-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
„ლელოს“ ჩვენ განვიხილავთ როგორც ადამიანებს, რომლებთანაც თანამშრომლობა შესაძლებელია, ოღონდ არჩევნების შემდეგ, იმიტომ, რომ „ლელო“ ჩვენ გვჭირდება პოსტარჩევნების ვითარებაში , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკურ სივრცე“ განაცხადა. მისი თქმით, ფაქტი, რომ „ლელოსა“ და „ახალს“ შორის შეთანხმება ვერ შედგა, მიუთითებს იმაზე, რომ „ლელო“ არსებულ რისკებს აცნობიერებს. „მე მიმაჩნია, რომ ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ ამ არჩევნებისთვის მაქსიმალურად მკაფიოდ გამოიკვეთოს ისეთი პოლიტიკური ძალა ან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ იქნებიან დაკავშირებული, ან თანაბრად იქნებიან დისტანცირებული როგორც „ქართული ოცნებისგან“, ისე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“. საზოგადოება დაღლილია ამ ორი დიდი პოლიტიკური ჯგუფის ბოლო 12 და წინა 9 - წლიანი მმართველობის შემდეგ, თავისი გაკეთებულით და გაფუჭებულით. „ლელო“ თუ მოახერხებს იმას, რომ პოლიტიკურ ველზე თავისი „დომეინი" მკაფიოდ გამოკვეთოს, როგორც თანაბრად დისტანცირებული, ჩემი აზრით ეს მათთვის სასარგებლო იქნება. გადაწყვეტილება, რომ პარტია „ახალთან“ „ლელოს“ პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგა, გარკვეულწილად ერთ-ერთი დეტერმინანტია იმისა, რომ ისინი აცნობიერებენ რისკებს. ისინი აანალიზებენ იმ მოცემულობას, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეშია შექმნილი. მოახერხებენ თუ არა საბოლოო ჯამში საკუთარი თავის მტკიცედ დამაგრებას ამ სივრცეზე და ლანდშაფტზე, ეს გამოჩნდება. „ლელოში” და ზოგადად ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებში, სადაც განათლებული ადამიანები არიან, რომლებსაც ნამდვილად გული შესტკივათ საქართველოზე და უნდათ ამ ქვეყნის წინ წასვლა, ჩვენ განვიხილავთ როგორც ადამიანებს, რომლებთანაც თანამშრომლობა შესაძლებელია არჩევნების შემდეგ იმიტომ, რომ „ლელო“ ჩვენ გვჭირდება პოსტ-არჩევნების ვითარებაში. ჩვენ გაგვიხარდება, რომ მათ მოახერხონ ბარიერის გადალახვა ისე, რომ გამოწვევებს გაუძლონ", - განაცხადა კახა ქემოკლიძემ. იპნ
-
ანა ბუჩუკური ამნისტიის კანონსა და პარტიების გაერთიანებებზე (ვიდეო)
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი, ამნისტიის კანონსა და პარტიების გაერთიანებებზე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/493235163080062 -
გიორგი გახარია - ჩემი მხარდაჭერა "ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულ თანამშრომლებს!
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
"ჩემი მხარდაჭერა "ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულ თანამშრომლებს! ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის აუცილებელია ღირსეული შრომის პირობებისა და შრომის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი. -
თბილისის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 58335 ათასი ლარი შეადგინა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 58335 ათასი ლარი შეადგინა. თბილისის საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის ბიუჯეტის ცვლილებას მხარი დაუჭირეს. საკითხი სხდომაზე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, გაზრდილი ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება. "48 მილიონი ლარით გაიზარდა თბილისის ბიუჯეტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ კიდევ უფრო ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდეს. ძირითადი ნაწილი რეგიონულ გამგეობებშია მიმართული, რომელიც თავის მხრივ, თავიანთ რაიონებში განახორციელებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ბიუჯეტი, ასევე იზრდება კეთილმოწყობის ნაწილში, გამწვანებაში და ეს არის ის თანხა, რომელიც უფრო მეტი პროექტის განხორციელებაში დაიხარჯება. მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა სამინისტროს გამოყოფილი თანხებისთვის. სოციალურ პროგრამებზე მთელი ბიუჯეტის 35-40% ნაწილი სწორედ ამ მიმართულებით არის გაწერილი", -განაცხადა დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ. იპნ -
რუსეთში, მოსკოვის ოლქში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსული სამთავრობო მედია წერს, რომ ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ: სულ 3 ადამიანი – 2 პილოტი და 1 შტურმანი. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა. რუსული წარმოების თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეტი 100 NEW-95″ ტყის ტერიტორიაზე ცამოვარდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, თვითმფრინავი შეკეთების შემდეგ ქარხნიდან ვნუკოვოს აეროპორტისკენ მიფრინავდა. ჩამოვარდნილი ლაინერი ავიაკომპანია „გაზპრომ ავიას” ეკუთვნოდა და ექსპლუატაციაში 2014 წლიდან იყო. პუბლიკა
-
8-9 ივლისს ქალთა ორგანიზაცია „საქართველოსთვის“ და ახალგაზრდული ორგანიზაციის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს წყალტუბოში გამართულ საინფორმაციო ვორქშოფში, რომელიც ჩატარდა UNDP Georgia-ს მხარდაჭერით. ორი დღის განმავლობაში ორგანიზაციის წევრები განიხილავდნენ გენდერული ნიშნით გამოწვეულ პრობლემებს საქართველოში, მუშაობდნენ ინდენტიფიცირებული ხარვეზების აღმოფხვრის გზების მოძიებასა და ეფექტური სტრატეგიების გამოვლენაზე. ინფორმაციას პარტია "გახარია საქართველოსთვის" ავრცელებს.
-
მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, თავისი კომპასი გამოასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ გზასაც გაუშვებთ ხელიდან , - ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “2008 წლიდან პირველად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების განზრახვა არ იქნა ჩაწერილი. ეს ემთხვევა ქვეყნის მმართველი პარტიის დაპირებას, დაამარცხონ “ლიბერალური ფაშიზმი”. მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, თავისი კომპასი გაასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ გზასაც გაუშვებთ ხელიდან ”, - წერს აუსტრევიჩუსი. იპნ
-
ტრაგედია დატრიალდა ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 18 წლის ირაკლი ირემაძე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი მეოთხე სართულიდან გადავარდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბიჭი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ტრაგედია ლეონიძის ქუჩაზე მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის სახურავის რეაბილიტაციისას მოხდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ალიგატორი-1” აწარმოებდა. არსებული ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლის ნათესავი იყო სწორედ დაღუპული არასრულწლოვანი. AMBEBI.GE-ს ირაკლის კლასის დამრიგებელი ნინო ზაქარიაძე ესაუბრა: "ირაკლის ინგლისურს ვასწავლიდი, თან მისი კლასის დამრიგებელი ვარ. ირაკლი დვაბზუდან დადიოდა ნასაკირალის სკოლაში. დღეს დამირეკა ჩემმა მოსწავლემ და მითხრა, რომ ირაკლი მშენებლობაზე იყო და სახურავიდან გადმოვარდა. მეტი არაფერი ვიცი... კლასში ორი ირაკლი ირემაძე მყავდა და პირველი ეგ ვიკითხე, რომელი-მეთქი, თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა... ირაკლის მამა გარდაცვლილი ჰყავს და ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობდა. მაისში, როცა ბავშვებს ბოლო ზარისთვის ვამზადებდი, მითხრა, არ ვიცი, მონაწილეობას თუ მივიღებ, ბათუმში უნდა წავიდე სამუშაოდო. ვეუბნებოდი, არ წახვიდე ირა, ვიმეცადინოთ, ბოლო ზარზე გამოდი-თქო, ხათრი ვეღარ გამიტეხა, დამთანხმდა და გამოვიდა კიდეც სიტყვით. არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, ძალიან საყვარელი, თბილი, ალალი, მართალი, სულ იღიმოდა, ერთთავად კარგ ხასიათზე იყო, ყველას ძალიან გვიყვარდა. ირას დიდად სწავლა არ უყვარდა, მაგრამ მე ამით არასდროს ვაფასებდი მას, ადამიანური ბიჭი იყო და ეს იყო მისი მთავარი ღირსება. როგორც ვიცი, ირაკლის ძმა ჰყავს, დედა არ მუშაობდა, საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული. ირაკლი ბოლო ზარზე როცა მოვიდა, ერთი რამ მეუცნაურა: პერანგზე მინაწერებს ვაკეთებდით და იქ ვნახე ისეთი პესიმისტური ტექსტი, რამაც გული ძალიან მატკინა. ვკითხე, ირაკლი, ეს ვინ დაგიწერა-მეთქი, და დედამო. რაღაც სიკვდილზე იყო საუბარი, დედა უწერდა, მე რომ მოვკვდებიო, თუ რაღაც მსგავსი. ისე ლამაზად ჰქონდა თმა შეჭრილი, ვკითხე, ვინ შეგაჭრა-მეთქი და დედამო. დედა ძალიან უყვარდა, სულ დედას ახსენებდა. უკონფლიქტო იყო და ყველას უყვარდა, პატარა შეკამათებაც კი არ მახსოვს, მისგან ისეთი სითბო მოდიოდა... იმაზე იყო მოტივირებული, რომ ემუშავა, სულ ამაზე მესაუბრებოდა. ისე მატკინა გული, ვერ აღგიწერთ, ბავშვსაც გააჩნია, ის იმდენად კარგი იყო... მშენებლობაზე ალბათ უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული, თორემ ეს საშინელება ხომ არ მოხდებოდა? ესაა ჩვენი უბედურება... სიკვდილსაც ხომ გააჩნია? მთელი დღეა, მკვდარივით ვარ, ძალიან ცუდად ვარ". ambebi.ge
-
ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ჩამოვარდა – ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-მ დაუდასტურა. გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. ის ადგილზე მისულ ექიმებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ. „ბათუმელების” ცნობით, შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, სადაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს, როდესაც მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, (ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ). პუბლიკა
-
NGO-ები: იუსტიციის საბჭო უბრუნდება 2013 წლამდე არსებულ მდგომარეობას
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოუწოდებენ დაიცვას კანონის მოთხოვნები თავისი საქმიანობის საჯაროობასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების დასწრება მონიტორინგის მიზნით. განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ მრავალი წინაღობის მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, მონიტორინგს უწევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომათა მიმდინარეობას, თუმცა უკანასკნელ პერიოდში საბჭომ სრულად აღკვეთა აღნიშნული შესაძლებლობა. მათი თქმით, ეს პრობლემა პირველად 2024 წლის 8 ივლისს წამოიჭრა, ხოლო მეორედ – 11 ივლისს: „ორივე შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისულ დამკვირვებლებს მრავალსაათიანი ლოდინის შემდეგ განუცხადეს, რომ სხდომა გადაიდო. მოგვიანებით, ცხელი ხაზის მეშვეობით გაირკვა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სხდომა ჩაატარა მაშინ, როდესაც დამკვირვებლები შენობაში იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი სხდომაზე არ დაუშვეს“ — ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომათა მონიტორინგის საჭიროება სწორედ ამ ინსტიტუტის ანგარიშვალდებულების ნაკლებობიდან გამომდინარეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მათი თქმით, საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე წელიწადზე მეტია აღარ ქვეყნდება საბჭოს გადაწყვეტილებები, არ იტვირთება სხდომათა აუდიოჩანაწერები და კონსტიტუციური ორგანო აღარ გასცემს საჯარო ინფორმაციას სრულად და დროულად: „უფრო მეტიც, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში საბჭო წერილობითი სახითაც კი არ პასუხობს დაინტერესებულ მხარეს, რაც აფერხებს გასაჩივრების და სასამართლოს გზით საჯარო ინფორმაციის მიღების პროცესს“ — ვკითხულობთ განცხადებაში. სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას სისტემატურად აკვირდება აცხადებს, რომ სხდომებზე დასწრებას თან ახლავს საბჭოს მხრიდან სხვადასხვა სახის ხელოვნური წინაღობების შექმნა, კერძოდ მათი თქმით: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე ვებგვერდზე განათავსოს ინფორმაცია სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეგულარულად არღვევს კანონს და სხდომის შესახებ ინფორმაციას, კანონით დადგენილი ვადების დარღვევით, ღამის საათებში აქვეყნებს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები, ფაქტობრივად, რეგულარულ რეჟიმში ინიშნება, თუმცა იშვიათად ტარდება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისეთი კოლეგიური ორგანო, როგორიც იუსტიციის საბჭოა, ან სისტემატურად ვერ ახერხებს შეკრებას, ან გამიზნულად იქცევა ამგვარად; სხდომათა გადადების შესახებ დამკვირვებლების ინფორმირება არ ხდება დროულად და მათ ამის შესახებ მხოლოდ ხანგრძლივი, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ ატყობინებენ; გარდა დამკვირვებლებისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებიც აცხადებენ, რომ ისინი არ არიან ინფორმირებული სხდომასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხებზე. ამასთანავე, საბჭო ქმნის სხვა ფიზიკურ წინაღობებს. მაგალითად, მიმდინარე წლის 24 აპრილიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს კონსტიტუციური ორგანოს შენობაში შესვლა სხდომების დაწყებამდე, ზეპირსიტყვიერი ბრძანებით აუკრძალა. მონიტორებს სხდომათა ლოდინი დამამცირებელ პირობებში უწევთ. ამასთანავე, საბჭოს წევრთა მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციულ ქმედებებსაც, რათა დამკვირვებლების დასწრების შეზღუდვას გარკვეული ლეგიტიმაცია შესძინონ. განცხადების ავტორების თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავს არიდებს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, არ პასუხობს კითხვებს აღნიშნულ დარღვევებთან მიმართებით და, საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, გაუმჭვირვალედ მუშაობს, საბჭოს საქმიანობის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების ერთადერთი წყარო დამკვირვებელი ორგანიზაციებია: „წინასაარჩევნო პერიოდში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატების შერჩევის პროცესში (რომელშიც ამავე საბჭოს მდივანი კანდიდატად არის რეგისტრირებული) და სხვა შესაძლო საკადრო ცვლილებების პირობებში, რომლებიც შესაძლოა შეეხოს მოსამართლეებს, განსაკუთრებით აუცილებელია გამჭვირვალობის მაღალი ხარისხისა და საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა“ — ვკითხულობთ განცხადებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ იუსტიციის საბჭოს მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის კარის დახურვით სასამართლო სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლი გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაცვაზეც ამბობს უარს და უბრუნდება 2013 წლამდე არსებულ მდგომარეობას, როდესაც საბჭოს სხდომები საზოგადოების ზედამხედველობის გარეშე ტარდებოდა. განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა სასამართლოს გუშაგი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია netgazeti -
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ლიტურგია გაიმართება. შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ. წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე. წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა. წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინეპოლში IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა. ipn
-
„ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. პროფკავშირი „ლაბორის” ცნობით, გაფიცულია 4621 თანამშრომელი, რაც კომპანიაში დასაქმებულთა ნახევარზე მეტია. თავად კომპანია უარყოფს, რომ გაფიცულთა რიცხვი 4600-ს აღემატება. თუმცა, კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებენ. გაფიცულები ხელფასების ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ. პროფკავშირი „ლაბორის” თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის განცხადებით, მოთხოვნებს დაემატა გაფიცული დღეების ანაზღაურებაც, ვინაიდან „ეს არ არის ამ ადამიანების არჩევანი – ეს არის დამსაქმებლის მხრიდან იძულებით გამოწვეული ქმედება”. „კიდევ რამდენიმე საკითხია, მათ შორის, ანტისანიტარიის გამოსწორება და ა.შ”. – თქვა გიორგი დიასამიძემ. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პროფკავშირმა დამსაქმებელს გაფიცვის შესახებ აცნობა და სახელების მიწოდება დაიწყო, კომპანიამ დაშინებას მიმართა. „თანამშრომლებს გაუგზავნეს იმეილები, რომ გაფიცვის შემთხვევაში მათ შეუწყდებათ ხელფასი, დაზღვევა და ა. შ. მსგავს მეთოდებს მიმართავენ. მიუხედავად ამისა, სრულმასშტაბიანი გაფიცვა მაინც შედგა. მაგიდების უმეტესობა გაჩერებულია”, – ამბობს გიორგი დიასამიძე. გაფიცვა თანამშრომლებმა 5 ივლისს დააანონსეს. მანამდე, 2024 წლის 20 მაისს „ლაბორმა“ მიმართა ჯანდაცვის მინისტრს შპს „ევოლუშენ ჯორჯიასთან” კოლექტიური შრომითი დავის მოგვარების მიზნით მედიატორის დანიშვნის თაობაზე. პროფკავშირის თქმით, კოლექტიურ დავაზე მედიატორი დაინიშნა, თუმცა მედიაცია 25 ივნისს უშედეგოდ დასრულდა, რითაც დასაქმებულებს გაფიცვის კანონიერი უფლება წარმოექმნათ. დღეს „ევოლუშენ ჯორჯიამ“ განაცხადა, რომ კომპანია მონაწილეობდა მედიაციის პროცესში, რაც იმით დასრულდა, რომ „თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა მიემართა გაფიცვის გზისთვის“. „ევოლუშენ ჯორჯია” ონლაინ კაზინოა. „ევოლუშენი“ ასევე აცხადებს, რომ მიჰყვებიან სამართლებრივად დადგენილ პროცესს და იმოქმედებენ კანონისა და სხვა რეგულაციების შესაბამისად. თანამშრომლების გაფიცვას წინ უძღოდა „მაუწყებლის” მიერ გავრცელებული „სქრინშოთები” „ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯერების სამუშაო ჩათიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს გარეგნობის, კანის ფერის, ფრჩხილების სიგრძის გამო დასცინოდნენ, იყენებდნენ სექსისტურ, რასისტულ და დისკრიმინაციულ ენას. კომპანიის გაფიცული თანამშრომლების თქმით, მენეჯერებს მათ მიმართ რეალურ ურთიერთობებშიც იმავენაირი დამოკიდებულება აქვთ. publika
-
პარლამენტი 60 მანქანის ჩასანაცვლებლად 6.7-მილიონ ლარიან შესყიდვას აცხადებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარლამენტი 60 მანქანის ჩასანაცვლებლად 6.7-მილიონ ლარიან შესყიდვას აცხადებს. საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით პარლამენტის აპარატის ბალანსზე ირიცხება 89 ერთეული მანქანა, (მათ შორის საპროტოკოლო, სამორიგეო და სამგზავრო მიკროავტობუსები დელეგაციების მომსახურებისთვის). პარლამენტის ცნობით, მათი უმეტესობა 2015 წელს თბილისში ჩატარებული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური ღონისძიების შემდეგ, სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადმოცემული, მეორადი მანქანებია, ასევე, მათი ნაწილი 2007-2013 წლებში შეძენილი სხვადასხვა მარკის მანქანაა. პარლამენტი წერს, რომ მათ უმეტესობას გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა და მათი საბალანსო ღირებულება განულებულია. წლების მატებასთან ერთად, გაზრდილია ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯი (საშუალო წვის მაჩვენებელი 100 კმ-ზე შეადგენს 12-15 ლიტრს, ხოლო შეკეთების საშუალო წლიური ხარჯი ერთ ავტომანქანაზე შეადგენს 5000 ლარს), რაც თავის მხრივ გამოწვეულია ექსპლუატაციის შედეგად მიღებული ცვეთით (ავტომანქანების საშუალო გარბენი შეადგენს 300,000 კმ). საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ შესყიდვის პროცედურას ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მეშვეობით. ასევე, პარლამენტის განცხადებით, შესყიდვის პროცედურებისა და საქონლის მოწოდების გრაფიკის მიხედვით, შეძენილი ავტომანქანები ექსპლუატაციაში შევა 2025 წლიდან 0 მომდევნო, მე-11 მოწვევის პარლამენტისთვის. შესყიდვის პროცედურის დასრულების შემდგომ ამორტიზებული ავტომანქანები გადაეცემა ქონების მართვის სააგენტოს შემდგომი რეალიზაციის მიზნით. publika -
საქართველოს პრეზიდენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის ბრიფინგი გაიმართა. გიორგი მსხილაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერაზე უარი არ ნიშნავს იმას, რომ ცვლილებებს ვეტო დაედო ანუ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნდა პარლამენტში. კანონის მიხედვით, თუ პრეზიდენტი კანონს ხელს არ მოაწერს და პარლამენტში დააბრუნებს, მასზე ხელმოწერა შეუძლია პარლამენტის თავმჯდომარეს. გიორგი მსხილაძის შეფასებით, საპენსიო ფონდში განხორციელებული ცვლილება აჩენს ეჭვს, რომ მოემსახურება მმართველი ძალის ინტერესებს. „განხორციელებული ცვლილებებით, საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრებს დანიშნავს პრემიერი. ადრე მოქმედი მოდელით, ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრებს ირჩევდა პარლამენტი. მიუღებელი და დაუშვებელია ამ პროცესის პარლამენტიდან გატანა და პრემიერის ხელში ძალაუფლების ამგვარი კონცენტრაცია. აღნიშნული ცვლილება აჩენს ეჭვს, საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარი კადრებით, ეს კი შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებით სხვადასხვა სამთავრობო ნაკლებად მომგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს. პენსიის რეფორმა საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად ითვლებოდა, რის გამოც გაუმართლებელია ასეთი ცვლილებების მიღება, რომელიც რეპუტაციულად აზიანებს რეფორმას, არყევს მის მიმართ მოსახლეობის ნდობას. მყარი საპენსიო სისტემა და მისი სანდოობა პირდაპირ დაკავშირებულია მოქალაქეთა კეთილდღეობასთან, შესაბამისად, მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს მილიონნახევარზე მეტი მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ. დღეს, 12 ივლისს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებას პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა, თუმცა არც მოტივირებული შენიშვნებით დააბრუნა. პაპუაშვილის თქმით, კანონს ხელს თავად მოაწერს. „ზურაბიშვილისგან მოგვივიდა წერილი, რომ ის არც ხელს აწერს და არც მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს ამ კანონს, ანუ ვეტო არ არის და შესაბამისად, არ არის მოტივირებული შენიშვნები. რაც ჩვენ წინა ვეტოებთან დაკავშირებით ვიხილეთ, როცა არგუმენტად მოყვანილი იყო „იმიტომ“, როგორც ჩანს, საპარლამენტო მდივანს პარლამენტში „იმიტომ“ არგუმენტით მოსვლა არ სურდა“, – განაცხადა მან. publika
-
„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, ანა ბუჩუკური აცხადების, რომ მისი პარტიისა და „ლელოს“ შესაძლო გაერთიანებაზე გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ლელოს“ უსურვებს ისე გადალახოს ბარიერი და ისე შევიდნენ პარლამენტში, რომ არ "განაცდნენ". ამასთან, ბუჩუკური აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს. "ქალბატონ პრეზიდენტთან ჩვენს გუნდს, მათ შორის, გუნდის ლიდერს, გიორგი გახარიას პერსონალური კომუნიკაცია ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს. ამასწინათ იყო გავრცელებული რაღაც "ფეიკი", რომ ვიღაცა შალელაშვილი ქმნის რაღაც პარტიასო, პრეზიდენტიო, გახარიაო, ისაო, ესაო. ტყუილია, ხალხო, ტყუილი! ხომ არ შეიძლება ერთი და იგივე კითხვა დასვათ?! ყოველ ჯერზე მე გიპასუხებთ, რომ ეს არის ტყუილი და ყალბი ინფორმაცია. "ნაცმოძრაობის" და "ოცნების" წითელ ხაზებთან დაკავშირებით დიდი ხანია ვსაუბრობთ. რაც შეეხება "ლელოს" - "ლელოსთან" დაკავშირებით, ასევე, იცით ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ ვუსურვებთ, ისე გადალახონ ბარიერი და ისე შევიდნენ პარლამენტში, რომ არ "განაცდნენ". თუ რამე შეიცვლება ჩვენგან გაიგებთ ამ ინფორმაციას, სხვების ტყუილს ნუ ავრცელებთ, ძალიან გთხოვთ”, - განაცხადა ბუჩუკურმა. ipn
-
პარლამენტს საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარედგინა. ბიურომ საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა. გენერალური პროკურორის არჩევა რიგგარეშე სესიაზეა დაგეგმილი, რომელიც მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, 18-19 ივლისს გაიმართება. ipn
-
ევროკავშირის ვალდებულება, იდგეს ქართველი ხალხის გვერდით და გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება, ურყევი რჩება. გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) სოციალურ ქსელ X-ზე წერს, სადაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს უსაფრთხოებას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხარს უჭერს ზოგად უსაფრთხოებას საქართველოში 2008 წლიდან. სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონული ოფისები – გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. მისიაში 200-მდე სამოქალაქო დამკვირვებელი მუშაობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. 2008-2024 წლებში საერთო ბიუჯეტი 354 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო 2023-2024 წლის ბიუჯეტი - 47 მილიონ ევროს. მისიის მიზანს წარმოადგენს საომარი მოქმედებების დაბრუნების თავიდან აცილება და გრძელვადიან სტაბილურობის ხელშეწყობა, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ნორმალური ცხოვრების დაბრუნების ხელშეწყობა, კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის შექმნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური განმარტავს, რომ „ევროპული სამშვიდობო ფონდი” საქართველოსთვის აძლიერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. „ფონდი აგრძელებს 2021-2023 წლის დახმარების განხორციელებას (62 მილიონი ევრო), შეჩერებულია 2024 წლის დახმარების მიღება. დღემდე მიწოდებული აღჭურვილობა მოიცავს: სრულად აღჭურვილ ორ სამედიცინო დაწესებულებას, სამედიცინო აღჭურვილობას გორის სამხედრო ჰოსპიტლისთვის, 42 სატვირთო მანქანა, 96 ინდივიდუალურ და ჯგუფის დონის 17 საინჟინრო ნაკრებს, კიბერთავდაცვის წვრთნებსა და სწავლებებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ipn
-
წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა „MEGOBARI აქტს" მხარი დაუჭირა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „MEGOBARI აქტს” მხარი დაუჭირეს. მას მხარი დაუჭირა 41-მა კონგრესმენმა, წინააღმდეგი იყო – 6. როგორც ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ წერს, მომდევნო ეტაპი იქნება წარმომადგენელთა პალატაში საყოველთაო კენჭისყრა. საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „MEGOBARI აქტი” გუშინ განიხილეს – კონგრესმენმა ბილ კიტინგმა მხარდაჭერა გამოხატა კანონპროექტის მიმართ და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების” ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა კი თქვა, რომ მნიშვნელოვანია ის ოქტომბრის არჩევნებამდე იქცეს კანონად. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს არ უნდა მისცენ საშუალება, საქართველოს მომავალი განსაზღვროს. MEGOBARI აქტის“ ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. „MEGOBARI აქტის“ თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“. მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას – გაზრდილ ფინანსურ დახმარებას და სავიზო რეჟიმის შერბილებას ჰპირდება. აშშ-ში კანონის ძალაში შესვლამდე ინიციირებულმა კანონპროექტმა რამდენიმე ნაბიჯი უნდა გაიაროს. თავდაპირველად, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს შესასწავლად წარედგინება, რის შემდეგაც კომიტეტი ნიშნავს თარიღს კენჭისყრისთვის, დებატების ან შესწორებებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება, პროექტი განსახილველად გადაეცემა სენატს. სენატში კანონპროექტის განხილვა ინიშნება კიდევ ერთ კომიტეტში, რომელიც შემდეგ მართავს მსჯელობას და კენჭისყრას. სენატის მხარდასაჭერადაც საჭიროა უბრალო უმრავლესობა. საბოლოოდ, თუ არსებობს უთანხმოება კანონმდებლობის ირგვლივ, მის მოგვარებას ცდილობს კონგრესის კონფერენციის კომიტეტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებისგან შედგება. უთანხმოებებზე შეჯერების შემდეგ კანონპროექტი ბრუნდება სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში საბოლოო დადასტურებისთვის, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტს აქვს 10 დღე, რათა ხელი მოაწეროს პროექტს. კონგრესის სასესიო პერიოდი გაგრძელდება 5 აგვისტომდე, რის შემდეგაც 9 სექტემბრის ჩათვლით იქნება არდადეგები. publika -
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი აცხადებს, რომ საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირ დახმარებას საფრანგეთიც აჩერებს – მისი თქმით, მათი მხარდაჭერა გაძლიერდება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართულებით. ელჩის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი, რათა დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა. ესე იგი, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ყველა სფეროში”, – განაცხადა მან. მსგავსი განცხადება გუშინ, 10 ივლისს გააკეთა გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოში ახალ ფინანსურ ვალდებულებებს აღარ აიღებს. მოგვიანებით გაიმართა ბუნდესტაგის წევრების მედიასთან პრესკონფერენცია, სადაც განაცხადეს, რომ იგეგმება მოქმედი პროექტებისა და თანამშრომლობების გადახედვა. publika
-
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს იყო არასოდეს იქნება პრორუსული, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანი ქვეყნის ევროპული გზაა. საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, ათეული წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში ქვეყნის განვითარების მტკიცე მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნებზე იქნება საზოგადოების სრული მობილიზაცია, არასამთავრობო სექტორის და ახალგაზრდებისა და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საკუთარ ევროპულ არჩევანს. შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განხილვისას საუბარი შეეხო სამხედრო წვრთნების გადადებას და მის შესაძლო შედეგებს. „განხილულ იქნა „ქართული ქარტიის“ მნიშვნელობა, რომელიც წარმოადგენს პრეზიდენტის მიერ შედგენილ სამოქმედო გეგმას, რათა უმოკლეს ვადაში შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები. ქარტიაზე ხელმომწერმა პარტიებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რათა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული გზის ლიდერობისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი იმის დადასტურებაა, რომ ამერიკისათვის მნიშვნელოვანია ქართველ ხალხთან სიღრმისეული პარტნიორობა და აშშ კვლავაც გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების საკმაო გამოწვევებით აღსავსე ანტიდემოკრატიულმა ცვლილებებმა საფრთხის ქვეშ ჩააგდო ქვეყნის ევროატლანტიკური გზა, რომელიც ქართველის ხალხის ნებას გამოხატავს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ipn
-
საქართველოს რომელ მაღალმთიან რეგიონებში გაიზარდა და შემცირდა მოსახლეობა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვ.კმ-ზე შემცირდა 6 ადამიანით, 366-დან 360 ადამიანამდე. ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-30 წლების სტრატეგიის“ დოკუმენტშია აღნიშნული. მონაცემების თანახმად, 2015 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გარდაცვალების მაჩვენებელი, ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში, შემცირებულია 0,36%-ით და შეადგენს 10.8%-ს. რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებს, სადაც 2023 წელს, 2015 წელთან შედარებით, მოსახლეობის მატება დაფიქსირდა, ასეთია ქვემო ქართლის (8%), მცხეთა-მთიანეთის (4%) და აჭარის (5.4%) მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები. ხოლო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მოსახლეობა ყველაზე მეტად არის შემცირებული. დოკუმენტის მიხედვით, 2015 წლიდან საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ცოცხლად დაბადებულთა რიცხვის კლება შეინიშნება, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი არამაღალმთიან მუნიციპალიტეტებში უფრო შემცირებულია. ავტორი: ნინი ქეთელაური