Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. სააკაშვილი ისეთივე მატყუარაა, როგორც ივანიშვილი. ერთმანეთის მაცოცხლებელი, მასულდგმულებელი სუბიექტები არიან - ძალიან მკვახე ტყუილი გამოუვიდა, მეორე დღესვე გამოაშკარავდა ეს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა. ლილუაშვილის თქმით, რომ არა “ქართული ოცნების” მოწადინება, რომ სააკაშვილისგან პოლიტიკური საფრთხობელა შექმნას, ყოფილი პრეზიდენტი აქტუალობას ქვეყნის შიგნითაც დაკარგავდა”. „რა არ უგულისხმია? გამოვიდა და თქვა, ჩემზე და ჩემს თავისუფლებაზეა მომართული მთელი დასავლური სამყაროო. რთულია მოიტყუო და მერე, უკაცრავად ჟარგონისთვის და - ეძებო გზები როგორ “გააპრავო” ეს ტყუილი. ძალიან მკვახე ტყუილი გამოუვიდა, მეორე დღესვე გამოაშკარავდა ეს. ფაქტობრივად, ისეთივე მატყუარაა, როგორც ივანიშვილი. ერთმანეთის მაცოცხლებელი, მასულდგმულებელი სუბიექტები არიან. ბევრჯერ გვითქვამს, სააკაშვილი საერთაშორისო პოლიტიკურ კონტექსტში არ წარმოადგენს ინტერესის ფიგურას. რომ არა მოწადინება “ქართული ოცნების”, რომ მისგან კიდევ შექმნან პოლიტიკური საფრთხობელა, ქვეყნის შიგნითაც დაკარგავდა აქტუალობას”,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ამასთან, ლილუაშვილმა ისაუბრა “ევროპული საქართველოს” ყოფილი ლიდერის, გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართება. დეპუტატის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” შლეიფისა და იდეოლოგიის პარტიები, “ნაცმოძრაობას” უნდა შეუერთდნენ”. „რაღას წვალობენ ეს რაღაც, „ნაციონალური მოძრაობის” შლეიფისა და იდეოლოგიის პარტიები. ადგნენ და შეუერთდნენ „ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც თავისუფალ ვარდნაშია. ერთი, ერთნახევარ პროცენტის შედეგს მაინც მიიტანენ იქ და მადლიერები დაურჩებიან „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. ჩემი აზრით, შანსები არ აქვთ და მგონია, რომ ტყუილად წვალობენ და გვაწვალებენ ჩვენც”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც განმარტავს, რომ სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის „ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა“. ინტერპრესნიუსი
  2. "გორბის" კვლევა არ არის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ეს არის საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. Snapsave.app_-lWUXBKRdLYgda1MYxYkobZu2tBZ0Ox.mp4
  3. სამხარაულის ბიუროს უფროსი კობახიძემ კი არა, ერთ-ერთი კლანის მიერ მხილების ფობიით შეპყრობილმა ივანიშვილმა მოაშორა, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. "ფაქტია, ივანიშვილი დასუსტებულია და მის მიერ შექმნილი კლანების ტყვეობაშია. ასეთი ნაბიჯები მარცხისთვის განწირულ ხელისუფლებას ახასიათებს.", - წერს ნათია მეზვრიშვილი. ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/26540406108906159
  4. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ კურსკის რეგიონში წინსვლას, ვაღწევთ სტრატეგიულ მიზნებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “კარგი წინსვლაა დღეს კურსკის რეგიონში - ვაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს. მნიშვნელოვნად შევავსეთ, ასევე, ჩვენი სახელმწიფოს გაცვლითი ფონდი [რუსი ტყვეების რაოდენობა],” - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სხდომა ჩაატარა მთავრობის წარმომადგენლებთან, რომელიც კურსკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების ქმედებების მხარდაჭერას ეძღვნებოდა. “მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა წესების დაცვით ომობს და ჰუმანიტარული საჭიროებები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე არსებობს, უნდა დაკმაყოფილდეს”, - განაცხადა ზელენსკიმ. ინტერპრესნიუსი
  5. მამუკა ჯანგულაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ" საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდეს მამუკა ჯანგულაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან", - წერია 14 აგვისტოს ბრძანებში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად მამუკა ჯანგულაშვილი 2021 წლის მაისში დაინიშნა. იპნ
  6. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოაცხადა გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება ვირუსული ინფექციის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის მეზობელ ქვეყნებში გავრცელებას მოყვა. "აშკარაა, რომ კოორდინირებული საერთაშორისო პასუხი საკვანძოა გავრცელების შესაჩერებლად და სიცოცხლეების გადასარჩენად. "მაიმუნის ყვავილის" აღმოჩენა და სწრაფი გავრცელება აღმოსავლეთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში, მისი აღმოჩენა მეზობელ ქვეყნებში, სადაც აქამდე "მაიმუნის ყვავილი" არ დაფიქსირებულა, და მისი შემდგომი გავრცელების პოტენციალი აფრიკასა და მის მიღმა ძალიან შემაშფოთებელია”, - განაცხადა გებრეიესუსმა. აღინიშნება, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გარდა, "მაიმუნის ყვავილის" შემთხვევა დაფიქსირდა ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში. იპნ
  7. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას შეხვედრა ახალგაზრდებთან
  8. "დღეს “ოცნების” ქმედებების პროგნოზირება არის შეუძლებელი, რაციონალურობის ფარგლებს მიღმა არიან გასული და ერთადერთი ინტერესი რაც მათ აქვთ არის ფულის შოვნის ინტერესი." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/882441137258166/
  9. პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "ხელისუფლების ინტერესთან დაკავშირებული კიდევ ერთი მაგალითი გვსურს მივაწოდოთ საზოგადოებას, რაც ადასტურებს, რომ „ოცნება“ არამხოლოდ სარგებლობს ქოლ-ცენტრებიდან მიღებული შავი ფულით, რომელსაც საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად იყენებს, არამედ ქოლ-ცენტრების ინფრასტრუქტურა ხელისუფლებისთვის მოქალაქეების დაშინების ინსტრუმენტია. 2024 წლის 6 და 7 ივნისს მტკიცებულებებზე დაფუძნებული განცხადებები შევიტანეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. ვითხოვდით ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილე ახალგაზრდების, ქალების, ბავშვების მიმართ ორგანიზებულ სისტემურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე გამოძიების დაწყებას „დევნის“ კვალიფიკაციით. სახელმწიფოს დღემდე რეაგირება არ მოუხდენია. სისტემურ დანაშაულში ხელისუფლების კვალის დასაფარად და ზონდერებითვის წინასწარ შეპირებული ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად, განცხადებები არაუფლებამოსილ უწყებაში - შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა და დღეს ამ დანაშაულებს „ოცნება“ ამნისტიას უცხადებს. უმოქმედოა საქართველოს პროკურატურაც. შესაბამისად, გუშინ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ „ოცნებას“ შექმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ქოლ-ცენტრების საქმეზე. ის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა ხელისუფლების ინტერესში არ შედის, ნათლად გამოჩნდა 2023 წლის აპრილში, როცა „ოცნებამ“ საბოტაჟი მოაწყო პარლამენტში და ჩვენს ინიციატივას ხმა არ მისცა. საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ამჯერადაც უარი და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტანილი ფაქტების გამოუძიებლობა, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივ სქემაში „ოცნების“ ინტერესს და მის მონაწილეობას.", - ნათქვამია განცხადებაში.
  10. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ძებნილი, წარსულში ნასამართლევი ნ.მ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებულმა ნ.მ.-მ მიმდინარე წლის ივლისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთი კომპანიის კურიერს თ.ს.-ს ორივე ფეხის არეში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ნ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  11. უკრაინას კურსკის ოლქში ოპერაციის სრული უფლება აქვს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა. „ის ფაქტი, რომ უკრაინა კურსკის მიმართულებით საბოლოოდ თავს იცავს, გარკვეული ძალებით, დაახლოებით, 30-40 კილომეტრის სიღრმეში შეაღწია, მათ ამის სრული უფლება აქვთ. უკრაინელების მოქმედებების შეზღუდვისთვის ჩვენ მიზეზს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა. ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას ფინეთის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება შეუძლია. „ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი იარაღის გამოყენება შეუძლია უკრაინას და როგორ. უკრაინას სრული უფლება აქვს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში საკუთარი თავი დაიცვას“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა. ipn
  12. როგორც „ოცნება“ ცდილობს, რომ ყველაფერი პოლიტიკური დივიდენდისთვის გამოიყენოს, ასეა ზუსტად სააკაშვილიც - ისეთ რაღაცას როგორ იტყუები, რომ ვის სახელსაც იყენებ 24 საათი, ის იძულებული ხდება, გამოვიდეს და თქვას, რომ იტყუებაო, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის საელჩომ პირდაპირ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი განსახილველი თემა საერთოდ არ ყოფილა. „როგორც „ოცნება“ ცდილობს, რომ ყველაფერი პოლიტიკური დივიდენდისთვის გამოიყენოს, ასეა ზუსტად სააკაშვილიც. ხომ არ გგონიათ რომ რამით უკეთესია ვინმეზე? ეგეც ცდილობს, რომ ყველაფერი გამოიყენოს სათავისოდ და ვინც არ უნდა ჩამოვიდეს ამ ქვეყანაში, თითქოს ის არის ერთადერთი და განუმეორებელი და მასზე ლაპარაკობს ყველა. აშშ-ის საელჩომ პირდაპირ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ ყოფილა თემა და ეს არის რეალობა. მანაც უნდა გააცნობიეროს, რეალობა ის არის, რომ დღეს ის თემა და განსახილველი საკითხი აღარ არის - ამას უნდა შეეგუოს. რაც უფრო მალე გაიგებს, მით უკეთესი იქნება თავისთვისაც, ქვეყნისთვისაც და ყველასთვის. დღეს ვინც მიხეილ სააკაშვილს აქტუალურს ხდის, არის „ოცნება“. რამდენჯერად არ უნდა გამოჩნდეს, იქნება სასამართლო სხდომა თუ რაიმე სხვა, ყველგან პირდაპირ ეთერშია. გადასცემენ როგორც შეუძლიათ, რომ მთელ ქვეყანას მოასმენინონ და მთელი ქვეყნისთვის აქტუალური გახადონ. მან კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ მატყუარაა. როგორც “ოცნება” არის მატყუარა, ისევე ეგ. წარმოიდგინეთ, ისეთი ტყუილი იყო, რომ საელჩოს დასჭირდა, საზოგადოებისთვის ეთქვა, რომ იტყუებაო. რამდენად მძიმე მოსასმენია, რომ შენი ყოფილი პრეზიდენტი ისეთ ტყუილს ამბობს, რომ შენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს უწევს გამოვიდეს და ღიად თქვას იტყუებაო. “ოცნების” კრიტიკა ხომ ერთია, მაგრამ ესეც ამორალური და მიუღებელია. ისეთ რაღაცას როგორ იტყუები, რომ ვის სახელსაც იყენებ 24 საათი, ის იძულებული ხდება, გამოვიდეს და თქვას, რომ იტყუებაო”, - აღნიშნა დაუშვილმა. ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განმარტავს, რომ სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის „ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა“. „განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და გზაზე დაბრუნების პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა იყოს. მათ წინადადებას ველით”, - ნათქვამია განცხადებაში. ipn
  13. კურსკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას, უკრაინულ ძალებს ტყვედ ასობით რუსი სამხედრო ჩაბარდა, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. იგი ამბობს, რომ უკრაინული მხარე ტყვეებ ჰუმანურად მოეპყრობა. „უკვე ასობით რუსი სამხედრო ჩაგვბარდა ტყვეთ და ყველა მათგანს ჰუმანურად მოვეპყრობით – ასეთი მოპყრობა მათ თავიანთ, რუსულ ჯარშიც არ ჰქონიათ“, – ციტირებს მას „მედუზა“. ზელენსკიმ აგრეთვე მოუწოდა უკრაინელებს, „ისევე ეფექტურად და ერთიანად იმოქმედონ, როგორც ომის პირველ კვირებსა და თვეებში, როცა უკრაინამ ინიციატივა იგდო ხელთ“. netgazeti
  14. შავი ზღვის პორტ ბურგასში ბულგარეთის ხელისუფლებამ დაახლოებით 436 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო. ნარკოტიკი ბულგარეთში საქართველოს გავლით აღმოჩნდა. ამის შესახებ განცხადება ორშაბათს, 12 აგვისტოს, ბულგარეთში საოლქო პროკურატურამ გაავრცელა. ჰეროინი 434 სხვადასხვა შეფუთვაში ინახებოდა, რომელიც ოფიციალურად დეკლარირებული ტვირთის შიგნით იყო დამალული. ტვირთი ტრაილერით გადაჰქონდათ. ნარკოტიკული საშუალების ჯამური ღირებულება 35 მილიონი ევროა. „მას შემდეგ, რაც სტატისტიკური ჩანაწერების წარმოება დაიწყო, ეს არის ბურგასის ტერიტორიაზე ამოღებული ნარკოტიკების ყველაზე დიდი რაოდენობა“, – განაცხადა საოლქო პროკურორმა გეორგი ჩინევმა. ტრაილერი ივლისის ბოლოს სახმელეთო მარშრუტით ყირგიზეთიდან საქართველოში, ბათუმის პორტში ჩავიდა, საიდანაც ბურგასში გადავიდა. ბულგარეთიდან მას მარშრუტი საბერძნეთისკენ უნდა გაეგრძელებინა. ნარკოტიკების საწინააღმდეგო განყოფილების უფროსმა ივან სოკოლოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დამალული ჰეროინი რენტგენის შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს. ”ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ და არც ამ ტრანსსასაზღვრო დანაშაულში მონაწილე პირები აღმოუჩენიათ”, – თქვა ჩინევმა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ საბაჟო შემოწმებისას კონტროლის ყველა საჭირო პროცედურა ჩაატარეს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ბულგარეთის შესაბამის სამსახურებთან დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით კომუნიკაცია აქვთ. netgazeti
  15. თბილისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა – ინფორმაცია „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. publika
  16. ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმაურება ზუგდიდში მომხდარ ხანძარს და საუბრობს მედიაში მეზობლებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს ინციდენტის დღეს გადაუხდელობის გამო დენი და გაზი არ მიეწოდებოდა. გუშინ, ღამით, ზუგდიდში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. სახლში ასევე იმყოფებოდა კიდევ ორი მოზარდი, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, მათ არ აღენიშნებათ დამწვრობის ნიშნები და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მეზობლები მედიასთან ამბობენ, რომ ინციდენტის დღეს ოჯახს დენი და გაზი გადაუხდელობის გამო არ მიეწოდებოდა. მათივე ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მცირეწლოვნები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, რაღაც დროის წინ კი, როცა დედას შემოსავალი გაუჩნდა, შვილები დაიბრუნა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. „ენერგო-პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ. „პუბლიკა” დამატებითი დეტალებისთვის დაკავშირებას სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ცდილობს. publika
  17. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩო განმარტავს, „არც დეზინფორმაციას, არც სპეკულაციას არ შეუძლია უთანხმოებების მოგვარება“. საელჩო განცხადებაში აღნიშნავს, რომ სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის „ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა“. „განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და გზაზე დაბრუნების პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა იყოს. მათ წინადადებას ველით”, - ნათქვამია განცხადებაში.
  18. უკრაინამ ევროკავშირისგან 4,2 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს. „უკრაინამ ევროკავშირისგან Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში 4,2 მილიარდი ევრო მიიღო. მთავრობა ამ თანხებს სოციალური პროგრამების, ჰუმანიტარულ დახმარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო პროგრამებისთვის გამოიყენებს“, - განაცხადა დენის შმიგალმა. დენის შმიგალის თქმით, უკრაინა სამხედრო ხარჯების დაფინანსებას საკუთარი რესურსებით აგრძელებს. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. იპნ
  19. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ზუგდიდში მცხოვრებ ოჯახთან დაკავშირებით, რომლის 2 არასრულწლოვანი წევრი ხანძარს ემსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს. სააგენტო განმარტავს, რომ ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ, 2023 წლიდან ისინი ოჯახში დედასთან ერთად იზრდებოდნენ, მანამდე, 2018 წლიდან კი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებულნი. ამასთან, სააგენტო განცხადებაში აღნიშნავს, რომ რეინტეგრაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი აზრისა და ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა. გარდა ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ შემწეობას, ხოლო 2023 წლის აპრილიდან არასრულწლოვანებს დამატებით დაენიშნათ რეინტეგრაციის ანაზღაურება - 1500 ლარი. „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო გამოხატავს ღრმა მწუხარებას ზუგდიდში ხანძრის დროს დაღუპული არასრულწლოვანების გარდაცვალების გამო. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. 2023 წლის 1 აპრილიდან ისინი ოჯახში დედასთან ერთად იზრდებოდნენ. მანამდე, 2018 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებულნი. რეინტეგრაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი აზრისა და ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ოჯახს მაქსიმალურად ეხმარებოდა არსებული პროგრამების ფარგლებში, სააგენტოს სოციალური მუშაკი კანონით განსაზღვრულ ვადებში პერმანენტულად ახორციელებდა ოჯახში ვიზიტებს. ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ შემწეობას. ასევე, 2023 წლის აპრილიდან არასრულწლოვანებს დამატებით დაენიშნათ რეინტეგრაციის ანაზღაურება. აღნიშნული გასაცემელი ყოველთვიურად შეადგენდა 1500 ლარს. 2023-2024 წლებში ისარგებლა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის გადაუდებელი დახმარების პროგრამით. არასრულწლოვანები ჩართულნი იყვნენ ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში”, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  20. ზუგდიდში ხანძრის შედეგად დაზარალებული ორი მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ექიმი მედიასთან აღნიშნავს, მათ თავდაპირველად მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდათ, თუმცა ამ ეტაპზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ კომენტარი ექიმმა „მთავარ არხთან” გააკეთა. გუშინ ღამით ზუგდიდში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. მეზობლები მედიასთან ამბობენ, რომ ინციდენტის დღეს ოჯახს დენი და გაზი გადაუხდელობის გამო არ მიეწოდებოდა. მათივე ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მცირეწლოვნები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, რაღაც დროის წინ კი, როცა დედას შემოსავალი გაუჩნდა, შვილები დაიბრუნა. პუბლიკა
  21. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შექმნან. როგორც ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, თუ „ქართული ოცნება“ გამოძიებაზე უარს იტყვის, კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება „შავ ფულზე“, კორუფციასა და ძალადობაზე დგას. მეზვრიშვილი ასევე მოუწოდებს ოპოზიციას, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს. „ოცნებას“ მოვუწოდებთ, ახლა მაინც შექმნან საპარლამენტო საგამოძიებო კომისია „ქოლ-ცენტრების საქმეზე“. თუ ამ დანაშაულებრივი ფულით თქვენვე არ სარგებლობთ, თქვენივე ინტერესი უნდა იყოს ამ დანაშაულის სრულყოფილი გამოძიება და არჩევნებამდე სიმართლის დადგენა, რათა საფრთხე არ შეექმნას არჩევნების თავისუფლებას და სამართლიანობას. ჰელსინკის კომისიამ დაადგინა ის, რასაც „ოცნება“ მალავს და რასაც დღემდე ხელს აფარებს პარლამენტი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა. ჯერ კიდევ 2023 წლის 24 აპრილს დავაყენეთ ინიციატივა ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რაზეც ხელისუფლებამ უარი თქვა. სიმართლის დადგენით შეშინებულმა „ოცნებამ“ პარლამენტში საბოტაჟი მოაწყო, რომ კომისიის შექმნისთვის ხმა არ მიეცა. დღემდე პროკურატურაში შავი ფულის გამოყენებასთან და პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ შეტანილ არც ერთ განცხადებაზე გამოძიებაც არ დაწყებულა. პენსიონერების ფულის მოპარვის პარალელურად, 2024 წლის აპრილიდან „ოცნებამ“ „ქოლ-ცენტრების“ გამოყენება აქციების მონაწილე ხალხის წინააღმდეგ დაიწყო. ზუსტად ორი თვე გავიდა, რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან „ქოლ-ცენტრების“ მეშვეობით აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული მუქარის გამოძიება მოვითხოვეთ და დღემდე შედეგი არ არის. ჰელსინკის კომისიამ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც საზოგადოებას ცოტა ხნის წინ ვაცნობეთ - „ოცნება“ მის მიერ შავი ფულით მოსყიდულ ზონდერ-ჯგუფებს წინასწარ გაურიგდა, განსხვავებული აზრის მქონე ხალხზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას „მწვანე აუნთო“ და ამნისტიით ხელშეუხებლობას დაჰპირდა. „ოცნების“ უარიც გამოძიებაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით, რომ „ოცნება“ შავ ფულზე, კორუფციაზე და ძალადობაზე დგას. 26 ოქტომბერს ერთად უნდა დავამარცხოთ კორუფცია, შავი ფული და ძალადობა პოლიტიკაში. მოვუწოდებთ ოპოზიციას, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს“,- განაცხადა მეზვრიშვილმა. იპნ
  22. 2023 წელს, ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის გამო, სამედიცინო დაწესებულებაში 192 პაციენტი მოთავსდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს. უფრო კონკრეტულად, ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის 192 შემთხვევიდან 149 თბილისში დაფიქსირდა, რეგიონების მიხედვით სტატისტიკა კი შემდეგნაირად გამოიყურება: გორი - 7; ქუთაისი - 6; რუსთავში - 6; ზუგდიდი - 5; ბათუმი - 5; ლანჩხუთი - 3; მცხეთა - 2; საგარეჯო - 2; ხულო - 1; ქობულეთი - 1; აბაშა - 1; ზესტაფონი - 1; გურჯაანი - 1; ოზურგეთი -1; სენაკი - 1. იპნ
  23. აშშ-საქართველოს ურთიერთობა, ისტორიულად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენის, მაიკლ ტერნერის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მან საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაავრცელა. „მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, აშშ-ის პოლიტიკა არ შეიცვლება აშშ-ს ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად“, - აცხადებს მაიკლ ტერნერი. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. იპნ
  24. „თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა“,- წერს ჰელსინკის კომისიის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელ X-ში. აქამდე, 31 ივლისს, ჰჰელსინკის კომისიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს „საქართველოში კორუფციისა და ბოროტი გავლენების მთავარი კვანძის” პრობლემის მოსაგვარებლად ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ინდივიდუალური დასანქცირებისკენ მოუწოდა. პუბლიკა
  25. ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად 6 წლამდე ძმები დაიღუპნენ. სახლში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფთან ერთად მობილიზებული იყო პოლიცია. ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსს-კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. იპნ
×
×
  • შექმენი...