Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ხელისუფლებაში “ოცნების” დარჩენა არის გარდაუვალი მარცხი ჩვენი ქვეყნისთის, იმიტომ, რომ “ოცნება” აღარ არის ევროპა, “ოცნებას” არ შეუძლია ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, “იცნება” არის წარსული, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ხელს არ ჩამოართმევენ. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/858046642323072/
  2. ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩი აღარ იქნება. ავსტრიაში, ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან ციხელაშვილის გათავისუფლების შესახებ განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა მოიწონა პრეზიდენტის განკარგულება ციხელაშვილის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ. როგორც „ნეტგაზეთს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქეთევან ციხელაშვილს როტაციის ვადა ამოეწურა. ჯერ-ჯერობით უცნობია, დაიკავებს თუ არა ის სხვა თანამდებობას დიპლომატიურ სამსახურში და ვინ იქნება ავსტრიაში საქართველოს ახალი ელჩი. ქეთევან ციხელაშვილი, რომელსაც მანამდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი ეკავა, ავსტრიაში ელჩად 2020 წლის ივნისში დაინიშნა. საქართველოს კანონმდებლობით, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების თითოეული ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისათვის არის 4 წელი, თუმცა მინისტრს შეუძლია ამ ვადის გახანგრძლივება. ელჩებს მთავრობის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ნეტგაზეთი
  3. თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და მოითხოვა, ტვ „პირველმა“ და მისმა ყოფილმა ტელეწამყვანმა მაია მამულაშვილმა აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძოდ, ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო სასამართლომ 2022 წელს მამულაშვილსა და ტელეარხს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მაია მამულაშვილი ამ დროისათვის აღნიშნულ ტელეკომპანიაში არ მუშაობს. „დღეს ჩვენ დავიწყეთ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. ხვალ ან ზეგ მეორე მხარეს გაეგზავნება ოფიციალური მოთხოვნები. ისინი ვალდებულნი არიან, შეასრულონ მოცემული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გულისხმობს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას,“ — განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ. თავის მხრივ, ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ კალაძის მხრიდან იძულებითი აღსრულების მოთხოვნა პირდაპირ უკავშირდება საგამოძიებო რეპორტაჟს, რომელიც ეთერში ხვალ, 27 ივლისს უნდა გავიდეს. „ვართ მოლოდინის რეჟიმში. ველით თბილისის მერის, კახი კალაძის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას. აღსრულების მოთხოვნის საფუძველია, აშშ-ის მიერ, კორუფციის ბრალდებით სანქცირებული კლანის კონტროლის ქვეშ მყოფი, სასამართლოს შარშანდელი გადაწყვეტილება — „მამულაშივლის ქეისი“. რატომ გაახსენდა კალაძეს ეს ქეისი ახლა? ხვალ, შაბათის ეთერში გადის რეპორტაჟი კალაძის დაუდეკლარირებელ ქონებაზე, რომლის ღირებულებაც ასობით ათასი ლარია. არსებობს მტკიცებულებები რომ ეს ქონება, მისი განკარგვის ქვეშ არის, თუმცა დეკლარაციაში არ წერია. კითხვა გავაგზავნეთ მერთან, გვიპასუხეს რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, საქმე, რომელიც „წავაგეთ“. დღეს შევიდა აღსრულების მოთხოვნა. რა შეიძლება მოხდეს? თუ ტელევიზიას არ ექნება სახსრები გადაიხადოს ეს ფული, აღსრულების ბიუროს შეეძლება შემოვიდეს და ამოიღოს ტელევიზიის ქონება. მაგალითად მიკროფონი, კამერა, სკამი, კომპიუტერი, გაიტანოს აუქციონზე, გაყიდოს და ფული კალაძეს ჩაურიცხოს. თბილისის მერი მაია მამულაშვილს უჩიოდა პირდაპირ ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო, რომლის თანახმადაც, „კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო“. სასამართლომ ჟურნალისტსა და ტელეარხს დააკისრა 15-15 000 ლარის გადახდა. ხსენებულ ტენდერთან დაკავშირებით მერიისადმი/კალაძისადმი კითხვები თუ პირდაპირი ბრალდებები „ტვ პირველის“ ჟურნალისტამდე სხვა ადამიანების მხრიდანაც გაისმა. თბილისის მერიაში პრობლემას ვერ ხედავდნენ ავტობუსებში გადახდილი თანხის რაოდენობაში. მედიის წინააღმდეგ 28 სარჩელი შევიდა სასამართლოში, მიზანი ჟურნალისტების დაშინებაა — TI ტვ „პირველი“ და მამულაშვილი კალაძის საჩივრის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმეს — ნოდარ მელაძე ნეტგაზეთი
  4. ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი ჩავარდა. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ხიდის დაზიანების გამო, შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხიდის ჩავარდნა.
  5. ხელის გულზე გიდევთ ყველანაირი მტკიცებულება, თუ როგორ წიხლით გვტენიდნენ ომში - არის ასეთი გამონათქვამი, „ადამიანს თუ არ უნდა რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს“. თქვენ ახლა რიყეზე ხართ, გარშემო ქვებია მიმობნეული და ამ ქვებს ვერ ხედავთ, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა „გლობალური ომის პარტიაზე“ დაუსვა. მისი თქმით, ყველა, ვინც საქართველოს მოუწოდებდა გაეგზავნა მოხალისეები უკრაინაში, მიეწოდებინა იარაღი უკრაინისთვის და დაეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, საქართველოს რუსეთთან რუსეთთან ომში ჩართვისკენ უბიძგებდა. „ყველა, ვინც საქართველოსგან ითხოვდა მოხალისეების გაგზავნას, იარაღის მიწოდებას, სანქციის დაწესებას, ჩვენ გვიბიძგებდა ომისკენ. რაც შეეხება მტკიცებულებებს - არის ასეთი გამონათქვამი, „ადამიანს თუ არ უნდა რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს“. თქვენ ახლა რიყეზე ხართ, გარშემო ქვებია მიმობნეული და ამ ქვებს ვერ ხედავთ. ამას გეუბნებით, რომ დაინახეთ ქვები, ეს ქვები ძალიან კარგად ჩანს. თუ არ გინდათ დანახვა, ვერ დაინახავთ, თქვენი ამოცანა თუ ეს არის. პირდაპირ გეუბნებით, ყველა, ვინც საქართველოს მოუწოდებდა გაეგზავნა მოხალისეები უკრაინაში, მიეწოდებინა იარაღი უკრაინისთვის და დაეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, საქართველოს უბიძგებდა რუსეთთან ომში ჩართვისკენ. ამაზე მეტი ცხადად როგორ გითხრათ?!“ - განაცხადა პაპუაშვილმა. იპნ
  6. "როგორც ჩანს, დამფრთახლი ხელისუფლება პირდაპირ გადავიდა კანონის უხეშ დარღვევაზე, მათ შორის ქართველი ამიგრანტებისთვის საარჩევნოდ ბარიერების შექმნაზე. გვაქვს ინფორმაცია ქართველი ემიგრაციისგან, რომ ხდება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების აღრიცხვიდან მოხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ეზღუდებათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/953037673501716
  7. თქვენ მშიშარა, კორუმპირებულო ადამიანებო, გამოაქვეყნეთ, რას გვემუქრებით.... - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის, ლიდერის, მამუკა მდინარაძის განხადებას. გოგიჩაიშვილის თქმით, ასეთი განცხადებებით, "ოცნება" საარჩევნო კამპანიის ტყუილზე აგებას ცდილობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ ისევ გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესის უკან დგანან კონკრეტული ძალები, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოიხსენიებენ. მამუკა მდინარაძემ ასევე "რაღაცის თქმა" დააანონსა და თქვა: ხაზგასმით ვამბობ, ღმერთმა არ ქნას, რომ მოგვიწიოს ყველაფერის თქმა, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა მიზანი ამას არ ექნება, მათ შორის რაღაც მტკიცებულებებზე საუბარი და ა.შ. ამას შემთხვევით არ ვლაპარაკობ. ტვ პირველი
  8. სისტემური პრობლემა გვაქვს სამძებრო-სამაშველო მიმართულებით, როცა ადამიანი იკარგება, ყოველ წუთს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბოლო წლებში ვიხილეთ არაერთი ტრაგიკული შემთხვევა და მთელი ქვეყანა შევთანხმდით, რომ გვჭირდებოდა ნორმალური სამაშველო თვითმფრინავები და ვერტმფრენები. გმირობის ხარჯზე არ უნდა უწევდეთ ადამიანებს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების ჩატარება. ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/458019920409954
  9. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდან გადაცემა „აკუსტიკის“ წამყვანები, მებო ნუცუბიძე და მაკო მჭედლიშვილი, გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მუსიკოსი და ტელეწამყვანი მებო ნუცუბიძე ავრცელებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ტელეკომპანიამ გუშინ, მოულოდნელი ზარით აცნობა და განუცხადეს, რომ „აკუსტიკას“ მომავალი სეზონიდან ახალი წამყვანები ეყოლება: „9 ივნისს, მაკომ და მე მაყურებელს მადლობა გადავუხადეთ, მომავალ სეზონამდე დავემშვიდობეთ და დავპირდით, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლითა და საინტერესო ამბებით დავუბრუნდებოდით. სამწუხაროდ, ვერც მაკო და ვერც მე პირველი არხის ეთერში ამ დანაპირებს ვეღარ შევასრულებთ. გუშინ, ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად დასრულდა ჩვენი აკუსტიკური მოგზაურობა. ასე გადაწყდა – ახალი სეზონიდან გადაცემას ახალი წამყვანები ეყოლება. მადლობა ყველას, ვინც ამდენი წელი უყურებს და უსმენს აკუსტიკას. გვიხარია, რომ 6 წლის განმავლობაში თქვენთან ერთად ვქმნიდით ამ პროექტს,“ — წერს მებო ნუცუბიძე. „ნეტგაზეთი“ აღნიშნულის მიზეზების გარკვევას საზოგადოებრივ მაუწყებელთან ცდილობს. ტელეკომპანიისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება. მებო ნუცუბიძე ბოლო თვეების განმავლობაში აპროტესტება „ქართული ოცნების“ მიღებულ რუსულ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა. სწორედ ამ კანონის მიღების გამო შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. „არ უნდა ხალხს და მორჩა. ხალხია მთავარი. ხალხი წყვეტს ყველაფერს, ხალხი. დროზე გაიგეთ და მოეშვით რა. დროს ნუ გვაკარგვინებთ. შეგვარგეთ სიხარული. ცოტა ხნით მაინც გვაცალეთ ერთიანობა. მაგრამ, განა დაყოფილი და დაპირისპირებული უფრო კარგი სამართავი არაა?“ — წერდა მებო ნუცუბიძე რამდენიმე თვის წინ, როცა ხელისუფლება რუსულ კანონს იღებდა, ქუჩაში კი ამას ათიათასობით ადამიანი აპროტესტებდა. ნეტგაზეთი
  10. გოგიტა ფარჯიანი, რომელსაც სვანეთის ტყეში 6 დღე ეძებდნენ, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქედზე დათვი შეხვდათ, ტყით გადასვლა გადაწყვიტეს და 5 დღე ფეხით მოდიოდნენ. მისი თქმით, ახლობლებთან დაკავშირება ვერ შეძლეს, რადგან ტელეფონები გაეთიშათ. ამის შესახებ კომენტარი მან „მთავარ არხთან” გააკეთა. სვანეთში დაკარგული 2 ახალგაზრდა იპოვეს. ორივე ცოცხალია. გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დაიკარგნენ – ისინი ლენტეხში ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ. მათ 6 დღე ეძებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მათი დაკარგვის შესახებ შეტყობინება 24 ივლისს მიიღეს. publika
  11. სვანეთში დაკარგული 2 ახალგაზრდა იპოვეს. ორივე ცოცხალია. ინფორმაცია ერთ-ერთის ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დაიკარგნენ – ისინი ლენტეხში ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ. მათ 6 დღე ეძებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მათი დაკარგვის შესახებ შეტყობინება 24 ივლისს მიიღეს. დღეს, 26 ივლისს მათ ძებნაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. გუშინ, 25 ივლისს, ადგილობრივებმა სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენისა და სითბური დრონების ჩართვის მოთხოვნით, სოფელ ლატალში გზა გადაკეტეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის აფრენა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდებოდა. publika
  12. ვიკა ფილფანის ჩართვა სვანეთიდან, ლენტეხში დაკარგულებზე: ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1008898454207317
  13. ჩვენი პრაგმატული ინტერესია, პარლამენტში მოხვდნენ ისეთი პარტიები, რომლებიც არც “ოცნებასთან” და არც “ნაც.მოძრაობასთან” იქნებიან რაიმე ფორმით აფილირებულები. სანდო საერთაშორისო კვლევებს თუ შევხედავთ ჩვენ ბარიერის გადალახვის და პარლამენტში მოხვედრის პრობლემა არ გვაქვს, თუნდაც ბარიერი გაზარდონ. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1601502390410219/
  14. ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას “ოცნება” აპირებს უკიდურესი კორუფციის პირობებში, სისტემური ძალადობით და ზონდერების გამოყენებით. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/480989664556137/
  15. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ლეგენდების რეტრო მატჩში მონაწილეობაას სიამოვნებით მიიღებს. ამის შესახებ მან რუსულ სპორტულ გამოცემასთან „სპორტ ექსპრესთან“ ისაუბრა. „პოლიტიკა ასე თუ ისე ახდენს გავლენას თანამედროვე საქართველოში ბევრ მოვლენაზე. თუ ჩვენ ჩავატარებთ რეტრო მატჩს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, მაშინ შესაძლებელია საზოგადოება ორ ნაწილად გაიყოს. ზოგი წინააღმდეგი იქნება, ზოგიც მომხრე. როგორი დამოკიდებულება მაქვს მე? მიმაჩნია, რომ სპორტული და კულტურული ღონისძიებები საქართველოს მხოლოდ სარგებელს მოუტანს. ამიტომ სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ასეთ მატჩში. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, რომ ეს არჩევნების შემდეგ ჩატარდეს, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება“, – განუცხადა დემეტრაძემ რუსულ გამოცემას. რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ლეგენდების რეტრო მატჩი ჩატარდეს. „ახლა ეს აქტუალურია, ასეთი შეხვედრები აერთიანებს ხალხებს და ინარჩუნებს ჩვენს საერთო ისტორიას. შეგიძლიათ უსასრულოდ გამართოთ სამიტები და კონფერენციები, მაგრამ ის, რაც ხალხს აერთიანებს, არის ფეხბურთი. თბილისში ნაკრებების რეტრო მატჩისთვის სტადიონი შეიძლება შეივსოს. იქ ყოველთვის კარგი დონის ფეხბურთელები იყვნენ. თუ არველაძე, ასათიანი, დემეტრაძე, აშვეთია, კობიაშვილი, ქინქლაძე მოედანზე გავიდნენ, ეს ლეგენდების ლიგის ძალიან ნათელი ნიშანი გახდება“, – განაცხადა არშავინმა. ნეტგაზეთი
  16. საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა გაფიცვას, რომელიც 12 ივლისიდან მიმდინარეობს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ გაფიცულ თანამშრომლებს შრომით ურთიერთობასთან ერთად, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის უფლება შეუჩერდათ. ამავე დროს, გაფიცულთა შორის არიან ორსულები, ონკოპაციენტები და სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომელთათვისაც დაზღვევის სერვისით სარგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სახალხო დამცველი მოუწოდებს შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას – აწარმოოს აქტიური კომუნიკაცია გაფიცვაში მონაწილე დასაქმებულებთან და მათ წარმომადგენლებთან; ასევე, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად, რათა დროულად მოხდეს დასაქმებულთა შრომის ღირსეული პირობებით უზრუნველყოფა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისებზე წვდომის აღდგენა. „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა ნაწილი 12 ივლისს გაიფიცა. პროფკავშირი „ლაბორის” ცნობით, გაფიცულია 4621 თანამშრომელი, რაც კომპანიაში დასაქმებულთა ნახევარზე მეტია. თავად კომპანია უარყოფს, რომ გაფიცულთა რიცხვი 4600-ს აღემატება. თუმცა, კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებენ. გაფიცულები ხელფასების ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ. პუბლიკა
  17. მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების თანახმად, ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა კი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მეორე დღეა მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ. ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 24 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
  18. 26 ოქტობერს საარჩევნო ბიულეტინში იქნება ორი “ნაც.მოძრაობა”, ბიძინას “ნაცები” და სააკაშვილის “ნაცები”, ივანიშვილის ინფრასტრუქტურა თავიდან ბოლომდე არის ყოფილი “ნაც.მოძრაობის” ინფრასტრუქტურა, ამიტომ საზოგადოებას უნდა დავანახოთ რა არის სწორი არჩევანი და სწორი არჩევანი არის “საქართველოსთვის”. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/400229185877129/
  19. საქართველოს მთავრობის 18 ივლისის განკარგულებით, მთავრობა სარეზერვო ფონდიდან „წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის“ გასამართი ღონისძიებისთვის 250 000 ლარს დახარჯავს. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ამისათვის ფინანსები მთავრობის ადმინისტრაციას სარეზერვო ფონდიდან ფინანსთა სამინისტრომ გამოუყო: აღნიშნულთან დაკავშირებით მეტი დეტალის გასარკვევად „ნეტგაზეთი“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურთან ცდილობს დაკავშირებას. დამატებითი დეტალების გარკვევის შემთხვევაში სტატია განახლდება. netgazeti
  20. ცნობილი კანადელი მომღერალი სელინ დიონი, რომელსაც 2022 წელს დაუდგინდა უიშვიათესი დაავადება, ე.წ. ძლიერი პიროვნების სინდრომი (Stiff Person Syndrom), 23 ივლისს პარიზში ჩავიდა, რათა ოლიმპიური თამაშების გახსნაში მიიღოს მონაწილობა. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო, რადგან თავად მომღერლის თანხმობით გავრცელდა ვიდეო, სადაც კარგად ჩანს ექიმების გარემოცვაში მყოფი, რა უდიდეს ტკივილსა და ტანჯვას განიცდის. ოლიმპიურმა კომიტეტმა გაითვალისწინა ექიმების დასკვნა და თავად მომღერლის უდიდესი და დაჟინებული სურვილი, რომ 26 ივლისს, უშუალოდ სტადიონზე, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე იმღეროს. ამდენად, სელინ დიონს ნება დართეს, თუმცა ბოლო წუთებამდე ის მაინც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. ასე რომ, 56 წლის მომღერალი 26 ივლისს, პარასკევს ოლიმპიური თამაშების გახსნაზე გამოსვლისთვის საგანგებოდ ემზადება. პარიზში ჩასულმა მომღერალმა ლუვრის საგამოფენო სივცეშიც გაისეირნა და ტვიტერზე დაწერა: „ყოველ ჯერზე, როცა პარიზში ვბრუნდები, მახსენდება, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ იმდენი სილამაზე და სიხარული დამრჩა განსაცდელი. მე მიყვარს პარიზი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი! მადლობა ჩემს ძველ და მშვენიერ მეგობრებს ლუვრში!“ სელინ დიონი პარიზში სამშაბათს ჩავიდა და სასტუმრო Royal Monceau-ში, შანზ–ელიზეს მინდვრების მახლობლად დაბინავდა, სადაც ლედი გაგა, გახსნის ცერემონიის კიდევ ერთი ჰედლაინერი იმყოფება. დიონის შესრულებისა და კონკრეტულად სიმღერის შესახებ დეტალები გასაიდუმლოებულია. publika
  21. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისი უწყება ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად აქტიურად მუშაობს. როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონკურენტულ პირობებში ხდებოდა მშენებარე კომპანიის შერჩევა, რომ მაქსიმალურად გამოცდილი იყოს საზღვაო მშენებლობის კუთხით. მისივე განმარტებით, ეს პროცესი ხვალ დასრულდება და უკვე მშენებელი პარტნიორი გამოვლინდება. „პროცესი საკმაოდ კომპლექსური არის, როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის, ასევე სამშენებლო სამუშაოების კუთხით. ამიტომ, ჩვენ საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობით და ყურადღებით ვეკიდებით პროცესს. ამ შემთხვევაში, პრეტენდენტთან გავაგზავნეთ დამაზუსტებელი კითხვები კონსულტანტის ჩართულობით. ჩვენ ამ კვირის განმავლობაში მივიღეთ დაზუსტებული პასუხები, რომელსაც ისევ ჩვენი ევროპელი კონსულტანტი ამუშავებს. როდესაც ჩვენ მივიღებთ კონსულტანტის შეფასებას მიმდინარე კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ, ხვალ, მაქსიმუმ მომავალი კვირის დასაწყისში, აქედან გამომდინარე, დაზუსტდება შესაბამისობა. თუ იქნება დამაზუსტებელი კითხვები, ალბათ, ჩვენ კიდევ მოგვიწევს დიალოგის გაგრძელება პრეტენდენტთან. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, ჩვენ გვქონდა "დიდ ოთხეულთან" მოლაპარაკებები, ეს იყო კონკურენტული გარემო. კონკურენტულ პირობებში ხდებოდა მშენებარე კომპანიის შერჩევა, რომ მაქსიმალურად გამოცდილი იყოს საზღვაო მშენებლობის კუთხით. ჩვენ ხვალ უნდა დავასრულოთ ეს პროცესი. აქაც საინჟინრო კონსულტანტები იყვნენ ჩართულები, რომ შეფასებულიყო ის წინადადებები, რომელიც კომპანიებმა წარმოადგინეს. ჩვენ ხვალ ვასრულებთ ამ პროცესს. ხვალ უკვე მშენებელი პარტნიორი გამოვლინდება და საზოგადოებასაც მივაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას", - განაცხადა დავითაშვილმა. bpn;ge
  22. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. „ეხო კავკაზას“ ცნობით, კანონპროექტის გაწვევა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა, თავად ინიციატორმა ე.წ. დეპუტატებმა მოითხოვეს. კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ მოაწერა. ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება „დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“ იქნა მიღებული. იპნ
  23. „ოცნებაში“ ძალიან ანერვიულებულან ჩვენს მიერ „არჩევნების დაცვის ჯგუფის“ გააქტიურებაზე, რაც კარგია. ჩვენი მიზანიც ეს არის - 2018 წელს, როცა საარჩევნო დარღვევებზე შსს-დან ვმუშაობდი, სწორედ მსგავსი ჯგუფის მიერ მყისიერად ხდებოდა საარჩევნო დარღვევების აღკვეთა და დამრღვევებისთვის ბრალის წარდგენა განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, რაც მართლაც უჩვეულო იყო იმდროინდელი „ოცნების“ მმართველობისთვისაც კი. ეს იყო „ოცნების“ მმართველობაში ერთადერთი წელი, როცა ადგილობრივ და საერთაშორისო ანგარიშებში „რეაგირებები“ აისახა. 30-ზე მეტი პირი იყო პასუხისგებაში მიცემული თანაბრად „ნაცებიდან“ და „ოცნებიდან“. როგორც ჩანს, ეს სამართლიანი მიდგომა მწარედ დაამახსოვრდათ. არც მაშინ იყვნენ ამით ბედნიერები. ახლაც იციან რომ იმ ტყუილებს, რასაც არჩევნების „სამართლიანობაზე“ ავრცელებენ, არ გავუტარებთ ზუსტად ისე, როგორც მაშინ არ ვუტარებდით. 26 ოქტომბრამდე გირჩევთ, პოლიტიკური კორუფციის, შავი ფულის და სისტემური ძალადობის აღმოფხვრაზე კონცენტრირდეთ. თქვენთვისვე აჯობებს. ქართული ოცნება / Georgian Dream TV Imedi" ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ბმული: https://www.facebook.com/ForGeoGe/posts/796842395962070
  24. წელს 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შესული თანხა 38 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საწვავის აქციზიდან საქართველოს ბიუჯეტმა 302 775 456 ლარის შემოსავალი მიიღო, 2023 წლის 6 თვეში კი 264 649 406 ლარის. უფრო კონკრეტულად, წელს საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში გადარიცხული თანხა ასე ნაწილდება: ბენზინის აქციზი - 156 291 058 ლარი დიზელი - 125 995 011 ლარი ნავთი - 90 656 ლარი სხვა ნავთობპროდუქტები - 20 398 731 ლარი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მონაცემები ასეთი იყო: ბენზინი აქციზი - 134 128 125 ლარი დიზელი - 112 777 006 ლარი ნავთი - 61 847 ლარი სხვა ნავთობპროდუქტები - 17 682 428 ლარი ამასთან, წელს იანვარ-ივნისში მთლიანად ხაზინაში აქციზის გადასახადიდან 1,180 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა, მხოლოდ საწვავიდან 302.7 მლნ ლარზე მეტი შევიდა, დანარჩენი თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელზე, ავტომობილებზე და ა.შ. ნაწილდება. შედეგად გამოდის, რომ ბიუჯეტში აქციზიდან შესული თანხის 26%-მდე სწორედ საწვავის აქციზზე მოდის. შეგახსენებთ, რომ საწვავის აქციზის გადასახადი საქართველოში 2017 წლიდან გაორმაგდა. ამ წლამდე აქციზი ტონაზე 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტრზე აქციზის გადასახადი დღეს შეადგენს 38 თეთრს, 2017 წლამდე კი 19 თეთრი იყო. დამატებითი ღირებულების გადასახადი კი საქართველოში 18%-ია. ავტორი: ნინი ქეთელაური
  25. სასწორზე დღეს დევს გაცილებით მეტი, ვიდრე პოლიტიკაა. ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანეს, ამიტომ ყველა საქართველოს მოქალაქის ვალია არჩევნებზე მივიდეს და დიდი ცვლილების მონაწილე გახდეს. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/767177158946660/
×
×
  • შექმენი...