-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 27 პარტიაა რეგისტრირებული – ცესკო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის 27 პარტიაა რეგისტრირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი 30 აგვისტოს ამოიწურა. პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი პარტიული სიების წარდგენას მოიცავს, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ. კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. ყოველ პარტიას უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში. პარტიული სიების წარდგენის შემდეგ კი დაიწყება წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმების და შემდეგ უკვე რეგისტრაციის პროცესი. netgazeti -
რომი-ქუთაისის ავიარეისზე საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით, ქალი შეუძლოდ გახდა, მას ბორტზევე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება. ბორტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველივე შესაძლო მიმღებ აეროპორტში, ბულგარეთში დაშვებულიყო, თუმცა მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბორტის სხვა მგზავრებს ბულგარეთის აეროპორტში 4-5 საათი ლოდინი მოუწიათ და რეისი საქართველოში დილით ჩამოფრინდა. იპნ
-
შუქრუთის მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს და შიმშილობა დაიწყეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. 3-მა მათგანმა დღეს, 1-ლ სექტემბერს პირიც ამოიკერა. მათი თქმით, თუ ხელისუფლების ან კომპანიის მხრიდან დღეს რეაგირება არ იქნება, ხვალ პროტესტის ამ ფორმას მეტი ადამიანი მიმართავს. შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. შუქრუთის მცხოვრებლები იმ პირობების შესრულებას მოითხოვენ, რომლებიც 2021 წელს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიიღეს. საუბარია ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა. 2021 წელს შუქრუთელებმა პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართეს იმ მოთხოვნით, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ აენაზღაურებინა შუქრუთის მოსახლეობის ზარალი. 2021 წლის 10 ივნისს კომპანია ამტკიცებდა, რომ შედგა შეთანხმება მათსა და მოსახლეობას შორის. „ჯორჯიან მანგანეზმა“ მაშინ განაცხადა, რომ ზიანის შესაფასებლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ოფიციალურად მიმართა. პროტესტის მონაწილეებმა მიიღეს დაპირება, რომ სამხარაულის ეროვნული ბიურო მათ ზარალს შეაფასებდა. ასევე, ბიურო შეაფასებდა დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მომზადებული დასკვნის სისწორეს და ქონების საბაზრო ღირებულებას. შუქრუთის მოსახლეობა ამბობს, რომ დაპირებები არ შესრულებულა. 2024 წლის 14 მარტს ადგილობრივები კიდევ გაიფიცნენ. მათი თქმით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სრულიად უგულებელყო სამი წლის წინ მათთან დადებული შეთანხმება. მოსახლეობა ამბობს იმას, რომ კომპანიას არამც თუ აუნაზღაურებია რაიმე ზარალი, არამედ არც კი მიუღიათ პასუხი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან. არათუ ზარალის ანაზღაურება – 31 ივლისს პროკურატურამ პროტესტის რამდენიმე მონაწილის: გიორგი ნეფარიძის, რომან მეგრელიშვილისა და მალხაზ ლაბაძის სისხლის სამართლის წესით დევნა დაიწყო. უწყება მათ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას ედავება. საჩხერის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ 1000-1000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. „ჯორჯიან მანგანეზი” პროტესტის მონაწილეებისგან ითხოვს ზარალის ანაზღაურებას 5 500 000 ლარის ოდენობით. 24 აგვისტოს მათ საპროტესტო აქცია საჩხერეში, ჭორვილაშიც გამართეს. სოფელში ჩასულებს ადგილზე მობილიზებული ხალხი დახვდა, რომელთა ნაწილი ამბობდა, რომ შუქრუთელების აქცია საჭირო არ იყო, ნაწილი კი აგრესიულობით გამოირჩეოდა. პუბლიკა -
კამჩატკაში გაუჩინარებული „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, წინასწარი შეფასებით, დაღუპულია, ამ დროისთვის უკვე ნაპოვნია 17 ცხედარი, - ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობის გამო გამოწვეული ცუდი ხილვადობა გახდა. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა. ვერტმფრენი ვულკან ვაჩკაჟეცის მახლობლად მდებარე ბაზიდან აფრინდა და რადარებიდან მაშინვე გაუჩინარდა. ვერტმფრენის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი და 19 მგზავრი. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით აღძრა. ipn
-
ეკლესიას აქვს ხალხის ნდობა, განსხვავებით „ოცნებისგან“ რომლის ნდობა ისტორიულ მინიმუმზეა. რაც უფრო მეტად წაეპოტინება დამარცხებული „ოცნება“ ასეთ წმინდა თემებს, მეტს წააგებს. ეკლესიამ, რომელმაც იცის დამოუკიდებლობის ფასი, გასცა ხელისუფლებას სათანადო პასუხი და ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები არ მიმაჩნია სწორად. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1165824431168643
-
აშშ-ს რუსეთში მდებარე სამიზნეების სია გადავეცით, რომელთა ამერიკული რაკეტებით განადგურება გვსურს,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. უმეროვმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან ისაუბრა რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტებზე უკრაინის მიერ შორი მანძილის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნაზე. „ავუხსენით, თუ რა საშუალებები გვჭირდება მოქალაქეების დაცვისთვის რუსული ტერორისგან, რომლებსაც რუსების ახორციელებენ, ამიტომ იმედი მაქვს რომ მოგვისმინეს”, - განაცხადა უმეროვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარეს სამიზნეების სია გადაეცა, რომელთა დაბომბვაც კიევს ATACMS რაკეტებით სურს. „ვაჩვენებთ, რომ აეროდრომები, რომლებსაც ისინი [რუსები] ჩვენს ქალაქებზე დარტყმებისთვის იყენებენ, სიღრმისეული დარტყმების სიშორის ფარგლებში მდებარეობს… ისინი [რუსები] ჩვენს მოქალაქეებს კლავენ. ამიტომ გვსურს მათი შეკავება, გვსურს მათი შეჩერება, არ გვინდა მათ ავიაციას ჩვენს საზღვრებთან მოახლოების საშუალება მივცეთ, რათა ჩვენი ქალაქები ბომბონ”, - განაცხადა უმეროვმა. IPN
-
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე ამბობს, რომ წარსულში საერთაშორისო დონორებს მისთვისაც დაუფინანსებიათ კონკრეტული კვლევები და წიგნები, თუმცა ის სრულიად თავისუფალი იყო რას დაწერდა ტექსტში. ამის შესახებ კობახიძემ რუსული კანონის განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა სასამართლოში პარლამენტის ინტერესების დამცველების საპასუხოდ, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ “ფულს ყოველთვის მიყვება ინტერესი”. პარლამენტის იურისტებმა მოიყვანეს გერმანიის სახელმწიფო ფონდის, GIZ-ის მაგალითი, რომელსაც მათი თქმით, ვებგვერდზევე უწერია, რომ გერმანიის ინტერესებს ემსახურება. “კვლევა პირადად ჩემთვისაც დაუფინანსებია GIZ-ს როდესაც ვმუშაობდი კონსტიტუციის 42-ე მუხლში. მაგრამ იქ ყოველთვის ვუთითებდით, რომ კვლევაში გამოხატული მოსაზრებები არ გამოხატავს GIZ-ის პოზიციებსო. იმ წიგნში ჩვენ რას დავწერდით, სრულად თავისუფალი ვიყავით”, – განაცხადა კობახიძემ და იკითხა, რატომ არის აპრიორი, რომ პირობითად GIZ -ისგან მიღებული თანხა მისი ინტერესების გატარებას ნიშნავს. პარლამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ “თქვენ ეს პროექტი დაგიფინანსდათ კონკრეტული ინტერესით და მიზნობრიობით”. მისი თქმით, კანონი არ მსჯელობს იმაზე დაფინანსების შინაარსი დადებითია თუ უარყოფითი. მანანა კობახიძე წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლში, რომელიც საერთაშორისო დონორებისაგან ფინანსდებოდნენ. შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 17 წელი მუშაობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ), რომელიც რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უცხოურ ძალად შეირაცხება. NETGAZETI
-
რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 6 ავტომანქანა შეეჯახა. არსბეული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო, თუმცა ის ამ დროისთვის აღდგენილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. IPN -
2018 წელს ევროკავშირმა რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ ორ ქვეყანაში – საქართველოსა და უკრაინაში ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის პროგრამა წამოიწყო. იგი სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ბიუჯეტმა კი 1 580 000 ევრო შეადგინა. პროგრამის სამიზნე აუდიტორია იყო კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე რეგიონები – კონკრეტულად კი შიდა ქართლში, სამეგრელოში და უკრაინის დონეცკის ოლქში მცხოვრები ადამიანები. ერთ-ერთი, ვინც ამ პროგრამით ისარგებლა, ირინა ყორშიაა. იგი პროგრამის ფარგლებში არსებული სამეწარმეო სკოლის კურსდამთავრებულია. ტრენინგამდე ირინას უკვე ჰქონდა საკუთარი ტყავის სამკერვალო სახელოსნო ზუგდიდში. თუმცა ყორშია აღნიშნავს, რომ მას, როგორც მეწარმეს, განვითარება და ბევრი ახალი სწავლა სჭირდება. მისივე თქმით, ბევრი რამ სწორედ სამეწარმეო სკოლაში ისწავლა. სახელოსნოს მფლობელი აღნიშნავს, რომ მსგავსი ტრენინგები „აუცილებელია წარმატებისთვის“ და მათში მონაწილეობისკენ სხვებსაც მოუწოდებს: „თითოეულ ახალგაზრდას ვურჩევ, აუცილებლად გაიაროს ყველა საინტერესო და სასარგებლო ტრენინგი, რასაც ორგანიზაციები გამოაცხადებენ. ეს აუცილებელია წარმატებისთვის“. პროექტის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, ირინა ყორშიას ბიზნესი „IRDA- ტყავის აქსესუარები“ კვლავაც მუშაობს. ფეისბუქში ერთ-ერთი ბოლო პოსტის ქვეშ კმაყოფილი მომხმარებლის კომენტარიც გვხვდება: „საოცრება ჩამოვიდა. მადლობა შენ ასეთი სილამაზისათვის“. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი მიიღო, აგენტის იარლიყის მატარებელი ხდება არა მარტო დამოუკიდებელი თუ ოპოზიციურ მედიასაშუალებება, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციები, არამედ მსგავსი პროექტების ბენეფიციარებიც. რუსული კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. მასალა მომზადებულია ევროკავშირის პროექტის ვებ-გვერდისა და გადაღებული ვიდეომასალის მიხედვით. ნეტგაზეთი
-
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მოქმედ შემადგენლობას, საკუთარი გადაწყვეტილებით, აქვს ისტორიული შანსი და ასევე კონსტიტუციური ვალდებულება, როგორც სასამართლოს, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის სრული რეაბილიატაცია მოახდინოს! ზაზა თავაძე, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/zaza.tavadze.16/videos/485717020938835
-
17 უკრაინელი, რომელიც რუსეთიდან არის დეპორტირებული, საქართველოსთან საზღვარზე დარიალის ხეობაში საგუშაგოზეა გაჭედილი. მიზეზად დოკუმენტების არქონა სახელდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. Ukrainska Pravda-ს ცნობით, რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელები დაახლოებით ერთი თვეა სარდაფში, შიშველ კედლებში ცხოვრობენ ზემო ლარსის საგუშაგოზე და სანამ მათი საკითხი გაირკვევა, გარეთ გასვლის საშუალებაც არ აქვთ. დეპორტირებული უკრაინელების ნაწილი რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიებიდან მოხვდა საქართველოს საზღვართან, ნაწილი კი “საიმიგრაციო კანონების დარღვევის” გამო. უკრაინის მოქალაქე 31 წლის ოლექსანდრ შულჰინი, ამბობს, რომ საქართველო მათ თავის ტერიტორიაზე არ უშვებს, რადგან პასპორტები არ აქვთ და მათი ვინაობის დადასტურებას უკრაინული უწყებებიდან ელიან. შულჰინმა ასევე აღნიშნა, რომ ჯგუფის ნაწილი ავადაა. როგორც უკრაინული მედია იუწყება, შულჰინს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა აქვს. ის გასული 10 წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა. შემდეგ კი, მოულოდნელად დააკავეს 2024 წლის იანვარში საიმიგრაციო კანონის დარღვევის გამო. თუმცა, როგორც შულჰინი ამბობს, მას მსგავსი პრობლემა ადრე არასდროს შექმნია. მისივე ინფორმაციით, ზოგიერთი დაკავებული იქ დაახლოებით ორი თვეა, რაც იმყოფება, საკვებით კი პერიოდულად მოხალისეები ამარაგებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს ეუბნებიან, რომ ინფორმაციას ამ საკითხზე მიღებისთანავე მოგვაწვდიან. მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია მანამდეც გავრცელდა. წინა ჯერზე საუბარი იყო რუსეთის მხრიდან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დეპორტირებულ მოქალაქეებზე, რომელთაც პატიმრობის ვადა ამოეწურათ. ნეტგაზეთი
-
უზრუნველყავით საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნა, რათა ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება იყოს დროული და შედეგიანი - უზრუნველყავით ყველა შესაძლო საფრთხის იდენტიფიცირება და რისკების გათვალისწინებით, შეიმუშავეთ შესაბამისი საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმა,- ასე მიმართავს იურისტი სოფიო ხორგუანი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს, ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკების ზრდასთან დაკავშირებით. იურისტის შეფასებით, ყველა სახელმწიფო თუ ადგილობრივმა უწყებამ, ჯეროვნად უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რათა მომატებული რისკების შედეგად, სამოქალაქო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. „რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტემპერატურის მატებიდან გამომდინარე, ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკების ზრდასთან დაკავშირებით გაგვაფრთხილა და საზოგადოებას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისაკენ მოგვიწოდა. სამცხე-ჯავახეთის მხარეში მსგავსი გამოცდილება უკვე გვაქვს და ამ გამოცდილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ყველა სახელმწიფო თუ ადგილობრივმა უწყებამ, სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჯეროვნად შეასრულოს თავისი ვალდებულებები. მხოლოდ ამგვარადაა შესაძლებელი საგანგებო სიტუაციებში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს ან/და ქონების დაცვის უზრუნველყოფა“, - აღნიშნავს ხორგუანი. ასევე, ხორგუანი რწმუნებულს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის დროულ მიწოდებას სთხოვს, რათა საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 62-ე მუხლების თანახმად, სახანძრო-სამაშველო დანაყოფები ხანძარს აქრობენ ან/და სამაშველო სამუშაოებს ატარებენ უპირობო წესით. თავის მხრივ, მეხანძრე-მაშველი უფლებამოსილია, ჰქონდეს უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობები, სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და სახანძრო სამაშველო აღჭურვილობა. მიმართვაში დროულად მოახდინეთ საგანგებო სიტუაციის პრევენცია. ამ მიზნით განახორციელეთ სამართლებრივი, ორგანიზაციული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სანიტარულ-ჰიგიენური და სხვა საჭირო ღონისძიებები (საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის ალბათობის განსაზღვრა, მონიტორინგი და მისი თავიდან აცილების ღონისძიებები, მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შედგენა, ადამიანთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და ა.შ); უზრუნველყავით ყველა შესაძლო საფრთხის იდენტიფიცირება და რისკების გათვალისწინებით, შეიმუშავეთ შესაბამისი საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმა; უზრუნველყავით სახანძრო-სამაშველო დანაყოფების აღჭურვა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად საჭირო ყველა სამაშველო აღჭურვილობით; უზრუნველყავით სამაშველო აღჭურვილობების ტექნიკური გამართულობა; უზრუნველყავით საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნა, რათა ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება იყოს დროული და შედეგიანი; იმ შემთხვევაში, თუ, მეხანძრე-მაშველების აღჭურვილობა არ არის საკმარისი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად ან/და არის არ არის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, დროულად მოაგვარეთ აღნიშნული პრობლემა“, - აცხადებს სოფიო ხორგუანი. იპნ
-
ენათმეცნიერი მარინა ბერიძე საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოვიდა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს განიხილავენ. მან სასამართლოს იმ კვლევის ძირითადი შედეგები წარუდგინა, რომელიც ლინგვისტებმა კანონის შესახებ ჩაატარეს. ენათმეცნიერი მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოიწვიეს. მარინა ბერიძის განცხადებით, კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები „ცალსახად” ნეგატიური კონოტაციისაა. მისი თქმით, „დადებითი ან ნეიტრალური კონოტაციით ამ სიტყვების გამოყენება მხოლოდ დამატებითი მოდიფიკატორით, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კონტექსტით არის შესაძლებელი“. როგორც ბერიძემ აღნიშნა, კანონის საკვანძო სიტყვა „უცხო“ ან „უცხოური“ კი არა, არამედ „ინტერესია”. მისივე თქმით, სიტყვა „უცხო“ უარყოფით კონოტაციას შეიცავს, „უცხოური“ კი შედარებით ნეიტრალურია. მარინა ბერიძემ ასევე განაცხადა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ კანონიდან ამოღებულია ტერმინი „აგენტი“, პოლემიკურ დისკურსში ის ისევ იჩენს თავს. ენათმეცნიერმა განმარტა, რომ სიტყვა „გამტარებელი” სხვადასხვა კონოტაციაში შეისწავლეს და მისი თქმით, მას დადებითი კონოტაციის სიტყვა სჭირდება, რომელიც ამ სიტყვას ნეიტრალურობას შეუნარჩუნებს. მანვე აღნიშნა, რომ „უცხო ძალის ინტერესის გამტარი” – „აგენტის” სინონიმია და მას დადებითი მნიშვნელობა ქართულ ენაში ვერ ექნება. მისივე თქმით, სიტყვა „აგენტი“ კანონიდან ამოღებულია, მაგრამ ის კანონის ირგვლივ გამართულ დისკურსში დარჩა. საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებულ სარჩელებს განიხილავს. სასამართლომ 29-30 აგვისტოს მოუსმინა მოსარჩელეებს – არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის, მედიების და პრეზიდენტის წარმომადგენლებს და მათ მოპასუხეებს – პარლამენტის და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს. სარჩელებში მითითებულია, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მოთხოვნილია მისი გაუქმება. მოსარჩელეები ასევე აყენებენ შუამდგომლობას, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის მოქმედება უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. რუსული კანონი „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” შესახებ პარლამენტმა, 2-თვიანი მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 2024 წლის 28 მაისს საბოლოოდ დაამტკიცა. 4 ივნისიდან კანონი ძალაშიც შევიდა. 2 აგვისტოდან ორგანიზაციები და მედიები, რომელთაც კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებად მონიშნავს, ვალდებულები ხდებიან, დარეგისტრირდნენ ე.წ. რეესტრში. მათ საამისოდ ერთი თვე აქვთ. თუკი ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება რეესტრში კანონის დაუმორჩილებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმები 5 0000 ლარიდან 25 000 ლარამდე მერყეობს. პროცედურის მიხედვით, ორგანიზაციამ ჯერ რეგისტრაცია უნდა გაიაროს, შემდეგ კი სპეციალურ ვებგვერდზე ფინანსური დეკლარაცია ატვირთოს. დოკუმენტაციის შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს ერთი თვე აქვს, სწორედ ამ პროცესში ენიჭება მას უფლებამოსილება, გამოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. მათ შორისაა: ფიზიკური პირის რასობრივი და ეთნიკური კუთვნილება, სქესობრივი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულება, რელიგიური, ფილოსოფიური ან სხვაგვარი მრწამსი, აგრეთვე – ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები. კანონში წერია, რომ ყველა პირი, ორგანო თუ ორგანიზაცია ვალდებულია, გასცეს ეს ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია თავისი ნებით არ დარეგისტრირდება, სამინისტროს უფლება აქვს, აწარმოოს მონიტორინგი და თავად გამოავლინოს ამგვარი ორგანიზაცია. თუ გამოვლინდა, რომ ორგანიზაციამ თავი აარიდა რეგისტრაციას, მას მაინც დაარეგისტრირებენ და მოსთხოვენ დეკლარაციის წარდგენას. რეგისტრაციიდან თავის არიდების ან საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისთვის ორგანიზაცია დაჯარიმდება 25 ათასი ლარით; დეკლარაციის წარუდგენლობის, ხარვეზების გამოუსწორებლობისთვის 10 ათასი ლარით; თუ მომდევნო თვეებშიც ორგანიზაციამ იგივე პრაქტიკა გააგრძელა, მას ყოველ მომდევნო თვეს 20 ათასი ლარით დააჯარიმებენ. თუ პერსონალურ ინფორმაციას არ გასცემ, 5 ათასი ლარით დაგაჯარიმებენ და ეს ფიზიკურ პირსაც შეეხება. იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზაცია ჯარიმებს არ გადაიხდის, გამოიწვევს ქონების დაყადაღებას და ორგანიზაციები საქმიანობას ვეღარ შეძლებენ. როგორი იქნება მონიტორინგის წესი, რა კონკრეტულ ინფორმაციას მოითხოვს სახელმწიფო უწყება ორგანიზაციებისგან, როგორ წარიმართება შესაძლო ყადაღის დადების პროცესი, – ამ და კიდევ სხვა ბევრ შეკითხვას, რომელიც დღეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აქვთ, სექტემბერში უფრო ცხადად გაეცემა პასუხი. პუბლიკა
-
16 სექტემბერს იწყება სწავლა და დაბინძურებული და სასმელად უვარგისი წყლით სკოლების მომარაგება ბავშვების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი, რათა უზრუნველყოფილი იყოს წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვა და კომპანიებმა დროულად უზრუნველყონ მოსახლეობისათვის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი სასმელი წყლის მიწოდება! – ასე მიმართავს იურისტი სოფიო ხორგუანი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს, ახალციხეში წყლის მონიტორინგთან დაკავშირებით. მისი თქმით, სურსათის უვნებლობის სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასმელ წყალში სხვადასხვა სახის სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერიები გამოვლინდა. „სურსათის უვნებლობის სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშის შესაბამისად, გავრცელდა ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის ნაწლავური ჩხირებით დაბინძურების თაობაზე. უფრო კონკრეტულად: ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწლავის ჩხირები, ბაქტერიული კოლონის წარმომქმნელი ერთეულები (საერთო კოლიფორმები) და მღვრიე წყალი -ეს დარღვევები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ის „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალარინება“ და შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (100% წილის მფლობელი სახელმწიფო) დაქვემდებარებაში მყოფ წყლის გამანაწილებელ ქსელებში გამოვლინდა. დარღვევები გამოვლინდა საჯარო სკოლაში არსებულ ონკანებშიც. კერძოდ: სოფელ მუსხის სკოლის სასმელი წყლის ონკანში მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური დარღვევები გამოვლინდა. აღმოჩნდა საერთო კოლიფორმები, რომელთა არსებობა სასმელ წყალში დაუშვებელია; სოფელ წირის სკოლის მიმდებარედ არსებული საუბნო სასმელი წყლის ონკანში ფიზიკო-ქიმური, მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური დარღვევები გამოვლინდა. წყალი შეიცავდა ნაწლავურ ჩხირ ეშეხერია კოლის, რომლის სასმელ წყალში არსებობა დაუშვებელია; სოფელ საძელის საჯარო სკოლაში სასმელი წყლის ონკანში დადგინდა მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური დაბინძურებები, საერთო კოლიფორმები, ეშეხერია კოლის ბაქტერიები; სოფელ ანდრიაწმინდის სკოლის სასმელი წყლის ონკანში ორგანოლეპტიკური დაბინძურება გამოვლინდა; ახალციხის N6 საჯარო სკოლაში არსებულ ონკანსა და სოფელი ივლიტის საუბნო ონკანზე ასევე ორგანოლეპტიკურად დაბინძურებული წყალი აღმოჩნდა; სოფელ ნაოხრებში საერთო კოლიფორმები დაფიქსირდა! 16 სექტემბერს სწავლა იწყება და დაბინძურებული და სასმელად უვარგისი წყლით სკოლების მომარაგება მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია ბავშვების ჯანმრთელობისათვის!” - აცხადებს ხორგუანი. იპნ
-
TASS-ი -კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვერტმფრენი Mi-8T დღეს დილით, ვულკანის ვაჩკაჟეცის მახლობლად მდებარე ბაზიდან აფრინდა და რადარებიდან მაშინვე გაქრა. ვერტმფრენის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი და 19 მგზავრი. ipn -
რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა. „რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს უფლება საზღვარზე არ მთავრდება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ უკრაინის გადასაწყვეტია ის, თუ როგორ დაიცავს თავს და აღნიშნა, რომ ოპერაცია უკრაინის თავდაცვის უფლებას შეესაბამება. ასევე, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქში ოპერაციის დაგეგმვის შესახებ ნატო-ს ინფორმაცია არ მიუღია. იპნ
-
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს. აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის კითხვაზე, წერილობით პასუხში ისაუბრა. მილერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს. “როგორც უკვე თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს მთავრობის მიერ დიდი ხნის წინ გაცხადებულ მიზანს, ევროინტეგრაციის შესახებ და შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატოში წევრობას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტოს კრიტიკოსების დემონიზაცია და განსხვავებული აზრის სივრცის შეზღუდვა და დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, - აცხადებს მილერი. გარდა ამისა, მეთიუ მილერი პასუხობს შეკითხვას რუსეთის საგარეო საქმეთა დაზვერვის განცხადებაზე, რომ ამერიკა საქართველოში “ფერად რევოლუციას” ამზადებს და ბრალდებას “კატეგორიულად მცდარს” უწოდებს. “უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად, საქართველოს ხალხთან ერთად მუშაობის საამაყო ისტორია გვაქვს. ბრალდებები კატეგორიულად მცდარია. კრემლმა მოაწყო 2008 წლის შეჭრა და დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. [კრემლი] აგრძელებს სასტიკ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, - აცხადებს მეთიუ მილერი. იპნ
-
რეესტრის უფროსი ადასტურებს, რომ NGO-ებს საჯარო უწყებებზე მეტ ინფორმაციას სთხოვენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დავით დევიძე ადასტურებს, რომ რუსული კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებს, საჯარო უწყებებთან შედარებით, ბევრად უფრო დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებას ავალდებულებს. ამის შესახებ მან დღეს, 30 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. კითხვა იმის შესახებ, არსებობს თუ არა საჯაროობისა და გამჭვირვალობის იგივე სტანდარტი საჯარო უწყებების მიმართ, რაც რუსული კანონით არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ, დავით დევიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშმა დაუსვა. რუსული კანონის ფარგლებში შექმნილი რეესტრი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს სახელობითად გაასაჯაროონ რა ხელფასს უხდიან თანამშრომლებს მათი პირადი ნომრებისა და საბანკო ანგარიშების მითითებით. მოსამართლემ იკითხა აქვს თუ არა საჯარო უწყებას იგივე ვალდებულება, რომ სახელობითად, პირადი ნომრით გაასაჯაროოს მისი თანამშრომლების ხელფასები, ანგარიშები და ა.შ. “საჯარო სექტორში… თუნდაც თქვენ რომ გკითხოთ, ყველა კონკრეტულ თანამშრომელთან დაკავშირებით მითხარით, რა ხელფასი მიგიციათ, მათი საიდენტიფიკაციო ნომერი და მათი ბანკის ანგარიშის ნომრები… ეს ინფორმაცია არ ჩაითვლება იმ პირად ინფორმაციად, რომ ასეთი დაწვრილებითი სახით არ მიეწოდოს გარე პირს?“ – იკითხა თეიმურაზ ტუღუშმა. მოსამართლის კითხვის პასუხად საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა განაცხადა: „საჯარო ორგანიზაციები აწარმოებენ ასეთ ინფორმაციას. გარკვეული ხასიათის დასაბუთების შემთხვევაში ასეთი ინფორმაციის გაცემა არის დასაშვები. გააჩნია რა იქნება მოთხოვნის საფუძველი და რა იქნება ამ შემთხვევაში პერსონალური ინფორმაცია“, – უპასუხა დავით დევიძემ. აღსანიშნავია, რომ რუსული კანონის ფარგლებში ყოველგვარი დასაბუთებისა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გარეშეა ვალდებული არასამთავრობო ან მედია ორგანიზაცია, რომ მისი თანამშრომლებისა თუ ბენეფიციარების პირადი მონაცემები გაასაჯაროოს, მათ შორის ის საბანკო ანგარიშის ნომრები, სადაც თანხა ჩაურიცხა. მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე – „ასეთი ფორმით თქვენ გასცემთ ინფორმაციას, რომ „ჩემი კონკრეტული თანამშრომელი იღებს ამ თვეში ამ ხელფასს, ამ პრემიას, ესაა მისი საიდენტიფიკაციო ნომერი და ესეც მისი საბანკო ანგარიში?“ – საჯარო რეესტრის უფროსმა უპასუხა: „ჩვენ გავცემთ ინფორმაციას, კონკრეტული თანამშრომელი რა პოზიციაზეა დანიშნული და შემდეგ [კონკრეტულ] პოზიციაზე რა ანაზღაურებაა… საბანკო ანგარიშს ჩვენ ვერ გავცემთ ბუნებრივია“, – განაცხადა დავით დევიძემ. რა არის საჯარო ინფორმაცია? კანონმდებლობის თანახმად, საჯარო ინფორმაციაა ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასათვის ხელმისაწვდომია, გარდა სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. მათ შორის, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ ამ ფორმით ითხოვენ საჯარო ინფორმაციას. თუმცა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. პერსონალური მონაცემია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. ეს მაშინ, როცა რუსული კანონით გათვალისწინებული დეკლარაცია ითვალისწინებს მაქსიმალურად დეტალური ფინანსური ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას, ასევე ორგანიზაციაში დასაქმებული, ორგანიზაციასთან ნებისმიერ ფინანსურ ურთიერთობაში მყოფი ნებისმიერი სხვა ფიზიკური პირის სხვადასხვა სახის პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნებას. მათ შორის ისეთი ინფორმაციისასაც, როგორიცაა ფიზიკური პირების პირადი ნომრები და საბანკო ანგარიშის ნომრები. ამ ინფორმაციის გასაჯაროებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციაც კი არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, რუსული კანონი ითვალისწინებს ფიზიკური პირებისგან განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის წარდგენის ვალდებულებასაც. განსაკუთრებული კატეგორიისაა, მაგალითად, მონაცემები პირის სქესობრივ ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ რუსული კანონით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის ფორმა “შინაარსობრივი თვალსაზრისით, თანხვედრაშია მონაცემთა დამუშავების მინიმიზაციის, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპებთან”. მას შემდეგ, რაც ნეტგაზეთმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აღნიშნული განცხადება გაავრცელა, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) სამსახურს მიმართა მათ მიერ გაწეული სხვადასხვა ხარჯის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით, იმ სახით როგორი ფორმითაც გამოქვეყნება დაევალათ არასამეწარმეო და მედია ორგანიზაციებს რუსული კანონის შესაბამისად. მაგალითად, IDFI-მ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან გამოითხოვა შემდეგი ინფორმაცია: 2024 წელს თითოეულ თანამშრომელზე გაცემული შრომის ანაზღაურების ოდენობა (სარგო, ფულადი ჯილდო, დანამატი ცალ-ცალკე), შრომის ანაზღაურების მიმღები პირების პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბანკო ანგარიში) მითითებით; 2024 წელს თითოეულ თანამშრომელზე გაწეული სამივლინებო ხარჯების ოდენობა (მგზავრობა, სასტუმრო, დღიური ცალ-ცალკე) და მივლინების მიზანი. მივლინებაში მყოფი პირების პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბანკო ანგარიში) მითითებით; 2024 წელს გაწეული საკონსულტაციო, სანოტარო, თარჯიმნის და თარგმნის მომსახურების ხარჯების ჩამონათვალი, შესაბამისი მომსახურების გამწევი პირების პირადი მონაცემების (სახელი, გვარი/სახელწოდება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი, საბანკო ანგარიში) მითითებით; 2024 წელს გაწეული სარეკლამო ხარჯების (სატელევიზიო, ბეჭდური, ინტერნეტ რეკლამა, ბრენდირებული აქსესუარები, გარე რეკლამა და სხვა სარეკლამო ხარჯები) ჩამონათვალი შემსრულებელი კომპანიის/პირის, საიდენტიფიკაციო ნომრის, თანხის მიმღების საბანკო ანგარიშის, რეკლამის ტირაჟის/ხანგრძლივობის, ფართობის (ბეჭდური და ინტერნეტ რეკლამის შემთხვევაში) და ერთეულის ღირებულების (ლარი) მითითებით. IDFI-ს თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განმარტა, რომ ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს და თანამდებობის პირებთან (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე) დაკავშირებული მონაცემების გარდა, ყველა სხვა თანამშრომელთან (და სხვა ფიზიკურ პირთან) დაკავშირებული ინფორმაცია წარუდგინეს დეპერსონალიზირებული (დაშტრიხული) ფორმით. ამასთან, IDFI აცხადებს, რომ მაგალითად თანამდებობის პირების შემთხვევაშიც არ იქნა წარმოდგენილი მათი საბანკო ანგარიშის ნომრები. არასამთავრობო სექტორის დაკვირვებით, ბოლო წლების ტენდენციებით, საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უარესდება. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ბოლო ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი (58%), 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგი იყო. წყლის, დენის, კვების ხარჯები – კიდევ რა ინფორმაციას ითხოვს რუსული კანონი ორგანიზაციებისაგან ნეტგაზეთი -
საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონზე განმწესრიგებელ სხდომას 31 აგვისტოს გამართავს. საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვას 29 აგვისტოს დაიწყო. 2 დღის განმავლობაში სასამართლომ მოუსმინა მოსარჩელეებს – არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის, მედიების და პრეზიდენტის წარმომადგენლებს და მათ მოპასუხეებს – პარლამენტის და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს. სარჩელებში მითითებულია, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მოთხოვნილია მისი გაუქმება. მოსარჩელეები ასევე აყენებენ შუამდგომლობას, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის მოქმედება უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. რუსული კანონი „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” შესახებ პარლამენტმა, 2-თვიანი მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 2024 წლის 28 მაისს საბოლოოდ დაამტკიცა. 4 ივნისიდან კანონი ძალაშიც შევიდა. 2 აგვისტოდან ორგანიზაციები და მედიები, რომელთაც კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებად მონიშნავს, ვალდებულები ხდებიან, დარეგისტრირდნენ ე.წ. რეესტრში. მათ საამისოდ ერთი თვე აქვთ. თუკი ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება რეესტრში კანონის დაუმორჩილებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმები 5 0000 ლარიდან 25 000 ლარამდე მერყეობს. პროცედურის მიხედვით, ორგანიზაციამ ჯერ რეგისტრაცია უნდა გაიაროს, შემდეგ კი სპეციალურ ვებგვერდზე ფინანსური დეკლარაცია ატვირთოს. დოკუმენტაციის შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს ერთი თვე აქვს, სწორედ ამ პროცესში ენიჭება მას უფლებამოსილება, გამოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. მათ შორისაა: ფიზიკური პირის რასობრივი და ეთნიკური კუთვნილება, სქესობრივი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულება, რელიგიური, ფილოსოფიური ან სხვაგვარი მრწამსი, აგრეთვე – ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები. კანონში წერია, რომ ყველა პირი, ორგანო თუ ორგანიზაცია ვალდებულია, გასცეს ეს ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია თავისი ნებით არ დარეგისტრირდება, სამინისტროს უფლება აქვს, აწარმოოს მონიტორინგი და თავად გამოავლინოს ამგვარი ორგანიზაცია. თუ გამოვლინდა, რომ ორგანიზაციამ თავი აარიდა რეგისტრაციას, მას მაინც დაარეგისტრირებენ და მოსთხოვენ დეკლარაციის წარდგენას. რეგისტრაციიდან თავის არიდების ან საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისთვის ორგანიზაცია დაჯარიმდება 25 ათასი ლარით; დეკლარაციის წარუდგენლობის, ხარვეზების გამოუსწორებლობისთვის 10 ათასი ლარით; თუ მომდევნო თვეებშიც ორგანიზაციამ იგივე პრაქტიკა გააგრძელა, მას ყოველ მომდევნო თვეს 20 ათასი ლარით დააჯარიმებენ. თუ პერსონალურ ინფორმაციას არ გასცემ, 5 ათასი ლარით დაგაჯარიმებენ და ეს ფიზიკურ პირსაც შეეხება. იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზაცია ჯარიმებს არ გადაიხდის, გამოიწვევს ქონების დაყადაღებას და ორგანიზაციები საქმიანობას ვეღარ შეძლებენ. როგორი იქნება მონიტორინგის წესი, რა კონკრეტულ ინფორმაციას მოითხოვს სახელმწიფო უწყება ორგანიზაციებისგან, როგორ წარიმართება შესაძლო ყადაღის დადების პროცესი, – ამ და კიდევ სხვა ბევრ შეკითხვას, რომელიც დღეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აქვთ, სექტემბერში უფრო ცხადად გაეცემა პასუხი. publika
-
მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა. მოძრაობის წევრებმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც განმარტავენ, თუ რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება. როგორც ისინი აღნიშნავენ, დარეგისტრირება გადაწყვიტეს იმიტომ, რომ არ გაუქმდეს ორგანიზაცია მოახლოებული არჩევნების წინ, არ დაკარგონ არსებული რესურსები, არ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, რომელიც, მათივე განმარტებით, კოლოსალური ოდენობისაა და ამის გამო მოძრაობა „სირცხვილია“ არ მივიდეს გაკოტრებამდე. „რუსული ხელისუფლებისგან და პრორუსული ხელისუფლებისგან ძახილი დემოკრატიული ჯგუფების მიმართ, რომ ჩვენ თითქოს ვართ „დასავლეთის აგენტები“ ამ ქვეყანაში, ნაკლებად სენსიტიური ვართ ამ საკითხის მიმართ იმიტომ, რომ ხელისუფლება წლების განმავლობაში სხვადასხვა მადისკრედიტირებელი ფრაზებით გამოირჩეოდა „სირცხვილიას“ წინააღმდეგ და არა მარტო... ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ უკმაყოფილებას გამოხატავდა. არა ერთხელ დაუძახიათ ჩვენთვის აგენტი, ანტი-ტრადიციონალისტები, სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები. ახლა ამას ფორმალურად აფორმებენ. თუ კი რაიმე ზიანი შეიძლებოდა მოეტანა ამ იარლიყების აწებებას, ეს ზიანი უკვე მოიტანა თუ ვინმეს შეიძლებოდა დაეჯერებინა, რომ რომელიმე სხვა სახელმწიფოს ინტერესებს ვატარებთ აქ და არა საქართველოსას, ისინი ამას უკვე დაიჯერებდნენ იმიტომ, რომ ხუთი წელია, ეს პროპაგანდა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. რეგისტრაცია ან არდარეგისტრირება მაინც და მაინც იმას არ განაპირობებს, აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია. ეს ისევ დამოკიდებულია ხელისუფლების პროპაგანდაზე, რომლისთვისაც ყველა ისედაც აგენტი იყო“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში. ipn
-
მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინა „დრუჟბას“ გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტს შეაჩერებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
1-ელი იანვრიდან უკრაინის ტერიტორიაზე „დრუჟბას“ ნავთობსადენით რუსული ნავთობის ტრანზიტი შეწყდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. „გარდა გაზისა, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან მუშაობას „დრუჟბას“ ნავთობსადენიც შეწყვეტს“, - განაცხადა მან. პოდოლიაკის თქმით, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა - სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი -რუსულ ნავთობს ამ ნავთობსადენით ღებულობს, მაგრამ ევროკავშირის რეზოლუციის თანახმად, ამ ქვეყნებმა ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია უნდა მოახდინო და უკრაინის გავლით ტრანზიტი უნდა შეწყვიტონ. პოდოლიაკის განმარტებით, ეს ეხება გაზსაც და 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ტრანზიტი შეწყდება, თუმცა თუ ევროპის ქვეყნებს ყაზახური ან აზერბაიჯანული გაზი დასჭირდებათ, მაშინ უკრაინა მზად არის მისი ტრანსპორტირებისთვის. იპნ