-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
გურამ თუშიშვილმა მეტოქე იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა (100+ კგ) გურამ თუშიშვილმა სენეგალელ მეტოქეს იპონით სძლია და მეოთხედფინალში გავიდა. შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს სამი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი 9100კგ) ილია სულამანიძე. ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს. იპნ -
შეხვედრა ტყიბულში - პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია და მისი გუნდის წევრები ბმული: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/1019920699591350
-
გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრების შეხვედრა ქუთაისის მოსახლეობასთან ბმული: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/1020266826223404
-
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. „თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
-
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არანაირი რესურსი იმისა, რომ დასავლეთთან ურთიერთობები აღადგინოს, არ გააჩნია. ლილუაშვილის აზრით, დასავლეთთან ჩატეხილი ხიდის აღდგენას მხოლოდ ახალი ხელისუფლება შეძლებს. "აშშ თუ ევროკავშირი საქართველოს ეხმარება უწყვეტლივ, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში. რა თქმა უნდა, ეს პარტნიორობა უნდა გაძლიერდეს და აუცილებლად გაძლიერდება - უბრალოდ, დღევანდელ ხელისუფლებას ამ ურთიერთობების აღდგენის და გამოსწორების რესურსი არ გააჩნია. როგორ შეიძლება მე და თქვენ ვმეგობრობდეთ, ურთიერთობებისას რამდენჯერმე მოგატყუოთ, გლანძღოთ და ამ ყველაფრის მერე ურთიერთობების აღდგენა შევძლო?!" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
-
ის, რაც „ლელომ" პირველი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უნდა გააკეთოს, ანაკლიის პორტზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებაა - გამოაქვეყნონ გადაწყვეტილება და საარჩევნო კამპანია მერე გააგრძელონ! - ეს განცხადება მედიასთან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა. როგორც ლილუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, არ სურს, რომ "ლელომ" რაიმე ტყუილითა და ტყუილის ტირაჟირებით დაიწყოს. "ამ საკითხთან დაკავშირებით დაკავებული არიან მითქმა-მოთქმით, ინფორმაციის ფალსიფიცირებით. საზოგადოებას სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი სიამოვნებით ნახავდა. ამიტომ გამოაქვეყნონ გადაწყვეტილება!" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. იპნ
-
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია „გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე - გიგა ფარულავა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე - მალხაზ თორია და „გახარია საქართველოსთვის" სამეგრელოს რეგიონის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ბელა მოსია შეხვდნენ. შეხვედრის ძირითადი თემა ქვეყანასა და მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას, საკრებულოში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა. "ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადეთ.", - ნათქვამია პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი (100 კგ) ილია სულამანიძე ფინალში გავიდა. სულამანიძემ შვეიცარიელი დანიელ აიხი 11 წამში იპონით დაამარცხა. შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს. იპნ
-
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი (100 კგ) ილია სულამანიძე ნახევარფინალში გავიდა. სულამანიძემ მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფი ვაზარით დაამარცხა. შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს. იპნ
-
პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა, - ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს და მას ერთ-ერთი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ აცნობეს. მოლდოვის საგარეო უწყების განცხადებით, რუსი დიპლომატი მოლდოვის ტერიტორიაზე მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდა. შეგახსენებთ, პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, გუშინ მოლდოვაში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ორი მაღალჩინოსანი დააკავეს. „რადიო თავისუფლების“ რუმინული სამსახურის თანახმად, ერთ-ერთი დაკავებული მოლდოვის პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იონ კრიანგეა. მათი ინფორმაციით, ის კიშინიოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისთვის ინფორმაციის გადაცემის დროს დააკავეს. იპნ
-
RSF: საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობამ 26 ადგილით უკან დაიხია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2024 წლის მედიის თავისუფლების მდგომარეობის რეიტინგს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობამ 26 ადგილით უკან დაიხია და ქვეყანა ამჯერად 103-ე ადგილს იკავებს. ანგარიშში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა შეფასებულია როგორც „რთული“. ანგარიშის მიხედვით, რუსეთი რეიტინგში 162-ე ადგილს იკავებს და აგრძელებს თავის „ჯვაროსნულ ლაშქრობას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ“. ანგარიშის მიხედვით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთიდან 1500-ზე მეტი ჟურნალისტი გაიქცა. ანგარიშის მიხედვით, ევროპა-ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე დაბალი რეიტინგი ბელარუსს (167-ე ადგილი) და თურქმენეთს (175-ე ადგილი) აქვთ. ბელარუსში მთავრობა ჟურნალისტებს „ექსტრიმიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით დევნის, ხოლო თურქმენეთში პრეზიდენტს აქვს შეუზღუდავი ძალაუფლება და კრძალავს ყოველგვარ დამოუკიდებელ გაშუქებას. პუბლიკა -
თუ მაგალითად თბილისში მუშაობ ან სწავლობ და არჩევნებში ხმის მისაცემად რაიონში წასვლა თქვენთვის დამატებითი გამოწვევაა, აგიხსნით, როგორ შეძლებ რეგისტრაციის ადგილის შეცვლას; ახალ მისამართზე გადაწერა შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ასევე იუსტიციის სახლში მისვლით. ორივე შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: თუ ბინის მესაკუთრე თავად ხართ, ცხადია, რეგისტრაციის ადგილის შეცვლისთვის მხოლოდ საკუთარი მონაცემები დაგჭირდება. ხოლო თუ რეგისტრირდებით, მაგალითად, ნათესავთან, დაგჭირდებათ ბინის მესაკუთრის ნებართვა ან ორი პირის დასტური. ადგილზე მისვლის შემთხვევაში, მესაკუთრის თანხმობის დაფიქსირება შესაძლებელია: • თუ ის თავად მოვა იუსტიციის სახლში; • ელექტრონული ფორმით – ე.წ. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით; • ნოტარიულად დამოწმებული. რაც შეეხება მოწმეებით რეგისტრაციას, ამ შემთხვევაში, საჭიროა ორი ნებისმიერი სრულწლოვანი მოწმის ადგილზე გამოცხადება, რომლებიც დაადასტურებენ, რომ უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობთ კონკრეტულ მისამართზე. როგორ შეძლებთ დისტანციურად განაცხადის წარდგენას: დისტანციური სერვისით ზემოთ ჩამოთვლილი ორივე გზის არჩევა შეგეძლებათ – მესაკუთრის თანხმობით ან ორი პირის დასტურით. განაცხადის გასაკეთებლად, უნდა შეხვიდეთ სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – sda.gov.ge. მოძებნით დისტანციურ სერვისებს, დააკლიკებთ და ჩამონათვალში ნახავთ – რეგისტრაციის ადგილის შეცვლას. შემდეგ დაინახავთ გრაფას – ახალი განაცხადი და მიჰყვებით ინსტრუქციას. წინასწარ გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ თქვენი ფოტოსურათი, თუ მესაკუთრის თანხმობით რეგისტრირდებით – მესაკუთრის, ხოლო ორი პირის დასტურის შემთხვევაში მათი ფოტოსურათები. მას შემდეგ, რაც განაცხადს გააკეთებთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ პროცედურისთვის საჭიროა პროგრამა „სკაიპი“. მასში თქვენთან ერთად უნდა ჩაერთოს ყველა პირი, მესაკუთრე იქნება ეს თუ ორი მოწმე. გასათვალისწინებელია ვადების საკითხი: თუ მესაკუთრე ხარ ან მესაკუთრის ოჯახის წევრი/ნათესავი – ახალ მისამართზე რეგისტრაციას 5 დღე დასჭირდება. სხვა შემთხვევაში კი 1 თვე. ამ ვადას ელექტრონულად განაცხადის შევსების დროსაც ნახავთ. ამას გარდა, გასათვალისწინებელია საარჩევნო ციკლთან და ამომრჩეველთა სიების დაზუსტებასთან დაკავშირებული ვადები, რის გამოც, რაც უფრო მალე დაიწყებთ ამ პროცესს, მეტად დაზღვეული იქნებით, რომ ხმის მიცემისას პრობლემა არ შეგექმნებათ. პუბლიკა
-
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა (100 კგ) ილია სულამანიძემ იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია და მეოთხედფინალშია გავიდა. შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს. იპნ
-
საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 31 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
-
"დღეს, საქართველომ, თენგიზ ცერცვაძის სახით, დიდი პროფესიონალი და სხვათა სიცოცხლის თავდადებული დამცველი დაკარგა. ვუსამძიმრებ მის ახლობლებსა და მთელს ქვეყანას. ყველას გვემახსოვრება ბატონი თენგიზის პროფესიონალიზმი და ძალისხმევა, რომელიც მსოფლიო პანდემიის პერიოდში არამარტო მოსახლეობის ჯანმრთელობას, არამედ მათ სიმშვიდესა და იმედსაც იცავდა." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. facebook: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/1019636106286476
-
The Times - უკრაინამ ნიდერლანდებიდან F-16 ტიპის ექვსი გამანადგურებელი მიიღო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინამ F-16 ტიპის ექვსი გამანადგურებელი ნიდერლანდებიდან მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნიდერლანდებიდან გამანადგურებლები უკვე უკრაინაში ჩავიდა და მალე რამდენიმე F-16-ს კიევი დანიიდანაც მიიღებს. შეგახსენებთ, გუშინ, Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინამ F-16 ტიპის გამანადგურებლები მიიღო. გავრცელებული ინფორმაცია კიევს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. ipn -
მთავრობა ხე-ტყით უკანონო სარგებლობასა და უკანონო ჭრებზე არსებული სანქციების გამკაცრებას გეგმავს. ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და “სისხლის სამართლის კოდექსში“ შევა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებს გააცნო. როგორც კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განმარტა, ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობასთან დაკავშირებით ეჭვი არსებობს და საჭიროა პრევენციული ზომების მიღება. კობახიძის ინფორმაციით, მთავრობა კანონპროექტს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარუდგენს. “ცვლილებების თანახმად, სახერხი საამქროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს სანქციას - 1-დან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთით. “სისხლის სამართლის კოდექსს“ დაემატება მუხლი, რომელიც სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხე-ტყის განთავსებას ეხება - ამ სამართალდარღვევისათვის მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იყო გათვალისწინებული. კანონპროექტით განისაზღვრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 1-დან 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. თუ მრგვალი ხე-ტყის უკანონოდ განთავსება დიდი ოდენობით ხდება, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება. გარდა ამისა, სანქციები მკაცრდება მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვასა და დამზადებაზე. ცვლილებებით ასევე დგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო გაჩეხვაზე - 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთით. პასუხისმგებლობა მკაცრდება მრგვალი ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებაზე - პასუხისმგებლობა 3-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება. ტყე არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. ის ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სიმდიდრეა, რომელიც მომავალ თაობებს უნდა შევუნახოთ. ამას ემსახურება პრევენციული ზომები, რომელიც დამუშავდა და შესაბამისს კანონებში აისახება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე. ipn
-
აშშ-მა ჩამოთვალა ქმედებები, რომლებიც საქართველოს დახმარების მისაღებად სჭირდება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას უცხოური გავლენის კანონის გაუქმებით, სხვა პრობლემური კანონმდებლობის უკან გაწვევით, დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტით, არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალობის უზრუნველყოფით და საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დაშვებით“, — ეს იმ ქმედებების ჩამონათვალია, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერ ვედანტ პატელის თქმით, შეესაბამებოდა ვაშინგტონის მხარდაჭერას დემოკრატიული პარტნიორისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, 31 ივლისს გამოაცხადა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის დახმარების შეჩერების მიუხედავად, აშშ აგრძელებს ისეთი პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც ქართველ ხალხს სარგებელს მოუტანს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებით. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე Foreign Press USA-ს კორესპონდენტმა ალექს რაუფოღლუმ ვედანტ პატელს ჰკითხა, დაასრულა თუ არა შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების მიმოხილვა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა უპასუხა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა კვლავ გრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, ვაშინგტონი მზადაა, გადადგას დამატებითი თუ შესაბამისი ნაბიჯები. „მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ცალსახად გამოწვევის წინაშე დგას, შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი ხალხისა და მისი [ევრო-ატლანტიკური] მისწრაფებებისადმი ურყევია… დამხმარე პროგრამები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მთავრობას სარგებელს მოუტანს, შეჩერდება, ვიდრე ჩვენ ვაგრძელებთ ორმხრივი ურთიერთობების უფრო ფართო შეფასებას. ზოგიერთ შემთხვევაში, დამხმარე პროგრამები შეიძლება შეიცვალოს, რათა რესურსები გადამისამართდეს კონკრეტულ სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებზე“, — განაცხადა პატელმა. მისივე თქმით, აშშ-მა ეს ნაბიჯი გადადგა საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და დეზინფორმაციის გავრცელების გამო, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობის ნორმებთან. „გვახსოვდეს, რომ ქართველების თითქმის 80% მხარს უჭერს წევრობას, მაგრამ საქართველოს მთავრობა მისი ქმედებებით, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელება მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ, ქვეყანას მისი მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებებისგან აშორებს“, — აღნიშნა პატელმა. „ქართული ოცნების“ კონსპირაციაა, თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს ჩართვა სურს. აშშ-ის და ევროკავშირის სტრუქტურებზე გლობალური ომის პარტიის გავლენით ხსნის „ოცნება“ იმ კრიტიკას და ურთიერთობების გაუარესებას, რომელიც რეალურად საქართველოში დემოკრატიის უკუსვლითაა გამოწვეული. netgazeti -
76 წლის ასაკში იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძე ბოლო დროს ავადმყოფობდა. ცერცვაძე იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. publika
-
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს. „სატენდერო კომისიამ არჩევანი საუკეთესოთა შორის საუკეთესოზე შეაჩერა. ოთხი კომპანიიდან ტენდერში სამმა მიიღო მონაწილეობა. ყველა მათგანი ევროპულია და აქვთ საუკეთესო საერთაშორისო რეპუტაცია აღნიშნულ საქმიანობაში. ტენდერში მოწვეული კომპანიები ფლობენ მსოფლიო ფსკერდაღრმავების ფლოტის 80 პროცენტს. ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ 1938 წელს დაფუძნდა და მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა, დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. კომპანია აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში, გარდა ამისა, განახორციელა ან ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურეში, აფრიკასა და სხვ. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი იქნება, რომელმაც უნდა დააკავშიროს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემები. ამდენად, მისი მშენებლობისა და განვითარებისთვის საქართველოს მთავრობა ითანამშრომლებს მხოლოდ მაღალი რეპუტაციის კომპანიებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან. ამის ნათელი მაგალითია ბელგიური კომპანია „იან დე ნული“, რომელიც სატენდერო კომისიამ საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით საუკეთესოდ მიიჩნია და უკვე გაეგზავნა მოწვევა ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად/ხელშეკრულების გასაფორმებლად. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პროექტია. მისი მეშვეობით საქართველომ უნდა გაიმყაროს თავისი გეოსტრატეგიული ფუნქცია - დააკავშიროს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემები ერთმანეთს, მოემსახუროს ტვირთნაკადს შუა დერეფანში, რომელიც არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის უმოკლესი და ყველაზე უსაფრთხო გზა დღესდღეობით. ანაკლიის ნავსადგური შეძლებს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან განვითარებას, მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს და შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. მეტიც, ანაკლიის ნავსადგურის წარმატებული ფუნქციონირება მიმართული იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შუა დერეფნის სხვა ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2029 წელს იგეგმება, რაც გაზრდის ტვირთნაკადს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გავლით. ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია“, - ნათქვამია ინფორმაციაში. IPN
-
როცა ვლაპარაკობთ ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, ყველამ მკაფიოდ უნდა გაიაზროს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მისი ფინანსური სტაბილურობა, მათ შორის, დამოკიდებულია სწორედ ასეთი ტიპის მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენ ბოლო სამი ათეული წელია ვიღებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან - ამ ფინანსური რესურსის წყალობით, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა აქამდე შესაძლებელი იყო და ახლა უკვე სერიოზული რისკის ქვეშ დგას, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას გამოეხმაურა. მისივე განმარტებით, მათ შორის, სერიოზული რისკის ქვეშაა ლარის გაცვლითი კურსი, რომლის შენარჩუნებაზეც ასეულობით მილიონი დოლარს ხარჯავს ეროვნული ბანკი. როგორც ლილუაშვილი აცხადებს, მმართველი გუნდი ყოველდღიურად ჟონგლიორობს ეკონომიკური ციფრებით, რომლიდანაც მიღებულ დოვლათს სრულად ინაწილებს "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ადამიანების და ოჯახების ჯგუფი. "ქართული ოცნება", რომელიც ფაქტობრივად, ყოველდღიურად ჟონგლიორობს ეკონომიკური ზრდის ციფრებით, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ახვევს საზოგადოებას საკუთარ სიამაყეს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, არის ხელისუფლება, რომელმაც შეაჩერა, გაყინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და სტრატეგიულ პარტნიორებთან დაამძიმა და დააზიანა ქვეყნის ურთიერთობები. ამას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი შედეგები, მათ შორის, ფინანსური. როცა ვლაპარაკობთ ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, ყველამ მკაფიოდ უნდა გაიაზროს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მისი ფინანსური სტაბილურობა, მათ შორის, დამოკიდებულია სწორედ ასეთი ტიპის მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენ ბოლო სამი ათეული წელია ვიღებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან. ეს შეეხება საგრანტო დაფინანსებასაც, შეეხება ფაქტობრივად, დაბალ პროცენტიან დაფინანსებასაც, შეეხება საბიუჯეტო და არასამთავრობო სექტორიდან დახარჯულ ფინანსურ რესურსსაც. ამ ფინანსური რესურსის წყალობით, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა შესაძლებელი იყო აქამდე და ახლა უკვე სერიოზული რისკის ქვეშ დგას, მათ შორის, ლარის გაცვლითი კურსი, რომლის შენარჩუნებაზეც ასეულობით მილიონი დოლარს ხარჯავს ეროვნული ბანკი. ისტორიულ მინიმუმზეა ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის საგარეო, თუ საშინაო ფინანსური სტაბილურობის პრობლემები და რისკები ძალიან მაღალ დონეზე დგას. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ რეალურად იზრუნოს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე, სწრაფად გახადოს ქვეყანა მოლაპარაკებების ნაწილი და შემდგომ უკვე ევროკავშირის ნაწილი, გამოდის და ყოველდღიურად ჟონგლიორობს ეკონომიკური ციფრებით, რომლიდანაც მიღებულ დოვლათს სრულად ინაწილებს "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ადამიანების და ოჯახების ჯგუფი. რეალურად, გვჭირდება ცვლილებები ყველა მიმართულებით, ეს შეეხება ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებასაც და ეკონომიკასაც. ამიტომ ამ მძიმე მოცემულობის შესაცვლელად ჩვენ გვჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია არჩევნებზე და ამ ხელისუფლების ოპოზიციაში გაშვება," - განაცხადა ლილუაშვილმა. ცნობისთვის, აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. კერძოდ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას. ენტონი ბლინკენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს. ამასთან, სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელთაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით. IPN
-
ჩემი გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, - ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა განაცხადა. „მინდა ჩემმა ხალხმა იცოდეს, რომ ის ქართული გენი, რითაც დღემდე მოვედით, ისევ არსებობს და მიხარია, რომ ჩემში არის ეს ყველაფერი თავმოყრილი. მადლობა უფალს. ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, ეს ოქროს მედალი, ეს ისტორიული მედალი თქვენია, მიყვარხართ გულში“, - მიმართა ბექაურმა გულშემტაკივარს გამარჯვების შემდეგ, რომლის კომენტარსაც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიადაზე, ფინალში იაპონელი მეტოქე სანშირო მურაო დაამარცხა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ამ გამარჯვებით ბექაურმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ორი მედალი აქვს - ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი. საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ipn
-
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 აგვისტოს ორბელიანების სასახლის წინ პრესკონფერენციას გამართავს.აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხთან დაკავშირებით გაიმართება პრესკონფერენცია. „პრესკონფერენცია ორშაბათს, 5 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.
-
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ბექაურმა იაპონელი სანშირო მურაო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ვაზარით 2:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, ამ დრომდე, საქართველოს ერთი მედალი ჰქონდა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს. ipn
-
უკრაინამ პირველი F-16 თვითმფრინავები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების ცნობით, დასავლელი მოკავშირეები კიევს პირველი F-16 თვითმფრინავების გადაცემას ივლისის ბოლომდე დაპირდნენ და ეს დაპირება შეასრულეს. ისინი აღნიშნავენ, რომ გადაცემული თვითმფრინავების რაოდენობა “მცირეა”. გამოცემის წყაროებმა არ დააკონკრეტეს შეძლებენ თუ არა უკრაინელი პილოტები, რომლებიც F-16-ების ფრენისთვის გაწვრთნეს, გადაცემული თვითმფრინავების დაუყოვნებლივ გამოყენებას, თუ ამას დამატებითი დრო დასჭირდება. იპნ