-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ევროპული მომავალი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი. ხელისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, მათი ქმედებები არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1411955206182623/
-
პრეზიდენტმა 18-19 ივლისს რიგგარეშე სესია მოიწვია. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის შესაბამისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამასთან, პრეზიდენტმა მოუწოდა პარლამენტს, რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი. საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე პლენარულ სხდომებზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს 18 ივლისს მოუსმენს და კენჭს უყრის, ამნისტიის კანონს კი 19 ივლისს განიხილავს და გაიტანს გენჭისყრაზე. ასევე, განიხილება რამდენიმე კანონპროექტი. გენერალური პროკურორობის კანდიდატად პარლამენტს საპროკურორო საბჭომ გიორგი გაბიტაშვილი წარუდგინა. გაბიტაშვილი 2014 წლიდან გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. მისი კანდიდატურის დამტკიცებას სრული შემადგენლობის უმრავლესობა – 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. თანამდებობაზე განწესება 6 წლის ვადით ხდება. თუ გიორგი გაბიტაშვილი არჩევისთვის საჭირო ხმებს ვერ მიიღებს, პარლამენტს ახალი კანდიდატურა წარედგინება. რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს – ის მმართველ პარტიას ეკუთვნის. კანონპროექტის თანახმად, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთანავე, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირება შეეხება დაახლოებით 225 მუხლს. პუბლიკა
-
რამდენიმე ციხეში პატიმრებმა ამნისტიის კანონის გაფართოების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. ამის შესახებ პატიმრების ოჯახის წევრები და უფლებადამცველები საუბრობენ. ადვოკატების თქმით, ქუთაისის N2 დაწესებულებაში 20 პატიმარი შიმშილობს. რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში 50 პატიმარი შიმშილობს. ამის შესახებ „მთავარ არხს“ ციხიდან პატიმარი თავად ეუბნება. მისი თქმით, მოშიმშილე პატიმრები ამნისტიის კანონის უფრო მეტ მუხლზე გავრცელებას მოითხოვენ. ქსანში 30 პატიმარი შიმშილობს – ეუბნება პატიმრის მშობელი ტვ პირველს. მისი თქმით, პატიმრები შიმშილობას, ოჯახის წევრები კი აქციებს გააგრძელებენ საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით. მათ შორის, აქციებს გეგმავენ პარლამენტთან. სულ რამდენი პატიმარი შიმშილობს და რამდენ დაწესებულებაში, ამის შესახებ „პუბლიკას“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არ უპასუხეს. პუბლიკა
-
მეთიუ მილერი ტრამპზე თავდასხმის შესახებ კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ტრამპზე თავდასხმის შესახებ ირაკლი კობახიძის კომენტარს გამოეხმაურა. კობახიძემ დაწერა, რომ „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის“. „არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ გამოძიების შესახებ ისაუბრეს, იმის შესახებ რაც იციან და რაც არ იციან. როგორც მე მესმის, ისინი ამ გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას იქამდე გააგრძელებენ, სანამ გაგრძელდება. ისევე, როგორც პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლისას სთხოვა ამერიკულ საზოგადოებას თავი შეეკავებინათ სპეკულაციისგან, არ გაეკეთებინათ უპასუხისმგებლო განცხადებები, ფაქტების გაგებამდე. ვფიქრობ, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი“, – განაცხადა მილერმა. Facebook-ზე გავრცელებულ ქართულენოვან განცხადებაში ირაკლი კობახიძემ ტრამპზე თავდასხმა გლობალური ომის პარტიას დაუკავშირა. -
ევროკომისიის მონაცემების ბოლო ანალიზის საფუძველზე, 2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა, მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა- 46.1 მილიონ ევროა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „ევროკავშირის 46.1 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება მოიცავდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ 47 პროექტს: ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა: 8.6 მილიონი ევრო; დემოკრატიული ჩართულობა და დამოუკიდებელი მედია: 8 მილიონი ევრო; ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება: 7.9 მილიონი ევრო; უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობა: 4.9 მილიონი ევრო; კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები: 4.6 მილიონი ევრო; ნდობის აღდგენა კონფლიქტის მოგვარებისთვის: 4 მილიონი ევრო; დეცენტრალიზაცია და სოფლის განვითარება: 3.9 მილიონი ევრო; გარემოს დაცვა და კლიმატი: 2 მილიონი ევრო; საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა: 1.2 მილიონი ევრო; იურიდიული და სასამართლო სისტემა: 1 მილიონი ევრო. 2019-2024 წლებში ევროკავშირისგან მიღებული 46.1 მილიონი ევროს ორ მესამედზე მეტი განკუთვნილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, პროფესიული განათლება, მეწარმეობა, სოციალური სერვისები, ახალგაზრდების ჩართულობა და თემის განვითარება, კულტურის სფერო, გარემოს დაცვის ღონისძიებების გატარება. დაფინანსების ერთი მესამედი განკუთვნილია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ, ხელს უწყობენ და თანამშრომლობენ სამთავრობო უწყებებთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ევროკავშირის სტანდარტების მიღება, გენდერული თანასწორობა და დეცენტრალიზაცია. საქართველოში ევროკავშირის დახმარების (2019 2024 წწ.) უმსხვილეს 10 ბენეფიციარს შორის შემდეგი სამთავრობო ინსტიტუტებია: 111,55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი თვითმმართველობები; 101,40 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო; 62,75 მილიონი ევრო – თავდაცვის სამინისტრო; 57 მილიონი ევრო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტოები; 5 მილიონი ევრო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 25,07 მილიონი ევრო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სააგენტოები; 19 მილიონი ევრო – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია; 12,85 მილიონი ევრო – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; 10,5 მილიონი ევრო – შინაგან საქმეთა სამინისტრო; 4 მილიონი ევრო – მთავრობის ადმინისტრაცია; (მე-11 არის საქართველოს პარლამენტი – 4.8 მილიონი ევრო)“,- ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
-
საქართველოში გასულ წელს უგზო-უკვლოდ 149 ადამიანი დაიკარგა, რომელთაგან 89 მოიძებნა, მათ შორის 16 გარდაცვლილია ნაპოვნი - 60 პირი კვლავ დაკარგულად ითვლება. 2023 წელს დაკარგულ პირთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი - 54, მოიძებნა 35; ქვემო ქართლი - 6, მოიძებნა 4; კახეთი - 21, მოიძებნა 17; შიდა ქართლი 7, მოიძებნა 1; სამცხე-ჯავახეთი 2, მოიძებნა 2; გურია - 5, მოიძებნა 3; მცხეთა-მთიანეთი 6, მოიძებნა 1; იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 20, მოიძებნა 4; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 24, მოიძებნა 21; აჭარა - 4, მოიძებნა 1; აფხაზეთი 0. 2023 წელს დაკარგულთა შორის ყველაზე მეტი 65 ადამიანი (მოიძებნა 35; 10 გარდაცვლილი) 25-45 წლის ასაკობრივ კატეგორიაშია; 18 წლამდე - 17 პირი (მოიძებნა 11; 0 გარდაცვლილი); 18-24 წელი - 13 (მოიძებნა 9; 1 გარდაცვლილი); 45-60 წელი - 35 (მოიძებნა 14; 1 გარდაცვლილი); 60 წელზე მეტი ასაკის - 19 (მოიძებნა 4; 4 გარდაცვლილი); გასულ წელს დაკარგულ მოქალაქეებს შორის 135 პირი საქართველოს მოქალაქეა (81 მოიძებნა, 15 გარდაცვლილია), 14 კი უცხო ქვეყნის - (8 მოიძებნა, 1 გარდაცვლილია). გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს ასევე იპოვეს 46 პირი, რომელიც გასულ, 1973-2022 წლებში იყო დაკარგული. რაც შეეხება ჯამურ მონაცემებს 1973 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - ამ პერიოდში საქართველოში სულ 6571 ადამიანი დაიკარგა. ამავე პერიოდში მათგან მოიძებნა 5549, მოსაძებნი კი დარჩა 1022 ადამიანი. იპნ
-
ირაკლი რუხაძე საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს თურმე საეჭვოდ მიიჩნევს. სირცხვილია, როდესაც სახელისუფლებო მედიის მფლობელი ამ განცხადებას აკეთებს და ქართველი ხალხის ნებას ეჭვქვეშ აყენებს. ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ტბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/841151567560036/
-
“ოცნების” ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებები, მხოლოდ მათ შიშებზე მიუთითებს, ისინი ყოველთვიურად ატარებენ შიდა კვლევებს და ხედავენ, რომ მათი რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა. გიორგი ჭანტურია, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1123712525390776/
-
ირაკლი რუხაძე გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კონსტიტუციის ის ჩანაწერი, სადაც ერი ერთხმად ვართ შეთანხმებული, რომ ეს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე სამუდამოდ უნდა დარჩეს. გიორგი ჭანტურია, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1019715249766124/
-
კოლომინა: NATO მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააჩქაროს რეფორმები
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს, რომ NATO მხარს უჭერს საქართელოს სუვერენიტეტს, პარტნიორობის ერთგულია და მთავრობას მოუწოდებს, დააჩქაროს რეფორმები. „NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ერთგულია ხანგრძლივი პარტნიორობისა და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დააჩქაროს რეფრმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და საქართველოს ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფებების ხელშესაწყობად“, – წერს ის. პუბლიკა -
გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ, ირაკლი რუხაძე ბიძინა ვანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა - ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ირაკლი რუხაძე გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. „გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ, ეს კაცი [ირაკლი რუხაძე] ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ადამიანი, რომელსაც თავად ამერიკის პასპორტი აქვს და ევროპაში ცხოვრობს, საკუთარი ფულის გადასარჩენად და ივანიშვილის დავალებით, საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიიდან ჩვენს შვილებს არწმუნებს, რომ ევროპა ცუდია. ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის! დროის საკითხია და ეს დრო უკვე მოდის,“ - წერს გახარია. ცნობისთვის, როგორც ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში არ უნდა ჩაწერილიყო. „მინდა შესვლა“-ს - ბევრი ამბობს, მაგრამ „მნიშვნელოვანია“-ს ამბობს ბევრად უფრო პატარა ნაწილი. ჩვენ გავაფეტიშეთ ეს, ოპოზიცია ამას აკეთებს ღიად დასავლეთის მხარდაჭერით. მთელი ქვეყნის ყურადღება ამაზეა გადატანილი, რადგან ეს არის აყვანილი საკრალურ დონეზე. წერია კონსტიტუციაშიც და მე თუ მკითხავთ არც უნდა ჩაგვეწერა, კონსტიტუცია ცოტა სხვანაირი დოკუმენტია, მუდმივი დოკუმენტია“, - განაცხადა რუხაძემ. იპნ
-
მოტოციკლეტებს და მოპედებს ბასლეინში მოძრაობის უფლება ექნებათ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მოტოციკლეტებს და მოპედებს (გარდა 3-თვლიანისა) ბასლეინში მოძრაობის უფლება ექნებათ. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. კანონის განმარტებით ბარათში წერია: ბასეინში მოძრაობის უფლება არ აქვთ ჩვეულებრივ მანქანებს. ამ ზოლში მოძრაობა დაშვებულია M1 კატეგორიის ტაქსებისთვის. ცვლილებების ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი და ნოდარ ტურძელაძე. პუბლიკა -
"არ ყოფილა არც ერთ არჩევნები 2012 წლის შემდგომ, როდესაც ოცნებას პროპორციულ რეჟიმში მიეღწიოს 50 პროცენტისთვის. "ოცნება" ხმებს ყოველთვის მაჟორიტარებით ავსებდა, ამითომ ამტკიცებენ, რომ 60 % აქვთ. არ აქვს მნიშვნელობა, შეუძლიათ თქვან, რომ გვაქვს 160%, ველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რომ მივლენ არჩევნებზე და მისცემენ ხმას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარია, არჩევნებზე მივიდეს ორი მილიონი ადამიანი და "ოცნება" დამარცხებულია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს იყოს არჩევნები, როდესაც საქართველომ ხმა უნდა მისცეს ქვეყნის ევროპულ მომავალს და ძალაუფლების დეკონცენტრაციას და ძალაუფლების არ მიცემას ერთი პარტიის ან ერთი ადამიანის ხელში. ეს არის ყველასთვის კარგი." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
-
სენატორი შაჰინი, ისევე, როგორც სენატორი რიში და კიდევ რამოდენიმე სხვა სენატორიც იყო ჩამოსული 2012 წელის არჩევნებზე. ისინი აკვირდებოდნენ არჩევნებს და ფაქტოვრივად სენატორების ამ ჯგუფმა უზრუნველყო მშვიდობიანი გადაცემა ძალაუფლების, მიშა სააკაშვილიდან ბიძინა ივანიშვილის ხელში. მე რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი სენატორებთან შეხვედრის დროს, რომ მათი პასუხისმგებლობაა 2024 წლის არჩევნებსაც დააკვირდნენ და კიდევ ერთხელ თავისუფალი, დემოკრატიული და კონკურენტული არჩევნების შედეგად დამარცხებული "ოცნებისგან" ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა უზრუნველყონ. მაშინ უბრალოდ სხვა გარემოება იყო, დღეს საპარლამენტო, სრულად პროპორციული არჩევნები გვაქვს. რა თქმა უნდა ეს იქნება კოალიციური მმართველობა და კონკურენტული გარემო გადაწყვეტს, როგორი ხელისუფლების ფორმირება მოხდება. მე ვთვლი, რომ ეს ყურადღება არჩევნებზე იქნება არამხოლოდ აშშ-სგან, არამედ ევროპის დედაქალაქებიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყურადღება იქნება კოორდინირებული და არანაირი ზეგავლენა არ ექნება ვინ გაიმარჯვებს აშშ-ს არჩევნებში და არც იმ არჩევნებს, რომელიც გონიათ აქ ზოგიერთ ვაი პოლიტიკოსებს, რომ ამერიკის არჩევნები თუ ემთხვევა, აქ ვინმე ყურადღებას მოადუნებს" გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე..
-
პრეზიდენტი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პრეზიდენტი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. პრეზიდენტის განცხადებით, რუსული კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციის 78-ე მუხლის, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. პლატფორმა „ერთიანობის” ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, რუსულ კანონზე საკონსტიტუციო სარჩელს პრეზიდენტთან ერთად პარლამენტის დეპუტატებიც შეიტანენ. მისი თქმით, კანონი კონსტიტუციის 78-ე და 22-ე მუხლებს არღვევს – 22-ე მუხლი გაერთიანების თავისუფლებას გულისხმობს. პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში სავარაუდოდ დღეს შევა. რამდენიმე დღეში კი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა 150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელიც რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით, ვინაიდან ის საფრთხეს უქმნის არაერთ ფუნდამენტურ უფლებას. NGO-ები საკონსტიტუციო სასამართლოსგან ასევე მოითხოვენ დროებითი ღონისძიების გატარებას და რუსული კანონის შეჩერებას საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. საკონსტიტუციო სარჩელებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ომბუდსმენის აპარატი ჩართული იქნება განხილვის პროცესში. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით. სახალხო დამცველს შეუძლია, პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის მსგავსად, ანალოგიურად მოამზადოს სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ, ან სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს და ამ ფორმით გამოხატოს პოზიცია. ომბუდსმენი ასევე ამბობს, რომ მმართველ პარტიას არ უნდა მიეღო კანონი და გამჭვირვალობის მიზნისთვის სხვა კანონმდებლობა უნდა შეეცვალა. publika -
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 2024 წლის 15 ივლისს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N18 ანგარიში გამოაქვეყნა. საია-ს განმარტებით, დოკუმენტი 2023 წლის აგვისტოდან - 2024 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და საუბრობს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გამოვლენილ ძირითად ტენდენციებზე, რომელიც არსებით გავლენას ახდენს ადამიანის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ამ უფლებების ეფექტიანი დაცვის საშუალებაზე, ასევე, უკავშირდება სასამართლოში სხვადასხვა სისტემურ პრობლემას. ანგარიშის თანახმად, სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა: აღკვეთის ღონისძიებები საია-ს მონიტორები დაესწრნენ სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის 211 სხდომას, სადაც ბრალდებულის სახით წარდგა 224 პირი. სასამართლომ 218 პირის (97%) მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიება, ხოლო 6 (3%) პირი დატოვა აღკვეთის ღონისძიების გარეშე. შესაბამისად, გამოიკვეთა ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების დაბალი შემთხვევები. საიას თქმით, წლებია ორგანიზაცია საუბრობს, რომ სასამართლო უალტერნატივოდ იყენებს აღკვეთის ღონისძიების ორ სახეს - გირაოსა და პატიმრობას. ორგანიზაციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, საკანონმდებლო დონეზე კვლავ არ გაფართოებულა აღკვეთის ღონისძიების არსებული სახეები, რაც მოსამართლეებს გირაოსა და პატიმრობის ალტერნატიული ეფექტიანი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას მისცემდა. გამოწვევაა, ასევე, გირაოსა და პატიმრობის დაუსაბუთებლად ან არასათანადო დასაბუთებით გამოყენება, პროკურატურა ბრალდებულის პიროვნების, ქონებრივი მდგომარეობის და მისგან მომდინარე საფრთხეების შესასწავლად ყველა შემთხვევაში არ ცდილობს, მოიპოვოს და სასამართლოში წარმოადგინოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული სრულყოფილი ინფორმაცია. სათანადო სასამართლო კონტროლი მიმდინარე საანგარიშო პერიოდში 97 სხდომაზე 100 პირი წარდგა სასამართლოში დაკავებულის სახით. მოსამართლემ საჯარო სხდომაზე დაკავების კანონიერება მხოლოდ ერთ შემთხვევაში განიხილა და მიიჩნია, რომ მისი საფუძვლები არ დარღვეულა. „მოსამართლეები სასამართლო სხდომებზე ეფექტიანად რეაგირებენ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევებზე. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში სასამართლო სხდომაზე 3-მა ბრალდებულმა ისაუბრა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ. ყველა შემთხვევაში, მოსამართლემ კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინა. იშვიათია, როდესაც სასამართლო პატიმრობის გადასინჯვისას ცვლის მას ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებად. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში საიას მონიტორები დაესწრნენ 22 (22%) წინასასამართლო სხდომას, რომლებზეც 23 (23%) ბრალდებულისთვის შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა. სასამართლომ მხოლოდ 2 პირის მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეცვალა გირაოთი. სუსტია სასამართლო კონტროლი საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით. მოსამართლეები, როგორც წესი, თითქმის ყველა შემთხვევაში ამტკიცებენ მხარეთა შორის მიღწეულ შეთანხმებას. გამოვლინდა მხოლოდ 1 ფაქტი, როდესაც მოსამართლემ მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება არ დაამტკიცა“, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე. იპნ
-
ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ხახალეიშვილი თავად ავრცელებს. ის წერს, რომ „ქართული ოცნების” გუნდში და „ქვეყნის სამსახურს სხვა რანგში” გააგრძელებს.
-
"დღეს ყველა მიდის იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, საქართველოს ჰყავს მმართველი პარტია, შესაბამისად ის გამიჯნულია ქართველი ხალხისგან. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველო თუ შეწყვეტს ამერიკის ლანძღვას, აქ მთავარი არის ის, რომ ქვეყანა ავტორიტეტების ხელით იმართება, არ არსებობს არანაირი დემოკრატიული პროცედურები, არც ინსტიტუტები, არ არსებობს არანაირი ბალანსი ამ ინსტიტუტებს შორის. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში დემოკრატიული წინსვლა შეუძლებელია. ამიტომ გვეუბნებიან, რომ თუ საქართველო დაბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზაზე, მაშინ ის სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ ქვეყნებს აკავშირებდა კიდევ უფრო შორს წავა. ეს იქნება არა მხოლოდ უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობა. ეს იქნება ეკონომიკა და მოლაპარაკებები დაიწყება თავისუფალ ვაჭრობზე, თავისუფალ მიმოსვლაზე, პირდაპირ ფრენებზე და ასე შემდეგ. ის ყველაფერი, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის, როგორც ეკონომიკური, ისე ჩვენი მოქალაქეების გამარტივებული გადაადგილებისათვის თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში. მეორეს მხრივ, საუბარია იმაზე, რომ თუ დემოკრატიულ გზაზე დაბრუნება ვერ მოხერხდა, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები იტოვებს უფლებას, გადახედოს სტრატეგიულ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით და სანქციები, თუ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები იყოს პერსონალიზებული და ეს პასუხისმგებლობებიც იყოს პერსონალიზებული. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, სამწუხაროდ სულ ბოლო იყო ეს წვრთნების შეწყვეტა, რაც უმძიმესი გზავნილია მმართველი პარტიისთვის." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
-
უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, ზურაბ იაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის დაჭრის შემდეგ, ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში დაიღუპა. „კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში. დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გადარჩა. ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ზურაბ იაშვილი - დიდება შენ გმირ სულს ძმაო!“ - წერს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე. არსებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. იპნ
-
ამნისტიის შესახებ კანონმა დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ „ოცნება“ ზონდერ ჯგუფებს წინასწარ, ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენამდე გაურიგდა და ევროპული მომავლის დასაცავი აქციების მონაწილეების სასტიკად ცემის სანაცვლოდ, ამნისტიას დაჰპირდა, - ამის შესახებ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება დღეს ათასობით პატიმარს და მათ ოჯახებს ატყუებს, რომ თითქოს მათზე ზრუნვის მიზანი ამოძრავებს. სინამდვილეში კი მათზე ამნისტიას არ ავრცელებს და ჰუმანურობის საფარქვეშ, ზონდერების დაუსჯელობის დაპირებას ასრულებს. "გარიგების თანახმად, ზონდერ ჯგუფებს უნდა ემოქმედათ მაქსიმალურად სასტიკად და იმ მუხლების ფარგლებში, რომლებსაც მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა. ხოლო სახელმწიფო უწყებებს ხელი უნდა დაეფარებინათ ხელისუფლებისთვის, არ დაეშვათ გამოძიების დაწყება ისეთი მუხლებით, რაც ირიბად მაინც მიანიშნებდა ხელისუფლების ბრალეულობაზე და გამოძიება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ფორმალურად იმ მუხლებით დაეწყოთ, რომლებსაც მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა. მართლაც, დღეს გამოძიებებს, რომლებსაც უკვე ამნისტია ეხება, ფორმალურად, კანონის დარღვევით - არასწორი კვალიფიკაციით აწარმოებს არაუფლებამოსილი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ გარიგების მონაწილე იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელმაც თვალი დახუჭა „დევნაზე“ და განცხადებები შსს-ში გადააგზავნა. „ოცნება“ დღეს ნაცმოძრაობის მეთოდებით მოქმედებს. ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების მიმართ სისტემური ძალადობის ოპერაცია ოფიციალური სახელმწიფო უწყებების და არაოფიციალური ზონდერ ჯგუფების მონაწილეობით დაგეგმა - აცემინა ახალგაზრდები, მოხუცები, ქალები, ბავშვები და ახლა დანაშაულის დაფარვის ოპერაციას ახორციელებს. სწორედ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ხელწერა და ეს გახდა დღეს ოცნების ხელწერა. მოვითხოვთ „ოცნებისგან“: ამნისტია არ შეახოს ზონდერ ჯგუფებს! მოვითხოვთ პროკურატურისგან, დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ სისტემურ დანაშაულზე და მიანიჭოს სწორი კვალიფიკაცია ყველა საქმეს, რომელიც გარიგების ნაწილია, რითაც დაადასტურებს, რომ თავადაც არ არის დანაშაულებრივი გარიგების ნაწილი! ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნა დანაშაულის განმეორების სანდო კვლევის წარმოაგდნის და ამნისტიის სამართლიანობის სხვა წინაპირობების დაკმაყოფილების შესახებ.", - განაცხადა ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა.
-
ესპანეთი ევროპის ჩემპიონია. ამ გამარჯვებით „ფურია როხამ“ ევროპის საუკეთესო ნაკრების ტიტული მეოთხედ მოიპოვა. ესპანეთის ნაკრებმა ინგლისის ნაკრები ძირითად დროში ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ანგარიში 47-ე წუთზე ნიკო უილიამსის გოლით გაიხსნა, 73-ე წუთზე კი ქოულ პალმერის გოლით გათანაბრდა. გამარჯვების გოლი 86-ე წუთზე მიკელ ოირაზაბალმა გაიტანა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი როდრი დასახელდა. ახალგაზრდა მოთამაშედ კი – 17 წლის ლამინ იამალი. ფინალი გერმანიის დედაქალაქში, ბერლინის ოლიმპიასტადიონზე გაიმართა. პუბლიკა
-
გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. კერძოდ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მიქაუტაძე გაკპოსთან, კეინთან, მუსიალასთან და შრანცთან ერთად გახდა 3 გოლით „ოქროს ბუცის“ მფლობელი. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თავის პირველ ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალში სწორედ ესპანეთთან დამარცხდა. ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ოთხგზის ჩემპიონი გახდა. ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთმა ინგლისის ნაკრები ანგარიშით - 2:1 დაამარცხა. იპნ