Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. დღეს, “ოცნება” და მეორეს მხრივ “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობენ ეს პოლიტიკური სივრცე იყოს მაქსიმალურად რადიკალური, დაპირისპირებაზე ორიენტირებული. ისინი ერთმანეთს ავსებენ და აცოცხლებენ, ამიტომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მეტი პოლიტიკური ძალა არსებობდეს, განსაკუთრებით შემდეგი მოწვევის პარლამენტში, რომელიც არ იქნება, არც “ნაციონალური მოძრაობა” და არც “ოცნება”. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1004359611201964/
  2. “ოცნება” არის არაკომპეტენტური სათამაშოების ერთი დიდი გაერთიანება. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო:
  3. ახალგაზრდებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ ზუსტად ეს არჩევნები არის გადამწყვეტი და განსაზღვრავს მომდევნო 30 წელს, სადაც ცხოვრება მოუწევთ. ვიკა ფილფანი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1440645416613597/
  4. სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ჩეხი დიპლომატი მაგდალენა გრონო დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს. “[ევროკავშირის საბჭოს] პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტმა დაამტკიცა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად ჩეხი მაგდალენა გრონოს დანიშვნა. ნომინაცია ოფიციალურად დამტკიცებული იქნება ევროკავშირის საბჭოს მიერ”, - ნათქვამია განცხადებაში. მაგდალენა გრონო ესტონელ ტოივო კლაარს ჩაანაცვლებს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს. ცნობისთვის, 2024 წლის მაისში მაგდალენა გრონო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მთავარ დიპლომატიურ მრჩევლად დაინიშნა. მანამდე გრონოს შარლ მიშელის საგარეო პოლიტიკის უფროსი მრჩევლის პოზიცია ეკავა. იპნ
  5. ივანიშვილის "ოცნება", რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა აღარ შეუძლია, წარმოსახვით მტერს დასდევს გლობალური ომის პარტიის სახით და საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, “ქართული ოცნება“ პარალელურად „აგრძელებს მოქალაქეების მოტყუებას, რომ თითქოს ევროკავშირი ივანიშვილის პირობებით მიგვიღებს“. “გლობალური ომის პარტიის ძიებაში კი საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია და აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის პროცესშია. ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დაბრუნების ერთადერთი გამოსავალია!", - წერს გახარია. იპნ
  6. ევროკავშირი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების საკითხს 22 ივლისს განიხილავს. ამის შესახებ სომხეთის­ პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, არმან იეგოიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. იეგოიანი აღნიშნავს, რომ ევროავშირი გადაწყვეტილებას არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის, არამედ სომხეთისთვის ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) საკითხზეც მიიღებს გადაწყვეტილებას. “სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების, ასევე ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის მეშვეობით სომხეთისთვის დახმარების მიწოდების საკითხები ევროკავშირის საბჭოს (მინისტრთა საბჭოს) სააგრეო საქმეთა საბჭოს 22 ივლისის დღის წესრიგშია შეტანილი. ორივე ამ საკითხზე გადაწყვეტილებები, შესაბამისად, ამ დღეს იქნება მიღებული”, - წერს იეგოიანი. იპნ
  7. პრობლემა არის ის, რომ ივანიშვილის პოლიტიკა ამ ქვეყნის მომავალს პრობლემას უქმნის, იგი კონფლიქტშია შესული ახალგაზრდობასთან, 19-20 წლის სტუდენტებს აცემინებს ზონდერებს და მოძალადეებს. ბიძინა ივანიშვილი დღეს არის სუსტი სახელმწიფოს სიმბოლო. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1627059914803781/
  8. “ოცნება” არის კორუმპირებული, უშინაარსო, წარსულზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც არის ოქროს ფონდთან, ახალგაზრდებთან დაპირისპირებული და მათი იმედი არის მხოლოდ მანიპულაციები. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/461556883315052/
  9. დღეს, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საგარეო პოლიტიკური მოქმედებები, კერძოდ მისი მოსკოვში ვიზიტი დაგმო. რეზოლუციას, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს, კენჭისყრაში მონაწილე 679 ევროპარლამენტარიდან ხმა 495-მა მისცა. რეზოლუცია რუსეთში ვიქტორ ორბანის ვიზიტს გმობს და „ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ვიზიტის დროს ის ევროკავშირს არ წარმოადგენდა და მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტი ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და საერთო საგარეო პოლიტიკის უხეშ დარღვევას წარმოადგენს“. ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის მიერ მიღებული რეზოლუცია უკრაინის სამხედრო, ფინანსური და სხვა სახის დახმარების გაგრძელების, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისა და გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ მოწოდებებს შეიცავს. ipn
  10. საქართველოს მოქალაქეებისთვის ტაილანდში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. გადაწყვეტილება ძალაში 15 ივლისიდან შევიდა. 93 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდში ყოფნა 60 დღის განმავლობაში შეეძლებათ. ამ დრომდე ტაილანდში უვიზო მიმოსვლა 57 ქვეყანაზე ვრცელდებოდა. ქვეყანამ ასევე აამოქმედა ვიზის ახალი კატეგორია DTV – Destination Thailand Visa, მათთვის, ვინც ტაილანდში სამუშაოდ წასვლას გეგმავს. ოფიციალური ინფორმაციით, ტაილანდში 2024 წლის პირველ ექვს თვეში 17,5 მილიონი უცხოელი ტურისტი ჩავიდა, რაც 35%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, რიცხვები მაინც ჩამორჩება პანდემიამდელ მონაცემებს. პუბლიკა
  11. „ამერიკის ხმის“ ინტერვიუ ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკურთან. — საქართველო ნატოს ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგში არ ყოფილა და საჯარო ტრიბუნებიდან არაფერი მოგვისმენია ქვეყნის შესახებ. არის საქართველო და მისი გაწევრიანება ამ ეტაპზე თქვენი დისკუსიების ნაწილი? — ამ ეტაპზე მთავარი ფოკუსი უკრაინაზეა და ცხადია, ყველას გვესმის, რატომაა ეს ასე. იქ სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც დაახლოებით 900 დღეა გრძელდება. ყოველდღე ათეულობით, ასეულობით, ზოგჯერ ათასობით ადამიანიც კი იღუპება და ეს უდიდესი ტრაგედიაა, რომელიც ზოგჯერ გვავიწყდება. ტრაგედიაა ერთი ქვეყისთვის, ერთი ერისთვის და მას უნდა დავეხმაროთ რამდენადაც შეგვიძლია. რაც შეეხება საქართველოს, ალბათ, რელევანტური კითხვა ის იქნება, როგორი რეაქცია ექნება ქართველ ხალხს ამ ცვლილებებზე, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ ქართულ საზოგადოებაში ამ ეტაპზე. განსაკუთრებით კი, პოლიტიკურ დონეზე. — ცხადია, გასაგებია, რატომ არის უკრაინა ალიანსის ყურადღების უმთავრესი ობიექტი. მაგრამ როცა პოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობთ, მოახდინა თუ არა გავლენა საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა იმაზე, რომ ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივა ამ სამიტზე ნახსენებიც აღარ არის? — ცხადია, ვხედავთ, რომ არის გადახვევა იმ გზიდან, რაც საქართველოს გზა იყო ბევრი, ბევრი, ბევრი წლის განმავლობაში. მე მართლა ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს მართებულ არჩევანს, [რათა] დააბრუნოს საქართველო იმავე გზაზე და მისცეს ძალიან მკაფიო სიგნალი ევროკავშირსა და ნატოს, რომ საქართველოს სურს იყოს დემოკრატიული, დასავლური საზოგადოებების ნაწილი. — სამიტამდე სულ რამდენიმე დღით ადრე პენტაგონმა განუსაზღვრელი ვადით გადადო მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები “ღირსეული პარტნიორი”, რომელშიც ესტონეთიც მონაწილეობს. თავდაცვის დეპარტამენტმა პირდაპირ მიუთითა, რომ ამის მიზეზი მმართველი გუნდის მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები და ყალბი ბრალდებები იყო. რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე, რას ნიშნავს ეს? — სამხედრო და თავდაცვის კუთხით თანამშრომლობა ყოველთვის ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული პოლიტიკურ თანამშრომლობასთან. და რა თქმა უნდა, საქართველოს ხალხის და ქართული მთავრობის გადასაწყვეტია, რა არის გზა, რომლით წასვლაც სურთ. საით მიდის, საით იყურება საქართველოსთვის ის გვირაბი, რომლის ბოლოსაც სინათლეა — დასავლეთით თუ ჩრდილოეთისკენ? — ცვლილებები და გადაწყვეტილებებია მიღებული ევროკავშირის ფარგლებშიც. ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ გაყინულია სამხედრო დახმარების 30 მილიონი ევრო. ის საქართველოს მთავრობას მისი მხარდაჭერის თანდათანობითი შემცირების თაობაზეც აფრთხილებს. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ დასავლელმა პარტნიორებმა ამ ეტაპზე საქართველოზე თუ მასთან თანამშრომლობაზე ხელი ჩაიქნიეს? — არ მგონია, რომ კითხვა ასე უნდა დავსვათ. ევროპელ პარტნიორებს ხელი არასდროს ჩაუქნევიათ. როგორც ვიცით, ეს პროცესი დაიწყო ერთი კანონპროექტით, და სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ ის კანონად იქცა. ვნახავთ, როგორი იქნება ამ პროცესის შედეგები, მაგრამ ნამდვილად ვხედავთ იმას, რომ ეს არაა ძალიან დემოკრატიული პროცესი, სამწუხაროდ, კანონის პერსპექტივიდან და იმის მიხედვით, როგორი უნდა იყოს კანონის უზენაესობა. — რეგიონის ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ეს არის „ქართული ოცნების” მთავრობის ქმედებების ლოგიკური შედეგები, მაგრამ ზოგის აზრით, სწორედ ახლაა ის დრო, როდესაც დახმარების შემცირების ნაცვლად ჩართულობის გაზრდაა საჭირო, რათა საქართველო რუსეთის სამხედრო თუ ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ უფრო მოწყვლადი არ გახდეს. როგორც ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რას ფიქრობთ ამ განსხვავებულ პოზიციებზე? — ეს ევროპულ მხარეს არ დაუწყია. ეს ქართულმა მხარემ დაიწყო. საქართველოს მთავრობა იყო ის, ვინც წარმოადგინა ეს კანონი, სამწუხაროდ, არადემოკრატიული [კანონი]. საკითხი ის არაა, რომ ევროკავშირმა ან ნატომ თუ მისმა მოკავშირეებმა [წევრებმა] გააკეთეს რაღაც, ეს პირიქითაა. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც მოჰყვა შედეგები დასავლეთის მხრიდან. — საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ დასავლელი პარტნიორები თითქოს მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რათა თბილისმა რუსეთს ომის ე.წ. მეორე ფრონტი გაუხსნას, ცდილობდნენ საქართველო ომში ჩაეთრიათ, ან ხელისუფლება დაემხოთ, როგორ ჟღეერს ეს განცხადებები კანდიდატი ქვეყნის ლიდერების მხრიდან თქვენთვის? — მე არ მინდა საქართველოს შიდა პოლიტიკაზე ვისაუბრო. ეს ქართველი ხალხის, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის არჩევანია, როგორ წარმართონ საქართველოს მომავალი, მაგრამ ნათლად ვხედავთ, რომ ეს ნაბიჯები არ იყო დემოკრატიული და არ იყო სასიკეთო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის. ნეტგაზეთი
  12. თბილისის მერიის განცხადებით, მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას. მიზეზი საბურთალოს ხაზზე ტექნიკური ხარვეზია. ,,ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ. საბურთალოს ხაზზე მომსახურება ხვალ სტანდარტულ დროს, 06:00 საათზე განახლდება, პირველი ხაზი კი მგზავრთა მიღებას ჩვეული სამუშაო განრიგით უზრუნველყოფს”, – წერია განცხადებაში. პუბლიკა
  13. ქართულმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება. „ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, რისთვისაც სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოვითხოვთ კანონის არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებასაც. კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ ეს კანონი ზღუდავს თითოეული ადამიანის უფლებას, გაერთიანდეს თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოდ სასიკეთო საქმის საკეთებლად და ადამიანების დასახმარებლად. რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება მტრულ და ღირსების შემლახავ გარემოს აყალიბებს, რითიც გაერთიანების, გამოხატვისა და სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას საფრთხედ აცხადებს. მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტართა გადაწყვეტილებას, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. კონსტიტუციის 78-ე მუხლი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრების მთავარი ქვაკუთხედია. ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადებში განახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას და შეაჩერებს კანონის შესაბამისი ნორმების მოქმედებას. ამასთან, გაცნობებთ, რომ ვამზადებთ საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ, არ დავემორჩილებით მას, და გამოვიყენებთ ყველა შესაძლო შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“, – აცხადებენ ორგანიზაციები. რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 საჩივარი შევიდა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში 15 ივლისს გაასაჩივრა. პრეზიდენტის მსგავსად, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც. თამარ კორძაიას ინფორმაციით, სარჩელი თითქმის მზადაა და უკვე აქვთ 30 დეპუტატის ხელმოწერა, თუმცა ხელმოწერებზე კონსულტაციები ოპოზიციონერ დეპუტატებთან გრძელდება. პრეზიდენტის მსგავსად, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც. თამარ კორძაიას ინფორმაციით, სარჩელი თითქმის მზადაა და უკვე აქვთ 30 დეპუტატის ხელმოწერა, თუმცა ხელმოწერებზე კონსულტაციები ოპოზიციონერ დეპუტატებთან გრძელდება. სამივე სარჩელის ავტორები დროებითი ღონისძიების გამოყენებას და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რუსული კანონის შეჩერებას მოითხოვენ. პუბლიკა
  14. დღეს დილით საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ­დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქა­ლაქ დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან 5კმ-ის და­შო­რე­ბით, სო­ფელ ლე­ნი­ნოვ­კა­ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 4.8 მაგნიტუდას შეადგენდა. იპნ
  15. სამწუხაროდ, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, ძალიან არასერიოზული იყო. იქ თავდაჯერებულობის და ნდობის ნატამალი არ არსებობდა - რომელი „ნაცმოძრაობა“ უნდა გაასამართლონ, კეზერაშვილთან ერთად პარტნიორობენ, რომ პენსიონერების ფული ერთად მოიპარონ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ამორალურია, რომ კეთილდღეობის და ხალხისგან მოპარული ფულის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებდე. “ერთდროულად ეს ყველაფერი იყო არასერიოზული და თან სამწუხარო. მახსენდება 12 წლის წინ რამხელა მოლოდინი, იმედები, ნდობა და როგორი ემოცია არსებობდა ხალხში. რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, როგორი დაცლილი იყო ყველანაირი ნდობისგან, რწმენისგან და იმისგან, რომ გჯეროდეს შენი ხელისუფლების და ადამიანის, რომელსაც ერთ დროს ძალიან ენდობოდი, რომ ის შენი კეთილდღეობისთვის და ქვეყნისთვის ყველაფერს გააკეთებდა. სამწუხაროდ, გუშინ რაც ჩვენ მოვისმინეთ, ძალიან არასერიოზული იყო, იქ თავდაჯერებულობის და ნდობის ნატამალი არ არსებობდა. ეს იყო უგერგილო მცდელობა იმისი, რომ საკუთარი მოქალაქეები შეაშინო ომით. ამაზე უფრო ამორალური რა არის, რომ შენი კეთილდღეობის და ხალხისგან მოპარული ფულის შესანარჩუნებლად აკეთებდე ყველაფერს. ამორალურია, დააშინო შენი მოქალაქეები ომით, რომ “მე თუ არ ვიქნები, ომი გექნებათ”, - აღნიშნა დაუშვილმა. გარდა ამისა, მან ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის მადლობაზე, რომელიც მან ჩინეთს გადაუხადა და აღნიშნა, რომ მადლობის შინაარსი მისთვის გაუგებარია. “რაც შეეხება ჩინეთისთვის მადლობას. რისთვის გადაუხადა ეს მადლობა ან რას ელოდება მათგან და რა იყო მადლობის შინაარსი, მე ვერ გავიგე. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მადლობები რისთვის იყო და რა სარგებელს მოუტანს “ქართულ ოცნებას”, ვერ გავიგე”, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. რაც შეეხება, ივანიშვილის განცხადებას “ნაციონალურ მოძრაობაზე”, დაუშვილმა განმარტა, რომ “ქართული ოცნება” ტყუილზეა აწყობილი, რადგან თუ ვინმე პასუხისგებაშია მისაცემი, არჩევნებს არ უნდა დაელოდონ. “ტყუილზე არიან აწყობილი. თუ ვინმე პასუხისგებაშია მისაცემი და თუ ვინმეზე სამართალია აღსასრულებელი, არჩევნებს რატომ ელოდებიან? ამდენი წელია ხელისუფლებაში არიან და რა არჩევნებს ელოდებიან? მაგაშიც გამოიხატება როგორი მატყუარები არიან, რომ გვეუბნებიან ჩვენ არჩევნებზე მხარდაჭერა გამოგვიცხადეთ და მერე “ნაცმოძრაობას” მივხედავთო. შე კაი დედმამიშვილო, თუ ვინმე პასუხისგებაშია მისაცემი დანაშაულის ჩადენის გამო, რა არჩევნები? დღესაც ხელისუფლებაში ხარ. რომელი “ნაცმოძრაობა” უნდა გაასამართლონ, კეზერაშვილთან ერთად პარტნიორობენ რომ პენსიონერების ფული ერთად მოიპარონ - ხელს აფარებენ. საგამოძიებო კომისია არ შეგაქმნევინებს იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ერთად არიან მაგ საქმეში”, - აღნიშნა დაუშვილმა. ცნობისთვის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, მონობასა და ღირსებას, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის, შესაბამისად, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს დაუჭერს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა. გარდა ამისა, მისი თქმით, ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს. იპნ
  16. ივანიშვილს და "ოცნებას" ესმით, რომ მათი დამარცხების გასაღები არის გახარია და თავდასხმები რომ გაასმაგდება, მოლოდინი გვაქვს. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3910232932596733/
  17. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. “ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია. ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონები, რომლებიც საქართველოს მისი დემოკრატიული ტრაექტორიისგან აშორებს. როგორც იცით და ილაპარაკეთ კანონზე, რომელიც მათ მიიღეს და ეფექტებზე, რომლებიც მას შეუძლია ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოებაზე და შეუძლია მთავრობას ზეწოლის საშუალება მისცეს კანონიერ დემოკრატიულ უფლებებზე. ასე რომ, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა საფუძვლიანად შეცვალა აშშ-სთან ურთიერთობები და არა მხოლოდ აშშ-სთან, ევროპის ქვეყნებთანაც”, - განაცხადა მილერმა. იპნ
  18. ცოტა დეჟავუ მქონდა ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ასე გახსნეს ოფისი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და ერთ თვეში ხელისუფლების დატოვება მოუწიათ , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნას გამოეხმაურა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ძალიან მკაფიოდ და ნათლად 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბება დააანონსა. „წინა გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმებულა მდგომარეობა, პერსონალურად ბატონ ივანიშვილს ვგულისხმობ. ამ ხალხმა დღეს ძალიან მკაფიოდ და ნათლად დაგვიანონსა არჩევნების გაყალბება 26 ოქტომბერს. პარტია, რომელსაც რეალურად 30%-ზე ნაკლები აქვს, ძლივს აღწევენ 30%-ს შიდა ჩატარებული კვლევებით, დღეს 60%-ზე და კონსტიტუციურ უმრავლესობაზე გველაპარაკებიან. როგორც ჩანს, თავის მცირერიცხოვან ამომრჩეველს და შიდა პარტიულ გარემოცვას ამშვიდებენ ამით. გლობალური ომის პარტია, აგენტოკრატია - მძიმე იყო ამ ყველაფრის მოსმენა ქვეყნის პირველი პირებისგან. ეს ხალხი უკვე იმდენად არის დამძიმებული, რომ მათი საუბრები არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. როგორც ჩანს, ივანიშვილს სჯერა იმის, რასაც ლაპარაკობს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მის მდგომარეობს. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ილაპარაკა ამდენი, ჩვენც გვახსენა. გვახსენა იმიტომ, რომ „ოცნებამ“ და პერსონალურად ივანიშვილმა, დღეს შესანიშნავად იცის, რომ დღეს თუ ვინმეს შეუძლია „ოცნების“ ელექტორალური დაზიანება და დასუსტება, ეს არის გახარია და თუ ვინმეს რესურსი აქვს იმისა, რომ „ოცნება“ დაამარცხოს, ეს არის პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ფაქტობრივად იმიტომ, დაბრუნდა პოლიტიკაში, რომ გახარიამ დატოვა „ოცნება“ და პარტია შექმნა. მესმის ეს შიშები, მესმის ეს ისტერიკა, რაც „ოცნებაში“ არსებობს, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, ეს შიში კიდევ უფრო დაამძიმებს მათ ფსიქოლოგიურად, მენტალურად და კიდევ უფრო საშიშები გახდებიან ამ პანიკაში“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. იპნ
  19. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე მიემგზავრება. სპორტსმენებმა დღეს ოლიმპიური ფიცი დადეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა; საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა; თბილისის მერმა, კახა კალაძე. წლევანდელ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, სპორტის 10 სახეობაში, პირად შეჯიბრებაში საქართველოდან მონაწილეობას 28 სპორტსმენი, მათ შორის 7 ქალი მიიღებს. გარდა ამისა, ოლიმპიადის შერეულ გუნდურ ტურნირში იასპარეზებენ ძიუდოისტები. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში შედიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის არაერთი ჩემპიონი, ასევე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები. 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადიდან დღემდე, საქართველომ ოლიმპიურ თამაშებზე 10 ოქროს, 12 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლების რაოდენობით ყველაზე წარმატებული იყო 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა, როცა საქართველომ 8 მედალი ( 2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო მოიპოვა). იპნ
  20. გახარიას პარტიის „საქართველოსთვის” განცხადებით, ევროპული მომავლის დასაცავად გამართული აქციების მონაწილე ახალგაზრდების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე სახელმწიფო უწყებების უმოქმედობა კრიმინალებთან ხელისუფლების წინასწარი გარიგების დასტურია. პარტიის განცხადებით, საგამოძიებო უწყებები პირდაპირ ჩაერთნენ ხელისუფლების დანაშაულებრივ გარიგებაში კრიმინალებთან. პარტიის განცხადებით, „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ დანაშაულს არასათანადო რეაგირება მოჰყვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან და ფორმალური გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც პარტიის განცხადებაში წერია, 2024 წლის 7 ივნისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის და ბათუმის აქციების ერთ-ერთი ლიდერის – მათე ცენტერაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე.
  21. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „თეიმურაზ ხომასურიხის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. ნეტგაზეთი
  22. ბათუმში, 2 წლამდე ბავშვი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოვარდა – მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა. „პუბლიკას” შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. პუბლიკა
  23. საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს – მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებს – ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლპმიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ტრადიციულად წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 ათასი ლარი ბრინჯაოს პრიზიორებისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენ დამატებითი მოტივაცია არ გჭირდებით, იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, მაგრამ ეს არის დამატებითი ფაქტორი, რომელიც თქვენს მოტივაციას ალბათ, დამატებით აამაღლებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პუბლიკა
  24. რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს მეორე ვადით უხელმძღვანელებს. ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ რობერტა მეცოლა 562 ხმით პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია. კენჭისყრაში მონაწილეობა 623-მა დეპუტატმა მიიღო და რობერტა მეცოლას კონკურენტს, ირენ მონტეროს მხარი 61-მა დეპუტატმა დაუჭირა. რობერტა მეცოლა, რომელიც მალტას წარმოადგენს, ევროპარლამენტს მომდევნო ორწელიწადნახევრის განმავლობაში უხელმძღვანელებს. იპნ
  25. დღემდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ათეულობით მუქარაზე ჩვენს მიერ სამსახურში 6 ივნისს შეტანილ დასაბუთებულ განცხადებას. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობით, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო უწყებები პირდაპირ ჩაერთნენ ხელისუფლების დანაშაულებრივ გარიგებაში კრიმინალებთან. გარიგება შეეხებოდა არასწორი კვალიფიკაციით გამოძიების ფორმალურად დაწყებას მხოლოდ იმ მუხლებით, რომელთა უმრავლესობას მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა. „საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად გამართული აქციების მონაწილე ახალგაზრდების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე სახელმწიფო უწყებების უმოქმედობა კრიმინალებთან ხელისუფლების წინასწარი გარიგების დასტურია. საგამოძიებო უწყებები პირდაპირ ჩაერთნენ ხელისუფლების დანაშაულებრივ გარიგებაში კრიმინალებთან. გარიგება შეეხებოდა არასწორი კვალიფიკაციით გამოძიების ფორმალურად დაწყებას მხოლოდ იმ მუხლებით, რომელთა უმრავლესობას მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა. სწორედ ამის დასტურია ის, რომ იმის მიუხედავად, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია და ღია წყაროებში ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აშკარად ადასტურებდა, რომ ახალგაზრდების, აქციის სხვა მონაწილეების მიმართ ადგილი ჰქონდა გამოხატული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნას (ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაული) სისტემურ დანაშაულში ხელისუფლების როლის დასაფარად, საგამოძიებო უწყებები გამოძიებას არ იწყებდნენ სწორი კვალიფიკაციით. იმ ფაქტებზე კი, რომელზეც გამოძიება დაიწყო, გამოძიებას ჰქონდა მხოლოდ ფორმალური ხასიათი და მიმდინარეობდა არასწორი კვალიფიკაციით. ასეთ გამოძიებებს არაუფლებამოსილი უწყება - შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებდა. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ დანაშაულზე არასათანადო რეაგირება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან და ფორმალური გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში. კერძოდ: 2024 წლის 07 ივნისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის და ბათუმის აქციების ერთ-ერთი ლიდერის - მათე ცენტერაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე. განცხადება შეიცავდა დანაშაულის დეტალურ აღწერას, მუქარის რეალურობის კონკრეტულ არგუმენტებს, მუქარის ზარების დროს და ინტენსივობას, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს და განცხადებაში აღწერილი ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჰქონდა გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების ვალდებულება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით (დევნა), სამსახურმა განცხადება, დაზარალებულის ყოველგვარი ინფორმირების გარეშე, გადაგზავნა არაუფლებამოსილ უწყებაში - შინაგან საქმეთა სამინისტროში. დაუსაბუთებელი წერილი განცხადების გადაგზავნაზე მხოლოდ მას შემდეგ მივიღეთ, რაც სამსახურს მოვთხოვეთ დასაბუთებული ახსნა-განმარტება განცხადების შსს-ში გადაგზავნაზე. ანალოგიურად, დღემდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ათეულობით მუქარაზე ჩვენს მიერ სამსახურში 06 ივნისს შეტანილ დასაბუთებულ განცხადებას. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის კანონიერებით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები ქვემდებარეობით საქმეების სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის და საქმეებისთვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ”, - ნათქვამია განცხადებაში.
×
×
  • შექმენი...