Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც უკრაინა რომის წესდების რატიფიცირებას ახდენს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უერთდება. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ეს მორიგი ნაბიჯია უკრაინის ევროკავშირთან დასაახლოებლად. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებას ამ დროისთვის 137 ხელმომწერი და 124 წევრი სახელმწიფო ჰყავს. უკრაინა 125-ე იქნება. საქართველო ხელმომწერი 1998 წელს გახდა, წესდების რატიფიცირება კი 2003 წელს მოხდა. რომის წესდებამ დაადგინა ოთხი მთავარი საერთაშორისო დანაშაული: გენოციდი, დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, ომის დანაშაულები და აგრესიის დანაშაულები. ეს დანაშაულები ე.წ. „ხანდაზმულობის ვადას“ არ ექვემდებარება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამ დანაშაულებს იძიებს მაშინ, როდესაც თავად სახელმწიფოებს „არ შეუძლიათ“ ან „არ სურთ“ ამის გაკეთება. ნეტგაზეთი
  2. გამოცემა POLITICO წერს, რომ საქართველო, მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმით, ჩრდილოეთ კორეის გზას ადგას და ქართველი ხალხის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს ახალი საფრთხე ემუქრება. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ პირობა დადო, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს, საპარლამენტო არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში, ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადებს. როგორც გამოცემა წერს, ოპოზიციის აკრძალვა საქართველოს უკვე ისედაც გაყინულ მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, მთლად ბოლოს მოუღებს. პარასკევს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება მანდატების გაუქმება იქნება. „არ შეიძლება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის წევრი“, — თქვა კობახიძემ. მან ასევე დააკონკრეტა, რომ იმ პარტიების ჩამონათვალში, რომელთა აკრძალვასაც აპირებენ “კოლექტიური ნაცმოძრაობის” საბაბით, შედიან: ენმ და მის ირგვლივ შექმნილი კოალიცია (“სტრატეგია აღმაშენებელი”, “ევროპული საქართველო”) ახალი, გირჩი, დროა – კოალიცია ცვლილებებისთვის ლელოს ირგვლივ გაერთიანებული კოალიცია გიორგი გახარიას პარტია გამოცემა POLITICO წერს, რომ კომენტარისთვის ევროპულ კომისიას მიმართეს, რამდენადაც კობახიძე ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის გეგმები საქართველოს ევროკავშირისკენ გზად არ ეღობება, თუმცა მათ კომისიიდან პასუხი ჯერ არ მიუღიათ. „ეს გააუქმებს მთელ ოპოზიციას, რომელშიც „ქართული ოცნება“ საფრთხეს ხედავს. პარალელის გავლება მხოლოდ ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეიძლება და ჩრდილოეთ კორეასთან. ეს იქნება ქართული დემოკრატიის დასასრული“, — ამბობს თინათინ ახვლედიანი, ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მკვლევარი. გამოცემა ასევე ეხმაურება ირაკლი კობახიძის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი ზომები უკრაინასა და მოლდოვაშიც არის მიღებული და ამას მათსა და დასავლეთს შორის გადებული ხიდებისთვის საფრთხე არ შეუქმნია. „აღმოსავლეთ ევროპის ამ ორ ხსენებულ ქვეყანაში კონკრეტულად პრორუსული ფრაქციები აკრძალა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ამ პოლიტიკური ძალების მხრიდან გადატრიალების მოწყობის გეგმებზე არსებული გაფრთხილებების ფონზე. ორივე ქვეყანამ შეინარჩუნა ძლიერი, ცოცხალი მრავალპარტიული სისტემა“, — წერს გამოცემა და ამატებს, რომ ევროკავშირს ამ დროისთვის ისედაც შეჩერებული აქვს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით დაღმასვლის გამო და ამავე დროს, შეერთებულმა შტატებმაც შეაჩერა დაფინანსება საქართველოს კრემლისკენ გადახრის მიზეზით. ამ თემაზე წაიკითხეთ: “ოცნება” მანიპულირებს, რომ ოპოზიციის ასაკრძალად საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება ნეტგაზეთი
  3. საქართველოში 50 კგ. და მეტის წონის ცოცხალი ღორების იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა. გასულ წელს იანვარ-ივლისში ქვეყანაში 13.4 მილიონი დოლარის ცოცხალი ღორის იმპორტი განხორციელდა, წელს იმავე პერიოდში კი 15.5 მილიონი დოლარის ღირებულების. გასული წლის საანგარიშო პერიოდში 1 კგ. ცოცხალი ღორის საშუალო საიმპორტო ფასი 1.5 დოლარი იყო. ფასი მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში უცვლელი დარჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც 2024 წლის პირველ შვიდ თვეში, ასევე გასული წლის იმავე პერიოდში ცოცხალი ღორების იმპორტი სრულად რუსეთიდან ხორციელდებოდა. რაც შეეხება 50 კგ. და მეტის წონის ქართული ღორის ექსპორტს, წელს არ განხორციელებულა. შარშან იანვარ-ივლისში კი 24 960 დოლარის ღირებულების 12 ტონა ცოცხალი ღორი გავიდა საექსპორტო ბაზრებზე. ავტორი: მერი ტაბატაძე
  4. ავიაკომპანია Air France-ი აცხადებს, რომ თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით დღეს და ხვალ ფრენებს აჩერებს. ავიაკომპანიის განმარტებით, შეზღუდვა, შესაძლოა, გაგრძელდეს იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება უსაფრთხოებასთან დაკავშიირებული ვითარება. ამასთან, ტელეკომპანია Al Arabiya იუწყება, რომ ბეირუთის აეროპორტში ფრენების უმეტესობა გაუქმებულია და რომ ზოგიერთი ავიარეისი იორდანიის დედაქალაქ ამანში გადაამისამართეს. შეგახსენებთ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 100 მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენებით, სამხრეთ ლიბანში განლაგებული „ჰეზბოლას“ კუთვნილი სარაკეტო გამშვებების წინააღმდეგ პრევენციული დარტყმები განახორციელეს მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელზე თავდასხმის განხორციელების გეგმების შესახებ შეიტყვეს. „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ 320-ზე მეტი რაკეტა და დრონები გაისროლა, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით კი დაჯგუფებამ თავდასხმის დროს, დაახლოებით, 210 რაკეტა და 20 დრონი გამოიყენა. მათივე ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი შეაჩერეს, ზოგიერთმა კი დაზიანება და ადამიანების დაშავება გამოიწვია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბევრი რაკეტა ღია ტერიტორიებზე დაეცა. იპნ
  5. საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი დააკავა. BBC-ის ინფორმაციით, დუროვი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი კერძო თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მილიარდერი ბრალდებულია იმაში, რომ ვერ გადადგა ნაბიჯები Telegram-ის დანაშაულებრივად გამოყენების შესაჩერებლად. პაველ დუროვი რუსეთში დაიბადა და დუბაიში ცხოვრობს. მას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. Telegram-ის აპლიკაცია რუსეთში 2018 წელს აიკრძალა, მას შემდეგ რაც დუროვმა უარი განაცხადა მომხმარებლის მონაცემების გადაცემაზე. აკრძალვა 2021 წელს გაუქმდა. იპნ
  6. სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჟანაძე საკონსტიტუციოში პრეზიდენტის წარმომადგენელი იქნება. „შემდეგ კვირას ვიქნები საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის არაკონსტიტუციურობის საქმეზე. მიხარია რომ საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის პირველ სარჩელს წარმოვადგენ. ამ შემოთავაზებისას საბჭოს კონკურსის წყენაზე არ მიფიქრია, რადგან ისეთი საკითხია, სადაც ყველას ერთობა აუცილებელია. რუსული კანონის მიღება სახელმწიფოებრიობის გაუქმების ტოლფასია. ჩემთვის ეს საქმე არის – “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”. – წერს ბურჯანაძე. შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ სარცელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო მომავალ კვირაში დაიწყებს. პუბლიკა
  7. როგორ შეიძლება კობახიძისგან გასამართლების მუქარა სერიოზულად აღიქვა ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
  8. ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! - მინდა გისურვოთ ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში აღნიშნავს. „ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე! მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია - თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ესაა ჩემი სურვილი თქვენი ქვეყნისათვის, ესაა ჩემი სურვილი ჩემი ქვეყნისათვის და ესაა ჩემი სურვილი ორივე ქვეყნის ევროპული მომავლისათვის!“ - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. იპნ
  9. “ევოლუშენ ჯორჯიას” ირგვლივ განვითარებული მოვლენები არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1274189883562892/
  10. "გახარია - საქართველოსთვის" - შეხვედრები სოფელ ოკამში, სოფელ მეფისქალაქსა და ქარელში. ბმული: https://www.facebook.com/ForGeoGe/posts/814843227495320
  11. ჩვენ ვპირდებით ნამდვილ მშვიდობას, ნამდვილ ღირსებას და ნამდვილ კეთილდღეობას ჩვენს მოქალაქეებს, რომელი კეთილდღეობაც ყველაზე თანაბრად იქნება გადანაწილებული. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/418774734555221/
  12. “ოცნება” არ დაასრულებს "ნაც-მოძრაობას", რადგან “ოცნების” ძალაუფლება დგას მათზე. ბერდია სიჭინავა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/873230351349967/
  13. რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, აშშ-მა კიდევ 100-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადების თანახმად, ახალი სანქციები 16 სხვადასხვა იურისდიქციაში მდებარე ასზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება, მათ შორის ათზე მეტ ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლებიც რუსეთისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის შესყიდვაში მონაწილეობენ, ხელს უწყობენ სანქციებისთვის გვერდის ავლას და ეხმარებიან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო სფეროს. ერთ-ერთი ასეთი ქსელი ხელს უწყობდა თურქეთში რუსეთისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვას, ხოლო კოორდინაციას მას იტალიის მოქალაქე უწევდა. სხვა მსგავსი ქსელი თურქეთში, საფრანგეთსა და ჰონგ-კონგში მდებარე კომპანიების მეშვეობით კომპონენტების იმპორტს ახდენდა დასანქცირებული რუსული კომპანიისთვის “პრომტეხი”. შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აღმოაჩინა ქსელები, რომელიც რუს ოლიგარქებს სატრასტო ფონდების მეშვეობით უცხოურ კომპანიებში საკუთარი ინვესტიციების დამალვისა და მოსკოვისთვის ნახევარგამტარების შესყიდვის საშუალებას აძლევდა. სიაში ასევე ნახსენებია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე კომპანიები, რომლებიც რუსეთს რუსული ოქროთი ვაჭრობაში ეხმარებოდნენ, და ასევე ჩინური კომპანიები, რომლებიც რუსეთში სანქციების ქვეშ მყოფი ნივთების იმპორტში მონაწილეობდნენ. ცალკე, გამოაშკარავებულია კომპანიების ქსელი, რომელიც რუსეთმა საკუთარი ჰაკერების დასახმარებლად შექმნა, რომლებიც, თავის მხრივ, ამერიკული სანქციების ქვეშ ჯერ კიდევ 2018 წელს მოხვდნენ. იპნ
  14. 24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა. საქართველოს კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოაცხადა. იპნ
  15. პროკურატურა სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კვალიფიკაციის და სასჯელის ნაწილში გაასაჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის მკვლელობის ბრალდებულ კაცს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. უწყების ცნობით, პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
  16. გვიან ღამით ფონიჭალაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცხელ კვალზე დაკავებულია სამი პირი. მომხდარზე გამოძიება 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. პუბლიკა
  17. “კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სომხეთის ხელისუფლებამ, ალექსანდრე ლუკაშენკოს ანტისომხური განცხადების შემდეგ, ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა შეწყვიტოს. სომხური პოლიტიკური პარტიის “რესპუბლიკისთვის” წევრებმა და მხარდამჭერებმა გუშინ, 21 აგვისტოს, საპროტესტო აქცია ერევანში, ბელარუსის საელჩოსთან გამართეს. აქციის მონაწილეებმა შენობას კარტოფილი, კვერცხები და პომიდორი დაუშინეს და სომხეთის დატოვება მოსთხოვეს. ასევე, მათი მთავარი მოთხოვნაა, სომხეთმა ბელორუსთან დიპლომატიური ურთიერთობები ლუკაშენკოს გადადგომამდე გაწყვიტოს. აქციის მიზეზი გახდა აქტივისტების აღშფოთება ლუკაშენკოს სიტყვების გამო, რომ “სომხები არავის სჭირდება”. ბელარუსის პრეზიდენტმა ტელეკომპანია Россия 1-ის ეთერში განაცხადა, რომ დასავლეთს სომხეთი არ სჭირდება. “ვის სჭირდება სომხები ჩვენ გარდა? არავის სჭირდება…დაე, განავითარონ თავიანთი ეკონომიკა და ორიენტირდნენ საკუთარ რესურსებზე. რა საფრანგეთი, ვინ [საფრანგეთის პრეზიდენტი] მაკრონი? ხვალ მაკრონი აღარ იქნება და ყველა დაივიწყებს სომხეთის შესახებ”,- ციტირებს “Lenta.Ru” 20 აგვისტოს ნათქვამ ალექსანდრე ლუკაშენკოს სიტყვებს. 18 აგვისტოს ვლადიმერ პუტინი ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩაფრინდა, რომლის ფონზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლება, ზანგეზურის დერეფნის გავლით, კომუნიკაციების გახსნის შესახებ შეთანხმებას არღვევს. ბაქოს ანალიტიკოსების თქმით, პუტინის ვიზიტმა და ლავროვის განცხადებებმა დაადასტურა მოსკოვისა და ბაქოს მოკავშირეობა. ერევნის პოლიტოლოგების ვარაუდით, რუსეთი ცდილობს, კომუნიკაციების გახსნა სომხეთის გავლით საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ნეტგაზეთი
  18. რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სურივიკინოში პატიმართა ჯგუფმა ციხის თანამშრომლები მძევლებად აიყვანა. პატიმრები ციხის დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ და დაწესებულების თანამშრომლები სწორედ სხდომიდან აიყვანეს. რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის ინფორმაციით, დაღუპულია ციხის მინიმუმ ერთი თანამშრომელი, თავდამსხმელთა რაოდენობა კი არის 3, ან 4 პატიმარი. ისინი, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს, ე.წ. ISIS-ის მებრძოლები არიან. კიდევ ერთი პრო-კრემლისტური მედია, რია ნოვოსტი ვოლგოგრადის გუბერნატორ, ანდრე ბოჩაროვზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავებულია სასჯელაღსრულების დაწესებულების 4 თანამშრომელი. ისინი სუროვიკინოს ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ამ დროისთვის მიმდინარეობს მძევალთა გათავისუფლების ოპერაცია. გუბერნატორის განცხადებით, ქალაქის მაცხოვრებლები საფრთხის ქვეშ არ არიან. აღნიშნული ციხე მკაცრი რეჟიმის კოლონიად ითვლება, სადაც 1200 პატიმარი ეტევა. თუმცა, რია ნოვოსტის ცნობით, ამ ამ დროისთვის იქ 1000-მდე მსჯავრდებულია. ეს არ არის რუსეთში, პატიმრების მიერ ციხის თანამშრომლების მძევლად აყვანის პირველი შემთხვევა. რამდენიმე კვირის წინ მსგავსი ფაქტი მოხდა როსტოვშიც. მაშინ, ციხე სპეცრაზმელებმა შტურმით აიღეს, მძევლები გაათავისუფლეს, პატიმრები კი მოკლეს. ნეტგაზეთი
  19. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ოდის განთავსების მიზნით ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ოდა სახლის დეტალების დამზადება-დამუშავების, ლევილში ტრანსპორტირებისა და აწყობა-მონტაჟის სამუშაოებს მოიცავს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 680 353 ლარია. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 10 721 ლარი და საგარანტიო თანხა 26 804 ლარია. „ქართული ყაიდის სახლის აშენება საფრანგეთში, ლევილში, მისასალმებელი და ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტია. აქ მოეწყობა საქმიანი შეხვედრები ქართული ღვინით და კერძებით, სანიმუშო სერვისით. რესტორნის დარბაზი უმასპინძლებს 30 სტუმარს, ზაფხულის დარიან დღეებში ფართო აივანზე შესაძლებელი იქნება დამატებით 20-მდე ვიზიტორის მიღება-მასპინძლობა“,- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტში. წინადადებების მიღება 7 სექტემბრიდან დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება. ტენდერის პირობებით, სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 280 კალენდარული დღეა. ავტორი: ნათია ზარიძე
  20. ყირიმთან, კრასნოდარის ოლქში, პორტ „კავკაზში“ რუსულ ბორან „კონრო ტრეიდერზე“ აფეთქება მოხდა. ბორანი საწვავის ცისტერნებით იყო დატვირთული. მომხდარის ვიდეო რუსულმა ტელეგრამ-არხმა, „კრიმსკი ვეტერმა“ გამოაქვეყნა. არხის გამომწერები ამბობენ, რომ აფეთქებებს წინ უძღოდა უკრაინელთა სარაკეტო თავდასხმა. კრასნოდარის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, ბორანზე 30 ცისტერნა საწვავი იყო. „კრიმსკი ვეტერ“ აღნიშნავს, რომ რუსული ჯარი ყირიმში სამხედრო ტვირთის გადასაზიდად ბორნებს იყენებს ხოლმე. ეს ამ პორტში ბორანზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა – უკრაინელებმა ივლისშიც ააფეთქეს ბორანი. კიევში მომხდარზე ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი. netgazeti
  21. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს სასამართლოს მეგობრის სახელით მიმართავს. საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ 4 სარჩელია შესული, რომელიც ერთ საქმედ გაერთიანდა. მისი განხილვა 29-31 აგვისტოს გაიმართება. ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარუდგენს და პოზიციას ამ ფორმით გამოხატავს. რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში 4 სარჩელი შევიდა – პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციისა და ოპოზიციონერი დეპუტატების. მოგვიანებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლად მიმართა „მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა. სარჩელის ავტორები დროებითი ღონისძიების გამოყენებას და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რუსული კანონის შეჩერებას მოითხოვენ. 29 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ სამივე სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება. publika
  22. „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მტკიცედ დაუჭერს მხარს უკრაინას. „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ჰარისმა აღნიშნა, რომ ხუთი დღით ადრე, სანამ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა, ის შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა რუსეთის შეჭრის გეგმების შესახებ გაეფრთხილებინა. „ხელი შევუწყვე გლობალური პასუხის - 50-ზე მეტი ქვეყნის - მობილიზებას პუტინის აგრესიისგან დასაცავად და როგორც პრეზიდენტი, მე მტკიცედ დავუჭერ მხარს უკრაინას და ჩვენს ნატო-ელ მოკავშირეებს“, - აღნიშნა ჰარისმა. მან ღაზას სექტორში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რადგან ახლა არის დრო, რომ მოხდეს მძევლების გათავისუფლებასა და ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა. „ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: ყოველთვის დავიცავ ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი და ყოველთვის უზრუნველვყოფ, რომ ისრაელს ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის უნარი. იმიტომ, რომ ისრაელის მოსახლეობა აღარასოდეს უნდა აღმოჩნდეს იმ საშინელების წინაშე, რომელიც ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს გამოიწვია“, - აღნიშნა ჰარისმა. ამასთან, მისი თქმით, დამანგრეველია ის, რაც ბოლო 10 თვის განმავლობაში ღაზაში მოხდა. „რამდენი უდანაშაულო სიცოცხლე დაიკარგა. სასოწარკვეთილი, მშიერი ადამიანები, რომლებიც გარბიან უსაფრთხოებისთვის. ტანჯვის მასშტაბები გულსატკენია. პრეზიდენტი ბაიდენი და მე ვმუშაობთ ამ ომის დასასრულებლად ისე, რომ ისრაელი იყოს დაცული, მძევლები გაათავისუფლონ, დასრულდეს ტანჯვა ღაზაში და პალესტინელმა ხალხმა შეძლოს, ისარგებლოს ღირსების უფლებით, უსაფრთხოებით და თავისუფლებით“, - აღნიშნა კამალა ჰარისმა. ipn
  23. ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნული ყრილობის მეოთხე დღეს ოფიციალურად მიიღო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობა. კანდიდატობაზე თანხმობის განცხადების დროს მან პირობა დადო, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება. “ვიცი, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანი გვიყურებს და მინდა იცოდეთ: გპირდებით, ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი. ყოველთვის შეგიძლიათ მერწმუნოთ, რომ ქვეყანას და პარტიას და საკუთარ თავზე მაღლა დავაყენებ“, - აღნიშნა ჰარისმა. მისი თქმით, იქნება პრეზიდენტი, რომელიც არის რეალისტი, პრაქტიკული და აქვს საღი აზრი. „იმისთვის რომ შევინარჩუნო ამერიკის წმინდა ფუნდამენტური პრინციპები კანონის უზენაესობიდან თავისუფალ და სამართლიან არჩევნებამდე, ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემამდე, მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც გვაერთიანებს ჩვენი უმაღლესი მისწრაფებების გარშემო. პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობს და უსმენს, რომელიც არის რეალისტი, პრაქტიკული და აქვს საღი აზრი და ყოველთვის იბრძვის ამერიკელი ხალხისთვის“, - აღნიშნა კამალა ჰარისმა. ipn
  24. პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გუნდის წევრების შეხვედრა აბაშაში მოსახლეობასთან და ახალი ოფისის გახსნა სენაკში (ფოტოები)
  25. უკვე თვეზე მეტია ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლები ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. კვირაზე მეტია გაფიცული ახალგაზრდები შიმშილობენ და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ, სახელმწიფოს მათი არ ესმის და მათ ვერ ხედავს, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე თქმით, დღევანდელ „ოცნებას“ აღარ აქვს არც უნარი, არც კომპეტენცია და არც სურვილი, ხალხის პრობლემები მოაგვაროს და ადამიანების ელემენტარული საბაზისო უფლებები დაიცვას. „ოცნების“ 2012 წლის ღირებულებებიდან აღარაფერია დარჩენილი - ადამიანი გაქრა მისი დღის წესრიგიდან, რომელიც მხოლოდ ერთი კაცის და პარტიის შიშების და ძალაუფლებაში დარჩენის სურვილის ირგვლივ ტრიალებს. როგორც იქნა 41-ე დღეს სახალხო დამცველმა შეისმინა ჩვენი მოწოდება და დაინტერესდა საკითხით. ხელისუფლება და შრომის ინსპექცია პროტესტის უკიდურეს პირობებშიც კი დუმს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომელიც პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ხალხს ომით აშინებს, წინასაარჩევნოდ მაინც შეასრულეთ ადამიანზე ზრუნვის ვალდებულება, ნუ ემალებით გაფიცულებს, შეხვდით და დაინტერესდით მათი მდგომარეობით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შრომის ინსპექციას, ჩაატარეთ მოკვლევა და დააყენეთ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ან საქმე გადაეცით საგამოძიებო ორგნოს. შეგახსენებთ, შრომის უფლებების დაცვა და შრომის უაფრთხოებაზე ზედამხედველობა თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა. პარტია „გახარია - საქართველოსთვის“, ჩვენი მანდატის ფარგლებში, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანაში შრომის უფლებების დაცვის პრეცედენტი შეიქმნას.", - ნათქვამია განცხადებაში.
×
×
  • შექმენი...