-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
“ოცნებას” აღარ აქვს პოზიტიური დღის წესრიგის შექმნის რესურსი, არჩევნებს აგებენ, თავიანთი შიდა კვლევებითაც 30%-ს ძლივს აღწევენ, ამიტომაც სჭირდებათ მოძალადეები, ზონდერები, პოლიტიკური კორუფცია, დამორჩილებული სასამართლო და ცესკო. სწორეს ეს არის დამარცხებული “ოცნების” რეალური სახე. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1011071770705940/
-
გიორგი გახარია: „ქოცებო, თქვე, ნაცებო“ ან პირიქით - „ნაცებო, თქვე, ქოცებო“ (ვიდეო)
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია თვლის, რომ არჩევნების პროცესის მიმართ ნდობა და ამომრჩევლის „აღქმებია მთავარი“ და „თუ საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ მოგვატყუეს და ამ არჩევნებს არ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის პერსპექტივა - გააგრძელოს ქვეყნის მართვა, არის ნულს ქვემოთ“. გახარია არ გამორიცხავს ისეთ პოლიტიკურ დინამიკასაც, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად აღმოჩნდნენ 50%-ს ქვემოთ. ე.წ. შუა პოლიტიკურ ველზე კი იმედს ამყარებს როგორც ახალგაზრდა ამომრჩეველზე, ისე საჯარო მოხელეებზე, რომლებისგანაც, როგორც ამბობს, უამრავი „ესემესი“ მისდის. გიორგი გახარია თვლის, რომ „ოცნების“ სასიცოცხლო ინტერესშია 26 ოქტომბრის არჩევნების როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ლეგიტიმაცია, თუმცა, ასევე ამბობს, რომ არჩევნების გაყალბება მმართველ პარტიას უკვე დაწყებული აქვს. რადიო თავისუფლება იხილეთ სრულად: https://www.radiotavisupleba.ge/a/ინტერვიუ-გიორგი-გახარიასთან/33047932.html -
აზარტული თამაშების კომპანიების კანონდარღვევები, რომელზეც სახელმწიფო დუმს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ საქართველოში სათამაშო ბიზნესის კომპანიების მხრიდან კანონდარღვევებს იკვლევს და საზოგადოებასა და სახელმწიფო უწყებებს ინფორმაციას პერიოდულად აწვდის. „ბიზნესპრესნიუსს“ ორგანიზაციის დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე იმ კანონდარღვების შესახებ ესაუბრა, რაზეც სახელმწიფო დუმს. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში მისი აღსრულების მექანიზმები პარლამენტმა ძალიან ბუნდოვნად ჩაწერა. ერთადერთი, რაც ცალსახად, შავით თეთრზე, წერია ეს არის შემოსავლების სამსახურის პრეროგატივა ფინანსური თვალსაზრისით. მკაცრი კონტროლია მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად კეთილსინდისიერი გადამხდელია სათამაშო ბიზნესის ნებისმიერი წარმომადგენელი. ამ კანონის საფუძვლზე 1,4 მილიონი ადამიანი ავტომატურად უნდა გამოეთიშოს აზარტული-მომგბიანი თამაშებიდან როგორც სახმელეთო, ისე ონლაინ სივრციდან. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ კანონი პიროვნებას უკრძალავს თამაშს, არა. კანონით შეზღუდულია სათამაშო დაწესებულებების მხრიდან მათი მომსახურება. შესაბამისად, აზარტული თამაშების კომპანიებს უფლება არ აქვთ დაუშვან სხვადასხვა კატგორიაში მყოფი ამ რაოდენობის ადამიანების მხრიდან თამაშებში ჩართვა. ამის გასაკონტროლებლად არის შემუშავბული სპეციალური მექანიზმი. სათამაშო ბიზნესი ვალდებულია მოთამაშის პირადობის დამადასტურბელი მოწმობის მონაცემების მიღების დროს აუცილებლად გადაამოწმოს პირის ვინაობა შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ გვრდზე განთავსბულ სიაში და მოახდინოს იდენტიფიცირება. თუ პირი სოციალურად დაუცველია, პოლიტიკოსია, საჯარო მოხელეა, თავდაცვის ძალების წარმომადგენლია ან არის 25 წლამდე, კომპანიამ მას არ უნდა მისცეს თამაშის შესაძლბლობა.სათამაშო დაწესებულების არაკეთილსინდისიერება იკვეთება ამაში და ჩვენ გვაქვს უამრავი ფაქტდარღვევა, როცა ყველა ამ კატეგორიაში მყოფი პირი რეალურად თამაშობს. ზოგი მათგანი თამაშობს სხვისი ექაუნთებით, რაც უნდა გაკონტროლდეს ვიდეოთვალით და ამის ვალდებულება სამწუხაროდ, ბიზნესებს არ აქვთ, თორემ სექტორში, სადაც წლიური ბრუნვა 52 მილიარდ ლარს შეადგენს, კომპანიებს ამისი ფინანსური რესურსი ნამდვილად აქვთ“,- განმარტა თამარ ჯაფარიძემ. მისი თქმით, ხშირია სათამაშო ექაუნთების გაყიდვის ფაქტებიც, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ სახელმწიფოს ამაზეც არ აქვს შესაბამისი რეაგირება. კიდევ ერთი კანონდარღვევა კი რეკლამის წესებს ეხება, რომელიც აბსოლუტურად ყველა სახმელეთო სამორინეს მხრიდან ხდება. „რაც შეეხება სახმელეთო სამორინეებს, მათ სარეკლამო ბანერებზე მხოლოდ 10 კვ.მ.-ზე აქვთ რეკლამის განთავსების უფლება, ისიც ძალიან შეუმჩნევლად. ეს ნაწილი აბსოლუტურად ყველა კაზინოსა და სლოტ კლუბს დარღვეული აქვს. შესაბამისი ფაქტების შესახებ ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თბილისის მერს და მუნიციპალურ სამსახურებს, ასევე მივმართეთ ბატონ კახი კახიშვილს. თუმცა, ყველას მხრიდან რეაგირება იყო ნული. ძალიან სამწუხაროა, „შანგრილას“ კედლებს რომ შეხედავ, მიხვდები, რომ ქვეყანას სწორება კაზინოზე აქვს. მის შენობაზე ფრიალებს ქართული დროშა, რაც ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველოს დროშა ევროპის მასშტაბით არაერთი სპორტული მიღწევის აღსანიშნავად ფრიალებს. გარდა ამისა, კიდევ ერთი ფაქტდარღვევა არის სოციალურ ქსელებში შემოპარული სათამაშო ბიზნესების კომპანიების რეკლამირება. ამაზე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას აქვს პასუხი, რომ მათ კანონი ამის კონტროლს არ ავალდბულებს. დიახ, სწორედაც რომ კანონში მკაფიოდ არ არის გაწეილი ამ მიმართულების კონტროლის სისტემა. შესაბამისად, სწორედ კანონის აღსრულების მექანიზმების ბუნდოვანება იწვევს სათამაშო ბიზნესის კომპანიების მხრიდან ხშირ კანონდარღვევას“, - აღნიშნა თამარ ჯაფარიძემ. ავტორი: ნათია ზარიძე -
პარტია "გახარია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას მოქალაქეებთან შეხვედრა ბათუმში: ბმული: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/1012488903667863
-
რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ბაბუნაშვილმა თბილისის ტრანსპორტის პრობლმების შესახებ რადიო მსმენელების კითხვებს უპასუხა და განმარტა, თუ რომელ კომპანიებსა და დაწესებულებებს უნდა მიმართონ დედაქალაქის მცხოვრებლებმა ამ საკითხებზე. „მოქალაქეებმა ხშირად, ზუსტად არ იციან ვის მიმართონ, როდესაც რაღაც პრობლემას აწყდებიან. მაგალითად, ტრანსპორტში არის გამოკრული ცხელი ხაზის ნომერი. ახლა გადის „ფეისბუკზე“ სასტრანსპორტო კომპანიის სარეკლამო რგოლი, იმის შესახებ, რომ თუ პრობლემას აღმოაჩენენ, მას მიმართონ მოქალაქეებმა. თუ არ ვცდები, იმავე მიზნით ბანერები გაკრული არის მეტროშიც. უფრო ზუსტად რომ განვმარტოთ, თბილისში არის ორი სატრანსპორტო კომპანია: მიკროავტობუსბისთვის - შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ და მეტროს, ავტობუსბისა და საბაგირობისთვის - თბილისის სატრანსპორტო კომპანია. ორივეს თავისი ცხელი ხაზი აქვს. ასევე არის სააგენტო, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკას ადგენს. ეს არის თბილისის მერიაში ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო. თუ გინდათ მარშრუტის დანიშვნა, შეცვლა ან მსგავსი რამ, ამ სააგენტოს უნდა მიმართოთ. მოქალაქემ შესაძლოა არ იცოდეს ამ სააგენტოს შესახებ და წესით, გამგეობას რომ მიმართოს, გამგობამ წერილი სააგენტოში უნდა გადაამისამართოს“, - აღნიშნა გიორგი ბაბუნაშვილმა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცხელი ხაზი: 032 293 44 44 „თბილისის მიკროავტობუსის“ ცხელი ხაზი: 032 2 20 03 40 ავტორი: ნათია ზარიძე
-
„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივლისს 07:00-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, არმაზის, მირიანის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ძეგვი, არმაზი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. 07:00-დან 07:10 საათამდე და 09:50-დან 10:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი, საგურამო და მიმდებარე სოფლებში; 09:00-დან 09:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, ლუთხუბი, წითლიანა, მენესო, ზანდუკი, გამსი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში და დიდ დიღომში ხატაეთის, იან ჰომერის, ჰუგო ჰუბერტის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, სელექცია, ახალდაბა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭართალი, დოლასქედი, წითლიანა, ჩიტაურები და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში. იპნ
-
ევროკომისიამ სლოვაკეთი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში შედეგების თაობაზე გააფრთხილა. ამის თაობაზე კომენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერა იუროვამ გააკეთა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე იუროვამ განაცხადა, რომ ბრატისლავაში იყო და ისაუბრა სლოვაკეთის მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც “უცხოურ აგენტებთან ბრძოლის” ინიციატივებს ჰგავს. “ძალიან მკაფიო ვიყავი. არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონთან დაკავშირებით თუ უნრგეთის მაგალითს მიყვებით, ჩვენ დაუყონებლივ დავიწყებთ [ევროკავშირის კანონმდებლობის] დარღვევის პროცედურას, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გვაქვს”, - განაცხადა იუროვამ. ცნობისთვის, იუროვა “უცხოური აგენტების” კანონზე საუბრობდა, რომელიც უნგრეთმა 2021 წელს გააუქმა, მას შემდეგ რაც ევროკავშირის სასამართლომ ის უკანონოდ აღიარა. იპნ
-
მოსკოვის მერია ქალაქის მცხოვრებლებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ $22 ათასს სთავაზობს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მოსკოვის მმართველები ქალაქის მოსახლეებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ 22 000 აშშ დოლარს სთავაზობს. როგორც BBC წერს, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 1.9 მილიონი რუბლის ოდენობით ერთჯერადი ბონუსი დააწესა ქალაქის მცხოვრებთათვის, რომლებიც შეიარაღებულ ძალებს შეუერთდებიან. მოსკოვის მერიის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდებიან, სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ პირველ წელს, ჯამში, 5.2 მილიონ რუბლამდე მიიღებენ, რაც 59 600 აშშ დოლარია. BBC აღნიშნავს, რომ უკრაინაში მებრძოლი რუსი მოხალისეებისთვის გათვალისწინებულია ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაშიც, თუ ბრძოლაში დაშავდებიან. გამოცემა წერს, რომ სიმძიმის შესაბამისად ანაზღაურება 5 690-დან 11 390 აშშ დოლარამდე მერყეობს. გარდაცვალების შემთხვევაში კი მებრძოლთა ოჯახი 34 150 აშშ დოლარს იღებს. გამოცემა წერს, რომ მიუხედავად იმისა, რუსეთ ასაიდუმლოებს სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას, სავარაუდო მაჩვენებელი მაღალია. BBC-ის ცნობით, მიმდინარე წლის მაისიდან ივნისის პერიოდში 70 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაშავდა. ამასთან, სხვადასხვა დათვლებით ვარაუდობენ, რომ უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთმა დაკარგა ჯარისკაცების 87%, რომლებიც ომის დაწყებამდე აქტიურ სამხედრო სამსახურში იმყოფებოდნენ, ტანკების ორი-მესამედი კი განადგურდა. გამოცემა წერს, რომ სამხედრო პერსონალის გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, კრემლი ცდილობს ფრონტზე გასაგზავნად ჯარისკაცები მოიზიდოს. მათ შორის, პუტინმა ქვეყნის სამხედრო ძალების შემადგენლობა 170 000-დან 2.2 მილიონამდე გაზარდა, სადაც 1.32 მილიონი ჯარისკაცია. ნეტგაზეთი -
ნეპალში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია 18 ადამიანი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ნეპალში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, მხოლოდ პილოტის გადარჩენა მოხერხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ნეპალის დედაქალაქის, კატმანდუს პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „პილოტი გადაარჩინეს და მას სამედიცინო დახმარებას უწევენ. თვრამეტი ცხედარი იპოვეს, მათ შორის ერთი უცხოელია“, - განაცხადა კატმანდუს პოლიციის წარმომადგენელმა, დან ბაჰადურ კარკიმ. Saurya Airlines-ის თვითმფრინავი კატმანდუში აფრენისას ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 2 წევრი და კომპანიის 17 სპეციალისტი იმყოფებოდა, რომლებიც ქალაქ პოხარაში სხვა თვითმფრინავის შესაკეთებლად მიფრინავდნენ. იპნ -
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პარტია ააქტიურებს „არჩევნების დაცვის ჯგუფს“, რომლის მიზანიც არჩევნებზე ხმათა გაყალბების ფაქტების გამოვლენა და მათი დაცვა იქნება. ამის შესახებ მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, როგორც ადგილობრივი პოლიტიკური აქტორების, ისე უცხოელების მთავარი ამოცანა 26 ოქტომბრის არჩევნების დაცვა უნდა იყოს. „სენატში გუშინ, საქართველოს არჩევნებზე გამართული განხილვის პასუხად, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ იგეგმება უპრეცედენტო დაკვირვება ოქტომბრის არჩევნებზე გაყალბების პრევენციისთვის და მოქალაქეთა არჩევანის დასაცავად, დღეს კობახიძემ არჩევნებით მანიპულირება დააანონსა. პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ვააქტიურებთ „არჩევნების დაცვის ჯგუფს“, რომლის მთავარი მიზანი გაყალბების ფაქტების გამოვლენა და ხმების დაცვაა. ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მივაწვდით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საარჩევნო დარღვევებს, რასაც პერიოდულად, საზოგადოებასაც გავუზიარებთ, გავხდით საჯაროს და ამით ვუპასუხებთ კობახიძის და „ოცნების“ ტყუილებს. რაც უფრო გაიზრდება პარტნიორების დახმარება არჩევნების დაცვის მიმართულებით, მით უფრო გაიზრდება ხელისუფლების ტყუილები, დეზინფორმაცია დასავლეთის წინააღმდეგ და კონსპირაციები „გლობალური ომის პარტიაზე“ ერთადერთი მიზნით - მიაღწიონ მანიპულირებული შედეგების ლეგიტიმაციას. აღნიშნულის ნათელი დასტურია დღეს კობახიძის რეაქცია. შესაბამისად, ახლა თითოეული ადგილობრივი პოლიტიკური თუ სხვა აქტორის მთავარი ამოცანა არჩევნების დაცვა უნდა იყოს, რომლის გაყალბების კომპლექსური პროცესი „ოცნებას“ დიდი ხანია დაწყებული აქვს. ვაფასებთ საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების არჩევნების დაცვისკენ მიმართულ ძალისხმევას და მზად ვართ მჭიდრო თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.
-
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოდან 28 სპორტსმენი მიიღებს. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსემენების ასპარეზობის განრიგს თბილისის დროით: ნეტგაზეთი
-
გუშინ, 23 ივლისს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა საქართველოსა და მოლდოვის შესახებ. თავის გამოსვლებში კონგრესმენებმა გააკრიტიკეს „ქართული ოცნება” და აღნიშნეს, რომ მათი ქმედებები აზიანებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ქართველი ხალხის არჩევანს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ჯოშუა ჰაკი, რომელმაც სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს დამატებით ზომებზე, რაც მათ შორის მოიცავს მთავრობისთვის გამოყოფილი პროგრამების დაფინანსებების გადამისამართებას ან შეჩერებას. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, ჯოშუა ჰაკმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში გამართული მოსმენის დროს განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს დამატებით ზომებზე, რაც მათ შორის მოიცავს დაფინანსების გადამისამართებას ან შეჩერებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ისაუბრა რუსული კანონის შესახებ რუსეთის დამოკიდებულებაზეც და თქვა, რომ როცა ოკუპანტი გეუბნება, რომ რაღაც უნდა გააკეთო, ხოლო პარტნიორი ამის წინააღმდეგი, ამას უნდა დაგაფიქროს. ამასთან, კონგრესმენი ბილ კიტინგი, რომელიც სხდომის თანათავმჯდომარეა ამბობს, რომ ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებენ. მან ისაუბრა საქართველოს მთავრობის ჩინეთთან თანამშრომლობაზეც – მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთი უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერია. მარტივად რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ მთავრობა შეთანხმებებს დებს მათთან, ვინც საქართველოს ოკუპანტს უჭერს მხარს. ამის გარდა, კიდევ არსებობს მაგალითები იმისა, როგორ ღალატობს მმართველი პარტია ქართველ ხალხს. [საქართველოს] მოსახლეობას დღემდე ახსოვს მძიმე მოგონებები საკუთარი [2008 წლის აგვისტოს] ომისა რუსეთთან, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ იყო” – ამბობს ის. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ტომ კინმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე გააკრიტიკა „ქართული ოცნების” ქმედებები და აღნიშნა, რომ ეს იმედგამაცრუებელია. მას გამოსვლაში არ უხსენებია ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ თქვა, რომ „ქართული ოცნების” ლიდერის გამოსვლა, სადაც მან ოპონენტების წინააღმდეგ შურისძიებაზე ისაუბრა, შეეფერებოდა „უხეირო დიქტატორს” და არა ამერიკის პარტნიორს. უცხოური აგენტის კანონპროექტის განხილვების დროს „ქართული ოცნების” ლიდერმა გააჟღერა მუქარა მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ შურისძიებაზე გამოსვლაში, რომელიც უხეირო დიქტატორს შეეფერებოდა და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს”, – განაცხადა მან. პუბლიკა
-
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, იძიებენ უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ამის შესახებ სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი. სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, „ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა”. რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვაზე იბარებს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებს, რომელთა შორისაც ნაწილი აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომებში იბრძოდა. გუშინ, 23 ივლისს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით სუს-მა გამოკითხა ერთ-ერთი მებრძოლი, გელა კახაბრიშვილი. ამავე საქმეზე სუს-მა უკვე გამოკითხა ან გამოკითხვაზე დაიბარა უკრაინაში მებრძოლი ქართველები და ომის ვეტერანები: ნადიმ ხმალაძე, ვაჟა ცაცაძე, ლაშა ჭიღლაძე, ბესო ბენდელიანი და კონსტანტინე ჯღამაია. პუბლიკა
-
რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე და ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს. იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსებმა ხარკოვის ერთ-ერთი რაიონის ინდუსტრიულ ზონას S-300 რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ოლეგ სინეგუბოვის გაცხადებით, რუსების მიერ დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ. იპნ
-
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ახალი პროპაგანდისტულ-პიარული ხაზის დალაგების ნიშნებს ატარებს - სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებისა და გადატრიალების თაობაზე მსგავსი შინაარსის განცხადება იმდენჯერ წაგვიკითხავს და მოგვისმენია, რომ რთულია, ფაქტების გარეშე ნდობა გაგიჩნდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განუცხადა. როგორც დაუშვილმა აღნიშნა, საზოგადოებამ ასეთ გამოძიებებზე დამდგარი შედეგი ვერასდროს ნახა, ამიტომ ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე სუს-ის განცხადების ნდობა რთულია. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მსგავსი შინაარსის განცხადებას უკვე მერამდენედ ვკითხულობთ. იმისათვის, რომ სუს-ის განცხადებას ნდობა გააჩნდეს, საჭიროა ფაქტები და მტკიცებულებები. ნდობა ამის გარეშე ვერ იქნება. როგორც ჩანს, ეს არის რაღაც ახალი პროპაგანდისტული ხაზი - ჯერჯერობით ასე ჩანს. არსებობს რაღაც ინფორმაცია, მაგრამ არ არის ფაქტები და მტკიცებულებები - რაღაც პროპაგანდისტული ხაზი ლაგდება", - განაცხადა დაუშვილმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ი იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. იპნ
-
კიმბერლი ჩიტლი აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმის ფონზე გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. აღინიშნება, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა, კიმბერლი ჩიტლმა გადადგომის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მოსმენიდან მეორე დღეს გამოაცხადა, რომელზეც კომიტეტის წევრებმა 13 ივლისს ტრამპზე მომხდარი თავდასხმის დროს საიდუმლო სამსახურის ქმედებები გააკრიტიკეს. მაშინ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა უარი განაცხადა გადადგომაზე და განაცხადა, რომ ის ყველა კვალიფიციური ადამიანია ამ თანამდებობისთვის. ამავდროულად, ჩიტლმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმის აღკვეთა ვერ მოხერხდა. ამისდა მიუხედავად, რესპუბლიკური პარტიის წევრები აქტიურად მოითხოვდნენ ჩიტლის გადადგომას და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მხრიდან მისი საქმიანობის გამოძიებას. ცნობისთვის, აშშ-ის საიდუმლო სამსახური პასუხისმგებელია პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, მათი ოჯახის წევრებისა და მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატების უსაფრთხოებაზე. იპნ -
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად გიორგი ხუბუა დაინიშნა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად გიორგი ხუბუა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი ხუბუას შეხვდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო გეგმებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით. „პრემიერმა უნივერსიტეტის ახალ რექტორს წარმატებები უსურვა და მთავრობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. გიორგი ხუბუა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორია. სხვადასხვა პერიოდში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი და მეცნიერ-თანამშრომელი, არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი. ნეტგაზეთი -
„ევოლუშენ ჯორჯია“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თანამშრომლების მიმოწერასთან დაკავშირებით „კატეგორიულად მიუღებელია“ და ამის გამო „ინციდენტში მონაწილე პირები ტოვებენ „ევოლუშენის“ გუნდს“. 12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. გაფიცულები ხელფასის ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ. დავა „ევოლუშენ ჯორჯიას” დასაქმებულებსა და ადმინისტრაციას შორის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. 2024 წლის 20 მაისს პროფკავშირმა „ლაბორიმ” მიმართა ჯანდაცვის მინისტრს შპს „ევოლუშენ ჯორჯიასთან” კოლექტიური შრომითი დავის მოგვარების მიზნით მედიატორის დანიშვნის თაობაზე. პროფკავშირის თქმით, კოლექტიურ დავაზე მედიატორი დაინიშნა, თუმცა მედიაცია 25 ივნისს უშედეგოდ დასრულდა, რითაც დასაქმებულებს გაფიცვის კანონიერი უფლება წარმოექმნათ. თანამშრომლების გაფიცვას წინ უძღოდა „მაუწყებლის“ მიერ გავრცელებული „სქრინშოთები“ „ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერების სამუშაო ჩათიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს გარეგნობის, კანის ფერის, ფრჩხილების სიგრძის გამო დასცინოდნენ, იყენებდნენ სექსისტურ, რასისტულ და დისკრიმინაციულ ენას. კომპანიის გაფიცული თანამშრომლების თქმით, მენეჯერებს მათ მიმართ რეალური ურთიერთობისასაც იგივენაირი დამოკიდებულება აქვთ. პუბლიკა
-
პიანისტი გიორგი გიგაშვილი აცხადებს, რომ წელს არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებას აპირებს. ამის შესახებ მან „TV პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა. დღეს მოძრაობამ „აირჩიე ევროპა“ მორიგი ღონისძიება გამართა – შედგა შეხვედრა ახალგაზრდებთან, მათ შორის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. პუბლიკა
-
თბილისის საქალაქო სასამართლომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა 2 000 ლარით დააჯარიმა და სანქციის სახით, 2 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა. დავით ქაცარავას წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რომლებიც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისმობს. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყვიტა, თუმცა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი სამართალდამრღვევად ცნეს სამართალდამცავებისთვის შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში. დავით ქაცარავა 14 მაისს რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების შემდეგ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ის არ არის ნაცემი. როგორც ქაცარავამ მოგვიანებით თქვა, სპეცრაზმელები მას სასტიკად დაკავების შემდეგ მანქანაში გაუსწორდნენ. ქაცარავა იმ დღესვე გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 14 მაისს, სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. პუბლიკა
-
"ქოჩორამ ხავი საქეიფოდ წაიყვანა" - რა ფოტოებს აქვეყნებს გიორგი ქოჩორაშვილი?
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი უკვე დაუბრუნდა ესპანეთს და "ლევანტეს" - კლუბს, სადაც თამაშობს. "ჩვენი ჯარისკაცი დაბრუნდა სრული ძალებით!", - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ გვერდზე, "ფეისბუქში" - რა თქმა უნდა, პოსტი ქართულ ენაზეა გამოქვეყნებული, რასაც ბოლო დროს გვერდის ადმინისტრატორმა, ხავიმ შეგვაჩვია. ასევე, არსებული ინფორმაციით, ხავი აპირებს "ქოჩორასთან" ინტერვიუ შემოგვთავაზოს. -0:06 ცოტა ხნის წინ კი ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ხავისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა - "ჩვენ აქ ვართ". სავარაუდოდ, მალე ისინი ათასობით გულშემატკივარს ინტერვიუს შესთავაზებენ. ამავე ფოტოს Geo Team ავრცელებს წარწერით - "ქოჩორამ ხავი საქეიფოდ წაიყვანა", პოსტის კომენტარებში კი გიორგი ქოჩორაშვილი კიდევ ერთ ფოტოს გვიზიარებს, სადაც ხავის ქართულ სუფრასთან ვხედავთ: ambebi.ge -
უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს. უკრაინაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი 339-მა დეპუტატმა დაუჭირა. საომარი მდგომარეობა 12 აგვისტოდან 90 დღით, 9 ნოემბრამდე გაგრძელდება. ახლა კანონს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მოაწეროს. იპნ -
2008 წლის აგვისტოს ომისა და აფხაზეთის ომის ვეტერანი, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი გელა კახაბრიშვილი სუს-მა ტერორიზმის და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოკითხა. გამოკითხვის შემდეგ როგორც კახაბრიშვილმა, ისე ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადეს, რომ კითხვები ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებას ეხებოდა. მისვე თქმით, გამოკითხვის პროცესში ახსენეს საქართველოს ხელისუფლების უკრაინაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნები და იკითხეს, რა შეხება აქვთ მათ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მბრძოლ ქართველებთან. რამიშვილმა თქვა, რომ ამ კონტექსტში ახსენეს „ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი. იმავე საქმეზე სუს-მა უკვე გამოკითხა ან გამოკითხვაზე დაიბარა უკრაინაში მებრძოლი ქართველები ან ომის ვეტერანები: ნადიმ ხმალაძე, ვაჟა ცაცაძე, ლაშა ჭიღლაძე, ბესო ბენდელიანი და კონსტანტინე ჯღამაია. თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქმეზე დამატებითი განცხადება არ გაუვრცელებია. პუბლიკა