Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. რუსეთის დაზვერვის განცხადება ოქტომბრის არჩევნებში ჩარევის და არჩევნების გაყალბებაში "ოცნების" დახმარების პირდაპირი მცდელობაა, რასაც აუცილებლად ექნება გაგრძელება, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე თქმით, განცხადების თანხვედრა „ოცნების“ ბოლოდროინდელ განცხადებებთან, ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მოსკოვთან აქვს კოორდინირებული. "გაყალბების და ამომრჩეველზე ზეგავლენის მთავარ ინსტრუმენტს რუსული სტილის პროპაგანდა წარმოადგენს, რომლის თანახმად, დასავლეთი არჩევნებში ჩარევას და რევოლუციას გეგმავს. აღნიშნულ სიყალბეს, რომელიც სინამდვილეში არჩევნებში რუსეთის ჩარევის გადასაფარად არის გამოგონილი, აქტიურად ავრცელებენ სამთავრობო პროპაგანდისტული არხები, ე.წ. ექსპერტები, ტროლ-ბოტები და „ოცნების“ უმაღლესი თანამდებობის პირები - ისინი დასავლეთს რევოლუციის მცდელობაში და ქვეყნის სუვერენიტეტის მტრობაში ადანაშაულებენ, ხოლო რუსეთს სუვერენიტეტის გარანტად მოიხსენიებენ და ეს მაშინ, როცა დასავლეთი უკვე 30 წელია ჩვენს სუვერენიტეტს იცავს რუსეთისგან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. არჩევნებში რუსეთის ჩარევის კონტექსტში არ უნდა დაგვავიწყდეს, რუსეთის აგენტობისთვის სანქცირებული და ამჟამად რუსეთში მყოფი, კრემლთან დაახლოებული, ყოფილი გენერალური პროკურორის გავლენები რიგ ძალოვან უწყებებზე, რომლებსაც კრიტიკული როლი აქვთ არჩევნების გაყალბებაში. ამ მხრივ საყურადღებოა სუსი-ს როლი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა რუსეთის აგენტის ქვეყნიდან გასაყვანად. ამ პირობებში, მიგვაჩნია, რომ ახლა ყველა აქტორის ყურადღება არჩევნების დაცვაზე უნდა იყოს გადატანილი - ოქტომბრის არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები - ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ხელისუფლება რუსეთის დახმარებით ჩაატარებს. ამ არჩევნებზე გადაწყდება არამხოლოდ ევროპული მომავლის დაცვის, არამედ სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხი.", - აცხადებენ პარტიაში.
  2. ხუთი ქვეყნის - აშშ-ის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და რუმინეთის - ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით საშუალებებს მიაწვდიან. „დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ უკრაინას ერთობლივად მივაწვდით სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს, მათ შორის, აშშ-ის, გერმანიისა და რუმინეთის მიერ შემოწირულ Patriot-ის დამატებით ბატარეებს; Patriot-ის კომპონენტებს, რომელიც შემოწირულია ნიდერლანდების და სხვა პარტნიორების მიერ, რათა უზრუნველყონ Patriot-ის დამატებითი ბატარეის ფუნქციონირება და იტალიის მიერ შემოწირულ დამატებითი SAMP-T სისტემას. ეს ხუთი სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემა ხელს შეუწყობს უკრაინის ქალაქების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჯარისკაცების დაცვას და ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ უკრაინის მთავრობასთან, რათა ეს სისტემები სწრაფად იქნას გამოყენებული“, - აღნიშნულია აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ დიკ შუფის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი განცხადებაში. გარდა ამისა, შეერთებული შტატები და პარტნიორები აპირებენ, უახლოეს თვეებში უკრაინას მიაწოდონ ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის ათობით სისტემა, მათ შორის NASAMS-ის, HAWK-ის, IRIS-ის T-SLM-ის, IRIS-ის T-SLS-ისა და Gepard-ის სისტემები. „ალიანსის რამდენიმე წევრი, მათ შორის კანადა, ნორვეგია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო, გააგრძელებენ განუყოფელო როლის შესრულებას ამ სისტემების უზრუნველყოფაში და უკრაინის მრავალი სხვა მხარდამჭერი უზრუნველყოფს ჩამჭრელებს“, - ნათქვამია განცხადებაში. „ვაძლიერებთ რა უკრაინის საჰაერო თავდაცვას, მადლობელი ვართ 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციის, რომელიც აგრძელებს უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების აღმოჩენას, ისევე როგორც „საჰაერო თავდაცვის ინიციატივაზე დაუყოვნებელი მოქმედების“ - რომლის ფარგლებშიც პარტნიორებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად 1 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის პირობა დადეს, ასევე ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობების კოალიციის, რომელსაც ხელმძღვანელობენ გერმანია და საფრანგეთი. ჩვენ ასევე მივესალმებით ნატოს მუშაობას უკრაინის ძალისხმევის მხარდასაჭერად ნატო-სთან თავსებადი ინტეგრირებული საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის არქიტექტურის შემუშავებაში. ჩვენი გზავნილი მოსკოვისა და მსოფლიოსადმი ნათელია: ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ძლიერი და ურყევია“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში. ipn
  3. საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის კურსის გამო ქვეყნის EU-შო გაწევრების პროცესი შეჩერდა. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ამასთან, ელჩის თქმით, გერმანიამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან ახალი ფინანსური ვალდებულებები ამ ეტაპზე არ აიღოს.
  4. ორბელიანების სასახლეში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლების მიღება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ სფეროში უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. ,,მოხარული ვარ, რომ აქ, ამ ფორმატში შეხვედრის შესაძლებლობა გვაქვს. თქვენი დარგი, თქვენი წამოწყება, სტარტაპები და ინოვაციების, ტექნოლოგიების მთელი ეს სფერო არის არამხოლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის დღეს, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ხვალინდელი დღისთვის იმიტომ, რომ ეს ის მზარდი სფეროა, რომელსაც აქვს იმის უნარი, რომ ქვეყანაშიც შემოიტანოს ინვესტიციები, ჩვენი თავიც გავიტანოთ და გავაცნოთ მსოფლიოს და მსოფლიო ბაზარს და ამით შევუწყოთ ხელი ყველანაირ განვითარებას. ტექნოლოგიები და ინოვაციები, ამით ვითარდება რეალურად ქვეყნის ეკონომიკა და ამის გარეშე არ ვითარდება. ამიტომ, ეკონომიკის ხაზზე თქვენ ხართ ჩვენი ფრონტი, ასე რომ ვთქვათ, და არა მხოლოდ ეკონომიკის, აქ შედის ყველაფერი: ცოდნა, ცოდნის განვითარება, განათლება და საერთოდ ქვეყნისა და მისი ეკონომიკის დინამიზმი. თუ არაა დინამიკური, მაშინ რაღაც მდორედ მიდის და ეს არ არის ის ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვინდა. ასევე, თქვენ წარმოადგენთ იმ სექტორს, რომელიც ძალიანაა დაკავშირებული ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ვიცი, რამდენად ხართ მასზე გადაჯაჭვული და დამოკიდებული, თქვენი განვითარებაც მასზეა დამოკიდებული და ამიტომ, დღევანდელ მოცემულობაში, რომელიც ძალიან რთულია, მაგრამ არა უიმედო, ამ რთულ ვითარებაში ჩვენ სწორედ თქვენთან ერთად უნდა დავიცვათ ეს ურთიერთობები და დავიცვათ ამ ურთიერთობების მომავალი განვითარება, ანუ ჩვენი ევროპული და დასავლური გზა. კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ოქტომბერში მიწვეული ვარ საფრანგეთში, ფრანკოფონიის სამიტზე რომლის ფარგლებშიც სწორედ ინოვაციების და ტექნოლოგიების ძალიან დიდი შეხვედრა იმართება. მე მიწვეული ვარ, როგორც პრეზიდენტი და მთხოვეს, რომ თუ იქნება თქვენთან ერთად საშუალება, დელეგაცია იყოს სწორედ სტარტაპების და ამ სფეროს წარმომადგენლების, რომლებიც სამიტის ფარგლებში შეიკრიბებიან და საშუალება ექნებათ, ერთმანეთთან ჰქონდეთ გაცნობით შეხვედრები. ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს მომავალი თვეები“, - განაცხადა პრეზიდენტმა. იპნ
  5. ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, მაგრამ მათაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. „რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და ამაზე უფრო კომპეტენტურად კომენტარის გაკეთება მათ შეუძლიათ. თუმცა ვიცი, რომ მათ ნათლად თქვეს, ისევე როგორც ჩვენ ნათლად ვთქვით, როდესაც საქმე საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ეხება, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა“, - განაცხადა მილერმა. საქართველოსთან აშშ-ის ურთიერთობების შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე მილერმა უპასუხა, რომ ვაშინგტონში თბილისთან ურთიერთობების „გადახედვა გრძელდება“. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით დემოკრატიული უთანხმოების წინააღმდეგ ნებისმიერ დევნას, სწორედ ამას ვამბობთ ამდენი ხანი. ეს არგუმენტი მოვიყვანეთ ამ კანონის მიღების დროს, რომ ის გამოყენებული იქნებოდა ლეგიტიმური დემოკრატიული უთანხმოების წინააღმდეგ დევნისთვის. ეს საქართველოს მთავრობის ქცევის სამწუხარო შაბლონია, და ამის შეცვლისკენ მოვუწოდებთ”, - განაცხადა მილერმა. იპნ
  6. პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ უმეტესწილად ელექტორატს ართმევენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვას არავის, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ახალი, ჯადოსნური მესამე ცენტრი იქმნება“, ეს სიმართლე არ არის. „რატომ ვერ შედგა დიდი გაერთიანება? უპრიანი იქნება, რომ ამაზე თვითონ განაცხადონ. გულწრფელად განაცხადონ საქართველოს მოსახლეობის წინაშე, რაზე ვერ შეთანხმდნენ. მგონია, რომ ისინი ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, რომ იცოდნენ, რა იყო მიზეზი აზრთა სხვადასხვაობის, რატომ ვერ გაერთიანდა ორი ჯგუფი, რომელიც ძალიან დიდი იმედებს ამყარებდა გაერთიანებაზე. „ქართული ოცნების“ ყოველდღიური ოპერირების სქემას მაგონებს, დღეს რომ ერთს იძახიან, ხვალ მეორეს, ზეგ მესამეს. შემდეგ აბსოლუტურად უცხოური არგუმენტებით გამოდიან და საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან ხოლმე. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ გულწრფელობას ქართულ პოლიტიკაში და ეს ეხება ყველას, ოპოზიციიდან დაწყებული მთავრობით დამთავრებული. მე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რომ ეს გაერთიანება რაღაც განსაკუთრებულ, მესამე პოლიტიკურ ცენტრს ჩამოაყალიბებდა იმიტომ, რომ ძირითადი მოთამაშეები, რომლებიც გაერთიანებას ქმნიან დნმ-ის დონეზე მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული ადამიანები არიან, როგორც კარიერულად, ისე ფილოსოფიით, პოლიტიკური იდეოლოგიით და ა.შ. კითხვა რომ დაუსვათ თითოეულ მათგანს, რომ ჩამოთვალონ 5 ძირითადი, სტრატეგიული, ტექტონიკური, ფუნდამენტური შეცდომა „ნაციონალური მოძრაობის", წინა ხელისუფლებიდან დაწყებული, დღემდე. ჩემი აზრით მკაფიო, გულწრფელ პასუხს ვერ გეტყვიან. განა იმიტომ, რომ არ იციან, ეს რომ განაცხადონ, მათი ელექტორალური ბაზა მთლიანად ჩამოიშლება. მათი ელექტორალური ბაზა დგას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებზე. ეს ადამიანები როდესაც იძახიან, რომ ახალი, ჯადოსნური მესამე ცენტრი იქმნება, ეს აპრიორი სიმართლე არ არის იმიტომ, რომ ათ ადამიანს რომ კითხვა დაუსვა, ეს გაერთიანება ახალ მესამე სტრატეგიულ ცენტრს ქმნის თუ არა, გეტყვის არა, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი განშტოება, რომელიც რაღაცაზე ვერ შეთანხმდა და ჩამოაყალიბეს ცალკე მიმართულება“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ. იპნ
  7. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.გ. გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქედის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან, ძალადობის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჯ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს. დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. პუბლიკა
  8. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „2014 წელს ევროკავშირი ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის მონაწილეობის მსურველებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 150 ჯარისკაცის გაგზავნით, ევროკავშირის ეს მისია ჩაშლას გადაარჩინა”. ამით პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც EU-მ საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა.
  9. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, 8 ივლისს კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დანგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. „კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შემზარავია. დაუშვებელია მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების წინააღმდეგ მიმართული აგრესია და თავდასხმები. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს", - წერს ილია დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე. შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევზე, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რასაც 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 200-ს აჭარბებს. დაზიანებულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას შორის კიევის ბავშვთა საავადმყოფოც არის, სადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა. იპნ
  10. ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „85 წლის ასაკში ქართული თეატრისა და კინოს გამორჩენილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა. მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და თეატრალურ საზოგადოებას“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ქეთევან კიკნაძე დაიბადა 1939 წელს, ქალაქ ბორჯომში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1959 წელს. სწორედ ამავე წლიდან 1967 წლამდე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია, 1967 წლიდან 1977 წლამდე რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა, 1977 წლიდან კი კვლავ მარჯანიშვილის თეატრში ბრუნდება. ქეთევან კიკნაძე გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“, 1966 წელი), თინა („ტარიელ გოლუა“, 1968 წელი), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“, 1978 წელი), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“, 1990 წელი), მარგო („პრემიერა“, 1991), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“, 1983), გულჩინა („ყავა და ლუდი“) და სხვა. მონაწილეობდა 100-მეტ სპექტაკლში: ხატია („მე ვხედავ მზეს“), მაკა („ბუდე მეცხრე სართულზე“), ოგიუსტინა („რვა მოსიყვარულე ქალი“), ბეტი („ჩარლის დეიდა“) და სხვ. არის თეატრისა და კინოს ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი. ქეთევან კიკნაძე 1999 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ipn
  11. "ხარაგაულში შემხვდნენ ახალგაზრდები, რომლებიც მუშაობენ ბანკის ფილიალში. მუშაობენ სრულ კვირას და ხელფასი აქვთ 400 - 350 ლარი, წარმოუდგენელი რამეა ეს. ჩვენ პროგრამაშიც გვიდევს სტუდენტებისთვის გარანტირებული სახელმწიფო პროგრამა პირველი სამსახურის მიღების, რომელიც ასევე იქნება მინიმალური ხელფასის ოდენობით 950 ლარით გარანტირებული ხელისუფლების მხრიდან. ევროკავშირში უნივერსიტეტებიდან და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან გამოსული სტუდენტების 90 % პირველივე წელს იწყებს სამსახურს. ჩვენთან კატასტროფული ციფრია. რომ დააკვირდეთ შრომის ბაზარს, გამოცდილების გარეშე უბრალოდ სამსახურს ვერ იპოვი. სახელმწიფო უნდა მიეხმაროს სტუდენტებს, რომლებმაც დღეს დაამთავრეს სწავლა, რომ ხვალ მინიმალური ხელფასის ოდენობით იშოვოს სამსახური, რა თქმა უნდა, დამსაქმებელი მას რაღაცას დაუმატებს და ნორმალური ანაზღაურება ექნება. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორმე ახალგაზრდები არ გაიქცნენ უცხოეთში. ხომ არ გგონიათ ეს ახალგაზრდები თავიანთ პროფესიაში რჩებიან, მიდიან შავ მუშებად, ფიზიკურად შრომობენ, ყველანაირი დაცვის გარეშე, ეს არის საშინელება. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ბავშვები შევინარჩუნოთ ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ გვაქვს პროგრამაში ჩადებული ძალიან მნიშვნელოვანი პირველი დასაქმების კომპონენტი, რომელიც სახელმწიფომ მინიმალური ხელფასის ოდენობით უნდა უზრუნველყოს - ეს დაახლოებით 20 00 სტუდენტს დაასაქმებს. ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც, ჩვენს ქვეყანაში თუ დავამაგრეთ, ამ ქვეყნის მომავალი უნდა შექმნან. ეს ყველაფერი როგორ მიგვაქვს მათთან? აი ასე, მივდივართ და ველაპარაკებით." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  12. "რეგიონალურ მედიაზე რომ ვილაპარაკოთ, ერთ ტელევიზიაში ვიყავი და გამომცემლობა “ჩემი ხარაგაული”, იქაც მქონდა სიამოვნება ჟურნალისტებთან მესაუბრა. ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირთ, ბევრად უფრო ჯანსაღი გარემოაა ვიდრე თბილისში. ჩემი ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ აქამდე ასე აქტიური კომუნიკაცია არ მქონდა რეგიონალურ მედიასთან, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან უჭირთ, ტექნიკასაც ეტყობა, სტუდიასაც ეტყობა, მაგრამ არ ეტყობა ხალხს. ძალიან მაღალი კვალიფიკაციის, თავისი საქმის ერთგული ხალხი ვნახე. რეგიონებში სამწუხაროდ მთელი პრობლემა არის იმაში, რომ ხალხს არ აქვს შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ, იმიტომ, რომ ისინი არიან უბრალოდ მსხვერპლი - ერთის მხრივ სახელისუფლებო დეზინფორმაციის, მეორეს მხრივ იმ ტელევიზიების, რომლის უკანაც კონკრეტული პირები დგანან. ყველაზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ახლა ტენდენციაა და ჩვენი მედია ბაზრის დაახლოებით 90% ასეთ დღეშია. ყველაზე დიდი, რასაც ეხლა ჩვენ რეგიონებში ვხედავთ, განსაკუთრებით იმერეთის ბევრ რეგიონში, არის დეპრესიული მუნიციპალიტეტები, როგორიც არის ხარაგაული, სამტრედია და მათ შორის ქუთაისიც... მთავარი პრობლემა მაინც არის ელემენტარული საბაზისო სოციალური პირობები და სოციალური დაცვის მექანიზმები. მინდა გითხრათ, რომ როდესაც მთავრობაში ვიყავით, ამ სოციალური დაცვის საბაზისო ინფრასტრუქტურას ვქმნიდით. ეს იყო, მაგალითად საკანონმდებლოდ დამაგრებული პენსიის ინდექსაცია და ზრდა, ეს იყო მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროში შრომის სააგენტოს შექმნა, რომლის მთავარი ფუნქციაც იყო სამუშაო ადგილების მოძიება - ეს იყო არაფორმალურ დასაქმებულთა ბაზების შექმნა, ეს იყო სოციალური კოდექსის შექმნა. საბოლოო ჯამში, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ შრომის ბაზარი და შრომის ბაზრის სააგენტო, რომელიც მაშინ შეიქმნა და ჩვენი სოციალურად დაუცველები და ის ადამიანები, რომლებიც სამსახურს კარგავდნენ ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა იმიტომ, რომ საქართველოში სოციალურ შემწეობას იღებს 667000 ადამიანი. ეს დაახლოებით 180000 ათასი ოჯახია. ამასთან ერთად იყო, საპენსიო რეფორმა და საპენსიო ფონდი. დღეს ყველაფერი შეჩერებულის, ჯანდაცვის სამინისტროში არაფერი აღარ ფუნქციონირებს, ის რასაც კომპლექსურად და სისტემურად უნდა მივდგომოდით და ყოველწლიურად შედეგი გაგვეუმჯობესებინა. ფაქტობრივად ახლა ყველაფერი ჩამოშლილია. ის ადამიანები, რომლებიც სათავეში იდგნენ, გაქცეული არიან ქვეყნიდან, საზღვარგარეთ მუშაობენ მინისტრის მოადგილეების დონეზე სხვათაშორის. საპენსიო ფონდს აგერ მთავრობა საშინელებას უკეთებს, მიიტაცა ჩვეულებრივად, კორუფციის ბუდედ ქმნის. ამიტომ ჩვენ ახლა ამ ადამიანებს უბრალოდ პირდაპირ ველაპარაკებით და ვეუბნებით, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ვერ იცავს ელემენტარულ საბაზისო, სოციალურ პირობებს ამ ადამიანებისთვის." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  13. „ქართული ოცნების” წევრი, ბექა დავთულიანის თქმით, „არა უშავს”, თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია. ის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკისვე განცხადებით, შეჩერდება ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვის სექტორის 30-მილიონევროიანი დახმარება. მიზეზი რუსული კანონი და მმართველი პარტიის არადემოკრატიული ნაბიჯებია. ბექა დავითულიანის შეფასებით, ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებით ზიანდება როგორც საქართველო, ისე – ევროკავშირი. ამასთან, ხელისუფლება რუსული კანონის შეცვლას არ აპირებს. პუბლიკა
  14. ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი მაიკლ კარპენტერის განცხადებას ავრცელებს. კარპენტერის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, კარპენტერმა განაცხადა, რომ „საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვით პროცესშია“ „გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს, ეს არ შეესაბამება ღირებულებებს, რომლებიც ნატო-ს ალიანსს საფუძვლად უდევს და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ თავსებადია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან, მათ შორის ევროკავშირთან. ცხადია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით. ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში საქართველოს მხარდასაჭერად“ – ამბობს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა. პუბლიკა
  15. ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ მიმდინარეობს. „27 ივნისს, ევროკავშირის ლიდერებმა, პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს და მათ მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შეათანხმეს ევროკავშირის სტრატეგიული დღის წესრიგი შემდგომი პერიოდისთვის, მიაღწიეს შეთანხმებას ევროკავშირის მომავალ ლიდერებთან დაკავშირებით, დაადასტურეს უკრაინის დაცვის მიმართ ჩვენი მტკიცე ვალდებულება და სამწუხაროდ და ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, ისინი ასევე შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ეს ძალიან გარკვევითაა ნათქვამი ევროპული საბჭოს დასკვნაში. წაიკითხეთ ის ძალიან ყურადღებით. ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აშკარად უკუსვლაა 9 ნაბიჯისგან. ასევე, ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან. სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. ეს ნამდვილად სამწუხარო და გულსატკენია“, - აღნიშნა ელჩმა. ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირი დგამს შემდგომ ნაბიჯებს სხვა კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით და ევროკავშირმა მოლდოვასთან და უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის შემდეგ, ახალჩამოყალიბებული მთავრობა, ვინც არ უნდა მოახდინოს ამ მთავრობის ფორმირება, დაიწყებს ხელახალ სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“, - აღნიშნა ელჩმა. იპნ
  16. აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა - ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების გაყინვას გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ნაბიჯებით პარტნიორები საზოგადოებას ეუბნებიან: „არჩევანი თქვენზეა“. „აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა. ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე. პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილება დარჩა რეაგირების გარეშე: თუნდაც სიმბოლურად იმ ერთი - არაფრისთვის და არავისთვის საჭირო - რუსული კანონის უკან გაწევა ან გაყინვა და პირიქით, სხვა არაფერი ისმის თუ არა დაჟინებული მტკიცება ხელისუფლების რუპორებისგან იმისი, რომ “მაინც” შევალთ ევროკავშირში ან უტიფრად იმის გამეორება, რომ ეს წვრთნები თურმე “ორივე ქვეყნის სასარგებლოდ” ტარდებოდა … ( ნეტავ აწი ამერიკას რა ეშველება !!!) ეს ძალიან მძიმე გზავნილები ჩვენი ორი უახლოეს მეგობრებისგან ყურადსაღებია! მართალია ეს პასუხია მმართველ პარტიის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ, ამავე დროს გაფრთხილებაა საზოგადოებისთვის: ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ “არჩევანი თქვენია” - ევროპული, დაცული მომავლის მქონე და იზოლირებულ, რუსეთის ორბიტაზე გადასულ საქართველოს შორის. გვეუბნებიან, რომ ეს კანონი(ები) არაა მეგობრული ქცევა და თავსებადი ევროპულ თუ ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან! ეს იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჯიუტად და უარგუმენტოდ იმეორებს ზემოდან ნაკარნახებ კითხვას: “რატომაა ეს კანონი რუსული?” რატომ? … და ამიტომ!!!“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. ipn
  17. უკრაინაში რუსეთის საჰარეო თავდასხმების შემდეგ სამაშველო ოპერაციები გრძელდება. რუსმა ოკუპანტებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე მასობრივი სარაკეტო იერიში 8 ივლისის დილას მიიტანეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროის ინფორმაციით, დაღუპულია 38 ადამიანი. დაშავდა 190, მათგან კიევის საავადმყოფოშია 64. 28 ადამიანი ჰოსპოტალიზებულია კრავავი რიჰში, 6 – დნიპროში. ზელენსკის განცხადებით, კიევის საბავშვო კლინიკიდან, რომელიც რუსეთმა დაბომბა, ყველა პაციენტი სხვა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ამ დრომდე დაიღუპა 559 ბავშვი, 1449 – დაიჭრა. publika
  18. ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ EU-მა საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისადმი შემცირდება და ლიდერები შეეცდებიან, მთავრობისადმი ეს პირდაპირი დახმარება გადაიტანონ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიისკენ. პუბლიკა
  19. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის შემდეგ, ახალჩამოყალიბებული მთავრობა, ვინც არ უნდა მოახდინოს მთავრობის ფორმირება, დაიწყებს ხელახალ სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის შემდგომი დიდი გაფართოების ტალღის ნაწილი. „გაფართოება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის წინაშეც ევროკავშირი დგას და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში, ახალარჩეული ხელმძღვანელობის მომავალი 5 წლის მუშაობის განმავლობაში მოხდება ევროკავშირის შემდგომი გაფართოების დიდი ტალღა. საქართველოს შემთხვევაში, ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის შემდგომი დიდი გაფართოების ტალღის ნაწილი გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ასე იქნება და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გადავტვირთავთ მუშაობას და მოვასწრებთ მივაღწიოთ, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის შემდგომი გაფართოების ნაწილი“, - აღნიშნა ელჩმა. იპნ
  20. „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაანონსებული ამნისტია ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ და დაჯარიმებულ მოქალაქეებსაც შეახოს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ოცნებამ“ მკაფიოდ უნდა აღნიშნოს, რომ ამნისტია მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება. შესაბამისად, როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, იმ შემთხვევაში თუ „ოცნება“ ამ პუნქტებს შეასრულებს, პარტია მზადაა, ამნისტიის პროექტის მხარდაჭერის საკითხი განიხილოს. „ჩვენი გუნდი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“, მოვუწოდებთ „ოცნებას“, დაანონსებული ამნისტია შეახოს რუსული კანონის არაძალადობრივი გაპროტესტების გამო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემულ, დაჯარიმებულ და დაკავებულ პირებს! ამნისტია ჰუმანური აქტია და ჰუმანურობის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. რაც უფრო მეტი ბრალდებულს შეუმსუბუქდება მდგომარეობა სამართლიანად, მივესალმებით. ამასთან, ნებისმიერი ამნისტია უნდა იყოს სამართლიანი. უსამართლობაა ამნისტია შეეხოს რეალური დანაშაულის ჩამდენ პირებს და არ შეეხოს იმ ადამიანებს, რომელთა ერთადერთი „დანაშაული“ ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა. ციხიდან პატიმრების მასშტაბურმა გამოშვებამ არ უნდა გამოიწვიოს კრიმინალის ზრდა და დანაშაულის განმეორება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ვხედავთ ძალადობის აშკარა მატებას, სრულ განუკითხაობას ქუჩაში, კრიმინალური მენტალიტეტის დაბრუნებას, კრიმინალებთან ხელისუფლების პირდაპირ თანამშრომლობას. ხელისუფლებამ ადამიანებს დაუკარგა უსაფრთხოების განცდა - ორი დღის წინ ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ „გლოვოს“ კურიერს, რამდენიმე კვირის წინ 19 წლის ახალგაზრდა უბნის ე.წ. „მაყურებლებმა“ ცემით მოკლეს. შესაბამისად, სამართლიანი ვერ იქნება ამნისტია, რომელიც არ არის დაფუძნებული ანალიზზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თუ „ოცნების“ მიზანი ჰუმანურობაა და არა ამომრჩევლის მოსყიდვა და საარჩევნოდ ხმების მობილიზება, მოვუწოდებთ: წარმოადგინოს სანდო კვლევა, რათა ამნისტიის გადაწყვეტილება კრიმინალის კიდევ უფრო ზრდის და მოქალაქეების უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე არ იქნეს მიღებული; ამნისტია შეახოს ე.წ. რუსული კანონით დაზარალებულ პირებს და მოახდინოს ამ ადამიანების სრული სამართლებრივი რეაბილიტაცია; დააფიქსიროს ღია და მკაფიო პოზიცია, რომ ამნისტია არ შეეხება მიხეილ სააკაშვილს. ამნისტიის სამართლიანობის ამ წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზად ვართ, განვიხილოთ „ოცნების“ მიერ დაანონსებული ამნისტიის მხარდაჭერის საკითხი, დანაშაულების სიმძიმის და კატეგორიების გათვალისწინებით“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. იპნ
  21. "არ უნდა დავუტოვოთ სივრცე დღევანდელ თავდაცვის სამინისტროს, რომ ტყუილები გაავრცელოს და მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები. 2016 წლიდან იყო ორი ფორმატი, ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ჯარის გაძლიერებისთვის და მათი სტანდარტების დაახლოებისთვის, პირველ რიგში აშშ-ს და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებისთვის. ეს იყო “ღირსეული პარტნიორი” და “მტკიცე სული” - ორი უაღრესად მნიშვნელოვანი და სისტემური წვრთნები. რატომ იტყუებიან კოლეგები საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, რატომ გადაიდო წვრთნები? ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა მკაფიოდ გვითხრეს, რომ ჩვენ 30 მაისიდან დავიწყეთ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის და პარტნიორობის გადახედვა, ამ თანამშრომლობის ფარგლებში შეაჩერეს ეს წვრთნები. ეს კომპლექსური, სისტემური პრობლემაა, ეს არ არის მხოლოდ ერთი წვრთნის გადადება, იტყუება ვინც ამბობს რომ მეორე უკეთესი წვრთნები აქვთ. საქართველო, ქართული სახელმწიფო, საქართველოს მოქალაქეები ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაშენებდით, რომ მთელ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დემოკრატიები გამხდარიყვნენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები. ოცნების დღევანდელმა ხელისუფლებამ სამ წელიწადში ეს ყველაფერი დაანგრია." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  22. "ეუთოს განცხადება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ დანაშაულებრივად არ მისცა ხმა, არტივი რამ იყო - მათ, ფაქტობრივად, ქვეყნის სუვერენიტეტის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის, რუსეთზე მოთხოვნის 2008 წლის პირობების შესრულების... აი, ამას ყველაფერს ხელი არ მოაწერეს, ხმა არ მისცეს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იგივე განცხადებაში, იგივე რეზოლუციაში იყო მოთხოვნა, ნორმალურად, დემოკრატიულად, კონკურენტულად არჩევნების ჩატარების! ფაქტობრივად, ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ კაბინეტებში დარჩენა, ხელისუფლების შენარჩუნება, გაცვალა ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის აქტზე ხელის მოწერაში. ბოლო ტექსტი რომ წაიკითხოთ, იდეალური „ვორდინგია“, იდეალური ფორმულირებებია, თუ როგორ უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, როგორ თხოვენ რუსეთს, დატოვოს საქართველოს ტერიტორია და მატყუარა ხელისუფლებამ, რომელიც თავის თავს რაღაც კონსერვატულს, თუ რაღაც ტრადიციულს ეძახის, ჩაიდინა ანტიეროვნული ქმედება, გადადგა ანტიეროვნული ნაბიჯი და ამ რეზოპლუციას ხმა არ მისცა. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამავე რეზოლუციაში მათ მიმართ იყო მოწოდება, რომ, მეგობრებო, ნორმალურად ჩაატარეთ არჩევნები და გაუფრთხილდით ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის ნებას!" გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ბმული: https://www.facebook.com/share/r/At7LwNBzXcFd1jvR/?mibextid=cr9u03
  23. როცა ქვეყანაში რეალურად არის ასეთი გამოწვევა და ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ შრომით უფლებებზე ზრუნავდეს, ონლაინ კაზინოებს უფრო მკაცრ რეგულირებაზე ფიქრობდეს, პირიქით - კეზერაშვილის ყულაბაში ზრდის შემოსავლების რიცხვს. “ოცნება” განაცდაო, რომ ვამბობთ, ამას ვგულისხმობთ - “ოცნება” კეზერაშვილის ბიზნესინტერესების სასარგებლოდ კანონებს ცვლის და თანამშრომლობენ მასთან. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/866542008622873/
  24. კვლევები იქცა პოლიტიკური ვაჭრობისა და დეზინფორმაციის წყაროდ, იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყო ადამიანებში ობიექტური მოლოდინების ფორმირების და ჩამოყალიბების ინსტრუმენტი. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/826181686114286
  25. ჩვენი რეიტინგი არის ორნიშნა, დანარჩენი პარტიები არიან გაცილებით ქვემოთ. ამ დამოუკიდებელი კვლევის შესახებ უფრო კონკრეტულად ჰკითხეთ იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც ბრიუსელში იყვნენ ჩასულები და სადაც გააცნეს ეს რეალური კვლევები. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/975478434053143/
×
×
  • შექმენი...