Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის თქმით, შტატების სანქციების ქვეშ მოხვედრილ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს, ვისაც ამ დრომდე ამერიკის ვიზა ჰქონდა, ვიზის არავალიდურობის შესახებ უკვე ეცნობა. – ამის შესახებ ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ძალიან მკაფიო იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მდივანი გადახედავდა ურთიერთობებს სრულად და ბლინკენიც მკაფიოდ აცხადებდა, რომ საქართველოსკენ მიმართული მთელი დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. დანიგანის თქმით, იმ დროს, როცა ის საქართველოში ჩამოვიდა და კელი დეგნანი შეცვალა, ჰქონდა ინფორმაცია, რომ იყო „გარკვეული გამოწვევები ჩვენს ურთიერთობაში“. მისი მიზანი იყო, ემუშავა საქართველოს ხელისუფლებასთან, „რათა დავბრუნებოდით ამ მდიდარი პარტნიორობის კურსს, რომელიც გვაქვს”. ელჩი აღნიშნავს, რომ თავიდან იყო გარკვეული პროგრესი, თუმცა ბოლო თვეებში საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, მისი შეფასებით, „შემაშფოთებელია“. შეკითხვაზე, რა იგულისხმება ორმხრივი ურთიერთობების გადახედვაში და შეჩერდება თუ არა ფინანსური დახმარებები ან შეწყდება თუ არა სამხედრო თანამშრომლობა, რობინ დანიგანი პასუხობს, რომ აშშ-ის არ სურს ამ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა „ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება ყველა ამ მიმართულებით, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს”. 6 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და ის შეეხება „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საერთო ჯამში, 30-მდე ადამიანს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, „ჩვენ გადავამოწმეთ, დღემდე არც ერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე”. მისი შეფასებით, ამ გადაწყვეტილების „პრაქტიკული დატვირთვა არის რეალურად ნულოვანი”. თბილისის მერისა და „ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით კი, „არ არსებობს ამერიკული სანქციები, არსებობს ამერიკული მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, გადაიტვირთება და უფრო მეგობრული გახდება”. პუბლიკა
  2. მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ!, - ამის შესახებ თურქეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა. "საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შევძელით. მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ! მიქაუტაძემ მართლაც ისტორიული გოლი გაიტანა და მილოცვას ვუერთდები. რაც შეეხება მარცხს, მისგან იმ გამოცდილებას მივიღებთ, რაც უკვე უახლოეს მატჩებში გამოგვადგება.სტადიონზე ატმოსფერი მშვენიერი იყო. ვფიქრობ, ახლა აზაროვზე საუბარი არ ღირს...იყო თუ არა ჩემი გადაწყვეტილება მამარდაშვილის საჯარიმოში ჩასვლა? ჩვენ არ გვსურდა წაგვეგო და გიორგი ასე იმიტომ მოიქცა", - აცხადებს მწვრთნელი, რომლის კომენტარსაც "სპორტალი" ავრცელებს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთთან გამართა. შეხვედრა 3:1 თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს. იპნ
  3. თუ ჩვენ გვინდა ანაკლიის პროექტისგან რეალური და ძლიერი საპორტო ინფრასტრუქტურა მივიღოთ, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იქ ინტერესები დაბალანსებულ იყოს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი იყოს როგორც ჩინური, ასევე დასავლური მხარე. „ჩვენი პოზიცია იყო და ახლაც ასეთია, რომ როცა ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე და გაღრმავებაზე ვსაუბრობთ - ეს სწორია, გასაკეთებელია და არავითარი პრობლემა არ არის, პირიქით მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. რაც შეეხება უშუალოდ ანაკლიის პორტს და ანაკლიის პორტში ჩინური მხარის მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ესეც ნორმალურია, რომ ისინი მონაწილეობენ. პრობლემა იმაშია, რომ თუ ჩვენ გვინდა ანაკლიის პროექტისგან რეალური და ძლიერი საპორტო ინფრასტრუქტურა მივიღოთ, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იქ ინტერესები დაბალანსებულ იყოს. ანუ, წარმოდგენილი იყოს როგორც ჩინური, ასევე დასავლური მხარე - ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, თორემ თუ ანაკლიამ ჩინური ტვირთი უნდა გაატაროს, ეს ტვირთი ხომ სადღაც და დასავლეთში მიდის? ამიტომ ყველაზე სწორი და დაბალანსებული და მომგებიანი ეს პროექტი მაშინ იქნება, თუ მასში იქნება ორმხრივად და ძლიერი მონაწილეობა როგორც ჩინეთის, ასევე დასავლეთის მხრიდან. პრობლემა ზუსტად იმაშია, რომ აქ გვყავს ჩინეთი, მაგრამ არ გვყავს დასავლური მხარე. სამწუხაროდ, ამან შეიძლება გარკვეული საკითხები წარმოშვას ამ პროექტთან დაკავშირებით”, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. იპნ
  4. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის მატჩში გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა. ტაბლოზე საქართველო - თურქეთს შორის ანგარიში 1:1 დაფიქსირდა. შეხვედრა დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ მიმდინარეობს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს. EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს. იპნ
  5. ფეხბურთის გულმხურვალე ფანი ვარ - ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გაიმარჯვებს, ვისურვებდი იქ ყოფნას,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველო-თურქეთის მატჩთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ის ესწრებოდა საკვალიფიკაციო მატჩს თბილისში და გამარჯვების მომენტი გაიზიარა ქართველ გულშემატკივართან. „ვესწრებოდი საკვალიფიკაციო მატჩს თბილისში. ძალიან სასიამოვნო იყო ამ მომენტის გაზიარება ამდენ ქართველთან. გამაერთიანებელი მომენტი იყო საქართველოსთვის და სწორედ ამიტომ მსურს პოზიტიურ ნოტაზე დავასრულო ჩვენი ინტერვიუ. ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გაიმარჯვებს, ვისურვებდი იქ ყოფნას. და ვისურვებ ყველაფერს საუკეთესოს საქართველოსთვის. თუმცა ვფიქრობ, რომ ქართველები მხოლოდ იმის გამო არ იყვნენ ბედნიერები, რომ თავის ნაკრებს უჭერდნენ მხარს, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, სადაც არის საქართველოს ადგილი. საბოლოოდ მსურს აღვნიშნო, მოდით გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ საქართველო კვლავ დავაბრუნოთ ამ გზაზე, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, რომ განაგრძოს ამ გზაზე სვლა იმავე ტემპით, როგორც ამას უკრაინა და მოლდოვა აკეთებენ და რამდენიმე წელიწადში შევძლოთ იმის თქმა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრია. არაფერი არ გამაბედნიერებს უფრო მეტად!“- განაცხადა რობინ დანიგანმა. ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე:
  6. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების განახლების მიზანშეწონილობა არ არსებობს. საგამოძიებო სამსახურმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე ,,ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო. უწყება წერს, რომ 2024 წლის მარტში მინისტრთა კომიტეტმა გამოსცა რეკომენდაცია „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს მიმართ მოწოდებას გამოძიების განახლების თაობაზე და იგი მხოლოდ აკეთებს დათქმას რომ საგამოძიებო ორგანომ განიხილოს აღნიშნული საქმე და იმსჯელოს, რამდენად მიზანშეწონილია გამოძიების განახლება. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის ფარგლებში შესწავლის მიზნით გამოითხოვა მაჩალიკაშვილის საქმე, რომელზეც გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა. შესწავლის დასრულების შემდეგ სამსახურმა მიიღო დადგენილება, რომელშიც დეტალურად და არგუმენტირებულად არის ახსნილი, თუ რატომ ვერ ხედავს უწყება გამოძიების განახლების მიზანშეწონილობას. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ გამოძიება დაიწყო იმავე დღეს, როცა ჩატარდა სპეცოპერაცია, ყოველგვარი შეფერხების გარეშე და გაატარა მრავალი ღონისძიება, რათა შეეგროვებინა და დაეცვა მტკიცებულებები გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, გამოკითხა მოვლენებში მონაწილე თითქმის ყველა პირი, პოტენციური მოწმე და ჩაატარა არაერთი მნიშვნელოვანი ექსპერტიზა. შემთხვევის ადგილის სათანადოდ დაცვის საკითხის შეფასებისას, სასამართლო დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ სერიოზულად დაშავებული პირისთვის პირველადი დახმარების გაწევის აუცილებლობა უპირატესია შემთხვევის ადგილის დაცვის მოთხოვნებთან შედარებით. ევროპულმა სასამართლომ, ასევე, დადებითად შეაფასა მომჩივანთა მონაწილეობა გამოძიების პროცესში, ვინაიდან მათ ჰქონდათ საშუალება, გასცნობოდნენ გამოძიების მასალას, ხოლო მათი მოთხოვნები, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა და სწორედ მათი მოთხოვნით დაიკითხნენ დამატებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე და ოფიცრები. რაც შეეხება საქმეს „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, აკაკი ოჩიგავას მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144³-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიების ჩატარება/გაგრძელება, მიზანშეწონილად მიიჩნია. პუბლიკა
  7. ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ თავად დაუდასტურა. „მედიაჩეკერის“ მასალაში არაფერია ნათქვამი არხის დატოვების მიზეზზე. თიკო ფეიქრიშვილს „იმედზე“ შუადღის გადაცემა „იმედის დღე“ მიჰყავდა. ეს გადაცემა თიკო ფეიქრიშვილამდე დატოვეს სხვა წამყვანმაც, ეკა ამირეჯიბმა. მასთან ერთად არხზე დილის გადაცემა „იმედის დილა“ დატოვეს ზურაბ ბალანჩივაძემ და ნათია ორველაშვილმა. „იმედის“ დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა „ქრონიკის“ ჟურნალისტმა თამარ შარიქაძემაც. მან არხის დატოვების მიზეზად დაასახელა, რომ ხელმძღვანელი მისგან ძალადობის წამახალისებელი სიუჟეტის მომზადებას მოითხოვდა. პუბლიკა
  8. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, თურქეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი რამდენიმე წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, 20:00-დან 23:00 საათის ჩათვლით, ავტობუსები პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობებით მოემსახურებიან. ღონისძიებაზე დამსწრე პირები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388. ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ფეხბურთელების შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ნახვას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ, რისთვისაც ტერიტორიაზე ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თურქეთის ეროვნულ ნაკრებს ქალაქ დორტმუნდში, თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდება. იპნ
  9. ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ საქართველოში რუსული კანონის მოქმედების პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შანსი არის ნული. ასე გამოეხმაურა ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებების გახსნის შანსი ნული იყო რუსული კანონის ინიციირებამდე, მას შემდეგ კი 20-30%-მდე გაიზარდა. “ფორმულასთან” საუბრისას კუბილიუსმა კობახიძის ნათქვამი “უცნაურად” შეაფასა, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ამგვარ განცხადებებს “ქართული ოცნების” ლიდერებისგან მიჩვეულია. ევროპარლამენტარმა თქვა, რომ მოლდოვასა და უკრაინასთან მოლაპარაკებები, რომლებიც ფორმალურად გასული წლის დეკემბერში გაიხსნა, თვის ბოლოს რეალურად დაიწყება. მისი შეფასებით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ამ მიმართულებით პროგრესი ვერ ექნება, სწორედ რუსული კანონია. დღეს, 17 ივნისს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “მოლაპარაკებების თემა არის გამოუსადეგარი თემა შანტაჟისთვის”. მისი მტკიცებით, რუსული კანონის ინიციირების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები გაიზარდა. კობახიძეს ამის “ლოგიკურ საფუძვლად” მოჰყავს შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან. თუმცა არ ასახელებს, კონკრეტულად ვისთან, როდის ან რა ტიპის შეხვედრებზეა საუბარი, სადაც უთხრეს, რომ წელს საქართველოსთან მოლაპარაკებები არ გაიხსნებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიუხედავად. რუსული კანონს ქვეყნის დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური პერსპექტივისთვის კრიტიკულ საფრთხედ განიხილავს ყველა საერთაშორისო პარტნიორი, ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერი და თავად ევროკავშირი. ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანას გერმანიას დაფიქსირებული აქვს, რომ რუსული კანონის პირობებში საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერს. იმავე პოზიციაზეა ესტონეთი. ევროკომისია კი აცხადებს, რომ რუსული კანონი საქართველოსთვის რეკომენდებულ არაერთ ნაბიჯს ეწინააღმდეგება. ნეტგაზეთი
  10. ქვემო სვანეთში მოსული უხვი ნალექის შედეგად ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე მეწყრული პროცესი განვითარდა. სტიქიის შედეგად აღნიშნულ პერიმეტრზე რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელი იყო. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და უშუალოდ, დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ბოძების მწყობრიდან გამოსვლის გამო. იპნ
  11. ერაყისა და იორდანიის შემდეგ, რუანდამ გაიწვია ხელმოწერა უკრაინის მშვიდობის სამიტის კომუნიკედან. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელმომწერთა სია 17 ივნისს განახლდა. ამასთან, სიაში დამატებულია მსოფლიო საპატრიარქო, რომელიც 16 ივნისის მდგომარეობით იქ არ იყო. 15-16 ივნისს შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო სამიტში 90-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. ორდღიანი დისკუსიის შემდეგ 80-მა ქვეყანამ და ორგანიზაციამ ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს, რომელსაც საქართველოც აწერს ხელს. მოგვიანებით, ერაყმა და იორდანიამ საკუთარი ხელმოწერები გაიწვიეს. პუბლიკა
  12. დღეს, 18 ივნისს საქართველოს ეროვნული გუნდი არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩს გამართავს. „ჯვაროსნები“ თურქეთის ნაკრებს დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ ეთამაშებიან. სიმბოლურია, რომ ეს ისტორიული მატჩი დავით ყიფიანის დაბადების დღეს, 18 ივნისს დაემთხვა. ქართული ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც თბილისის „დინამოს“ „ოქროს ხანის“ სიმბოლოდ იქცა, 1951 წელს თბილისში დაიბადა. ყიფიანმა „დინამოში“ 1971-1982 წლებში 351 შეხვედრა ჩაატარა და 126 გოლი გაიტანა. იყო სსრკ- ს ჩემპიონი, თასის ორგზის მფლობელი, 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული, სსრკ-ს საუკეთესო ფეხბურთელი (1977), ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული (1976). 1981 წლის 18 აგვისტოს ითამაშა ევროპის ნაკრების შემადგენლობაში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ. „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში მოიპოვა ჩემპიონის ექვსი ტიტული, სამი თასი და ორი სუპერთასი. დავით ყიფიანი 2001 წელს 17 სექტემბერს ავტოავარიაში ტრაგიკულად გარდაიცვალა. ლეგენდარული „ათიანის“ სახელს ატარებს საქართველოს თასი და გურჯაანის სტადიონი, მაგრამ ეს ტიტულები სრულად ვერ ასახავს იმ როლს, რომელსაც დავით ყიფიანი საკუთარ ეპოქაში ასრულებდა. 1969 წელს თბილისის „დინამოში“ მიწვეული 18 წლის ბიჭი, სუსტი აღნაგობის გამო, მწვრთნელმა ამ სიტყვებით გაუშვა: „შენგან ფეხბურთელი არ გამოვა, წადი, „სკრიპკას“ მიხედეო“. ასეთი ირონიული შეფასება ბევრ 18 წლის ბიჭს გატეხდა. თუმცა ყიფიანი საყვარელ საქმეს არ შეეშვა და საკუთარი ვარსკვლავი შექმნა. ერთი წელი ისევ თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშა, საიდანაც კვლავ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა. „დინამოს“ მაისურით 1971-1982 წლებში ითამაშა და გუნდთან ერთად ქართული ფეხბურთის ყველაზე სამაყო და წარმატებული ეპოქა შექმნა. ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი თამაშის ელეგანტური სტილის და ადამიანური ღირსებების გამო განსაკუთრებული სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობდა. ამაზე მხოლოდ საქართველოში არ ვსაუბრობთ. რამდენიმე წლის წინ ყიფიანი ესპანელმა ჟურნალისტმა, მარიანო ხესუს კამაჩომ საკუთარ ბლოგში „კავკასიელ ჯადოქრად“ მოიხსენია და 1980 წელს კადისის ტურნირზე „დინამოსა“ და „ფლამენგოს“ დაპირისპირება გაიხსენა. კავკასიელი მაგი – „შესაძლოა, ახლა კადისის თასმა ბრწყინვალება დაკარგა, მაგრამ ოდესღაც არაოფიციალურ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატად მიიჩნეოდა. ტურნირი 1955 წლიდან ტარდებოდა და უდიდეს ვარსკვლავებს უთამაშიათ – პელეს, დი სტეფანოს, პუშკაშს, კრუიფს, ზიკოს, ხენტოს, ადემირს. ამ სტადიონის მეხსიერებას ბევრი ლეგენდა შემორჩა. განსაკუთრებით კარგად მახსენდება დავით ყიფიანი, რომელმაც 1980 წელს გენიალურობითა და სიდიადით კადისელი გულშემატკივრების გული დაიპყრო. 30 აგვისტოს „ფლამენგო“ თბილისის „დინამოს“ ეთამაშებოდა და სტადიონზე იმ იმედით მივედით, რომ ზიკოს თამაშით დავტკბებოდით. ჩვენ მაშინ ცოტა რამ ვიცოდით საბჭოელებზე თბილისის „დინამოდან“, რომლებიც, სინამდვილეში, ქართველები იყვნენ და ვიხილეთ გუნდი. ისინი ბრაზილიელებს კავკასიის მთებივით გადაეღობნენ და სასიამოვნოდ გაოცებულები დაგვტოვეს. განსაკუთრებით, რამაზ შენგელიას და დავით ყიფიანის თამაშმა მოგვხიბლა – უზომოდ მიმზიდველ ფეხბურთს აჩვენებდნენ. დაძაბული მატჩი 2:2 დასრულდა, სპექტაკლი კი ორმა ათიანმა დადგა – ბრაზილიელმა ზიკომ და ქართველმა ყიფიანმა. ქართველი თავისი შემოქმედებითი ფეხბურთით ამიტომაც დარჩა ჩვენს გულებში. თბილისელები პენალტების სერიაში დამარცხდნენ და მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდნენ.1976-1982 წლებში „დინამომ“ ტიტულები სწორედ მისი მაგიური დირიჟორობით მოიპოვა. თბილისელებმა „სან სიროზე“ „ინტერი“ ყიფიანის გოლით დაამარცხეს. ასევე მოახერხეს „ბენფიკას“, „ლივერპულის“, „ფეიენოორდის“, „ვესტ ჰემისა“ და „ნაპოლის“ დამარცხება. დავით ყიფიანს 1981 წელს მადრიდის ტურნირზე მიღებულმა მძიმე ტრავმამ კარიერა დაასრულებინა და 31 წლის კავკასიელი მაგის ამ უიღბლობამ თბილისური კლუბის ლამაზი ისტორიაც დაასრულა… ყიფიანმა კლასით, ტექნიკით, სისწრაფით, თამაშის არაჩვეულებრივი ხედვითა და თავდამსხმელთა დახმარებით კადისელ გულშემატკივრებს შორეულ 1980 წელს თავი შეგვაყვარა. კავკასიელი მაგი, გენიალური 10 ნომერი ევროპულ მოედნებზე შემდეგშიც ისე თამაშობდა, რომ წლები გავიდა, მაგრამ ამ მოგონებებით ლეგენდებში გადაბარგდა“, – წერს ესპანელი ჟურნალისტი მარიანო ხესუს კამაჩო. ავტორი - მერაბ მამულაშვილი ტვ1
  13. ახალი ჩვენს პოზიციასა და გიორგი გახარიას განცხადებაში არაფერი არ იყო - „ლელოს“ წარმატებები! ვუსურვებ, რომ ბარიერი ისე გადალახონ, რომ არ „განაცდნენ“, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მათი სტრატეგიაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნებზე ჯამში 50%-ზე მეტი არ აიღონ. ბუჩუკურის განმარტებით, ამისთვის მათი გუნდის გაძლიერების გარდა მნიშვნელოვანია, რომ სხვა ისეთი პარტიებიც გაძლიერდნენ, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ან „ქართულ ოცნებასთან“ არ იქნებიან აფილირებული. „ახალი ჩვენს პოზიციასა და გიორგი გახარიას განცხადებაში არაფერი არ იყო. რამდენიმე დღის წინ, რაც მან ინტერვიუში თქვა, არაერთხელ უთქვამს პერსონალურად. ჩვენი გუნდიც პოზიციაც იცით, რომ „ლელოს“ მუდმივად წარმატებას ვუსურვებთ. ასევე, ვუსურვებთ, რომ გადალახოს ბარიერი ისე, რომ არ „განაცდეს“. ჩვენი გუნდის სტრატეგიაა, რომ „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ ამ არჩევნებზე ჯამში 50%-ზე მეტი არ აიღონ და ამისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის გაძლიერების გარდა მნიშვნელოვანია, რომ სხვა ისეთი პარტიებიც გაძლიერდნენ, რომლებიც „ნაცმოძრაობასთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“ არ იქნებიან აფილირებული. ამიტომ, „ლელოს“ წარმატებები, ვუსურვებ, რომ ბარიერი ისე გადალახონ, რომ არ „განაცდნენ“, - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა. შეგახსენებთ, "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ მის პარტიასთან ყველაზე ახლოს „ლელოა“ და, აქედან გამომდინარე, ის ღიაა ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის. იპნ
  14. თბილისის მერიაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ დაზიანების აღმოფხვრას, დაახლოებით, ერთი კვირა დასჭირდება. „დედაქალაქის მერთან ერთად გვქონდა კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა. ბოლო ორი დღის განმავლობაში, თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება. ამის მიზეზი საგურამოში წარმოქმნილი ბუნებრივი პროცესებია, რამაც დააზიანა სასმელი წყლის მაგისტრალი. ბუნებრივია, თავიდანვე, ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა კომპანიის მხრიდან, საჭირო ჯგუფები ადგილზე არიან და 24-სათიან რეჟიმში აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 63 000 აბონენტია, ვისაც სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. გარდა ამისა, მოსახლეობის მოთხოვნის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი რეზერვუარების საშუალებით წყლის მიწოდება. ეს 63 000 აბონენტი, მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე გრაფიკით მიიღებს სასმელ წყალს. დაახლოებით, ეს ვადა დასჭირდება დაზიანების აღმოფხვრას“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ. GWP-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, დაზიანებული მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება და უკვე არსებული გეგმის თანახმად, არაუგვიანეს ერთ კვირაში დასრულდება. მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში, 63 000 აბონენტთან დაწესებულია წყლის მიწოდების სპეციალური რეჟიმი. გარდა ამისა, უკვე მობილიზებულია საკმარისი რაოდენობის ავტოცისტერნები, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა სასმელი წყლით მომარაგდება. პუბლიკა
  15. დემოკრატიის გასამყარებლად, ბალანსის დასაცავად და პოლარიზაციის დასასრულებლად მნიშვნელოვანია ძლიერი პოლიტიკური იდენტობის მქონე ორგანიზაციები არსებობდეს, ამიტომ ვურჩევდით “ლელოს” თანაბრად დისტანცირდეს ორივე პოლიტიკური ძალისგან. „ლელოს“ „განაცების“ შემთხვევაში, ვერ ვხედავთ ვერანაირი თანამშრომლობის შანსს. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1216358609532192/
  16. რაც შეიძლება მეტი ისეთი პოლიტიკური პარტია უნდა მოხვდეს პარლამენტში, რომელიც არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის აფილირებული, არც ამ პარტიის გუშინდელ დღესა და დღევანდელ განშტოებას წარმოადგენს და არც „ქართული ოცნების“ სატელიტია, იმიტომ, რომ ორპოლუსიანობა შედის „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში. ჩვენ ვხედავთ პრემიერს, მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან და ცდილობენ, საზოგადოებაში დალექონ აზრი, თითქოს მხოლოდ ორი პარტიაა, რომელიც ბარიერს გადალახავს. ეს მათი ინტერესია და ამაში შესანიშნავად ეხმარება „ნაციონალური მოძრაობის“ საავადმყოფოში მყოფი ლიდერი. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ტავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3452415648383085/
  17. ჩვენ ყველა პარტიას, რომელიც განაცებული არ არის, ვგულშემატკივრობთ, რომ პარლამენტში მოხვდნენ. ჩვენი ინტერესია, რომ ასეთი პარტიები რაც შეიძლება მეტად იყვნენ “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებული. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/835847015090412/
  18. "მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს გავახსენო და ვუთხრა, რომ ჩვენ, ქართველებს, ყველას ერთად ევროპულ კავშირში გაწევრიანებას ფასი უკვე გადახდილი გვაქვს და ეს ფასი გადახდილი გვაქვს რამოდენიმეჯერ, 2008-ში, 1992-ში, აფხაზეთშიც, სამაჩაბლოშიც და ყველგან. დამნაშავეა ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც დღეს თავისი გაურკვეველი მიზნებით და ხშირად კორუფციული მიზნებით, ამ ფასს, რომელიც 30 წლის განმავლობაში თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ გადავიხადეთ, უბრალოდ ანიავებს და ეს პასუხისმგებლობა, ეს არ არის სანქციები ვიღაცა ვიღაცას დაუწესებს ან ევროპაში ან ამერიკაში არ შეუშვებენ. ეს არის არაფერი იმასთან შედარებით რა პასუხისგებაც მათ მოუწევთ საქართველოს მოქალაქეების წინაშე.
  19. GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი გიგა ნადირაძემ აცხადებს, რომ წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. მისი თქმით, ხვალიდან მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7-საათიანი წყლის მიწოდების რეჟიმი ჩაირთვება. კერძოდ, ნადირაძემ უპასუხა კითხვას, რა ვადებში დასრულდება სამუშაოები და როდის აღდგება წყლის მიწოდება და განმარტა, რომ უფრო ნათელი გახდება სურათი მას შემდეგ, რაც სამუშაოები დაიწყება. „დროზე წინასწარ შეუძლებელია საუბარი. მას შემდეგ, რაც დაიწყება სამუშაოების წარმოება, უფრო ნათელი იქნება სურათი, რამდენ დღესთან იქნება დაკავშირებული. სამუშაოები ხვალიდან უკვე დაიწყება. ის დეფიციტი, რომელიც წარმოშვა დაზიანებულმა მონაკვეთმა, ეს უკვე დავაბალანსეთ. დაახლოებით 30% სხვადასხვა რესურსების ალოკაცია მოვადინეთ, ხვალიდან უკვე მომხმარებლებთან მიმართებაში ჩაირთვება რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს მინიმუმ 3-საათიან და მაქსიმუმ 7-საათიან წყლის მიწოდებას დღის განმავლობაში. ამის პარალელურად, ჩვენს კონტრაქტორებთან 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ“ , - განაცხადა გიგა ნადირაძემ. ნადირაძემ განმარტა სამუშოების სტრატეგია, რომელიც დაზიანების აღმოფხვრის მიზნით დაიგეგმა. „ჩვენს მიერ ადგილზე სიტუაციის შესწავლა და შეფასება მოხდა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ვითარება მძიმე იყო, არ იყო მარტივი ტიპის დაზიანება, რომელიც სტანდარტულია ჩვენს შემთხვევაში. სიტუაციის დამატებითი მოკვლევის მიზნით, მყისიერად მოვახდინეთ ჩვენი სპეციალისტების ადგილზე მივლინება და პარალელურად დავიწყეთ სამ სხვადასხვა ალტერნატიულ ვერსიაზე მუშაობა რათა, იმ შემთხვევაში, თუ არ გამოვიდოდა სამუშაოების სწრაფად დასრულება, გვქონოდა ალტერნატიული გზა. პირველი ვერსია განიხილებოდა მილსადენი, ვინაიდან, არის მეწყრულ ზონაში და იქ არსებული მეწყრული პროცესები არ გვაძლევდა საშუალებას, რომ დაზიანების წერტილის ესკალაცია მოგვეხდინა და შემდგომ მისი აღდგენა. განვიხილავდით, ასევე ვერსიას, რომ მილის აღდგენა მომხდარიყო შიგნიდან, ექსკავაციის გარეშე, რაც დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, შეუძლებელი აღმოჩნდა. ამის პარალელურად, სამ სხვადასხვა ვერსიაზე ვმუშაობდით. მოვისაზრებდით პარალელური მილსადენების მოწყობას, გარდა ამისა, ვმუშაობდით მეწყრული პროცესის შედეგად წარმოშობილი გრუნტის მასის მოხსნაზე, რათა უსაფრთხოდ ყოფილიყო შესაძლებელი სამუშაოების წარმოება. ამ ორი ვერსიიდან პარალელურ რეჟიმში ქსელის მოწყობა გაცილებით მეტ დროსთან იყო დაკავშირებული. ამიტომ მივდივართ იმ გზით, გვყავს კონტრაქტორი, რომელიც შეასრულებს ამ სამუშაოებს - მოხდება გრუნტის მოხსნა, გაკეთდება შესაბამისი ტერასები, რაც, ერთი მხრივ, დროულად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დაზიანებული მონაკვეთი აღვადგინოთ და, მეორე მხრივ, გამორიცხავს სამომავლო რისკებს“ , - განაცხადა ნადირაძემ. შეგახსენებთ, სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. იპნ
  20. დღეს გამოდიან ადამიანები, რომლებიც თვისობრივად, იდეოლოგიურად, შინაარსობრივად, ფასეულობებით გადაჯაჭვულები არიან ნაცებთან და ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ თითქოს სტერილურები არიან ნაციონალური მოძრაობისგან. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3743909855869779/
  21. ლელო, სანამ ბოლომდე განაცებულა, ამ მოცემულობაში სხვა პარტიებთან შედარებით ყველაზე მისაღები ვარიანტია. მომავალ პარლამენტში, რომ ვიხილოთ ამისთვის უნდა გაძლიერდეს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1201603377676394/
  22. ჩვენი ამოცანა არის შემდეგი, ამ არჩევნებზე მივაღწიოთ იმას, რომ “ოცნებამ” და “ნაცებმა” ერთად ვერ აიღონ 50%-ზე მეტი. საკმარისია “ოცნებამ” უმრავლესობა ვერ აიღოს და ეს ოცნება, ამ ფორმით ვერ შენარჩუნდება. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1012490063995387/
  23. საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 10 პირი დააკავა. ამის შესახებ თბილისის პროკურორის მოადგილემ, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გაგნიძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წელს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის და მისგან მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა. გამოძიები თანახმად, ბრალდებულებისგან შემდგარმა ორგანიზებულმა ჯგუფმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის ქონების გათეთრება. ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილდა ფუნქციები, რომელიც ემსახურებოდა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონების შენიღბვას და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის ეკონომიკურ ბრუნვაში ლეგალური სახით აკუმულირებას. "რაც შეეხება ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელს, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებით თბილისში, სხვა პირების სახელზე, სარესტორნო და ღამის კლუბის ბიზნესს სამ სხვადასხვა მისამართზე ახორციელებდა. საკლუბო ბიზნესის მიზანს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია და მისგან მიღებული უკანონო წარმომავლობის დაფარვა და გათეთრება წარმოადგენდა. ორგანიზებული ჯგუფის წევრები ხელოვნურად ზრდიდნენ აღნიშნული კლუბების მიერ მიღებულ შემოსავლებს, კერძოდ, 2023 წლის ოქტომბრის თვეში, ბრალდებულებმა თითქოსდა მხოლოდ 5 დღის განმავლობაში 3 000 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, რა გზითაც, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის წარმომავლობა შეინიღბა. თანხის ნაწილი სხვადასხვა პერიოდში დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა. ეს უკანასკნელი კი, თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვას და კრიპტოვალუტის გადაცვლის ოპერაციებს ახორციელებდა. ასევე, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით, სისტემატიურად ახდენდნენ სხვადასხვა სახის კრიპტოვალუტის შეძენას, რომლის შემდგომი რეალიზაციით მიღებული თანხის განაღდებას ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი ახდენდა. ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად, თითქოსდა ლეგალური გზით მიღებული თანხებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების სახელით ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა. კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა მის მიერ დაფუძნებული კომპანიის და ბრალდებულების სახელით თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე შეიძინა დაახლოებით 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და მიწის ნაკვეთი. ამავე პერიოდში ორგანიზებული ჯგუფის წევრების სახელზე შეძენილია დაახლოებით 800.000 ლარის ღირებულების ძვირადღირებული ავტომობილები. ზემოხსენებული ქონებების ღირებულება ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით სრულად იქნა გადახდილი. აღნიშნული ქმედებებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ფულადი თანხის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი და სამ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება მიიღეს. გამოძიების მიმდინარეობისას, ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა. პროკურატურა, დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. გამოძიებით, ასევე, დადგენილია, რომ 2024 წლის 10 ივნისს, ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან დანაშაულებრივად დაკავშირებულმა პირმა, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მარნეულის რაიონის სოფელ ქერაჩმუღანლოში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტით, საქართველოში საზამთრო შემოიტანა, რომლის ყუთებში მოწყობილ სამალავებში მოთავსებული იყო უკანონოდ შეძენილი და შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 25 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რაც საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელთა მიერ ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. აღნიშნული ტვირთი ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის სახელზე იგზავნებოდა, რომელიც ტვირთის გატარების მიზნით, დოკუმენტების მოწესრიგებას ცდილობდა, რათა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების გასაღება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ზემოხსენებული სქემით მომხდარიყო. დაკავებულებს ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა უკვე შეეფარდათ. საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენის მიზნით”, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ. ipn
  24. საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 10 პირი დააკავა. ამის შესახებ თბილისის პროკურორის მოადგილემ, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გაგნიძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წელს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის და მისგან მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა. გამოძიები თანახმად, ბრალდებულებისგან შემდგარმა ორგანიზებულმა ჯგუფმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის ქონების გათეთრება. ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილდა ფუნქციები, რომელიც ემსახურებოდა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონების შენიღბვას და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის ეკონომიკურ ბრუნვაში ლეგალური სახით აკუმულირებას. "რაც შეეხება ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელს, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებით თბილისში, სხვა პირების სახელზე, სარესტორნო და ღამის კლუბის ბიზნესს სამ სხვადასხვა მისამართზე ახორციელებდა. საკლუბო ბიზნესის მიზანს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია და მისგან მიღებული უკანონო წარმომავლობის დაფარვა და გათეთრება წარმოადგენდა. ორგანიზებული ჯგუფის წევრები ხელოვნურად ზრდიდნენ აღნიშნული კლუბების მიერ მიღებულ შემოსავლებს, კერძოდ, 2023 წლის ოქტომბრის თვეში, ბრალდებულებმა თითქოსდა მხოლოდ 5 დღის განმავლობაში 3 000 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, რა გზითაც, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის წარმომავლობა შეინიღბა. თანხის ნაწილი სხვადასხვა პერიოდში დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა. ეს უკანასკნელი კი, თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვას და კრიპტოვალუტის გადაცვლის ოპერაციებს ახორციელებდა. ასევე, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით, სისტემატიურად ახდენდნენ სხვადასხვა სახის კრიპტოვალუტის შეძენას, რომლის შემდგომი რეალიზაციით მიღებული თანხის განაღდებას ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი ახდენდა. ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად, თითქოსდა ლეგალური გზით მიღებული თანხებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების სახელით ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა. კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა მის მიერ დაფუძნებული კომპანიის და ბრალდებულების სახელით თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე შეიძინა დაახლოებით 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და მიწის ნაკვეთი. ამავე პერიოდში ორგანიზებული ჯგუფის წევრების სახელზე შეძენილია დაახლოებით 800.000 ლარის ღირებულების ძვირადღირებული ავტომობილები. ზემოხსენებული ქონებების ღირებულება ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით სრულად იქნა გადახდილი. აღნიშნული ქმედებებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ფულადი თანხის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი და სამ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება მიიღეს. გამოძიების მიმდინარეობისას, ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა. პროკურატურა, დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. გამოძიებით, ასევე, დადგენილია, რომ 2024 წლის 10 ივნისს, ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან დანაშაულებრივად დაკავშირებულმა პირმა, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მარნეულის რაიონის სოფელ ქერაჩმუღანლოში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტით, საქართველოში საზამთრო შემოიტანა, რომლის ყუთებში მოწყობილ სამალავებში მოთავსებული იყო უკანონოდ შეძენილი და შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 25 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რაც საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელთა მიერ ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. აღნიშნული ტვირთი ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის სახელზე იგზავნებოდა, რომელიც ტვირთის გატარების მიზნით, დოკუმენტების მოწესრიგებას ცდილობდა, რათა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების გასაღება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ზემოხსენებული სქემით მომხდარიყო. დაკავებულებს ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა უკვე შეეფარდათ. საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენის მიზნით”, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ. ipn
  25. ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. "ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის კონტექსტში დაზუსტება. სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო" ,- წერს ევროკომისიის გენერალური დირექტორატი. ევროკომისიის გენერალური დირექტორატის ცნობით, 2019-2024 წლებში ევროკავშირის დახმარება შემდეგმა უწყებებმა მიიღეს: 111.55 მილიონი ევრო - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი ხელისუფლებები; 101.40 მილიონი ევრო - ფინანსთა სამინისტრო; 62.75 მილიონი ევრო - თავდაცვის სამინისტრო; 57 მილიონი ევრო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; 30.5 მილიონი ევრო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 25.07 მილიონი ევრო - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; 19 მილიონი ევრო - მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია; 12.85 მილიონი ევრო -განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; 10.5 მილიონი ევრო - შინაგან საქმეთა სამინისტრო; 7.4 მილიონი ევრო - მთავრობის ადმინისტრაცია; 4.8 მილიონი ევრო - საქართველოს პარლამენტი; 2019-2024 წლებში საჯარო ადმინისტრაციებმა ევროკავშირისგან დახმარების სახით 517.8 მილიონი ევრო მიიღეს, მათ შორის 75 მილიონი ევრო Covid-პანდემიის დროს სესხით სახით. სამოქალაქო საზოგადოებამ 46.1 მილიონი ევრო, ხოლო კერძო სექტორმა 6.1 მილიონი ევრო მიიღო. ipn
×
×
  • შექმენი...