-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბონდო გაგნიძე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში მებრძოლმა ვანო ნადირაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა. „ბონდო აღარ გვყავს. ბრძოლაში დაეცა გმირულად, ბოლო ტყვიამდე იბრძოლა… ყველაზე ალალი კაცი, თუ ოდესმე ვინმე შემხვედრია“, – წერს ვანო ნადირაძე. უკრაინაში ამ დრომდე დაღუპული ქართველი მებრძოლების რაოდენობა 70-ს აღწევს. პუბლიკა
-
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და იმერეთის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის 16 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1980 წელს დაბადებული მ.გ., 2005 წელს დაბადებული გ.ბ., 2002 წელს დაბადებული ს.ტ., 1996 წელს დაბადებული გ.კ., 2004 წელს დაბადებული ბ.ს., 2005 წელს დაბადებული გ.ო. და წარსულში ნასამართლევი პირები: 2001 წელს დაბადებული მ.გ., 2003 წელს დაბადებული ა.ს., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული ე.ტ., 1998 წელს დაბადებული დ.მ., 1997 წელს დაბადებული ა.პ., 1998 წელს დაბადებული კ.მ., 1995 წელს დაბადებული ს.გ., 1999 წელს დაბადებული ი.კ., 1998 წელს დაბადებული მ.მ. და 2005 წელს დაბადებული ო.ა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1987 წელს დაბადებული ჩ.ი., 1981 წელს დაბადებული ვ.ო., 2002 წელს დაბადებული თ.მ., 1985 წელს დაბადებული ი.კ., 1979 წელს დაბადებული ლ.შ., 1999 წელს დაბადებული ლ.ა., 1958 წელს დაბადებული გ.ა. და წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული პ.ჩ. ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2002 წელს დაბადებული კ.მ., წარსულში ნასამართლევი 1994 წელს დაბადებული ღ.ა., 1991 წელს დაბადებული ს.ს. და 1992 წელს დაბადებული ა.დ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰეროინი“ „ალფა პვპ“, „მეტადონი“, „მდმა“, „მეფედრონი“, „ლიზერგიდი“, „კეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „სუბოტექსი“, „ექსტაზი“, „მეტამფეტამინი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტრო სასწორები ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
-
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში - ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სინოპტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში საფრთხის დონე მაღალი, დანარჩენ ტერიტორიაზე - საშუალო). იპნ
-
2018-2023 წლებში თბილისში მოწყობილი საპარკინგე ადგილების ჯამური რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა. აქედან, სტანდარტული საპარკინგე ადგილების ზონალურით ჩანაცვლება მხოლოდ ნაწილობრივად მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ბოლო 5 წლის განმავლობაში სტანდარტული საპარკინგე ადგილები შემცირდა 12 754-ით, ხოლო ზონალური გაიზარდა 10 217 ადგილით. „კვლევის ფარგლებში, IDFI-ს ინტერესს ასევე წარმოადგენდა მოწყობილი პარკირების ადგილების განაწილება თბილისის რაიონების მიხედვით. თუმცა, სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სამსახურის განმარტებით, მათ მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნიათ,“- ნათქვამია კვლევაში. ამასთან, კვლევის ავტორთა შეფასებით, 2024 წლის მდგომარეობით, თბილისში ერთ საპარკინგე ადგილზე 24 მანქანა მოდის. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბოლო 5 წელში, დედაქალაქში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა 31%-ით ანუ 152 482 მანქანით გაიზარდა, ხოლო პარკირების ადგილი 11%-ით ანუ 3 175 ადგილით შემცირდა. ავტორი: თაია არდოტელი
-
დაქირავებული სამხედროების რუსულ დაჯგუფება „ვაგნერს“ აფრიკაში, მალისა და ალჟირს შორის საზღვართან ახლოს, ტუარეგის ამბოხებულებმა ჩასაფრება მოუწყვეს, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ათეულობით „ვაგნერელია“ მოკლული. მომხდარი „ვაგნერელებმაც“ დაადასტურეს, თუმცა მსხვერპლის რაოდენობას არ აზუსტებენ. „როიტერსის“ ცნობით, რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ კვირას სულ მცირე 20 „ვაგნერელი“ დაიღუპა. BBC-ის წყაროს ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 82-ია. ტუარეგის აჯანყებულთა ცნობით, ათობით ჯარისკაცი მოკლეს მალის არმიიდან და “ვაგნერის“ დაქირავებული სამხედროებიდან. დაჯგუფება „ვაგნერმა“, რომელიც საჯარო განცხადებების სიმრავლით არ გამოირჩევა, განაცხადა, რომ 22-27 ივლისს მალის ჯარისკაცებთან ერთად ებრძოდნენ ისლამისტებს და „ვაგნერელებს“ მეთაური სერგეი შევჩენკო ხელმძღვანელობდა, რომელიც მოკლეს. „პირველ დღეს რაზმმა ისლამისტების დიდი ნაწილი გაანადგურა, თუმცა ქვიშის ქარიშხალმა რადიკალებს საშუალება მისცა, გადაჯგუფებულიყვნენ და მათი რიცხვი 1000-მდე გაიზარდა“, — ასეთი ინფორმაცია გაავრცელა რუსების დაჯგუფებამ ტელეგრამზე. მოკლულთა შორის არის „ვაგნერელბთან“ აფილირებული ცნობილი ტელეგრამ არხის, Grey zone-ის დამფუძნებელი ნიკიტა ფედიანინი, მეტსახელად “ბელი”. 27 ივლისს დაჯგუფება წერდა, რომ მხოლოდ სამნი იყვნენ დარჩენილი და ბრძოლას აგრძელებდნენ. მალის ამჟამინდელმა სამხედრო მმართველობამ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო 2020 და 2021 წლებში გადატრიალებების შედეგად. „ვაგნერელები“ მათი მოკავშირეები არიან. ტუარეგი ეთნოსია, რომელიც საჰარის რეგიონში ცხოვრობს, მათ შორის, მალის ჩრდილოეთ ნაწილებში. ისინი თვლიან, რომ მალის მთავრობის მიერ მარგინალიზებული არიან. რუსი დაქირავებული სამხედროები მალიში 2021 წლიდან იმყოფებიან. სააგენტო „როიტერსი“ წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები მალიში არა მხოლოდ „ვაგნერელების“ სტატუსით არიან, არამედ წვრთნიან ადგილობრივ დანაყოფებს იმ ეკიპირებით, რაც რუსეთიდან ჩაიტანეს. დაჯგუფება „ვაგნერმა“ დიდი როლი შეასრულა რუსეთის უკრაინაში შეჭრისას, მაგრამ მათი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, როცა 2023 წლის აგვისტოში დაჯგუფების ლიდერი ევგენი პრიგოჟინი მოკლეს. ეს 2 თვის შემდეგ მოხდა, რაც „ვაგნერმა“ 23-24 ივნისს რუსეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა. ასევე ნახეთ: პრიგოჟინი მკვდარია – რას ნიშნავს ეს აფრიკისთვის netgazeti
-
იუსტიციამ აქტების გამოცემა დაიწყო - იქმნება ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
იუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის აღსასრულებლად კანონქვემდებარე აქტების გამოქვეყნება დაიწყო. როგორც იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიერ გამოცემული ბრძანებით ირკვევა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულად ემატება ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი. სწორედ ამ დეპარტამენტის უშუალო უფლებამოსილება იქნება კანონთან დაკავშირებული საკითხები. დეპარტამენტი შედგება ორი სამსახურისგან: რეგისტრაციის სამსახური; დეკლარირების მონიტორინგის სამსახური. დეპარტამენტის ამოცანებია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და საჯაროობის უზრუნველყოფა, აგრეთვე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა. ა) უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა; ბ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა; გ) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; დ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ე) დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა; ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სწორედ სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი იქნება ე.წ. სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს. კერძოდ, ამ პირის გადაწყვეტილების შედეგად შეიძლება დაიწყოს ორგანიზაციის მონიტორინგი, გამოითხოვონ ორგანიზაციიდან პერსონალური მონაცემები და ა.შ. რუსული კანონის მიღების შემდეგ იუსტიციის სამინისტროს ორი თვე ჰქონდა, რომ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო წინასწარი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა ღონისძიებები განეხორციელებინა. გარდა ამ ბრძანებისა, იუსტიციის მინისტრმა ასევე უნდა დაადგინოს საფინანსო დეკლარაციის წარდგენის წესი და საფინანსო დეკლარაციის ფორმა; უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის განცხადების ფორმა და ორგანიზაციათა მონიტორინგის წესი. 28 მაისს „ქართულმა ოცნებამ“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონი მიიღო. რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს. publika -
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დაწყებული დავა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, წააგეს. ამის შესახებ კობახიძემ „იმედის” ეთერში განაცხადა. საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელზე, რომელიც 2020 წელს, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად შეიტანეს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პორტის მშენებლობა შეაჩერა. ამ საქმეზე განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა მამუკა ხაზარაძემაც. მან გადაწყვეტილებას „გულდასაწყვეტი უწოდა”.
-
TAV Georgia-ს ინფორმაციით, უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ფრენების დაწყებას გეგმავს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ავიაკომპანია თბილისი – ურუმჩის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით, ბოინგ 737 800 – ით შეასრულებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ტავ ჯორჯიასა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. Air China 902 საჰაერო ხომალდით 186 ქვეყანაში ოპერირებს. publika
-
პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს კიდევ ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს ძიუდოისტები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) იასპარეზებენ. ძიუდოს ტურნირი თბილისის დროით, 12:00 საათიდან დაიწყება. ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს. ipn -
საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება სარჩელზე, რომელიც მე და ბადრი ჯაფარიძემ, ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად, 2020 წელს შევიტანეთ, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. ხაზარაძის თქმით, "სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია იმდენად, რამდენადაც ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა". "თანამედროვე, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ანაკლიის პორტი, რომელიც დღეს დიდი ხნის აშენებული და ამუშავებული იქნებოდა, საქართველოს მოსახლეობას უზარმაზარ შესაძლებლობებს შეუქმნიდა. პორტი, თუ სწორად განვითარდებოდა, ათიათასობით ღირსეული სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ", რუსეთის დაკვეთით, წლების განმავლობაში ჯერ შეაფერხა ჩვენი მუშაობა ამ პროექტზე, შემდეგ კი სრულად დაბლოკა მისი განხორციელება. ხელისუფლება მრავალი წელია აცხადებს, რომ პორტის მშენებლობაზე მუშაობას იწყებენ. ამასობაში კი, ოთხი წელი გავიდა, პორტი ისევ არ არსებობს და ათიათასობით ქართველმა დაკარგა ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა და ქვეყანამ - რეგიონული განვითარების უპრეცედენტო შანსი. ოქტომბერში ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მთავრობას ამ წარუმატებლობისთვის. "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ პროექტს განაგრძობენ საეჭვო რეპუტაციის და დასავლეთში სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან ერთად, რომელსაც აკონტროლებს კომუნისტური პარტია, რომელიც მხილებულია კორუფციაში, გარემოსთვის ზიანის მიყენებაში, დაუმთავრებელ პროექტებსა და შრომით ექსპლუატაციში. რაც მთავარია, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის მაგალითზე ვნახეთ, რამდენი პრობლემა ჩნდება, როდესაც ეს მთავრობა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩინელ კონტრაქტორებს აბარებს. ჩინურ კომპანიებს დაქირავებული მუშახელი უცხოეთიდან ჩამოჰყავთ და შექმნილ სამუშაო ადგილებს ქართველების ნაცვლად უცხოელები იკავებენ. ჩვენ გვაქვს ანაკლიის სწორ გზაზე დაბრუნების მარტივი გამოსავალი: ეს მთავრობა, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება, შევცვალოთ პროევროპული კოალიციური მთავრობით, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება. ჩვენ დავაბრუნებთ კეთილსინდისიერ დასავლელ ინვესტორებს, დავასრულებთ პროექტს მაღალი დასავლური სტანდარტების შესაბამისად და ანაკლიაში შევქმნით ათიათასობით სამუშაო ადგილს, "მარშალის გეგმის" ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას ქართველებისთვის. ჩვენ ავაშენებთ ანაკლიას!”, - წერს ხაზარაძე "ფეისბუქზე". ipn
-
ჩვენ არც კითხვები გვაქვს მამუკა ხაზარაძესთან და არც პასუხებს ველით მისგან. ჩვენ ველით მამუკა ხაზარაძისგან ბოდიშს იმ აღვირახსნილ, ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის და საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოა , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა. სიჭინავას თქმით, მამუკა ხაზარაძე უპასუხისმგებლო ინვესტორია, რომელმაც საკონტრაქტო პირობები ვერ შეასრულა და საკუთარ სახელმწიფოს ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი მოსთხოვა. „მამუკა ხაზარაძემ დავა წააგო საკუთარ სახელმწიფოსთან, საკუთარ ხალხთან და, მათ შორის, გიორგი გახარიას სიმართლესთან. ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ იმ აღვირახსნილ კამპანიას, იმ ტალახის სროლას არ ვცემდით პასუხს და ველოდით სწორედ ამ დღეს - არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, რომელმაც ობიექტურად მოჰფინა ნათელი, თუ რასთან გვქონდა ანაკლიის შემთხვევაში საქმე, რომ ვერ შედგა ეს პროექტი. ამ ანაკლიის „ფეილს“ ჰყავს უკვე ავტორი და ეს არის მამუკა ხაზარაძე. სამწუხაროა, ამის თქმა რომ გვიწევს, მაგრამ უპასუხისმგებლო ინვესტორი, რომელმაც ჯერ ვერ მოიძია ინვესტიციები, შემდეგ რამდენჯერმე სთხოვა სახელმწიფოს საკონტრაქტო პირობების გადავადება, რამდენჯერმე გადაუვადეს და ესეც ვერ შეასრულა და შემდეგ უკვე, საარბიტრაჟო დავაში მილიარდნახევარ დოლარს, ხუთ მილიარდ ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედს სთხოვდა საკუთარ ხალხსა და სახელმწიფოს. ჩვენ არც კითხვები გვაქვს მამუკა ხაზარაძესთან და არც პასუხებს ველით მისგან. ჩვენ ველით მამუკა ხაზარაძისგან ბოდიშს იმ აღვირახსნილ, ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის და საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოა. ჩვენი პოლიტიკური გუნდიც კი არ ითხოვს ბოდიშს, საზოგადოებას უნდა აუხსნან ამ ადამიანებმა, რას ედავებოდნენ საკუთარ სახელმწიფოს. დღეს იცით, მისი ინვესტიციიდან რა არის დარჩენილი? - ქვიშის ქარიშხალი, ვითომ რომ პორტის დაღრმავება მოხდა. ყოველი ქარის ამოვარდნის დროს ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს,“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. იპნ
-
დღევანდელ შეხვედრაზე საბჭოს დასკვნები აღვნიშნეთ, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთებას გამოხატავს, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახსნა, მათი აზრით, თუ რა წარმოადგენს პროგრესს ცხრა ნაბიჯის განხორციელების კუთხით, რომელიც კომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შარშან, საკუთარ რეკომენდაციაში გამოყო. შეხვედრაზე ჩვენ საბჭოს დასკვნები აღვნიშნეთ, რომელიც ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ 27 ივნისს მიიღო და რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთებას გამოხატავს, განსაკუთრებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის უკანდახევას ნიშნავს, საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და როგორც ლიდერებმა განაცხადეს, მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ ეს ტენდენცია შეცვალოს, რომელიც დე ფაქტო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს. როგორც უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ეს იყო ოფიციალური სიტყვა, ჩვენ გადავდეთ, გავყინეთ 30 მილიონი, ევროპული სამშვიდობო ფონდიდან, ასევე, შევამცირეთ მაღალი დონის შეხვედრების რაოდენობა, მთავრობისთვის ჩვენი დახმარების გადახედვას ვაწარმოებთ და ამას შემდგომი განცხადებები მოჰყვება“, - განაცხადა ასუნსიონ სანჩეს რუისმა. მისი თქმით, ევროკავშირი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. „ევროკავშირი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოხატა. ჩვენ ვმუშაობთ იმ ქართველებისთვის, რომელთაც ამ ქვეყნის ევროკავშირში ხილვა სურთ. ასევე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალი არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული იქნება“, - აღნიშნა ასუნსიონ სანჩეს რუისმა. იპნ
-
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშორმლების ნაწილის გაფიცვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს სახელმწიფოს მხრიდან მშრომელთა უფლებების დაცვის კუთხით აქტიური პოლიტიკის განხორციელების საჭიროებას. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის კანონმდებლობის რეალიზება, მათ შორის, საჯარო და კერძო სექტორში კვლავ პრობლემურია ისეთი საკითხები, როგორიცაა ზეგანაკვეთური სამუშაოს ხანგრძლივობა და ანაზღაურების გარეშე მისი შესრულება; ანაზღაურებადი შვებულების სრულად გამოუყენებლობა; ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების სრულად აუნაზღაურებლობა კერძო სექტორში; შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დარღვევებით და სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება; შრომით ურთიერთობებში სხვადასხვა საფუძვლით დისკრიმინაცია და სხვა. საია მოუწოდებს: შპს „ევოლუშენ ჯორჯიას” – აქტიურად ითანამშრომლოს გაფიცულებთან მათთვის ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობების შექმნის მიზნით; შრომის ინსპექციას – დროულად შეისწავლოს „ევოლუშენ ჯორჯიას” მიერ შრომის კანონმდებლობის დარღვევის შესაძლო ფაქტები და ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება მათზე; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს – დროულად შეისწავლოს „ევოლუშენ ჯორჯიას” მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტები და ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება მათზე. 12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. გაფიცულები ხელფასის ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ. თანამშრომლების გაფიცვას წინ უძღოდა „მაუწყებლის“ მიერ გავრცელებული „სქრინშოთები“ „ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერების სამუშაო ჩათიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს გარეგნობის, კანის ფერის, ფრჩხილების სიგრძის გამო დასცინოდნენ, იყენებდნენ სექსისტურ, რასისტულ და დისკრიმინაციულ ენას. კომპანიის გაფიცული თანამშრომლების თქმით, მენეჯერებს მათ მიმართ რეალური ურთიერთობისასაც იგივენაირი დამოკიდებულება აქვთ. 23 ივლისს „ევოლუშენ ჯორჯიამ” განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია თანამშრომლების მიმოწერასთან დაკავშირებით „კატეგორიულად მიუღებელია“ და ამის გამო „ინციდენტში მონაწილე პირები ტოვებენ „ევოლუშენის“ გუნდს“. პუბლიკა
-
რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელს საკონსტიტუციოში „გონივრულ ვადაში“ განიხილავენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სამივე სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და ისე განიხილება. ამის შესახებ დღეს, 29 ივლისს, ჟურნალისტებს განუცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები შეტანილი აქვთ: პრეზიდენტს, 121 მედია და სამოქალაქო ორგანიზაციას, საპარლამენტო ოპოზიციას როგორც ტურავამ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას „გონივრულ ვადებში“ მიიღებს, თუმცა ვერ ამბობს, მოესწრება თუ არა განხილვა 3 სექტემბრებამდე. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ საქართველოს პარტნიორების შეფასებით, ეს რუსული კანონია და ამ კანონით ქვეყანა რუსეთისკენ წავა, ტურავა პასუხობს: „ვნახავთ, წავიკითხავთ… რომელ რუსეთში? ჩრდილოეთისკენ? რა ვიცი, მე ყოველი შემთხვევისთვის ასეთი მიმართულება ჩემი თავისთვის და ქვეყნისთვის არ მიმიცია. არ მგონია, რომ ჩვენი სახელმწიფოს იდეა და მიზანი ჩრდილოეთისკენ სვლა იყოს[…] წლების მანძილზე ვიყავი სტიპენდიატნიც, მქონდა პრემიაც და სხვადასხვაგვარი უცხოური დაფინანსება“, – განუცხადა „ტვ პირველს“ ტურავამ. ამასთან ტურავას თქმით, არავის დავალებას, მათ შორის „ქართული ოცნებისას“, არ შეასრულებს. რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები.კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა. დაანონსებულია სანქციების პაკეტის გაფართოება. ნეტგაზეთი -
დღეს, 29 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ევროკავშირის 9 ნაბიჯის “შესრულების ანგარიშს” გააცნობენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ შეხვედრის შესახებ ანონსი არ გაუვრცელებია, თუმცა ასეთი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს რამდენიმე საელჩოში დაუდასტურეს. პასუხს ნეტგაზეთი საგარეო საქმეთა სამინისტროსგანაც ელის. ნეტგაზეთის ინფორმაციით, საგარეო უწყებაში შეხვედრა 16:00 საათზეა დაგეგმილი. შეხვედრას ევროკავშირის ელჩის ნაცვლად დაესწრება მისი მოვალეობის შემსრულებელი. როგორც ნეტგაზეთს ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს, ელჩი პაველ ჰერჩინსკი შვებულებაშია. ნეტგაზეთს რამდენიმე საელჩოში, მათ შორის შვედეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლობებში უთხრეს, რომ საგარეო შეხვედრაზე ელჩების ნაცვლად მივლენ საელჩოს სხვა თანამშრომლები. ასევე, გერმანიის საელჩოში განგვიცხადეს, რომ შეხვედრაში მონაწილეობას ელჩის მოადგილე მიიღებს. ევროკომისიამ საბჭოს რეკომენდაცია მისცა, მიანიჭოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა გადადგამს 9 ნაბიჯს. თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რუსული კანონი მიიღო, ევროკავშირის წარმომადგენლებმა, მათ შორის ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. რუსული კანონის მიღებამდე „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთგზის მოუწოდეს, რომ კანონი ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს რა პირობებით მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი ქართველებმა 26 ოქტომბერს უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ევროკავშირის წევრობა — ჰერჩინსკი მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს – NGO-ები ნეტგაზეთი
-
ჩვენი პრაგმატული პოლიტიკური ინტერესია, რომ ყველა ის პარტია მოხვდეს პარლამენტში, რომელიც არც „ოცნებასთან“ არიან რაიმე ფორმით აფილირებულები, არ წარმოადგენენ მის სატელიტებს და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან რაიმე ფორმით აფილირებულები. ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/968075938334750/
-
"მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გამოაქვეყნონ ყველა განკარგულება. მათ თუ უნდათ ეს არჩევნები იყოს ღია და კონკურენტული, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმირებული არჩვანის გაკეთების შესაძლებლობა, მაშინ ყველაფერი უნდა გამოაქვეყნონ. ბევრად უფრო რთული იქნება მათთვის არგამოქვეყნებული განკარგულებები. ამ პატარა, მშიშარა, კორუმპირებულ ბიჭებს ჰგონიათ, საქართველოს მოქალქეებს რომ ფული მოპარეს, ვინმეზე მაღლა დადგნენ. ეს განკარგულებები, რომ გამოქვეყნდეს, "ოცნება" არჩევნებს მოიგებს კი არა, დარწმუნებული ვარ, მეორე დღესვე ბევრი ძალიან ცნობილი ადამიანი, ქვეყნიდან გაიქცევა. ამიტომ, ის გონიერი ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ დარჩნენ "ოცნებაში", თავად უნდა ითხოვდნენ ამ განკარგულებების გამოქვეყნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობას კოლექტიურად გაინაწილებენ." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი. ვიდეო:
-
ამომრჩეველმა მხარი უნდა დაუჭიროს ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც არც ბიძინას “ნაცების” და არც მიშას “ნაცების” სისტემაში არ არის. ძალადობაც და პროპაგანდაც მემკვიდრეობით გადაეცა ივანიშვილს "ნაც.მოძრაობისგან". ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/956261902966678/
-
კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოცნების დამარცხების გასაღები გიორგი გახარიას გუნდს გვიჭირავს. ჩვენს პარტიას პოლიტიკური სვლები ჯერ არც კი დაუწყია და ბევრი სიურპრიზი გელოდებათ, ჩვენ საარჩევნოდ ბევრად ძლიერები ვიქნებით. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1209637343384067/
-
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს იასპარეზებს ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო,57 კგ) და ლაშა გურული კრივი (63.5 კგ). ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს. ipn -
ოლიმპიადაზე ასპარეზობა უმედლოდ კიდევ სამმა ქართველმა დაასრულა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დღეს, 28 ივლისს პარიზის ოლიმპიურ თამაშებს კიდევ სამი ქართველი სპორტსმენი გამოეთიშა. მოცურავე ნოე ფანცხავამ 100 მეტრზე ცურვის შეჯიბრში 41 ადგილი დაიკავა და ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა. ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი კი მერვედფინალში ფრანგ მეტოქესთან დამარცხდა და ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა. რაც შეეხება მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილს, ის ტაჯიკ სპორტსმენთან დავლატ ბოლტაევთან დამარცხდა და შეჯიბრს 1/16 ფინალიდან გამოეთიშა. გუშინ, 27 ივლისს, პარიზის ოლიმპიადაზე ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა, მათგან სამი ოლიმპიადას გამოეთიშა, ნინო სალუქვაძეს კი კვლავ აქვს შანსი, მოიპოვოს მედალი. 27 ივლისს ასპარეზობდა 21 წლის ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ). სარდალაშვილი მისთვის სადებიუტო ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის ფინალში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა. პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემაც. ის ეგვიპტელ მოჰამედ ამერის დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 14-15 დამარცხდა. პარიზის ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს იასპარეზა მოცურავემ, 15 წლის ანა ნიჟარაძემ, რომელიც საქართველოს ოლიმპიურ გუნდში ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია. მან 100 მეტრზე ბატერფლაით საკვალიფიკაციო გაცურვით აღნიშნა ოლიმპიური დებიუტი, თუმცა 28-ე ადგილზე გავიდა და შეჯიბრს გამოეთიშა. დღეს ოლიმპიადაზე მეათედ იასპარეზა სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა, ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ. ყველა უმაღლესი ტიტულის მქონე ოლიმპიელმა 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეთით სროლაში საკვალიფიკაციო გასროლა 38-ე შედეგით დაასრულა. თუმცა, ნინო სალუქვაძე, რომელიც სარეკორდო მეათე ოლიმპიურ თამაშებზე გამოდის, 2 აგვისტოს 25 მეტრზე პისტოლეტიდან სროლაშიც იასპარეზებს. ქართველ სპორტსმენთა ოლიმპიადაზე გამოსვლის განრიგი იხილეთ აქ: ოლიმპიადა – ქართველი სპორტსმენების ასპარეზობის განრიგი ნეტგაზეთი -
კალაძე ის მერია, რომელიც ეროვნულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, ეკლესიაზე გველაპარაკება და თვითონ ანჩისხატისა და ტვერელის ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებსა და იპოდრომს ანადგურებს. ამ ადამიანებს, ევროპა მხოლოდ საკუთარი თავისთვის და თავიანთი შვილებისთვის უნდათ, ჩვენ კი უფსკრულში მიგვაქანებენ. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1518617459018203/
-
“ოცნებას” მომავალზე ორიენტირებული დღის წესრიგი და დაპირებები აღარ დარჩა, ამიტომ ცდილობენ მოდელირებული პროპაგანდისტული სცენარები შემოგვთავაზონ, ამაშიც ძალიან კარგად დაემსგავსნენ “ნაციონალურ მოძრაობას”. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/852976412971896/