Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭირა აშშ-ის შეთავაზებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებასთან დაკავშირებით, იუწყება AP. შეთანხმების მიღწევას საკმაო ხანია უშლიდა რიგი საკითხები, რომელზეც მხარეები – ისრაელი და „ჰამასი“ – ვერ თანხმდებოდნენ. შუამავლები კი კომპრომისის გამონახვას ცდილობდნენ. გამოცემის ცნობით, ისრაელის თანხმობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართა შეხვედრა. ბლინკენი ასევე გაემგზავრება კატარსა და ეგვიპტეში – ორ ქვეყანაში, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ასევე ასრულებს შუამავლის ფუნქციას. „ძალიან კონსტრუქციული შეხვედრისას პრემიერმა ნეთანიაჰუმ დამიდასტურა, რომ ისრაელი მხარს უჭერს შეთანხმებას. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჰამასის თანხმობა“, – თქვა ბლინკენმა. კონკრეტულად როგორი იქნება შეთანხმება, მას არ უთქვამს. ნეტგაზეთი
  2. რუსული კანონის აღსასრულებლად შექმნილ დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს. როგორც ივლისში გახდა ცნობილი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სტრუქტურულად დაემატა ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი. სწორედ ამ დეპარტამენტის უშუალო უფლებამოსილებაა კანონთან დაკავშირებული საკითხები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი სწორედ სანდრო კირვალიძე იქნება. ამავე დეპარტამენტში არის ორი სამსახური: ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამსახური – მას ხელმძღვანელობს თინათინ ღუღუნიშვილი; ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის დეკლარირების მონიტორინგის სამსახური – ხელმძღვანელი ირაკლი კერვალიშვილი; საჯარო რეესტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებული სანდრო კირვალიძე განათლებით იურისტია. ის მანამდე ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი იყო. ვრცლად იხილეთ ქვემოთ: განათლება და კვალიფიკაცია: 07.2016 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – იურისტი, სამართალმცოდნეობა, მაგისტრი; 07.2014 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – იურისტი, სამართალმცოდნეობა ბაკალავრი; სამსახურებრივი საქმიანობა: 08.2024 – დღემდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი; 09.2021-08.2024 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი; 01.2020-09.2021 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორი; 01.2017-01.2020 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სპეციალისტი; 08.2015-01.2017 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურე; 2013-2014 წწ. – იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველოს სტაჟიორი; 2012-2013 წწ. იუსტიციის სამინისტრო – კვლევითი პრაქტიკა; მიღწევები, პუბლიკაციები, ტრენინგები, პროექტები: საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი – სამეწარმეო სამართალი; საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი – გუნდური მუშაობა ორგანიზაციაში; საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი – სანივთო და ვალდებულებითი სამართალი; კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი – სამეწარმეო უნარ-ჩვევები; კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი – ტრენერების ტრენინგი; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ჰუმანიტარული სამართალი; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი – ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია, „პატიმრების საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს კანონმდებლობა”; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – კარლ პოპერის დებატების პროგრამა; European Center for Minority Issues – Summer school on ethnicity and soviet deportations; 28 მაისს „ქართულმა ოცნებამ“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონი მიიღო. რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს. პუბლიკა
  3. უკრაინის უმაღლესმა რადამ კანონი მიიღო, რომელიც უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს. კანონის მიღებას მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა. უკრაინელი დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, კანონი მისი გამოქვეყნებიდან 30 დღეში შევა ძალაში, ხოლო უკრაინაში, რუსეთის ეკლესიაში შემავალ სასულიერო პირებსა და ეპარქიებს 9-თვიანი ვადა ექნებათ მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირის გასაწყვეტად. პუბლიკა
  4. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის ბაზარში (ბათუმი, ბაქოს ქ.N33, დახლი 2), ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილ სარეალიზაციო ობიექტში, სადაც ლაბორატორიული კვლევისათვის აიღეს ზღვის პროდუქტის (ხამანწკები) ნიმუშები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგად, ხუთივე ნიმუშში პათოგენური მიკროორგანიზმი Salmonella spp გამოვლინდა, ხოლო ერთში - ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია E.coli. მათივე ცნობით, ბიზნესოპერატორი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის 3 ნაწილის შესაბამისად, დაჯარიმდა 1000 ლარით. „სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქობულეთის განყოფილებიდან შეტყობინება შევიდა უზბეკეთის ოთხი მოქალაქის სავარაუდო საკვებისმიერი მოწამვლის შესახებ. ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა - სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა სასტუმროში ,,magnetic beach resorts“ (ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა N379), სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობდნენ და რესტორანში „ლურჯი ტალღა“, სადაც მიირთვეს თევზის ბაზარში (ბათუმი, ბაქოს ქ.N33, დახლი 2) შეძენილი თერმულად დაუმუშავებელი ზღვის პროდუქტები. არაგეგმური ინსპექტირებისას, სასტუმროს სამზარეულოში დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 500 ლარით „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის ბაზარშიც (ბათუმი, ბაქოს ქ.N33, დახლი 2), ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილ სარეალიზაციო ობიექტში, სადაც ლაბორატორიული კვლევისათვის აიღეს ზღვის პროდუქტის (ხამანწკები) ნიმუშები. მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგად, ხუთივე ნიმუშში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი Salmonella spp, ხოლო ერთში - ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია E.coli. ბიზნესოპერატორი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის 3 ნაწილის შესაბამისად, დაჯარიმდა 1000 ლარით; ასევე, დაევალა სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან/და ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება. ობიექტში სარეალიზაციოდ განთავსებული ზღვის პროდუქტები დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
  5. ცესკოს 2024 წლის 16 აგვისტოს დადგენილება ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ერთპარტიული ცესკო და ცესკოში გადაწყვეტილებების ერთპარტიულად მიღება, ხელისუფლების ინტერესების გასატარებლად, საბოლოო ჯამში კი, არჩევნების გასაყალბებლად სჭირდებოდა, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე თქმით, აღნიშნული დადგენილება (რომელიც კენჭისყრის დღეს ფუნქციების განაწილების ნაცვლად ადგენს ფუნქციების კენჭისყრამდე არაუგვიანეს 7 დღით ადრე განაწილების წესს) ქმნის ხელისუფლების მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლის, მათი დაშინების, ფუნქციათა განხორციელებაზე უარის თქმის და კენჭისყრის დღეს საერთოდ არ გამოცხადების იძულების რისკებს. "გარდა ამისა, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილებაზე დამკვირებლების მიერ დაკვირვება. დადგენილების შინაარსი ცალსახად მიუთითებს, რომ „ოცნების“ მიზანია კომისიის არასასურველ წევრებზე ზეწოლის და სხვა უკანონო მეთოდების შედეგად უბნებზე მათი რაოდენობის შემცირება, მათი ფუნქციების საუბნო საარჩევნო კომისიის შედარებით სანდო თავმჯდომარეების მიერ შესრულება და საარჩევნო უბნებთან რიგები გამოიწვიოს. აღნიშნული ხელს შეუწყობს არჩევნებით მანიპულირებას. პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ არჩევნების დაცვის ჯგუფი დღესვე მივმართავთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, განსაკუთრებული ყურადღებთ დააკვირდნენ ამ პროცესს. აქვე გვსურს მოვუწოდოთ ყველა პოლიტიურ თუ სხვა აქტორს კომპანია „სმარტ მატიკთან“ დაკავშირებული ინფორმაცია არ გამოიყენონ ამომრჩევლის დასაშინებლად. ოქტომბრის არჩევნებზე გადამწყვეტია ამომრჩევლის მაღალი მონაწილეობა, რამაც ხელისუფლების მიერ წარმოებული გაყალბების კომპლექსური პროცესი უნდა დააზღვიოს.", - ნათქვამია განცხადებაში.
  6. უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ რუსეთის საბრძოლო პოტენციალის აქტიურ ამოწურვას, მათ შორის კურსკის ოლქში ოპერაციის დროს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე 158 სამხედრო შეტაკება დაფიქსირდა, აქედან მესამედზე მეტი პოკროვსკოეს მიმართულებით. განახლებული ინფორმაციით, 19 აგვისტოს რუსეთის ჯარებმა უკრაინული ქვედანაყოფების პოზიციების წინააღმდეგ ერთი სარაკეტო და 78 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. გარდა ამისა, რუსებმა უკრაინის ტერიტორია 4 624-ჯერ დაბომბეს, მათგან 141 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან და ასევე 1 448 „კამიკაძე“ დრონი გამოიყენეს. იპნ
  7. „ყირიმის პლატფორმის” მე-4 სამიტი 11 სექტემბერს კიევში გაიმართება – უკრაინულმა მხარემ მოწვევა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა. ამის შესახებ უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, მიხაილო ხარიშინმა „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა. „ყირიმის პლატფორმაში” სალომე ზურაბიშვილმა 2022 და 2023 წლებშიც მიიღო. 2023 წელს ზურაბიშვილი მონაწილეებს ონლაინ ჩაერთო. 2024 წელს სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა შვეიცარიაში, გლობალური მშვიდობის სამიტში, სადაც შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. მიხაილო ხარიშინმა ასევე თქვა, რომ წელსვე, ოქტომბერში პარლამენტის დონეზე ტარდება ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ღონისძიებები, სადაც საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობაა მიწვეული. პუბლიკა
  8. იუსტიციის სახლის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვა 20 აგვისტოს 00:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს და გზა ორივე მიმართულებით გადაიკეტება. „იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მოძრაობის შეზღუდვა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 აგვისტოს 00:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს. გზა ორივე მიმართულებით გადაიკეტება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ - ნათქვამია განცხადებაში.
  9. გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად რჩება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო და რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ მხარდაჭერას, 50 მილიარდი ევროს ოდენობის სესხით, რომელსაც „დიდ შვიდეულთან“ ერთად ვიწყებთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ცნობისთვის, გასულ შაბათ-კვირას, გერმანულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობის ამჟამინდელი ბიუჯეტის დაგეგმვა უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი თანხების გამოყოფას არ ითვალისწინებდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია „არაკორექტული და მანიპულაციური“ იყო. იპნ
  10. რუსი სამხედრო ბლოგერების განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მესამე ხიდი ააფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს. გამოცემის თანახმად, დღეს, 19 აგვისტოს „სამხედრო კორესპონდენტმა ვლადიმირ რომანოვმა დაწერა, რომ უკრაინულმა მხარემ სოფელ კარიჟთან მდებარე ხიდი გაანადგურა, თუმცა დამატებითი დეტალები მომხდარზე არ გაუვრცელებია. კიდევ ერთმა პრორუსმა ბლოგერმა იური პოდოლიაკმა კი დაწერა, რომ „მტერმა მდინარე სეიმზე უკანასკნელი ხიდი გაანადგურა“. მისი თქმით, რუსი სამხედროები ამჟამად მდინარის გადასაკვეთად პონტონს იყენებენ (დროებითი ხიდი), რომელიც მისივე შეფასებით „საკმარისია ეფექტიანი მოქმედებებისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შესაჩერებლად“. „მედუზას“ ცნობით, ხიდის აფეთქება დაადასტურა რეგიონის გუბერნატორის მრჩეველმა რომან ალეხინმა და განაცხადა, რომ „ეს სერიოზულ უპირატესობას არ აძლევს“ უკრაინულ მხარეს, რამდენადაც, მისი თქმით, „რუსეთის ჯარმა მალევე მოაწყო დროებითი ხიდი პონტონის დახმარებით“. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სამხედრო ბლოგერებს ხიდის განადგურების ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა არ გაუვრცელებიათ, უკრაინულ მხარეს კი ხიდის განადგურების შესახებ ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. „მედუზას“ ცნობით, მდინარე სეიმზე გლუშკოვსკის რეგიონში სულ სამი ხიდი იყო მოწყობილი, რომელთაგან ერთი უკრაინამ 16 აგვისტოს გაანადგურა. მაშინაც, ინფორმაცია ხიდის აფეთქების შესახებ თავდაპირველად რუსმა სამხედრო ბლოგერებმა გაავრცელეს ტელეგრამ არხებზე, მოგვიანებით კი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა. მეორე ხიდი კი უკრაინამ 18 აგვისტოს ააფეთქა და ინფორმაცია ამის შესახებ თავადვე გაავრცელა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდამჭერი ბლოგერები აღნიშნავენ, რომ სამივე ხიდის განადგურებით, რეგიონის ის ნაწილი, რომელიც უკრაინას ესაზღვრება მთლიანად წყდება ოლქის ძირითად არეალს. ამასთან, აღნიშნული ხიდები დიდ როლს ასრულებდა რეგიონში მომარაგების თვალსაზრისით რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის. ნეტგაზეთი
  11. India's Prime Minister Narendra Modi attends a meeting with Russia's President Vladimir Putin at the Kremlin in Moscow, Russia July 9, 2024. Sputnik/Sergey Bobylev/Kremlin via REUTERS/File Photo ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავა. ამის შესახებ Reuters ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, მოდი ივლისში მოსკოვში იმყოფებოდა და ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. რუსეთის დედაქალაქში ყოფნისას ინდოეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს „კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას“ და იმედოვნებს, რომ მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტის დარეგულირება სწრაფად მოხდება. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი მოდის ვიზიტი რუსეთში „უზარმაზარ იმედგაცრუებად და სამშვიდობო პროცესისთვის დარტყმად“ შეაფასა. Reuters წერს, რომ უწყებას უკრაინაში ვიზიტის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა, როგორც ინდური მედია იტყობინება სავარაუდოდ ის ამ კვირის ბოლოს შედგება. პუბლიკა
  12. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის" და „ოცნების" ურთიერთობაზე - რისი გამსამართლებლები არიან, ეს არის კეკლუცი An8_ugpONjtakYLKPlvbmrQ6OVFRZzmSzvEr38JbslKWJUEjEmTbqXPNPNhtGGM4a4qE0twe0rD5CIKPlBnQcBiH.mp4
  13. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საჭიროა დაჩქარდეს იარაღისა და ჭურვების მიწოდება პარტნიორებისგან, კერძოდ, საჭიროა გამოცხადებული პაკეტების დროული ლოგისტიკა. „საჭიროა მოწოდების დაჩქარება ჩვენი პარტნიორებისგან. ძალიან გთხოვთ. ომს არ აქვს შვებულება. საჭიროა გადაწყვეტილებები, დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, დღეს არის კარგი შედეგები, უკრაინისთვის საჭირო შედეგები ტორეცკის მახლობლად რუსული ტექნიკის განადგურებით, თუმცა, პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ ერთ დღეში მტერმა ტორეცკისა და პოკროვსკის მახლობლად ათობით თავდასხმა განახორციელა. „მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფები, ჩვენი ბრიგადები ყველაფერს აკეთებენ თავიანთი პოზიციების შესანარჩუნებლად, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ახლა, ზოგადად, უკრაინის თავდაცვითი მოქმედებების მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი რუსული პოტენციალის განადგურება და მაქსიმალური კონტრშეტევის სამუშაოების ჩატარება. „კერძოდ, ეს ასევე მოიცავს აგრესორის ტერიტორიაზე ბუფერული ზონის შექმნას - ჩვენი ოპერაცია კურსკის ოლქში“, - აღნიშნა ზელენსკიმ. იპნ
  14. ხვალ, 19 აგვისტოს, დილის 6 საათზე, “ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცული თანამშრომლები სოლიდარობის ჯაჭვს აანონსებენ. ისინი მხარდამჭერებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ მათ პროტესტს. უკვე 37-მე დღეა, რაც კომპანიის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. მიზეზი, შრომის ღირსეული პირობების შექმნაა. გაფიცვის 37 დღიდან, ბოლო 6 დღეა 4 თანამშრომელი შიმშილობდა. თუმცა, გუშინ, ერთ-ერთმა მათგანს, ლუკა კიკნაძეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობის შეწყვიტა მოუწია. “ევოლუშენ ჯორჯიას” ოფისთან ხმაური იყო დღესაც. პროფკავშირ “ლაბორის” ხელმძღვანელის, გიორგი დიასამიძის ინფორმაციით, მოშიმშილე თანამშრომლებს დაცვა კომპანიის შენობაში აღარ უშვებს. იქამდე ისინი კომპანიის ადმინისტრაციის შესასვლელთან, დერეფანში იყვნენ განლაგებულები. დიასამიძის ინფორმაციით, კომპანიის დაცვის თანამშრომლები შეურაცხყოფენ და აბულინგებენ გაფიცულ მოშიმშილეებს. რამდენიმე დღის წინ, გაფიცულებს შეხვდა და ესაუბრა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბის სპიკერი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი. კიდევ ერთი პარტია, რომელიც საკითხს გამოეხმაურა, არის “საქართველოსთვის”. პარტიის ლიდერები პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. შიმშილობის დაანონსებიდან მეორე დღეს, 9 აგვისტოს, “ევოლუშენ ჯორჯიამ” განცხადება გაავრცელა და პროფკავშირს არამართლზომიერ ქმედებებში დასდო ბრალი, რასაც, კომპანიის თქმით, კომპანიის შეფერხება, ბიზნესპარტნიორების დაზარალება მოჰყვა. შედეგად კი “ევოლუშენმა” დააანონსა 1000 ადამიანის შემცირება და საოპერაციო საქმიანობის ნაწილის სხვა ქვეყნებში გადატანა. გაფიცვის მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, წაიკითხეთ სტატია: მუშაობა წაქცევამდე და სახიფათო სიბინძურე — რას ჰყვებიან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები ნეტგაზეთი
  15. დავით ბუხრიკიძე17:11, 18 აგვისტო, 2024 ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედიაში ბევრჯერ და წინასწარ „გამოცხადებული“ სიკვდილის შემდეგ, ევროპული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 18 აგვისტოს, 88 წლის ასაკში, ნამდვილად გარდაიცვალა. ეს ფაქტი ფრანგულ მედიას თავად ალენ დელონის შვილებმა დაუდასტურეს, რომლებთანაც მას ბოლო დროს მხოლოდ დაუსრულებელი სკანდალები, დავა და სასამართლო პროცესები აკავშირებდა. თავად კინოვარსკვლავს კი ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში მხოლოდ ოთხფეხა მეგობრებთან ჰქონდა მისთვის გასაგები და „ადამიანური“ ურთიერთობა. პიკანტური და მედიისთვის აუცილებელი ყვითელი ისტორიები, რომელიც „ევროპული კინოს ყველაზე ლამაზ მამაკაცს“ ლამის კარიერის დასაწყისიდან დასასრულამდე თან სდევდა, ამჯერად უკეთესია დავივიწყოთ, რადგან მათ მედია კიდევ ბევრჯერ და საფუძვლიანად გამოამზეურებს. უამრავი სტერეოტიპული, სავალდებულო და „მამაკაცური“ როლის მიუხედავად, ალენ დელონს ბევრ ძალიან კარგ რეჟისორთან უმუშავია, რამაც მის ბიოგრაფიას დამატებითი არტისტული განზომილება და მასშტაბი შესძინა. ასეთია მაგალითად, ჟიულიენ დუვივიეს ფილმი Diabolically Yours (ალბათ, ითარგმნება როგორც „ეშმაკივით თქვენი“ 1967), რომელშიც ალენ დელონის გმირი ავტოკატასტროფის შემდეგ, მეხსიერებადაკარგული სხვის სახელს იმეორებს და მხოლოდ გაუცხოებისა და დავიწყების გზით გაურბის ალჟირის ომთან დაკავშირებული დრამატული მოგონებების ტვირთს. ამავე პერიოდში, ჟან-პიერ მელვილის კრიმინალურ დრამაში „სამურაი“ (1967), ალენ დელონი თითქოს საფუძვლიან ტრენინგს გაივლის, რათა მოგვიანებით ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის, ჯოზეფ ლოუზის „მისიე კლაინში“(1976) ურთულესი ფსიქოლოგიური და კრიმინალური როლი დაძლიოს. ბატონი კლაინი („კლაინ“ გერმანულად „პატარას“ ნიშნავს) რაღაც იდუმალ, უცნაურ მეტამორფოზას განიცდის, როცა შეცდომით ებრაული გაზეთის გამომწერი გახდება და თანდათან აღმოაჩენს საკუთარ თავში „ორმაგ“ ებრაელს – საკონცენტრაციო ბანაკში ტანჯვისთვის განწირულს და მეორეს – შინაგანად გამბედავსა და მეამბოხეს. რაღა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ მისი კინონათლია კარიერის დასაწყისში, ჯადოქარი ლუკინო ვისკონტი, რომელმაც ეპიკურ საგაში „როკო და მისი ძმები“ (1960), მამა-კარლოს მსგავსად უბადლოდ „გამოთალა“ ნატიფი და ლამის წმინდანივით სუფთა როკო. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ტანკრედის როლი ასევე ვისკონტის „ლეოპარდში“ (ოქროს „პალმის რტო“ 1963 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე), სადაც მისი პარტნიორები ბერტ ლანკასტერი და კლაუდია კარდინალე იყვნენ. ხოლო მიქელანჯელო ანტონიონიმ თავისი ფილმების მელანქოლიური და მგრძნობიარე მუზა – მონიკა ვიტი, თითქოს საგანგებოდ დაუპირისპირა ალენ დელონის განახიერებულ გულცივ მაკლერს, პიეროს შავ-თეთრ შედევრში, „დაბნელება“ (1962). მოგვიანებით, 70-80-იან წლებში ალენ დელონმა არა მხოლოდ დაამტკიცა, რომ ლამის ყველა ჟანრის როლი შეუძლია ითამაშოს, არამედ ისიც, რომ თავად აირჩიოს რომელ რეჟისორთან ითამაშოს. მაგალითად, 1972 წელს ზუსტი და საკმაოდ გაბედული არჩევანი გააკეთა არაკომერციულ, საავტორო კინოზე და რეჟისორ ვალერიო ძურლინის ფილმში „მოსვენების პირველი ღამე“ ლიცეუმის მასწავლებელი განასახიერა, რომელსაც საკუთარი მოსწავლე შეუყვარდება და რომელიც ყველაფრის მიუხედავად, ქრონიკულ დეპრესიაშია. სრულიად საპირისპირო მიზანი ჰქონდა მსახიობს ბერტრან ბლიეს აბსურდულ-სატირულ ფილმში „ჩვენი ისტორია“ (1985), რომელშიც ალკოჰოლიკის როლი ითამაშა. როგორც ჩანს, იმდენად დამაჯერებლად, რომ ფრანგული კინოს „მთავარმა ლამაზმა კაცმა“ კარიერაში ერთადერთი ეროვნული კინოპრემია „ცეზარი“, სწორედ ამ როლისთვის მიიღო. კიდევ ერთი უცნაურობა: თავის კარიერაში დელონს ნაკლებად ჰქონდა წარმატებული ეკრანული დუეტი კინოვარსკვლავ ქალებთან. არც ბრიჯიტ ბარდოსთან (რომელმაც ალენ დელონს „ლამაზი კომოდი“ უწოდა), არც კატრინ დენევთან, არც ჟანა მოროსთან… რა თქმა უნდა, დაუვიწყარია ეპიზოდი მილანის საკათედრო ტაძრის სახურავზე ალენ დელონსა და ანი ჟირარდოს შორის („როკო და მისი ძმები“), მაგრამ ამ ეპიზოდში უფრო ვისკონტია „დამნაშავე“. ასევე, წარმოუდგენლად კინემატოგრაფიულია ანტონიონის „დაბნელების“ კადრები, სადაც ალენ დელონის პარტნიორია მონიკა ვიტი, მაგრამ ამ ფილმის მთავარი თემა სწორედ სიყვარულისა და კონტაქტის შეუძლებლობაა. ალბათ, ერთადეთი გამონაკლისი მისი დიდი სიყვარული რომი შნაიდერია, რომელთანაც ერთად ალენ დელონი უკვე ჩამქრალი, მაგრამ ჯერ კიდევ მხურვალე სიყვარულის ისტორიას თამაშობს ფილმში „აუზი“ (რეჟისორი ჟაკ დერე, 1969). ცხადია, ალენ დელონს ბევრ ცნობილ კინოვარსკვლავთან მოუწია მუშაობა. მათ შორის იყვნენ ორნელა მუტი, ან პარიო, ვანესა პარადი, ვირნა ლიზი… მაგრამ ამ ფილმებში მთავარი სასიყვარულო ისტორიები არ ყოფილა; ეს რაღაც სრულიად განსხვავებული, უცხო, უკვე დავიწყებული და დასრულებული გრძნობების გაცნობიერების პროცესი იყო, რომელიც ლამის 90-იან წლებამდე გაგრძელდა… 2019 წელს მსახიობმა ინსულტი გადაიტანა, რომელმაც შემდგომში ალცჰეიმერით დაავადების პროვოცირება გამოიწვია. 2021 წელს ალენ დელონმა ინტერვიუ მისცა „პარი მაჩს“, რომელშიც განაცხადა, რომ ევთანაზიის მომხრე იყო, ხოლო მისი სურვილი 2022 წელს სიცოცხლე სწორედ ევთანაზიით დაესრულებინა, შვილებმა კატეგორიულად უარყვეს. ალენ დელონი 18 აგვისტოს, ლუარას დეპარტამენტის პატარა ქალაქ დუშის მახლობლად მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა. პუბლიკა
  16. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, რათა ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზაში მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ეს არის მისი მეცხრე ვიზიტი რეგიონში 7 ოქტომბრის, ომის დაწყების შემდეგ. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გამოთქვეს ოპტიმიზმი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მას შემდეგ, რაც გასულ კვირას დოჰაში მოლაპარაკებები განახლდა, თუმცა "ჰამასი" აცხადებს, რომ პროგრესის შესახებ წინადადებები "ილუზიაა". იპნ
  17. 17 აგვისტოს ზუგდიდში, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისი გახსნა და სამეგრელოში საარჩევნო კამპანიის დაწყების ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე პარტიის ლიდერთან, გიორგი გახარიასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები, საკრებულოების დეპუტატები, ახალგაზრდული და ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, გუნდის წევრები და მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. გიორგი გახარიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა: „მოდით დავიწყოთ მადლობით! მადლობა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს! მადლობა თითოეულ ჩვენს თანამებრძოლს! ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან მძიმე დღეები გამოიარა ამ ხალხმა, განსაკუთრებით აქ, სამეგრელოში - ბრალდებები, დეზინფორმაცია, ტყუილები, ზეწოლის, მოსყიდვის მცდელობები, უბრალოდ, უღირსი საქციელი... ეს ხალხი დღეს ღირსეულად აქ დგას და საქართველოსთვის იბრძვის. მადლობა კიდევ ერთხელ მათ! მადლობა ჩვენ მხარდამჭერებს, იმ გონიერ ადამიანებს, რომლებსაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თავზე გადმოანთხიეს უამრავი დეზინფორმაცია, ტყუილი, ხან რა დაგვაბრალეს, ხან - რა და ვერ გატეხეს ეს ხალხი. მათი რიგები დღეს საქართველოსთვის უფრო და უფრო იზრდება. ეს ის ხალხია, რომელიც წყვეტს და მომავალშიც გადაწყვეტს საქართველოს ბედს. თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ 12 წელი გავიდა, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია. ამ 12 წლიდან ძალიან ბევრი დრო ჩვენ გავატარეთ ერთად. ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთებია, ბევრი მიღწევაც ყოფილა, ბევრი წარმატებაც ყოფილა, შეგვშლია კიდეც და ამის აღიარება არასდროს შეგვშინებია, უბრალოდ, შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს დავმალულვარ, არასოდეს გავქცეულვარ, არასდროს საქართველოს მოქალაქეები მარტო გასაჭირში არ მიგვიტოვებია და არასდროს კორუფციაში არ გავრეულვართ. რასაც, სამწუხაროდ, დღეს, „ოცნებაში“ დარჩენილ ბევრ ადამიანზე, ვერ ვიტყვი. ამიტომ ვდგავართ დღეს ჩვენ ასე ღიად, თამამად, გააზრებული გვაქვს რა სრულად ჩვენი პასუხისმგებლობა, მოვალეობები, ვალდებულებები ქვეყნის წინაშე. ასე ვაკეთებდით ყოველთვის საქმეს, მაგრამ „ოცნებასთან“ ჩვენი გზები გაიყო და გაიყო მაშინ, როცა აშკარა გახდა, რომ ადამიანები, იმისთვის რომ თბილი კაბინეტები, სავარძლები, ძალაუფლება და მოპარული ფული შეენარჩუნებინათ, ღირსება დაკარგეს. ისინი დღეს მზად არიან ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ. დღეს ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები, რომლებისაც ჩვენ გვჯეროდა, დღეს საქართველოს მოქალაქეებს, მე, თქვენ, გვაშინებენ და გვაშანტაჟებენ ომით, ომით! საკუთარ მოქალაქეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ტრავმირებულები ვართ ომით, 1990-იანი წლებიდან, განსაკუთრებით, სამეგრელო. ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული, 2008 წლით გაგრძელებული, აფხაზეთით დამთავრებული... და ჩვენ გვაშანტაჟებენ ომით! გვეუბნებიან , რომ „ან მე, ან - ომი“ და ურცხვად გვატყუებენ, რადგან „ოცნებას“ დღეს არანაირი რესურსი აღარ დარჩა მშვიდობის შენარჩუნების! და მოდით, დავიწყოთ მშვიდობით! მშვიდობა არის ყველაზე დიდი ფასეულობა დღეს! მშვიდობა არის, რის გარეშეც არანაირ მიღწევას არანაირი ფასი არ აქვს! მაგრამ თქვენ, ყველამ ერთად, ჩემთან ერთად, ბევრი იმუშავეთ და ვიცით, რომ ჩვენ ამ მშვიდობას ბოლო12 წლის განმავლობაში ვაღწევდით ბალანსის პოლიტიკით, მხოლოდ ბალანსის პოლიტიკით! და დღეს, „ოცნებამ“ ბალანსის პოლიტიკა დაასრულა, მან არჩევანი გააკეთა, მან მხარე დაიჭირა. ამიტომ დღეს „ოცნებას“ არანაირი რესურსი აღარ გააჩნია, ვინმეს დაპირდეს მშვიდობას. მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა შენ გესმის შენი ქვეყნის, შენი ხალხის, შენი მოქალაქეების არჩევანი ბოლო 30 წლის განმავლობაში და ეს არჩევანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი! ამავე დროს, ჩვენ ჩვენში უნდა გამოვნახოთ ძალა, კომპეტენციაც, სითამამეც, სიმამაცეც, რომ პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ ყველასთან, მათ შორის ოკუპანტთანაც და ეს პასუხისმგებლობა ჩვენ ყოველთვის გვქონდა, მაგრამ „ოცნებამ“ ეს პასუხისმგებლობა დღეს გააცამტვერა, რადგან მან არჩევანი გააკეთა, მხარე დაიჭირა, „ოცნება“ დღეს ამ გლობალურ დაპირისპირებაში მხარეა, მათი ყველანაირი დაპირება საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებზე არის ტყული, მათ, ერთადერთი, რაც მოახერხეს და გააკეთეს, მოახერხეს და საქართველო აქციეს დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების პოლიგონად. მეორე მხრიდან, ჩვენ, სამწუხაროდ, გვაყვს ეს რადიკალური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სასარგებლო იდიოტის როლში, „ოცნებას“ ეხმარება აი ამ ტყუილებით ადამიანებზე ზემოქმედება მოახდინოს. ამიტომ, ჩვენ როდესაც ვამბობთ მშვიდობას, ჩვენი მთავარი დევიზია: არა „ოცნებას“, არა „ნაცებს“, მშვიდობა საქართველოს! მოდით, დავიწყოთ ევროპით! ევროპა არ არის ჩემი, თქვენი და ჩვენი თაობის არჩევანი, ევროპა საქართველოს საუკუნეების არჩევანია. რაც მთავარია, ევროპა ჩვენი შვილების ოცნებაა და არავის აქვს უფლება და არავის ეპატიება - შესაძლებლობა, როდესაც ევროპული კავშირი დღეს საქართველოს ეუბნება, თქვენთვის კარი ღიაა, მობრძანდით... ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვას! მინდა გითხრათ, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება! მე ეს არაერთხელ ვთქვი და ეს უკვე ახდა. ზუსტად, ასე, ყველა ის ადამიანი ან პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოს სრულფასოვან წევრობას ევროპის კავშირში, მათ პარსონალური პასუხისმგებლობა დაეიკისრებათ! რატომ ევროპა?! ევროპა არის მშვიდობა, ევროპა არის ერთადერთი სახელმწიფოების გაერთიანება, რომლის შექმნის შემდგომაც, მის არცერთ წევრ სახელმწიფოში ომი არ ყოფილა! ევროპა არის სიმდიდრე და კეთილდღეობა, ევროპა არის სამართლიანობა, ევროპა არის კარგი განათლება ჩვენი შვილებისთვის, ევროპა არის კარგი მედიცინა ჩვენი ხანდაზმულებისთვის. ევროპა არის კარგი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, ისწავლონ და თვითრეალიზდნენ. რატომ გარბიან ჩვენი შვილები, ევროპაში? იმიტომ, რომ ისინი უკვე ევროპელები არიან, მათ ეს არჩევანი გააკეთეს. და თუ არ მოვიყვანთ აქ ევროპას, ჩვენი შვილები მოემსახურებიან და ააშენებენ სხვა სახელმწიფოს. ამის დაშვება არ შეიძლება! ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, „ნაცებისგან“ და „ოცნებისგან“ განსხვავებით, ვისაც შეუძლია საქართველო ყველაზე სწრაფად და მშვიდობიანად მიიყვანოს ევროპულ კავშირში და ეს იქნება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ - მშვიდობიანი, თანმიმდევრული, ნდობის აღმდგენი პროცესი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე არ არსებობს ძლიერი ქართული სახელმწიფო! მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, აფხაზეთს და სამაჩაბლოს არავინ გვაჩუქებს! ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთს, ჩვენ ნაცვლად, ოკუპაციაზე არავინ და ვერავინ დაელაპარაკება. ეს პასუხისმგებლობები ჩვენ სრულად უნდა გვქონდეს გააზრებული. ამიტომ იყო ყოველთვის საქართველოსთვის ბალანსის პოლიტიკა მნიშვნელოვანი, ამიტომ ამოწურა „ოცნებამ“ ნებისმიერი რესურსი ილაპარაკოს მშვიდობაზე მაშინ, როდესაც გახდა კონფლიქტის მხარე და ქვეყანა გაწირა იზოლაციისთვის! ამ ყველაფრიდან ჩვენი ყველაზე დიდი გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, არჩევნები, რომელზეც, მე დარწმუნებული ვარ, „ოცნება“ მიიღებს საკადრის პასუხს. კიდევ ერთი, რაზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, არის ის რომ „ოცნება“ დღეს ნეპოტიზმში და კორუფციაშია ჩაფლული, სამწუხაროდ. და მაშინ, როდესაც ჩვენ ყოველდღიურად კორუფციას ვებრძოდით, დღეს „ოცნება“ კორუფციის უფლებისთვის იბრძვის თავისი პოლიტიკური ელიტით! დღეს, „ოცნების“, როგორც პარტიის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის კორუფცია და ნეპოტიზმი. ეს ძალიან კარგად ჩანს ყოველდღიურად, როდესაც ნიჭიერ ახალგაზრდებს, უბრალოდ, გასაქანი არ აქვთ, სამსახურს ვერ შოულობენ, ნორმალურ განათლებას ვერ იღებენ, რადგან მათი ადგილი დაკავებული აქვთ ვიღაცის ბიძაშვილ-მამიდაშვილებს. კორუფცია სპობს ქვეყნის ნორმალური განვითარების ნებისმიერ შესაძლებლობას, კორუფცია, არის უსამართლობის ფუნდამენტი, რის გამოც გარბიან საქართველოდან ახალგაზრდები! ამიტომ, კორუფცია, ნეპოტიზმი, არის ის, რაც ჩვენ უნდა დავამარცხოთ ყველამ ერთად! და შევქმნათ სამართლიანი, თანასწორი გარემო და დავემშვიდობოთ იმას, რასაც „ოცნება“ გვთავაზობს, როცა გვეუბნება, რომ თურმე ეკონომიკა იზრდება, მართლა იზრდება და ეს გაზრდილი ეკონომიკა მიდის 25-30 ოჯახის ჯიბეში, იმ ოჯახების, რომლებიც არიან „ოცნებასთან“ დაახლოებულნი. მე თქვენ გპირდებით, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაამარცხებს კორუფციას და ნეპოტიზმს და ყველა ლარს, ხალხის ფულს, მოპარულს ბიუჯეტიდან, იმ ვაჟბატონებიდან ყველას მოატანინებს უკან. სხვანაირად, ჩვენ ვერ ავაშენებთ ღირსეულ, ძლიერ, ქართულ სახელმწიფოს! მინდა გითხრათ მომავალზეც, მერწმუნეთ, რომ საქართველოს მომავალი არის წარმატებული, ბედნიერი, განვითარებული და ძლიერი. საქართველოს მომავალი არის ნამდვილი მშვიდობა, ნამდვილი კეთილდღეობა და ნაღდი ღირსება და არა ის, როგორც „ოცნების“ ვიღაც იდეოლოგები დღეს ლაპარაკობენ და გვატყუებენ ღირსებაზე, რომელიც მათთვის, თურმე კორუფცია, ტყუილი და ნეპოტიზმია, მშვიდობაზე, რომლის დაცვის არანაირი რესურსი არ დარჩათ არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით. რასაც აკეთებენ ისაა, რომ ერთ საქართველოს უპირისპირებენ მეორე საქართველოს, ერთნი საქართველოს მოქალაქეს ეძახიან მოღალატეს, ხოლო მეორენი მათ უწოდებენ რუსებს! და ამას ყველაფერს დღეს აკეთებს მმართველი ძალა. მე მინდა კიდევ ერთხელ აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ უაღრესად დიდი მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის, რასაც თქვენ აკეთებდით ბოლო 4 წლის განმავლობაში და იმისთვის, რაც ჩვენ ჯერ კიდევ წინ გველის." ჩვენ ყველანი ერთად, ყველანი ერთად, ნამდვილი ღირსებით, ნამდვილი მშვიდობით და ნამდვილი კეთილდღეობით, თითოეული ქართული და საქართველოს მოქალაქის ოჯახისთვის, მივიყვანთ და გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე! მადლობა და გამარჯვებას გისურვებთ! - განაცხადა გიორგი გახარიამ.
  18. პარტია "გახარია საქართველოსთვის" სამეგრელოს საარჩევნო კამპანიისა და რეგიონული ოფისის გახსნა ზუგდიდში ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1024392399395996/
  19. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება უარესდება ახლომდებარე ტერიტორიაზე დრონით თავდასხმის გამო. „კიდევ ერთხელ ვხედავთ ბირთვული საფრთხეების ესკალაციას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის. უკიდურესად შეშფოთებული ვარ და ვიმეორებ მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, მაქსიმალურად გამოიჩინონ თავშეკავება. ელექტროსადგურზე ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება გაუარესდა“, - განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ. მისი თქმით, სააგენტოს ადგილზე მყოფი ჯგუფი იუწყება, რომ გასული კვირის განმავლობაში გაძლიერებული სამხედრო აქტივობა ფიქსირდებოდა, მათ შორის ელექტროსადგურთან ძალიან ახლოს. „ჯგუფს ესმოდა ხშირი აფეთქებები, ტყვიამფრქვევისა და არტილერიის ცეცხლის ხმა ელექტროსადგურიდან სხვადასხვა მანძილიდან“, - აღნიშნა რაფაელ გროსიმ. ცნობისთვის, გუშინ რუსეთმა უკრაინა ელექტროსადგურთან ახლოს დრონით თავდასხმაში დაადანაშაულა. ელექტროსადგურზე, რომლის ოკუპაციაც რუსულმა ძალებმა ომის დასაწყისში განახორციელეს, თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გამხდარა, რაშიც რუსული და უკრაინული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. იპნ
  20. გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ეროვნული გმირები ქვეყნის ენერგიის წყარო არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. "ესენი აცოცხლებენ და აღვივებენ საუკუნეების მანძილზე დაგროვილ უზარმაზარ ეროვნულ მუხტს. მარადიული ხსოვნა იყოს თქვენი! ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ თქვენი ღირსნი ვიყოთ და თქვენი გზა ჩვენც გავამართლოთ!", - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალებმა ცხინვალში წამებით მოკლეს. ანწუხელიძის ცხედარი ცხინვალიდან 2008 წლის ნოემბერში გადმოასვენეს. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა. სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იპნ
  21. ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ მსახიობის ოჯახზე დაყრდნობით იუწყება. ”ის გარდაიცვალა მშვიდად საკუთარ სახლში, სამი შვილისა და მისი ოჯახის გარემოცვაში”, - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში, რომელსაც „ფრანს-პრესი“ ავრცელებს. ალენ დელონს ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა. იპნ
  22. ტატო კოტეტიშვილის ფილმი “წმინდა ელექტროენერგია” ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს ლეოპარდით დაჯილდოვდა. “გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ჟიურის არაჩვეულებრივ წევრებს, ჩვენს გუნდს და ჩვენს მხარდამჭერ აუდიტორიას. თქვენი თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს. ეძღვნება ქართულ კინომოძრაობას: “ქართული კინო საფრთხეშია”, – აცხადებენ ფილმის პროდიუსერები Nushi film-დან. “მინდა ეს ფილმი ქართულ კინოსაზოგადოებას მივუძღვნა, რომელიც სავსეა საინტერესო და ნიჭიერი ადამიანებით, თუმცა ახლა ძალიან რთული დროა [საქართველოში], რადგან კინოინდუსტრიის შემოქმედი ადამიანების უმეტესობა ბოიკოტში იმყოფება ეროვნული კინოცენტრის მიმართ, არავინ უსმენს მათ. ამის გამო ვერ იღებენ ბევრ მნიშვნელოვან ფილმებს. ვისურვებდი ყველა ამ ნეგატიურის სწრაფად დასრულებას, კარგი შედეგებით და უფრო და უფრო მეტ კარ ქართულ ფილმს ვიხილავთ”, – თქვა რეჟისორმა ჯილდოს მიღების შემდეგ. ნეტგაზეთი
  23. ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა ქეთევან მაქარაშვილმა თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო. „სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან” ქეთევან მაქარაშვილის გათავისუფლება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სასამართლომ, ასევე, სრულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ქეთევან მაქარაშვილის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა შრომითი ანაზღაურების გადახდა 2022 წლის 13 აპრილიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. პუბლიკა
  24. დინამო არენას ბოლო გენერალური რესტავრაცია 2015 წელს განხორციელდა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. რესტავრაციის ფარგლებში სრულად აღმოიფხვრა ყველა არსებული პრობლემა და მას შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა, - ამის შესახებ დინამო არენას ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, განმარტავენ, რომ ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შესთავაზეს, გულშემატკივრის დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს „დინამო“ არენას მდგომარეობის შესახებ დამატებითი განმარტება გავაკეთოთ. დინამო არენას ადმინისტრაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ორი წერილი გაუგზავნა, პირველი ეხებოდა ჩვენს მზადყოფნას, რომ სტადიონს კვლავ შეუძლია ეროვნული ნაკრების მასპინძლობა. მეორეში კი მოხდა დაზუსტება - იქიდან გამომდინარე, რომ დინამო არენას ბოლო უსაფრთხოების სერტიფიკატი არ მოიცავდა პირველი იარუსის მე-6, მე-7 და მე-8 სექტორებს, ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შევთავაზეთ, გულშემატკივრის დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს. შეგახსენებთ, რომ დინამო არენას ბოლო გენერალური რესტავრაცია 2015 წელს განხორციელდა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. რესტავრაციის ფარგლებში სრულად აღმოიფხვრა ყველა არსებული პრობლემა და შეგვიძლია მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მას შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა. ამას ადასტურებს ყველა საექსპერტო დასკვნა, რომელიც 2015 წლიდან დღემდე მომზადებულა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
  25. ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში გაემგზავრება, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელოს. „მდივანი ბლინკენი ხაზს გაუსვამს აუცილებლობას, რომ რეგიონის ყველა მხარემ თავი აარიდოს ესკალაციას ან სხვა ქმედებებს, რამაც შეიძლება შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ძირი გამოუთხაროს“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, გუშინ, აშშ-მა, კატარმა და ეგვიპტემ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ ისრაელსა და „ჰამასს“ ე.წ. დამაკავშირებელი წინადადება წარუდგინეს, რათა „დარჩენილი განსხვავებები კიდევ უფრო შემცირდეს, რომ შეთანხმების სწრაფი განხორციელება მოხდეს“. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დოჰაში, ორი დღის განმავლობაში გამართული მოლაპარაკებები „სერიოზული და კონსტრუქციული იყო“. იპნ
×
×
  • შექმენი...