Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. აქტივისტი, დათუნა დანელია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თავს დაესხნენ მოქალაქეს, ლერი დარჯანიას. დანელია თავდასხმას ე.წ. ტიტუშკებს უკავშირებს. TV პირველმა გაავრცელა თავდასხმის სავარაუდო კადრები – ვიდეოში ჩანს თავდასხმაში სავარაუდო მონაწილე სამი პირი და მანქანა, რომლითაც დარჯანიას ჩაუსაფრდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პუბლიკა
  2. დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ლიანდაგზე გადადიოდა, საქალაქთაშორისო მატარებელი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალს ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა და სავარაუდოდ, ყურსასმენები ეკეთა, რადგან მატარებლის სიგნალის ხმაზე რეაგირება არ ჰქონია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ნეტგაზეთი
  3. ავტორი: ქეთი სართანია, მკვლევარი, თბილისი 2024 წლის გაზაფხულზე, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ისევ გამოჩნდა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში. მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან ერთიანი საქართველოს, “აფხაზი და ოსი ძმებისა და დების” შესახებ ლოზუნგები საარჩევნო რუტინის ნაწილია, თუმცა ამჯერად, დაპირებას კონკრეტული თარიღი აქვს – 2030 წელი. ამ საკითხის მნიშვნელობის მიუხედავად, დამაჯერებელ ახსნა-განმარტებებს ამ საკითხზე არავინ აკეთებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ტერიტორიული ერთიანობის აღდგენის შესახებ ჩვეული ირონიით პასუხობენ კრემლიდან და დე ფაქტო მთავრობებიდან. რას ემყარება “ქართული ოცნების” ჯიუტი, თუმცა ბუნდოვანი გზავნილები საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის აღდგენის შესახებ, როცა ამ განცხადებებს არც რუსეთი, არც დე ფაქტო სოხუმი და ცხინვალი იზიარებს, ხოლო ქვეყნის მთავარ მოკავშირეებთან – ევროკავშირსა და აშშ-ისთან ურთიერთობები “რუსული კანონის” მიღების ფონზე შეიძლება დაიძაბოს? საკანონმდებლო განხილვები და საერთო ეჭვები თბილისსა და სოხუმში 2024 წლის გაზაფხულზე კიდევ ერთხელ დაბრუნდა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის შესახებ დისკუსია. მასობრივი სამოქალაქო პროტესტის ფონზე, საქართველოს პარლამენტში განიხილეს და მიიღეს სამი მნიშვნელოვანი კანონი, რომლებიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებას რადიკალურ ცვლილებებს უმზადებს. 19 აპრილს მესამე მოსმენით მიიღეს კანონი “ოფშორების შესახებ” ,რომელიც საეჭვო ბიზნესს კომფორტულ გარემოს უმზადებს საქართველოში. 16 მაისს კი მესამე მოსმენით, 67 წამში მიიღეს კანონი უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ, რომელიც “რუსული კანონის” სახელით არის ცნობილი. ხოლო, 2 მაისს “ქართულმა ოცნებამ” დაარეგისტრირა კანონი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ. ამ კანონით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილებების მიღების წესი იცვლება და სამოქალაქო საზოგადოებას კიდევ უფრო ნაკლები ბერკეტი რჩება აკონტროლოს უმნიშვნელოვანესი საარჩევნო ინსტიტუტი – ცენტრალური საარჩევნო კომისია. სამივე კანონზე დადებული საქართველოს პრეზიდენტის ვეტო (მოტივირებული შენიშვნები) პარლამენტმა დაძლია. თბილისში, “აგენტების კანონის” ხელახლა ინიცირების დღიდან, სოხუმში აქტიურად დაიწყეს მსჯელობა იმ შესაძლო მიზეზებსა და მოტივებზე, რაც ამ კანონის უკან შეიძლება იდგეს, უფრო სწორად, ხომ არ შეეხება თბილისში მიმდინარე ცვლილებები სოხუმსაც? აფხაზი ჟურნალისტის, ინალ ხაშიგის მოსაზრებით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს “მოსკოვის დაპირება (რომელიც აქტიურად ავრცელებს „კანონს უცხოელი აგენტების შესახებ“ მეზობელ ქვეყნებში), რომ ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. თბილისში მიმდინარე ლეგალისტური პროცესების პარალელურად, სოხუმშიც საუბარია რამდენიმე კანონპროექტის ინიცირებაზე, მათ შორის არის “აგენტების კანონის” მსგავსი, რომელსაც აფხაზეთში ასე უწოდებენ: „უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი არასამეწარმეო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ“. ორ მაისს, აფხაზეთის დეფაქტო საკანონმდებლო ორგანომ განიხილა კანონი “ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ” რომელიც ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შეუქმნიდა საფრთხეს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრების გამო, თუმცა დე ფაქტო პარლამენტმა ამ კანონს მხარი არ დაუჭირა. მესამე კი არის “აპარტამენტების კანონი”, რომელიც მიღების შემთხვევაში, აფხაზეთში, რამდენიმე რეგიონში, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვას შესაძლებელს გახდის. აფხაზური საზოგადოებისთვის მიწისა და კერძო საკუთრების უცხოელებზე გაყიდვის უფლების ლეგალიზაცია მათი ეთნიკური პოლიტიკისა და დემოგრაფიისთვის რისკისშემცველია. 2024 წლის გაზაფხულმა ყველაზე ცხადად გამოკვეთა, რომ თბილისსა და სოხუმში საკანონმდებლო ნიადაგს ამზადებენ ახალი პოლიტიკური გადაწყვეტილებების ლეგალიზებისათვის. სურათი საკმაოდ ბუნდოვანია, თუმცა, ომისა და ათწლეულების განმავლობაში ფიზიკური იზოლაციის მიუხედავად, მიმდინარე პროცესების მსგავსება საერთო ეჭვებს აჩენს ენგურის ორივე მხარეს მყოფ სამოქალაქო საზოგადოებაში. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, როგორც საშინაო ნარატივი “ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი” ეს სიტყვები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღნიშვნის 33-ე ცერემონიაზე თქვა. საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის აღდგენის შესახებ დაპირება, როგორც წესი, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეპერტუარის ნაწილია, თუმცა, წელს, მან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან დასახელდა კონკრეტული თარიღი – 2030 წელი. რა საფუძველი აქვს ამ დაპირებას, ამის შესახებ განმარტებები პოლიტიკოსების მხრიდან არ გაკეთებულა. თუმცა, დამოუკიდებლობის აღნიშვნის ცერემონიაზე პრემიერმა კობახიძემ ის მოსეს გზას შეადარა ბიბლიიდან, რომელმაც ქვეყანა აღთქმულ მიწასთან – ოკუპირებულ ტერიტორიებთან უნდა მიიყვანოს, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წელი, კობახიძის განცხადების მიხედვით, 2030 წელს ემთხვევა, ამდენად ამ თარიღს ეს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რომლის ძალითაც საქართველომ ტერიტორიების დაბრუნება და ევროკავშირში გაწევრიანება უნდა მოახერხოს. საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომლის საკანონმდებლო გადაწყვეტილებების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო დემონტრაციები ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში დაიწყო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეეცდება ხელისუფლებაში მეოთხე ვადით დარჩეს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლებაში ამ დრომდე მყოფთაგან, “ქართული ოცნება” ყველაზე ხანგრძლივად, 12 წელია მართავს ქვეყანას. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიდევ 4 წელი იქნება, ხოლო, 2030 წლის შესახებ გაკეთებული განცხადებით, პარტია ქმნის მოლოდინს, რომ მეხუთე ვადისთვისაც უწყვეტად აპირებს ბრძოლას. ქართული საზოგადოებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი უმაღლეს მიზნებად იქცა – ამას მოწმობს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე ჩანაწერი ევროინტეგრაციის შესახებ და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისთვის გაწეული საერთაშორისო ძალისხმევა, რომლის მთავარ გარანტორებსაც დღეს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენენ. ამ გარანტიებს ასევე თან ერთვის პირობა – კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირების შესახებ. “ქართული ოცნების” პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილების ზრდის ფონზე კი ტერიტორიული ერთიანობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებული ეფემერული დაპირებები შელახული რეპუტაციის აღდგენის ბანალურ მცდელობას და საარჩევნოდ, პოზიტიური მესიჯის შექმნის სურვილს ჰგავს. ნავიგაცია გაურკვევლობაში ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს შიდა პოლიტიკური საინფორმაციო სივრცე გაჯერებულია ომში ჩართვის პოტენციალითა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხით. 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს თემები სხვადასხვა ინტენსივობით და განსხვავებული რაკურსით ჩნდება საინფორმაციო სივრცეში და საზოგადოების მღელვარებას იწვევს. მიუხედავად საკითხის მნიშვნელობისა, მთავრობის წევრების მხრიდან საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებზე მკაფიო და დამაჯერებელი განმარტებები არ გაკეთებულა, ხოლო გაურკვევლობა და დაბნეულობა, რომელსაც მოკლე და ორაზროვანი განცხადებები იწვევს, შიშსა და შფოთვას აძლიერებს, როგორც ქართულ ისე, აფხაზურ საზოგადოებაში. ომთან და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული სპეკულაცია და გაურკვევლობა, საქართველოს საშინაო პოლიტიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესის, საპარლამენტო არჩევნების წინ მიმდინარეობს. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბევრია დამოკიდებული, მათ შორის რეგიონალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები. გარდა საშინაო არჩევნებისა, 2024 წელი საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წელია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართული საშინაო, პარტიული თუ საჯარო პოლიტიკა პოლარიზებისა და დაპირისპირების საგანს წარმოადგენდა. თუმცა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გამაერთიანებელ საკითხს წარმოადგენდა. ამდენად, ქვეყნის საგარო პოლიტიკური ორიენტაცია, მისი ყველაზე სახალხო გაგებით ნიშნავდა საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და თანმიმდევრულ, სტრატეგიულ დისტანცირებას რუსეთის გავლენის სფეროდან. არჩევანი მოახლოებული არჩევნების ფონზე, “ქართული ოცნების” პოლიტიკის მიმართ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ველზე საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება, რამაც შესაძლოა არჩევნების შედეგებზეც იქონიოს გავლენა. 2024 წლის 26 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატების პოლიტიზების მცდელობა “ოცნების” სასარგებლოდ, წარუმატებელი გამოდგა. ამასთან, “აგენტების კანონის” ხელახლა ინიცირების ფონზე მასშტაბურმა და უწყვეტმა საპროტესტო დემონსტრაციებმა ქვეყნის შიგნით და გარეთ, უარყოფითი გავლენა იქონია პარტიის რეპუტაციაზე. შესაბამისად, “ოცნებას” სჭირდება პოზიტიური ნარატივები, გამარჯვების ისტორიები, დამაჯერებელი სლოგანები, რომ საშინაო ნარატივი შექმნას და გაამართლოს საგარო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით მიღებული ერთპარტიული გადაწყვეტილებები და სიხისტე საშინაო პოლიტიკაში. ამ დრომდე, “ქართული ოცნების” ერთადერთი პოზიტიური მესიჯი მშვიდობა იყო, თუმცა შიდაპოლიტიკური კრიზისის ფონზე ის აღარ არის საკმარისი და საჭირო გახდა ტერიტორიული ერთიანობის აღდგენის ნარატივის დამატება. როგორ დასრულება 2024 წელი საქართველოში, არავინ იცის. პოლიტიკურად და ემოციურად ინტენსიური პირველი ექვსი თვის შემდეგ, რთულია იმის განსაზღვრა როგორი იქნება დანარჩენი ნახევარი წელი. რა შედეგებს მოიტანს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე? როგორ შეხვდება ამ შედეგებს საქართველოს საზოგადოება? ამოქმედებული “აგენტების კანონის” შემდეგ, როგორ მოახერხებს თავისუფალი მედია საზოგადოების ინფორმირებას? რა მოელით სამოქალაქო აქტივისტებს? მოახერხებს ოპოზიცია ამჯერად მაინც საზოგადოების კრიტიკული განწყობას უპასუხოს პოლიტიკური ნაბიჯებით? ივნისში ევრიკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვებსა და სხვა სანქციებზე იმსჯელებენ, როგორი იქნება ქვეყნის ეკონომიკური მომავალი ქვეყნის გარე დახმარებაზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხის პირობებში? შეკითხვებზე პასუხების არქონა და უახლესი მომავლის პროგნოზირების შეუძლებლობა შიშის განცდას აძლიერებს. ასეთ დროს, შიშმა შეიძლება დაჩრდილოს რაციონალურობა, რაც საზოგადოების იმპულსურ გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანს. ნეტგაზეთი
  4. GWP კვლავ ვერ ამბობს, როდის დასრულდება წიწამურის მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების აღმოფხვრა. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი ხელოვნურად ნაყარი გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის ქვეშ მდებარეობს, რაც სამუშაოების წარმოებას საკმაოდ ართულებს და შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება. GWP-ის განცხადებით: კომპანიისვე განცხადებით, წიწამურის მიმდებარედ დაზიანებული წყალსადენი წყლით ამარაგებს თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას. პუბლიკა
  5. „ქართულმა ოცნებამ“ მართლმსაჯულების ორგანოები დაიქვემდებარა და გააჩერა -კრიმინალური სამყაროსთვის დამახასიათებელი წესებით მართავს ქვეყანას - მივმართავთ ხელისუფლებას: დააბრუნონ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში, -ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მეზვრიშვილის თქმით, „ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობას ამართლებენ და მისი აღკვეთის ნაცვლად, საპასუხო ძალადობისკენ მოუწოდებენ“. „ქართულმა ოცნებამ“ მართლმსაჯულების ორგანოები დაიქვემდებარა და გააჩერა - კრიმინალური სამყაროსთვის დამახასიათებელი წესებით მართავს ქვეყანას. აშკარა დანაშაულზე არც ერთი უწყება რეაგირებს. 10 დღე გავიდა ჩვენ მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვიდან და აზრის, გამოხატვის და პოლიტიკური საქმიანობის გამო დევნაზე შეტანილი განცხადება სამსახურმა იმ უწყებაში გაგზავნა, რომელიც სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ დევნაში პირდაპირ მონაწილეობს. სამსახურის უფროსი კანონმდებლობის დარღვევით არ ცხადდება პარლამენტში. „ოცნებამ“ სისტემურ ძალადობაში ოფიციალურ ძალოვნებთან ერთად, პარტიული ზონდერ-ჯგუფები ჩართო, რომლებიც უკვე არა მხოლოდ ხალხზე ძალადობენ, ერთმანეთს კრიმინალურ გარჩევებს უწყობენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობას ამართლებენ და მისი აღკვეთის ნაცვლად, საპასუხო ძალადობისკენ მოუწოდებენ. მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას, გამოიყენონ კანონით მინიჭებული მანდატი, შეწყვიტონ პარტიის უკანონო ინსტრუქციების შესრულება და შეაჩერონ ხელისუფლების ძალადობა. უმოქმედობა დანაშაულში თანამონაწილეობაა. მივმართავთ ხელისუფლებას - დააბრუნონ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში“,- განაცხადა მეზვრიშვილმა. იპნ
  6. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 29 და 30 ივნისს ‘’დიდი ნაყინობანა’’ გაიმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად მასშტაბურ სახეს იძენს. ღონისძიება ბასტი ბუბუს კონცერტით გაიხსნება. მოსულ სტუმრებს დღის განმავლობაში ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სახალისო აქტივობა დახვდებათ. წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნაყინების მრავალფეროვნება, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური პრიზებით. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს. ფესტივალი ვიზიტორებს ორი დღის განმავლობაში, 29 და 30 ივნისს, 14:00 საათიდან 20:00 საათამდე უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით ‘’ნაყინობანას’’ ფესტივალი მეოთხედ გაიმართება.
  7. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე ახლოს მყოფი პარტია „ლელოა” და გამოხატა მზაობა „ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის”. მისივე თქმით, ღიმილისმომგვრელია საუბრები ერთიან სიებზე. გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს, თუ ის იქნება ოპოზიციის პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი. 2019 წლის 4 მარტს „ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ “რაღაცის შეუსრულებლობის” შემთხვევაში ხაზარაძესა და თიბისი ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. გიორგი გახარიამ წერილის გაგზავნა უარყო. პუბლიკა
  8. ნატო, რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე, მეტი ბირთვული იარაღის განთავსებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბლოკმა მსოფლიოს თავისი ბირთვული არსენალი უნდა აჩვენოს, რათა პირდაპირი მესიჯი გაუგზავნოს მტრებს. იენს სტოლტენბერგის განმარტებით, ალიანსის წევრებს შორის მიმდინარეობს პირდაპირი კონსულტაციები რაკეტების საცავიდან ამოღებისა და მათი საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ, რაც შემაკავებელი ფაქტორი უნდა იყოს. „არ შევეხები ოპერაციულ დეტალებს იმის შესახებ, თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს მოქმედი და რომელი უნდა იყოს შენახული, მაგრამ გვჭირდება კონსულტაციები ამ საკითხებზე. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისი მტკიცებით, ბირთვული გამჭვირვალობა უნდა იყოს ნატო-ს ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი, რათა ალიანსი უფრო საშიში მსოფლიოსთვის მოამზადოს. „გამჭვირვალობა გვეხმარება პირდაპირი გზავნილის გაგზავნაში, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ბირთვული ალიანსი. ნატო-ს მიზანია, რა თქმა უნდა, მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ მანამ, სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ ალიანსად, რადგან მსოფლიო, სადაც რუსეთს, ჩინეთს და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი, ნატოს კი არა, უფრო საშიში მსოფლიოა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. იპნ
  9. გიორგი გახარია - 2024 წლის არჩევნები განსაზღვრავს, როგორც მინიმუმ საქართველოს 20-30 წლის მომავალს - ეპიზოდი#19
  10. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა მათი ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სამიტის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 100 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან. „სამიტის მიზანია უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბება. სამიტის პროგრამა ითვალისწინებს როგორც პლენარულ სხდომებს, ასევე დისკუსიებს შესაბამის თემაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში. პუბლიკა
  11. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დღეს, უკრაინის მშვიდობის სამიტისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის ფარგლებში, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად 1.5 მილიარდი აშშ დოლარზე მეტი დახმარების გამოყოფას გამოაცხადებს, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. მათივე ინფორაციით, აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება ომის დროს დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ელექტროენერგიის გამომუშავების გაფართოებას, წაახალისებს კერძო სექტორის ინვესტიციებს და დაიცავს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. „ეს ძალისხმევა დაეხმარება უკრაინას უპასუხოს რუსეთის ბოლო თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაზე, შეკეთებისა და აღდგენის მხარდაჭერით, ენერგომომარაგების შეფერხებისადმი უკრაინის მდგრადობის გაუმჯობესებით და უკრაინის ენერგეტიკული სისტემის შეკეთებისა და გაფართოების საფუძვლის ჩაყრით“, - აცხადებენ თეთრ სახლში. ამასთან, 379 მილიონ აშშ დოლარზე მეტი, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების სახით სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის მხრიდან გამოიყოფა, ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ომის შედეგად დაზარალებული თემების დაუყოვნებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება. თეთრი სახლის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესთან თანამშრომლობით, ასევე გეგმავს უკრაინისთვის დამატებით 300 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას სამოქალაქო უსაფრთხოების მხარდასაჭერად. საუბარია მესაზღვრეებისა და სამართალდამცავების სამაშველო ტექნიკის შეძენაზე. ცნობისთვის, 2022 წლის დასაწყისიდან, შეერთებულმა შტატებმა, საერთო ჯამში, გამოყო 3.2 მილიარდ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების სახით და თითქმის 1.5 მილიარდი დოლარი უკრაინის ენერგეტიკული სექტორის აღსადგენად. იპნ
  12. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. (საფრთხის დონე საშუალო). იპნ
  13. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეთანხმებას ეხმაურება. „გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვან მიღწევას. დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში. შეგახსენებთ, გუშინ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოები შეათანხმეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების (ელჩების) აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 25 ივნისს შედგება სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც ოფიციალურ სტარტს მისცემს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს. იპნ
  14. კომაროვის სკოლის 2023 წლის კურსდამთავრებული ნია ჯიქია სწავლას, სრული დაფინანსებით, კორნელის უნივერსიტეტში (Cornell University) კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გააგრძელებს. კორნელის უნივერსიტეტი ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ ითაკაში მდებარეობს და აშშ-ის პრესტიჟული Ivy League-ის 8 უნივერსიტეტს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. QS Top Universities-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ის მსოფლიოს მასშტაბით მე-13 ადგილს იკავებს. Cornell University-ში სწავლის გადასახადი 384 000$-ია. ნიას გამორჩეული მიღწევები: FLEX პროგრამის 2022-2023 წლის კურსდამთავრებული; ქალაქ თბილისის წარმომადგენელი ამერიკული საბჭოების ოფისში; ამერიკული საბჭოების მიერ 24 ქვეყნის მასშტაბით დასახელებული, როგორც ოქტომბრის თვის საუკეთესო ქალაქის წარმომადგენელი; EducationUSA CCC (Competitive College Club)-ს წევრი; საქართველოს დელეგატი 6 ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულ EducationUSA CCC Congress-ში; დასაქმებული Helping Hand-ში; დასაქმებული American Corner Tbilisi-ში; Avon High School-ის სექტემბრის თვის გამორჩეული მოსწავლე; განმსახლებელი ორგანიზაცია Program of Academic Exchange-ის ნოემბრის თვის გამორჩეული უცხოელი გაცვლითი მოსწავლე; როგორც Avon High School-ის ცურვის ნაკრების წევრს, სპორტის დეპარტამენტისგან გადაეცა ჯილდო სეზონის განმავლობაში გამოვლენილი სპორტსმენული ოსტატობისთვის. Entrepreneur Georgia
  15. ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება. „აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, გადაადგილების ნებართვა კი გაიცემა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც სპეციალური საშვები გადაეცემათ. ავტომობილის საშვის მისაღებად ადგილობრივმა მისახლეობამ უნდა მიმართოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს, ხოლო კერძო სახლებში მცხოვრები მოქალაქეები საშვებს მიიღებენ ვაკის რაიონის გამგეობაში, თამარაშვილის N10-ში ან საუბნო განყოფილებაში, რომელიც ფალიაშვილის N41-ში მდებარეობს. ამ მიზნით, ვაკის რაიონის გამგეობა და გამგეობის საუბნო განყოფილება 15 და 16 ივნისს, უქმე დღეებშიც იმუშავებს“,-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
  16. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნის გადაწყვეტილებას ულოცავს. გახარიას თქმით, როგორც კი არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს დააჩქარებენ. „ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. როგორც კი „ოცნება“ დამარცხდება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავაჩქარებთ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და უზრუნველვყოფთ საბოლოო წევრობას. საქართველოს უკუსვლა ევროინტეგრაციის გზაზე სრულად არის ანტი-დასავლური ხელისუფლების ბრალი, რომელმაც არ გაატარა დემოკრატიული რეფორმები და გააფორმა საგარეო კურსის ცვლილება ქვეყანაში“, - აცხადებს გიორგი გახარია. იპნ
  17. "ნაციონალური მოძრაობის" და "ოცნების" გარიგება რუსთავში ნათია შელეგია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" რუსთავის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1006530057718449
  18. ძალადობა ახალგაზრდებზე და სახელმწიფოს უარი გამოძიებაზე
  19. თქვენი [შეზღუდული შესაძლებლობის პირთა] უფლებები ასევე, ძალიან შეიზღუდა ამ ბოლო პერიოდში, იმის გამო, რომ მიღებულ იქნა „რუსული კანონი“, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ საქმიანობას, რომელსაც ეწევიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც ამ ქვეყანაში ბოლო წლებში, ძალიან ბევრი გააკეთეს იმ სტანდარტების შემოსატანად, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მეტი ინკლუზიურობა და სხვადასხვა სერვისებზე მეტი წვდომა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი პირდაპირ მიმართულია იმის საწინააღმდეგოდ, რომ ის ევროპული სტანდარტები, რომელიც ქვეყანაში ნელ-ნელა შემოდიოდა, რეალურად შეჩერდეს. „მინდოდა თქვენთვის ძალიან მკაფიოდ მეთქვა - თქვენი უფლებებიც არასოდეს იქნება დაცული, თუ ქვეყანაში ყველასი და ცალკეული ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული. ეს ინდივიდუალურად, თუ კოლექტიურად ჩვენი ღირსების საკითხია. ვისურვებდი, რომ ჩვენ მალე დავუბრუნდეთ იმას, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსების ნიშანია, რომ ამ ქვეყანაში ყოველთვის იყოს დაცული სწორედ აზრის გამოთქმის თავისუფლება (თუნდაც ძალიან რთულ პერიოდებში); აზრის გამოთქმა და დაფიქსირება ყოველთვის იყო ქართველისთვის მისი ღირსების საზომი. თქვენი უფლებები ასევე, ძალიან შეიზღუდა ამ ბოლო პერიოდში, იმის გამო, რომ მიღებულ იქნა რუსული კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ საქმიანობას, რომელსაც ეწევიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც ამ ქვეყანაში ბოლო წლებში, ძალიან ბევრი გააკეთეს იმ სტანდარტების შემოსატანად, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მეტი ინკლუზიურობა და სხვადასხვა სერვისებზე მეტი წვდომა. ეს ყველაფერი ის საქმიანობაა, რასაც ეწეოდნენ ის ორგანიზაციები, რომლებმაც არ იციან რა ბედი ეწევათ ხვალ, რომლებსაც სთხოვენ რაღაც გაუგებარ გამჭვირვალობას, ვითომც ყველაფერი სხვა ამ ქვეყანაში გამჭვირვალე იყოს, ეს ყველაფერი პირდაპირ მიმართულია იმის საწინააღმდეგოდ, რომ ის ევროპული სტანდარტები, რომელიც ქვეყანაში ნელ-ნელა (და მე ვთვლი, რომ არასაკმარისად სწრაფად) შემოდიოდა რეალურად შეჩერდეს. ჩვენ ვიცით რუსეთში რა ფორმით ებრძვიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ეს არ არის ის სიტუაცია, რაც ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის გვინდა. ამიტომ, დაცული უნდა იყოს ის უფლებები, რაც აქამდე მოვიპოვეთ და უნდა გავაგრძელოთ ამ უფლებების განვითარება და დაცვა, რომ ავიდეთ იმ დონემდე, რაც ევროპის ქვეყნებშია გავრცელებული, ვიყოთ იმ სტანდარტებზე, რომელიც ჩვენთვის ღირსების სტანდარტებია. მინდა, რომ ეს გისურვოთ დღეს. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ყველა უფლებები, თქვენი უფლებები და ყველა ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში. ამას ემსახურებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს აქ არიან და რომლებიც ჩემს შემდეგ ჩემზე უფრო კარგად იტყვიან თავიანთ სათქმელს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
  20. „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძისთვის აეროპორტში სპეციალურად მობილიზებული ჯგუფის დახვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ფონდის შეფასებით, ეს ინციდენტი იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და კოორდინირებული. ,,დღევანდელი ინციდენტი ერთ-ერთია “ქართული ოცნების“ მიერ მართულ იმ ათეულობით თავდასხმას შორის, რომელთაც ბოლო კვირების მანძილზე ვხედავთ” , – ნათქვამია განცხადებაში. ,,ჩვენი კოლეგა ვანო ჩხიკვაძე პროფესიული საქმითა თუ პიროვნული ღირსებით გულშემატკივრობს იმას, რასაც ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი და კონსტიტუცია ითვალისწინებს – ეს არის საქართველოს ევროპული მომავალი. ბუნებრივია, მის მიერ ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისა თუ საზოგადოებრივი კეთილდღეობის ადვოკატირება მიუღებელია ხელისუფლებისთვის, რომელიც საქართველოს მომავალს რუსეთში ხედავს. ჩვენ არ გვიკვირს, რომ ვანო ჩხიკვაძის სულისკვეთება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებისა და ამ პროცესის თანმდევი სიკეთის შესახებ შეუთავსებელია ხელისუფლებასთან, რომელმაც მიიღო რუსული კანონი – ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლო. „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოქალაქეებისთვის არ ემეტება ის, რისთვისაც ვანო ჩხიკვაძე სხვა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აქტივისტებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად იბრძვის – ეს არის ქვეყნის ევროპული მომავალი, ეკონომიკური თუ სოციალური კეთილდღეობა, მშვიდობა და უსაფრთხოება, თვითმყოფადობის დაცვა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა”, – ვკითხულობთ განცხადებაში. დღეს, ვანო ჩხიკვაძეს, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, აეროპორტში ორგანიზებული ჯგუფი და სამთავრობო მედიის წარმომადგენლები შეძახილებით დახვდნენ. მას სიტყვიერ შეურაცხყოფებს აყენებდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეო, რომელსაც ის მოქალაქე იღებდა, რომელიც ჩხიკვაძეს შეურაცხყოფას აყენებს „POSTV“-მ გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, რომ ადგილზე ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2-ისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფებიც იყვნენ მისულები. ვანო ჩხიკვაძე აშშ-ის კონგრესში, „ჰელსინკის კომისიის” ფარგლებში მომხსენებელი იყო, სადაც მან საქართველოს დემოკრატიის მიმდინარე გამოწვევების, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხისთვის დასავლეთის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. პუბლიკა
  21. უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს კიდევ 10 ქვეყანასთან აწარმოებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან კმაყოფილია შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან შეთანხმების გაფორმებით, რომლებსაც ხელი იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში მოეწერა. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას ახლა უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივი შეთანხმებები „დიდი შვიდეულის“ ყველა წევრ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. „ჯამში უკვე გაფორმებულია 17 ხელშეკრულება, ხელმოწერისთვის კიდევ 10-ს ვამზადებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. მანამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმება შეიცავს დებულებებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმება კონგრესს წარედგინება და ის იურიდიულად სავალდებულო იქნება. იპნ
  22. გორელი აქტივისტისა და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა გორის რაიონული სასამართლოს განჩინება შეცვლა და პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის, ალექსი მერებაშვილის თქმით, მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა კანონიერად ცნო იოსებ ბაბაევის მანქანიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება და ის დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია, ხოლო დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია იოსებ ბაბაევის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მაკაროვის ტიპის იარაღი. ალექსი მერებაშვილის განცხადებით, მოსამართლე დავით ახალბედაშვილის გადაწყვეტილებით პროკურატურას ბრალის წარდგენისა და საქმის სასამართლოსთვის გადაცემის საშუალება ეძლევა. მანამდე, 6 ივნისს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ დაუშვებლად მიიჩნია პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გორელი აქტივისტისა და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ და განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა უკანონოდ. კერძოდ, მოსამართლე დარბაიძემ უკანონოდ მიიჩნია შიდა ქართლის პოლიციის მიერ სერგო ბაბაევის მანქანის და პირადი ჩხრეკა, ასევე, ტანსაცმლის ამოღება და ის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლა. იოსებ ბაბაევი 5 ივნისს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. იოსებ ბაბაევი ანტირუსული გამოსვლებით გამოირჩევა. არის ანტისაოკუპაციო „რესტო ბარის“ მფლობელი და „მთავარი არხის” ცნობით, ხშირად აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის. პუბლიკა
  23. გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია HIMARS-ის სარაკეტო სისტემებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ტანკებზე და ა.შ. გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინამ მიიღო: 20 ერთეული Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Leopard 1 A5 ტიპის 10 ტანკი, IRIS-T SLS ტიპის მცირე მანძილზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო სისტემა, HIMARS-ის სარაკეტო სისტემები, Biber-ის ტიპის ხიდის გამდები ტანკები, ჯავშანტექნიკის სარემონტო და საევაკუაციო Bergepanzer-ის მანქანები, Wisent-ის ნაღმების გამწმენდი მანქანები. სამხედრო დახმარების პაკეტში ასევე მოიცავდა სხვა აღჭურვილობას და საბრძოლო მასალას. იპნ
  24. რუსეთის ფედერაციის სასამართლომ „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო და ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, - ინფორმაციას რუსული მედია უშიშროების ფედერალური სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ეფ-ეს-ბე“-ს მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამხედრო სასამართლომ გასამხედროებული დაჯგუფება „ქართული ეროვნული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო. ამ გადაწყვეტილების და "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" ფედერალური კანონის საფუძველზე, ფორმირება შეტანილი იქნა რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად, ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებული ორგანიზაციების ერთიან ფედერალურ სიაში“, - აცხადებენ „ეფ-ეს-ბე“-ში. მათი ინფორმაციით, ფორმირება 2014 წელს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პატრონაჟით შეიქმნა და ამჟამად მისი წევრები მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს და ასევე, მონაწილეობენ რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიული და ტერორისტული აქტების ორგანიზებაში. „ეფ-ეს-ბე“-ში აცხადებენ, რომ განაგრძობენ ზომების მიღებას „ტერორისტული ორგანიზაცია „ქართული ეროვნული ლეგიონის“ წევრების მხრიდან საფრთხეების იდენტიფიცირებისა და აღკვეთის მიზნით“. „ქართული ლეგიონი“ რუსეთში ტერორისტულად აღიარებული 51-ე ორგანიზაცია გახდა. მანამდე, 2023 წლის დეკემბერში, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“. იპნ
  25. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დასავლეთს რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე, კონტროლის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებს. „უნდა ვაღიაროთ: ნეოკოლონიალიზმი დიდი ხანია ძალიან მოუახლოვდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით იყო რუსეთის მეზობლებზე კონტროლის მოპოვება. მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში „ფერადი რევოლუციების“ გაღვივება, როდესაც თბილისსა და კიევში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიატის, მ.სააკაშვილისა და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკის ქმრის, ვ.იუშჩენკოს მარიონეტული რეჟიმები მოიყვანეს ხელისუფლებაში. პირველმა გააჩაღა აგრესია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში, რასაც მოჰყვა მყისიერი და მკაცრი უკუპასუხი რუსეთის მხრიდან. მეორეს მუშაობა შეაჯამა 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელშიც ვ. იუშჩენკომ მიიღო ხმების 5%-ზე ცოტა მეტი - ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი მოქმედი სახელმწიფოს მეთაურებისთვის ისტორიაში“, - წერს მედვედევი სტატიაში. მისი მტკიცებით, „პირველი წარუმატებლობის“ მიუხედავად, დასავლეთმა უარი არ თქვა რუსეთის მეზობლების „დამონების გეგმებზე“, კონცენტრირება მოახდინა უკრაინაში საკუთარი ნეოკოლონიალური პლაცდარმის შექმნაზე და 2014 წლის თებერვლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ქვეყანამ მთლიანად დაკარგა პოლიტიკური სუბიექტურობა. „რესპუბლიკაზე ფაქტობრივად დამყარდა გარე კონტროლი, რომლის მაგალითებიც უთვალავია მთელ მსოფლიოში. აშკარაა, რომ ახლა უკრაინის ნეოკოლონიური ბორკილებისაგან გათავისუფლება მხოლოდ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა ამოცანის შესრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, - წერს მედვედევი. ის სომხეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ არავინ აპირებს სომეხი ხალხისთვის "რჩეულთა კლუბის" კარის გაღებას. „ჰკითხონ ნეობანდერელებს, მოახერხეს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება. არა, და ისინი ამას მალე ვერ მიიღებენ და მიიღებენ საერთოდ? შეხედონ საქართველოს, სადაც ახლახან დამტკიცდა კანონი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირს არ მოეწონათ და რა? აი, რა - სანქციები! ევროპარლამენტის მიერ 2024 წლის მარტში მიღებული რეზოლუცია ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაძლიერების შესახებ, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი ქაღალდია ვალდებულებების გარეშე“, - წერს მედვედევი. იპნ
×
×
  • შექმენი...