Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა. ახალი სანქციების სამიზნეს წარმოადგენს რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორები, როგორებიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობა და ის ართულებს ევროკავშირის შეზღუდვების გვერდის ავლას. სანქციები ითვალისწინებს ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადაზიდვის მომსახურების აკრძალვას მესამე ქვეყნებში გადატანის მიზნით, თხევადი ბუნებრივი აირის მშენებარე პროექტების დასასრულებლად ახალი ინვესტიციების აკრძალვას, ფინანსური შეტყობინებების სისტემის (SPFS) გამოყენების აკრძალვას, რუსეთის ომში მონაწილე გემების მომსახურების გაწევისა და პორტებზე წვდომის აკრძალვას, ევროკავშირში ფრენების უფრო ფართო აკრძალვას, შემდგომი იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს და შეზღუდვებს. გარდა ამისა, ახალი შემზღუდველი ზომების თანახმად, პოლიტიკურ პარტიებსა და ფონდებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს რუსეთიდან დაფინანსების მიღების უფლება აღარ ექნებათ. სანქციების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს 116 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ძირის გამოთხრელი ან საფრთხის შემქნელი საქმიანობისთვის დასანქცირდნენ. სანქციები ითვალისწინებს აღნიშნული ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების აქტივების გაყინვას, ფიზიკური პირების შემთხვევაში კი - ასევე მოგზაურობის აკრძალვას. იპნ
  2. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, არასამართლიანად ჩატარებული არჩევნების პირობებში, რუსული კანონის პირობებში, ჩვენი გზა ევროპისკენ არის ჩაკეტილი:
  3. საქართველოს ეროვნული ნაკრებმა მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის პირველ 2 მატჩში 1 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის F ჯგუფში ბოლო, მეოთხე პოზიციას იკავებს, თუმცა, ამის მიუხედავად, მერვედფინალში გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. ბოლო ტურში, 26 ივნისს ჩვენი გუნდის მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება, რომელმაც ჩეხეთსაც მოუგო და თურქეთსაც და პირველი ადგილი გარანტირებული აქვს. დასაწყისში აღვნიშნოთ, რომ 6 ჯგუფში 1-2 ადგილებზე გასული 12 ნაკრების გარდა, მერვედფინალის საგზურს 6-დან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც მიიღებს, იმისთვის, რომ საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოვხვდეთ, სხვა ნაკრებების შედეგებზეც ვართ დამოკიდებული. განვიხილოთ ორი სცენარი, რა შემთხვევაში შეიძლება გავიდეს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში. გამარჯვება პორტუგალიასთან იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ნაკლები მოტავაციის მქონე პორტუგალიის დამარცხებას მოახერხებს, 4 ქულას მოაგროვებს. ქულათა ეს რაოდენობა, შესაძლოა, საკმარისი იყოს როგორც მერვედფინალში გამსვლელი მეორე, ასევე მესამე ადგილისთვისაც. ის, თუ რომელ ადგილზე გავა საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან გამარჯვების შემთხვევაში, დამოკიდებული იქნება პარალელურად, ჩეხეთისა და თურქეთის მატჩის შედეგსა და გატანილი/გაშვებული ბურთების სხვაობაზე. იმისთვის, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მეორე ადგილზე დავასრულოთ ჯგუფური ეტაპი, ჩეხეთმა აუცილებლად უნდა მოუგოს თურქეთს, თუმცა, პარალელურად, საქართველომ პორტუგალია უფრო დიდი სხვაობით უნდა დაამარცხოს და ჰქონდეს გატანილი/გაშვებული გოლების უკეთესი ბალანსი, ვიდრე ჩეხეთს, ან ერთნაირი ბალანსის შემთხვევაში, უფრო მეტი გატანილი, ვიდრე მათ. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ 4 ქულით მეორე ადგილს ვერ დავიკავებთ, აუცილებლად მოვხვდებით საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის (არსებობს უმცირესი თეორიული შანსი, რომლის განხილვისგანაც თავს არ შეგაწყენთ). ფრე პორტუგალიასთან თუ კი პორტუგალიასთან გამარჯვებით უდიდესი ალბათობით (მეორე ან მესამე ადგილით) გავდივართ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში, ფრეს შემთხვევაში, სხვა რამდენიმე მატჩის შედეგზე ვართ დამოკიდებულები. საქართველოს ნაკრებმა, 6-დან მინიმუმ 2 მესამეადგილოსანზე უკეთესი შედეგი უნდა დააფიქსიროს. მას შემდეგ, რაც გუშინ, 23 ივნისს A ჯგუფის შეხვედრაში უნგრეთმა შოტლანდიის დამარცხება მოახერხა და 3 ქულა მოაგროვა, ამ ჯგუფის მესამეადგილოსან უნგრეთს პორტუგალიასთან ფრეთი ვერ ვაჯობებთ, რადგან ამ შემთხვევაში სულ 2 ქულა გვექნება. ფრეს შემთხვევაში ვერ ვაჯობებთ, ვერც D და E ჯგუფის მესამეადგილოსნებს, რადგან ორივე ჯგუფში მინიმუმ 3 გუნდს უკვე აქვს 3 ქულა დაგროვებული. გვრჩება 2 – B და C ჯგუფები, რომელთა მესამეადგილოსნებსაც უნდა ვაჯობოთ: B ჯგუფის ბოლო ტურში ერთმანეთს ესპანეთი-ალბანეთი და იტალია-ხორვატია ხვდებიან. იმისთვის, რომ 2 ქულით შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვქონდეს: ესპანეთმა აუცილებლად უნდა დაამარცხოს ალბანეთი, ხორვატიამ კი ვერ უნდა დაამარცხოს იტალია. უფრო რთულადაა საქმე C ჯგუფში, სადაც ინგლისის სლოვენიასთან მინიმუმ 3-ბურთიანი სხვაობით გამარჯვებას უნდა ვუგულშემატკივროთ, ასევე, დანიის გამარჯვებას სერბეთთან, ჩვენთვის მისაღები იქნება, თუ პირიქით სერბეთი დაამარცხებს დანიას, ოღონდ მინიმუმ 3-ბურთიანი სხვაობით. თუმცა, ესეც არ იქნება საკმარისი საქართველოს ნაკრების შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის, თუ თურქეთი ჩეხეთის დამარცხებას ვერ მოახერხებს. საქართველო-პორტუგალია და ჩეხეთი-თურქეთი ერთმანეთის პარალელურად, 26 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება და იმ მომენტისთვის უკვე ცნობილი იქნება სხვა ჯგუფების შედეგები და ისიც, საკმარისი იქნება თუ არა პორტუგალიასთან ფრე შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. publika
  4. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დღეს, 24 ივნისს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა ქვეყნების საბჭოს სხდომაზე მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. საქმე ეხება რუსულ კანონს და იმ უარყოფით შედეგებს, რომლებიც მას მოჰყვა. მისივე თქმით, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენს გეგმას, სადაც განმარტებულია, რა შეიძლება გაკეთდეს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა „საქართველოში არ გაგრძელდეს ის, რაც ხდება”. „რადიო თავისუფლების” პრაჟის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ხანმოკლე შეზღუდვები მოიცავს დაფინანსების შეწყვეტას, ხოლო სიტუაციის მნიშვნელოვნად გაუარესების შემთხვევაში, განიხილება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც. კერძოდ, იოზვიაკის ინფორმაციით, სავარაუდო ვარიანტები ასეთია: მოკლევადიანი ზომები: დაფინანსების დროებით შეჩერება, მაღალი დონის შეხვედრების შეჩერება; სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში: ინდივიდუალური სანქციები, ვიზები დიპლომატიური პასპორტებისთვის, სამხედრო/ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტა; სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში: ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება. publika
  5. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძირს უთხრის არამხოლოდ ქვეყნის თავისუფალ, დემოკრატიულ მომავალს, არამედ გვიზღუდავს ევროპული კეთილდღეობის მიღების შესაძლებლობას, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, სუვერენულმა საერთაშორისო კომპანია “ფიტჩჩმა” საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა, რის მიზეზადაც სწორედ პოლიტიკური დაძაბულობა, პოლიტიკური გაურკვევლობა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირება დაასახელა. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, შეფასებაში აღნიშნულია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან გაუარესებული ურთიერთობები გადაავადებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. “პოლიტიკურთან ერთად, უარესდება ქვეყნის ფინანსური კონკურენტუნარიანობაც. საერთაშორისო სავალუტო რეზერვების კლებამ, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შემცირებამ და სახელმწიფო საწარმოების რეფორმის შეჩერებამ ასევე გავლენა მოახდინა რეიტინგის გაუარესებაზე. “ქართული ოცნების” ხელისუფლება ძირს უთხრის არამხოლოდ ქვეყნის თავისუფალ, დემოკრატიულ მომავალს, არამედ გვიზღუდავს ევროპული კეთილდღეობის მიღების შესაძლებლობას. “რუსული კანონის” მიღების შემდეგ, უკვე ვნახეთ ლარის კურსის გაუფასურება, ფასების დონის ზრდა და ინვესტიციების მკვეთრი კლება - რაც უკვე აჩენს ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის პრობლემებს. თუმცა, “ქართული ოცნება” კვლავ ტყუილების პროპაგანდით აგრძელებს აირიდოს პასუხისმგებლობა ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკურ დაძაბულობაზე. ამ დროს კი, საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური რეიტინგები უარესდება. მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, მონაწილეობა მიიღოს მომავალ არჩევნებში იმისთვის, რომ ერთად ჩამოვაშოროთ „ოცნების“ დაჯგუფება ერთპიროვნულ ძალაუფლებას. დღეს ეს ადამიანები ემსახურებიან არა ქვეყნის ინტერესებს, არამედ საკუთარი ქონების დაგროვებისა და დაცვის ინტერესებს, აგროვებენ კორუფციულ ფულს ჩვენი მომავლისა და ჩვენი ოჯახების კეთილდღეობის ხარჯზე”, - განაცხადა ლილუაშვილმა. ipn
  6. ჩვენ არ დავესწრებით იმ პრემიერის ანგარიშს, რომელმაც მთავრობის პროგრამა უბრალოდ წინის წინა პრემიერის პროგრამიდან გადმოწერა - მითუმეტეს იმ პრემიერის ანგარიშს, რომელმაც საკუთარ თავსაც ვერ აჯერებს, რომ პრემიერ-მინისტრია, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ ყველა სტრატეგიულ და არასტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა უპრეცედენტოდ მძიმე ნიშნულზეა. “ჩვენ არ დავესწრებით იმ პრემიერის ანგარიშს, რომელმაც მთავრობის პროგრამა უბრალოდ წინის წინა პრემიერის პროგრამიდან გადმოწერა. თავისი შინაარსიც კი ვერ ასახა და საზოგადოებას სიახლე ვერ აჩვენა. [არ დავესწრებით] მითუმეტეს იმ პრემიერის ანგარიშს, რომელმაც საკუთარ თავსაც ვერ აჯერებს, რომ პრემიერ-მინისტრია. კობახიძის დანიშვნის შემდეგ ფაქტობრივად, ჩვენს ყველა სტრატეგიულ და არასტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა უპრეცედენტოდ მძიმე ნიშნულზეა; ქვეყნის შიგნით მმართველი ხელისუფლების წევრები და მხარდამჭერები სანქცირებული არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან; ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია, რისი კონკრეტული შეფასებები შედეგების სახით არსებობს და ქვეყანაში უპრეცედენტოა საინვესტიციო გარემოს გაუარესების ნიშნული. თუ ამ მოცემულობას პოზიციურად შეაფასებთ - კი ბატონო”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე 28 ივნისს საქართველოს პარლამენტში, მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს პლენარულ სხდომაზე წარადგენს. ipn
  7. თბილისში, ავტობუსებზე მძღოლის პოზიციაზე 46 ქალია დასაქმებული. ამის შესახებ ინფორმაციას თბლისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, თბილისის ავტობუსების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანპორტო კომპანიის მიერ 2017-2019 წლებში განხორციელდა გენდერული საკონსულტაციო პროგრამა. აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანი გახდა კომპანიისთვის, რადგან გადამზადდა და დასაქმდა 25 ქალი ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე. ავტობუსის მართვის მოსამზადებელი კურსი ქალებისთვის 2023 წელსაც დაიგეგმა და 25 ქალმა გაიარა გადამზადება. დღეისათვის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლის პოზიციაზე სულ 46 ქალია დასაქმებული,“- ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: თაია არდოტელი
  8. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 ივნისს ღამის საათებში კახეთის რეგიონის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო). პუბლიკა
  9. „აღმოვაჩინე, რომ ჩემს სახლში 7 უცნობი პირია რეგისტრირებული“; „მეც დამჭირდა ვიღაც უცნობის ამოწერა; „მეც ეს პრობლემა მაქვს; „ერთმა ადამიანმა თავის მისამართზე 19 უცხო ადამიანი აღმოაჩინა“… – ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ და წუხან, რომ მათ სახლში უცხო პირები არიან რეგისტრირებულები. გამომდინარე იქიდან, რომ რეგისტრაციის ადგილის შეცვლა ზოგადად მარტივი პროცედურაა, შესაძლოა ეს პოლიტიკური ანდაც სხვა ინტერესის მქონე პირებმა არაკეთილსინდისიერად გამოიყენონ და მეპატრონის გვერდის ავლით დარეგისტრირდნენ თქვენს მისამართზე. იმისთვის, რომ გაიგოთ, არის თუ არა უცნობი პირი თქვენს მისამართზე რეგისტრირებული, ამისთვის სპეციალურად შექმნილი, ოფიციალური ვებგვერდი არსებობს: https://voters.cec.gov.ge/ ვებგვერდზე რომ შეხვალთ, დაგჭირდებათ თქვენი გვარისა და პირადი ნომრის შეყვანა, დააჭერთ ძებნას და ამოგიგდებთ ინფორმაციას, თუ სად ხართ რეგისტრირებული, როგორც ამომრჩეველი. ამ საფეხურის შემდეგ კი თქვენ დაინახავთ კიდევ ერთ ღილაკს – „ამ მისამართზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სია”. ამ ღილაკს რომ დააწვებით, ჩამოიშლება ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც თქვენს მისამართზეა რეგისტრირებული. სწორედ ამ ჩამონათვალში შეიძლება აღმოაჩინოთ თქვენთვის უცნობი სახელი და გვარი. და რა ხდება შემდეგ? შემდეგ უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს. ამისთვის კი ორი გზა არსებობს: პირველი – ერთ შემთხვევაში იუსტიციის სახლში მისვლა შეუძლია ბინის მესაკუთრეს. პირველ ეტაპზე მესაკუთრე დაწერს განაცხადს და ასევე გამოითხოვს მისამართზე რეგისტრირებულ პირთა სიას, რომლის დამზადებასაც 10 სამუშაო დღე სჭირდება; იუსტიციის სახლში გვეუბნებიან, მან ასევე უნდა წარადგინოს კომუნალური გადასახადების ქვითარი. სიის მომზადების შემდეგ რეგისტრაციიდან მოხსნაზე დამატებით მიმართავს იუსტიციის სახლს. მეორე – განმცხადებლისა და ორი მოწმის მისვლა იუსტიციის სახლში. ასეთ შემთხვევაში განმცხადებელი (არა მესაკუთრე) დაადასტურებს, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირები არ ცხოვრობენ მისამართზე, იმავეს დადასტურება მოუწევს ორ თანმხლებ სრულწლოვან მოწმესაც. ასეთ შემთხვევაში მათ იუსტიციის სახლში მისვლა მეორედ აღარ მოუწევთ. კიდევ ერთი რჩევა – იუსტიციის სახლს აქვს ონლაინ კონსულტაციის შესაძლებლობა. თუ გჭირდებათ დამატებით დაკვალიანება თქვენი ინდივიდუალური შემთხვევის შესახებ, შეგიძლიათ პირველადი კონსულტაცია ონლაინ გაიაროთ და იუსტიციის სახლს უფრო მომზადებული ეწვიოთ. „საარჩევნო პროცესისთვის საარჩევნო სიის სრულყოფა უმნიშვნელოვანესია“ – ISFED-ის დირექტორი ნინო დოლიძე გვიხსნის, რატომაა მნიშვნელოვანი, რომ თითოეულმა მოქალაქემ გადაამოწმოს თავი სიაში და არ დაიზაროს იუსტიციის სახლში მისვლა უცნობი პირების ამოსაწერად.
  10. ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ განაცხადა. როგორც კვარაცხელიამ აღნიშნა, საქართველოს ნაკრები მოგებასთან ძალიან ახლოს იყო. „ჩეხებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომაც არის საუკეთესო მეკარე. რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ჩვენც გვქონდა მომენტი და ბოლოს, საერთოდ მოგება შეგვეძლო. სანამ შანსი 1% მაინც გვაქვს, ყველა გუნდთან ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. ოპტიმალურ ფორმაში არ ვიცი ვარ თუ არა, ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ, იმის მიუხედავად, რომ ჩემ პოზიციაზე არ მიწევს თამაში. მე ვფიქრობ, რომ უკეთესადაც შემიძლია, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ. რაც შეეხება საბას მომენტს, მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია, არაფერი ისეთი არ მოსვლია, რაც აქამდე არ გვინახავს, დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე გაიტანს", - განაცხადა კვარაცხელიამ, რომლის კომენტარს sportall.ge ავრცელებს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. იპნ
  11. ერთად ყველაფერს შევძლებთ, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მამარდაშვილი გულშემატკივარს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის. „პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩემთვის დიდი პატივია ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა, როგორც მატჩის MVP. მადლობა გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისთვის რაც სტადიონზე და მის გარეთ ხდებოდა! ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთად ყველაფერს შევძლებთ”, - წერს ფეხბურთელი. საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. როგორც sportall.ge წერს, Opta-ს მიხედვით, მამარდაშვილმა ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 ივნისს, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. იპნ
  12. “ოცნება” გრძნობს, რომ გეომეტრიული პროგრესიით კარგავს ამომრჩეველს. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/823082259775074
  13. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. მატჩის პირველი გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ 45-ე წუთზე 11- მეტრიანით გაიტანა. ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს. შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობდა. 26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. იპნ
  14. საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. როგორც sportall.ge წერს, Opta-ს მიხედვით, მამარდაშვილმა ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 ივნისს, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. იპნ
  15. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის მატჩში გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ პირველი გოლი 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა და ტაბლოზე საქართველო - ჩეხეთს შორის ანგარიში 1:0 დაფიქსირდა. შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს. EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ. იპნ
  16. სამართალდამცავებმა 19 წლის ახალგაზრდის დაღუპვის საქმეზე თბილისში 3 პირი დააკავეს. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 15 ივნისს, ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა 19 წლის შ.ი.-ს ხელებით და ფეხებით თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმები მიაყენეს. დაზარალებული უგონო მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად, 21 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ ინფორმაციას, ახალგაზრდას ფიზიკურად ქუჩაში, შელაპარაკებისას, ე.წ. უბნის მაყურებლები გაუსწორდნენ. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 15 ივნისს დააკავეს. თავდაპირველად დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად) წარედგინათ და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობა შეეფარდათ. სამივე დაკავებულს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პუბლიკა
  17. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. 26 ივნისს, საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა. EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ. იპნ
  18. აშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი ავრცელებს. ანატოლი ანტონოვის ცნობით, აშშ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს. „ჩვენს წინააღმდეგ ყოველდღიური თავდასხმები ხორციელდება და დღეს, სულ რაღაც ერთი საათის წინ, ამერიკელებმა შეტყობინება გამოგვიგზავნეს, რომ სავიზო ცენტრი იხურება. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ. ჩვენს თანამემამულეებს არ მივატოვებთ. დღეს, ამერიკელებმა რუს დიპლომატებზე კიდევ ერთი წვრილმანი, საზიზღარი თავდასხმა განახორციელეს. მათ გადასახადებისგან გათავისუფლების ბარათები წაგვართვეს“, - განაცხადა ანატოლი ანტონოვმა. მისივე თქმით, აღნიშნული ნაბიჯის შესახებ ამერიკულ მხარეს განმარტებები არ გაუკეთებია. იპნ
  19. პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრები, პარლამენტის (მცხეთის დუშეთის ყაზბეგისა და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი), თბილისის და მცხეთის საკრებულოს დეპუტატები, წიწამურთან წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. "ზედაპირზეა არამხოლოდ კერძო კომპანიის ბრალეულობა, არამედ - სახელმწიფოს სისტემური კოლაფსი, როდესაც შესაბამისი სამსახურებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივ გულგრილობასა და კორუფციულ ინტერესებს თბილისელების, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები ეწირება.", - აცხადებენ პარტიაში.
  20. დღეს “ოცნების” ხელისუფლებას ლეგიტიმაცია აღარ დარჩა, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. არ არსებობს საერთაშორისო აქტორი, რომელსაც “ოცნების” ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი, ხელს ჩამოართმევს და მის სიტყვას ექნება რაიმე ნდობა. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/746133801055307
  21. ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა! , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ელჩებისადმი მიმართვაში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი ელჩებს, მიმართავს, რომ ისინი შუაგულ ევროპაში ისმენენ ტყუილებს, რომ თურმე საქართველოს ევროპული გზა გრძელდება, პარტნიორების განცხადებების მიუხედავად და რომ, თურმე საქართველო 2030 წელს მაინც შეძლებს ევროკავშირში შესვლას. პარალელურად პრეზიდენტის თქმით, პრაქტიკულად ყველა ევროპელი ლიდერი კითხვას სვამს, რას რას ნიშნავს ის, რომ ,,საქართველო მაინც შევა ევროკავშირში“- იმის მიუხედავად, რომ იღებს რუსულ კანონებს, არ ისმენს არცერთ რეკომენდაციას და არ ასრულებს არცერთ რეფორმას, რომელიც საჭიროა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას ელჩების ნაცვლად სტიკვა, რომ გაურკვევლობაში არიან, როცა ერთი უნდა თქვან და მეორე სწამთ. “საქართველოს ელჩებო, მოგმართავთ თქვენ. მოგმართავთ დღეს, რამეთუ აქამდე არ მომეცა საშუალება, რომ არც დიპლომატის დღეზე, არც ამბასადორიალზე, არც რომელიმე სხვა ღონისძიებაზე მომემართა თქვენთვის და სხვათა შორის, როცა მე მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნა იქაც, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ ვხვდებით. დღეს ჩავთვალე, რომ საჭირო იყო მომემართა თქვენთვის, რამეთუ თქვენ, ევროკავშირის ქვეყნებში ჩვენი ყველა ელჩი გუშინ და დღეს შეკრებილნი ხართ ბერლინში, გერმანიის დედაქალაქში, შუაგულ ევროპაში. იმ ქვეყანაში, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს ევროპულ გზაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან ჩვენი მხარდამჭერია და მთელ ამ გზაზე მოგვყვებოდა და მხარს გვიჭერდა. ქვეყანა, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენი ასოცირების გადაწყვეტილებისას, ასევე, ვიზალიბერალიზაციისა, დაბოლოს, ამ ბოლო გადაწყვეტილებაზე, რომლითაც კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა. თქვენ ზუსტად იქ ხართ, ამ შუაგულ ევროპაში და იქ ისმენთ ტყუილებს. ტყუილებს იმის შესახებ, რომ თურმე ჩვენი ევროპული გზა გრძელდება, ჩვენი პარტნიორების განცხადებების მიუხედავად, რომ თურმე საქართველო 2030 წელს (თუ როდის არ ვიცი) მაინც შეძლებს ევროკავშირში შესვლას. მე ვიმყოფებოდი შვეიცარიაში შაბათ-კვირას, სადაც პრაქტიკულად ყველა ევროპელ ლიდერს შევხვდი და ისინი მეკითხებოდნენ თუ რას ნიშნავს ის, რომ ,,საქართველო მაინც შევა ევროკავშირში“, ,,მაინც“- რას ნიშნავსო, იმის მიუხედავად, რომ იღებს რუსულ კანონებს და არამხოლოდ ერთ კანონს, იმის მიუხედავად, რომ არ ისმენს არცერთ რეკომენდაციას და თვითონ არ ასრულებს არცერთ იმ რეფორმას, რომელიც საჭიროა ამ გზაზე. სწორედ, დღეს მოლდოვის პრეზიდენტმა (ერთგვარად თეთრი შურით მშურს მისი) ხელი მოაწერა განკარგულებას, დელეგაციის შემადგენლობის შესახებ, რომელიც მომავალ კვირას გაწევრიანების მოლაპარაკებებს დაიწყებს და ჩვენც ამ მდგომარეობაში უნდა ვყოფილიყავით ახლა. და ეს თქვენთვის იმ საქმის სწორი დაგვირგვინება იქნებოდა, რაც აქამდე გაგიკეთებიათ, რადგან მე კარგად ვიცი, რომ თქვენ ის პროფესიონალი დიპლომატები ხართ (დიდწილად ყოველ შემთხვევაში), რომლებიც აქამდე სწორედ ჩვენ ევროპულ გზაზე მუშაობდნენ და რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ იმ მიღწევაში, რომელიც არცერთ მთავრობასა და არცერთ ხელისუფლებას არ ეკუთვნის. ეს ჩვენი დიპლომატიის მიღწევაა, რომ ჩვენ მივედით კანდიდატის სტატუსამდე და მასთან ერთად ჩვენი ხალხის დამსახურებაა - ამ საქმეს პროფესიონალები და ხალხის ნება სჭირდება. და დღეს რაც ხდება, ეს არის ღალატი პროფესიონალიზმის, ეს არის ღალატი იმ ხალხის, რომელიც პირველივე დღიდან, დამოუკიდებლობიდან და მანამდეც, სწორედ, ამ ევროპულ გზაზე ოცნებობდა. ამიტომ, მე დღეს მტკივა, თქვენ მაგივრად და თქვენთვის, რომ ამ მდგომარეობაში ხართ, გაურკვევლობაში, როცა ერთი რამ უნდა თქვათ და მეორე რამ გწამთ. ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს, რომ თქვენ გწამთ იმისი, რაც გწამდათ აქამდე. და ამაში, მინდა ვიყო დარწმუნებული. მართალია, საჯარო მოხელეებს არ მოეთხოვებათ, რაღაცნაირად პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რასაც მათ კარნახობენ, მაგრამ ელჩები უცხო ქვეყნებში და მით უმეტეს, ევროკავშირში, რომლებიც დღეს საქართველოს წარმოადგენენ, არ არიან ჩვეულებრივ მდგომარეობაში, არ არიან ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები და აქვთ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა, რამეთუ ისინი წარმოადგენენ ქვეყანას და არა რომელიმე მთავრობას. მთავრობები მიდიან და მოდიან. თქვენ წარმოადგენთ ქვეყანას, მის ინტერესებს, მის წარსულს და მის მომავალს, და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ამიტომ, მე არაფერს გასწავლით და არაფერს გკარნახობთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“, - აღნიშნავს პრეზიდენტი. იპნ
  22. „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა!“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ელჩებისადმი მიმართვაში განაცხადა. პუბლიკა
  23. მიმდინარე წლის 5 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებიდან ჯამში 9.559 მლრდ ლარი შევიდა, საიდანაც 31.2% მოქალაქეების მიერ გადახდილ გადასახადებზე მოდის. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მაისში ფიზიკური პირების გადასახადებიდან სახელმწიფო ხაზინაში 2.982 მლრდ ლარი შევიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში 2.529 მლრდ ლარი. ამასთან, წელს საანგარიშო პერიოდში 2.982 მლრდ ლარი საშემოსავლო გადასახადზე მოდის, 34.032 მლნ ლარი მეწარმე ფიზიკურ პირთა საქმიანობით მიღებული შემოსავლების გადახადაზე, 84.551 მლნ ლარი ფიზიკური პირის მიერ მიღებული დივიდენდებიდან და ა.შ. ცნობისთვის, წელს იანვარ-მაისში სახელმწიფო ხაზინაში ჯამში 14.360 მლრდ ლარი შევიდა. ავტორი: ნინი ქეთელაური
  24. მოლდოვამ ხელი მოაწერა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე განკარგულებას. ინფორმაცია ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პლატფორმა X-ზე გაავრცელა. ევროკავშირის ელჩები უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების ჩარჩოზე შეთანხმდნენ. შემდეგი ეტაპი, რაც სამთავრობათშორისო კონფერენციას მოიცავს, 25 ივნისს დაიწყება. 7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანამ როტაციით უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის ხელმძღვანელის პოსტს. ბრიუსელის რეკომენდაციის შესრულებას გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ხელისუფლების ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება. პუბლიკა
  25. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ჩამონათვალს აქვეყნებს, სად და როდის განთავსდება სასმელი წყლის ცისტერნები წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე. მისამართები, სადაც 21 ივნისს სასმელი წყლის ცისტერნები განთავსდება: 09:30 – 13:00 – ვაკე, ნუცუბიძის ქ.N125 10:30 – 13:00 – ვაკე, ქავთარაძის ქ. N70-72 10:30 – 13:00 – ვაკე, მიხეილ შავიშვილის ქ.N1 10:30 – 14:00 – გლდანის, ზაჰესი, ავჭალის ქუჩა N11 10:30 – 13:00 – ვაკე, რევაზ მარგიანის ქ.,შენ.2/2 GWP-ის ცნობით, ცისტერნების განთავსების ლოკაციები დღის განმავლობაში 2-ჯერ იცვლება. მოცემული მისამართების გარდა, მომხმარებელს დამატებით შეუძლია სასმელი წყლის ცისტერნა ცხელი ხაზის საშუალებით მოითხოვოს. სოფელ წიწამურის მიმდებარედ, 16 ივნისს ავარიულად დაზიანდა თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მაგისტრალი, რომელიც თბილისის საკმაოდ დიდ ნაწილს აწვდის წყალს. ამის გამო, უკვე მეექვსე დღეა, სასმელი წყალი არ, ან შეფერხებით მიეწოდება ათობით ათას აბონენტს. GWP-ის გენერალურმა დირექტორმა 18 ივნისს განაცხადა, რომ დაზიანებული მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება და გეგმის თანახმად, არაუგვიანეს ერთ კვირაში დასრულდება. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...