-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველით, გიორგი ქოჩორაშვილით ინგლისის პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა, – ამის შესახებ ცნობილმა მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ ექსკლუზიურად საქართველოს პირველ არხთან განაცხადა. „ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართველი მენეჯერებისთვის სატრანსფერო ბაზარი უფრო საინტერესო გახდა. გამოჩნდა, რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელები გვყავს. კონკრეტული მაგალითი გიორგი ქოჩორაშვილია, რომლითაც ინგლისის პრემიერლიგის კლუბია დაინტერესებული. მე, როგორც საფეხბურთი მენეჯერი, გიორგისთან არ ვთანამშრომლობ, მაგრამ ევრო 2024-ის დროს ამ ინგლისური კლუბის სკაუტი ჩემთან მოვიდა და ფეხბურთელის მიმართ ინტერესი გამოხატა. ამის შესახებ საქმის კურსში ფეხბურთელის გარემოცვა ჩავაყენე და სკაუტები ქოჩორაშვილს მენეჯერთან დავაკავშირეთ. შედგება თუ არა ეს ტრანსფერი და შეთანხმდებიან თუ არა ინგლისელები „ლევანტესთან“, ამას მალე ვნახავთ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – გიორგიმ უდიდესი შრომის ხარჯზე დიდი ნაბიჯი გადადგა და მისი წინსვლა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მაგალითად გამოდგება“, – განაცხადა ლაშა ოდილაძემ. ავტორი - მერაბ მამულაშვილი
-
უკრაინელებმა დონბასში რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც უკრაინელი დამცველების პოზიციებს ურტყამდა, - ამის შესახებ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცას“ „ტელეგრამ“ არხი იუწყება. „პოკროვსკის მიმართულებით ჩვენმა უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოაგდეს, რომელიც თავდაცვის ძალების პოზიციებს ბომბავდა. ახლა ის უკრაინის დონბასის სტეპებში იწვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, მოიერიშე თვითმფრინავი გენერალ მარკ ბეზრუჩკოს სახელობის 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საზენიტო მსროლელებმა ჩამოაგდეს. ipn -
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„ჯივიპის“ ინფორმაციით, 7 ივლისს, გამთენიისას, სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურზე, რომელიც ისანი-სამგორის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, უამინდობის გამო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები ავარიულად დაზიანდა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, აღნიშნულმა დაზიანებამ ტუმბო-აგრეგატის მუშაობა დროებით შეაფერხა. ელექტროგადამცემ სისტემაზე აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. „აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 7 ივლისს წყალმომარაგება დროებით შეზღუდული ექნება: ვარკეთილი 3-ის I, II, III მიკრორაიონებს, ვარკეთილი ზემო პლატოს, ფანასკენტელ-ციციშვილის, თრიალეთის, ხომლელის, გახოკიძის, მაისურაძის, აბაშვილის ქუჩებს, ჯავახეთის მე-2 შესახვევს, აეროდრომის მე-11, მე-12 და მე-14 ქუჩებს, ბრილების, კალოუბნის N2-N20, კალოუბნის N32,N33, N34,N35, N36, N38, თვალჭრელიძის N2-ს, ალექსანდრე თვალჭრელიძის I შესახვევს, გივი ამილახვრის და მიმდებარე ქუჩას. ორხევის დასახლებაში: ფიროსმანის, სააკაძის, ბანეთიშვილის და ესენინის ქუჩებს. აეროპორტის დასახლებას, ქვემო ალექსეევკას, ხვედელიანის, იგოთის, მ. გრიგორაშვილის, ვ. ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის N73,75,83,87,89. ვარკეთილის მეურნეობის, ორხევის, თეთრიხევის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის, ახვედელიანის და მიმდებარე ქუჩებს, ლილოს დასახლებას 2 მიკრორაიონის N10,11,12. ჭირნახულის, მეფრინველეობის ქუჩას და შესახვევებს, სტურუას, ნამორაძის, აფხაზავას, გოკიელის, ლეონტი მროველის, ტყემალაძის, არსენ მეკოკიშვილის ქუჩებს, საქნავთის, სადგური ლილოს, ლოჭინოს დასახლებებს, ლილოს დასახლების 1-ელ და მე-2 მიკრორაიონებს. წყალმომარაგების აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას კომპანია დამატებით გაავრცელებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge,- აღნიშნულია ინფორმაციაში. -
„შენ არასდროს შეგრცხვება ჩემი სახელის ხსენება, თუნდაც ცოცხალი აღარ ვიყო“ – უთხრა ტიციან ტაბიძემ 16 წლის ქალიშვილს, ნიტას. ეს 1937 წელს მოხდა, პაოლო იაშვილის თვითმკვლელობიდან ცოტა ხნის შემდეგ. დემონსტრაციული თვითმკვლელობის მიზანი საბჭოთა რეპრესიების მიმართ პროტესტის გამოხატვა იყო. თითქოს უახლოესი მეგობრის სიკვდილი არ კმაროდა, ტიციანი საქართველოს კომპარტიის ცეკას იმდროინდელ მდივანს, ლავრენტი ბერიას დაუბარებია და მოუთხოვია, გარდაცვლილი პაოლო იაშვილი უცხო ქვეყნის აგენტობაში დაედანაშაულებინა. ტიციანმა უარი უთხრა, შინ დაბრუნებული კი ერთადერთ შვილს დაჰპირდა, რომ მის გამო არასდროს შერცხვებოდა. ამ დღიდან იწყება ტაბიძეების ოჯახში „მოლოდინის საშინელი თვეები“. სწორედ ასე აღწერს იმ პერიოდს ტიციანის შვილიშვილი, ნინო ანდრიაძე. მან დედისგან, ნიტა ტაბიძისგან იცის, რომ ბერიასთან საუბრის შემდეგ ტიციანის ცხოვრება მთლიანად შეიცვალა: მწუხარებისა და შფოთვის მომეტებული შეგრძნების გარდა, პოეტი გაურბოდა კომუნიკაციას მეგობრებთან, მეზობლებთან, ნათესავებთან თუ უბრალოდ ნაცნობებთან. შიშობდა, რომ საფრთხე, რომელიც აწ გარდაცვლილი მეგობრის ცილისწამებაზე უარის თქმის გამო მას ელოდა, სხვებზე არ გაევრცელებინა. დასჯის მოლოდინის საშინელი თვეები 1937 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდა. ოქტომბრის ერთ ღამეს ტიციანი დააპატიმრეს. ამის შემდეგ იწყება დაბრუნების მოლოდინის საშინელი წლები: შვილი, ნიტა ტაბიძე და ცოლი, ნინო მაყაშვილი ტიციანს თითქმის 20 წელი ელოდნენ. ამ ხნის განმავლობაში ღიად თუ მალულად, ოფიციალური პირებისგან თუ უცნობი ადამიანებისგან, მუდმივად ესმოდათ, რომ ტიციანი ცოცხალი იყო და ერთხელაც, აუცილებლად დაბრუნდებოდა გადასახლებიდან. მოლოდინი ცეკას პირველი მდივნის, იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ გამძაფრდა, როცა ოჯახმა ტიციანის რეაბილიტაციის საბუთი მიიღო. თუ დამნაშავედ აღარ მიიჩნევა, ესე იგი, დააბრუნებენ — ფიქრობდნენ ნიტაცდა ნინო ისე, რომ ზუსტად არც იცოდნენ, რა ბრალდებით დააკავეს ტიციანი. მალევე, ოჯახმა ახლი უწყება მიიღო. წერილში ეწერა, რომ ტიციან ტაბიძე 1937 წლის დეკემბერში, ჯაშუშობის ბრალდებით დახვრიტეს. ასე დასრულდა მოლოდინის საშინელი წლები. ამის შემდეგ ტიციან ტაბიძის ოჯახში დაიბადა ჯერ გივი, შემდეგ კი ნინო ანდრიაძე — მისი შვილიშვილები. სწორედ ნინო ანდრიაძე, ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გვიყვება ბაბუის ცხოვრების, დაპატიმრების, მისი მოლოდინისა და მემკვიდრეობის შესახებ. ტიციან ტაბიძე მეუღლესთან, ნინო მაყაშვილთან და შვილთან, ნიტა ტაბიძესთან ერთად. 1930-იანი წლები (ფოტო: ტაბიძეების საოჯახი არქივი) ტიციანის მემკვიდრეობა ყოველთვის ძალიან მეამაყებოდა, რომ ტიციანის შვილიშვილი ვარ. არასდროს მქონდა ის მომენტი, რომ მოღალატის, ან მტრის შვილიშვილი ვყავი. მე რომ დავიბადე, რეაბილიტაცია უკვე მომხდარი იყო და ტიციანს, როგორც პოეტს, უკვე დიდ პატივს სცემდნენ. 1937 წელს, როცა დაიწყო ეს საშინელი რეპრესიები, პაოლო იაშვილმა, რომელიც ტიციანის საუკეთესო მეგობარი იყო, მწერალთა სახლში თავი მოიკლა. ბერიამ დაიბარა ტიციანი და უთხრა, რომ უნდა დაწეროს იმის შესახებ, თითქოს პაოლო იყო საფრანგეთის აგენტი. ტიციანმა უარი განაცხადა. ბერიამ ასეთი რამე უთხრა — შენ ძალიან ბევრი რამე დაგრჩა გასაკეთებელი, ბევრი ლექსი დასაწერი, მთელი ცხოვრება წინ გაქვს, პაოლო უკვე აღარ არის ცოცხალი, რა იქნება, რომ ამ ორ სიტყვას ხელი მოაწეროო?! ამით გათავდება ყველაფერი და შენ გააგრძელებ შენს საქმიანობასო. ტიციანმა უპასუხა, მე თუ ამას ხელი მოვაწერე, მაშინ არც ჩემ პოეზიას, არც მუშაობას, არც ცხოვრებას აზრი არ ექნებაო. მობრუნდა სახლში, შევიდა თავის ქალიშვილთან, 16 წლის ნიტასთან და უთხრა: მამიკო, შეიძლება მე აღარ ვიყო, შეიძლება, დედაშენიც აღარ იყოს, მაგრამ იცოდე ყოველთვის, რომ არ შეგრცხვება ჩემი სახელის ხსენების და არ გაწითლდები, როცა მე გამიხსენებენო. „არავინ განსაჯო“ ბერიასთან საუბრის შემდეგ, დაიწყო მოლოდინის საშინელი თვეები. იცოდა, რომ აუცილებლად დააპატიმრებდნენ — დღეს თუ არა, ხვალ. სახლიდან გამოსვლა აღარ უნდოდა. არ უნდოდა არავის მიღება სახლში. ფიქრობდა, რომ თუ ვინმე მივიდოდა მის სანახავად, ისიც საფრთხის ქვეშ ჩავარდებოდა. სულ ეუბნებოდა ნინოს, მე თუ წამიყვანეს და ჩემი მეგობრები არ გამოჩნდებიან, არასოდეს გეწყინოსო. მჯერა, ყველანი ეცდებიან დაგეხმარონ, მაგრამ ერთი რამე იცოდე — გმირობას ნურავისგან ელი, გმირები ძალიან ცოტანი არიან, კაცმა არ იცის, ვინ რას გააკეთებს. შეიძლება, ვერ გაუძლებენ წამებას. ახალგაზრდები არიან, არ იცი, რას ეტყვიან და როგორ გააწამებენ. ამიტომ, არასდროს განსაჯო ადამიანიო. მართლაც ასე მოხდა: ბოლო დღეებში, როცა მართლა ძალიან ცუდად იყო ტიციანი, ნინო ქუჩაში ვიღაც ნაცნობს შეხვდა. იმან მოიკითხა ტიციანი და ნინომ უთხრა, ისეთ დღეშია, სულ მეშინია, პაოლოსავით თავი არ მოიკლასო. იმავე დღეს, აი, ამ ნაცნობმა მიიტანა ეს ამბავი, სადაც საჭირო იყო. ეტყობა, იფიქრეს, ამანაც თავი არ მოიკლასო და იმავე დღეს დააპატიმრეს. ვინ იყო ის ადამიანი, არ ვიცით. ბებიას არასდროს უთქვამს. შეიძლება, დედას უთხრა, მაგრამ არც დედას უთქვამს. მე არ გამიგია მათგან არც ამ ადამიანის და არც სხვა ვინმეს განკითხვა. დაპატიმრება ღამე მოვიდნენ, დაახლოებით, 03:00-ზე. სწორედ ამ დროს გაჩერდა საათი, რომელიც აღარ გაკეთდა. თუმცა, დღემდე ვინახავთ. კარი ნიტამ გაუღო. რაღაც ნივთებიც წაიღეს. მაგალითად, ფიროსმანის ნახატი, წერილები. ბლოკნოტი წაიღეს, სადაც ტიციანის მეგობარი მწერლები ნიტას ჩანახატებს უწერდნენ. უკითხავს, ეს რატომ მიგაქვთ, ეს ჩემიაო და იმათ უპასუხიათ, მამა მიგვყავს და ამის დარდი გაქვსო?! ბებია ერთ ღამეში გაჭაღარავდა. დედა ამბობდა, პირველი ღამე იყო, როცა წყნარად დაიძინა ტიციანმაო. იქამდე, თურმე, სულ ძალიან მშფოთვარე მდგომარეობაში იყო და ვერ იძინებდა. დაპატიმრების შემდეგ ტიციანის დაპატიმრების შემდეგ საშინელი პერიოდი დაიწყო. ძალიან გაუჭირდათ. თუმცა, ბევრი ადამიანი ეხმარებოდა. მაგალითად, ერთი მუშა იყო, ტვირთის მზიდავი მუშა, რომელსაც თავის დროზე ტიციანი დახმარებია. ეს მუშა მოდიოდა და რაღაცები მოჰქონდა. მისმა ცოლმა ბებიას ასწავლა პომ-პომების გაკეთება ქუდზე და იმით ირჩენდნენ თავს. მოდიოდნენ მეყვავილეები, რომლებსაც ტიციანისთვის ყოველთვის მოჰქონდათ მიხაკები. მოდიოდნენ ნებისმიერ ამინდში — ზამთარში, ზაფხულში. თან, სხვადასხვა მეყვავილეები იყვნენ, მორიგეობა ჰქონდათ. ერთხელ, საშინელი ყინვა ყოფილა და ვერ იშოვეს ეს მიხაკი. ერთ-ერთს ქუჩაში, ვიღაცის ფანჯრის რაფაზე დაუნახავს, მისულა და უთხოვია, მომეცით ეს მიხაკი, ტიციანისთვის მინდაო. იმასაც მიუცია. აღარაფერს ვამბობ ტიციანის მეგობარ მწერლებსა და პოეტებზე. ნინომ, ტიციანის მეუღლემ, შეინარჩუნა მათთან ურთიერთობა, განსაკუთრებით, ბორის პასტერნაკთან. როცა ტიციანის დაპატიმრების ამბავი შეუტყვია, პასტერნაკს წერილი გამოუგზავნია — მე გული ამომაჭრეს, მაგრამ უნდა ვიცოცხლო, რადგან ორი ოჯახი მყავს, თქვენი და ჩემიო. მართლაც, არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ დახმარებოდა. ნინოს სთხოვდა, რომ გაეკეთებინა პწკარედები [ლექსების თარგმნა სიტყვა-სიტყვით], რომ ფული ისე გამოეგზავნა, უხერხულობის მომენტი არ ყოფილიყო. იწვევდა მასთან მოსკოვში, ან აგარაკზე. ტიციანი ქალიშვილთან, ნიტასთან ერთად. 1920-იანი წლები (ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა) დაბრუნების მოლოდინი სულ იყო ხმები, რომ ტიციანი ცოცხალია. ნიტამ სპეციალურად ჩააბარა რუსულ ფილოლოგიაზე, რომ ციმბირში წასულიყო იმ შემთხვევისთვის, თუ ტიციანის ადგილსამყოფელს დაადგენდნენ. ნინოსაც, იმ გაჭირვების წლებში, სახლიდან არაფერი გაუყიდია. ყველა ნივთს ინახავდა და ამბობდა, ტიციანი რომ დაბრუნდება, დახვდებაო. რამე ახალს რომ შეიძენდა, მაშინაც ტიციანს ახსენებდა — გაუხარდება, როცა დაბრუნდება და ნახავსო. არსებობს 1945 წლით დათარიღებული წერილი, რომელსაც ნინო სწერს პასტერნაკს და ატყობინებს, გავიგეთ, რომ ტიციანი ცოცხალიაო: კიდევ ერთ-ერთ წერილში ნინო წერს, მეზობელი შემოვიდა ჩემთან და მომიყვა, რომ მისი ნაცნობი ციხეში ტიციანთან ერთად ყოფილა. კარგად არის და ჯანმრთელად, ალბათ, მალე გამოუშვებენო, უთქვამს. ეტყობა, პოლიტიკა იყო ასეთი, მიზანმიმართული, რომ ბოლომდე სიმართლეს არ გეუბნებოდნენ და რაღაც იმედს გიტოვებდნენ. არ ვიცი, რატომ იყო ეს საჭირო. 1953 წლის შემდეგ, როცა უკვე სტალინიც აღარ იყო ცოცხალი, რეაბილიტაცია მოხდა. ამის შემდეგაც, სულ ჰქონდათ იმედი, რომ ცოცხალია. სწორედ რეაბილიტაციის შემდეგ არის გამოგზავნილი პასტერნაკის წერილი, სადაც ის ნინოს სწერს: როცა გაათავისუფლებენ გელოდებით, ჩამოდით შენ და ტიციანიო. შემდეგ, უკვე 1955 წელს, ნინო აგზავნის ასეთ წერილს პასტერნაკთან: ეს მთელი ამბები, რომ ცოცხალია, რომ სადღაც ნახეს, რომ ციმბირშია, ამანათები, რომლებსაც უგზავნიდნენ და ა.შ. ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. როცა არქივი გახსნეს, ცნობილი გახდა, რომ აბრალებდნენ ჯაშუშურ საქმიანობას. თითქოს, თანამშრომლობდა ლატვიის ელჩთან, ბალტრუშაიტისთან. ეკითხებიან, რა გაკავშირებდა მასთანო და ტიციანი ეუბნება, ვიცნობდი როგორც მწერალს, შევხვედრივარ მოსკოვში, როცა იქ ვსწავლობდი, უნდოდა ვეფხისტყაოსნის გადათარგმნა და ვსაუბრობდით ამაზე. საშინელი წამების შემდეგ მოაწერინეს ხელი, თითქოს ისიც, პაოლოსავით საფრანგეთის ჯაშუში იყო. წამების დროს ჰკითხეს, კიდევ ვისთან ჰქონდა ურთიერთობა, ვინ არიან თქვენი თანამოაზრეებიო. გიორგი სააკაძე დაასახელა. გახარებიათ, ახალი „მტერი“ რომ გამოჩნდა. სად არისო, სად ვეძებოთ ეს გიორგი სააკაძეო. ნოსტეშიო, უთქვამს [სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში] და წასულან ნოსტეში გიორგი სააკაძის მოსაძებნად. სტალინი 1937 წელს დახვრეტილი ბევრი ადამიანის ოჯახის წევრებმა სტალინი ცხარე ცრემლებით დაიტირეს. მაგალითად, დეიდაჩემი, ტიციანის დის შვილი, ამბობდა ხოლმე, რომ გავიგეთ სტალინი მოკვდაო, მოვკვდით ტირილითო. იმ პერიოდში სტალინი მაინც დიდი ფიგურა იყო. ასე ეგონათ, იმის ყურამდე არ იყო მისული ეს ამბები. როგორ არ იცოდა?! როგორ შეიძლება არ სცოდნოდა რაც ხდებოდა?! ეგ კი არა, წარმოიდგინეთ, ერთხელ ჩვენთან მოვიდა სტუმრად სტალინის ქალიშვილი, თავის შვილთან ერთად. ხომ დაცინვაა?! პატარა ვიყავი მაშინ, სკოლაში ვსწავლობდი. დედაჩემმა მითხრა იმ გოგოზე, წაიყვანე, გაართეო. მე ვუთხარი, რაღა სტალინის შვილიშვილი უნდა გავართო, რანაირი ადამიანი ხარ, დამანებე თავი-მეთქი. რა დააშავა იმან, ისიც ხომ როგორი ცოდოაო, მიპასუხა. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა. გალაკტიონ ტაბიძე და ტიციან ტაბიძე, 1922 წელი (ეროვნული ბიბლიოთეკა) ტიციანის საფლავი არ არსებობს 1965 წელს ტიციანის მეუღლე, ნინო მაყაშვილი გარდაიცვალა. ის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. გოგლა ლეონიძემ მის საფლავზე ასეთი სიტყვა წარმოთქვა: ჩვენ ტიციანის საფლავი არ ვიცით, მაგრამ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ორივე ამ საფლავში განისვენებსო. 2011 წელს მთაწმინდის პანთეონში გააკეთეს 1937 წელს რეპრესირებული მწერლების, პოეტებისა და საზოგადო მოღვაწეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, სადაც ტიციანიც არის მოხსენიებული. ნეტგაზეთი
-
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მასუდ ფეზეშქიანმა ხმების 53.3% მიიღო, მისმა კონკურენტმა საიდ ჯალილმა კი 44.3%. საერთაშორისო მედია ირანის ახალ პრეზიდენტს რეფორმისტად მოიხსენიებს. მისი საიდ ჯალილი კი ცნობილია თავისი მკაცრი ანტიდასავლური პოზიციით. 71 წლის მასუდ ფეზეშქიანი კარდიოქირურგი და ირანის პარლამენტის წევრია. ის აკრიტიკებს ირანის „მორალის პოლიციას“ და ირანის მსოფლიოსგან იზოლაციას. როგორც BBC წერს, მასუდ ფეზეშქიანი ასევე ემხრობა დასავლურ ძალებთან „კონსტრუქციული მოლაპარაკებების დაწყებას“ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების თაობაზე. ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მოქმედი პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ნეტგაზეთი -
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები. რამდენიმე მისამართზე ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს. „მთელი ღამის განმავლობაში, ყველა პრობლემურ ადგილზე, იმყოფებოდნენ მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად. გაწმენდილია წაქცეული ხეებით ჩახერგილი გზები, მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 ან დაუკავშირდნენ შესაბამისი რაიონის გამგეობას”, - წერია ინფორმაციაში. იპნ
-
კურიერის დაჭრის საქმეზე გამოძიება განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით არის დაწყებული
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გლოვოს კურიერის დაჭრის საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ინფორმაცია „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე გლოვოს კურიერი გუშინ დაჭრეს. კურიერის დედა ,,ფორმულას” ეუბნება, რომ მას ჯერ სცემეს, შემდეგ კი 3-ჯერ ესროლეს. ამბობს, რომ ფიზიკურად 8 ადამიანი გაუსწორდა. ,,მიუტანია შეკვეთა და ბრუნდებოდა სახლში, ბოლო შეკვეთა მაქვსო, დამირეკა. ცოტახანში ისევ დამირეკა და მითხრა – დედა, ჩამოდი ქვემოთ დაჭრილი ვარო. ჩავარდი ქვემოთ და ვხედავ – ერთი ტყვია, მეორე ტყვია, მესამე ტყვია… 4 ბიჭი და 4 გოგო ჩამოსულან, ჯერ უცემიათ და შემდეგ დაახალა ტყვია. ნუცუბიძიდან არავის დაურეკავს სასწრაფოში”, – ამბობს დაჭრილი კურიერის დედა. გლოვოს კურიერი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც დაჭრილის ნათესავი ,,შაბათის ფორმულას” ჟურნალისტი სალომე გოგოხია facebook-ზე წერს, ხეჩინაშვილის კლინიკაში პაციენტის მკურნალობაზე უარი უთხრეს და მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა შესთავაზეს. ,,დაფშვნილია ძვლები ფეხის თითების, ტერფები, საჭიროებს გადაყვანას სხვა კლინიკაში, რადგან ხეჩინაშვილში არ ჰყავთ შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი! გვეუბნებიან სამ ტყვიამოხვედრილი წავიყვანოთ სახლში, თავიდან იცილებენ, და თქენ მიიყვანეთ მერე რომელიმე კლინიკაშიო!!! ხეჩინაშვილის კლინიკა იშორებს თავიდან, ირიდებს პასუხისმგებლობას! არ უზრუნველყოფს მისი რეფერალის წესით გადაყვანას შესაბამის კლინიკაში, რომელიც ჩართილია საყოველთაო პროგრამაში!!, – წერს ჟურნალისტი. publika -
სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, მაია მახარაშვილის ინფორმაციით, გუშინ, თბილისში დაჭრილი „გლოვოს“ კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც მან აღნიშნა, პაციენტს დაზიანებები კიდურებზე აქვს მიყენებული, ამასთან, კლინიკაში რჩება, რადგან შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს. "მდგომარეობა სტაბილურია. დაზიანებული აქვს ფეხები. კლინიკაში რჩება, რადგან შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს“, - აღნიშნავს მაია მახარაშვილი. ინფორმაციისთვის, გუშინ, თბილისში "გლოვოს" კურიერი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კურიერს, შეკვეთის მიტანის შემდეგ მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, პნევმატური იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი მამაკაცი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც მისი ნათესავი სოციალურ ქსელში წერს, ახალგაზრდას ფეხის თითები, ტერფის ძვლები აქვს დამტვრეული და ის სხვა კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს. იპნ
-
რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიას წუხელ „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტითა და Shahed-131/136 ტიპის 13 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა დრონები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიიდან გაუშვეს. უკრაინელებმა, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, კიროვოგრადის, ხარკოვის, სუმისა და პოლტავას ოლქებში 13-ვე დრონი ჩამოაგდეს. იპნ
-
დღეს, 7 ივლისს საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. კენჭისყრა ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო. ეგზიტპოლების შედეგები საარჩევნო უბნების გახსნიდან 12 საათში იქნება ცნობილი. პირველი ტური 30 ივნისს გაიმართა. შედეგების თანახმად ლიდერობს მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია. მეორე ადგილზე გავიდა მემარცხენე პარტიების ალიანსი, ხოლო მესამეზე ემანუელ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტიამ გაიმარჯვა. მარინ ლე პენი და ჯორდან ბარდელა აცხადებენ, რომ 577-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობის, ანუ 289 ადგილის მოპოვება სურთ. თუმცა, როგორც დასავლური მედიები წინასწარი პროგნოზით წერენ, მოსალოდნელია, რომ ლე პენის პარტია 230-280-მდე ადგილს დაიკავებს, მემარცხენე ალიანსი – 125-დან 165-ს, ხოლო მაკრონის კოალიცია 70-100 ადგილს მიიღებს. აბსოლუტური უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში, საფრანგეთის პარლამენტს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდება, ხოლო RN ვერ შეძლებს ისეთი გეგმების განხორციელებას, რომლებიც იმიგრაციას, გადასახადების შემცირებასა და კანონებს ეხება. პარალელურად, საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად, მაკრონის საპრეზიდენტო უფლებამოსილება 2027 წლამდე გაგრძელდება. არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ევროპარლამენტში მიღებული შედეგების შემდეგ ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა. პუბლიკა
-
დაჭრილია გლოვოს კურიერი - დედის თქმით, იარაღიდან მას 3-ჯერ ესროლეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე გლოვოს კურიერი დაჭრეს. კურიერის დედა ,,ფორმულას” ეუბნება, რომ მას ჯერ სცემეს, შემდეგ კი 3-ჯერ ესროლეს. ამბობს, რომ ფიზიკურად 8 ადამიანი გაუსწორდა. ,,მიუტანია შეკვეთა და ბრუნდებოდა სახლში, ბოლო შეკვეთა მაქვსო, დამირეკა. ცოტახანში ისევ დამირეკა და მითხრა – დედა, ჩამოდი ქვემოთ დაჭრილი ვარო. ჩავარდი ქვემოთ და ვხედავ – ერთი ტყვია, მეორე ტყვია, მესამე ტყვია… 4 ბიჭი და 4 გოგო ჩამოსულან, ჯერ უცემიათ და შემდეგ დაახალა ტყვია. ნუცუბიძიდან არავის დაურეკავს სასწრაფოში”, – ამბობს დაჭრილი კურიერის დედა. გლოვოს კურიერი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც დაჭრილის ნათესავი ,,შაბათის ფორმულას” ჟურნალისტი სალომე გოგოხია facebook-ზე წერს, ხეჩინაშვილის კლინიკაში პაციენტის მკურნალობაზე უარი უთხრეს და მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა შესთავაზეს. ,,დაფშვნილია ძვლები ფეხის თითების, ტერფები, საჭიროებს გადაყვანას სხვა კლინიკაში, რადგან ხეჩინაშვილში არ ჰყავთ შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი! გვეუბნებიან სამ ტყვიამოხვედრილი წავიყვანოთ სახლში, თავიდან იცილებენ, და თქენ მიიყვანეთ მერე რომელიმე კლინიკაშიო!!! ხეჩინაშვილის კლინიკა იშორებს თავიდან, ირიდებს პასუხისმგებლობას! არ უზრუნველყოფს მისი რეფერალის წესით გადაყვანას შესაბამის კლინიკაში, რომელიც ჩართილია საყოველთაო პროგრამაში!!, – წერს ჟურნალისტი. ,,პუბლიკა” ცდილობს დამატებითი ინფორმაციის გარკვევას შსს-სთან. დაწყებულია თუ არა გამოძიება და არიან თუ არა თავდამსხმელები დაკავებულები – პასუხის მიღებისთანავე, მასალა განახლდება. პუბლიკა -
ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა, გაუგებარი არ არის - ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი, აშშ-ს თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, ამის ფარგლებში კი, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება. რობინ დანიგანის თქმით, ახლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადახედვის პროცესი მიმდინარეობს. „ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის, ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ და სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა, შესაბამისად, ამ კონტექსტში მოხდა აღნიშნული წვრთნების გაუქმება, რადგან ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა. სწორედ ამიტომ სამწუხაროა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები დაბალანსდება”, - განაცხადა რობინ დანიგანმა. შეგახსენებთ, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ გადახედვის ნაწილად, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სწავლებებს „ღირსეული პარტნიორი“, რომელთა ჩატარებაც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი. „30 მაისს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა დაიწყო. „ღირსეული პარტნიორის” ამ სწავლების გადადების შესახებ გადაწყვეტილება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მხრიდან შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებებით, თითქოს ისინი საქართველოზე ზეწოლას ახდენენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას, რათა უკრაინისგან ზეწოლა მოხსნას, და თითქოს ისინი მმართველი პარტიის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების ორ მცდელობაში მონაწილეობდნენ. შედეგად, შეერთებული შტატების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა საქართველოში ფართო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარებისთვის შესაბამისი დრო არ არის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ipn
-
როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2024 ნელ-ნელა ფინალურ სტადიას უახლოვდება. მეოთხდიფინალების პირველმა ორმა წყვილმა, ესპანეთი-გერმანიამ და პორტუგალია-საფრანგეთმა, უსახური მატჩები გვაჩვენეს, რის გამოც ფანები უკმაყოფილონი არიან. ისინი სოციალურ მედიაში წერენ, რომ ყველა მათგანს საქართველოს ნაკრებმა აჯობა: "საქართველოს გარაშე ეს ტურნირი მოსაყენია. დააბრუნეთ საქართველო!" "მოკვეთეთ ეს გუნდები და დააბრუნეთ საქართველო!" "მორიგი ამაზრზენი მატჩი დიდი გუნდების შესრულებით! დააბრუნეთ ავსტრია და საქართველო" "გამომიგზავნეთ ეს გუნდები სახლში და საქართველო დააბრუნეთ" "პენლატებიც კი მოსაწყენი იყო, დააბრუნეთ საქართველო!" როგორც ჩანს, ჩვენმა გუნდმა უცხოელ ფანებზე მართლაც დიდი გაველნა მოახდინა. primetime.ge
-
„დასანანია" - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ღირსეული პარტნიორის” შეჩერებაზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ”, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ასევე იხილეთ აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო სწავლება „განუსაზღვრელი ვადით" გადადო 05 ივლისი, 2024 აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით: „ღირსეული პარტნიორის” გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც ზეწოლას ვახდენდით საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და რომ მონაწილეობას ვიღებდით, მმართველი პარტიის წინააღმდეგ, გადატრიალების ორ მცდელობაში. როგორც ასეთი, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად”, – ვკითხულობთ განცხადებაში. პუბლიკა -
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის(საია) განცხადებით, არ დაემორჩილებიან რუსულ კანონს და არ დარეგისტრირდებიან ე.წ ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში”. გადაწყვეტილება, როგორც განცხადებაში წერია, ორგანიზაციის საერთო კრებაზე ერთხმად მიიღეს. ,,იძულებითი წესით რეგისტრაციის შემთხვევაში, ჩვენი ორგანიზაცია სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს. ბრძოლის პარალელურად, საია აცნობიერებს, რომ ორგანიზაციას შესაძლოა დაეკისროს ჯარიმები, რომლის გადახდაც ჩვენი ინტერესებისთვის გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. კანონის რეპრესიული მოქმედების პირობებში, ჩვენი საქმიანობის გაგრძელების გრძელვადიან სტრატეგიას საიას გამგეობა დაამტკიცებს 2024 წლის ნოემბერ/დეკემბერში, წევრთა მორიგი საერთო კრების მოწვევამდე, რომელსაც წარუდგენს საერთო კრებას”. – წერია ორგანიზაციის განცხადებაში. ასევე, ნათქვამია, რომ რუსული კანონით, უცხოური ძალის ინტერესების გატარებად ცხადდება ის საქმიანობა, რასაც საია დაარსების დღიდან საქართველოში ადამიანის უფლებების დასაცავად და სამართლის უზენაესობის პრინციპების დასამკვიდრებლად აკეთებდა და აკეთებს. ,,რეგისტრაცია რეესტრში, რომელიც საქართველოს და ქართული საზოგადოების სასიკეთოდ განხორციელებულ საქმიანობას უცხოური ძალის ინტერესების გატარებად აცხადებს და იწვევს ორგანიზაციის სტიგმატიზებას, შეუთავსებელია საიას მისიასთან, მიზნებთან, პრინციპებთან და წარმოადგენს ორგანიზაციის დამაზიანებელ ქმედებას”. – ვკითზულობთ განცხადებაში. პუბლიკა
-
ბევრს გველაპარაკებიან გამჭვირვალობაზე... გამჭვირვალეობის პირველი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ ვინ არიან ეს ადამიანები მართლმსაჯულების სისტემაში, ვენდოთ მათ და როგორ უნდა ენდო, თუ მათ შესახებ ყველაფერი არ არის გამჭვირვალე?! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის შერჩევის საკითხზე განაცხადა. „ამ თვეში მე მევალება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრი წარვადგინო, ამისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც სწორედ მოდელირებულად, ერთგვარად იმ პროცესს ჩაატარებს, რომელიც ქარტიაშია გაწერილი და რომელსაც უცხო ენაზე „ვეტინგი“ ჰქვია და ჩვენთან გადასინჯვა, თუ შემოწმება, ჩვენი მართლმსაჯულების სისტემისთვის იმ მოსამართლეების, ვინც ახლად შედის ამ სისტემაში და ვინც უკვე არის, რადგანაც ეს არის მოთხოვნა. ბევრს გველაპარაკებიან გამჭვირვალობაზე... გამჭვირვალეობის პირველი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ ვინ არიან ეს ადამიანები მართლმსაჯულების სისტემაში, ვენდოთ მათ და როგორ უნდა ენდო, თუ მათ შესახებ ყველაფერი არ არის გამჭვირვალე. ამიტომ მე ვუერთდები გამჭვირვალობის თემას, ოღონდ იმ მიმართულებით და იქ, სადაც ნამდვილად გვჭირდება სრული გამჭვირვალობა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ცნობილია ის ხუთი კანდიდატი, რომლებმაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადი შეიტანეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსის მონაწილეები არიან: გიორგი ბურჯანაძე, დიმიტრი გაბუნია, მანუჩარ კაკოჩაშვილი, კახა წიქარიშვილი და თამარ ალფაიძე. მათივე ცნობით, გუშინ შესარჩევი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც ამ ეტაპზე კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას ამოწმებს. იპნ
-
აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო სწავლება „განუსაზღვრელი ვადით" გადადო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-მა საქართველოსთან „ღირსეული პარტნიორის” სამხედრო სწავლება „განუსაზღვრელი ვადით” გადადო. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. -
სამართლიანობა უმნიშვნელოვანესია - ქართველები ქუჩაში სამართლიანობისა და ქვეყნისათვის გამოდიან და არა სოციალური მიზნის მისაღწევად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა USAID-ის ,,სამართლის უზენაესობის პროგრამის“ მიერ მხარდაჭერილ ექვსთვიანი სასწავლო პროექტის დასრულების აღსანიშნავ დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც ორგანიზაცია „მართლმსაჯულების სახლმა“ განახორციელა. პრეზიდენტმა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს მიმართა, რომლებმაც პროექტის ფარგლებში „მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისთვის მოქმედი და მომავალი იურისტების, პროფესიონალების პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლების“ სასწავლო კურსი გაიარეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის მონაწილეებმა გამართეს იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დაცვას ეხებოდა. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, ,,ქართული ქარტიის“ დანიშნულებაზე და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარსადგენი კანდიდატურის შერჩევის უმნიშვნელოვანეს პროცესზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისი გადაწყვეტილებით შექმნილი კომისიის ფარგლებში, მიმდინარეობს. „მინდა ყველას მოგილოცოთ ამ პროგრამის დასრულება. ეს საქმე თქვენთვის უკვე ყოველდღიური საქმე გახდება და დარწმუნებული ვარ ეს გამოცდილება მთელი თქვენი ცხოვრების გზაზე გამოგყვებათ. მე დიდი ხანია მხარს ვუჭერ ,,მართლმსაჯულების სახლს“, არაერთხელ ვყოფილვარ ზუგდიდსა და თბილისში, დღეს კი აქ ვარ, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. ქართველისა და საქართველოსთვის სამართლიანობა ყოველთვის იყო ის უმთავრესი, რაც გვამოძრავებდა, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს კულტურას, ჩვენს იდენტობას, ჩვენი, როგორც ერისა და როგორც სახელმწიფოს არსებობას. ეს არის ქართველის პიროვნული მახასიათებელი; თუმცა, ამავდროულად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სამართალი და მართლმსაჯულება, რათა მოქალაქეებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი სისტემა მიაწოდოს ხალხს. ეს ასე არ არის ყველა ქვეყანაში, ყველა ხალხს თავისი მახასიათებლები აქვს, მაგრამ აქ ასეა, ქართველები არ გამოდიან ქუჩაში რაღაც სოციალური მიზნის მისაღწევად, შესაძლოა, ჯგუფურად ვინმე გამოვიდეს, ეს გასაგები და საჭიროა, მაგრამ მასობრივად, ქართველი სწორედ სამართლიანობისა და ქვეყნისათვის გამოდის. ანუ სამართლიანობაა, როცა შენ შენს ქვეყანას დიდი ქვეყნისგან იცავ; სამართლიანობაა, როცა შენ გინდა ყველა ადამიანს ჰქონდეს ქვეყანაში განვითარების საშუალება; სწორედ, ამას ემსახურებით თქვენ, ამას ემსახურება ,,მართლმსაჯულების სახლი“. ამას ემსახურება ჩვენი პარტნიორი ევროკავშირი, როცა თავის რეკომენდაციებში გვთხოვს, რომ გავმართოთ ეს სისტემა, მოვხსნათ ამ სისტემიდან ის, ვინც ხელს უშლის მის გამართულად მუშაობას. ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ითხოვს, რომ მოვხსნათ ამ სისტემიდან ის კლანური წნეხი, რომელიც მას გასაქანს არ აძლევს და ამიტომ ვერ ამუშავდა ჩვენთან მართლმსაჯულების სისტემა. ამას ემსახურება ასევე, ის ,,ქართული ქარტია“, რომელიც ახლა შევქმენით, რომელსაც (და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ), ყველა იმ პარტიამ მოაწერა ხელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროევროპული პარტიებიდან, ვინც არ უნდა აირჩიოს და შეარჩიოს ქართველმა საზოგადოებამ ისინი ვალდებული არიან შეასრულონ ამ ქარტიის მთავარი ნაწილი, მთავარი ნაწილი კი, სწორედ, ძალიან დაჩქარებულ ვადებში მართლმსაჯულების სისტემის გამოსწორებაა. ის აუცილებლად გამოსწორდება, ამის გარეშე ჩვენ შიშველნი ვართ, თუ შენ შენს ქვეყანაში მართლმსაჯულება არ გიცავს, მაშინ შენ არაფერი გაგაჩნია, არც პირადი ცხოვრება, არც პირადი ცხოვრების დაცვა, არც ეკონომიკა, არც შენი ინვესტიციების დაცვა, არც არანაირი წამოწყების დაცვა. შენ შიშველი და დაუცველი ხარ და ასეთი ქვეყანა არ არის სახელმწიფო, ეს არის რაღაც ქვეყანა, რომელიც არსებობს, მაგრამ არ ცოცხლობს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან სერიოზული და ძალიან გადამწყვეტი მომენტია. თქვენ, ახალგაზრდებს ძალიან დიდი როლი გექნებათ იმაში, რომ ეს ,,ქართული ქარტია“ გაიტანოთ და აუხსნათ თქვენს ირგვლივ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ესმით და ჰგონიათ, რომ ეს რაღაც ძალიან იურიდიული საკითხია. არა, ეს ყოველდღიურობის საკითხია. სწორედ ქარტიაში წერია, წინასწარ ამნისტია გამოცხადებულია და ხელმოწერილია ყველა ამ პარტიის მიერ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტში, ყველას შეეხება ეს ამნისტია, რადგან ეს მათ მიმართ ჩადენილი უსამართლობაა. ეს ადამიანები გამოხატავდნენ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ თავისუფალ შეხედულებას, თავიანთ თავისუფალ პროტესტს. ამ თვეში მე მევალება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრი წარვადგინო, ამისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც სწორედ მოდელირებულად, ერთგვარად იმ პროცესს ჩაატარებს, რომელიც ქარტიაშია გაწერილი და რომელსაც უცხო ენაზე "ვეტინგი" ჰქვია და ჩვენთან გადასინჯვა, თუ შემოწმება, ჩვენი მართლმსაჯულების სისტემისთვის იმ მოსამართლეების, ვინც ახლად შედის ამ სისტემაში და ვინც უკვე არის, რადგანაც ეს არის მოთხოვნა. ბევრს გველაპარაკებიან გამჭვირვალობაზე... გამჭვირვალეობის პირველი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ ვინ არიან ეს ადამიანები მართლმსაჯულების სისტემაში, ვენდოთ მათ და როგორ უნდა ენდო, თუ მათ შესახებ ყველაფერი არ არის გამჭვირვალე. ამიტომ მე ვუერთდები გამჭვირვალობის თემას, ოღონდ იმ მიმართულებით და იქ, სადაც ნამდვილად გვჭირდება სრული გამჭვირვალობა. ამ ყველაფერში თქვენ ხართ ის ჯარისკაცები, რომლებიც ამ ქვეყანას ახალ ეტაპზე გადაიყვანენ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ ჩვენ აქ არ გავჩერდებით, ჩვენ უკან არ წავალთ, ჩვენ წინ მივდივართ, თქვენ ხართ წინა ფლანგზე, წინა ფრონტზე და მოგილოცავთ ყველას წინასწარ“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ,,სამართლის მულტიფუნქციური განათლების და ექსპერტიზის ცენტრ მართლმსაჯულების სახლის’’ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთობლივი პროექტი მესამე წელია ხორციელდება და მოიცავს როგორც პრაქტიკულ მასტერკლასებს, ტრენინგებს, ასევე საჯარო ლექციებს, დისკუსიებს სამართლის სხვადასხვა თემაზე და კომპლექსურ სწავლებას. პროექტი მომავალი პროფესიონალების მომზადებით მართლმსაჯულების სისტემის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. იპნ
-
პარტიები, რომლებსაც თავად უდგათ ბარიერის პრობლემა, სხვისკენ იშვერენ ხელს. ჩვენ დასამტკიცებელი მათთან არაფერი გვაქვს, საერთაშორისო კვლევით, რომელიც ბევრად სანდოა ვიდრე აფილირებული კვლევები, გვაქვს მყარი და მზარდი რეიტინგი. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/817828846725663
-
ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერც ერთი სანქცია ვერ გააკეთებს, ყველაზე დიდი სანქცია “ოცნებისთვის” არის ქართველი ხალხის განწყობა, რომელიც კობახიძის სცენაზე გამოსვლისას ნათლად გამოჩნდა. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/815289454045252
-
თავისივე ორგანიზებულ ზეიმზე რომ ხალხი კობახიძეს აგდებს სცენიდან, ამაზე დიდი სოციალური კვლევის ინდიკატორი არ არსებობს. რაც არ უნდა დაუპირისპიროს “ოცნებამ” საქართველოს მოქალაქეებს, “ოცნება” უკვე წაგებულია. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/764372605772786
-
ინვესტორებმა დაინახეს, რომ პოლიტიკური სტაბილურობა და სამართლიანი გარემო ჩვენს ქვეყანაში აღარ არის, დღევანდელ ხელისუფლებას ხალხის ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია, ამიტომ, ინვესტიციებისგან თავს იკავებენ. ეს ინვესტიციები შექმნიდა ახალ სამუშაო ადგილებს, დამატებითი მამოძრავებელი ძალა იქნებოდა ჩვენი ეკონომიკისთის. დაყოვნებული და გაუქმებული ინვესტიციები კი სრულად “ოცნების” პასუხისმგებლობაა. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1225491458932830
-
საერთაშორისო პარტნიორები არ ენდობიან იმ კვლევებს, რომლებსაც კარდაკარ დაატარბს ოპოზიციის ნაწილი. არსებობს საერთაშორისო კვლევა, ძალიან ავტორიტეტული, ეს იციან ოპოზიციურმა პარტიებმაც და აი იმ კვლევაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1155647969099933/
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის მონაწილეები არიან: გიორგი ბურჯანაძე, დიმიტრი გაბუნია, მანუჩარ კაკოჩაშვილი, კახა წიქარიშვილი და თამარ ალფაიძე. დღეს შესარჩევი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც ამ ეტაპზე კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას ამოწმებს. ადმინისტრაციამ გაავრცელა კომისიის წევრის, თამარ ლალიაშვილის კომენტარიც: „კონკურსანტების შეფასების მთავარი კრიტერიუმები უკვე გაწერილია, ეს კრიტერიუმები ემთხვევა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მოსამართლეთა თანამდებობებზე გამწესების კრიტერიუმებს. ეს არის კეთილსინდისიერების კრიტერიუმი, რომელიც ასევე მოხვდა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში მოსამართლესთან მიმართებით და კომისიაც სწორედ ამ კრიტერიუმით ვხელმძღვანელობთ. მეორე კრიტერიუმი ეს არის კონკურსანტის პროფესიონალიზმი, ანუ კვალიფიკაცია. ეს ორივე კრიტერიუმი ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ ამ პროცესში შეფასებისას გამოყენებულ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. ასევე მნიშვნელოვანია მედეგობა, ზეწოლებზე გამძლეობა, დამოუკიდებლობა“. „კარგია, რომ ამ პროცესს დააკვირდებიან ეუთო/ოდირის წარმომადგენლები, რაც კიდევ უფრო მეტ სანდოობას შესძენს პროცესს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ, საბჭოში თუნდაც პრეზიდენტის მიერ დანიშნული ერთი წევრი იქნება ისეთი პირი, რომელიც გამოირჩევა როგორც პროფესიული უნარებით, ისე კეთილსინდისიერების მაღალი პრინციპებით და რომელიც, საბჭოში ამ კრიტიკულ ხმას გააჟღერებს და დასვამს იმ კითხვებს, რაც დასასმელია“, – განაცხადა გურამ იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას“, – განაცხადა კომისიის წევრმა გურამ იმნაძემ. ადმინისტრაციის ცნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურების შერჩევის პროცესს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები გაუწევენ მონიტორინგს. შესარჩევი კომისიის წევრები არიან: გურამ იმნაძე – სოციალური სამართლიანობის ცენტრი ქეთევან ერემაძე – ილიაუნის პროფესორი ბესიკ ლოლაძე – სეუ-ს პროფესორი ნონა ქურდოვანიძე – საიას თავმჯდომარე თამარ ლალიაშვილი – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი დავითური – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ზურაბ ვარდიაშვილი – „პუბლიკის“ დირექტორი პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება; „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის მთავარი ნაბიჯები ასახულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ „ქართულ ქარტიაში. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის და მათ შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეფასება-შემოწმება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კომისიის მიერ. პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, მათგან, ვინც აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულის მიუხედავად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია, რომელიც პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა შესახებ. პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს დანიშნავს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისისა“, – ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში. პუბლიკა