-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში ფიჯის ნაკრებს შეხვდა, 40:36 დაამარცხა და ფინალში 19 ივლისს იტალიას დაუპირისპირდება, რომელიც მიმდინარე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ერთხელ უკვე დაამარცხა – 28:17. პირველ ტაიმში უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში ლელო მიხეილ ხახუბიამ და ტარიელ ბირთიკაშვილმა დადეს, ლუკა ცირეკიძემ ერთი გარდასახვა და სამი ჯარიმა გაიტანა, რასაც ფიჯელებმა ორი ლელოთი (პლუს ერთი გარდასახვა) უპასუხეს და პირველი ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 21:12 მოიგეს. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალე საქართველოს ნაკრები კაცნაკლული დარჩა, კუნძულელებმა დიდი ძალებით შეუტიეს და ერთი ლელოს დადებაც შეძლეს. ქართველები უპირატესობის გაზრდას ცდილობდნენ და გამოუვიდათ კიდეც – შეტევაში კარგად ითამაშა კოტორაშვილმა, ბურთი მოიპოვა და გერგედავას გადააწოდა, რომელსაც ლელოს დადება აღარ გასჭირვებია, ცირეკიძის მორიგი გარდასახვაც ზუსტი გამოდგა – 28:17. დარჩენილი დრო გუნდებმა შეტევებში გაატარეს, ლელოების დადებაც მოახერხეს, საბოლოოდ კი საქართველოს ნაკრებმა მოიგო და მეცხრე ადგილისთვის ფინალურ შეხვედრაში 19 ივლისს იტალიის ნაკრებს ეთამაშება. ავტორი - მიხეილ ჯაში
-
ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო. როგორც მედია წერს, ცეცხლი „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს გაუხსნეს. შემთხვევა მე-12 სკოლის წინ მოხდა. „უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს, სერგო და ლევა კაბისოვებს. თვითმხილველების თქმით, ამ ინციდენტში მონაწილეობს პრეზიდენტის ძმა (ალან გაგლოევი) ალიკ გაგლოევიც“, - წერს მედია „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, მომხდარის გარემოებების დადგენის მიზნით "საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები" მიმდინარეობს. იპნ
-
პოლიტიკური ძალადობა დემოკრატიულ ქვეყანაში აბსოლუტურად მიუღებელია, - ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას. “მკაცრად ვგმობ თავდასხმას ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე“, - წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ზე. დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.
-
გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე თავდასხმას. კობახიძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს ჯანმრთელობას და სოლიდარობას უცხადებს. „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს“, - წერს კობახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ იპნ
-
თავდაცვის მთელი უწყება გმობს ამ ძალადობას, რომლის ადგილიც ჩვენს დემოკრატიაში აბსოლუტურად არ არის, - ასე ეხმაურება აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარ სროლას. „ეს არ არის გზა, რითაც ამერიკაში უთანხმოებებს ვაგვარებთ და არასდროს არ უნდა იყოს. შვება მომგვარა გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის და მე ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის და ყველასთვის, ვინც ამ საშინელი ინციდენტით დაზარალდა“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. თავდამსხმელი, ჯერჯერობით, იდენტიფიცირებული არ არის. უცნობია თავდასხმის მოტივიც. იპნ
-
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა. „FBI-მ დაადგინა, რომ სუბიექტი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდა, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია“, - აღნიშნულია FBI-ს განცხადებაში. ფედერალური გამოძიების ბიურო მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს ინფორმაცია, ფოტო ან ვიდეო მასალა, რომელიც, შესაძლოა, გამოძიებას დაეხმაროს, გააგზავნონ ის ელექტრონულ მისამართზე: FBI.gov/butler ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 1-800-CALL-FBI. ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. ipn
-
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან გამართული შეხვედრის დროს მომხდარ სროლას ეხმაურება. „შემაძრწუნა ცნობამ პენსილვანიაში, წინასაარჩევნო შეკრების დროს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ განხორციელებული სროლის შესახებ. ასეთ ძალადობას გამართლება არ აქვს და მას მსოფლიოში ადგილი არსად არ უნდა ჰქონდეს. ძალადობამ არასოდეს უნდა გაიმარჯვოს“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე. მისი თქმით, მოხარულია, რომ დონალდ ტრამპი უკვე უსაფრთხოდ არის და მას სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ipn
-
ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ "X"-ში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს. "ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მის და მისი ოჯახის გვერდითაა. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვდგავართ!",-ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ipn
-
დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. CNN-ის ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ შეიარაღებული პირი და შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მას ესროლეს და ტყვია „მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში" მოხვდა. საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად უსაფრთხოდ არის. ipn -
სუს-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. უწყების განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას. პუბლიკა
-
მე პრემიერობა არ მინდა, მე მინდა, საქართველოს ნორმალურ, დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე დაბრუნების პროცესში, ჩემი წვლილი შევიტანო - ამის შესახებ "ტვ პირველის" "დღის ამბებში" საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, უნდა რომ ქვეყანაში "ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს".
-
"მე არასდროს მითქვამს, რომ ანგელოზი ვარ, ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია, თუმცა ბევრი საჭირო საქმე გამიკეთებია" - ამის შესახებ ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" "დღის ამბებში" სტუმრობისას განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის კითხვას, იყო თუ არა ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს "ქართული ოცნების" მიერ საგარეო ვექტორის ცვლილების შემაკავებელი. გიორგი გახარიას თქმით, მისი გადადგომის შემდეგ დემოკრატიული უკუსვლა, საქართველოს საგარეო კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და კორუფცია ეტაპობრივად გახდა სისტემური.
-
ივანიშვილი თავისი შეცდომების ტყვეობაშია - ამის შესახებ გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" "დღის ამბებში" განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში მოცემულობა ისეთია, რომ "ივანიშვილი ქვეყნის მომავლის კონკურენტია" და მისი "პატარა ბიჭები" არაფერს წყვეტენ. საგარეო ვექტორის ცვლილებაზე საუბრისას გიორგი გახარია ამბობს, რომ ხელისუფლება თავადაც მიხვდა, რომ "ყველა წითელი ხაზი დადაკვეთა". მისივე განცხადებით, ამ კომფიგურაციით, მმართველ ძალას არ შეუძლია რამე შეცვალოს. მისი თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ვირტუალური პოლიტიკური პოლიტიკოსები არიან.
-
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტმატჩების სერიის მეორე მატჩი სენდაიში იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 25:23 დაამარცხა. იაპონელმა მორაგბეებმა თამაში სწრაფ ტემპში დაიწყეს, პირველი შეტევა გარდასახული ლელოთი დაასრულეს და 7:0 დაწინაურდნენ. მიღებული ლელოს შემდეგ „ბორჯღალოსნებმა“ მოახერხეს თამაშის გათანაბრება და შეტევების განხორცილება სცადეს, რომლის დროსაც იაპონელები ორჯერ დაჯარიმდნენ, ლუკა მატკავამ ორივე ჯარიმა ზუსტად შეასრულა და სხვაობა მინიმუმადე შეამცირა – 7:6. მასპინძლები პირველივე ტაიმში კაცნაკლულები დარჩნენ – არბიტრმა მათი მორაგბე მოედნიდან უხეშობისთვის გააძევა და საქართველოს ნაკრებმა მოახერხა დაწინაურება – ჯერ ვანო კარკაძემ დადო ლელო, რადენიმე წუთში კი მიხეილ ალანიამ გამოიჩინა თავი და ტაიმი ქართველებმა 18:13 მოიგეს. იაპონიამ აქტიურად დაიწყო მატჩის მეორე ნახევარიც. მასპინძლებმა საჯარიმო დარტყმით შეძლეს სხვაობის შემცირება. ცოტა ხანში საქართველოს ნაკრები მოედანზე 14 მოთამაშით დარჩა, იაპონელებმა ამით ისარგებლეს, ლელო დადეს და დაწინაურდნენ – 23:18. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია და ამ შეტევებმა შედეგიც გამოიღო – 72-ე წუთზე გიორგი ჯავახიამ მესამედ მოახერხა იაპონელთა ჩათვლის მოედანში ლელოს დადება, მატკავამ გარდასახვა ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრები კვლავ დაწინაურდა 25:23. დარჩენილ დროში იაპონელები ცდილობდნენ თამაშის გადარჩენას, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა მოახერხეს თვის დაცვა და შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა. ავტორი - მიხეილ ჯაში
-
„ბათუმელები“: შეკვეთილში „რუსული კლუბი“ პედაგოგებსა და ბავშვებს წვრთნის
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„ბათუმელების“ ცნობით, შეკვეთილში, სასტუმრო „მირაჟში“, ორგანიზაცია „რუსული კლუბის“ მიერ ორგანიზებული სემინარი ტარდება, რომელსაც ქართული საჯარო სკოლების მასწავლებლები ესწრებიან. სწავლებას, სავარაუდოდ, სანქცირებული Россотрудничество [უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტო] აფინანსებს – მათ ამ სემინარის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე აქვთ განთავსებული. Россотрудничество-ის თავმჯდომარე ევგენი პრიმაკოვია. ორგანიზაციის ინფორმაციით, მსგავს სწავლებებს ორგანიზაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც მართავს. ვებგვერდზე კი აფხაზეთი და სამაჩაბლო, დამოუკიდებელ ქვეყნებად აქვს მითითებული. ორგანიზაციის ვებსაიტის მიხედვით, სემინარი რუსული ენის პოპულარიზაციას ემსახურება. სასტუმროს ადმინისტრაციის ცნობით, ტრენინგში, საჯარო სკოლების, დაახლოებით, 30 მასწავლებელი მონაწილეობს. როგორც „ბათუმელები“ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ამ სემინარებს წინა წლებში საქართველოში სწორედ Россотрудничество აფინანსებდა, რასაც „რუსული კლუბის“ ხელმძღვანელი, ნიკოლაი სვენტიცკი გამოცემასთან სიცრუეს უწოდებს. Россотрудничество 2008 წელს პუტინის ბრძანებულებით შეიქმნა და მათი მიზანია რუსული გავლენების გაზრდა და პოპულარიზაცია მსოფლიოში, განსაკუთრებით კი დსთ-ს ქვეყნებში. „ბათუმელების“ ცნობით, 2021 წლიდან მათ მიიღეს არაფორმალური სახელი „რუსული სახლი“. „ბათუმელების“ შეკითხვებს, აქვთ თუ არა რუსეთიდან მოწვეულ ტრენერებს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული, არ პასუხობენ არც შსს-ში და არც სუს-ში. შეკითხვებს არ პასუხობენ განათლების სამინისტროშიც. პუბლიკა -
"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი ლამინ იამალი დღეს, 13 ივლისს, 17 წლის გახდა, მაგრამ "ფურია როხას" შემადგენლობაში მას შესაძლოა საერთოდ არ ეთამაშა და ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა. ფეხბურთელი ესპანეთში დაიბადა, მაგრამ მამამისი მაროკოელია, დედა კი ეკვატორული გვინეიდან. მაროკოელები იამალის ხელში ჩასაგდებად და მათ ნაკრებში სათამაშოდ დასათანხმებლად ყველაფერს აკეთებდნენ, თუმცა ლამინმა ბოლოს ესპანეთი აირჩია. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ვარსკვლავი მშობლების სამშობლოს არ ივიწყებს და თავის Adidas F50-ის ბუცებზე ორივე ქვეყნის, ეკვატორული გვინეისა და მაროკოს დროშა აქვს დატანილი. იამალი გოლების გატანის შემდეგ ე.წ. "304" (იხილეთ სტატიის მთავარ სურათზე) ჟესტით ზეიმობს, ამ ყველაფერს კი თავისი მიზეზი აქვს. საქმე იმაშია, რომ ლამინი როკაფონდაში, კატალონიის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ უბანში გაიზარდა, 304 კი ამ უბნის zip code-ს წარმოადგენს. ის ამ ნიშანს თავის ბუცებზეც ატარებს და ამაყად წარმოაჩენს თავის ფესვებს, როგორც მისი თავმდაბალი საწყისის მუდმივი შეხსენება. კიდევ ერთი ვირუსული ამბავი, რომელიც "ფურია როხას" შემტევს უკავშირდება, სოციალურ ქსელში თავად ფეხბურთელის მამის მიერ გავრცელებული ფოტოა, სადაც ბავშვი ლამინი და ლიონელ მესია აღბეჭდილი. საქმე იმაშია, რომ ეს ფოტო 2008 წელს სოლიდარობის კალენდრის გამო გადაიღეს, რომელსაც კატალონიური გამოცემა ყოველ წელს აწარმოებდა და რომელშიც "ბარსელონას" ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ მესისთან სურათის გადასაღებად მაშინ "ბარსელონამ" ერთგვარი გათამაშება ჩაატარა, რომელიც ლამინის ოჯახმა მოიგო და ლეომაც ფოტო იამალთან გადაიღო. რა თქმა უნდა, ამ ფოტოს ბევრი განხილვა მოჰყვა. "მესიმ ლამინი დალოცა?! - იქნებ ჩემმა შვილმა დალოცა ლეო"?!, - განაცხადა ამ ფოტოზე ფეხბურთელის მამამ. "რა თქმა უნდა, მაშინ არ მეცოდინებოდა, თუ ვისთან ვიღებდი ფოტოს. ის მამაჩემს ჰქონდა შენახული და ჩვენ შედარების გამო ის არასდროს გამოგვიყენებია, ეს კარგი ნამდვილად არ იქნებოდა", - ეს კი უკვე ლამინის სიტყვებია. იამალს ხვალ უკვე 17 წლის ასაკში კარიერაში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის. მისი ესპანეთის ნაკრები თბილისის დროით 23:00 საათზე ინგლისს დაუპირისპირდება. sportall.ge
-
მხოლოდ კვარასთვის - Adidas-მა სპეციალურად ხვიჩასთვის ახალი ბუცები დაამზადა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების და იტალიური ნაპოლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ადიდასის სახეა. სოციალურ ქსელში, გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ უმზადებს კომპანია ფეხბურთელებს სპეციალურ ბუცებს - მათ შორისაა ხვიჩა კვარაცხელიაც. იხილეთ ვიდეო: https://sportline.ge/index.php/?newsid=15010&fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR0imGmQE-kGEuvr6M9-yjzl6EbryY1KY03arFIoXp8Wsm1-sJn7CiZSEBg_aem_dsxaMX-G1kyn1JquiZLv3A / -
„დღეს ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ და ადამიანები იმაზე მეტ კვალს ვტოვებთ მასში, ვიდრე წარმოგვიდგენია. მაგალითად, პირად ნომერს დავამახსოვრებინებთ თუ არა, ამით საფრთხეებს ვერ ავირიდებთ“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ინტერნეტ-თაღლითობის პრევენციის შესახებ უსაფრთხოების სპეციალისტმა, ანდრო გოცირიძემ ისაუბრა. „უსაფრთხოებისთვის შეგვიძლია რამდენიმე საშუალება გამოვიყენოთ: ბარათზე, რომელსაც ვიყენებთ ელექტრონული გადარიცხვების დროს ან შოპინგის დროს, ნუ განვათავსებთ მთელს ჩვენს ხელფასს. ამისთვის უმჯობესია ცალკე ბარათი გქონდეთ, რომელზეც კონკრეტულად იმდენი თანხა გექნებათ, რამდენიც გჭირდებათ. საბანკო პროდუქტები არსებობს ვირტუალური ბარათების სახითაც, რომელთა გატეხვა გაცილებით რთულია, ვიდრე ფიზიკური ბარათის, ამიტომ, სჯობს ასეთ ვირტუალურ ბარათებზე გადავერთოთ. პაროლის გამოცვლა, ძლიერი პაროლი ან ორმაგი ავტორიზაცია ერთ-ერთი საშუალებაა დაცვისთვის. თუკი რამე მეილი ან ტრანზაქცია ოდნავ მაინც ეჭვს გიჩენთ, კარგად გადაამოწმეთ და მხოლოდ მაშინ ისარგებლეთ“, - განაცხადა გოცირიძემ. უსაფრთხოების სპეციალისტმა პრობლემაში ფინანსური ინსტიტუტების როლზეც ისაუბრა. „ამ შემთხვევაში მომხმარებლის უფლება არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია, რადგან ის საკუთარი ნებით უზიარებს პაროლს ან სხვა მონაცემს თაღლითებს. ასეთ დროს კომერციული ორგანიზაცია მარტივად იცავს თავს და ცდილობს არ აანაზღაუროს დანაკლისი. ხდება თანხის ანაზღაურების შემთხვევებიც, მაგრამ ამას არ აქვს მასშტაბური სახე და ისევ და ისევ სჯობს, რომ ადამიანებმა საკუთარი წინდახედულებით დაიცვან თავი“ - განაცხადა მან. ანდრო გოცირიძემ მსოფლიოს მაგალითზეც ისაუბრა. მისი თქმით, კიბერ-თაღლითობა მთელს მსოფლიოში გავრცელებულია, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობაში ცნობიერებაც უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. „კიბერ-თაღლითობა საერთაშორისო პრობლემაა და ის მარტო საქართველოში არ ხდება, მაგრამ ცნობიერება მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, სადაც ციფრული გამოცდილება უფრო მაღალი აქვთ, გაცილებით მაღალია. ახალი ტექნოლოგიების, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის შემოსვლის შემდეგ ეს თაღლითური ტექნოლოგიები იმდენად იხვეწება, რომ მომხმარებლებს უფრო და უფრო გაუჭირდება თავდაცვა“, - განაცხადა ანდრო გოცირიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“. ავტორი: ეკა დარჩიაშვილი
-
რა გზავნილები აქვს უზრა ზეიას – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი დასრულდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოადგილემ, უზრა ზეიამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ორი დღის განმავლობაში ის შეხვდა დეპუტატებს, პრემიერ-მინისტრს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ზეია იმყოფებოდა წეროვანში, სადაც შეხვდა დევნილ ქალებს და მოისმინა მათი ისტორიები. ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ უზრა ზეიამ ვიზიტი მედიასთან შეაჯამა. მან თქვა, რომ აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით, შემდეგ კი გაახმიანა სამი ძირითადი გზავნილი. პირველ რიგში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ნაბიჯები და დეზინფორმაციული კამპანია დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ. ისაუბრა რუსული კანონისა და ამ კანონის მიღების გამო ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ. მეორე გზავნილი, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს აქვს ქართველი ხალხის მიმართ, არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა, მისი მესამე გზავნილი შეეხება იმ მხარდაჭერას, რომელსაც აშშ სთავაზობს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე. მისი თქმით, სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელია, ადგილობრივმა თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა თავიანთი საქმიანობის განხორციელება შეუფერხებლად შეძლონ. უზრა ზეიამ განაცხადა, რომ ქართველ და ამერიკელ ხალხს აერთიანებს თავისუფლებისა სიყვარული და მისწრაფება დემოკრატიისადმი. მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ არის ასეთი მტკიცე ქართველებისა და ამერიკელების მეგობრობა. ნეტგაზეთი -
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს. ეზრა ზეიამ აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გულწრფელი საუბარი ჰქონდა. „აშშ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულია იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები, მათ შორის ე.წ. „უცხოური გავლენის შესახებ კანონი“ და რიტორიკა ძირს უთხრის მის გზას ევროკავშირისკენ და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე X-ზე. იპნ
-
კომისიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტს განცხადებით მიმართა და რეკომენდაცია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს გაუწია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისს დანიშნავს. „იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით, 2024 წლის 11 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილმა კომისიამ გასაუბრება გამართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში მონაწილეებთან: მანუჩარ კაკოჩაშვილთან, გიორგი ბურჯანაძესთან, თამარ ალფაიძესთან, დიმიტრი გაბუნიასთან და კახა წიქარიშვილთან. გასაუბრების შემდეგ კომისიამ კანდიდატები წინასწარ შემუშავებული და გასაჯაროებული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა. შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით, რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს. საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისს დანიშნავს. გასაუბრების პროცესს ესწრებოდნენ და მონიტორინგს უწევდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები: ,,დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების პატივისცემის უზრუნველსაყოფად, ODIHR პრეზიდენტის აპარატის მოწვევით მონიტორინგს უწევს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნის პროცესებს. მონიტორინგის დეტალური ანგარიში გამოქვეყნდება ამ წლის ბოლოს, რომელშიც მოცემული იქნება ჩვენი ძირითადი მიგნებები პროცედურის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის შესახებ, ასევე რეკომენდაციები, რათა სამომავლოდ გაუმჯობესდეს დანიშვნის პროცესი. ODIHR-მა შეიმუშავა მონიტორინგის ღირებული ინსტრუმენტების ნაკრები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ეუთოს რეგიონის ქვეყნებში სასამართლო დანიშვნებისა და შემოწმების ("ვეტინგის") პროცესების მონიტორინგისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) გაავრცელა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის მთავარი ნაბიჯები ასახულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ „ქართულ ქარტიაში“. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის და მათ შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეფასება-შემოწმება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კომისიის მიერ. პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, მათგან, ვინც აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულის მიუხედავად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია, რომელიც პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება; გასაუბრების სრული პროცესის პირდაპირი ტრანსლირება განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური სოციალური ქსელების ,,ფეისბუქისა“ და ,,იუთუბის“ მეშვეობით, ასევე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის საშუალებით“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
-
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 45 წლის ქალი ცოფით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა. ამავე თვეში ლეკვი მოკვდა. „ქალს ანტირაბიული დახმარებისთვის არ მიუმართავს. ცოფის კლინიკური სურათის განვითარება დაიწყო 6 ივლისს, ამ დაავადებისთვის ტიპური კლინიკური ნიშნებით. შემთხვევა კი 2024 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა, რომელიც იმავე დღეს დასრულდა ლეტალური გამოსავლით. პჯრ კვლევით დიაგნოზი ლაბორატორიულად დადასტურდა. მსგავსი ფაქტი 2022 წლის ნოემბრის შემდეგ წელს პირველად დაფიქსირდა. მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირების ღონისძიებები. ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა. ადამიანებში ცოფის პროფილაქტიკის მიზნით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხდება მაღალეფექტური ბიოპრეპარატების (ვაქცინა და იმუნოგლობულინი) განაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროფილაქტიკა ხელმისაწვდომია ყველა მუნიციპალიტეტში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. 1ტვ