-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
„ქართულმა ოცნებამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა. დეკლარაციაში, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერასა და ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკის, მათ შორის რუსული კანონის მიღების გამო კრიტიკასაც მოიცავს, მმართველი პარტიისთვის რამდენიმე „ჩანაწერი“ მიუღებელი აღმოჩნდა. რა წერია დეკლარაციაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია რუსეთს მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ. დეკლარაცია ასევე ხაზს უსვამს აქტიური ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში რუსეთის და საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. საბოლოო დეკლარაციაში გაკრიტიკებულია ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკა და რუსული კანონის მიღება. გარდა ამისა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია მოუწოდებს ეუთოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, იმოქმედონ ერთობლივად 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ძლიერი სადამკვირვებლო მისიის შესაქმნელად. რატომ არ დაუჭირა „ოცნებამ“ მხარი დეკლარაციას განცხადება იმის შესახებ, რომ დეკლარაციას მხარს არ დაუჭერდნენ, მმართველმა პარტიამ ჯერ გუშინ, 2 ივლისს, გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ დეკლარაციაში შემავალ ერთ-ერთ რეზოლუციას საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შესახებ დაემატა პარაგრაფი, რომელიც კონფლიქტს არასწორი ფორმულირებით წარმოაჩენდა. ამიტომ მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ ისინი საბოლოო დეკლარაციას მხარს არ დაუჭერდნენ. თუმცა საბოლოოდ მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნული ფორმულირება არ მოხვდა. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ წევრებმა დეკლარაციას მხარი არ დაუჭირეს, რადგან მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა კიდევ ორი ჩანაწერი. რას ამბობენ ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ განცხადებას გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, რომელიც ასევე ესწრება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე სესიას. გიგი წერეთელიც ადასტურებს, რომ მისი ინფორმაციით, რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში არ იყო მართებული და სწორი ფორმულირებები იმ ვითარების და რეალობის შესაბამისად, რომელიც დღე არის. თუმცა, მისი თქმით, ამაზე რეაქცია ჰქონდათ საქართველოდან ოპოზიციის წარმომადგენლებსაც და აღნიშნული ფორმულირება რეზოლუციის საბოლოო ვერსიაში არ ასახულა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებულად ხსნიან მიზეზს იმისა, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი მმართველმა პარტიამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას. ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ ამის მიზეზი რეზოლუციის ის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს. ნეტგაზეთი
-
„ქართული ოცნებისთვის" ეუთოს დეკლარაციაში საქართველოზე ჩანაწერები მიუღებელია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ეუთომ 31-ე საპარლამენტო ასამბლეაზე მიიღო დეკლარაცია, რომელიც მოიცავს რეზოლუციებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. 86-გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს სხვადასხვა რეზოლუციას და ქვეთავებს, სადაც, მათ შორის, საქართველოც არის ნახსენები და დაგმობილია როგორც რუსული კანონი, ისე – რუსული ოკუპაცია და ჰიბრიდული ომი. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე დეკალრაციის მიღებამდე ამბობდა, რომ „სახელმწიფო ინტერესების ასე მწვავედ შელახვის გამო ქართული დელეგაცია ხმას მისცემს საბოლოო დეკლარაციის წინააღმდეგ”. დოკუმენტის ერთ-ერთი პარაგრაფი ეხება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და არის მოწოდება ეუთოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR)-ისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისკენ, „ერთობლივად იმოქმედონ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ძლიერი სადამკვირვებლო მისიის შესაქმნელად, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს პოტენციური ძალადობის ან ანტიდემოკრატიული ტენდენციების იდენტიფიცირებაზე, რაც შეიძლება მოხდეს არჩევნების დღემდე და რაც ძირს უთხრის ხმის მიცემის დემოკრატიულ მთლიანობას”. ნიკოლოზ სამხარაძისთვის ეს ჩანაწერი მიუღებელი აღმოჩნდა. კენჭისყრამდე, ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სამხარაძემ თქვა, რომ არჩევნებამდე 4 თვით ადრე „მოხდა მისი განზრახ დისკრედიტაცია”. გარდა ამისა, დოკუმენტში ნახსენებია პოლარიზაცია – საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა ხელისუფლებას, „შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, აქტივისტებზე და კანონიერ მომიტინგეებზე, რაც არის გაფართოებული რუსული ჰიბრიდული ოპერაციის ყველა დამახასიათებელი ნიშანი, და ეძებოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან დაახლოების გზები ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად”. სამხარაძემ თქვა, რომ საქართველოს აკრიტიკებენ მაშინ, როცა არ ახსენებენ სხვა ქვეყნებს. მან ასევე გაავრცელა მმართველი პარტიის პროპაგანდსტული ნარატივი, რომ საფრანგეთსა და კანადაში მიიღეს საქართველოში რუსული კანონის ანალოგიური კანონმდებლობა. სამხარაძემ ასევე აღნიშნა, რომ მიუღებელია ჩანაწერი საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე. გუშინ, 2 ივლისს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, დეკლარაციის შემადგენელ ერთ-ერთ რეზოლუციაში სახელწოდებით „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“, არაზუსტი ფორმულირება შეიტანეს, რომლის თანახმადაც, „რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე”. „ოცნების” განცხადებით, რეზოლუციის შესწორებაში ეწერა, რომ “თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველოს, აფხაზეთის და ოსეთის შერიგება საჭიროა”. იგივე გაიმეორა დღეს ნიკოლოზ სამხარაძემ და ამას „გულსატკენი” უწოდა. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის საბოლოოდ მიღებულ ტექსტში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს. ეუთოს ექს-პრეზიდენტი, „ევროპული საქართველოს” წევრი, გიგი წერეთელი გვეუბნება, რომ მისი ინფორმაციით, რეზოლუციის სამუშაო ვერსიის ერთ-ერთ პარაგრაფში მიუღებელი ჩანაწერი, „სადაც არსებული ვითარების სწორი ფორმულირებები არ იყო”, ნამდვილად არსებობდა. თუმცა, მისი თქმით, „პირველ რიგში ოპოზიციის მხრიდან და ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, შესამამისად, ეს არ ასახულა საბოლოო ვერსიაში”. პუბლიკა -
გასაგებია, რომ “ოცნებამ” რაღაცით თავი უნდა იმართლოს და ეს ყველაფერი ვიღაცას უნდა დააბრალოს. არ უნდათ თვალი სიმართლეს გაუსწორონ, სიმართლეს, რომელიც მწარე და სამწუხაროა მათთვის - ისინი ქვეყანას აზიანებენ დ შედეგიც სახეზეა. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1501187854118147
-
ხელისუფლებამ საქმით გამოხატა, რომ მზად არის აბსოლუტურად ყველანაირი ფასი გადაიხადოს, ოღონდ რამენაირად ძალაუფლება გაიხანგრძლივოს, იმიტომ, რომ სხვანაირად კორუფციით მოპარული ფულის დაცვის შესაძლებლობა მათ არ გააჩნიათ. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/409135398121003
-
წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების განცხადებით, მსჯავრდებულთათვის აკადემიური განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია. „ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი", რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებზე. აღსანიშნავია, რომ „ციფრული უნივერსიტეტი" ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) ევროპის მასშტაბით 3 საუკეთესო ინოვაციას შორის დაასახელა. Europris-ის ყოველწლიურ ჯილდოზე ევროპის ქვეყნების 37 პროექტი იყო წარდგენილი“ , - ნათქვამია პენიტენციური სამსახური მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
-
„ალაზნის პირზე არის პრობლემა, ვერ შედიან კომბაინები, რომ ხორბლის მოსავალი აიღონ, წყალშია“,- ამის შესახებ მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კომპანია "შირაქის" დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ bpn-თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ინტენსიურმა წვიმებმა ხორბლის მოსავლის ნაწილი გააფუჭა, რის გამოც აღების პროცესი გაჭიანურდა. ამასთან, ნიკოლოზ ბენიაიძე აღნიშნავს, რომ ეს ფასზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ადგილობრივი ხორბლის ღირებულებას, ისედაც იმპორტირებული პროდუქციის ფასი განაპირობებს. „თავიდან ხორბლის მოსავლის კარგი მაჩვენებლები იყო, მაგრამ ამ ინტენსიურმა წვიმებმა გააფუჭა, დასეტყვა რაღაც ფართობები, ალაზნის პირზე არის პრობლემა, ვერ შედიან კომბაინები, რომ ხორბლის მოსავალი აიღონ, წყალშია. სადრენაჟე სისტემებია მოშლილი. სწორედ ინტენსიურმა წვიმებმა გამოიწვია ის, რომ ბევრი ფერმერი ვერ იღებს მოსავალს ალაზნის პირზე. საჰექტრო მოსავალი თავიდან იყო კარგი და მაგრამ ახლა იკლო, ზოგან სეტყვა მოვიდა, ზოგან ვერ იღებენ, გაჭიანურდა, ამ დროს დამთავრებული უნდა იყოს ხორბლის აღება. ფაქტობრივად, ნახევარზე მეტი ასაღებია დედოფლისწყაროში და სიღნაღში. რაც შეეხება ღირებულებას, ძირითადად, საქართველო ვერ ადებს ხორბალს ფასს, იმიტომ, რომ იმპორტზეა დამოკიდებული 80% და მეტიც. წელს უფრო მეტიც იქნება დამოკიდებული, რადგან არ დაითესა ის რაოდენობა ფართობების, რაც შარშან. იმიტომ, რომ ვერ გაყიდეს ფერმერებმა თვითღირებულებაშიც და იცით, რომ ამ მხრივ პრობლემები იყო. შესაბამისად, წელს მოსავალი ნაკლები იქნება, შარშანდელთან შედარებით“,- ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე. ავტორი: ნინი ქეთელაური
-
დათა ქაჯაია – პირველი ქართველი ავტომრბოლელი ფერარის საჭესთან
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ყველაზე ტიტულიანი ქართველი ავტომრბოლელი და ევროპის ჩემპიონი TCR-ის მიმართულებით, დათა ქაჯაია ახლა უკვე პირველი ქართველია, რომელმაც GT OPEN CUP-ზე ფერარის მარკის ავტომობილით იასპარეზა. 700-ცხენისძალიანი The 488 CHALLENGE EVO პირველი ფერარია, რომლითაც დათა GT მიმართულებით უმაღლესი კლასის ჩემპიონატზე ოფიციალურად წარდგა და რომლითაც კარიერის ახალ ეტაპზე ახალი წარმატებების გზას დაადგა. რბოლა გერმანიაში, ქალაქ ჰოკენჰაიმში გაიმართა. ქართველი მრბოლელი და Shell-ის ბრენდამბასადორი მასში „თეგეტა მოტორსისა“ და Shell-ის მხარდაჭერით მონაწილეობდა. შეჯიბრების განსხვავებული ფორმულის მიხედვით სარბოლო ტრასას ორი პილოტი ერთი ავტომობილით ფარავს. Mertel Motorsport-ის გუნდში, ამ შემთხვევაში, 50-წუთიანი გზის პირველი ნახევრის განმავლობაში საჭეს დათა მართავდა, მან პირველივე ჯერზე ოცდასამივე მრბოლელი უკან ჩამოიტოვა და ტრასის პირველი ნახევარი პირველმა გაიარა. ეს უპრეცედენტო წარმატება პირადად ქართველი მრბოლელისთვის და ქართული ავტოსპორტისთვის უკვე დაფიქსირდა. დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: „ჩემთვის, როგორც მრბოლელისთვის, GT OPEN CUP-ზე ასპარეზობამ კარიერაში სრული გარდაქმნა მოახდინა. ამ დღემ ახალი მიზანი და შესაძლებლობები დამისახა და ახალი გზა მაჩვენა. ასეთი მასშტაბის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობისას კი საუკეთესო პირადი შედეგი ძალიან დიდი წარმატებაა. ზოგადად, განსხვავებულ მანქანაზე გადაჯდომა მრბოლელისთვის დიდი გამოწვევაა. ავტომობილი, რომლითაც აქამდე ძირითადად ვასპარეზობდი, წინაწამყვანია და ფერარის ნახევარი სიმძლავრე აქვს. GT კლასის ფერარი მართვის სრულიად განსხვავებულ სტილს მოითხოვს, რომელიც სწრაფ გადაწყობასა და ადაპტირებას საჭიროებს. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მძლავრი ავტომობილია, ფუნქციონალურად განსხვავებულად იმართება. მაღალი სიმძლავრის გამო მარტივია, მრბოლელმა უხეში მოქმედებით გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას, ამიტომ ძალიან ფრთხილი მართვაა საჭირო. ამასთანავე, საბურავების მაღალი ცვეთის პირობებში ავტომობილის რეჟიმების ცვლა აუცილებელია, რათა დაზოგო და რბოლის ბოლომდე შეინარჩუნო. ამიტომ, გარდა იმისა, რომ ავტომობილი სწრაფად უნდა ატარო, მნიშვნელოვანია, სწორ დროს სწორი გადაწყვეტილებები მიიღო, რათა რესურსი დაზოგო. მნიშვნელოვანია სტრატეგიის შემუშავება, რომელიც საშუალებას მოგცემს, ავტომობილი რბოლის ბოლომდე საუკეთესო ფორმაში გყავდეს“. მარიო გომთი, Mertel Motorsport-ის რბოლის მენეჯერი: „დათას პირველად TCR შეჯიბრებაზე შევხვდი. ძალიან სწრაფი, სუპერპროფესიონალი მრბოლელია სწორი დამოკიდებულებით საკუთარი საქმისა და გუნდის მიმართ. მეორე მხრივ კი, ის საოცარი ადამიანია, რომელთანაც შეგიძლია უბრალო საუბარი და მხიარულება. გარდა საერთო საქმისა, სწორედ ეს გახდა დაახლოების საფუძველი. ძალიან მიხარია, რომ დათამ ამ დონისა და მასშტაბის შეჯიბრებაზე იასპარეზა. სუპერპროფესიონალი ქაჯაია და სუპერფერარი ერთად – უკვე ძალიან მაგარი ისტორიის დასაწყისია“. ასეთი ისტორიები კი იწყება იქ, სადაც უკვე წარმატებულ და ტიტულიან პროფესიონალს ახალი გამოწვევების არ ეშინია. შეუძლია დაადგეს ახალ გზას და საკუთარი ძალები მოსინჯოს იქ, სადაც გარდაუვალი წარმატება სულაც არ არის გარანტირებული. დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: „ვამაყობ, რომ მაღალი დონის ჩემპიონატზე ჩემი მხარდამჭერი ქართული კომპანია იყო. ისტორიაში პირველად, ქართველი მრბოლელი ფერარისთან ერთად ასეთი დონის რბოლაზე „თეგეტას“ მხარდაჭერით მოხვდა. ეს ჩვენს წითელ ფერარიზეც იყო აღბეჭდილი. ასევე მოხარული ვარ, რომ ისეთი ავტორიტეტული ბრენდის ამბასადორი ვარ, როგორიცაა Shell. თავის მხრივ, ფერარი და Shell უკვე მრავალი წელია, მეგობრობენ. ხშირად მისვამენ შეკითხვას – რომელ ზეთს მოვიხმარ საკუთარი ავტომობილებისთვის. ჩემი არჩევანი არის Shell. უმაღლესი კლასის ჩემპიონატზე საკუთარი თვალით ვნახე, რომ მანქანის გადაცემათა კოლოფსა და ძრავაში Shell-ის ზეთებს იყენებენ. ეს არის ზეთი, რომელიც მაღალი სიმძლავრის ავტომობილებში 50 წუთის განმავლობაში 30 გრადუს სიცხეში გაუჩერებლად, მაქსიმალურ ბრუნზე ძრავის მუშაობისას დატვირთვას უმკლავდება და ავტომობილს დაზიანებისგან იცავს“. GT OPEN CUP-ისთვის საგზური დათა ქაჯაიამ FERARRI TEST DRIVE 2023-ზე მოიპოვა, სადაც საუკეთესო შედეგი აჩვენა. გზა გამარჯვებამდე 1,43 წამში 270კმ/საათის სიჩქარით დაფარა. GT OPEN CUP-ში კი ქართველი მრბოლელის წარმატებული ასპარეზობა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა. არის მოლოდინი, რომ მომავალ წელს შეჯიბრებაზე დათა ქაჯაია უკვე ოფიციალურადაც წარდგება. ჩაფხუტს ისევ მოირგებს და ავტორბოლის ისტორიაში მორიგ წარმატებულ თავს დაწერს. — თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა. ნეტგაზეთი -
მონიტორინგის კომიტეტი: ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალა ჩაერთოს ინკლუზიურ დიალოგში
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტი რუსული კანონის დამტკიცებას და საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ: მონიტორინგის კომიტეტი ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მაშინ როცა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამავდროულად, მონიტორინგის კომიტეტი ღრმად არის შეშფოთებული ქართულ საზოგადოებაში არსებული დაძაბულობისა და მზარდი პოლარიზაციის გამო, რაც გამოწვეულია კანონმდებლობის მიღებით, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ დემოკრატიულ ნორმებსა და სტანდარტებს. კომიტეტის შეფასებით, ამ ვითარებამ უკვე გამოიწვია ვენეციის კომისიის კრიტიკული მოსაზრებები და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და კონგრესის პრეზიდენტის განცხადებები, ასევე, გამოიწვია ის, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცედურა. კომიტეტი ასევე შეშფოთებულია დემონსტრანტების, პარლამენტის წევრების, ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენებით, ძალადობისა და დაშინების კამპანიით. კომიტეტი მიუთითებს, რომ ასეთი დიალოგის სულისკვეთებით, მისი წევრები შეხვდნენ მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ და ადგილობრივ წარმომადგენლებს. პუბლიკა -
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, შოთა სირაძე, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის მამაა, დეკლარაციაში 7 უძრავ ქონებას და შემოსავალს მალავს. საუბარია, შოთა სირაძის 2024 წლის დეკლარაციაზე, რომელშიც მას მისი და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება არ აქვს მითითებული. TI-ს განცხადებით, შოთა სირაძემ დეკლარაციაში არ ასახა შემდეგი უძრავი ქონება: 873 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით ქალაქ ხობში, 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში, 5498 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში, 2785 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში. ამასთან, მან დეკლარაციაში არ ასახა მეუღლის, ეკა ლატარიას, შემდეგი უძრავი ქონება: 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში, ორი მცირე ფართი (9.88 კვ.მ. და 13.43 კვ.მ.) ქალაქ ხობში. შოთა სირაძემ დეკლარაციაში ასევე არ ასახა დედის, მზია სირაძის საკუთრებაში არსებული ქონება – 3150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში. TI-ს განცხადებით, დარღვევაა დაუდეკლარირებელი ხელფასი — შოთა სირაძემ 2024 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახა მოსამართლის მანდატით მიღებული წლიური შემოსავალი. აღნიშნული მან არც 2023 წლის დეკლარაციაში მიუთითა. დარღვევაა, დაუდეკლარირებელი ბიზნეს წილებიც — შოთა სირაძის მეუღლე ეკა ლატარია შპს „კატე გლობალის” 100%-იან წილს ფლობს და ამავდროულად კომპანიის დირექტორია, რაც დეკლარაციაში არასრულად, მეწილეობის გამოტოვებით არის მითითებული. ამასთან, ლატარია შპს „გლობალ ოილის“ მეწილე და სპს “ბერაია და კომპანია სპს“-ის თანადამაარსებელი და დირექტორია. შპს გლობალ ოილის დირექტორმა გელა ხუნწარიამ ქართულ ოცნებას 2020-2021 წლებში 30,000 და 15,000 ლარი შესწირა. საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, შოთა სირაძე, როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ვალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს შოთა სირაძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. პუბლიკა
-
ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები 60%-მდე დაამუქონ. „აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე წინა გვერდითა მინების დამუქებაზე მოქმედებდა 40%-იანი შეზღუდვა. რაც შეეხება მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებს, მათზე კვლავ 75%-იანი შეზღუდვა მოქმედებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ -
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ზურაბ ლობჟანიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
-
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს. „[დეკლარაცია] იმეორებს მოწოდებას, ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან/სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. ხაზს უსვამს აქტიური ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რუსეთის ფედერაცია-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ დეკლარაციაში. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას გმობს. „გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში - იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის შედეგად. ასევე, ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების ცვლილებასა და წაშლას, რაც რუსეთის ფედერაციის მიმდინარე ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია“, - წერია დეკლარაციაში. ასევე, დეკლარაცია „რუსეთის ძალადობრივ იმპერიულ და კოლონიურ ხასიათს გმობს, რომელიც აშკარად გამოიხატება მის გენოციდურ ომში უკრაინის წინააღმდეგ, ბელარუსის რბილ ანექსიასა და მოლდოვის წინააღმდეგ აგრესიაში. ასევე, ქართველი და სომეხი ხალხის სუვერენიტეტსა და დემოკრატიულ არჩევანზე თავდასხმებში“. იპნ
-
პოლიტიკური პარტია "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს ახალი წევრების მიღებას თბილისის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, თუ ხარ სრულწლოვანი, ცხოვრობ თბილისში და გაქვს სურვილი შემოუერთდე ჩვენს გუნდს შეავსე განაცხადი: https://docs.google.com/.../1FAIpQLSf0lTZ6bGGlGG.../viewform ინფორმაცია პარტია "გახარია საქართველოსთვის" ავრცელებს.
-
როდესაც ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება, ყოველთვის არსებობს ამასთან დაკავშირებით პრესრელიზი. ამ შემთხვევაში, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურმა მოიტყუა, ან “ოცნებას” არ აქვს ინფორმაცია, რაც უნდა ჰქონდეს, ან უბრალოდ ერთმანეთში აირივნენ. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1926145661191601
-
ბექა ლილუაშვილი - საქართველოს და ევროკავშირის დიდი ოჯახის ერთობა არის გარდაუვალი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ჩვენ ვართ ის ერი, რომელსაც შეუძლია გააოცოს, მოუგოს, თამაშის ხარისხით და ტექნიკით არ ჩამოუვარდეს ამ სპორტში საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს, ისევე როგორც საზოგადოების, სპორტული და პოლიტიკური ცხოვრების ყველა მიმართულებით. ეს იციან ევროპელებმა, ამიტომაც საქართველოს და ევროკავშირის დიდი ოჯახის ერთობა არის გარდაუალი. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1509368689691853/ -
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსულ კანონთან დაკავშირებით ისაუბრა. ბლინკენის თქმით, ვაშინგტონში მკაფიოდ გამოხატეს პოზიცია კანონის დამტკიცებასთან დაკავშირებით და მიიღეს ზომები, ამასთან დაკავშირებით კი „სავარაუდოდ, უფრო მეტს ვნახავთ“. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ევროპული გზა აირჩია და ხალხის არჩევანი მკაფიოა. ასევე ბლინკენის თქმით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს აქვთ როგორც გამოწვევები, ისე დიდი შესაძლებლობები, რომელთა რეალიზებაც შესაძლებელია. რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ათობით პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ სანქციის სახით. publika
-
გახარია: ივანიშვილმა აშშ-ში მაღალი დონის შიკრიკი გაგზავნა, რათა გაიგოს, იქ რა ხდება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გიორგი გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ში „შიკრიკი გაგზავნა, რათა იქნებ როგორმე გაიგოს მაინც, იქ [აშშ-ში] რა ხდება”. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა თქვა, რომ ხელისუფლება „პოზებშია, თითქოს სხვისი აზრი არ აინტერესებთ, მაგრამ სინამდვილეში იმდენად შეშინებულები არიან, რომ შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ, როგორმე გაიგონ მაინც, იქ რა ხდება”. გახარია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში „პერსონალურ შიკრიკად“ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ძალოვანი ფიგურა ჰყავდა გაგზავნილი, თუმცა მისი ვინაობა არ დაუსახელებია. -
იმისთვის, რათა ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეები არ დარჩნენ მომავალში პენსიის ან სხვა სოციალური გასაცემელის გარეშე, მოვუწოდებ, რომ მიმართონ იუსტიციის სახლებს და აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ე.წ. ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც თავიანთი მოწმობები თანამედროვე პირადობის მოწმობით არ შეცვალეს საკმაოდ მაღალია. „დღეიდან კანონის ძალით საქართველოში იურიდიული ძალა დაეკარგა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს. ანუ, ამიერიდან იურიდიული ძალის არმქონედ ითვლება ე.წ. ქაღალდის ან ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები. სახელმწიფოს მხრიდან დიდი ძალისხმევა მოხმარდა იმას, რომ ყველას, ვისაც ჰქონდა ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობები, შეეცვალათ თავიანთი მოწმობები თანამედროვე პირადობის მოწმობით. ამ მიზნით მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულია უფასოდ პირადობის მოწმობის შეცვლა. მიუხედავად ამისა, საკმაოდ დიდმა ნაწილმა ჩვენი მოქალაქეებისა, რომელთაც აქვთ ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობა, არ ისარგებლეს ამ შესაძლებლობით და დღეიდან ამ ადამიანებს აღარ აქვთ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი საბუთი. იმისთვის, რათა დაბრკოლება არ შეექმნას ამ ადამიანებს მათთვის გათვალისწინებული პენსიების და სხვა სოციალური შემწეობების მისაღებად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში არ დაბრკოლდება ამ თანხების გაცემა. თუმცა, ეს არ ნიშნავს ქაღალდის პირადობის მოწმობებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სოციალური გასაცემლების მიღებაზე არ შეექმნებათ მოქალაქეებს დაბრკოლება ამ დამატებითი პერიოდის განმავლობაში. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს წესი დროებითია და ის უსაზღვროდ ვერ გაგრძელდება. ამიტომ, იმისთვის, რათა ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეები არ დარჩნენ მომავალში პენსიის ან სხვა სოციალური გასაცემელის გარეშე, მინდა მათ მივმართო და მათ მოვუწოდო, რომ მიმართონ იუსტიციის სახლებს და აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა, რათა, ვიმეორებ, მომავალში არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიისა და სხვა სოციალური დახმარების მისაღებად, ასევე სხვა ნებისმიერი მომსახურების მისაღებად, რომლისთვისაც ზოგადად მათ სჭირდებათ პირადობის დადასტურება. სახელმწიფო კი კვლავაც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს იმ ადამიანებს, ვინც მოითხოვს პირადობის მოწმობის გამოცვლას“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ipn
-
საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 2 ივლისს, დილით დაბრუნდება. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება. „ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული", - ნათქვამია ინფორმაციაში. მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს, ხოლო 22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე - "საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს" ღონისძიება შედგება. ipn
-
რომის „ლაციო“ გიორგი ქოჩორაშვილს აკვირდება და ქართველი ფეხბურთელით ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს, თუმცა საქართველოს ნაკრების წევრის გადაბირებით „ტორინოცაა“ დაინტერესებული, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Stampa ავრცელებს. „რომის „ლაციო“ ამ მომენტისთვის ნახევარმცველის ძიებაშია. გუნდს 2024/2025 წლების სეზონში მარკო ბარონი გაწვრთნის. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის რიგებში ვეჩინო, გენდუზი, როველა და კატალდი ირიცხებიან, ახალი ფეხბურთელის დამატება მაინც განიხილება. ჩვენი ცნობით, კლუბის ყურადღების ცენტრშია ნახევარმცველი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იღებდა მონაწილეობას. მისი სახელია გიორგი ქოჩორაშვილი. ამჟამად ის ლა ლიგა 2-ის ბინადარ „ლევანტეში“ ირიცხება. თუმცა, ფეხბურთელის შეძენით ასევე დაინტერესებულია „ტორინო“. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და გადაწყვეტს თუ არა „ლაციო“ ქოჩორაშვილის რომში ჩამოყვანას“, – წერს გამოცემა. ავტორი - მერაბ მამულაშვილი