და ამოცანებს, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო დახმარებას.

    ipn
  11. tvati
    ამ მოთხოვნას დავაყენებთ ყოველდღე, სანამ ჩვენი მოქალაქეებისთვის ისრაელიდან საქართველოში ჩარტერული რეისი არ დაინიშნება.


    მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წვერი, დეპუტატი. 


     
    387864670_258588283340732_6855496640388358344_n.mp4
  12. tvati
    საქართველოს პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია მაღალი ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, პირველი ქართული სოციალური პლატფორმა „ფიდსის“ შექმნისათვის, ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური აქტივობების განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის (სიკვდილის შემდეგ) ღირსების მედლით დააჯილდოვა.
    სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცა და აღნიშნა, რომ ეს ჯილდო, ზოგადად, ნიკოს თაობას გადაეცემა.
    „მე, როგორც პრეზიდენტს, არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, მაგრამ თუ ასე დამთავრდა ყველაფერი, ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება, რომ ეს ჩემ მიერ ბოლოჯერ გადაცემული ჯილდო იქნება — ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანის და თაობისთვის“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
    მისი თქმით, ნიკო კვარაცხელია უცხოეთში იყო გაზრდილი, ნასწავლი და „ეს არის დღევანდელი დღის მოცემულობა, რომ არავინ არაა ერთ ადგილას, რომ არ მოძრაობდეს და არ ხედავდეს მსოფლიოს“.
    „ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ. ჩაკეტილობა არასოდეს იყო ჩვენთვის მიმზიდველი და არასოდეს იქნება ასე.
    დიდი იმედი მაქვს, ახალგაზრდები მაინც ჩათვლიან, რომ ეს ქვეყანა მათი ქვეყანაა, რომ მათთვის აქ არის პერსპექტივა, რომ არ ჩაიქნევენ ხელს და არ იფიქრებენ, რომ სხვაგან და მხოლოდ სხვაგან უნდა გამონახონ ახალი პერსპექტივა. ამ ქვეყანას სჭირდება თავისი ახალგაზრდობა“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
    22 წლის ნიკა კვარაცხელია 2021 წელს მოკლეს.

    ნეტგაზეთი
  13. tvati
    რუსი პროპაგანდისტი და „რაშა თუდეის“ მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი მორიგ ჯერზე აქებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და მწუხარებით აღნიშნავს, რომ ოფიციალური თბილისის ქცევა უფრო მოსწონს, ვიდრე ერევნის.
    თავის გადაცემაში „რისი დამტკიცებაც იყო საჭირო“ სიმონიანმა ისაუბრა ბირთვულ ულტიმატუმზე, რომლის წარდგენაც რუსეთს შეიძლება დასავლეთისთვის მოუწიოს და გაიხსენა ვლადიმერ ჟირინოვსკის სიტყვები, რომელიც თბილისის დაბომბვაზე საუბრობდა. თბილისზე საუბრისას სიმონიანმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწონა პოლიტიკა.
    რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და ზოგი პროპაგანდისტი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ხშირად აქებს საქართველოს ხელისუფლებას და მის ნაბიჯებს „პრაგმატულად“ აფასებს.

    ნეტგაზეთი
  14. tvati
    „დაახლოებით 100-მა“ ქართველმა აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი 2024 წელს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლაზე, წერს რუსული სამთავრობო მედია „ტასს“ საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
    შვეიცარიის საელჩოში მოქმედ რუსეთის ინტერესების სექციაში ამბობენ, რომ წელს ქართველი აბიტურიენტებისთვის ორასი კვოტაა გამოყოფილი, ხოლო აბიტურიენტებს დიდწილად მოსკოვსა და სანქტ-პეტებურგში სურთ სწავლა. „თუმცა ირჩევენ უნივერსიტეტებს ყაზანში, კრასნოდარში, ასტრახანში, ვოლგოგრადში, ვორონეჟში და ნოვოსიბრსკშიც“, – აცხადებენ სექციაში.
    აბიტურიენტებს ნებისმიერ უნივერსიტეტში შეუძლიათ სწავლა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის [მგუ], რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის და მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის [მგიმო] გარდა.
    „ტასს“-ის ცნობით, ძირითადი მიმართულებები, რომლებიც აბიტურიენტებმა აირჩიეს, არის მედიცინა, ლინგვისტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, იურისპრუდენცია, ეკონომიკა, ინჟენერია, სოფლის მეურნეობა და მშენებლობა.
    რუსული უნივერსიტეტები პოსტსაბჭოთა სივრცეში და გეგმა საქართველოში

    ნეტგაზეთი
  15. tvati
    საქართველოს პრეზიდენტმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი„მსოფლიოში საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და საქართველოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და უნიკალური სპორტული მიღწევებისათვის“ თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.
    დაჯილდოების ცერემონია დღეს ჭადრაკის სასახლეში, ნონა გაფრინდაშვილის მსოფლიო ტურნეს „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“ წარდგენაზე გაიმართა.
    სალომე ზყრაბიშვილის თქმით, ნონა გაფრინდაშვილი არის „ერთადერთი ადამიანი, რომელზეც ყველა თანხმდება“.
    „ჩვენში კიდევ არსებობს ეროვნული თანხმობის რაღაც ნიშნები, რაზეც ჩვენ შეიძლება მომავლისათვის იმედი დავამყაროთ, ეს თქვენ ხართ. მე მგონი, რომ თქვენ ირგვლივ ვერ იქნება ვერანაირი პოლარიზაცია. თქვენში ჩვენ ყველა ჩვენს თავს ვხედავთ, ვხედავთ იმ წარმატებულ და ძლიერ საქართველოს, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ გარეთ და შიგნით“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
     
    ნეტგაზეთი
  16. tvati
    საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის ფუნქციები ფართოვდება.
    "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილია ცვლილებები, რომლის მიხედვით, მანდატურის სამსახურის ფუნქციებს ინკლუზიური განათლების კომპონენტი ემატება. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირებას, მოსწავლის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების შესაბამისი საგანმანათლებლო პირობების შექმნის მიზნით კონსულტირებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების დანერგვისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო მხარდამჭერი მომსახურებების გაწევას.
    მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა.
    კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

    იპნ
  17. tvati
    მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
    "იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები, მიმდინარე წლის 12 ოქტომბრიდან რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იცვლება.
    სპეციალური რეჟიმი უქმდება მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის და შესაბამისად, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მათი გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
    მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. შესაბამისად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება რიკოთზე დაშვებული იქნება ორმხრივად, 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.
    ამასთან, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გაგრძელდება 24 საათიანი მონიტორინგი.
    სპეციალური რეჟიმი რიკოთის საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან მოქმედებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
  18. tvati
    ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ აკრძალა რადიკალური დაჯგუფება “ჰამასის“ წევრების მკურნალობა ქვეყნის სახელმწიფო საავადმყოფოებში, წერს The Jerusalem Post-ი.
    შესაბამისი განკარგულება გასცა ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა მოშე არბელმა. „ამ რთულ დროს ჯანმრთელობის სისტემის ყურადღება მთლიანად უნდა იყოს გადატანილი დამნაშავეობრივი ომის მსხვერპლის და ისრაელის არმიის ჯარისკაცების მკურნალობასა და მომავლისთვის მზადყოფნაზე“, - თქვა არბელმა. მისი სიტყვებით, ამ საკითხის გადაჭრა უნდა დაეკისროთ ისრაელის არმიას და უსაფრთხოების სამსახურებს.
    ასევე ნახეთ სიწმინდეები, რომლებსაც ებრაელები და პალესტინელები ვერ იყოფენ
    ცნობილი გახდა, რომ თელ-ავივის სურასკის სახელობის სამედიცინო ცენტრში არ მიიღეს „ჰამასის“ წევრი. ის მარლაში გააგზავნეს, ციხის საავადმყოფოში.
    12 ოქტომბრის დილით ისრაელის არმიამ გაავრცელა ცნობა „ჰამასის“ორი წევრის, მათ შორის დაჯგუფების სამხედრო-საზღვაო ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლის, მუჰამედ აბუ შამალისა და მუსტაფა შაჰინის მოკვლის შესახებ. შაჰინმა გადაიღო და ღია ეთერში გადასცა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა 7 ოქტომბერს. სულ, ისრაელის არმიის თანახმად, 7 ოქტომბრის შემდეგ მოკლულია 1500 „ჰამასელი“.
    ასევე ნახეთ „ხანდახან დაბომბვა წყდება, მაგრამ სიჩუმის უფრო მეშინია“, - ქართველი ებრაელი აშკელონიდან
    „ჰამასი“ რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც აკონტროლებდა ღაზის სექტორს - პალესტინელთა ანკლავს ეგვიპტესა და ისრაელს შორის. იგი არ აღიარებს ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უფლებას. „ჰამასი“ აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

    რადიო თავისუფლება
  19. tvati
    სირიის მედია იუწყება, რომ ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე დარტყმა მიიტანა. ინფორმაციას სირიის მედიაზე დაყრდნობით „ფრანს პრესი“ და „როიტერი“ ავრცელებენ.
    მათივე ცნობით, იერიშის შედეგად ორივე აეროპორტის მუშაობა შეჩერებულია.
    სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაზიანებული ორივე აეროპორტის ასაფრენი ბილიკი.
    ისრაელში სირიის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
     
     

    ავტორი - ლევან ახალაია
  20. tvati
    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაშინგტონის მხარდაჭერას უდასტურებს.
    თელ-ავივში ჩასულმა ბლინკენმა ნეთანიაჰუს უთხრა: „ჩვენ აქ ვართ, არსად არ მივდივართ“. მისი თქმით, ისრაელს მხოლოდ საკუთარი ძალებით თავის დაცვა არასდროს მოუწევს, რადგან აშშ ყოველთვის მის გვერდით იქნება.
    თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი შესრულდა, ამასთან, იყო შაბათი – ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ეს შემთხვევითობა არ არის.
    „ჰამასის“ პასუხად ისრაელმა ანტიტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და კონტრშეტევებსაც ახორციელებს. მობილიზებულია 300 ათასზე მეტი რეზერვისტი.

    პუბლიკა
  21. tvati
    პრეზიდენტმა თავდაცვის კოდექსს ხელი მოაწერა.
    ამის შესახებ განცხადება დღეს სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, დავით თევზაძემ გააკეთა.
    თევზაძის განცხადებით, პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება კოდექსში ხარვეზების მიუხედავად მიიღო.
    თევზაძის თქმით, მუშაობაა საჭირო, რათა უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული სასულიერო პირების სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებული საკითხები.
    პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე ისაუბრა საზღვაო თავდაცვის ძალებზე და მათთვის ყურადღების დათმობის საჭიროებაზე, ამასთან ხაზი გაუსვა ქვეყანაში მცირე რიცხვობრივი კონტიგენტის პრობლემას.
    თევზაძისვე თქმით, არსებულმა მოცემულობამ, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით და რის გამოც გაურკვეველია კოორდინაცია დღეს მოქმედ უსაფრთოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს შორის, ამან კი შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას.

    პუბლიკა
  22. tvati
    ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
    „აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგენის ჩამოსვლას საქართველოში”, – წერს საელჩო და საქართველოში ახალი ელჩის ჩამოსვლის ფოტოს აქვეყნებს.
    რობინ დანიგენმა აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი შეცვალა, რომელიც საქართველოში 2020 წლის იანვრიდან მუშაობდა.
    საქართველოში ელჩად დანიშვნამდე რობინ დანიგენი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ მუშაობდა. 2018-2021 წლებში იყო ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.
    დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს. 2014-2017 წლებში ის მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში.
    დანიგენი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში.

    1ტვ
  23. tvati
    “რაც შეეხება ანტირუსულ განწყობებს სომხეთში, ეს დიდწილად ხელოვნულად კეთდება”.  
    ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დსთ-ს საგარეო მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
    “ჩვენ ვიცით იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სომხეთში ბოლო წლებში იყო შექმნილი, თუმცა, წინა წლებშიც არ იყო ნაკლებობა. ეს ორგანიზაციები არ იქმნება სომხეთსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების მიზნით. პირიქით, მათი მიზანია, ანტირუსული განწყობებისთვის ნიადაგის მომზადება და რეგიონში, სომხეთის გზით აშშ-ს, ევროკავშირისა და NATO-ს წევრების ინტერესების გატარება. ამ მცდელობებით ისინი აღწევენ გარკვეულ შედეგებს”.
    სომხეთში უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევებით, წლიდან წლამდე იზრდება რუსეთის, როგორც საგარეო საფრთხედ აღქმის მაჩვენებელი.

    ნეტგაზეთი
  24. tvati
    იმამთა გლობალური საბჭო [GIC] გმობს „ჰამასის“ მიერ „ებრაელი, ქრისტიანი და მუსლიმი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილ ბარბაროსულ და ტერორისტულ აქტებს“ და სოლიდარობას უცხადებს ებრაელ ერს, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მათ „ჰამასის“ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
    ორგანიზაცია, რომელშიც ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობის წარმომადგენელი 1470-ზე მეტი იმამია გაერთიანებული, აღნიშნავს, რომ თანმიმდევრულად ეწინააღმდეგებოდა „ჰამასსა“ და მის „გენოციდურ, ანტისემიტისტურ და გამანადგურებელ იდეოლოგიას“.
    GIC ყურადღებას ამახვილებს, რომ ემორჩილება „ჰამასის“ წინააღმდეგ ისლამურისაბჭოს გამოცემულ ფატვას, რომელშიც ტერორისტულ ორგანიზაციას ბრალი ედება კორუფციასა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში, ასევე მუსლიმებს უკრძალავს ორგანიზაციის მხარდაჭერას, მისთვის თანხის შეწირვას ან მასში გაწევრიანებას.
    ორგანიზაცია აგრეთვე აცხადებს, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აქვს ნებისმიერი სახის ისლამისტობის მიმართ და ნებისმიერი პირი, ვინც „ჰამასს“ უჭერს მხარს, „საჯაროდ დაიგმობა“ და ორგანიზაციის ღონისძიებებს ვეღარ დაესწრება.
    GIC აგრეთვე გმობს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ აქციებს „ექსტრემისტული და ძალადობრივი რიტორიკით, სადაც აფრიალებენ ტერორისტული ორგანიზაციების დროშებს და სკანდირებენ გენოციდურ შეძახილებს“.
    ორგანიზაციის განცხადებას ხელს აწერს მისი მმართველი საბჭო, უფროს იმამთა კომიტეტი, მრჩეველთა კომიტეტი, გენერალური საბჭოს წევრები და ორგანიზაციის 209 იმამი 38 წევრი ქვეყნიდან.
    7 ოქტომბრის დილით ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. მათ დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს მოხუცები, ქალები და ბავშვებიც, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს.
    ისრაელმა საპასუხოდ გაზის სექტორზე დარტყმების მიტანა დაიწყო და სავარაუდოდ, მალე სახმელეთო ოპერაციასაც წამოიწყებს.
    12 ოქტომბრის მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმას ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ღაზაში საპასუხო იერიშებს — 1200-ზე მეტი.

    ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...