Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრი გამოკითხვაზე დაიბარეს.
    როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, უწყებაში მათი გამოკითხვა 15:00 საათზეა ჩანიშნული.
    შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და განიხილება „ევრომაიდნის“ სცენარი.
    სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. სუს-ის ინფორმაციითვე, რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“.
    „დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით“,- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
  2. tvati
    "რატომ გახარია? პასუხი მარტივია - ის არის ერთადერთი პოლიტიკური ცენტრი, საკმაოდ კომპეტენტური გუნდით, რომელიც თანაბრად არის დისტანცირებილი ნაცებისგან და ქოცებისგან. ეს პოზიცია დღეს არის ყველაზე მოთხოვნადი. ამომრჩეველი დაიღალა არჩევანით მანკირ წარსულსა (ნაცები) და მანკიერ აწმყოს (ქოცები) შორის და ეძებს მეტ-ნაკლებად მისაღებ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ დახშული წრიდან გამოიყვანენ და უკეთესი მომავლის არჩევანს შესთავაზებენ."  გია ხუხაშვილი, ანალიტიკოსი
    ჯორჯიან თაიმსი
  3. tvati
    დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს - ქართული ოცნება 37%, გამარჯვების პლატფორმა 22% | Edison Research- ის კვლევა
    პოლიტიკა პუბლიკა20:40, 28 სექტემბერი, 2023 Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
    ქართული ოცნება – 37% გამარჯვების პლატფორმა – 22% საქართველოსთვის – 10% გირჩი მეტი თავისუფლება, დროა – 4% ლეიბორისტული პარტია – 4% ლელო – 4% ხალხისთვის (ანა დოლიძე) – 4% გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4% კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო – 3% მოქალაქეები – 2% ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – 1% პატრიოტთა ალიანსი – 1% სხვა – <1% კვლევის მიხედვით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციის გარეშე:
    ქართული ოცნება – 25% გამარჯვების პლატფორმა – 15% საქართველოსთვის – 6,8% გირჩი მეტი თავისუფლება, დროა – 3% ლეიბორისტული პარტია – 2,9% ლელო – 3,9% ხალხისთვის (ანა დოლიძე) – 2,9% გირჩი (იაგო ხვიჩია) – 2,6% კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო – 2% ხალხის ძალა – 1,9% მოქალაქეები – 1,2% ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – 0,9% პატრიოტთა ალიანსი – 0,8% სხვა – 0,4% არ ვიცი/უარი პასუხზე – 31,8 „ფორმულას“ ცნობით, კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.
  4. tvati
    18 და 19 წლის გოგოები 60 წლამდე კაცს გაუპატიურებაში, პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის ვიდეოს უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებაში, ასევე არასრულწლოვნებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. თუმცა კაცმა პოლიციის განყოფილება გამოკითხვის შემდეგ შემაკავებელი ორდერითა და ელექტრონული სამაჯურით დატოვა.
    ამის შესახებ ინფორმაციას ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია “საფარი” ავრცელებს, რომელიც გოგოების ინტერესებს იცავს.
    ორგანიზაციის ცნობით, გოგოებმა პოლიციას 9 დღის წინ, 19 სექტემბერს მიმართეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კაცის მხრიდან ძალადობასა და გაუპატიურებაზე ორივე მათგანი საუბრობდა, შსს-მ მხოლოდ ერთი გოგო გამოკითხა, ხოლო მეორეს, მოთხოვნის მიუხედავად, უთხრა, რომ იმ მომენტში ამის დრო არ ჰქონდათ და მეორე დღეს დაურეკავდნენ, თუმცა არც გადაურეკავთ.
    “საფარის” ცნობით, 60 წლის კაცის მხრიდან ჩადენილი ქმედება შეიცავს დანაშაულების შემდეგ ნიშნებს: გაუპატიურება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა, ადევნება, პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო-ვიდეომასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება, იძულება, ტრეფიკინგი.
    ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას თანახმად, გოგოები ჰყვებიან, რომ ისინი არ არიან 60 წლამდე კაცის ერთადერთი მსხვერპლნი და საუბარია 10-ზე მეტ გოგოზე, მათ შორის, არასრულწლოვნებზე, რომელთაც კაცი სოციალური ქსელების საშუალებით უკავშირდებოდა, მათ ნდობას მოიპოვებდა, შემდეგ კი მათზე ძალადობდა და აშანტაჟებდა.
    “აიძულებს მათ სექსს, აუპატიურებს, სცემს, აიძულებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას, უღებს პორნოგრაფიულ ვიდეოებს და ავრცელებს მათ.
    გოგოებს აქვთ სერიოზული სამხილები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები, კაცთან მიმოწერები, ასახელებენ ყველას, ვინც ამ დანაშაულშია გარეული, ასახელებენ სხვა მსხვერპლებს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ბავშვები არიან…
    ანუ ძალიან სერიოზულ და არაერთ დანაშაულთან გვაქვს საქმე, მაგრამ 19 სექტემბრის შემდეგ ეს კაცი ელექტრონული სამაჯურით დადის”, — განმარტავს ბაია პატარაია.
    მისი თქმით, ფაქტი, რომ კაცი მხოლოდ ელექტრონული სამაჯურის საფუძველზე გამოუშვეს და ისიც, მხოლოდ ერთ გოგოსთან მიახლოებას უკრძალავს, საფრთხეში აგდებს როგორც მეორე გოგოს, ასევე, სხვა სავარაუდო მსხვერპლებს.
    ასევე, პატარაიას თქმით, არსებობს მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის დიდი ალბათობაც, რადგან კაცი, რომელსაც არასრულწლოვნებზე ძალადობასა და გაუპატიურებაში ადანაშაულებენ და რომელმაც 9 დღეა იცის, რომ მის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, ამ დრომდე თავისუფალია.
    პატარაია მიიჩნევს, რომ კაცი შსს-ს მაშინვე უნდა დაეკავებინა.
    გარდა ამისა, პატარაია საუბრობს პოლიციის მხრიდან სამსახურებრივ გულგრილობაზეც. მისი თქმით, მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, შსს-მ მხოლოდ ერთი გოგო გამოკითხა, მეორეს კი უარი უთხრა მაშინვე გამოკითხვაზე.
    ამასთან, “საფარის” შეფასებით, პოლიციაში გოგო დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა, რადგან მას აიძულეს გაუპატიურების შესახებ ესაუბრა კაცი პოლიციელების წინაშე, ასევე, უსვამდნენ “სრულიად არასაჭირო და ქალისთვის დამამცირებელ კითხვებს”, როგორიცაა: მოდუნდი თუ არა; წინააღმდეგობას თუ უწევდი და სხვა.
    “ყველა ეს შეკითხვა დისკრიმინაციულია, რადგან ეს ნიშნავს, რომ გამოძიება მოითხოვს, რომ ქალმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიოს, როდესაც საუბარია არასრულწლოვანზე”, — აცხადებს პატარაია.
    გარდა ამისა, ერთ-ერთ მსხვერპლს პოლიციის განყოფილებაში ხანგრძლივი დროის გატარება მოუწია მოძალადის გვერდით, რაც “საფარის” თანახმად, მისთვის დამატებითი სტრესი იყო.
    “საფარი მიიჩნევს, რომ პოლიციის იმ განყოფილების მიერ მიღებული ზომები, რომელიც ამ ეტაპზე იძიებს საქმეს, არის არაეფექტური. არსებობს რისკი, რომ იმავე განყოფილებაში, იმავე პოლიციელებთან კომუნიკაციისას, ქალს დაუმძიმდეს ემოციური ფონი და გახდეს განმეორებითი ვიქტიმიზაციის მსხვერპლი”, — ნათქვამია “საფარის” განცხადებაში.
    ბაია პატარაია განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას ჰყავს მსგავსი შემთხვევებისთვის გადამზადებული თანამშრომლები, ვინც შეძლებდა გოგოების გენდერული დისკრიმინაციის გარეშე გამოკითხვას, თუმცა ამ შემთხვევაში ისინი არ ჩართულან.
    “საფარი” მოითხოვს, რომ ინტიმური შინაარსის პირადი და პერსონალური ინფორმაციის მოპოვება-შენახვა-გავრცელების ნაწილში სისხლის სამართლის მიმართულებით გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყოს, სხვა დანაშაულები კი გადაეცეს თბილისის მთავარ საგამოძიებო სამმართველოს.
    ამასთან, ორგანიზაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საქმეში არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოც ჩაერთოს. ამასთან, “საფარი სახალხო დამცველსაც მიმართავს, რომ დაინტერესდეს აღნიშნული საქმით და მონიტორინგი გაუწიოს გამოძიებას.
    “ნეტგაზეთი” ინფორმაციის დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 147-ე მუხლებით , რაც მუქარასა და გაუპატიურებას გულისხმობს. თუმცა შსს-ში არ აკონკრეტებენ, ერთ შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება თუ მეტზე.
    “ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

    ნეტგაზეთი
  5. tvati
    უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 21,326 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ხოლო 2023 წლის იანვარ-ივნისში 6,539 - ამასთან, 6 თვეში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაშია აღნიშნული.
    ანგარიშის თანახმადვე, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიების რიცხვი 1995-2021 წლებთან შედარებით 3-ჯერაა გაზრდილი.
    „უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 21,326 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 1995-2021 წლებში რეგისტრირებულ რუსულ კომპანიების რიცხვზე 3-ჯერ მეტია. უშუალოდ 2023 წლის იანვარ-ივნისში 6,539 კომპანია დარეგისტრირდა. 2022-2023 წლებში დარეგისტრირებული კომპანიების 95% ინდივიდუალური საწარმოა”,- ნათქვამია ანგარიშში.
    რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ანგარიშის თანახმად, 2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ დოლარი შეადგინა.
    კვლევის შედეგების მიხედვით, რუსეთიდან გადმორიცხული თანხის წილი მთლიან გზავნილებში 47.5% იყო.
  6. tvati
    საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება - იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია, - ამის შესახებ აღნიშნულია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაში - “საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ზრდას განაგრძობს: 2023 წლის იანვარი-ივნისი“.
    როგორც ორგანიზაციის კვლევის შედეგებშია აღნიშნული, დამოკიდებულების ზრდა ყველაზე მეტად ფულადმა გზავნილებმა და პროდუქციის იმპორტმა განაპირობა.
    „საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდის ტენდენცია 2023 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა. იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია. დამოკიდებულების ზრდა ყველაზე მეტად ფულადმა გზავნილებმა და პროდუქციის იმპორტმა განაპირობა. რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 21,326 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 1995-2021 წლებში რეგისტრირებულ რუსულ კომპანიების რიცხვზე 3-ჯერ მეტია. უშუალოდ 2023 წლის იანვარ-ივნისში 6,539 კომპანია დარეგისტრირდა. 2022-2023 წლებში დარეგისტრირებული კომპანიების 95% ინდივიდუალური საწარმოა 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 578 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია. რუსი ვიზიტორების წილი ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20%-ია, რაც რეკორდული მაჩვენებელია რუსი ვიზიტორების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, მხოლოდ 2022 წელს 62,300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად 2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან გადმორიცხული თანხის წილი მთლიან გზავნილებში 47.5% იყო. 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 34%-ით გაიზარდა და 344 მლნ დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი გაიზარდა 38 მლნ დოლარით (275%-ით). რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით კვლავაც ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2023 წლის 6 თვეში რუსეთში ღვინის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა და 82 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთის ბაზარს საქართველოს ღვინის ექსპორტში 65% უჭირავს 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 31%-ით გაიზარდა და 927 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთის წილი საქართველოს ჯამურ იმპორტში 12.9%-ია, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია 2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა - 75%-ით. რუსეთ-უკრაინის ომამდელ პერიოდთან შედარებით, ნავთობპროდუქტების იმპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან გაზის იმპორტი 119%-ით გაიზარდა. რუსული გაზის წილმა საქართველოს შიდა მოხმარებაში 24% შეადგინა, როცა 2022 წლის იანვარ-ივნისში 11.6% იყო 2022 წელს რუსეთიდან 108 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც რეკორდული წლიური მაჩვენებელია. 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა 7-ჯერ გაიზარდა და 56 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 27 მლნ დოლარი საფინანსო სექტორში, ხოლო 18 მლნ დოლარი უძრავი ქონების სფეროში განხორციელდა”,- ნათქვამია ანგარიშში.
    რაც შეეხება ორგანიზაციის რეკომენდაციებს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად უფრო აქტიურად და დაჩქარებულად დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ქვეყანას ჯერ არ აქვს ასეთი შეთანხმება.
    „საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს, თუმცა ეკონომიკური მონაცემები საპირისპიროს აჩვენებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას: რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად უფრო აქტიურად და დაჩქარებულად დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება; გააჩნდეს სტრატეგია, თუ როგორ შეამცირებს ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას მომავალი წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებები არ უნდა გასცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის”,- ნათქვამია ანგარიშში.
  7. tvati
    მელია დღეს ახალ პლატფორმაზე კი არ უნდა საუბრობდეს, ციხეში უნდა იჯდეს,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
    ის ასევე გამოეხმაურა „ტვ პირველის“ ეთერში გიგი უგულავას გაკეთებულ განცხადებას ერთობის თაობაზე, სადაც უგულავამ Game of Thrones გაიხსენა და აღნიშნა, რომ როცა “თეთრი ზომბები მოდიან, ყველა გამონახავს საერთო ენას", ლილუაშვილი უგულავას ურჩევს ფანტასტიკას თავი დაანებოს.
    „რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო - ნაკლებად მგონია, რომ Game of Thrones-ის მწარმოებლებმა გიგი უგულავა თავის პრომოუტინგისთვის დაიქირავეს, ამიტომ მგონია, რომ უგულავამ თავი უნდა დაანებოს ფანტასტიკის სფეროში ყოფნას როგორც პოლიტიკურად, ისე არაპოლიტიკურად. მელიას რაც შეეხება, მასზე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მელია დღეს პარტიიდან გამოყოფაზე კი არ უნდა საუბრობდეს და პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბებაზე, ის უნდა იჯდეს ციხეში იმის გამო, რაც არა ჩვენ, ან ვინმე სხვამ, არამედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ 20 ივნისს იყო პირდაპირ შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, მათ შორის, მელიას მონაწილეობით. რაც შეეხება გვარამიას, დაველოდოთ როგორ ჩამოყალიბდება, იდეების დონეზე ვერ შევაფასებ, ვნახოთ სად წავა და რას გააკეთებს”,- განაცხადა ლილუაშვილმა.
  8. tvati
    "ოცნების’’ პროპაგანდის ლოგიკა არის შემდეგი - რაც უფრო დაუჯერებელ ტყუილს ვიტყვი, უფრო მარტივად გავყიდი. ანუ თეთრზე გვიმტკიცებენ, რომ არის შავი.
        "ოცნების"  ხელისუფლება გვიმტიცებს, სალომე ზურაბიშვილი რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს ხვდება, ეს ცუდია საქართველოსთვის… სასაცილოა უბრალოდ.

      ეს არის "ოცნების" გასაცოდავებული სახის დასტური.


    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 384385806_1030557834742229_6170517930378237427_n.mp4
  9. tvati
    “დღეს ლავროვმა პირდაპირ დაადასტურა, „ოცნების“ ხელისუფლება „ჩაუშვა“, რომ რეალურად ეს იყო არა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, არამედ ეს იყო შეთანხმებული მოქმედება, “ოცნების“ ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის.”

    მიხეილ დაუშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი.  384752305_1736015380178597_3200447196257494685_n.mp4
  10. tvati
    “ისინი ხედავენ, რომ მთავარი მეტოქე გახარიაა. “ოცნების” მთავარი მიზანი და სურვილია, რომ 2024 წლის არჩევნებში ერთადერთ მეტოქედ ყავდეს “ნაციონალური მოძრაობა”.

    მიხეილ დაუშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი.  384760003_275056622075676_6473414670314928865_n.mp4
  11. tvati
    “მთელი “ოცნების” ნარატივი აწყობილია იმაზე, რომ, რაც უფრო დაუჯერებელია ტყუილი, მით უფრო მეტად იყიდება მათი პროპაგანდის საშუალებებით.”


    ბექა ლილუაშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი.  384416097_1088528325451272_6581433059719292846_n.mp4
  12. tvati
    “ჩვენ თუ ვიქნებით ძლიერი სახელმწიფო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად ვგულისხმობ ნატოსა და ევროკავშირს, მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ უალტერნატივო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.”

    ქეთევან ბაკარაძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი.  384387978_234054242645756_7488043336807848166_n.mp4
  13. tvati
    2024 წლის 1 იანვრიდან „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ აღარ იარსებებს. შესაბამის, 2-პუნქტიან ბრძანებას ხელი დღეს, 28 სექტემბერს, მოაწერა არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა.
    გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგად, ბაქომ აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი.
    შაჰრამანიანის ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, 2024 წლის 1 იანვრამდე დაიშლება ყველა „სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია“ და არსებობას შეწყვეტს „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი"(არცახი).
    მეორე პუნქტის მიხედვით, ყარაბაღის მოსახლეობა, მათ შორის ამჟამად მის ფარგლებს გარეთ მყოფები, უნდა გაეცნონ აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს და დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ ყარაბაღში დარჩენა-დაბრუნების საკითხი.
    ასევე ნახეთ სომხეთის მთავრობის ცნობით, ყარაბაღი დატოვა 65 ათასზე მეტმა ადამიანმა
    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 19 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ყარაბაღში დაიწყო „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“, მას შემდეგ, რაც „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“ დადებულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად დაიღუპნენ აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომელი და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურე.
    20 სექტემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებისგან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით მიიღეს ოპერაციის შეჩერების თხოვნა და ისინი დასთანხმდნენ ბაქოს პირობებს - ყარაბაღში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას, საბრძოლო პოზიციების დატოვებას, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლასა და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლას.
    მიუხედავად ბაქოს განცხადებისა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და ბაქოს მიზანია მშვიდობიანი თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა, ბევრმა გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოების მყარი გარანტიების არარსებობის გამო ყარაბაღი უნდა დატოვოს და სომხეთში გაემგზავროს.
    ასევე ნახეთ აზერბაიჯანის ცნობით, ყარაბაღში 192 სამხედრო მოსამსახურე დაეღუპა
    აზერბაიჯანმა 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგა კონტროლი ეთნიკური სომხებით დასახლებულ ყარაბაღის რეგიონზე, რომელმაც „დამოუკიდებლობა" გამოაცხადა. მას შემდეგ სიტუაცია პერიოდულად იძაბებოდა. 2020 წლის ნოემბერში, ყარაბაღში მორიგი ესკალაციის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ზოგიერთ რაიონზე დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის „სამშვიდობო კონტინგენტი".

    რადიო თავისუფლება
  14. tvati
    ხვალ, 29 სექტემბერს, 16:00 საათზე, კულტურის სამინისტროში კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.
    მათივე ცნობით, შეხვედრაზე იქნებიან ქართული მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელები და სხვა წარმომადგენლები.
    უწყების განცხადებით, სამინისტროში შეხვედრას გაუძღვება მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია. შეხვედრას ასევე დაესწრება სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გუგა მირიანაშვილი.
    „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიესალმება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს სურვილს, სამინისტროსთან ერთად იმსჯელოს იმ მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზზე, რომლითაც რექტორის არჩევის პროცესი მიმდინარეობდა.
    როგორც გუშინდელ საჯარო განცხადებაში ითქვა, სამინისტრო მზად არის, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რათა კონსერვატორიამ უმოკლეს ვადაში შეძლოს რექტორის არჩევნების ჩატარება კანონით დადგენილი პროცედურის მიხედვით“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
    ამასთან, კულტურის სამინისტრო კვლავ ამტკიცებს, რომ კონსერვატორიაში რექტორის ასარჩევად საარჩევნო პროცედურა სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა.
    „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარე საარჩევნო პროცედურა შეწყდა, რაც ნიშნავს, რომ რექტორის არჩევნები ცოტა ხნით გადაიდო. მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ვადა გრძელდება მიმდინარე წლის 21 ოქტომბრამდე, რაც კონსერვატორიის უწყვეტად ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პირობაა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
    კულუტირის სამინიტროს აღნიშნულ განცხადებს წინ უძღოდა კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ გუშინ, 27 სექტემბერს, გავრცელებული განცხადება, სადაც საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რექტორის არჩევნები გამოცხადდა და მიმდინარეობდა კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით და მისი დაცვით.ამასთან, აკადემიურმა საბჭომ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მოუწოდა, რომ 25 სექტემბერს მიღებული ბრძანება გააუქმოს, რომლითაც კონსერვატორიაში დაგეგმილი რექტორის არჩევნები შეჩერდა.
    20 სექტემბერს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩასატარებელი რეფორმის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, კონსერვატორია ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვანი სახელოვნებო განათლების მიწოდებას სტუდენტებისთვის, ასეთ შემთხვევაში კი, მინისტრმა კეთილი უნდა ინებოს და შეცვალოს ხელმძღვანელი. კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ რამდენიმე თვის წინ მხარი დაუჭირა კულტურის მუშაკების პროტესტს.
    „მზარავს იმის გაფიქრებაც, რომ კულტურის მოთვინიერების სურვილი არსად წასულა“, — განაცხადა რამდენიმე თვის წინ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ.
    კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გააუქების შესახებ ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ 26 სექტემბერსინფორმაცია გაავრცელა.
    27 სექტმებერს კი აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო. სამინისტროს განცხადებით, კონსერვატორიაში საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა.
    რექტორის არჩევნები გამოცხადდა და მიმდინარეობდა კანონის სრული დაცვით – კონსერვატორია

    ნეტგაზეთი
  15. tvati
    თბილისში გამართულ აქციებზე დაკვირვებით იკვეთება, რომ იქ მობილიზებულ პოლიციელთა რაოდენობა არაპროპორციულია დემონსტრანტების რაოდენობასთან შედარებით. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” (HRC) მოამზადა.
    ორგანიზაციის მონიტორები, 2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში, 10 საპროტესტო აქციას დააკვირდნენ.
    ავტორთა თქმით, არის შემთხვევები, როცა აქციის მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით პოლიციელთა რაოდენობა თვალშისაცემად მეტია, ზოგჯერ კი პირიქით – იმდენად ნაკლებია, რომ პოლიცია ვერ ახერხებს საზოგადოებრივი წესრიგის და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას – კერძოდ, მათ დაცვას ძალადობრივი განზრახვის მქონე კონტრდემონსტრანტებისგან.
    ავტორებმა შეადარეს თბილისში გამართული რამდენიმე აქცია, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზატორი ჰყავდა. ისინი 28 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით აკვირდებოდნენ მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის აქციებს პარლამენტის მიმდებარე სკვერში.
    ერთ-ერთ შემთხვევაში, 3 ივნისის ღამით, პოლიციელთა რაოდენობა “სამჯერ მაინც” აღემატებოდა გრიგორიადისის აქციის მონაწილეთა რიცხვს: კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, ადგილზე 60-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული იმ ფონზე, როცა აქციაში 15-მდე მოქალაქე მონაწილეობდა.
    ამის საპირისპიროდ, გია გაჩეჩილაძის (იგივე “უცნობის”) მიერ მაისში ორგანიზებულ პროსამთავრობო აქციაზე, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” თანახმად, 100-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული მაშინ, როცა იქ 11 000-მდე მოქალაქე იმყოფებოდა.
    ასევე, 31 ივლისს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე სახელწოდებით “რუსეთი მტერია და არა სტუმარი!”, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებმა დაგეგმეს, 65-მდე პოლიციელი იდგა, დემონსტრანტთა რიცხვი კი 350-მდე იყო.
    “აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, სახელმწიფომ სიტუაციის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ეს ცხადია, ეხება აქციაზე პროპორციული რაოდენობით პოლიციელების მობილიზებას. პოლიციელთა არაპროპორციულმა და გადაჭარბებულმა ჩარევამ დაძაბულობის შემცირების ნაცვლად, შესაძლოა, პირიქით – შექმნას კონფრონტაციული სიტუაცია და შესაძლო კონფლიქტის დეესკალაციის ნაცვლად, გამოიწვიოს მისი გამძაფრება”, — ნათქვამია ანგარიშში.
    ანგარიშის ავტორები პოლიციელთა არასათანადო რაოდენობის მობილიზებაზე საუბრობენ 8 ივლისსაც, როდესაც ძალადობრივმა ჯგუფებმა “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს. ისინი აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა ჯგუფები “კონტრდემონსტრაციას” წინასწარ აანონსებდნენ, თუმცა “სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება” და პრაიდ ფესტივალის მონაწიელენი ვერ დაიცვა კონტრდემონსტრანტების აგრესიული ქმედებებისგან.
    კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც ანგარიშშია ხაზგასმული, ეხება აქციებზე მყოფ პოლიციელებს სამსახურებრივი უნიფორმების გარეშე. “ადამიანის უფლებათა ცენტრის” თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აქციებზე მობილიზებული პოლიციელები, შეკრების მიმდინარეობისას, იყვნენ ნათლად და ინდივიდუალურად იდენტიფიცირებადი:
    “ეს უკანასკნელი ხელს უწყობს აქციაზე წარმოდგენილი პოლიციელების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, რადგანაც ასეთ პოლიციელებს აქვთ განცდა, რომ ისინი არიან დაკვირვების ქვეშ და თუკი დაარღვევენ კანონის მოთხოვნებს, შესაძლებელია დადგეს მათი პასუხისგებაში მიცემის საკითხი”.
    ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია რეკომენდაციით მიმართავს შსს-ს:
    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
    ეფექტურად უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა; შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველსაყოფად იხელმძღვანელოს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებით; შეკრებისა და მანიფესტაციის ფასილიტაციის პროცესში უზრუნველყოს ფორმიანი და იდენტიფიცირებადი პოლიციელების მონაწილეობა; შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს უზრუნველყოს პოლიციელთა პროპორციული რაოდენობის მობილიზება; უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა დაცვა ძალადობრივი კონტრდემონსტრანტებისგან. ასევე გირჩევთ:
  16. tvati
    რუსულმა ძალებმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან Shahed-136/131 ტიპის 44 დრონით შეუტიეს, დრონები ჯგუფურად, პრიმორსკო-ახტარსკისა და ჩაუდას რაიონებიდან გაუშვეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
    მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 34 დრონი გაანადგურეს.
    „შეტევის მოგერიებაში ჩართულია გამანადგურებელი თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და მობილური სახანძრო ჯგუფები“, - აცხადებენ შეიარაღებულ ძალებში.
    28 სექტემბრის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით კიდევ ერთხელ შეუტიეს, რის გამოც რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

    იპნ
  17. tvati
    არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა, ყოფილმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა" დავით ბაბაიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ, შესაბამისი გამოძიების ჩატარების მიზნით, მისი ბაქოში ჩასვლა მოითხოვა.
    „ყველამ იცით, რომ მე ვარ შეყვანილი აზერბაიჯანის „შავ სიაში“ და აზერბაიჯანულმა მხარემ მოითხოვა ჩემი ბაქოში ჩასვლა შესაბამისი გამოძიებისთვის. გადავწყვიტე სტეფანაკერტიდან შუშაში ჩავსულიყავი. ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, გამოიწვევს დიდ ტკივილს, შფოთვას და სტრესს, პირველ რიგში, ჩემს ახლობლებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი გაიგებენ. ჩემი გამოუცხადებლობა, ან უარესი, ჩემი გაქცევა სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩვენს სულგრძელ ხალხს, ბევრ ადამიანს და მე, როგორც პატიოსან ადამიანს, შრომისმოყვარეს, პატრიოტსა და ქრისტიანს, ამის დაშვება არ შემიძლია. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი“, - წერს ბაბაიანი სოციალურ ქსელში.
    შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. „მთავრობის მეთაური” რუბენ ვარდანიანი დააკავა. დღეს ცნობილი გახდა, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას შეწყვეტს და შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა.
  18. tvati
    საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვიტავს, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ხედავს თუ არა უახლოეს მომავალში საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას.
    "დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვიტავს, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, რომელმაც აშშ-ის წახალისებით, ხელი ასწია საკუთარ მოქალაქეებზე, ოსებზე, ხელი აწია მშვიდობისმყოფელთა წინააღმდეგ და როცა ღირსეული პასუხი მიიღო, თავისი სრული პოლიტიკური და სამხედრო მარცხის კომპენსაცია ანტირუსული ქმედებებით დაიწყო. ჩვენ არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ ნამდვილად გვიყვარს ქართველი ხალხი, ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ჩვენი ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში ქართველებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ", - აღნიშნა ლავროვმა.
    მისი თქმით, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუუქმა და საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები აღადგინა, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის.
    "როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესების გამო, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ის, რომ ერთმანეთს ეწვიონ, ეწვიონ ჩვენს ქვეყნებს, როგორც ტურისტები, სურთ ბიზნესის კეთება, ჩვენ შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა იგი. მაგრამ ახლა, ორმხრივობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის. იზრდება ავიარეისების რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ჩვენთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა", - აღნიშნა ლავროვმა.

    იპნ
  19. tvati
    ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
    „მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, საქართველოს დიდი ხნის მეგობარსა და მოკავშირესთან. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია.
    ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით, მადლობა თქვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის”, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.

    იპნ
  20. tvati
    “ოცნება” თუ ფიქრობს, რომ ივანიშვილის ინტერესებს უნდა გადააყოლოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, “ნაც.მოძრაობა” თვლის, რომ სააკაშვილს უნდა გადააყოლოს. ამით კი ვზიანდებით ჩვენ, ჩვენი შვილები და ამ ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოება.”

    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  384334725_643397181257058_6265685055144373495_n.mp4
  21. tvati
    „თეა წულუკიანმა გადაწყვიტა, რომ რუსუდან თევზაძემ არჩევით პოზიციაზე, ხაზს ვუსვამ - არჩევით პოზიციაზე, უბრალოდ აღარ უნდა იმუშაოს და უნდა დატოვოს თანამდებობა, ვინაიდან ეს მას ასე სურს.“ - რუსუდან თევზაძე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი
    ამ საქმეში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის აშკარა ნიშნების არსებობის გამო, „სამართლიანი არჩევნები“ რუსუდან თევზაძის უფლებებს სახალხო დამცველთან იცავს. 384426670_1082115719831524_6697932285054588452_n.mp4
  22. tvati
    “პრეზიდენტის იმპიჩმენტი ახლა ევროინტეგრაციის იმპიჩმენტის ტოლფასია. შესაძლოა “ნაც.მოძრაობა” აღმოჩნდეს სწორედ იმპიჩმენტის მხარდამჭერი. ამის მაგალითები გვაქვს, უკეთესი არგუმენტი რა უნდა იყოს, როცა უკვე მხარი დაუჭირეს რამდენიმე თვის წინ ოცნების წარმოდგენილ მოსამართლეებს.”

    მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  384739098_995336054919252_1364675704547599804_n.mp4
  23. tvati
    აშშ-მ 8 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინა, რომელთა უდიდესი ნაწილი ევროკავშირსა და იაპონიაში იყო განთავსებული.
    ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
    უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, პენი პრიცკერის განცხადებით, დასავლეთის მიერ გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივები უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე უნდა იქნეს გამოყენებული.
    მისივე თქმით, შესაბამისი იურიდიული გუნდები ამ საკითხზე საგანგებოდ მუშაობენ.
    „რომ მეთქვა არა იურიდიული, ხოლო ეთიკური და მორალური თვალსაზრისით, იმ განადგურების გათვალისწინებით, რაც რუსებმა უკრაინას მიაყენეს, იცით, რომ უკრაინის აღდგენაში ამათმაც უნდა შეიტანონ თავისი წვლილი. იურიდიული თვალსაზრისით, ეს საკითხი დამუშავების სტადიაზეა“, - აღნიშნა პრიცკერმა.
  24. tvati
    27 სექტემბერს, ზუსტად 30 წლის წინ, დაეცა სოხუმი, თუმცა ჩვენი მტრების აგრესიული მცდელობების მიუხედავად, ვერ იქცა ჩვენს წარსულად!, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. 

      როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, რუსეთი, რომელიც ჩვენი საერთო მტერია, დღესაც უკანონოდ აგრძელებს აფხაზეთის ოკუპაციას და ქართველებს და აფხაზებს ართმევს ერთიან სახელმწიფოებრივ მომავალს!

      "ჩვენ აუცილებლად ვიპოვით ერთმანეთს, რადგან ერთად გვაქვს ასაშენებელი ძლიერი, ევროპული სახელმწიფო! დიდება გმირებს!", - წერს გახარია. 
  25. tvati
    „გაუქმდეს ლიცენზია” – ონში რაჭაში ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა, რის შემდეგად ორგანიზატორებმა ქალაქის ცენტრში კარავი დადგეს და 24-საათიანი მორიგეობა დაიწყეს.
    რაჭის მოსახლეობა, აქტივისტები, დარგობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ტყის გადაცემას აპროტესტებენ და ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებაც მიმდინარეობს.
    ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოწმე დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად 2022 წლის მარტში გადაეცა. ის რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი და სანქცირებულ რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოსთან დაახლოებული პირია.
    13 სექტემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ კომპანიას ტყის ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეუჩერდა.
    ვარლამ გოლეთიანის განმარტებით, ამ ინფორმაციაში სიახლე არაფერია და ის მხოლოდ პროცედურას აღწერს, რაც დაინტერესებული საზოგადოებისთვის აქამდეც ცნობილი იყო. როგორც ის ამბობს, ამგვარი ინფორმაცია მანიპულაციურად გაავრცელეს, რათა საზოგადოებაში დაბნეულობა გამოეწვიათ და პროტესტის მუხტი შემცირებულიყო.
    როგორც გოლეთიანი ამბობს, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით გაცემული ლიცენზია კვლავ მოქმედებს, ზემოთ აღნიშნული პროცესის შეჩერებით კი პრობლემა არ წყდება, ვინაიდან კომპანიას ვადა აქვს მიცემული, რომ წარმოადგინოს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა. ამ გეგმის წარდგენის შემდეგ კი ტყის ექსპლუატაცია დასაშვები გახდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გოლეთიანი ამბობს, რომ ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნა კვლავ აქტუალურია.
    ამასთან, დარგში მომუშავე ორგანიზაციების თქმით, ლიცენზიის გადაცემაზე გადაწყვეტილებები მიღებულია საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის, გარემოსათვის ზიანის მიყენების რისკების წინასწარი შეფასების გარეშე, ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევით.

    publika
×
×
  • შექმენი...