Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს ნატო-ს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მარკ რუტეს ხელმძღვანელობა წარმატებული იქნება ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარებისთვის, მათთვის, ვინც მოუთმენლად ელის გაფართოებულ ალიანსს. „ვულოცავ მარკ რუტეს ნატო-ს გენერალურ მდივნად არჩევას. ამ გადამწყვეტ და რთულ დროს, თქვენი როლი არსებითი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის პროცესში დემოკრატიისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარების მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს. მადლობა იენს სტოლტენბერგს სამაგალითო სამსახურისა და თავდადებისთვის!“- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში X. იპნ
  2. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთპარტიული ღერძის, ვერტიკალის დეკონსტრუქცია და ძალაუფლების ბალანსი. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/501428349072055
  3. Euro 2024-ზე, სა­ქარ­თვე­ლო-ჩე­ხე­თის მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად თა­ვი­სი გმი­რუ­ლი თა­მა­შის შემ­დეგ, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი და­სა­ხელ­და. გი­ორ­გი გახ­და პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­მაც ამ ტურ­ნირ­ზე სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლის ჯილ­დო მი­ი­ღო. გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილს მატჩში 11 სე­ი­ვი ჰქონ­და, რაც მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის რე­კორ­დია. ის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად გახ­და მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე. სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზო­ბის პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თი უცხო­ე­ლი ქო­მა­გი შე­ი­ძი­ნა. ჩვენ­მა ნაკ­რებ­მა მებ­რძო­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის, შე­მარ­თე­ბის, ბო­ლომ­დე ბრძო­ლის, ჟი­ნის და თავ­და­უ­ზო­გა­ვი თა­მა­შის წყა­ლო­ბით, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გული მო­ი­გო. და რა თქმა უნდა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა უცხო­ე­ლე­ბის და­დე­ბით კო­მენ­ტა­რებს ვკი­თხუ­ლობთ. ჩე­ხეთ­თან მატ­ჩის შემ­დეგ ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად, სა­ქე­ბარ სი­ტყვებს არც არა­ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი იშუ­რე­ბენ ჩვე­ნი მე­კა­რის მი­მართ. ვნა­ხოთ ზო­გი­ერ­თი კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუქ­ში" EURO 2024-ის გვერ­დზე და­ი­წე­რა: "ის სა­ქარ­თვე­ლოს კე­დე­ლია, მისი დღე­ვან­დე­ლი თა­მა­ში ძა­ლი­ან კარ­გი იყო და და­ფა­სე­ბას იმ­სა­ხუ­რებს". "ქარ­თვე­ლი მე­კა­რე სა­უ­კე­თე­სო იყო, რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­არ­ჩი­ნა თა­ვი­სი გუნ­დი". "ის სა­უ­კე­თე­სო იყო, მე ჩეხი ვარ და ვამ­ბობ, ჩე­ხე­ბი დეპ­რე­სი­ა­ში ჩაგ­ვყა­რა". "ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მე­კა­რე, მის გა­რე­შე ვა­ლენ­სია ცხრი­ლის შუ­ა­ში არ იქ­ნე­ბო­და, იმე­დია, დარ­ჩე­ბა". "შე­უ­ფა­სე­ბე­ლი ოქრო გყო­ლი­ათ, ქარ­თვე­ლე­ბო". "რა კე­დე­ლია, ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ველ ქუ­ლას". "მისი ხელ­თათ­მა­ნე­ბი მა­გი­უ­რია". "ნამ­დვი­ლად სა­უ­კე­თე­სოა ამ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე". "ეს ბიჭი გმი­რია". "ბრწყინ­ვა­ლე ბიჭი ბრწყინ­ვა­ლე ქვეყ­ნი­დან", - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში. ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო ჩე­ხე­თის მატ­ჩი ფრედ, ან­გა­რი­შით 1-1 დას­რულ­და. ჩვე­ნი გუნ­დი­დან მატ­ჩის ერ­თა­დერ­თი გოლი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ 11-მეტ­რი­ა­ნი ნიშ­ნუ­ლი­დან გა­ი­ტა­ნა. ამბები.გე
  4. მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად ოფიციალურად აირჩიეს, - ამის შესახებ განცხადებას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. „ოთხშაბათს, 26 ივნისს, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივნად დანიშნოს, რომელიც იენს სტოლტენბერს შეცვლის. რუტე გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება, როდესაც ალიანსის სათავეში სტოლტენბერგის ათწლიანი ვადა ამოიწურება“, - ნათქვამია განცხადებაში. იენს სტოლტენბერგმა მარკ რუტეს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ნატო-ს საიმედო ხელში ტოვებს. იპნ
  5. გუშინ რაღაც ქარტიას აწერდი ხელს, დღეს გამოდიხარ და დეკლარაციას იღებ - ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კითხვებს აჩენს, რომელი რა მიზანს ემსახურება - ჩვენთვის კოალიცია მიუღებელია როგორც “ნაცმოძრაობასთან”, ასევე ამ „ოცნებასთან“, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. მისი თქმით, აღნიშნულ დეკლარაციას ისინი იმიტომ არ უერთდებიან, რომ დეკლარაციაში მათი ყოფნა არანაირ შინაარსს არ ატარებს. „გუშინ ჩვენს მოქალაქეებს წარედგინათ „ქართული ქარტია“, ახლა უკვე წარედგინათ ახალი დეკლარაცია. საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები არ დავაბნიოთ. მათ კი არ უნდა უწევდეთ, რომ ახალ-ახალი ქარტიის თუ დოკუმენტის ირგვლივ იყოს საუბრები, არამედ მნიშვნელოვანია, რომ ერთი ხაზი არსებობდეს, რომელსაც მიჰყვება სტრუქტურული და ჩამოყალიბებული გეგმა. ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია რას ემსახურება ეს. გუშინ რაღაც ქარტიას აწერდი ხელს, დღეს გამოდიხარ და დეკლარაციას იღებ - ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კითხვებს აჩენს, რომელი რა მიზანს ემსახურება. ჩვენ იმიტომ არ ვუერთდებით რომ მაგ დეკლარაციაში ჩვენი ყოფნა არანაირ შინაარსს არ ატარებს”, - აღნიშნა დაუშვილმა. ამავე თემაზე საუბრისას, დაუშვილმა აღნიშნა, რომ მათთვის კოალიცია მიუღებელია, როგორც “ქართულ ოცნებასთან”, ასევე “ნაციონალურ მოძრაობასთან”. ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ამასთან, მათივე თქმით, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან. „დღეის მდგომარეობით, ამ დეკლარაციას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „გირჩი- მეტი თავისუფლება“; პარტია „ახალი“; „ლელო“; „დროა“; „სტრატეგია აღმაშენებელი“. დეკლარაციაზე მიერთების შესაძლებლობა მიეცემა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მათი სურვილის შემთხვევაში“, - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში. იპნ
  6. ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული კრიტიკა საქართველოში გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი იყო, - ასე გამოეხმაურა CNews-თან საუბრისას პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი და ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, ტატა ხვედელიანი ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ კრიტიკულ დასკვნას, რომელიც გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხს და ცესკოს დაკომპლექტების საკითხს შეეხებოდა. მისი თქმით, გენდერული კვოტირება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობდა პოლიტიკასა და საკანონმდებლო ორგანოში ქალების წარმომადგენლობის გაზრდას. „ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიმართულებით გენდერული კვოტები იყო ჩვენი ქვეყნის მიერ უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი, დროებითი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობდა პოლიტიკასა და საკანონმდებლო ორგანოში ქალების წარმომადგენლობის გაზრდას. ქმნიდა გენდერულად თანასწორ გარემოს, ხაზს უსვამდა მამაკაცთა და ქალთა თანაბარი მონაწილეობის პრინციპს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც ეს არის გათვალისწინებული საერთაშორისო შეთანხმებებით, მათ შორის - კონვენციით ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW). ყველა კვლევით საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალია, ამომრჩეველთა რაოდენობის უმეტესობასაც ქალები წარმოადგენენ, ჩვენ გვაქვს უფლება გვყავდეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაბამისი პროპორციულობით ქალები. ქალთა ორგანიზაცია “საქართველოსთვის” არ ვეთანხმებოდით გადაწყვეტილებას და მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიმართულებით ძალისხმევის გაზრდა. ასევე ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს კვოტირების გაუქმებასთან ერთად ფინანსური წახალისების გაუქმება, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა კვოტირების პრინციპის გათვალისწინებისათვის. ქალებს შეგვეძლო პარტიებში ჩვენივე საშუალებით მოტანილი 30% -იანი დაფინანსება მოხმარებოდა ქალთა გაძლიერებას, ეს მუხლიც გაუქმებულ იქნა, რაც ჩვენთვის უდიდეს წინაღობას წარმოადგენს“, - განუცხადა CNews-ს ხვედელიანმა. გიგა გელხვიიძე, CNews
  7. აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის ინფორმაციით, ალავერდის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ვითარება საგანგებოა და სპეციალისტების დასკვნას საჭიროებს. როგორც მან აღნიშნა, დაზიანებულია ალავერდის ტაძრის სამეუფო რეზიდენცია და სიძველეთსაცავიც. „დილით, მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა საგანგებოა. ქარბორბალას ძალიან ძლიერი დარტყმა იყო გუმბათზე, ამიტომ სპეციალისტებმა უნდა ნახონ, ხომ არ არის თვალით უხილავი ბზარები. დაზიანებულია სამრეკლოც, მონასტრის შიგნით ინფრასტრუქტურაც. ეს ეხება მონასტრის ყველა ნაგებობას, ისტორიულსაც და ძველს. სპეციალისტებისგან საჭიროა დასკვნის გაკეთება, რათა შემდეგ დაინიშნოს სარესტავრაციო სამუშაოები“,- აღნიშნავს მეუფე დავითი. ინფორმაციისთვის, სტიქიის ზონაში იმყოფებიან, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც სამონასტრო კომპლექსში ვითარებას ადგილზე ეცნობიან. სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ipn
  8. კახეთში ძლიერი ქარიშხლის გამო დაზიანდა ალავერდის ტაძრის გუმბათი. სოციალურ ქსელში ვრცელდება დაზიანებული ინფრასტრუქტურის ვიდეოები და ფოტოები. ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია კახეთის მხარეში. „პუბლიკა” დამატებითი დეტალებისთვის დაკავშირებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცდილობს. publika
  9. ვენეციის კომისია მმართველი პარტიის მიერ ინიციირებულ ძალადობრივ, ჰომოფობიურ და ცენზურის დამწესებელ კანონპროექტს აფასებს და რეკომენდაციას გასცემს, ხელისუფლებამ არ გააგრძელოს მისი მიღება. საქმე ეხება კანონს, რომელსაც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” ჰქვია და გულისხმობს თანმდევ ცვლილებას კიდევ 18 კანონში. საკანონმდებლო პაკეტი ითავლისწინებს როგორც „ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას“, ისე მაუწყებლებისა და ხელოვნების ცენზურასა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას. ვენეციის კომისია წუხს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კონსტიტუციის შევსებას და ეხება ძალიან სენსიტიურ საკითხებს, ინიციირებულია პერიოდში, რომელიც გამოირჩევა ძლიერი და გრძელვადიანი მრავალრიცხოვანი პროტესტებით და ძლიერი პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობებით, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ეს არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე ხდება და უგულებელყოფს რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ წამოყენებულ შეშფოთებებს. ვენეციის კომისია, ახალი შესწორებების მიღებამდე, იძლევა ეროვნულ სისტემაზე გავლენის დეტალური და კარგად დასაბუთებული ანალიზის ჩატარების რეკომენდაციას, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი, განსაკუთრებით, სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლები, ისევე, როგორც შესაბამისი სექტორების ექსპერტები და პროფესიონალები (სამართალი, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური ზრუნვა, ა.შ.). ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მსგავსი ანალიზი საჯარო უნდა იყოს და ისეთ პერიოდში ჩატარდეს, რომელიც შესაბამისი იქნება გულწრფელი და მიუკერძოებელი კონსულტაციისთვის, რაც არსებული საკითხების გულწრფელი და მიუკერძოებელი შეფასების საშუალებას შექმნის. რაც შეეხება საკონსტიტუციო კანონპროექტის სამართლებრივ შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და ვენეციის კომისიის წინა მოსაზრებების გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ საფრთხის შემცველი დებულებები შეუძლებელია, შეესაბამებოდეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ასეთი ტექსტის მიღების ინიციატივაც კი საქართველოში LGBTI ადამიანების წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზებული გარემოს (კიდევ უფრო) გამწვავების რისკს აჩენს. შესაბამისად, ვენეციის კომისია საქართველოს ოფიციალურ პირებს რეკომენდაციას აძლევს, მთლიანად გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას და არ გააგრძელონ მისი მიღება. თუმცა, თუ ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება მაინც მოხდება, ვენეციის კომისია რეკომენდაციას გასცემს, შევიდეს შემდეგი მოდიფიკაციები: სიტყვა „ჰეტეროსექსუალი” შეიცვალოს ტემინით: „მარტოხელა” ან „ფიზიკური პირი” წაშალოს ფრაზა „გენეტიკური მონაცემების შესაბამისად” და ჩამოყალიბდეს საკმარისად დეტალური და ზუსტი კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსგენდერი ადამიანების რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლის სწრაფ, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომ პროცედურებს. ვენეციის კომისია ასევე მიუთითებს კანონპროეტის მუხლებზე, რომლებიც უნდა შეიცვალოს ისე, რომ შეესაბამებოდეს ანტიდისკრიმკნაციულ სტანდარტებს. წაიშალოს ზოგიერთი მუხლი, ხოლო ინცესტის რეგულირება მოხდეს დამოუკიდებლად, სისხლის სამართლის კოდექსით. publika
  10. დღეს, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ipn
  11. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყებას ეხმაურება. ის აცხადებს, რომ დღევანდელი დღიდან აითვლება უკრაინის EU-ში წევრობის დაწყების რეალური დრო. ის მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის და აღნიშნავს, რომ უკრაინა არასდროს გადავა ერთიანი ევროპის გზიდან. მე მადლიერი ვარ ყველასი, ვინც უკრაინას, ჩვენს ქვეყანასა და ხალხს იცავს. მე მადლიერი ვარ გუნდისთვის, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის ნაწილად გვაქციოს. ჩვენ არასდროს გადავალთ ჩვენი ერთიანი ევროპის გზიდან, ყველა ევროპული ერის საერთო სახლის გზიდან. სახლის, რომელიც აუცილებლად მშვიდობიანი უნდა იყოს”, – წერს ზელენსკი. დღეს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა. ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც ორივე ქვეყანას ეს წინსვლა მიულოცა და აღნიშნა, რომ გზა იქნება შესაძლებლობებით სავსე. ამ დღეს ისტორიული უწოდა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ და დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება აძლიერებს სრულიად ევროკავშირს. 7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანამ როტაციით უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის ხელმძღვანელის პოსტს. ბრიუსელის რეკომენდაციის შესრულებას გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ხელისუფლების ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება. publika
  12. ჰააგის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუსა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვს ბრალი ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ედებათ. „მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორ ეჭვმიტანილს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე, სულ მცირე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან მინიმუმ 2023 წლის 9 მარტამდე, პასუხისმგებლობა ეკისრებათ“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. შეგახსენებთ, გასულ წელს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერიც გასცა. ipn
  13. რუსეთი ქვეყნის ტერიტორიაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების რამდენიმე მედიასაშუალების სამაუწყებლო რესურსებზე წვდომას ზღუდავს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეს არის საპასუხო ზომა სამი რუსული მედია საშუალების („რია ნოვოსტის“, „იზვესტიასა“ და „როსიისკაია გაზეტას“) „ნებისმიერი სამაუწყებლო საქმიანობის“ აკრძალვის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ 17 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დღეიდან შედის ძალაში. რუსეთის საგარეო უწყების განმარტებით, რუსულმა მხარემ არაერთხელ და სხვადასხვა დონეზე განაცხადა, რომ ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებული შევიწროება და ევროკავშირის სივრცეში რუსული მედიის უსაფუძვლო აკრძალვა რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მედია საშუალებების სია, რომლებთან დაკავშირებითაც შემზღუდველი ზომები მიიღეს, მოიცავს გამოცემებს ევროკავშირის 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის ავსტრიის სახელმწიფო ტელე -რადიო კომპანია ORF-ს, უნგრულ ინტერნეტპორტალ 444-ს, გერმანულ გაზეთებს : Der Spiegel-ს, Die Zeit-სა და Frankfurter Allgemeine Zeitung-ს, ესპანური გამოცემებს : El Mundo-ს, El Pais-ს, სააგენტო EFE-ს, იტალიურ გაზეთებს : La Stampa-სა, La Repubblica-ს, ტელეკომპანია RAI-ს, ფრანგულ გაზეთებს : Le Monde-სა და La Croix-ს, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესს“, რადიო კომპანია Radio France-ს, ასევე გამოცემებს: Politico-ს, Euobserver-ს და სხვას. ipn
  14. ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით 2 ახალი მოსაზრება გამოაქვეყნა – ერთი გენდერული კვოტების გაუქმებას ეხება, მეორე კი – ცესკოს დაკომპლექტებისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესს. გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ როგორც მუდმივად აცხადებს, ნებისმიერი წარმატებული ცვლილება საარჩევნო კანონმდებლობაში უნდა იყოს აგებული მინიმუმ შემდეგ სამ არსებით ელემენტზე: მკაფიო და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს და ითვალისწინებს წინა რეკომენდაციებს; კანონმდებლობა მიიღება ფართო კონსენსუსით ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან ფართო საჯარო კონსულტაციების შემდეგ; დ პოლიტიკური ვალდებულება, სრულად განახორციელოს ასეთი კანონმდებლობა კეთილსინდისიერად, ადეკვატური პროცედურული და სასამართლო გარანტიებითა და საშუალებებით, რომლითაც დროულად შეფასდება ნებისმიერი სავარაუდო შეუსრულებლობა. ვენეციის კომისია აცხადებს, რომ არ არსებობდა გენდერული კვოტების გაუქმების გადაუდებელი აუცილებლობა. ასევე, ვენეციის კომისია ძალიან შეშფოთებულია, რომ ცვლილებები მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, წინასწარი საჯარო კონსულტაციებისა და საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციების გათვალისწინების გარეშე. ვენეციის კომისიის განცხადებით, მსგავსი ცვლილება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წლით ადრე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს კანონის სტაბილურობასთან დაკავშირებით და რომ საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი ცვლილებების პრაქტიკა ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის მთლიანობას და დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის ძალისხმევას. 2024 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 85 ხმით 22-ის წინააღმდეგ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მიიღო, რომლის თანახმადაც პოლიტიკურ პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება, თავიანთი საარჩევნო სია გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად დააკომპლექტონ. საარჩევნო კოდექსის წინა ფორმულირებით, პარტიული სიაში ოთხიდან ერთი კანდიდატი ქალი უნდა ყოფილიყო. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შეთანხმება „ქართულ ოცნებასა” და საპარლამენტო „გირჩს“ შორის, რომლის ფარგლებშიც, მმართველი პარტია მხარს დაუჭერდა „გირჩის“ ინიციატივას პარტიულ სიებში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე. სანაცვლოდ, „გირჩი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევისას „ოცნებისთვის” მისაღებ კანდიდატს მისცემდა ხმას. რაც შეეხება ცესკოს დაკომპლექტსების წესს, ვენეციის კომისია უაღრესად შეშფოთებულია, რომ ხელისუფლებამ მათი არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, ნაწილობრივაც კი. საქმე ეხება პარლამენტის მიერ 2024 წლის 20 თებერვალს დამტკიცებულ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მოადგილის კვოტა. ამასთან, თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 90 ხმა (3/5) იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ მოგროვდება, ხელახალ კენჭისყრაზე მხარდასაჭერად 76 ხმა (უმრავლესობით) იქნება საკმარისი. კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი. თუ პირველ ჯერზე ვერ მოგროვდება 76 ხმა, მომდევნო სხდომაზე ხელახალი კენჭისყრა გაიმართება და 76 ხმით არჩეული კანდიდატები 5 წლის ვადით მიიღებენ უფლებამოსილებას. იმ შემთხვევაში კი, თუ 76 ხმა მეორე ჯერზეც ვერ მოგროვდება, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. ამავე ცვლილებით, ცესკოს თავმჯდომარეს ეყოლება ერთი მოადგილე, რომელიც აირჩევა პარლამენტის მიერ არჩეულ ან პრეზიდენტის მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან. ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ უკვე დამტკიცებული ცვლილებები აშკარად არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რომელიც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის. ვენეციის კომისიის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი წუხილი უკავშირდება ვაკანტური პოზიციების შევსების ახალ ანტი-ჩიხურ მექანიზმს, რომელიც ითვალისწინებს კენჭისყრის ორი დამატებითი ტურის შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც კანდიდატები შეიძლება აირჩიონ უბრალო უმრავლესობით და რომელიც შეიცავს რისკს, რომ მმართველი ცესკოს (უპარტიო) წევრებისა და თავმჯდომარის არჩევა მხოლოდ პარტიას შეუძლია. ვენეციის კომისია აცხადებს, რომ მეტიც, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საარჩევნო კანონის სტაბილურობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შეიცვალა საარჩევნო კანონის ასეთი ფუნდამენტური ელემენტები. publika
  15. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვასა და უკრაინას გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებას ულოცავს. ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ გზა შესაძლებლობებით სავსე იქნება. ევროკავშირის ელჩები უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების ჩარჩოზე შეთანხმდნენ. შემდეგი ეტაპი, რაც სამთავრობათშორისო კონფერენციას მოიცავს, დღეს 25 ივნისს დაიწყება. 7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანამ როტაციით უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის ხელმძღვანელის პოსტს. ბრიუსელის რეკომენდაციის შესრულებას გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ხელისუფლების ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება. პუბლიკა
  16. დღეს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა. ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც ორივე ქვეყანას ეს წინსვლა მიულოცა და აღნიშნა, რომ გზა იქნება შესაძლებლობებით სავსე. ამ დღეს ისტორიული უწოდა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ და დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება აძლიერებს სრულიად ევროკავშირს. 7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანამ როტაციით უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის ხელმძღვანელის პოსტს. ბრიუსელის რეკომენდაციის შესრულებას გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ხელისუფლების ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება. პუბლიკა
  17. „2024 წელს 2023 წლისგან განსხვავებით, ჩემს მიერ მონახულებულ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს იმას, რომ 2024 წელს სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა“ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელსაც გამოიყენეს „არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებები“ აქციების მონაწილეების წინააღმდეგ, 2024 წელს კი სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას. ომბუდსმენი ასევე საუბრობს ადმინისტრაციული კოდექსის განახლების აუცილებლობაზე. „საგულისხმოა, რომ შეკრებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება დღევანდელ კონსტიტუციური წესისგან შეუთავსებელ 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე მიმდინარეობს. სახალხო დამცველი წლებია საუბრობს ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე, რათა საბჭოთა პერიოდის კოდექსი ადამიანის უფლებების ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს“,- განაცხადა იოსელიანმა. პუბლიკა
  18. “ოცნება” აქცენტს აკეთებს, რომ საკუთარი პროპაგანდისტური ინსტრუმენტებით, განსაკუთრებით ფინანასურად ძლიერი ტელევიზიებით შემდეგი თვეების განმავლობაში ტყუილი შეასყიდოს საზოგადოებას, მაგრამ ეს ძალიან გაუჭირდებათ იმიტომ, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან განცხადებები კიდევ უფრო მკაფიო გახდება. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1544416216158649/
  19. ჩვენ, ამ არჩევნების შემდეგ უნდა დავასრულოთ ქვეყანაში ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა. ეს არის აუცილებელი პირობა, იმისთვის რომ ქვეყნის განვითარება გავხადოთ შეუქცევადი. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/862096349284283
  20. პირველად ხდება საქართველოში, რომ უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, დაჩქარებულად გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენი ხელისუფლება, ამ შესაძლებლობას არ იყენებს, მხოლოდ იმიტომ რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/829342922496991
  21. შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, საქართველო მიიწვიოს NATO-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო ‘ბრაიენმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთან ერთად ყველა პარტნიორი იქნება მიწვეული ღონისძიებაზე. ო’ბრაიენი ამბობს, რომ პარტნიორებს „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებები აწუხებთ. ო’ბრაიენმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია სურს, ხელისუფლებაც ამ გზავნილებს აჟღერებს, თუმცა ქუჩებში ძალადობა ოპოზიციონერ დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე და რუსული კანონის მიღება, შეუთავსებელია ამ მისწრაფებებთან. მისივე თქმით, როგორც აშშ-ის, ისე ევროპის ქვეყნების მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარს აგრძელებენ. პუბლიკა
  22. როდესაც ხელისუფლება არღვევს ქვეყნის კონსტიტუციურ ამოცანას და წინ ეღობება ამ ამოცანის შესრულებას, ის უკვე ხალხის მხრიდან ლეგიტიმაციის ფარგლებს მიღმაა გასული. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვიხილეთ საქართველოს ხელისუფალი სიმართლის მოშიში ხელისუფლების როლში. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” ლიდერი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1211521073540656/
  23. ოჯახის ინფორმაციით, გიორგი გახელაძის ცხედარი იპოვეს. ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკოსი, პროფესორი გიორგი გახელაძე 19 ივნისს, დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. „პუბლიკა” დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. პუბლიკა
  24. სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია. მიმდინარეობს მილსადენის რეცხვა, რის შემდეგაც დაიწყება ქსელის შევსება ლაბორატორიულად შემოწმებული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით, – ამის შესახებ აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მილსადენის სასმელი წყლით შევსება რთული და კომპლექსური პროცესია, რასაც მილსადენში წყლის მაღალი წნევით დატვირთვა განაპირობებს. „ქსელის შევსების შემდეგ „ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები დაიწყებენ აღნიშნული მილსადენისა და მასთან დაკავშირებული ქსელების სრული პერიმეტრის დაკვირვებას და ახალი გადაბმის წერტილების ტექნიკურ მონიტორინგს აღდგენილი მილსადენის წყლის წნევით დატვირთვის მიმართ მდგრადობის შესაფასებლად. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის აღსადგენ სამუშაოებს 17 ივნისიდან 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. სამუშაოების შედეგად დამუშავდა და დატერასდა მეწყრული ფერდი, იდენტიფიცირდა დაზიანებული მონაკვეთების კოორდინატები და განისაზღვრა დაზიანების ხარისხი. მაგისტრალური მილის დიაგნოსტირების დასრულების შემდეგ მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა მილსადენის შესაბამისი მონაკვეთები, ჩატარდა დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლითი სამუშაოები და თითოეული ახალი გადაბმის წერტილის შედუღების ხარისხის ექსპერტიზა“, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ იმ აბონენტებს, რომელთაც წყალმომარაგება სოფელ წიწამურთან მომხდარი ინციდენტის გამო ჰქონდათ შეზღუდული, წყალმომარაგება 24 ივნისიდან ეტაპობრივად აღუდგებათ. 1tv
  25. სოფელი ზოდის გადარჩენისთვის შექმნილი facebook-გვერდის ცნობით, მათ თანამებრძოლს, ადგილობრივ ნიკო გაფრინდაშვილს 22 ივნისს სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ. მას ტვინის შერყევა აქვს. სოფლის მცხოვრებლები მომხდარს 30 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირებენ. ისინი ეფექტურ გამოძიებასა და მოძალადეებისა და დამკვეთების დასჯას მოითხოვენ. „პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყო თუ არა გამოძიება უწყებამ. პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება. მოსახლეობა სოფელ ზოდში მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებასა და გაცემული ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვს. მათი თქმით, სოფელ ზოდში წარმოებული მოპოვებითი სამუშაოების გამო ნაპრალები გაუჩნდა მიწას, დაჩქარდა ისედაც მიმდინარე მეწყრული პროცესები და, რიგ შემთხვევებში დაზიანდა სოფლის ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი გარემო, მათ შორის: გზა, საცხოვრებელი სახლები და ა.შ. გარდა ამისა, მოპოვების ადგილები მიტოვებულია და საფრთხეს უქმნის როგორც მოსახლეობას, ისე პირუტყვსა და ბუნებრივ გარემოს – სხვა სოფლებში იყო ადამიანების დაღუპვის შემთხვევებიც. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...