-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
28 ივნისს პარტია "გახარია საქართველოსთვის" ქალთა ორგანიზაციამ გამართა საინფორმაციო შეხვედრა თბილისში. შეხვედრაზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბორდისა და მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ისაუბრეს ორგანიზაციის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, საზოგადოებაში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების გამოწვევებსა და იურიდიული სამსახურის ფუნქციონირებაზე. შეხვედრის ბოლოს ქალთა ორგანიზაციას ახალი წევრები შეემატა. ინფორმაციას პარტია "გახარია საქართველოსთვის" ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს.
-
Forbes: რუსებმა ვოვჩანსკში, სავარაუდოდ, 83-ე სადესანტო ბრიგადა დაკარგეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
Forbes-ის ინფორმაციით, 9 მაისს – დღეს, როდესაც რუსეთი მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხებას აღნიშნავს – დაახლოებით 30 000 რუსი ჯარისკაცი უკრაინის ქალაქ ვოვჩანსკში ისე დამარცხდა, რომ ბრძოლის უუნარო გახდა. სტატიის თანახმად, “რუსეთის გამარჯვების დღეს”, 9 მაისს დაგეგმილი ეს შეტევა, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან, სავარაუდოდ, მიზნად ტერიტორიის დიდი ნაწილის ხელში ჩაგდებას ისახავდა, რათა მძიმე არტილერია ქალაქ ხარკოვს მიახლოებოდა. რუს მეთაურებს, შესაძლოა, ვოვჩანსკიდან თვით ხარკოვისთვის შეტევის იმედიც ჰქონდათ. ცნობილი უკრაინელი კორესპონდენტის, ფსევდონიმით “ნიკოლაევ ვანეკი” თანახმად, რუსეთის 83-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადამ ვოვჩანსკიდან სამკვირიანი განლაგების შემდეგ დაიხია უკან. რუსული სამხედრო ენით, “კოდი 500” არის ჯარისკაცი, რომელიც უარს ამბობს ბრძოლაზე. Forbes-ის ცნობით, თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა, ეს რუსული დაჯგუფებისთვის მტკივნეული დანაკარგი იქნება, რაც დაახლოებით შვიდ პოლკსა და ბრიგადას მოიცავს. ამასთან რუსეთის დანაკარგები ვოვჩანსკში შეიძლება გაიზარდოს, რადგან ბატალიონის გადარჩენილი ჯარისკაცები, რამდენიმე ასეული ადამიანი, ორი კვირის განმავლობაში ცენტრალურ ვოვჩანსკში მდებარე ქიმიურ ქარხანაში, ალყაში იმყოფებოდა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, უკრაინის საჰაერო ძალები ქიმიურ ქარხანას ბომბავდა. 83-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადა არის ან იყო ელიტარული ძალა, ათამდე ბრიგადის ზომის ფორმირება, რომელიც 40 000-მდე ჯარისკაცისგან შედგებოდა. ჯერ კიდევ 2019 წელს, ბრიგადა ბრძოლისას პარაშუტების გამოყენებაში ვარჯიშობდა თავისი მსუბუქი ჯავშანტექნიკით. 2023 წელს ბრიგადა იბრძოდა სამხრეთ უკრაინაში და ამ გაზაფხულზე მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთში ქალაქ ჩასივ იარში ალყის მოწყობაში. პირველად 83-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადის ჯარისკაცები ვოვჩანსკში 12 ივნისს გამოჩნდნენ. Kriegsforscher-ის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდასხმის ბრიგადამ რუს მედესანტეებს ნაღმები ესროლა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა. Forbes-ის თანახმად, ვოვჩანსკში 83-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადისთვის ეს საბედისწერო დასაწყისი იყო – მედესანტეები ავრცელებდნენ ვიდეოებს, სადაც აცხადებდნენ, რომ ბრძოლა აღარ შეეძლოთ, რადგან სამი დღე წყლისა და საკვების გარეშე გაატარეს. ორი კვირის შემდეგ, 83-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადამ იმხელა დანაკარგი განიცადა, რომ მათ სხვა გზა აღარ ჰქონდათ, გარდა იმისა, ტერიტორია დაეტოვებინათ. ნეტგაზეთი -
საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი” და შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ყველა აქტი. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს. “ვეხმაურებით უმაღლესი კომისრის მიერ მის გლობალურ ანგარიშში გაჟღერებულ შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან, განსაკუთრებით ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით. ეს კანონი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ადამიანის უფლებებისთვისა და კანონის უზენაესობისთვის საქართველოში. ეს კანონი გამიზნულია, რომ შემაკავებელი ეფექტი ჰქონდეს მედიასაშუალებების, უფლებადამცველების, და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაზე, იმ მიზნით, რომ ჩაახშოს მათი ხმები. კანონი მიღებულ იქნა ქართველი ხალხის დიდი ნაწილის წუხილების უგულებელყოფით და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კანონპროექტის წინ წაწევისგან თავშეკავების არაერთი მოწოდების, მათ შორის, ვენეციის კომისიის დეტალური იურიდიული არგუმენტების მიუხედავად. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, დაასრულოს დაშინების კამპანია მათ წინააღმდეგ, ვინც ეწინააღმდეგება ამ კანონს და დაიცვას გამოხატვის, შეკრებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიების ხერხემალია, რომელიც ეხმარება ანგარიშვალდებულების, ნამდვილი გამჭვირვალობისა და მავნე გავლენებისგან გამძლეობის უზრუნველყოფაში. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, მთლიანად შეწყვიტოს და გამჭვირვალედ გამოიძიოს ძალის გამოყენების ყველა აქტი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც კანონს ეწინააღმდეგებიან, განახორციელოს შესაბამისი ქმედებები, რათა უზრუნველყოს დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების ან ოპოზიციონერი აქტივისტების, ჟურნალისტებისა და სხვა მედია მუშაკების უსაფრთხოება და თავი შეიკავოს რიტორიკისგან, რომელიც ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაციის კიდევ უფრო გამწვავება შეუძლია. სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისა და სხვების წინააღმდეგ ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორკესტრირებული კამპანია მიუღებელია და უნდა შეწყდეს”, - ნათქვამია განცხადებაში. 36 ხელმომწერ ქვეყანას შორის არის ევროკავშირის 25 ქვეყანა (უნგრეთისა და სლოვაკეთის გარდა), აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, შვეიცარია, ნორვეგია, კანადა, ალბანეთი, მონტენეგრო, მონაკო, ლიხტენშტეინი და ისლანდია. იპნ
-
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, სერბეთში, ნოვი სადში მიმდინარე ტურნირზე მირანდა კაპანაძემ თავისუფალ ჭიდაობაში ოთხივე ორთაბრძოლა მოიგო და 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ქართული ჭიდაობის დიდ ისტორიაში, ჯერჯერობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქალთა ეროვნული ან ასაკობრივი ნაკრების წევრი ამ რანგის შეჯიბრებაზე ჩემპიონი გახდა. მირანდა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე ჩეხი ლანა პეზიჩი (8:0), ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი დოლჟონ ცინგუევა (8:6) და აზერბაიჯანელი ფიდან ბაბაევა (8:0) დაამარცხა, საჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში კი თურქ ოზლემ გურსოისთან (6:3) გაიმარჯვა. ავტორი - ალექსანდრე ქურხული
-
თბილისის უწყლოდ დატოვების რეალური მიზეზები. „25 წუთის“ ეს ეპიზოდი ჩაწერილია 24 ივნისს. მეორე დღეს, მრავალდღიანი ავარიული გათიშვის შემდეგ, დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს, წყლის მიწოდება აღუდგა. არის თუ არა ეს შემთხვევა გამონაკლისი თუ საქმე გაქვს სისტემურ პრობლემასთან - გახარიას გუნდის წევრები, გიორგი შარაშიძე და შალვა კერესელიძე გიამბობენ რა გახდა თბილისის წყალმომარაგებაში ავარიის რეალური მიზეზი, ვინ იყო პასუხისმგებელი და რატომ არავინ ისჯება.
-
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია. მათგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. 2024 წლის ათეულის წევრები არიან: ნუკრი კარკაძე – ბაღდათის N1 საჯარო სკოლის და როკითის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი გიორგი ლიპარიშვილი – თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა მარღანია – ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის მე და საზოგადოების, ჩვენი საქართველოს და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ინგა მოსიაშვილი – ილია ჭავჭავაძის სახელობის საჩხერის N2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველების და მუსიკის მასწავლებელი ნათია ნარსავიძე – დმანისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ნათია ნაფეტვარიძე – თბილისის N161 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დიმიტრი პოპოვი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ნათია უჩავა – თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი სოფიო ქუხილავა – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო შუხოშვილი – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გეოგრაფიის, მოქალაქეობის და ჩვენი საქართველოს მასწავლებელი მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეშვიდედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია. პუბლიკა -
“მოედანზე ძალიან მეამბოხე ვიყავი" ფეხბურთის ისტორიაში ძალიან იშვიათი შემთხვევაა, გულშემატკივრებს მსაჯი დადებითად დაამახსოვრდეს, თუმცა გამონაკლისია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშების სამივე არბიტრი. საქართველო-პორტუგალიის მატჩზე ქართველი კომენტატორის შეძახილი - „მიდის სანახავააად“ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრაზაა. სანდრო შარერი კი, ამ თამაშის არბიტრი, ქართველი ქალბატონების საყვარელ მსაჯად იქცა. შვეიცარიელი სანდრო შარერი "ფიფას" პროფესიონალ არბიტრთა რიგებს 2015 წლიდან იკავებს. ის 1988 წლის 6 ივნისს დაიბადა, სანდრო ბაზელის უნივერსიტეტში სპორტსა და გეოგრაფიას სწავლობდა. არბიტრობამდე ის უმაღლეს სკოლებში მასწავლებლის შემცვლელად და თხილამურებზე სრიალის ინსტრუქტორად მუშაობდა. 2005 წლიდან მან ვარჯიში დაიწყო, რათა პროფესიონალი არბიტრი გამხდარიყო და 24 წლის ასაკში შვეიცარიის ლიგაში თამაშებს კურირებდა. ნიჭიერი ახალგაზრდა არბიტრი უეფას სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობდა, მათ შორის სუპერ ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თამაშებში. სანდრო ამტკიცებს, რომ ის იმ ტიპის მსაჯებს მიეკუთვნება, რომლის წინააღმდეგაც არცერთ ფეხბურთელს არ უსურვებს წასვლას. ასევე დაგაინტერესებთ საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება - რა ღირს ბილეთები? "ნათია და ლაშა მიქაუტაძეები ბედნიერი მშობლები არიან" - 8 წლის ასაკში დაწყებული წარმატების ამბავი "საოცრად ცელქი იყო, მოსვენებულს ვერ დაინახავდი. საბა ყოველი თამაშის წინ მირეკავს და მეუბნება..." - რას ჰყვება საბა კვერკველიას დედა “მოედანზე ძალიან მეამბოხე ვიყავი და მსაჯების არცერთ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებოდი, ერთხელაც მამამ მითხრა, რომ მე უკეთესად შემეძლო არბიტრობა და სწორედ ამიტომ, 15 წლის ასაკში ჩემს თამაშს თავადვე ვაფასებდი. 1 წლის განმავლობაში თან ვთამაშობდი და თან როგორც მსაჯი, იუნიორების თამაშს ვაფასებდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ მსაჯი გავხდებოდი, რადგან ეს საქმე სიამოვნებას მანიჭებს”- აღნიშნა სანდრომ ერთ-ერთ გამოცემასთან. “ძალიან მომწონს მსაჯობა და ამას უპირატესობას ვანიჭებ, თუმცა ძალიან მომწონს ვიყო VAR-ი. ეს საერთოდ სხვა როლია, უნდა დაივიწყო, რომ მსაჯი ხარ. უნდა გადადგა ნაბიჯი უკან და მხოლოდ მაშინ უნდა ჩაერიო, როცა თვალნათლივ ხედავ შეცდომას”. სწორედ ასე მოხდა საქართველო-პორტუგალიის მატჩისას, როცა მსაჯმა ერთ-ერთი მომენტი გადაამოწმა და პენალტი დანიშნა, გიორგი მიქაუტაძემ კი ეს შანსი შესანიშნავად გამოიყენა და თამაშის მეორე გოლი გაიტანა. კვირის პალიტრა
-
გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული. წარდგენილ კანდიდატებს შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიცაა. კონსულტაციები და გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარდგენა 27 ივნისს, 00:00 საათზე დასრულდა. როგორც საპროკურორო საბჭოს ვეგბერდზეა აღნიშნული, გაბიტაშვილი აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, რომლებიც იმავდროულად პროკურორები არიან და არასამთავრობო ორგანიზაცია - „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“ წარმოადგინეს; ასევე გიორგი გაბიტაშვილს მხარდაჭერა საქართველოს პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა გამოუცხადა. გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ 10 პირია წარდგენილი: პაატა შავაძე, რომელმაც საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა. იურისტი და ადვოკატი ვიქტორ ახალბედაშვილი, ის ა.ი.პ. „უფლებათა დაცვის ცენტრმა“ წარმოადგინა. იურისტი და ადვოკატი დავით ბარბაქაძე ორგანიზაციამ „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი“ წარმოადგინა. იურისტმა და ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა. იურისტი და ადვოკატი ლაზარე ჯორბენაძე, რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - პარტია „საქართველომ“ წარმოადგინა. იურისტი და ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ - „სამართლის კავშირი“, „სიმართლის რწმენა“, „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“, „მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“, „ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია“, „თანადგომა ხელმოკლე და მოწყვლადი ფენებისათვის“ წარმოადგინა. იურისტმა და ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა. იურისტი და ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წარადგინეს. იურისტმა და ადვოკატმა ანდრონიკ სარიბეკოვმა საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა. იურისტი და ადვოკატი ლალი ბუნტური მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება “საქართველომ” წარმოადგინა. ცნობისთვის, ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს. საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატს მეხუთედ შეარჩევს. ამ ფორმატით პირველი არჩევნები 2015 წელს გაიმართა. ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძე თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით უწევს. იპნ -
ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის მე-6 მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) დაშლისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის რიგგარეშე არჩევნები 2024 წლის 1-ელ სექტემბერს არის დანიშნული. იპნ -
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება. მათივე ინფორმაციით, გასამგზავრებელი ბილეთების შეძენა ქომაგებს tkt.ge-ზე 28 ივნისის 13:00 საათიდან შეეძლებათ. „EURO 2024 ზე, საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, მერვედფინალურ მატჩზე გასამგზავრებელი ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ეროვნული ნაკრების ქომაგებს ბილეთების შეძენა tkt.ge-ს პლატფორმაზე უკვე 13:00 საათიდან შეუძლიათ. 1 გზის ღირებულება, წინა სუბსიდირებული რეისების მსგავსად, 195 ევრო ღირს. ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურის დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ფრენებს ქართული ავიაკომპანიები: „ჯორჯიან ვინგსი“ და „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებენ. „პირველ რიგში, ჩვენს ნაკრებს EURO 2024-ზე ისტორიულ გამარჯვებას და მერვედფინალში გასვლას ვულოცავ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისტორიის წერა, ახლა უკვე ესპანეთის ნაკრებთან. ამისათვის კი საჭიროა კიოლნის სტადიონზე, რაც შეიძლება მეტი ქართველი ქომაგი მობილიზებული იყოს. საქართველოს მთავრობის დავალებით, აეროპორტების გაერთიანებამ დაუყოვნებლივ დაიწყო მუშაობა დამატებითი ჩარტერული დანიშვნაზე, როგორც კი ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფურ თამაშში პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა „ფლეი ოფის“ ისტორიული საგზური მოიპოვა. ავიაკომპანიებთან და პარტნიორ აეროპორტთან მოლაპარაკებების შედეგად, ჯამში კიოლნის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და პირიქით, 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში 4 სუბსიდირებული ჩარტერული ფრენა შესრულდება. გასამგზავრებელი ბილეთების შეძენა ქომაგებს tkt.ge-ზე 28 ივნისის 13:00 საათიდან შეეძლებათ“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. „საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად მორგებული სუბსიდირებული ჩარტერული ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება: 29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 12:00; 29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 19:00 საათზე; 30 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 04:30 საათზე; 2 ივლისი კიოლნი-თბილისი, გამოფრენა 15:00 საათზე. გამფრენი მგზავრები რეგისტრაციაზე, შესაბამის აეროპორტებში, 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. საქართველოს მოქალაქეებმა თბილისიდან კიოლნში გამგზავრებისას სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, თან უნდა იქონიონ საქართველოს ნაკრების ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანიაში საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ქომაგებისთვის ჯამში 40-მდე ჩარტერული რეისი დააორგანიზა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
-
სუბსიდირებული ავიარეისებით კიდევ 1 000-მდე გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩს დაესწროს, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. ქარქაშაძის თქმით, ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 195 ევრო იქნება. „მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ეროვნული ნაკრების ეს უდიდესი გამარჯვება. წარმატებებს ვუსურვებ შემდეგ ეტაპზე. ჩვენ დღემდე შევასრულეთ 30-მდე ჩარტერული რეისი და 6 000-მდე გულშემატკივარს ჰქონდა საშუალება, ამ დიდ დღესასწაულს დასწრებოდა. დღეს უკვე დამატებით ჩაეშვება ოთხი რეისი – ორი რეისი 29 ივნისს, 30 ივნისს და 2 ივლისს და საშუალება ექნება დაახლოებით 1 000-მდე მგზავრს, რომ დამატებით დაესწროს თამაშებს. რაც შეეხება პროცედურას, არის ანალოგიური. ფასი იქნება ერთი მიმართულება 195 ევრო და ეს არის საქართველოს მთავრობის სუბსიდირებული ფრენები. რაც შეეხება ავიაკომპანიებს, ასევე მოგახსენებთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ და „ჯორჯიან ვინგსი“ შეასრულებენ აღნიშნულ ჩარტერებს. tkt.ge-ზე იქნება ხელმისაწვდომი იქნება ხელმისაწვდომი უკვე დღეიდან. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გაიყიდება ეს ბილეთები და ერთად ვიზეიმებთ იმ ძალიან მაგარ თამაშს, რომელსაც ბიჭები შემოგვთავაზებენ რამდენიმე დღეში. 29 ივნისს მგზავრებს შევთავაზებთ ორ ფრენას, 30 ივნისს ამ ეტაპზე გვაქვს ერთი ფრენა და უკან გამოფრენა დაგეგმილი გვაქვს 2 ივლისს. რა თქმა უნდა, მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმაზე, რომ დამატებით შევთავაზოთ მგზავრებს ბილეთები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მოკლე პერიოდია, რა თქმა უნდა, დადასტურებას საჭიროებს როგორც ავიაკომპანიებიდან, ისე შესაბამისი საავიაციო უწყებებიდან როგორც ქართული, ისე ევროპული მიმართულებიდან. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა მოთხოვნა, რაც წარმოიშვება, დაკმაყოფილდეს. იმ 30 ჩარტერულ რეისზე ჩვენ დაახლოებით 6 000-მდე ბილეთი გვქონდა შეთავაზებული მგზავრებისთვის და 5 900-მდე ბილეთი გაიყიდა. საოცარი მოთხოვნა იყო. ანალოგიურად, თუ საჭიროება დაგვანახებს, რომ კიდევ არის მოთხოვნა, აუცილებლად გავითვალისწინებთ და დავაკმაყოფილებთ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ ესპანეთთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, საჭირო გახდეს კიდევ რეისების დამატება. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს ბიჭებს, მთლიანად ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ვიცით, რომ შეგვიძლია გამარჯვება. აქ აღარ არის საუბარი იმაზე, გვჯერა, თუ არ გვჯერა. ჩვენ ეს უკვე ვიცით“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული ოთხი ჩარტერული რეისი განხორციელდება. ავტორი - მარიამ ბერძენიშვილი
-
დუშეთის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა - დაკავებულია ერთი პირი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2000 წელს დაბადებული ა.უ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ა.უ.-მ ორ პირზე ფიზიკურად იძალადა, ცივი იარაღის გამოყენებით მათ დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძიმე დაზიანებების შედეგად ბ.ს. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ -
უმცროსი ბორჯღალოსნები ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უგულშემატკივრე უმცროს ბორჯღალოსნებს 2024 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც „ბ“ ჯგუფში ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ. ტურნირს 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკა, სტელენბოში და ქეიფთაუნი უმასპინძლებს. ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს შარშანაც სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა, სადაც საქართველომ აქამდე საუკეთესო შედეგი აჩვენა და მე-8 ადგილი დაიკავა. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მომავალი მეტოქეებიდან, შარშან ირლანდიამ ფინალში ითამაშა და იქ ზედიზედ სამგზის ჩემპიონ, საფრანგეთთან დამარცხდა. ავსტრალიამ მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო იტალიამ გასავარდნი შეხვედრა მოიგო და მე-11 პოზიციას დასჯერდა. 2024 წლის ჩემპიონატში „ა“ ჯგუფში საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და ესპანეთი, ხოლო „გ“ ჯგუფში სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, არგენტინა და ფიჯი მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 29 ივნისს, 4 და 9 ივლისს გაიმართება. სამივე ჯგუფის გამარჯვებული და საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადის; ორი მეორეადგილოსანი და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი მე-5-მე-8 ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას; დანარჩენი ოთხი გუნდი მე-9-მე-12 ადგილებს გაითამაშებს. 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2008 წლიდან იმართება. საქართველომ 2015 წელს, ერთი რანგით დაბალი ტურნირი, 20-წლამდელთა ალაფა მოიგო და 2016 წელს ავიდა ელიტაში. საქართველო ერთად-ერთი გუნდია, რომელმაც დაწინაურების შემდეგ 12 გუნდიან ელიტაში ადგილი აქამდე შეინარჩუნა. მას შემდეგ ის მუდამ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა და სამჯერ მე-10 ადგილზე გავიდა, ერთხელ მე-9-ზე, შარშან კი მე-8-ზე. 2020-2022 წლებში 20-წლამდელთა ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა და ის შარშან აღდგა. განვლილ პერიოდში 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან თავიანთი ქვეყნების ეროვნულ გუნდში მსოფლიოს მასშტაბით 1550-ზე მეტი მოთამაშე დაწინაურდა და მათგან 32 მსოფლიოს ჩემპიონი. თიბისი 2015 წლიდან რაგბის მხარდამჭერია. მრავალწლიანი მეგობრობა, უკვე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას. #ერთადგავიმარჯვებთ პუბლიკა -
„სიენენი“ პორტუგალიასა და საქართველოს შორის გუშინ გამართულ მატჩს ეხმაურება, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. „გელზენკირხენში, სტადიონის შიგნით ისეთი ხმა გაისმა, რომ შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა. რეიტინგში 74-ე ადგილზე მყოფი და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ერისთვის ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში“, – წერს „სიენენი“. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა. ავტორი - მარიამ ახალაია
-
„გარდიანი“ - ეს იყო ღამე, რომელიც დარჩება ათასობით გულშემატკივრის მეხსიერებაში
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„გარდიანი“ პორტუგალიასა და საქართველოს შორის გუშინ გამართულ მატჩს ეხმაურება, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. „ეს იყო ღამე, რომელიც დიდხანს დარჩება ათასობით გულშემატკივრის მეხსიერებაში, რომლებიც აქ იყვნენ ისტორიის სანახავად. ეს იყო პირველი შემთხვევა რონალდოს კარიერაში, როდესაც ვერ გაიტანა გოლი დიდი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე“, – წერს „გარდიანი“. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა. ავტორი - მარიამ ახალაია -
საქართველოს მიერ პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების დამარცხებას „ნიუ იორკ თაიმსი“ ევრო-2024-ის უდიდეს შოკად აფასებს. „ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი (FIFA-ს მსოფლიო რეიტინგის მიხედვით), საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა, რითიც ქვეყნისთვის სადებიუტო მასშტაბურ ტურნირში პლეი ოფში ადგილი უზრუნველყო“, – წერს გამოცემა. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ საქართველომ პირველი გოლი მეორე წუთზე უზომოდ ნიჭიერი ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით გაიტანა, რასაც მეორე ტაიმში გიორგი მექაუტაძის პენალტი მოჰყვა. „საქართველოს გასაოცარი გამარჯვება ნიშნავს, რომ თურქეთის შემდგომ მესამე ადგილზე გავიდნენ და მათი ჯილდოა კვირას კიოლნში, ესპანეთთან მატჩი. ეს იქნება რთული პერსპექტივა, შეხვდე ტურნირის ერთადერთ გუნდს, რომელსაც მოგების 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. მაგრამ ისინი ეცდებიან, კიდევ ერთი გადატრიალება მოახდინონ“, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
საქართველომ ისტორია დაწერა და ევრო-2024-ზე პორტუგალიასთან გამარჯვებით, მისთვის პირველი მსხვილი ტურნირის პლეი ოფში გადავიდა. ამის შესახებ „ბიბისი სპორტი“ წერს. როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, პორტუგალია ჯგუფიდან უკვე გასული იყო, თუმცა შოკირებული იყო ჯგუფის დასკვნითი მატჩის დროს, როდესაც თამაშის დაწყების მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიელ მეკარე დიეგო კოშტას გოლი გაუტანა. აუტსაიდერებს დომინირება არ სჭირდებოდათ და ისარგებლეს თავიანთი შანსით, როდესაც მეორე ტაიმში გიორგი მიქაუტაძემ პენალტი შეასრულა, რამაც საქართველოს შოკის მომგვრელი წარმატებისკენ გზა კიდევ უფრო გაუკვალა. საქართველო კმაყოფილი იყო, რომ პორტუგალიას ბურთის ფლობაზე კონტროლი მისცა, რადგან მტკიცე თავდაცვა ჰქონდათ, კეტავდნენ სივრცეს, რათა პორტუგალიის შანსები შეემცირებინათ და ელოდნენ კონტრშეტევის შესაძლებლობას. „ბიბისი სპორტის“ შეფასებით, პორტუგალიის დამარცხებით საქართველომ ისტორიაში, ფიფა-ს რეიტინგის თანახმად, ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე დიდი გადატრიალება მოახდინა და თავიანთ სადებიუტო მსხვილ ტურნირზე დაუვიწყარი საღამო შექმნა. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ევრო-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებელი ჰქონდა, თუმცა თავი გაართვეს და გავიდნენ ფინალურ ეტაპზე. ქართველებს პორტუგალიასთანაც ბურთის ფლობის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ, თუმცა გააკეთეს ის, რაც საჭირო იყო და გააკეთეს ეს შთამბეჭდავად. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
ევროკავშირი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, სავარაუდოდ, უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის ვალდებულებას, დაეხმაროს უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცხრა სფეროში -მათ შორის იარაღის მიწოდების, სამხედრო წვრთნების, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობისა და განაღმვითი სამუშაოების შესრულების კუთხით. დოკუმენტის პროექტში ნათქვამია, რომ „მომავალი აგრესიის“ შემთხვევაში, ევროკავშირი და უკრაინა 24 საათის განმავლობაში გაივლიან კონსულტაციებს კიევის საჭიროებებზე და სწრაფად განსაზღვრავენ შემდგომ ნაბიჯებს ვალდებულებების შესაბამისად. პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები ძალაში დარჩება, სანამ უკრაინა თავის ევროპულ გზას მიჰყვება და გადაიხედება არაუგვიანეს 10 წლის შემდეგ. დოკუმენტში არ არის მითითებული მომავალი დახმარების ღირებულება ან ოდენობა, თუმცა აღნიშნულია, რომ წელს ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდისთვის 5 მილიარდი ევროს გამოყოფას დასთანხმდა. „შესაბამისი წლიური ზრდის შემდგომი პროგნოზირება შესაძლებელია 2027 წლამდე“, - ნათქვამია დოკუმენტში. ვოლოდიმირ ზელენსკი პაქტს ხელს, სავარაუდოდ, ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის ფარგლებში მოაწერს. მისი ვიზიტი ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ დიპლომატებმა განაცხადეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი სამიტს დაესწრება. იპნ
-
პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვარზე თავდაცვის ხაზი სურთ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა, მოსკოვის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეებისა და სხვა მავნე მოქმედებებისგან დაცვის მიზნით, ევროკავშირს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ თავდაცვის ხაზი აშენებისკენ მოუწოდეს. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილ წერილში ოთხი ქვეყნის ლიდერებმა, რომლებიც რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრებს იზიარებენ, განაცხადეს, რომ პროექტს, რომელიც 27 ქვეყნის ბლოკის დაცვას ითვალისწინებს, ყველა წევრის ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება. „რუსეთთან და ბელარუსთან ევროკავშირის საზღვრის გასწვრივ თავდაცვის ინფრასტრუქტურის სისტემის აშენება დააკმაყოფილებს ევროკავშირის სამხედრო და ჰიბრიდული საფრთხეებისგან დაცვის მწვავე და გადაუდებელ აუცილებლობას. ამ ერთობლივი მცდელობის მასშტაბები და ხარჯები მოითხოვს ევროკავშირის თავდადებულ ქმედებას, რათა მხარი დაუჭიროს მას როგორც პოლიტიკურად, ასევე ფინანსურად“, - აღნიშნულია ოთხი ლიდერის წერილში. ლიდერები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე თავდაცვის ხაზის დაგეგმვა და აშენება ნატო-სა და მის სამხედრო მოთხოვნებთან კოორდინაციაში უნდა განხორციელდეს. Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ზოგიერთი დიპლომატის შეფასებით, ასეთი თავდაცვითი ხაზის მშენებლობა, დაახლოებით, 2.5 მილიარდი ევრო დაჯდება. წერილს ევროკავშირის ლიდერების 27-28 ივნისის სამიტზე განიხილავენ. იპნ -
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა. „ჯვაროსნები“ თავის პირველივე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდნენ! ფაქტები ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა დიდ ტურნირზე. მას საქართველოს ნაკრებში 33 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი. ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში 5 ყველაზე სწრაფ გოლს შორის შედის. მან პორტუგალიის კარი მატჩის დაწყებიდან 92-ე წამზე აიღო. პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე სწრაფი გოლი სწორედ საქართველოს ნაკრებისგან გაუშვა. გიორგი მიქაუტაძე გარეტ ბეილის შემდეგ (2016) პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო სამ შეხვედრაში გოლი გაიტანა ან ასისტი შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ამ ეტაპისთვის უნგრეთზე, შოტლანდიაზე, იტალიაზე, ხორვატიაზე, ალბანეთზე, ინგლისზე, დანიაზე, სლოვენიაზე, სერბეთზე, საფრანგეთზე, პოლონეთზე, სლოვაკეთზე, ბელგიაზე, უკრაინაზე და ჩეხეთზე მეტი გოლი გაიტანა. I ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საწყის ორ მატჩში ერთი ქულა მოიპოვა – ჩეხეთთან 1:1 ითამაშა. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჩვენს გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. ეს „ჯვაროსნებისთვის“ დამატებითი სტიმული აღმოჩნდა – მოედანზე მაქსიმალურად მობილიზებული გავიდნენ. მეორე წუთზევე მიეცა გატანის კარგი შანსი და მიქაუტაძის პასით კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი გაიტანა. „ტოტენჰემის“ მწვრთნელი ენჯ პოსტეკოგლუ უეფა-სთვის – საქართველომ საოცრად დაიწყო. კვარაცხელიასთვის გაკეთებული საგოლე გადაცემა ბრწყინვალე იყო, რადგან მას ზედმეტი ნაბიჯის გადადგმა არ დასჭირდა. ერთი შეხება და დაგვირგვინება. პირველი ტაიმის სტატისტიკა: მამარდაშვილმა ბურთი 3-ჯერ მოიგერია. კარის ჩარჩოში დარტყმა: საქართველო 1, პორტუგალია – 3. კარის მიმართულებით: საქართველო 3, პორტუგალია – 9. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობაში პორტუგალიელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, საქართველოს ნაკრები მხოლოდ 4-ჯერ დაჯარიმდა. ჩვენს მეტოქეს კი პირველ ტაიმში ორი ჯარიმა და ორი ყვითელი ბარათი ჰქონდა. II ტაიმი მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, მოედნის ცენტრს კვლავ პორტუგალიელები აკონტროლებდნენ, ქართველები კი მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. ერთ-ერთი ასეთი იერიშისას ლოჩოშვილი პორტუგალიელებმა საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა და საქართველო 2:0 დაწინაურდა. 3 გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გიორგი მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იგი მე-9 მოთამაშეა, რომელმაც ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში გაიტანა. ის ისეთ ფეხბურთელებს შეუერთდა, როგორებიც – ალან შირერი, ხრისტო სტოიჩკოვი, სავო მილოშევიჩი, მილან ბაროში, რუუდ ვან ნისტელროი, გარეთ ბეილი და კრისტიანო რონალდო არიან. ავტორი - მერაბ მამულაშვილი, ვაჟა სიმონიშვილი, ბექა ბლიაძე
-
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა. გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მეორე წუთზე გაიტანა. როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. თამაშს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე აჩვენებენ. იპნ
-
საქართველოსა და პორტუგალიის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩამდე საქართველოსა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებების შემადგენლობები ცნობილია. ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში არიან: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე. პორტუგალია: კოშტა, დალო, დანილო, ა. სილვა, ინასიო, პალინია, ნეტო, ნევეში, ფელიქსი, კონსეისაო, რონალდო. საქართველოს ნაკრების მატჩი პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. იპნ -
ზახაროვა: მხარს დავუჭერთ ნებისმიერ წამოწყებას რუსულ-ქართული ნორმალიზებისთვის
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას უკავშირდება. 26 ივნისის ბრიფინგზე მარია ზახაროვამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც პრორუსული პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის” ინიციატივას ეხებოდა – რამდენიმე დღის წინ პარტიის ლიდერმა, სერგეი გავრილოვთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, მამუკა ფიფიამ ბრიფინგი ჩაატარა და ვლადიმირ პუტინს მიმართა, სრულად გააუქმოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი და აღადგინოს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები. 11 ივნისს ტელეკომპანია „მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს მმართველი პარტია მუშაობს მოსკოვთან რუსეთში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით. 12 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო და მას “ჭორი” უწოდა. პუბლიკა -
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და დასძინა, რომ ამ კრიტიკულ მომენტში მისი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება. „ვულოცავ ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევას! წარმატებებს გისურვებთ თქვენს ახალ ამპლუაში, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვასა და მთელ ევროპაში დემოკრატიის ხელშეწყობაში. ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს თქვენი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება. ქალბატონო ბურიჩ, გმადლობთ თქვენი გამორჩეული ლიდერობისა და ერთგულებისთვის!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე. იპნ