-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს“. დებატებთან დაკავშირებით განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა ახსნას თავისი ზოგიერთი პოზიცია, თუ "რას ერჩის" ქვეყანას. „ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის, რა უნდა, რატომ უნდა და რას უკეთებს ამ ქვეყანას. მე მზად ვარ და დებატებში ვიწვევ. მე პირადად არ შემხვდება. დებატში მოვიდეს, რადგან თვლის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავარი მმართველი. სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ, მაშინ მოვიდეს და დებატებში გავარჩიოთ. მე არაფერი მაინტერესებს, ფაქტებს ვუყურებ და ვხედავ, საით მიდის ქვეყანა, მაგრამ საზოგადოებისთვის ვალდებულია, რომ ახნას ზოგიერთი პოზიცია. ახსნას ზოგიერთი პოზიცია, რატომ გაუშვა ორჯერ კორუმპირებული პრემიერი და ვიცით, რომ ნაწილობრივ კორუფციის გამო.. მერე აბრუნებს, მერე კიდევ ახალ თანამდებობაზე სვავს, მერე იბარებს და ნიშნავს ყველაზე არაპოპულარულ ადამიანს როგორც პრემიერად. რას ერჩის ამ ქვეყანას, ხომ უნდა გვითხრას არჩევნებამდე მაინც, ასე რომ, ერთი კაი დებატი მგონი, გველოდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. იპნ
-
Reuters - კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს წარადგენს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს წარადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, კამალა ჰარისი არჩევანს პენსილვანიის გუბერნატორ ჯოშ შაპიროსა და მინესოტას გუბერნატორ ტიმ უოლცს შორის გააკეთებს და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ფილადელფიაში დაგეგმილ დღევანდელ ღონისძიებაზე წარადგენს. ამასთან, Associated Press-ის ინფორმაციით, „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე დელეგატების 99%-მა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ხმის მიცემის პროცესი ონლაინ ფორმატში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კამალა ჰარისის კანდიდატურა ახლა „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნულმა ყრილობამ უნდა დაადასტუროს, რომელიც 19 აგვისტოს დაიწყება. იპნ -
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება. როგორც მან აღნიშნა, მტკნარი სიცრუეა, რომ 95 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდა. „საუბარი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2 მილიონ ლარის ირგვლივ. აქედანაც ბუნებრივია შეფასება დასჭირდება, შესაძლოა, ეს რიცხვიც არ იყოს. ვინმეს შეცდომაში შეყვანა, რომ 95 მილიონი ლარი შეუწყდა საქართველოს მხარეს, მტკნარი სიცრუეა”,- აღნიშნა სარჯველაძემ. ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიასაც შეეხებოდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. იპნ
-
საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 10 და 11 აგვისტოს, ლისი იპოდრომზე ზაფხულის თასის გათამაშება გაიმართება, სადაც მონაწილეობას თბილისის იპოდრომის, ამბასადორი კაჭრეთის, ფოთის და მენესის საცხენოსნო კლუბის მხედრები მიიღებენ. შეჯიბრი რამდენიმე ეტაპად იყოფა, მონაწილეები დაბრკოლების გადალახვაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს, დასკვნით ნაწილში ზაფხულის თასის გამარჯვებული გამოვლინდება. შეჯიბრის მიზანი მხედრების წახალისება და საცხენოსნო სპორტის განვითარების ხელშეწყობაა. ღონისძიება საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ინფორმაცია საცხენოსნო სპორტის ფედერაცია ავრცელებს.
-
გიორგი გახარიას გუნდის წევრების შეხვედრა ბეშუმის მოსახლეობასთან (ფოტოები)
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გიორგი გახარიას გუნდის წევრების შეხვედრა ბეშუმის მოსახლეობასთან -
"დღეს ხელისუფლება პოზიტიურ დღისწესრიგს ვერ ქმნის და საკუთარ მოქალაქეებს აშინებს ომით და "ნაცმოძრაობის" დაბრუნებით, რომელიც ვერ დაბრუნდება. “ოცნების” დღევანდელი პოლიტიკა არის შიშების დანერგვაზე, კორუფციაზე, სისტემურ ძალადობაზე, რომლისთვისაც აქტიურად იყენებენ ზონდერებს." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/463826746573082/
-
"ახლა ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება არჩევნების დაცვა, იმიტომ, რომ “ოცნების” მთელი ძალისხმევა მიმართულია ხმების მოპარვისკენ. მიდის გაყალბების კომპლექსური პროცესი, პოლიტიკური კორუფცია და სისტემური მუქარა-ზეწოლა ჩართულია. პრეზიდენტს შეუძლია მისი რესურსი გამოიყენოს არჩევნების დასაცავად." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1253227702329591/
-
„ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „მძიმე სანახავია, როგორ იყენებს „ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ იმ მეთოდებს, რასაც 2012 წელს თავად ებრძოდა“. „ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო. ორგანიზებული, აგრესიული ადამიანების ჯგუფი, რომელთა ნაწილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, 3 აგვისტოს, ბათუმში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლას შეეცადა. ჩვენ დავადგინეთ მათი ვინაობა - როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფი, რომლის გასაღებასაც „ოცნება“ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებად ცდილობს, ოცნების პარტიული ზონდერ-აქტივი აღმოჩნდა: „ოცნების“ აქტივისტი, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თანამდებობის პირებთან დაახლოებული, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელი და თორნიკე რიჟვაძის ნათესავი - მანუჩარ რიჟვაძე; მისი თანმხლები, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები და „ოცნების“ კოორდინატორები: ნუგზარ ინაიშვილი - ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომელი („ოცნების“ ზონის კოორდინატორი), ზურაბ მალაზონია, ბათუმის მერიის ბაღების გაერთიანების თანამშრომელი („ოცნების“ უბნის კოორდინატორი), გაბი კამაევი - ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის სპეციალისტი („ოცნების“ აქტივისტი). მაშინ, როცა ხელისუფლება ხელს გვიშლის კანონიერი საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში და ჩვენთვის დღემდე ხელმიუწვდომელია სამთავრობო მედია-საშუალებები, „ოცნება“ მიხეილ სააკაშვილს აბსოლუტურად უკანონოდ, შეუზღუდავ წინასაარჩევნო კამპანიას სასამართლო დარბაზიდან ატარებინებს, რასაც აქტიურად გადმოსცემს მის მიერ კონტროლირებადი მედიით. მძიმე სანახავია, როგორ იყენებს „ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ იმ მეთოდებს, რასაც 2012 წელს „ოცნების“ წინააღმდეგ „ნაცმოძრაობა“ იყენებდა და რასაც თავად ებრძოდა. არჩევნების დაცვის ჩვენი ჯგუფი საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის ყველა ასეთი ფაქტის და უთანასწორო მედიაგარემოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწვდის“,- განაცხადა მეზვრიშვილმა. ipn
-
რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე 3 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმების შედეგად რუსების კუთვნილი „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა, კიდევ ორი თვითმფრინავი კი, სავარაუდოდ, დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. „კოსმოსური დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ 3 აგვისტოს როსტოვის ოლქში რუსეთის აგრესორი სახელმწიფოს „მოროზოვსკის“ სამხედრო აეროდრომზე კუთვნილი „სუ-34“ ტიპის მანადგურებელ-ბომბდამშენი განადგურდა და სავარაუდოდ, ნამსხვრევებით, იმავე ტიპის კიდევ ორი რუსული თვითმფრინავი დაზიანდა“, - აცხადებენ უწყებაში. მათივე ინფორმაციით, მთლიანად განადგურდა მოწინააღმდეგის საავიაციო იარაღის საცავი. გარდა ამისა, „მოროზოვსკის“ აეროდრომზე შესამჩნევად დაზიანდა ოთხი ტექნიკური შენობა და ორი ანგარი. იპნ
-
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აშშ ჯანდაცვის სფეროში საქართველოს ყველაზე მთავარი პარტნიორია. როგორც ის „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, არ ჰგონია, რომ აშშ-ს საქართველოსთვის დახმარების შეჩერება ჯანდაცვის სფეროდან დაეწყო. კერძოდ, „ფორმულას“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. როგორც გამყრელიძე ამბობს, მისი ინფორმაციით, ზუსტი გადაწყვეტილებები, ალბათ, მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი. „რატომღაც მგონია, რომ ჯანმრთელობის სფეროთი არ დაიწყება. რა თქმა უნდა, ამერიკელების როლი ძალიან დიდია. მოგეხსენებათ, ამერიკა ჩვენი ყველაზე მთავარი პოლიტიკური, ეკონომიკური და ყველანაირი პარტნიორია, მათ შორის ჯანმრთელობის სფეროში. 2018 წლიდან სახელმწიფო აფინანსებს ამ ლაბორატორიული სისტემის შენახვის ხარჯებს, მაგრამ გრძელდება სერიოზული დახმარება. 2022 წლის აგვისტოში გვქონდა გრანტები და დიდი პროექტები, არა მარტო ამერიკული, აქ იყო ევროკავშირი და გაეროც და ა.ს. დაახლოებით, 10 მილიონი ლარის ოდენობის. რა თქმა უნდა, არ იქნება კარგი თუ ეს პროექტები შეჩერდა. ეს პროექტები მარტო იმისთვის კი არ არის, რომ კვლევა აწარმოო და მერე სტატია გამოაქვეყნო, პრაქტიკული გამოყენებისაა“, – განუცხადა „ფორმულას“ ამირან გამყრელიძემ. ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზე ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ქვეყნის საგანძური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი სეგმენტია. „რატომღაც შინაგანად მგონია, რომ იქნებ არ მოხდეს ეს… იმდენად მე ფინანსურს არ ვუსვამ ხაზს, რამდენადაც აი ეს პარტნიორული ურთიერთობების შეჩერება ჩვენთვის ძალიან რთული იქნება. ლუგარის ლაბორატორია გახლავთ ქვეყნის საგანძური. იქ ინახება ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო 70 წელში აღმოჩენილი ყველა საშიში ინფექციის შტამი, რომელზეც მიდის დაკვირვება და მეცნიერული კვლევები, რომ არ გამოგვეპაროს რამე თუ ქვეყნის ტერიტორიაზე გაჩნდება ეპიდემიოლოგიური საფრთხე. ის არის ბიოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აშშ-ს მხრიდან „გარკვეული პროექტების“ შეჩერებაზეა „ლაპარაკი“. თუმცა იმნაძე არ აკონკრეტებს რა პროექტებზეა საუბარი და ამბობს, რომ „ჯერ ვერაფერს იტყვის“. ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუსას განაცხადა ამავე მედიის მიერვე გავრცელებულ ინფორმაციაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, 31 ივლისს გამოაცხადა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის დახმარების შეჩერების მიუხედავად, აშშ აგრძელებს ისეთი პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც ქართველ ხალხს სარგებელს მოუტანს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებით. ნეტგაზეთი
-
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აშშ-ს მხრიდან „გარკვეული პროექტების“ შეჩერებაზეა „ლაპარაკი“. ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუსას განაცხადა ამავე მედიის მიერვე გავრცელებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, „ფორმულას“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. „არ შეწყვეტილა, არის რაღაც პროექტები, რაზეც [შეჩერებაზეც] არის ლაპარაკი“, – განუცხადა იმნაძემ „ფორმულას“. თუმცა იმნაძე არ აკონკრეტებს რა პროექტებზეა საუბარი და ამბობს, რომ „ჯერ ვერაფერს იტყვის“. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ნეტგაზეთი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და აშშ-ის საელჩოსთან ცდილობს. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, 31 ივლისს გამოაცხადა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის დახმარების შეჩერების მიუხედავად, აშშ აგრძელებს ისეთი პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც ქართველ ხალხს სარგებელს მოუტანს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებით. ნეტგაზეთი
-
2024 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი უკვე 3457 ქალი და 123 ბავშვი გახდა – საქსტატი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოში 2024 წლის პირველი ექვსი თვის მანძილზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლი უკვე 4116 ადამიანი გახდა. აქედან 3457 ქალია, ხოლო 659 კაცი. ძალადობის ყველაზე მეტი, 1862 მსხვერპლი, ქალთა 25-დან 44 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ფიქსირდება. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ძალადობის მსხვერპლია 13 წლამდე ასაკის 51 გოგონა და 72 ბიჭი. ამის შემდეგ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მამაკაცების რიცხვს. მოძალადეებს შორის (სულ 3911 ადამიანი) სრული უმრავლესობა 3288 ადამიანი კაცია. მოძალადეებს შორის 17 არასრულწლოვანი ფიქსირდება და მათგან ორი 13 წელს ქვემოთ ასაკისაა. ყველაზე მეტი მოძალადე ადამიანი კაცების 25-დან 44 წლამდე კატეგორიაშია კონცენტრირებული. ძალადობას ყველაზე მეტი მსხვერპლი, 1926 ადამიანი, თბილისშია. თბილისს მოსდევს ქვემო ქართლი (დაფიქსირებულია ძალადობის 463 მსხვერპლი) და აჭარა (391 მსხვერპლი). ბევრით არ ჩამორჩებიან აჭარას იმერეთი და კახეთი. სტატისტიკის ეროვნული სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა. ნეტგაზეთი -
დენის შმიგალი - უკრაინამ აშშ-სგან 3,9 მილიარდი დოლარი მიიღო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსოფლიო ბანკის მეშვეობით 3.9 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. „ეს თანხები ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, როგორიცაა მასწავლებლების, ექიმებისა და მაშველების ხელფასები და სოციალური შეღავათები“, - აღნიშნა პრემიერმა. მისი განმარტებით, ეს არის შეერთებული შტატების პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის პირველი ტრანში 2024 წელს. მთლიანობაში, უკრაინა წელს შეერთებული შტატებისგან, პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით, 7.8 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს. იპნ -
„ოცნების“ დუმილი ანაკლიის პორტზე, გასაგებია. ეს დუმილი არის წინა საარჩევნო დუმილი. რაც შეეხება მეორე მხარეს, მე არაერთხელ ვთქვი და არ მინდა ამაზე ბევრი ლაპარაკი, ერთადერთს ვიტყვი - მარცხის აღიარებას, როგორც სჩანს, გამბედაობა სჭირდება. გამბედაობა სჭირდება იმასაც, რომ სიმართლეს თვალი გაუსწორო და თუ ამის თავი არ გაქვს, ბოლოს და ბოლოს, აიღე ეს არბიტრაჟის გადაწყვეტილება და გამოაქვეყნე. ჩემს ყველაზე დიდ გაოცებას იწვევს ის, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილების შემდეგ ადამიანები მხატვრული ბალეტრისტიკის ჟანრში გადავიდნენ და რაღაც საგას საგაზე გვთავაზობენ. ჩემთვის გადავწყვიტე ერთი რამ, ხომ ვამბობდი, რომ დაველოდები არბიტრაჟს და მერე დავაფიქსირებ ჩემს პოზოციას. ახლა საგები უნდა დამთავრდეს და ეს საგები რომ დამთავრდება, მერე ვიტყვი. ხაზარაძე ხაზარაძეა და „ლელო“ „ლელოა“. მათ შორის, შეასაძლოა, დიდი სხვაობა არ არის. არ მინდა ტვ პირველზე საუბარი. მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ეს ჩანს ისე, რომ ოლიგარქობა გინდა. მე არსად მეჩქარება, ამ საგების სერიებსაც დაველოდები და შემდეგ დავაფიქსირებ აზრს." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
-
"ვუსმენდი, ერთმა საქართველოს ხელისუფლების ამომავალმა ვარსკვლავმა ბრძანა, რომ საქართველო მაჩანჩალა არ არისო. რა თქმა უნდა საქართველო მაჩანჩალა ქვეყანა არ არის - საქართველოს ხელისუფლება ჰყავს დღეს მაჩანჩალა. ისეთი მაჩანჩალა ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც ხელს არავინ ართმევს, უკვე ვერსად მიდიან, ვერავისთან სერიოზულად ვერ ლაპარაკობენ, ერთმანეთს ელაპარაკებიან და გასვენებებში დადიან, მალე ქორწილებშიც დაიწყებენ სიარულს. საქართველოს ჰყავს მაჩანჩალა ხელისუფლება და ეს ჩვენი პრობლემაა, მათი ასეთი უსუსრობა ყველაზე ცუდად მოქმედებს ჩვენზე. ყოველდღიურად ამბობენ, ჩვენ არ გვჭირდება არავინ, ხვალ და ზეგ თანამედროვე მეცნიერების მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან რომ შეგვიზღუდავენ წვდომას, მერე რას იტყვიან? ცე ჰეპატიტის პროგრამა თავიდან ბოლომდე იყო ამის ანალოგია. მათ არ სჭირდებათ კი არა, წარმოდგენა არ აქვთ, რაზე ლაპარაკობენ. აქ უკვე კომპეტენციის პრობლემაა. სადრეგრძელოებში მაგრები არიან. ვიღაცეები სფიჩს რომ დაუწერენ და მჭერმეტყევლად რაღაცას იტყვიან/წაიკითხავენ, ეს კიდევ რაღაცნაირად გამოსდით. მაგრამ შინაარსობრივად რას ნიშნავს, სახელმწიფო როგორ ფუნქციონირებს, ეს ყველაფერი როგორ ურთერთდაკავშირებულია ერთმანეთთან, ყველაფერ ამაზე მათ წარმოდგენა არ აქვთ. არც უნდათ ამის სწავლა. მათ სურთ, რომ უბრალოდ სავარძელში ისხდნენ, მომსახურე პერსონალი ჰყავდეთ, ცოტა უფრო მეტი ფული იშოვონ. სახეზე დააკვირდით, ეს შეშინებული მიმიკები უფრო და უფრო მეტ ღიმილს მგვრის და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტ შეშინებულ სახეს ვნახავთ." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
-
“ოცნებაში”, მაშინდელი ჭეშმარიტი "ანტი-ნაცებისგან“ და „ოცნებისტებისგან“ არავინ აღარ დარჩა - 70% პორტირებული ხალხია. საბოლოო ჯამში, როდესაც „ოცნებას“ არ აქვს რესურსი, შესთავაზოს საზოგადოებას პოზიტიური დღის წესრიგი, გადადის საზოგადოების დაშინებაზე ომით და მიშა სააკაშვილით - ამის ირგვლივ ტრიალებს დღეს “ოცნება”, მაშინ, როდესაც ჩვენ გვიგზავნიან ზონდერებს, ჯერ ერთი, იმ ზონდერებმა ვინ უნდა შეაშინონ? სასაცილოა ეს ყველაფერი, ღიმილის მომგვრელია." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
-
გერმანულმა ka-news-მა ბუდუ ზივზივაძის სეზონის ბრწყინვალე სტარტს სტატია მიუძღვნა. მოგეხსენებათ, ქართველის "კარლსრუე" მე-2 ბუნდესლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე "ნიურბერგთან" 0:2 მარცხდებოდა, თუმცა ჩვენებურის ჰეთ-თრიქით 3:2 იმარჯვა. "ნიურბერგთან" ფინალური სასტვენის შემდეგ ზივზივაძემ თავისი ჯილდო მოიპოვა. მან შეხვედრის ერთ-ერთი ბურთი ბურთი სახლში წაიღო. "მიხარია, რომ ამას ვაკეთებ. ჩემს ქალიშვილს ბურთით თამაში ძალიან უყვარს და სწორედ მისთვისაა", - აღნიშნა ბუდუმ, რომელიც სიხარულით გაბრწყინებული იყო. ის აუცილებლად ეტყვის პატარას, რომ მამამ ჰეთ-თრიქი შეასრულა და მატჩის გმირი იყო, მაგრამ ის გუნდურობას არ ივიწყებს და ამბობს: "პირველ რიგში, მადლობა გუნდს, რადგან მათ გარეშე სამ გოლს ვერ გავიტანდი. ეს ჩემთვის ძალიან კარგი დღე იყო. ყველამ ერთად გუნდური სულისკვეთება გამოვავლინეთ". ბუდუ "კარლსრუეში" მთავარი მწვრთნელის კრისტიან აიხნერის მეგობრის ალექსანდრე იაშვილის რეკომენდაციით მოხვდა, რომელიც წარსულში ამ კლუბის კაპიტანი გახლდათ. აიხნერი ახლა არ მალავს, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ზივზივაძე გუნდში იმედგაცრუებული დაბრუნდა, რადგან უფრო მეტი სათამაშო დრო სურდა. "ბუდუ ევრო 2024-ის შემდეგ იმედგაცრუებული დაგვიბრუნდა, რადგან ეროვნულ ნაკრებში ძალიან მცირე სათამაშო დრო მიეცა, მაგრამ ის ნამდვილი პროფესიონალია. მიუხედავად ამისა, მან იპოვა მოტივაცია და აბსოლიტურად მომზადებული მოვიდა. ვარჯიშის პირველსავე დღიდან უზარმაზარი პროფესიონალიზმი და ერთგულება აჩვენა", - ამბობს აიხნერი. ზივზივაძემ ჰეთ-თრიქით თითქმის მარტომ დაამარცხა "ნიურნბერგი". ქართველი არ არის ე.წ. "სპრინტერი", მაგრამ უაღრესად მოქნილია და მისი შემობრუნებები მეტოქის საჯარიმოში, სადაც ის წარმოუდგენლად მჭიდროა, მრავლისმეტყველია. თითქოს ერთი ფიგურისგან იყოს შექმნილი. ბურთის ერთდროულად აღება და ტარება, შემდეგ კი მჭიდრო, სწრაფი შემობრუნება - იდეალურია. ეს გვახსენებს მსოფლიო დონის ყოფილ თავდამსხმელს, მჭიდრო სივრცეებში შემობრუნების მეფეს, გოლის მანქანას გერდ მიულერს. "კარლსერუეს" მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა გოლების გარდა ბუდუს გუნდურობაც გამოჰყო და აღნიშნა, რომ ამაშიც იდეალური იყო. "გარდა გოლებისა, ის გუნდისთვის ძალიან ბევრს მუშაობდა . საკუთარ ნახევარში ერთხელ სძლია სამ-ოთხ სხვადასხვა მეტოქეს. ეს იყო ქმედება, რომელიც წარმოადგენდა მის დიდ სულს. ზივზივაძე ყოველთვის ყველა მომენტში დიდ ძალისხმევას დებდა. ქართველი დაბრუნდა კარგ ფორმაში და სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ამისთვის დაჯილდოვდა პირველივე მატჩის დღეს". "კარლსრუეს" გულშემატკივრები ზივზივაძის გოლს "Buduuuuu" შეძახილით ეხმაურებიან. ჰეთ-თრიქითა და ბრწყინვალე სტარტით იქნებ ზივზივაძე სხვლა კლუბების თვლათახედვის არეში მოხვდა?! - ეს სავსებით შესაძლებელია", - წერს გამოცემა. sportall.ge
-
"ბატონ თენგიზ ცერცვაძეს იმდენი რამე აქვს გაკეთებული ჯანდაცვის სისტემისთვის და საქართველოსთვის, რაც გახმაურებული და საყოველთაოდ ცნობილი არ არის. ყოველდღიურად ვმუშაობდით პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში. კოვიდამდე იყო ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა. ის, რომ, დღეს, საქართველოში, შიდსის მაჩვენებელი ასეთ დაბალ დონეზეა, მისი დამსახურებაა. კოვიდის დროს ინფექციურ საავადმყოფოს შენობა არ ჰქონდა. დავჯექით, ეს შენობა გამოვნახეთ და გადავეცით საკუთრებაში 4 წლის წინ, დღესაც არემონტებენ. ადამიანი, რომელიც ოცნებობდა ამ შენობაზე, ისე წავიდა იმ ქვეყნად, შენობა ვერ აღირსეს და მაჩანჩალები არ ვართო" გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/videos/3495516190739258
-
პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა დახვედრისთვის. “ყველაფრისთვის მადლობა, თქვენთვის ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ. მიყვარხართ გულში”, - განაცხადა ბექაურმა. გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემაც. “უზომოდ ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი მადლობა ამ ხალხს, ქართველ ხალხს. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძოდი, ახლა დავრწმუნდი ამაში, მადლობა ამისთვის”, - აღნიშნა ილია სულამანიძე. ძიუდოისტ ტატო გრიგალაშვილის თქმით, მისთვის სასიამოვნოა, როცა მისი მხარდამჭერებისთვის მოტივაციაა. “ძალიან გახარებული ვარ. გულშემატკივრების ბედნიერება მეც მახარებს. მიხარია, რომ მათთვის მოტივაცია ვარ. დიდი მადლობა ქართველ ხალხს გულშემატკივრობისთვის”, - აღნიშნა ძიუდოისტმა, ტატო გრიგალაშვილმა. ინფორმაციისთვის, ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. იპნ
-
შექმნილი კრიზისი, როცა საქართველოს ევროინტეგრაცია გაყინულია, ხოლო ყველა პარტნიორი სახელმწიფო ურთიერთობების გადახედვის პროცესშია, მთლიანად "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განუცხადა. ლილუაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ ნდობა დაკარგულია. ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, მმართველ გუნდს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას აღება და შექმნილი რეალობისთვის თვალის გასწორება არ სურს. "ამიტომ ერთის მხრივ, ამბობენ, რომ სტრატეგიული პარტნიორები მტრები არიან, ხოლო მეორეს მხრივ, ღიად ვერ ამბობენ, რომ ანტიდასავლური პოლიტიკის წარმოება სურთ, რადგან იციან, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მოწადინებულია ქვეყნის ევროპული განვითარებისაკენ. თქვენ როგორ შეაფასებდით, როცა მეგობარი არაერთხელ მოგატყუებდათ, დაიწყებდა თქვენს ლანძღვას, თქვენი რეპუტაციის შელახვას და დადანაშაულებას იმაში, რომ მისთვის ცუდი გინდათ - თქვენ როგორც მეგობარი, როგორც ადამიანი როგორ მოიქცეოდით?! ზუსტად იგივე ხდება, როცა სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობას ეხება საქმე. ხელისუფლება ცდილობს, რომ სწორედ სტრატეგიულ პარტნიორებს დააბრალოს, რომ მათ ამ ქვეყანაში ომი უნდათ - ეს იმ სახელმწიფოებს დააბრალოს, რომელთაც ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს მხარდაჭერის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ. ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ ასეთ სახელმწიფოებს უწოდებენ მტრებსა და არაკეთილმოსურნეებს. ამიტომ დაანებონ თავი კეკლუცს - ან ღიად თქვან, რომ ანტიდასავლური პოლიტიკის განმახორციელებლები არიან ან უბრალოდ, წავიდნენ და დაგვასვენონ - თვითონაც დაისვენონ და ჩვენ დაგვასვენონ პენსიაში გასვლით", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. იპნ
-
ლაშა გურულმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარიზის ოლიმპიური თამაშები მოკრივე ლაშა გურულმა (63.5კგ) ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ნახევარფინალურ შეხვედრაში ლაშა გურული კუბელ მეტოქესთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. ipn -
ჩოგბურთი | ნოვაკ ჯოკოვიჩი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მამაკაცთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. ლეგენდარულმა სერბმა ესპანელ კარლოს ალკარასს ორ სეტში, 7:6, 7:6 მოუგო. ფინალი ძალიან დრამატული და სანახაობრივი გამოვიდა, მატჩის განმავლობაში არცერთი ბრეიქი არ შესრულებულა და სერბმა მეტოქეს ტაიბრეიქზე ორჯერ აჯობა. პირველი სეტის ტაიბრეიქი 7:3 დასრულდა, ხოლო მეორე სეტის მე-13 გეიმში ჯოკოვიჩმა მეტოქეს 7:2 მოუგო. შედეგად, 37 წლის სერბი ჩოგბურთელი თავის კარიერაში ოლიმპიური ჩემპიონი პირველად გახდა. მას 2008 წელს ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოგებული. ავტორი - ბექა ბლიაძე -
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავები წარადგინა და ხაზი გაუსვა საჰაერო ძალების განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას. მისი თქმით, ხშირად ისმოდა უკრაინის მისამართით სიტყვა „შეუძლებელი“, თუმცა უკრაინამ ეს შეძლო და ახლა F-16-ები უკრაინაშია. „ჩვენ ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განვითარების ახალ ეტაპზე ვართ. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ უკრაინის საჰაერო ძალების ახალ საავიაციო სტანდარტზე - დასავლურ საბრძოლო ავიაციაზე გადასაყვანად. ამ ომის დაწყებიდან ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვსაუბრობდით უკრაინის ცის რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისგან დახურვის აუცილებლობაზე. ჩვენ გავმართეთ ასობით შეხვედრა და მოლაპარაკება ჩვენი ავიაციის, საჰაერო თავდაცვისა და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საპასუხოდ ხშირად გვესმოდა სიტყვა „შეუძლებელი“, მაგრამ ჩვენ შევძელით შესაძლებელი ის, რაც იყო ჩვენი ამბიცია, ჩვენი თავდაცვის საჭიროება და ახლა - ეს რეალობაა ჩვენს ცაში. F-16-ები უკრაინაშია“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ პილოტებს, რომლებიც ახალ თვითმფრინავების მართვას ეუფლებიან და ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს. „ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ყველა ეს ნაბიჯი აახლოებს უკრაინის გამარჯვებას ომში. ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებს და მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ ენახათ F-16-ები როგორც ადგილზე, ასევე ცაში. ipn