Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. საქართველო განუხრელად აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მიზნად ისახავს, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოს ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება და განვითარება,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. „2024 წელს 16 წელი სრულდება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან. 16 წლის შემდეგაც რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს განუყოფელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევითა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულებელყოფით, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021-24 წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ბაზები; საოკუპაციო ძალების მიერ რეგულარულად ჩატარებული სამხედრო წვრთნები; საოკუპაციო ხაზზე ხელოვნურად აღმართული ბარიერები; საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობები, უკანონო დაკავებები, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია და რუსეთის მიერ განხორციელებული სხვა დესტრუქციული ქმედებები კიდევ უფრო აუარესებს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მყიფე უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ გარემოს. ამავდროულად, რუსეთი დღემდე აბრკოლებს ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავ წვდომასა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას. საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ჩატარებით, დასახლებული პუნქტებისა და სტრატეგიული ობიექტების გადაფორმებით, საოკუპაციო რეჟიმებთან სხვადასხვა სახის ინტეგრაციული ე.წ. ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების დადებითა და განხორციელებით, რუსეთი მიზნად ისახავს საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ სისტემებში ინტეგრაციას და ხელს უწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევას როგორც დანარჩენი საქართველოსგან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისგან. საქართველო განუხრელად აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მიზნად ისახავს, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოს ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება და განვითარება. საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომლის მთავარი მიზანია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხების გადაწყვეტა. საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად და საერთო ევროპული მომავლის მშენებლობისკენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ და უპირობო მხარდაჭერას და მადლიერია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, შეწყვიტოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების დაბრკოლება. საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს და პატივს მიაგებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს“,- ნათქვამია განცხადებაში.
  2. რუსეთის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა გამოაცხადა. “რეგიონის ტერიტორიაზე მტრული ძალების შესვლის შედეგების ლიკვიდაციისთვის 7 აგვისტოდან საგანგებო ვითარების გამოცხადების შესახებ მივიღე გადაწყვეტილება”, - წერს გუბერნატორი “ტელეგრამის” პირად არხზე. სმირნოვის თქმით, რეგიონის სასაზღვრო რაიონებში მძიმე ოპერატიული ვითარება რჩება. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლება დაიკავეს. "ტელეგრამ" არხებზე ვრცელდება ცნობებიც, რომ ოლქში ასეულობით უკრაინელი სამხედრო იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები უკრაინის მხრიდან “მასშტაბური პროვოკაციაა”. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ოლქში “განურჩეველი სროლა” მიდის იარაღის სხვადასხვა სახეობიდან, მათ შორის სარაკეტო იარაღიდან. უკრაინულ მხარეს განვითარებულ მოვლენებზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. ipn
  3. საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიიდან თექვსმეტი წლის შემდეგ, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,- ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები. „საფრანგეთი ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლებების ცალმხრივი აღიარება, ამ რეგიონების მილიტარიზაცია, ისევე როგორც ამ რეგიონებსა და დანარჩენ საქართველოს შორის ურთიერთობაში დაბრკოლებების შექმნა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის მიუღებელ ხელყოფას. საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები. საფრანგეთი ასევე კვლავ უცხადებს მხარდაჭერას „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების" პლატფორმას, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერო. მხოლოდ დისკუსიის ეს ჩარჩო მისცემს შესაძლებლობას მხარეებს, იმუშაონ ერთობლივი გადაწყვეტის სასარგებლოდ. საფრანგეთი, თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა (EUMM) და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობის და საქართველოს ევროპულ გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას“,- ნათქვამია განცხადებაში.
  4. მაინტერესებს, ბოლოს როდის მიმართა ჩვენმა კულტურის მინისტრმა იუნესკოს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში - სად არის შერიგების მინისტრი? რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერგნეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ოკუპაცია არ არის მოცემულობა და ამის არც დავიწყება შეიძლება და არც შეგუება. საუბრის ბოლოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა „უცხოურ აგენტებს“ იმისათვის, რომ ერგნეთის აღდგენა, მათი დაფინანსებით მოხდა. „ეს არის მეხსიერება, რომლის დავიწყება არ შეიძლება, არც შეგუება შეიძლება. როგორც პრემიერმა ბრძანა, ეს არ არის მოცემულობა, ეს არის ის, რასაც არასდროს შევეგუებით. არ შეგუება ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, არა ძალით და ომით დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები. ამ ტერიტორიების, უფრო სწორედ მოსახლეობის გაერთიანება, იწყება აქ, ამ სოფლის (ერგნეთი) გაძლიერებით. იწყება იმ ადამიანებით, რომლებიც ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ. მაინტერესებს, ბოლოს როდის მიმართა ჩვენმა კულტურის მინისტრმა (თეა წულუკიანი) იუნესკოს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში. რა კეთდება ამ მიმართულებით? რა კეთდება ქართული ენისთვის? რა კეთდება იმისათვის, რომ აქედან ტრანსპორტი დაინიშნოს? ეს ხომ არ არის ძნელი. სად არის შერიგების მინისტრი? რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი. არ შეიძლება არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილია უცხოური აგენტების ფულით, მადლობა მათ “, - განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
  5. უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „7 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 16 წელი შესრულდა, რომლის შედეგადაც, ასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია განხორციელდა. რუსულმა ოკუპაციამ აღნიშნული ქართული რეგიონები ნაცრისფერ ზონებად აქცია, სადაც უკანონობა სუფევს და ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია. საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვმა ე.წ. „ბორდერიზაცია“ განაგრძო, ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, ზეწოლა, პროპაგანდა და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდული მეთოდები“, - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება უნდა გააუქმოს. „უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს. რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს და საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება უნდა გააუქმოს. რუსული იმპერიალიზმი სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში საუკუნეების განმავლობაში უცვლელი რჩება და ღრმად ფესვგადგმული შოვინიზმისგან, სხვა ხალხების, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უპატივცემულობისგან და იმპერიული ბატონობის აღდგენის სურვილისგან შედგება. რუსეთის აგრესია საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ, მოსკოვის ამ დიდი ხნის იმპერიული პოლიტიკის ეპიზოდია, რომლის ადგილიც 21-ე საუკუნეში არ არის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ დახმარება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია, აიძულოს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დატოვოს და რუსი დამნაშავეები ყველა უსამართლობის, დანაშაულისა და სისასტიკის გამო დასაჯოს“, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
  6. 2008 წლის რუსული აგრესიიდან 16 წელი გავიდა. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები ქალბატონ ლია ჩლაჩიძესთან აგვისტოს ომის მუზეუმში ერგნეთის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. "ქალბატონმა ლიამ დღევანდელობას მთელი სიმძაფრით შემოუნახა რუსული აგრესიის უმძიმესი ადამიანური ტრაგედიის ისტორიები. გასაოცარია მისი გმირობა და პატრიოტიზმი, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს იმედს აძლევს. ქალები ქმნიან თანამედროვე გმირობის ისტორიას და ქმნიან ერთიანი მშვიდობიანი საქართველოს მომავლის შესაძლებლობას. ჩვენი ვალია მათი გვერდში დგომა და ქვეყნის გამთლიანების მიზნისკენ ერთად სვლა.", - განაცხადეს პარტიის ლიდერებმა.
  7. დღეს, 20:00 საათზე, ტატა ხვედელიანისა და ნათია მეზვრიშვილის LIVE ჩართვა ემიგრანტი ქალებისთვის. საუბარი შეეხება 2024 წლის არჩევნებს, ემიგრანტების ჩართულობის მნიშვნელობას, ასევე იმ შესაძლებლობებს, რასაც ქალთა ორგანიზაცია “საქართველოსთვის” გთავაზობთ. LIVE იქნება აქ: https://www.facebook.com/profile.php?id=100095185000871&mibextid=LQQJ4d https://www.facebook.com/100095185000871/videos/1212962713186895
  8. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საგზაო უსაფრთხოების მიზნით, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა მოქმედებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2024 წლის 30 ივნისის მონაცემებით საქართველოში ჯამში 7 784 ვიდეოკამერაა ერთიან ქსელში ჩართული. აქედან, 5 428 ზოგადი ხედვის კამერაა, ხოლო 2 356 - ნომრების ამომცნობი. შსს-ის ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი კონტროლი თბილისზე ხორციელდება, სადაც კამერების 34% მოდის. კერძოდ, დედაქალაქში 2 636 კამერაა განთავსებული, აქედან 2 250 ზოგადი ხედვის, ხოლო ნომრის ამომცნობი 386-ია. შემდეგია, ქვემო ქართლი 13,5%-ით. რეგიონში 1 048 კამერაა, აქედან 700 ზოგადი, 348 კი ნომრის ამომცნობი. კამერების რაოდენობით აჭარა მესამე პოზიციაზეა, აქ 560 მოწყობილობაა ქსელში ჩართული, აქედან 236 ზოგადი, ხოლო 324 ნომრის ამომცნობია. უფრო კონკრეტულად, ვიდეოკამერების განაწილება რეგიონების მიხედვით, იხილეთ ცხრილში: ავტორი: ნინი ქეთელაური
  9. აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს აზერბაიჯანიდან გამოქცეული ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში გასულ კვირას დააკავეს და საექსტრადიციო პატიმრობაშია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, აფგან სადიგოვის დაკავება აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვასთანაა დაკავშირებული. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი, თავი შეიკავოს სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღებისგან, მათ შორის საზღვარგარეთ, და შეწყვიტოს პრესის თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობები“, – ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი. პუბლიკა
  10. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა. 2021 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდება დააკმაყოფილა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო. სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთს დარღვევა 6 მუხლში – სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა. ასევე დაადგინა გადაადგილების თავისუფლების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევაც. პუბლიკა
  11. მეორე დღეა ბორჯომის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, კლიმატური პირობების გამო, გუშინ, 6 აგვისტოს წყალი აიმღვრა, რის გამოც მიწოდება შეაჩერეს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის წყალი უკვე გაშვებულია ქსელში და დღის ბოლომდე, ეტაპობრივად აღდგება მთელი ქალაქის მასშტაბით. კომპანიის განცხადებით, შეფერხების განმავლობაში მოსახლეობას წყალი ცისტერნების საშუალებით მიეწოდებოდა. ნეტგაზეთი
  12. რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას ვგმობთ, ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს სრულად ვუჭერთ, - ამის შესახებ განცხადებას ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) ამერიკის შეერთებული შტატების მისია ავრცელებს. „რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას ვგმობთ. რუსეთის მიერ საქართველოს აღნიშნული რეგიონების ოკუპაცია, ისევე როგორც მისი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს და ეუთო-ს ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს სრულად ვუჭერთ“, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  13. დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს,- ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, განმარტავენ, რომ გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. „დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“,- აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
  14. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს-რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, განმარტავენ, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან თექვსმეტი წელი გავიდა. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს. რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- წერია განცხადებაში. იპნ
  15. დღეს „ოცნება“ აბსოლუტურად ხელოვნურად ცდილობს მიხეილ სააკაშვილის საკითხის აქტუალიზებას, იმიტომ, რომ პოლიტიკურად სჭირდება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს აძლიერებენ და აცოცხლებენ. „რამდენი პატიმარი შეგიძლიათ რომ დამისახელოთ, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, პირდაპირ ეთერში განახორციელონ საარჩევნო აგიტაცია. გასაგებია, რომ ამ ყველაფერს მეორე მხარეც გააჩნია, მაგრამ ეს კითხვას ბადებს, რომ ამას „ოცნება” აჭიანურებს და მათ შორის, ეს აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობის შეფარდება და ყველა პროცესი, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარეობს. რეალურად, ამას „ოცნება“ აკეთებს ხელოვნურად, რომ მიხეილ სააკაშვილი სათავისოდ, პოლიტიკურად გამოიყენოს. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ერთმანეთს აძლიერებენ და აცოცხლებენ. მიხეილ სააკაშვილი ბევრ ისეთ რაღაცას ლაპარაკობს, რაც „ოცნებას“ აძლიერებს და ეხმარება. ხშირად გვიჩნდება კითხვა: ერთი მხრივ, “ოცნება” რატომ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად აქტუალური იყოს და მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაპარტიელები რატომ საუბრობენ ისეთ რაღაცებს, რომლითაც “ოცნებას” ეხმარებიან. საბოლოო ჯამში, მარტივი დასკვნაა, რომ ისინი უბრალოდ, ერთმანეთს აძლიერებენ”, - აღნიშნა დაუშვილმა. ამავე თემაზე საუბრის დროს დაუშვილმა აღნიშნა, რომ “შეწყალების თუ სხვა ფორმით მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თუ გათავისუფლდება, ეს ყველა ვარიანტში „ოცნების“ სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება“. იპნ
  16. რა ხდება ევოლუშენ ჯორჯიაში და რას აკეთებს მთავრობა, როცა 7500 სამუშაო ადგილს საფრთხე ექმნება? ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2469975670074102/
  17. "ჩვენი მიზანია ამ ქვეყანაში დავასრულოთ ერთკაციანი, ერთპარტიული მმართველობა." მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ”საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1183003602914982/
  18. ამ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა ერთ მარტივ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, გვინდა თუ არა კორუფციით დაჭაობებულ ქვეყანაში ცხოვრება. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/840030884432760/
  19. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა. კომიტეტის განცხადებით,ლ ევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში 5 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე ოჯახებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია თავიანთი ახლობლების მოძიებისა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებით. ასევე, ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ორგანიზაციის ინფორმაციითვე, 2013 წლიდან, სხვადასხვა ლოკაციაზე მოძიებულია 543 ადამიანის ნეშტი, აქედან 301 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს. 1992-93 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება სულ 1849 ადამიანი, მათ შორის სამხედრო და სამოქალაქო პირები. ნეტგაზეთი
  20. დედაქალაქის მერია ერთი მხრივ საბურთალოზე, ბროწეულის ქუჩა N5-ში სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილი ბზარების შესახებ, მეორე მხრივ კი ვაკეში, რაზმაძის ქუჩაზე ფერდის ჩამოშლის ფაქტზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ბროწეულის ქუჩაზე სამუშაოები შეჩერებულია, ხოლო რაზმაძის ქუჩაზე მშენებლობის შეჩერების დადგენილება გამოიცა. უფრო კონკრეტულად, მერიის ინფორმაციით, ბროწეულის ქუჩა N5-ში დამკვეთს დაევალა დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიებების გატარება. რაც შეეხება რაზმაძის ქუჩას, უწყებაში განმარტავენ, რომ უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებელი დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით, ასევე, მიღებული იქნა მშენებლობის შეჩერების დადგენილება და მშენებელს დაევალა შესაბამისი საექსპერტო შეფასებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილების საფუძველზე დაზიანებული ფერდის აღდგენა. „საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტომასალას საბურთალოს რაიონში, ბროწეულის ქუჩა N5-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილი ბზარების შესახებ. აღნიშნულ მისამართზე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით, შეთანხმებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომელსაც შპს „გელოვანი დეველოფმენთი“ ახორციელებს. კომპანიას დაწყებული ჰქონდა საძირკვლისა და ხიმინჯების მოწყობა, თუმცა, ვინაიდან ბზარები შეინიშნებოდა, ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია. მუნიციპალურმა ინსპექციამ დაიწყო შესწავლა. ამ ეტაპზე, გამოიკვეთა, რომ პროექტში გათვალისწინებულია დასკვნის საფუძველზე შესაძლო რისკების დაზღვევის მიზნით კონსტრუქციული ღონისძიებები. დამკვეთს დაევალა დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიებების გატარება. კომპანიამ დაგვიდასტურა, რომ დაწყებული აქვს კვლევები ბზარებთან დაკავშირებით. კვლევის საბოლოო შედეგები უახლოეს დღეებში შესაბამისი ფორმით წარმოდგენილი იქნება მუნიციპალურ ინსპექციაში. ასევე, გვსურს განმარტება გავაკეთოთ ვაკის რაიონში, რაზმაძის ქუჩაზე ფერდის ჩამოშლის ფაქტზეც. აღნიშნულ მისამართზე ხორციელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტი. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს ჩამოიშალა ფერდი. ასევე, დაზიანდა სავალი ნაწილიც. მომხდარ ფაქტზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოხდა კანონით გათვალისწინებული რეაგირება. კერძოდ, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებელი დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით. ასევე, მიღებული იქნა მშენებლობის შეჩერების დადგენილება და მშენებელს დაევალა შესაბამისი საექსპერტო შეფასებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილების საფუძველზე დაზიანებული ფერდის აღდგენა“, - აღნიშნავენ მერიაში. იპნ
  21. საკონსტიტუციო სასამართლოში ადასტურებენ, რომ USAID-მა საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის პროექტს დაფინანსება შეუჩერა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადეს, საზაფხულო სკოლას USAID-თან ერთად ევროსაბჭოც აფინანსებს, თუმცა ევროსაბჭოს ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია. "ჩვენ გვაქვს საზაფხულო სკოლა, რომელიც USAID-ის, ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტი და, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივი პროექტია. წელს, usaid-მა გადაწყვიტა, რომ შეეჩერებინა დაფინანსება. ევროსაბჭოს არ მიუღია მსგავსი გადაწყვეტილება", - აცხადებენ საკონსტიტუციოში სასამართლოში. იპნ
  22. ვუყუროთ ამათ სახეებს, მე მგონი, საკმაოდ შეშინებული არიან, მთავარიდან დაბალ რგოლებამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, თუკი, არჩევნებს ხელისუფლების ცვლილება არ მოჰყვა, რამდენად იქნება დასავლეთის მხარდაჭერის იმედი და არსებობს თუ არა საფრთხე, რომ არჩევნებს დამოუკიდებლები დამკვირვებლები არ ჰყავდეს. „დამოუკიდებელი დამკვირვებლები იქნებიან. იქნებიან, როგორც შიდა, ისე გარე დამკვირვებლები. „თუ“ არ არსებობს, რადგან ამით არ იგებ არასდროს, ფეხბურთში იქნება, თუ სხვა სპორტში, შემართებით უნდა იყო და უნდა იცოდე, საითკენ მიდიხარ. თუ იცი საითკენ მიდიხარ, ვუყუროთ ამათ სახეებს, მე მგონი, საკმაოდ შეშინებული არიან, მთავარიდან დაბალ რგოლებამდე. ასე რომ, არ მგონია, ესენი იყვნენ იმ შემართებით, რომელსაც მოაქვს გამარჯვება. სწორი გზა საქართველოსთვის და მისი ინტერესებისთვის, ერთადერთი სწორი გზა არის ევროპული გზა, არის მისი დამოუკიდებლობის და არა მისი იზოლაციის გზა რუსეთის წინაშე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
  23. ერთხელ და სამუდამოდ, პასუხი გაცემულია, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“ სჭირდება , - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა, ის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახლა სააკაშვილის საკითხი აქტუალური არ არის. „ძალიან ნიშანდობლივია, რომ ყველა მისი სასამართლო ახლა ინიშნება, ყველა სასამართლოზე აძლევენ პირდაპირ ტრანსლაციას, ასეთი რამ არსად მინახავს - აძლევენ შეუზღუდავად პირდაპირ ტრანსლაციას, რომ პოლიტიკური გზავნილები იქიდან გააგზავნოს, იმიტომ, რომ „ოცნების“ ბოლო იმედია, ამომრჩეველი კიდევ სააკაშვილით შეაშინოს. დღეს არ არის საკითხი, არ დგას, აქტუალური არ არის სააკაშვილი, დღეს აქტუალურია, რა მომავალი ექნება საქართველოს, ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და მერე სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
  24. მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაშლიჯვარში, ბროწეულისა და იასამნის კვეთაზე ნაპრალი გაჩნდა. მისი თქმით, მანამდე იქ არქი ჯგუფი 16-სართულიან კორპუსს აშენებდა, თუმცა მოულოდნელად შეწყვიტეს სამუშაოები და ტექნიკა გაიყვანეს. მოქალაქის ცნობით, ამის შემდეგ, მოსახლეობა დაინტერესდა, რატომ შეწყდა სამუშაოები და ის ტერიტორია დრონით გადაიღო. „პუბლიკა“ დამატებითი დეტალების გასარკვევად დაკავშირებას მერიის პრესსამსახურთან ცდილობს. პუბლიკა
  25. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” შოვის ტრაგედიის ერთი წლის თავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ რაჭაში 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარებულმა უმძიმესმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა ბუნებრივი კატასტროფების მართვის და მათზე რეაგირების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია, მათ შორის, კანონმდებლობის აღსრულებასთან, პოლიტიკის შემუშავებასთან, საზოგადოების ინფორმირებასთან და მომხდარის ეფექტიან გამოძიებასთან. საია პრობლემურად მიიჩნევს ფაქტს, რომ ქვეყანას კვლავ არ გააჩნია ადრეული გაფრთხილების სისტემები, რაც უზრუნველყოფს ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციას/მინიმუმამდე შემცირებას და წარმოადგენს,როგორც საქართველოს კანონმდებლობიდან, ასევე, სენდაის ჩარჩო – პროგრამიდან გამომდინარე ვალდებულებას. საიამ 2023 წელს მოამზადა საადვოკაციო დოკუმეტი საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან დაკავშირებით – ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2023 წელს რაჭასა და გურიაში განვითარებული მოვლენების მაგალითზე, რომელშიც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დასმული ბევრი საკვანძო შეკითხვა კვლავ პასუხგაუცემელია. საიას განცხადებით, დღეის მონაცემებით, საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში არ იკვეთება, რომ შესწავლილი და შეფასებულია, თუ რის საფუძველზე დამტკიცდა 2022 წლის 18 დეკემბერს კურორტ შოვის განაშენიანების გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მომხდარი სტიქიის ზონაში სასტუმროს ტიპის საცხოვრებლების მშენებლობის უფლების გაცემას, გეოლოგიურ ბიულეტენში იდენტიფიცირებული რისკის მიუხედავად. ამასთან, საიაში საუბრობენ იმაზე, რომ წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა კონკრეტულად მდ. ბუბისწყლისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ ინფორმაციას ხშირად აწვდიდა ადგილობრივ ხელისუფლებას, მოითხოვდა მდინარის ნაპირების გამაგრებასა და, ზოგადად, შოვში გარემოს მდგომარეობით დაინტერესებას – მათი განცხადებით, ამის მიუხედავად, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, რატომ ვერ მოხდა თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან აღნიშნული რისკებით დაინტერესება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საყურადღებოა, რომ შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგაც, ტრაგედიაზე პასუხისმგებელი არცერთი პირი არ გამოვლენილა. მათი თქმით, არასამთავრობო სექტორის არაერთი მოწოდების მიუხედავად, კვლავ პრობლემურია საქმეზე მიმდინარე გამოძიების კვალიფიკაცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საგამოძიებო ორგანო არ არის დაინტერესებული სრულად და ყოველმხრივ აწარმოოს გამოძიება. საიას ცნობით, პროკურატურას ამ დრომდე არ უცნია დაზარალებულად შოვში სტიქიას გადარჩენილი პირების ნაწილი, მათ შორის ბავშვები, რომლებიც უშუალოდ ღვარცოფულ მასაში იმყოფებოდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში. საია მოუწოდებს: გარემოს ეროვნულ სააგენტოს, უზრუნველყოს ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება მოსალოდნელ ბუნებრივ კატასტროფათა რისკების დასადგენად; მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, რა გამოწვევები არსებობს ამ მხრივ და რა ნაბიჯები გადაიდგა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ აღმოსაფხვრელად; მუნიციპალიტეტებს, შეიმუშაონ უსაფრთხოების პასპორტები. მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით და რა ეტაპზეა მათი შემუშავების პროცესი; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა ადრეული შეტყობინების სისტემის შემუშავებისთვის და რა ეტაპზეა აღნიშნული პროცესი; პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს, მიაწოდონ საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და მათი შედეგების შესახებ, ასევე, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე (განსაცდელში მიტოვება) და 342-ე (სამსახურებრივი გულგრილობა) მუხლებით გათვალისწინებული კვალიფიკაციით. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...