-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) ფინალშია. ნახევარფინალში ლაშა ბექაურმა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი დაამარცხა. ფინალში ბექაური იაპონელ საშირო მურაოს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს ერთი მედალი აქვს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა. ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს. იპნ
-
პროკურატურამ „მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ორგანიზებული მოქმედების“ ბრალდებით ჭიათურის სოფელ შუქრუთის პროტესტის მონაწილეებს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, 2024 წლის მარტიდან ბრალდებულებმა, სხვა პირებთან ერთად, ორგანიზებულად მოახდინეს შპს „მაღაროელის“ კუთვნილი კუკოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება. „ისინი მაღაროების შესასვლელების წინ იმყოფებიან და მუშა-მოსამსახურეებს მაღაროებში შესვლის და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2024 წლის 21 ივლისს, 07:25 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში, შპს „მაღაროელის“ კუთვნილი მაღაროების სავენტილაციო შენობის ეზოდან სავენტილაციო სისტემის მართვის მემანქანის გამოსვლის შემდეგ, ტერიტორიაზე შესასვლელი ლითონის კარი ჯაჭვით, მავთულებით და ბოქლომით ჩაკეტეს, რითაც ახალ ცვლაში მომუშავე მორიგე-მემანქანეს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რაც დღემდე გრძელდება. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა განზრახ შეაფერხეს მიწისქვეშა მაღაროების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავენტილაციო სისტემის მუშაობა, რამაც შედეგად შესაძლოა გამოიწვიოს მაღაროებში სამაგრი მასალის ლპობა, ელექტროდანადგარების დაზიანება, სამთო მასების ჩამოქცევა და მთლიანი მიწისქვეშა მაღაროების პარალიზება“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. გიორგი ნეფარიძეს, რომან მეგრელიშვილსა და მალხაზ ლაბაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში აქტიური მონაწილეობა, რამაც საწარმოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მდებარე კოროხნალის მაღარო უკვე ოთხ თვეზე მეტია პარალიზებულია. პროტესტის მონაწილე მაღაროელები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ 2019-2021 წლის პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. 2020 წელს, სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას წელიწადში 700 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე უნდა გადაეხადა. „ჯორჯიან მანგანეზი“ ირწმუნება, რომ უკვე სამჯერ მეტი კომპენსაცია აქვს გაცემული. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, 20 ივლისს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელებმა მაღაროში სამუშაო პროცესის აღდგენა ძალის გამოყენებით სცადეს. შუქრუთი ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. შუქრუთელები წლებია ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც ადგილობრივების სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა. ნეტგაზეთი
-
პირველი სექტემბრიდან მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა შეეძლებათ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პირველი სექტემბრიდან მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა შეეძლებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მერიამ შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობის პირობებს განსაზღვრავს. „საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა შესაბამის კანონებში და საავტობუსო ზოლში დაუშვა მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობა. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მთავრობამ უკვე შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობას განსაზღვრავს. საკრებულოში აღნიშნულ ცვლილებაზე იმსჯელებენ. გვინდა, რომ აღნიშნული წესი მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდეს, რათა მოპედებსა და მოტოციკლებს ჰქონდეთ საშუალება, საავტობუსო ზოლში გადაადგილდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ. მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული დადგენილების თანახმად, საავტობუსო ზოლში, სადაც განთავსებულია შესაბამისი საგზაო ნიშანი ან/და დატანილია შესაბამისი ჰორიზონტალური მონიშვნა, დასაშვები იქნება მოტოციკლის ან/და მოპედის მოძრაობა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, თუმცა, ამავდროულად, ავტობუსის ზოლში აკრძალული იქნება მგზავრის აყვანა/ჩამოსმა. ცვლილება იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ გამონაკლისს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო დაუშვებს. ნეტგაზეთი -
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან“ უკანონოდ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა პირმა სასამართლოში დავა მოიგო. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე – სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. სასამართლომ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ მიერ გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო, ასევე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 5 000 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება ამ დროისთვის არაა შესული კანონიერ ძალაში. მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა. 2022 წლის მაისში, თეა წულუკიანის მინისტრობისას, ეროვნული მუზეუმიდან 30-მდე ადამიანი გათავისუფლდა. ყოფილი თანამშრომლების ნაწილმა გათავისუფლების შესახებ ბრძანებები სასამართლოში გაასაჩივრეს. ოციდან ხუთ საქმეზე პირველმა ინსტანციამ გათავისუფლების ბრძანებები უკანონოდ ცნო. პუბლიკა
-
აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის პირდაპირ დახმარებას აჩერებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს, აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ამასთან, ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით. “23 მაისს, საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, მე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დავაანონსე. ამ გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს. მაშინ, როდესაც ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარებას ამ ქმედებების გამო, შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით. ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის 32 წელზე მეტის განმავლობაში, შეერთებული შტატების ხალხმა დახმარების 6.2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო, რამაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში. ჩვენმა დახმარებამ წვლილი შეიტანა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და წვრთნაში, სკოლებისა და საავადმყოფოების აშენებაში, მასწავლებლების, საჯარო მოსამსახურეებისა და სამედიცინო პროფესიონალების წვრთნაში. ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული დავრჩებით”, - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში. იპნ -
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (90კგ) მეოთხედფინალში გაიმარჯვა და ნახევარფინალში გადავიდა. მეოთხედფინალში ბექაურმა სამხრეთ კორეელი ჯუიეოპ ჰანი იპონით დაამარცხა. შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს ერთი მედალი აქვს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა. ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს. იპნ
-
ახლახან საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია - გოგონები სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდნენ და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში ირლანდიასთან ითამაშებენ. პლეი ოფის მატჩების პირველი რაუნდი შემოდგომაზე, 23 -29 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი თათია გაბუნიაა, რომელიც საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების კარს იცავს. მისი საფეხბურთო კარიერა ლანჩხუთის "ლანჩხუთში“ იწყება და კლუბ "კვარტალში“ გრძელდება. ის ერთი მათგანია, ვინც სტერეოტიპებს ამსხვრევს და ამტკიცებს, რომ ფეხბურთი ქალის საქმეცაა. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი სპორტს მშვენივრად უთავსებს სწავლას და აქვს ოცნება - რომელიმე ევროპულ კლუბში ითამაშოს, ამისთვის კი, როგორც მეუბნება, ბევრი უნდა იშრომოს და განვითარდეს. მისთვის დიდი პატივია, ბოლო დროს "ქალი მამარდა“, და "დედარდა“ რომ შეარქვეს. ცნობისათვის, თათიას მწვრთნელი გიორგის მამა - დავით მამარდაშვილია. "ბავშვობაში ძირითადად თავდასხმაში ვთამაშობდი“ - ჩოხატაურში დავიბადე, ვსწავლობდი პირველ საჯარო სკოლაში. ბავშვობაში დავდიოდი ცეკვაზე, ხატვაზე, მუსიკალურ სკოლაში... ფეხბურთის თამაში ეზოში დავიწყე, ძირითადად ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. მერე მივხვდი, რომ მაინტერესებდა ფეხბურთი, მინდოდა მეთამაშა და გავყოლოდი ამ სპორტს, უბრალოდ, არ ვიცოდი, იყო თუ არა ქალთა გუნდი. ხშირად არ ვამბობ, მრცხვენია იმის თქმა, რომ ფეხბურთის ყურებით არასდროს ვყოფილვარ დაინტერესებული, ახლაც იშვიათად ვუყურებ... უბრალოდ, მომწონდა კარში ბურთის დარტყმა, ის ხალისი, რაც თამაშს ახლავს, მიყვარდა ბავშვებთან ერთად გართობა. ბავშვობაში, ძირითადად, თავდასხმაში ვთამაშობდი. ერთ დღეს, მამას მეგობარი იყო ჩვენთან მოსული და მითხრა, ლანჩხუთშია ქალთა გუნდი, რომელიც საქართველოში პირველიაო და ამ დღიდან მომივიდა აზრი, რომ იქ წავსულიყავი. სურვილი ოჯახში გამოვთქვი, რასაც მშობლების მხრიდან დიდი ნეგატივი მოჰყვა, მეუბნებოდნენ: შენ გოგო ხარ და არ შეგშვენის ფეხბურთის თამაში, სხვა საქმით უნდა დაკავდე, სწავლას უნდა მიხედოო და ა.შ. მაინც არ დავიშალე... დავიწყე ფეხბურთის თამაში "ლანჩხუთში“, სკოლიდან მინი ტურნირებზე მომიწია გასვლა. ტურნირის დასრულების შემდეგ ჩემთან მოვიდა ნაკრების მაშინდელი მწვრთნელი თამაზ კოსტავა და შემომთავაზა, მასთან მეთამაშა ეროვნულ ნაკრებში და გუნდს დავხმარებოდი. მან ნაკრებში მიმიწვია, როგორც თავდამსხმელი. დროთა განმავლობაში დამაინტერესა, როგორი იქნებოდა მეკარის პოზიცია, მეკარის თვალით დანახული ფეხბურთის თამაში, თამაზმაც შემომთავაზა, მეკარეობა სინჯე, იქნებ უკეთესად გამოგივიდესო და ასე აღმოვჩნდი თავდასხმიდან - კარში. "მეკარეობა და კაპიტნობა ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობაა“ - სიმაღლით 173სმ. ვარ, სურვილი მექნებოდა, მეტის ვყოფილიყავი... ზოგადად, მეკარეს სიმაღლე და ბევრი სხვა რამ სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მას არ უწევს ბევრი სირბილი, მაინც ისევე იღლება, როგორც ყველა ფეხბურთელი. ვარჯიშზე შეიძლება მეკარე უფრო დაიღალოს, ვიდრე ფეხბურთელი, რადგან ამ სფეროს სხვა სპეციფიკა აქვს. მას სჭირდება გამძლეობა, სიზუსტე, ხტომა, სისწრაფე, სისხარტე, კონცენტრაცია და ყველაფერი. ნაკრებში 17 წლამდელებში, შემდეგ 19 წლამდელებშიც კაპიტანი ვიყავი, რაც ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ორმაგი პასუხისმგებლობაა. მეკარე გუნდის 50%-ს წარმოადგენს, თუ სიტყვაზე, მთელი გუნდი ცდილობს გოლი გაიტანოს, დაცვა ცდილობს კარი დაიცვას, შენც მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ მოგებული თამაში არ შეტრიალდეს და კარი შეინარჩუნო. როცა მეკარის პოზიციაზე იწყებ თამაშს, ამას თავიდან მოსდევს ტრავმები, პატარ-პატარა მოტეხილობა, სილურჯეები, ნაღრძობი... ზოგადად, სპორტი ტრავმის გარეშე არ არსებობს. თავიდან ეს ყველაფერი მკვეთრად იჩენს თავს და ნელ-ნელა სწავლობ სწორად გადახტომას, სწორად დაწოლას, სიმაღლეში ახტომას და მერე ყველაფერი გიმარტივდება, ეგუები ამ ყველაფერს და ტკივილსაც იმდენად ვეღარ გრძნობ. შეიძლება მოგიწიოს თამაშში ტრავმის აკიდება, მაგრამ იმდენად აზარტში ხარ და იმხელა ადრენალინი გაქვს, იმ მომენტში ვერაფერს ამჩნევ. ეს ცუდი მომენტია იმიტომ, რომ შემდეგში ამ ყველაფერმა შეიძლება რამდენიმე თვე დაგაპაუზოს და იმდენის გაკეთება ვეღარ შეძლო, რასაც იქამდე აკეთებდი. "ლანჩხუთში“ გავიზარდე და ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად" - "ლანჩხუთში“ 2014 წელს დავიწყე თამაში, 14 წლის ასაკში. როდესაც მინი ტურნირები ჩატარდა, მაშინ იქ იყო ლანჩხუთის გუნდიც, ჩვენი ნაკრების წარმომადგენლებიც და ჩემით ორივე მხარე დაინტერესდა. ბატონი დურმიშხან ჩხაიძე ("ლანჩხუთის“ დირექტორი) იყო მოსული და მითხრა, ლანჩხუთის გუნდში მეთამაშა. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, რადგან ვიცოდი, რომ აქედან იწყებოდა ყველაფერი. პარალელურად, ნაკრებშიც გამომიძახეს და იმ დღიდან დაწყებული, 9 წელი "ლანჩხუთში“ გავატარე. ეს იყო ყველაზე ლამაზი და ბედნიერი წლები ჩემს ცხოვრებაში, იქ გავიზარდე და ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თამაზ კოსტავას იმის გამო, რომ მომცა იმის საშუალება, უფრო სხვა კუთხით დამენახა ჩემი თავი, ჩამოვყალიბებულიყავი რისი გაკეთება მინდოდა, მეკარეობა მან დამაწყებინა და ვფიქრობ, ჩემი ადგილიც მაპოვნინა გუნდში. "როცა გადაწყდა თურქეთში მეთამაშა..." - ვიდრე ქალთა საფეხბურთო კლუბ "კვარტალში“ გადავიდოდი, მანამდე თურქეთში წავედი, დაახლოებით 4-5 თვე მომიწია იქ გაჩერებამ და უკან დავბრუნდი. მე და ჩემი მეგობარი თეონა ბაქრაძე ერთად ვთამაშობდით "ლანჩხუთში“ და როცა საქართველოში სეზონი დამთავრდა (თურქეთში მაშინ იწყებოდა ახალი სეზონი), ერთად წავედით კლუბ Amedspor -ში. მოთხოვნა ძირითადად ბაქრაძეზე იყო და თან მეკარეც უნდოდათ. სამწუხაროდ, თამაში ვერ ვითამაშე, ცოტა გაურკვეველი სიტუაცია იყო. როცა მეკარე ჩადის და სხვა მეკარე ხვდება, ძალიან რთულია, უხეშად რომ ვთქვათ, ძირითადის მეკარე ამოაგდო. ამის გამო ლოდინი მომიწია და როცა გადაწყდა, უნდა მეთამაშა, თურქეთში დიდი უბედურება დატრიალდა - მიწისძვრა მოხდა და უკან ჩამოვედით. კიდევ 1 წელი ვითამაშე "ლანჩხუთში“ და შემდეგ გადავედი "კვარტალში“, სადაც სტაფიც და ბავშვებიც ძალიან დამეხმარნენ. "სტერეოტიპები დავამსხვრიეთ..." - სტერეოტიპები მართლაც დავამსხვრიეთ... ადრე თუ ყველას ეჩვენებოდა, ქალის ფეხბურთი სისულელეა, ახირებაა და მშობლები გოგონებს ამ სპორტზე არ უშვებდნენ, დღეს მათაც დაინახეს, რომ ეს ადამიანის თავისუფალი, ჯანსაღი მისწრაფებაა. ჩემს არჩევანს თავდაპირველად თუ აპროტესტებდნენ, დღეს ჩემი დედ-მამა, ოჯახი ჩემი პირველი გულშემატკივარია. ჩვენსა და ვაჟთა ნაკრებს შორის ის განსხვავებაა, რომ იქ სხვანაირი სისწრაფე, ფიზიკური მონაცემები და სხვა ხარისხია. ჩვენ უფრო ახალბედები ვართ ამ სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ ქალები ფეხბურთს ჩვენამდეც თამაშობდნენ. ჩვენთან ეს სპორტი იმდენად აქტუალური არ იყო, ბევრმა არ იცოდა მისი არსებობა, ქალთა ფეხბურთმა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში უფრო წამოიწია. ერთმანეთთან საერთო ის გვაქვს, რომ როგორც ვაჟთა ეროვნულ ნაკრებში არიან ერთიანნი და აქვთ შეკრული გუნდი, ჩვენც ისე გავდივართ მოედანზე, როგორც ერთი ოჯახი. ვთვლით, რომ ჩვენც და ბიჭებიც ერთ დიდ ოჯახს წარმოვადგენთ. "გამიხარდებოდა, სხვა ფორმით ეთქვა სათქმელი“ - სამწუხაროდ, ამდენი წვალების და თავის გამოჩენის შემდეგ მაინც ხდება ისე, რომ ზოგიერთები ჩვენს მიმართ ნეგატიურ შეფასებას გამოთქვამენ. მესმის, ეს მათი შეხედულებაა და გემოვნება, ყველას აზრს დიდ პატივს ვცემ, უბრალოდ, თხოვნა მექნება, სანამ რამეს იტყოდნენ, გამოხატვის ფორმას დაუკვირდნენ, იცოდნენ, სად, რა და როგორ თქვან. მით უმეტეს ახლა, როცა ქალთა ნაკრებს მნიშვნელოვანი ეტაპი გვაქვს - წინ ერთა ლიგის პლეიოფია, ზუსტად ახლა გვჭირდება ელემენტარული გამხნევება - "აბა, თქვენ იცით, გოგონებო, წარმატებას გისურვებთ“ და არა ის, ქალებს რა გაწივლებთ და გაკივლებთო. ამასწინათ, თამაშის ბოლოს პენალტი რომ გავიტანეთ, ამის ვიდეო შემხვდა, რასაც ბევრი უხეში კომენტარი ახლდა - რა გაწივლებთ, პენალტი იყო, რა გააკეთეს და რა უხარიათ ამისთანა და მსგავსები. თუმცა, საბედნიეროდ, მარტო ნეგატივიც არ არის, ხალხის დამოკიდებულება შეიცვალა... ადრე, 5-6 წლის წინ, თამაშებს თუ ვაგებდით, მართლა გვაპარტახებდნენ, მოგებულ თამაშზეც კი საზიზღრობებს გვიწერდნენ. ახლა, ბოლოს ბელარუსთან რომ დავმარცხდით, პირიქით, ყველა პოზიტივს ასხივებდა, გულს გვიკეთებდნენ - არა უშავს, თქვენს გვერდით ვართო, გვამხნევებდნენ, რაც მართლა დიდ მუხტს გვძენს და "ჟილკას“ გვიმატებს, თამაში რომ მოვიგოთ. გიორგი გველესიანის გამონათქვამი ყველას გვეწყინა, თან იმ დროს, როცა გვერდში დგომა გვჭირდებოდა. მესმის მისი დამოკიდებულება, არ მინდა რამე უხეშად გამომივიდეს, ყველას მოსაწონად ყველაფერს ვერ იტყვი, მაგრამ ცოტა მერეც შეიძლებოდა ამაზე ლაპარაკი. ეს ის პერიოდია, ქალებს სტილით წამყვან ვაჟ ფეხბურთელებს გვადარებენ, თან პლეიოფს ვთამაშობთ. შეიძლებოდა გიორგის ცოტა სხვა კომენტარი გაეკეთებინა და რასაც რეალურად ფიქრობდა, მისთვის დაეტოვებინა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისგან გვერდში დგომა გვინდოდა გვეგრძნო, ეს მომენტი გვაქვს, თორემ, მესმის, რასაც ფიქრობს და ყველანაირად პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. გამიხარდებოდა, სხვა ფორმით ეთქვა სათქმელი. "მინდა, დიდი ფეხბურთი ვითამაშო სადმე, ევროპულ კლუბში“ - თაყვანისმცემლები მყავს, მაგრამ ვცდილობ, ამ ყველაფერს თავი ავარიდო. სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით სიყვარულზე არ მიფიქრია, მინდა უფრო განვვითარდე, გავცდე თუნდაც საქართველოს ფარგლებს და უფრო დიდი ფეხბურთი ვითამაშო სადმე, ევროპულ კლუბში. ბოლო წლების განმავლობაში მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, იყო ცრუ დაპირებაც, ამიტომ გადავწყვიტე, სანამ ნორმალური და რეალური რაღაც არ გამოჩნდება, რასაც ჩავეჭიდებოდი და რაც ჩემს მომავალს განსაზღვრავდა, ვიმუშავო საკუთარ თავზე, უფრო გავძლიერდე. "დედარდა“ შემარქვეს (იცინის), ისე გაბუს მიძახიან. ძალიან სასიამოვნოა და საპასუხისმგებლო, როცა ასეთი დონის მეკარეს გადარებენ და გეტყვით, რომ გიორგის დიდი გულშემატკივარი ვარ, მით უმეტეს, მამამისი მეკარეების მწვრთნელია ჩვენთან, ნაკრებში (სამი მეკარე ვართ ნაკრებში) და თითქმის 24/7-ზე მისი სახელი გვესმის. "მაქსიმუმს გავაკეთებთ და შედეგს მაინც დავდებთ" - თავიდანვე, როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე, ვიცოდი, რომ სწავლის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ყველას ოჯახშია სიტუაცია, როცა ბავშვი სპორტს ჰკიდებს ხელს, უნდათ, რომ სწავლას არ ჩამოშორდეს, სწავლა და სპორტი ერთმანეთს შეუთავსოს. სკოლის დასრულების შემდეგ ჩავაბარე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტში, კულტურული ტურიზმის ფაკულტეტზე. პატარ-პატარა მიზეზების გამო მომიწია აკადემიურის აღება და წელს სწავლას დავასრულებ. სხვათა შორის, დეკანი და ლექტორებიც ძალიან მეხმარებიან და ხელს მიწყობენ, ქულა რომ არ დამაკლდეს, ამისთვის პერიოდულად ნაშრომებს ვაგზავნი. თავისუფალ დროს ყველაფერს "ვედები“, ხან კალათბურთს ვთამაშობ, მოყვარულის დონეზე ცოტ-ცოტა ყველაფერი შემიძლია. ჩემი პირველი დიდი ოცნება იყო, დიდი ფეხბურთი მეთამაშა და ეს შევძელი, ახლა მინდა, რომელიმე ევროპული გუნდის წარმომადგენელი ვიყო, გავიდე საქართველოს საზღვრებს გარეთ და უკვე იქედან წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა, ჩემი პატარა რაიონი და ოჯახი. 3 წლით პატარა ძმა მყავს, ის ადრე რაგბს თამაშობდა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო სპორტს შეეშვა და დღეს რადგან თბილისში ვარ (ჩემები კი გურიაში), ჩემი ძმა იღებს თავზე პასუხისმგებლობას, თამაშებზე მოვიდეს და მიგულშემატკივროს. წინ პლეიოფია, ოქტომბერში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ვეთამაშებით, რომელთანაც აქამდეც გვქონია შეხვედრა. წინა შეხვედრაში მათთან დიდი ანგარიშით დავმარცხდით, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ და ამჯერად საუკეთესო შედეგს დავდებთ. ავტორი:ნანა ფიცხელაური
-
ჰამასის ლიდერი ავიაციის მიერ ნასროლი ჭურვით მოკლეს – ირანის სახელმწიფო მედია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია ავიაციის მიერ ნასროლი ჭურვით ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, თავდასხმა ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე განხორციელდა. ჰანია ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა და ვეტერანებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ რეზიდენციაში რჩებოდა, რომელიც თეირანის ჩრდილოეთში მდებარეობს. სწორედ იქ განხორციელდა აფეთქება. IRNA-ს თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის სხვა დეტალების დასადგენად. წუხელ ირანში ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს, რომელიც ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა. როგორც Reuters წერს, ისმაილ ჰანია ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციიდან, რამდენიმე საათში მოკლეს. ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაცია 30 ივლისს გაიმართა. ინაუგურაციას, ჰამასის პოლიტიკურ ლიდერ ისმაილ ჰანიასთან ერთად, ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. ნეტგაზეთი -
ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს „საქართველოში კორუფციისა და ბოროტი გავლენების მთავარი კვანძის” პრობლემის მოსაგვარებლად, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ინდივიდუალური დასანქცირებისკენ მოუწოდებს. კომისია აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ უნდა ზღუდავდნენ ქართველი ხალხის ნებასა და თავისუფლებას. 26 ივლისით დათარიღებულ წერილს ხელს აწერენ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი ჯო უილსონი, დემოკრატი სტივ კოენი, რესპუბლიკელი რიჩარდ ჰადსონი და დემოკრატი მარკ ვისი. გარდა ამისა, წერილში საუბარია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში არსებულ ე.წ. ქოლცენტრებზე, რომლებიც, კონგრესმენების თქმით, „არის შავი ფულის წყარო, რომელიც მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ გავრცელებად და მავნე მფარველობის სისტემას” და ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების წევრების, აქტივისტების, ოპოზიციისა და მათი ოჯახის წევრების შევიწროებასა და დაშინებას ემსახურება. როგორ წერილშია ნათქვამი, კონგრესმენებს მიაჩნიათ, რომ „უმოკლეს ვადაში, აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-სთან და მეგობარ უცხოურ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით, მიიღოს სწრაფი, დაუყოვნებელი და სისტემატური ზომები ამ სატელეფონო ცენტრის ქსელებისა და სხვა მსგავსი საშუალებების წინააღმდეგ საერთაშორისო დონეზე, რათა გაანადგუროს ან ჩაშალოს მათი ოპერაციები“.
-
მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებით, საქართველოში სანქციები შეიძლება დაუწესდეთ არა მხოლოდ მათ, ვინც კორუფციით სარგებელს იღებს, ასევე მათ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია მხილებული. ამის შესახებ ო’ბრაიენმა შეერთებული შტატების სენატში მიმდინარე მოსმენაზე განაცხადა. რას ამბობს ო’ბრაიენი? „როგორც ჩანს, საქართველოში არის ელიტები, რომლებიც თითქოს სხვა მოსახლეობას ხედავენ. ისინი ზურგს აქცევენ ევროკავშირისა და ნატოსკენ თავის გზას. სინამდვილეში, ამ პარტიამ [„ქართულმა ოცნებამ“] ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი თავის კონსტიტუციაში შეიტანა. ახლა კი სხვა მიმართულებით მიდის. რატომ? ეს ცოტა ძნელი გასარკვევია. ჩვენ ვცდილობთ, ძალიან მკაფიონი ვიყოთ იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს. რადგან საქართველო ითხოვს შეუერთდეს იმ კლუბებს, რომელთაგან ერთის წევრი ვართ, მეორე კი – ჩვენი მთავარი პარტნიორია. და ისინი ვერ შეცვლიან, ვერ გადაწერენ იმ წესებს, რომლებიც ამ კლუბებში გაწევრიანებისთვისაა საჭიროა“, – თქვა ჯიმ ო’ბრაიენმა და განმარტა ის ნაბიჯები, რაც ამერიკის ხელისუფლებამ გადადგა. „საქართველოსთვის ჩვენი ყველანაირი დახმარება გადახედვის პროცესშია. ჩვენ ძალიან გვინდა მხარი დავუჭიროთ ყველაფერს, რაც ამ შემოდგომაზე თავისუფალ და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებს შეუწყობს ხელს… მაგრამ, გვინდა მკაფიოდ ვუთხრათ მმართველ პარტიას, რომ იქნება რეალური შედეგები… პენტაგონმა განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო წვრთნები“, – ამბობს ო’ბრაიენი. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ევროკავშირის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ბლოკის განმარტებით, საქართველოს გზა გაწევრიანებისკენ, ფაქტობრივად, შეჩერებულია და ეს, შესაძლოა, ფორმალურად რამდენიმე თვეში გადაიხედოს. რაც შეეხება შემდგომ სანქციებს, ო’ბრაიენი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მსჯელობა და განხილვა გრძელდება და ამ ეტაპზე ამაზე ვერ ისაუბრებს. თუმცა, მისი თქმით, შემდგომი სანქციების ობიექტებად განიხილებიან არა მხოლოდ ისინი, ვინც კორუფციით სარგებელს იღებს, არამედ ასევე განიხილება სანქციები მათ წინააღმდეგაც, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია მხილებული. ამასთან ო’ბრაიენი აღნიშნავს, რომ აუცილებლად ნათელი უნდა იყოს საქართველოს მმართველი გუნდისთვის ის, რომ არსებობს გზა უკან: „თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე. რაც შეეხება უცხოეთის აგენტების კანონს, რა გამჭვირვალობის რეგულაციებიც სურთ, გახადონ ის ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი და არა – რუსეთის კანონმდებლობის. არ მისცენ ჩინეთს საშუალება, ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ესაა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოსგან მნიშვნელოვანია”, – აცხადებს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ო’ბრაიენი. ო’ბრაიენმა კონგრესის ძალისხმევის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი, რათა ნათელი იყოს, რომ ამ საკითხზე ორპარტიული თანხმობა არსებობს და დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ერთგულ მეგობრებს მიაჩნიათ, რომ ეს მცდარი გზაა. ჯიმ ო’ბრაიენმა დასძინა, რომ ამ პროცესებით კმაყოფილი მხოლოდ მოსკოვია: „ერთადერთი. ვინც ამ მიმართულებით ძალიან ბედნიერი ჩანს, რუსეთია. თუკი დააკვირდებით მათი წამყვანი პროპაგანდისტების განცხადებებს, ისინი მიესალმებიან ამ მიმართულებას“, – თქვა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ. სენატში მიმდინარე მოსმენის სხვა დეტალები ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, „ევროპის მომავალზე“ მსჯელობენ. ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის წინაშე, ჯეიმს ო’ბრაიენი წარდგა. ამ წუთებში, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ქვეკომიტეტის წევრების კითხვებს პასუხობს. კანონმდებლებს აინტერესებთ, რას აკეთებს ამერიკა რუსეთის მეზობელი ქვეყნების დასახმარებლად. განიხილავენ უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარებას, რათა ის რუსეთის სამხედრო აგრესიას გაუმკლავდეს, ისაუბრეს სომხეთის პრობლემებზე და საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას დაეთმო და იმას, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ამერიკა კიევს უკეთ და უფრო ეფექტურად. საუბარი იყო იმ შეზღუდვების მოხსნაზე, რაც ამერიკას მის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე აქვს დაწესებული, ასევე, ჩინეთის მიერ რუსეთის დახმარების გზების შეზღუდვაზე. საქართველოს შესახებ, სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც სხდომას უძღვება, ასევე ისაუბრა გამხსნელ სიტყვაშიც. სენატორმა შაჰინმა თქვა, რომ სურს, ამერიკელი დიპლომატისგან მოისმინოს ის, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ვაშინგტონი უკეთ ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის „დემოკრატიის სულისკვეთებას“, საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც მისი თქმით, მთავრობამ „ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა, მიუხედავად მისი ხალხის უდიდესი მისწრაფებებისა, გახდეს ევროკავშირის წევრი“. რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შორის დემოკრატმა სენატორმა ბენ კარდინმა კი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ 2008 წელს ამას საკმარისი ყურადღება არ დაეთმო და სათანადო რეაგირება არ ყოფილა. ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში წარდგენილია საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხება. 23 მაისს, სენატორმა ჯინ შაჰინმა საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. „ქართველი ხალხის“ აქტი ორ ძირითად ნაწილს მოიცავს. ერთი გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მეორე კი იმ პირების ანგარიშვალდებულების დაყენებას და მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ვინც საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის „შელახვაზე არიან პასუხისმგებელნი“. ასევე იმ ფიზიკურ პირებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე არიან პასუხისმგებელნი. მასალის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. პუბლიკა
-
მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს უთხრა, მტყუანი ხარო - ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რვა წელი დაკარგა? - ეს განცხადება მედიასთან პარტიას "საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გააკეთა. კითხვაზე, სახელმწიფომ მამუკა ხაზარაძისგან უნდა მოითხოვოს თუ არა 600 ათასი დოლარის გადახდა, დაუშვილმა განაცხადა, რომ თუ სახელმწიფომ ხარჯი გასწია, ლოგიკურია, რომ ხარჯი წაგებულმა მხარემ აანაზღაუროს. "ამაში გასაკვირი რა არის? ყველაზე სამწუხაროა, რომ ხაზარაძემ და მისმა პარტნიორებმა ქვეყანას მინიმუმ რვა წელი დააკარგვინეს. 2016 წელს ტენდერი დასრულდა და კონტრაქტი გაფორმდა - დღეს კი, 2024 წელია. საქართველომ რვა წელი დაკარგა, რომ ანაკლიის პორტი ჰქონოდა. დაკარგულ დროზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს? ოთხ წელზე მეტია, "ლელოს" მხრიდან ცრუ კამპანია მიდის და აქცენტს გიორგი გახარიაზე აკეთებდნენ. ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო - ამაში დარწმუნებული ვიყავით. იმასაც ვეუბნებოდით, რომ დავას წააგებდნენ. მოქალაქეებს ოთხი წელი რომ ეუბნებოდნენ იმას, რაც მართალი არ ყოფილა, ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს ან ბოდიშს ვინ იხდის, რომ თურმე, ამდენი ხანი ატყუებდნენ?! დავუშვათ, რომ ხაზარაძე მართალი იყო და დავა უნდა მოეგო, სამართლიანია, რომ თავად დახარჯული აქვს რამდენიმე მილიონი ამ პროექტში და ბიუჯეტიდან მილიარდ ნახევარს ითხოვს? გამოდის, რომ რამდენიმე მილიონი დახარჯა და მისსავე მოქალაქეებს მილიარდ ნახევარს სთხოვს. ამას იმ ხალხს ეუბნება, ვისაც სთხოვს, ხმა მომეციო, ეს სწორია?! - ეს ყველაფერი არასწორია! - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. იპნ
-
ირანის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი შეძახილების, „სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს“, ფონზე დადო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ შევეცდებით მსოფლიოსთან ღირსების, სიბრძნისა და მიზანშეწონილობის საფუძველზე კონსტრუქციულად და ეფექტურად ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. Reuters-ის ცნობით, ინაუგურაციის ცერემონიაზე შეძახილები „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ ისმოდა. „ისინი, ვინც იარაღს მათ აწვდიან, რომლებიც ბავშვებს კლავენ, მუსლიმებს კაცობრიობის შესახებ ვერ ასწავლიან“, - აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა. ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები ესწრებოდნენ. „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დღეს თეირანში, საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. იპნ
-
ის რაც ვიხილეთ, მძიმე სანახავი იყო, მაგრამ არ გამიკვირდა! - ეს ის ირაკლი კობახიძეა, რომელიც აშშ-ს მტრად მოიხსენიებს და ადანაშაულებს იმაში, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა, - ასე გამოეხმაურა პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი მიხეილ დაუშვილი საქართველოს პრემიერ - მინისტრის ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ყოფნას, სადაც შეძახილები "სიკვდილი ამერიკას", "სიკვდილი ისრაელს" ისმოდა. დაუშვილის შეფასებით, ტრაგედიაა არა ირანში ჩასვლა, არამედ ქვეყნის მეგობრების მტრებად გამოცხადება. "ირაკლი კობახიძემ ყველაზე ახლო მეგობრები, ვინც ჩვენი სუვერენიტეტის ერთ-ერთი მთავარი დამცველი არიან, მტრად გამოგვიცხადა. მტრებად ასეთ ქვეყნებს გვიცხადებენ! ის, რაც ვიხილეთ მძიმე სანახავი იყო, მაგრამ არ გამიკვირდა. ახლა რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ესაა ჩვენს დასავლელ მეგობრებთან ახლოს დგომა და მათთან მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენ გვჭირდება ინტერესთა დაბალანსება და არა ის, რასაც დღეს "ქართული ოცნება" აკეთებს, რომელიც ყველა ნამდვილ მეგობართან გვაშორებს. სტაბილურობას "ოცნება" ვერ უზრუნველყოფს - მას ქვეყანა მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციისკენ, რაც პირდაპირი საფრთხეა ჩვენი სუვერენიტეტისთვის", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. იპნ
-
დანიამ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა – ბიუჯეტი 28 მლნ ლარი იყო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 71.5 მილიონი დანიური კრონა (28 მლნ ლარზე მეტი) იყო. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილიდან ხდება ცნობილი, რომელიც პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას მისი კითხვის პასუხად გამოუგზავნეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს დანიის საელჩოშიც. როგორც თეონა აქუბარდიასთვის გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, 2024 წლის ივნისში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ასევე, ევროკავშირის სამშვიდობო ფონდიდან საქართველოსთვის დახმარების შეჩერების შემდეგ, დანიამ გადაწყვიტა განიხილოს საქართველოს მთავრობისადმი ორმხრივი დახმარების სრულად გადახედვა. როგორც წერილშია აღნიშნული, სანამ განხილვა გრძელდება, დანია შეაჩერებს დაგეგმილ აქტივობებს და ახალ პროგრამულ მხარდაჭერას საქართველოს ხელისუფლებისთვის. „დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას და დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი, რაც დანიასა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველია“, – აღნიშნულია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილში. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი, რომელიც თეონა აქუბარდიას გამოუგზავნეს აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და თავდაცვის სამინისტროსაც, თუმცა მათგან ჯერჯერობით არ მიგვიღია პასუხი. როგორც თეონა აქუბარდია აცხადებს, მაშინ, როცა ხელისუფლება „გამჭვირვალობას“ ითხოვს, თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ხალხს უმალავს იმ მძიმე შედეგს, რომელიც თავდაცვისუნარიანობას მიაყენა მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა. აქუბარდიას თქმით, ის აპირებს, რომ სხვა დასავლელ პარტნიორებსაც მიმართოს წერილობით და მიიღოს ინფორმაცია, რომელსაც მთავრობა მალავს. „ჩვენ ვხედავთ, რომ არა მხოლოდ კონსტიტუციის 78-ე მუხლი და 22-ე მუხლები, რომელიც დემოკრატიას ეხებოდა, დაზიანდა, არამედ უკვე კონსტიტუციის 70-ე მუხლი, რაც სახელმწიფო თავდაცვას გულისხმობს და ეს უმძიმესი ვითარება, რითაც ასეულობით მილიონი ლარი დაკარგა ჩვენმა თავდაცვამ, ისევე როგორც რეპუტაციული ზიანი მიადგა მას, არის მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ისევე როგორც თავდაცვისუნარიანობისთვის. მე მივმართავ თავდაცვის მინისტრს, როდემდე აპირებს ის, რომ დაუმალოს ინფორმაცია საკუთარ ხალხს იმ შეჩერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც არის თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით და მაინტერესებს, რას აპირებენ, როგორ მოახერხებენ, აი, ამ თანხების გაყინვის, ისევე როგორც ამხელა რეპუტაციული ზიანის შემდგომ, რაიმე ტიპის ღირსებით სადმე ევროკავშირში წასვლისთვის. როდესაც მათ კარგად იციან, რომ ეს ყველაფერი არა გაუგებრობა არის, არამდე დაგეგმილი პროვოკაციაა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის წინააღმდეგ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ. რუსული კანონის მიღების შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა, რომლის გადმორიცხვა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაურკვეველი ვადით გადადო საქართველოში 25 ივლისი — 6 აგვისტოს შუალედში დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“. როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში. აშშ გაურკვეველი ვადით აჩერებს სამხედრო წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი“ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარება EPF-დან ნეტგაზეთი -
ტატო გრიგალაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ქართველმა ძიუდოისტმა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიადის ფინალში ქართველი სპორტსმენი ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა. გრიგალაშვილის ვერცხლი საქართველოს ნაკრებისთვის პირველი მედალია პარიზის ოლიმპურ თამაშებზე. ინფორმაციისთვის, პირველ წრეში გრიგალაშვილი მოლდოველ მიხაელ ლატიშევს დაუპირისპირდა. მოლდოველმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ვიდეოგამეორების შემდეგ ტურნირიდან მოხსნეს. მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა. მეოთხედფინალში გრიგალაშვილი 28 წლის ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით სძლია. ნახევარფინალში ტატომ, რომელსაც ორი გაფრთხილება ჰქონდა, სამხრეთკორეელი ჯიონვან ლი დამატებით დროში, შეხვედრის მეცხრე წუთზე ვაზარით დაამარცხა. ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს. იპნ -
"ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა ამ ქვეყანაში დამარცხდეს “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთად, როგორც ერთმანეთის გამაძლიერებელი და სულის ჩამდგმელი ორი პოლიტიკური ძალა." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/997742485384257/
-
"ხაზარაძემ ანაკლიის პორტი შიდა პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოიყენა, ახლა კი ივანიშვილი იყენებს გარე პოლიტიკური ვაჭრობისთვის. ერთადერთი, ვინც არ ვაჭრობდა ამ თემით, იყო გიორგი გახარია და მისი გუნდი. სწორედ ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებმაც ინვესტორები მოიძია, კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა და ცდილობდა საქმე წინ წაეყვანა." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1036949931155180/
-
დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა. მოვაჭრეებსა და ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოვაჭრეების განცხადებით, შეიტყვეს, რომ სავაჭრო ობიექტი 6 თვით სარემონტო სამუშაოების გამო იხურება. მოვაჭრეების განცხადებით, ისინი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან და მერიამ ალტერნატიული ტერიტორიაც არ შესთავაზა, სადაც მუშაობას გააგრძელებენ. აქციის მონაწილეებმა დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე გზაც გადაკეტეს, რომელიც მოგვიანებით სამართალდამცველებმა აღადგინეს. „ეს არის ბოლო წვეთი, ყველა ემიგრანტი ვერ გავხდებით. ყველა სამშობლოს ვერ მივატოვებთ. აქ მოვიდეს კახა კალაძე, ხვიჩა მაქაცარია. სახელმწიფომ გააკეთოს ამ ბაზრის დეცენტრალიზაცია“,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მოვაჭრეები თბილისის მერთან შეხვედრას მოითხოვენ და აღნიშნავენ, რომ თუ მათ ვაჭრობის საშუალება არ მიეცემათ, პროტესტის სხვა ფორმას მიმართავენ და უკვე ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ. იპნ
-
პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ წინასაარჩევნო კამპანიისას სავარაუდო დანაშაულზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს. ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, „ოცნება“ წინასწარ გაურიგდა ზონდერებს, რომ მათ ამნისტიას შეახებდა იმ გათვლით, რომ შემდეგ ისინი წინასაარჩევნოდაც გამოეყენებინა. მეზვრიშვილის განცხადებით, „მალევე, საზოგადოებამ იხილა პაპუაშვილის მოწოდება ძალადობისკენ“. „მივმართავთ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება პარლამენტის სპიკერის - შალვა პაპუაშვილის მიერ, წინასაარჩევნო კამპანიისას, ოპოზიციის მიმართ ზონდერების გამოყენებით დაანონსებულ ძალადობაზე. დროული რეაგირება უმნიშვნელოვანესია, არჩევნების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად. პაპუაშვილის მოწოდება ძალადობისკენ არის იმ დანაშაულებრივი გარიგების ნაწილი და გაგრძელება, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მივაწოდეთ. „ოცნება“ წინასწარ გაურიგდა ზონდერებს, რომ მათ ამნისტიას შეახებდა იმ გათვლით, რომ შემდეგ აღნიშნული ზონდერები წინასაარჩევნოდაც გამოეყენებინა. ასეც მოხდა. ზონდერების დაცვის ამნისტიის დაანონსებიდან მალევე, საზოგადოებამ იხილა პაპუაშვილის მოწოდება ძალადობისკენ. დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ „ოცნება“ არჩევნებს აგებს. ინსტიტუტების სრული მორჩილების, პოლიტიკური კორუფციის და სისტემური ძალადობის პირობებშიც კი, ხელისუფლების მაქსიმალური მხარდაჭერა, მათივე კვლევებით, 30%-საც ვერ აღწევს. სწორედ ამიტომ, „ოცნება“ დანაშაულებრივი მეთოდებით - პოლიტიკური კორუფციით და სისტემური ძალადობით ცდილობს დამატებითი რესურსების მობილიზაციას. კობახიძე-პაპუაშვილის დაჯგუფებას მიღებული აქვს დავალება, ნებისმიერ ფასად მოახდინონ ხმებით მანიპულირება და მანიპულირებული შედეგების სახალხო ლეგიტიმაცია. კერძოდ, სუს-ის დახმარებით, სამთავრობო რესურსების კორუფციული მიზნებისთვის გამოყენებაზე პასუხისმგებელია კობახიძე, ხოლო დამკვირვებლების, მედიის და ოპოზიციის მიმართ ძალადობის წახალისებაზე, ასევე არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაზე, პასუხისმგებელია პაპუაშვილი. საზოგადოებას შევახსენებთ ძალადობაში პაპუაშვილის მონაწილეობის ფაქტს უახლოესი წარსულიდან, როდესაც მის მიერ აქტივისტების და მედიის მიერ ძალადობის დაანონსებას იმავე დღეს, მყისიერად მოჰყვა ზონდერების მიერ აქტივისტზე სასტიკი ძალადობა. შესაბამისად, მოვუწოდებთ პროკურატურას დროული რეაგირებისკენ. ნებისმიერ ძალადობაზე პასუხისმგებლობას, ხელისუფლებასთან ერთად, ვაკისრებთ უშუალოდ პაპუაშვილს და იმ უწყებებს, რომელთა უმოქმედობა ძალადობაში თანამონაწილეობაა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
-
"მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის თემაზე არბიტრაჟი წააგო, სადაც იგი ჩვენს ქვეყანას 5 მილიარდ ლარს ედავებოდა. ადამიანმა, რომელმაც მთელი თავისი 4 წლიანი პოლიტიკური პიარკამპანია ამ ტყუილებზე ააგო და ჩვენ გვადანაშაულებდა, გუშინ ამ ტყუილებს საერთაშორისო არბიტრაჟმა წერტილი დაუსვა. ჩვენს გუნდს მისი ბოდიში არ გვჭირდება, მან ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ ატყუებდა." მიხეილ დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
-
ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია. მერვედფინალში გრიგალაშვილი ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილს დაუპირისპირდა და ვაზარით დაამარცხა. ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს. იპნ
-
პარლამენტის წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო დახმარება შეწყვიტა, რომელიც გასულ წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 71.5 მილიონ დანიურ კრონას შეადგენდა. როგორც აქუბარდიამ განმარტა, ამის შესახებ საუბარია მისი წერილის პასუხად, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წერილში. აქუბარდიას თქმით, წერილის თანახმად, დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი, რაც არის ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველი დანიასა და საქართველოს შორის.
-
2014 წლის 11 აგვისტოდან მიმდინარე წლის 22 ივლისის ჩათვლით, საქართველოში 1 ლიტრა ბენზინის საშუალო ფასი 2.54 ლარს შეადგენს, რაც 2016 წლის 21 მარტისდროინდელ მინიმალურ 1.65-ლარიან და 2022 წლის 18 ივლისის არაუმეტეს 4-ლარიან ფასებთან მიმართებით არის დადგენილი. შედარებისთვის: მსოფლიოში ბენზინის საშუალო ფასი ამ პერიოდისთვის 4,91 ლარს შეადგენს. სტატისტიკას დარგის პორტალი, Globalpetrolprices აქვეყნებს. Globalpetrolprices საქართველოს მონაცემებს ოფიციალური სამთავრობო წყაროებიდან, ასევე, ნავთობკომპანიებიდან და სხვა ძირითადი წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პორტალი საქართველოს მონაცემებს ყოველ კვირას აახლებს. რაც შეეხება მიმდინარე ფასებს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში, ლიტრა ბენზინი ყველაზე ძვირი თურქეთში, ხოლო ყველაზე იაფი აზერბაიჯანშია. აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში მეზობელ ქვეყნებს შორის ბენზინი ყველაზე ძვირი სომხეთში ღირდა. თუმცა სომხეთში 11 მარტიდან 22 ივლისის ჩათვლით ლიტრა ბენზინზე საშუალო ფასი არ შეცვლილა, მაშინ, როცა რეგიონის ყველა ქვეყანამ ამ მხრივ 0.5-0.10 დოლარიანი ინფლაცია განიცადა. მაგალითად, თუ საქართველოში 11 მარტის მდგომარეობით ბენზინის საშუალო ღირებულება 1.19 დოლარს, ანუ 3,23 ლარს შეადგენდა, ამჟამად 1.23 დოლარს, 3.34 ლარს შეადგენს, რითიც ის სამეზობლო ხუთეულში მესამე ადგილზეა. კერძოდ, 22 ივლისიდან ბენზინის საშუალო ფასი რეგიონში ასეთია (ლიტრა; აშშ დოლარი): აზერბაიჯანი - 0.64 (მარტში 0.59) რუსეთი - 0,65 (0.60) საქართველო - 1.23 (1.19) სომხეთი - 1.32 (იგივე) თურქეთი - 1,37 (1.26) ყველაზე დაბალი ფასით შემდეგი 10 ქვეყანა გამოირჩევა (ლიტრა; აშშ დოლარი): ირანი - 0,029 (მარტში იგივე) ლიბია - 0,031 (იგივე) ვენესუელა - 0,035 (იგივე) ეგვიპტე - 0.28 (0,26) ალჟირი - 0,34 (იგივე) კუვეიტი - 0,34 (იგივე) ანგოლა - 0.34 (0,36) თურქმენეთი - 0,43 (იგივე) მალაიზია - 0.43 (0,44) ნიგერია - 0.48 (0,41) 22 ივლისიდან აშშ-ში ლიტრ ბენზინის საშუალო ფასი, მარტთან შედარებით, 0.02 დოლარით გაძვირდა და 1 დოლარი გახდა, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში კი ფასი იგივე, 0,78 დოლარი დარჩა. უცვლელია ფასი ჩინეთშიც და ლიტრა ბენზინი 1,19 დოლარი ღირს, ხოლო ინდოეთში, მარტთან შედარებით, 0.06 დოლარით, ანუ 1,26-დან 1.20 დოლარამდე გაიაფდა. ევროპის ქვეყნებში ბენზინის საშუალო ფასი მარტის მსგავსად კვლავ 1,4-სა და 2,3 დოლარს შორის ვარირებს. მაგალითად, ლიტრა ბენზინზე ყველაზე დაბალი საშუალო ფასი უკრაინაში, 1.44 დოლარი დაფიქსირდა, თუმცა მარტში შედარებით ნაკლები, 1,41 დოლარი ღირდა. ბულგარეთში (1,45 დოლარი), ესპანეთში (1,75 დოლარი), ბელგიაში (1,8 დოლარი), გერმანიასა და ფინეთში (1,9 დოლარი) ფასები უცვლელი დარჩა, ხოლო საფრანგეთში, მარტთან შედარებით, 0.02 დოლარით, ანუ 2-დან 1.98 დოლარამდე გაიაფდა. იტალიასა და საბერძნეთში ბენზინი კვლავ 2 დოლარზე მეტი ღირს. ყველაზე ძვირი ბენზინი შემდეგ ქვეყნებშია (ლიტრა; აშშ დოლარი): მონაკო - 2,32 (იგივე) ჰოგ-კონგი - 3.26 (მარტში 3,1) დანია - 2,29 (2.2) ისლანდია - 2.28 (2,31) ნიდერლანდები - 2.18 (2,17) ისრაელი - 2.14 (2,11) ლიხტენშტეინი - 2.12 (2,09) იტალია - 2.093 (2.09) ბარბადოსი - 2.090 (2,092) შვეიცარია - 2.082 აღსანიშნავია, რომ ნორვეგია ბენზინის საშუალო ფასით ყველაზე ძვირი ქვეყნების ათეულში აღარ არის, რადგან ქვეყანაში საწვავი, თითქმის, 0.08 დოლარით, ანუ მარტისდროინდელი 2,12-დან 2.048 დოლარამდე გაიაფდა. ცნობისთვის: Globalpetrolprices ძირითადად, ქვეყნების, მათ შორის, საქართვეოლოს ბენზინის ფასს ყოველკვირეულად აახლებს, თუმცა იმ ქვეყნების მონაცემები, რომლებიც საწვავის ბაზრებს არეგულირებენ და რომლებშიც ფასები ხშირად არ იცვლება, მხოლოდ ყოველთვიურად ახლდება. მოამზადა ლადო სულაბერიძემ
-
მოსარჩელეს $650 000 გადახდა დაეკისრა - რატი ბრეგაძე ანაკლიის საქმეზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საარბიტრაჟო სასამართლომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე განხილვა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა. დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრმა განმარტა, რომ არბიტრაჟმა მოსარჩელეს მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. ამ საქმეზე განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა მამუკა ხაზარაძემაც. მან გადაწყვეტილებას „გულდასაწყვეტი უწოდა”. პუბლიკა