Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 1000 კმ² ჩვენი კონტროლის ქვეშ არის, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა, სადაც მას რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. „ამჟამად, რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 1000 კმ² ჩვენი კონტროლის ქვეშ არის. სიტუაცია ჩვენს კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა ალექსანდრ სირსკიმ. ცნობისთვის, კურსკის ოლქში ოპერაციის შესახებ ეს უკრაინის ხელისუფლების პირველი ოფიციალური განცხადებაა. იპნ
  2. “ოცნებამ” ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მთავარი ინტერესი დღეს არის არჩევნების დაცვა და ქართველი ხალხის ამ მხრივ დახმარება. ბუნებრივია ეს “ოცნებაში” გარკვეულ შიშებს აღძრავს, იმიტომ, რომ “ოცნება” არჩევნების გაყალბებას აპირებს, ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/887188736606018
  3. მილევად რეჟმში მყოფ ხელისუფლებას ერთადერთი ძალადობა დარჩა ხელისუფლების შენარჩუნების ბერკეტად, რასაც "ნაც.მოძრაობა" აკეთებდა 2012 წელს, იმავე მეთოდებს იყენებს დღეს "ოცნება". ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/493785433281238/
  4. უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ, - ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა. „ზუსტად ამ ზონაში 28 დასახლებული პუნქტი მდებარეობს, ეს დაახლოებით 2 ათასი ადამიანია, რომელთა ბედი ჩვენთვის უცნობია“, - განაცხადა სმირნოვმა. სმირნოვის თქმით, უკრაინელი სამხედროები 12 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ და 40 კილომეტრის სიგანის ზოლი დაიკავეს. ipn
  5. სოფელი დიღომში კაცი მოკლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” ეუბნებიან, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. publika
  6. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ ნებისმიერ თავდასხმაზე, რომელმაც შესაძლოა მეტად გაამწვავოს რეგიონული დაძაბულობა, პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება. განცხადება გაავრცელეს: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა – ისინი ირანს და მის პარტნიორებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ თავდასხმებისგან. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ემხრობიან მედიატორების აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის პოზიციას, რომ ისრაელ-ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების გადადება აღარ შეიძლება. კვირას ჰამასმა ორაზროვანი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, მიიღებს თუ არა მონაწილეობას მიმდინარე კვირაში დაგეგმილ მოლაპარაკებების შეხვედრაში. ისრაელმა კი გასულ კვირას აღნიშნა, რომ შეხვედრაზე თავის წარმომადგენლობას გაგზავნის. სამი ქვეყნის ლიდერის ერთობლივი განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც Axios-მა ისრაელის დაზვერვაზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანის თავდასხმა უახლოეს დღეებში იგეგმება. ირანმა მუქარის შემცველი განცხადებები ჰამასის პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის შემდეგ გააკეთა. publika
  7. ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნება” იტყუება, როდესაც საუბრობენ, რომ მათ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა უნდათ, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, სენატორმა და კონგრესმენმა პირდაპირ დაადასტურეს ის იმედგაცრუება, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდგომ დარჩათ. „რაც შეეხება შეერთებული შტატების ორპალატიან და ორპარტიულ ვიზიტს საქართველოში, ფაქტობრივად ამ ვიზიტმა და კონგრესმენისა და სენატორის შემდგომმა პრესკონფერენციამ პირდაპირ და თვალნათლივ დაადასტურა 2 რამ: პირველი ის, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდითაა და ის იქნება ქართველი ხალხის მთავარი მხარდამჭერი იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმები არჩევნებზე დაცული იყოს. ის, რომ არჩევნები ჩატარდეს ისეთ გარემოში, სადაც ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ თავიანთი ნების გამოხატვას და არა ზეწოლის, მუქარისა და მოსყიდვის ქვეშ. მეორე, ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნება“ იტყუება, როდესაც საუბრობენ, რომ მათ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა უნდათ - ეს პირდაპირ აღინიშნა. სენატორმა და კონგრესმენმა პირდაპირ დაადასტურეს ის იმედგაცრუება, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდგომ დარჩათ. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა ამ შეხვედრის შემდგომ”, - აღნიშნა დაუშვილმა. ipn
  8. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს. უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. ცნობისთვის, მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. იპნ
  9. არჩევნებზე, ამერიკელი სენატორების ვიზიტზე და პასუხისმგებლიანი ოპოზიციის როლზე. ეპიზოდი #27 "გახარიას კვირა"
  10. რუსეთის ბელგოროდის ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარე კრასნოიარუჟსკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. „განგაშის დილა გვაქვს. მტრის აქტიურობა კრასნოიარუჟსკის რაიონის საზღვარზე. ვიწყებთ კრასნოიარუჟსკის რაიონში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხო ადგილებში გადაყვანას,” - აღნიშნა გუბერნატორმა. მისი თქმით, ევაკუაციისთვის ტრანსპორტი უკვე გაგზავნილია. მანამდე გუბერნატორმა დაწერა, რომ კრასნოიარუჟსკის რაიონის სოფელი ვიაზოვო ნაღმტყორცნებიდან ორჯერ დაბომბეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი და ელექტროენერგიის მიწოდება სარეზერვო ხაზებით ხორციელდებოდა. ამასთან, „ტელეგრამ“ არხმა „რიბარმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრასნოიარუჟსკის რაიონში, კოლოტილოვკას საგუშაგოსთან უკრაინულმა ფორმირებებმა შეტევა დაიწყეს. იპნ
  11. კურსკის ოლქის რეგიონულმა ოპერატიულმა შტაბმა ბელოვსკის რაიონის მცხოვრებლების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი იუწყება. „ტრანსპორტის რეგიონულ სამინისტროს დავავალე, მოამზადოს დამატებითი ტრანსპორტი. ავტობუსები უკვე მორიგეობენ უსაფრთხო ადგილებში. ახლა მთავარია დასახლებული პუნქტების მოსახლეობას დროულად ვაცნობოთ ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის შესახებ“, - წერს გუბერნატორი. ბელოვსკის რაიონის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ვოლობუევმა, თავის მხრივ, ტელეგრამით მიმართა 10-მდე სოფლისა და დასახლების მოსახლეობას, ვისაც ბელოვსკის რაიონის ტერიტორიის დატოვება სურს, პირადად დაუკავშირდეს მას. ვოლობუევის განმარტებით, ამ დასახლებებიდან გამოიყოფა ავტომობილები, რომლითაც მოქალაქეებს საევაკუაციო ცენტრებში გადაიყვანენ. იპნ
  12. შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში, სადაც დაძაბულობა იზრდება, მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი გაგზავნა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პენტაგონმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა რეგიონში მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი „ჯორჯია“ გაგზავნა. მან ასევე გასცა განკარგულება, რომ დაჩქარდეს ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ გადაყვანა, რომელიც უკვე მიემართება ტერიტორიისკენ და რომელსაც F-35C ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები გადააქვს. ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ ყველა შესაძლო ნაბიჯს გადადგამს თავისი მოკავშირის დასაცავად. BBC-ი წერს, რომ პენტაგონის გადაწყვეტილებები მიუთითებს, რომ აშშ მზადაა, დაეხმაროს ისრაელს ირანის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმისგან თავის დაცვაში. იპნ
  13. "შალვა პაპუაშვილი არჩევნებში დასავლურ ჩარევაზე ერთადერთი მიზნით საუბრობს: გადაფაროს მისი პერსონალური როლი ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში. მას აბარია არჩევნებან დაკავშირებული დეზინფორმაციის და ტყუილების გავრცელება, შეითავსა მოძალადის როლიც და მისი მუქარის საფუძველზე რეალიზებული ძალადობის გადაფარვასაც დასავლეთის წინააღმდეგ სიცრუის გავრცელებით ცდილობს: 1. 26 ივლისს მან ბრიფინგზე დააანონსა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო და დაემუქრა ოპოზიციას ზონდერების ძალადობით. მისი მუქარა განავრცეს „ოცნების“ და მისი სატელიტი „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა; 2. ამას წინ უძღოდა პაპუაშვილის მიერ 11 ივლისს, მისსავე ფბ გვერდზე მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და აქტივისტების მიმართ სახელობითი მუქარა, საიდანაც დაახლოებით 1 საათში აქტივისტ ბერძენიშვილს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ; 3. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს, რას ფიქრობდა მის მიერ წახალისებულ ამ თავდასხმაზე, ძალადობის დაგმობის ნაცვლად, მან კიდევ უფრო მეტი ძალადობა დააანონსა; 4. 05 აგვისტოს პაპუაშვილის მუქარა რეალიზებული იქნა ბათუმში, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიას ვმართავდით. ადგილზე ორგანიზებულად მივიდნენ „ოცნების“ ზონდერ-აქტივისტები (ზოგიერთი მათგანი ნასვამ მდგომარეობაში) და შეეცადნენ კამპანიის ჩაშლას. პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს და დაატოვებინეს ტერიტორია. გამოძახებული პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც „ოცნების“ ზონდერ-აქტივისტებმა ტერიტორია დატოვეს. 30 ივლისს და 7 აგვისტოს ოფიციალური განცხადებით მივმართე საქართველოს პროკურატურას. თითოეულ განცხადებას თან ერთვის მტკიცებულებები. პარლამენტის თავმჯდომარის ქმედებაში არის სისხლის სამართლის კოდექსის 239 პრიმა მუხლით (ძალადობისკენ მოწოდება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები (მეტიც, უკვე რეალიზებული ძალადობა). მიუხედავად იმისა, რომ პასუხი არ მიმიღია, არც კი ვუშვებ, რომ გამოძიება არ დაწყებულა. საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia დაიბარეთ პარლამენტის თავმჯდომარე გამოკითხვაზე; გაარკვიეთ რა როლი აქვს შალვა პაპუაშვილს ზონდერების დაცვის ამნისტიის ტექსტის შემუშავებაში. ინტერესი აშკარად იკვეთება. სამართლიანი არჩევნები (ISFED) საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველო - IRI Georgia აქვე ვიტყვი „დემოკრატიის ფესტივალზე“: იმ დროს, როცა „ოცნება“ არჩევნების გაყალბების კომპლექსურ პროცესს აწარმოებს, მინიმუმ უდიდესი შეცდომაა ეს ყველაფერი მისი ორგანიზატორების და მონაწილე ოპოზიციის მხრიდან. არ შეიძლება, „ოცნებას“ აი ამ ტიპის ქმედებებისგან, რაც ზემოთაა აღწერილი, თავის დაძვრენის შესაძლებლობა ექმნებოდეს." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ბმული: https://www.facebook.com/share/p/5evSTs1E52VNzQPR/?
  14. უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძრის გაჩენის შესახებ იუწყებიან. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეში ხანძარი რუსულმა ძალებმა გააჩინეს, ზაპოროჟიეს მარიონეტი ხელმძღვანელი კი ამტკიცებს, რომ ხანძარი უკრაინელების შეტევის შედეგად გაჩნდა. ზელენსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დიდი კვამლი ჩანს. მისი თქმით, რადიაციის ზღვარი ნორმაშია, თუმცა ის აღნიშნავს, რომ რუსეთი ატომურ ელექტროსადგურს უკრაინისა და მთელი მსოფლიოს „შანტაჟისთვის” იყენებს. პარალელურად კი, რუსეთი ამტკიცებს, რომ ელექტროსადგურზე ხანძრის გაჩენაში დამნაშავე უკრაინაა და მოუწოდებს IAEA-ს რეაგირებისკენ. ინციდენტზე ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთში, კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა „უნდა იგრძნოს”, რაც უკრაინას გაუკეთა. პუბლიკა
  15. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ შხელდაზე სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ძებნის სამუშაოები გრძელდება. უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე რთული მეტეოროლოგიური პირობებია. ინფორმაციისთვის, მწვერვალ შხელდაზე ერთ-ერთი მთამსვლელი სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა, სამი მთამსვლელი კი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს. იპნ
  16. “ოცნებას” არაფერი ახლის შეთავაზება არ შეუძლია და ერთადერთი, რაც დარჩენიათ - ხელის გადაგრეხვის პრინციპი და ძალადობაა, რომელიც წახალისებულია ფულით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები ამას არ წამოეგებიან და ამ გამოწვევებს გაუძლებენ. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1664827727704075/
  17. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს დაეუფლა. პეტრიაშვილმა ირანელი მეტოქე ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა. მანამდე, ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა. ამ დროისთვის საქართველოს 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. მოკრივე ლაშა გურულმა კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იპნ
  18. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ლაშა სუხიშვილი, რომელიც თანაავტორია შოვის სტიქიის კვლევის ახალი მასალების, გუშინ, 9 აგვისტოს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. „პუბლიკასთან” ლაშა სუხიშვილი ამბობს, რომ როგორც უწყებაში განუმარტეს, აღნიშნული კვლევა უნდა დაერთოს შოვის სტიქიის გამოძიების საქმეს და ამისთვის შესაბამისი პროცედურების გავლა იყო საჭირო. ლაშა სუხიშვილი ამბობს, რომ გამოკითხვის პროცესი და გარემო თანამშრომლობითი და ცივილური იყო, თუმცა მას კითხვებს უჩენს რამდენიმე გარემოება, მათ შორის ის, რომ უწყების წარმომადგენელთა შეკითხვები ძირითადად სეისმოლოგიასთან იყო კავშირში, რაც მის კომპეტენციას არ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მიუთითეს შესაბამის თანამშრომელზე, გამოძიებამ მისი გამოკითხვის გადაწყვეტილება არ შეცვალა. მისივე თქმით, იყო საკითხი, რომლის ოქმში მოხვედრაზეც დამატებითი ძალისხმევის გაღება გახდა საჭირო. მისივე თქმით, გამომძიებლების შეკითხვები ასევე შეეხო მათი ორგანიზაციის – დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დაფინანსებასაც. შოვის 2023 წლის სტიქიის კვლევის ახალი მასალები 3 აგვისტოს გამოქვეყნდა. სხვა გარემოებებთან ერთად მასში აღნიშნულია, რომ „წინასწარი და ადრეული შეტყობინების სისტემების არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია 2 საათით ადრე იარსებებდა და შესაძლებელი იქნებოდა განგაშის გამოცხადება”. პუბლიკა
  19. პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ტურნირის ფინალში იასპარეზებს. მაჭარაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე დაღესტნელი მაგომედხან მაგომედოვი 5:0 დაამარცხა. ამ დროისთვის, საქართველოს 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. მოკრივე ლაშა გურულმა კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იპნ
  20. აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. სამხედრო დახმარების პაკეტი HIMARS-ის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, Stinger-ის ტიპის რაკეტებს, Javelin-ისა და AT-4-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და TOW-ს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მოიცავს. „აშშ ალიანსის 50-მდე წევრ ქვეყანასთან და პარტნიორთან მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინის მამაც დამცველებს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, საჭირო კრიტიკული შესაძლებლობები ჰქონდეთ“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში. შეგახსენებთ, 29 ივლისს, აშშ-მა უკრაინისთვის ორი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულება 1,4 მილიარდი დოლარია. იპნ
  21. რუსეთის ფედერაციის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა უკრაინის მოსაზღვრე სამ – კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოაცხადა. უწყების ცნობით, ამის მიზეზი „უკრაინის მხრიდან დივერსიულ-ტერორისტული საფრთხის დონის ზრდაა“. „მედუზა“ აღნიშნავს, რომ ამ რეჟიმის გამოცხადება ხელისუფლებას და ძალოვნებს კანონიერად აძლევს უფლებას, ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელონ, გააჩერონ ავტომობილები, გამორთონ კომუნიკაციის საშუალებები და აკონტროლონ სატელეფონი საუბრები. ასევე, ძალოვნებს შეუძლიათ, შევიდნენ ნებისმიერ საცხოვრებელ თუ არასაცხოვრებელ ფართში, ასევე ნებისმიერი ობიექტის ტერიტორიაზე, „თუ ამას ტერორიზმთან ბრძოლის ზომები მოითხოვს“. გარეკანის ფოტოზე: კურსკის ოლქის ერთ-ერთ დასახლებული პუნქტი ნეტგაზეთი
  22. უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავისი ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა დაიცვას, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსული ძალების მიერ ქალაქ კონსტანტინოვკაში მდებარე სუპერმარკეტზე განხორციელებულ თავდასხმას. „ჩვენ ამ და სხვა ომის დანაშაულების გამო რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მხარს ვუჭერთ. უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავისი ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა დაიცვას“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. შეგახსენებთ, გუშინ, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში მდებარე სუპერმარკეტს დაარტყეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა. იპნ
  23. ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუსთან სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 62 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ღონისძიებაზე განაცხადა. „მინდა ყველა ფეხზე წამოდგეთ, რათა წუთიერი დუმილი გამოვხატოთ, ვინაიდან ამ წუთებში თვითმფრინავი ჩამოვარდა ქალაქ ვინიედაში, სან-პაულუში, რომელშიც 58 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა და, როგორც ჩანს, ყველა დაიღუპა“, - განაცხადა ლულამ. ბრაზილიის სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ჩამოვარდნისას თვითმფრინავი საცხოვრებელ ზონაში რამდენიმე სახლს დაეჯახა. იპნ
  24. "დღეს ქართველი ხალხის არჩევანი არის დასაცავი და ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომ ეს არჩევანი დავიცვათ." გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2871291963023253/
  25. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ოქტომბრის არჩევნებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებზე და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრისას სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. „მათ აღნიშნეს, რომ სპეციალურად ჩამოვიდნენ საქართველოში და ეს არ არის რეგიონული ვიზიტი. სწორედ იმის საჩვენებლად და დასადასტურებლად ჩამოვიდნენ, რომ ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ მომავალსა და განვითარებას. მათ ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს მუდამ ჰქონდათ და ექნებათ ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან, რაც მთლიანად ქვეყნის მხარდაჭერას ნიშნავს. მათ მაღალი შეფასება მისცეს პრეზიდენტის პირად ძალისხმევას საქართველოს ევროატლანიკური ინტეგრაციის გზაზე. სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა მწვავე შეფასება მისცეს მმართველი ძალის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორიც „რუსული კანონია“, რომელიც აზიანებს ქართულ დემოკრატიას, საქართველოს ევროპულ გზას და ორმხრივ ურთიერთობებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დამაზიანებელ ანტიდასავლურ რიტორიკას. საუბარი ასევე შეეხო ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ არჩევნებს საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიული მომავლისათვის რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ამომრჩევლის მობილიზების მნიშვნელობას და გააცნო ქართული ქარტია, როგორც სამოქმედო გეგმა ევროპული რეკომენდაციების მოკლე ვადაში შესასრულებლად და ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისათვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა იგრძნოს აშშ-ის მხარდაჭერა. მხარეებმა ისაუბრეს მეგობარი აქტის მნიშვნელობაზე, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერებისათვის. შეხვედრისას განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ოჩამჩირის პორტის საკითხი. სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა განაცხადეს, რომ აპირებენ საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
×
×
  • შექმენი...