Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, „ბრიუსელი „ოცნების” გეგმით ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, შეშფოთებულია”. სტანოს კომენტარს გამოცემა POLITICO ავრცელებს. „ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად”, – ამბობს სტანო და აღნიშნავს, რომ პლურალიზმი „ევროკავშირში გაწევრების პროცესის ცენტრალური საყრდენია“. მანვე აღნიშნა, რომ გაწევრიანების კარი „ღია რჩება, თუ საქართველო გადაწყვეტს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს მოერგოს და ბოლო თვეების უარყოფითი ტენდენციები შეცვალოს“. 0 აგვისტოს, „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, ვინაიდან, პარტიის განცხადებით, მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ. მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით იმუქრება. „საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება”, – ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა დემოკრატიული პროცესია და „როდესაც არსებობს სამართლებრივი საფუძველი, დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორედ ასე უნდა ხდებოდეს”. მისივე თქმით, „ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად სამართლებრივი სარჩელები მომზადდება როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე შესაძლოა პროკურატურაშიც აღიძრას საქმეები. კობახიძემ ჩამოთვალა, ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს. ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიების აკრძალვის შემდეგ ოპოზიციური პარტიების მანდატების გაუქმებაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს, თუმცა, „ლოგიკური გაგრძელება სწორედ მანდატების შეწყვეტა იქნება”. პუბლიკა
  2. ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. ბრიუსელში, არაფორმალურ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ. შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც დაესწრება. მოგვიანებით, მინისტრები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს განიხილავენ. ასევე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტისა და ვენესუელის პოლიტიკური კრიზისის შესახებაც ისაუბრებენ. პარასკევს, 30 აგვისტოს კი ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება, რომელზეც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მინისტრებს ფრონტის ხაზზე განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. იპნ
  3. 28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. იპნ
  4. "ახალგაზრდებო, გილოცავთ უნივერსიტეტში ჩაბარებას! გახსოვდეთ, ეს ქვეყანა თქვენია. თქვენი მომავალი კი ევროპულ, ღირსეულ და სამართლიან საქართველოშია! წარმატებულ სტუდენტობას და საინტერესო პროფესიულ ცხოვრებას გისურვებთ! გიორგი გახარია, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  5. ის კი მართალია, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი - ევროპა თუ რუსეთი, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს დანიშნა. მისი თქმით, გადაწყვეტილების დღე მოგვიახლოვდა, „დღე არჩევანის, დღე გადარჩენის“. "დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა არის მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს, ამიტომ, როგორც პრეზიდენტს, ამ არჩევნებთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი სათქმელი. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი არჩევნები, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია, არაფერი მექნებოდა სათქმელი. უნდათ, რომ დაგვარწმუნონ, რომ ეს იქნება არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. ეს ტყუილია, რამეთუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება და არასოდეს არავინ არ ირჩევს ომს. დღეს საქართველოში არავის უნდა და არავინ ამზადებს ომს. იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, პრიორიტეტებისა და მიზნების ბუნდოვანება და აღრევა კი ზრდის მტრის მადას ანუ ომის საფრთხეს. სამაგიეროდ, მხნეობა, ერთიანობა, სიცხადე მოყვარესთან თუ მტერთან, ყველაზე კარგი თავდაცვა არის ქვეყნის უსაფრთხოების. სამაგიეროდ, ის კი მართალია, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი - ევროპა თუ რუსეთი. გადასაწყვეტი გვაქვს მთავარი - ვინ ვართ, რანი ვართ, საით მივდივართ და რა გვინდა. წარსული თუ წინსვლა, თავისუფლება თუ მონობა, დიქტატურა თუ დემოკრატია, ერთპარტიული ძალაუფლება თუ მრავალპარტიული ხელისუფლება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. IPN
  6. 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა, საკუთარ ხალხს, ახალგაზრდობასა და ქვეყნის პატრიოტებს ომი გამოუცხადა ქვეყნის შიგნით, გარეთ კი ჩვენს ერთგულ პარტნიორებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მან ყველას ცალ- ცალკე და ყველას ერთად მოღალატეობა დააბრალა. „მაშინ დავდექით უპირობოდ ჩვენი მომავლის გზასაყარზე და სასიცოცხლო არჩევანის წინაშე. ან იქნება ევროპული დემოკრატიული, თავისუფალი და ღირსეული მომავალი, ან დაბრუნდება წარსულში ჩაძირვა - რუსეთის მარწუხებში, რომელიც დღითიდღე საკუთარ სისასტიკეს და დაუნდობლობას ამჟღავნებს. არჩევანია, მართლაც რუსული დაუნდობლობისა და ქართულ საუკუნოვან შემწყნარებლობას შორის. ყოველდღიურად საქართველო მაგალითს იძლევა ამ შემწყნარებლობის, თუნდაც რუსი ტურისტების წინაშე. არჩევანია რევანშიზმსა და უნდობლობასა და სასამართლოთი დაცული ადამიანის უფლებებს შორის. მცხეთიდან საარჩევნო კამპანია გაიხსნა, [„ქართული ოცნება“] საკუთარ ხალხს გამარჯვების შემთხვევაში დაჰპირდა შურისძიებას, შევიწროებას, სხვა აზრის მქონე ადამიანთა დევნას, თავისუფალი პროტესტის შეზღუდვას, პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას. მოკლედ რომ ვთქვათ, დაგვპირდნენ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ დიქტატურას, დაგვიხატეს სამომავლო საქართველო, სადაც ერთ მუჭა ადამიანებს ექნებათ ყველა უფლება, სხვებს კი რაღა დარჩებათ, ქვეყნიდან წასვლის უფლება? არჩევანი გვექნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის. რუსეთთან უღირსი კომპრომისებისა და რეალურად სულის გაყიდვის ფასად დამორჩილება თუ ევროპაში თანასწორუფლებიან ქვეყნად წარდგენა და იქ ჩვენი სახელის, მიწის, ისტორიისა და შესაძლებლობების გატანა და საქართველოს სათანადო წარდგენა, თავისუფალ მშვიდობიან გარემოსა და სამყაროში! ეს არჩევნები მეორედ არ დაგვიდგება. ეს არჩევნები საკმაოდ რთულ პირობებში ჩატარდება! უკვე გვესმის ხელისუფლების ყველა დონეზე გაჟღერებული მუქარა, გვაშინებენ ხან კანონით, მახვილით, დაჭერებით, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რამეთუ არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ხალხის წინააღმდეგ წავა და გაიმარჯვებს, იმ შემთხვევაში თუ ყველა გაიაზრებს პასუხისმგებლობას, თუ საზოგადოება სრულად მობილიზებული იქნება, მაშინ ხმებიც, სტაბილურობაც და მომავალიც სრულიად დაცული იქნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა. IPN
  7. უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. „სხვა რა მიღწევები აქვს უკრაინას? ვიფიქრე, ამაზე საუბარი ნაადრევი იყო, მაგრამ პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გამოცდა განხორციელდა. ვულოცავ ჩვენს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბალისტიკური რაკეტის შესახებ მეტის თქმა არ შეუძლია, მაგრამ ამ ინფორმაციის გავრცელება იმიტომ გადაწყვიტა, რომ საზოგადოებამ „ჩვენი ხალხი, რომლებიც 24 საათის განმავლობაში თავდაცვის საწარმოებში მუშაობენ“ დააფასოს. IPN
  8. ცაგერის მერმა, ლევან ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია ზალკალიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ზალკალიანი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი 2023 წლის აპრილში გახდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებში გაიმარჯვა. მისმა წინამორბედმა, გიორგი ნემსაძემ თანამდებობა 2022 წლის ნოემბერში დატოვა. პუბლიკა
  9. მოძრაობა „თავისუფლების მოედანი” ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებას „სამარცხვინოს და სამწუხაროს” უწოდებს და ამბობს, რომ მათ მიმართ „ბრალდებები ყალბი და მავნეა”. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძრვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს, 27 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ, რაც „საფრთხეა სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის”. ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა აქცენტი გააკეთა პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანზე“, რომლის ხელმძღვანელიც ლევან ცუცქირიძეა. კუპრაშვილის თქმით, „თავისუფლების მოედანი” ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზანი. თუმცა, ამის მიუხედავად, „როგორც ა(ა)იპ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ თანამშრომლები, ისე მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წევრები არ ასრულებენ კანონის მოთხოვნებს, არ არეგისტრირებენ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით”. შესაბამისად, კუპრაშვილის მტკიცებით, არ არის უზრუნველყოფილი მათი ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობა. მოძრაობა „თავისუფლების მოედანი”, რომელიც საარჩევნო კოალიციის „ძლიერი საქართველოსთვის” წევრია, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” თავდასხმები სხვა არაფერია, თუ არა მათი სანდოობისა და რეპუტაციის შელახვის მიზანმიმართული მცდელობა”. ასევე იხილეთ ანტიკორუფციულმა ბიურომ „თავისუფლების მოედანს" ფინანსური ანგარიშის წარდგენა დაავალა 27 აგვისტო, 2024
  10. რუსეთში ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები საზღვრის გარღვევას ცდილობენ. „თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვითარება საზღვარზე რთულია, მაგრამ კონტროლირებადი“ — წერს ბელგოროდის გუბერნატორი პირად „ტელეგრამ“ არხზე. მისი თქმით, რუსი სამხედროები „დაგეგმილ სამუშაოებს“ ასრულებენ, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რა იგულისხმება ამაში. დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ რუსეთის პრო-სამთავრობო ტელეგრამ არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 500-მდე სამხედრო ცდილობს ნეხოტეევკის რაიონში საგუშაგოს გარღვევას და რუსეთის სიღრმეში შეჭრას. პრო-სამთავრობო ტელეგრამ არხებში ასევე წერენ, რომ საგუშაგოს მახლობლად აქტიური საბრძოლო მოქმედებები ამ დროისთვის არ მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, უკრაინელები უკვე არიან შეჭრილები რუსეთის სიღრმეში კურსკის ოლქში ნეტგაზეთი
  11. „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მიხედვით, ისინი „ისტორიულ მინიმუმზე არიან“. ბუჩუკურის განცხადებით, დღეს საქართველოს მასშტაბით „ოცნების“ მხარდაჭერა 27-28 პროცენტსაც ვერ აღწევს. თბილისის შემთხვევაში კი ეს 20-21%-ია. როგორც დეპუტატმა განმარტა, „ქართული ოცნება“ აღნიშნული კვლევის შედეგებს არ აქვეყნებს. „ამ ტყუილ გზავნილს შიგნით არსებული ემოციების დასაცხრობად იყენებს, იმიტომ, რომ შიგნით, „ოცნებაში“ არ არის მაინც და მაინც მყარი განწყობები. იცით, საიდან მოვდივართ - მთელი საქართველოს მასშტაბით არის ჩვენი პარტია გაშლილი, 115 ლოკალური, ადგილობრივი დეპუტატი გვყავს და რა თქმა უნდა, არაერთი ინფორმაციის წყარო გვაქვს. ერთი მხრივ,“ოცნებას“ მხარდაჭერის ისტორიული მინიმუმი აქვს, რაც “ოცნების” შიდა კვლევით ვიცით ჩვენ, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გამოქვეყნებულა და ერთმანეთსაც უმალავენ. ისტორიულ მინიმუმში იგულისხმება, რომ დღეს საქართველოს მასშტაბით “ოცნების” მხარდაჭერა 27-28 პროცენტსაც ვერ აღწევს. თბილისის შემთხვევაში კი ეს 20-21%-ია. ეს ძალიან კარგად იციან “ოცნების” ე.წ ხელმძღვანელებმა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, “ოცნებას” როდესაც მმართველობის საუკეთესო პერიოდი ჰქონდა, მაშინაც კი არ აუღია პროპორციულში 50%. ეს ახლა უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. მიზანი არის საკუთარი წევრების დამშვიდება. იცით, რომ იქ არის კონკურენცია - ვინ ვის წინ იქნება და ა.შ. ასე ატყუებენ და ამშვიდებენ ერთმანეთს”, - აღნიშნა ბუჩუკურმა. რაც შეეხება კითხვას “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლების პირობაზე, ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ ეს სამართლებრივად ტყუილია. “ეს სამართლებრივად არის ტყუილი, რადგან ამას არ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. მაგრამ პოლიტიკურად და შინაარსობრივი თვალსაზრისით ტყუილია. იმიტომ რომ დღეს “ოცნებაში” ნახევარი “ნაცმოძრაობაა”. იპნ
  12. ქართველმა ქალებმა დამოუკიდებლად, პირველად დალაშქრეს უშბის მწვერვალი, იტყობინება საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია. უშბის მწვერვალი ზღვის დონიდან 4710 მეტრის დონეზე მდებარეობს. „არჩილ ბადრიაშვილის ჭაუხის სპორტული ბანაკის მონაწილეები, მარიამ გელაშვილი და მაია სიჭინავა ჭაუხის მოსამზადებელი სპორტული შეკრების შემდეგ ესტუმრნენ სვანეთს, სადაც წყვილში დამოუკიდებლად გაიარეს მწვერვალ თეთნულდის სამიანი და ოთხიანი სირთულის მარშრუტები, ავიდნენ სამხრეთ შხარაზე და ჩრდილოეთ უშბაზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში. ნეტგაზეთი
  13. საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ასევე საქართველოს წარმომადგენლებს ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და ნატო-ში. შესაბამისი წინადადებებით მთავრობამ პრეზიდენტს მიმართა და შესაბამისი განკარგულებებიც გამოაქვეყნა. შვეიცარიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი რამაზ ლომინაძეა. განკარგულების თანახმად, მან თანამდებობა 1 ოქტომბრიდან უნდა დატოვოს. პირველი ოქტომბრიდან უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება ჟენევაში, გაეროს განყოფილებებსა და სხვა ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ალექსანდრე მაისურაძეს. ბრიტანეთში საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავაა. განკარგულების მიხედვით, მას უფლებამოსილება 15 ოქტომბრიდან უნდა შეუწყდეს. NATO-ში საქართველოს წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ თანამდებობა 2024 წლის 21 სექტემბრიდან უნდა დატოვოს. ოთხივე დიპლომატი თანამდებობებზე 2020 წელს დაინიშნა. რამდენიმე დღის წინ, 20 აგვისტოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება და პრეზიდენტს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე მიმართა. პატარაძე აზერბაიჯანის ელჩის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. განახლება: როგორც „პუბლიკას” საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ელჩებისა და წარმომადგენლების თანამდებობებიდან გათავისუფლება მათი როტაციის ვადის ამოწურვას უკავშირდება. საგარეო უწყების განმარტებით, თანამდებობას როტაციის ვადის ამოწურვის გამო დატოვებს ზურაბ პატარაძეც. პუბლიკა
  14. „ტელეგრამის“ დამფუძნებელი, პაველ დუროვი კიბერდანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს, - ამის შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის პროკურატურამ განაცხადა. უწყების ცნობით, ის ეჭვმიტანილია ორგანიზებული ჯგუფების კრიმინალური საქმიანობის ხელშეწყობაში, ხელისუფლებისთვის ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმაში და ბავშვთა პორნოგრაფიასთან, ნარკოტრეფიკთან, თაღლითობასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულებში თანამონაწილეობაში. ამ საქმეზე ამჟამად 12 სავარაუდო დანაშაულის გამოძიება მიმდინარეობს და დუროვის სასამართლო პროცესი საფრანგეთში 8 ივლისს დაიწყო. პარიზის პროკურატურის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ დაკავების ვადა, შეიძლება, 96 საათამდე, ანუ 28 აგვისტომდე გაგრძელდეს. შეგახსენებთ, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში შაბათს ღამით დააკავა. პლატფორმა „ტელეგრამმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პაველ დუროვს დასამალი არაფერი აქვს და კომპანიის საქმიანობა ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება. იპნ
  15. უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ კრივი-რიჰში მდებარე სასტუმროზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა და ორი დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი „ტელეგრამ“ არხზე იუწყება. „კრივი-რიჰის სასტუმროზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა, მათ შორის საავადმყოფოში მყოფი 43 წლის ქალი მძიმეა მდგომარეობაშია. კიდევ ორი ადამიანის ბედი ჯერჯერობით უცნობია. ისინი, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყვნენ“, - განაცხადა ლისაკმა. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა 6 მაღაზია, 4 მაღალსართულიანი კორპუსი და 8 ავტომობილი. ”ყველა სამსახური აგრძელებს მუშაობას ტრაგედიის ადგილზე,” - აღნიშნა ლისაკმა. იპნ
  16. „ოცნებას“ ხელში არაფერი არ უჭირავს გარდა იმისა, რომ სტრატეგიული ბუნდოვანება შეინარჩუნოს და ფაქტობრივად, მოახდინოს საზოგადოების ე.წ. მორალური დისორიენტაცია. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1936307463498960/
  17. “ოცნებას” მოვუწოდებ, რომ დაანებონ თავი შუშის აკვარიუმებიდან საუბარს და გავიდნენ ხალხში. დღეს “ოცნება” არის ერთი მუჭა ადამიანების, რომლებიც დახარბებული და დახამებული არიან თავიანთი ძალაუფლების გახანგრძლივებაზე, მხოლოდ და მხოლოდ მეტი ფულის საკეთებლად, მათ არ აინტერესებთ მოქალაქეები. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/868895311818403/
  18. სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილსა და „ლივერპულს“ შორის შეთანხმება საბოლოოდ შედგა და ინგლისურ კლუბს ქართველი მეკარე 2025 წლიდან შეუერთდება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღეს „ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელი „ლივერპულში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, კლუბს კი 2025/2026 წლის სეზონიდან შეუერთდება. შეთანხმების მიხედვით, მამარდაშვილის სანაცვლოდ ესპანური „ვალენსია“ 35 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება „ლივერპულის“ მოქმედ მეკარეს, ალისონი კლუბში სულ მცირე კიდევ ერთი სეზონით გეგმავს დარჩენას, მამარდაშვილი კი იჯარით ამ სეზონს „ვალენსიაში“ დაასრულებს. ნეტგაზეთი
  19. დღეს, 26 აგვისტოს, აფხაზეთისა და ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები აღნიშნავენ მოსკოვის მიერ მათი ე.წ. სახელმწიფოებრიობის აღიარების მე-16 წლისთავს. 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბრძანებულებით, მოსკოვმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები [დე ფაქტო]. დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების დღე სოხუმსა და ცხინვალში სახალხო დღესასწაულის სახით აღინიშნება და რესპუბლიკების [დე ფაქტო] მასშტაბით გაიმართება. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] მოსახლეობამ ერთად გაიარეს რთული გზა და ერთადვე, “დამსახურებულად მიაღწიეს აღიარებას”. “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობამ ერთად გაიარეს ერთი და იგივე რთული გზა, ამავდროულად, იბრძოდნენ ერთი და იგივე მტრის წინააღმდეგ. ყველაზე რთულ დროს ისინი ძმებივით იდგნენ ერთმანეთთან. დღეს აფხაზეთში იმყოფება სამხრეთ ოსეთის დელეგაცია, რომლებიც ჩვენს ძმებთან ერთად მონაწილეობას იღებენ სადღესასწაულო ღონისძიებებში, რომელიც იქ იმართება”, – აღნიშნა გაგლოევმა. გარდა ამისა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს “აღიარების დღესთან” დაკავშირებით მიულოცა. “რუსეთის ფედერაციის ეს ნაბიჯი ჩვენი მოსახლეობებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, აღადგინა ისტორიული სამართლიანობა და გარანტირებული უსაფრთხოება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობები, რომელთა მყარი საფუძველი ძმობისა და მეგობრობის კავშირებია, ნაყოფიერად განვითარდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ,” – წერია მილოცვაში. ნეტგაზეთი
  20. "ცხადია, არასრულწლოვნები ნებისმიერი სახის პროპაგანდისგან უნდა დავიცვათ, რა თქმა უნდა ჩვენი ოჯახური ფასეულობებიც დასაცავია, მაგრამ ეს ჩვენი ოჯახების გასაკეთებელია და ამას საერთოდ არ სჭირდება ჩვენს საზოგადოებაში კანონი. ვიღაც არ უნდა გვასწავლიდეს, რომ დედა დედაა და მამა მამაა. თავის თანაგუნდელებს მიხედონ, რომლებიც მართლა მოსიარულე ელგებეტე პროპაგანდისტებივით გამოიყურებიან და იმ ტელევიზიებს მიხედონ, რომლებმაც ეს ტერმინოლოგია აიყვანეს ისეთ დონეზე, რომ პირდაპირ ამ პროპაგანდის ნაწილები არიან. ვთვლი, რომ ეს არის აბსოლუტურად გააზრებული პროპაგანდისტული სტრატეგია, რომლის მიზანიც, არის საქართველოს მოქალაქეებს აუხსნან, რომ საპატიო თავმჯდომარე არის ხალხთან, მაგრამ ძალიან მაღლა - ის ფაქტობრივად მიუწვდონელია. ვფიქრობ ამ აღქმების და მითოლოგიას ქმნიან. იმის მაგივრად, ჩვენ, ტრადიციულ ქართველებს გვასწავლონ ფასეულობები, იმაზე იზრუნონ, პენსია როგორ გაზარდონ. მარტივ მაგალითს გეტყვით, 2020 წელს ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პრემიერობის დროს საქართველოს ბიუჯეტი იყო დაახლოებით 15 მილიარდი ლარი, დღეს საქართველოს ბიუჯეტი არის 28 მილიარდი ლარი... გეკითხებით, ორჯერ გაუმჯობესებას, თბილისის, ან სხვა ქალაქების ქუჩებში და სოფლებში, გრძნობს ვინმე? ორჯერაა გაზრდილი ბიუჯეტი, მითუმეტეს მაშინ კოვიდს ვებრძოდით, შედეგი სად არის? ამას თითოეული საქართველოს მოქალაქე უნდა გრძნობდეს." გიორგი გახარია, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  21. ქუთაისის #2 პენიტენციური დაწესებულებაში პატიმარმა დაზიანებები მიიღო. ის ჯერ ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში, მოგვიანებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისში, ვივამედში გადაიყვანეს. ახალგაზრდა კაცის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ის ნაცემია. მათ ამის საფუძველს აძლევს მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია რომელიც კლინიკისგან მიიღეს. ასევე, მისი ვიზუალური შეფასება – მათი თქმით, ქუთაისიდან თბილისში გადაყვანის დროს, კლინიკიდან რეანიმობილში მიყვანამდე მონაკვეთში მათ შორიდან დაინახეს პატიმარი და შეამჩნიეს ისეთი დაზიანებები, რომლებსაც, მათი ვარაუდით, დამოუკიდებლად ვერ მიიყენებდა. “თბილისში, ვივამედში გადაიყვანეს – გადაყვანის პროცესში, შორიდან ვიდექი და იქიდან ვუყურებდი – დავინახე დალურჯებული თვალი, სულ დასივებული და რამდენიმე დაზიანება ჰქონდა, ასევე, ხელებზე. თავის ქალა არის ჩამტვრეული […] მეუბნებიან, რომ პატიმარმა თვითონ დაიზიანა თავისი თავი, გადაიჭრა ვენებიო”, – ჰყვება პატიმრის ცოლი TV პირველთან საუბრისას. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა სამართებლის გამოყენებით. მათივე ცნობით, დაწყებულია გამოძიებაც. “ნ.ბ.-ს დაწესებულებაში ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პატიმრის ოჯახის წევრების მოითხოვენ, პენიტენციურმა სამსახურმა გადასცეს სამეთვალყურეო საბჭოს ჩანაწერები, რომელიც დაადასტურებს მათ ვერსიას თვითდაზიანების შესახებ. ნეტგაზეთი
  22. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ირწმუნება, რომ „აშშ საქართველოში ფერად რევოლიციას ამზადებს”. ამ შინაარსის პროპაგანდისტული განცხადება მათ ერთხელ, 2024 წლის 9 ივლისს უკვე გამოაქვეყნეს. უწყების მიერ დღეს, 26 აგვისტოს გავრცელებული განცხადების თანახმად, მათი ინფორმაციით, „თეთრ სახლში უკმაყოფილოები არიან საქართველოში არსებული სიტუაციით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით”. რუსეთი აცხადებს, რომ „ამისთვის ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები აგროვებენ უამრავ მოხალისეს ხმის მიცემის პროცესს მჭიდროდ მონიტორინგისთვის”. „მათ ევალებათ, გამოავლინონ და აღრიცხონ ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების „გარდაუვალი ფაქტები“. – წერს რუსული დაზვერვა. რუსული უწყებისვე მტკიცებით, „თბილისის მაიდანზე” იგეგმება კენჭყრის დროს „გაყალბების მტკიცებულებების” გამოქვეყნება, არჩევნების შედეგების არაღიარებას და ხელისუფლების შეცვლას. „ამასთან ერთად, ამერიკელები წინასწარვე ამუშავებენ ვარიანტებს, რათა „დაუნდობელი” პოლიტიკური და ეკონომიკური რეაგირება მოახდინონ სამართალდამცველების მხრიდან „მშვიდობიან მოქალაქეების” წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო”. – აცხადებს რუსული უწყება. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ასევე აღნიშნავს: რუსული პროპაგანდისტული მედია, მათ შორის, RIA Novosti, რუსული საგარეო დაზვერვის ამ განცხადების გაშუქებსას ასევე იხსენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობდნენ, ქვეყანა იძულებით წაიყვანონ უკრაინის სცენარით. პუბლიკა
  23. ძვირფასო მეგობარო, გმადლობთ თქვენი კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის. მეგობარი ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აღიარებს, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ღირს ბრძოლა, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველი კოლეგის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას, რომელიც მან უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელა. „ჩვენი ხალხების კავშირები ყოველთვის ემსახურება ჩვენი ერების თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და აყვავებას“, - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე, სალომე ზურაბიშვილის მილოცვის საპასუხოდ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინას უსურვებს ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლებას და მშვიდობის აღდგენას. „მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია - თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ესაა ჩემი სურვილი თქვენი ქვეყნისათვის, ესაა ჩემი სურვილი ჩემი ქვეყნისათვის და ესაა ჩემი სურვილი ორივე ქვეყნის ევროპული მომავლისათვის!“ - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი მიმართვაში. იპნ
  24. ვიყავით სამეგრელოში, სვანეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, შიდა ქართლში, იმერეთში. ელექტორალური განწყობები, ამ და წინა არჩევნებს შორის, ძალიან განსხვავდება. გასაგებია, ქვეყანაში სიტუაცია ცოტა სხვა არის, ხალი დაიღალა და “ოცნების” უბრალოდ აღარ სჯერათ. ყველაზე დიდი პრობლემა დღეს "ოცნების" მდგომარეობს იმაში, რომ რიგითი ადამიანების თვალში ჩამოყალიბდა, როგორც მატყუარა პოლიტიკური ძალა - მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, “ოცნება” 100 ლარიან პენსიის ზრდას დაპირდება თუ მილიონ ლარს, ეს ყველაფერი აიძულებს "ოცნებას" ნეგატიური საარჩევნო კამპანია აწარმოოს, რასაც აკეთებენ კიდეც., - ამის შესახებ პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანები ხედავენ, რომ ქვეყანაში ცვლილებები აუცილებელია და ამ ცვლილებების მოლოდინში არიან. "მეორეს მხრივ, რაც ჩემთვის ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, საჯარო მოხელეები უბრალოდ შეურცხყოფილები არიან - მათ, როგორც ბრბოს მიერეკებიან შეხვედრებზე (საბჭოურ სტილში ჩატარებულ შეხვედრებზე), მერე ამ შეხვედრებზე, ეს ლიდერები სადღაც შორიდან ელაპარაკებიან. ეს აკვარიუმები... საოცრებები ხდება. შეცვლილია მდგომარეობა იმ მხრივაც, რომ ადამიანებს პირდაპირ ემუქრებიან. ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რომ მათ აქვთ ელემენტარული ხელფასის, სამუშაო ადგილის, შემოსავლების, სოციალური დაცვის, ჯანდაცვის, ელემენტარული ინფრასტრუქტურული პრობლემები, სასმელი წყალი, სანიაღვრე, გზა, ამ დროს მათთან ჩადის მმართველი ძალა და გლობალური ომის პარტიაზე ელაპარაკება.", - განაცხადა გიორგი გახარიამ. როგორც გახარიამ აღნიშნა, ამ არჩევნების ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ ადამიანებმა იცოდნენ "ოცნება" მათ ატყუებს, როდესაც ეუბნება რომ ეცოდინებათ ხმა ვის მისცეს, რადგან ეს ტექნიკურად შეუძლებელია. "ადამიანებს ეუბნებიან საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება იმისთვის, რომ ოჯახური ღირებულებების და ბავშვების პროპაგანდისგან დაცვის კანონი მიიღონ, რა თქმა უნდა ბავშვები პროპაგანდისგან უნდა დავიცვათ ყველამ, მაგრამ ამავე დროს იგივე რეგიონებში სადაც ნარკომანია მძვინვარებსდა მეორეს მხრივ ბავშვების ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ მათი მშობლები დღეს სადღაც საზღვარგარეთ არიან და იქ შრომობენ - ამაზე ხმას არ იღებენ, ოჯახურ ღირებულებებზე ელაპარაკებიან მაშინ, როდესაც მათი პოლიტიკური ლიდერები ლგბტ პროპაგანდის განსახიერებაა. ამ არჩევნების ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ ადამიანებმა იცოდნენ "ოცნება" მათ ატყუებს, როდესაც ეუბნება რომ ეცოდინებათ ხმა ვის მისცეს. მე მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ვუთხრა, "ოცნებას" არასოდეს ეცოდინება თუ ვის მისცეს მათ ხმა, ეს ტექნიკურად შეუძლებელია. ადამიანებს აშინებენ ომით, მიშა სააკაშვილით, ახლა აშინებენ ადამიანებს იმით, რომ გვეცოდინება ვის მიეცით ხმაო. ეროვნულ ფასეულობებზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებსაც ნარკომანიაზე და ემიგრაციაზე ერთი სიტყვა არ უთქვამთ, რა ეროვნულ ფასეულობებზე შეიძლება აქ ლაპარაკი? "ოცნების" თავხედობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ყველაფერს იმსახურებენ, იყვნენ ხალხთან, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა - ზუსტად ისე, როგორც საპატიო თავმჯდომარე თვლის რომ უნდა იყოს გუნდთან, მაგრამ უფრო მაღლა, რისი მაგალითიც არის ერტმანეთისგან გამოყოფილი ტრიბუნები. ერთხელ ვთქვი, რომ ივანიშვილს მოუწევს გამოსვლა და მოუწია გამოსვლა და აკვარიუმში ჩაჯდომა. ასე დაატარებენ სოფელ-სოფელ და ზუსტად ასე მოუწევს დებატებში დაჯდომა, თუ უნდა არჩევნები მოიგოს. ერთადერთი რაც მინდა ვურჩიო, ხალხში გავიდეს და დაელაპარაკოს, არ არის პრობლემა, საჭიროზე ბევრად მეტი დაცვის ორგანიზებაც შესაძლებელია, უბრალოდ რიგით ადამიანებს დაელაპარაკოს, მაშინ მიხვდება ყველაფერს... ადამიანები - ქართველი გლეხები, მუშები, მასწავლებლები, რიგითი პოლიციელები, რიგითი საჯარო მოხელეები ყოველდღიურად რითი ცხოვრობენ და რა ზრუნვები აქვთ, ამაზე წარმოდგენა არ აქვთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სოციალურად დაუცველებს ეუბნებიან, რომ ეხლა ხმა მომეცი, თორემ სოციალურ დახმარებას მოგიხსნიო. "ოცნება", როდესაც კეთილდღეობაზე ლაპარაკობს, მაშინვე გახსენდება კორუფციაში ჩამოსხმული ადამიანების იერები, ჰაბიტუსზე რომ ეტყობათ და ის 25 ოჯახი, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია პარტიასთან, ფულის კეთების მეტი არაფერს აკეთებენ. რაც შეეხება "ნაცების" გასამართლებას, დღეს "ოცნებაში" იმდენი ყოფილი, აშკარა ნაცია, მაგათგან დაიწყონ, მერე მოსამართლეებსაც მიჰყვნენ. ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
  25. იორდანიის ქალაქ ამანში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 17-წლამდე სპორტსმენთა შორის, კონსტანტინე პეტრიაშვილმა (92 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ მსოფლიო პირველობის ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელი რუსი სანაკოევი 8:0 დაამარცხა. 24 აგვისტოს, შეჯიბრების ფინალურ ბლოკში, ნიკოლოზ მაისურაძემ (80 კგ) ირანელ რეზა აფშართან ოქროს მედლისთვის იჭიდავა და დაძაბულ დაპირისპირებაში დამარცხდა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო პირველობა ორი მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა გახდა (60 კგ), ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი ალადაშვილი (71 კგ) და ვლადიმერ მინაძე (92 კგ) დაეუფლნენ. ავტორი - დავით კუჭავა
×
×
  • შექმენი...