Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმე ეხება პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი გ. ნ. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 მაისს, ქალაქ სიღნაღში, ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზარალებული ვლადიმერ მჭედლიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდა. ამ დროს მასთან მივიდნენ სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. ერთ-ერთმა პოლიციელმა - გ. ნ.-მ მოუწოდა, შეეწყვიტა საჯარო სივრცეში ალკოჰოლური სასმელის დალევა, რასაც მოჰყვა მათ შორის შელაპარაკება. პოლიციის თანამშრომლებმა მჭედლიშვილი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გადაიყვანეს სიღნაღის პოლიციის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ინსპექტორ-გამომძიებელი გ. ნ. რამოდენიმე წუთის განმავლობაში დაკავებულს მუშტებს და ფეხებს გვერდების და თავის არეში ურტყამდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ძალადობის შედეგად დაკავებულს დაუდგინდა ნეკნების მოტეხილობა და სხვა მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 2017 წელს დაიწყო, პარალელურად დაზარალებულმა საკუთარი უფლებების დასაცავად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო და დაზარალებულ მჭედლიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების/არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) დარღვევა დაადგინა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ხელახალი გამოძიების ჩატარების ვალდებულება გაუჩნდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმე 2024 წელს გადმოიბარა და ხელახალი გამოძიების ჩატარება უზრუნველყო. განახლებული გამოძიების ფარგლებში სამსახურმა საქმეში უკვე მოპოვებულ მტკიცებულებებთან ერთად, ახალი გარემოებების დადგენა უზრუნველყო, რა მიზნითაც ჩატარდა კომისიური სასამართლო-სამედიცინო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები, მოძიებულ იქნენ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და ამოღებული იქნა საქმისთვის მნიშნელოვანი დოკუმენტაცია. შესაბამისად, ხელახლა ნაწარმოები გამოძიების და მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორ-გამომძიებელი გ. ნ., რომელმაც პოლიციის რიგები 2021 წელს დატოვა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისთვის დააკავა. სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული 5 დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევის ფაქტების უფლებამოსილება მიენიჭა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სწორედ კანონმდებლობით მონიჭებული და გაზრდილი უფლებამოსილების ფარგლებში, შეძლო აღნიშნულ საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარება და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულება“,- ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
  2. შეხვედრა სამგორში, ლორფთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებთან ბმული https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/990502279199859
  3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე რეალურად ზრუნავდეს, დაკავებულია ფართო მასებში პროპაგანდის წარმოებით და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს ახორციელებს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/458381073504306/
  4. დღეს, ხელისუფლება ძალადობის წყაროდ გადაიქცა, რომელიც სისტემურად არ იძიებს ძალადობის შემთხვევებს. ხელისუფლება, ამ ქვეყნის მომავლის ხარჯზე ცდილობს საკუთარი ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს - კორუფციით და სახელმწიფო ძალაუფლების გახანგრძლივებით. ბექა ლილუაშვილო, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1469981510305256/
  5. ჩვენ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას ვიღებთ დამოუკიდებლად. ერთნაირი წარსულის, დნმ-ისა და დანაშაულებების მქონე, ახლა თითქოს გახლეჩილმა პარტიებმა, ჯერ თავად გადაწყვიტონ და დააფიქსირონ აზრი გაერთიანებაზე. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/992397738940908/
  6. საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება. როგორც მინისტრმა პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მასწავლებლის პროფესიის დაფასება სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. მინისტრმა განათლების სისტემის მზარდ ბიუჯეტზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც 2024 წელს უპრეცედენტო ნიშნულს - 2.51 მილიარდს ლარს მიაღწია. სკოლამდელ განათლებაზე საუბრისას გიორგი ამილახვარმა ეთნიკური უმცირესობების გაძლიერების, მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებისა და სახელმწიფო ენის ფლობის დონის ამაღლების მიზნით ორენოვანი განათლების დანერგვაზე ისაუბრა. მისი თქმით, შესაბამისი მუნიციპალიტეტისა და სამინისტროს წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობით ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს – 2023-2024 სასწავლო წლისთვის პროგრამის მონაწილე არაქართულენოვანი სკოლამდელი დაწესებულებების 61% ჩართულია ბილინგვური განათლების პროგრამაში. მინისტრმა განათლების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც 2023 წელს დაფუძნდა, სასკოლო განათლების სტრატეგიული მიმართულებების – ეროვნული სასწავლო გეგმის, სასკოლო სახელმძღვანელოებისა და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის კომპლექსური შეფასების მიზნით, გასულ წელს, სამი ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარა. კვლევების მიზანი იყო სასკოლო განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ განსხვავებული მოსაზრებების და პოზიციების შეჯერება და ამის გათვალისწინებით სამომავლო გეგმების დასახვა. გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მათ შორის, განსაკუთრებით გამოყო – ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის დამტკიცების, ყველა საგნობრივი სტანდარტის რევიზიის, სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და სკოლებისთვის მეტი აკადემიური თავისუფლების მინიჭების საკითხები. მინისტრმა მასწავლებლების ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით და გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემის შექმნის მიზნით იცვლება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა, რის შედეგადაც, პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდა მოხდება. მისი თქმით, 2024 წლის პირველი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით. გიორგი ამილახვარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასწავლებლის პროფესიის დაფასება სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს - ამის ნათელი მაგალითია მასწავლებლის ეროვნული დღისა და ეროვნული პრემიის დაწესება, რომლის ფარგლებშიც 2023 წელს უკვე 11 პედაგოგი დაჯილდოვდა“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რაც შეეხება სასკოლო ინფრასტრუქტურას მინისტრის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ამ ეტაპზე მიმდინარეობს 170-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 915 375 465 ლარია. „პროფესიული განათლება, მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრომ პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავა ახალი ხედვა, რომელიც გულისხმობს სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერებას, კოლეჯების დირექტორთა და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, სკოლებში პროფესიული განათლების დანერგვის ხელშეწყობას და პროფესიებისა და კვალიფიკაციების განახლებას. გიორგი ამილახვარმა უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ სიახლეებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილა. მისი თქმით, სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით არაერთი ინიციატივა განხორციელდა. მათ შორის: გაორმაგდა სტიპენდიატთა რაოდენობისა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა - სახელმწიფო უნივერსიტეტების 5 000 წარმატებული სტუდენტი ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300-ლარიან სტიპენდიას იღებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდათ – ჯამში 27 000 სტუდენტს 30 მილიონ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერათ. სიახლე ის, რომ საქართველოს განათლების სისტემაში დაშვებული იქნება დისტანციური სწავლება - კერძოდ, როგორც ნაწილობრივ, ასევე სრულად ონლაინ სწავლება. განისაზღვრება სწავლის სფეროების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება. პირველად იქნება დაშვებული უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარება. შესაძლებელი გახდება ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების შემუშავების შემდგომ მთლიანად ონლაინ უნივერსიტეტის დაარსება. გიორგი ამილახვარმა სიახლეებზე საუბრისას განაცხადა, რომ უნივერსიტეტებს, უკვე არსებულ პროგრამებთან ერთად, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიანი (3-წლიანი) საგანმანათლებლო პროგრამებისა და 60-კრედიტიანი (1-წლიანი) სამაგისტრო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2023 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულთა რაოდენობამ 191-ს მიაღწია. ამასთან, მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე, დაფინანსება გაუგრძელდა გასულ წელს გამარჯვებულ 43 სტიპენდიატს. ამ მიზნით ბიუჯეტიდან 5.8 მლნ ლარი გამოიყო. „საუბარი ასევე შეეხო, 1+4 პროგრამის განვითარებას, რომლის ფარგლებშიც 2024-2025 სასწავლო წლიდან სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდა – სწავლა ყოველწლიურად 100-100 სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტის ნაცვლად 200-200 სტუდენტს დაუფინანსდება. გიორგი ამილახვარმა, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, განიხილა საქართველოს უნივერსიტეტების საბაკალავრო STEM პროგრამებისთვის ABET აკრედიტაციის მინიჭების და საერთაშორისო გამოფენებში ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობის ხელშეწყობის საკითხები. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლიდან საქართველო ევროპული ქსელის „Eurydice Network‘‘-ის წევრი გახდა, რომელიც Erasmus+ პროგრამის ნაწილია და ის მხოლოდ ევროკავშირის წევრ და Erasmus+ ასოცირებულ ქვეყნებს აერთიანებს. მინისტრმა განაცხადა, რომ განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით უპრეცედენტო ინიციატივაა კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ერთობლივი და ორმაგი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით საქართველოს უნივერსიტეტებს 4,2 მლნ დოლარის ღირებულების გრანტი გამოეყო. ასევე აღსანიშნავია, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობის გაგრძელების საფუძველზე ხორციელდება 5 მილიონი დოლარის ღირებულების ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით მინისტრმა ისაუბრა განათლების სიღრმისეულ კვლევაზე, რომელიც სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, Times Higher Education-მა ჩაატარა. „კვლევის შედეგები ძალიან ოპტიმისტურია – დადგინდა, რომ საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების მოზიდვის უდიდესი შესაძლებლობა არსებობს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა. საუბრისას მინისტრი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. მათ შორის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარებასა და მეცნიერების სფეროს მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ ინიციატივებს. როგორც ცნობილია, 2024 წლის 1 იანვრიდან ახალგაზრდობის პოლიტიკა გახდა სახელმწიფოს განათლების ერთიანი პოლიტიკის ნაწილი. შესაბამისად, გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ინიციატივებიც გააცნო. მათ შორის, ისაუბრა „სტუდფესტი 2024“-ის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მრავალფეროვან აქტივობებში 54 უნივერსიტეტის 20 000-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიმუშავა კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამა – 2024 წლის სექტემბრიდან სახელმწიფო უწყებებში დაახლოებით 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას სასურველ რეგიონში. რაც შეეხება ახალგაზრდების მხარდაჭერას, მათი საჭიროებებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით არსებული კვლევების შედეგების გათვალისწინებით, ბოლო წლების მანძილზე გამოცხადდა ყველაზე მასშტაბური საგრანტო კონკურსები. საწყისი ეტაპისთვის მათი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 1 100 000 ლარს. უნივერსიტეტებში სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებისა და სტუდენტების ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრო მათ სთავაზობს ფინანსური მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 656 ათას ლარს და გათვლილია არანაკლებ 8000 სტუდენტზე“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა. მინისტრმა ახალგაზრდული პოლიტიკის კუთხით მიმდინარე პროექტები შეაჯამა და მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდული ბანაკების განვითარება – 2024 წლის მაისიდან დაიწყო ახალგაზრდული „თემატური ბანაკის‘‘ განხორციელება და აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკებისთვის მზადება, რომელიც წელს 4000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გრძელდება პროექტის - „ჯარის ბანაკის‘‘ მოსამზადებელი სამუშაოები. ipn
  7. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება. თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული ნაკრების მორიგი შეკრება საქართველოში სექტემბრის დასაწყისში შედგება – მათი თქმით, სწორედ ამ დროისათვის, საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ჯილდოებს გადასცემს ნაკრების წევრებს და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს. publika
  8. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, სამინისტრომ თითოეული სკოლა შეისწავლა და სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტული მოდელები დაგეგმა. გიორგი ამილახვარის თქმით, ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც ამ პრობლემის მოგვარება დაიწყო, "ქართული ოცნებაა". "საზოგადოებას მინდა სრულყოფილი ანგარიში ჩავაბარო. სამწუხაროდ, ოპონენტების ნაწილი არ არის, ამიტომ ვიცი, რომ იქნებოდა ამ თემაზე კითხვები, ამიტომ არ მინდა ვინსმეს თქმის საფუძველი დავუტოვოთ, რომ რაიმეზე თქმის საფუძველი არ გვაქვს. ისე დახატეს, თითქოს ჩვენს მიერ შექმნილია ეს პრობლემა და არ არსებობს 30 წელზე მეტია. ვინ, ვინ და ჩვენ მოვკიდეთ ხელი ამ რეფორმას და ვეჭიდებით. რეალურ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ დავიწყოთ ამ პროცესის განხორციელება. პირველი, ყველა არსებულ ბუფეტში, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, განვსაზღვრეთ ის მინიმალური სტანდარტები ჰიგიენის, სურსათის უვნებლობის პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელიც დასაშვებია ან არ არის დასაშვები იყოს სასკოლო სივრცეში. რა თქმა უნდა, ყველა შესაბამის უწყებასთან კონსულტაციაა გავლილი და ამან მეტ-ნაკლებად დაარეგულირა ის გამოწვევები,რომელიც არსებობდა. მეორე, სწორი ანალიზისთვის თითოეული სკოლა დეტალურად შევისწავლეთ, რომ კონკრეტულ მოდელებზე გადაწყვეტილება მიგვეღო. ამ მიზნით სამინისტროში დამტკიცდა სასკოლო კვების პროგრამა, სადაც ჩვენმა ექსპერტებმა თითოეული სკოლა აღწერეს, რომ კონკრეტული ეტაპები დაგვენერგა" ,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა. მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში სამინისტრო საზოგადოებას კონკრეტულ ვადებსა და მოდელებს გააცნობს, რომელიც სამინისტრომ სასკოლო კვებასთან დაკავშირებით დაგეგმა. "მინდა საზოგადოებას დავპირდე, 1-2 თვის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევძლებთ კონკრეტული მოდელებით და კონკრეტული ვადებით, რომელ სკოლაში და რომელ რეგიონში დავიწყებთ ამ პროგრამას. არის ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია - "კვება, ჯანმრთელობა და განათლება ყველა ბავშვისთვის"- ამის წევრი გახდა ჩვენი სამინისტრო, სადაც ეროვნული ვალდებულებები განვსაზღვრეთ და გავიზიარებთ წარმატებული ქვეყნების მაგალითსა და გამოცდილებას", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა. იპნ
  9. ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან მედიების თანდასწრებით შეხვედრას მოითხოვენ. ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი, გვანცა აფხაიძე ამბობს, რომ მისი თქმით, დახურულ კარს მიღმა დეტალები, თუ რა მოთხოვნები აქვთ ონკოპაციენტებს, საზოგადოებისთვის ცნობილი არ ხდება. ამასთან, „კავშირი სიცოცხლისთვის“ თანადამფუძნებლის, ვანო იორამაშვილის განცხადებით, ონკოპაციენტებისთვის სარჯველაძის მხრიდან გაცემული დაპირებები შეუსრულებელი დარჩა და საჯარო ფორმატით შეხვედრის შემთხვევაში, იორამაშვილის თქმით, მინისტრს მოუწევს გაცემული დაპირებების შესრულება. გვანცა აფხაიძის თქმით, ონკოპაციენტების 14 მოთხოვნიდან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთან, გვანცა აფხაიძის თქმით, ორშაბათს, 16 ივნისს ონკოპაციენტები განცხადებით და პაციენტთა ე.წ. ფორმა-100-ებით მიმართავენ პრემიერ-მინისტრს. აფხაიძის განცხადებით, გამოხმაურებას ელოდებიან საქართველოს პრეზიდენტისგანაც. ვანო იორამაშვილის განცხადებით, მიხეილ სარჯველაძესთან მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ ორ თვეზე მეტი გავიდა, სადაც, იორამაშვილის თქმით, მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში უნდა მოგვარებულიყო წამლების დეფიციტის ლოჯისტიკური პრობლემა, თუმცა, იორამაშვილი ამბობს, რომ ონკოპაციენტები ორი თვის თავზეც იგივე პრობლემის წინაშე არიან. ერთ-ერთი ონკოპაციენტის მეუღლის, ნატალია სადუნაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი წამლის რეცეპტი აქვს, აფთიაქებში წამლის არარსებობის გამო, ვერ ახერხებს წამლების აღებას. რას მოითხოვენ ონკოპაციენტები? ონკოპაციენტები კვლევებისთვის დაწესებული 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმებას მოითხოვენ. მათი თქმით, კვლევებისთვის [სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია, სხვადასხვა გამოკვლევა] გამოყოფილი ეს ლიმიტი რიგ შემთხვევებში არასაკმარისია, ვინაიდან თითოეულ ონკოპაციენტს სხვადასხვა სახის მიდგომა და მკურნალობის სტრატეგია სჭირდება. შესაბამისად, მათი თქმით, საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა და შესაბამისი მხარდაჭერა. რაც შეეხება მედიკამენტებს, პაციენტები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გატანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, ეს მათ პრობლემას არ აგვარებს, ვინაიდან: მათი განმარტებით, პროგრამა ანაზღაურებს მხოლოდ კონკრეტული ჩამონათვალის მედიკამენტებს, მაშინ როცა, სათანადო მკურნალობისთვის, ისეთი მედიკამენტებიც სჭირდებათ, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. პაციენტები საუბრობენ იმაზეც, რომ რიგ მედიკამენტებზე დეფიციტია შექმნილი და აფთიაქებში მის ყიდვას ვერ ახერხებენ. შესაბამისად, მათი მოთხოვნაა, რომ ყველა საჭირო მედიკამენტი გახდეს ხელმისაწვდომი და გაიზარდოს იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს. პუბლიკა
  10. საპენსიო სააგეტო სრულად კარგავს დამოუკიდებლობას, რადგან მისი ხელმძღვანელობა უკვე ერთპიროვულად ინიშნება.”ოცნება” გვართმევს უფლებას გადავწყვიტოთ ვინ უნდა მართოს ჩვენი აქტივები. მათი მთავარი ინტერესი არის კორუფციის სივრცის გაზრდა. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/450224650958854/
  11. ერთხელ უკვე გავისტუმრეთ საჯარო მოხელეებზე მოძალადე "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში, ახლა "ოცნების" დროა. ბექა ლილუაშვილი, "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1535471767388402/
  12. იღებს თუ არა განათლების მინისტრი პასუხისმგებლობას საგანმანათლებლო სივრცეებში მიმდინარე ძალადობასა და ამ სივრცეებში მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ ?! ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1000977931635091/
  13. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისს დაიწყება და ივლისის თვეში დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 9 აპრილისა და მიმდებარე ქუჩებზე შეიცვლება საავტომობილო მოძრაობის სქემაც.
  14. აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციების შედეგად, მოსკოვის ბირჟას (MOEX.MM) ევროსა და დოლარით ვაჭრობის გაჩერება მოუწია. ოთხშაბათს აშშ-მა გააფართოვა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და ჩამონათვალში შეიყვანა მოსკოვის ბირჟაც. ვაშინგტონის მიერ შემზღუდავი ზომების გამოცხადებიდან ერთ საათში მოსკოვის ბირჟამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ვაჭრობა და ანგარიშგება დოლარსა და ევროში შეჩერებულია. MOEX-ზე დოლარი-რუბლით ვაჭრობა დღეში 1 მილიარდ რუბლს, ანუ 11 მილიონ დოლარს შეადგენდა, ევრო-რუბლით ვაჭრობა კი დღიურად 300 მილიონ რუბლს. მოსკოვის ბირჟა რუსეთში დაფუძნებული ინტეგრირებული საფონდო ბირჟაა, რომელიც მოიცავს ელექტრონული ვაჭრობის ორგანიზაციას ვაჭრობის, სადეპოზიტო და საინფორმაციო მომსახურებით. პუბლიკა
  15. სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე, რომელიც 2020 წლიდან უვადო მოსამართლეა, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში უძრავ ქონებას არ უთითებს. დარღვევა I: ლევან ნუცუბიძემ არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ქონება. 57.55 კვ.მ ბინა ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში, მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით (თანამესაკუთრე) 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში (თანამესაკუთრე) 1557 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმბრაში აღსანიშნავია, რომ ლევან ნუცუბიძემ უძრავი ქონებები არც 2022 და 2023 წლის დეკლარაციებში მიუთითა. დარღვევა II: ლევან ნუცუბიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა დედის, ციცინო ნუცუბიძის ეკონომიური საქმიანობის შესახებ. დარღვევა III: მოსამართლემ ასევე არ გაასაჯაროვა დედის უძრავი ქონებები: 640 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში 3600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს ლევან ნუცუბიძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, ლევან ნუცუბიძე, როგორც სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს. პუბლიკა
  16. აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და იმ კომპანიების წინააღმდეგ შემოიღო ახალი სანქციები, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ასკვნის, რომ “რუსეთი სამხედრო ეკონომიკად იქცა, რომელშიც რუსეთის მრეწველობის მთელი სპექტრიდან კომპანიებს საკუთარი წვლილი შეაქვთ რუსეთის სამხედრო ძალისხმევებში”. რუსეთის თავდაცვის სფეროდან სანქციები შეეხო კომპანიებს, რომლებიც სამხედრო ტექნიკას ამზადებენ - დრონებიდან გემებამდე - და მათ ნაწილებს, ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებს, საბრძოლო მასალას, ელექტრონიკას, ასევე სამხედრო ტექნიკის შემკეთებელ კომპანიებს. სახაზინო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აღნიშნული კომპანიები “მუშაობენ ან მუშაობდნენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვით ან მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ სექტორებში, მრეწველობაში, ტექნოლოგიებში, ტრანსპორტსა და ფინანსურ სერვისებში”. ახალ სასანქციო სიაში ასევე ჩამოთვლილია 90-ზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი რუსეთიდან, ბელარუსიდან, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სამხრეთ აფრიკიდან, სერბეთიდან და თურქეთიდან, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს. სახაზინო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთი ეყრდნობა “მიწოდებების რთულ ტრანსნაციონალურ ჯაჭვებს”, რათა “კვებოს საკუთარი სამხედრო მანქანა და სამხედრო ძალისხმევების მხარდაჭერისთვის მატერიალური საშუალებები აწარმოოს”. იპნ
  17. „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინა კრედიტს 2024 წლის ბოლომდე მიიღებს. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ოფიციალურად „დიდი შვიდეულის“ 13-14 ივნისს დაგეგმილ სამიტზე დამტკიცდება, რის შემდეგაც ქვეყნებს მოუწევთ მისი განხორციელების ტექნიკური ასპექტების დადგენა. შეგახსენებთ, საუბარია აშშ-ს წინადადებაზე, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის კრედიტის გადაცემას ითვალისწინებს და თანხა რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან დაიფარება. იპნ
  18. "ოცნებას" სურს, რაც ქვეყანაში ცუდი ხდება და თვითონ აფუჭებენ, სხვას დააბრალონ. "ოცნება" ცდილობს პასუხისმგებლობა გადააკისროს სხვას. ერთადერთი, რითიც არიან დაკავებულები, არის პოლიტიკური კორუფცია და ძალაუფლების როგორმე შენარჩუნება. მიზეზი, რატომ აღარ ვმონაწილეობთ სასესიო განხილვებში, არის ის, რომ "ოცნებამ" მთელ ამ პროცესს შინაარსი გამოაცალა და გახადა ფორმალური, ასე რომ არ მომხდარიყო ჩვენ იქ ვიქნებოდით. მიშა დაუშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/761850269162707/
  19. ეროვნულმა ბანკმა 16 მაისიდან - 11 ივნისამდე პერიოდში, სავალუტო აუქციონზე 168.7 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც 2023 წლის ჯამურ მონაცემს დაახლოებით 2 მილიონით აჭარბებს - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ მონაცემებშია საუბარი. სებ-ის თანახმად, სავალუტო აუქციონზე აშშ დოლარით ვაჭრობის(გაყიდვის) დინამიკა ასეთია: 16 მაისი - 60 მლნ. დოლარი; 28 მაისი - 48.7 მლნ. დოლარი; 11 ივნისი - 60 მლნ. დოლარი. 2023 წლის განმავლობაში საქართველომ 166.750 მლნ დოლარის უცხოური ვალუტა გაყიდა, რაც დღევანდელ მაჩვენებელზე 1.2 პროცენტით ნაკლებია. ცნობისთვის, 2023 წლის 11 ივნისამდე ეროვნულ ბანკს მხოლოდ 17.1 მლნ დოლარი ჰქონდა გაყიდული. შარშან სავალუტო აუქციონზე სებ-მა უცხოური ვალუტის ძირითადი ნაწილი(149.65 მილიონი დოლარი) სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში გამოიტანა. BPN.GE
  20. პოპულარული ინგლისური ჯგუფი Massive Attack საქართველოში დაგეგმილ კონცერტს აუქმებს. ამის შესახებ განცხადებას ჯგუფი სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს. „გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ საქართველოში ჩვენი შოუ 28 ივლისს, პროტესტის ნიშნად საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო. ამ მომენტში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Black Sea Arena-ზე გამოსვლა შეიძლება ჩაითვალოს მშვიდობიანი პროტესტისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივი ჩახშობის მოწონებად. ცემა, დაპატიმრება, მუქარა და ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, აქტივისტებისა და ოპონენტების მიმართ, კანონებთან ერთად, რომლებიც აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და უარყოფს ლგბტ ადამიანების უფლებებს, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო ძალადობას და ვგრძნობთ, რომ მათი ხმა უნდა მოისმინონ და მათი ბრძოლა იყოს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. ჩვენ დავბრუნდებით და თქვენთან ერთად დავუკრავთ თავისუფლების პირობებში. #დაიცავიპროტესტი", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ჯგუფი სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ განცხადება 5 ივნისსაა გამოქვეყნებული და საზოგადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი. იპნ
  21. 2023 წელს სხვადასხვა აქტორების მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობას, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პლენარულ სხდომაზე სუს-ის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, აღნიშნული მცდელობების გასანეიტრალებლად სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციით, გატარდა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება, რითაც საბოლოო ჯამში, ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების განვითარების თავიდან აცილება მოხერხდა. ამასთან, როგორც ლილუაშვილმა განმარტა, 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები წარმოადგენდა. „რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საერთაშორისო გადაზიდვების კუთხით შეცვლილი გარემოებებიდან გამომდინარე, დაფიქსირდა უცხოური და საქართველოსი მოქმედი ცალკეულ პირთა ჯგუფებისა და ძალების მხრიდან მზარდი დაინტერესება საქართველოს გავლით ახალი სატრანსპორტო დერეფნების ამოქმედების პერსპექტივებსა და გეგმებთან დაკავშირებით. 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები, საზოგადოებრივი განწყობები, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების შანსები. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 2023 წელს დაფიქსირდა მედიასაშუალებების, სოციალური ქსელებისა და ინტერნეტსივრცის გამოყენებით მიზანმიმართული განცხადებები, რაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უკმაყოფილების მუხტისა და დაპირისპირების პროვოცირების საფრთხეს ქმნიდა“, - აღნიშნა სუს-ის უფროსმა. გარდა ამისა, გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მიგრაციული არხებისა და ნაკადების მონიტორინგი წარმოადგენდა. მისი თქმით, სამსახურმა 169 407 უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმე განიხილა, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრების ნებართვის მოპოვებას ითხოვდნენ. „2023 წელს კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა მიგრაციული არხებისა და ნაკადების მონიტორინგი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა საქართველოში სხვადასხვა საფუძვლით შემოსვლისა და ცხოვრების ნებართვის მოპოვების მსურველთა შესწავლას, რაც საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვით ხორციელდებოდა. საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა განიხილა 169 407 უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმე, რომლებიც ითხოვდნენ საქართველოში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრების ნებართვის მოპოვებას. საქართველოს მოქალაქეობის სხვადასხვა წესით მინიჭება/აღდგენასთან დაკავშირებით განხილულ იქნა 12 402 საქმე“, - აღნიშნა ლილუაშვილმა. სუს-ის უფროსის განმარტებით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის 14 საქმეზე დაიწყო, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტში კი სისხლის სამართლის 2 საქმეზე. „2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად გამოვლენილი საფრთხეების გასანეიტრალებლად გატარებული ღონისძიებების შედეგად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 14 საქმეზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე“, - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა. იპნ
  22. ხელისუფლებას, რომლის სიტყვასაც ფასი არ აქვს და გავსებულია უპრინციპო პოლიტიკოსებით, რომლებიც ყველა გარიგებაში საკუთარი ხეირის პოვნას ფიქრობენ და არ აინტერესებთ სახელმწიფო ინტერესები, მათთან არავინ დაამყარებს პარტნიორულ ურთიერთობას. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/watch/?v=457137497016488
  23. თავდასხმები არის ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, ეს ქმედებები ერთი- ერთშია წინა ხელისუფლებასთან და შემსრულებლებიც იგივე ჰყავთ. “ოცნების” დღევანდელი სახეები პირველ ოქტომბერს იდგნენ სააკაშვილისათვის ხმის მისაცემად. ივანიშვილმა "ოცნებიდან" ყველა გაწია და დატოვა მხოლოდ ნაცები ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არჩევნები არის დასაცავი ძალიან სერიოზული ძალადობისგან და გაყალბებისგან. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1131129814829551/
  24. დღეს, 11 ივნისს ახალგაზრდებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მათ სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს, გაწეული საქმისთვის და უთხრა, რომ მიუხედავად ყველაფრისა მოახერხეს და მსოფლიოს აჩვენეს, რომ „საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს, თუ არა ევროპული და ქართული.
  25. დღეს, 11 ივნისს ახალგაზრდებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა პასუხი გასცა შეკითხვას ქართულ ჯართან დაკავშირებით, რა დროსაც აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ჯარის წინაშე პრეზიდენტისთვის მოღალატის წოდება „ქართველი ჯარის არნახული შეურაცხყოფაა“. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ჯარს სჭირდება გაძლიერება, რაშიც ქვეყნის მთავარი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, არმიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. თქვა, რომ ქვეყნის მთავარსარდალი ქვეყანას ღალატობს. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...