Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ მოჯადოებულ წრეს გაარღვევს და გონიერი მოსახლეობა საკუთარ სიტყვას ნამდვილად იტყვის. ამომრჩეველს უნდა პოლიტიკურად პროგნოზირებადი გარემო. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო; https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1223635195320324/
  2. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, როგორც დემოკრატების კანდიდატს აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. შესაბამისი განცხადება ბაიდენმა X-ზე გამოაქვეყნა. „დღეს მინდა ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო კამალა ჰარისს, რომ იყოს ჩვენი პარტიის ნომინანტი წელს. დემოკრატებო - დროა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი. მოდით, გავაკეთოთ ეს“, - წერს X-ზე ბაიდენი. ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
  3. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის. ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე განაცხადა. ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკელ ხალხს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად გაესაუბრება. 81 წლის პრეზიდენტი გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს: "მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა მონაწილეობა, მე მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია გადგომა და ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში,მხოლოდ ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე, ფოკუსირება. მე ვესაუბრები ერს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად ჩემი გადაწყვეტილების შესახებ", - წერს ბაიდენი წერილში, რომელიც მან თავის X -ის ანგარიშზე გამოაქვეყნა. იპნ
  4. გიორგი მიქაუტაძემ OLPLAY-სთან ინტერვიუში მშობლიურ „ლიონში“ დაბრუნებაზე, საქართველოს ნაკრებსა და რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა. „მახსოვს, „ლიონში“ მოხვედრის ამბავი. „ჟერლანდში“ „ლიონის“ აკადემიის წინააღმდეგ ვითამაშეთ. 7 წლის ვიყავი, 4 თუ 5 გოლი გავიტანე და მოვიგეთ. კარგი გუნდი გვყავდა – სელმა ბაჩა, კაის რუისი. ამ მატჩის შემდეგ „ლიონის“ მენეჯერი ჯერ – ჩემს მწვრთნელს, შემდეგ კი ჩემს მშობლებს ელაპარაკა. საუბარი ხანმოკლე იყო და „ლიონში“ აღმოვჩნდი. თუმცა შემდეგ მათ გუნდში არ დამტოვეს, მაგრამ არ დავნებდი, შრომა გავაგრძელე – ბავშვი წავედი და კაცად დავბრუნდი. როდესაც გუნდიდან დამიკავშირდნენ, ჩემს აგენტებს ვუთხარი, რომ „ლიონში“ გადასვლა მინდოდა, რადგან აქ ჩემი ისტორიის დაწერა ჯერ არ დამისრულებია. ამ კლუბში დაბრუნება ჩემთვის საამაყოა. მოუთმენლად ველი ალექსანდრ ლაკაზეტთან ერთად თამაშს. მიხარია, რომ ასეთი გამოცდილი თავდამსხმელის გვერდით მომიწევს მოედანზე გასვლა. დღეს მას შესანიშნავი სახელი აქვს – მაღალი დონის ფეხბურთელია. ვიმედოვნებ, რომ ერთად ყველაფერი კარგად გამოგვივა. ლაკაზეტს ჯერ კიდევ მაშინ ვუყურებდი, როდესაც „ლიონის“ აკადემიაში ვვარჯიშობდი. ახლა კი მასთან ერთად უნდა ვითამაშო, რაც ძალიან მახარებს. ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობას რაც შეეხება, ჩემი ქვეყნის სახელით ევროპის ჩემპიონატზე თამაში ძალიან საამაყო იყო. ვცდილობდი, ამ დონის ტურნირზე თამაშით სიამოვნება მიმეღო და ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომემჟღავნებინა, რადგან ეს ის მომენტია, რომელიც შეიძლება ბევრჯერ ვერც განიცადო. ამიტომ ფეხბურთელები ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ მაქსიმალურად უნდა დავხარჯულიყავით. რა თქმა უნდა, ასეთ მატჩებში მონაწილეობა, რომელსაც უამრავი ხალხი უყურებს, საამაყოა და, ამავდროულად, დიდი სიამოვნებაა“. ავტორი - მერაბ მამულაშვილი
  5. უკრაინა ცდილობს გადაარჩინოს თავისი მოქალაქეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის მზადყოფნას, თავისი ტერიტორიის მესამედი აგრესორს დაუთმოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენთვის, წაგება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაკარგვას. ვიღაც ამბობს: „რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი - ტერიტორია თუ ხალხი?" როგორ შეიძლება ასე შედარება? ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია მათ (რუსებს) ჩვენი მიწის 30% ვაჩუქოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, აგრესორთან კონფლიქტის გაყინვა ომიდან კარგი გამოსავალი არ არის. „ვინ გითხრა რომ უფრო შორს არ წავლენ? ვინ თქვა, რომ გაყინული კონფლიქტი იმუშავებს? ის უკვე გაყინული იყო. ვინ თქვა, რომ პუტინს არ სურს ჩვენი განადგურება? მას სურს ეს. მას უბრალოდ სურს, რომ საბჭოთა კავშირი კვლავ დაბრუნდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ipn
  6. ისრაელის შორ მანძილზე მოქმედმა თავდაცვის სისტემამ, Arrow 3-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რაკეტა ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ ჩამოაგდეს. ისრაელის სამხრეთ ქალაქ ეილათში სირენების ხმა ისმოდა. „ჰუსიტები“ აცხადებდნენ, რომ ეილათს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. აღსანიშნავია, რომ ეს ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული პირველი თავდასხმაა მას შემდეგ, რაც ისრაელმა დასავლეთ იემენში, ჰუსიტების მიერ კონტროლირებად პორტ "ჰოდეიდაზე" საჰაერო იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ პორტი არაერთხელ გამოუყენებიათ ირანიდან გაგზავნილი იარაღის გადასაზიდად და ამიტომ ისრაელი მას ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ თვლიდა. იპნ
  7. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ცნობისთვის, 19 ივლისს, საპატრულო ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი ადგილზე დაიღუპა. იპნ
  8. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი გერმანიაში Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების და სხვა შორ მანძილზე მოქმედი იარაღის სისტემების დროებით განთავსებასთან დაკავშირებით აშშ-სთან მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისა და მისი ბალტიისპირელი პარტნიორების დასაცავად. „პუტინი მუდმივად აფართოებს არსენალს, რომლითაც ის საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას ევროპაში. უნდა დავიცვათ თავი და ჩვენი ბალტიისპირელი პარტნიორები ამისგან, მათ შორის, შეკავების საშუალებების გაძლიერებით“, - აღნიშნა ბერბოკმა. მისი განმარტებით, ნებისმიერი სხვაგვარი საქციელი იქნება „არა მხოლოდ უპასუხისმგებლო, არამედ გულუბრყვილო ქმედება ცივსისხლიანი კრემლის წინაშე“. ანალენა ბრბოკის თქმით, ბერლინს მოსკოვთან განსხვავებული ურთიერთობა სურს, მაგრამ პუტინის რუსეთი ამჟამად ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს უსაფრთხოებისთვის. ბოლო წლებში კრემლმა გაანადგურა შეიარაღებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები და გაანადგურა პან-ევროპული მშვიდობის არქიტექტურა. „ამით მოსკოვი ჩვენს შეშინებას, ზეწოლას და ჩვენი საზოგადოების გაყოფას ცდილობს“, - დასძინა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, ვაშინგტონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები გერმანიაში 2026 წლიდან პერიოდულად განთავსდება. ამ ნაბიჯის საპასუხოდ, კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთს „საკმარისი პოტენციალი აქვს ამ რაკეტების შესაჩერებლად“. იპნ
  9. ესპანეთში სამი პრორუსი ჰაკერი დააკავეს, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების წინააღმდეგ კიბერშეტევებს ახორციელებდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის პოლიცია ავრცელებს. ესპანეთის პოლიციის ცნობით, სავარაუდოდ, დაკავებულები ესპანეთისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სამთავრობო ინსტიტუტებისა და სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ კიბერშეტევებში მონაწილეობდნენ. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინას მხარს უჭერენ, კიბერშეტევების სამიზნეს სამთავრობო სექტორის საჯარო და კერძო ორგანიზაციების ვებ-გვერდები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ძირითადი სერვისები წარმოადგენდა. „ეს კომპიუტერული შეტევები ორგანიზებული იყო ჰაქტივისტური ჯგუფის NoName057(16)-ის მიერ, რომელმაც მოქმედება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიწყო და რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. თავის მანიფესტში ჯგუფი აცხადებს, რომ დასავლელი რუსოფობების მტრულ და ღიად ანტირუსულ ქმედებებს პროპორციულად უპასუხებს“, - ნათქვამია განცხადებაში. ეჭვმიტანილები ბალეარის კუნძულებსა და ანდალუსიაში დააკავეს. მათ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ კომპიუტერები და დოკუმენტური მასალა ამოიღო. იპნ
  10. თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ახლობლების ცნობით, ბაკურ თოლორაია ორი დღეა სახლში არ მისულა და ოჯახი მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. ის პატარა გლდანში, ჯანჯღავას ქუჩაზე ცხოვრობს. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 592 003 823 574 25 13 45.
  11. ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 105 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტუდენტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე შვიდასზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ასი პოლიციელი და ოცდაათი ჟურნალისტი. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა დემონსტრანტებზე თავდასხმებს „შოკისმომგვრელი და მიუღებელი“ უწოდა და პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვა. 19 ივლისს, ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოაცხადა. ბანგლადეშში ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს, დაიხურა უნივერსიტეტები და მთავრობამ დედაქალაქ დაკაში ყველა სახის შეკრება და დემონსტრაცია აკრძალა. სტუდენტები კვოტების სისტემის გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც სამთავრობო დაწესებულებებში სამუშაო ადგილების 30% 1971 წლის ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის ომის ვეტერანთა ნათესავებისთვის გამოიყოფა. 2018 წელს სტუდენტების მასობრივი პროტესტის შედეგად, ხელისუფლებამ კვოტების სისტემა შეაჩერა. თუმცა, ივნისში ბანგლადეშის უზენაესმა სასამართლომ ვეტერანთა ნათესავების სარჩელი დააკმაყოფილა და კვოტების სისტემა აღადგინა. ipn
  12. ქართული წარმოების ყველისა და ხაჭოს ექსპორტი იანვარ-ივნისში შემცირდა. შარშან პირველ ექვს თვეში ექსპორტზე გავიდა ადგილობრივად წარმოებული აღნიშნული პროდუქტი 31.8 ტონა, რომლისგანაც მიღებულმა შემოსავლებმა 375.8 ათასი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წელს კი შემოსავლები 214.4 ათას დოლარამდე შემცირდა და სულ ექსპორტირებულია 17.5 ტონა ყველი და ხაჭო. საქსტატის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქართული წარმოების ყველისა და ხაჭოს ექსპორტი ამერიკაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კანადასა და ჰონგ-კონგში ხორციელდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ყველი და ხაჭო წელს ექსპორტზე ამერიკაში გავიდა. უფრო კონკრეტულად, აშშ-ში ექსპორტირებულია 157.4 ათასი დოლარის თითქმის 14 ტონა პროდუქტი. ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მონაცემები კი 2024 წლის პირველ ნახევარში ასეთი იყო: არაბთა გაერთიანებული საამიროები - 38.72 ათასი დოლარი 2.5 ტონა; კანადა - 16.36 ათასი დოლარის 0.91 ტონა; ჰონ-კონგი - 1.95 ათასი დოლარის 0.13 ტონა. ავტორი: მერი ტაბატაძე
  13. მთა­ვარ ფო­ტო­ზე: ლუკა ჯი­ქუ­რა­ძე ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და რა­ჭა­ში. ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 3 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბო­დე­უ­რის ხი­დი­დან მსუ­ბუ­ქი მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი ხევ­ში გა­და­ვარ­და. 3 ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც. ახალ­გაზ­რდე­ბი რა­ჭა­ში თბი­ლი­სი­დან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. და­ღუ­პუ­ლე­ბი უბ­ნე­ლე­ბი არი­ან. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი ლუკა ჯი­ქუ­რა­ძეა. "ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს, ინ­გრე­ვა მთე­ლი ნა­ხა­ლოვ­კა ამ ბი­ჭე­ბის ცოდ­ვით. სა­მი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხა­ლოვ­კე­ლია. სო­ფელ ხი­და­შე­ლებ­ში სტუმ­რად იყ­ვნენ, იქი­დან წა­მოს­ვლი­სას მოხ­და ტრა­გე­დია. მან­ქა­ნა ხევ­ში გა­და­ვარ­და. ორი დღით იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი. ლუკა ჩემს ხელ­ში გაზ­რდი­ლია. ერთი და ჰყავს და ერთი ტყუ­პი ძმა. ძა­ლი­ან კარ­გი და წე­სი­ე­რი ბიჭი იყო. ახ­ლა­ხან მო­ას­ვე­ნეს სახ­ლში. სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა აქ" - გვიყ­ვე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი ლუკა ჯი­ქუ­რი­ძის ახ­ლო­ბე­ლი. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლით და­ი­წყო. ambebi.ge
  14. საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის ტესტემატჩების სერიის მესამე მატჩი სიდნეიში ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. მართალია, „ბორჯღალოსნები“ 29:40 დამარცხდნენ, მაგრამ ავტორიტეტული სარაგბო გამოცემა Planetrugby-ისგან ქართველების თამაშმა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა: „ქუდი მოიხადეთ საქართველოს ნაკრების წინაშე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო რაგბის უმაღლეს იერარქიაში ღირსეული ადგილი უკავია. ქართველმა მორაგბეებმა ავსტრალიას ოთხი შესანიშნავი ლელო დაუდეს, ხოლო სიდნეიში შეკრებილ გულშემატკივარს ბრწყინვალე სანახაობა შესთავაზეს. „ბორჯღალოსნებს“ შეუძლიათ, ბევრი რამ ისწავლონ ამ წაგებიდან. საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ პირველი დონის სარაგბო ქვეყნებთან ტოლ-სწორად თამაში და მათთან გამარჯვებისთვის ბრძოლა ძალუძთ. ავსტრალიასთან მატჩის რიგ ეპიზოდებში ისინი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ავსტრალიის ნაკრებმა მოგება დაიმსახურა, რადგან მთლიანობაში ის მეტოქეზე უკეთესი იყო. აკაკი ტაბუცაძემ ავსტრალიასთან დუბლი შეასრულა იაპონიაში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ საქართველო მზად იყო, ავსტრალიასთან ისტორიაში პირველი გამარჯვება მოეპოვებინა, ქართველ მორაგბეებს ამისთვის ძალისხმევა არ დაუშურებიათ, მაგრამ ამჯერად ვერ მოახერხეს. თუმცა შეუძლიათ იამაყონ, რომ ღირსეულად ითამაშეს და „ვოლაბებს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. „ბორჯღალოსნები“ ფიზიკურად კარგად იყვნენ მომზადებულები. მთლიანობაში, სიდნეიში ფანტასტიკური სანახაობა იყო, მოთამაშეებმა ბრწყინვალე შოუ დადგეს. ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე აკაკი ტაბუცაძე გახლდათ, რომლის მიერ დადებულმა ორმა ლელომ ყველას დაანახა მონდომება და შესაძლებლობები, რომლითაც თავად მას და საქართველოს ნაკრებს წაგებული მატჩის შემდეგაც სიამაყის გრძნობა გაუჩინა“, – წერს Planet Rugby საქართველოსა და ავსტრალიის მატჩის მიმოხილვაში. ავტორი - მიხეილ ჯაში
  15. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე პირველად მონაწილეობს. საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, „მასტერკლასის თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების ოთხი სესია ტარდება. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სტენდზე ორი დღის განმავლობაში ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen-ი მიმდინარეობს. ფესტივალის მონაწილეებს ცნობილი შეფები გურამ ბაღდოშვილი და თეკუნა გაჩეჩილაძე ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს აცნობენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია კი ქართული ღვინის დეგუსტაციას მართავს. The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს და ღვინის წარმოების რვაათასწლოვან ქვეყანას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ფესტივალს 200-მდე ქვეყნიდან 2 000-მდე ვიზიტორი ესწრება. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
  16. გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ადოლფ ჰიტლერის წარუმატებელი მკვლელობის მცდელობის მე-80 წლისთავზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „ჩვენი საკუთარი ისტორიის გათვალისწინებით, გერმანიისთვის ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი ადგილი შეიძლება არსებობდეს: უკრაინის მხარეს. 2024 წელს არ შეგვიძლია ამ 20 ივლისის აღნიშვნა უკრაინის მამაც მოქალაქეებზე ფიქრის გარეშე, რომლებიც ორ წელზე მეტია ეწინააღმდეგებიან დანაშაულებრივ რუსულ აგრესიულ ომს“, - განაცხადა შოლცმა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე საუბრისას გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ახლა მიმდინარეობს ომი, „რომლითაც რუსეთის ხელმძღვანელები ღიად მისდევენ უკრაინის დაპყრობისა და მისი, როგორც სუვერენული ქვეყნის განადგურების მიზანს - მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წლის შემდეგ და გაეროს ქარტიის ძალაში შესვლიდან 79 წლის შემდეგ“. შოლცმა ცალკე გერმანიის მოქალაქეებს დემოკრატიის დაცვის საკითხებში ყურადღებისკენ მოუწოდა. „დემოკრატია დამოკიდებულია მოქალაქეების მონაწილეობაზე, მათი ერთმანეთისადმი პატივისცემით დამოკიდებულებაზე და ყველა ფორმის მიზანტროპიისა და ექსტრემიზმთან დაპირისპირებაზე. ისინი, ვინც ჩვენი დემოკრატიის წინააღმდეგ იბრძვიან, ყოველთვის შეხვდებიან ჩვენს მტკიცე წინააღმდეგობას”, - განაცხადა შოლცმა. იპნ
  17. ეს არის ამონარიდები ანგარიშიდან – „სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის აქტუალობა და შესაძლებლობების ანალიზი“, რომელიც „განათლების კოალიციამ“ მოამზადა. კვლევის მიხედვით, სასკოლო კვების პროგრამის აუცილებლობასთან დაკავშირებით რეგიონებს შორის არსებითი განსხვავება არ გამოვლენილა. ყველა რეგიონში კვლევის მონაწილეები აღნიშნავენ საჯარო სკოლების სოციალურად დაუცველი და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეთა დიდ წილზე (განსაკუთრებით ონსა და ჩხოროწყუში), რაც იმის მიზეზია, რომ მათი დიდი ნაწილი სკოლაში ყოფნის პერიოდში შიმშილობს. მასწავლებლები და სკოლის ექიმები აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებში ხშირია მუცლისა და თავის ტკივილის, ხოლო შედარებით იშვიათი – გონების დაკარგვის შემთხვევები. ისინი თვლიან, რომ ამის მიზეზი არასათანადო კვებაა – ბავშვები, ხშირ შემთხვევაში, ვერ საუზმობენ და ისე მიდიან სკოლაში. ისინი ვერ იკვებებიან იქ ყოფნის დროსაც. ერთ-ერთი ეროვნული შეფასების მიხედვით (NAEC), ქვეყანაში გამოკითხულ მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლისას ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) განიცდის შიმშილს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე. რა მნიშვნელობა აქვს უფასო სასკოლო კვებას? სასკოლო კვება მსოფლიოში ბავშვთა სოციალური დაცვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავრცელებულ ინსტრუმენტს წარმოადგენს და გაეროს საკვების მსოფლიო პროგრამის უახლესი მონაცემებით, 176 ქვეყანაში, დაახლოებით, 418 მილიონ ბავშვს მოიცავს. „სასკოლო კვების გლობალური კოალიციის“ 2023 წლის ანგარიშის მიხედვით: მოსწავლეთა ჯანმრთელობა, კვება და კეთილდღეობა აკადემიური მიღწევებისა და განათლების ხარისხის საკვანძო ფაქტორებია; იქ, სადაც სასკოლო კვება არსებობს და მოსწავლეებს ნუტრიენტების საჭირო რაოდენობა მიეწოდებათ, ბავშვები და მოზარდები უფრო ჯანმრთელები და პროდუქტიულები არიან, ნაკლებად აცდენენ სკოლას ავადმყოფობის მიზეზით; კვების პროგრამები ხელს უწყობს განათლების შედეგების გაუმჯობესებას. როდის დაიწყო უფასო სასკოლო კვების დანერგვაზე საუბარი? საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2015 წლის 27 ოქტომბერს დაამტკიცა სკოლებში ჯანსაღი და უსაფრთხო კვების გაიდლაინი. სწორედ მას უნდა დაფუძნებოდა სასკოლო კვების პროგრამა, თუმცა ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. შემდეგ იყო ე.წ. ვაშლების დარიგების პროგრამა, რომელიც 2017 წლის 11 აგვისტოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის მიზნით წარადგინა. პროგრამა სულ რამდენიმეთვიანი იყო – 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამავე წლის დეკემბერში დასრულდა. სასკოლო კვების დანერგვაზე განსაკუთრებით აქტიურად საუბარი 2021 წელს დაიწყო. საკითხი გაანალიზებულია პოლიტიკის დოკუმენტში, რომელიც „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა“ მოამზადა. დოკუმენტში განხილულია, როგორია სასკოლო კვების პროგრამების საერთაშორისო გამოცდილება, რამდენად საჭიროა და რა პერსპექტივა აქვს მსგავსი პროგრამის ქართულ სკოლებში დანერგვას. ასევე, მოცემულია რეკომენდაციები და დაანგარიშებულია საქართველოში უნივერსალური პროგრამის დანერგვის წლიური ხარჯი. ასევე იხილეთ როგორ შეიძლება დაიწყოს უფასო სასკოლო კვება 2024 წელსვე | მოძრაობა „ხმის“ ხედვა 11 დეკემბერი, 2023 საკითხი საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ დღის წესრიგში მოძრაობა „ხმის“კამპანიის შედეგად დადგა. მათ სკოლებში უფასო კვების მოთხოვნით კამპანია 2021 წელს დაიწყეს. მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ საჯარო სკოლებში სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ბავშვთა სასკოლო კვების საყოველთაო პროგრამა. მათ შეიმუშავეს ხედვაც, თუ როგორ არის შესაძლებელი უფასო სასკოლო კვების დაწყება 2024 წელს. კამპანიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში უფასო სასკოლო კვება მუნიციპალური არჩევნების ერთ-ერთი თემა გახდა. კერძოდ, ოპოზიციამ თბილისის საჯარო სკოლებში მოსწავლეების უფასო კვების დაწყების პირობა დადო. „უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში“ – ეწერა ქალაქში გამოკრულ ბილბორდებზე. ხელისუფლება კი ამბობდა, რომ სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიმართულებით „აქტიურად მუშაობდნენ“. „უფასო კვება პირველკლასელებს” – ეს პროექტი საქართველოს მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტში – წალენჯიხაში ხორციელდება. 2021 წელს წალენჯიხის მერის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა. 2023 წლის ბოლოს კი მან მუნიციპალიტეტში სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედება დააანონსა. ყოველდღიური კვებითი უზრუნველყოფისთვის, თითო მოსწავლისთვის, წალენჯიხის ბიუჯეტიდან 4 ლარი განისაზღვრა. ბარათების გამოყენება კი ნებისმიერ სასურსათო მაღაზიასა თუ კვების ობიექტშია შესაძლებელი. საქართველოში სასკოლო კვების დანერგვის მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა. მოთხოვნას შეუერთდნენ სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც. განათლების სამინისტრო კი უფასო სასკოლო კვების დაწყების გადავადებას სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობით ხსნის. ასევე იხილეთ ამილახვარი: 1-2 თვეში შევძლებთ ვთქვათ, რომელ სკოლასა და რეგიონში დავიწყებთ სასკოლო კვების პროგრამას 13 ივნისი, 2024 აქტივისტური ჯგუფების მიერ საკითხის წინ წამოწევის შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა რამდენიმე განცხადება გააკეთა. ბოლოს, 2024 წლის 13 ივნისს განაცხადა, რომ სამინისტრომ თითოეული სკოლა შეისწავლა და „1-2 თვის ფარგლებში”, სამინისტრო საზოგადოებას იმ კონკრეტულ ვადებსა და მოდელებს გააცნობს, რომლებიც სასკოლო კვებასთან დაკავშირებით დაიგეგმა. ამ პროცესების პარალელურად, საზოგადოებაში მიდის მსჯელობა, როგორი მოდელის პროგრამა იქნება რელევანტური საქართველოსნაირი ქვეყნისთვის. სტატიაში ვცდილობთ, ამ დისკუსიისთვისაც მოვამზადოთ საფუძველი და შევისწავლოთ საერთაშორისო გამოცდილება და მიდგომები. უფასო სასკოლო კვება – როგორი პროგრამები არსებობს? კვლევის ავტორის, ეთო გვრიტიშვილის თქმით, საერთაშორისო გამოცდილების მრავალფეროვნების ფონზე, შეგვიძლია, გამოვყოთ სასკოლო კვების პროგრამების დაფარვის რამდენიმე მოდელი. ესენია: მიზნობრივი, უნივერსალური და კვაზიუნივერსალური სასკოლო კვების მოდელები. ინდივიდუალურ მოსწავლეზე/ოჯახზე ფოკუსირებული პროგრამები – როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ასეთი პროგრამების ნაწილი ორიენტირებულია მოსწავლეთა კონკრეტულ ჯგუფებზე ინდივიდუალურ დონეზე და მათი პროგრამაში მონაწილეობა დამოკიდებულია ოჯახის შემოსავლის, ეკონომიკური და სოციალური დაუცველობის მაჩვენებლების, სოციალური დაცვის სხვა პროგრამებში ბენეფიციარის სტატუსის, სპეციალური საჭიროებების ან/და მოწყვლადი ჯგუფების წევრობაზე. ასეთი მოდელის პროგრამებში ხშირად გვხვდება კვების სრული ან ნაწილობრივი სუბსიდირება სახელმწიფოს მიერ, ან სამიზნე მოსწავლეებისთვის საკვების მიწოდება განსხვავებული სისტემით. იმ ქვეყნების ნაწილში (საფრანგეთი, გერმანია), რომლებშიც მიზნობრივი სასკოლო კვების პროგრამები მოქმედებს, პარალელურად ფუნქციონირებს ბავშვთა და ოჯახების სოციალური დაცვის უნივერსალური პროგრამები. რას ნიშნავს უნივერსალური სასკოლო კვება? ზემოხსენებული დოკუმენტის მიხედვით, საერთაშორისო ტენდენციებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მიზნობრივი სასკოლო კვების პროგრამების შემთხვევაშიც კი, პროგრამები ეტაპობრივად ფართოვდება და მეტი მოსწავლის მოცვისკენ მიისწრაფვის. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნები უნივერსალური სასკოლო კვების პროგრამის დანერგვაზე გადადიან. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ უფასო სასკოლო კვების პროგრამათა მნიშვნელოვან ნაწილს აქვს უნივერსალური საყოველთაო დაფარვა, რაც გულისხმობს მოსწავლეთა თანაბარ მოცვას, მიუხედავად მათი სოციალური თუ სხვა მახასიათებლისა. უნივერსალური სასკოლო კვების დანერგვის შემთხვევაში ყველა ხარჯს სახელმწიფო ფარავს, თუმცა, დაფარვის მასშტაბები შეიძლება განსხვავდებოდეს. უნივერსალური სასკოლო კვების პროგრამა შესაძლოა, უნივერსალურად ფარავდეს მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ან უფრო შეზღუდულად სამიზნე გეოგრაფიულ არეალში (მაგ. მუნიციპალიტეტს), სკოლაში ან/და მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფში (მაგალითად, მიმართული იყოს მხოლოდ დაწყებითი კლასის მოსწავლეებზე). ამგვარ პროგრამებს კვაზიუნივერსალური პროგრამები ეწოდება. გეოგრაფიულ არეალზე ფოკუსირებული პროგრამები უფასო სასკოლო კვების პროგრამა შესაძლოა, მიემართებოდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალს (შტატს, მუნიციპალიტეტს, ქალაქს და ა.შ.). მისი შერჩევა ეფუძნება ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა – სიღარიბე, სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვების მაჩვენებელი; სკოლის გაცდენის, მიტოვებისა და დამთავრების სტატისტიკა, ასევე მნიშვნელოვანია გენდერული ასპექტები, კონფლიქტის ზონის სტატუსი ან/და სხვა რელევანტური ინდიკატორები. უმეტესად, ასეთი მოდელის ფარგლებში ამ გეოგრაფიულ არეალში მდებარე ყველა სკოლა და მოსწავლე ჩართულია უფასო სასკოლო კვების პროგრამაში. სკოლაზე ფოკუსირებული პროგრამები გეოგრაფიულ არეალზე ფოკუსირებული პროგრამებისგან განსხვავებით, ზოგიერთ ქვეყანაში უშუალოდ სკოლის დონეზე წყდება უფასო სასკოლო კვების პროგრამაში ჩართვის საკითხი და პროგრამა მიემართება იმ სკოლებს, რომლებშიც უფასო სასკოლო კვების საჭიროების მქონე ბევრი მოსწავლეა კონცენტრირებული. ასეთი მოდელის შემთხვევაში, პროგრამაში ჩართულია სამიზნე სკოლის ყველა მოსწავლე. მსგავსი პროგრამები გვხვდება ახალ ზელანდიასა და ნამიბიაში. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგ. ავსტრიაში, ბელგიაში, ბულგარეთსა და ნიდერლანდებში უფასო სასკოლო კვების პროგრამაში ჩართვა სკოლის განაცხადის საფუძველზე ხდება. რომელ ქვეყნებში გვხვდება საყოველთაო დაფარვის უნივერსალური პროგრამები ფინეთში უნივერსალური სასკოლო კვების ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილება არსებობს. პროგრამა 1940-იანი წლებიდან იწყება და საჯარო სასკოლო განათლების სისტემაში ჩართულ ყველა საფეხურს ფარავს. მოიცავს, დაახლოებით, 921 000 მოსწავლეს. კვება გამოყენებულია, როგორც პედაგოგიური ინსტრუმენტი, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მანერებისა და კვების კულტურის სასწავლებლად. ფინეთის მსგავსად, ესტონეთშიც უნივერსალური სასკოლო კვების სისტემა არსებობს. პროგრამის ფარგლებში, ხდება 230 000-მდე მოსწავლის უნივერსალური სასკოლო კვებით უზრუნველყოფა. პროგრამა, რომელიც 2002 წელს დაინერგა, დეცენტრალიზებულია და თითოეული მუნიციპალიტეტი პასუხისმგებელია საკუთარი შესყიდვების პროცესსა და ადგილობრივი ბიუჯეტის განსაზღვრაზე. ეროვნული და ადგილობრივი დაფინანსება თითქმის სრულად ფარავს სკოლის სადილის ხარჯებს, ამასთან, ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა დამატებით დაიწყო საუზმისა და შუადღის ხემსის მიწოდება საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. უნივერსალური სასკოლო კვების ყველაზე მასშტაბური პროგრამა ინდოეთში ფუნქციონირებს. PM Poshan-ის პროგრამა, რომელიც ცნობილია, როგორც შუადღის კვების სქემა, ქვეყანაში 1995 წლიდან დაიწყო და მსოფლიოში რაოდენობრივად ყველაზე მეტ მოსწავლეს ფარავს (2020-2021 წლების მონაცემით, 106 მილიონზე მეტი სკოლის მოსწავლე). პროგრამის მიზნებია: სკოლებში ჩარიცხვებისა და დასწრების გაზრდა; სასკოლო შიმშილის აღმოფხვრა; მოსწავლეებს საკლასო ოთახში კონცენტრირების ხელშეწყობა; სკოლის მიტოვების მაჩვენებლის შემცირება; ბავშვთა არასრულფასოვანი კვების მოგვარება; ქალების გაძლიერება დასაქმების გზით; ბავშვებში სოციალიზაციის გაუმჯობესება და სხვა. მაგალითად, შოტლანდიაში 1-დან მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის მოქმედებს უნივერსალური უფასო სასკოლო კვება, ხოლო ზედა კლასების მოსწავლეებისთვის – მიზნობრივი სასკოლო კვების პროგრამა, რომელიც მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ფარავს. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი პროგრამები განსხვავებულ სამიზნე ჯგუფებზეა ორიენტირებული. სასკოლო ლანჩის ეროვნულ პროგრამას (National School Lunch Program) აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ახორციელებს, რომელიც საჯარო და არაკომერციულ კერძო სკოლებსა და ბავშვთა მოვლის დაწესებულებებში მოქმედებს. პროგრამა უფასო/შეღავათიან სასკოლო კვებას უზრუნველყოფს სოციალურ პროგრამებში ჩართული, უსახლკარო, მიგრანტი, ან/და მინდობით აღზრდაში მყოფი მოსწავლეებისთვის. უნივერსალური უფასო სასკოლო კვების პროგრამები არსებობს კალიფორნიაში, მიჩიგანში, მინესოტაში, მეინში, მასაჩუსეტსში, ნიუ–მექსიკოში და ვერმონტში, ხოლო შტატების მნიშვნელოვან ნაწილში ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა უნივერსალური სასკოლო კვების პროგრამების დანერგვაზე. „პუბლიკის“ შემდეგ სტატიაში, ამავე პოლიტიკის დოკუმენტზე დაყრდნობით განვიხილავთ – საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სასკოლო კვების როგორი სქემა იქნება ეფექტიანი საქართველოში. პუბლიკა
  18. „ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ“, – თქვა ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარ რინკევიჩმა „ამერიკის ხმასთან“ რუსულ კანონზე საუბრისას. რინკევიჩის თქმით, საქართველოს მთავრობა „შორს წავიდა“ და გადაწყვიტა, რომ შეუძლია ცხოვრება NATO-სა და ევროკავშირის გარეშე. რინკევიჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები გახდა იმის მიზეზიც, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წლევანდელ კომუნიკეში საქართველოს წევრობაზე ჩანაწერი აღარაა. დიახ, ფორმალურად საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ, მოდით თვალი გავუსწოროთ ამას, ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. თუ ამას არ აკეთებ, არ ხარ ამ კლუბის ნაწილი. ეს შენი სუვერენული გადაწყვეტილებაა“, – თქვა რინკევიჩმა „ამერიკის ხმასთან“. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, გააგრძელებს თუ არა ევროინტეგრაციის გზას. ეს მისი სუვერენული უფლებაა და ლატვია ვერ ჩაერევა მის გადაწყვეტილებაში, თუმცა საერთო ღირებულებებიდან და შეთანხმებული პოლიტიკიდან გადახვევის პარალელურად მხარს ვერ დაუჭერენ საქართველოს გაწევრებას ევტოატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს არ ეხება [კანდიდატი ქვეყნების თაობაზე] შეუქცევად თუ შექცევად გადაწყვეტილებას. ეს ეხება იმას, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა იმ ორგანიზაციების კრიტერიუმები და პირობები უნდა შეასრულონ, რომელთა ნაწილად ყოფნაც სურთ“, – განაცხადა რინკევიჩმა. პუბლიკა
  19. უკრაინაში მებრძოლ ნადიმ ხმალაძეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით უწყებაში იბარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნადიმ ხმალაძე საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. „მე, ნადიმ ხმალაძეს, ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიბარებს სუსი",- წერს ხმალაძე. იპნ
  20. წუხელ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საუბრისას ზელენსკიმ ტრამპი უკრაინაში მიიწვია, ტრამპმა კი მას უთხრა, რომ არ დაიჯეროს, თითქოს მისი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რუსეთს მოუტანს სარგებელს. „ზელენსკი არწმუნებდა ტრამპს, რომ არ დაუჯეროს ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელს, რომლებიც პუტინის მქომედებების ახსნას ან გამართლებას ცდილობენ. მისი მოქმედებების გამართლება არ შეიძლება, ის ჩვეულებრივი მკვლელია. ეს განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ სატელეფონო საუბარში. მან შეატყობინა ტრამპს მიკოლაივში მორიგი თავდასხმის შესახებ, რასაც მოქალაქეები ემსხვერპლა. მათ ასევე ისაუბრეს 8 ივლისს კიევში საავადმყოფოზე მიტანილი იერიშის შესახებ და დაგმეს ეს თავდასხმა. ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხრიდან მიღწეული იქნა პრინციპული თანხმობა შეხვედრის შესახებ. მათ განიხილეს შეხვედრის სავარაუდო დრო, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. ჩვენი გუნდები ეცდებიან შეხვედრისთვის დროის შერჩევას და დეტალების დაზუსტებას, რომ განსაზღვრონ თუ როდის იქნება შეხვედრა შესაძლებელი“, – ციტირებს ზელენსკის პრესსპიკერის, სერჰი ნიკიფოროვის სიტყვებს Ukrainska Pravda. პუბლიკა
  21. საქართველოს პროკურატურამ ასხის მთაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივლისს, ასხის მთაზე არსებულ საძოვარზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. იპნ
  22. ირანს ბირთვული იარაღისთვის გახლეჩის უნარის მქონე მასალის წარმოებამდე ალბათ, ერთი ან ორი კვირა დარჩა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ასპენში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „იმის გამო, რომ ბირთვული შეთანხმება გაუქმდა, ირანს ნაცვლად იმისა, რომ ბირთვული იარაღისთვის გახლეჩის უნარის მქონე მასალის წარმოებამდე სულ მცირე ერთი წელი აშორებდეს, ახლა, ალბათ, ამის გაკეთებამდე ერთი ან ორი კვირა დარჩა. ერთი ან ორი კვირა, ალბათ, რეალისტური დროა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აშშ ყურადღებით აკვირდება. „მათ იარაღი არ შეუქმნიათ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არის ის, რასაც ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და თუ ამ ორს ერთმანეთთან დააკავშირებთ - გახლეჩის უნარის მქონე მასალასა და ასაფეთქებელ მოწყობილობას - ბირთვულ იარაღს მიიღებთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. იპნ
  23. უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 13 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა თავდასხმა ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებზე განახორციელეს. სულ, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 17 დრონი, „ისკანდერ-მ“ ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტა და „ისკანდერ კ“ ტიპის 1 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. იპნ
  24. ვინმე გარანტიას იძლევა, რომ არჩევნების შემდეგ “ნაც.მოძრაობა” “ოცნებას” არ შეუკრავს კოალიციას?! პარტია, რომლის დეპუტატებიც არაერთხელ შეეკრა “ოცნებას”, იყიდებიან ჩვეულებრივად რეგიონებში. ჩვენ ვთქვით მკაფიოდ, “ნაც.მოძრაობაც” წითელი ხაზია და “ოცნებაც” წითელი ხაზია. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/398732026541971/
  25. ჩვენი პარტიის ამოცანაა, "ოცნება" გავუშვათ ხელისუფლებიდან ისე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ყველა მსგავსს დოკუმენტს შევუერთდებით, თუ ამ დოკუმენტში აუცილებლად ეწერება "ნაციონალური მოძრაობა", რადგან ჩვენთვის წითელი ხაზია, როგორც "ოცნება", ასევე "ნაციონალური მოძრაობა". ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1609470932952749/
×
×
  • შექმენი...