-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ფოტო: სალომე სიმონია ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ინფორმაციით, საპროტესტო კარავში თავს დაესხნენ. მოძრაობის ცნობით, საღამოს 11 საათისთვის კარავში სანადირო თოფით და დანებით მივიდა ორი ადამიანი, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ბალდის კანიონში დაგეგმილი მშენებლობის ინვესტორი კომპანიის ვიდეოში გამოჩდნენ. აქტივისტი ცოტნე თვარაძის ინფორმაციით, კარავში აქტივისტებმა მოახერხეს სიტუაციის განეიტრალება და შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა, თუმცა კარვისკენ მიმავალ გზაზე შეიარაღებულმა პირებმა ცივი იარაღით ყურის არეში დაჭრეს აქტივისტების თანასოფლელი, რომელიც მათთვის სანადირო თოფის წართმევას ცდილობდა. დამატებითი დეტალების გარკვევის შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება. პუბლიკა
-
არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი, არ შეიძლება სანქციები ქვეყანაზე იყოს დაწესებული, სანამ ქვეყანამ, დემოკრატიულად არ გასცა პასუხი არჩევნებში, თუ როგორი მომავალი უნდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, ახალგაზრდის კითხვაზე, არის თუ არა აშშ-ის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვები, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებს, კერძო პირებსა და მათი ოჯახის წევრებს მოიცავს, ეფექტური, პრეზიდენტი პასუხობს, რომ პრეზიდენტი ინდივიდუალურ სანქციებზე არ უნდა საუბრობდეს, რადგან ეს მისი როლი არ არის. „ვისაც ვხვდები, მომავალ დღეებშიც მექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, მე ვეუბნები, რომ არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი, არ შეიძლება სანქციები ქვეყანაზე იყოს დაწესებული, სანამ ქვეყანამ, დემოკრატიულად არ გასცა პასუხი არჩევნებში, თუ როგორი მომავალი უნდა. დღეს ქართველი ხალხი იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ეს არ არის ის მომენტი, როცა უნდა დაისაჯოს ევროპელებისა თუ ამერიკელებისგან. მე როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ინდივიდუალურ სანქციებზე არასოდეს ვსაუბრობ, ეს არ არის ჩემი როლი. არც სანქციების ეფექტურობაზე არ შეიძლება ვისაუბრო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. იპნ
-
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 19 წლის მამაკაცი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში, ბრალდებულმა, გამოგონილი სახელით სოციალური ქსელ FACEBOOK-ის საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო. გაცნობიდან მალევე, მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი, ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან Facebook/Messenger-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებულმა დაშინებით და შანტაჟის გზით, დაზარალებული აიძულა მის წინაშე გაშიშვლებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით დაემუქრა. „2024 წლის მაისში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი დაზარალებულის 17 წლის დას და მამინაცვალს 13 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეო-ფაილები გადაუგზავნა. ასევე, დაზარალებულის დასაც მოსთხოვა მის წინაშე გაშიშვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა. უარის მიღების შემდეგ ბრალდებულმა სოციალური ქსელ FACEBOOK-ში გამოაქვეყნა დაზარალებულ არასრულწლოვანთან ვიდეოზარებით კომუნიკაციისას გადაღებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები. დაზარალებული არასრულწლოვანის დედის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება მყისიერად წარმართა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში, ნანახი იქნა 13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც მტკიცებულების სახით იქნა ამოღებული. ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
-
ქალბატონი სალომე თუ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მისასალმებელი ფაქტი იქნება - ჩვენგან მას აქვს სრული მხარდაჭერა იმ საქმეებში, რასაც ჩვენი ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფისთვის აკეთებს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, პარტია "გახარია საქართველოსთვის" "ქართულ ქარტიაში" აღნიშნული რეფორმების გეგმას სრულად იზიარებს. "მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როდესაც მეკითხებით ქალბატონი სალომეს პრეზიდენტობასთან დაკავშირებით - ეს მისასალმებელი ფაქტი იქნება, მაგრამ ვისი კანდიდატი იქნება და ა.შ. ინფორმაცია არ მაქვს და ვერ გეტყვით. ჩვეულებრივი არჩევნები ნამდვილად არ არის. ამ არჩევნებზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა მაინცდამაინც ტექნიკური გაერთიანება ყველასი ერთად, არამედ მნიშვნელოვანი არის სწორი, პრაგმატული მუშაობა, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწიოთ არჩევნებში ორ რამეს - პირველი: დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ხმები და მეორე: ერთპიროვნული მმართველობა დავასრულოთ," - განაცხადა დაუშვილმა. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ შეხვედრაზე ახალგაზრდებს მიმართა: "თუ ვიქნები თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები". იპნ
-
ჩვენ ვნახეთ რომ ძალადობაში ჩართულები არიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. ივანიშვილი და მისი "ოცნება" ხალხის წინააღმდეგ იყენებს სახელმწიფო უწყებებს, როგორც ინსტრუმენტს. ამ ყველაფერში ჩართულები არიან ეგრედწოდებული ზონდერ ჯგუფები, რომლებიც ადამინებზე ძალადობენ. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1649316099148499/
-
ირაკლი კობახიძეს დღეს საკუთარი დანგრეული რეპუტაციის გარდა, არაფერი ჩაუტანია გერმანიაში. დღეს სამი მნიშვნელოვანი ამოცანაა: ერთი - არჩევნებზე მოქალაქეების მობილიზება, მეორე - ხმების დაცვა, რაშიც ჩვენს ახალგაზრდებს ექნებათ გადამწყვეტი მნიშვნელობა, მესამე - პოლიტიკურმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ბარიერს გადალახავენ და მათი ხმები არ დაიკარგება. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1752924451782566/
-
ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი მალე მიაღწევს მშვიდობას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ჩვენს სრულფასოვან გაწევრებას ევროკავშირში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში გააგრძელებს მხარდაჭერის გაწევას უკრაინის აღსადგენად. „ძვირფასო კოლეგებო, ქართველ და უკრაინელ ერებს აერთიანებთ არა მხოლოდ მსგავსი გამოცდილება და მტკიცე მეგობრული კავშირები, არამედ ასევე საზიარო მისწრაფებები ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი მალე მიაღწევს მშვიდობას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ჩვენს სრულფასოვან გაწევრებას ევროკავშირში. მანამდე კი ჩვენ ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში გავაგრძელებთ მხარდაჭერის გაწევას უკრაინის აღსადგენად", - განაცხადა პრემიერმა. იპნ
-
რიიგიკოგუმ (ესტონეთის პარლამენტმა) მიიღო განცხადება, რომელშიც გმობს საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და ევროპული ღირებულებების მიტოვებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული. ინფორმაციის თანახმად, რიიგიკოგუს 44 წევრის მიერ წარდგენილი განცხადების: „საქართველოში დემოკრატიის კრიზისის შესახებ“ მიღებას მხარი რიიგიკოგუს 57-მა წევრმა მხარი დაუჭირა და 13 წინააღმდეგი წავიდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფართო პროტესტის, ევროკავშირისა და საქართველოს მოკავშირეების მხრიდან მოწოდებისა და საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც შთაგონებულია რუსეთის ფედერაციის ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონით, რომელსაც პუტინის რეჟიმი სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესირებისთვის იყენებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და გაერო-ს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის საწინააღმდეგო კანონად გამოაცხადა, რადგან ის არღვევს კანონის უზენაესობის, კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპებს. რიიგიკოგუ გმობს საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებისა და ევროპული ღირებულებების მიტოვებასთან დაკავშირებით და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ესტონეთის პარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, განახორციელოს სამართლებრივი გამოძიება ხელისუფლებისა და იმ პირების მიმართ, რომლებმაც ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, დაიცვან დაპირება, რომ ხელს შეუწყობენ კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვას და იმ რეფორმების განხორციელებას, რასაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს და რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. განცხადების პროექტში, ასევე, აღნიშნულია, სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებენ დემოკრატიული კრიზისის გადაწყვეტას კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის გზით, არ დაუბრუნდებიან ევროკავშირთან შეთანხმებულ რეფორმებისა და დემოკრატიზაციის პროგრამას და არ გააუქმებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რიიგიკოგუ მიიჩნევს, რომ აუცილებელია ესტონეთმა დაბლოკოს ყველა შემდგომი პროცესი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, გაყინოს განვითარების თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და გამოყოფილი თანხები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად გამოიყენოს. რიიგიკოგუ ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ევროკავშირის საბჭოს შესთავაზონ ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს მთავრობის წევრების, საქართველოს პარლამენტის ლიდერებისა და ხელმძღვანელობის, პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ჯგუფის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, მათ შორის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა. თუ ეს წინადადება არ იქნება მხარდაჭერილი, რიიგიკოგუს სურს, რომ ესტონეთმა დააწესოს რესპუბლიკის მთავრობის სანქციები, მათ შორის, ესტონეთის რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვა აღნიშნული პირების მიმართ. ესტონეთის პარლამენტს ასევე სურს, რომ ესტონეთმა შესთავაზოს ევროკავშირის საბჭოს სანქციების დაწესება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობაში, საქართველოს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებში. თუ ეს წინადადება არ იქნება მხარდაჭერილი, რიიგიკოგუს სურს, ესტონეთმა რესპუბლიკის მთავრობის სანქციები დააწესოს ამ პირების წინააღმდეგ. რიიგიკოგუ ასევე საჭიროდ მიიჩნევს, რომ ესტონეთმა მხარი დაუჭიროს ევროკავშირის საბჭოში საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის გაყინვას მანამ, სანამ არ გაუქმდება კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. „რიიგიკოგუ გამოხატავს პატივისცემას მამაცი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მომავალს“, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
-
არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს ტოვებენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, ასევე მმართველობის წესებს, რის გამოც წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ როგორც საბჭო, ასევე მისი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას (ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს), მოამზადოს საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტი. „საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრების მიერ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების საწინააღმდეგოდ მიღებული „რუსული კანონი“ (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ვენეციის კომისიის დასკვნით წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მუხლებთან, ხოლო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შეფასებით კანონი დისკრიმინაციულია, ახდენს სტიგმატიზაციას და ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას. „რუსული კანონი“ პირდაპირ არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ძირითადი ღირებულებებსა და პრინციპებს, ასევე მმართველობის წესებს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 თებერვლის №110 დადგენილებით შექმნილი საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ როგორც საბჭო, ასევე მისი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი „ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი“. მივმართავთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას (ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს), უმოკლეს ვადაში მოამზადოს საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას”, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ა(ა)იპ საერთაშორისო გამჭვირვალობა−საქართველო; ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი; ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ა(ა)იპ ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი; ა(ა)იპ ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის. იპნ -
"დღეს შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთი მტკიცებულება მიაწოდა საგამოძიებო ორგანოებს, რომ ძალადობა სახელმწიფოს არამხოლოდ წახალისებული, არამედ უშუალოდ მათი ორგანიზებულია. პაპუაშვილის მუქარიდან რამდენიმე წუთში ზუკა ბერძენიშვილი ცემეს. ოცნებასთან ერთად ეს არის იმ უწყებების სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Serviceსაქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia პირდაპირი პასუხისმგებლობა, რომლებიც უმოქმედობით ასეთი ძალადობების თანამონაწილეები არიან. პირველი, რასაც ახლა უნდა აკეთებდნენ, პაპუაშვილის მინიმუმ გამოკითხვაზე დაბარებაა. მეგობრებო, ეს საქმე არ არის შსს-ს გამოსაძიებელი, ზუსტად ისე, როგორც NiKo Managadze-ის საქმეს არაფერი ესაქმება შსს-ში. ეს არის სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულო დევნა ძალოვანი უწყებების და ზონდერ-ჯგუფების გამოყენებით, რომლის გამოძიების ვალდებულება ზემოაღნიშნულ ორ უწყებას აქვს. შეგახსენებთ, ნიკო მანაგაძეზე თავდასხმა არ მოხდებოდა ამ უწყებებს რომ ემოქმედათ და მასზე თავდამსხმელი, რომელიც მანამდე ერთ-ერთ პოლიტიკოსს დაესხა თავს და რომლის ვინაობაც იდენტიფიცირებადია, დროულად დაეკავებინათ." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/25899794876300622
-
„კრისტის" აუქციონზე ქართული ხელნაწერი იყიდება | საწყისი ფასი მილიონი გირვანქაა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„კრისტის” აუქციონზე დღეს, 11 ივნისს, წარმოდგენილია ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენაზე. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი და მისი ფასი 1, 000 000 – 1, 500 000 გირვანქა სტერლინგია. ის ქრისტიანული პალესტინის, არამეულ ენაზე შექმნილი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება იყენებდა პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 -13 საუკუნეებში. შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტში (ხელნაწერი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად) და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე. პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის ბერი იოანე ზოსიმეს მიერ. დაწერილია ქართული ტექსტით და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან. მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ხელნაწერები მარტინ შოიენის კოლექციიდანაა. 1955 წლის ზაფხულში ფლორენციაში 15 წლის მარტინ შოენმა შეიძინა თავისი პირველი ანტიკვარული წიგნი – ფრანგული ქადაგებების ხელნაწერის ფრაგმენტი – 1300 წ. ამ ხელნაწერის შეძენიდან დაიწყო ოდესმე შეკრებილი ხელნაწერების ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი კოლექციის ისტორია. 1980-იანი წლების ბოლოს მარტინ შოენი და მისი კოლექცია ცნობილი გახდა აუქციონის სახლებისთვის, მეცნიერებისთვის და დილერებისთვის. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ასეთი მასშტაბისა და ხარისხის კოლექციის შეგროვება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარტინ შოიენმა წარმატებას მიაღწია. კოლექცია მოიცავს 1300 კულტურის ისტორიის ძეგლს და მსოფლიო მემკვიდრეობის ისეთ ხელნაწერებს, როგორიცაა კროსბი-შოიენის კოდექსი, ჰოლხამის ებრაული ბიბლია, Codex Sinaiticus Rescriptus და Geraardsbergen ბიბლია, ასევე ბერძნული ლიტერატურა, ჰუმანისტური შედევრები, ადრეული ინგლისური სამართალი, შოტლანდიური მატიანე და სხვა. ცნობილია, რომ აუქციონი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. პუბლიკა -
აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. აქტივისტი სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში ავრცელებს მის ფოტოს და წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოსტიდან ერთ საათში ბერძენიშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დილით, 09:15-ზე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერია, რომ სალომე ბარკერი და ზუკა ბერძენიშვილი პარლამენტის წევრებს ურეკავდნენ მუქარით და შეურაცხყოფით. პაპუშვილი წერს, რომ „მედიისთვის დადგმული ეს ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის” სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს.“ ამავე პოსტში ის დონორებს „ტერორის ნორმალიზებაში“ ადანაშაულებს. ამ პოსტით პაპუაშვილი გამოეხმაურა იმ შემთხვევებს, როცა მოქალაქეებმა რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების მიმართ პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის ვიდეო გუშინ მარიამ წიწიკაშვილმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა 3 ივნისს დაწერა, რომ გურიაში, სოფელ ფამფალეთში „გაურკვეველი პირები ეძებენ და სოფლის გასასვლელში დგანან“. რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნებიდან დღემდე ორგანიზებული ჯგუფები კანონის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს სხვადასხვა ადგილებზე ხვდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. აზიანებენ მათ ავტომობილებს, ოფისებთან და საცხოვრებელ სახლებთან ტოვებენ სტიგმის შემცველ და შეურაცხმყოფელ წარწერებს. ურეკავენ და აგინებენ მათ და მათი ოჯახის წევრებს. 31 მაისს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებზე ახალი წარწერები ორგანიზებულად დატოვეს, „ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ აღიარა, რომ ეს მისი ორგანიზებული იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიცია პოლიტიკოსებს და აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდებოდა და იყენებდა გაუმართლებელ და არაპროპორციულ ზომას. სასტიკად სცემეს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს, აქტივისტ დავით ქაცარავას. ასევე სცემეს ალეკო ელისაშვილს. ასევე ნაცემია აქციის სხვადასხვა მონაწილე. შსს-ს და საგამოძიებო სამსახურს დღემდე არც ერთ შემთხვევაზე სამართალდარღვევა არ გამოუვლენიათ და არავინ დაუსჯიათ. პუბლიკა
-
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები - ბარენცის ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდი იწვის
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ბარენცის ზღვაში დიდი რუსული სამხედრო ხომალდი, „ადმირალი ლევჩენკო“ იწვის, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა, დიმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა. "მტრის ტექნიკა იწვის. უფრო სწორად, დიდი გემი „ადმირალ ლევჩენკო“ ბარენცის ზღვაში. მისი გადარჩენისთვის ბრძოლა გრძელდება, იმედია უშედეგოდ“, - წერს პლეტენჩუკი სოციალურ ქსელში. მისი ინფორმაციით, გემზე ეკიპაჟის რამდენიმე ასეული წევრი ეტევა. უკრაინული მედიის ცნობით, „ადმირალ ლევჩენკოს“ ბორტზე აქვს დამრტყმელი იარაღი - „როზტრუბის“ რაკეტა-ტორპედოები, რომელსაც შეუძლია სამიზნეების განადგურება როგორც წყალქვეშა, ისე ზედაპირზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც "ზესახელმწიფო" იღებს სანქციებს უკრაინისგან და დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მიკოლაევში წარმოებული ძრავების მართვას. 10 წელი არ ყოფილა საკმარისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ერთ-ერთ დანადგარს ცეცხლი გაუჩნდა. იპნ -
გაერო-ს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც “ჰამასს” მოუწოდებს, დაეთანხმოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ სამ ეტაპიან წინადადებას მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რეზოლუციას მხარი საბჭოს თოთხმეტმა წევრმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ არცერთი არ წასულა. ერთადერთი ქვეყანამ რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, რუსეთი იყო. „ჰამასმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯგუფი მიესალმა რეზოლუციას, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ღაზას ხელმძღვანელობა ცეცხლის შეწყვეტის გეგმას დაეთანხმა. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა. გეგმის მიხედვით პირველი ეტაპი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ასევე, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ „ჰამასის“ მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს. მეორე ეტაპი ყველა დარჩენილი ცოცხალი მძევლის გაცვლას, მათ შორის მამაკაცი ჯარისკაცების გათავისუფლებას მოიცავს. მესამე ეტაპის ფარგლებში ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა დაიწყება და მძევლების ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემა. ipn
-
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი ახალგაზრდების კითხვებს უპასუხებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა რეგისტრაცია სავალდებულოა. ipn
-
GRASS: მარიამ წიწიკაშვილის დაკავებას ჰქონდა ანგარიშსწორების სახე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“(GRASS) განცხადებით, ანგარიშსწორების სახე ჰქონდა მარიამ წიწიკაშვილის დააკავებას, რომელმაც რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს უთხრა, რომ უნდა რცხვენოდეს რუსული კანონისთვის ხმის მიცემის გამო. როგორც GRASS აცხადებს, მარიამ წიწიკაშვილი მათი თანამშრომელია, კერძოდ, ფაქტ-მეტრის დეზინფორმაციის პროგრამის რედაქტორი. „მარიამმა მას [ვიქტორ ჯაფარიძეს] შენიშვნა მისცა იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც დეპუტატმა, როგორც პოლიტიკოსმა მიიღო. ამასთან, შენიშვნა დააფიქსირა სიტყვისა და გამოხატვის უფლებების ფარგლებში, უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენების გარეშე. მომხდარიდან მალევე მარიამ წიწიკაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. დეპუტატის წინაშე მისი საქმიანობის გამო უკმაყოფილების დაფიქსირების წვრილმან ხულიგნობად ინტერპრეტირება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და წარმოადგენს მზარდი ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს“, – აცხადებს GRASS. ამასთან, GRASS-ის განცხადებით, ვიდეოდან ნათლად ჩანს, რომ დეპუტატი მარიამ წიწიკაშვილის მიმართ დისკრიმინაციულ ლექსიკას იყენებს, რითაც ის პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსს არღვევს. „მარიამის რეპლიკაზე, რომ ის ემიგრანტი დედის შვილია და დედით ოსია, პარლამენტის წევრი პასუხად რამდენჯერმე იმეორებს: „გეტყობა“. საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი პარლამენტის წევრს ავალდებულებს, რომ ყველა მოქალაქეს მოეპყრას თანასწორად, მიუხედავად წარმოშობისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა, სოციალური მდგომარეობისა თუ სხვა განმსახვავებელი ნიშნისა. აღნიშნული განსაზღვრულია ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტშიც. საქართველოს პარლამენტის წევრის ამგვარი ქმედება არღვევს ერთიკის კოდექსით გნსაზღვრულ მოთხოვნებს. გარდა ეთიკის კოდექსის დარღვევისა, აღნიშნული ქმედება აღვივებს ეთნიკურ შეუწყნარებლობას და საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თავისუფლებებისა და უფლებების დაცვას“, – აცხადებს GRASS. როგორც GRASS აცხადებს, პოლიციამ მარიამის დაკავებისა და მისი თანმხლები პირისთვის გაფრენის უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება ვიქტორ ჯაფარიძის ნათქვამის საფუძველზე, ყოველგვარი დამატებითი გამოკვლევისა თუ კითხვების გარეშე მიიღო. „საუბრისას ადგილზე მოსულმა შსს-ს თანამშრომელმა ჩათვალა, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, რაზეც მეტყველებს ისიც, რომ პოლიციელმა ადგილი მალევე დატოვა. მარიამის დაკავება მოხდა მოგვიანებით, რასაც ჰქონდა ანგარიშსწორების სახე – დეპუტატისთვის მიუღებელი აზრის დამფიქსირებლისთვის დისკომფორტის შექმნის მიზნით. მარიამს შეეზღუდა თვითმფრინავში ასვლის უფლება, ის დააკავეს და გადაიყვანეს საქალაქო სასამართლოში. არ დაუკავებიათ, თუმცა თავისუფალი გადაადგილების უფლება შეუზღუდეს და გაფრენის უფლება არ მისცეს მარიამის თანმხლებ პირსაც – ირინა გურგენაშვილს, რომელსაც მონაწილეობა აღნიშნულ მოვლენებში საერთოდ არ მიუღია. ირინა გურგენაშვილს ჩამოართვეს პასპორტი და „განუმარტეს“, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მისი ბორტზე არდაშვების შესახებ. მოქალაქისადმი ამგვარი მოპყრობა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადაადგილების კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების შეზღუდვა კანონმდებლობის კიდევ ერთ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მოვლენების პარალელურად ვიქტორ ჯაფარიძე თავისუფლად გაფრინდა და მისი გადაადგილება არ შეფერხებულა“, – აცხადებს GRASS. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისსვე დაიწყო, თუმცა მტკიცებულებების წარმოდგენისთვის მხარეებს დრო მისცა და პროცესი 19 ივნისისთვის გადადო. GRASS-ის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, მათ შორის – მიმართავენ სასამართლოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს – დეპუტატის მხრიდან ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დარღვევის დასადგენად და სახალხო დამცველს – აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად. მოქალაქის თქმით, დეპუტატ ჯაფარიძესთან დაპირისპირების გამო აეროპორტში დააკავეს ნეტგაზეთი -
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს. „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა. ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარს სრულად ვუჭერთ“, - წერს ჯიმ ო’ბრაიენი X-ზე. შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები“ ჩატარდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იპნ
-
დღეს სახელისუფლებო პროპაგანდა საზოგადოების შიშების გაღვივებაზე მუშაობს, რადგან პოზიტიური დღისწესრიგის ცვლილებების რესურსი “ოცნებას” არ გააჩნია, მათ აღარავინ ენდობა. ივანიშვილს ჰგონია, რომ ფულით შეძლებს ყველაფრის ყიდვას, მაგრამ ცდება, საქართველოს მოქალაქეები საკუთარ მომავალს არ გაყიდიან. ბექა ლილუაშვილი, "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1151116276208234/
-
„ამ ეტაპზე დაზიანებულია 26 სახლი“ - რა ვითარებაა ამჟამად იმერეთში
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„გუშინდელი სტიქიის შედეგად იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტი დაზიანდა. ყველაზე მეტად ზესტაფონის და ბაღდათის მოსახლეობა დაზარალდა, განსაკუთრებით სოფლები - მეორე სვირი და ყუბჩი“ - ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, 7 სოფელს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, აქედან ორ სოფელში ელექტრომომარაგება უკვე აღდგა. დღის ბოლომდე კი დარჩენილ ხუთ სოფელშიც აღდგება. „ამ ეტაპზე, ჩვენი ინფორმაციით, დაზიანებულია 26 სახლი“ - განაცხადა შალამბერიძემ. გუბერნატორის თქმით, ამჟამად მუნიციპალიტეტები ითვლიან და გარკვეული დროის შემდეგ ზარალის ზუსტი რაოდენობა ცნობილი გახდება. შეგახსენებთ, რომ ძლიერი სეტყვა იმერეთში 9 ივნისს მოვიდა. ავტორი: ეკა დარჩიაშვილი -
ევროპარლამენტში არსებითად არაფერი შეცვლილა - „ქართული ოცნების“ მცდელობა, წარმოაჩინოს, თითქოს კონსერვატიული ძალების აწმყო დგება, არის მცდარი ნარატივი, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" წევრების განცხადებები აჩვენებს, რომ მათი ანალიზის უნარიც კი მოკლებულია ანალიტიკურ შესაძლებლობებს. "ჩვენ ვისმენთ "ქართული ოცნების" აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელ ანალიზს, რომელიც გადართულია, რაღაცა კონსერვატიული ძალების გაძლიერების მესიჯბოქსზე, რომლითაც თავს იმშვიდებს. ღიმილისმომგვრელი და სასაცილოა - სად "ქართული ოცნება" და სად კონსერვატიული საკითხები და კონსერვატიული მოძრაობა საქართველოში? ეს ერთმანეთთან არათავსებადი და წარმოუდგენელი თაღლითობის მცდელობაა. ევროპარლამენტში არსებითად არაფერი შეცვლილა. პირველ ადგილზე კვლავ დარჩა "სახალხო პარტია", მეორე ადგილზე "სოციალ-დემოკრატები", მცირედი დანაკარგი ჰქონდა "მწვანეების" გაერთიანებას, თორემ დანარჩენი არანაირი ცვლილება არ მომხდარა. ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ანალიზის უნარიც კი მოკლებულია ანალიტიკურ შესაძლებლობებს, ვგულისხმობ, "ქართულ ოცნებას". ეს მცდელობა, თითქოს კონსერვატიული ძალების აწმყო დგება, არის მცდარი ნარატივი," - განაცხადა ლილუაშვილმა. ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა. მედიის ინფორმაციით, მეორე ადგილზეა „სოციალისტებისა“ და „დემოკრატების“ (S&D) ბლოკი 139 მანდატით. ლიბერალურმა „ევროპულმა განახლებამ“ 22 ადგილი დაკარგა, „მწვანეებმა“ კი 20 და არჩევნებში 80 და 52 მანდატი მოიპოვეს. მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფები „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) და “იდენტობა და დემოკრატია” (ID) - 73 და 58 მანდატი. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ჯგუფს დაუჭერს მხარს 95 დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი. იპნ
-
დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს უდიდესი მუხტი გადაითარგმნოს იმაში, რომ ჩვენ, ახალგაზრდებმა დავიცვათ არჩევნებზე ჩვენი ხმები და დავასრულოთ ერთკაციანი, ერთპარტიული მმართველობა ამ ქვეყანაში. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი”საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1451840578799852/
-
2024-ის I კვარტალში უცხოური ინვესტიციები 64.4%-ით შემცირდა — საქსტატი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ცნობით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2024 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 75.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.7 პროცენტია. რეინვესტიციამ 92.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 45.9 პროცენტით განისაზღვრა. 2024 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: 2024 წლის პირველ კვარტალში პირველ ადგილზეა თურქეთი – 42.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.0 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ჩეხეთი – 41.5 მლნ. აშშ დოლარით (20.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ – 33.7 მლნ. აშშ დოლარით (16.7 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 85.5 პროცენტს შეადგენს საქსტატის ცნობით, 2024 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 78.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი – 39.5 მლნ. აშშ დოლარით (19.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 38.8 მლნ. აშშ დოლარით (19.3 პროცენტი). ნეტგაზეთი -
აშშ-ის საელჩოს ცნობით, 26 მაისის ღონისძიებაში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობა „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამო გაუქმდა. ამის შესახებ საელჩომ „პუბლიკას” კითხვის საპასუხოდ აცნობა. თავდაპირველად ინფორმაცია გაავრცელა ტელეკომპანია „ფორმულამ”. მანამდე, 26 მაისს ფორმულას გადაცემა დროებაში აღნიშნეს, რომ დამოუკიდებლობის დღის სამხედრო მსვლელობაში ამერიკული კომპონენტი ამოღებული იყო. აშშ-ის განმარტებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელმაც თქვა, რომ თუ პოლიტიკოსის განცხადება მსგავსი გადაწყვეტილების საფუძველი ხდება, „ეს მათი გადასაწყვეტია”. „ეს არის ჩვენი დღეს, რომელსაც აღვნიშნავთ ჩვენ. თუკი რომელიმე მეგობარს უნდა რომ შემოგვიერთდეს, მოხარული ვიქნებით. თუ ვინმეს არ უნდა, ეს ჩვენი დღეა…თუკი ვინმესთვის პოლიტიკოსის განცხადება არის საფუძველი, რომ თავის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებთან ერთად, რომლებიც ტყვიაზე მიდიოდნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში, ამ ფორმატში არ აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. ეს მათი გადასაწყვეტი საკითხია”, – განაცხადა პაპუაშვილმა. პუბლიკა
-
2025 წლიდან, ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი 15.5 მილიონი ლარით მეტი იქნება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
2025 წლიდან, ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი 15.5 მილიონი ლარით მეტი იქნება. პარლამენტის ასიგნებების ზრდა დიდწილად დეპუტატთა ხელფასების ზრდამ განაპირობა, რის თაობაზეც მიღებული გადაწყვეტილება სწორედ 2025 წლიდან შედის ძალაში. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, პარლამენტის დაფინანსება "საკანონმდებლო საქმიანობის" ნაწილში 71.801.8 ლარით არის განსაზღვრული. დაგეგმილი ცვლილებებით კი, 2025 წლიდან 87.262.00 ლარი იქნება. საბიუჯეტო ასიგნებების ზრდასა და პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და მას მხარი დაუჭირეს. კომიტეტის სხდომაზე წარდგენილი პროექტის თანახმად, პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი მსხვილი ეკონომიკური მუხლების მიხედვით ასეთია: „შრომის ანაზღაურების მუხლი“ 43.7 მლნ. ლარით განისაზღვრა. 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებითით ზრდა 9.7 მლნ ლარია. მასში ასახულია პარლამენტის წევრთა გაზრდილი ხელფასები, ახალი კოეფიციენტების მიხედვით. „საქონლისა და მომსახურების“ მუხლი 30.3 მლნ ლარს შეადგენს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 4.8 მლნ ლარით, ხოლო დაზუსტებულთან შედარებით 1.2 მლნ ლარით. „გრანტის მუხლი“ 0.15 მლნ. ლარით არის გათვალისწინებული. იგივეა რაც 2024 წლის დაზუსტებული გეგმის მაჩვენებელი, ხოლო დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით ზრდა 0.07 მლნ ლარია. „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლში გათვალისწინებულია 0.9 მლნ. ლარი - დამტკიცებულ და დაზუსტებულ გეგმებთან შედარებით 0.2 მლნ ლარზე მეტი. ამ მუხლიდან ფინანსდება დეკრეტული და საავადმყოფო ფურცელი და პირდაპირ დაკავშირებულია სახელფასო ფონდის ზრდასთან. „სხვა ხარჯების“ მუხლში თანხა 3.28 მლნ ლარს შეადგენს. 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით ზრდაა 0.7 მლნ ლარით და დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით 0.26 მლნ ლარით, რაც პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, დაკავშირებულია ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების ფასების ყოველწლიური ზრდის ტენდენციასთან. „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი 2024 წლის მსგავსად დაგეგმილია 8.9 მილიონი ლარის ოდენობით. 2024 წლის დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით 0.86 მლნ. ლარიანი მატებაა. პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 5.5 მლნ ლარი გათვალისწინებულია შენობის რეაბილიტაცია-გამაგრებითი სამუშაოების დასრულებისთვის, ხოლო დანარჩენი თანხები სხვადასხვა ინფრასტრუქტურის და ლიცენზიის შეძენა-მოდერნიზებას მოხმარდება. იპნ -
TI: ანტიკორუფციულ კანონში შეტანილი ცვლილებები ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, ანტიკორუფციულ კანონში შეტანილი ცვლილებები ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს და აუარესებს არსებულ წესებს. საუბარია, 2024 წლის 29 მაისს პარლამენტში მესამე მოსმენით მიღებულ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე. პუბლიკა