Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
    22 სექტემბერს დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი დღეს, 24 სექტემბერს, უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა 23 ოქტომბრამდე გადაიდო.
    22 სექტემბერს გლდანში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ასევე ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს. ისინი იმყოფებოდნენ გლდანში, ადგილზე, სადაც მანამდე თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს. შსს-ს განცხადებით, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
    რაც შეეხება ეძგვერაძეზე თავდასხმას, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დაკავეს.
    თავად ირაკლი ეძგვერაძე აცხადებს, რომ თავდასხმა თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარის, კონსტანტინე ზარნაძის ორგანიზებული იყო. ეძგვერაძე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე საკრებულოს სხდომაზე ის ზარნაძე და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ეძგვერაძის თქმით, თავდასხმისას მას უთხრეს, რომ ეს საკრებულოს უკავშირდებოდა.
    „რომ მირტყამდნენ, [მითხრეს] არ მოისვენე, ეს გინდოდაო… ზარნაძის გვარიც ახსენეს და ა.შ.“, – აცხადებს ირაკლი ეძგვერაძე.
    ეძგვერაძის თქმით, მასზე თავდასხმა კონსტანტინე ზარნაძის ორგანიზებული იყო

    netgazeti
  2. tvati
    გორის სოფელ ნიქოზში სტადიონზე მოზარდს დენმა დაარტყა. ამის შესახებ ადგილობრივებმა „მთავარ არხს“ განუცხადეს. მათივე ცნობით, მოზარდი გადარჩა და ახლა კარგადაა.
    „მთავარ არხის“ ცნობით, შემთხვევა გუშინ, 23 სექტემბერს, საღამოს მოხდა.
    „ბავშვი კარგად არის და გადარჩა. წუხელ, თამაშის დროს, შემოღობილი სადაც არის, იმაზე ხელის შეხების დროს გადაიტანა დენი და რომ არა ადგილობრივის დახმარება, შეიძლება ცუდი რამეც მომხდარიყო“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „მთავარ არხთან“.
    ადგილობრივების ინფორმაციით, სტადიონს რეაბილიტაცია ერთი კვირის წინ ჩაუტარდა. თუმცა კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც სამუშაოები ჩაატარა, „მთავარ არხთან“ ამბობს, რომ სტადიონი ჯერ გახსნილი არ არის. მისივე განცხადებით, ბავშვები სტადიონზე „უნებართვოდ“ იყვნენ შესულები.
    ნეტგაზეთი აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.

    ნეტგაზეთი
  3. tvati
    თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 25 სექტემბერს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა, - ინფორმაციას თურქული და აზერბაიჯანული მედია საშუალებები ავრცელებენ.
    მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფაგრლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს შეხვდება და ლიდერები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ.
    შეხვედრის დროს ასევე ისაუბრებენ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში გატარებულ ზომებზე ყარაბაღში და მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცების განიარაღების პროცესზე.
    ოროი ქვეყნის ლიდერები ასევე განიხილავენ ზანგეზურის დერეფნის საკითხსაც, რომელმაც აზერბაიჯანი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან უნდა დააკავშიროს.
  4. tvati
    მსოფლიო პოლონეთმა მოამზადა სატრანზიტო დერეფნები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს სჭირდებათ, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.
    "ჩვენი ფერმერების მუშაობის წყალობით, პოლონეთი თვიკმარია. ჩვენ არ გვჭირდება მარცვლეული უკრაინიდან. ომის დროს მათი შესანიშნავი მოსავლიდან ძალიან ცოტა მიდიოდა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებოდათ. პოლონეთმა მოამზადა სატრანზიტო დერეფნები, რომლის წყალობითაც უკრაინულმა მარცვლეულმა შეიძლება გაიაროს პოლონეთის ტერიტორიაზე და გავიდეს იქ, სადაც საჭირო იქნება ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ უკრაინას და იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს დახმარება სჭირდებათ", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
    მისი თმით, ის სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, უკრაინიდან პოლონეთში მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის ძალაში დატოვებას. ამასთან, პოლონეთის ლიდერის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი მაქსიმალურად დიდი იყოს.
  5. tvati
    ირაკლი ეძგვერაძე არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა და არ გამოუვიდა, მელიას დასაყრდენი იყო გლდანში, ახალგაზრდებს სცემდა, აშანტაჟებდა,  გამოირჩეოდა ისეთი სიბინძურით, რასაც წარმოადგენს მელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
    „ეს არის მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან, რომელიც იმ „შპანას“ ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. ნახსენები იყო ჩემი სახელი და გვარი, შემდეგ კოტე ზარნაძეს უკავშირებდნენ ამ ყველაფერს. მინდა, ვთქვა, ასეთი სიტყვიერი დაპირისპირებები საკრებულოში ძალიან ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ ეს ყველაფერი რჩება საკრებულოს კედლებს შიგნით. არასდროს არ ყოფილა შემთხვევა იმისა, რომ ვინმე ვინმეს დაპირისპირებოდა შემდეგ და ეს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. შესაბამისად ის, რაც მოხდა ყველაფერი უკავშირდება ბატონ ეძგვერაძეს და მის წარსულს. რაც შეეხება მის წარსულს, არ ვიცი გაქვთ თუ არა ინფორმაცია, ვინაა ირაკლი ეძგვერაძე და რას წარმოადგენს, როგორი წარსულის მქონეა. ის იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა და შემდეგ არ გამოუვიდა. შემდეგ ქუჩის ბიჭობდა და მელიას დასაყრდენი იყო გლდანში, ახალგაზრდებს სცემდა, აშანტაჟებდა, შეურაცხყოფას აყენებდა, გამოირჩეოდა ისეთი სიბინძურით, რასაც წარმოადგენს მელია. მელია არის იმ ადამიანებს შორის, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე ბინძურ, ყველაფრისმკადრებელ ადამიანად. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც რაღაც ზღვარს არ გადადიან და არ გადავლენ, მაგრამ მელია არის პოლიტიკოსებს შორის, რომელიც ყველაფრის მკადრებელია“,- განაცხადა კალაძემ.
    მისივე თქმით, გლდანში მომხდარ დაპირისპირებასთან კოტე ზარნაძეს და მას კავშირი არ აქვთ.
    „არც კოტე ზარნაძეა რაიმე კავშირში ამ დაპირისპირებასთან და არც, რა თქმა უნდა, მე.
    ფაქტს, რაც შეეხება, ძალიან მძიმეა. როდესაც პოლიციელს შეურაცხყოფას აყენებ, ეს არის უმძიმესი დანაშაული. თუმცა ვიმეორებ, მელია არის ზონდერი, ყველაზე ბინძური ადამიანი, რომელიც ყველაფრის მკადრებელია და მისგან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს, თუმცა მის ამ საქციელს აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
     

    ავტორი - ანი ქაჯაია
  6. tvati
    ვატიკანში უნიკალურ ქართულ მასალებს მიაკვლიეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციასშ ორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. შესაბამისად, მეცნიერებს, მკვლევრებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვატიკანის ბიბლიოთეკებში, არქივებსა და მუზეუმების საცავებში იმუშაონ.
    885-კილომეტრიანი თაროები, 35 ათასი ტომი, დაახლოებით 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი – ფასდაუდებელ ხელნაწერთა უზარმაზარ კოლექციაში საქართველოს შესახებ დღემდე უცნობი ამბებიც აღმოჩნდა. უკვე ეჭვგარეშეა, რომ ვატიკანის არქივები ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვან ფურცლებს ინახავს.
    მკვლევრების ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ ეკატერინე ჭავჭავაძის პირად არქივში, რომელიც სწორედ ვატიკანშია დაცული, შესაძლოა ნიკოლოზ ბარათაშვილის სურათიც აღმოჩნდეს.

  7. tvati
    უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების თავდასხმები ოთხი მიმართულებით მოიგერიეს და მოწინააღმდეგეს ვერბოვოს რაიონიდან უკან ახევინებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
    „უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევითი ოპერაცია ხორციელდება მელიტოპოლის მიმართულებით და ბახმუტის მიმართულებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.
    გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა.
    "ლიმანის მიმართულებით, თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმები დონეცკის ოლქის ბელოგორივკას რაიონში. გარდა ამისა, ბახმუტის მიმართულებით, მტერი ცდილობდა დაკარგული პოზიციის აღდგენას დონეცკის ოლქის კლეშჩიევკას რაიონში, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს დონეცკის ოლქის ბახმუტის სამხრეთით, მტერს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვა დანაკარგებს აყენებენ და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან", - აცხადებენ გენშტაბში.
    მათივე ცნობით, მარინკას მიმართულებით, რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელეს მარინკას მიდამოში და დონეცკის ოლქის პობედას რაიონში.
    ხერსონის მიმართულებით კი უკრაინის თავდაცვის ძალები ანადგურებენ მომარაგების საცავებს და მტრის ზურგში წარმატებულ შეტევას ახორციელებენ.

    იპნ
  8. tvati
    რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ზოგიერთი ქვეყანა თამაშობს უკრაინასთან, რომელსაც ჯერ იარაღს აწვდის და შემდეგ ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს.
    ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა იმედგაცრუებული, რომ მშვიდობის დამყარების მცდელობამ შედეგი არ გამოიღო, რომის პაპმა უპასუხა, რომ გარკვეულ იმედგაცრუებას გრძნობს.
    „მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან, იარაღის ვაჭრობასთან. არ უნდა ვითამაშოთ ამ ხალხის მოწამეობით. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ პრობლემების მოგვარებაში. ახლა ვხედავ, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკან იხევს და არ სურს უკრაინისთვის იარაღის მიცემა. იწყება პროცესი, რომელშიც მოწამე რა თქმა უნდა, იქნება უკრაინელი ხალხი და ეს მახინჯი რამ არის“, - განაცხადა მან.

    იპნ
  9. tvati
    საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
    დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, თბილისის დროით 08:00 საათზე, თბილისიდან 4 კმ_ში, სოფელ ლელუბანთან მოხდა 4.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
    მიწისძვრა შეგრძნებადი იყო თბილისის მოსახლეობისთვისაც.
    ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
  10. tvati
    კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ძალადობას და ფიზიკურ დაპირისპირებას! სამწუხაროდ, დღეს არც ოცნებას და არც ნაციონალურ მოძრაობას არ შეუძლიათ პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ცირკს მომავალ არჩევნებზე წერტილს დაუსვამენ! ოცნებას კი მოვუწოდებთ, გამოიძიოს მომხდარი დანაშაული და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს მოძალადეები!


    გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.  შარაშიძე.mp4
  11. tvati
    უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის თავდაცვა გაარღვიეს, - აღნიშნულია განცხადება CNN-თან ინტერვიუში უკრაინის ჯარების ოპერატიული-სტრატეგიული დაჯგუფების „ტავრიის“ მეთაურმა, ოლექსანდრ ტარნავსკიმ გააკეთა.
    სამხრეთის ფრონტზე უკრაინული ჯარის კონტრშეტევის მეთაურმა, უახლოეს მომავალში უფრო დიდი გარღვევაც დააანონსა.
    „ვერბოვოესთან, მარცხენა ფლანგზე გარღვევა გვაქვს და ვაგრძელებთ წინ სვლას. იმდენად სწრაფად არა, როგორც მოსალოდნელი იყო და რასაც ომზე ფილმებზე აჩვენებენ ხოლმე... მთავარია - ინიციატივა არ დავკარგოთ", - განაცხადა ტარნავსკიმ.
    CNN-ი აღნიშნავს, რომ რუსული მხარე სხვაგვარ ინფორმაციას ავრცელებს, მაგრამ ვიდეომასალა ადასტურებს იმას, რომ უკრაინელებმა სოფელ ვერბოვოესთან რუსული თავდაცვის მნიშვნელოვანი მონაკვეთი ნამდვილად გაარღვიეს.
    აღნიშნული დასახლებული პუნქტი 2022 წლის თებერვლიდან ოკუპირებული იყო.

    ipn
  12. tvati
    უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა ყირიმის ხიდზე რეგულარულ დარტყმებს მიიტანს.
    მისივე განცხადებით, შეტევები ხიდზე გაგრძელდება და მისი განადგურებით დასრულდება.
    „კითხვა იმაში კი არ არის, შევუტევთ თუ არ შევუტევთ ხიდს? ჩვენ ამას რეგულარულად ვაკეთებთ და ამიტომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია", - განაცხადა ბუდანოვმა.
    ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ბუდანოვმა უპასუხა: „და რას გააკეთებს პუტინი? მას ისევ გული დაწყდება. რისი გაკეთება შეუძლია?!“.
  13. tvati
    მივმართავ თბილისის მერს და ოცნებას - სტრატეგიულ პარტნიორებს დამატებით მტკიცებულებებს რომ თხოვთ, რუსული სანქცირებული კომპანია “კამაზისგან” თქვენ არ იყიდეთ 5 მილიონის ტექნიკა და ამით ქართული ფულით თქვენ არ გააძლიერეთ რუსეთის ტერორისტული არმია, რომელსაც სწორედ “კამაზი” ამარაგებს სამხედრო ტექნიკის კომპონენტებით?
         ნაცქოცური შეხლა-შემოხლის შესახებ, რასაც არანაირი კავშირი საქართველოს მომავალთან არ აქვს და მხოლოდ ქვეყნის წარსულში დაბრუნებას ემსახურება.
      გიორგი შარაშიძე, პარტია #საქართველოსთვის წევრის, გამოსვლა თბილისის საკრებულოს სხდომაზე. 382241379_516634157352023_5818103888160395015_n.mp4
  14. tvati
    სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა, თექვსმეტი კი დაიჭრა გუშინ, ყირიმში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის დაბომბვის შედეგად, ამბობს უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი.
    მისივე თქმით, მონაცემებში არ არიან გათვალისწინებულნი სამხედროები, რომლებიც შტაბში არ მუშაობდნენ. „სამხედროები, რომლებიც სამსახურს გადიან, დაცვის პერსონალი და ასე შემდეგ, არ შედიან ჩემს ჩამოთვლილ მონაცემებში“, – აღნიშნა ბუდანოვმა.
    ამასთან ერთად, ბუდანოვს ჰკითხეს ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის დაღუპვის შესახებ. ბუდანოვმა უპასუხა, რომ დაზვერვას არ აქვს ცნობები, გადარჩა თუ დაიღუპა სოკოლოვი.
    ყირიმში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე სარაკეტო თავდასხმა გუშინ განხორციელდა.
    ყირიმში რუსული შავი ზღვის ფლოტის შტაბი დაიბომბა ნეტგაზეთი
  15. tvati
    გლდანში, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 პირი დააკავა.
    უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გლდანში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
    „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გლდანში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.
    დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული ე.ჩ., 1996 წელს დაბადებული ტ.ხ.,1988 წელს დაბადებული გ.ქ., 1989 წელს დაბადებული ლ.ა., 1997 მ.ს. და 1994 წელს დაბადებული ბ.ა.
    დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, გლდანში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
    სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 6 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
    ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
    აღსანიშნავია, რომ ძალადობის ფაქტზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დაშავებული პირების მეგობრებმა და თანაპარტიელებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა. ასევე, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო იმ პირების მიმართაც, რომლებიც სამართალდამცველებს ხელს უშლიდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
    დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.
    სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ipn
  16. tvati
    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაოაბზე განცხადებას ავრცელებს.
    განცხადების თანახმად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.
    „ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს?
    ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება.
    სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.
    პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე”, - ნათქვამია განცხადებაში.
  17. tvati
    პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო.
    კერძოდ, კონსტიტუციური წარდგინება ეხება საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხს.
    საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ზეპირი მოსმენით, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით განიხილავს.
    „განხილვის საგანია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით”, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
    მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

    იპნ
  18. tvati
    ნაცემია ენმ-ის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე. მან ტელეკომპანია „პირველთან” თქვა, რომ თავს საკრებულოდან დაბრუნების შემდეგ სახლთან დაესხნენ, მისი თქმით, მას თავს დაესხნენ კოტე ზარნაძის გარემოცვის წევრები. მომხდარს ეძგვერაძე სწორედ კოტე ზარნაძესთან საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებს.
    როგორც ეძგვერაძე ამბობს თავს დაესხა 30-ზე მეტი ადამიანი, მისი თქმით, ეს ადამიანები არჩევნებში დედაქალაქის მერს და კოტე ზარნაძეს „გვერდში უდგას”. ეძგვერაძის თქმით, შეუძლია ყველა მათგანის ამოცნობა.
    „პუბლიკა” დაუკავშირდა შსს-ს, არიან თუ არა დაკავებულები ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმაში მონაწილე პირები. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

    პუბლიკა
  19. tvati
    "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ენმ-ის დეპუტატს თბილისის საკრებულოში, ირაკლი ეძგვერაძეს თავს ე.წ. კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის, ძმა, ლევან შუკაკიძე დაესხა. 
    ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის სახელი რამდენიმე წუთის წინ, ენმ-ს ყოფილმა თამჯდომარემაც დაასახელა. 
    შეგახსენებთ, რომ 2020 წელსაც, გლდანში, 84-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი ხელჩართული დაპირისპირებისა და სროლის მთავარ ორგანიზატორად ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის ძმა, ლევან შუკაკიძე დასახელდა, თუმცა ეს უკანასკნელი მაშინ არავის დაუკავებია. 
    ნიკა მელია მაშინ ამბობდა, რომ სწორედ ე.წ. კანონიერ ქურდის ნოდარ შუკაკიძის ხელი ურევია მისი შტაბის გადაწვის საქმეშიც.
    ოპოზიციის ინფორმაციით, ძმები შუკაკიძეები "ქართული ოცნების" ლიდერებთან დაახლოებული პირები არიან. 
    ფაქტს ადასტურბს "ტვ პირველისთვის" მოწოდებული ფოტოც, სადაც ლევან შუკაკიძე "ოცნების" ერთ-ერთ ლიდერთან, კოტე ზარნაძესთან ერთად არის აღბეჭდილი. 
    შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძე საკუთარ სახლთან თავს 60-მდე ხელკეტით შეიარაღებული პირი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.  
         


    ტვ პირველი
  20. tvati
    “ბატონი ხაზარაძე გუშინაც თავს დაესხა გიორგი გახარიას, მაგრამ ჩვენ ამ თავდასხმებს არ ვუპასუხებთ მარტივი მიზეზის გამო: ჩვენ ვუსურვებთ ლელოს, რომ გადალახოს საპარლამენტო ბარიერი და 2024 წლის პარლამენტში მოხვდეს.”


    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.

     
    381073989_333980299197837_4167681725527177123_n.mp4
  21. tvati
    ოკუპირებულ ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების მიხედვით, შენობა მნიშვნელოვნადაა დაზიანებული.
    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ხუთი რაკეტის ჩამოგდება მოახერხა. სევასტოპოლის საოკუპაციო მერის, მიხაილ რაზვოჟაევის თქმით, რაკეტის ნამსხვრევები სხვადასხვა წერტილში დაეცა. იგი აგრეთვე ამბობდა, რომ შესაძლებელი იყო მორიგი თავდასხმა და მოუწოდებდა მოქალაქეებს, არ გასულიყვნენ ქალაქის ცენტრში.
    რაც შეეხება შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობას, „მედუზას“ ცნობით, სარაკეტო დარტყმის შემდეგ შენობაში ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული კადრების მიხედვით კი, ძლიერაა დაზიანებული შენობის სახურავისა და ზემო სართულების ნაწილი.
    მომხდარს გამოეხმაურნენ უკრაინაშიც. უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა დაწერა: „ხომ გპირდებოდით, რომ გაგრძელება იქნეოდა. სანამ ოკუპანტები მელიტოპოლში ცდილობენ ძალების აღდგენას, სევასტოპოლში კვლავაც ისმის საჰაერო განგაშის ხმა. ყველა რაკეტა ჩამოგდებულიაო! იმედი მაქვს, რუსული საჰაერო თავდაცვა არც შემდეგში გაგვიცრუებს იმედებს“.

    ნეტგაზეთი


  22. tvati
    “დღეს აქ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ანკლიის პროექტზე, არამედ ბევრად უფრო მძიმე საკითხზე და ეს საკითხი არის ამ ქვეყნის კონსტიტუციით, საზოგადოებით, ხალხით გადაწყვეტილი, არჩეული გზა დემოკრატიული განვითარებისა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლიბისა, რომლებიც 30 წელია იცავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუბერენიტეტს. ვსაუბრობთ იმ კითხვის ნიშნებზე, რომელიც ქვეყნის ისტორიაში პირველად გააჩინა “ოცნებამ “ - არის თუ არა სწორი ეს გზა ? ვსაუბრობთ იმ ცრუ ალტერნატივის შექმნაზე, რომ ვინმეს შეუძლია უზრუნველყოს საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების დაცვა, გარდა დასავლური მხარდაჭერისა, გარდა იმ ხალხისა, რომელმაც თავისი საქმითა და პოზიციის ერთგულებით დააფიქსირა ამ ქვეყნის მხარდაჭერა, აღარ ვსაუბრობ მილიარდობით ფინანსურ რესურსზე. შესაბამისად ეს დისკუსია ცდება ერთი ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობის დისკუსიას და ეხება ქვეყნის დასავლური დემოკრატიის დანერგვის გზას და ამ ქვეყნის დასავლურ დემოკრატიაზე განვითარების გზის ცრუ ალტერნატივის შექმნას.”

    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 382716938_976971733594427_2435881071536013374_n.mp4
  23. tvati
    “სამწუხაროდ, არ მაქვს განცდა, რომ შოვის მძიმე ტრაგედიის შედეგად ხელისუფლებამ გაკვეთილი ისწავლა. პრემიერმა და შს მინისტრმა კონსტიტუცია დაარღვიეს - მე პირადად მივმართე პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს და პასუხები არ მიგვიღია. ნებრისმიერი სპექტაკლი ახლა მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და “ოცნების”ინტერესშია. თუ ჩაიშალა გომელაურის ინტერპელაცია, რა თქმა უნდა, ეს “ოცნებას” აწყობს.”

    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 382772429_833108501797765_5919690200196459084_n.mp4
  24. tvati
    დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, კონსტანტინე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
    დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ეძგვერაძემ სიტყვით გამოსვლისას ზარნაძეს „არარაობა“ უწოდა.
    აღსანიშნავია, რომ ზარნაძემ საპასუხოდ ეძგვერაძის მისამართით დროშები ისროლა, რომელიც მაგიდაზე იდო.
    ამ დროისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.
    ცნობისთვის, დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა ფრაქცია „ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ წევრს, კონსტანტინე ზარნაძესა და თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნინო კვიტაიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც თავის მხრივ, კონსტანტინე ზარნაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.
    კერძოდ, ზარნაძემ აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც მანქანით გადაადგილდებოდა, მასთან „ორი მანქანით მივიდნენ და ლანძღვა დაუწყეს“. როგორც ზარნაძემ განაცხადა, ისინი მას აგინებდნენ, მანქანას კი სტიკერები დააკრეს, რომელიც სალანძღავ სიტყვებს შეიცავდა. აღნიშნულს გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი. როგორც მან აღნიშნა, კოტე ზარნაძემ „აღნიშნულ პირებს შუა თითი უჩვენა“.

    ipn
  25. tvati
    „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოების დავის განხილვის ვადით შეჩერების  მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
    „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ გასულ წელს მიიღო გადაწყვეტილება მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალდის კანიონის კერძო პირისთვის იჯარით გადაცემის შესახებ და კომპანიის შესარჩევად აუქციონი გამოაცხადა. ბალდის კანიონს საქართველოს კანონმდებლობით ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
    აუქციონში გამარჯვებული კომპანია „კანიონი 350“-ია, რომელთანაც „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ ხელშეკრულება გააფორმა. „სოციალური სამართლის ცენტრის“ თქმით, ადგილობრივებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.
    „სოციალური სამართლის ცენტრის“ ინფორმაციით, არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტები, რაც მომავალში მოსახლეობას კანიონის ტერიტორიაზე უსასყიდლოდ დაშვების გარანტიას მისცემდა. საუბარია ადგილობრივების ინტერესების გაუთვალისწინებლობასა და სააგენტოს გადაწყვეტილების მართებულობის რაობაზე, რომლითაც ბუნებრივი ძეგლის ტერიტორიაზე როლერის ატრაქციის მოწყობა დასაშვებად მიიჩნიეს.
    „სოციალური სამართლის ცენტრის“ თქმით, ადგილობრივების გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან გამორიცხვით, უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები.
    „სოციალური სამართლის ცენტრის“ ინფორმაციით, ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიას ენიჭება სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობის უფლება, რაც ტერიტორიის გადაცემის და ხელშეკრულების გაფორმების წინა ეტაპზე, წინასწარ განსაზღვრული არ არის. ასევე, კომპანიას ენიჭება უფლება, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები შეიტანოს გადაცემულ არქიტექტურულ პროექტში – „გულისხმობს მისი (კომპანიის) შეხედულებისამებრ და მხოლოდ სსიპ ,,დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან“ შეთანხმებით, დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობას, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების და პროცესის საჯაროობის და მასში დაინტერესებულ პირთა ჩართვის უზრუნველყოფის გარეშე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
    „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ბუნების ძეგლის განკარგვის პროცესი საქართველოში გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სისტემურ ჩავარდნებს ააშკარავებს. მათი შეფასებით, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას და ჩართულობას უნდა უზრუნველყოფდეს, „არაეფექტურია და ხშირად მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს“.
×
×
  • შექმენი...