Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებზე დასწრების გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კიდევ ერთი ხელოვანი დაიბარეს. ჯგუფ „ბულიონის“ წარმომადგენელი ნატალია ვაწაძე არ აპირებს უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას და ამბობს, რომ ჩვენებას მაგისტრ მოსამართლეს მისცემს.
    ტრენინგებზე, რომელსაც ნატალია ხელოვნების სფეროში მომუშავე კოლეგებთან ერთად ესწრებოდა, ამბობს, რომ უყურეს ფილმებს, გააკეთეს პერფორმანსები და ისაუბრეს, სხვადასხვა ქვეყანაში არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობების ისტორიაზე. ხელოვანი ამბობს, რომ ტრენინგის მონაწილეთა სურვილი იყო ესწავლათ, როგორ შეუძლიათ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს საკუთარი სათქმელის სწორად მიტანა საზოგადოებამდე.
    „აღმოჩნდა, რომ თურმე გვისმენდნენ, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია — ჩვენი უფლებების დარღვევაა. რომ მოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ თუ შეიძლება, დავსხდებით თქვენთან ერთად, ისედაც დაუშვებდნენ ტრენინგზე. არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა“, — ამბობს ნატალია ვაწაძე.
    ის ამბობს, რომ სხვა მონაწილეების შემდეგ, თავადაც ელოდა გამოკითხვაზე დაბარებას, თუმცა ამ პროცესს სასაცილოდ და სამარცხვინოდ აფასებს.
    „ჩვენ გამოკითხვაზე დაბარება ერთადერთ მიზანს ემსახურება — დააშინონ ხელოვანები“, — უთხრა ნეტგაზეთს ნატალიამ.
    ნატალია ვაწაძის გარდა, სუს-შ გამოკითხვაზე დაიბარეს აღნიშნული ტრენინგების ტრენერები – სერბეთის სამი მოქალაქე, „კანვას საქართველოს“ დირექტორი, გიორგი მელაძე, ამავე ორგანიზაციის კონსულტანტი, ნინო გოგიბერიძე და ტრენინგის კიდევ ერთი მონაწილე, ფოტოგრაფი ვახო ქარელი.
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ. ამის შესახებ 2 ოქტომბერს, სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც USAID-ის პროგრამის ფარგლებში კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფებისთვის ჩატარებული ტრენინგებიდან ფარული ჩანაწერი აჩვენეს.
    სუს-ის თანახმად, სერბი ტრენერები, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი,  25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ. სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.
    როგორც სუს-ში აცხადებენ, ისინი „აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას“.
    სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.
    არასამთავრობო ორგანიზაცია „კანვას საქართველო“ სუს-ის განცხადებას ორგანიზაციის მიმართ ზეწოლად აფასებს.

    ნეტგაზეთი
  2. tvati
    თბილისში, სააკაძის დაღმართზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი ოფისი“ გაიხსნა.
    როგორც სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, ოფისი ღია იქნება ყველა მოქალაქისთვის და ისინი შეძლებენ პირდაპირ კომუნიკაციას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან.
    ოფისის გახსნაზე შეკრებილი იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები. ოფისში განთავსდა მიხეილ სააკაშვილის ტანსაცმელი და სხვა ნივთებიც.
    „„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, თითოეული თქვენგანის მხარდამჭერითა და ჩართულობით ჩვენ შევძელით მიხეილ სააკაშვილის ოფისის გახსნა. სწორედ ამ სივრციდან გაიგებთ, რა ნაბიჯებს დგამს თითოეული ჩვენგანი მიშას თავისუფლებისთვის, რა შეხვედრები და მოლაპარაკებები იმართება საერთაშორისო თუ ადგილობრივი მასშტაბით. სწორედ აქედან შეიტყობს თითოეული თქვენგანი მიშას მოსაზრებას და დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომელიც ოფისს უხელმძღვანელებს.

    1ტვ
  3. tvati
    ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე ისაუბრა და მათ მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი სისასტიკის ამსახველი ვიდეომასალა წარუდგინა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
    „ჩვენ მძიმე დარტყმა მივიღეთ. თუმცა არავინ შეცდეს - 2023 წელი 1943 წელი არ არის. ჩვენ იგივე ებრაელები ვართ, მაგრამ გვაქვს განსხვავებული შესაძლებლობები. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ჩვენ ვართ ერთიანები და ძლიერები“, - აღნიშნა გალანტმა.
    მისი თქმით, „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელსაც ირანი აფინანსებს.
    „ჰამასი“ არის ღაზას „ისლამური სახელმწიფო“, სასტიკი ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებს და მხარს უჭერს ირანი. „ჰამასი“ არის „ისლამური სახელმწიფო“ და ის არ იარსებებს ჩვენს საზღვრებზე. ისრაელის თავდაცვის ძალები გაანადგურებს „ჰამასს“. მივაგნებთ ყველას კვალს, ვისაც ხელები ჩვენი შვილების სისხლით აქვს შეღებილი“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
    შეგახსენებთ, ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა საგანგებო სესიით დაიწყო, რომელსაც ვიდეოკონფერენციის საშუალებით ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტიც დაესწრო.

    იპნ
  4. tvati
    14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ იარაღი პნევმატური ეგონა და განზრახ მკვლელობას არ აღიარებს.
    „იარაღთან შეხება არ მქონია. მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გავიქეცი. მეგონა, პნევმატური იყო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. იარაღის ტარებაც არ ვიცი, არასდროს მქონია ის“, — განაცხადა ბრალდებულმა.
    მისი თქმით, მომხდარს ნანობს.
    „ტრავმა მაქვს მიღებული თავის არეში, ადრე ცხენიდან გადმოვვარდი და გონზე არ ვიყავი, როდესაც ეს ჩავიდინე… არ ვიცოდი, რომ მოვკალი, ეს დაკავების დღეს მამაჩემისგან გავიგე… მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად, დედამისი მეუბნებოდა, რომ ის თვრამეტი წლის იყო“, — განაცხადა ბრალდებულმა.
    სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მიერ გაკეთებულ განცხადებას და თარგმანს ტელეკომპანია „ფორმულა“ “>ავრცელებს.
    ადრეული ქორწინების მსხვერპლი 14 წლის გოგო „ქმარმა“ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს მოკლა, რის შემდეგაც დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ის 10 ოქტომბერს დააკავა. მას შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა და ბრალად ედება განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

    ნეტგაზეთი
  5. tvati
    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აეროპორტში მას ოფიციალური პირები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი, დახვდნენ.
    ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.
    ისრაელში გამგზავრებამდე ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ისრაელში მკაფიო გზავნილით ჩადის, რომ „ისრაელს შეერთებული შტატების მხარდაჭერა აქვს“.
    ბლინკენი პარასკევს ამანში გაემგზავრება, სადაც იორდანელ მაღალჩინოსნებსა და პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. აბასი ამანში დელეგაციასთან ერთად მიემგზავრება.
  6. tvati
    პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური პრემიერ-მინისტრს სადეპუტატო კითხვით მიმართავს, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანამდებობის პირების: ზურაბ ადეიშვილის, ერეკლე კოდუას, გია უდესიანის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით.
    „საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში: ა) მომაწოდოთ საქართველოში ძებნილ იმ პირთა სრული ჩამონათვალი, რომელთაც 2012 წლის პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ უნგრეთის მთავრობის მიერ მიენიჭათ პოლიტიკური თავშესაფარი; ბ) მომაწოდეთ ინფორმაცია, გქონდათ თუ არა პირადად თქვენ კომუნიკაცია თქვენს კოლეგასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანამდებობის პირების, ზურაბ ადეიშვილის, ერეკლე კოდუას, გია უდესიანის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით ამ პირთა მიმართ სასჯელის აღსრულების მიზნით?“ - აღნიშნულია სადეპუტატო შეკითხვაში.
  7. tvati
    "როდესაც ხელისუფლებას საკუთარი კომფორტისთვის სჭირდება ჩარტერული რეისები, ამას უპრობლემოდ ახერხებენ, ხოლო ისრაელში ჩარჩენილი ქართველებისთვის ჩარტერი ხელისუფლებამ ჯერაც ვერ დანიშნა."


    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
    387845517_7158066784255526_2316327763859882508_n (2).mp4
  8. tvati
    სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ 14 წლის გო­გო­ნას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, მოკ­ლუ­ლის დე­დას და ბი­ძას ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.
    "ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2023 წლის ზა­ფხულ­ში, არას­რულ­წლო­ვანს ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის მიზ­ნით, გამ­ტა­ცე­ბელ­მა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში მი­იყ­ვა­ნა, სა­დაც და­ზა­რა­ლე­ბულს შე­ზღუ­დუ­ლი ჰქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, არას­რულ­წლო­ვან­მა მო­ა­ხერ­ხა გა­პარ­ვა, უცხო პი­რის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით დე­დას­თან და­კავ­ში­რე­ბა და მისი გა­ტა­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რაც ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და გა­ტა­ცე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ბი­ძის­თვის.
    მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არსრულ­წლოვ­ნის დე­დის­თვის და ბი­ძის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და 14 წლის გო­გო­ნას მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, მათ მი­აჩ­ნდათ, რომ არას­რულ­წლო­ვანს არ ჰქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს და ბავ­შვს გამ­ტა­ცე­ბელ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა აი­ძუ­ლეს.
      სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ბიძა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 11 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს. რაც შე­ე­ხე­ბა მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას დე­დას, მის მი­მართ პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს ასე­ვე და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა, რაც რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.
    პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ ორი­ვე პირს ბრალ­დე­ბა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე წა­რუდ­გი­ნა.
    პრო­კუ­რა­ტუ­რა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.
    სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ 14 წლის არას­რულ­წლოვ­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის "ე’’ "თ’’ და "კ’’ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით), 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბა) და 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "დ’’ ქვე­პუნ­ქტით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს პა­ტიმ­რო­ბა.
    ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის სა­ვა­რა­უ­დო სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის ბრა­ლად შე­რა­ცხვის, ასე­ვე და­ნა­შა­ულ­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი შე­საძ­ლო სხვა პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის და მხი­ლე­ბის მიზ­ნით.
    სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მსგავ­სი კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ებ­ზე უმ­კაც­რეს სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კას ახორ­ცი­ე­ლებს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ყვე­ლა პირი, ჩა­დე­ნი­ლი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის­თვის კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით აგებს პა­სუხს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

    ამბები.გე
  9. tvati
    1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ., ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს სრულად: http://tbl.ge/6jow

    ტაბულა
  10. tvati
    ყოველდღე მოვთხოვთ ხელისუფლებას, დანიშნონ სუბსიდირებული რეისები და გამოიყვანონ საქართველოს მოქალაქეები ისრაელიდან.

    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    387838323_1040170963833811_8178069425383169019_n.mp4
  11. tvati
    მოვითხოვ, რომ მძევლები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ, - ამის შესახებ რომის პაპმა ვატიკანში ყოველკვირეული აუდიენციის დროს განაცხადა.
    რომის პაპმა ფრანცისკემ „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა და შეშფოთება გამოხატა ღაზას სრული ალყის გამო.
    „მათ, ვისაც თავს დაესხნენ, საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვთ, მაგრამ მე ასევე მაწუხებს ღაზას სრული ალყა, რომელშიც პალესტინელები ცხოვრობენ“, - განაცხადა რომის პაპმა.
    „ახლო აღმოსავლეთს ომი არ სჭირდება, არამედ მშვიდობა. მშვიდობა, რომელიც დამყარებულია სამართლიანობასა და დიალოგზე“, - აღნიშნა მან.

    ipn
  12. tvati
    სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებლად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შესვლას და დაკავებულ პირებთან შეხვედრას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
    მათივე ცნობით, აღნიშნულ წესთან დაკავშირებით უწყებებს შორის შეთანხმება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით შექმნილ სამოხელეო დანაშაულების პრევენციის საბჭოზე იქნა მიღებული, რის შემდეგაც იგი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დროებითი მოთავსების იზოლატორებში ამოქმედდა.
    „განხორციელებული ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებას, შემაფერხებელი პროცედურების გარეშე დაკავებულ პირებთან შეხვედრას, მათ მიერ მიღებული დაზიანებების დროულ ფიქსაციასა და დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებას.
    დროებითი მოთავსების იზოლატორებში შეუფერხებლად შესვლის წესის ამოქმედებას წინ უძღოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ ,,პატიმრობის შესახებ“ კოდექსში შეტანილი ცვლილება, რამაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს უფლება მისცა პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შევიდნენ, შეხვდნენ პატიმრებსა და მოახდინონ მათ საჩივრებზე დროული რეაგირება.
    როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ცალკეული სამოხელეო დანაშაულის პრევენციის სპეციალური საბჭო შექმნის შესახებ მემორანდუმი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის 2023 წლის 26 იანვარს გაფორმდა, ხოლო საბჭოს პირველი სხდომა 2023 წლის 21 ივნისს გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
    ინფორმაციის მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს ფორმატში, სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით, არასათანადო მოპყრობის ფაქტების თავიდან აცილების და მასზე ეფექტური რეაგირებისთვის ქმედითი ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.

    ipn
  13. tvati
    “ სად არის ხელისუფლება?! საკუთარ ჩარტერებს მშვენივრად აორგანიზებენ, ხოლო როცა ჩვენს მოქალაქეებს ეხებათ საქმე, ვხედავთ რომ წინა რიგებში არ აყენებენ და შესაძლებლობას აძლევენ გაიაშვილს მოცემული ვითარებით ისარგებლოს.

     როცა ვსაუბრობთ “ოცნების” მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის მიტაცებაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ვინ დაეხმარა მათ ამაში. სწორედ “ნაც.მოძრაობა” იყო ის პარტია, რომელმაც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევისას მურუსიძის კლანს დაუჭირა მხარი.

     ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის გახსნა ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ომი გადმოაქვს საქართველოში. ეს კი “ოცნების” ქმედებების შედეგია.”

     მიხეილ დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 387793195_843892100718253_2136346041554718883_n.mp4
  14. tvati
    სადეპუტატო კითხვით მივმართავ ღარიბაშვილს: ელაპარაკა თუ არა თავის მეგობარ ორბანს ნაცების რეჟიმის მაღალჩინოსნების ექსტრადირებაზე?

     ორბანთან მეგობრობით მიხეილ სააკაშვილი ამაყობდა, დღეს ღარიბაშვილი ამაყობს. ღიმილის მომგვრელია, როცა ნაცებს და ქოცებს მეგობრებიც საერთო ჰყავთ.

    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.

  15. tvati
    ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ ადამიანებს არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ იმისთვის, რომ იარსებონ. ენობრივი ბარიერი, რთული სოციალური პირობები, სრულფასოვანი განათლების მიღების პრობლემა – ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რა პრობლემებსაც აწყდებიან ნინოწმინდის, ახალქალაქისა თუ მათი მიმდებარე სოფლების მკვიდრები.
    სწორედ ამ პრობლემებზე მათ თავად ისაუბრეს ღია ტიპის შეხვედრებზე, რომლებიც სხვადასხვა სოფელში, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციებთან „წინ ახალი შესაძლებლობებისკენ“, „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ და USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ერთად ჩატარდა.

    ტურის ფარგლებში ერთ-ერთი ასეთი იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ფარავანი, რომლის მცხოვრებლები ადგილობრივი მასწავლებლის, მანუშაკ მკრტჩიანის მიერ გახსნილ სათემო ცენტრთან შეიკრიბნენ. ცენტრი გაიხსნა ბიბლიოთეკის ყოფილ შენობაში, რომელიც მოსახლეობამ საკუთარი ძალებით გაასუფთავა, რათა ალტერნატიული განათლებისა თუ სოციალიზაციის სივრცე შექმნილიყო.
    სოფელ ფარავნის მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომ სოფლის მცხოვრებლებმა არ იციან ქართული ენა და ამ კუთხით ისინი დანარჩენი ქართული საზოგადოებისგან მკაფიოდ იზოლირებულნი არიან. ეს სისტემური პრობლემაა, რადგან ეთნიკურ უმცირესობათა უმრავლესობა მონოეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში ბინადრობს და არ ეძლევათ შესაძლებლობა სრულყოფილად ენის დაუფლებისა. ხოლო ეს ცენტრი სოფელ ფარავნის ახალ თაობას მდგომარეობას შეუმსუბუქებს.


    ფარავნის ერთ-ერთი მკვიდრი გვიყვება, რომ სოფელში ბევრი ადამიანი ცხოვრობს და დარჩენის დიდი სურვილიც აქვთ, მაგრამ არ არის შესაბამისი პირობები. რიგ შემთხვევებში გარკვეული სერვისების მიღების შესაძლებლობა საერთოდ არ არსებობს, შესაბამისად, ადგილობრივებს ქალაქ ნინოწმინდაში ან ფოკაში უწევთ სიარული. ხოლო მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირობებში, ეს ყველაფერი დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარება სოფელში მისვლას 40-45 წუთს ანდომებს.


    გარდა ამისა, მანუშაკის თქმით, სოფელ ფარავანში არ არსებობს არც ინფრასტრუქტურულად გამართული სასკოლო სივრცე, რადგან სკოლის ძველი ქვის შენობა ავარიულია და ამ დროისთვის დაკეტილია, ხოლო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს გვერდით მდებარე ხის შენობაში, სადაც არ არის შესაბამისი გათბობის სისტემა, რაც მკაცრი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ძალიან დიდი გამოწვევაა მათთვის.

     

    სკოლის ინფრასტრუქტურის პრობლემაა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოშიც. სოფლის მოსახლეობასთან ერთად, ღია ტიპის შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორიც, რომელმაც მოჰყვა, რომ სოფელში 150-მდე სასკოლო ასაკის ბავშვია და ეს რიცხვი ყოველ წელს იმატებს, თუმცა სკოლა ძალიან პატარაა და არ არის მოსწავლეთა საჭიროებებს მორგებული.
    გარდა ამისა, მისი თქმით, ვინაიდან სოფლიდან მოსახლეობის გადინების დაბალი მაჩვენებელია და, როგორც წესი, ახალგაზრდები სკოლის დასრულების შემდეგ სოფელში რჩებიან, დეფიციტია ისეთი სივრცეებისა, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ ჩაერთონ სპორტულ თუ სხვა აქტივობებში. თითქმის არ არის სივრცეები და სკვერები, სადაც შეკრებას მოახერხებდნენ. არ არის განათებული ის გზები, რომლითაც ახალგაზრდები სარგებლობენ.


    მსგავსი პრობლემა აქვთ ახალგაზრდებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანშიც, სადაც სასკოლო ასაკის 350-მდე ბავშვისთვის არ არსებობს შეკრების ადგილები, მოუწესრიგებელია საცეკვაო და სპორტული წრეების ინფრასტრუქტურა. შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეებმა თქვეს, რომ მათ უწევთ, აქტიურად ჩაერთონ საოჯახო საქმიანობაში, რის გამოც, სკოლის გარდა, სხვა საგანმანათლებლო თუ განმავითარებელ აქტივობაში იშვიათად იღებენ მონაწილეობას, ამიტომ მათთვის ასეთი სივრცეების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.


    ტურის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამსაც ვეწვიეთ, სადაც მოსახლეობამ ძირითად გამოწვევად კარტოფილის დაბალი სარეალიზაციო ფასი დაასახელა. მათი თქმით, სოფლის მოსახლეობის წლიური შემოსავალი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კარტოფილის გაყიდვაზე, თუმცა მათ სოფელში სასოფლო-სამეურნეო მიწა ცოტაა, ხოლო რაც არის, სხვა სოფლებთან შედარებით დაბალი ხარისხისაა, თან ძირითად შემთხვევაში დაურეგისტრირებელი. ასევე გაუმართავია სარწყავი სისტემები, ამიტომ მოსახლეობას უწევს, რომ წყალი 12-13 კმ-ის მანძილიდან მოიტანოს.
    შეხვედრას ძირითადად ქალები ესწრებოდნენ – მათი თქმით, კაცები უმეტესად შრომით მიგრაციაში არიან და საოჯახო თუ სასოფლო-სამეურნეო შრომა ქალებზე გადადის.
    სწორედ ამ პირობებში, სოფელ ფარავნის მსგავსად, არც კარტიკამშია საბავშვო ბაღი და ბავშვები ბაღში მეზობელ სოფელში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებით დადიან. ღია ტიპის შეხვედრის დროს ერთ-ერთმა მშობელმა მოჰყვა, რომ გარდა იმისა, რომ ეს დამატებით დროს მოითხოვს, დისკომფორტსაც ქმნის, რადგან, მაგალითად, ჰქონდა შემთხვევა, როდესაც მისი შვილი ცუდად გახდა, ტიროდა და მან ვერ მოახერხა ბაღში დროულად მისვლა, რადგან სოფელში არც საზოგადოებრივი ტრანსპორტია და არც საკუთარი ავტომობილი ჰყავს, ხოლო მისი ქმარი შრომით მიგრაციაშია.
    ასე რომ, გარდა იმისა, რომ საბავშვო ბაღი ბავშვის სკოლამდელი განათლების ნაწილში საკვანძო როლს ასრულებს, სოფელ კარტიკამის მაგალითზე, მას სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს: იმ პირობებში, როცა სოფელი წელიწადის უმეტეს დროს კაცებისგან დაცლილია და მთელი პასუხისმგებლობა ქალებზე გადადის, ბაღის არარსებობა მათ ყოველდღიურობას კიდევ უფრო ართულებს.


    დაბოლოს, სხვადასხვა სოფელში, განსაკუთრებით კი – სოფელ ვაჩიანში, სოფელ კარტიკამსა და სოფელ ფარავანში მოსახლეობის მხრიდან გამოიკვეთა, რომ მათთვის დიდი პრობლემაა ის, რომ მოსახლეობის ნაწილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა. ვინაიდან მოქალაქეობის მისაღებად ქართული ენის ცოდნა და გამოცდის ჩაბარება აუცილებელია, ხოლო ეს დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ისინი თავს იკავებენ. მათ აქვთ ბინადრობის უფლება და გარკვეულ სერვისებზე წვდომა, თუმცა არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებენ.

    „სტატია მოამზადა „პუბლიკამ“ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია „პუბლიკა“. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.“

    პუბლიკა
  16. tvati
    კინოცენტრის ყოფილი თანამშრომლების სარჩელი საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო, – ამის შესახებ „პუბლიკას” დამოუკიდებელ პროფკავშირ „გილდიაში” განუცხადეს. სასამართლოში მათ ინტერესებს სწორედ „გილდია” იცავს.
    სასამართლოს კინოცენტრის დირექტორის პირველმა მოადგილემ, მაია ჭილაშვილმა, დირექტორის ყოფილმა მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა, პორტალის მენეჯერმა, დავით დავითიანმა და კინოკომისიის მიმართულების მენეჯერმა, დავით ვაშაძემ მიმართეს. 
    ისინი გათავისუფლების შესახებ დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვენ. კუხალაშვილი ასევე მოითხოვს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას.
    2023 წლის 10 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დაინიშნა, რომელმაც იმავე დღეს გამოსცა ბრძანება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ.
    ასევე იხილეთ „შტატი გაუქმებულია, განთავისუფლებული ვარ დირექტორის მოადგილის პოზიციიდან“ - კინოცენტრში რეორგანიზაცია დაიწყო
    11 ივნისი, 2023 კუხალაშვილი სასამართლოში ასევე ასაჩივრებს რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებასა და დებულებაში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც პირველი მოადგილისა და მოადგილის შტატებს შეეხებოდა. 
    „გილდიას” შეფასებით, რეორგანიზაცია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელდა. რეორგანიზაციის დროს არ განხორციელებულა რეორგანიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების გაანალიზება, არ მომხდარა თანამშრომლებთან გასაუბრების ჩატარება, არ არსებობდა თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობა.
    „რეორგანიზაცია გაუმჭვირვალედ და თანამშრომელთა ჩართულობის გარეშე მიმდინარეობდა, რაც აჩენდა არასასურველი კადრების თავიდან მოშორების რისკს… კინოცენტრშიც რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლდნენ იმ თანამშრომელთა ნაწილი, რომლებიც აქტიურად იყო ჩართული საპროტესტო აქციებში და საჯარო აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას”, – წერს „გილდია”.

    პუბლიკა
  17. tvati
    ეროვნული ბანკი იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ქუსიკაშვილმა დატოვა.
    ინფორმაცია მან „ფორმულას“ დაუდასტურა, თუმცა დამატებითი კომენტარი არ გააკეთა.
    თამარ ქუსიკაშვილი მეოთხე ადამიანია, რომელმაც ეროვნული ბანკი ბოლო 3 კვირის განმავლობაში დატოვა.
    მანამდე სებ-დან ორი ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა და არჩილ მესტვირიშვილი და სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძე წავიდნენ.
    19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად ოთარ ფარცხალაძისთვის შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება შეცვალა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფარცხალაძეს ეროვნული ბანკის სანქცია გაუუქმდა.
    ნათია თურნავას მიერ ხელმოწერილი აღნიშნული ბრძანების შემდგომ, ეროვნული ბანკი დატოვეს ვიცე-პრეზიდენტებმა. კომერციულმა ბანკებმა კი განაცხადეს, რომ ისინი საერთაშორისო რეგულაციებს დაემორჩილებოდნენ.
    ოთარ ფარცხალაძეს სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა. ამის შემდეგ აშშ-ის სანქციებთან შესაბამისობის მიზეზით ფარცხალაძეს შეზღუდვები დაუწესდა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნითაც. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესება კონსტიტუციას არღვევდა.
    ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში გამონაკლისი დაამატა. ამ გამონაკლისის მიხედვით საქართველოს მოქალაქეს სანქცია დაუწესდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
     
    პუბლიკა
  18. tvati
    ჟურნალმა „პლეიბოიმ“ ყოფილ პორნოვარსკვლავ მია ხალიფასთან კონტრაქტი გაწყვიტა, მიზეზად კი ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მხარდაჭერა დაასახელა.
    „ბოლო დღეების განმავლობაში მიამ გააკეთა ამაზრზენი კომენტარები „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმასთან და უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვების მკვლელობების შესახებ“, — განაცხადა „პლეიბოიმ“. საერთაშორისო მედიის ცნობით, „პლეიბოიმ“ ვებსაიტიდან ხალიფასთან დაკავშირებული კონტენტი სრულად წაშალა.
    „ჰამასი“ ისრაელეთა მკვლელობისა და გატაცების ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალებს ინტერნეტით ავრცელებდა, რა დროსაც მია ხალიფამ დაპოსტა:
    „ვინმეს შეუძლია თავისუფლებისთვის მებრძოლებს უთხრას, თავიანთი ტელეფონები ამოაყირავონ და ჰორიზონტალურად გადაიღონ.“
    მოგვიანებით მან ასევე დაწერა, რომ სურს დარწმუნებული იყოს, რომ აუცილებლად იქნება 4k ხარისხის ვიდეოები, სადაც მისი ხალხის მიერ „ციხის კედლების მტვრევა იქნება ასახული“.
    თავად მია ხალიფა წლების წინ ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის სამიზნე იყო პორნოინდუსტრიაში მისი საქმიანობის გამო.
    ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელში 7 ოქტომბერს შეიჭრა და განურჩევლად დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედროები, სისასტიკის ამსახველი ვიდეოები კი თავად გაავრცელეს. დაღუპულთა რაოდენობამ ისრაელში 900-ს გადააჭარბა, დაჭრილია 2400-მდე ადამიანი.
    700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო ავიადარტყმებს, რასაც ასევე დაემატა ღაზას სექტორის სრული ბლოკადა. ისრაელმა თავის მიზნად „ჰამასის “ სრული განადგურება დაასახელა.



    ნეტგაზეთი
  19. tvati
    სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის, დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორი იქნა მხილებული. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
    უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 1 აგვისტოს, №10-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, ინსპექტორ-კონტროლიორმა, რომელსაც პატიმარ გ.გ.-ს სათანადო მეთვალყურეობა ევალებოდა, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ გადაამოწმა საკნის სააბაზანო ოთახში მყოფი მსჯავრდებული.
    საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა პატიმარმა სააბაზანოში შეტანილი ზონრის გამოყენებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
    „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება უზრუნველყო. კერძოდ, გამოიკითხა 35 პირი, დათვალიერდა №10 პენიტენციური დაწესებულება და შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, ჩატარდა კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო, მიკრონაწილაკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები, ასევე მოპოვებული იქნა ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
    გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობისთვის, სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა.
    დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

    იპნ
  20. tvati
    მოვუწოდებთ მთავრობას, დაგეგმოს რამდენიმე ჩარტერი ისრაელიდან საქართველოში და ჩვენ მოქალაქეებს, ვისაც ამის სურვილი აქვთ, მიეცეთ საშუალება, დროულად დაბრუნდნენ,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
    მისი თქმით, ისრაელიდან საქართველოში დაბრუნება ბევრ ბარიერთან არის დაკავშირებული, მათ შორის ფინანსური კუთხით.
    "ჩვენს მოქალაქეებს ისრაელში რაც ახლა სასწრაფოდ სჭირდებათ და სადაც სჭირდებათ ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა, ეს არის ის, რომ ვისაც სურვილი აქვს ქვეყანაში დაბრუნდეს, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა ბევრ ბარიერთან არის დაკავშირებული, მათ შორის, ფინანსური კუთხით. ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მთავრობას, რომ დაგეგმოს რამდენიმე ჩარტერი ისრაელიდან საქართველოში და ჩვენი მოქალაქეებს, ვისაც ამის სურვილი აქვთ, მიეცეთ საშუალება, დროულად დაბრუნდნენ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ჩარტერებით. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ თელავივი გაცილებით ახლოს არის, ვიდრე მიუნხენი, ამიტომ იმედი მაქვს, რამდენიმე ჩარტერის დანიშვნა რთული არ იქნება", - განაცხადა დაუშვილმა.

    იპნ
  21. tvati
    პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატის, ანა ბუჩუკურის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უარი აქვს გაცხადებული.
    მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სასამართლო რეფორმის შესახებ ვენეციის კომისია დასკვნა შეაფასა, სადაც ნათქვამია, რომ რეკომენდაციების ნაწილი შესრულებული არ არის. ანა ბუჩუკურის აზრით, რეფორმების ნაცვლად, ხელისუფლება მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო კლანს მფარველობს.
    „ყველაფერი მოსწრებადია, თუკი პოლიტიკური ნება არსებობს, მაგრამ ამ პოლიტიკურ ნებაზე უარი აქვს გაცხადებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. რატომ? იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ზუსტად ის მმართველი რგოლი, რომლითაც ე.წ. კლანს მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, ამ ძალიან ცნობილ გვარებს ხელში უჭირავთ სასამართლო სისტემაში ძალაუფლება. მაშინ, როდესაც მურუსიძე დაასანქცირა ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა მოკავშირე აშშ-მ რამდენიმე თვის წინ, ხელისუფლება გადაეფარა სანდო გირგვლიანის საქმის სანქცირებულ მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს. ფაქტობრივად, ოპოზიციას მოგვისპო ისეთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, როგორიც არის საგამოძიებო კომისია, რაც კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული. ხელისუფლება არათუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე მიდის, არამედ პირდაპირი გაგებით გადაეფარა მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო ჯგუფს მარტივი მიზეზის გამო - თუკი „ოცნება“ ადამიანებს სააშკარაოზე გამოიყვანს, როგორც ჩანს, „ოცნებას“ აქვს შიში, რომ ეს ადამიანები ალაპარაკდებიან „ოცნების“ მძიმე გადაწყვეტილებების შესახებ. სხვანაირად ვერ აიხსნება, რატომ მოუწია „ოცნებას“ ასეთი ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
    რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას, მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ კომპრომისზე წასვლა ნიშნავს არა შეთანხმებას და დათმობას, არამედ ფარულ გარიგებებს.
    „ვერ გეტყვით სხვა ოპოზიციონერები რას აპირებენ. გახსოვთ წინა შემთხვევა, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით თითქოს ოპოზიციის ერთიანი პოზიცია იყო ის, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს არ გააძლიერებდნენ, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრებმა მხარი დაუჭირეს „ოცნებისთვის“ სასურველ კანდიდატს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ფარული გარიგება, რაც ამ 2 პარტიას შორის იყო.
    კომპრომისი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ის, რომ თანამდებობაზე აირჩიონ „ოცნებასთან“ და მურუსიძე-ჩინჩალაძესთან აფილირებული ადამიანები. ეს კომპრომისი ჩვენი გუნდის მხრიდან ვერ იქნება, ვერაფერში გაიცვლება და ვერ გაიყიდება“,-განაცხადა ბუჩუკურმა. მისი შეფასებით, ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, დაეხმარო ხელისუფლებას, მართლმსაჯულების სისტემა სრულად გაანადგუროს.
    რაც შეეხება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინებს, ანა ბუჩუკურის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ანტიდასავლურ პოლიტიკას ახორციელებს, საქართველო კანდიდატის სტატუსს მაინც მიიღებს.
    „სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ მოლოდინშია, რომ კანდიდატის სტატუსი რამენაირად მიიღოს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კანდიდატის სტატუსს ეს ქვეყანა გეოპოლიტიკური მიზეზებიდან და იქიდან გამომდინარე მიიღებს, რომ ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიო გზავნილი აჩვენა ევროკავშირს მარტის აქციების დროს. მთავარი არის ის, რომ მაშინ, როდესაც მოლდოვას უკვე თვეების წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და უკვე მზად არის, რომ გაფართოებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, საქართველო ძალიან დიდი ნაბიჯებით ჩამორჩება“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

    იპნ
  22. tvati
    პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ავიაკომპანიებმა ფრენებზე ფასები ხელოვნურად არ უნდა გაზარდონ და მძიმე ვითარებაში საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნებაში დაეხმარონ.
    ასე ზურაბიშვილი კომპანია „ჯორჯიან ეარვეისზე” გავცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კომპანიამ თელ ავივიდან თბილისისკენ ფრენის ფასი გაზარდა.
    „ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე, დღეს 9 ოქტომბრის ბილეთის ფასი აღემატებოდა 2 000 ლარს.
    კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა” ბილეთის ფასის გაზრდა უარყო. გავრცელებულ განცხადებაში ავიაკომპანიამ დაწერა, რომ ბილეთები, რომელიც საიტზე ჩანდა და, რომლის ფასიც აღემატებოდა 2 000 ლარს იყო ბიზნეს კლასის ბილეთი, რომლის ფასიც არ შეცვლილა.
    ისრაელიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება ისრაელში საქართველოს ელჩმაც გაავცელა. ლაშა ჟვანიამ თქვა, რომ დამატებითი რეისი 11 ოქტომბერს ჩაინიშნა. ბილეთების ყიდვა კი მოქალაქეებს „შეუძლიათ ინტერნეტით”.
  23. tvati
    მოკლედ:
    ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ სრულად აღადგინეს კონტროლი ღაზასთან საზღვარზე; ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლები 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ასეულობით ისრაელელი დახოცეს; ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს, დაშავებულია 2400-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ეს არ არის საბოლოო მონაცემები; ისრაელის საპასუხო იერიშებს ღაზას სექტორში 600-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, თუმცა მსხვერპლის ზრდას აქაც ვარაუდობენ, რადგან ნანგრევებქვეშ ადამიანები მოყვნენ; გაეროში ისრაელის ელჩმა გილან ერდანმა CNN-ს განუცხადა, რომ „ჰამასის“ მებრძოლებმა 100-150 ზე ადამიანი გაიტაცეს ღაზას მიმართულებით; ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასს“ საბოლოოდ გაანადგურებს და ეს „მხოლოდ დასაწყისია“; ისრაელმა ღაზას სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია — გადაუკეტა გზები, წყალი, ელექტროენერგია, გაზი, საკვების მიწოდება. ამ განახლებად მასალაში „ნეტგაზეთი“ 10 ოქტომბერს ისრაელში მიმდინარე მოვლენებს სანდო და გადამოწმებულ წყაროებზე დაყრდნობით გაგაცნობთ. ცნობების განსაახლებლად გადატვირთეთ [დაარეფრეშეთ] გვერდი.
    11:02 — ისრაელური მედიასაშუალება Haaretz–ის ცნობით, ისრაელის პოლიციის კიბერგანყოფილება Lahav 433-მა კრიპტოვალუტის იმ ანგარიშების გაყინვა მოახერხა, რომელიც „ჰამასს“ ეკუთვნოდა. ტერორისტულმა დაჯგუფებმა სოციალური ქსელებით დაიწყო დონაციის შეგროვება მას შემდეგ, რაც ისრაელში შეიჭრა.
    როგორც Haaretz წერს, Lahav 433-მა ანგარიშების დახურვა შეძლო ისრაელის სხვადასხა სპეცსამსახურის დახმარებით. ისრაელს „ჰამასის“ კრიპტოვალუტის ანგარიშების მიკვლევასა და დახურვაში დაეხმარა კრიპტოვალუტის პლატფორმა Binance.
    გარდა კრიპტოვალუტის ანგარიშებისა, ბირტანეთის პოლიციასთან თანამშრომლობით, დახურულია ანგარიშები ბერკლის ბანკში.
    10:28 — ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ სამხედროებმა სრულად აღიდგინეს ღაზა-ისრაელის საზღვარზე კონტროლი და შესაბამისად, ბოლო დღის განმავლობაში ამ საზღვრის გარეთ არც ერთი ტერორისტი არ გადმოსულა ღაზადან.
    მისივე ცნობით, ღობის ის ნაწილები, რომელიც „ჰამასის“ მებრძოლებმა გაარღვიეს, ისრაელის არმიამ დანაღმა, რათა თავიდან აიცილოს განმეორებითი შემოჭრა.
    ისრაელის თავდაცვის ძალები ვარაუდობენ, რომ ტერორისთა მცირე ნაწილი შეიძლება ამ დრომდე რჩებოდეს და იმალებოდეს ისრაელის ტერიტორიაზე.
    10:05 — ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისრაელში 18 ტაილანდელის სიკვდილი დადასტურდა. გარდა ამისა, „ჰამასის“ მიერ გატაცებულთა შორის 10-ზე მეტი ტაილანდელია.
    ისრაელში ტაილანდის, დაახლოებით, 50 ათასი მოქალაქე მუშაობს, ძირითადად, სოფლის მეურნეობის სფეროში. მათგან 5 ათასი უშუალოდ ღაზას სექტორის სიახლოვეს იყო იმ მომენტში, როცა ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელში შეიჭრა და ასეულობით ადამიანი მოკლა.
    მოკლულთა  შორის არიან დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, არგენტინისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
    სხვა დღეების მოვლენათა ქრონოლოგიის სანახავად გადადით შემდეგ ბმულებზე:
    მოვლენათა ქრონოლოგია — 9 ოქტომბერი მოვლენათა ქრონოლოგია — 8 ოქტომბერი მოვლენათა ქრონოლოგია — 7 ოქტომბერი

    netgazeti
  24. tvati
    ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც, სხვა საკითხებთან ერთად, გმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და მოსკოვის სურვილს, ააშენოს საზღვაო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირეში.
    რეზოლუციის სახელწოდებაა “შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ”.
    დოკუმენტის დასაწყისში ნათქვამია, რომ ასამბლეა უმკაცრესად გმობს რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას”.
    ასამბლეის სიტყვებით, ყოველივე ეს აჩვენებს “მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს”, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უქმნის მოკავშირეების უსაფრთხოებას, ასევე, მშვიდობასა და სტაბილურობას ევროატლანტიკურ ზონაში.
    რეზოლუციით ასევე დაგმობილია “რუსეთის გაცხადებული განზრახვა, ააშენოს საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაციის მუქარით”.
    ასამბლეა ამბობს, რომ ემხრობა მხარდამჭერი პაკეტების მიღებას შავ ზღვაში ნატოს იმ მოკავშირეთა მიმართ, რომლებიც ყველაზე დაუცველნი არიან გარე ჩარევისგან. ამ კონტექსტში ის ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას ახსენებს.
    ის ასევე ადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნატოს წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.
    დასასრულს, ასამბლეა მოუწოდებს ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, სწრაფად განახორციელონ საქართველოსა და მოლდოვის მხარდამჭერი პაკეტები, ასევე, განაგრძონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდაჭერა.
    იქვე ნახსენებია საქართველოსადმი მხარდაჭერის საჭიროება იმისთვის, რომ ქვეყანამ ნაბიჯები გადადგას ნატოს წევრობისკენ დემოკრატიული რეფორმების გზით.
    ოჩამჩირეში ბაზის საკითხი: რას აპირებენ საქართველოს პარლამენტში
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვერ ხედავს საჭიროებას, რომ პარლამენტმა რეზოლუცია მიიღოს ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის წინააღმდეგ.
    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი ოპოზიციის წარმომადგენლებმა – საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდიამ პარლამენტში დაარეგისტრირეს.
    რეზოლუციის პროექტი ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება, ისევე როგორც აფხაზეთის რუსეთ-ბელარუსის კავშირში ინტეგრაციის მცდელობა.
    პაპუაშვილის თქმით, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკას საქართველოს მთავრობა ახორციელებს და მის მიმართ სრული ნდობა აქვს. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს რომ „რაიმე ჯანსაღი აზრი“ ჰქონდეთ, მოსახლეობის მხარდაჭერას მიიღებდნენ.

    netgazeti
  25. tvati
    ვენეციის კომისია საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნას აქვეყნებს, რომელშიც მიმოიხილავს შეუსრულებელ, ნაწილობრივ შესრულებულ ან ბოლომდე შესრულებულ რეკომენდაციებს.
    კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წელს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში 5 ძირითად რეკომენდაციაზე მიუთითა. ის ხაზს უსვამს პირველი რეკომენდაციის პრიორიტეტულობას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას ეხება.
    კომისიის შეფასებით, ხსენებული რეკომენდაცია არც “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებშია გათვალისწინებული, რომლებიც ივნისში მიიღეს, და არც სექტემბრის ცვლილებათა პროექტში.
    “იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაკეთილსინდისიერების შესახებ მუდმივი ბრალდებების ეფექტურად განხილვას; უფლებამოსილებების, ფუნქციების, გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისა და წევრთა არჩევის წესის გადახედვას.
    კანონში შეტანილი მცირე ან ტექნიკური ცვლილებები არ დააკმაყოფილებს ამ რეკომენდაციას. რეფორმის პროცესი უნდა იყოს საფუძვლიანი და ინკლუზიური, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობით”, — ვკითხულობთ დასკვნაში.
    ამავე დასკვნის მიხედვით, მეორე საკვანძო რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა მივლინებასთან და გადაყვანასთან დაკავშირებით იუსტიციის საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვას ეხება, შესრულებული კვლავ არ არის.
    “მესამე ძირითადი რეკომენდაცია იყო მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვა. კომისია მიესალმება შესაბამის ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებულია”, — დასძენს კომისია.
    მეოთხე ძირითადი რეკომენდაცია იყო მოსამართლის მიერ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ პრინციპის დარღვევის გამო მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვა. ეს რეკომენდაცია, კომისიის შეფასებით, მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა, “თუმცა 2023 წლის სექტემბრის ცვლილებების პროექტში შეტანილი წინადადებები, მიღების შემთხვევაში, საკმარისად შეესატყვისება ამ რეკომენდაციას”.
    მეხუთე ძირითადი რეკომენდაცია ეხებოდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათის გაძლიერებას  და კომისიის შეფასებით, ნაწილობრივ არის შესრულებული.
    ვენეციის კომისიის განცხადებით, კვლავ მზად არის ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასა და პარლამენტთან სათანამშრომლოდ.

    netgazeti
×
×
  • შექმენი...