Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება - ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.
    ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომლის განხორციელებაც „ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში იგეგმება.
    რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზე გავრცელდება.
    კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.
    როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თანამდებობის პირების ღია კენჭისყრით არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს გამჭვირვალეს გახდის.
    რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 9 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.
  2. tvati
    “ჩვენს გუნდს, გახარიას გუნდს, პარტია “საქართველოსთვის” უფრო დიდი მიზანი გვაქვს ვიდრე მხოლოდ ქოციანობის 11 წლის დასრულებაა. ჩვენ ნაც-ქოციანობის 20 წელი უნდა დავასრულოთ და ჩვენი მთავარი დღის წესრიგი სწორედ ამას ემსახურება. იმიტომ, რომ ის, რასაც დღეს “ნაციონალური მოძრაობა” და “ოცნება” აკეთებენ ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს მომავალთან, კეთილდღეობასთან და ევროპულ განვითარებასთან. ერთადერთი, რასაც ემსახურება - არის საქართველოს წარსულში დაბრუნება და წარსულში დატოვება. სწორედ ამ მოჯადოებული წრის გარღვევა არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ამოცანა.”

    გიორგი შარაშიძე, პარტია “საქართველოსთვის”  თბილისის საკრებულოს წევრი.  386780778_1475638639650591_2109232078659768326_n.mp4
  3. tvati
    კანდიდატის სტატუსი, ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანამ მიიღო მაშინ, როდესაც ქართველმა ხალხმა „ოცნებას'' რუსულ კანონზე უკან დაახევინა. ვგულისხმობ მარტის აქციებს.

     სტატუსზე ბევრად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა არ ჩამორჩეს შავი ზღვის ქვეყნებისთვის განსაზღვრულ ერთიან ევროინტეგრაციის პროცესს.

     ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ საქართველო - რომელიც ლიდერი ქვეყანა იყო ერთ დროს ასოცირებულ ტრიოში, დღეს ჩარმოჩენილია სხვა ქვეყნებს.

    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  387195205_661132965996621_938667426882915678_n.mp4
  4. tvati
    “დღეს მივიღეთ ვითარება, როდესაც “ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” იცავს ჩვენგან.”

    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 10000000_341621458529461_2930644199278329113_n.mp4
  5. tvati
    ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს თქმით, უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს სურს, ბიძინა ივანიშვილი “თავის კონტაქტებში ჰყავდეს” და ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებას მხარს ამიტომ უჭერს.
    ფორმულას ეთერში იუკნევიჩიანემ განცხადებით:
    რასა იუკნევიჩიანემ ასევე თქვა, რომ ღარიბაშვილს და მისი ხელისუფლებას “არ სურთ დემოკრატიული ქვეყანა” და რეფორმებსაც არ ატარებენ.
    დამაზუსტებელ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ შესაძლოა, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ქვეყნებს მნიშვნელოვანი საკითხების დაბლოკვით დაემუქროს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სტატუსს არ მისცემენ, იუკნევიჩიანე ამბობს:
    მომავალ კვირას უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ მან თავად თქვა.
    საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ორბანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერია.

    პუბლიკა
  6. tvati
    განახლება: „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იხუმრა  პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 
    მდინარაძე ამბობს, რომ კობახიძემ ე.წ. კარვების კანონზე იხუმრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში. ამის შესახებ ინფორმაცია „იმედმა“ დღეს, 6 ოქტომბერს, საღამოს გაავრცელა.
    აღნიშნული ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.
    „გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რადგან ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყონებლივ შევა ძალაში“,  – განაცხადა კობახიძემ.
    აღნიშნულ კანონზე ირაკლი კობახიძემ მედიასთან დღის პირველ ნახევარშიც ისაუბრა. რამდენიმე საათით ადრე კობახიძე ამბობდა, რომ „კანონი ვერ ამოქმედდება და შევა ძალაში იქამდე, ვიდრე მას ხელი არ მოეწერება პრეზიდენტის მხრიდან“.
    „თუ [პრეზიდენტი] ხელს არ მოაწერს, ამ შემთხვევაში კანონი ბრუნდება უკან [პარლამენტში]. დაახლოებით 2 კვირა შეუძლია პრეზიდენტს ეს პროცედურა გაწელოს. 2 კვირა თუ არ მოაწერს, მერე ბრუნდება უკან და 1 თვეში შეეძლება პარლამენტს ვეტოს დაძლევა. იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის სრული ალიანსია, საკმაოდ მაღალია ალბათობა, რომ მან კანონს ვეტო დაადოს… 1 თვეში შეგვიძლია ჩვენ, რომ გადავლახოთ ვეტო. ამის შემდეგ 5 დღეში კიდევ თუ არ მოაწერა ხელი, მერე პარლამენტის თავმჯდომარე აწერს ხელს და მერე თუ უნდათ, შეიძლება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წავიდეს სარჩელი“, – განაცხადა დღის პირველ ნახევარში [13:23 საათზე] ირაკლი კობახიძემ.
    გუშინ, 5 ოქტომბერს, პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აღნინშულ ცვლილებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ, მმართველმა გუნდმა მათი აზრი არ გაითვალისწინა და ცვლილებები მაინც დაამტკიცა.
    კანონპროექტის განხილვის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
    აღნიშნული ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონს შეკრებისა და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ. კანონის გამკაცრების მიზეზად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება.
    კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:
    საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
    კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.
    კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
    ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმებიან და მას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ. ისინი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არ მიიღოს.

    ნეტგაზეთი
  7. tvati
    ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტისთვის მუდმივი ბაზის განთავსების შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ოთხ ოქტომბერს გამოაცხადა, რაც საქართველოში „საომარი მოქმედებების გადმოტანის მცდელობად“, „უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციად“ და მოსკოვის პოლიტიკურ განაცხადად შეაფასეს.
    მართალია, კონკრეტულ გეგმებზე ამ ეტაპზე არაფერი ვიცით, – კრემლში სულაც უარი განაცხადეს საკითხზე დამატებითი კომენტარისგან, – მაგრამ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის განთავსების იდეა ახალი არ არის.
    ვაჭრობიდან სამხედრო დანიშნულებამდე
    პორტი ოჩამჩირეში 1933-35 წლებში, საბჭოთა დროს ააშენეს და სავაჭრო მიზნებისთვის იყენებდნენ – ახლომდებარე რეგიონებში მოპოვებული ქვანახშირის ექსპორტისთვის. თუმცა მალევე, ფოთის პორტის აშენების შემდეგ, პორტში სავაჭრო გემების ნაცვლად მცირე ზომის სამხედრო გემები განათავსეს – მაშინდელი შინსახკომის სასაზღვრო-სადარაჯო გემების მეექვსე ბრიგადა.
    1980-იან წლებში იგეგმებოდა სამუშაოები, რომლითაც პორტი გაფართოვდებოდა და უფრო დიდი გემების მიღებას შეძლებდა, თუმცა სსრკ-ს დაშლის გამო გეგმის სისრულეში მოყვანა ვერ მოხერხდა.
    აფხაზეთის ომის შემდეგ პორტში კვლავაც რჩებოდნენ რუსული საზღვაო ძალების გემები, თუმცა 1996 წელს ისინი  კასპიისკში გადაიყვანეს.
    ისტორია მეორდება?
    რუსული მედიის ცნობით, სამუშაოები მართლაც ჩატარდა. „კრასნაია ვესნას“ ცნობით, იმავე წელს პორტის სიღრმე 3.8 მეტრიდან 9 მეტრამდე გაიზარდა. შედეგად, პორტს შეეძლო მიეღო ხომალდები 10 ათასი ტონის წყალწყვით. თუმცა რუსული შავი ზღვის ფლოტის გემები იქ მაინც არ განუთავსებიათ. 2022 წელს, დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას განცხადებით, დამატებითი სამუშაოების შედეგად პორტის შესაძლებლობები გაიზარდა.
    კერძოდ, პორტს, დე ფაქტო სოხუმის მტკიცებით, შეეძლო 13 ათასი ტონის წყალწყვის მქონე გემების მიღება, ხოლო პორტში სულ არის სამი ნავსაბელი, რომელთა საერთო სიგრძეც შეადგენს 427.6 მეტრს. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯამურად პორტს „რამდენიმე გემის“ მიღება შეუძლია.
    2017 წელს ოჩამჩირის პორტმა სამხედრო დანიშნულება დაიბრუნა, მაგრამ მასში მხოლოდ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] სარადარო გემები განათავსეს. თეორიულად, შავი ზღვის ფლოტის ზოგ ხომალდს შეუძლია ოჩამჩირეში შესვლა, თუმცა პორტი არასაკმარისი ზომისაა მრავალი გემის ერთდროულად მისაღებად, მით უმეტეს, რომ მას მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის არ გამოიყენებენ.
    მთავარ ფოტოზე: ფსბ-ს სადარაჯო გემი სანქტ-პეტერბურგში. ფოტო: © Wikipedia Commons

    ნეტგაზეთი
  8. tvati
    „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ირაკლი კობახიძემ იხუმრა, როცა თქვა, რომ ე.წ. კარვების კანონი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა.
    მანამდე ცოტა ხნით ადრე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კანონის ამოქმედებას პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე გეგმავდნენ. მისი ეს განცხადება სახელისუფლებო ტელეარხმა „იმედმა“ გაავრცელა როგორც ნამდვილი ამბავი.
    კობახიძის აღნიშნული განცხადების სისწორის გადასამოწმებლად ნეტგაზეთი „ქართული ოცნების“ პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ ის ნამდვილი იყო.
    „ოცნება“ ე.წ. კარვების კანონს პრეზიდენტს ხელმოსაწერად არ გაუგზავნის რა ხდება
    გუშინ, 5 ოქტომბერს, პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნულ ცვლილებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ, მმართველმა გუნდმა მათი აზრი არ გაითვალისწინა და ცვლილებები მაინც დაამტკიცა.
    კანონპროექტის განხილვის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
    აღნიშნული ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონს შეკრებისა და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ. კანონის გამკაცრების მიზეზად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება.
    კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:
    საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
    კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.
    კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
    ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმებიან და მას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ. ისინი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არ მიიღოს.

    ნეტგაზეთი
  9. tvati
    მკვლელობა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში. მოკლულია 14 წლის გოგონა.
    არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ქმარმა მოკლა.
    როგორც ირკვევა, შემთხვევა ახლობლის ქორწილში მოხდა, სადაც მამაკაცი რამდენიმე თვის წინ მოყვანილ ცოლთან ერთად იმყოფებოდა.
    როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

    იპნ
  10. tvati
    საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
    „როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას.
    შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
  11. tvati
    ის, რაც დღეს კობახიძემ ჩაატარა, სერიოზულად არ მიმაჩნია - სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს მის მიერ წარმოდგენილი ყველა არგუმენტი გაცამტვერდა, როგორც ჩანს ამან მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, ირაკლი კობახიძემ იხუმრა, როცა თქვა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე შევიდოდა ძალაში.
    კოპალეიშვილის განცხადებით, კობახიძეს კონსტიტუციის მიმართ პატივისცემა არ აქვს და მას შეუძლია კონსტიტუციის ტექსტი საკუთარი მიზნებისთვის, როგორც უნდა ისე გამოიყენოს.
    „სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს კობახიძის მიერ წარმოდგენილი ყველა არგუმენტი გაცამტვერდა, როგორც ჩანს ამან მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ კობახიძე საზოგადოებას სერიოზულად არ აღიქვამს. მას შეუძლია საზოგადოებას მიაწოდოს ცრუ ინფორმაცია, კონსტიტუციის განმარტება მოარგოს თავის პოლიტიკურ მიზნებს, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. კობახიძეს კონსტიტუციის მიმართ პატივისცემა კი არ აქვს, არამედ შეუძლია კონსტიტუციის ტექსტი საკუთარი მიზნებისთვის, როგორც უნდა ისე გამოიყენოს“,- განაცხადა კოპალეიშვილმა.
    საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა კობახიძეს მიმართა, რომ თუ მას რამე მტკიცებულებების წარმოდგენის თავი ჰქონდა, ან რამე სამართლებრივი არგუმენტის წარმოდგენის თავი ჰქონდა, მას ამის გაკეთება შეეძლო სამი დღის განმავლობაში.
    „ახლა, როდესაც ის გამოდის და ინტერვიუს ინტერვიუზე იძლევა, ბრიფინგს ბრიფინგზე ატარებს და კიდევ ერთხელ უბრუნდება იგივე თემებს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილებოდა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური უმრავლესობის წარმომადგენლებს უსუსტესი არგუმენტები ჰქონდათ, დამოკიდებულები იყვნენ კონსტიტუციის წაკითხვის მათეულ ხედვაზე. ახლა დავინახეთ ის, რომ როგორც უნდათ ისე შეუძლიათ მოატრიალონ და მოაბრუნონ მუხლები. იმავეს აკეთებდა პროცესზე, რატომღაც ჰგონია, რომ მას აქვს ნორმათა განმარტების ექსკლუზიური უფლება. კობახიძეს ვურჩევდი, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ნუ ექნება“,- განაცხადა კოპალეიშვილმა.
    კითხვაზე, რა განცდა დარჩა, მოსმენილი არგუმენტების საფუძველზე მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, კოპალეიშვილი პასუხობს, რომ სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლებმა დაასაბუთეს, რომ არ არსებობს არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი საიმისოდ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტუროს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი.
    „დაშვებებით რთულია საუბარი, იმიტომ, რომ უმრავლესობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს არ ვიცი. აქ საუბარია უმრავლესობის ნების გამოხატვაზე. რამდენიმე მოსამართლეზე შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ნამდვილად სამართლიანად განმარტავენ კონსტიტუციას. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში სასამართლოს დავუსაბუთეთ, რომ არ არსებობს არანაირ ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი საიმისოდ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტუროს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, აქედან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რაზეც დააფუძნებს თავის გადაწყვეტილებას, იმის შესახებ რომ, თითქოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუციის 52- მუხლის 1-ელი პუნქტის ა-ქვე პუნქტი, რომელსაც პარლამენტის პოლიტიკური უმრავლესობა ედავება.
    თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ამას მიუდგება, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსიდან, მას არ რჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ არ დაადასტუროს დარღვევა და პოლიტიკურ უმრავლესობას უარი უთხრას კონსტიტუციური წარდგინების დაკმაყოფილებაზე“,- განაცხადა კოპალეიშვილმა.
    ამასთან, როგორც კოპალეიშვილმა განაცხადა, თუკი, საკანონმდებლო ორგანო იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების წინ, პრეზიდენტს სიტყვით სარგებლობის უფლებას მისცემს, ის ამ შესაძლებლობით ისარგებლებს.
    „საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტს აუცილებლად შეეხმიანებიან, მოქმედი კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს. პრეზიდენტს შეუძლია საკანონმდებლო ორგანოში მივიდეს, მაგრამ სიტყვას მისცემენ თუ არა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც თქვას, ეს საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თუკი, საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტს, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ანუ ამ საკითხის გადაწყვეტამდე, პრეზიდენტს სიტყვა მისცეს, პრეზიდენტი აუცილებლად ისარგებლებს ამ შეთავაზებით.
    დარწმუნებით ალბათ უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტთან იყოს ამაზე კითხვა დასმული, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოში უნდა მივიდეს, მაგრამ ვნახოთ, თავად პრეზიდენტი როგორ გადაწყვეტს ამ საკითხს“, - განაცხადა კოპალეიშვილმა.
  12. tvati
    სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ავრცელებს, რითაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქმრის მიერ 14 წლის გოგონას მკვლელობას ეხმაურება.
    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქალთა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებზე უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი უწყების დროული და ეფექტური ჩართულობა და რეაგირება, მათ შორის მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებზე.
    „შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი და საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია ამ ტრაგიკულ ფაქტამდე მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იძულებით ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ.
    მიუხედავად, შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაღალი მაჩვენებლისა, ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება როგორც, ბავშვთა ქორწინების შემთხვევების ასევე, სავარაუდო ქორწინების იძულების ფაქტების გამოვლენა და გადამისამართება. კრიტიკულად დაბალია რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერება ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების პროცედურებისა და მათი ვალდებულებების შესახებ.
    სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.
    სამწუხაროდ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფოს არ გაუძლიერებია მუშაობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ისეთ რეგიონებში, სადაც გენდერული ნორმები და სტერეოტიპები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს.
    საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის შემთხვევებს, ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებს და არსებული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მყისიერი ნაბიჯების გადადგმას. კერძოდ, უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი უწყების დროული და ეფექტური ჩართულობა და რეაგირება, მათ შორის მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებზე. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეისწავლოს პასუხისმგებელი პირების მიერ რეფერირების პროცედურების შესაძლო დარღვევის ფაქტები”, - ნათქვამია განცხადებაში.
  13. tvati
    2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ერთი მილიონი მგზავრი მიიღო. მოგეხსენებათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული აეროპორტი ჩვენი ქალაქისა და მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და სიცოცხლისათვის. ტურისტები ქალაქში ათასობით დოლარს ხარჯავენ, რაც საკმაოდ დადებითად აისახება ქუთაისის ბიუჯეტზე და უამრავი ოჯახისათვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. სამწუხაროდ, აეროპორტიდან ქუთაისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს. ეს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ადგილობრივებს; ამავდროულად, ტურისტული ნაკადების გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებს. იშვიათად შეხვდებით ევროპულ ქალაქს, სადაც აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება. ვფიქრობ, თუ გვინდა გავხდეთ ევროპული ქალაქი და ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, აუცილებლად უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა.

     მოვუწოდებ რეგიონის ხელმძღვანელობას, ვისაც ამ საქმის მოგვარება ხელეწიფება, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, დანიშნოს ქუთაისსა და აეროპორტს შორის მუდმივი სატრანსპორტო მარშრუტი; შექმნას ტექნიკურად გამართული სისტემა, რომელიც უპრობლემოდ მოემსახურება ქუთაისში ჩამოსულ ასიათასობით სტუმარს.

    პარტია "საქართველოსთვის" ქუთაისის საკრებულოს წევრი. 
  14. tvati
    ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას „სამწუხაროს და უდროოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ეს პროცესი ზუსტად იმ დროს ემთხვევა, როცა ევროკომისიამ გაფართოების საკითხზე ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს.
    მისივე თქმით, ეს პროცესი დეპოლარიზაციის შემცირებას არ დაეხმარება.
    „მე უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ვარ, ძალიან ყურადღებით ვისმენ, რას ამბობს სხვადასხვა პოლიტიკოსი. ზოგი ამბობს, რომ საქართველომ პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია შეასრულა, სხვა პოლიტიკოსებისგან კი ვისმენ, რომ არაფერი შესრულებულა. თუ თქვენ მკითხავთ ჩემი პოზიციის შესახებ, მე ვფიქრობ, რომ სურათი არის შერეული.
    ერთი მხრივ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრი გაკეთდა, განსაკუთრებით უმაღლესი წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, მეორე მხრივ, კი კვლავ გვესმის საქართველოდან წამოსული შერეული სიგნალები. გვაქვს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიმდინარე პროცესი, რომელიც ცალსახად არ უწყობს ხელს ნომერ პირველ პრიორიტეტის, დეპოლარიზაციის შესრულებას.
    არსებობს კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც არ უწყობს ხელს რიგით მეორე რეკომენდაციის შესრულებას. კვლავ არის ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას 27 სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ [„ფორმულას“ თარგმანი].
    ამასთან ელჩის თქმით, როდის გამოქვეყნდება ევროკომისიის ანგარიში, ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ეს შეიძლება იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის დასაწყისი.
    გუშინ, 5 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა განხილვა, სადაც მსჯელობდნენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც უცხოეთში ვიზიტებით გაემგზავრა მთავრობასთან შეუთანხმებლად. დასკვნას სასამართლო კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში წარუდგენს პარლამენტს. წარდგინების ბოლო ვადა 14 ოქტომბერია.
    პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მიმართეს. მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა აქვთ წამოწყებული. თავად პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უცხოეთში ვიზიტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მართავს.
    საკონსტიტუციო სასამართლომ რომც დაადგინოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.
  15. tvati
    ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის რომ გამოიყენოთ შესაძლებლობა ახლა, გააგრძელეთ წინსვლა და იყავით მკაფიო რეფორმების გატარების პროცესში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს ესპანეთის ქალაქ გრანადაში განუცხადა.
    მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი.
    „ჩვენ შევაფასეთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი კიდევ გასაკეთებელია. მთავარი გზავნილი არის ის რომ გამოიყენეთ შესაძლებლობა ახლა, გააგრძელეთ წინსვლა, იყავით მკაფიო რეფორმების განხორციელების და იმ პოლიტიკის გატარების პროცესში, რომელზედაც შევთანხმდით“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
  16. tvati
    რუსეთის მიერ 2008 წლის 6-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების აშკარა დარღვევა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
    მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
    „ნება მომეცით, გავიმეორო ევროკავშირის პოზიცია: ჩვენს მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ცნობები ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელია, ეს იქნება რუსეთის მიერ 2008 წლის 6-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების აშკარა დარღვევა, ცხადია, მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა“, - აღნიშნა ელჩმა.

    იპნ
  17. tvati
    თქვენ გგონიათ, სავაჭრო ცოტა აქვთ „ქართულ ოცნებას“ და „ნაცებს“ ერთმანეთში?! დამერწმუნეთ „ნაცებს“ და „ოცნებას“ ბიზნესინტერესებიც ძალიან ბევრი აქვთ საერთო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
    ამასთან, ბუჩუკური არც იმას გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზეც ვაჭრობდეს.
    „ცოტა გამკვირვებია, როცა ამ კითხვას (თუ რაზე დაყრდნობით საუბრობს ამაზე) სვამთ, მე ვიყავი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რომ მხარდაჭერა გამოუცხადეს მათ, ვინც აწყობდა ქართულ ოცნებას და მურუსიძეს?! ბევრი ფაქტი შეიძლება გაიხსენოთ, სადაც „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება” ერთმანეთს ასულდგმულებს და ეხმარება. „ნაცებსა“ და „ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ჩვენი გუნდი აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალოს. დაგველოდეთ. ისტორიულ პროცესს ვადევნებთ ახლა თვალს და მნიშვნელოვანია მკაფიოდ დაფიქსირდეს დეპუტატების წინააღმდეგობა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიმართ. ლოგიკურია, რომ ჩვენი გუნდის წარმომადგენლები წითელ ღილაკს დააჭერს”, - განაცხადა ბუჩუკურმა.
     
    იპნ
  18. tvati
    საქართველოს მომავალ კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ეწვევა, - ამის შესახებ მან ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჟურნალისტებს განუცხადა.
    „მომავალ კვირას თბილისში ჩამოვალ. თბილისში საერთო სამთავრობო სხდომა გვექნება. ყველა მინისტრი ჩემთან ერთად იქნება“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
    უნგრეთის პრემიერის თქმით, ის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.
    „სრულიად უსამართლოა, რომ არ გპირდებიან, რომ გახდები რაც შეიძლება მალე, რადგან დიდი საქმე გააკეთე და ჩვენ ძალიან გვჭირდები. მე თქვენი დიდი მხარდმჭერი ვარ“, - აღნიშნა ორბანმა.

    იპნ
  19. tvati
    „ნაცები'' და „ოცნება'' რომ ერთმანეთთან თანამშრომლობენ, ამის ფაქტები უკვე არსებობს. სასამართლო სისტემაში „ოცნებას'' საკუთარი პოზიციების გამყარებაში „ნაცები'' დაეხმარნენ. რაზე ვაჭრობენ ეს სხვა საკითხია, მაგრამ მოცემულობაა, რომ ისინი ერთმანეთში ვაჭრობენ.

    მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
    386605046_189367140853958_5933893062705443389_n (1).mp4
  20. tvati
    „არავისთან დასამტკიცებელი ჩვენ არ გვაქვს და მითუმეტეს ჩვენს მოქალაქეებთან, რომ ეს ორი პარტია: „ნაცები'' და „ქოცები'' - ერთმანეთზე უარესი პარტიები არიან.

    იცით რა არის ამის მაგალითი? დღეს განიხილება გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონი, რასაც „ოცნება'' აკეთებს და ხელისუფლება, რომელიც ამას აკეთებს, თავადვე ადასტურებს იმას, რომ უვარგისები არიან. ამას რატომ ვამბობ ახლა იცით? 2011 წელი მახსენდება, ზუსტად იგივე კანონში „ნაცებმა'' მსგავსი კანონები შემოიტანეს. ამას ვამბობთ, რომ ეს ორი პარტია ერთმანეთზე უარესები არიან. 10 წლის წინ „ოცნება'' რა სისტემასაც ებრძოდა, თვითონვე გადაიქცა ამ სისტემად.

    მთავარი ამოცანა არის ეს, რომ ამ ორმა უარესმა პარტიამ 50%-ზე მეტი არ აიღონ არჩევნებზე და ეს რისკი მათ დაინახეს. ამიტომ გამოვიდნენ და ერთმა ნაცობა დაგვაბრალა, მეორემ - ბიძინას პროექტობა.

    დაგველოდეთ!

    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  386587788_357931446571775_4318030930393867583_n.mp4
  21. tvati
    ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გრძელვადიან ვალდებულებს ამზადებს.
    ბორელის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში ის თავდაცვის ახალ მინისტრს, რუსტემ უმეროვს შეხვდა, რომლის დროსაც ევროკავშირის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილეს.
    "რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყველა ჩვენგანისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. რუსტემ უმეროვთან პირველ შეხვედრაზე განვიხილეთ ევროკავშირის უწყვეტი სამხედრო დახმარება. უკრაინას მეტი შესაძლებლობები და უფრო სწრაფად სჭირდება. ვამზადებთ გრძელვადიან ვალდებულებებს უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით", - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.
    შეგახსენებთ, ჯოზეფ ბორელი კიევში კვირას ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას. მათ ერთად მიაგეს პატივი ომში დაღუპული უკრაინელი დამცველების ხსოვნას. მანამდე ბორელი ოდესაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. მან რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებული სპასო-პრეობრაჟენსკის ტაძარი მოინახულა.
  22. tvati
    რა ჩაიდინა „ოცნებამ'' ზუგდიდში? გამოუძიებელი კრიმინალური ქრონიკა

    ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  385895903_690796269268688_4162091657305894741_n.mp4
  23. tvati
    ცესკოს თავმჯდომარემ პირველი ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი წარადგინა.
    როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების მოდერნიზების კიდევ ერთი ეტაპი დაასრულა წარმატებით.
    "არჩევნებმა, რომელიც დღეს გორში, კასპში და გურჯაანში გაიმართა, დაადასტურა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე სხვა ჩართული მხარეების, ამომრჩევლებისა და საზოგადოების მზადყოფნა ელექტრონული არჩევნებისთვის. საარჩევნო ელექტრონული აპარატურა კიდევ ერთხელ ფართო მასშტაბით, საერთო ჯამში კი მერვედ გამოვიყენეთ და უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ტექნოლოგიების გამოყენება წარმატებულია.
    დღევანდელი დღე ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებს ორგანიზება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია და - პროცესი ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე წარიმართა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამომრჩეველთა ინფორმირებულობის მაღალი დონე, რაც უდავოდ, ამ მიზნით განხორციელებული ფართომასშტაბიანი და აქტიური საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის ლოგიკური შედეგია.
    კამპანია კონცენტრირებული იყო კენჭისყრაში ელექტრონული საშუალებებით მონაწილეობის საკითხებზე. გამოვიყენეთ ყველა შესაძლებლობა ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის: ცესკოსა და სწავლების ცენტრის საგანმანათლებლო პროექტები, ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება ხალხმრავალ ღონისძიებებზე და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე, სარეკლამო რგოლები და საინფორმაციო ბროშურების გავრცელება.
    აღარ შევჩერდები საინფორმაციო-სარეკლამო კამპანიაზე, რომელიც, რა თქმა უნდა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება 2024 წლის არჩევნებისთვის.
    აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან ერთად ამ პროცესის წარმატებით წარმართვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს იმ ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში; მედიამ, რომელმაც როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღეს უზრუნველყო საარჩევნო პროცესების გაშუქება და ამომრჩეველთა ინფორმირება.
    თანამშრომლობის ახალი პლატფორმების ფარგლებში მათთან ერთად არაერთხელ ვიმსჯელეთ საარჩევნო საკითხებზე და გავითვალისწინეთ რიგი მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციებისა.
    იმისთვის, რომ ამომრჩევლებს მაღალ პროფესიულ დონეზე მომსახურებოდნენ, საკანონმდებლო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით რამდენიმე ეტაპიანი სწავლება გაიარეს შესაბამისი საარჩევნო კომისიების წევრებმა. დღეს ჩვენ ყველამ ერთად დავადასტურეთ რომ არჩევნები საერთო საქმეა და არსებობს ყველა წინაპირობა და მზადყოფნა 2024 წელს მოდერნიზებული და კარგად ადმინისტრირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩასატარებლად.
    ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანმა გამოყენებამ მოგვცა საშუალება, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან ერთ საათში, საზოგადოებას უკვე გავაცნოთ წინასწარი შედეგები იმ 103 საარჩევნო უბნის მონაცემების საფუძველზე, სადაც კენჭისყრა ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა.
    ამ დროისთვის საარჩევნო უბნების საქმიანობა ჯერ კიდევ არაა დასრულებული, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები დამატებით ხელით გადაითვლიან შედეგებს, რაც სანდოობის მნიშვნელოვანი მექანიზმია, ამის შემდეგ კი შედგება შემაჯამებელი ოქმები. ამჟამად სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს საარჩევნო უბნებზე. აქვე შეგახსენებთ, რომ შემაჯამებელი ოქმები პლანშეტების საშუალებით, საარჩევნო უბნებიდან პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო შეამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, რის შემდეგაც აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
    რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, არჩევნებში მონაწილეობა სულ 43 330 ამომრჩეველმა მიიღო. მაღალი აქტივობა დაფიქსირდა გურჯაანში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 35.24% მივიდა.
    აღსანიშნავია, რომ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაცია გაიარა 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 16-მა და 23 ადგილობრივი ორგანიზაციის 426-მა დამკვირვებელმა, ასევე საარჩევნო სუბიექტების 178-მა წარმომადგენელმა. საარჩევნო პროცესის გაშუქების მიზნით კი აკრედიტაცია მედია ორგანიზაციების 158 წარმომადგენელმა გაიარა.
    ახლა კი გაგაცნობთ 103 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს.
    საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია:
    № 34 მამუკა ტუსკაძე (საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისათვის“) -1 344 ხმა
    № 41 გიორგი სოსიაშვილი (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) -19 032 ხმა
    რაც შეეხება გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნებს, აქ წინასწარი შედეგი შემდეგია:
    № 41 გიორგი მაჭავარიანი (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) 14 450 ხმა
    დასასრულს, მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრატორებს ყველა დონეზე, სწავლების ცენტრს, 24 საათიანი ძალისხმევისათვის, ეს ადამიანები ამ წუთებშიც აგრძელებენ საქმიანობას იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესები წარიმართოს მაღალ პროფესიულ დონეზე, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში.
    განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს, საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“, რომლის ტექნოლოგიური მხარდაჭერით შედგა დღევანდელი არჩევნები. ასევე კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას თითოეულ ამომრჩეველს და ჩართულ მხარეებს“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
  24. tvati
    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა არა მხოლოდ პარტნიორებისგან იღებს სამხედრო დახმარებას, არამედ ზრდის იარაღის შიდა წარმოებას.
    „რუსეთი ცდება, თუ ფიქრობს, რომ შეუძლია უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტას დაელოდოს. უკრაინა მხოლოდ გაძლიერდება და რუსული აგრესია ჩაიშლება. ჩვენ არა მხოლოდ შემოგვაქვს იარაღი უკრაინაში, არამედ ვზრდით შიდა წარმოებას და წარმოებას პარტნიორებთან ერთად ნატო-სა და მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს კულება.
    შეგახსენებთ, 22 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგად არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია, მათ შორის შეთანხმებას იარაღის, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების შესახებ. ზელენსკიმ იარაღისა და თავდაცვის სისტემების უკრაინასთან ერთობლივი წარმოების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.

    ipn
  25. tvati
    უკრაინა აღარასდროს გადაიხდის საკუთარი შვილების მომავლითა და საკუთარი სუვერენიტეტით მშვიდობის მოჩვენებითი დაპირებებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
    "დღეს უკრაინელების თანამედროვე თაობებს გვაქვს შესაძლებლობა, მივაღწიოთ იმაზე მეტს, ვიდრე აქამდე ვახერხებდით. ჩვენი უკრაინის დაცვა რუსული შემოჭრისგან ეფუძნება ჩვენი საზოგადოების ისტორიულად უდიდეს ერთობას. ერთობას, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ. უკრაინა სარგებლობს მსოფლიოს ისტორიულად უდიდესი მხარდაჭერით ის აღარასდროს გადაიხდის საკუთარი შვილების მომავლითა და საკუთარი სუვერენიტეტით მშვიდობის მოჩვენებითი დაპირებებისთვის", - აღნიშნა ზელენსკიმ.
    უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც აძლიერებს უკრაინისა და უკრაინელებისთვის თავისუფლების ახალ და დიდებულ ისტორიას."ყველა ჩვენს მცველს ვუსურვებ, რომ არასოდეს დაკარგონ არც ერთი შესაძლებლობა უკრაინისთვის. ყველა შესაძლებლობა გამარჯვებასთან დაახლოებად უნდა ვაქციოთ - და გამარჯვება მოვა!" - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

    ipn
×
×
  • შექმენი...