Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის დასამტკიცებლად ევროპარლამენტში კენჭისყრა 18 ივლისს ჩატარდება. ევროპარლამენტარები გადაწყვეტენ, დაინიშნება თუ არა ევროკაშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელად ურსულა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით. თანამდებობაზე დამტკიცებისთვის 720-ადგილიან ევროპარლამენტში, სულ მცირე, 361 დეპუტატის ხმა არის საჭირო. ევროპარლამენტის მომავალი კვირის დღის წესრიგის მიხედვით, სტრასბურგში დილის ცხრა საათზე ურსულა ფონ დერ ლეიენი განცხადებას გააკეთებს, რის შემდეგაც დებატები დაიწყება. კენჭისყრა 13:00 საათზე შედგება, შედეგები კი, დაახლოებით 14:45 საათზე გამოცხადდება. ურსულა ფონ დერ ლაიენი თუ 361 ხმას ვერ მიიღებს, ევროკავშირის ლიდერებმა სხვა კანდიდატი უნდა წარადგინონ. ავტორი - გივი ბარამიძე
  2. ბარათების სერია „წარმავალი ტფილისი“ გამოქვეყნდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს. შარჟისა და კარიკატურის ჟანრში 1928 წელს დაბეჭდილი ღია ბარათებით გადმოცემულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისის სოციალური ყოფის ცალკეული ეპიზოდები. შმერლინგის იუმორისტულმა შემოქმედებამ ასახა თბილისელთა ტიპაჟები, მათი საქმიანობა, გართობა, დასვენება და ვაჭრობა. გერმანული წარმოშობის ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი ოსკარ შმერლინგი XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. იგი ხატავდა პეიზაჟებს, ბატალურ და ჟანრულ სურათებს. გამორჩეულია მისი ღვაწლი ქართული შარჟისა და კარიკატურის, ასევე, ილუსტრაციის განვითარებაში. ღია ბარათების კოლექცია ხელმისაწვდომია ბმულზე. 1ტვ
  3. საფრანგეთში, ქალაქ რუანში უძველესი გოთიკური ტაძარი იწვის. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ტაძრის შპილსაც მოედო. თვითმხილველების ცნობით, ტაძარს შავი კვამლი თითქმის მთლიანად ფარავს. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციების სამსახურები. მათ ტაძრის მიმდებარე პერიმეტრი გადაკეტილი აქვთ. ადგილობრივი მერიის ცნობით, რუანის ტაძარს რესტავრაცია უტარდებოდა. რუანის ღვთისმშობლის ტაძარი საფრანგეთის ეროვნული საგანძურის ნუსხაშია შეყვანილი. ავტორი - ლევან ახალაია
  4. ივანიშვილი და მისი პარტია წარმატებით აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ისევე როგორც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის და ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიზანმიმართულ განადგურებას,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. გახარიას თქმით, მმართველი პარტია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის „პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს“. ამასთან, როგორც გახარია წერს, „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა ავტორიტარიზმისა და იზოლაციისკენ მიჰყავს“. „ნატო-ს ვაშინგტონის სამიტმა, პირველად 2008 წლის მერე, არ ახსენა საქართველო გაწევრიანების კონტექსტში. ივანიშვილი და მისი პარტია წარმატებით აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ისევე როგორც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის და ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიზანმიმართულ განადგურებას. მმართველი პარტია პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. „ოცნების“ ხელისუფლება ემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს. „ოცნებას“ ქვეყანა ავტორიტარიზმისა და იზოლაციისკენ მიჰყავს. საქართველომ უნდა დაამარცხოს ივანიშვილი, რათა შეძლოს დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, ნატო-ს ვაშინგტონის სამიტი გამოქვეყნებულ დეკლარაციაში რუსეთს მოუწოდებს, რომ მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან თავისი ძალები გაიყვანოს. „ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“, - ნათქვამია დეკლარაციაში. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში არ არის ჩანაწერი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. იპნ
  5. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ. რუსულ კანონს და აღინიშნა, რომ პრეზიდენტი ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ ყველა სამართლებრივ მექანიზმის გამოყენებას როგორც საქართველოში ასევე სტრასბურგში, საქართველოს ევროპული გზისთვის ამ მეტად საზიანო კანონის მოქმედების შესაჩერებლად”, – ნათქვამია განცხადებაში. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ნებისმიერ კანონს, რომელიც ქვეყნის ევროპულ გზას აზიანებს, ვეტოს დაადებს. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო, ასევე მმართველი გუნდის ანტიევროპულ და ზოგადად ანტიდასავლურ რიტორიკას. განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს, ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ასევე ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სფეროს გაძლიერებისთვის დაფინანსების და წვრთნების გაყინვის, რუსეთისთვის ძალიან ცუდი სიგნალია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ახლა გადამწყვეტ ეტაპზე იმყოფება და ქართველ ხალხს სჭირდება იგრძნოს მხარდაჭერა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან. პუბლიკა
  6. 2008 წელს, როდესაც პუტინი საქართველოში შეიჭრა, ჩვენი რეაქცია რბილი იყო, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ევროკავშირის თავდაცვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, 75 წლის წინ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ პასუხი ერთიანობა იყო და აშშ-მა და ევროპის თავისუფალმა და დემოკრატიულმა ქვეყნებმა, რომლებიც კოლექტიური თავდაცვის ერთგულები იყვნენ, ნატო შექმნეს. „ვნახეთ როგორ ხოცავდა პუტინი ხალხს ჩეჩნეთში 1999 წელს, ვხედავთ, როგორ ერევა სირიაში. 2008 წელს, როდესაც ის საქართველოში შეიჭრა, ჩვენი რეაქცია რბილი იყო და გაუბედავი რეაქცია გვქონდა, როცა ვნახეთ, რომ ის 2014 წელს ყირიმის ანექსიას ახორციელებდა. ჩვენ არ გვინდოდა იმის დანახვა, რაც აშკარა იყო. პუტინს სურს, რომ რუსეთი თავის სამეზობლოში კვლავ დომინირებდეს. პუტინს რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებზე უარი არ უთქვამს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ დღეს ფრონტის ხაზი უკრაინაა და ევროპის უსაფრთხოების მომავალი უკრაინაში გადაწყდება. „2022 წლის თებერვალში, როდესაც კიევის დაბომბვა დაიწყეს, ჩვენ გავიღვიძეთ ამ უსიამოვნო რეალობაში და აღმოვაჩინეთ, რომ ცუდად ვიყავით მომზადებულები. ჩვენ ვიცით, რომ მომავალში თავდაცვის ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რადგან გვესმის, რომ თუ პუტინის რუსეთს მივცემთ უფლებას, უკრაინა მეორე ბელარუსად გადააქციოს და კიევში „მარიონეტული მთავრობა“ დასვას, ჩვენ შემდგომში გაცილებით მაღალი საფასურის გადახდა მოგვიწევს. უკრაინის გამარჯვებას ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს “, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. იპნ
  7. ეს ქვეყნის ბედის არჩევანი, ჩვენი მომავლის არჩევანია - ერთ მხარეს საქართველოს საზოგადოებაა, მეორე მხარეს კი ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს უზურპაცია გაუკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს, ჩვენ ჩვეულებრივი არჩევნები არ გვექნება. „100 დღე ცოტაც არის და ბევრიც იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვას. ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არ არის საარჩევნო კამპანია, თუ არა მე, როგორც პრეზიდენტი აქ არ ვიქნებოდი. ეს არის ქვეყნის ბედის არჩევანი, ჩვენი მომავლის არჩევანია. ეს არის რეფერენდუმი. საქართველოს საზოგადოება არის ერთ მხარეს, მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს უზურპაცია გაუკეთა. არ შეიძლება ამაზე დავთანხმდეთ! გავერთიანდეთ, შევასრულოთ ქარტია, რომელსაც პარტიებმა მოაწერეს ხელი, ან ჯერ არ მოაწერეს ხელი და ეთანხმებიან. ძალიან ცოტა დრო იქნება არჩევნების შემდეგ იმისთვის, რომ შევასრულოთ ის, რაც იქ წერია. ცოტა დრო გვაქვს, რომ გამოვიდეთ ამ გაყინული მდგომარეობიდან, დავუბრუნდეთ პარტნიორებს და დავაჯეროთ, რომ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს გზას და ხელახლა უნდა გაგვიხსნან ყველა კარი, რომელიც დღეს ნახევრად მიხურულია. ეს არის გარდაუვალი ამოცანა. სხვა გზა არ გვაქვს, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ბევრნი ვართ, ერთიანი, საქართველო გაიმარჯვებს“,- აღნიშნა პრეზიდენტმა. იპნ
  8. საქართველოსთან მიმართებით პერსპექტივასთან დაკავშირებულ კომუნიკეში არანაირი ჩანაწერი არ არის, რაც უმძიმეს მოცემულობას ქმნის, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, კომუნიკეში ამ ჩანაწერის ამოღება, ევროკავშირის გაწევრიანების კონტექსტში პროცესის გაყინვა, აშშ-სთან ურთიერთობების გადახედვა, ის უძრაობაა, რომელიც საქართველოში “ქართულმა ოცნებამ” შექმნა. „ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველა კომუნიკეში ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით იწერებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე. რა თქმა უნდა, იყო ჩანაწერი საოკუპაციო ძალების გაყვანასთან დაკავშირებით. ეს ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილი იყო, რაც მკაფიოდ აღწერდა საქართველოსთვის ნატოს ღიაობას გაფართოების მიმართულებით. დღეს, ახალ კომუნიკეში ეს ჩანაწერი ფაქტობრივად, აღარ არის. ანუ, საქართველოსთან მიმართებით პერსპექტივასთან დაკავშირებული კომუნიკეში არანაირი ჩანაწერი არ არის, რაც უმძიმეს მოცემულობას ქმნის. კომუნიკეში ამ ჩანაწერის ამოღება, ევროკავშირის გაწევრიანების კონტექსტში პროცესის გაყინვა, ჩვენს უძლიერეს და უდიდეს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან ურთიერთობების გადახედვა - ეს არის ის უძრაობა, რომელიც ამ ქვეყანაში “ქართულმა ოცნებამ” შექმნა. ეს უძრაობა მხოლოდ ისეთი უძრაობა არ არის, რომელიც მაგალითად, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას უქმნის პრობლემებს. ეს ქვეყნის ფიზიკურ და სამომავლო უსაფრთხოებას უქმნის პრობლემებს. შესაბამისად, ამაზე უფრო ცხადად იმის ჩვენება, რომ [ბიძინა] ივანიშვილის პირობებში ამ ქვეყანას განვითარებული მომავალი არ აქვს, არასდროს არ გამოჩენილა. ამიტომ, ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს. ეს ჩვენი და ჩვენი საზოგადოების გასაკეთებელია, ჩვენს შესაცვლელს ვერავინ შეცვლის”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. იპნ
  9. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა. სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ სამხედრო ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, 5 ივლისს კი ოჩამჩირის პორტში შენიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ ხომალდი კლასიფიცირებულია როგორც სამაშველო ნავი, მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი და მას სარაკეტო სისტემების გადაზიდვისთვისაც იყენებენ. გამოცემა Naval News წერს, რომ ნოვოროსიისკის პორტში, სადაც ბაზის მუდმივი ლოკაციაა, რუსეთს ამ კლაფისიფიკაციის სულ 3 სამხედრო გემი ჰყავს. აქამდე ოჩამჩირეში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) რამდენიმე კატერი იდგა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ 2023 წლის 5 ოქტომბერს ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში, მისი განცხადებით, მალე განთავსდება, გააძლიერებს როგორც რუსეთის, ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს. 23 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ ოჩამჩირის პორტში რუსეთის მიერ წარმოებულ სამუშაოებზე ისაუბრა. სკიბიცკიმ თქვა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების ნაწილი ნოვოროსიისკის პორტში გადაიყვანეს, თუმცა ეს პატარა ადგილია და ყველა გემს ვერ დაიტევს, რის გამოც კრემლმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის გამოყენება გადაწყვიტა. სკიბიცკის განცხადებით, ოკუპირებულ ოჩამჩირეში ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობდა. პუბლიკა
  10. თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი წარმოდგენილი ნამუშევრების კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო ჩაიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, კონკურსზე წარმოდგენილი იყო 27 ნამუშევარი, რომელიც საკონკურსო კომისიამ ანონიმურობის დაცვით განიხილა. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ნამუშევრების ნაწილი არათუ ჰგავდა, არამედ პირდაპირ იმეორებდა სახელმწიფო სიმბოლოებს, რაც დაუშვებელია ქალაქის სიმბოლიკისთვის. „წარმოდგენილი ნამუშევრების უმრავლესობა მხოლოდ ამა თუ იმ იდეის ვარიანტულ სხვადასხვაობას წარმოადგენდა. რიგ შემთხვევებში კი, არ იყო დაცული კავშირი გერბსა და დროშას შორის, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი პირველიდან უნდა მომდინარეობდეს. გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტების ნაწილი არ ასოცირდებოდა თბილისთან, მის თვალსაჩინოებებთან ან ისტორიასთან, ხოლო ის ნიმუშები, რომლებიც ამგვარ იდეებს გამოხატავდა, დაწუნებული იქნა მხატვრული შესრულების კუთხით ან ჰერალდიკური გამოსახვის წესების დარღვევის გამო. იხილეთ ნამუშევრები დანართის სახით: https://tbilisi.gov.ge/news/16241 ვინაიდან საკონკურსო განაცხადებით წარმოდგენილი ნამუშევრებიდან ვერ შეირჩა გამარჯვებული ნიმუში, კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა, საკონკურსო კომისიამ კი მიიღო გადაწყვეტილება ახალი კონკურსის გამოცხადების თაობაზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
  11. საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ნატო-ს დეკლარაციიდან ამოღებული იქნა, - ასე ეხმაურება ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას. „საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ნატო-ს დეკლარაციიდან ამოღებული იქნა. 2008 წელს ბუქარესტის შემდეგ გაწეული მთელი მძიმე შრომა „რუსული კანონის“ წყალობით წყალში ჩაიყარა. იმის ნათელი, ტრაგიკული და უდავო მტკიცებულებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროატლანტიკური გზა შეაფერხა“, - წერს ლუკ კოფი X-ზე. ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა რუსეთს მოლდოვიდან და საქართველოდან თავისი ძალების გაყვანისკენ მოუწოდეს. იპნ
  12. საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატად გენერალური პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია. შესაბამისად, პარლამენტს სწორედ მისი კანდიდატურა წარედგინება. შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ გუშინ, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი - ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა. გიორგი გაბიტაშვილმა კენჭისყრაში 11 ხმა მიიღო, რაც საპროკურორი საბჭოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე მეტია. ვიქტორ ახალბედაშვილმა და დარეჯან ბუცხრიკიძემ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღეს. იპნ
  13. ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ცოტა ხნის წინ მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს , - ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ცოტა ხნის წინ მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს. ილია დარჩიაშვილს მოვუწოდე, გადახედოს ამ ზომას და რეფორმებისადმი თავისი ერთგულება შეინარჩუნონ”, - წერს ლაბიბი. იპნ
  14. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ გულწრფელობას ქართულ პოლიტიკაში და ეს ეხება ყველას, ოპოზიციიდან დაწყებული, მთავრობით დამთავრებული. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1005738790689494
  15. გუშინდელი განცხადების სახით ვნახეთ მტკიცებულება, რომ რუსეთი გარდაუვლად ჩაერევა ოქტომბრის არჩევნებში და “ოცნებას” დაეხმარება არჩევნების გაყალბების პროცესში. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1001546498087787
  16. დღეს გვყავს სუსი, რომელიც რუსული ტიპის გავლენებს კი არ ებრძვის არჩევნებზე, არამედ ეხმარება და კოორდინირებულად მოქმედებენ. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/986051393316425/
  17. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, აზრა ზეია თბილისსა და ერევანში ჩამოვა. საქართველოსა და სომხეთში ის შეხვედრებს გამართავს და ისაუბრებს დემოკრატიული მმართველობის, ანტიკორუფციის, პრესის თავისუფლების, მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფების ჩართულობის შესახებ. საქართველოში აზრა ზეია შეხვდება მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პარლამენტის წარმომადგენლებს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის კანონთან” და სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით, რამაც განაპირობა საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის რისკის ქვეშ დაყენება. რაც შეეხება სომხეთს – აქ აზრა ზეია შეხვდება მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ისაუბრებს აშშ-სომხეთის პარტნიორობის განმტკიცებისა და სომხეთის დემოკრატიული მიღწევების წინსვლის შესახებ კანონის უზენაესობის, ანტიკორუფციული და სასამართლო რეფორმების მიმართულებით. აზრა ზეიას ვიზიტი საქართველოსა და სომხეთში დღეს დაიწყება და 17 ივლისამდე გაგრძელდება. პუბლიკა
  18. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი საათებიდან გვიან ღამემდე საქართველოში ამინდი გაუარესდება.
  19. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა, რობინ ვაგნერმა თბილისში, ევროკავშირის გაფართოების შესახებ გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა. „მე მწვანეთა პარტიიდან გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ვარ, მაგრამ აქ ვარ, როგორც სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი, ასე რომ, გერმანიის მთავრობის სახელით ვსაუბრობ. პირადად მე, გასულ წელს გერმანიაში გამართული დებატების დროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდი მხარდამჭერი ვიყავი. კანდიდატის სტატუსის, რომელიც საქართველოს იმ პირობით მიენიჭა, რომ ქვეყანაში ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კონკრეტული რეფორმები განხორციელდებოდა, მათ შორის ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისა და საზოგადოების დეპოლარიზაციის კუთხით. ახლა საქართველოს ხილვა, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, ამ მიზნიდან უკან დახევა, ნამდვილად გულდასაწყვეტია. განსაკუთრებით, მაწუხებს ე.წ. „გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც ფაქტობრივად ანტ-არასამთავრობო ორგანიზაციების კანონია, რომელიც ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და ევროკავშირისა და გერმანიის მხრიდან მკაფიო კომუნიკაციის მიუხედავად იქნა მიღებული“, - განაცხადა რობინ ვაგნერმა. რობინ ვაგნერმა აღნიშნა, რომ კანონი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება, მათთან ძლიერი თანამშრომლობა იმ სახელმწიფოს ინტერესებში უნდა იყოს, რომელსაც სურს იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს კანონი ამის საპირისპიროა. საქართველოს ამჟამინდელი პრობლემური გზის ნაწილი მხოლოდ ეს კანონი არ არის”, - აღნიშნა მან. ამასთან ვაგნერმა ისაუბრა საქართველოში არსებულ რიტორიკაზე, რომელიც „დეზინფორმაციით, ილიბერალური ნარატივებით, შეთქმულების თეორიებითა და ფაქტების დამახინჯებით ხასიათდება“. „ არა მხოლოდ ქვეყანაში ოპოზიციის წინააღმდეგ, არამედ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების წინააღმდეგ“, - დასძინა რობინ ვაგნერმა. მისივე თქმით, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთან თანამშრომლობის პროექტების გადახედვა მოხდება. „ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და მაშინ, როცა მოლდოვა და უკრაინა გაწევრიანების პროცესს იწყებენ, საქართველომ გადაწყვიტა ამ პროცესისგან განზე გამდგარიყო. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამ კანონის, ე.წ. გამჭვირვალობის კანონის ძალაში ყოფნით, საქართველოს გაწევრიანების შემდგომი პროცესი აღარ იქნება. ეს არ არის მხოლოდ გერმანიის მთავრობის პოზიცია, ეს არის ევროპული საბჭოს პოზიცია, რომ გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და ეს საქართველოს მთავრობის ქმედებებით არის განპირობებული. გარდა ამისა, ევროკავშირის თანამშრომლობის პროექტების და ასევე, ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოს მიმართ გერმანიის დაფინანსების გადახედვა მოხდება. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგი“, - განაცხადა რობინ ვაგნერმა. იპნ
  20. საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა ჩაატარა და 3 კანდიდატი შეარჩია. კენჭისყრის შედეგები შემდეგია: ვიქტორ ახალბედაშვილი – 9 ხმა დავით ბარბაქაძე – 1 ხმა ლალი ბუნტური – 0 ხმა დარეჯან ბუცხრიკიძე – 10 ხმა გიორგი გაბიტაშვილი – 11 ხმა ალექსანდრე კობაიძე – 0 ხმა ანდრონიკ სარიბეკოვი – 1 ხმა გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 2024 წლის 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. კენჭისყრის პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ-გვერდზე „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა. პუბლიკა
  21. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების თაობაზე, რომლითაც, შეტყობინების გამგზავნი პირები, მონაცემთა სუბიექტებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღებასთან და მისამართის ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბოლოს, მითითებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც, მონაცემთა სუბიექტებს თხოვენ მათი პერსონალური მონაცემების, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომრის და საბანკო ბარათის მონაცემების მითითებას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, ისინი გადაგზავნილ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შემდგომი რეაგირებისთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
  22. სე­ის­მო­ლო­გი თეა გო­დო­ლა­ძე სა­გან­გე­ბო ვი­დე­ო­მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ რა­ჭა­ში, ღვარ­ცო­ფუ­ლი მდი­ნა­რე ღა­რუ­ლას ჭა­ლა­ში, აშე­ნე­ბენ სა­ბავ­შვო ბაღს. “გა­დავ­წყვი­ტე, თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა მი­მე­პყრო ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტის­თვის. შე­ნო­ბას და­აკ­ვირ­დით, ეს არის სა­ბავ­შვო ბა­ღის შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ახლა შენ­დე­ბა ჭა­ლა­ში. ღა­რუ­ლას ჭა­ლაა ეს. გა­უ­კე­თე­ბი­ათ ნა­პირ­სა­მაგ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ბავ­შვე­ბის დაც­ვი­თი მე­ქა­ნიზ­მი ეს არის მხო­ლოდ? სა­ოც­რე­ბა ხდე­ბა. ვინ გას­ცა ამის მშე­ნებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა? ღვარ­ცო­ფუ­ლი მდი­ნა­რეა. ხო უნდა მორ­ჩეს ამ მდი­ნა­რის ჭა­ლა­ში მშე­ნებ­ლო­ბე­ბი?“ - აცხა­დებს გო­დო­ლა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" პირ­და­პი­რი ჩარ­თვი­სას. TIA.GE
  23. პრეზიდენტის ნაწილში, ის, რომ მასთან გვქონდეს თანამშრომლობა, მათ შორის საარჩევნოდ - მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და გიორგი გახარიას შორის გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დაუშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით უნდა შექმნას თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა რაიმე ერთობა „გახარია საქართველოსთან“. „რაც შეეხება პრეზიდენტს, ჩვენ ქალბატონ პრეზიდენტთან საუბრები იქამდეც გვქონდა, ახლაც გვაქვს და მომავალშიც გვექნება. ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა მას რომ აქვს, ამაში ახალი არაფერი არ არის და არაერთხელ გვითქვამს. პირდაპირ რომ გითხრათ, მე მივესალმებოდი ასეთი ტიპის თანამშრომლობას. დიახ, პრეზიდენტის ნაწილში, ის რომ მასთან გვქონდეს თანამშრომლობა, მათ შორის საარჩევნოდ - ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. მე არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით ჩვენთან ერთად უნდა შექმნას თუ არა რაიმე ერთობა”, - განაცხადა დაუშვილმა. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტთან რაიმე სახის კომუნიკაცია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას, დაუშვილმა აღნიშნა, რომ მან არ იცის და ამაზე კითხვა გიორგი გახარიას უნდა დაუსვან. „რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტთან წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომ გვქონდეს თანამშრომლობა და ზოგადად პოლიტიკური მხარდაჭერა, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, - აღნიშნა დაუშვილმა. ინფორმაციისთვის, TV 24-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის და ალიანსის შექმნა გიორგი გახარიას პარტიასთან სურს. მათივე ინფორმაციით, ახალ პარტიაში ეკა ბესელია, შოთა შალელაშვილი და თამარ ჩუგოშვილიც იქნებიან. ასევე მათი ინფორმაციით, აქტიური მოლაპარაკებებია გიორგი მარგველაშვილთან, კახა კუჭავასთან და ანა დოლიძესთან. იპნ
  24. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობაში მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად. „მემორანდუმით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიების, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი. ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო უკვე დაემატა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც აღიარებულია ირლანდიის მიერ მართვის მოწმობის გადაცვლის მიზნებისთვის (https://www.rsa.ie/services/licensed-drivers/driving-licence/exchange-foreign-licence). აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ირლანდიის მიერ აღიარებული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ირლანდიაში (წელიწადში არანაკლებ 185 დღე) შეუძლიათ გადაცვალონ მართვის მოწმობები ონლაინ განაცხადის საფუძველზე ან ეროვნული მართვის მოწმობის სამსახურში (NDLS)“,-აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
  25. 12 ივლისს, 15:00-დან 18:00 საათამდე, ბოტანიკური ბაღის სადღესასწაულო სივრცეში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (SPG-23-1618) ბოტანიკის ინსტიტუტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართავს საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღეს. ღონისძიებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის მკვლევართა ჯგუფები გამართავენ საინტერესო ღონისძიებებს და ჩაატარებენ ექსპერიმენტებს, რომლებიც წარმოაჩენენ საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვან, საინტერესო პროექტებს, მიღწევებსა და თანამედროვე ტექნოლოგით შექმნილ პროექტებსა და პროცესებს, რომელთაც სამეცნიერო სამუშაოების დროს იყენებენ. სტუმრებს დახვდებათ: · ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის კარავი – ჰერბარიუმის გამოფენა; · კოსმოსური კვლევების ცენტრის კარავი – პლანეტარიუმი და ტელესკოპით მზეზე დაკვირვება; · გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტის კარავი; · ეკოლოგიის ინსტიტუტი; · ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის კარავი; · ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის კარავი; · დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის კარავი; · Salis ლაბორატორიის და ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების კარავი; · ზოოლოგიის ინსტიტუტის კარავი და სხვ. ღონისძიების დროს ასევე გაიმართება ბოტანიკურ პერსონაჟთა ილუსტრაციის ვორკშოპი. მისი მონაწილენი შეძლებენ პერსონაჟის გამოგონებასა და ილუსტრირებას ბოტანიკური ფორმების გამოყენებით, ისწავლიან მაგალითების მოძიებას, ფორმების განცალკევებას, მოხაზვას, გამარტივებასა და შეერთებას, გაეცნობიან პერსონაჟის ილუსტრირების ძირითად პრინციპებს, როგორებიცაა: სილუეტი, ფერი და აქცენტები. ვორკშოპი არარსებული ბოტანიკური პერსონაჟის შექმნისა და გაცოცხლების საშუალებას მისცემს მონაწილეებს. ასაკობრივი ზღვარი: 15+ ცოდნის დონე: ნებისმიერი ხანგრძლივობა: 2 საათი, 10 წუთი შესვენება მონაწილე უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო მასალებით – თაბახის ფურცლებით, უბრალო ფანქრით, შავ მელნიანი კალმით, პერგამენტის ქაღალდებით, გასაფერადებელი მასალებით (მარკერით, ფერადი ფანქრებით). სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია თან იქონიონ საკუთარი გრაფიკული პლანშეტი ან ლეპტოპი სახატავი აპლიკაციებით (Procreate App, Photoshop, Sketch). ვორკშოპზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/XvvsFcWxiCuXGAeh9 გაითვალისწინეთ, რომ შეზღუდული ადგილების გამო ვორკშოპში მონაწილეობას შეძლებს პირველი 20 რეგისტრირებული პირი. რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 10 ივლისი, 18:00 საათი. დრო: 12 ივლისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცე დასწრება თავისუფალია. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ესტუმრონ საქართველოს ეროვნულ ჰერბარიუმს. ჰერბარიუმის, როგორც ეროვნული საგანძურის, მნიშვნელობა განისაზღვრება შემდეგით: მცენარეებისა და სოკოების საჰერბარიუმო კოლექციები, რომელთა საერთო რაოდენობა აჭარბებს 1 000 000-ს, უმნიშვნელოვანესი საფუძველია საქართველოსა და კავკასიის მცენარეთა სამყაროს (ჰაბიტატებისა და ცალკეული სახეობების გავრცელების არეალის ჩათვლით) ყველა მიმდინარე და მომავალი კვლევისა და მცენარეული რესურსების გამოყენების შემსწავლელი პროექტებისათვის. საქართველოს მცენარეთა რესურსების უნიკალური ისტორიული დოკუმენტაციაა, შექმნილი კავკასიისა და საქართველოს ფლორის აღიარებულ მკვლევართა მიერ. ტურზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/CgFwO რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 ივლისი, 18:00 საათი დრო: 12 ივლისი, 16:00 და 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 1933 წელს, დღემდე წამყვან როლს ასრულებს საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის კვლევასა და ინვენტარიზაციაში. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.
×
×
  • შექმენი...